ნეტგაზეთი • RU

რესპუბლიკურ საავადმყოფოს სამედიცინო აპარატურა გადაეცემა

 

დღეს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი მალხაზ ხალვაში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემა ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო აპარატურას – კომპიუტერული ტომოგრაფიის, რენტგენისა და ექოსკოპიის აპარატებს შეუძენს.

 

 

დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გზები და აპარატური მოწოდების ვადები განიხილეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით აპარატურას რესპუბლიკური საავადმყოფო ერთი წლის განმავლობაში მიიღებს.

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.