
2013 წლის განმავლობაში, მუზეუმებში ექსკურსიების ყველაზე დიდი რაოდენობა შიდა ქართლში– 6938; კახეთსა – 6560 და თბილისში – 6249 დაფიქსირდა. ყველაზე მეტი გამოფენა კი თბილისისა (206) და აჭარის (120) მუზეუმებში მოეწყო.
ბათუმელები

2013 წლის განმავლობაში, მუზეუმებში ექსკურსიების ყველაზე დიდი რაოდენობა შიდა ქართლში– 6938; კახეთსა – 6560 და თბილისში – 6249 დაფიქსირდა. ყველაზე მეტი გამოფენა კი თბილისისა (206) და აჭარის (120) მუზეუმებში მოეწყო.

ბათუმის მერიამ ვეტერანებისთვის თხევადი აირის მიწოდებაზე 15 000-ლარიანი ტენდერი უკვე გამოაცხადა და გამარჯვებულს 16 იანვრისთვის გამოავლენს.
ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს: ქ. ბათუმში რეგისტრირებული 100 ვეტერანისა და მათთან გათანაბრებული პირებისათვის თვეში ერთხელ 5 კგ თხევადი აირით ადგილზე მომსახურება და ბინაზე მიტანა; ასევე, ყოველი თვის დასაწყისში მერიას უნდა მიაწოდოს დამზადებული, თხევადი აირის ბეჭდით დამოწმებული ტალონები. მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2015 წლის 25 დეკემბრამდე.
„პრობლემებს ვიცი ვერც მე მოვერევი და ჩემი წასვლის შემდეგაც ბევრი პრობლემა დარჩება, მაგრამ ის რაც იდენთიფიცირებულია უნდა გავაჟღეროთ, სანამ პატარაა პრობლემა ვუმკურნალოთ მას. შელამაზებული ინფორმაციები არ მიყვარს, ვარდისფერი სათვალეებს ძალიან გთხოვთ ნურავინ გამიკეთებთ“-უთხრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა თანამშომლებს, როცა მათ დაწესებულების ახალი დირექტორი წარუდგინა.

კახა გველესიანი
„ბათუმელების“ კითხვაზე სად აგრძელებს მუშაობას ყოფილი დირექტორი ალესანდრე [საშა] პეტროსიანი მინისტრმა უპასუხა რომ ჯერ გაურკვეველია, მოგვიანებით კი დააზუსტა რომ ეს ცნობილია, თუმცა პეტროსიანის ახალ თანამდებობას ჯერ ვერ გაამხელენ.
რა კრიტერიუმებით შეირჩა ახალი დირექტორი, რა გამოცდილება აქვს კახა გველესიანის „ბათუმელების“ ამ კითხვაზე მინისტრმა უპასუხა რომ ეს პირის პირადი ინფორმაციაა და საჯაროდ ამაზე ვერ ისაუბრებს. ერთადერთი დეტალი, რაც მინისტრმა გაასაჯაროვა ისაა, რომ გველესიანი ბოლოს, სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებაში, დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
თავად ახალ დირექტორს კახა გველესიანს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, მან თანამშრომლებთან შეხვედრისას მადლობა გადაუხადა ყოფილ დირექტორს და მინისტრს, ნდობის გამოცხადებისთვის.

კახა გველესიანმა ამ თანამდებობაზე ალექსანდრე პეტროსიანი ჩაანაცვლა.

ალექსანდრე პეტროსიანი

დღის წესრიგში ასევე შეტანილია საკრებულოს თანამდებობის პირების უფლებამოსილების განხორციელების ხარჯების გაუქმების საკითხიც.
ბათუმის საკრებულოში 12 თანამდებობის პირია. თითოეული ხელფასის სახით თვეში 1350 ლარს იღებდა, უფლებამოსილების ხარჯებისთვის კი – 1000 ლარს.
თვითმმართველობის შესახებ ახალი კანონის თანახმად, საკრებულოს თანამდებობის პირებს მომავალი წლიდან უფლებამოსილების ხარჯი ანუ ათასლარიანი დანამატი აღარ ექნებათ.
თუმცა, ბათუმის საკრებულომ გადაწყვიტა, რომ ათასლარიანი დანამატის გაუქმების სანაცვლოდ საკრებულოს თანამდებობის პირებს ხელფასები 650 ლარით გაუზარდოს.
2015 წლიდან საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 2750 ლარი იქნება, დანამატის გარეშე, თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი _ 2550 ლარი, საკრებულოს ფრაქციის ხელმძღვანელებისა და კომისიის თავმჯდომარეების ხელფასი, ათასლარიანი დანამატის გაუქმების შემდეგ, 2000 ლარი გახდება.
„მას არამხოლოდ „ქართული ოცნება“ დაუჭერს მხარს. ეს იყო საკრებულოს ერთობლივი გადაწყვეტილება. ის ნამდვილად ღირსეული კანდიდატურაა ამ თანამდებობაზე“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჯემალ მუსხაჯბამ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში.
ხელვაჩაურის საკრებულომ 30 დეკემბერს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის შესახებ ინფორმაცია უკვე დაანონსა.
საკრებულოს ყოფილი თავჯდომარე ასლან კახიძე ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრია და ის ამ პარტიდან ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ გაათავისუფლეს. ამ დრომდე მის მოვალეობას მოადგილე ჯუმბერ ვარდმანიძე ასრულებდა. საკრებულოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე მისი კანდიდატურაც განიხლებოდა, თუმცა, როგორც ჯემალ მუსხაჯბამ „ ბათუმელებს“ უთხრა, მან ამ თანამდებობაზე უარი თქვა.
ჯუმბერ ბერიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „შეიძლება სხდომაზე სხვაც დასახელდეს და ის საკრებულოს თავმჯდომარე ვერ გახდეს“, ამიტომ წინასწარ კომენტარს ვერ გააკეთებს.
ჯუმბერ ბერიძე 2004-2006 წლებში დასავლეთ საქართველოს ბათუმის სამმართველოს საბაჟო გაფორმების განყოფილების უფროსად, მანამდე კი ბათუმის საბაჟოს ცვლის უფროსად მუშაობდა. 1998-2004 წლებში სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის საინსპექტორო სექტორის ინსპექტორი იყო.
1992-1998 წლებში ჯუმბერ ბერიძემ სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის, საზღვაო ოპერატიული განყოფილების უფროსის მოადგილედ, 1990-1992 წლებში ბათუმის საბაჟოს უფროსად, 1986-1990 წლებში ბათუმის საბაჟოს ოპერატიული განყოფილების უფროსად, 1981-1987 წლებში ბათუმის საბაჟოს უფროსი ინსპექტორად მუშაობდა.

„ჰესების მშენებლობას ვაპროტესტებთ, რადგან ჰესების გამო 200-მდე ოჯახს მიწას ართმევენ და გლეხებს პროკურატურაში იბარებენ. მოვითხოვთ, რომ ეს პროცესი შეჩერდეს“, – აცხადებს კირნათის მაცხოვრებელი ჯუმბერ ჯიხაძე.
საპროტესტო აქცია 13:30 წუთზე, მაჭახლის ხიდთან გაიმართება: „შემდეგ, აქციის მონაწილეები, ჰესების მშენებელი კომპანიის ოფისთან ვაპირებთ გადასვლას და ჩვენი მოთხოვნების წამოყენებას“.
საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მიღებას, ორასამდე ადამიანი გეგმავს.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ბათუმში მცხოვრებ მარტოხელა დედას – მაია ბოლქვაძეს, ქობულეთის რაიონის სოფელ ბუკნარში მცხოვრებ, სამი მცირეწლოვანი შვილის დედას – ზეინაბ მიქელაძესა და ქობულეთის რაიონის სოფელ ბუკნარში ხუთი შვილის მამას – ზვიად ქათამაძეს პლაზმური ტელევიზორი, პერსონალური კომპიუტერი, სარეცხი მანქანა, მტვერსასრუტი, სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, პროდუქტები და ტკბილეული გადასცეს. სამართალდამცველები ბათუმში, მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრებ ნაირა ცინცაძესაც ესტუმრნენ, რომელიც ექვსი მზუნველობამოკლებული ბავშვის აღმზრდელი და დედობილია. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათ პლაზმური ტელევიზორი, პროდუქტები და საახალწლო ნობათი გადასცეს.
აჭარის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ფერიაში, ბავშთა სახლში მცხოვრები ბავშვები პლაზმური ტელევიზორითა და საახალწლო ნობათით გაახარეს. ბათუმში, მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს კი პირადი მოხმარების ნივთები, ტანსაცმელი და ტკბილეული გადასცეს.
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი აცხდებს, რომ ქვეყნის მასშტაბით, სამომავლოდაც გააგრძელებს საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი, ასევე, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ 27 დეკემბერს, ღამის საათებში, ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში, ბრალდებული და მისი მეგობარი უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ კლუბში მყოფ პირებს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბ. მ. არის თანმხლები იმ პირისა, რომელმაც იმავე საღამოს კლუბში სასიკვდილოდ დაჭრა შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეშვიდე განყოფილების უმცროსი ინსპექტორი თარაშ მ. რომელიც იმ საღამოს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს, რომელიც არღვევს უხეშად საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისათვის აშკარა უპატივცემულობას (საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

დაჯილდოების ცერემონიას სპორტსმენები და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საუკეთესო სპორტსმენებს შორის მოხვდნენ
შედეგები:
მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – I ადგილი (მწვრთნელი ავთანდილ აბულაძე)
ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – III ადგილი (მწვრთნელი ავთანდილ აბულაძე)
საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – III ადგილი (მწვრთნელი ავთანდილ აბულაძე)
2. გელა ბოლქვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
შედეგები:
მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – III ადგილი (მწვრთნელი ლევან შავაძე)
ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – I ადგილი (მწვრთნელი ლევან შავაძე)
საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – I ადგილი (მწვრთნელი ლევან შავაძე)
თურქეთის საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდებს შორის – I ადგილი (მწვრთნელი ლევან შავაძე)
3. ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
შედეგები:
მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – III ადგილი (მწვრთნელი ლევან შავაძე)
ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – III ადგილი (მწვრთნელი ლევან შავაძე)
საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – I ადგილი (მწვრთნელი ლევან შავაძე)
4. ირინე ლეონიძე (სამბო)
შედეგები:
ევროპის ჩემპიონატი დიდებს შორის – III ადგილი (მწვრთნელი ნანი კირკიტაძე)
საქართველოს ჩემპიონატი – II ადგილი (მწვრთნელი ნანი კირკიტაძე)
5. ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო)
შედეგები:
მსოფლიო ჩემპიონატი დიდებს შორის – III ადგილი (მწვრთნელი სოლომონ ფეიქრიშვილი)
ევროპის ჩემპიონატი დიდებს შორის – I ადგილი (მწვრთნელი სოლომონ ფეიქრიშვილი)
6. სალომე მელია (ჭადრაკი)
შედეგები:
ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
მოიპოვა 2015 და 2016 წლების მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზია
შეასრულა მამაკაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის სამივე ნორმა
7.ამირან პაპინაშვილი (ძიუდო)
შედეგები:
მსოფლიო ჩემპიონატი დიდებს შორის – III ადგილი (მწვრთნელი სოლომონ ფეიქრიშვილი)
ევროპის ჩემპიონატი დიდებს შორის – IIადგილი (მწვრთნელი სოლომონ ფეიქრიშვილი)
8. თორნიკე ჭოველიძე (ძიუდო)
შედეგები:
მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – I ადგილი (მწვრთნელი ვახტანგ ზოიძე)
ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – IIადგილი (მწვრთნელი ვახტანგ ზოიძე)
საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – I ადგილი (მწვრთნელი ვახტანგ ზოიძე)
9. რევაზ წულუკიძე (სამბო)
შედეგები:
მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – II ადგილი (მწვრთნელი სოლომონ ფეიქრიშვილი)
ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – IIადგილი (მწვრთნელი სოლომონ ფეიქრიშვილი)
საქართველოს ჩემპიონატი დიდებს შორის – III ადგილი (მწვრთნელი სოლომონ ფეიქრიშვილი)
საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – II ადგილი (მწვრთნელი სოლომონ ფეიქრიშვილი)
საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – I ადგილი (მწვრთნელი სოლომონ ფეიქრიშვილი)
10. გიზო მელაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
შედეგები:
მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – III ადგილი (მწვრთნელი ავთანდილ აბულაძე)
ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – III ადგილი (მწვრთნელი ავთანდილ აბულაძე)
საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – I ადგილი (მწვრთნელი ავთანდილ აბულაძე)

შმაგი ბოლქვაძე

საუკეთესო მწვრთნელები გახდნენ:
1. ავთანდილ აბულაძე – ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
2. ლევან შავაძე – ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
3. გელა ჯანელიძე – ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
4. მარად არძენაძე – თავისუფალი ჭიდაობა
5. ჯემალ კილაძე – თავისუფალი ჭიდაობა
6. ვახტანგ ზოიძე – ძიუდო
7. ნანი კირკიტაძე – ძიუდო
8. სოლომონ ფეიქრიშვილი – ძიუდო
9. აბესალომ ბასილია – ძალოსნობა
10. თამაზ ფუტკარაძე – მშვილდოსნობა

პერსპექტიულ სპორტსმენებად დასახელდნენ:
1. მოკრივე – გელა აბაშიძე
2. ძიუდოისტი – სალომე აბაშიძე
3. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში – ლერი აბულაძე
4. სამბოში – ლერი ბედინაძე
5. ველოსპორტსმენი – გიორგი გობაძე
6. თავისუფალ ჭიდაობაში – რამაზ დარჩიძე
7. მკლავჭიდელი – მერაბ კაკაბაძე
8. მკლავჭიდელი – ლევან პოღოსიანი
9. ძიუდოისტი – ნინო მგელაძე
10. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში – მინდია წულუკიძე

მომავალ წელს მერიის შენობებს ის კომპანია დაასუფთავებს, რომელიც ანალოგიურ სამუშაოს მიმდინარე წელშიც ასრულებდა. შპს „სუფთა სამყარო აჭარაში“ წელს მერიის საოფისე და არასაოფისე ფართობებს 98 ათას 919 ლარსა და 97 თეთრად ასუფთავებდა, მომავალ წელს კი, თითქმის იგივე სამუშაოს 96 ათას ლარად შეასრულებს.

ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობების საოფისე და არასაოფისე ფართობი ჯამში 4817 კვ/მეტრია, რომლის დასუფთავებას თვეში 3612 ლარზე მეტი, ანუ წელიწადში 43 ათას ლარზე მეტი დასჭირდება. 216 ფანჯრის გაწმენდაში მერია წელიწადში 3 700 ლარამდე, ხოლო 11 ცალი ფარდის გარეცხვაში 99 ლარს გადაიხდის; 2277 ლარი დასჭირდება 69 ვიტრაჟის დაწმენდას, ხოლო 120 კვ/მ ხალიჩების წმენდას – 3500 ლარზე მეტი.
დერეფნებისა და კაბინეტების 15 ჭაღის დაწმენდაში მერია მომავალ წელს 504 ლარს გადაიხდის, ხოლო ჰოლის დიდი ჭაღი მხოლოდ ერთხელ, 25 ლარად გაიწმინდება. ერთხელ ჩამოირეცხება ლუკა ასათიანის 25 ნომერში მდებარე შენობის გარე ფასადიც, რომელშიც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 647 ლარსა და 96 თეთრს გადაუხდიან.
ბათუმის მერია ერთი სველი წერტილის ყოველდღიურ დალაგებაში, ქიმიურ დასუფთავება-დეზინფექციასა და საჭირო ჰიგიენური ნივთებით მომარაგებაში თვეში 120 ლარს, წელიწადში კი ჯამში 38 880 ლარს გადაიხდის (მერიის შენობებში ყოველდღიურად 27 სველი წერტილი უნდა დალაგდეს).
ელექტრონულ ტენდერში, რომელიც 19 დეკემბერს დასრულდა, ორი კომპანია მონაწილეობდა: შპს „სუფთა სამყარო აჭარაში“ და შპს „სისუფთავის სერვისი“. ამ უკანასკნელმა მერიას თავისი მომსახურების საბოლოო ღირებულება, პრეტენდენტისგან განსხვავებით, ერთი ლარით ნაკლები – 95 999 ლარი შესთავაზა. სატენდერო კომისიამ კი დაზუსტებული დოკუმენტაციის ერთ დღეში წარმოუდგენლობის გამო მისი დისკვალიფიკაცია მოახდინა.
„დაზუსტებული დოკუმენტაცია“ კომისიაში მოთხოვნილებისამებრ, ერთ დღეში წარადგინა „სუფთა სამყარო აჭარამ“, რომელსაც შესაბამისი ხელშეკრულების მაქსიმუმ ოთხი დღის ვადაში გაფორმება, 25 დეკემბერს, წერილობით აცნობეს.
მამუკა თურმანიძე
ბატონო მამუკა, როგორც სამაშველო სამსახურის უფროსი, როგორ შეაფასებთ 2014 წელს, მძიმე სამუშაო წელი გქონდათ?
2014 წელი კატაკლიზმებით დაიწყო, უხვი ნალექი მოვიდა მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, რამაც გამოიწვია სპეციალური სამსახურების პარალიზება, ერთადერთი დასაყრდენი მოსახლეობისთვის იყო სამაშველო სამსახური, სასწრაფო დახმარების მანქანები ვერ მიდიოდნენ საჭიროების მქონე პირებთან, ჩვენს თანამშრომლებს უწევდათ სასწრაფო დახმარების ფუნქციების შეთავსებაც, საკაცეზე დაწვენილი ავადმყოფები სამი-ოთხი საათის სავალ გზაზე ჩამოჰყავდათ ფეხით, მათ შორის ფეხმძიმე ქალებიც, რომლებმაც იმშობიარეს რამდენიმე საათში.
საგზაო დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებაც გვიწევდა, ძალიან მძიმე დღეები იყო, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი ოჯახი არ დაგვიტოვებია უყურადღებოდ. ამას უძღვოდა მძიმე ტურისტული სეზონი, წელს ტურისტების შემოსვლით, მივუახლოვდით იმ ნიშნულს, რომელიც არ დაფიქსირებულა საქართველოში კომუნისტური პერიოდის შემდეგ. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა რეგიონიდან გასვლა გვიწევდა. შემოდგომაზე იყო სამი საგანგებო მდგომარეობა აჭარაში, ექვსბალიანი შტორმით. მძიმე წელი იყო, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანია სამაშველო ოპერაციებისთვის თავის გართმევა. 25 პროცენტით გაიზარდა წელს გამოძახება, უპრეცედენტო ნიშნულს ვუახლოვდებით. შემიძლია ვთქვა, რომ წლევანდელი სეზონი წარმატებით სრულდება, რადგან წელს ჩვენი მუშაობის შედეგად შემცირებულია გარდაცვლილთა რიცხვი.
სამაშველო სამსახურში რამდენი ხანია მუშაობთ?
2011 წლიდან – ერთი წლის განმავლობაში ვიყავი სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილე, შემდეგ ჩვენმა ხელმძღვანელმა გადაინაცვლა სხვა სამსახურში, მე დავინიშნე სამაშველო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, ექვსი თვის შემდეგ კი _ უფროსად.
აქ მოსვლამდე სად მუშაობდით?
ბათუმში დავიბადე და გავიზარდე, სკოლის დასრულების შემდეგ ვმუშაობდი სამკერვალო ფაბრიკაში, მერე გამიწვიეს ჯარში, მერე თამბაქოს ქარხანაში დავიწყე მუშაობა. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, ათი წლის განმავლობაში პირველ არხზე ვმუშაობდი, დავიწყე ოპერატორად და იქ მუშაობა დავასრულე რეჟისორის ამპლუაში. შემდეგ აღმოვჩნდი 31-ე საავიაციო ქარხნის უსაფრთხოების სამსახურში, ვიყავი ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ დაცვაში, ოღონდ მაშინ ის პრემიერი არ იყო.
ჟურნალისტები ხშრად ამბობენ, რომ ყველაზე რთულ დროსაც პასუხობთ ჟურნალისტების შეკითხვებს, მოგწონთ ჟურნალისტებთან ურთიერთობა, თუ მიგაჩნიათ, რომ ეს საჭიროა თქვენი სამსახურისთვის?
ტელევიზიაში მუშაობის ათი წლის შედეგია ის, რომ მოგვარებული მაქვს ჟურნალისტებთან ურთიერთობა. ვიცი რას აკეთებენ ჟურნალისტები, როგორ სჭირდებათ ინფორმაცია. ვფიქრობ, რომ ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო, თუ არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. მიზეზი, რის გამოც ვფიქრობ ასე, ერთი მხრივ, არის ჩემი გამოცდილება და მეორე მხრივ, ვფიქრობ, საჭიროა ჩვენი სამსახურის პოპულარიზაცია. ადამიანებმა ბოლო-ბოლო გაიგეს, რომ არსებობს სამაშველო სამსახური, რომელსაც შეიძლება მიმართო. წელს 112-ის მანქანებს უთმობდნენ გზას, ადრე ასე არ იყო, მხოლოდ უცხოელები გვითმობდნენ. ხოფის ბაზრობის აფეთქების თემაზე რომ ვთქვათ, თუ ჟურნალისტებმა არ გააშუქეს ეს თემა შესაბამისად, არ მოხდება დროული რეაგირება, ჟურნალისტები სვამენ კითხვებს, გვთავაზობენ ექსპერტების მოსაზრებებს, რითაც ნათელია, რომ ფეთქებადი ნივთიერებები არ უნდა იყიდებოდეს მსგავს დაწესებულებებში. ჩემი საუბარი ამ თემაზე მხოლოდ კაბინეტში ვერ შეცვლის ვერაფერს, ჩვენ ვიბრძვით პრევენციისათვის, მედია კი გვიმცირებს სამუშაოს.
თქვენი სამსახური გადადის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში. როგორ ფიქრობთ, ეს ფაქტი ხომ არ დააზარალებს სამაშველოს მედიასთან ურთიერთობის თვალსაზრისით?
შსს ერთ-ერთი სამმართველოს სახით გავაგრძელებთ მუშაობას იანვრიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ გამიჭირდება ჟურნალისტებთან ურთიერთობა. ადამიანი, რომელიც ატარებს სამუშაო ფორმას, უნდა იყოს ბრძანების მორჩილი, აქამდე მაძლევდნენ საშუალებას დამემყარებინა კომუნიკაცია მასმედიასთან, მე არ მეზარებოდა ღამის საათებში ჟურნალისტების ზარებზე პასუხი, მათ ვაგებინებდი ამბავს. სამწუხაროდ, ამას ვეღარ შევძლებ. ეს ფაქტი არ მახარებს, თუმცა მე ყველაზე დიდ დისკომფორტს შემიქნის ის, თუ არ შევასრულებ იმ ბრძანებას, რომელსაც დამავალებენ.
თქვენი ამ სამსახურში მუშაობის განმავლობაში რომელი მომენტი გახსენდებათ ყველაზე რთულად?
ახალსოფელში, ეკლესიის ჩამონგრევა მახსენდება. 40-ტონიანი გუმბათი ჩამოიშალა და მოიყოლა ოთხი სტიქაროსანი. ჩვენმა თანამშრომლებმა შეუძლებელი შეძლეს, რთული ვითარება იყო, სამწუხაროდ, ორი სტიქაროსანი გარდაიცვალა, ორის გადარჩენა კი, შემიძლია თამამად ვთქვა, ჩვენი ბიჭების დამსახურებაა, ბეტონის მასის ქვეშ შეძვრნენ მაშველები და გამაყუჩებლები გაუკეთეს სტიქაროსნებს, სასწრაფოს ექიმებმა ეს ვერ შეძლეს. მაშველები განსაცდელის გამო არ წუწუნებენ, იციან რა სამსახურშიც არიან. მე, პირადად, ყველაზე მძიმედ განვიცადე ერთი შემთხვევა: თბილისში მივლინებით ვიყავი, მეგობრის ოჯახში მეზობლის პატარა ბიჭმა დახმარება გვთხოვა, გვითხრა, რომ პაპა უკვდებოდა. როცა მივედი იმ ადამიანთან, უკვე გარდაცვლილი იყო, თუმცა გულის მასაჟითა და ხელოვნური სუნთქვით მოვაბრუნე, მაგრამ, სამწუხაროდ, ჟანგბადი არ მქონდა, სასწრაფომ კი დაიგვიანა. დღემდე განვიცდი ამას, ჟანგბადი რომ მქონოდა, ადამიანს გადავარჩენდი.

მამუკა თურმანიძე
ხშირ შემთხვევაში თავად გადიხართ შემთხვევის ადგილზე, გაქვთ ვალდებულება ოპერაციებში ჩართვის?
ჩემი უშუალო ვალდებულება არ არის, რომ ვესწრებოდე ოპერაციებს, ჩემი ფუნქციაა სამუშაო ადგილიდან დავგეგმო ოპერაცია, მაგრამ არ შემიძლია შედეგის ლოდინი სამსახურში, ვასწრებ ოპერაციაზე მისვლასაც, სამაშველო ოპერაციების 80 პროცენტს ვესწრები. მაშველი როცა ხედავს, რომ ხელმძღვანელი გვერდითაა, გაათმაგებულად მუშაობს, უფრო მონდომებულია, მეც ვერთვები სამაშველო პროცესებში.
გადაბმულად რამდენ ხანს გიმუშავიათ?
ქალაქის დატბორვისას ხუთი დღის განმავლობაში მაშველები სახლებში არ მივსულვართ, მხოლოდ რამდენიმე საათით ვისვენებდით ისევ ოფისში.
როგორი სამუშაოს შემდეგ ხართ კმაყოფილი?
ჩვენი სამსახურის კმაყოფილება მრავალგვარია, გააჩნია რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. კმაყოფილი ვარ, როდესაც ადამიანს გადავარჩენ და კმაყოფილი ვარ მაშინაც, როცა გარდაცვლილს ვიპოვი, შარშან, მაგალითად, სომხეთიდან ჩამოსულ ბიჭს სამი დღე ვეძებდით ზღვაში, ცოლთან და ცოლის ძმასთან ერთად იყო ჩამოსული, ზღვაზე ისვენებდნენ, მოულოდნელად ტალღები ამოვარდა, ცოლმა და ცოლის ძმამ არ იცოდნენ ცურვა, ეს ბიჭი, ფაქტობრივად, ორივეს იჭერდა, ჩვენმა მაშველებმა მათი გამოყვანა შეძლეს, მაგრამ ამ ბიჭის გამოსაყვანად რომ შეტრიალდნენ, ვეღარ იპოვეს. მამაც ჩამოფრინდა მერე ამ ბიჭის, მახინჯაურში ვიპოვეთ სამდღიანი ძებნის შემდეგ. ჩემთვის ბედნიერება იყო, რომ ჭირისუფალს მიცვალებული დავუბრუნეთ. ჩვენი მაშველები როცა ადამიანი არის გადასარჩენი, ექვსბალიან შტორმშიც ითხოვენ ზღვაში შესვლის უფლებას, მაგრამ მე ამ უფლებას ვერ გავცემ, ნიახურივით მეორედ ვერ მოვლენ.
კურიოზულ შემთხვევას გაიხსენებთ?
ზღვაზე, „ალი და ნინოს“ ძეგლთან მივიღეთ გამოძახება. წყლიდან ამოვიყვანეთ ქალი, საკაცეზე გვეწვა უკვე, როცა მოვარდა სამი პატარა გოგონა, ორიდან ათ წლამდე თუ იქნებოდა მათი ასაკი, ცოტა მოვასულიერეთ ეს ქალი თუ არა, დაიწყო ბავშვებზე ზრუნვა, დაისვა პატარა და ძუძუს წოვება დაუწყო, ჭამის დრო აქვსო. თვითონ არ იყო კარგად, კუჭის ამორეცხვა სჭირდებოდა, ვთხოვე ქმრის ნომერი მოეცა, რომ ბავშვები დაგვეტოვებინა მამისთვის, იუარა, არ მოგცემთ, ერთი კვირის წინ ინფარქტი მიიღო, ეს რომ გაიგოს, გული გაუსკდებაო. გავაყოლე ქალი სასწრაფოს, მივიყვანე ბავშვებიც საავადმყოფოში, რეამინაციაში შეყვანამდე ისევ ვთხოვე ქმრის ნომერი და არ მომცა, თითქმის უკვე შეყვანილი ჰყავდათ რეანიმაციაში, გააჩერებინა საკაცე და დამიძახა: ორ საათზე შუათანას ჭამის დრო არისო! – ეს თქვა და შეიყვანეს, მე დამრჩა ეს სამი ბავშვი, საითაც წავიდოდი, ყველგან მომსდევდნენ უკან დედიკო-დედიკოს ძახილით, ბოლოს ექთნებმა დაიტოვეს.
რამდენია მაშველის ხელფასი და თუ სარგებლობთ სახელმწიფო დაზღვევით?
630 ლარი აქვთ ანაზღაურება, ჩვენ ასევე გვაქვს საპრემიო ფონდი, წელს თითქმის მთლიანად ამოვწურეთ ეს ფონდი მაშველების წასახალისებლად. 2011 წლამდე მაშველებმა არ იცოდნენ პრემია რა იყო, ამ პრემიის ხარჯზე თითქმის ათას ლარამდე აუდით ანაზღაურება ყოველთვიურად, მაქსიმუმი საპრემიო თანხა არის ხელფასის 100 პროცენტი. ყველა იღებს თავისი დამსახურების შესაბამის პრემიას, მაგალითად, 100 პროცენტი პრემია მიიღო მაშველმა, რომელიც შევიდა ხუთბალიან შტორმში და გამოიყვანა მსხვერპლი, რომელმაც თავი დაიხრჩო, გემებს შორის იყო გვამი, სხვა ვერაფრით მივუდექით. სახელმწიფო დაზღვევით არ ვსარგებლობთ, ჩვენ გვაქვს ინდივიდუალური დაზღვევა.
რა ტიპის სამუშაოები მოგწონთ?
მე მომწონს, როცა სამუშაო მთაშია, ბუნებაში ყოფნა მომწონს. აჭარაში არ დარჩენილა ადგილი, სადაც არ ვყოფილვარ.
თქვენი სამსახურის მიმართ მადლიერებას თუ გამოხატავენ მოქალაქეები?
რა თქმა უნდა, ცდილობენ მაშველებს რამე აჩუქონ ან სადმე დაპატიჟონ, მაგრამ ამის უფლება არ აქვს მაშველს. მე ყველას ვეუბნები, თუ გსურთ მადლობის გადახდა მაშველისათვის, დარეკეთ 112-ზე და თქვით, რომ მაშველმა კარგად იმუშავა. მაშველებს რაც შეუძლიათ აკეთებენ, ჩვენ მადლობასაც შეჩვეული ვართ და უკმაყოფილებასაც, ადამიანებს ზოგჯერ ისეთი ზარალი ადგებათ, რომ შეუძლებელია არ იყვნენ უკმაყოფილო.
თქვენი ოჯახის წევრებს როგორი დამოკიდებულება აქვთ თქვენი სამსახურის მიმართ?
თავადაც შევეჩვიეთ ამ რეჟიმს და შევაჩვიეთ ჩვენი ოჯახის წევრებიც. თუ ამ სამსახურში ხარ, უნდა გააკეთო ეს. ძალიან ვეცოდები ამ რეჟიმისთვის ოჯახის წევრებს, მაგრამ დროთა განმავლობაში შეეჩვიენ. ღამით რომ მივდივარ სახლიდან, ცოტას აპროტესტებენ, მაგრამ მერე უკვე გულშემატკივრობენ. ჩემი მეუღლე სხვა ოთახში იმის გამო გადავიდა, რომ ღამის სამ საათზე ჩემთან დარეკილი ზარები აღვიძებს და მერე თვითონაც ვეღარ ისვენებს.
თქვენი სამომავლო გეგმები როგორია, კარიერულ ცვლილებებს ხომ არ გეგმავთ?
ბავშვობიდან მიყვარს ადამიანების დახმარება, ახლა სწორედ იქ ვარ, სადაც შემიძლია ეს საქმე გავაკეთო. ცვლილებები სამაშველო სფეროში იგეგმება, ჩვენ გვემატება სამოქალაქო უსაფრთხოება. უსაფრთხოების წესებს შევიმუშავებთ, ამის სტატუსიც გვექნება და მოთხოვნის უფლებაც. ისეთ ობიექტებში, სადაც მასობრივად არიან ადამიანები, ჩვენ ჩავატარებთ ინფორმაციულ შეხვედრებს, საგანგაშო სირენები უნდა აღვადგინოთ დაწესებულებებში.
2014 წელს მსოფლიო ჩემპიონობა სპორტსმენებმა საქართველოდან ოთხ სახეობაში -ძიუდოში, სამბოში, მკლავჭიდსა და კარატეში მოიპოვეს; ევროპის ჩემპიონობა კი შვიდ სახეობაში – ძიუდოში, თავისუფალ ჭიდაობაში, სამბოში, მკლავჭიდში, კარატესა და სუმოში. ამათგან ოლიმპიური სახეობა მხოლოდ ძიუდოა. შვიდი წლის განმავლობაში საქართველოს ოლიმპიურ სახეობაში ჩემპიონი არ ჰყოლია.
მსოფლიო ჩემპიონები
ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო, 81კგ);
გენადი ჩირგაძე (სამბო, 52კგ);
ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო, 57 კგ);
იმედა ჭინჭარაული (მკლავჭიდი, 55 კგ. მარცხენა);
ლევან საგინაშვილი (მკლავჭიდი, მძიმე, მარცხენა/მარჯვენა);
ალექსი ფრეწუაშვილი (მკლავჭიდი, მძიმე, მარჯვენა);
გელა არაბული (მკლავჭიდი, 60 კგ. მარჯვენა);
გოგიტა არქანია (კარატე, 84 კგ).
ევროპის ჩემპიონები
ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო, 81 კგ);
ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო, 90 კგ);
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 57 კგ);
ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო, 57 კგ);
დავით ლორიაშვილი (სამბო, აბსოლუტურში);
ვილენ გაბრავა (მკლავჭიდი, 60 კგ. მარცხენა);
ჯამბულ ვიბლიანი (მკლავჭიდი, 65 კგ. მარჯვენა);
ანდრეი ზინჩენკო (კონტაქტური კარატე. 70 კგ);
გიორგი მეშვილდიშვილი (სუმო, აბსოლუტურში);
ირაკლი გაგუა (ბოდიბილდინგი 168 სმ სიმაღლის
სპორტსმენებს შორის).

გასულ წელს საქართველოში წლის სპორტსმენი 23 წლის ძიუდოისტი ავთანდილ კრიჭიშვილი გახდა. 2014 წელი კი მისთვის უფრო წარმატებული აღმოჩნდა და წლის დასაწყისში ჯერ ევროპის, აგვისტოში კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. გარდაბნელი ავთანდილ ჭრიკიშვილი მეხუთე სპორტსმენია საქართველოდან, რომელმაც ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონობა მოიგო. ბოლოს ეს ტიტული ირაკლი ცირეკიძემ მოიპოვა 2007 წელს. შვიდი წლის განმავლობაში კი საქართველოს ოლიმპიური პრიზიორი არ ჰყოლია.
თანაბრად მოიპოვეს მსოფლიოსა და ევროპის ოქროს პრიზები ქართველმა სამბოელებმა. იაპონიის ქალაქ ნარიტაში 21 ნოემბერს ჩემპიონობა 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში წაუგებლად მოიგო გენადი ჩირგაძემ, 57 კგ-ში კი – ვახტანგ ჩიდრაშვილმა, რომელიც ორგზის ჩემპიონია. მაისში რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა 100 კილოგრამში დავით ლორიაშვილმა, 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ვახტანგ ჩიდრაშვილმა.
2014 სადებიუტო წელი აღმოჩნდა საქართველოს კარატეს ისტორიაში. კარატეს საერთაშორისო ფედერაციის (WKF – World Karate Federation) მონაცემით გოგიტა არქანია პირველი ქართველი კარატისტია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა მოიგო. გოგიტა არქანია 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა 2014 წლის 10 ნოემბერს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში. მან ფინალში 4:1 დაამარცხა იაპონელი რიუტარო არაგა. გოგიტა არქანია ასევე არის ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული.
ევროპის ოქრო მოიპოვა კონტაქტურ კარატეში ანდრეი ზინჩენკომ, რომელიც 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მან ფინალში აზერბაიჯანის წარმომადგენელი ორუჯ საკაროვი დაამარცხა. საქართველომ კონტაქტურ კარატეში მესამედ აიღო პირველობა – 2009 და 2011 წლებში ორივე მათგანი მიხეილ წიკლაურმა მოიპოვა.
ყველაზე მეტი ოქროს მედალი საქართველოს წელს მკლავჭიდელებმა მოუტანეს. მკლავჭიდში ოთხი მსოფლიო და ორი ევროპის ჩემპიონი გახდა. მათგან ლევან საგინაშვილმა ორი ოქრო მოიპოვა, როგორც მარჯვენა მკლავით, ისე მარცხენა მკლავით ასპარეზობაში.
წელს ჩემპიონობის კიდევ ერთი დებიუტი ბოდიბილდინგში შედგა. მაისში ესპანეთის ქალაქ სანტა-სუსანაში გამართულ ევროპის ჩემპიონატში თბილისელი ირაკლი გაგუა 168 სანტიმეტრ სიმაღლეში ჩემპიონი გახდა. ამ შედეგით საქართველოს ბოდიბილდინგის ისტორიაში ირაკლი გაგუა პირველია, ვინც ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.
წელს საქართველომ გუნდურ ასპარეზობაში პირველობა მოიგო ძიუდოში, 19 წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებმა კი – ევროპის ჩემპიონობა.
წლის მნიშვნელოვანი მოვლანა იყო კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ჯგუფიდან გასვლა, რითაც საქართველომ პირველად მოიპოვა ევროპაზე ასპარეზობის უფლება. ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში 2015 წელს 5-20 სექტემბერს გაიმართება და მასში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატი ოთხ ქალაქში – ზაგრებში (საფრანგეთი), ბერლინში (გერმანია), რიგაში (ლატვია), მონპელიეში (საფრანგეთი) ჩატარდება. საქართველოს ნაკრები ჩ ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან: ჰოლანდია, ხორვატია, სლოვენია, საბერძნეთი, მაკედონია. პირველ თამაშს საქართველო 5 სექტემბერს ჰოლანდიასთან გამართავს. ასევე კალათბურთში მსოფლიო ასპარეზობა მოიპოვეს 18 წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც 2015 წლის ივნისში ტუნისში გაიმართება.
მნიშვნელოვანი იყო წყალბურთის ეროვნული ნაკრების 2014 წელს ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა. 2014 წლის ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში 14-27 ივლისში ბუდაპეშტი (უნგრეთი) ჩატარდა. თუმცა საქართველოს ნაკრების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
ჭადრაკში წარმატება ჰქონდა ბათუმის ქალ მოჭადრაკეთა კლუბ „ნონას“, რომელმაც პირველად იასპარეზა და ევროპის ხუთგზის ჩემპიონს „მონტე კარლოს“ მოუგო. ჭადრაკში აღსანიშნავია ბათუმელი სალომე მელიას ასპარეზობაც, რომელმაც ევროპის ინდივიდუალურ მე-15 ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონობა არც წელს დაუთმია საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რომელმაც ერთა თასზე 15 მარტს ფინალში რუმინეთი 22:9 დაამარცხა და ერთა თასი ზედიზედ მეოთხედ მოიგო. 2000 წლიდან დღემდე კი საქართველო ერთა თასის შვიდგზის გამარჯვებულია (2007, 2008, 2009, 2011, 2012, 2013, 2014 წლებში). ერთა თასი რაგბის ჩემპიონატია, რომელიც ევროპის ეროვნულ ნაკრებებს შორის იმართება.
2014 წელს რამდენიმე მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გახდა ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის, მათ შორის ძიუდოში, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი გახდა ბექა ღვინიაშვილი, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში კი მსოფლიო პირველობა ხულოელმა სპორტსმენმა შმაგი ბოლქვაძემ დაისაკუთრა. 2014 წელი წარმატებული აღმოჩნდა მოფარიკავე ბექა ბაზაძესთვისაც, ის 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის შეფასებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო მიღწევები ძიუდოში, კალათბურთსა და რაგბში. 2015 წლისთვის რამდენიმე მიმართულებით გაიზრდება დაფინანსება, მათ შორის სახელმწიფო დაფინანსება გაეზრდება ძიუდოსა და კალათბურთს, რაც, მინისტრის თქმით, ხელს შეუწყობს სპორტის ამ სახეობაში სტაბილურობის შენარჩუნებას.
„ეს არის „ატლას ჯორჯია“, ხუთი თვე ვცდილობდით ამ ბიზნესმენის მობრუნებას და დღეს აქ ცხოვრობს. კარგი ინვესტორია და ბევრს გააკეთებს ბათუმისთვის. ეს იქნება 250 ნომერზე გათვლილი სასტუმრო. იქნება სავაჭრო ცენტრი, აპარტამენტები. ჩვენი საინვესტიციო პირობებით 42 მილიონი უნდა დახარჯოს, იმ პროექტით კი, რაც მას აქვს წარმოდგენილი, 90-მილიონი. ამ პიროვნებას უკავშირდება ის, რომ ბათუმი-თბილისის რეისი (ავტობუსი „მეტრო“) გაჩნდა, თავიდან 10 ლარი იყო ფასი, ახლა 12 ლარია. ყბადაღებული რკინიგზის სადგურიც შეიძლება ჩაითვალოს, რომ მათი [ყოფილი ხელისუფლების] დაწყებულია… ავტოსადგური „ატლას ჯორჯიამ“ გააკეთა. რკინიგზის სადგურს რაც შეეხება, ინვესტორს უნდოდა მისი გაკეთება, მაგრამ არ აძლევდნენ საშუალებას. მოვედით თუ არა, ითხოვა ვადის გაგრძელება…
ქალაქის ტერიტორია რომ აიღოთ (გონიოს პოლიგონის გარდა, რომელზეც მუშავდება კონცეფცია) 10-15 ნაკვეთია დარჩენილი – ყველა 1 ლარადაა გაცემული. ახლა ინვესტორებთან ვმუშაობთ, ან უნდა ჩამოვართვათ, რაც არც ისე სახარბიელოა, რადგან ან დაწყებული აქვს მშენებლობა, ან შუაში აქვს მიყვანილი, ან უნდა გააგრძელონ. ვმუშაობთ, რომ საქმე გააგრძელონ. ყველაზე იტყვის „ნაციონალური მოძრაობა“ ჩემი შემოყვანილიაო, მაგრამ მისი შემოყვანილი ათიდან ორი განხორციელდა, რვა – არა.
ინვესტორებთან ძალიან ფაქიზად უნდა მუშაობა. არჩევნების შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი გაჰკიოდა, რომ ინვესტიციები შეჩერდა და ქვეყანა აღარ არის მიმზიდველი. ჩემი წინამორბედი თურქეთში დარბოდა, იქ ინვესტიცია არ ჩადოთ, ყველაფერი შეჩერდაო. ამ ფონზე ვცდილობდით ინვესტორების მობრუნებას და „ატლას-ჯორჯია“ ზუსტად ასეთია, თვითონ ამბობს – ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები მეუბნებოდნენ არ ჩადო ინვესტიციაო. ახალ ბულვარშიც იგივე სიტუაცია იყო. ბევრი ინვესტორი მოვაბრუნეთ.“ -განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

„ქობულეთში მანდარინის მიმღები საწარმო გავხსენით, პირველად ხდება წელს მანდარინის პარაფირება, ნედლეულის მიღება, დამუშავება, შეფუთვა.
რადგან შარშან ყინვის გამო გაუფუჭდათ მანდარინი, დაზღვევამდეც კი მივედით – რისი 80%-ც სახელმწიფომ გადაიხადა, ხუთი – მოსახლეობამ. ჩვენ გადავეცით ობიექტები იმისთვის, რომ გახსნილიყო დამკალიბებელი ობიექტები, რამდენიმე დაგვიბრუნდა უკან, მაგრამ 16 ობიექტი მაინც ამუშავდა.
…მოსახლეობას ვეუბნები, უნდა ვისწავლოთ ჩვენც პასუხისმგებლობის ჩვენს თავზე აღება.
შარშან მიწის დამუშავება სახელმწიფომ გააკეთა, შხამქიმიკატებისა და ხელსაწყოებისთვის თანხა სახელმწიფომ გამოყო გლეხს, ყუთის პრობლემაც მოვაგვარეთ. პლასტმასის, მუყაოს და ხის, სამივე სახეობის ყუთი მოვამზადეთ. ბოლოს გლეხებისგან მოვისმინეთ , ბაღში სამუშაო ყუთი არ გვაქვსო, რა მთავრობა ხართ სამუშაო ყუთი რომ არ გვაქვსო. წელს საამქრომ მარაგის სახით ეს ყუთებიც გამოუშვა და მათ ვინც მასთან აბარებს მანდარინს, აწვდის ამ ყუთებს. ამ წარმატებას ყველამ უნდა შევხედოთ თვალებში, ჟურნალისტმაც, სახელმწიფო მოხელემაც, გლეხმაც და თქვას რომ ასეთი არ ყოფილა ბოლო 25 წლის განმავლობაში.
დღეს რომ დეფიციტია სტანდარტული მანდარინის, ასეთი არასროს არ ყოფილა, სოფელ-სოფელ დადიან შემსყიდველები და ვერ პოულობენ მანდარინს. იმიტომ რომ გარკვეული რაოდენობა შეინახა ხალხმა. იცით ალბათ რომ ინახავენ და იანვარში ან თებერვალში გადაყიდიან. ამიტომ წლევანდელი სეზონი სოფლის მეურნეობის და ციტრუსის კუთხით მე ვფიქრობ არის საამაყო. ვერც ერთი ოპონენტი, ვერც ნაციონალური მოძრაობიდან და ვერც სხვა პარტიებიდან წელს ვერ ამბობს, რომ პრობლემები არის. მე არ ვამობს უმნიშვნელოს ტექნიკურს. ერთი დღე გაზი არ იყო, ვერ მიიღო საამქრომ მანდარინი, რიგები დადგებოდა, გეთანხმებით, ტექნიკური გადაიარაღების ან წვიმების დროს ჩვეულებრივი მომენტია და არგუმენტი ამასთან დაკავშირებით აქვს ორივე საამქროს.
მეტი სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს, უნდა შექმნას პირობა, რომ გლეხმა ნორმალურად ჩააბაროს მისი მონაგარი. გზები გავხსენით, ლარსი გაიხსნა. ყოველდღიურად იქ ვაკონტროლებთ სიტუაციას რომ მანქანების დაგროვება არ მოხდეს, მთელი მთავრობა, საპატრულო და საბაჟო მობილიზებულია რომ მანდარინი პირველ რიგში გავიდეს იქ. მე ვფიქრობ ეს ყველაფერი საამაყოა.
ერთი რამ მინდა ვუთხრა მკითხველს, რომ შეიძლება ალმასის ან „ხრუსტალის“ სასახლები არ აგვიშენებია და ამ კუთხით არ ვიტრაბახოთ, მაგრამ განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის კუთხით ბევრი საქმე გავაკეთეთ. მომავალში ჩვენ აუცილებლად კიდევ ერთ საწარმოს გავხსნით ხელვაჩაურში, რადგან მხოლოდ ქობულეთში საკმარისი არ არის, ტერიტორიულადაც შორია და თან მოსავალი უფრო მეტი იქნება. ისე გავაკეთებთ, რომ მოსახლეობას პრობლემა არ ქონდეს და ბაზრებს გავხსნით ჩვენ ამისთვის. წელს რუსეთი დაემატა, მომავალში ალბათ უკრაინაც. წელს იცით უკრაინაში რაც ხდება და მანდარინისთვის არავის არ ეცალა. მაგრამ იქაც დავალაგეთ და სიტუაცია გავმართეთ ისე, რომ უპრობლემოდ შედის მანდარინი და განბაჟების ტარიფიც შარშან რაც იყო ის არის“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ „ბათუმელებთან“ წლის შემაჯამებელ ინტერვიუში.
კონკურსანტების ცოდნას კომისიის ხუთი წევრი აფასებს. კომისიის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძეა. კომისიის შემადგენლობაში შედის ქედის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გურამ ანანიძე, ქედის საკრებულოს წევრი ჯამბულ სურმანიძე და მოწვეული წევრები: პროფკავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე დოდო მექვაბიშვილი და აჭარის მთავრობის აპარატიდან -ავთანდილ ბოლქვაძე.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის დავით დუმბაძის განცხადებით ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში ვაკანტური თამნამდებობის დასაკავებლად, კონკურსის მესამე ეტაპს-გასაუბრებას 116 აპლიკანტი გაივლის, კონკურსის წესით შერჩეულ თაანამშრომლების დანიშვნის ბრძანებულება კი 31 დეკემბერს დაიწერება.
„გასაუბრება დღეს დავიწყეთ და სამშაბათს დასრულდება. საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისია ხუთი წევრით არის წარმოდგენილი და შემადგენლობა არ შეიცვლება. მაქსიმალურად ვცდილობდით კომისია ობიექტური ყოფილიყო და შესაბამისად ყველა კონკურსანტს ერთი და იგივე კითხვა დავუსვით. 31 დეკემბერს დაიწერება ბრძანება თანამშრომლების აყვანასთან დაკავშირებით“ – აცხადებს დავით დუმბაძე.
პროფკავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე დოდო მექვაბიშვილი გასაუბრებას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში პროფკავშირებს პირველად მიეცათ უფლება კომისიის შემადგენლობაში ყოფილიყვნენ.
„ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველია შემთხვევა როცა პროფკავშირები მიგვიწვიეს კომისიის შემადგენლობაში, ეს კარგი და აღსანიშნი ფაქტია, ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენი წარმომადგელები არიან კომისიის წევრები. რაც შეეხება დღევანდელ გასაუბრებას ქედაში, ნორმალურად მიმდინარეობდა. კითხვებთან მიმართებაში ობიექტური იყო კომისიის ყველა წევრი. ვცდილობდით ისეთი გარემო შეგვექმნა კონკურსანტებისთვის, რომ არავინ აღელვებულიყო“ – აცხადებს დოდო მექვაბიშვილი.
გასაუბრებას ქედაში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი ვლადიმერ თებიძე ესწრებოდა.
კონკურსის მესამე ეტაპი დღეს დაიწყო და სამშაბათს დასრულდება. ვინ დაიკავებს 31 ვაკანტურ თანამდებობას ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და სარებულოში, ოთხ დღეში გახდება ცნობილი.
ცურვა რეზინის ნავით ბათუმის ქუჩებში. 21 სექტემბერი. ავტორის ვინაობა „ბათუმელებმა“ ვერ დაადგინა, ავტორის გამოხმაურების შემთხვევაში, ფოტოზე მისი სახელი და გვარი მითითებული იქნება. 213 მოწონება, 144 გაზიარება.
ბათუმში, ევროპის მოედანზე ნაძვის ხე იწვის. 25 დეკემბერი. ხვიჩა მამულაძის ფოტო. 191 მოწონება, 193 გაზიარება
მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ. ლოცვა ღია ცისქვეშ, ბათუმის მეჩეთთან. 4 ოქტომბერი. მანანა ქველიაშვილის ფოტო. 148 მოწონება, 28 გაზიარება.
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში. 25 ივნისი. მანანა ქველიაშვილის ფოტო. 142 მოწონება, 30 გაზიარება.
საპატრულო პოლიციის მანქანა ევაკუატორზე, დატბორილ ბათუმში. ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთა. გელა ძნელაძის ფოტო. 21 სექტემბერი. 133 მოწონება, 160 გაზიარება.
ბათუმში, „ხოფის“ ბაზრობაზე ფეიერვერკების მაღაზია იწვის. 7 დეკემბერი. ვლადიმერ ღლონტის ფოტო. 124 მოწონება, 121 გაზიარება
„ბათუმმა“ რაგბში „არმაზი“ დაამარცხა. 12 მარტი. ნინო ხიმშიაშვილის ფოტო. 113 მოწონება, 105 გაზიარება.
ქედაში თოვს. 2 ნოემბერი. სოფელი მეძიბნა. უჩა დუმბაძის ფოტო. 112 მოწონება, 28 გაზიარება.
წყალდიდობა ბათუმში. დატბორილი #11 მუნიციპალური ავტობუსი. 21 სექტემბერი. ზვიად ჩხენკელის ფოტო. 97 მოწონება, 92 გაზიარება.
წყალდიდობა ბათუმში. 21 სექტემბერი. გელა ძნელაძის ფოტო. 80 მოწონება, 36 გაზიარება.
„საკითხი ჯერჯერობით განხილული არ ყოფილა. მოწმდება დოკუმენტაცია, რამდენად სწორად არის ყველაფერი და გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ანთიძემ. მისი თქმით, მსგავსი საკითხების განხილვა სააგენტოში სწრაფ ვადებში ხდება. „ახალ წლამდე შეიძლება ვერ მოხერხდეს, რადგან საბჭოში მოწვეული სპეციალისტები არიან და მათი მოწვევა ახლა ცოტათი გართულდება, მაგრამ იანვარის დასაწყისში, პირველივე სამუშაო დღეებში მოხდება საკითხის განხილვა“, – აღნიშნა ნიკა ანთიძემ.
კითხვაზე, მისი პირადი მოსაზრებით, არსებობს თუ არა „რვაფეხასათვის“ ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველი, ნიკა ანთიძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში სპეციალისტების დასკვნას დაეყრდნობა.
„ეს არის განსახილველი სპეციალისტების მიერ. პირადი, სუბიექტური მოსაზრება ამ შემთხვევაში არა მაქვს, მე ვეყრდნობი სპეციალისტების დასკვნას. ჩათვალეთ, რომ საბჭოს დასკვნა იქნება სააგენტოს და მისი ხელმძღვანელის მოსაზრება“, – განაცხადა ნიკა ანთიძემ.
იმ შემთხვევაში, თუ „რვაფეხას“ სააგენტო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს მიანიჭებს, მას კანონი დაიცავს. „რვაფეხა“ ცნობილი ქართველი არქიტექტორის, გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ნამუშევარია, ძეგლს ჯერჯერობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არა აქვს. ძეგლის სტატუსის გარეშე შესაძლოა „რვაფეხა“ გადაიტანონ ან დაანგრიონ, მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „ჰილტონ ბათუმი“ გეგმავს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას.
ქართველი არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები, საზოგადოება „ბათომი“ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დამცველები ხელისუფლებას „რვაფეხას“, როგორც უნიკალური და ბათუმისათვის მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვას და შენარჩუნებას სთხოვენ. აქცია სახელწოდებით – „დაიცავი რვაფეხა“ ბათუმში 6 დეკემბერს გაიმართა. აქციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, ქალაქის მერი და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებიც ესწრებოდნენ. იმავე დღეს განცხადება გაავრცელა სასტუმრო “ჰილტონ ბათუმმა“, რომლის წინაც მდებარეობს „რვაფეხა“. “კაფე ფანტაზიის დანგრევა არასდროს ყოფილა ჩვენი განზრახვა“ – ნათქვამია განცხადებაში.
შს სამინისტროს ცნობით, საექსპორტოდ გასატანი თივის შესამოწმებლად სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ სამმართველოში მისულ მოქალაქეს ამავე სააგენტოს თანამშრომელმა გიორგი კაკაბაძემ ფიტო-სანიტარული სერტიფიკატის გაცემის სანაცვლოდ ოფიციალური გადასახადის გარდა ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 325 ლარი, ამასთანავე, აღნიშნული მოქალაქე დააკავშირა ამავე სააგენტოს თანამშრომელს ლია ქიქავას, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ბათუმის საველე სადგურის უფროსს თამარ ჭკუასელს და შპს “ფუმიგატორი“-ს ხელმძღვანელს ირაკლი ზაქარაძეს, რის შემდეგაც ლია ქიქავამ ვეტერინარული ექსპორტის სერტიფიკატის გაცემის სანაცვლოდ, სამსახურის ანგარიშზე კანონით დადგენილი გადასახადის შეტანის გარდა, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 150 ლარი; თამარ ჭკუასელმა ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგის გაცემის სანაცვლოდ, სამსახურის ანგარიშზე კანონით დადგენილი გადასახადის შეტანის გარდა, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 150 ლარი; ირაკლი ზაქარაძემ კი ფუმიგაციის მომსახურებასთან დაკავშირებით ყალბი მოწმობა დაუმზადა.
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ოთხივე პირი დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და ჯგუფურად ჩადენილი ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 338-ე მუხლის 2-ე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

მე მოვუწოდებ ქალბატონ მედეას, რომელმაც არ იცის ადამიანის უფლებები როგორ უნდა დაიცვას, არ იცის როგორ უნდა დაიცვას ბავშვთა უფლებები, არ იცის როგორ უნდა ესაუბროს ხალხს და არ იცის, როგორ უნდა მოექცეს ჟურნალისტებს, გადახედოს თავის ქცევებს, თორემ მსგავსი ტიპის ადამიანებს არც აღმასრულებელ ხელისუფლებაში და არც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საქმე არ აქვთ.
რაც შეეხება ბოდიშის მოხდას იმის თაობაზე, რომ თითქოსდა მას „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებმა ბოდიში მოუხადეს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, „ოცნების ქალაქში“ მედეა ვასაძის ყოფნის დროს მსგავსი არაფერი მომხდარა.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დავამატო ერთი რამ – 22 დეკემბრის აქციასთან თამაზ ბაკურიძის კავშირი მინიმალურია: ჩვენ ვართ ცუდ დღეში და ჩვენ ვსაჭიროებთ დახმარებას.
დეპუტატმა გადაცემაში ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ ამდენი ხალხი როგორ ჩავიდა ჩაქვში. ყველას გასაგონად მინდა ვთქვა – მოსახლეობამ შევკრიბეთ სამ-სამი ლარი და გავიყოლეთ მიკროავტობუსები.
ასე რომ, თამაზი ბაკურიძის მიმართ ბრალდება ქალბატონ მედეას მიერ, არის სრულიად უსაფუძვლო. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ არა თამაზ ბაკურიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები იმ დღეს, როცა ხალხი ჩაქვში, უმაღლეს საბჭოში ჩავიდა, აღარ დარჩებოდნენ სკამებზე – ფანჯრებიდან გაფრინდებოდნენ და იმიტომ.
მაგრამ იცოდეთ, ამის შემდეგ ხალხს ვერც თამაზი ბაკურიძე და ვეღარც მერაბ ბლადაძე ვეღარ დაიმორჩილებს, ამიტომ სიფრთხილისკენ მოვუწოდებ მთავრობას, ქალბატონ მედეასაც და უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებსაც. იქნება საუბრის დროს შეარჩიოთ სათანადო სიტყვები და ცეცხლს ნუ ეთამაშებით.

„იქ, სადაც ერთვის ჭოროხი შავ ზღვას,
სად თოლიების ისმის წივილი,
ალბათ ოდესმე აღვადგენთ ქალაქს,
ბათუმ აფსირტეს სახელწოდებით.“

დღეს მსოფლიოში მრავალი ცნობილი ქალაქი არსებობს, რომლებიც მდინარის ახლოს არის გაშენებული. მდინარე ჭოროხის სანაპიროზე, რომელიც თურქეთის მთებიდან მოედინება, გაშენებულია ქალაქები: ბაიბურთი, სპერი, ართვინი, ბორჩხა. არსებობს 1864 წლის 17 ნოემბრის ლაზისტანის სანჯაყბეგის განკარგულება ბათუმში ახალი ქალაქის დაარსების შესახებ. „ბათუმი, რომელიც შედგება 200 სახლის, 400 დუქნის, 2 მეჩეთის, მედრესესა და აბანოსაგან, ცნობილია თავისი ცუდი კლიმატით. ამ მიზეზით მოსახლეობა და მოხელეები ზაფხულობით დაბა ხოფაში მიდიან და სამი-ოთხი თვე იქ ცხოვრობენ, ზამთარში კი უკან, ბათუმში ბრუნდებიან. უკეთესი კლიმატი ბათუმის პორტის კონცხზეა, სადაც მართებული იქნება ახალი ქალაქის გაშენება, სადაც იქნება მეჩეთი, მთავრობის სახლი და საპყრობილე. საბჭომ განიხილა საკითხი და ფადიშაჰმა აზიზეიმ დართო ნება ლაზისტანის სანჯაყბეგის მიერ ხსენებულ ტერიტორიაზე საქალაქო შენობების აშენების შესახებ“, – ეს იყო 1865 წლის 23 აპრილი. შემდგომში ხელისუფლებამ ნება დართო მორწმუნეებს ეკლესია აშენებულიყო ცნობილ აზიზიეს უბანში, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს.
მიზანშეწონილად მიმაჩნია 1865 წლის 23 აპრილი იქცეს ბათუმის ქალაქად გამოცხადების დღედ და არა 1888 წელი, როგორც ადრე აღნიშნავდნენ. 2015 წელს კი აღინიშნოს ბათუმის დაარსების 150 წლისთავი. ასევე შესაძლებლად მიმაჩნია ბათუმის განვითარება ჭოროხის აუზში: „იქ, სადაც ერთვის ჭოროხი შავ ზღვას“, აშენდეს მომავლის ზღაპრული ქალაქი თანამედროვე ბათუმელი არქიტექტორების: ბაღოშვილის, გოგიტიძის, აფაქიძის, ზამთარაძის, სურმანიძის და სხვა პიროვნებების მიერ შედგენილი პროექტებით. ქალაქი, სადაც შერწყმული იქნება მზისა და მდინარის პეიზაჟები.
აჭარის მთავრობამ გამოიჩინოს კეთილი ნება, მისცეს მსურველებს მშენებლობის ნებართვა და გამოყოს უანგაროდ მიწა. ასე ჩაეყრება საფუძველი ახალი ქალაქის მშენებლობას, რომლის შექმნაში გარკვეული ისტორიული როლი მიენიჭება აჭარის მთავრობას და ბათუმელი არქიტექტორების პროექტებს.
გთხოვთ, საზოგადოების მსჯელობის საგნად გახადოთ მომავლის ქალაქის მშენებლობის საკითხი.
იმედია, ბათუმის საზოგადოება დაინტერესდება და გამოთქვამს თავის მოსაზრებებს.
პატიმრების წამებაში ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლება
ბათუმის მესამე საპყრობილის დირექტორი გიორგი ვეკუა და მისი მოადგილე ზაზა ჯიქია ათეულობით პატიმრის არაადამიანურ, დამამცირებელ და სასტიკად მოპყრობაში არიან ბრალდებულები; გიორგი ვეკუა 15 ათასი ლარი გირაოს საფუძველზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გაათავისუფლა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა კი გირაოს – 12 ათასი ლარის საფუძველზე ასევე პატიმრობიდან გაათავისუფლა გიორგი ვეკუას მოადგილე, ზაზა ჯიქია. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა ყოფილმა პატიმრებმა მოსამართლე დავით მამისეიშვილს ბრალდებულების დაკავება სთხოვეს: „ბატონო მოსამართლე, შეშის ქურდი ციხეში ზის და მწამებელი თავისუფლად დადის ქუჩაში, გთხოვთ დააპატიმრეთ ისინი“.
რატომ არის ბათუმის ციხის უფროსის ბიოგრაფია საიდუმლო?!
პატიმრობისა და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის №3 დაწესებულების დირექტორის, ალექსანდრე პეტროსიანის ბიოგრაფიას საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ასაიდუმლოებს. წერილით, რომელიც სამინისტროს „ბათუმელებმა“ 2014 წლის 12 თებერვალს გაუგზავნა, რედაქცია სამინისტროსგან ბათუმის ციხის დირექტორის ავტობიოგრაფიას ითხოვდა. თითქმის შვიდი თვის შემდეგ მიღებულ პასუხში წერია, რომ სამინისტროს ციხის დირექტორის ავტობიოგრაფია პერსონალურ ინფორმაციად მიაჩნია და ამიტომაც მის მოწოდებაზე უარს გვეუბნება, ანუ ასაიდუმლოებს.
2014 წელს აჭარის პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი გახდა. ისიც თავისი წინამორბედის მსგავსად ამბობს, რომ რეზონანსული საქმეების გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა. ასევე წინამორბედის მსგავსად ვერ დაასახელა სავარაუდო თარიღი, როდის დასრულდება ამ საქმეების გამოძიება. თუმცა წინამორბედისგან განსხვავებით, საკუთარ თავს მედიასთან დამოუკიდებელი ურთიერთობის უფლება ვერ მისცა. ტყეშელაშვილის დანიშვნის შემდეგ, როგორც ადვოკატები ამბობენ, აჭარაში გართულდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება. პროკურორმაც `ბათუმელებთან~ ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ადამიანს მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი და არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, საპროცესო შეთანხმებას ასეთ დროს არ აფორმებენ. შოთა ტყეშელაშვილი 2012 წელს „გლობალის“ სატელიტური ანტენების დაყადაღების საქმეში იყო პროკურორი. მაშინ პროკურორ ტყეშელაშვილის განმარტებით, გამოძიება ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობის ფაქტზე დაიწყო.
აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, ვალერი თელია თანამდებობიდან გადააყენეს. თელია აჭარაში დანიშვნიდან რამდენიმე თვეში სკანდალში გაეხვა – პოლიციის უფროსს ინციდენტი მოუხდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომელთან, რომელსაც არაერთი თვითმხილველის თანდასწრებით ტანსაცმელი შეახია და მისი მიმართულებით ანთებული სიგარეტი ისროლა. ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც ტერიტორიაზე განთავსებული ერთ-ერთი სათვალთვალო კამერიდან ამოიღეს, შს სამინისტროს განმარტებით, ამოღების დროს დაზიანდა. სამინისტრომ ალტერნატიული სათვალთვალო კამერიდან ამოღებული კადრები გაავრცელა. ამ კადრებზე პოლიციის უფროსის ძალადობა არ ჩანდა.
ვალერი თელია დავით თამაზაშვილმა ჩაანაცვლა. რომელიც შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. უფრო ადრე კი დავით თამაზაშვილი თავდაცვის სამინისტროში – გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. დავით თამაზაშვილი ანსამბლ „ქართული ხმების“ ერთ-ერთი გარდაცვლილი წევრის, გურამ თამაზაშვილის შვილია.
რელიგიური წესის აღსრულებისთვის ხელის შეშლაში ეჭვმიტანილი ხუთი სტუდენტი დაზარალებულებმა ამოიცნეს. დაზარალებულების ადვოკატი ამბობს, რომ „გამოძიება შენელებული ტემპით მიმდინარეობს“. ბათუმში, შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან მომხდარი ჩხუბის დროს დაზარალებულები იეჰოვას მოწმეები არიან. თვითმხილველების თქმით, ისინი სტუდენტებმა იმისათვის სცემეს, რომ უნივერსიტეტთან რელიგიურ ლიტერატურას არიგებდნენ. „იეღოველების საქმეს“ პოლიციის ბათუმის მეორე განყოფილებაში იძიებენ. საქმეს აჭარის პროკურატურა ზედამხედველობს. რელიგიური აღმსარებლობისთვის უკანონოდ ხელის შეშლაში ეჭვმიტანილები ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. მათ ასობით ადამიანის თანდასწრებით სცემეს სამ მოქალაქეს. გამოძიება სისხლის სამართლის 155-ე მუხლით მიმდინარეობს. ეს იმას ნიშნავს, რომ სტუდენტებმა რელიგიური წესის აღსრულებას შეუშალეს ხელი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ამ საქმეს დღემდე იძიებენ.
8 თებერვალს ბათუმში, იუსტიციის სახლთან, გეგუთის ციხეში მყოფი პატიმრების ოჯახის წევრების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათ გეგუთის ციხიდან უკავშირდებოდნენ და ატყობინებდნენ, რომ ციხეში პატიმრების პირობები გაუარესდა. აქციის მონაწილეებმა ქუჩა გადაკეტეს.
პატიმრებს, რომლებიც არასათანადო პირობებში იმყოფებიან, მაგალითად, არ აქვთ ჯანდაცვისა და განათლების უფლება, წვდომა ჰიგიენურ საშუალებებთან, ან ოჯახთან ხშირი კომუნიკაცია ეზღუდებათ, უფლება აქვთ ადმინისტრაციას პირობების გაუმჯობესება მოსთხოვონ. ფაქტი, როცა პატიმრები თავიანთი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით ცდილობენ, იშვიათია. ამის მიზეზად ადვოკატების ერთი ნაწილი კოლეგების არაპროფესიონალიზმს, ნაწილი კი პატიმრების შიშს ასახლებს.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური წერილის თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N3 დაწესებულებაში 2014 წლის მაისიდან 16 ოქტომბრამდე თვითდაზიანება 59-მა პატიმარმა მიიღო. ამავე პერიოდში ციხეებიდან საავადმყოფოში 3400 პატიმარი გადაიყვანეს.
სახალხო დამცველი პატიმრების დარღვეულ უფლებებზე
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თებერვლის ანგარიშში წერს, რომ #7 დაწესებულებაში პატიმრების უფლებები ირღვევა. დაწესებულებაში არ არის გამართული სავენტილაციო სისტემა, საკნების ნაწილი ნესტიანია, რაც ფილტვის ტუბერკულოზით დაავადების ან განმეორებით დაავადების საფრთხეს ქმნის. დაწესებულებაში არ არის სამრეცხაო, პატიმრებს არ აქვთ საკმარისი თბილი ტანსაცმელი, საკნებს არ აქვს თაროები, რის გამოც პატიმრებს პირადი ნივთები და საკვები იატაკზე ან საწოლზე უწყვიათ. ირღვევა ჰიგიენური ნორმები.
გეგუთის მე-14 დაწესებულებაში 25 წლის ავთო მაისურაძე გარდაიცვალა. ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და ვარაუდობს, რომ ის მოკლეს. „ბათუმელების“ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საპყრობილეებში დაახლოებით 7 ათასმა პატიმარმა მიიღო სხეულის სხვადასხვა ტიპის დაზიანება და 378 გარდაიცვალა.
უზენაესი სასამართლოს მიერ მოწოდებული ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციით, 2013 წლის მანძილზე და 2014 წლის იანვარსა და თებერვალში ოპერატიულ სამძებრო მოქმედებებზე საქართველოს საერთო სასამართლოების პირველმა ინსტანციებმა განიხილეს 4180 შუამდგომლობა. მათ შორის 2013 წელს განიხილეს 3 699 შუამდგომლობა და დააკმაყოფილეს 3419.
2014 წლის ორ თვეში სასამართლოებმა 524 შუამდგომლობიდან 481 დააკმაყოფილა. უზენაესი სასამართლოს წერილიდან ირკვევა, რომ ისინი ცალკე არ აღწერენ ადამიანებისთვის ფარულად მიყურადება რომელმა საგამოძიებო უწყებებმა მოითხოვეს და რამდენჯერ. შესაბამისად, ფარული მიყურადების სტატისტიკა ცალკე „ბათუმელებს“ უზენაესმა სასამართლომ არ მიაწოდა.
„ბათუმელებმა“ ფარული მიყურადების სტატისტიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა შს სამინისტროდან, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან, ასევე პროკურატურიდან, ანუ ყველა იმ უწყებიდან, რომელსაც აქვს მოქალაქის თვალთვალის უფლება. არც ერთმა ამ უწყებამ არ მიიჩნია საჭიროდ, მოეწოდებინა მოთხოვნილი ინფორმაცია.
გარდაცვლილი პატიმრის გიგა ფარტენაძის ბებია „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე მათ მოსყიდვას ცდილობს. გიგას ბებიას თქმით, დიმიტრი დარბაისელმა მედიასთან კონტაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ „სახლის ფუნდამენტის ჩამოსხმა“, ასევე „სახლის აშენებამდე ქირით გადაყვანა“ შესთავაზა. გეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის საქმეზე პროკურატურამ სამი მსჯავრდებულის მიმართ დაიწყო გამოძიება. ამ ამბიდან რამდენიმე დღეში დარბაისელი თანამდებობიდან გადადგა.
როცა სოფლიდან გასახლებენ და სახელმწიფო ვერ გიცავს
მაგული იაკობაძე და მისი ქმარი, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ახალციხის ავტოსადგურის წინ ათევდნენ ღამეს. მისი დის ოჯახი კი წალკაში ნათესავებს იყო შეხიზნული. მაგულისა და მაყვალას ძმა პოლიციამ ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრა. მოკლულის ნათესავები ბრალდებულის დებს ემუქრებოდნენ. პოლიციამ და გამგებელმა დების ოჯახებს სოფლიდან დროებით გასვლა ურჩიეს. ათი დღის შემდეგაც სოფელში მიბრუნებულებს გარდაცვლილის ნათესავები სახლთან ქვებით დახვდნენ. მაყვალა იაკობაძე ამბობს, რომ თეიმურაზ კალანდაძემ მას და მის 17 წლის გოგონას უშვერი სიტყვებით აგინა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად სცემეს კიდეც. მაყვალა ამბობს, რომ ყველა მოძალადე პოლიციელს ამოიცნობს. პოლიციელების შესაძლო დანაშაულის ფაქტის შესახებ `ბათუმელებმა~ გენერალულ ინსპექციას აცნობა… სოფლიდან გამოსახლებული ბრალდებული დების ოჯახები სოფელში საცხოვრებლად დაბრუნდნენ, მათ უსაფრთხოებას პოლიცია ახლაც იცავს.
ბათუმში პატრულის თანამშრომლებს ბრალი წარუდგინეს
გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე ბათუმში საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს. კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა პოლიციის თანამშრომლების გულგრილობა – უწყებაში „ბათუმელების“ ამ შეკითხვას არ უპასუხეს. „ბათუმელების~ ინფორმაციით კი, პატრულის თანამშრომლების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზეზი გახდა ის, რომ მათ მოქალაქეს ჯარიმა არ გამოუწერეს.
2 ტონა და 790 კილოგრამი თხევადი „ჰეროინის“ საქმე
2 ტონა და 790 კილოგრამი თხევადი „ჰეროინის“ გადატანისთვის დაკავებული გაათავისუფლეს. ადვოკატ ემზარ პაქსაძის ინფორმაციით, პროკურატურამ დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა, რადგან წინასწარ გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით მათი ბრალეულობა არ მტკიცდებოდა.
10 სექტემბერს ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩის #13-ში, მუსლიმური სასწავლებლისთვის განკუთვნილი შენობის კარზე ღორის თავის მიმაგრებისთვის პასუხი სახელმწიფოს არავისთვის მოუთხოვია. მომხდარის შესახებ პოლიციაში განცხადება იმავე დღესვე შეიტანეს. ამ საქმეზე გამოძიება 151-ე მუხლით (მუქარა) მიმდინარეობს. საქართველოს მუფთმა ჯემალ პაქსაძემ „ბათუმელებთან~ განაცხადა, რომ მუსლიმი ხალხი პანსიონის კარზე ღორის თავის მიმაგრების გამო შეურაცხყოფილი და დამცირებულია. ქობულეთში მომხდარ ინციდენტს 11 არასამთავრობო ორგანიზაცია საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა და ხელისუფლებას ფაქტის დროულად გამოძიება ურჩია. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი ფაქტი დაგმეს, პროცესს მართული და „პროვოკაცია“ უწოდეს.
100 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ცოლის ცემის გამო
ეს განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა ცოლის ცემაში ბრალდებულს 22 ოქტომბერს გამოუტანა. ძალადობის მსხვერპლი 21 წლის ქალია. მას მოსამართლის განაჩენის გასაჩივრების სურვილი აქვს, მაგრამ კანონი ამის შესაძლებლობას არ აძლევს.
საკანი №229 – წერილი ბათუმის ციხიდან
ბათუმის მესამე საპყრობილის №229 საკანია, სადაც 32 წლის პატიმარი ნუგზარ თაბაგარი 71 დღის წინ შეასახლეს. ის ციხის ადმინისტრაციას წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს და პროკურატურას გამოძიების დაწყებას სთხოვს. სამინისტროში პატიმრის ბრალდებებს აბსურდს უწოდებენ, სახალხო დამცველის აპარატი კი მის საქმეს სწავლობს. ევროპულმა სასამართლომ ერთხელ უკვე დაადგინა, რომ პატიმრობისას თაბაგარს სახელმწიფო არაადამიანურად მოეპყრო. „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
დღეში 3 ლარი პატიმრის კვებისთვის
საქართველოს ციხეებში ოქტომბრის თვეში მთლიანობაში 10 500 პატიმარი ჰყავდათ შესახლებული. პატიმრებისა და ციხეების თანამშრომლების გამოსაკვებად ბიუჯეტიდან 2014 წელს 14 940 700 ლარი იყო გამოყოფილი. ბოლო სამი წლის განმავლობაში „ციხეების გამოკვებაზე“ ერთი და იგივე კომპანია – შპს G.M.M.-ი მუშაობს. დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ დღეში ერთი პატიმრის სამჯერადი კვებისთვის მხოლოდ 3 ლარია გამოყოფილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 27 დეკემბერს, ღამის საათებში, ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეშვიდე განყოფილების უმცროს ინსპექტორს, 1992 წელს დაბადებულ თარაშ მ-ს, რომელიც არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.
თარაშ მ. მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო რამაზ დ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს. სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი და მასრები ნივთმტკიცების სახით შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

შეჯიბრება 26 დეკემბერს, ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარდა.
აჭარის მკლავჭიდის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტის ოთარ თავართქილაძის თქმით, მსგავსი შეჯიბრება ხელს უწყობს მკლავჭიდელებისთვის საერთაშორისო სტანდარტებით დანერგილი წესების სწავლებასა და გამოცდილების მიღებას.
შეჯიბრი მკლავჭიდელ მერაბ კაკაბაძეს მიეძღვნა, რომელიც, ფედერაციის პრეზიდენტის, თქმით 2014 წელს აჭარიდან პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა მკლავჭიდში.
აჭარის ღია ჩემპიონატი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა.
გამარჯვებულები რამდენიმე წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ და მათ საჩუქრად სამახსოვრო თასები სიგელები და მედლები გადასცეს.
65 კილოგრამ წონით კატეგორიაში
მარჯვენა მკლავით ჭიდილში
I ადგილი – ონისე თავართქილაძე (ბათუმი)
II ადგილი – გიგა კოდუა (ხობი)
III ადგილი – თედო ლიპარტია (ხობი)
მარცხენა მკლავით ჭიდილში
I ადგილი – თედო ლიპარტია (ხობი)
II ადგილი -მანუჩარ ბერიძე (ბათუმი)
III ადგილი – გიორგი შანთაძე (ბათუმი)
75 კილოგრამ წონით კატეგორიაში
მარჯვენა
I ადგილი – ნიკა წერეთელი (თბილისი)
II ადგილი – მაჰმუდ ჭელიძე (ბათუმი)
III ადგილი – რამინ მახარაძე (ბათუმი)
მარცხენა
I ადგილი – ნიკა წერეთელი (თბილისი)
II ადგილი – ბაჩუკი შარაშიძე (ბათუმი)
III ადგილი – მაჰმუდ ჭელიძე (ბათუმი)
85 კილოგრამ წონით კატეგორიაში
მარჯვენა
I ადგილი – ზაზა თაბაგარი (თბილისი)
II ადგილი – დავით სამუშია (ხობი)
III ადგილი – ბექა თავბერიძე (ბათუმი)
მარცხენა
I ადგილი – ზაზა თაბაგარი (თბილისი)
II ადგილი – ზურა თავბერიძე (ბათუმი)
III ადგილი – დავით სამუშია (ხობი)
+85 აბსოლუტური წონით კატეგორიაში
მარჯვენა
I ადგილი – ვახტანგ ბერიძე (თბილისი)
II ადგილი – ნიკა წერეთელი (თბილისი)
III ადგილი – ნიკა ბაჯალაძე (თბილისი)
მარცხენა
I ადგილი – ვახტანგ ბერიძე (თბილისი)
II ადგილი – ზურა თავბერიძე (ბათუმი)
III ადგილი – ნიკა ბაჯალაძე (თბილისი)




ამ შეხვედრით კალათბურთის 2014-2015 წლის სეზონის პირველი წრის თამაშები სუპერლიგაში კლუბმა „ბათუმმა“ ამოწურა და შვიდი თამაშიდან სამი მოიგო, ოთხი შეხვედრა წააგო. შვიდივე თამაშის ჯამით „ბათუმმა“ წრის ბოლოს 10 ქულა დააგროვა.
”ოლიმპის” კალათბურთელები
”ბათუმის” კალათბურთელები
”ბათუმელი” ბობ ჯინ იანგი და ”ოლიმპიელი” საბა ლობჟანიძე






საკრუიზო გემის მარშრუტი ასე გამოიყურებოდა: ბათუმი-სოჩი-სტამბული-ლამისოლი-ხაიფა-სტამბული-სოჭი-ბათუმი, თუმცა სოჭში გაჩერების შემდეგ გემი სტამბულისკენ აღარ წასულა.
„ჯემინის“ დირექტორის ლიანა რომანაძის თქმით, ამის მიზეზი ისიც გახდა, რომ ზღვა აღელვებული იყო – „ამის გამო ნელა უნდა გვევლო და ასეთ შემთხვევაში 29-ში გაყიდული ბილეთები უკვე ამოვარდებოდა გრაფიკიდან” – ამბობს ის.
გარდა ამისა, ლიანა რომანაძის თქმით, იმის გამო რომ გემზე დაგვიანდა პროდუქტების მოტანა, გემს ბათუმის პორტიდანაც დააგვიანა გასვლა.
„ჯემინის“ დირექტორის თქმით, „Isabella 1“ იგივე მარშრუტს იგივე პირობით, ხელმეორედ განახორციელებს – “ხვალ დღის ხუთი საათისკენ, გემი ისევ გავა ბათუმი-სოჩის მიმართულებით და ყველა ის მგზავრი, ვინც ვერ მოახერხა სტამბულში ჩასვლა ისევ უფასოდ იმგზავრებს და ამჯერად სტამბულშიც ჩავალთ” – ამბობს ლიანა რომანაძე.
გემის მგზავრები ტურისტების გარდა, ტურისტული კომპანიების, მასმედიის და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებიც იყვნენ.
ნიგოზი – 25 ლარი;
თხილი – 25 ლარი;
ყველი (იმერული) – 9.50 ლარი;
ყველი (აჭარული) – 7.00 ლარი;
ყველი (სულგუნი) – 14 ლარი;
ხორცი (ძროხის) – 9-11 ლარი;
ხორცი (ღორის) – 12 ლარი;
გოჭი ( 8 კგ.) – 130 ლარი;
ქათამი ( 1 კგ. ) – 5 ლარი;
ინდაური – 60 ლარი;
ჩურჩხელა 1ც. – 1-2 ლარი;
კიტრი, პომიდორი – 2.50 ლარი;
ვაშლი – 2 ლარი;
მანდარინი, ფორთოხალი – 1.50 ლარი;
ღვინო (სახლში დამზადებული) – 3 ლარი
ქედის საკრებულომ ქედის გამგებლის მოთხოვნა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების „როტაციული ფრეზისა“ და „სამკორპუსიანი გუთანის“ ამხანაგობა „ქედისათვის“ გადაცემის შესახებ არ დააკმაყოფილა. ვიდრე დეპუტატები გამგებლის მოთხოვნასთან დაკავშირებით განსახილველ საკითხს კენჭს უყრიდნენ, ფრაქცია ,„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ვაჟა ბოლქვაძემ საკითხის საფუძვლიანი შესწავლა მოითხოვა.
ვაჟა ბოლქვაძის მოთხოვნა საკრებულოს ყველა დეპუტატმა გაითვალისწინა და წარმოდგენილ საკითხს 19 დეპუტატიდან არავინ არ დაუჭირა მხარი.
ვაჟა ბოლქვაძე ამბობს, რომ ამხანაგობა „ქედას“ მუნიციპალიტეტთან ვალდებულებები არ აქვს და შესაბამისად სახელმწიფო ქონება არ უნდა გადაეცეს.
„ამხანაგობას, რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებელია და მუნიციპალიტეტთან არანაირი ვალდებულება არ აქვს, არ შეიძლება სახელმწიფო ქონება გადავცეთ“ – აცხადებს ვაჟა ბოლქვაძე.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე აღნიშნავს, რომ საკითხს საფუძვლიანად შეისწავლიან.
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სერიოზულად ვიმსჯელებთ, ეს არის სახელმწიფო ქონება, რომელიც 15-20 000 ლარი ღირს და მას ჩვენ კერძო პირს არაკანონიერად არ გადავცემთ“ – აცხადებს ამირან ცინცაძე.
საკრებულოს თავმჯდომარე 2014 წლის ახალი მოწვევის საკრებულოს მუშაობას დადებითად აფასებს, მისი თქმით საკრებულომ რამდენიმე თვეში ხუთი მილიონ ლარზე მეტი მოსახლეობის სასარგებლოდ განკარგა.
„საკრებულომ ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა, ხუთ მილიონზე მეტი თანხა საკრებულოს დადგენილებით მოსახლეობის სასარგებლოდ დაიხარჯა, მაშინ როცა ნაციონალიური მოძრაობის არსებობის ცხრაწლიან პერიოდში მხოლოდ სამი მილიონია დახარჯული მოსახლეობის სასარგებლოდ. ვთვლი, რომ მოქმედმა საკრებულომ 2014 წელს მასზე დაკისრებული მისია შეასრულა, ჩვენ თამედროვე ტიპის ბაგა-ბაღები გავხსენით, წყლის სიტემა მოვაწესრიგეთ. მე კმაყოფილი ვარ საკრებულოს მუშაობით, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გავაკეთეთ, ესაა დაბა ქედისა და მახუნცეთის რეაბილიტაციაა“ – აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე.
ოპოზიციის წევრი ვაჟა ბოლქვაძე კი საკრებულოს მუშაობას უწუნებს:
„დადგენილებები, განკარგულების აქტები სრულყოფილი არ იყო და საკითხს ისე ღებულობდნენ. საბოლოოდ ძლივს მივაღწიე იმას, რომ მოქმედი კომისიების დასკვნები ბოლო ორ სხდომაზე მოვიდა, მანამდე არც ერთი დადგენილების პროექტს განმარტებითი ბარათი არ ჰქონდა დატანილი.
ახალი მოწვევის საკრებულოს არაფერი გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ კულტურულ ღონისძიებიებსა და პრემიების დაფინანსებას ზრდიდა, ყველა საკითხი მოსახლეობის საკეთილდღეოდ კი არა თავის კეთილდღეობაზე იყო მორგებული, ხალხისათვის არც საკრებულოს და არც მუნიციპალიტეტის გამგებელს არ უზრუნია“ – აცხადებს ვაჟა ბოლქვაძე.
საბავშვო ბაღში 17 ადგილობრივი დასაქმდა. ბაღი ზვარის თემის ოთხ სოფელს მოემსახურება.
ამ დროისთვის ქედაში 11 საბავშვო ბაღია, აქედან ორი მიმდინარე წელს გაიხსნა. ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით დუმბაძის განცხადებით, ქედაში მალე ორი ბაგა-ბაღი, დაბა ქედისა და დოლოგნის ბაღები გაიხსნება.
„პაციენტი თავს კარგად გრძნობს, დონორი დღეს გავწერეთ სახლში“- აცხადებს ქირურგი კახა ქაშიბაძე, რომელიც ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას უძღვებოდა უცხოელ კოლეგებთან ერთად.
ექიმის განცხადებით, ღვიძლის წარმატებით გადანერგვის შემდეგ პაციენტთა მიმართვიანობა გაიზარდა. „ბევრია პაციენტი, საქართველოს ყველა რეგიონიდან მოგვმართავენ. შემდეგი ორი ოპერაცია, სავარაუდოდ, თებერვლის დასაწყისში ჩატარდება“.
ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია 80 ათასი ლარი დაჯდა. აქედან 30 ათასი ლარი, პაციენტმა უნდა დაფაროს, დანარჩენს კი კლინიკა იხდის.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 30 ათასი ლარიდან, 15 ათასს ლარს, პაციენტს აჭარის მთავრობა დაუფარავს: „აღნიშნული თანხა აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. პაციენტს მხოლოდ 15 ათასი ლარის გადახდა მოუწევს“-აცხადებენ პრესსამსახურში.
ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ბათუმში პირველად 14 დეკემბერს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ქართველი ექიმების მიერ ჩატარდა. ოპერაციას ინდოეთის წამყვანი ქირურგი, ტრანსპლანტოლოგი ხელმძღვანელობდა. ოპერაციისთვის მზადება სამედიცინო კორპორაცია „ევექსმა“ ერთი წლის წინ დაიწყო.
ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია 20 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დონორი ძმა იყო, რომელმაც საკუთარი ღვიძლის ნაწილი 32 წლის ციროზით დაავადებულ დას მისცა. ოპერაციის ღირებულება დაახლოებით 80 ათასი ლარია. როგორც „ევექსში“ აცხადებენ, პირველი ოპერაციის თანხის ნაწილი კომპანია „ევექსმა“ დაფარა და ამჯერად სახელწიფოსთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომ შემუშავდეს პროგრამა, რომელიც ღვიძლის გადანერგვის საჭიროების მქონე პაციენტებს ფინანასურად დაეხმარება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2013-2014 წლის მონაცემებით, საქართველოში 66 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელთაგან 19 სახელმწიფო და 47 კერძო ერთეულია.
დღევანდელ სხდომაზე კომისიამ ძირითადად ორ საკონკურსო ლოგოზე იმსჯელა, მათ შორის ერთი გამარჯვებული ლოგო, მეორე კი გელა წულაძის ნამუშევარი „ყირამალა“ იყო. სხდომის დასაწყებისთანავე კომისიამ ორივე ლოგოს ავტორისგან პრეზენტაცია მოისმინა:

გელა წულაძე
გელა წულაძე „ყირამალას“ ავტორი:
„… ეს ადამიანი ბათუმელი, ქართველია. იმოგზაურა და ბათუმში დამკვიდრდა, კეთილია. ტურისტს ელოდება, როცა ტურისტი შემოვა და პირველ კონტროლს გაივლის ის დახვდება, ამის შემდეგ წაყვება იქ, სადაც წავა. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოცდამეერთე საუკუნის გამოწვევებს, რომელიც პრინციპში ჩვენს ბავშვებზე და მომომავალ თაობებზეა დამოკიდებული. მივიჩნევ, რომ ამ გამოწვევში არის სიმბოლოები, რომლებიც ამ ადამიანს დააქვს. ეს არის ოჯახის სიყვარული, სამშობლოს სიყვარული და სამი მთავარი სიმბოლო – თავისუფლების, სიყვარულის და მშვიდობის სიმბოლო, ეს სიმბოლოები ჩვენმა მომავალმა თაობებმა უნდა ატარონ და მგონია, რომ ბათუმს თუ ეს ლოგო ექნება, დაეხმარება მომავალში.“

ირაკლი თოფურია
ირაკლი თოფურია, გამარჯვებული ლოგოს ავტორი:
„ზღვისფერი გული არის ზღვის ტალღების თემა, ზოლები დროშასთან და ასვე ზღვასთანაა დაკავშირებული – ქოლგა, საცურაო კოსტუმი და სხვა. ზღვა, თოლიები და ჰაეროვნება, სიყვარული – ამ ყველაფერს ეს ლოგო აერთიანებს, გარდა ამისა ლოგო ისეა გაკეთებული, რომ მცირე ზომებშიც აღქმადი იყოს.“
წარდგენის შემდეგ ბათუმის მერის მრჩეველმა ალექსანდრე თევზაძემ განაცხადა, რომ ორივე ნამუშევარი აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც ბათუმს ბაზარზე ღირსეულად წარსადგენად ლოგოს სახით სჭირდება:
„ტექნიკურად ძალიან კარგად არი შესრულებული, თუმცა გულიდან აფრენილი თოლიები ვფიქრობ ისეთი მყვირალა ვერ იქნება, როგორიც შეიძლება იყოს ყირამალა, რადგან ის არ არის კლასიკური ლოგო.“
კომისიის წევრმა ზვიად ელიზიანმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერდა “ყირამალას”, რადგან იყო უფრო კრეატიული, ამბიციური და ემოციური:
„და მე არ მიმაჩნია, რომ აუცილებელია ზღვის ელემენტი ჩანდეს ლოგოში“ – აღნიშნა ზვიად ელიზიანმა.
პოზიციების დაფიქსირების შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მასაც მოსწონს „ყირამალა“, თუმცა რიგი საკითხების გათვალისწინებით მისი არჩევენი სხვა მხარეს იხრება:
„მაშინ ისე უნდა გაგვეკეთებინა, რომ ჩვენი თაობის ადამიანები ვყოფილიყავით მხოლოდ კომისიაში, მე ახალგაზრდა ბიჭი ვარ, 33 წლის ვარ და მეც მომწონს ყირამალა, მართლა რას არ ვაკეთებდით ყირაზე ვდგებოდით, მაგრამ სხვა აზრიც გასათვალისწინებელია და ჩემი აზრი ასეთია. აქ არის მეორე ლოგო რომელიც უბრალო და მარტივია. ადრე მეც არ მივეცი ამ ლოგოს ხმა და ეს იცით.“
საბოლოოდ კომისიამ კენჭისყით 11 ხმით რვის წინააღმდეგ ბათუმის ლოგოდ „გულიდან აფრენილი თოლიები“ აირჩია.

600
ხანძარი დღის ორ საათზე, სასწავლო პროცესის დროს გაჩნდა და მის სავარაუდო მიზეზად მოკლე ჩართვა სახელდება. ხანძრის ჩასაქრობად, ხულოს სამაშველო სამსახურის გარდა, დამატებით ქედისა და შუახევის სახანძრო ბრიგადების გამოძახება გახდა საჭირო. ცეცხლი 200 კვ/მ-ზე იყო მოდებული და მეხანძრეთა თქმით, მის ჩაქრობას დიდი დაკლვამლიანება ართულებდა.
როგორც პანსიონის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოადგილე არჩილ თავართქილაძე, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ამბობს, ცეცხლმოკიდებული შენობიდან მხოლოდ ინვენტარის ნაწილის გამოტანა მოხერხდა – “ხანძრის დროს განადგურდა ბავშვების ტანსაცმელი, დაიწვა ლოგინები. ასევე გაფუჭდა ინვენტარი ქვედა სართულებზე. ძალიან დიდი ზარალი გვაქვს” – ამბობს ის.
აქცია გონიოში. ფოტო ბათუმელების არქივიდან
უფლებათა დამცველი თამაზ ბაკურიძის თქმით აქციაზე 700-მდე ადამიანი შეიკრიბა – “გვინდა შევახსენოთ ხელისუფლებას პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში ამ ხალხის წინაშე დგას. ეს ხალხი ითხოვს ამ მიწების, მათ საკუთრებაში დაბრუნებას, რომელიც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებამ მათ გადასცა და შემდეგ წაართვა,“ -ამბობს თამაზ ბაკურიძე.
მისივე თქმით, ხალხმა გადაკეტა ცენტრალყური ქუჩა და მთავრობისგან პასუხს მოითხოვენ. „მთავრობა დაპირდა ამ ხალხს, რომ ძველით ახალწლამდე მოგვარდებოდა ეს პრობლემა მაგრამ ასეთი ტიპის დაპირებები მათგან თითქმის ყოველ თვეში ისმის,“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე.
იმის გამო, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ქალაქში არ იმყოფება, შეკრებილები მოითხოვენ აქციაზე იმ პირების მისვლას, რომლებიც მათ ამ პრობლემის მოგვარებას ჰპირდებოდა – “მოითხოვენ ავთანდილ ბერიძის, მურმან დუმბაძის და სხვების აქციაზე მოსვლას, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეები არ დაიშლებიან” – ამბობს თამაზ ბაკურიძე.
გასულ კვირას გონიოში მიწასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ „ბათუმელებთან“, წლის შემაჯამებელ ინტერვიუში ისაუბრა.
„უმაღლეს საბჭოსთან ერთად ჩვენ შევიმუშავეთ კანონში შესატანი ცლილება და შეგვეძლება სამუდამოდ გადავჭრათ ეს პრობლემები. ბევრია ცდუნება, ბევრი კორუფციის ნიშანია, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა განვახორციელოთ. ვინც დაიჩაგრა, ვისაც ეკუთვნის მიწის ნაკვეთი, უნდა მიიღოს. ეს ერთ თვეში და ერთ დღეში არ მოხდება, მაგრამ პოლიტიკური ნება არის. ჩამორთმეულებსაც დაუბრუნდებათ კანონიერი გზით მიწა. მინდა ყველას ვუთხრა – თუ მიწა არასამართლიანად ჩამოგერთვათ, ჩვენ ამის მოგვარებას კანონიერი გზით ვაპირებთ“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ „ბათუმელებთან“.

ბატონო გიორგი, რატომ ვერ შეასრულეთ სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება – ბათუმის რკინიგზის სადგურის მშენებლობის ნაწილში, რა ხელშემშლელი პირობები არსებობდა?
ხელშეკრულებით განსაზღვრულია კონკრეტული ვალდებულებები და მათი შესრულების ვადები. მშენებლობის პროცესში ეტაპობრივად იცვლებოდა პროექტი. შესაბამისად, ცვლილებების შეთანხმებისა და დამატებითი სამუშაოს შესრულების გამო გადაგვივადა ეკონომიკის სამინისტრომ, ანუ ვადებში ჩვეულებრივად ვეტევით და არც არაფერი გვაქვს დარღვეული კანონის მიხედვით.
როგორ მოახერხეთ, რომ ხელშეკრულების პირობის შეუსრულებლობის მიუხედავად, თქვენ მიმართ სახელმწიფომ არავითარი ღონისძიება [სანქცია] არ გაატარა?
ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაიწია შენობის ექსპლოატაციაში მიღების ვადა. ეს გამოწვეული იყო პროექტში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებებით, კერძოდ, კომპლექსში თავდაპირველი პროექტით გათვალისწინებული ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურების მშენებლობა იქნა ამოღებული. ეს იყო ჩვენი მხრიდან თანამშრომლობისკენ გადადგმული ნაბიჯი, რითაც, უნდა ვთქვა, რომ პროექტი უფრო დაიხვეწა, უსაფრთხო და მოცულობითი გახდა. ამან გააჩინა ობიექტზე ახალი მშენებლობის საჭიროება. გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმში რეალურად დგას პარკინგის პრობლემა, გავადიდეთ პარკინგის ტერიტორიაც, რასაც თვალნათლივ დაინახავს ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანი.
რაც შეეხება სანქციას, შესაბამისი ჯარიმა სამინისტროს დაკისრებული აქვს საპრივატიზებო პირობების ვადების დარღვევის გამო. ეს იყო პერიოდი, ვიდრე „ბათუმი ცენტრალი“ შევიდოდა წილში. მართალია, ამ წუთში გაყინულია, მაგრამ აღნიშნული ჯარიმიდან გავთავისუფლდებით იმ შემთხვევაში, თუ შენობის ექსპლოატაციას მოვახდენთ შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში, არაუგვიანეს 2015 წლის 9 აპრილისა.

როდის შეიძინეთ შენობა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი?
აღნიშნული ტერიტორია და მასზე დამაგრებული შენობის პრივატიზება მოხდა 2009 წლის ბოლოს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე. ეს აუქციონი იყო პირობიანი, რაც გულისხმობდა, რომ შესყიდულ ფართობზე რკინიგზისთვის სადგურის გადმოსატანად უნდა მოგვეწყო ინფრასტრუქტურა, რასაც ვასრულებთ კიდეც.
რა პრინციპით, მიზნით, იცვლებოდა კომპანიაში წილები – ემზარ ბასილაიასა და გიორგი ჭყონიას შორის და სხვათა მიმართაც?
თავდაპირველად ქონება შეიძინა ემზარ ბასილაიამ, როგორც ფიზიკურმა პირმა. აღნიშნული ქონებით შევიდა გიორგი ჭყონიას მიერ დაფუძნებული კომპანიის შპს `ბათუმი ცენტრალის~ 50% წილში. შემდგომ ემზარ ბასილაიამ გადაწყვიტა მისი წილის გაყიდვა და გაასხვისა კომპანიის 50% ახალ ინვესტორზე – ლევ ნანიკაშვილზე. აღნიშნული გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ ჩვეულებრივი ბიზნესგარიგებებისა და გადაწყვეტილებების შედეგია, ანუ ვიღაცას გაყიდვა აწყობდა, ვიღაცას ყიდვა – ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ბიზნესში.
რატომ განაახლეთ პროექტი არჩევნების შემდგომ ანუ რაიმე პოლიტიკური სარჩული უდევს ამ პროექტის განხორციელება-ვერგანხორციელებას?
იქედან გამომდინარე, რომ პროექტი მოცულობითი იყო, მოითხოვდა საკმაო ფინანსების მოძიებასა და მობილიზებას. ინვესტიციის ჩადება და მშენებლობა აქტიურად დაიწყო ახალი ინვესტორის წილში შემოსვლის შემდეგ და ეს არ უკავშირდება პოლიტიკას, უბრალოდ, დროში დაემთხვა.
რა ფართობი ეთმობა ამ შენობაში უშუალოდ რკინიგზის სადგურს, რა ფართობი, ვთქვათ, ავტოსადგურს?
რკინიგზის სადგურს შეთანხმებით უნდა გადავცეთ 770-870 კვ.მეტრი, თუმცა საერთო ჯამში სადგურს ოპერირებისთვის ვუთმობთ 1600 კვ.მეტრამდე ფართობს, რომელშიც შედის რკინიგზის ოფისები, სალაროები და საოპერაციო დარბაზი.
ავტოსადგურისთვის განსაზღვრულია 22 ოფისი და საოპერაციო დარბაზი დაახლოებით 150 კვ.მეტრზე, ასევე 25 ბაქანი.
რა დაჯდა ახალი სადგურის მშენებლობა და როდის არის დაგეგმილი მისი დასრულება?
ჩვენი გათვლებით, პროექტი დაახლოებით 7-8 მილიონ აშშ დოლარის ინვესტირებას მოითხოვს სრულად დასასრულებლად.
თავად რკინიგზის სადგური როდის შევა ექსპლოატაციაში?
სამინისტროსთან შეთანხმების მიხედვით, არაუგვიანეს 2015 წლის 9 აპრილისა შენობა უნდა შევიყვანოთ ექსპლოატაციაში და მოვაწყოთ რკინიგზის სადგურისათვის საჭირო ფართობები. დაგეგმილი სამუშაოების მიხედვით, ჩვენი გათვლით, ვადაზე ადრე, თებერვლის თვეში, შევძლებთ სამუშაოების დასრულებას.
რა არის ამ ახალი სადგურის მთავარი ღირსება?
კომპლექსი აერთიანებს სავაჭრო ცენტრს, რკინიგზის სადგურსა და ავტოსადგურს. შენობა იქნება ქალაქისთვის ერთგვარი კარიბჭე, სავიზიტო ბარათი, კიდევ ერთი მნიშვნელვანი ობიექტი და ბათუმის როგორც ტურისტული ქალაქის ინფრასტრუქტურის სტანდარტების შესაბამისი.
გარდა რკინიგზის სადგურისა, კიდევ რა სერვისებს სთავაზობს მენეჯმენტი ამ შენობაში მოსახლეობას?
მრავალფუნქციური ობიექტი იქნება – გარდა რკინიგზისა და ავტოსადგურისა, აქ იქნება წარმოდგენილი კაფეები, მარკეტები, სუპერმარკეტი, სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის ბუტიკები, ბოულინგცენტრი, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ტურისტული კომპანიები და სხვა.
თუ არის გათვალისწინებული შენობაში შშმ პირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა?
შენობა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. მათ შეუფერხებლად შეეძლებათ მოხვდნენ როგორც ბათუმი ცენტრალის მთელ ტერიტორიაზე, ასევე ჩვენ ვზრუნავთ, რომ სურვილის შემთხვევაში ჩვეულებრივად შეძლონ ოთხივე სართულზე ვიზიტი. გარდა ამისა, ჩვენი უსინათლო სტუმრებისთვის უკრაინიდან ჩამოგვაქვს და ვაკეთებთ სპეციალურ ფილებს, როგორც შემოსასვლელებში, ასევე მატარებლის ბაქანზე, რომ მათაც შეძლონ თავისუფლად გადაადგილება და ჩვენი სერვისებით სარგებლობა.
ცნობილ ბრენდებთან თუ მიმდინარეობს შემოსვლაზე მოლაპარაკება და ამ წუთში თუ გყავთ დათანხმებული რომელიმე მათგანი?
საკმაოდ დიდია დაინტერესება და მიმდინარეობს სხვადასხვა ბრენდთან მოლაპარაკება, მათ შორისაა, მაგალითად, „გუდვილი“, „ზედაზენი“, „ვისოლ ჯგუფის“ კომპანიები „სმარტი“ და „დანქინ დონატსი“, „კოლიერსი“, „რითაილ ჯგუფი“, „ვაიკიკი“ და ა.შ. ახლა არ მინდა ყველა დავასახელო, რადგან მოლაპარაკება გადამწყვეტ ფაზაშია და მოვლენებს ვერ გავუსწრებ წინ.
და ბოლოს, დამდეგ ახალ წელს ბათუმსა და საქართველოს მოსახლეობას ჩვენი კომპანიის სახელით ვუსურვებ მშვიდობას, განვითარებას, წარმატებებს, ღვთის წყალობას და ბევრ ასეთ ობიექტს მომავალში.

26 დეკემბერი, 18:00 საათი: ევროპის მოედანზე აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ხორუმი“;
27 დეკემბერი, 19:00 საათი: ევროპის მოედანზე საახალწლო კონცერტი, მონაწილეობენ: ქ.ბათუმის მერიის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა ვოკალური ანსამბლი, ვაჟთა ფოლკლორული გუნდი „იბერიონი“ ქორეოგრაფიული ანსაბლი „მწვერვალი“, გოგონათა ვოკალური გუნდი „თირიმი“.
28 დეკემბერი, 17:00 – 22:00 საათი: ევროპის მოედანზე საახალწლო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ლადო ყატაშვილი ბენდთან ერთად, „გროოვ რეპორტსი“, თეო ჩიტიშვილი და ჯგუფი „ვანილა ქეიჯი“. საახალწლო პროგრამის ფარგლებში გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;
29 დეკემბერი, 20:00 საათი: ევროპის მოედანზე საახალწლო კონცერტი მერიის კულტურის ცენტრთან არსებული „ჯაზ ბიგ ბენდის“ მონაწილეობით.
30 დეკემბერი, 21:00 საათი: ევროპის მოედანზე საახალწლო კონცერტი ნიაზ დისამიძის მონაწილეობით.
31 დეკემბერი, 23:00 საათი: ევროპის მოედანზე, საახალწლო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ: ანსაბლი „ბათუმი“, კვარტეტი „ნოტა“ ნინო ქათამაძე, ბენდი „ინსაიდი“.საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.
2 იანვარი, 12:00 საათი: ევროპის მოედანზე, საახალწლო დღეების ფარგლებში მოეწყობა ქუჩის კარნავალი, საბავშვო-გასართობი პროგრამები, პერფორმანსები, საკონცერტო ნომრები და ეთნოგრაფიული კუთხეები. საახალწლო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: საბავშვო გასართობი ცენტრი „ბერიკები“, მუსიკალური სტუდია ჩიორა, მუსიკალური სტუდია „ჰარმონია“, მუსიკალური სტუდია „ლიმპოპო“, სტუდია „ბასტი-ბუბუ“, ქორეოგრაფიული სტუდია „მეზღვაურები“, საბალეტო სკოლა, ხალხური ხელოვნების სკოლა, სტუდია “Bთ-Aღთ”, თანამედროვე ცეკვების ჯგუფი „2 სტეპ ცრეწ“, ჰენრი დოლიძე და პოეტების ჯგუფი, ქობულეთის, ხელვაჩაურის,ხულოს, ქედის და შუახევის, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, მომღერალი ნანა მესხი, ჯგუფი „მგზავრები“, ჯგუფი „გუფილენდი“.
3 იანვარი, 20:00 – 21:00 საათი: ევროპის მოედანზე, ჯაზ ბენდი „კალისტო“, ჯაზ ბენდი „სი საიდი“, როკ ჯგუფი „ჯეოპლანეტი“.
4 იანვარი, 17:00 – 19:00 საათი: ევროპის მოედანზე წარმოდგენილი იქნება თითების თეატრის დასი, ენვერ ხაბაძის სახელობის მერიის ქორეოგრაფიული ანსამბლი, გოგონათა ვოკალური ანსამბლი, ქალთა კამერული გუნდი, ხალხური სიმღერის ვაჟთა ვოკალური ანსამბლი, ახალგაზრდა, ბათუმელი პოეტები.
5 იანვარი, 19:00 – 20:00 საათი: ევროპის მოედანზე საკონცერტო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება რეპ ჯგუფი „ბაბილონი“და როკ ჯგუფები: “ბეთლემი“ „ფემილი ბენდი“ “მაო ძე დუნი“, “ნემო“
6 იანვარი, 18:00 საათი: ევროპის მოედანზე აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი.
7 იანვარი, 19:00 საათი: ევროპის მოედანზე დასკვნითი კონცერტი. მონაწილეობენ: აჩიკო ბერიძე და ტრიო, ანსამბლი „ბათუმი“, სოფო ხალვაში და ბენდი, პანტომიმის ჯგუფი.




