გაზეთი „ბათუმელები“ გაგაცნობთ 2014 წლის მანძილზე ყველაზე პოპულარულ 10 ფოტოს, რომელიც გაზეთ „ბათუმელების“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. ამ ფოტოებს წლის მანძილზე ფეისბუქის მომხმარებლების ყველაზე მეტი მოწონება და გაზიარება ჰქონდათ. ფოტოს ავტორები ძირითად შემთხვევაში ის ადამიანები არიან, რომლებიც ფოტოზე ასახული მოვლენის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ. „ბათუმელების“ ფეისბუქგვერდზე ფოტოები მათთან შეთანხმებით გამოქვეყნდა (ერთი ფოტოს გამოკლებით, რომლის ავტორის პოვნა ვერ შევძელით). „ბათუმელები“ ყველა მოქალაქეს სთავაზობს თანამშრომლობას, დაგვიმეგობრდით ფეისბუქზე და მოგვაწოდეთ მნიშვნელოვანი ფაქტის ამსახველი თქვენს მიერ გადაღებული ფოტო, რომელიც ჩვენს ფეისბუქგვერდზე თქვენი სახელისა და გვარის მითითებით გამოქვეყნდება.
ცურვა რეზინის ნავით ბათუმის ქუჩებში. 21 სექტემბერი. ავტორის ვინაობა „ბათუმელებმა“ ვერ დაადგინა, ავტორის გამოხმაურების შემთხვევაში, ფოტოზე მისი სახელი და გვარი მითითებული იქნება. 213 მოწონება, 144 გაზიარება.
ბათუმში, ევროპის მოედანზე ნაძვის ხე იწვის. 25 დეკემბერი. ხვიჩა მამულაძის ფოტო. 191 მოწონება, 193 გაზიარება
მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ. ლოცვა ღია ცისქვეშ, ბათუმის მეჩეთთან. 4 ოქტომბერი. მანანა ქველიაშვილის ფოტო. 148 მოწონება, 28 გაზიარება.
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში. 25 ივნისი. მანანა ქველიაშვილის ფოტო. 142 მოწონება, 30 გაზიარება.
საპატრულო პოლიციის მანქანა ევაკუატორზე, დატბორილ ბათუმში. ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთა. გელა ძნელაძის ფოტო. 21 სექტემბერი. 133 მოწონება, 160 გაზიარება.
ბათუმში, „ხოფის“ ბაზრობაზე ფეიერვერკების მაღაზია იწვის. 7 დეკემბერი. ვლადიმერ ღლონტის ფოტო. 124 მოწონება, 121 გაზიარება
„ბათუმმა“ რაგბში „არმაზი“ დაამარცხა. 12 მარტი. ნინო ხიმშიაშვილის ფოტო. 113 მოწონება, 105 გაზიარება.
ქედაში თოვს. 2 ნოემბერი. სოფელი მეძიბნა. უჩა დუმბაძის ფოტო. 112 მოწონება, 28 გაზიარება.
წყალდიდობა ბათუმში. დატბორილი #11 მუნიციპალური ავტობუსი. 21 სექტემბერი. ზვიად ჩხენკელის ფოტო. 97 მოწონება, 92 გაზიარება.
წყალდიდობა ბათუმში. 21 სექტემბერი. გელა ძნელაძის ფოტო. 80 მოწონება, 36 გაზიარება.