ბათუმში დაახლოებით ერთი საათია გადაუღებლად თოვს.
ამინდის პროგნოზის ვებგვერდების მონაცემებით ამ დროისათვის ტემპერატურა 1 გრადუსია. წინასწარი პროგნოზით ბათუმში ხვალ, 9 იანვარს, სუსტი თოვაა მოსალოდნელი, ტემპერატურა 4-0 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსები გამოდარებას 10 იანვრიდან ელიან. გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად იანვრის მეორე ნახევარში ბათუმში ტემპერატურა 17 გრადუსამდე გათბება.