ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორი გადადგომას აპირებს

 

ალიოშა ბაკურიძე
ალიოშა ბაკურიძე

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ალეკო ბაკურიძემ 20 იანვარს მოიწვია. საბჭოს წევრის, მალხაზ ნაკაშიძის ინფორმაციით, რექტორმა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. 



“ალბათ უახლოეს ორ დღეში გაიმართება სხდომა. ვინაიდან მოვალეობის შესრულების, ახალი არჩევნების გამოცხადების, საკვალიფიკაციო პირობების შესახებ საკითხები მოითხოვდა დაზუსტებას, დღეს არ იქნა მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება”, – აღნიშნა მალხაზ ნაკაშიძემ “ბათუმელებთან”.  


ალეკო ბაკურიძე ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორია 2008 წლიდან. უნივერისტეტის რექტორმა გადადგომის შესახებ აკადემიურ საბჭოს 2014 წელსაც მიმართა, თუმცა საბჭომ რექტორის თხოვნა არ დააკმაყოფილა. 



აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: ლევან ვასაძეს ვეთანხმები


სვეტლანა კუდბა
სვეტლანა კუდბა

ქალბატონო სვეტლანა, თქვენ  „ფეისბუკის“ გვერდზე გააზიარეთ ბიზნესმენ ლევან ვასაძის მოსაზრება, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის უცხოური დაფინანსების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ეთანხმებით ლევან ვასაძეს თუ აპროტესტებთ?


 ვიზიარებ და იმიტომ. რომ არ ვიზიარებდე, რატომ გავავრცელებდი.


 შეგიძლიათ უფრო დაგვიკონკრეტოთ, რას იზიარებთ?


ვასაძე ამბობს, რომ აუცილებლად მისაღებია კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსებასთან დაკავშირებით. საერთოდ, მე თუ მკითხავთ, მომხრე ვარ რომ სახელმწიფომ იზრუნოს გრანტებზე, რადგან  სახელმწიფოზე უკეთესად არავინ არ იცის რა სჭირდება ქვეყანას.

 

 თქვენი აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს?

 

 მე ასე მიმაჩნია.

 

 ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები როგორ გააკონტროლებენ ხელისუფლებას?

 

რადგან უცხოური დაფინანსებაა, ის უფრო თავისუფალია?! მე მიმაჩნია, რომ  მაინც სახელმწიფო აკონტროლებს.

 

ქალბატონო სვეტლანა, თქვენ წლების განმავლობაში იყავით არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ურთიერთობა გქონდათ დონორ ორგანიზაციებთან, მათ შორის საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „კარიტასთან“, რომელიც გეხმარებოდათ ღამის თავშესაფრის შენახვაში, ამის მიუხედავად, მაინც  ფიქრობთ, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები ქვეყნისთვის საფრთხეა?

 

 1993 წლიდან არსებობს ჩემი ორგანიზაცია და ჩემს ორგანიზაციას ერთი დოლარი არ აქვს გრანტის სახით მიღებული. ფართი მქონდა სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ გადმოცემული და ამ ფართს ვაქირავებდი. შენობის ნაწილი გადავეცი „კარიტასს“, რომელმაც გახსნა ღამის თავშესაფარი უსახლკარო ადამიანებისთვის. ახლა მე ვარ  „სამარიტელთა  ქისა“-ს კოორდინატორიც, რომელიც საქართველოში ბავშვებისთვის საჩუქრებს აგზავნის და ჩვენ ვარიგებთ.


„სამარიტელთა ქისა“-ც ხომ საერთაშორისო ორგანიზაციაა? 

 

მე არ ვამბობ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ქვეყნისთვის საშიშია, რა სისულელეა. მაგრამ არის ასეთებიც.

 

 რომელ ორგანიზაციას გულისხმობთ, შეგიძლიათ დააკონკრეტოთ?

 

 მაგას ვერ დაგისახელებთ, რადგან რომ დავასახელო, მაშინ ხელში უნდა გქონდეს რაიმე საბუთი.  

 

იმაშიც იზიარებთ ლევან ვასაძის მოსაზრებას, რომ ეს უცხოური ორგანიზაციები „ძირს უთხრის ოჯახს, ტრადიციას და წესიერებას“?


 ყველაზე არ არის  ლაპარაკი, ვიმეორებ. რომ დავაკონკრეტო, ხელში უნდა მქონდეს დამადასტურებელი საბუთი.


 თუ არ არსებობს დოკუმენტები, ფაქტები, მაშინ რაზე დაყრდნობით საუბრობთ დონორი ორგანიზაციების მტრობაზე?


 მე პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოთქმას უფრო დავეთანხმე, ვიდრე ვასაძის, სადაც პრემიერი ამბობს, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებიის ნაწილი ქვეყნის მტრები არიანო და არიან ასეთები.

 

თქვენ პირადად მოსმენილი გაქვთ ირაკლი ღარიბაშვილი ეს ციტატა? 


მე პირადად არა, ვასაძის ნათქვამს დავეყრდენი და ვენდე. 

 

 თქვენ ხელისუფლების წარმომადგენელი ხართ, თუ იცით, საქართველოს ბიუჯეტში რა პროცენტს შეადგენს  უცხოური გრანტების წილი?

 

 ზეპირად ვერ გეტყვით. არის რაღაც ნაწილი.

 

 

მეთევზეთა პრობლემები შავი ზღვის სანაპიროზე

„შეხვედრის მიზანია შედგეს კონსტრუქციული დიალოგი მხარეებს შორის. ამ შემთხვევაში მხარეები არიან მეთევზეები და  სახელმწიფო სტრუქტურები, კერძოდ სანაპირო დაცვის სამსახური, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი და  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. ეს ის სტრუქტურებია, რომლებიც გამოსცემენ ბრძანებებს და არიან ამ ბრძანების შესრულებაზე პასუხისმგებელნი. კომუნიკაცია სახელმწიფო სტრუქტურებსა და მეთევზეებს შორის არის დაბალი.

საზღვაო ტრანსპორტის  სააგენტო გამოსცემს ბრძანებებს, მაგრამ ამ ბრძანებებში არის ისეთი სამაშველო საშუალებების აღჭურვილობა, რომელთა შეძენა ამ ეტაპისთვის მეთევზეებს უჭირთ,“  – ამბობს შეხვედრის ერთ-ერთი მომხსენებელი „ტრადიციულ მეთევზეთა ასოციაციის თავმჯდომარე“ დავით ბაგრატიონი.

შეხვედრაზე მეთევზეებმა თავიანთი პრობლემების შესახებ ისაუბრეს. ძირითადად ისინი ახალ რეგულაციებს აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც ნავზე რაციები და სამაშველო აღჭურვილობები უნდა ჰქონდეთ. მეთევზეთა თქმით, მათ ამის შეძენის საშუალება არ აქვთ.

„ორი დღის წინ დამაჯარიმეს, ფანარი არ მქონდა. ღამის განათება ნავზე კი მაქვს, მაგრამ გულზე უნდა გქონდესო. 300 ლარით დამაჯარიმა სანაპირო დაცვამ, მაგრამ ხელი არ მოვაწერე და გადახდასაც არ ვაპირებ,“ – ამბობს მეთევზე ჯიმშერ ტეტემაძე.

გარდა ამ პრობლემისა, შეხვედრაზე დაისვა ნავების რეგისტრაციის საკითხი. მეთევზეთა თქმით, ნავის რეგისტრაცია ყოველ წელს თავიდანაა საჭირო, რაც მათთვის დამატებითი ხარჯია.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენელთა თქმით, რეგულაციები მეთევზეთა უსაფრთხოებისთვის შემოიღეს.

„ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ნაოსნობის უსაფრთხოება დარეგულირდეს. როდესაც კანონი შედიოდა ძალაში, ეს იყო 2013 წლის 15 დეკემბერი, ყველასთან არ დავრეკეთ, მაგრამ მეთევზეთა წარმომადგენლებს ვესაუბრეთ. ტერიტორიების მიხედვით შევარჩიეთ. ისინი მოვიწვიეთ, ვინც შეძლებდა ინფორმაციის მიწოდებას მეთევზეებისთვის. იმ დროისთვის  წინააღმდეგობა არავის გაუწევია. გარდამავალი დებულებების სახით იყო შესული და ძალაში შედის ორი წლის შემდეგ, ანუ 2016 წლის დეკემბერში. მივეცით საკმაო დრო, რომ მომზადებულიყვნენ მეთევზეები. მინიმალური მოთხოვნები დავუწესეთ და ამაზეც პრეტენზია აქვს. სამაშველო ჟილეტები და რაცია, რაც  ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებული აღჭურვილობაა,“ – ამბობს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გემების რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი სოფიო გოგიძე.

მისივე თქმით მიმდინარე წელს ნავების რეგისტრაციის საკითხიც გამარტივდა, კერძოდ ნიჩბიანი ნავების რეგისტრაცია უფასო გახდა.

„ნიჩბიან ნავებთან დაკავშირებით ჩვენ უკვე შემოვიღეთ უფასო მომსახურება. გავითვალისწინეთ მათი ეკონომიკური მდგომარეობა. ყოველწლიურად კეთდება იმიტომ, რომ  ამას კანონი გვავალდებულებს. რეგისტრაციის განახლება ნიშნავს შემოწმებას, არის თუ არა მცურავი საშუალება ტექნიკურად გამართული. ანუ ისევ უსაფრთხოების თვალსაზრისით კეთდება. მოვიდნენ წარმომადგენლები სააგენტოში, დავილაპარაკებთ და ვნახავთ რამდენადაც შესაძლებელი იქნება მათი თხოვნის დაკმაყოფილება,“-  ამბობს სოფიო გოგიძე.

მეთევზეთა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა შეხვედრა პროექტ „საქართველოში ტრადიციულ მეთევზეთა ინტერესების დაცვის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი ევროკომისიაა.  

„ბაღის თანამშრომლები ხელფასს მაინც აიღებენ“

 

 

 

საბავშვო ბაღი  ამ დროისთვის  დახურულია, შენობის კედლებზე  წარმოქმნილი ბზარების გამო. არის თუ არა შენობის კედლებზე გაჩენილი ბზარები საშიში, ამას ექსპერტიზა დაადგენს. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც საბავშვო ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, ათ დღეში გახდება ცნობილი.

 

საბავშვო ბაღში 36 ადამიანია დასაქმებული.  იმ შემთხვევაში, თუკი საბავშვო ბაღში აღმზრდელობითი პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში შეჩერდება, ბაღის თანამშრომლები კუთვნილ ანაზღაურებას მაინც მიიღებენ:

 

„ამ ბაღის ბედი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურის დასკვნის შემდეგ გადაწყდება. თუკი უარყოფითი დასკვნა დაიდება, ამის შემდეგ აღსაზრდელებს   მიმდებარე საბავშვო ბაღებში გადავანაწილებთ. თანამშრომლებს კი, შრომის კოდექსის თანახმად, ეკუთვნით ხელფასი და მიიღებენ, თუნდაც ბაღი ერთი წლის განმავლობაში იყოს გახურული“- აცხადებს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნატალია ზაქარეიშვილი.

 

27-ე საბავშვო ბაღი ექვსჯგუფიანია და მასში 200-მდე აღსაზრდელი ირიცხება.

 

საბავშვო ბაღი ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარეობს. 2013 წელს ბაღის მშენებლობაზე, ერთ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.  

 

 

 

ღია წერილი ხულოს გამგებელს, ბესიკ ბაუჩაძეს

 

როცა ჩვენმა ფრაქციამ თქვენი ერთწლიანი საქმიანობის შედეგები განიხილა, დიდი ბზარი და სხვაობა აღმოაჩინა მოსახლეობის მოლოდინსა და რეალობას  შორის.

 

ასლან ტუნაძე
ასლან ტუნაძე

დავიწყოთ იმით, როცა 2014 წლის ბიუჯეტი შეადგინეთ და თქვენი უცოდინრობით თუ გამოუცდელობით, ხულოს მუნიციპალიტეტმა ოთხი მილიონით ნაკლები დაფინანსება მიიღო. მაშინ ერთი ვაი-ვიში ატეხეს არასამთავრობოებმა, ინფორმირებული მოსახლეობის ნაწილმა  და რამდენჯერ მოგიხდათ  თავის მართლება, რომ ეს ასე არ იყო…. სამწუხაროდ, ფაქტი ფაქტად დარჩა, მუნიციპალიტეტი თქვენი მეთაურობით მზად არ აღმოჩნდა პრიორიტეტებით გათვალისწინებული დიდი პროექტების განსახორციელებლად, ცუდი მენეჯმენტის გამო 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ შესრულდა და მილიონრვაასიათასზე მეტი ლარი ასათვისებელი დარჩა, რამაც, ცხადია 2015 წლის ბიუჯეტზეც უარყოფითი გავლენა მოახდინა და იგი დაახლოებით ,,სამი მილიონით შემცირდა“, რასაც თქვენ არ აღიარებთ და ჯიუტად იძახით, არაფერი დაკარგულაო.

 

ცუდია, თუ ეს ფაქტი მართლა ასე გგონიათ, კიდევ უფრო დასანანი ის არის, თუ ხვდებით, რომ ხულოს მუნიციპალიტეტმა გამგეობის ცუდი მუშაობის გამო მილიონები დაჰკარგა და თქვენ მაინც ცრუობთ: არ დაგვიკარგავსო!!! აქვე ჩნდება ლოგიკური კითხავა: როცა გამგეობა ვერ ითვისებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროექტებს და წლის ბოლოს მილიონობით ნაშთი რჩება ბიუჯეტში, მაშინ რისთვის გასცემთ პრემიებს 100%-ით ყველა თანამშრომელს?! (არჩევნებში ,,წარმატებული“ მუშაობისთვის ხომ არა?) იმისთვის ხომ არა ბოლო წლებში უსახურმა და უკანონო მშენებლობებმა რომ იმატა? სანამ გამგეობა კადრების ,,როტაციით“ იყო დაკავებული, ყველამ, ვისაც სურვილი და შესაძლებლობა ჰქონდა, ისე ჭრა და ისე კერა, როგორც მისი გემოვნება გასწვდებოდა…. თქვენ კი ჯერაც არ გეტყობათ არჩევნების  ეიფორიიდან გამოფხიზლება.

ხულოს გამგებლობა უკიდურესად რთული საქმეა, ამიტომ იყო, რომ დამოუკიდებლობის 24 წლიან პერიოდში ოც პიროვნებას მოუხდა ამ თანამდებობაზე თავისი შესაძლებლობების გამოცდა, ამათგან ორმა-სამმა თუ გადალახა ორ წლიანი ზღვარი, დანარჩენებმა ოთხი თვიდან 15 თვემდე თუ მიატანეს. თქვენ ერთი გამგებლობის ვადა ამოწურეთ უკვე და კიდევ თითქმის სამი წელი გაქვთ დარჩენილი უფლებამოსილების ამოწურვამდე. თუ დაფიქრებულხართ, რა რთული ეტაპები დაგრჩა გასვლელი?! ასეთი დასწყისით კი გაგიჭირდებათ ამ მარათონის გავლა იმიტომ, რომ ხულოელი ამომრჩეველი არ გაპატიებს იმ თავნებობებს და ამბიციებს, რაც უკვე გამოავლინეთ ამ ერთ წელიწადში…

 

იმაზე აღარაფერს ვამბობთ, ,,ერთი წელია რომ ფიქრობთ“ უსახლკაროდ დარჩენილი მრავალსულიანი ოჯახის დახმარებაზე! ან დახმარების სათხოვნელად მოსულ მოქალაქეებს რომ არხეინად ისტუმრებთ უარით: ,,მე გამგებლობაზე კენჭის ყრას აღარ ვაპირებო“. ე.ი. ქვეცნობიერად ეუბნებით, თქვენი მხარდაჭერა აღარ მჭირდებაო!!! ეს ყველაფერი წვეთწვეთობით ამცირებს ისედაც გაძარცვულ თქვენს რეიტინგს და ეჭვიანობის, უნდობლობის მორევში გითრევთ თანდათან.

 

მოსახლეობის მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთის ფუნქცია შესარულა თქვენს მიერ ჩატარებულმა საჯარო მოხელეთა შესარჩევმა ე.წ. კონკურსმა, სადაც ყველა თქვენმა უარყოფითმა ხასიათმა, პოლიტიკურმა თავხედობამ და შურისგების მანიამ მოიყარა თავი. თქვენთვის პოლიტიკურ ოპონენტებად მიჩნეულ და გამგებლის არჩევნებში მეტოქის მომხრე კონკურსანტებს ფსიქოლიგიური ტერორი მოუწყე და ლამის ეშაფოტზე გაატარე, შეურაცხყე და ადამიანური ღირსება შეულახე. რამდენიმე კონკრეტული ფაქტი რომ არ გაგახსენოთ, მკითხველი სწორად ვერ გაიგებს ჩვენ შეფასებებს…

 

დიდაჭარის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობდა ასლან ხოზრევანიძე, წინა მოწვევის საკრებულოს ერთ-ერთი  კომისიის წარმატებული (ენჯეოებმა მისი მუშაობა შეაფასეს და კომპიუტერით დააჯილდოვეს) თავმჯდომარე, მანამდე სკოლების დირექტორთა კონკურსში გამარჯვებული დირექტორი, თემის რწმუნებული და ა.შ. ასლანმა მეორე ეტაპი გადალახა და 4,1 ქულა მოაგროვა, პოზიციაზე დარჩა კონკურენტის გარეშე. შენმა ,,სოვბესედნიკების’’ კომისიამ კი 2,5 ქულით შეაფასა იგი და გააგდო კონკურსიდან,  ,,ვერ გადალახა’’ – პოზიცია  ვაკანტური დატოვა. ასლანი შენი კონკურენტის მხარდამჭერი ყოფილა და ამიტომ(!!!) ამას ჩვენში პოლიტიკურ თავხედობას  ვეძახით, სამართლებრივად თანამდებობის ბოროტად გამოყენებას. მარტო ამ ერთი ფაქტის იურიდიულ, პოლიტიკურ, ზნეობრივ და პროფესიულ შეფასებას, გაზეთის ერთი ნომერიც არ ეყოფა, თუმცა მკითხველისთვის ყველაფერი აშკარაა, ვისთან გვაქვს საქმე!

 

მეორე მაგალითი, ერთ-ერთ პოზიციაზე 8 კონკურენტი გავიდა მე-3 ეტაპზე, აქედან სამი არ გამოცხადდა(!!!) გასუბრებაზე, 4-მა ,,ვერ გადალახა“ გასუბრება, ავტომატურად დარჩა ერთი, ვინც ტესტირებაში მიიღო 3,9 ქულა, გასაუბრებაში-3,5 სულ 7,4. ვინც ,,ვერ გადალახა“, ტესტირებაში ჰქონდა 5,3 ქულა, გასუბრებაში დაუწერეთ 2,8 და ,,ვერ გადალახა“. აქ უარყოფილია ტესტირების შედეგები და უპირატესობა მინიჭებული აქვს გასუბრებას. თუ ეს ასე არ არის, შევაჯამოთ 5,3+ 2,8 = 8,1 ამან ,,ვერ გადალახა“ და 7,4-მა გადალახა და თანაც პირველ ადგილზე გავიდა. ე.ი. რა გამოდის, შენმა ,,სოვბესედნიკებმა“, თქვენი მითითებით, არასასურველი კონკურსანტები ხელოვნურად გაანეიტრალეს. ასეთი 12 ფაქტი ფიქსირდება ე.წ. საკონკურსო-საატესტაციო კომისის შემაჯამებელ ოქმში, რაც უზნეობის თვალსაჩინო მაგალითია.

 

ბატონო ბესიკ! რა შინაარსობრივი განსხვავებაა ,,სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხავა-შესწავლის განყოფილების უფროსსა“ და ,,სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის განყოფილების უფროსს“ შორის? კონკურსანტს რომ ამის მეტ შეკითხვას ვერ უნახავ და ,,სტიქიის შედეგად დაზარალებულთა“ სწორია თუ ,,სტიქიით დაზარალებულთა“ ამაზე აუგებ პოლიტიკას, ამას ჰქვია ფსიქოლოგიური ტერორი ,,მოწინააღმდეგის“ მიმართ, ამას ჰქვია დაცინვა ოპონენტზე, ამას ჰქვია შურისძიება კონკურენტზე, რომელიც შენთან ერთად კენჭს იყრიდა გამგებლის თანამდებობაზე. ამ კონკურსმა თვალი აუხილა ხულოელებს, რა ნექტარითაც ხარ მოწამლული-მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტი კლანურ-გვაროვნულ  ყულაბად  მიგაჩნია და გამგეობა საკუთარ კოოპერატივად.

 

ერთ თემასაც რომ ხაზი არ გავუსვათ, მართალი არ ვიქნებით ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ მხარდამჭერთა წინაშე. ასეთი  უსახური საახალწლო ნაძვის ხე ბოლო 25 წელია ხულოს არ ახსოვს. ადრე აჭარის ტელევიზია პირდაპირ ჩართვას აკეთებდა ხულოდან, აჭარის ა.რ. მთავრობის ხელმძღვანელობა აქედან ულოცავდა ახალ წელს და ესალმებოდა მთელ საქართველოს, სადაც თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ცხოვრობს ხულოელი ეკომიგრანტი. ზეიმიც ამ ტრადიციის შესაფერისი და შესაბამისი იმართებოდა… არა და ,,ნაძვის ხის“ შესაძენად 17 ათასი ლარის გამოყოფაზე თანხმობა მოგცათ საკრებულომ, ასევე საკრებულომ თანხმობა მოგცა გარკვეული რაოდენობის თანხის გამოყოფაზე საშემოდგომო დღესასწაულის ჩასატარებლად. ვერც ერთს თავი ვერ მოაბით. თუ რომელიმე ჟურნალისტი გკითხავს მოსახლეობის სატკივარზე ,,მოგზავნილის“ იარლიყს აწეპებ, ყველგან მოწინააღმდეგე და მოქიშპე გელანდება, ასეთი უსაფუძვლო ეჭვები, ფობიები კი სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტს გიქმნის, რაც, სამწუხაროდ, თქვენს მიერ გადადგმულ ყოველ ნაბიჯს და საჯარო განცხადებას აშკარად ეტყობა.

 

მე გთავაზობთ, დროულად დაიწყოთ კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოვალეობის შესრულება, სრულად გაითავისოთ თქვენი თანამდებობრივი პასუხისმგებლობა და აღარ იძალადოთ ოპონენტებსა და მათი ოჯახის წევრებზე, ნუ შეურაცხყოფთ ჟურნალისტებს, დროზე გაეცი საჯარო ინფორმაცია და თქვენი ამბიციებით ნუ დააზარალებთ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს და პრესტიჟს. ყოველ წუთს გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ხულოს მოსახლეობის დაქირავებული მოსამსახურე. განურჩევლად იმისა, მხარი დაგიჭირა თუ არა არჩევნებში, ყური მიუგდე მათ სატკივარს, აჩვენე რომ სამართლიანობა გზას იკვლევს ქვეყანაში. გახსოვდეთ! თქვენი აგრესიული ამბიცია და მიკერძოება, ძალადობა კონკურენტებზე ნაცოინალური მმართველობის გაგრძელებაა და უსასრულოდ გაგრძელდება ეს ბაკქანალია თუ შენი კალიბრის და წონის კარიერისტები კვლავ მოვლენ ხელისუფლებაში…

 

საკრებულოში, უმრავლესობაშიც საბედნიეროდ, ბევრია ისეთი წევრი, რომელიც ჯანსაღად აფასებს მოვლენებს და ადეკვატური დასკვნები გამოაქვს თქვენი ,,უწყინარი ეშმაკობებიდან“… და თუ ასე ფიქრობთ მუნიციპალიტეტის მართვის გაგრძელებას, გარწმუნებთ, თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი მალე დადგება საკრებულოს  განხილვის დღის წესრიგში!!!

ლონდონში ბათუმელი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება

 

აკაკი ძნელაძე
აკაკი ძნელაძე

 

 

„ასევე, მქონდა მოლაპარაკებები ლონდონში რამდენიმე ბათუმელი მხატვრის გამოფენის ორგანიზებასთან დაკავშირებით, რომელიც 2015 წლის მაისის ბოლო კვირას უნდა გაიმართოს.“

 

 

აკაკი ძნელაძის განცხადებით, მხატვართა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია: „მხატვრებს,  დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო  და ბრიტანულ – ქართული პალატა შეარჩევს“.  

მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

 

 

მარიამ კოჩალიძე

 

 

 

ირანული მედიის ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ირანელმა სამართალდამცავებმა ქვეყნის ჩრდილოეთით,  გომიშანის ოლქში დააკავეს. ინტერნეტგამოცემაზე დაყრდნობით, მუჰამადინ როოინთანი ირანში რვა წლის ბიჭის მკვლელობაშიცაა ეჭვმიტანილი. 29 წლის როოინთანი ჩადენილ მკვლელობებს აღიარებს.

 

 

 შს სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ირანის მოქალაქის დაკავებაზე ინფორმაციას დაზუსტების შემდეგ მოგვაწვდიან.  

 

 

მკვლელობაში ეჭვმიტანილი  ინტერპოლის მიერ წელიწად-ნახევრის განმავლობაში იძებნებოდა. 

აჭარის მთავრობას სასამართლოში უჩივიან

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლო

 

 

საქმე ეხება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომლის  სამსახურიდან გათავისუფლების სასამართლო პროცესს.

 

 

ქალბატონის მიმართ განხორციელდა სექსუალური ძალადობა, რის შემდეგაც ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. დღეს სასამართლო პროცესზე წარდგენილი იქნება სახალხო დამცველის რეკომენდაცია, სადაც დადასტურებულია ძალადობის ფაქტი. ქალბატონს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და საია იცავს.

 

„მერიამ სანიაღვრე არხი სანახევროდ გაწმინდა“

„გასულ წელს ბათუმის მერიამ ხახულის ქუჩაზე არსებული არხის გაწმენდა დაიწყო, თუმცა არხი მხოლოდ სანახევროდ იქნა გაწმენდილი.  არხი ბოლო რამდენიმე წელია არ გაწმენდილა, რის გამოც ძლიერი წვიმის დროს მოსახლეობას პრობლემები ექმნება“.

დავით ბერიძის თქმით, სანიაღვრე არხთან დაკავშირებით მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა არსებულ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს: „არხის არც დასაწყისი ნაწილი გაწმინდეს და არც ბოლო, მხოლოდ შუაში, ძალიან პატარა მონაკვეთი იქნა გაწმენდილი.  თუკი იყო ამისთვის თანხა გამოყოფილი, რატომ არ მოხდა არხის სრულყოფილი გაწმენდა? რამდენი დაიხარჯა ამაზე,  ინფორმაცია არ მომაწოდეს“ _  განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

დავით ბერიძის თქმით, ხახულის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა სანიაღვრე არხის გამო უახლოეს დღეებში მერიის წინ აქციის მოწყობას გეგმავს.

 

პატიმრის ოჯახის წევრები განაჩენს აპროტესტებენ

საპროტესტო აქცია პროკურატურასთან

„ჩემი შვილი გასულ წელს დააპატიმრეს.  რადგან პრობაციონერი იყო და სასჯელს იხდიდა, ამიტომ მიიტანეს მასზე ეჭვი. მოწმეები არასწორად დაკითხეს,  ცემეს და დააშინეს“- ამბობს, ბრალდებულის დედა თამარ პაპიძე.

ის, რომ მოწმეები სასამართლო პროცესზე კანონდარღვევით დაკითხეს, ამას ბრალდებულის ადვოკატი რამინ პაპიძეც ადასტურებს:

„ფაქტობრივად, ამ პირის დაკავება, ბრალის წარდგენა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა უკანონოდ მოხდა.  ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის მიხედვით გიორგი პაპიძე დამნაშავედ ცნეს ქურდობაში, ჯგუფთან ერთად. გამამტყუნებელი განაჩენი მთლიანად დაეფუძნა ამავე საქმეში ორი მსჯავრდებული პირის ჩვენებებს. ამ პირების მიმართ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება“.

ადვოკატის განცხადებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ეს ორი მსჯავრდებული სასამართლო პროცესზე აცხადებდა, რომ დანაშაულის ადგილზე გიორგი პაპიძე არ უნახავთ:

„გარდა ამისა, სასამართლომ დაარღვია სსსკ-ით დადგენილი მოწმეების  დაკითხვის წესი.  კანონის მიხედვით, მოწმეები ერთმანეთის დაკითხვას არ უნდა ესწრებოდნენ.   ბრალდებულის, მოწმეებისა და დაზარალებულის დაკითხვა ხდება ცალ-ცალკე. ამ საქმეზე კი, მოწმეები ერთმანეთის ჩვენებებს ისმენდნენ“-განაცხადა ადვოკატმა.

რამინ პაპიძის განცხადებით, სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი საქმეში: „როცა  ბრალდებულის ამოცნობის პროცესი ჩატარდა, ამოცნობის დროს  ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ასამბაძემ, განაცხადა, რომ გიორგი პაპიძე მას  პოლიციის ადმინისტრაციის შენობაში აჩვენეს. ეს დეტალი ამოცნობის ოქმში შეტანილია. ასამაბაძე ჩემთან საუბარშიც ადასტურებდა, რომ ის არ იცნობდა ბრალდებულ პაპიძეს და მასთან არანაირი შეხება  არ ჰქონია“.

გიორგი პაპიძის საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოშია გადაგზავნილი.

„ჩვენ გვინდა, რომ უზენაესმა სასამართლომ გულდასმით შეისწავლოს  საკასაციო საჩივარი და იქ მოყვანილი გარემოებები. ჩვენ მივუთითეთ ყველა იმ დარღვევაზე,  რაც იყო დაშვებული განაჩენის გამოტანამდე, მოვითხოვთ მოწმეების ხელმეორედ დაკითხვას“.

ამ დროისთვის გიორგი პაპიძე სასჯელს ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის.

ბათუმის №1 და ქობულეთის რაიონული საავადმყოფოების გაკოტრების საქმე

 

 

ბათუმის ყოფილი #1 საავადმყოფოს შენობა

 

სასამართლო განჩინებაში აღნიშნულია, რომ ბათუმის №1 საავადმყოფოს გაკოტრების მოთხოვნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, საავადმყოფოს დირექტორმა, ლაშა მიქელაძემ 2014 წლის 17 დეკემბერს მიმართა.

 

განჩინების მიხედვით, შპს „ბათუმის №1 საავადმყოფო“-ს დღეის მდგომარეობით გააჩნია კრედიტორული დავალიანება 1 328 137 ლარი, საიდანაც 1 087 109 ლარი წარმოადგენს საბიუჯეტო დავალიანებას, ხოლო  საზოგადოების აქტივები შეადგენს 1 224 893 ლარს.

 

ამასთან, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია №1 საავადმყოფოს მიმართ 25,047,3 ლარის მოთხოვნა („ავერსი გეოფარმას“, „პსპ ფარმას“, „ჰეკატეს“ დავალიანებები), აქედან გამომდინარე საზოგადოების ანგარიშები დაყადაღებულია, რის გამოც შეუძლებელია დებიტორების მიმართ დავების წარმოება. ამასთან, დებიტორების უმეტესი ნაწილი მოთხოვნას არ აღიარებს, ნაწილი კი ხანდაზმულია.

 

სასამართლომ, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის შესაბამისად,  შპს „ბათუმის №1 საავადმყოფოს“ გაკოტრების საქმე წარმოებაში მიიღო. მეურვედ აღსრულების ეროვნული ბიურო დაინიშნა.

 

მოვალეს (საავადმყოფოს) აეკრძალა ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე. ნებისმიერი კრედიტორი კი უფლებამოსილია წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით.

 

განჩინებით შეჩერდა საავადმყოფოს წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და აიკრძალა ახლის დაწყება. ასევე შეჩერდა ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.

 

მეურვე ვალდებულია მოამზადოს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კომიტეტის სხდომა თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში. კრედიტორებს უნდა განემარტოთ, რომ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს.

 

 

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი

 

ბათუმის პირველი საავადმყოფო 2011 წლიდან, ფაქტობრივად, რესპუბლიკურ საავადმყოფოს შეუერთდა. პირველი საავადმყოფოს გარემონტებულ შენობაში აჭარის მთავრობა უნდა გადასულიყო, თუმცა საბოლოოდ შენობაში ხელოვნების უნივერსიტეტი განთავსდა.

 

ქუთაისის სასამართლომ კიდევ ერთი –  შპს ,,ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს’’ გაკოტრების წარმოების საქმე გახსნა.

 

განჩინებაში აღნიშნულია, რომ 2015 წლის 5 იანვარს შპს ,,ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს’’ სახელით სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა ირაკლი ცეცხლაძემ და აღნიშნა, რომ შპს ,,ქობულეთის რაიონული საავადმყოფო’’ წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 100%იანი წილობირივ მონაწილეობით არსებულ საწარმოს.

 

საავადმყოფო არ ფუნქციონირებს 2011 წლიდან, საზოგადოებას გააჩნია კრედიტორული დავალიანება 1 924 528 ლარის ოდენობით, რომელთაგან 1 476 645 ლარი წარმოადგენს უზრუნველყოფილ კრედიტორულ დავალიანებას (საბიუჯეტო დავალიანებას). საზოგადოების აქტივები შეადგენს 749 937 ლარს. აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია შპს ,,ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს’’ მიმართ 1 476 645 ლარის მოთხოვნა, რის გამოც საზოგადოების ანგარიშები დაყადაღებულია, აღნიშნულის გამო კი შეუძლებელია დებიტორების მიმართ დავების წარმოება. ამასთან დებიტორების უმეტესი ნაწილი მოთხოვნას არ აღიარებს, ნაწილი კი ხანდაზმულია.

 

ბათუმის №1 და ქობულეთის რაიონული საავადმყოფოების კრედიტორთა პირველი კრება 2015 წლის 23 თებერვალსაა დანიშნული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს  შენობაში.

უცნაური დეტექტივების დედოფალი – “წიგნები ბათუმში“ გირჩევთ

 

ფრედ ვარგასი
ფრედ ვარგასი

აგატა კრისტის ბრწყინვალე, გენიალური ნაწარმოებების შემდეგ გვეგონა, ასეთ წიგნებს ვეღარასდროს ვეღარავინ დაწერდა. და ერთ დღესაც, გამოჩნდა ახალნათარგმნი დეტექტივი, „წამოდექით მიცვალებულებო“ და „წადი სწრაფად, დაბრუნდი გვიან“. ეს იყო ყველა დეტექტიური რომანისგან აბსოლუტურად განსხვავებული  და, ამავე დროს, კლასიკური დეტექტივის ყველა საჭირო ატრიბუტის მატარებელი წიგნები, თავისი გვამებით, თითქოს მისტიკური გარემოთი, სუნთქვისშემკვრელი დაძაბულობით, მოულოდნელი კვანძის გახსნებით… ეს იყო წიგნები, რომლებიც თამამად შეიძლება, ძალიან, თავბრუდამხვევად შეგიყვარდეთ. გენიალური, ჭკვიანური დეტექტივები,  შუა საუკუნეების ისტორიის, ძველი ხელნაწერების, ლიტერატურის ზედმიწევნით ცოდნით…

 

ამ საოცრებების ავტორი ჩვენთვის უცნობი სახელი და გვარი იყო – ფრედ ვარგასი. აფერუმ, შენს კაცობასო, ვთქვით და  მომდევნო ახალი წიგნი „წადი სწრაფად, დაბრუნდი გვიან“ გადავშალეთ. აქაც იგივე _ ისტორია, არქეოლოგია, ჩახლართული მკვლელობები და რაც მთავარია, საოცრად კოლორიტული გმირები. ვარგასის დეტექტივების მთავარი ღირსება ესაა – კომისარი ადამსბერგი, დანგლარი, ისტორიკოსი „მოციქულები“ და სხვა მუდმივი პერსონაჟები საოცრად გამორჩეულები და დახვეწილები არიან. სრულყოფილები, თითქოს მკვეთრი ფერებით დახატულები, ხასიათის ძალიან გამოკვეთილი შტრიხებით. ამ ბოლო რომანის შემდეგ უკვე შეუძლებელი იყო, მეტი არ გაგვეგო ფრედ ვარგასზე და წარმოიდგინეთ, რომ ფრედერიკი სინამდვილეში ფრედერიკა აღმოჩნდა, სასიამოვნო, ქერა ფრანგი ქალი. ძლიერი, ჭკვიანი, საოცარი, გენიალური ქალი, რომლის დეტექტივები აუცილებლად ყველამ უნდა წაიკითხოს. ყველამ უნდა ამოხსნას მისი თავსატეხები, ყველამ უნდა გამოსცადოს ადამსბერგის ჩიხები. გარდა თავსატეხებისა და ლაბირინთებისა, კიდევ სამი რამაა შესანიშნავი ვარგასის წიგნებში – საფრანგეთი, პარიზი, სენა. საოცარი ქვეყნის ყოველდღიური ყოფა, ეს ლეგენდარული ფრანგი კაცები და ქალები, რომლებსაც ლამის მთელი მსოფლიო რაღაც განსაკუთრებულ  რასად მიიჩნევს, აქ კი ზუსტად ისეთები არიან, როგორებიც ქალები და კაცები მთელ მსოფლიოში – თავიანთი ტკივილით, სასაცილო სიტუაციებით, დაუძლეველი ადიქციებითა და გატეხილი გულებით.

 

 

ფრედერიკა კი ცხოვრობს თავის საფრანგეთში, მოჭუტული თვალებით აკვირდება ადამიანებს ქუჩებში და მათ ბნელ მხარეებზე ფანტაზიორობს, მერე ამ ფანტაზიებს თავის უკიდეგანო ცოდნას ურევს (ის მედიევისტი და ცნობილი არქეოლოგია), და წერს და წერს გენიალურ, გადასარევ, ინტელექტუალურ, მაგრამ თან ცოტა სასაცილო, ირონიულ წიგნებს. წარმატებები, ფრედერიკა!


მაღაზია „წიგნები ბათუმში.“ მისამართი: აბაშიძის (ყოფილი სტალინის) #60 

აჭარაში თურქეთის მოქალაქე 50 აბი “ექსტაზის” გამო დააკავეს

 

ექსტაზი
ექსტაზი

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 50 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ ამოიღეს, რომლის საერთო წონა ექსპერტიზის დასკვნით 14,836 გრ-ია და 0,6 გრ მეტამფეტამინს შეიცავს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ასევე ამოღებულია 20,481 გრ გამომშრალი მარიხუანა.


გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 

საარსებო მინიმუმი საქართველოში

 

2014 წლის დეკემბრისთვის, 2013 წლის დეკემბერთან შედარებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის საარსებო მინიმუმი გაზრდილია 4,3 ლარით, ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი გაზრდილია 7,2 ლარით. თუმცა, იმავე სტატისტიკური მონაცემებით გაძვირებულია სამომხმარებლო ბაზარიც.

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ოჯახების (ტიპების მიხედვით) საარსებო მინიმუმმა 2014 წლის დეკემბერში შეადგინა:

ერთსულიანი ოჯახისთვის – 141,2 ლარი [137,4 ლარი იყო 2013 წლის დეკემბერში];

ორსულიანი ოჯახისთვის – 225,9 ლარი [219,8 ლარი];

სამსულიანი ოჯახისთვის – 254,2 ლარი [247,3];

ოთხსულიანი ოჯახისთვის – 282,4 ლარი [274,7];

ხუთსულიანი ოჯახისთვის – 317,7 ლარი [309,1];

ექვს და მეტსულიანი ოჯახებისთვის – 375,6 ლარი [365,4 ლარი].

 

საქართველოში, ზოგადად, სტატისტიკის მიმართ ნდობის ხარისხი კვლავ დაბალია, ამასთან,  საკამათო თემად რჩება საარსებო მინიმუმის განსაზღვრის წესიც.

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახური მიუთითებს, რომ ის 2004 წლიდან საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.

ახალი ჭაბურღილი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად

 

მერიაში განმარტავენ, რომ მუსხელიშვილის ქ. #84-ში (ყოფილი მახვილაურის მეურნეობის მიმდებარე ტერიტორია) ჭაბურღილის მოწყობის მიზანია წყლის სისტემის რეაბილიტაცია და მოსახლეობის მომსახურების პირობების გაუმჯობესება, ამასთან, სისტემაში წყლის დანაკარგების მისაღებ დონემდე შემცირება.

 

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მუსხელიშვილის ქ. #84-ში არტეზიული ჭის მოწყობა როტორული ბურღვით პირდაპირი გარეცხვით (100 მ); წყალსადენის 300 გრძივი მეტრი მილების მოწყობა ფასონური ნაწილების კომპლექტით გამრეცხისა და გამომსვლელი ლითონის მილის მოწყობა (60 გრძ.მ.); უჟანგავი ფოლადის 2 ცალი წყლის ავზის მონტაჟი.

 

სამუშაოები მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უნდა დასრულდეს.

ბათუმში ბიზნესმენის ავტომობილი დაიწვა

 

დღეს დილით ბათუმში ბიზნესმენ ირაკლი ფარცვანიას კუთვნილი „ტოიოტას“ მარკის ჯიპი დაიწვა. შემთხვევა დემეტრე  თავდადებულისა და რუსთაველის ქუჩის კუთხეში მოხდა. ცეცხლი ავტომობილს დილით გაუჩნდა.  

 

როგორც „ბათუმელებს“  შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე ძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას ითვალისწინებს. პრესსამსახურის ცნობით დაზიანებული ავტომობილი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. სწორედ ექსპერტიზის შემდეგ გაირკვევა რის გამო გაუჩნდა ცეცხლი ავტომობილს. 

იოგას გაკვეთილები და ქისა პროცედურა „შერატონ ბათუმი შაინ სპაში“

 

„შაინ სპა“ იდეალური ადგილია დამღლელი სამუშაო დღის ან კვირის  შემდეგ დახვეწილ და მშვიდ ატმოსფეროში სხეულისა და გონების მოდუნებისა  და გაჯანსაღებისათვის ან მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად სასიამოვნო დროის გატარებისათვის.  ის სტუმარს სთვაზობს თანამედროვედ აღჭურვილ ფიტნეს ცენტრს, აერობიკის ოთახს, დახურულ აუზს, ჯაკუზებს, 6 საპროცედურო კაბინეტს, ორთქლის ოთახს, საუნას და რაც მთავარია შაინ სპას სავიზიტო ბარათად ქცეულ რეგიონში პირველ და ყველაზე შთამბეჭდავ თურქულ ჰამამს, რომელიც ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლობს ჩვენს სტუმრებს შორის თავისი უნიკალური გარემოსა და განსაკუთრებული ქისა პროცედურების წყალობით რაც ჰამამის ნამდვილი ნეტარებაა.

 

იოგას გაკვეთილები და ქისა პროცედურა „შერატონ ბათუმი შაინ სპაში“

 

„შერატონ ბათუმი შაინ სპა“ ამ ეტაპზე მომხმარებელს  სთავაზობს ექსკლუზიურ აქციას. 25 წუთიანი დაუვიწყარი გამოცდილება- კანის გაბრწყინება ქისის საშუალებით და სხეულის მოდუნება ქაფის მასაჟით თურქულ ჰამამში მხოლოდ 40 ლარად. ეს არაჩვეულებრივი პროცედურა იძლევა იდეუალური სისუფთავის შეგრძნებას, ანიჭებს კანს ბზინვარებასა და უზრუნველყოფს ღრმა რელაქსაციას.

 

იოგას გაკვეთილები და ქისა პროცედურა „შერატონ ბათუმი შაინ სპაში“

 

ასევე, „შერატონ ბათუმი შაინ სპაში“ კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს აქვს ადგილი: 12 იანვრიდან დაიწყო იოგას კლასები, რომელიც კვირაში სამჯერ ტარდება და რომლის 1 თვიანი აბონიმენტის ღირებულება 80 ლარი, ხოლო ერთჯერადი დასწრება 10 ლარია.  იოგა ეს არის სულიერი და ფიზიკური პრაქტიკისა და სავარჯიშოების ერთობლიობა. ეს უნიკალური მეთოდი საუკეთესო საშუალებაა წონის დაკლებისა და  ნივთიერებათა ცვლის აღდგენისათვის. ის ავითარებს კონცენტრირების უნარს, იძლევა სიმსუბუქის შეგრძნებას, ხდის სხეულს უფრო მოქნილს და ელასტიურს, ასწავლის ადამიანს თუ როგორ უნდა იცხოვროს ჰარმონიაში საკუთარ თავთან და როგორ მიაღწიოს შინაგან სიმშვიდეს და შესაბამისად ამაღლებს თვითრწმენას. 

იოგას გაკვეთილები ტარდება კვირაში სამჯერ  სამშაბათს,  ხუთშაბათსა და კვირას.

ქისა პროცედურის ჯავშნის ან იოგას კლასის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებათ დაგვიკავშირდით ნომერზე: 229000 ან info.batumi@sheraton.com

 

იოგას გაკვეთილები და ქისა პროცედურა „შერატონ ბათუმი შაინ სპაში“

იოგას გაკვეთილები და ქისა პროცედურა „შერატონ ბათუმი შაინ სპაში“

 

„შაინ სპა“ იდეალური ადგილია დამღლელი სამუშაო დღის ან კვირის  შემდეგ დახვეწილ და მშვიდ ატმოსფეროში სხეულისა და გონების მოდუნებისა  და გაჯანსაღებისათვის ან მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად სასიამოვნო დროის გატარებისათვის.  ის სტუმარს სთვაზობს თანამედროვედ აღჭურვილ ფიტნეს ცენტრს, აერობიკის ოთახს, დახურულ აუზს, ჯაკუზებს, 6 საპროცედურო კაბინეტს, ორთქლის ოთახს, საუნას და რაც მთავარია შაინ სპას სავიზიტო ბარათად ქცეულ რეგიონში პირველ და ყველაზე შთამბეჭდავ თურქულ ჰამამს, რომელიც ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლობს ჩვენს სტუმრებს შორის თავისი უნიკალური გარემოსა და განსაკუთრებული ქისა პროცედურების წყალობით რაც ჰამამის ნამდვილი ნეტარებაა.

 

იოგას გაკვეთილები და ქისა პროცედურა „შერატონ ბათუმი შაინ სპაში“

 

„შერატონ ბათუმი შაინ სპა“ ამ ეტაპზე მომხმარებელს  სთავაზობს ექსკლუზიურ აქციას. 25 წუთიანი დაუვიწყარი გამოცდილება- კანის გაბრწყინება ქისის საშუალებით და სხეულის მოდუნება ქაფის მასაჟით თურქულ ჰამამში მხოლოდ 40 ლარად. ეს არაჩვეულებრივი პროცედურა იძლევა იდეუალური სისუფთავის შეგრძნებას, ანიჭებს კანს ბზინვარებასა და უზრუნველყოფს ღრმა რელაქსაციას.

 

იოგას გაკვეთილები და ქისა პროცედურა „შერატონ ბათუმი შაინ სპაში“

 

ასევე, „შერატონ ბათუმი შაინ სპაში“ კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს აქვს ადგილი: 12 იანვრიდან დაიწყო იოგას კლასები, რომელიც კვირაში სამჯერ ტარდება და რომლის 1 თვიანი აბონიმენტის ღირებულება 80 ლარი, ხოლო ერთჯერადი დასწრება 10 ლარია.  იოგა ეს არის სულიერი და ფიზიკური პრაქტიკისა და სავარჯიშოების ერთობლიობა. ეს უნიკალური მეთოდი საუკეთესო საშუალებაა წონის დაკლებისა და  ნივთიერებათა ცვლის აღდგენისათვის. ის ავითარებს კონცენტრირების უნარს, იძლევა სიმსუბუქის შეგრძნებას, ხდის სხეულს უფრო მოქნილს და ელასტიურს, ასწავლის ადამიანს თუ როგორ უნდა იცხოვროს ჰარმონიაში საკუთარ თავთან და როგორ მიაღწიოს შინაგან სიმშვიდეს და შესაბამისად ამაღლებს თვითრწმენას. 

იოგას გაკვეთილები ტარდება კვირაში სამჯერ  სამშაბათს,  ხუთშაბათსა და კვირას.

ქისა პროცედურის ჯავშნის ან იოგას კლასის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებათ დაგვიკავშირდით ნომერზე: 229000 ან info.batumi@sheraton.com

 

იოგას გაკვეთილები და ქისა პროცედურა „შერატონ ბათუმი შაინ სპაში“

ნათლისღება 2015 [ფოტორეპორტაჟი]


წყლის კურთხევის შემდეგ მრევლი, სასულიერო პირები და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ზღვაში შესასვლელად მიდიან

სანაპიროზე იმყოფება საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები. როგორც ხმელეთზე – ავტომობილებით, ასევე ზღვაში – კატარღებით, ისინი უსაფრთხოების ზომებს იცავენ

სასულიერო პირები და მთავრობის წევრები ბათუმის სანაპიროზე. ისინი ზღვაში შესვლისთვის ემზადებიან

ნათლისღების რიტუალის შესასრულებლად ზღვაში მეუფე დიმიტრი სასულიერო პირებთან, ავთანდილ ბერიძისა და არჩილ ხაბაძესთან ერთად შევიდა

ნათლისღება / ბათუმი / 19 იანვარი 2015

ნათლისღება ბათუმში

GE DIGITAL CAMERA

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლი საკათედრო ტაძარში ღამის 12 საათისთვის შეიკრიბა. წყლის კურთხევის შემდეგ მრევლი ტრადიციულად ზღვის ნაპირზე გასვლას და წყალში შესვლას აპირებს. ამ ღონისძიებაში აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებიც მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა ზღვაში ჩასვლას აპირებს თუ არა მეუფე დიმიტრი, ჯერ უცნობია.

ნათლისღება ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო და ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია [6] 19 იანვარს აღნიშნავს. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე იკურთხება წყალი.

GE DIGITAL CAMERA
GE DIGITAL CAMERA
GE DIGITAL CAMERA

მეტი ქალი, ვიდრე კაცი – საქართველოს მოსახლეობის სტატისტიკა

 

 

ასაკის მიხედვით, 2014 წლის 1 იანვრისთვის დაფიქსირდა 57 600 – ერთ წლამდე ასაკის, ხოლო 80 წელს გადაცილებული – 163 600 ადამიანი.

 

მონაცემები საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაავრცელა.

ამავე სამსახურის ინფორმაციით:

 

2013 წელს საქართველოში დაიბადა 57 878 და გარდაიცვალა 48 553 ადამიანი.

 

2013 წელს ქორწინებათა რიცხვი იყო 34 693. აქედან, არასოდეს იმყოფებოდა ქორწინებაში 32 060 კაცი და 32 653 ქალი; დაქორწინებულთაგან 113 კაცი და 85 ქალი იყო ქვრივი, ხოლო 2 406 კაცი და 1 870 ქალი განქორწინებული;

 

2013 წელს მთლიანობაში 37 000 რეგისტრირებული აბორტი დაფიქსირდა. აქედან 15 წლამდე ქალებში 34 აბორტი გაკეთდა, 15-იდან 19 წლამდე ასაკში – 1 833 აბორტი, 20-44 წლის ასაკის ქალებში – 34 881 ხოლო 45 და მეტი წლის ქალებში – 270 აბორტი.

 

შედარებისთვის, 2009 წელს სულ გაკეთდა 24 300 აბორტი.

 

2013 წელს საქართველოში ირიცხებოდა 548 937 ქალი პენსიონერი, ხოლო პენსიონერ მამაკაცთა რიცხვი იყო 308 074.

კაკლის, თხილისა და მოცვის ნერგები აგრომეწარმეებს

 

 

ნინო ხიმშიაშვილის ფოტო

 

დაგეგმილია 10 100 ცალი ნამყენი კაკლის [ჯიში ჩანდლერი, სავარაუდო თანხა 101 ათასი ლარი],  32 ათასი ცალი თხილის [ჯიში – ბერძნულა, 22 400 ლარი] და 10 500 ცალი ამერიკული ლურჯი მოცვის [73 500 ლარი] ნერგის შეძენა.

 

ტენდერში გამარჯვებულმა ნერგები სამინისტროს მიმდინარე წლის მარტ-აპრილის თვეში [შემსყიდველისაგან მიღებული შეტყობინებიდან არაუგვიანეს ათი სამუშაო დღის ვადაში უნდა მიაწოდოს. გამარჯვებულებს კი 9 თებერვალს გამოავლენენ.

 

სამინისტროს მიზანი ნერგებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობაა და ანალოგიური პროგრამა წინა წლებშიც ხორციელდებოდა. ბენეფიციარებს სამინისტრო შეარჩევს.

 

პრეტენდენტი ვალდებულია შერჩევა/შეფასების ეტაპზე, სატენდერო კომისიის მოთხოვნის შესაბამისად, უზრუნველყოს სპეციალისტების მიერ იმ სანერგე მეურნეობის დათვალიერება, სადაც წარმოებული ნერგის მოწოდება მოხდება გამარჯვებულის მიერ.

 

ნერგების მიწოდება ფერმერებსა და აგრომეწარმეებზე უნდა განხორციელდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამინისტროს მიერ მითითებულ მისამართზე.

მხარეთმცოდნეობისა და არქეოლოგიური მუზეუმების დირექტორებმა თანამდებობები დატოვეს

 

ორივე მათგანმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. არქეოლოგიურ მუზეუმში დირექტორის მოვალეობას დროებით არქეოლოგი მერაბ ხალვაში, მხარეთმცოდნეობის მუზეუმში კი ისტორიკოსი ოთარ გოგოლიშვილი ასრულებს.

გაზრდილი საგარეო ვაჭრობა და შემცირებული ექსპორტი

 

 

სარფის გამშვები პუნქტი /ფოტო ბათუმელების არქივიდან/

 

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით 2014 წელს საქართველოში საქონლით  საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 11 მილიარდ 459 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2 მილიარდ 863 მილიონი აშშ დოლარი იყო (2 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 8 მილიარდ 595 მილიონი აშშ დოლარი (7 პროცენტით მეტი).

 

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა (ანუ სხვაობამ იმპორტსა და ექსპორტს შორის) 2014 წელს 5 მილიარდ 732 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50 პროცენტი შეადგინა.

შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

 

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ დაკავებულმა ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირის N33-ში, ფართობი იქირავა, სადაც ე.წ. ჩინური მასაჟის სალონი გახსნა. იგი სალონში მომუშავე, ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქე ქალებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ფართობს პროსტიტუციისთვის გადასცემდა. ე.წ. ჩინური მასაჟის სალონის ჩხრეკისას ამოღებულია პროსტიტუციის შედეგად მიღებული 2895 ლარი.

სამართალდამცავებმა სალონში მომუშავე პერსონალი მოწმის სახით დაკითხეს. ოთხი ქალი პროსტიტუციისთვის დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172-ე პრიმა-3 მუხლით.

 

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).

9,4 მილიონი უმაღლეს სასწავლებლებს ბათუმში

 

აჭარის მთავრობის მიერ დამტკიცებულ პროგრამაში აღნიშნულია, რომ შოთა რუსთაველის და ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტებისთვის თანხის გამოყოფის მიზანია აჭარის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის, მატერიალური-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და ხელოვნების უმაღლესი სასწავლებლის საქმიანობის ხელშეწყობა.

ამ მიზნისთვის სსიპ „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ 2015-2018 წლებში, სულ 6,4 მილიონი ლარი (ყოველწლიურად 1,6 მილიონი) გადაეცემა; სსიპ „ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტს“ კი – 3 მილიონი (ყოველწლიურად 750 ათასი) ლარი.

დაგეგმილი 9 400 000 ლარის სუბსიდირების საბოლოო მოსალოდნელი შედეგი იქნება გაუმჯობესებული სამეცნიერო საქმიანობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; ასევე უზრუნველყოფილი იქნება „სახელოვნებო დარგის საშემსრულებლო-შემოქმედებითი უნარების განვითარებითა და ხელოვნების შესაბამისი დარგის თეორიული კვლევების საშუალებით მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება“.

მთავრობის ადმინისტრაცია 400 ათასამდე ერთჯერად ჭიქას შეისყიდის

 

2015 წლისთვის ერთჯერადი ჭიქების შეძენაზე მთავრობის კანცელარიამ ტენდერი გასული წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა. სატენდერო პირობის თანახმად მთავრობა 400 000 ცალი ერთჯერადი ჭიქის შესყიდვაში მაქსიმუმ 4680 ლარს იხდიდა, თუმცა ეს ტენდერი არ შედგა, ვინაიდან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

ამჯერად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჭიროებისათვის ერთჯერადი ჭიქების შესყიდვაზე ტენდერი 15 იანვარს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 20 იანვარს დაიწყება და 22 იანვარს დასრულდება.

ჭიქების საორიენტაციო რაოდენობაა 399 000 ცალი; შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 4668,3 ლარი. ჭიქებს სასმელი წყლის დისპენსერზე განსათავსებლად შეისყიდიან.

 

სატენდერო პირობებით, ჭიქა უნდა იყოს დამზადებული საკვები პროდუქტებისათვის განკუთვნილი გამჭვირვალე პოლიპროპილენით; ტევადობა – 180-190 მლ; მასა არ უნდა აღემატებოდეს 1,8 გრამს. ამასთან, ჭიქები დამზადებული და შეფუთული უნდა იყოს უნდა იყოს ქარხნულად პოლიეთილენის პაკეტებში, არ უნდა იყოს დეფორმირებული. ჭიქები დაფასოებული უნდა იყოს 3000 ცალად მუყაოს ყუთში.

მიმწოდებელი ვალდებულია ერთჯერადი ჭიქების მიწოდება (ხელშეკრულების დადებიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) განახორციელოს ეტაპობრივად, ადმინისტრაციის მიერ მოთხოვნის დაფიქსირებიდან 2-3 დღის ვადაში. მოთხოვნის მინიმალური რაოდენობა: 51 000 ცალი.

ქობულეთის გამგეობის თანამშრომელი დააპატიმრეს


სისხლის სამართლის კოდექსის რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება-ამ კითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერ კომენტარს არ აკეთებს და ინფორმაციას, როგორც უწყების პრესსამსახურის თაბამშრომელი ეკა ათოშვილი განმარტავს   მოგვიანებით გააავრცელებენ. 


გამგებლის ინფორმაციით დაკავებული კეთილმოწყობის სამსახურში, მთავარ სპეციალისტად მუშაობდა.

დაზიანებული საინფორმაციო დაფები ბათუმში

”ასტრონომიული საათის” საინფორმაციო დაფაბათუმის ”ორთაჯამის” საინფორმაციო დაფა

ბათუმში კულტურული მნიშვნელობის მქონე ობიექტებზე საინფორმაციო დაფების განთავსებასა და მოვლა-შენახვაზე პასუხისმგებელი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია.

როგორც დეპარტამენტში ამბობენ, დეპარტამენტი ყოველწლიურად ატარებს მონიტორინგს, რომლის დროსაც აღიწერება დაზიანებული დაფები და ახლით იცვლება. ამისთვის ბიუჯეტში  ხარჯებია გათვალისწინებული. 

„მონიტორინგი გაზაფხულზე გაკეთდება და სეზონის დაწყებამდე ყველა დაზიანება იქნება განახლებული“- განმარტავენ დეპარტამენტში.

 საინფორმაციო დაფა არ არის განთავსებული სომხურ ეკლესიასთან და ასევე ღვთისმშობლის საკათედრო ტაძართან, სადაც გათავსებული საინფორმაციო დაფა ეკლესიის მშენებლობასთან დაკავშირებული ისტორიის შესახებ ტურიზმის დეპარტამენტმა ეკლესიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით აიღო. 

სომხური ეკლესია ბათუმში

ბათუმის საკათედრო ტაძარი

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამეტში განმარტავენ, რომ საკათედრო ტაძართან განთავსებული საინფორმაციო დაფა დეპარტამენტმა ორი წლის წინ აიღო:

„თვითონ ეკლესიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, არ გვინდა საინფორმაციო დაფაო. საინფორმაციო დაფა მათი გადაწყვეტილებით ავიღეთ“.

ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემით ბათუმის ტერიტორიაზე ამჟამად 20-მდე საინფორმაციო დაფა და 20-მდე ფოტოსტენდია განთავსებული.

ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა ახალაშენებული საბავშვო ბაღის კედლების დაბზარვაზე?

 

 

27-ე ბაღის აღსაზრდელები

 

„ჩემი კომპანიის პასუხისმგებლობას ვერ ვხედავ, გაჩენილი ბზარები უხარისხო მშენებლობის შედეგი არ არის. ექსპერტიზის  შემდეგ, შეიძლება გეოლოგის ან საპროექტოს პასუხისმგებლობა გამოიკვეთოს, რადგან მაგ ადგილზე შენობა არ უნდა აშენებულიყო“ – ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.

 

მევლუდ გეწაძე ამბობს, რომ კომპანიამ მშენებლობა გეოლოგიური დასკვნის და პროექტის მიხედვით შეასრულა: „ექსპერტი მშენებლის პასუხისმგებლობას ვერ დააყენებს,  თუ ასე იქნება, ყველას შევეკამათები, რადგან შენობა გამართულია. საძირკველში 10 მეტრიანი და მეტი სიგრძის ხიმინჯები გვაქვს ჩარჭობილი,  რომელიც  რვა სართულიანი შენობის სიმყარისთვისაც კი საკმარისია.  მაგ ადგილზე ჭაობიანი გრუნტია და ამიტომ მოხდა რყევა. ბაღის გვერდით, მაღალსართულიანი შენობაც შენდებოდა, სადაც მუდმივად მოძრაობდა მძიმე ტექნიკა და საძირკველის შესწავლის დროს, ისეთი ძლიერი დარტყმები იყო, ყველაფერი ზანზარებდა. სწორედ ამ რყევების შედეგია ეს ბზარებიც“.

 

მევლუდ გეწაძის თქმით, საბავშვო ბაღის დასრულებულ შენობას ბზარები ერთ წელიწადში გაუჩნდა. „ეს ბზარები მაშინ ჩვენ გავასწორეთ, მაგრამ ისევ განვითარებულა, ზუსტად იმავე ადგილებში. ეს იმას ნიშნავს, რომ ბზარები ძლიერმა რყევებმა გამოიწვია.“

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო ვადები გასულია, თუმცა როგორც სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს,  საგარანტიო ვადა,  შენობის კონსტრუქციულ ნაწილზე არ ვრცელდება.  „თუ საღებავია ცუდად გაკეთებული, ან ფანჯარა ჩამოვარდა, საკეტი გაფუჭდა, ასეთ დეტალებზე ვრცელდება საგარანტიო, შენობის კონსტრუქციულ ნაწილი – ეს უკვე სხვა ამბავია“.    

 

ახალაშენებულ ბაღში, რამდენიმე თვეში წყალი სახურავიდანაც ჩავიდა, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელი, პასუხისმგებლობას არც ამ შემთხვევაში იღებს:

 

„სახურავი თოვლისგან არ გაწმინდეს და წყალი ამიტომ ჩადგა. ჩვენ მოვაყვანინეთ სახანძრო და გავწმინდეთ სახურავი, ამის შემდეგ მსგავსი არაფერი ყოფილა. არც სახურავი გამოცვლილა“. 

 

27-ე საბავშვო ბაღის მშენებლობაზე თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 32 769 ლარი დაიხარჯა.

 

ამ დროისთვის საბავშვო ბაღი არ მუშაობს. ბაღში 200 აღსაზრდელია რეგისტრირებული.  ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ადმინისტრაცია ექსპერტიზის დასკვნას დაელოდება. საბავშვო ბაღი ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარეობს.

 

არჩილ ხაბაძე: მედრესე ანგისაში აშენდება

„დაახლოებით სექტემბერში სამუფთოსა და რელიგიური ლიდერების მიერ შემოვიდა მომართვა პრემიერ-მინისტრის სახელზე, სადაც რამდენიმე პუნქტი იყო ჩამოთვლილი. ლიდერებმა და მრევლმა სწორად ლოცვისთვის მოითხოვეს ორთაჯამეს იმ ტერიტორიის გამოთავისუფლება, სადაც განთავსებული იყო ადმინისტრაციული შენობა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ლოცვისთვის. ჩვენ ვამბობდით, რომ პარალელურად უნდა აშენებულიყო სამი მედრესე: ერთი ბათუმში და ორი თბილისში.

პრემიერის ინიციატივით რელიგიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ამ ყველაფერს დააკმაყოფილებს. თვის ბოლომდე შევიძენთ შენობას, სადაც ადმინისტრაცია და რეზიდენცია განთავსდება. პარალელურად, ორთაჯამეს ტერიტორიაზე ფართი გამოთავისუფლდება და დაიწყება შენობის რეაბილიტაცია. ვფიქრობ, დამატებით 500-დან 1000-მდე ადამიანი განთავსდება შენობაში.

მედრესესთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს შენობის რეგისტრაცია, სამმართველოს კი უახლოეს პერიოდში საკუთრებაში გადაეცემა შესაბამისი ფართი სამუფთოს განსათავსებლად. მედრესე განთავსდება ანგისის ქუჩაზე # 41, შენობაში, სადაც ადრე იტალიური სკოლა იყო“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

არჩილ ხაბაძე ქართული კინოს განვითარებასა და „მანდარინებზე“

არჩილ ხაბაძის თქმით „ფილმში, რომელმაც დიდ წარმატებებს მიღწია, რაღაც კადრები ბათუმში, ბენზეში, ჭოროხთანაა გადაღებული და ამ პროცესს  ბათუმელი სტუდენტებიც აკვირდებოდნენ“ – ოღონდ ამ შემთხვევაში არჩილ ხაბაძე არა ოსკარზე ნომინირებულ ფილმს „მანდარინებს“, არამედ გიორგი ოვაშვილის ფილმს „სიმინდის კუნძულს“ გულისხმობდა, რომელიც ასევე იყო ოსკარის ნომინანტ ფილმებს შორის, თუმცა ფილმი ხუთ რჩეულს შორის ვერ მოხვდა.

განათლების მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე  კინოხელოვნების ხელშეწყობის პროგრამა  იმ პროგრამებს შორის მოიხსენია, რომლებიც სამინისტრომ 2014 წელს წარმატებით განახორციელა.

„ვიხუმრეთ, თორემ ჩვენი თანხებით გადაღებული კინო ვინ თქვა, ჩვენ თანამონაწილეები ვართ. ჩვენი პროგრამის პირობაა, რომ მათ უნდა გადაიღონ რაღაც კადრები აჭარაშიც და ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები უნდა აკვირდებოდნენ ამ პროცესს, ოპერატორები დაისწრონ გადაღებებზე, მოირგონ რეჟისორის ასისტენტის როლი, ეს ერთგვარი სტაჟირება უნდა იყოს მათთვის.

 არჩევანის გაკეთებისას, რასაკვირველია, ჩვენ გვირჩევნია ისინი, ვისაც უკვე სერიოზული დაფინანსება აქვს მოპოვებული, როცა გარანტირებულად ვიცით, რომ რეჟისორის ნამდვილად გადაიღებს ფილმს.  კომისია იხილავს თუ რამდენად სერიოზული თანადამფინანსებლები ჰყავს კონკრეტულ კონკურსანტს. 

დამატებითი მოთხოვნაა, რომ ფილმის კადრები უნდა იყოს გადაღებული აჭარაში“ – განაცხადა მინისტრმა „ბათუმელებთან“ საუბარში.

კონოხელოვნების ხელშეწყობის პროგრამა გასულ წელს 220 000 ლარით იყო დაფინანსებული, 2015  წლის ბიუჯეტში კი ამ პროგრამისთვის 400 000 ლარი გაითვალიწინეს.   

აჭარის მთავრობის სხდომა

 

რას ფიქრობენ მუსლიმები ბათუმში მეჩეთის გაფართოებაზე [video]

“ბათუმელები” დაინტერესდა, რას ფიქრობენ მუსლიმები ბათუმში არსებული მეჩეთის გაფართოებაზე. მათი მოსაზრებები იხილეთ ვიდეოში.

პარასკევის ლოცვა ბათუმის ორთა ჯამეში 16.01.2015 ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

შსს აჭარის მთავარი სამმართველო ტელევიზორებსა და რბილ ავეჯს შეიძენს

 


კუთხის დივანის საწყის ღირებულებად სამმართველოს 3260 ლარი აქვს მითითებული.


დივანი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ მახასიათებლებს: იყოს „4-ნაწილიანი; კუთხის ერთი მხარე სახელურის გარეშე, მეორე მხარე _ სახელურით; ნაწილების სხვადასხვა კონფიგურაციით მიდგმის შესაძლებლობით; შიდა კარკასის მასალა – ხე; შიგთავსი – ღრუბელი; ზედაპირი – ნაჭერი, ფერი – ნაცრისფერი, გადასაკრავის (ჩიხოლი) მოხსნის საშუალებით; სიგრძე – 330 სმ; სიგანე – 260 სმ; სიღრმე – 84სმ; სიმაღლე – 60სმ; უნდა ახლდეს 4 დიდი ზომის და 5 პატარა ზომის კვადრატული ფორმის ბალიში; ბალიშის შიგთავსი – ბუმბული“.



სამმართველომ დოკუმენტაციას შესაძენი დივანის მსგავსი ნიმუში ფოტოს სახით დაურთო.

 

 

ამავე დოკუმენტაციის მიხედვით: დივანის საგარანტიო ვადა შეადგენს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 6 თვეს სწორი ექსპლუატაციის პირობებში. საგარანტიო პერიოდში ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში კი პრეტენდენტი უზრუნველყოფს დაზიანებული ნაწილის სათადარიგო ნაწილებით შეცვლას და თუ აღდგენას არ ექვემდებარება – ახლით შეცვლას.



სამმართველო მაქსიმუმ 7385 ლარის გადახდას აპირებს LED ტიპის შავ ტელევიზორებში [1 ცალი – 1084 ლარად, 2 ცალი – თითო 1044 ლარად და 7 ცალი – თითო 499 ლარად].



ტელევიზორების შემთხვევაში საგარანტიო ვადა შეადგენს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 2 წელს სწორი ექსპლუატაციის პირობებში. საგარანტიო პერიოდში ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში პრეტენდენტი უზრუნველყოფს დაზიანებული ნაწილის სათადარიგო ნაწილებით შეცვლას და თუ აღდგენას არ ექვემდებარება -ახლით შეცვლას.



კიდევ ერთი ტენდერით სამმართველო პირადი ჰიგიენის საშუალებებში – ქაღალდის ხელსახოცებში, ჰიგიენურ ქაღალდებსა და მაღალი ხარისხის, ანტიბაქტერიულ, (ინდივიდუალური შეფუთვით) საპონში კი 5400 ლარამდე გადაიხდის.


ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ გამარჯვების შემთხვევაში შემსყიდველს მიაწოდონ უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო საქონელი.

სამმართველომ შესაბამის ტენდერებში გამარჯვებულები 20 და 22 იანვარს უნდა გამოავლინოს.

ტენდერი ხულოს დასუფთავებაზე 128 ათას ლარად


ბეშუმი
ბეშუმი

დაბა ხულოსა და სასოფლო ცენტრების დასუფთავებაზე, საპირფარეშოების მოვლასა და  არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე ტენდერი 83 600 ლარზე 19 დეკემბერს გამოცხადდა, ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „ხულოს სანდასუფთავებასთან“  82 529 ლარზე გაფორმდა.  

 

დაბა ხულოს მიმდებარე ტერიტორიიდან და კურორტ ბეშუმიდან კი ნარჩენებს შპს „სანდასუფთავება“ გაიტანს. ნარჩენების გატანისთვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერი მუნიციპალიტეტის  გამგეობამ 46 400 ლარზე 19 დეკემბერს გამოაცხადა, ხელშეკრულება შპს „სანდასუფთავებასთან“ 46 400 ლარზე გაფორმდა.

 

ხელშეკრულების თანახმად კომპანიამ ნარჩენები ხულოს მუნიციპალიტეტიდან კვირაში ორ-სამჯერ უნდა გაიტანოს.

 

 „ხულოს მუნიციპალიტეტის, ქუჩებისა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება-ნარჩენების გატანაზე გამოცხადებულ ტენდერში წელსაც იმავე ფირმებმა გაიმარჯვეს, რომლებმაც გასულ წელს უზრუნველყვეს ნარჩენების მართვა. მათი მუშაობით უკმაყოფილო არ ვართ, გამოცდილი კომპანიები არიან და ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს კარგად ასრულებენ. ზამთარში დაბისა დ მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება ხდება, ზაფხულში, სეზონურად გავდივართ კურორტ ბეშუმსა და შორს სოფლებშიც.  კვირის განმავლობაში სრულად საკმარისია ნარჩენის გატანა კვირაში სამჯერ.

 

ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით გამოიცა კანონი, რომლის მიხედვითაც   ერთი წლის განმავლობაში ნარჩენებთან დაკავშირებით ვითარება ყველა ხეობასა და სოფელში უნდა მოწესრიგდეს, დაიგეგმოს სამუშაოები ამ კუთხით, ალბათ იქაც მოხდება ნარჩენების შეგროვება“ –  ამბობს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზაზა აბულაძე. 

24-25 იანვარი – კონსულტაციები ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალში

 

24 იანვარი – ნეიროქირურგი ლადო ბაზიაშვილი. უფასო კონსულტაციები.

 

24 იანვარი – რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი ლალი ფხალაძე, “არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის“ კლინიკური დირექტორი, მედიცინის დოქტორი.

 

24 იანვარი –  გინეკოლოგიურ, ექოსკოპიურ კვლევებს ჩაატარებს “არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის“ რადიოლოგი, რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო დათოშვილი.

 

24–25 იანვარი – ტრავმატოლოგი მერაბ კაპანაძე. უფასო კონსულტაციები.

 

24–25 იანვარი – ღვიძლის ფიბროზის ხარისხის კვლევა, ფიბროსკანის საშუალებით. 

 

მისამართი: მელიქიშვილის ქ. #102 ბ

ტელ:  27 25 88 

Exit mobile version