ყაჩაღის მიერ დაჭრილ ქალს მკურნალობის ფულს სთხოვენ

 

ქალბატონო ლიანა, რა სამედიცინო დახმარება გაგიწიათ რეფერალურმა საავადმყოფომ და რა ოდენობის თანხის გადახდას გთხოვენ?


– ზურგში სამი ჭრილობა მაქვს. ეს ჭრილობები იმავე დღეს მომიკერეს, რომ სისხლისგან არ დავცლილიყავი. ოპერაცია გამიკეთეს ხელის თითებზე, რომელიც ჯერ არ მაქვს მორჩენილი. ყველა კვირაში გადახვევები მჭირდება, მაგრამ საავადმყოფოში თანხის უქონლობის გამო ვერ მივდივარ, ჩემს რძალს მოჰყავს ექთანი და სახლში მიკეთებს გადახვევებს. მე როგორც ვიცი, საყოველთაო დაზღვევა მომსახურების 70 პროცენტს ფარავს, მაგრამ მე წინასწარ ხომ არ მქონდა ექიმთან მისვლა დაგეგმილი, ახლა ფული არ მაქვს, ის თანხა, რომელსაც საავადმყოფო ითხოვს, დავფარო.

 

რამდენ ლარს ითხოვს საავადმყოფო?

– 290 ლარია დასაფარი, მაგრამ ამ წუთში არ მაქვს ამ თანხის გადახდის საშუალება. ხუთი თვის წინ მეუღლე გარდამეცვალა და შვილი სტუდენტია. ვფიქრობ, რომ მოქალაქის დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა და ასეთი შემთხვევების დროსაც სახელმწიფომ უნდა აიღოს მეტი პასუხისმგებლობა. იქნებ ჯანდაცვის სამინისტრო დამეხმაროს დავალიანების დაფარვაში. 

 

პოლიციამ თუ დაგკითხათ იმ დღის შემდეგ და რა დეტალებია თქვენთვის ცნობილი?

– კი, პოლიცია ხშირად მაკითხავს, მაგრამ ახალი არაფერია. არც ეჭვმიტანილი ჰყავთ, შესაბამისად საქმე ჯერაც არ გაუხსნიათ. როგორც მე ვიცი, ეძებენ. ადგილზე მხოლოდ სისხლის გუბე იდგა, დანა ან რაიმე ნივთმტიკება, როგორც ვიცი, არ ამოუღიათ.

 

როგორ მოხდა ეს ამბავი, შეგიძლიათ დეტალები გაიხსენოთ?

– სამსახურიდან გამოვედი, სახლში ვაპირებდი წასვლას. უცებ მომვარდა და ზურგში დამიწყო ცემა. ეს იმდენად მოულოდნელი იყო, ვერც გავაცნობიერე რას მიტყამდა.     შემდეგ ჩანთაზე მტაცა ხელი. ვუთხარი, არაფერი მაქვს შვილო ჩანთაში და წადი-მეთქი. ამაზე უფრო აგრესიული გახდა, წამაქცია და უფრო ძლიერად დამიწყო ცემა.

 

როგორ გამოიყურებოდა?

– საშუალო სიმაღლის ბიჭი იყო – გამხდარი, ჯინსები ეცვა. როგორც მახსოვს, სახე არ ჰქონდა დაფარული. კივილზე ერთი კაცი გამოვიდა. ახალგაზრდა იყო, წვერით. როგორც შემდეგ მითხრეს, მღვდლის ძმა ყოფილა. იმ უბანში ეკლესია შენდება და ალბათ იქ იმიტომ იყო. ამ კაცის გამოჩენაზე გაიქცა. როცა ამ კაცმა დაიძახა სასწრაფო გამოიძახეთ ქალი სისხლისგან იცლებაო, მაშინ მოვედი გონს და მივხვდი, რომ დაჭრილი ვიყავი.

 

პოლიცია და სასწრაფო რამდენ ხანში მოვიდა?

– პოლიცია ნახევარ საათში მოვიდა, შემდეგ მათ გამოიძახეს სასწრაფოც. ქურქი მეცვა და როგორც ჩანს, ამან გადამარჩინა, რადგან ქურქზე გაცილებით მეტი იყო დაზიანება.

 

რამდენად სერიოზულია ჭრილობები?

– თითები სულ დაჩეხილი მაქვს, მყესებია გადაჭრილი, რამდენი ნაკერი მადევს, არ დაითვლება. ერთ ხელზე შუა თითი შეიძლება პარალიზებულიც კი დამირჩეს. ზურგზე ჭრილობა ფილტვამდეა დასული. ასეთ მდგომარეობაში ვარ, ძლივს გადავრჩი და სახელმწიფო ხომ უნდა დამეხმაროს. ჯერ კიდევ მჭირდება მკურნალობა და ამ თანხას როგორ გადავიხდი.

 

თავდამსხმელმა შეძლო რაიმეს წაღება?

– ვერა. ან რა უნდა წაეღო, ჩანთაში ხუთი ლარი თუ მექნებოდა. პატარა აფთიაქში ვმუშაობ და აფთიაქს დიდი შემოსავალი არ აქვს. რომც ჰქონდეს, ფულს ჩანთით ხომ არ ვატარებ. 

 

 

   

პატრიარქი აჭარაშია

 

 

 

როგორც „ბათუმელებს“ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში განუცხადეს, პატრიარქი რამდენიმე დღით, ზოგჯერ ერთი კვირითაც, ხშირად ჩამოდის ბათუმში: „ამჯერადაც, პარასკევს ჩამოვიდა და რამდენ დღეს დარჩება ვერ გეტყვით. ძირითადად, ქობულეთშია. რაიმე ოფიციალური შეხვედრები კი დაგეგმილი არ აქვს“.  

პატრიარქის ესკორტი ბათუმში, 02.02.2014

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამები – 2015

 

2. მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინი დახმარება


პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი და სხვა სოციალური კატეგორიის  მოსახლეობის მკურნალობასთან დაკავშირებული იმ ფინანსური რისკებისაგან დაცვას, რომელიც ვერ იფარება მოქმედი სახელმწიფო პროგრამებით. 


• მოსარგებლეები

 პაციენტები სტიქიური მოვლენებისა და კატასტროფების შედეგად გამოწვეული დაზიანებებით;

200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები;

შშმ პირები;

ომის ვეტერანები;

ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები, დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები);

მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები;

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეები;

პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირები;

უსახლკაროთა თავშესაფარის კონტინგენტი;

უსახლკაროები;

მარტოხელა დედები;

პაციენტები, რომლებსაც არ აქვთ მინიჭებული სარეიტინგო ქულა, მაგრამ მატერიალური მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას მიიღონ აუცილებელი მკურნალობა, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებიდან წარმოდგენილი შუამდგომლობით.


• დაფინანსების ფორმა

მკურნალობა დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით შემდეგი პროპორციებით:

 1000 ლარის ჩათვლით–100%-ით;

1001 ლარიდან 2000 ლარის ჩათვლით–90%-ით;

2001 ლარიდან 3000 ლარის ჩათვლით–80%-ით;

3001 ლარი და მეტი–70%-ით, არაუმეტეს 7000 ლარისა.

განხორციელდება ონკოლოგიურ პაციენტთა ტარგენტული, იმუნოთერაპიული მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტებისა და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტების დაფინანსება პროგრამით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით არაუმეტეს 5000 ლარისა, წლიური ლიმიტი – 10 000 ლარი.   

                                           

3. სახსრების ენდოპროთეზირება

 

პროგრამა ითვალისწინებს  სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსებას.

•  მოსარგებლეები

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის  ტერიტორიაზე.

• დაფინანსების ფორმა

მკურნალობა დაფინანსდება შემდეგი  პროპორციებით.

100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებისთვის ფაქტიური ხარჯის 90 %-ით;

დანარჩენი ბენეფიციარებისთვის (რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 100 000–დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები; ომის ვეტერანები, ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში მონაწილეები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები); მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები) ფაქტიური ხარჯის 80%-ით;

სხვა დანარჩენი მოქალაქეებისათვის ფაქტიური ხარჯის 70%–ით.  

დაფინასების ზღვრული თანხა შეადგენს 4000 ლარს.

                                                 

4. ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა


 

პროგრამა ითვალისწინებს მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსებას.

 

• მოსარგებლეები

 

200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პირები

 

•  დაფინანსების ფორმა

 

დაფინანსება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის მიხედვით, არაუმეტეს ქვეპროგრამაში გათვალისწინებული მაღალტექნოლოგიური კვლევების ღირებულებისა, შემდეგი პროპორციებით:

 

70000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტები, 200 000–ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები–100 %-ით;

 

70 001-დან 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაცინეტები–90 %-ით;

 

100 001–დან 200 000–ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტები–80%-ით.

 

შენიშვნა:

 

•  იმ შემთხვევაში, როცა გამოკვლევების ღირებულება ნაკლებია პროგრამით გათვალისწინებულ თანხაზე, ზემოაღნიშნული პროპორციებით განსაზღვრული მაჩვენებლები გაითვლება წარმოდგენილი ღირებულებიდან.

 

•             თუ მომწოდებლის მომსახურების ტარიფი აღემატება პროგრამით გათვალსწინებულ ღირებულებას, დაფინანსება განხორციელდება პროგრამის ტარიფით დადგენილი პროპორციებით. განსხვავებას ღირებულებასა და სამინისტროს მიერ დასაფინანსებელ თანხას შორის დაფარავს პაციენტი. 

                                       

 

5. სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარება

 

•  პროგრამის მიზანი

სოფლის მოსახლეობის ადგილზე უზრუნველყოფა ექიმამდელი სამედიცინო დახმარებით.

პროგრამა ითვალისწინებს თემის სამედიცინო პუნქტების მედდების ხელფასით, მედიკამენტებით და სადიაგნოსტიკო საშუალებებით უზრუნველყოფას.

 

6. სოფლის ექიმების დამატებითი შრომის ანაზღაურება

 

პროგრამა ითვალისწინებს მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების (ქედა, შუახევი, ხულო) სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის დანიშვნას – 300 ლარის ოდენობით, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის კი 150 ლარის ოდენობით. 

 

7. სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე ხელშეწყობა

 

პროგრამა ითვალისწინებს ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმებისათვის მაღალი გამავლობის ავტომანქანების შეძენას. 

                                                                                                                            

 

სოციალური დაცვის პროგრამები

 

 

 

1. სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაცია

 

 

 

მომსახურება ანაზღაურდება პროგრამით გათვალისწინებული ტარიფით (178 ლარის ოდენობი), რეაბილიტაციის 1 კურსი მოიცავს 20 დღეს.

 

•  მოსარგებლეები

 

სხვადასხვა ხარისხის სქოლიოზით დაავდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან  ბაზაში 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით.

 

• პროგრამა ითვალისწინებს

 

სამკურნალო ვარჯიშებს;

 

მასაჟს;

 

ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციას.

 

 

 

 

 

2. ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაცია

 

 

 

მომსახურება ანაზღაურდება პროგრამით გათვალისწინებული ტარიფით – 233,33 ლარის ოდენობით. წლის განმავლობაში 1 პაციენტს დაუფინანსდება რეაბილიტაციის არაუმეტეს 6 კურსი, 1 კურსი მოიცავს 10 დღეს.

 

• პროგრამა ვრცელდება 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე, რომელთაც აღენიშნებათ

 

ცერებრული დამბლა;

 

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, კუნთთა და ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებები.

 

•   პროგრამა ითვალისწინებს

 

ფიზიკურ თერაპიას;

 

მეტყველების და ენის თერაპიას;

 

ნევროლოგის, ფსიქოლოგის და ლოგოპედის მეთვალყურეობას;

 

ფიზიკური თერაპიის სახლის პირობებში ჩატარების სწავლებას.

 

შენიშვნა:

 

• თუ ბენეფიციარი მოითხოვს რეაბილიტაციის დაფინანსებას დაწესებულებაში, სადაც მომსახურება მიეწოდება განსხვავებული პირობებით და მისი ღირებულება აღემატება პროგრამით გათვალისწინებულ ტარიფს, სამინისტრო მის დაფინანსებას უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული ტარიფის შესაბამისად, დარჩენილ ნაწილს დაფარავს ბენეფიციარი.

 

 

3. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაცია

 

 

 

პროგრამა ითვალისწინებს  აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო მეთვალყურეობას, მათ საჭიროებებზე მორგებულ სწავლებას, ფსიქოლოგიურ დახმარებას, სადღეღამისო მომსახურებას კვებით, სოციალური უნარ-ჩვევების სწავლებას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის ოჯახურთან მიახლოებული გარემოს შექმნის მიზნით ბავშვის ჩართვა ქვეპროგრამაში განხორციელდება მშობელთან ან ოჯახის სრულწლოვან წევრთან ერთად.

 

დაფინანსების ფორმა

 

წლის განმავლობაში 1 ბენეფიციარს დაუფინანსდება რეაბილიტაციის არაუმეტეს 2 კურსი, კურსი მოიცავს 15 დღეს, მომსახურება დაფინანსდება დღეში 20 ლარით, ხოლო თანხმლები პირი (მშობლის ან ოჯახის სრულწლოვანი წევრი) – 10 ლარით დღეში.

 

 

 

4. მიუსაფარ დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა

 

 

 

მოსარგებლეები

 

მარტოხელა დედები 10 წლამდე ასაკის ბავშვით (ბავშვებით) ან ორსული ქალები (26 კვირის და მეტი ვადის ორსულობა).

 

პროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარების დროებითი 24-საათიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას სამჯერადი კვებით, მომარაგებას ტანისამოსითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით, ფსიქოლოგიურ დახმარებას, დასაქმებაში, პროფესიული და არაფორმალური განათლების მიღებაში ხელშეწყობას. მომსახურება დაფინანსდება დღეში 17 ლარით.

 

 

 

5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფა

 

 

 

მომსახურება დაფინანსდება პროგრამით გათვალისწინებული ტარიფით (300 ლარი), განსხვავებას ღირებულებასა და სამინისტროს მიერ დასაფინანსებელ თანხას შორის დაფარავს ბენეფიციარი.

 

მოსარგებლეები

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

 

ასაკით პენსიონერები.

 

პროგრამა ითვალისწინებს

 

სავარძელ–ეტლით უზრუნველყოფას;

 

ეტლის მორგებას;

 

ეტლის გამოყენებასთან დაკავშირებულ სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევას;

 

საგარანტიო მომსახურებას 24 თვის განმავლობაში.

 

 

 

6. სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა

 

 

 

მომსახურება დაფინანსდება პროგრამით გათვალისწინებული ტარიფით (400 ლარი), განსხვავებას ღირებულებასა და სამინისტროს მიერ დასაფინანსებელ თანხას შორის დაფარავს ბენეფიციარი.

 

მოსარგებლეები

 

III-IV ხარისხის სმენაჩლუნგობის მქონე მოქალაქეები;

 

18 წლამდე ასაკის ბავშვები ნებისმიერი ხარისხის სმენაჩლუნგობით.

 

პროგრამა ითვალისწინებს

 

ციფრული სმენის აპარატებით უზრუნველყოფას;

 

აპარატის მორგებას;

 

აპარატის გამოყენებასთან დაკავშირებულ სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევას;

 

საგარანტიო მომსახურებას 12 თვის განმავლობაში.


 

7. უსინათლო მოქალაქეების უზრუნველყოფა უსინათლოთა „თეთრი“ ხელჯოხებით

 

 

 

ბენეფიციარებს მომსახურება დაუფინანსდება 100%-ით.

 

მოსარგებლეები

 

უსინათლო მოქალაქეები.

 

პროგრამა ითვალისწინებს

 

უსინათლოთა „თეთრი“ ხელჯოხებით უზრუნველყოფას.

 

 

 

8. 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება

 

 

 

მატერიალური დახმარება-1000 ლარის ოდენობით გადაეცემა 100 წლის ასაკის და 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს.

 

• დაფინანსების ფორმა

 

დახმარება გაიცემა პირადობის მოწმობის საფუძველზე, თანხის გაცემას უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით.

 

 

 

9. ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება

 

 

 

პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაიცემა იმ ოჯახებზე, სადაც დაიბადება ორი ან ორზე მეტი ტყუპი.

 

დაფინანსების ფორმა

 

თანხა ტყუპისცალზე შეადგენს 1000 ლარს, ჩარიცხვა განხორციელდება მშობლის საბანკო ანგარიშზე.

 

 

 

10. 2008 წლის რუსული აგრესიისა და 2012  წელს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახების დახმარება

 

 

 

• პროგრამა ითვალისწინებს

 

2008 წლის აგვისტოს თვეში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულ აჭარის ა/რ ტერიტორიაზე მცხოვრებ 16 სამხედრო მოსამსახურის, ასევე, 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ 3 მეომრის ოჯახზე მატერიალური დახმარების გაწევას.

 

• დაფინანსების ფორმა

 

დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მატერიალური დახმარება გაეწევა დაღუპული მეომრების დედებს და მეუღლეებს თითოეულს 1000 ლარის ოდენობით, სულ 23 ბენეფიციარს. აგვისტოს თვეში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა 19 მეომრის ოჯახს-თითოეულს 3000 ლარის ოდენობით.


 

პროგრამებში ჩართვისათვის ბენეფიციარმა სამინისტროში უნდა წარმოადგინოს:

 

 განცხადება;

ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ფორმა №IV-100/ა; (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად);

ანგარიშფაქტურა გაცემული სამედიცინო დაწესებულების მიერ;

პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება;

საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარის მშობლის ან წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

საჭიროების შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის ასლი;

ქვეპროგრამის მოსარგებლის დამადასტურებული დოკუმენტი.

 

 

შენიშვნა:

• პროგრამის მოსარგებლე 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე.

• პროგრამის მოსარგებლეს უფლება აქვს, თავად აირჩიოს სამკურნალ დაწესებულება საქართველოს მასშტაბით.

• არ დაფინანსდება უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება, საზღვარგარეთ მკურნალობა და სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული თანაგადახდა მოსარგებლის მხრიდან.

 

 

დეტალური ინფორმაციისათვის დარეკეთ (0422) 247972, (0422) 24-79-64 ან მომართეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მისამართზე ქ. ბათუმი, აკადემიკოს მამია კომახიძის ქ. N119.

 

პროგრამების სრული ვერსია იხილეთ ელექტრონულ მისამართზე: www.adjara.gov.ge

 

საქართველოში მოქმედი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სხვა სახელმწიფო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ელექტრონულ მისამართზე: www. moh.gov.ge; www.ssa.gov.ge

მამაკაცი, რომელმაც ბათუმში თავის დაწვა სცადა, გარდაიცვალა

 

„ბათუმელების“ მიერ მოძიებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა. თავის დაწვამდე მან ბათუმის მერიას ერთჯერადი სოციალური დახმარების თხოვნით მიმართა.

 

როგორც ბათუმის მერიის ჯავახიშვილის უბნის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელმა „ბათუმელებს“ უთხრა, განაცხადი ერთჯერად დახმარებაზე მათთან 30 იანვარს შევიდა. გადასამოწმებლად მისულ მერიის თანამშრომლებს კი მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. 

საგნობრივ ოლიმპიადაში მონაწილეთა რეგისტრაცია იწყება

 

ქართული ენა და ლიტერატურა – VII, VIII, IX,  X,  XI-XII კლასები;  მათემატიკა – VII, VIII, IX,  X,  XI-XII კლასები; ინგლისური ენა – VII, VIII, IX,  X,  XI-XII კლასები; ფიზიკა – IX,  X,  XI-XII კლასები; ქიმია – X,  XI-XII კლასები; ბიოლოგია – IX,  X,  XI, XII კლასები.

 

რუსული სექტორის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში, მათემატიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში  ოლიმპიადა ჩატარდება რუსულ ენაზე.

 

საგნობრივ ოლიმპიადაში მსურველთა რეგისტრაცია 2015 წლის 2 თებერვლიდან 2015 წლის 13 თებერვლამდეა.  მოსწავლეებს რეგისტრაციის გავლა  საჯარო და კერძო სკოლებში შეუძლიათ.

ქუჩები ბათუმში, რომლებსაც მერია 2015 წელს გაარემონტებს

ქუჩების კეთილმოწყობის პროგრამა შემდეგი სახის სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს:  

ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩებზე 988 მეტრი სიგრძის მონაკვეთში ახალი სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა უნდა მოეწყოს; უნდა გამოიცალოს  უვარგისი გრუნტი და დაიგოს 7 სმ. სისქის ასფალტის საფარი.

ესენინის ქუჩის მონაკვეთზე (ჭავჭავაძის ქუჩიდან წერეთლის ქუჩამდე), არსებული გზის საფარისა და ტროტუარების დემონტაჟი მოხდება. განთავსდება რვა სანაგვე კონტეინერი და მოეწყობა ოთხი ერთეული ახალი სანიაღვრე ჭა. ცხრა ერთეულ სანიაღვრე ღია ჭას კი, სახურავი უნდა დაუმონტაჟდეს. პროგრამის მიხედვით, 389 კვ.მ მოცულობის ფართობზე ბეტონის დეკორატიული ფილები უნდა დაიგოს. 190,5 სიგრძის მანძილზე კი ბაზალტის ბორდიურების მოწყობა იგეგმება. 

რაც შეეხება ბერიძის ქუჩის მონაკვეთს (ჭავჭავაძის ქუჩიდან წერეთლის ქუჩამდე), აქ დაგეგმილია ხუთი ერთეული ახალი რკინა-ბეტონის მონოლითური სანიაღვრე ჭის კეთილმოწყობა, არსებულ რვა სანიაღვრე ჭას კი სახურავი უნდა გაუკეთდეს. 210 კვ.მ ბეტონის დეკორატიული ფილები უნდა დაიგოს. მოეწყობა ბორდიურებიც.

გორგილაძის ქუჩის რეკონსტრუქცია მხოლოდ შარტავას ქუჩამდე განხორციელდება. ამ მონაკვეთზე უნდა გამოიცვალოს ასფალტის საფარი, მოეწყოს ბაზალტის ბორდიურები და ქუჩის ამ მონაკვეთშიც უნდა დაიგოს ბეტონის დეკორატიული ფილები.  პროგრამის მიხედვით, ამ ქუჩაზე მიწისქვეშა სანაგვე კონტეინერებიც უნდა დამონტაჟდეს.

ჰაიდარ აბაშიძის ქუჩის მონაკვეთზე, ბაზალტის ბორდიურები მოეწყობა და დაიგება ბეტონის საფარი. რაც შეეხება ზედაღელის ქუჩას, პროგრამის მიხედვით, ამ ქუჩაზეც უნდა დაიგოს ბეტონის საფარი და კეთილმოეწყოს.

თევდორე მღვდლის ქუჩაზე ცალკეული მონაკვეთები მოასფალტდება, დამონტაჟდება ორი  ერთეული გარე განათების ბოძიც.

შეეხება თუ არა რეაბილიტაცია ე.წ. ჭაობის დასახლებას? ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურში აცხადებენ, რომ წლის ბიუჯეტში ასი ათასი ლარი ამ უბნებში არსებული ქუჩების საპროექტო სამუშაოებისთვის არის გათვალისწინებული. არჩილ ვანაძე, სამსახურის უფროსის მოადგილე: „ჩვენ გვინდა გიორგი ბრწყინვალეს (ყოფილი კიროვაკანის) ქუჩის პროექტირებაც და რეაბილიტაციაც 2015 წელს დასრულდეს, მაგრამ თუ კეთილმოწყობა არ მოხერხდება, პროექტირება მაინც გაკეთდება – ბიუჯეტში ჭაობის ყველა ქუჩის პროექტირებისთვის საჭირო თანხა გათვალისწინებულია“. 

როდის მიიღებს ძეგლის სტატუსს რვაფეხა

 

ბათუმის ბულვარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, თუმცა კონკრეტული საზღვრები ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული. სწორედ ამ საზღვრების დადგენას ცდილობს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, რომელმაც პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გადაგზავნა დამტკიცების იმედით. თუმცა, თბილისში აცხადებენ, რომ აჭარიდან გაგზავნილი ინფორმაცია სრულყოფილი არ არის, ამიტომაც სააგენტო „რვაფეხასთვის“ ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხს არ განიხილავს, რადგან, თუკი „რვაფეხა“ ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ტერიტორიის საზღვრებში მოექცევა, იგი ავტომატურად მიიღებს ძეგლის სტატუსს.

„აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ წარმოდგენილია ბათუმის ბულვარის ანუ ძეგლის საზღვრების დაზუსტების პროექტი, მაგრამ ეს პროექტი არ მოიცავს დასაბუთებას, რის საფუძველზე განისაზღვრა ამ კონკრეტულ ფარგლებში ობიექტისთვის ძეგლის ტერიტორია. ამას სჭირდება სახელოვნებათმცოდნეო კვლევა – რას მოიცავს ბათუმის ბულვარის ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემო, სად იწყება, სად მთავრდება, რა ტრანსფორმაცია განიცადა და რის გამო უნდა დაუდგინდეს ძეგლს ესა თუ ის საზღვარი. ამის თაობაზე მივმართეთ სააგენტოს აჭარაში და ვთხოვეთ წარმოედგინა დასაბუთება. თუ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ წარმოადგინა ძეგლის საზღვრები ისე, რომ „რვაფეხა“ მოექცევა ამ  ტერიტორიაზე, მაშინ მას დამატებით ძეგლის სტატუსის მინიჭება აღარ დასჭირდება. თუ იქნება ფარგლებს გარეთ, მაშინ სააგენტოს მიეცემა შესაძლებლობა,  იმსჯელოს ამ კონკრეტული ობიექტისთვის სტატუსის მინიჭებაზე“, – განმარტა „ბათუმელებთან“ თეა ონიანმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურისტმა. მისივე თქმით, ისედაც ძეგლის [ბულვარის] ტერიტორიაზე მდებარე „რვაფეხას“ თუ მიანიჭებენ სტატუსს, მაშინ ბულვარში მდებარე ყველა ობიექტს ცალ-ცალკე უნდა მიანიჭონ სტატუსი, რაც არასწორია. თეა ონიანი ამბობს, რომ თბილისში დოკუმენტაციას ელოდებიან, თუმცა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, რომ მათ ყველა საჭირო დოკუმენტი უკვე გაგზავნეს თბილისში.

„ჩვენ რაც მოთხოვნილი იყო, გადავაგზავნეთ, მათ შორის ხელოვნებათმცოდნის კვლევა. ახალი გარემოებების შესახებ არ ვიცით“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ მირზა ცეცხლაძემ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სპეციალისტმა. მისი თქმით, უახლოეს დღეებში ამ ინფორმაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო დააზუსტებს.

ქართველი არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები, საზოგადოება „ბათომი“ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დამცველები ხელისუფლებას „რვაფეხას“, როგორც უნიკალური და ბათუმისათვის მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა-შენარჩუნებას სთხოვენ. საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც „რვაფეხას“ წინ მდებარე სასტუმრო „ჰილტონის“ გეგმის – „რვაფეხას“ ადგილას ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის შესახებ გახდა ცნობილი. აქცია სახელწოდებით – „დაიცავი რვაფეხა“ ბათუმში 6 დეკემბერს გაიმართა. აქციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, ქალაქის მერი და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებიც ესწრებოდნენ.

ბათუმის ბულვარის საზღვრების და ამ საზღვრებში თუ მის გარეთ დარჩენილი „რვაფეხასთვის“ ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი თბილისში, კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან არსებულმა, შვიდი კაცისგან დაკომპლექტებულმა საბჭომ უნდა განიხილოს, რომელიც ხელოვნებათმცოდნეებისა და არქიტექტორ-რესტავრატორებისგან შედგება. საბჭოს კახა ტრაპაიძე ხელმძღვანელობს. საბჭოს გადაწყვეტილებას ხელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ანთიძემ უნდა მოაწეროს. მან „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ „რვაფეხას“ შემთხვევაში საბჭოს დასკვნას იგი დაეთანხმება. 

 

“ბათუმელები“ #2 – ანონსი

 

ეკლესიის ბიზნესი კრწანისის ტყე-პარკის ხარჯზე – საქართველოს საპატრიარქოს, პრეზიდენტ  სააკაშვილის 2010 წლის განკარგულებით, სიმბოლურ, 1 ლარად გადაეცა თბილისში – კრწანისის ტყე-პარკი და მის მიმდებარედ ფონიჭალაში, აღთაკლიაში,  ყარაჯალარში, ასევე ქ. რუსთავში, მტკვრის მარჯვენა  სანაპიროზე მდებარე ტერიტორიები; მთლიანობაში  7 მილიონზე მეტი კვადრატული მეტრი მიწის  ფართობი, მიწის გასხვისების უფლების გარეშე,  თუმცა ამის უფლება საპატრიარქოს ცოტა ხნის წინ პრემიერმა ღარიბაშვილმა მიანიჭა, რითაც საპატრიარქომ უკვე ისარგებლა და მიწის ნაკვეთი მესამე პირს გადასცა.  

 

სახელმწიფო „მოგზაური ჯიჰადისტების“  წინააღმდეგ – ერაყსა და სირიაში საქართველოს მოქალაქეების გადინების წინააღმდეგ ხელისუფლება ბრძოლას  იწყებს. „ბათუმელები“ არკვევდა, რა გეგმა აქვს  საქართველოს.

 

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატები – უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებში მონაწილეთა რეგისტრაცია 23 თებერვალს  დაიწყება, თუმცა მოქმედი რექტორის გადადგომის შემდეგ არჩევნებისთვის რამდენიმე კანდიდატი უკვე  ემზადება.

 

უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე ციხეში ვერ შედის – მედეა ვასაძე აცხადებს, რომ ერთი თვეა სამინსიტროდან პასუხს ელოდება.

 

ყაჩაღის მიერ დაჭრილ ქალს მკურნალობის ფულს სთხოვენ – 22 იანვარს ბათუმში დაყაჩაღების დროს დაჭრილ ქალს  რეფერალურმა საავადმყოფომ შეიძლება სასამართლოში  უჩივლოს.


შეთანხმება რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის – თამაში თუ რეალობა? – რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის სამეკავშირეო შეთანხმების ირგვლივ  განვითარებული პოლიტიკური  პროცესები ძალიან ჰგავს იტალიელი დრამატურგის, ლუიჯი პირანდელოს ცნობილ პიესას – „ჰაინრიხ მეოთხე“.  მარია პლიონის სტატია სპეციალურად „ნეტგაზეთისთვის“.

 

„დიდი მერისი“ ჩვენთანაა – აჯანყება ჭვანის ხეობაში – „დიდი მერისი თქვენთან არის“, – ამ ფრთიან ფრაზას აჭარაში, თანადგომისა და  მხარდაჭერის მნიშვნელობით იყენებენ. ფრაზამ დიდი ისტორია შემოინახა, ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ  ებრძოდნენ აჭარლები კომუნისტურ რეჟიმს,   რომელიც მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში  იკიდებდა ფეხს და იკრებდა ძალას – წაიკითხეთ სტატია რუბრიკაში „კულტურული მეხსიერება“.

 

ეს და სხვა თემები წაიკითხეთ გაზეთ „ბათუმელების“ ახალ ნომერში.

 

გამოიწერეთ გაზეთი „ბათუმელები“ და ყოველ ორშაბათს გაზეთს მიიღებთ თქვენთვის სასურველ მისამართზე.


გამოწერის ფასი:

3 თვით – 15 ლარი

6 თვით – 25 ლარი

1 წლით – 50 ლარი

დარეკეთ: 27 99 12 

 

 

4 თებერვლამდე სანახავი ფილმები

 

 

ფილმების ნახვა მოცემული განრიგით 4 დეკემბრამდე გაგრძელდება:

 

12:00 საათზე – პადინგტონის თავგადასავალი – ბილეთის ფასი 7 ლარი

14:00 საათზე – პადინგტონის თავგადასავალი – ბილეთის ფასი 8 ლარი

16:00 საათზე – პადინგტონის თავგადასავალი – ბილეთის ფასი 8 ლარი

18:00 საათზე – ბრიყვი და უფრო ბრიყვი 2 – ბილეთის ფასი 8 ლარი

20:15 საათზე – ბრიყვი და უფრო ბრიყვი 2 – ბილეთის ფასი 8 ლარი

22:30 საათზე – ჰაკერი – ბილეთის ფასი 8 ლარი

 

 

 

  პადინგტონის თავგადასავალი


  Paddington

 

ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი

გამოსვლის წელი: 2014

ჟანრი: საბავშვო ფილმები

რეჟისორი: პოლ კინგი

როლებში: ნიკოლ კიდმანი, მაიკლ გემბონი, ბენ უიშოუ, იმელდა სტონტონი, პიტერ კაპალდი

ფილმის შინაარსი: დათვი პადინგტონი ლონდონში ჩადის იმისთვის, რომ იპოვოს ოჯახი და გახდეს ნამდვილი ინგლისელი ჯენტლმენი. ამ მისიის შესრულებისას მას მრავალი სახიფათო და სასაცილო თავგადასავალი გადახდება.

 

 

 

 

  ბრიყვი და უფრო ბრიყვი 2


  Dumb and Dumber To 


ქვეყანა: აშშ

გამოსვლის წელი:  2014

ჟანრი: კომედია
რეჟისორი: ბობი ფარელი, პიტერ ფარელი 
როლებში: ჯიმ ქერი; ჯეფ დენიელსი; რობ რიგლი; ლაური ჰოლდენი. 
ფილმის შინაარსი:  20 წლის შემდეგ ლეგენდარული ლოიდი და ჰარი კვლავ ბრუნდებიან დიდ ეკრანზე ძალიან სასაცილო და საინტერესო თავგადასავლებით.

 

 

 

 

 

 

  ჰაკერი

  

  Blackhat



ქვეყანააშშ 
გამოსვლის წელი2015 
ჟანრიმძაფრ-სიუჟეტიანი, დრამა, თრილერი, დეტექტივი 
რეჟისორი: მაიკლ მანი 
როლებში: კრის ჰემსვორტი, ვიოლა დევისი, უილიამ მაპოტერი, ვეი თანგი, ხოლტ მაკელანი, ჯონ ორტიზი 

ფილმის შინაარსი: სიუჟეტი ვითარდება სამყაროში, სადაც ყველაზე დიდ საფრთხეს კიბერტექნიკის სფეროში განვითარება წარმოადგენს… 

 

 

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს არჩევის წესი – კანონპროექტს პარლამენტი განიხილვს

 

 

ტელევიზია
ტელევიზია

 

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კანონპროექტის მიღების მიზანია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩევლობის კანდიდატთა შერჩევის, არჩევის და მრჩევლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ხარვეზიანი და ბუნდოვანი ნორმების შეცვლა.“

 

კანონპროექტის ავტორი, უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ კანონპროექტის ის ვარიანტი, რომელიც დღეს პარლამენტშია, განსხვავდება მის მიერ უმაღლესი საბჭოსთვის შეთავაზებული თავდაპირველი  ვარიანტისგან: „ინიციატივა ადრე გაკეთდა, მაგრამ უმრავლესობა ეწინაღმდეგებოდა მის მიღებას. არადა სწორდებოდა ის, რაც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლად შექმნის პროცესში იქნა მიღებული ნაჩქარევად, სუბიექტურად და მხოლოდ ვიწრო პარტიულ პოლიტიკურ ინტერესებზე მორგებით“.

 

პეტრე ზამბახიძის თქმით, კანონის ავტორებმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ერთპიროვნულად მისცეს უფლება დაეკომპლექტებინა მრჩეველთა საბჭოს შესარჩევი საკონკურსო კომისია, „შემდეგ კი ყველამ ნახა, რომ ამ კომისიამ ეფექტურად ვერ იმუშვა, მიუხედავად იმისა, რომ ამ კომისიაში იყვნენ ძალიან კარგი ადამიანები, მათ შორის სზოგადოების წარმომადგენლებიც. ამით პრინციპი, რომ ბორდი ყოფილიყო ნეიტრალური და აპოლიტიკური,  ჩავარდა“.

 

კანონპროექტის ავტორი ამბობს, რომ ფრაქციებთან და კვოტების გადანაწილებასთან მიმართებშიც მოქმედ კანონში არის ხარვეზი: „ჩვენ შევთავაზეთ უმაღლეს საბჭოს, რომ ყოფილიყო ის მექანიზმი კვოტებთან დაკავშირებით, რაც აქვს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ. ანუ, ჩვენს შემთხვევაში, უმაღლეს საბჭოში თუ უმრავლესობა, როგორც ასეთი, იქნებოდა ჩამოყალიბებული, მიიღებდა 3 ადგილს 5-დან, ხოლო თუ არა, მაშინ ყველა ფრაქცია მიიღებდა თანაბრად. არსებული ნორმით კი, მსხვილ ფრაქციას (მაგრამ არა უმრავლესობად ჩამოყალიბებულს) შეუძლია მიითვისოს ყველა ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ ბალანსი ისედაც დარღვეულია – 3/2-ზე, ესეც არ იკმარეს და უმრავლესობამ 5-ვე ადგილი მოინდომა. ეს პრაქტიკულად გაკეთეს კიდეც, რისი შეცვლაც შემდეგ სასამართლოს ძალით მოხდა“.

 

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის საგაზაფხულო სესია, 3 თებერვალს, ბიუროს სხდომით გაიხსნება. არსებული ინფორმაციით, მომავალ კვირასვე გაიმართება პარლამენტის პლენარული სხდომებიც.

 

პრლმენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, პლენალურ სხდომზე დეპუტატებმა 20 თებერვლამდე უნდა განიხილონ.

 

„იმედი მაქვს, რომ პარლამენტი ზუსტად იმ სახით მიიღებს ამ კანონპროექტს, რაც მე მქონდა თავიდან შეთავაზებული უმღლესი საბჭოსთვის. ეს მერე გააფუჭეს მუხლები. წელიწადნახევარი იყო ინიციატივის წარდგენიდან გასული და კიდევ ჩაგდება უნდოდათ. ამიტომ დავთანმხდი, რომ ამ სახით მაინც გაეგზავნათ პარლამენტში. ბევრი შეცდომაა და მე რომც არ ვუთხრა, თავად გაასწორებენ პარლამენტში“, – აცხადებს პეტრე ზამბახიძე.

 

2013 წლის დეკემბერს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ზაზა ხალვაში აირჩიეს. 

მასწავლებლები ახალ რეგულაციებზე

მასწავლებლის მხრიდან დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევა „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის~ დარღვევა; საჯარო სკოლის შინაგანაწესის/ სკოლის წესდების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან სხვა ტოქსიკური საშუალებების მიღება, ასევე სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება; სამსახურში გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე ნარკოტიკული, ან ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ; სკოლის ტერიტორიაზე/სასკოლო დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა. სხვა დისციპლინური გადაცდომა, რომელიც  სკოლის შინაგანაწესით არის განსაზღვრული.

დისციპლინური სახდელი შეიძლება იყოს: შენიშვნა; საყვედური; სასტიკი საყვედური და სამსახურიდან გათავისუფლება. ერთი დისციპლინური გადაცდომისთვის შეიძლება მასწავლებელს დაეკისროს დისციპლინური სახდელის მხოლოდ ერთი სახე.

რას ფიქრობენ მასწავლებლები ახალ რეგულაციებზე _ ამ საკითხზე „ბათუმელები“ ბათუმის საჯარო სკოლების პედაგოგებს ესაუბრა.

დალი თავართქილაძე, ბათუმის მე-17 საჯარო სკოლის პედაგოგი: „საერთოდ, ვფიქრობ, რომ მასწავლებელი გაწონასწორებული უნდა იყოს. მასწავლებელს მეტი დათმობა მოეთხოვება. ჰუმანური უნდა იყოს, თუმცა ძნელია. რთული პროფესია გვაქვს. როცა უფლებებზე ვლაპარაკობთ, მეორე მხრივ, უფლებები მასწავლებლებსაც უნდა ჰქონდეთ. მოსწავლე არ უნდა გადადიოდეს ზღვარს და არც მასწავლებელს აქვს უფლება ამ ზღვარს გადავიდეს.

ეს რეგულაციები გახდის მასწავლებელს დაუცველს, რადგან მოსწავლეს თავისი უფლებები როცა აქვს, მშობელი სხვანაირად უყურებს. შესაძლოა ას მშობელში მხოლოდ ერთი ფიქრობდეს ისე, როგორც მასწავლებელი ფიქრობს და დაადანაშაულოს თავისი შვილი. დანარჩენი ყველა შემთხვევაში გაამართლებს შვილს. დაიცავს შვილის უფლებებს და დაიწყებს ამ კანონებით ლაპარაკს. ეს ყველაფერი მასწავლებელს გარკვეულწილად შეზღუდავს. მე, პირადად, არ შემქნია ჯერ რაიმე ტიპის პრობლემები მოსწავლეებთან. თუმცა წინასწარ ვერაფერს იტყვი. სკოლა ეს ისეთი სტრუქტურაა, ყოველ წუთას შეიძლება მოხდეს რამე, რაც მეც დამაზარალებს. ნებისმიერი ჩემი კოლეგა დგას ამ საფრთხის წინაშე. ჩემს სადამრიგებლო კლასში არის ერთი რთული ბავშვი, რომელთანაც შეიძლება ვერ შეიკავო თავი და რაღაც დისციპლინარული დარღვევა მოგიხდეს. ყოველ შემთხვევისთვის ვმუშაობ საკუთარ თავთან და მასთან უკვე სხვანაირი შეფასების ხერხი გამოვნახე.

ამ სიახლეებით ძალიან გაღიზიანებულია პედაგოგების ფსიქიკა. ზოგს ძალიან უჭირს ფეხის აწყობა. მაინც ყველაფერი მიდის იქამდე, რომ მასწავლებელს არ აქვს ადეკვატური ხელფასი. მასწავლებლებს, რომელთაც მე ვიცნობ, უმრავლესობაზეა დამოკიდებული ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა. ვფიქრობ, რომ ჰქონდეთ სხვა გზა, არ იმუშავებდნენ სკოლაში. შეიძლება სკოლა დარჩეს მასწავლებლის გარეშეც კი.

ერთი მხრივ, არ მომწონს ის, რომ დაუცველი ვრჩებით, მაგრამ მეორე მხრივ, რადგან კანონია, უნდა დავემორჩილოთ. უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავთან, რომ შეცდომები არ დავუშვათ.

ნატო ჯვარშეიშვილი, ბათუმის მეათე საჯარო სკოლის პედაგოგი: „ის, რაც მასწავლებლისთვის არ არის მისაღები და დასაშვები, ადრეც ითვლებოდა გადაცდომად. არც ახლა არ იქნება. თუნდაც ელემენტალური ჩაცმის სტილს რაც შეეხება. ის, რაც მასწავლებლისთვის მიუღებელია, ახლაც მიუღებელია და არავინ ჩათვლის, რომ დიდ პრობლემასთან ექნება საქმე. მე არ ვთვლი, რომ ახალი რეგულაციების შემდეგ რაღაც ძირეული ცვლილებების გატარება მომიწევს ჩემს პედაგოგიურ მოღვაწეობაში, იმისთვის, რომ არ მომიწიოს ეს დისციპლინური სახდელი.

მაგრამ, აი, დოკუმენტაციის წარმოებასთან დაკავშირებით შეუცდომელი არავინ არ არის. გააჩნია დარღვევის რა ფაქტი იქნება”.

მარინა გაბაიძე, გეოგრაფიის მასწავლებელი: „მგონი ბევრი არაფერი შეგვიცვლია, რადგან იმ ყველაფერზე, რაზეც ახალ განკარგულებაშია საუბარი, მაინც ძალიან ფრთხილად ვმუშაობდით. ნიშნების გამოყვანა იყო ეს თუ რაც იყო. არაფერი განსაკუთრებული ახლა არ მომხდარა. არ იყო დისციპლინარული კომიტეტი, მაგრამ ჩვენ ვიცავდით დისციპლინას”.

ციალა გოგოლიშვილი, ბათუმის მე-13 საჯარო სკოლის პედაგოგი: „საახალწლო საჩუქარი გამოუვიდა სამინისტროს მასწავლებლებისთვის. კანონის ასე გამკაცრება საჯარო სკოლებში და, საერთოდ, მასწავლებლებისთვის, მიუღებლად მიმაჩნია, რადგან მასწავლებელი 99%-ით არის ეთიკურად ჩამოყალიბებული პიროვნება. რამ განაპირობა ასეთი კანონის მიღება სამინისტროს მხრიდან, ეს არის ჩემთვის საკითხავი.

მე ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელებ მუშაობას, მაგრამ ეს რეგულაცია არ მომწონს. არც სხვა მასწავლებლებს არ მოსწონთ. ყველა აღშფოთებულია. როგორ შეიძლება ასეთ პირობებში მომუშავე მასწავლებლების კიდევ შეზღუდვა. იცით როგორი ხელფასი აქვთ მასწავლებლებს? ეს რეგულაცია მასწავლებელს უკრძალავს ნორმალურ ცხოვრებას. მასწავლებელი ექცევა ჩარჩოში. დიახ, ჩარჩოა, რომლის მიღმა არაფერი აღარაა. თავისუფალი ცხოვრება მასწავლებელს აღარ აქვს. სკოლაში ისედაც რთულია მუშაობა, რომ გამოვა მერე კიდევ უნდა აკონტროლოს, ჩარჩოში უნდა მოაქციოს თავისი ცხოვრება. ეს ყოვლად დაუშვებელია.

თუ გონებას მოუხმობს მასწავლებელთა 60% მაინც, გამოსვლები უნდა იყოს ამის შესახებ. უნდა ჩაშალონ სასწავლო პროცესები და მაშინ მიხვდებიან, რომ მასწავლებელსაც აქვს უფლება, დაიცვას თავისი უფლებები.

ჩვენ განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონებს ყოველთვის ყურმოჭრილი მონებივით ვემორჩილებით. თითო-ოროლა გამოსვლა შეიძლება არის, მაგრამ ეს არაფერს ცვლის”.

განათლების მინისტრის ბრძანების მიხედვით, დისციპლინური წარმოება მასწავლებლის მიმართ იმ შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს, თუ მასწავლებლის წინააღმდეგ საჩივარი შევა დისციპლინურ კომიტეტში. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს: მოსწავლის, მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის, შესაბამის სკოლაში დასაქმებული პირის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც წარმოადგენს სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; გარდა ამისა, მოკვლევა დაიწყება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობითაც.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

საჰაერო მიმოსვლა სტამბოლი-ბათუმი მეორე დღეა შეჩერებულია

 

 

ქარის გამო დაგვიანებით ჩამოფრინდება თვითმფრინავი თბილისიდან და დაგვიანებით გაფრინდება ასევე მოსკოვის მიმართულებით.

 

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, რეისი სტამბოლი-ბათუმი ხვალ, 2 თებერვალს განახლდება. 

აფრიკაში მიტოვებული ქართველი მეზღვაურები ბათუმში ჩამოვლენ

 

 

 

ბათუმელი მეზღვაურის სულიკო ქამადაძის ინფორმაციით, სახელმწიფოსა და საზღვაო სააგენტოების ჩარევის შემდეგ გემის მფლობელმა ითხოვა მაქსიმუმ ერთი თვე, რათა ხელფასები გასცეს მეზღვაურებზე: „დაგვპირდნენ, რომ ოც დღეში აგვინაზღაურებენ ხელფასებს. რაც შეეხება მეზღვაურებს, ათ მათგანს ბილეთები გემის მფლობელმა აუღო და ჩამოვლენ. ვინაიდან გემების მთლიანად მიტოვება არ შეიძლება, დარჩენილ 10 მეზღვაურს მოგვიანებით გამოუშვებენ“.

 

აფრიკაში, განაში ოთხ ბერძნულ გემზე ხელფასისა და საკვების გარეშე დარჩენილმა ქართველმა მეზღვაურებმა დამქირავებელთან საქმის გარკვევაში დახმარება და სამშობლოში დაბრუნება ქართულ მხარეს რამდენიმე დღის წინ სთხოვა. 

 

მეზღვაურებს ბათუმში დღეს ელოდებოდნენ, თუმცა „ბათუმელების” ინფორმაციით სტამბოლი-ბათუმის ავიარეისი არ შესრულდა.

პატიმრის ახლობლები სასჯელის გადავადებას ითხოვენ

ზვიად გორაძის დასახმარებლად გამართული აქცია პროკურატურასთან | ბათუმი 01-02-2015

„C ჰეპატიტზე მკურნალობისას აღმოუჩნდა სიმსივნე; აქვს საშინელი ტკივილი და მაღალი სიცხე. თავში აქვს ექვს სანტიმეტრიანი ლიპომა, აწუხებს სხვა ქრონიკული დაავადებებიც. ჩვენ არ ვითხოვთ ზვიად გორაძის განთავისუფლებას, ჩვენ ვითხოვთ სასჯელის გადავადებას, რომ სამოქალაქო სექტორში გავუკეთოთ ოპერაცია. პატიმარმა რამდენჯერმე მიმართა პარლამენტარ ეკა ბესელიას, გადავადების კომისიასაც, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. დღეს ჩვენ მივმართავთ სახალხო დამცველს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გადავადების კომიტეტს, რომ ზვიად გორაძეს პატიმრობის მოხდა გადაუვადდეს“ – განუცხადა „ბათუმელებს“ პატიმრის ახლობელმა თამარ თვაურმა.

მისივე ინფორმაციით ზვიად გორაძე ქუთაისის #2 საპყრობილედან (სადაც ის იხდის სასჯელს) გუშინ გადაიყვანეს თბილისში, სასჯელაღსრულების მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში.

პატიმრის დედა რუსუდან გორაძე აქციაზე პროკურატურასთან | ბათუმი 01-02-2015

პატიმრის დედა რუსუდან გორაძე: „ცხვირიდან სისხლდენა აქვს. 6 იანვარს ვნახე, მძიმედ იყო. ახლაც დამირეკა და მითხრა, რომ ორის ნაცვლად სამ გამაყუჩებელს ვიკეთებ და არ მშველისო“.

40 წლის ზვიად გორაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2010 წლის აპრილში 1,99 გრამი „ჰეროინის“ აღმოჩენის გამო დააკავეს. მას ცხრა წელი და ცხრა თვე მიუსაჯეს. როგორც პატიმრის დედა ამბობს, ზვიად გორაძემ ოთხი წელი და ათი თვე უკვე მოიხადა.

ტრეფიკინგში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

 

 

 

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ნ. აბდულლაევამ 2013 წლის აპრილში, მაღალანაზღაურებად  სამსახურში დასაქმების დაპირებით, ყირგიზეთიდან ქ. ბათუმში ჩამოიყვანა არასრულწლოვანი უ.ა, რომელსაც ჩამოართვა პასპორტი,  შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით და ძალადობით ახორციელებდა დაზარალებულის სექსუალურ ექსპლუატაციას. 

2015 წლის 31 იანვარს  ბათუმის საქალაქო სასამართლომ  არასრულწლოვანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ნასიბახონ აბდულლაევა დამნაშავედ ცნო და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის  „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ განუსაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სასაჩუქრე პაკეტი ბათუმის უნივერსიტეტისგან

 

 

 

უნივერსიტეტი ამჯერდ 3 500 კალმის, 3 000 სამაჯურის, 500 ჭიქისა და 3 000 პარკის შეძენას აპირებს.

 

კალამი უნდა იყოს პოლიგრაფიული გაფორმებით (სატენდერო განაცხადზე თანდართული ესკიზის მიხედვით), პლასტმასის ლურჯი კორპუსით (კალმის სამაგრი და კნოპი მეტალის), ავტომატური, მაღალი ხარისხის, ტამპონური ბეჭდვა ერთ ფერში, შემდეგი ინფორმაციის დატანებით: ,,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ – 80, ,,Batumi Shota Rustaveli State University” – 80, ,,www. bsu.edu.ge,” უნივერსიტეტის ლოგოთი.

 

სამაჯურებიც უნდა იყოს პოლიგრაფიული გაფორმებით, ლურჯი ფერის, რეზინის, გრავირებული (ჩაზნექილი) წარწერით – ,,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ – 80. თეთრი ფერის წარწერა.

 

ჭიქა უნდა იყოს კერამიკის, უნივერსიტეტის ლოგოთი, სახელურით, სუბლიმაციური ნახატით, თეთრი ფერის. გამოსახული უნდა იყოს უნივერსიტეტის ლოგო (ოთხ ფერში) ორივე მხარეს და წარწერა – 80. ჭიქის მოცულობა – 350 მლ.

 

რაც შეეხება პარკებს, უნდა იყოს თეთრი ფერის, პოლიეთილენის, ორმხრივი ფერადი ბეჭდვით, ზომა – 34/26/7სმ. მაღალხარისხიანი. გამოსახული უნდა იყოს უნივერსიტეტის ლოგო (ოთხ ფერში), ვებგვერდის მისამართი – ,,www. bsu.edu.ge” და წარწერა – 80 ორივე მხარეს.

 

წინადადებების მიღება 2 თებერვალს დაიწყება და 4 თებერვალს დასრულდება. გამარჯვებულმა ტენდერით გათვალისწინებული პროდუქცია უნდა დაამზადოს მის მიერ წარდგენილი დიზაინის საფუძველზე და უნივერსიტეტთან შეთანხმებით,  უნივერსიტეტს კი, ხელშეკრულების დადებიდან 24 თებერვლამდე უნდა მიაწოდოს.

უნივერსიტეტის მიერ შესაძენი კალმის ესკიზი

 

ალტერნატიული საგადასახადო აუდიტის ჩატარება შეწყდა

 

„საგადასახადო სამსახური ვერ აუდიოდა ათასობით საწარმოს შემოწმებას, ამიტომ შემოიღო ე.წ. ალტერნატიული აუდიტი. ამ მექანიზმით, მართალია, მთლიანობაში უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც იმატა შემოსავლებმა ბიუჯეტში, თან ამაში სახელმწიფო არაფერს ხარჯავდა და ეს იყო ერთგვარად დადებითი მხარე“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ საქართველოს აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენელმა თემურ ფარცხალაძემ.

 

მისივე თქმით, კერძო აუდიტორები, რომლებიც ალტერნატიულ საგადასახადო შემოწმებას ატარებდნენ, მეტ-ნაკლებად დამოკიდებულნი იყვნენ შემოსავლების სამსახურზე, თუმცა, მათ მიმართ საგადასახადოდან მაინც იყო შენიშვნები, რომ ისინი ლმობიერები იყვნენ გადამხდელების მიმართ.

 

თემურ ფარცხალაძის თქმით, „ბევრი აუდიტორული კომპანია დაფუძნდა, რომელთა თანამშრომლების ნაწილი ისევ საგადასახადოსგან იყო გამოსული და ეს კომპანიები პირდაპირ მიბმულნი იყვნენ ამ უწყებაზე და ასეთი აუდიტის ჩატარებზე. ამიტომ, ამ კუთხით თუ შევხედავთ, ერთგვარად კარგიც კია, რომ ალტერნატიული აუდიტი გაუქმდა“.

 

აუდიტორული მომსხურების სრული პაკეტი მოიცავდა საინიციატივო, სავალდებულო, საგადასახადო, ფინანსური ანგარიშგებისა და ალტერნატიულ აუდიტს. ალტერნატიული აუდიტი 2011 წლიდან მოქმედებდა.

 

თუ კომპნიის საგადასახადო შემოწმება გათვალისწინებული იყო ალტერნატიული აუდიტის ფარგლებში, გადამხდელს უფლება ქონდა თავად აერჩია შემმოწმებელი: საგადასახადო ორგანო ან დამოუკიდებელი აუდიტორი (აუდიტორული კომპანია).
ალტერნატიული აუდიტის ჩატარების მიზნით აუდიტორები პირობითად დაყოფილი იყო სამ კატეგორიად: A,  B და C.

 

იურიდიული პირის წლიური ბრუნვა თუ არ აღემატებოდა 300 000 ლარს, მას უფლება ჰქონდა აერჩია C კატეგორიის აუდიტორი; თუ წლიური ბრუნვა არ აღემატებოდა 3 მილიონ ლარს, მაშინ – B კატეგორიის აუდიტორი; ხოლო თუ წლიური ბრუნვა აღემატებოდა 3 მილიონ ლარს, გადამხდელს უფლება ჰქონდა აერჩია მხოლოდ A კატეგორიის აუდიტორი. მომსახურების ღირებულება კი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრებოდა.

 

ქვეყანში “ალტერნატიული აუდიტი”-ს განმახორციელებელ პირთა სიაში 70-მდე  A და B კატეგორიის, ხოლო 300-მდე C კატეგორიის აუდიტორი ირიცხებოდა (აჭარაში C კტეგორიის 11 აუდიტორი იყო). ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან დაწყებული ალტერნატიული აუდიტი დაასრულონ მთთვის ადრე არსებული კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

იყო მოსაზრება, რომ ალტერნატიული აუდიტი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ შეწყვეტის მიზეზი ალტერნატიული აუდიტის პროექტის დახურვაა.

 

„კონკრეტულად ვერ გეტყვით რა მოთხოვნებია ასოცირების ხელშეკრულებში ამ კუთხით, მაგრამ ნამდვილდ ვიცი, რომ ასეთი უდიტის პრაქტიკა ბევრ, მთ შორის ევროპის ქვეყნებშიცაა. ამიტომ, ალტერნატიული აუდიტის გაუქმება   ხელისუფლების, ასე ვთქვათ, ახირება უფრო მგონია“ – აღნიშნა თემურ ფარცხალაძემ.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია გერმანიაში იმყოფება

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის, სასამართლოების უახლესი, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ვიზიტის ორგანიზატორია საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდი (IRZ)

დელეგაცია გერმანიაში ხვალამდე დარჩება.

აჭარის მთავრობის კომენტარი მედეა ვასაძის განცხადებაზე

 

 

 

„ჩემი ინფორმაციით, დელეგაციაში [სტრასბურგში წამსვლელთა] 70-80-მდე ადამიანი შედიოდა. დაპატიჟებული იყო ყველა გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარეები. ასევე, მთავრობაში შემავალი უწყების ხელმძღვანელები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფო ცეკვის ანსამბლი. რაც შეეხება, აჭარის მთავრობის აპარატს, დელეგაციაში ორი ადამიანი მოიაზრებოდა, მათ შორის იყო მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე“, – აცხადებს „ბათუმელებთან“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნათია სირაბიძე.

 

როგორც უმაღლესი საბჭოს წევრები ამბობენ, სტრასბურგში ამ შემადგენლობით აჭარიდან დელეგაციის წასვლას, აჭარის მთავრობაში არ დაეთანხმნენ. სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია მედეა ვასაძის უკმაყოფილება.

 

„ზუსტად არ ვიცი დეტალები, მაგრამ ალბათ იმაზეა მოლაპარაკება, რომ ეს ვიზიტი ძალიან ხარჯიანი არ აღმოჩნდეს“, – ამბობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოში აკაკი ძნელაძე. ის  სტრასბურგში აჭარის დღეებზე წასვლას არ აპირებს.  

 

რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს დავით ბაციკაძეს, ის ამბობს: „მედეა ვასაძეს უნდოდა, რომ აჭარის დელეგაციის ვიზიტი უფრო პომპეზური ყოფილიყო, ავთანდილ ბერიძე კი არაპომპეზურობის მომხრეა. ალბათ, ამაზეა მედეა გაბრაზებული“.  

 

მედეა ვასაძემ აჭარის დღეებთან დაკავშირებულ ვიზიტზე თავისი მოსაზრება სოციალური ქსელით გაავრცელა. ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ავთანდილ ბერიძეს სტრასბურგში რეგიონის წარმოჩენის მიზნით დაგეგმილი ღონისძიების „ ჩაშლაში“ ადანაშაულებდა. „ვწუხვარ, რომ კიდევ ერთხელ ვერ შეძელით პოზიციის დაცვა“, – ასე მიმართა ავთანდილ ბერიძეს მედეა ვასაძემ.

   

მედეა ვასაძემ ავთანდილ ბერიძისადმი მიმართვის ტექსტში ერთგან წერს: „გამომდინარე აღნიშნულიდან, გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ უარს ვამბობ ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე, ვიხსნი ყოველგვარ პასუხისმგბლობას ორგანიზაციულ საკითხებზე და იმიტომ, რომ ერთის მხრივ, არცერთი ნაბიჯი, ამ საკითხთან მიმართებაში, თქვენთან შეუთანხმებლად არ გადმიდგამს, ხოლო, მეორეს მხრივ, ყველაფერი ეს, გასული წლის 10 დეკემბრიდან, წერილობით იყო ცნობილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარისათვის, ორთავე თქვენთაგანს უპირველესად, მოგიწოდებთ, რეგიონში (და არა მარტო რეგიონში) მოღვაწე იმ ფრიად საპატივემულო ადამიანებისათვის ბოდიშის მოხდაზე, რომლებმაც უკვე გამოხატეს ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მზადყოფნა და ჩაატარეს გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები“.

 

მედეა ვასაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების შემდეგ, არც მას და არც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავთანდილ ბერიძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, სტრასბურგში ვიზიტისთვის, რომლის ორგანიზებასაც მედეა ვასაძე თავის გუნდთან ერთად ეწეოდა, დაახლოებით 500 ათასი ლარი უნდა დახარჯულიყო.

 

7- წლამდელთა აჭარის ჩემპიონატი ჭადრაკში

 

აჭარის პირველობა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით, შვიდ ტურად ჩატარდება.

თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან კოეფიციენტის შემდეგი სისტემით:

1 . პროგრესი (თავისი რეიტინგი);

2 . ბუჰგოლცი.

 

აუცილებლობის შემთხვევაში დაინიშნება დამატებითი პარტიები.

გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან.

 

ტურნირის ორგანიზატორები არიან აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი და აჭარის ჭადრაკის ფედერაცია.

ბათუმში მამაკაცმა თავის დაწვა სცადა

 

 გამოძახების ფაქტს ადასტურებენ ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურში: „ბრიგადა გავიდა, მაგრამ ჯერ არ დაბრუნებულან“, – უთხრეს „ბათუმელებს“.

 

 

სასწრაფო დახმარების ექიმის თენგიზ ძირკვაძის ინფორმაციით, მამაკაცს დამწვრობა მთელ სხეულზე აქვს მიღებული:

 

 

„როცა მივედი, ბალახზე იწვა. სახე, ტანი, ფეხები მთლიანად დამწვარი აქვს, სხეულის დაახლოებით 80  პროცენტი. მამაკაცი რეფერალურ საავადმყოფოში გადავიყვანეთ“. 

 

 

ექიმის თქმით, მამაკაცის ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის: „დაახლოებით 45 წლის იქნება. თავის დაწვის მიზეზი არ ვიცით, რადგან მამაკაცს საუბარი არ შეუძლია“.

 

აქვს თუ არა ადგილი თანამშრომლის დისკრიმინაციას ბათუმის უნივერსიტეტში

 

 

 

 

 

„მეგონა, რომ მოახლოებულ არჩევნებზე მხარდასაჭერად დამიბარა (იცით, რომ რექტორის მოვალეობას ასრულებს), მაგრამ შევცდი. აღმოჩნდა, რომ ჩემს შვილზე სასაუბროდ მიბარებდა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ რესპონდენტი, რომლის შვილიც, ისევე როგორც თავად, ბათუმის უნივერსიტეტში მუშაობს.

 

 

მამის დაბარებიდან მალევე, მომდევნო დღეებში, ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი ბარამიძესთან საკუთარი ამბის გასაგებად კახა (პირობითი სახელი) მივიდა.

 

 

კახა: „მე ჩემი ინიციატივით მივედი, მას არ დავუბარებივარ. მივედი და ვუთხარი, გავიგე მამაჩემს შეხვედრიხართ, ჩემ თემაზე გისაუბრიათ და მე მითხარით, რაც გაინტერესებთ-მეთქი… როგორც ჩანს, მამაჩემის განაწყენების ამბავი მის ყურამდეც იყო მისული, ჩემს დასაც კომენტარი დაედო ფეისბუქზე იმის შესახებ, რაზეც რექტორი მამას ესაუბარა. მითხრა – რატომ ატეხეთ ამხელა ამბავი, მე სხვაგან უნდა გადამეყვანეო. მე ვფიქრობ, ეს რეალური რომ ყოფილიყო, მე დამირეკავდა და არა მამაჩემს. ან სად უნდა გადავეყვანე, ეს ხომ მაინც უნდა სცოდნოდა. მე მიმაჩნია, რომ ეს იყო მისი ტაქტი. სიმართლე გითხრათ, მე არ მინდა ბარამიძეს ხელი დავადო გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ისიც თანამშრომლების ზეწოლის ქვეშ მოექცა. ვიღაც სხვა თანამშრომლებმა შეაწუხეს ჩემ გაშვებაზე, ამან კი ჩემი დაცვა ვერ მოახერხა. სულ ეს იყო“.

 

 

კახა ამბობს, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან საუბრამდეც გრძნობდა თავის კოლეგებთან უხერხულობას:

 

 

„როგორც მამაჩემისგან გავიგე და თანამშრომლებისგანაც მიგრძვნია, ჩემი ეპილეფსიური შეტევები იყო მათი უხერხულობის მომენტი. თორემ სხვა რამეში ვერ დამდებდნენ ბრალს – რასაც ისინი მავალებდნენ, ყოველთვის დროულად და წარმატებით ვაკეთებდი და არავისთვის ზედმეტი არ მიკადრებია, არავინ გამინაწყენებია უნივერსიტეტში.

 

 

იმ თანამშრომლებთან, ვინც ჩემი შეტევებით არ შემიწუხებია, ანუ ჩემთან ერთად კაბინეტში არ სხედან, ყველასთან მქონდა ძალიან მეგობრული ურთიერთობა. ვისთანაც კაბინეტში ვიყავი და გულითადად ვცდილობდი დამეგობრებას, ვაღიარებ, მე ეს ვერ მოვახერხე. რამდენჯერმე ვცადე დალაპარაკება, მაგრამ ისინი პასუხს მოკლედ მცემდნენ და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ისინი მუშაობდნენ და მე ხელს ვუშლიდი ჩემი შეკითხვებით. ამიტომ ვჩუმდებოდი ხოლმე. შესვენების დროს ან თავისუფალ დღეებში ქუჩაში თუ შემხვდებოდა კოლეგა, ვპატიჟებდი, მაგრამ მან არ მიიღო ეს ჩემი მეგობრობა“.

 

 რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან კახას შეხვედრა საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ ის სამსახურს ჯერჯერობით ინარჩუნებს. „მე არ ვაპირებ განცხადების დაწერას სამუშაოდან წასვლის თაობაზე და თუ თვითონ დაწერს გათავისუფლების ბრძანებას, წავალ, აბა რას ვიზამ“, – ამობს კახა.

 

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ბარამიძე „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში უარყოფს თანამშრომლის  დისკრიმინაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. იგი ამბობს, რომ კახას სამსახურიდან გათავისუფლებას არ აპირებს, თუმცა შესაძლებელია სხვა სამსახურში გადაიყვანოს:

  

 

„სამსახურიდან დათხოვილი არ არის. გაშვებას ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ გადაყვანა, თუ საჭირო დარჩება, შეთანხმდება მასთან“.  

 

 

ირაკლი ბარამიძე არ აკონკრეტებს თანამშრომლის სხვა სამსახურში გადაყვანის მიზეზს:

 

 

„ეგ არ არის ჩემი პრეროგატივა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პრეროგატივაა. არ ხდება ამ ადამიანის დისკრიმინაცია, შიდა სტრუქტურული გადაადგილებები ყოველთვის ხდება ხოლმე, ისე რომ გათვალისწინებული იქნას თანამშრომლის ინტერესი. თუ უარზე იქნება, იმ პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას, სადაც არის. თუმცა, ვფიქრობთ, რომ მისი შესაძლებლობები სხვაგანაც მოსინჯოს“.

 

 

„არა პანორამას“ – აქცია ბათუმშიც გაიმართა

აქცია – არა პანორამას

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ქალაქებში სივრცეების დაგეგმარება  მოსახლეობის, საზოგადოების აზრის გათვალისწინებით უნდა მიმდინარეობდეს და მათი თანამონაწილეობით უნდა იყოს გადაწყვეტილებები მიღებული:

„ჩვენ ვუჭერთ მხარს თბილისში მიმდინარე აქციას, რადგან „არა პანორამა“ ეკუთვნის არა მარტო თბილისს, არამედ მთელი საქართველოს ქალაქებს, რადგან ვხედავთ, თუ როგორ ქაოტურად მიმდინარეობს ქალაქებში სივრცეების დაგეგმარება და აუცილებელია, ისეთი დიდი პროექტები, როგორიცაა „პანორამა“ თბილისში და, ზოგადად, დიდი საინვესტიციო პოლიტიკა, საზოგადოების აზრის გათვალისწინებით მიმდინარეობდეს“,- აცხადებს საინიციატივო ჯგუფი „გადავარჩინოთ რვაფეხა“-ს წარმომადგენელი  ნათია აფხაზავა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული საბჭოს წევრის, ნინო ინაიშვილის განცხადებით, მთავრობის პოლიტიკა აჩვენებს იმას, რომ ქვეყანაში ძეგლთა დაცვის სისტემა არ მუშაობს:

„ჩვენ დღეს ვაპროტესტებთ „პანორამას“ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ მისი აშენება, რადგან ეს იქნება დამღუპველი ძველი თბილისისთვის. „პანორამა“ გაანადგურებს მის ღირებულებას. უნდა გავაგებინოთ მთავრობას, რომ კულტურული მემკვიდრეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება, ჩვენი იდენტობის გამომხატველია და ძალიან ფასეული“.

ნინო ინაიშვილის აზრით, არასწორი კულტურული პოლიტიკა ტარდება ბათუმში არსებულ კულტურული მნიშვნელობის ძეგლებთან დაკავშირებითაც:

„რვაფეხა“-სთან დაკავშირებითაც  არ მიიღეს დროულად გადაწყვეტილება, არც ბარათაშვილის 24-ში მდებარე სახლს მიანიჭეს ძეგლის სტატუსი, ბათუმის შუქურას კი უკანონოდ მიაშენეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ძეგლთა დაცვის სისტემა არ მუშაობს. ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო არ ასრულებს თავის უმთავრეს ფუნქციას და პასუხისმგებლობას, რომელიც აქვს ნაკისრი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის წინაშე. რადგან ინსტიტუცია არ მუშაობს, ჩვენ, საზოგადოებამ უნდა დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობა“.

ნინო ინაიშვილის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს: „მათი პარტიული კუთვნილებისა თუ სხვა ინტერესების მიუხედავად. მათ შორის, უნდა გამოვიდნენ მწერლები და პოეტები, სწორედ მათ უნდა ჰქონდეთ ყველაზე მეტი მგრძნობელობა ეროვნული ფასეულობების მიმართ“.

ჩანჩხალოს მოსახლეობის აქცია მთავრობის სახლთან

საპროტესტო აქცია მთავრობის სახლთან

„გეოლოგიური დასკვნები გააკეთეს, მაგრამ ამ დასკვნებმა რეალურად არაფერი აჩვენა, რადგან დასკვნა ვიზუალური დათვალიერების შედეგად დაიდო. ვინაიდან აფეთქებების შემდეგ სახლები უფრო მეტად დაიბზარა და მიწაც სულ დახეთქილია, ჩვენ გეოფიზიკური დასკვნის მომზადება მოვითხოვეთ, რომელიც დღემდე არ გაკეთებულა“ _ განაცხადა სოფლის მცხოვრებმა ბადრი მახარაძემ.

სოფელ ჩანჩხალოში მისასვლელი გზა უკვე ერთი კვირა გადაკეტილია, რის გამოც შეჩერებულია გვირაბის სამშენებლო სამუშაოები. ამის მიუხედავად, არც კომპანიის  და არც ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლის მცხოვრებლებს არ შეხვედრიან.

„ჩვენ მოვითხოვთ, ან გადაგვიხადოს კომპანიამ კომპენსაცია, რომ სხვაგან შევძლოთ საცხოვრებლის შეძენა, ან ხელისუფლებამ უზრუნველყოს ჩვენი უსაფრთხო ადგილზე განსახლება“- ამბობენ აქციის მონაწილეები.

„არა პანორამას“ მხარდამჭერი აქცია ბათუმში

 

აქციის ორგანიზატორი საინიციატივო ჯგუფი „გადავარჩინოთ რვაფეხა“, საზოგადოება „ბათომი“ და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტია.

 

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ამ პროტესტით ისინი უერთდებიან  „არა პანორამას“ აქციას, რომელიც დღეს თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება. 

 

სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა იწყება

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში და  შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გაიწვევენ 18-დან 27 წლამდე ასაკისის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების უფლება.

საქართველოში მცხოვრები 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში,  რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი  ადგილის მიხედვით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 10 თებერვლამდე მუნიციპალიტეტის გამწვევი კომისიისათვის, ხოლო თბილისის რაიონში – თბილისის რაიონის გამწვევი კომისიისათვის უნდა განსაზღვროს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის.

მოქალაქეთა მიერ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდება გაწვევის მთლიან პერიოდში, გამწვევი კომისიის მიერ, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია ადგილებზე აღმოუჩინოს დახმარება მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კი, კოორდინაცია უნდა გაუწიოს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს.

ლევან ხომერიკი: „კახას ვერ მოვთხოვთ გლობალურ შედეგს”

 

ლევან ხომერიკი – ბათუმის ”დინამოს” მთავარი მწვრთნელი

 


 
„ჩვენ, მთელი საფეხბურთო სამყარო ვზივართ ერთ ნავში, სადაც სისტემური პრობლემებია. ეს უნდა ვაღიაროთ და არ შეგვეშინდეს ამის თქმა. ყველა პრობლემას რაღაცა ეშველება, ოღონდ სწორად უნდა დავსვათ დიაგნოზი, რომ სწორად დავიწყოთ მისი მკურნალობა. დღეს საქართველოში რეალურად არის საფეხბურთო კრიზისი, არ არის რესურსი, ფინანსები, არ არის სისტემა – ეს ყველაფერი მიბმულია ერთმანეთთან. საბოლოო ჯამში ყველაზე მტკივნეული არის ეროვნული ნაკრები, სადაც ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ. კახას დღეს ვერ მოვთხოვთ გლობალურ შედეგებს. ჩვენ, როგორც კოლეგებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეროვნულმა ნაკრებმა თავისი მაქსიმუმი წარმოაჩინოს. მწვრთნელებმა  უნდა ვიმუშაოთ, რომ ფეხბურთელები კარგად მოვამზადოთ ფიზიკურად, ტაქტიკურად, ფსიქოლოგიურად და ეროვნულ ნაკრებს ჰქონდეს საუკეთესო ფეხბურთელების არჩევანის საშუალება“ – განაცხადა ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელმა.

 

აქვე გეტყვით, რომ ბათუმის „დინამო“ დღეს თურქეთის ქალაქ ანტალიაში ორკვირიან შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც ანკარის, უნგრეთის, სერბეთის, რუმინეთის უმაღლეს ლიგის გუნდებთან ოთხ სპარინშეხვედრას გამართავს.


„კიდევ უფრო კარგად მოვემზადებით, მობილიზებული ჩამოვალთ იქიდან და შევუდგებით მეორე წრეს, სადაც გაცილებით რთული თამაშები იქნება, რადგან საპრიზო ადგილების მოსაპოვებლად გუნდები უფრო მოტივირებულები იქნებიან“ – დასძენს ლევან ხომერიკი.


ბათუმური კლუბი საქართველოს უმაღლეს ლიგაში, მეორე წრეში პირველ თამაშს 24 თებერვალს ქობულეთში, რუსთავის „მეტალურგთან“ გამართავს.

მედეა ვასაძე ავთანდილ ბერიძეს: „ვწუხვარ, რომ კიდევ ერთხელ ვერ შეძელით პოზიციის დაცვა“

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს
ბატონ ავთანდილ ბერიძეს
ბატონო ავთანდილ,

ჩვენს შორის შემდგარი საუბრის შემდეგ, რომელიც უკავშირდება სტრასბურგში, 2015 წლის 24-26 მარტს, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარდგენის ფორმატს და სხვა საკითხებს, მიმაჩნია მიუღებლად, მით უფრო, იმ ეტაპზე, როცა მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია.

მიმაჩნია, რომ თუ კი საკითხისადმი უკვე გამჟღავნებულ მიდგომებში არ დევს რეგიონის მიმართ განსახორციელებელი პოლიტიკის ნაწილი, მაშინ ამ ღონისძიების „ჩაშლაში“ (რადგან ამას სხვას ვერაფერს ვუწოდებთ) დევს ჩემდამი სუბიექტური დამოკიდებულება.  მე, მთელი ჩემი პოლიტიკური, მოქალაქეობრივი და პიროვნული თვითშეგნებით არ დავუშვებ ამ დამოკიდებულების რეგიონის ინტერესებზე გადასვლას და მით უფრო ასახვას. გამომდინარე აღნიშნულიდან, გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ უარს ვამბობ ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე, ვიხსნი ყოველგვარ პასუხისმგბლობას ორგანიზაციულ საკითხებზე და იმიტომ, რომ ერთის მხრივ, არცერთი ნაბიჯი, ამ საკითხთან მიმართებაში, თქვენთან შეუთანხმებლად არ გადმიდგამს, ხოლო, მეორეს მხრივ, ყველაფერი ეს, გასული წლის 10 დეკემბრიდან, წერილობით იყო ცნობილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარისათვის, ორთავე თქვენთაგანს უპირველესად, მოგიწოდებთ, რეგიონში (და არა მარტო რეგიონში) მოღვაწე იმ ფრიად საპატივემულო ადამიანებისათვის ბოდიშის მოხდაზე, რომლებმაც უკვე გამოხატეს ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მზადყოფნა და ჩაატარეს გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები.

იმის გამო, რომ ჩემი ეს პოზიცია გაგებული იქნას მართებულად, არ შემიძლია არ აღვნიშნო ის არგუმენტები, რომლებიც თქვენგან მოვისმინე, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოზიცია და მდგომარეობს იმაში, რომ ღონისძიება არ უნდა იყოს მასშტაბური. აღნიშნული, არ გახლავთ მართებული იმდენად, რამდენადაც ღონისძიების მიზანი, თავიდანვე, გახლდათ მისი ეფექტურობა, ანუ მასშტაბურობა, რომელიც შეიძლება, რომ საჭიროებდეს პომპეზურობასაც კი. სხვა შემთხვევაში ის, რასაც თქვენ მთავაზობთ, შინაარსობრივად და მიზნობრივად არის „განწირული“ და მასზე გახარჯული თანხები იქნება „წყალში გადაყრილი“, რომელიც, ვფიქრობ, რომ თქვენ ჩემზე უკეთ გესმით. ისევე, როგორც გესმით ის, რომ ღონისძიებაში აკადემიური და ბიზნეს წრეების, მედისაა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხარჯზე მონაწილეთა რაოდენობის შემცირებაც (რომლებიც თვითდაფინანსებით ხორციელდებოდა) არ გახლავთ მართებული, რადგან აღნიშნული წრეების, ამ ღონისძიებაში, ჩართულობას აქვს თავისი დანიშნულება, მიზანშეწონილობა და გარკვეული ხიბლიც კი. რაც შეეხება მეორე არგუმენტს, კერძოდ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, ამ ღონისძიების მიზანშეუწონლობას, მე ვწუხვარ ამ მოვლენების გამო, მაგრამ ასეთს ვერ აღვიქვამ ჩემი ქვეყნისა და რეგიონის განვითარების შემაფერხებელ გარემოებად, მით უფრო, რომ ჩვენი წინადადება მიღებული იქნა კონგრესის ბიუროს სხდომაზე.

ამიტომ, მიმაჩნია (თუ ჩემს პიროვნულ ფაქტორს გამოვრიცხავ), რომ ეს არის საბაბი და არა მიზეზი და აღიქმება რეგიონის ევროპასთან ინტეგრაციის მცდელობის (არამცთუ დაბლოკვად) არამედ ხელყოფად და იმათთვის, ვინც ამ ტერმინს გამიხდის სადაოდ, მთელი ორი წლის განმავლობაში აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მივლინებების მიზნობრიობაზე და ხარჯებზე ანალიზით, შევქმნი მტკიცებულებებს, რომ ყველა ერთად აღებული ამ მივლინების შინაარსი, შედეგი და დანახარჯი არ გახლავთ ამ ღონისძიების საპირწონე.
ვწუხვარ, რომ თქვენ კიდევ ერთხელ ვერ შეძელით პოზიციის დაცვა.

პატივისცემით,
აჭარის ა.რ. უმაღლესი
საბჭოს წევრი მედეა ვასაძე

შსს-მ ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

 

 

 

დღეს, ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის მიერ 2015 წლის 6 იანვრიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, 1979 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰაკან ჯაკირია.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ჰაკან ჯაკირს ბრალად ედება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 148/1, 53/1-ა, 53/1-ც, 53/2, 53/1-ბ, 63, 53/1-დ, 53/1-ე, 53/3 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ძარცვას და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაქცევას გულისხმობს.

 

ჰაკან ჯაკირმა 2001 წლის 21 ივლისს თურქეთში საქართველოს მოქალაქეს ძალის გამოყენებით ხელჩანთა წაართვა და ფული გამოსძალა. აღნიშნული დანაშაულისთვის ჰაკან ჯაკირი თურქეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოათავსეს, საიდანაც 2014 წლის 25 ივლისს გაქცევა მოახერხა.

ამჟამად ჰაკან ჯაკირი დაკავებულია და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ყველაფერი ექვემდებარება კრიტიკას

 

 

 

 

ია, როგორ ფიქრობთ, ქართულმა საზოგადოებამ რამდენად სწორად გაიგო – „მე ვარ შარლის“ კონტექსტი?

 

მთელი საზოგადოების აზრის შეფასება ძნელია, თუმცა იყო საზოგადოების ნაწილი, რომელიც მზად იყო შეერთებოდა ამ გზავნილს. „მე ვარ შარლი“ ნიშნავდა სოლიდარობის გამოცხადებას იმ პრინციპების მიმართ, რასაც ჰქვია გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის სიცოცხლე, როგორც უმაღლეს გამოხატულება და ევროპული ფასეულობები. ცხადია, შეიძლება ყველა სხვადასხვანაირად ხსნიდა ამ გზავნილს, მაგრამ საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ჰქონდა მზაობა, რომ ეთქვა „მე ვარ შარლი“, დაახლოებით ერთსა და იმავე აზრს სდებდა ამ გზავნილში.

 

თუმცა, იყო მეორე კატეგორიაც, რომელიც ამბობდა, რომ თუ შენ ხარ შარლი, ესე იგი შენ მომხრე ხარ სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის…

 

 ამ კატეგორიამდე იყო კიდევ ერთი კატეგორია, რომელიც ამბობდა, რომ მე ვეწინააღმდეგები და ვემიჯნები ტერორისტულ აქტს, მაგრამ მე ვარ მე. საკუთარ იდენტობას აყენებდა უფრო წინ, ვიდრე იმ პრინციპების ერთგულებას, რის გამო ითქვა „მე ვარ შარლი“. ამ ადამიანებისაც მესმის, მაგრამ ვინც ამბობდა – „მე ვარ შარლი“, არც ისინი ამბობდნენ საკუთარ იდენტობაზე უარს. უბრალოდ, სოლიდარობას უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევდა იმ კონკრეტული მომენტისთვის, ვიდრე საკუთარი იდენტობის ხაზგასმა. იყო იმ ადამიანების წრეც, რომლებსაც საერთოდ არ ესმოდათ ეს მესიჯი. ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომლის დიდი ნაწილი არის ტრადიციული ცნობიერების მატარებელი და ასეთი ცნობიერების მატარებელი ადამიანისათვის ვინმეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გაცილებით მეტად გასაგებია, ვიდრე დემოკრატიული ღირებულებები.

 

 ია, თქვენ როგორც მოქალაქეს, როგორ გესმით გამოთქმა – „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“, რამდენად კარგად ესმით ადამიანებს ამ სიტყვების მნიშვნელობა?

 

 ევროპული ფასეულობების მთავარი ღერძი არის ის, რომ კამათი და კრიტიკა შეიძლება ყველაფერზე, რისი შეცვლაც შესაძლებელია. რელიგია არის ერთგვარი პლატფორმა, რომელიც სხვადასხვაა მსოფლიოს მასშტაბით. არსებობს ქრისტიანობის სხვადასხვა პლატფორმა და სრულიად განსხვავებული რელიგიებიც, ამიტომ, ევროპული ფასეულობების სისტემა ამბობს, რომ ის, რაც ბევრია და რაც შეიძლება ადამიანმა თავისი ცნობიერებით აბსოლუტურად გაცნობიერებული არჩევანით აირჩიოს, ამ ყველაფერზე კამათი შეიძლება. ევროპული ფასეულობების წიაღში, რელიგიაც არის ერთ-ერთი ასეთი საკითხი, რაზეც კამათი, შარჟი და დისკუსია შესაძლებელია. ადამიანები აკრიტიკებენ არა თვითონ აღმსარებლობას, არამედ მის ინტერპრეტაციებს. საქართველოშიც აკრიტიკებენ საპატრიარქოს და არა, ვთქვათ, ათ მცნებას ან სხვა ფუნდამენტურ საკითხებს. ეს იყო საფრანგეთის შემთხვევაშიც. თუ ადამიანს აკრიტიკებ კანის ფერის გამო, რისი შეცვლაც შეუძლებელია, ევროპაში ეს მიიჩნევა დიდ ბარბაროსობად და დაშვებული არ არის. მაგრამ თუ შენ აკრიტიკებ იმას, რისი შეცვლაც შესაძლებელია, ეს ნორმალურია. მყავს მეგობრები, რომლებიც ბავშვობაში მართლმადიდებლად მონათლეს, მაგრამ როცა გაიზარდნენ და რაღაც მეტი დაინახეს კათოლიციზმში, მრწამსი შეიცვალეს. ანუ მათთვის, აბსოლუტურად მისაღები იყო კრიტიკა, რაღაც პლატფორმის, რაღაც აღმსარებლობის, რის გამოც შემდეგ შეიცვალეს თავიანთი შეხედულებები. ევროპული ფასეულობები დგას ამაზე – თუ ადამიანს შეუძლია გააკეთოს არჩევანი, ყველაფერი ექვემდებარება კრიტიკას. პარიზის ტრაგედიის შემდეგ, ევროპულ სივრცეში სწორედ ამაზე გაჩნდა კითხვა, ჩვენ ხომ კონსესუსი გვქონდა, ჩვენ ხომ შეთანხმებული ვართ, რომ ის, რაც არის იდეოლოგიური საფუძვლის მქონე, ყველაფრის კრიტიკა შეიძლება. ახლა მივედით იქამდე, რომ რაღაცის კრიტიკა არ შეიძლება? კონსესუსი, რომელზეც დიდი ხნის წინ ჩამოვყალიბდით, ირღვევა? მთავარ ევროპულ ფასეულობებს რაღაც ხინჯი აქვს?

 

 ანუ საქართველოშიც წინააღმდეგობაში აღმოვჩნდით ევროპულ ფასეულობებთან?

 

 რა თქმა უნდა. ევროპის პერიფერიაზე რომ გაჩნდა ასეთი აზრები, ბუნებრივი იყო, რადგან ჩვენთან ტრადიციული საზოგადოება ძლიერია, მაგრამ თუ ევროპის წიაღშიც გაჩნდებოდა პოზიცია, რომ „მე კი ვგმობ ტერაქტს, მაგრამ“ არ შეიძლება რაღაცის კრიტიკა, ეს უკვე ნიშნავდა, რომ ევროპას გულის გულშიც გაუჩნდება ბზარები, რაც დიდი ამბავი იქნებოდა. ეს რომ არ მომხდარიყო, ამიტომ შეიკრიბა ორმოცდაათამდე ქვეყნის ლიდერი და თქვეს, რომ ის კონსესუსი, რაც უკვე არსებობს, არ დაირღვევა.

 

 ბოლო დროს შს სამინისტრო ითხოვს, რომ „შუღლის გაღვივება“ გახდეს დასჯადი. ფიქრობთ, რომ ყველაფერი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ იქნება მიმართული?

 

 მოწოდება, როგორც გამოხატვის ასეთი ფორმა, საკმაოდ რეგულირებულია ჩვენი კანონმდებლობით. თუ მოწოდება ქმნის მეყსეულ საფრთხეს ვინმესთვის, ასეთი მოწოდება ისჯება. შს სამინისტროს შემოთავაზებულ საფრთხეებში კი, ეს მეყსეული საფრთხე აღარ ჩანს. ფაქტობრივად, მოწოდება გახდა უფრო კრიმინალიზებული, ვიდრე იყო აქამდე.

 

 როგორი ფრაზები შეიძლება მივიჩნიოთ „შუღლის გაღვივებად“?

 

 მაგალითად, „ასავალ-დასავალს“ რომ კითხულობს ადამიანი, სულ შეიძლება გაუჩნდეს მსგავსი აზრი. წლების წინ სომხების სალოცავს ეჩმიაძინს, ჩეჩმას უწოდებდნენ და წერდნენ ამას დიდი ასოებით სათაურში. ამას რომ დაწერ, ესე იგი შეურაცხყოფას აყენებ ეთნიკურ სომხებს. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვისა და გამოხატვის კანონს დღეს ბევრი ებრძვის, მაინც მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი საზოგადოების დიდი მონაპოვარია. ამ კანონში არსებული ლიბერალური ხედვების გამკაცრება სწორად არ მიმაჩნია და შს სამინისტრო სწორედ ამ მიმართულებით მიდის. ამ კანონში რაიმეს შეცვლას მე კატეგორიულად არ ვემხრობი.

 

 ცვლილებებს სამინისტრო „სტაბილურობისა და მშვიდობიანი თანაარსებობისთვის“ ითხოვს. როგორ ფიქრობთ, რამ უნდა შექმნას ქვეყანაში მშვიდობიანი თანაარსებობის განცდა?

 

 ორი მიდგომა არსებობს. ერთია ზრუნვის და მეორე – კონტროლის. სახელმწიფოს მართებს ორივე. იზრუნოს ადამიანებზე და აკონტროლოს იქ, სადაც საჭიროა. მაგრამ, ზრუნვისა და კონტროლის მიდგომებს შორის აუცილებელია ბალანსი, ეს ქმნის სტაბილურობას. როგორც კი სახელმწიფო გადაიხრება კონტროლისკენ და ზრუნვის ელემენტს შეამცირებს, იქ მივიღებთ ან ძალიან დაჩაგრულ საზოგადოებას, რომელიც ვერაფერზე ვერ ამოიღებს ხმას, ან ძალიან აგრესიულ საზოგადოებას, რომელიც გამოიწვევს ბევრ რყევას სახელმწიფოში. თუ ჩვენ სტაბილურობაზე ვფიქრობთ, ამის მთავარი საყრდენი უნდა იყოს კონტროლისა და ზრუნვის ელემენტების ფაქიზი ბალანსი. ამ ბალანსის დარღვევა არ შეიძლება.

 

 კარიკატურები არ დაბეჭდილა იმ ქვეყნებში, სადაც ტერორისტული დაჯგუფებები სასტიკად უსწორდებიან მშვიდობიან მოსახლეობას. იმ მოტივით, რომ მსგავსი ძალადობა შესაძლებელია შეჩერდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით, რამდენად სწორი არგუმენტია?

 

 თუ ევროპაში არ დაიბეჭდება კარიკატურა, ეს არ შეაჩერებს „ისლამურ სახელმწიფოს“. ევროპული კონსესუსის საფუძველი ის არის, რომ თუ ვინმეს რაიმე არ მოსწონს, ამის განმუხტვის მექანიზმები არსებობს შიგნით და ეს მექანიზმები უნდა გამოიყენო, თუნდაც სასამართლოში. როცა ვიღაც შევარდება სადღაც და კლავს ადამიანებს, ეს არ არის გამოსავალი. კარიკატურა მხოლოდ საბაბია, რადგან ის იქაც შევარდება, სადაც არ დაბეჭდილება კარიკატურა. კარიკატურის დამაბალანსებელი მექანიზმები არის არააგრესიული. სადაც არის აგრესია, იქ კარიკატურა არსებითად არაფერ შუაშია.

 

 ტერორიზმით ან ცენზურით ჩაგვრის აღმოფხვრა შესაძლებელია?

 

ტერორიზმი ჩნდება იქ, სადაც სუსტ ძალას აქვს განცდა, რომ სხვანაირად ძლიერს ვერ მოერევა. ტერორიზმი არის სუსტების იარაღი. ამიტომ, სრულიად სხვა ხედვა და ფიქრია საჭირო, როგორ შეიძლება ტერორიზმთან ბრძოლა. ისევ და ისევ მივდივართ განათლებასთან, რომელიც ტერორიზმთან და აგრესიასთან ბრძოლის ყველაზე კარგი იარაღია. სტრატეგია უნდა იყოს გრძელვადიანი და უნდა იყოს დაფუძნებული ჰუმანიზმზე, ურთიერთგაგებაზე, განათლების შეტანაზე… იმ ახალგაზრდებს, რომლებიც საქართველოდან თუ ევროპის ქვეყნებიდან მიდიან აღმოსავლეთის ქვეყნებში საბრძოლველად, რომ ჰქონოდათ კარგი განათლება, კომფორტულად ეგრძნოთ თავი იქ, სადაც იყვნენ, დაენახათ სტაბილურობის სიკეთე, თავისუფლად ესუნთქათ და ეცხოვრათ, არა მგონია გასჩენოდათ იმის სურვილი, რომ იარაღით ხელში ვინმეს წინააღმდეგ ეომათ. ამიტომ, ჩვენც სანამ განათლების სისტემა არ გვექნება სათანადო დონეზე, ბევრჯერ გაგვიჩნდება კითხვა, რა დავუპირისპიროთ ძალადობას.

 

 როგორ ფიქრობთ, სად დაუშვა ცივილიზებულმა სამყარომ შეცდომა, რახან ასეთ მასშტაბებს მიაღწია ტერორიზმმა?

 

 მე ვახსენე ზრუნვისა და კოტროლის ბალანსი. აი, ეს ბალანსი დაირღვა. თვითონ ამერიკელებიც ამბობდნენ, რომ ნაკლებად ესმოდათ აღმოსავლეთის ქვეყნების. ალბათ საჭირო იყო მეტი შესწავლა აღმოსავლური ცხოვრების წესის, კულტურის, მათი მისწრაფებების, თუნდაც მათი რელიგიის. ბუნებრივია, აქ არის უსაფრთოების ინტერესები, ეკონომიკური და ბევრი სხვა ფაქტორია ჩართული, მაგრამ ყველა შემთხვევაში, როცა ირღვევა სუსტსა და ძლიერს შორის ურთიერთობის ბალანსი, იქ უკვე არის ტერორიზმი, ომი და ჩაგვრა. ჰუმანიზმი არის ის, რაც გვაკლია ჩვენ ყველას და ამით ბევრ პრობლემას მოვაგვარებდით.

პარლამენტის იურიდიულ კომისიას აჭარის უმაღლესი საბჭოს კანონპროექტზე შენიშვნები აქვს

 

აჭარის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს „ფიზიკური და კერძო იურიდიული პირების  სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე ინიცირებით მიმართა. პროექტის ავტორების განმარტებით, ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, კანონიერი მესაკუთრე გახდება მოსარგებლე, რომელიც სარგებლობაში არსებულ ნაკვეთს ამ დრომდე კანონში არსებული შეზღუდვების გამო საკუთრებაში ვერ ირეგისტრირებდა.

 

                             

„ჩვენ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება შეგვაქვს ერთ მუხლში,“ – განმარტა „ბათუმელებთან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარული კომისიის თავმჯდომარემ, კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ანზორ თხილაიშვილმა პროექტის მოსმენამდე ერთი დღით ადრე.

 

უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადებულ კანონპროექტში ნათქვამია, რომ მიუხედავად „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“  საქართველოს კანონში არსებული 7¹ მუხლისა, აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები კომლების მნიშვნელოვანმა ნაწილმა მინიჭებული უფლებებით ვერ ისარგებლა. ეს გამოწვეული იყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული არაერთი ცვლილებით. სწორედ მრავალგზის ცვილიების შედეგად, ერთსა და იმავე სოფელსა თუ თემში მცხოვრები კომლები არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ: ნაწილმა, კანონში ცვლილების შესვლამდე შეძლო მართლზომიერ საკუთრებაში არსებული და თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ხოლო იმავე პირობებში მყოფი კომლების მნიშვნელოვან ნაწილს, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტების საკუთრების უფლების აღიარების კომისიებს განცხადებით მიმართეს კანონში ლების შესვლამდე, უარი ეთქვათ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.

საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ იმ ოჯახებსაც, რომელთა მართლზომიერ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ არ მდებარეობდა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები და იგი გამოყოფილი იყო სასოფლო გზით, ხევით, მდინარით და ა.შ. ასევე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე არ ჰქონდათ საცხოვრებელი სახლი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა და სხვა.“

 

„ჩვენ ვხსნით დამატებით წინააღმდეგობებს,“ – განმარტავს ანზორ თხილაიშვილი, რაც კანონპროეტში ასე გამოიხატა:

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“  საქართველოს კანონის 7¹ მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე მიწის ნაკვეთი, ასევე მიიჩნევა თვითნებურად დაკავებულად, თუ ფიზიკურ პირს 2007 წლის პირველ იანვრამდე თვითნებურად დაკავებული აქვს სახელმწიფოს საკუთრების (მათ შორის საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული) სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, არაუმეტეს 0,2 ჰა-ს, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული“.

 

7¹  მუხლის მეორე პუნქტის თანახმად: „ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის მიწის ნაკვეთი მიიჩნევა თვითნებურად დაკავებულად, მიუხედავად იმისა, ეს მიწის ნაკვეთი არის თუ არა დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, ან განთავსებულია თუ არა მასზე შენობა-ნაგებობა.

 

„აჭარაში მიწის რეფორმა ორჯერ ჩაიშალა. 2007 წელს კი ამ პროცესს უკვე საბოლოოდ დაესვა წერტილი. სოფლად მცხოვრები მოსახლეობა დარჩა მიწის გარეშე. შემდეგ დაიწყო ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების აღიარების კანონით მოქმედება. ამ კანონმა იმუშავა, მაგრამ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა  მოულოდნელად შემოიტანა ახალი რეგულაციები, რითაც შეზღუდვები დაწესდა. მაგალითად, ე.წ. არენდების საკუთრებაში აღიარებისთვის, რომლებსაც 20-25 წლის ან უფრო დიდი ხნის განმავლობაში ამუშავებდნენ პირები, გაჩნდა მოთხოვნა, იქ ყოფილიყო სამეურნეო ან საცხოვრებელი შენობა, ან ნაკვეთი მოსარგებლის საკარმიდამო ნაკვეთის მომიჯნავე უნდა ყოფილიყო

 

უმაღლესი საბჭოს აგრარული კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, აჭარის სოფლებში მცხოვრები 58 000 კომლიდან საკუთრების უფლების აღიარების დოკუმენტი,  ძირითადად  ზემო აჭარაში, მხოლოდ 34 000  კომლს აქვს. დარჩენილია ქობულეთი და ხელვაჩაური. გარდა ამისა, არის ბათუმზე გადაცემული ტერიტორიები, როგორც ქობულეთის, ისე ხელვაჩაურის სოფლებში.

 

 

ხულოს თეატრის გეგმები

 

როინ სურმანიძე
როინ სურმანიძე

ბატონო როინ, გასულ კვირას განაცხადეთ, რომ თეატრალური დასიდან ხელშეკრულება ორ მსახიობს არ გაუფორმდებოდა. რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი?

 

მსახიობები ერთწლიანი ხელშეკრულებით იყვნენ აყვანილნი, ვადა გაუვიდა და მათ შეუჩერდათ ხელშეკრულება. თექვსმეტი მსახიობიდან ექვსს ხელშეკრულება აღარ გაუფორმდება. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ორ მსახიობს მონაწილეობა არ მიუღია სპექტაკლებში, ეპიზოდურ როლებშიც კი. უფრო მეტიც, ისინი არ დადიოდნენ თეატრში. ასეთი მსახიობების გარდა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც არანაირი განათლება არ აქვთ, ან სპეციალური სასწავლო კურსი აქვთ გავლილი, რაც შეუსაბამოა თეატრის მოთხოვნებთან. მათ ხელშეკრულებას ვერ გავუფორმებთ. ეს არის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელსაც თავისი მოთხოვნები აქვს და როცა სამინისტრო განვითარებაში ხელს გიწყობს, გაძლევს გრანტს და დაფინანსებას, ცხადია მასაც აქვს მოთხოვნა ხარისხზე. თეატრის განვითარებასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა და იდეები გვაქვს, რიგი მსახიობები ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ, რაც გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა. 

 

თქვენ ახსენეთ თეატრის სამოქმედო გეგმა, როგორ აპირებთ თეატრის განვითარებას? რა გეგმები გაქვთ?

 

 თეატრს უნდა ჰქონდეს კონკრეტული ხედვა და მისია. არის თეატრი, რომელიც დაინტერესებულია მხოლოდ შექსპირის შემოქმედებით, ან კლასიკური დრამატურგიით, ან ახალგაზრდული სეგმენტით. ჩვენს თეატრსაც უნდა ჰქონდეს თავისი ნიშა. მე ვფიქრობ, ყველაზე კარგი შესაძლებლობა ამ თეატრისთვის იქნება ის, თუ გეზს თანამედროვე დრამატურგიისკენ ავიღებთ. ამ კუთხით ტრენინგებს ჩავატარებთ, მოვიწვევთ თეატრმცოდნეებს, კონფერენციებს მოვაწყობთ, ამავდროულად აქცენტი გვექნება საბავშვო დრამატურგიაზეც.  

 

გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომელზეც მუშაობა არ დაგვისრულებია. ორი წელია ვთანამშრომლობთ ბრიტანელ ექსპერტებთან საშემსრულებლო ხელოვნების ხელშეწყობის პროგრამაზე, რომელსაც აჭარის განათლების სამინისტრო, ბრიტანეთის საბჭოსთან ერთად აფინანსებს. ვიმუშავეთ სტრატეგიული მარკეტინგისა და აუდიტორიის განვითარებაზეც, შევიმუშავეთ კონცეფცია, თუმცა მუშაობა საბოლოოდ არ დაგვისრულებია, ამ კონცეფციის მნიშვნელოვანი ხერხემალი სწორედ თეატრის სტრატეგიული განვითარების განსაზღვრაა, რა არის თეატრის ძირითადი მიზანი, მისია და ხედვა, ჩვენ შემთხვევაში ეს არის თანამედროვე დრამატურგია: ქართული თუ უცხოური.

 

როგორც აღვნიშნე, ინტენსიურად ვმუშაობთ ბრიტანეთის საბჭოსთან, რომელიც ატარებს ტრენინგ-სემინარებს, ვნერგავთ მოდელებს, ვმუშაობთ საშემსრულებლო დონის ამაღლებაზე. გვაქვს მეტი ურთიერთობა სხვადასხვა პროფესიონალთან. გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება, დაინტერესებული ადამიანების მოზიდვა მნიშვნელოვანია თეატრის განვითარებისთვის, აუცილებელია პრობლემებს გავუმკლავდეთ და არ ჩაიკეტოს თეატრი, ამასთან აუცილებელია საფესტივალო ურთიერთობები _ ეს ყველაფერი შრომატევადი საქმეა.

 

ჩვენ წელს აუცილებლად გავალთ ქვეყნის საზღვრებს გარეთ და ეს იქნება სერიოზული და წარმატებული ნაბიჯი თეატრისთვის. გასულ წელს გვქონდა ტურნე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, კარგი ტურნე იყო, კმაყოფილი ვიყავით ჩვენც და მაყურებელიც, ამ ტურნემ დაგვანახა დადებითი და უარყოფითი მხარეები.

 

 ტურნეს დროს რა გამოიკვეთა?

 

დადებითია, როცა უცხო მაყურებელს ხვდები, მუდმივ მაყურებელთან თამაშის სპეციფიკა სხვაა, უცხო მაყურებლის დანახული სპექტაკლი სხვაა, ეს გამოცდილებას გძენს.

უარყოფითია – ექსტრემალურ სიტუაციაში გიხდება მუშაობა, სხვა გარემოში ხარ, შენზეა დამოკიდებული რამდენად შეძლებ ჩვეულ გარემოდან უცხო გარემოში გადასვლას.

 

 რა არის თეატრისთვის მთავარი გამოწვევა დღეს?

 

რეგიონალურ თეატრებში პრობლემას რა გამოლევს, მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც ანაზღაურება და ტექნიკური მხარეების მოგვარებაა.

 

როგორი იქნება 2015 წლის რეპერტუარი?

 

ძირითად შტატში 10 მსახიობს ავიყვანთ და თუ საჭირო დარჩება, რეჟისორის გადაწყვეტილებით, მსახიობებს მოვიწვევთ. წელს სამი ახალი პრემიერა გვექნება, ამას პლუს მეოთხე პრემიერა, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კულტურის სამინისტრო გრანტის სახით მოგვცემს თანხას. სამ სპექტაკლს კი ჩვენი თეატრის ბიუჯეტით დავდგამთ.

 

რაც შეეხება სპექტაკლის რეპერტუარის შერჩევას, თებერვლის შუა რიცხვებში თბილისიდან ჩამოვა მოწვეული რეჟისორი, რომელიც იმუშავებს სპექტაკლზე, რომლის გატანაც საზღვარგარეთ, ფესტივალზე გვინდა. იმისთვის, რომ გავზარდოთ მოსწავლეების ჩართულობა თეატრში, გვინდა საბავშვო სპექტაკლი დავდგათ. რაც შეეხება მესამე სპექტაკლს, მას მე თვითონ დავდგამ.

 

 

ხულოს დრამატული თეატრი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. წელს თეატრის ბიუჯეტი 209 500 ლარია, საიდანაც 145 000 ლარი სახელფასო ფონდს მოხმარდება, 23 000 ლარი  სადადგმო თანხაა, დანარჩენი თანხა კი კომუნალურ ხარჯებზე გადანაწილდება.    

2014 წელს აჭარაში სახლის გეოლოგიური შესწავლა 1611-მა ოჯახმა მოითხოვა

 

ალექსანდრე ჯაყელი
ალექსანდრე ჯაყელი

„ეროზიის შედეგად სახლის საძირკველი ჩამოიშალა და ნგრევა დაიწყო. წვიმის დროს სახლში ყველა მხრიდან გვაწვიმს, სოციალურად დაუცველი, პენსიონერი ოჯახი ვართ, ყველაფერთან ერთად ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ქმრის ძმა მეორე ჯგუფის ავადმყოფია, ავადაა ჩემი ქმარიც“, – ამბობს 68 წლის ნათელა ჯაყელი.

 

ჯაყელების ოჯახი ვაშლოვანში ერთადერთი არ არის, ვისაც საცხოვრებელი სახლის პრობლემა აქვს. აქ თითქმის ყველას ერთი პრობლემა, ეროზიის შედეგად დაზიანებული, სიცოცხლისთვის სახიფათო საცხოვრებელი პირობები აერთიანებს.

 

ჯაყელების სახლის გვერდით მცხოვრებ თამარ ჯაყელის საფიქრალიც სახლია, რომელიც ეროზიის შედეგად ჯერ კიდევ 2002 წელს დაიშალა. 2007 წელს ხელისუფლებამ სახლის გადატანის მიზნით ოჯახს 5 000 ლარი გამოუყო, თუმცა, როგორც ნათელა ამბობს, თანხა ავადმყოფი ქმრის მკურნალობას მოახმარა და 2012 წელს მეზობლების დახმარებით და აღებული სესხით იმავე ადგილზე სახლი ააშენა, რომელმაც ისევ ნგრევა დაიწყო.

 

„ამ სახლმაც დაიწყო დეფორმაცია, რა ბედი გვეწევა არ ვიცით, ხელისუფლებას დახმარებას ვთხოვ“, – ამბობს თამარი.

 

გასული წლის ბოლოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ განაცხადა, რომ შესაბამისი სტატუსის მქონე ეკომიგრანტ ოჯახებს სახელმწიფო 20 ათასი ლარის ფარგლებში ქვეყნის სხვა რეგიონებში სახლის შეძენაში დაეხმარებოდა, ოღონდ სახლები თავად ეკომიგრანტებს უნდა შეერჩიათ. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ამ პროგრამით ჯერ არც ერთ ოჯახს არ უსარგებლია. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის, კოტე რაზმაძის თქმით, ჯერჯერობით ეკომიგრანტების ზუსტი სტატისტიკაც კი არ არსებობს: „დაახლოებით 2300 ოჯახია ეკომიგრანტი, აქედან წელს საცხოვრებელი სახლით 100 ოჯახს დავაკმაყოფილებთ – სახლს 20 000 ლარით იქ შევიძენთ, სადაც თვითონ ოჯახი მოითხოვს. ამ მიზნით ბიუჯეტიდან მილიონ-ნახევარზე მეტი ლარია გამოყოფილი“.

 

კოტე რაზმაძის თქმით, სახლის შესყიდვამდე შემდეგი პროცედურა იქნება ჩასატარებელი: „სახლებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო შეაფასებს, ოჯახების მდგომარეობა კი სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასდება, მაგალითად, პირველი კატეგორია 10 ქულით ფასდება, მეორე კატეგორია – 7 ქულით, 1 ქულა ენიჭება ოჯახს, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი ცხოვრობს, ან მის შემადგენლობაში მეტი პენსიონერია, მარტოხელაა და ა.შ. ასევე სოციალურად დაუცველებს. წელს აი, ამ კატეგორიის 100 ოჯახი მიიღებს სახლს. შარშან 69 ოჯახი დავაკმაყოფილეთ“.

 

ნათელა ჯაყელი
ნათელა ჯაყელი

2014 წლის მონაცემებით, ხულოს მუნიციპალიტეტში 1-2 კატეგორიაში 82 ოჯახი ირიცხება, აქედან პირველ კატეგორიაში შვიდი, მეორე კატეგორიაში კი, 75 ოჯახია.

 

აჭარის გეოლოგიური სამსახურის უფროსის, ტარიელ ტუსკიას განცხადებით, 2014 წელს საცხოვრებელი სახლის გეოლოგიური შესწავლა აჭარაში მცხოვრებმა 1611-მა ოჯახმა მოითხოვა. გეოლოგის თქმით, აქტიური ზონა გასულ წელს შუახევის მუნიციპალიტეტი იყო.

 

„ჩვენ შევისწავლეთ 1611 ოჯახი, აქედან 182 ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას ექვემდებარებოდა: 39 ოჯახი – ქობულეთში, 29 – ხელვაჩაურში, 20 – ხულოში, 79 – შუახევში, სამი – ბათუმში და 12 ოჯახი ქედაში. აჭარა გეოლოგიურად აქტიური რეგიონია, თუმცა მთლიანად რომ განსახლებას საჭიროებდეს, ასეთი სოფლები დღეს არ გვაქვს“, – ამბობს ტარიელ ტუსკია.

 

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ეკომიგრანტების პრობლემაზე. გამგებელი პრობლემის დროულად შესწავლისა და გადაჭრის მიზნით დამატებით ერთი თანამშრომლის ხელშეკრულებით აყვანას აპირებს.

 

„დახმარება გაეწევა იმ ოჯახებსაც, რომელთა საცხოვრებელ სახლებს გამაგრება სჭირდება, თუმცა მანამდე საჭიროა შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა მომზადდეს, სამუშაოების დროულად შესწავლის მიზნით ვაპირებ დამატებით ერთი თანამშრომელი ავიყვანო“, –  ამბობს ტარიელ ებრალიძე.

 

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის ზაზა ზოიძის განცხადებით, შუახევში პირველ კატეგორიაში მყოფი ოჯახი არ ჰყავთ: „მეორე კატეგორიაში კი 16 ოჯახია, 33 ოჯახი მიწისძვრით დაზარალებულია, რომლებსაც კატეგორია არ ენიჭებათ. რაც შეეხება ეკომიგრანტებს, 33 ეკომიგრანტი გვყავს“, –  აცხადებს ზაზა ზოიძე.

 

ეკომიგრანტთა ოდენობა დაუზუსტებელია ქედის მუნიციპალიტეტში, აქ 15 ოჯახის სახცოვრებელ სახლს გეოლოგებმა პირველი, ხოლო 40 სახლს – მეორე კატეგორია მიანიჭეს.

 

სოციალური სახლი ვაშლოვანში
სოციალური სახლი ვაშლოვანში

„სოციალური სახლების~ პროგრამის ფარგლებში 2013-2014 წელს აჭარაში სულ 128  ბინა მოეწყო.

 

2012 წელს შუახევსა და ქედაში საავადმყოფოს ყოფილ შენობებს რეკონსტრუქცია ჩაუტარეს, სადაც 108 ოჯახი ბინით დააკმაყოფილეს.

 

სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულებულია ქედაში პოლიკლინიკის ყოფილ შენობაზე, სადაც მიმდინარე წელს 12 ოჯახი, სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილდება. სოციალური სახლი შენდება ხულოს მუნიციპალიტეტშიც, კერძოდ სოფელ ვაშლოვანში.

რესპუბლიკურ საავადმყოფოს სამედიცინო აპარატურა გადაეცემა

 

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემა ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო აპარატურას – კომპიუტერული ტომოგრაფიის, რენტგენისა და ექოსკოპიის აპარატებს შეუძენს.

 

 

დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გზები და აპარატური მოწოდების ვადები განიხილეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით აპარატურას რესპუბლიკური საავადმყოფო ერთი წლის განმავლობაში მიიღებს.

 

ქობულეთში ჭავჭავაძის უბნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

 

 

კეთილმოწყობით სამუშაოებს, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 604 870 ლარია გათვალისწინებული ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მეოხი“ აწარმოებს. სამუშაოების დასრულებას მაისის თვეში ვარაუდობენ.

 

უბნის კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების შემდეგ დაგეგმილია ჭავჭავაძის, ლესელიძის, ნინოშვილის და გურამიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია.

სოფლის მეურნეობის სამინსტრო ციტრუსის სეზონს აჯამებს

 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობის შედეგად, ბენეფიციარებმა ჯამში 2 127 000 ლარის შემოსავალი მიიღეს, საიდანაც სახელმწიფო სუბსიდიის თანხამ 1 035 00 ლარი შეადგინა.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობის ღონისძიება 2014 წლის 24 ნოემბრიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში, იმ კომპანიებმა, რომლებმაც სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ერთი კილო 20 თეთრად შეისყიდეს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კილოგრამ მანდარინზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდია მიიღეს.

 

სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობის პროგრამაში ჩართული იყო ოთხი კომპანია: “Georgian Industrial Asset Management Group”, “TCF Georgia”, “Geo-Flower” და ”ჯეო-კონცენტრატი”.

 

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ცნობით, პროექტის ფარგლებში შექმნილმა საკოორდინაციო შტაბმა, შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, სადაც თავი მოიყარა აჭარის, გურიის და სამეგრელოს რაიონების სოფლებიდან გაყიდული მანდარინის მონაცემებმა, როგორც შიდა ბაზარზე, ასევე ექპორტზე. პროგრამის ფარგლებში განისაზღვრა ექსპორტიორთა მონაცემები, მოხდა მათი რეგისტრაცია და შეიქმნა ექსპორტიორთა ახალი მონაცემთა ბაზა.

 

დარეგისტრირდა 82 გადამზიდავი კომპანია, რომელსაც 367 სახმელეთო ტრანსპორტი ჰყავს. ამ კომპანიებმა მზადყოფნა გამოთქვეს მანდარინი გადაეზიდათ 10-ზე მეტ ქვეყანაში.

 

მთლიანობაში აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში 39 პავილიონს ჩაუტარდა პასპორტიზაცია.

Exit mobile version