ოლივერ რაისნერი – ”ევროპული გამოცდილება ინტერკულტურულ განათლებაში” [AUDIO]

 

რაისნერმა იმ ევროპული ღირებულებების ეფექტურობის შესახებ ისაუბრა, რომლებიც საქართველოს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ევროპის ოჯახის ქვეყნებთან  აერთიანებს. მან ეს თემა განათლების კუთხით განიხილა.

 

ლექციის მოსასმენად გადადით ბმულზე.

 

 

 

 

 

ღონისძიება სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

 

უმაღლეს საბჭოში ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა ჩაიშალა

 

სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულება მიმოიხილა.

„დავით ბალაძის განცხადებით, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შედეგებით, შემოსავლების ნაწილში ბიუჯეტი 118,2 %-ით შესრულდა, რაც შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს 26,7 %-ით აჭარბებს, გადაჭარბებითაა შესრულებული საბიუჯეტო შემოსულობებიც, რომლის მაჩვენებელიც 117,3 %-ია. მინისტრმა წინა წლების სტატისტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელია. მომხსენებელმა წარმოადგინა ცალკეული უწყებების მონაცემებიც და უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს.

 

სხდომაზე კამათი და დაპირისპირება მოჰყვა დეპუტატების – მედეა ვასაძისა და პეტრე ზამბახიძის მიერ დასმულ კითხვებს, რაც პოლიტიკურ დებატებში გადაიზარდა. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე, რომელიც გაერთიანებულ სხდომას უძღვებოდა, იძულებული გახდა სხდომა დახურულად გამოეცხადებინა,“- ნათქვამია აჭარის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზში.

 

26 მაისის აღსანიშნავად ბათუმში დაგეგმილი ღონისძიებები

 

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით 26 მაისს, 11:00 საათზე  ნინოშვილისა და დიმიტრი თავდადებულის ქუჩის გადაკვეთასთან გაიმართება შეჯიბრება ჩოგბურთში გოგონებსა და ბიჭებს შორის. პარკის ცენტრალურ შესასვლევთან კი 11:00-ზე დიწყება შეჯიბრი მკლავჭიდიში  – სამ წონით კატეგორიაში. 

 

პარკის ტერიტორიაზე ჰ. აბაშიძის ქუჩის შემოსასვლელთან  11:00 -ზე დაიწყება ასევე შეჯიბრება – ე.წ არეული კრივი.

 

12:00 ნინოშვილისა და დიმიტრი თავდადებულის ქუჩის გადაკვეთასთან გაიმართება შეჯიბრებები  ქუჩის ხელბურთში და მძლეოსნობაში.

 

12:00 ზე ყვავილებით შეამკობენ იუნკერთა მემორიალს დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

14:00 -ზე პარკში, კოლონადებთან  აფხაზ მხატვართა გამოფენა გაიმართება.

 

17:00  პარკში, კოლონადებთან დაგეგმილია ბათუმის კულტურის ცენტრის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტი. 

ბათუმში თავისუფალმა დემოკრატებმა ოფისი გახსნეს

“ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად მეტი ადამიანი ჩაერთოს რეგიონისთვის ზრუნვაში, მე ვთხოვ მოქალაქეებს, მოვიდნენ ჩვენთან, ეს ოფისი იქნება სადისკუსიო სივრცე, ერთად ვიზრუნოთ პრობლემების გადაჭრის გზებზე” – განაცხადა კობა ჩხეიძემ, ბათუმის საკრებულოს წევრმა  „თავისუფალი დემოკრატებიდან“. 

ოფისის პრეზენტაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ჯემალ ფუტკარაძეც ესწრებოდა. “ჩემი ფრაქციის წევრებმა დამპატიჟეს”-განმარტა მან. ის უმაღლეს საბჭოში როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ისეა წარმოდგენილი, თუმცა მანამდე „ქართული ოცნების“ წევრი იყო. 

ოფისის პრეზენტაციას ირაკლი ალასანიას მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე ესწრებოდა.

ენმ-ის წევრი: ახალ აიპიში ხელისუფლებამ ნათესავები დაასაქმა

 

ბონდო თედორაძე: შეიქმნა აიპი სპორტული თამაშების კლუბი ქობულეთი, რომლის მთავარი მიზანი არა კონკრეტული შედეგის მოტანა, არამედ ნათესავების დასაქმებაა. ორგანიზაციის ბიუჯეტი 12 200 ლარია  და აქედან 70%, ანუ 9 000 ლარი იხარჯება სახელფასო ფონდზე, დანარჩენი თანხა ოფისის ფართობის ქირაზე, საკანცელარიო და სხვადასხვა გაუთვალისწინებელ ხარჯებზე. ანუ ჩვენ ვერ ვხედავთ კონკრეტულ მაგალითს, თუ რა შედეგის მომტანი იქნება ეს ორგანიზაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის და რაზე იქნება სამომავლოდ ორიენტირებული.

 

ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის ადგილი აქტივისტებისა და ნათესავების დასაქმებისთვის, რაც მარტო ამ აიპის შექმნაში არ აისახება – ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში ბევრი შტატი მოიგონეს იმისთვის, რომ დაესაქმებინათ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და ნათესავები.

 

შეგიძლიათ თქვათ, ამ კონკრეტულ აიპი-ში კონკრეტულად ვისი ნათესავები დაასაქმეს?

კონკრეტულ გვარებზე ჩვენ ახლა ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ მთავარი რაც არის –  ქობულეთში არის აიპი სპორტსკოლა, რომელსაც აქვს შენობა, ჰყავს დირექტორი, პედაგოგები… ჩვენ საკრებულოს სხდომაზე დავსვით საკითხი, რომ უკვე არსებულ წრეებსა და სპორტსკოლას აეყვანა სამი თანამშრომელი და სპორტსკოლის ბაზაზე ეფუნქციონირა კლუბებს, მაგრამ არა – მოიგონეს სპეციალურად აიპი და დანიშნეს დირექტორი – ბატონი მახარაძე, რომელიც ნამდვილად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო 2012 წელს. ამისი საჭიროება ნამდვილად არ არსებობდა.

 

თქვენს კოლეგას ცოტა ხნის წინ ჰქონდა ბრიფინგი, სადაც მან თქვა, რომ ქობულეთში სპორტისა თუ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ნაკლები ყურადღება ეთმობა, დღეს თანხის არამიზნობრივ ხარჯვად აფასებთ აიპის შექმნას, რომელიც შეიძლება ამ მიმართულებით აპირებდეს მუშაობას…


კი ბატონო, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია არ ნიშანავს იმას, რომ რაღაცა  აიპი მოიგონო, როცა გაქვს სპორტული სკოლა და გაქვს სპორტული კლუბები, რის ბაზაზეც შეიძლება გააკეთო საქმე. ერთ შეკითხვას დავსვამ, რა საჭიროა აიპის დირექტორის მოძებნა, როცა გვაქვს სპორტსკოლა და გვყავს დირექტორი.

 

ანუ, თქვენი აზრით, აიპ-ის გახსნა სპორტსკოლის საქმიანობას ხელს უშლის?

დიახ, ხელს უშლის. გამუდმებით გვესმის სხავდასხვა პროექტის უარყოფა – არ გვაქვს თანხები და ვერ ვეხმარებით სოციალურად დაუცველებს, არ გვაქვს თანხები და ვერ ვეხმარებით იპოთეკით დაზარალებულებს. როცა ქვეყანაში ასეთი სიტუაციაა, 12 200 ლარის ხარჯვა აქტივისტების დასაქმებაზე არალოგიკურად მიგვაჩნია და ამას ვაპროტესტებთ. ამ ეტაპზე ეს მხოლოდ ორიენტირებულია „ქართული ოცნების“ აქტივისტებისა და მათი ნათესავების დასაქმებზე.

 

ოფიციალურ დოკუმენტს თუ იცნობთ, რითაც აიპი საქმიანობს, ან მის ხელმძღვანელთან თუ გქონდათ საუბარი მათი მიზნების შესახებ?

წესდებას გავეცანი, რომელშიც წერია, რომ სპორტული სიჯანსაღის შექმნა აქვთ მიზნად, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული შედეგი. როდესაც აიპი იქმნება, ის უნდა იყოს კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული. ეს ადამიანები, სპორტსმენები  ვინც აქ არიან დასაქმებულები, არ თამაშობენ არც ერთ ტურნირს, არ არიან რეგისტრირებულები არც საქართველოს და არც აჭარის ჩემპიონატზე. სწორედ ამაზეა საუბარი. ქობულეთში, ფიჭვნარის დასახელბაშიც არის სამოყვარულო კლუბები, შახტიორის უბანშიც არის სამოყვარულო კლუბები და ყველას უნდა შევუქმნათ აიპი? გაჩნდა რაღაც ჯგუფების ერთობა, რომლებიც თამაშობდნენ ფეხბურთს და შეუქმნეს აიპი. ეს უნდა იყოს სწორად გათვლილი და დაანგარიშებული და ამიტომ ვაპროტესტებთ, თორემ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია ჩვენი ხელისუფლების დროს დაიწყო და თანაც ძალიან აქტიურად.

 

თქვენი აზრით, თვენახევარი, რაც აიპი შეიქმნა, საკმარისია აიპის რაღაც ხელშესახები შედეგი დაედო?


არა. თვენახევარი კი არა სპორტულ ცხოვრებაში შედეგი შეიძლება ერთ წელიწადშიც ვერ დადო, მაგრამ ხომ უნდა იყოს გაწერილი, რომ აიპი-ში დასაქმებული სპორტსმენები არიან რომელიმე ჩემპიონატის მონაწილეები.

 

მაინც მინდა გთხოვოთ, იქნებ დაასახელოთ კონკრეტულ ადამიანები, ვინც ახალ აიპი-ში ნათესაობის ნიშნით დანიშნეს?


კონკრეტული ადამიანების დასახელებისგან თავს შევიკავებ.

 

რატომ?

არ შეიძლება რომ თავი შევიკავო?! ამ ეტაპზე ასე ვთვლი საჭიროდ, რომ არ დავასახელო კონკრეტული გვარები.

 

 

16 წლის შემდეგ ბათუმის დინამო უეფას თასზე ითამაშებს

 

შოთა ჭეიშვილი
შოთა ჭეიშვილი

ბატონო შოთა, ბოლო 16 წლის განმავლობაში ბათუმის “დინამო” ძირითადად უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის იბრძოდა. წელს გუნდმა, ყველასთვის მოულოდნელად, უეფას თასზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. მიაღწიეთ წარმატებას, რომელიც სპორტში, ერთი შეხედვით, არაკანონზომიერად მიიჩნევა. ეს როგორ მოახერხეთ? 

 

 სხვათა შორის, ეს შედეგი ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო. სამწუხაროდ, ბოლო წლები ნამდვილად არ იყო ბათუმის `დინამოსთვის~ საუკეთესო, მაგრამ წელს ჩვენ – მწვრთნელებმა, ნორმალურად ვიშრომეთ, გვეხმარებოდნენ ხელმძღვანელებიც: ოთარ ფედიჩკინი, ჩვენი ქალაქის მერია, საკრებულო, ბატონი არჩილ ხაბაძე – ყველა გვერდში გვედგა.

 

რა თქმა უნდა, როცა პირველი ლიგიდან გადმოდიხარ, უცებ ასეთი წარმატების მიღწევა ცოტა რთულია. ამ შედეგში ყველა ჩემი კოლეგის წვლილი არის განუსაზღვრელი, ვინც გვერდით მედგა და მაგრად იშრომა: ასლან ბალაძე, იური მამინაიშვილი, ლევან ხომერიკი და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი ფიზმომზადების მწვრთნელი –  კახა ვაჩეიშვილი, ანუ თავისი სპეციალობის „მეფე“, როგორც მას ზედმეტსახელად ეძახიან. დიდი მადლობა მათ შრომისა და თანადგომისთვის. რასაკვირველია ბიჭებმაც მაგრად იმუშავეს, რაც მათ შევთავაზეთ, უპრეტენზიოდ მიიღეს და ამან გამოიწვია ალბათ შედეგიც.

 

 წელს ბათუმის „დინამოს“ მეტ-ნაკლებად გაუჩნდა ფინანსებიც. ამან რა გავლენა იქონია წარმატებაზე?

 

 როგორც წესი, ფინანსებთან დაკავშირებით ფეხბურთელები და ხელმძღვანელობა ყოველთვის პრეტენზიებს გამოთქვამენ, მაგრამ ჩვენ არ გვქონია წელს ეს პრობლემა. თანადგომას რომ ვიძახი ხელმძღვანელობის მხრიდან, სწორედ ამას ვგულისხმობ. დაბრკოლება ამ მხრივ არ გვქონია და მე მგონი, ამანაც დიდი გავლენა იქონია.

 

სეზონის დასაწყისში გუნდი გადახალისდა. ლეგიონერების დამსახურება ხომ არ არის ეს წარმატება?

 

სხვათა შორის, დიდი ცვილილებები არ გვქონია. გუნდში ძირითადი ღერძი იყვნენ ის ბიჭები, ვინც პირველ ლიგაში თამაშობდა. ორი-სამი ფეხბურთელი კი მოვიწვიეთ, მაგრამ მაგათაც გაამართლეს. ზოგადად, ჩვენ წერტილოვანი შერჩევა გვქონდა.

 

ბათუმის „დინამო“ უკვე წლებია სტადიონის გარეშე თამაშობს…

 

დიახ, არც სტადიონი გვაქვს, არც ბაზა და შეიძლება შედეგმა, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, დააჩქაროს პროცესები, რაც სტადიონის აშენებას უკავშირდება, ასევე ბაზის მშენებლობაც. ორ-სამ წელიწადში ყველაფერი უნდა გვქონდეს. 

ქობულეთი მეზობელი კია, მეგობარი კია, მაგრამ ყველა თამაში მაინც გასვლითი გამოგვდიოდა – ქობულეთის სტადიონზე ვთამაშობდით, ანუ ყველა თამაში სტუმრად ჩავატარეთ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან არასასურველია გუნდისთვის.

 

ამ წარმატების შემდეგ ფეხბურთის ფედერაცია თუ დაგიკავშირდათ და რამე დეტალებზე თუ ისაუბრა გუნდის ხელმძღვანელობასთან?

 

ფეხბურთის ფედერაცია ამ საკითხს არ წყვეტს. ეს უნდა გადაწყვიტონ ადგილობრივმა მესვეურებმა. ფედერაციას რა შეუძლია, აქვს სურვილი, რომ გვქონდეს საწვრთნელი ბაზა. 

 

 თქვენი აზრით, „დინამოს“ ეს წარმატება შეუწყობს ხელს სპორტის ამ სახეობით ბათუმელი ბავშვების დაინტერესებას?

 

რასაკვირველია, ეს შედეგი დააჩქარებს სტადიონის, ბაზის მშენებლობას და ალბათ ბავშვებიც უფრო მეტად შეიყვარებენ ფეხბურთს.

 

უეფას აქვს გარკვეული სტანდარტები სტადიონთან მიმართებაში. ბათუმის „დინამო“ ამ პრობლემას რას მოუხერხებს?

 

 ჩვენ ხელშეკრულება გვაქვს დადებული თბილისის „დინამოს“ სტადიონთან და უეფაზე თამაში გვექნება თბილისში. გულშემატკივრის გარეშე თამაში, რა თქმა უნდა, ძალიან არასასიამოვნოა, მაგრამ ამჯერად ასე გამოვიდა. ზოგადად კი, უეფას წინასწარ უნდა გაუგზავნო ინფორმაცია თუ სად ითამაშებ, რომელ სტადიონზე და რამდენად შეესაბამება ეს სტადიონი უეფას სტანდარტებს. თბილისის “დინამოს“ სტადიონი ყველა ამ სტანდარტს აკმაყოფილებს, შესაბამისად, ჯარიმები თუ სანქციები ჩვენ არ გვემუქრება. ცხადია იციან, რომ არ გვაქვს სტადიონი, მაგრამ, როგორც გითხარით, ისიც იციან, თუ სად ვითამაშებთ.

 

 ახალ სეზონზე შემადგენლობის გადახალისება თუ იგეგმება?

 

გუნდს აუცილებლად გადავახალისებთ, რამდენიმე კაცს მოვიწვევთ, გააჩნია რა ადგილზე გვჭირდება ფეხბურთელი. უკვე ვიცით, ვის მოვიწვევთ… ისე, ბევრ ფეხბურთელს უნდა ბათუმის „დინამოში“ თამაში. 

 

 ბიუჯეტზე მინდა გკითხოთ, რამდენი იყო თქვენი ბიუჯეტი და იყო თუ არა ეს საკმარისი?

 

მე ბიუჯეტისგან ძალიან შორს ვარ და არც მიყვარს მაგ თემაზე საუბარი… როგორც ვიცი, ბიუჯეტი იყო 1 მილიონ 300 ათასი ლარი. მაგრამ ეს მხოლოდ ბათუმის „დინამოს“ არ ხმარდებოდა – თანხა იხარჯებოდა ბათუმის „დინამოს“ ბავშვთა სკოლაზეც – დუბლი გვყავს და ოთხი ბავშვთა გუნდი. შეიძლება ამ გამარჯვების შემდეგ მთავრობამ გაგვიზარდოს ბიუჯეტი. ამ საკითხზე ჯობია გუნდის პრეზიდენტმა ისაუბროს. 

 

 თქვენმა კონკურენტებმა რითი გაჯობეს?

 

პრინციპში მარტო „დილამ“ გვაჯობა და ღირსეულად გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ჩვენ მეორე ადგილზე გავედით. დინამო „თბილისს“ ვაჯობეთ – მესამე ადგილზეა. „დინამომ“ დათმო, მაგრამ მგონია, რომ ეს დროებითი ჩავარდნაა და მომავალ წელს უკეთესად გამოვა.


აქციის გამო რუსთაველის ქუჩაზე რამდენიმე წუთით მოძრაობა შეჩერდა

 

აქციის მონაწილეები დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე სახლთან შეიკრიბენ, ხოლო აქცია აჭარის მტავრობის სახლთან გააგრძელეს. 

ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა რაბატის მასტერსი მოიგო

 

ბექა ღვინიაშვილი | ფოტო: IJF

 

რაბატის მასტერსის ტურნირზე, რომელზეც მსოფლიო რეიტინგში მხოლოდ საუკეთესო ძიუდოისტები იყვნენ მიწვეულნი, ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი (90) გახდა, ვერცხლი ნუგზარ ტატალაშვილმა (73) მოიპოვა, ბრინჯაო კი  ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81). 

ბექა ღვინიაშვილმა ტურნირზე საუკეთესოდ იჭიდავა, 4 ორთაბრძოლა მოიგო და მათ შორის ისეთი ტიტულოვანი მოწინააღმდეგეები დაამარცხა როგორებიც ბერძენთა ქართველი ოლიმპიური, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი ილიას ილიადისი (ჯარჯი ზვიადაური), კუბელი მსოფლიოს ჩემპიონი ეშლი გონსალესი და იაპონელი იუია იოშიდა არიან.

ნუგზარ ტატალაშვილმა ნახევერაფინალში ორგზის მსოფლიოს ჩემპიონს, იაპონელ რიკი ნაკაიას სძლია, თუმცა ფინალი რუსეთის წარმომადგენელ დენის იარცევთან დათმო. ოქროს მედლისათვის ბრძოლას ნახევარფინალში გამოეთიშა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი, რომელმაც ბრინჯაოს მედალი კანადელი მსოფლიოს ფინალისტის და ოლიმპიური პრიზიორის ანტუან ვალუა-ფორტიეს დამარცხებით მოიპოვა. 

 

ბექა ღვინიაშვილი | ფოტო: IJF

 

ავთანდილ ჭრიკიშვილი | ფოტო: IJF

რაბატში ბრინჯაოს მედლებისასთვის კიდევ ორმა ქართველმა იჭიდავა, მაგრამ ამირან პაპინაშვილიც (60) და ლევან მატიაშვილიც (+100) დამარცხდნენ და მეხუთე ადგილზე დარჩნენ. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მეხუთე ადგილზე გავიდა, ცალკე ვაჟებში კი – მეორეზე, სადაც ქართველები მხოლოდ იაპონიას ჩამორჩნენ.

მაროკოდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ბაქოში 12-28 ივნისს გასამართი ევროპის პირველი ევროპული თამაშებისათვის დაიწყებს მზადებას. ბაქოს ევროპული თამაშები ძიუდოისტებისათვის ევროპის ჩემპიონატის ტოლფასი შეჯიბრია და ნაკრები აზერბაიჯანში უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრება. ქართველი ძიუდოისტები მედლებისთვის ბაქოში 25-28 ივნისს იბრძოლებენ. 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსსახური 


 

რეაბილიტაციის ცენტრი შშმ პირებისათვის ოფიციალურად იხსნება

 

შენობა, რომელშიც წლების წინ ჩვილ ბავშვთა სახლი იყო განთავსებული, 2013 წელს ხელისუფლებამ სამედიცინო ასოციაცია „თანას“ ათი წლის ვადით გადასცა, სადაც „თანამ“ რეაბილიტაციის ცენტრი გახსნა შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის.

 

შენობის გარემონტებაში, კეთილმოწყობასა და აღჭურვაში „თანას“ თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო (TIKA) „თიკა“ დაეხმარა. 

 

სამედიცინო ასოციაცია “თანას“ ხელმძღვანელის, ნანა საყვარელიძის თქმით, დღის ცენტრში ამჟამად  18 წლამდე ასაკის 22 და 18 წელს ზემოთ 25 შშმ პირი გადის რეაბილიტაციას; ცენტრში ჩამოდიან და რეაბილიტაციას გადიან შშმ პირები მაღალმთიანი აჭარიდან, „თანაში“ ასევე მოქმედებს ცენტრი ცერებრალური დამბლითა და სქოლიოზით დაავადებული ბავშვებისათვის და მარტოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფარი, სადაც ამჟამად 9 დედა და 11 ბავშვი ცხოვრობს.   

 

წინასწარი ინფორმაციით, რეაბილიტაციის ცენტრის გახსნას დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თურქეთის ელჩი საქართველოში, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. იგეგმება პირდაპირი ჩართვა თურქეთიდან, “თანას“ ოფიციალურ გახსნას თურქეთის ვიცე-პრემიერი მიულოცავს. 

 

 



 

 

 


საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 9 აპრილი და არა 26 მაისი

 

26 მაისი კი, უპირველეს ყოვლისა იმით არის აღსანიშნავი, რომ ამ დღეს საქართველოს ისტორიაში პირველად აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტი. რაც შეეხება 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტს, ის უბადრუკმა „მენშევიკურმა“ დამფუძნებელმა კრებამ გერმანიის მთავრობის დაჟინებული მოთხოვნით, სულ ტირილ-ტირილით მიიღო, რუს ამხანაგებს როგორ ვუღალატოთო.

 

ამასთან, ხაზი უნდა გაესვას კიდევ ერთ გარემოებას, ამიერკავკასიის სეიმი სომხეთსა და აზერბაიჯანს რომ არ დაეტოვებინათ, საქართველოს მაშინდელი მთავრობა დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე არც კი იფიქრებდა. მეტიც, ქართველი სოციალ-დემოკრატები, როგორც რუსული სოციალ-დემოკრატიის ნაწილი, საქართველოს ავტონომიურობის საკითხსაც კი არ განიხილავდა.

 

1918 წლის 26 მაისს, როდესაც დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, დარბაზში ტაშიც კი აქა იქ გაისმა და ისიც მხოლოდ ეროვნულ-დემოკრატების მხრიდან. საზოგადო მოღვაწის, შალვა ამირეჯიბის მოგონებებიდან ვგებულობთ, რომ იმ შენობის წინ, სადაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, წითელი დროშები ფრიალებდა.

 

საპირისპირო სურათი იხატებოდა 1991 წლის 9 აპრილს. ყველას გვახსოვს უზენაესი საბჭოს სხდომათა დარბაზში ზვიად გამსახურდიას ისტორიული სიტყვა, დამსწრე დეპუტატთა მხურვალე ემოციები, გვახსოვს რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში, ხარობდა სრულიად საქართველო, უზენაესი საბჭოს შენობის წინ კი, სახალხო ზეიმი მიმდინარეობდა. ამგვარად, ყველამ უნდა გააცნობიეროს, 1918 წლის 26 მაისს იმდროინდელ ხელისუფლებას დამოუკიდებლობა ძალით გამოაცხადებინეს, ხოლო 1991 წლის 9 აპრილს, გამსახურდიას საქართველომ გმირული ბრძოლით მოიპოვა.

 

აქვე ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ არა 31 მარტის რეფერენდუმი, ჩვენი დამოუკიდებლობის საერთაშორისო ცნობა გართულდებოდა. რეფერენდუმის ჩატარება კი გმირობის ტოლფასი იყო. მასში მონაწილეობა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მიიღო (აფხაზებისა და ოსების ჩათლით).

 

ის, რომ 1991 წლის 9 აპრილია (და არა 26 მაისი) ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, დასტურდება საქართველოს კონსტიტუციით, სადაც პირველი თავის ზოგადი დებულების პირველ მუხლში გარკვევით წერია: „საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩტარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით“.

 

ამასთან, მხოლოდ ის ფაქტი რად ღირს, რომ 1992 წელს, საქართველოს გაეროში გაწევრიანების საერთაშორისო დოკუმენტში, შავით თეთრზე წერია: „საქართველო არის გაეროს წევრი, დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმისა და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის საფუძველზე“.

 

მთავარი მიზეზი დამოუკიდებლობის თარიღის შეცვლისა იყო ის გარემოება, რომ 1991 წლის 22 დეკემბერს დაწყებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს კრიმინალმა პუტჩისტებმა. მათმა ბელადმა, ედუარდ შევარდნაძემ, გააცნობიერა რა, რომ მის უკანონო ხელისუფლებას არ ჰქონდა სამართალმემკვიდრეობა, რაც აუცილებელი პირობაა სახელმწიფოს იურიდიული ცნობისთვის, თავი საქრთველოს პირველი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრედ გამოაცხადა. ეს კი, სამართლებრივი იდიოტიზმია.

 

დღევანდელმა დე-ფაქტო ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ქვეყანას ჰყავს დე-იურე კანონიერი ხელისუფლება, მისი უზენაესი საბჭოს სახით, რომელიც არც გადამდგარა და არც არავისთვის გადაუცია ძალაუფლება და დროა ხელისუფლება კანონიერ პატრონს დაუბრუნდეს!

 

ბათუმის უნივერსიტეტში „მის სტუდენტი“ აირჩიეს

 

სტუდენტური დღეები აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა და მასში ხუთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობდა. დასკვნითი ღონისძიება ბათუმის საზაფხულო თეატრში ჯგუფ ,,გამოუვალი მდგომარეობის“ კონცერტით დასრულდა.

 

„მის სტუდენტი“ – ლოლიტა ცინცაძე

შსს: იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ქობულეთში ერთი პირია დაკავებული

 

სამართალდამცველებმა სოფელ ჩაისუბანში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 2784 საბრძოლო ვაზნა, „ა-კა-ემ“-ის და „ა-კა 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 25 ავტომატის მჭიდი, სხვადასხვა ტიპის 4 ხელყუმბარა, 2 ხიშტ-დანა და „ვალტერის“ ტიპის პისტოლეტი ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

აჭარის ფინანსთა მინისტრს უმაღლესი საბჭოს კომისიებში მოუსმენენ

 

საბიუჯეტო ორგანიზაციებმა გაწერილი ხარჯებიდან 6 656 200 ლარი ვერ აითვისეს. 2015 წლის სამ თვეში აჭარის ბიუჯეტიდან 40 600 500 ლარი უნდა დახარჯულიყო, ფაქტობრივად კი, 33 944 300 ლარი დაიხარჯა, რაც გეგმის 83,6 პროცენტია.

 

ბიუჯეტიდან პირველ კვარტალში მათთვის გამოყოფილი (მათ შორის პროგრამული ღონისძიებებისთვის) თანხა აჭარის ვერც ერთმა სამინისტრომ ვერ აითვისა. უშუალოდ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანიზაციების მიერ, მიმდინარე წლის სამ თვეში, დაგეგმილზე დაახლოებით 1,6 მილიონი ლარით ნაკლები ღონისძიებები დაფინანსდა.

 

სამინისტრო, მაგალითად, ახორციელებს მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას. მიმდინარე წლის სამ თვეში, დაგეგმილი 27 ათასი ლარის ნაცვლად, საკასო შესრულებამ 18,2 ათასი ლარი შეადგინა. სამინისტროს ინფორმაციით, „პირველ კვარტალში იგეგმებოდა შვიდ ბენეფიციარზე სესხის გაცემა, შესაბამისად სამინისტროს მხრიდან თანადაფინანსების თანხაც იქნა გათვალისწინებული. ფაქტობრივად კი, ბანკის მიერ სესხი გაიცა ორ ბენეფიციარზე. აღნიშნულიდან გამომდინარე ვერ მოხდა პროგრამის ფარგლებში პირველ კვარტალში დაგეგმილი თანხის სრულად ათვისება“.

 

ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რამაზ ბოლქვაძის თქმით, შესაბამისი კონკურსი სამინისტრომ შარშან გამოაცხადა და  „ლიბერთი ბანკმა“ გაიმარჯვა: „6 მილიონი საკრედიტო რესურსი უნდა მოზიდულიყო, ანუ 6 მილიონი ლარი უნდა გაეცა ბანკს, მაგრამ ვერ დააკმაყოფილეს ეტყობა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა ბანკის მოთხოვნა და, შესაბამისად, არ გაიცა თანხა. რა თანხაც გაიცემოდა, იმის 12%-ს ვიხდიდით ჩვენ. თუ ბანკი არ გასცემს თანხას, ვერც ამ 12%-ის ათვისება მოხდება.“

 

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია „ბათუმის ბულვარიც“, რომლის ერთ-ერთი ქვეპროგრამის – ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა – დაზუსტებული გეგმა (პირველი კვარტლის) 1 342 000 ლარს შეადგენდა, ხარჯი კი, მხოლოდ 590 300 ლარი იყო. სამინისტროში განაცხადეს, რომ „დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილზე ტენდერები არ შედგა, ასევე გამოცხადებული ტენდერებიდან შეიქმნა ეკონომიები, შედეგად კი, ქვეპროგრამის შესრულების მაჩვენებელი მხოლოდ 44 პროცენტია“.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიში

 

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აჭარის მთავრობამ და მასთან არსებულმა ორგანიზაციებმა  გამოყოფილი თანხის 78,4 პროცენტი აითვისეს.

 

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, გამოყოფილი თანხა სრულად ვერ აითვისა აჭარის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფმა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა, რომელიც წელს სამ პროგრამას ახორციელებს. ერთ-ერთი ქვეპროგრამის _ დეპარტამენტის ორგანიზაციული განვითარება – დაფინანსება (გამოყოფილი იყო 26 ათასი ლარი) არ განხორციელებულა.

 

აჭარის ფინანსთა სამინისტროდან მიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „დეპარტამენტმა წარადგინა განაცხადი სოფლად ტურიზმის ევროპულ ფედერაციაში – „EUROGITES“-ში გაწევრიანების შესახებ, საიდანაც მიღებულია თანხმობა. დეპარტამენტი აღნიშნულ ორგანიზაციაში ოფიციალურად გაწევრიანდება 2015 წლის ივნისში დაგეგმილ სხდომაზე. აგრეთვე ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილი იყო დეპარტამენტის გაწევრიანება ხმელთაშუა ზღვის საკრუიზო პორტების ასოციაციაში – „MedCruise“-ში, თუმცა მიღწეული იქნა შეთანხმება ბათუმის პორტის ხელმძღვანელობასთან, აღნიშნულ ორგანიზაციაში დეპარტამენტის ნაცვლად ბათუმის პორტის გაწევრიანებაზე. შესაბამისად, საწევრო გადასახადს გადაიხდის ბათუმის პორტი. ხოლო ღონისძიება _ „დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგები“ დაიგეგმა წლის მეორე ნახევრისთვის“.

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარეობიდან დემურ დიასამიძე მიმდინარე წლის 19 მაისს გადადგა. დიასამიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ მისი გადადგომა, 18 მაისს ბათუმში პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ვიზიტს უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მუშაობით უკმაყოფილოა. 

ბათუმში ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს

 

 

საქართველოს პირველობა ფიგურულ ციგურაობაში 23 მაისს დაიწყო და 24 მაისს მეორე ეტაპით გაგრძელდა.

ჩემპიონატში მონაწილეობენ იუნიორების,სინქრონული გუნდის,ნოვისების (A) და 2007-2008 წელს დაბადებული გოგონათა და ბიჭების კატეგორიები.

ჩემპიონატის ფინალი 18:30 საათზე დაიწყება.

დასწრება თავისუფალია.




„პრივატბანკის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუქმდა

 

საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტს დაევალა  დახუროს სს „პრივატბანკის“ საკორესპონდენტო ანგარიშები უცხოურ ვალუტაში, ასევე საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი უცხოური ვალუტის მინიმალური რეზერვის, საკასო და სადეპოზიტო ანგარიშები; „პრივატბანკის“ აღნიშნულ ანგარიშებზე რიცხული თანხები კი ჩარიცხოს სს „საქართველოს ბანკის“ შესაბამისი დანიშნულების ანგარიშებზე, ხოლო მინიმალური რეზერვის ანგარიშებზე დარიცხული პროცენტი ჩარიცხოს „საქართველოს ბანკის“ საკორესპონდენტო ანგარიშებზე.

 

2015 წლის 10 ნოემბრამდე სს „საქართველოს ბანკს“ შეუნარჩუნდა სს „პრივატბანკის“ ეროვნულ ბანკში გახსნილი საკორესპონდენტო ანგარიში ლარში და ანგარიში დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემაში „სს „საქართველოს ბანკის“ დროებითი კოდი“ სახელწოდების ქვეშ. „სს „საქართველოს ბანკის დროებით კოდზე“ დასაშვებია მხოლოდ ჩარიცხვების განხორციელება.

 

2015 წლის 10 ნოემბრამდე სს „პრივატბანკს“ მინიჭებული RTGS სისტემაში მონაწილის კოდი და IBAN კოდი გამოიყენოს სს „საქართველოს ბანკმა“, ხოლო საგადახდო სისტემების დეპარტამენტის მიერ „სს „საქართველოს ბანკის დროებით კოდზე“ მიღებული ჩარიცხვების ჯამური თანხის გადატანა ყოველდღიურად (საოპერაციო დღის ბოლოს) განხორციელდეს „სს „საქართველოს ბანკის“ ანგარიშსწორების ანგარიშზე – BAGAGE22.

 

გაუქმდა სს „პრივატბანკის“ მონაწილეობა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში (CSD სისტემა).

 

“საქართველოს ბანკმა” უკრაინულ  „პრივატბანკთან“ გასული წლის დეკემბერში გააფორმა შეთანხმება საქართველოში მისი შვილობილი  სს „პრივატბანკის“ აქციების 100%–ის შესყიდვის შესახებ. გარიგების ფასი 51 მლნ აშშ დოლარი იყო. 

ევროპის ჩემპიონატს ჭადრაკში ყველაზე მაღალი სარეიტინგო ქულის მქონე ნანა ძაგნიძე გამოეთიშა

ნანა ძაგნიძე | ქალთა ევროპის ჩემპიოანატი ჭადრაკში, მეორე ტური

 

ნანა ძაგნიძე მსოფლიო საჭადრაკო კლასიფიკაციით მეოთხე მოჭადრაკედ ითვლება. ქალთა ევროპის ჩემპიონატში კი, სადაც 98 მოჭადრაკე მონაწილეობს 19 ქვეყნიდან – საერთაშორისო სარეიტინო – 2570 ქულით – პირველ ნომრად ირიცხებოდა, მას მოჰყვება მეორე ადგილზე ბელა ხოტენაშვილი (2527), და მესამე ადგილზე ანტუანეტა სტეფანოვა (2512). 

ნანა ძაგნიძემ პირველ ტურში აზერბაიჯანელი საბინა ისმაილოვა (2272) დაამარცხა, მეორე ტურში რუს მარინა გუსაევს (2391) მოუგო, ხოლო მესამე ტური ფრედ  დაასრულა სომეხ დიდოსტატ ელინა დანიელიანთან (2458).

დღეს ჩემპიონატის მეექვსე ტური მიმდინარეობს. გამარჯვებული 30 მაისს გამოვლინდება.

 

ევროპირველობა ქალთა ჭადრაკში, ჩაქვში სასტუმრო „ოაზისში“ ტარდება.

შსს: აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივებმა დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღეს

 

ჰეროინი
ჰეროინი

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ერთ შეკვრად დაფასოებული 13,88 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 4,224 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ჰეროინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.


გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

დაბრუნება კრივში


ავთანდილ, როდის მიხვედით კრივში?

– ჩემი ძმა დადიოდა კრივზე. მეც გამიჩნდა ინტერესი. ხუთი წლის ვიყავი, პირველად რომ წავყევი, მაგრამ მწვრთნელებს ჩემი ასაკის გამო შევეცოდე და არ გამაგრძელებინეს ვარჯიში. ქუთაისში, გორის უბანში, #6 საშუალო სკოლაში ვსწალობდი, სადაც მოვიდა კრივის მასწავლებელი. ბავშვები რომ აყავდა, კითხულობდა – შენ მემარჯვენე ხარ თუ მემარცხენეო. ჩემს თანაკლასელს რომ ჰკითხეს, მან უპაუხა, რომ მემარჯვენე იყო, მწვრთნელმა კაი ბიჭი ხარო – უთხრა და გადაუსვა ხელი თავზე. მე მემარცხენე ვიყავი, მაგრამ ვიფიქრე, მემარჯვენე რომ არის, იმიტომ აიყვანა ეს ბიჭი, თუ ვიტყვი, რომ მემარცხენე ვარ, არ ამიყვანს-მეთქი, მოვიტყუე და დამაყენა მემარჯვენეში.

პირველი მწვრთნელი მერაბ ლორთქიფანიძე იყო. რაღაც პერიოდი ვივარჯიშე, მონაწილეობა მივიღე რამდენიმე ტურნირში და მერე დავანებე კრივს თავი. ეს იყო ბავშვური გატაცება. 15-16 წლის რომ ვიყავი, კვლავ მივედი კრივის სკოლაში და მითხრეს, – დიდი ასაკის ხარ, ვეღარმიაღწევ ვერაფერსო. მაშინ ქუთაისში ახალი შემოსული იყო კიკ-ბოქსი – მურთაზ ბებია ავარჯიშებდა ბავშვებს. მან სიამოვნებით მიმიღო, მაჩხუბა ერთთან, მეორესთან. ბებიამ დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერაში, ჩემ გვერდით იდგა ყოველთვის. სინამდვილეში არც მეგონა, რომ მართლა გავხვდებოდი მსოფლიო ჩემპიონი და პროფესიონალი მოკრივე. ის კი მავარჯიშებდა და მეუბნებოდა, შენ ჩემპიონი გახდებიო. ის დღესაც წვრთნის ბავშვებს და 1996 წლიდან მოყოლებული დღემდე ჩემი მწვრთნელია. როდესაც საქართველოში ჩამოვდივარ, მურთაზ ბებია მავარჯიშებს. რომელი სტილიც შემირჩია და რომელი დარტყმებიც მან გამოკვეთა ჩემში, მისი მოგერიება აქ, ამერიკაში უჭირთ.

რატომ მიანიჭეთ უპირატესობა პროფესიონალურ კრივს, ეს იყო თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა?

– ასეთი გათვლა არ მქონია. ფეხბურთი არ მიყვარს და გარდა ფეხბურთისა, თითქმის ყველა სპორტში ვიყავი, ყველაზე მეტხანს კი – თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც ორი წელი ვივარჯიშე. კრივი მომწონდა _ ჩხუბი უფრო მიყვარდა, ვიდრე ჭიდაობა.

გყავდათ ბავშვობაში კუმირი მოკრივე?

– კუმირი დღემდე მყავს, მაიკლ ტაისონი. სხვათა შორის, კრივში ჩემი დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ტაისონის ჩხუბები ვნახე. მე და ჩემი მეგობრები მაშინ „პრისტავკას“ რომ ეძახდნენ, იმას ვქირაობდით და ვუყურებდით. ისე მომეწონა ეს კაცი, მეორე დღესვე გადავწყვიტე, დამეწყო კრივში ვარჯიში. დღემდე ვადევნებ მაიკლ ტაისონის სპორტულ ასპარეზობას თვალს. ის ჩემთვის მაგალითია, თუ რას შეიძლება მიაღწიო მონდომებითა და ვარჯიშით და რა შეიძლება მოგივიდეს საპირისპირო მიმართულებით. ბევრი მამსგავსებს კიდეც ტაისონს, რადგან ჩემსავით დაბალია თავისი წონისთვის.

რამდენჯერმე მოიპოვეთ მსოფლიო წარმატება. რამ განაპირობა ეს შედეგიმხოლოდ მონდომებამ, თუ გარემო ფაქტორებმაც?

– კრივში მარტო შენი სიძლიერე არ კმარა, ის იმ ხალხზეცაა დამოკიდებული, ვინც კრივით ცხოვრობს შენთან ერთად, ესენი არიან: ორგანიზატორი, პრომოუტერი, მწვრთნელები და თუ არ მოხვდები საჭირო მიმართულებით, აუცილებლად დაიკარგები. თუმცა, რასაც მივაღწიე, ძირითადად, ჩემი პრინციპულობის დამსახურებაა. შრომასა და მონდომებას ვერაფერი დაუდგება წინ. ეს შედეგები მოვიდა ჩემი მონდომებით და იმ ხალხის დახმარებით, ვინც იყო ჩემ გვერდით, მათ შორის ყველაზე მეტად მურთაზ ბებიას დამსახურებით. მე ნებისმიერ პირობებში შემიძლია ვივარჯიშო: დარბაზში არ გვქონდა შუქი, გათბობა… შხაპზე გამორიცხული იყო ლაპარაკი. ცივ წყალს ვუსხამდით ერთმანეთს ბავშვები. ბნელოდა, თვალები სიბნელეს ეჩვეოდა და მერე ვვარჯიშობდით… ძნელი ეტაპები სულ არის. ახლაც რთული პერიოდიმაქვს _ ჩემი სახლიდან მოშორებით, სხვა ქვეყანაში ვარ, სადაც დიდი ძალისხმევა უნდა გაიღო, რომ შენი შესაძლებლობები აღიარონ. ისე, სასიამოვნო კი იქნებოდა ყურადღება საქართველოდანაც, ან „ზბორები“ ჩაეტარებინათ ჩემთვის, ან ვაჯიშების ჩასატარებლად მოვეწვიე. ჩამოვიდოდი ამერიკელ მწვრთნელებთან ერთად. ისინი მსოფლიო დონის სპეციალისტები არინ. ბავშვები შეხვდებოდნენ, მეტი სტიმული მიეცემოდათ. მე ასეა თუ ისე ჩემი სახელი მოვიხვეჭე. დიდი-დიდი ხუთი წელი და მივდივარ ბოქსიდან. ზედმეტ სახელად „ჩაქუჩას“ მეძახიან. თბილისსა და ქუთაისში ბავშვები რომ მხვდებიან, უხარიათ ჩემთან შეხვედრა და იძახიან _ მე ჩაქუჩა უნდა გამოვიდეო. სასიამოვნოა ეს. ვფიქრობ, ჩემი ჩამოსვლა უფრო საინტერესო იქნება საქართველოში, ვიდრე ახლა აქ ყოფნა, რადგან არ არის გასაოცარი ის ამბავი, რომ ჩემი დონის მოკრივეს ამერიკელი მაღალი დონის პრომოუტერი ჰყავდეს და ამერიკაში გადიოდეს „ზბორებს“, ეს ნორმალურია პროფესიონალურ კრივში. ჩემი ჯგუფით ჩამოსვლა, ვარჯიშების ჩატარება პატარა ბავშვებთან, თუნდაც დიდებთან სამომავლო საქმე იქნებოდა.

ვინ უნდა გამოიჩინოს ყურადღება?

– ალბათ იმან, ვინც სპორტშია, ვინც კრივშიადა უნდა სერიოზული შედეგი ჰქონდეს. სპორტსმენისთვის დიდი სტიმულია იმასთან შეხვედრა, ვინც შენსავით პატარა იყო და დიდ წარმატებას მიაღწია.

– 36 წლის ხართ და დიდი ხანია მოღვაწეობთ აქტიურ სპორტში. ცხოვრების რომელ ეტაპზე გქონდათ რთული პერიოდი, როგორც სპორტსმენს?

– რთული პერიოდები სულ არის, არამარტო მაშინ, როცა რინგზე გასვლისთვის ვემზადები… არა მარტო ის, რომ საქართველოში გინდა რაღაც გააკეთო და მომავალი არ გიჩანს. არ ვიცი როგორაა სხვა პროფესიებში, მაგრამ კრივი ძალიან დაბალ დონეზეა საქართველოში. შეიძლება ვთქვათ, რომ პროფესიული კრივი არ არსებობს, არ ტარდება არანაირი ტურნირი. ბოლო პერიოდი მქონდა ძალიან რთული, როცა მსოფლიო ჩემპიონობა ვიზეიმე, დავაცხიკვებდი თუ არა ოთხი კაცი გამორბოდა პირსახოცით ცხვირის მოსამშრალებლად. გაიარა ეს პერიოდი და ჩემს უკრაინელ პრომოუტერთან მომივიდა უთანხმოება, რადგან ის ბრძოლას მაძლევდა იტალიაში, მოკრივესთან, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-15 ნომერი იყო, მე კი ამ დროს მეორე ვიყავი… უარი მათ ბრძოლებზე 2012 წელს ვთქვი, ოთხწლიანი კონტრაქტი კი, ერთი წლის წინ მქონდა დადებული. ამიტომ პრომოუტერი ამ სამი წლის განმავლობაში არ მაძლევდა სხვა ტურნირებში მონაწილეობის უფლებას. ეს იყო ყველაზე დიდი ჩავარდნა. ვიჯექი სახლში და ვუყურებდი როგორ იგებდა სხვა იმ ტიტულებს, რომელსაც მე ვფლობ…

როგორ მოხვდით ამერიკაში და რატომ წახვედით?

– არასოდეს მიოცნებია წავსულიყავი სხვა ქვეყანაში. ჩემ აქ ყოფნაზე იმანაც იმოქმედა, რომ 16 წლისა, ასაკის გამო, კრივის დარბაზიდან გამომიშვეს. ქუთაისში ამერიკელი პრომოუტერი ლუი დიბელა დამიკავშირდა. მითხრა, რომ ამერიკისთვის საინტერესო ვიყავი. მე ორწლიანი კონტრაქტი მსურდა, ხუთწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ. თავიდან კალიფორნიაში, ლოსანჯელესში ჩამოვედი. მერე ჩემს მეგობართან, გიორგი დონაძესთან გადავედი ფილადელფიაში, იქ, სადაც 12 წლის წინ, 21 წლის ასაკში კრივში მეორედ დავბურნდი და ჩემი დებიუტი შედგა ამერიკაში. რამდენიმე თვის წინ კი ნიუ იორკში დავბინავდი. ამ ქალაქშია ჩემი პრომოუტერიც. ამერიკაში რაც ჩამოვედი, სამი ბრძოლა ჩავატარე და სამივე ნოკაუტით მოვიგე.

მესამედ რინგზე 2014 წლის ივნისში დავბრუნდი, მერე სექტემბერსა და თებერვალში. ახლა 10 დღეში უნდა მომცენ სერიოზული ბრძოლა. თუმცა ეს ყველა სარეიტინგო შეხვედრაა. დიდია კონკურენცია პროფესიულ კრივში, მსოფლიო ათეულში მოსახვედრად – 10 წლის მანძილზე ათეულში ვიყავი და პირველი ან მეორე ნომერი. ორი წლის წინ კი ათას მოკრივეშიც არ ვიყავი. დღეს – მე-14 ნომერი ვარ.

იბრუნებთ ძველ პოზიციას?

– მახსოვს კიდეც ჩემი ქამრები ვისაც აქვს. ყველაფერსდავიბრუნებ, რაც დავკარგე.

ახლა რისთვის ემზდებით?

– 12 ივნისს უნდა მქონოდა ჩხუბი, მაგრამ ვისაც უნდა შევხვედროდი, მან ვერ გადაწყვიტა ჩემთან ბრძოლა. ჯერჯერობით არ ვიცი, ვინ იქნება ჩემი მოწინააღმდეგე, როდის ვიჩხუბებ, მაგრამ დაახლოებით თვე-ნახევარში გამოვალ რინგზე.

ოთხი წელი კიდევ იქნებით ამერიკაში. ამის შემდეგ რა გეგმები გაქვთ? ახსენეთ კრივში მომავალი თაობის აღზრდის მნიშვნელობა.

– კარიერის მერე, რა თქმა უნდა, მაქვს გეგმა. ჩემი მწვრთნელი მურთაზ ბებია მთხოვს, გავხსნათ ჩემი სახელობის ან ზოგადად კიკ-ბოქსის დარბაზი. ახლაც არის დარბაზი, მაგრამ არ არის პირობები.

რას ეტყოდით თქვენს გულშემატკივარს?

– ვუსურვებდი ბედნიერებას, წარმატებას. ვიცი ბევრი გულშემატკივარი მყავს, ისინი ამაყობენ ჩემით. აქ მცხოვრები ბევრი ქართველი ემიგრანტი ჩამოვიდა ჩემთან, ბოლოს რომ ვიჩხუბე. ისეთი ამბავი იყო, რინგიდან გამოხედვა გაგიხარდებოდა, სულ საქართველოს დროშები მოჩანდა. ვპირდები ჩემს ქართველ ქომაგებს, რომ წარმატებას აუცილებლად მივაღწევ. ახლა მე-14 ვარ, გავხვდები მსოფლიოში პირველი – საქართველოს დროშას ავწევ. ვდებ პირობას, სხვა ქვეყნის სახელით არ გამოვალ – როგორც დავიწყე საქართველოს სახელით ასპარეზობა, საქართელოს სახელითვე დავასრულებ კარიერას.



ავთანდილ ხურციძე რინგზე საქართველოს დროშით გამოდის




რატომ ვერ დახარჯა ფული მთავრობამ

 

„პირველ კვარტალში 83 პროცენტია შესრულება, რაც ცუდ მაჩვენებლად არ უნდა ჩაითვალოს. სატენდერო პროცედურები, მუნიციპალიტეტების დაფინანსების თავისებურება და სხვა ფაქტორებია გასათვალისწინებელი. ეს შეუსრულებლობა არაა ისეთი ჩამორჩენა, რომ რაღაც განსაკუთრებული მსჯელობა გაიმართოს. მომდევნო პერიოდში დავძლევთ“, – განაცხადა  „ბათუმელებთან“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რამაზ ბოლქვაძემ.

 

სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემებით, 2015 წლის სამ თვეში აჭარის ბიუჯეტიდან 40 600 500 ლარი უნდა დახარჯულიყო, ფაქტობრივად კი, 33 944 300 ლარი დაიხარჯა, რაც გეგმის 83,6 პროცენტია.

 

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასულ წელსაც ანალოგიური მდგომარეობა იყო, მაგრამ, მთლიანობაში, სერიოზული პრობლემა არ შექმნილა. ზოგიერთი ეკონომისტი კი მიიჩნევს, რომ როცა ფულის ხარჯვა დაგეგმილი გრაფიკით ვერ ხერხდება, შეცდომა ან დაგეგმვაშია დაშვებული, ან საშემსრულებლო პოლიტიკაა გადასახედი, რასაც არ ეთანხმებიან სამინისტროში.

 

„ტენდერი როცა ცხადდება, ის ყოველთვის დადებითი შედეგით არ სრულდება. ზოგჯერ  გვყავს გამარჯვებული, მაგრამ პროექტის განხილვა, გარკვეული პროცედურები შეიძლება გაგრძელდეს, გადავადდეს ან შედეგები გაუქმდეს და ხელახლა გამოცხადდეს ტენდერი. ძირითადად, ამის გამო არ არის თანხები ათვისებული“, – განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.

 

ბიუჯეტიდან პირველ კვარტალში მათთვის გამოყოფილი (მათ შორის პროგრამული ღონისძიებებისთვის) თანხა აჭარის ვერც ერთმა სამინისტრომ ვერ აითვისა. უშუალოდ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანიზაციების მიერ, მიმდინარე წლის სამ თვეში, დაგეგმილზე დაახლოებით 1,6 მილიონი ლარით ნაკლები ღონისძიებები დაფინანსდა.

 

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აჭარის მთავრობამ და მასთან არსებულმა ორგანიზაციებმა  გამოყოფილი თანხის 78,4 პროცენტი აითვისეს.

 

ბათუმის სტადიონის პროექტის პაკეტების გახსნა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში [ფოტო თედო ჯორბენაძე]

 

 2015 წლის პირველ კვარტალში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სხვადასხვა ღონისძიების ფაქტობრივმა დაფინანსებამ დაგეგმილზე 1,4 მილიონით ნაკლები შეადგინა; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და მის სისტემაში შემავალმა ორგანიზაციებმა დაგეგმილზე 837 ათასი ლარით ნაკლები აითვისეს, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მისთვის სამ თვეში გამოყოფილი ასიგნებებიდან ნახევარ მილიონზე მეტი ლარი ვერ გახარჯა. 

 

იმ ფონზე, როცა აჭარის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ვერ სრულდება, შემოსავლები  იზრდება. სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შემოსავლები განისაზღვრა 37 938 500 ლარით, ხოლო შესრულებამ შეადგინა 44 857 700 ლარი, ანუ გეგმა შესრულებულია 118,2 პროცენტით; პირველი კვარტლის შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების 84,7 პროცენტი (37 984 400 ლარი), მოდის გადასახადებზე, რაც მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს მოიცავს.

 

სხვა შემოსავლებში კი აღსანიშნავია, რომ საკმაოდ გაიზარდა ჯარიმების, სანქციებისა და საურავების შედეგად ბიუჯეტში თანხის მობილიზება. პირველ კვარტალში დაგეგმილი 18 ათასი ლარის ნაცვლად, აჭარის ბიუჯეტში 79,2 ათასი ლარი შევიდა, ანუ გეგმის 440 პროცენტი;  

 

„შემოსავლების ზრდა განპირობებულია იმით, რომ საკმაოდ აქტიურობს არასაბიუჯეტო სექტორი“, _ ამბობს რამაზ ბოლქვაძე.

 

შემოსავლების ზრდა დაფიქსირდა გასულ წელსაც. სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლებმა 156 705 000 ლარი შეადგინა, ანუ გეგმა შესრულდა 111,5 პროცენტით. რაც შეეხება გასული წლის ხარჯებს _ გეგმის მხოლოდ  93,3 პროცენტი შესრულდა.

 

აჭარის ბიუჯეტიდან, როგორც დაუბეგრავი მინიმუმი, მოქალაქეებს შარშან უკან დაუბრუნდათ 8,8 მილიონი ლარი. მიმდინარე წლის ბიუჯეტში კი, დასაბრუნებელი 10 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული.

 

2014 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დღემდე არ მოუსმენია აჭარის უმაღლეს საბჭოს. საბჭოს წევრებმა ჯერ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილისგან ანგარიშის მოსმენა არ ისურვეს, ხოლო მაშინ, როცა მინისტრი მივიდა საკანონმდებლო ორგანოში, ქვორუმი არ შედგა.

გაზის მიწოდება აჭარაში 26 მაისის დილისთვის სრულად აღდგება

 

ბუნებრივი აირის მიწოდება ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონს დღეს, 24 მაისის გამთენიისას შეუწყდა. შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” ინფორმაციით ბუნებრივი აირის შეწყვეტის მიზეზი მაგისტრალურ გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია. 

 

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი ბლოგერების კონკურსს აცხადებს

 

კონკურსანტს უნდა ჰქონდეს აქტიური ბლოგი და ბლოგერობის გარკვეული გამოცდილება

კონკურსანტი უნდა დარეგისტრირდეს წინასწარ როგორც კონკურსის მონაწილე. რეგისტრაცია ხდება სარეგისტრაციო ფორმის (https://goo.gl/cxAMX) შევსებით. კონკურსში მონაწილე ბლოგერებს უნდა შეეძლოთ კინოფესტივალის პერიოდში ბათუმში ყოფნა და კინოფესტივალზე დასწრება.

 კონკურსანტმა ბლოგზე უნდა განათავსოს კინოფესტივალის ბანერი (საიტზე გადასასვლელი ბმულით)

კინოფესტივალამდე უნდა მოამზადოს ერთი ბლოგპოსტი 

კინოფესტივალის მსვლელობისას არსებული სიახლეების გააზიაროს სოციალური ქსელების მეშვეობით

ბლოგერებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 20 აგვისტომდე.

 

ბლოგერების კონკურსში მონაწილე ბლოგერებს კინოფესტივალი სთავაზობს:

 

– აკრედიტაციას რაც საშუალებას მისცემს დაესწრონ ფესტივალის მსვლელობისას დაგეგმილ ნებისმიერ კინოჩვენებას

– ბლოგერებს ფესტივალის მსვლელობისას ექნებათ საშუალება დაესწრონ ყველა პრესკონფერენციასა და მასტერ კლასს, ჩაწერონ ფესტივალის ჟიური, სტუმრები და ფესტივალის ორგანიზატორები

– ყველა ბლოგერს გადაეცემა ბეჯი სადაც აღნიშნული იქნება ბლოგერის სახელი გვარი ბლოგის მისამართი

– ბლოგერებს საშუალება ექნებათ დაესწრონ კინოფესტივალის გახსნის და დახურვის ცერემონიას, რომელიც ლიმიტირებულია და მოსაწვევებით ხდება

– ყველა ბლოგერს მაისური ფესტივალის ლოგოთი და ფესტივალის კატალოგი

ბლოგერების კონკურსის პრიზები: 

– BIAFF პრიზი – 3 ბლოგერი რომელიც ყველაზე ინტენსიურად და საინტერესოდ გააშუქებს ფესტივალს, მომავალ წელს ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ექსკლუზიური ბლოგერის სტატუსით ისარგებლებს და სამივე ბლოგერის ტრანსპორტირებას, ბათუმში საცხოვრებელი ადგილისა და ცხოვრების ხარჯებს კინოფესტივალი დაფარავს. ასევე, ისენი მოწვეულნი იქნებიან კინოფესტივალის გახსნისა და დახურვის ცერემონიასა და ბანკეტზე.

 

– BIAFF პრიზი – სტამბულის საერთაშორისო კინოფესტივალზე დასწრება – საუკეთესო 3 ბლოგერს BIAFF დაუფინანსებს სტამბულის კინოფესტივალზე დასწრების ხარჯებსშემდეგი პირობებით – #1 ადგილი – აკრედიტაცია, ავიაბილეთი + განთავსება(5 ღამე); #2 ადგილი – აკრედიტაცია, ავიაბილეთი (ერთი გზა) + განთავსება, #3 ადგილი – აკრედიტაცია, განთავსება. განთავსება მოხდება აპარტამენტში – შესაბამისად საჭიროა სამივე ბლოგერის ჩასვლა ერთსა და იმავე პერიოდში. პრიზით სარგებლობისთვის აუცილებელია ბლოგერებისგან სტამბულის კინოფესტივალზე დასწრების საბოლოო კონფირმაცია ფესტივალამდე 2 თვით ადრე. + BIAFF 3-4 ბლოგერს კინოფესტივალი გაუკეთებს კარლოვი ვარის კინოფესტივალების აკრედიტაციას- მგზავრობის ხარჯების გარეშე. 

 

– სასტუმრო „რჩეული ვილას“ ქსელის პრიზი – გამარჯვებულ 3 საუკეთსო ბლოგერს გადაეცემა 2 დღიანი, ორკაციანი ვაუჩერი სასტუმრო „რჩეულ ვილას“ რომელიმე სასტუმროში (ბათუმი, ქუთაისი, თელავი, სიღნაღი) დასვენებისთვის

 

– სასტუმრო „BatumiPLAZA Hotel“-ს  პრიზი – გამარჯვებულ 3 საუკეთესო ბლოგერს გადაეცემა 2-დღიანი, ორკაციანი ვაუჩერი სასტუმროში დასვენებისთვის


დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კინოფესტივალს: ელ.ფოსტა: press@biaff.org

 მობ: 599-482181 – ზვიად ელიზიანი, ფესტივალის მენეჯერი. 


საკანალიზაციო სისტემის პრობლემები ქედაში

 

დაბა ქედა, სალექარი რუსთაველის ქუჩაზე

 

საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება – ეს ერთ-ერთი იმ დაპირებთაგანია, რასაც მოქმედი გამგებელი დავით დუმბაძე ქედის მოსახლეობას 2014 წელს, ადილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ დაჰპირდა. მართლაც, დავით დუმბაძის გამგებლად არჩევის შემდეგ საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებაზე მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა – დაბა ქედაში, აწჰესის დასახლებაში, ზვარესა და ცხმორისის თემების ცენტრებში, საკანალიზაციო სისტემის მოსაწესრიგებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გასულ წელს 1 მილიონ 199 900 გამოიყო. ჩატარდა სამუშაოებიც, მაგრამ ამის მიუხედავად, დაბა ქედაში კანალიზაციის სუნი ისევ დგას.

 

ქედის მუნიციპალიტეტმა ქსელის მშენებლობაზე ხელშეკრულება ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „გზასთან~ გააფორმა. სატენდერო პირობების მიხედვით, კომპანიას დაბა ქედასა და აწჰესში საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ზვარესა და ცხმორისის თემების ცენტრებში კი, კანალიზაციის რეაბილიტაცია უნდა განეხორციელებინა.

 

ამჟამად, დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე, ღია მდგომარეობაშია სპეციალური ავზი, რომელშიც სალექარებიდან გამომდინარე წყალი ჩაედინება და საიდანაც წყალი გრუნტში უნდა ჩაიღვაროს. რუსთაველის ქუჩისგან განსხავებით, 9 აპრილის ქუჩაზე უარესი მდგომარეობაა – სალექარიდან გამოსული წყალი პირდაპირ მდინარეში ჩაედინება. ყველაზე მძაფრი სუნი და ანტისანიტარიაც სწორედ ამ მონაკვეთშია.

 

როგორ გაკეთდა ქედაში საკანალიზაციო სისტემა, რა პროექტით – ამ და სხვა საკითხებზე ინფორმაციის წარმოდგენა ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12-მა დეპუტატმა მოითხოვა: მათ წერილობითი განცხადებით საკრებულოს 24 აპრილს მიმართეს დეტალური ინფორმაციის მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ ქედის საკრებულომ სხდომა 13 მაისს ჩაატარა, დეპუტატის მიერ მოთხოვნილი საკითხი საკრებულოს არ განუხავს. დეპუტატები საკანალიზაციო სისტემაზე გახარჯული თანხისა და შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ამ დრომდე ელიან.

 

ქედის საკრებულოს წევრი და დაბაში მცხოვრები უშანგი ბერიძე შესრულებული სამუშაოების ხარვეზებზე საუბრობს. ის ამბობს, რომ პრობლემები არამარტო დაბაში, აწჰესსა და ცხმორისშიც არის.

 

„არსებული საკანალიზაციო სისტემა დიდ პრობლემას შექმნის, – სალექარები დასახლებულ პუნქტებთან ახლოს არის, დაუსრულებელია სამუშაოები, წყალი არ იფილტრება, რის გამოც დგას სუნი. ცხრა აპრილის ქუჩაზე კი, წყალი საერთოდ არ იფილტრება და ფეკალური მასა პირდაპირ მდინარეში ჩაედინება. პროექტით, ჯერ უნდა გაიფილტროს წყალი და მერე უნდა ჩავიდეს მდინარეში, თუმცა აქ არ სრულდება ტექნოლოგიური პროცესი და პირდაპირ იღვრება. საკრებულოს 12-მა დეპუტატმა მოვითხოვეთ წარმოგვიდგინონ შესრულებული სამუშაოს დეტალური ინფორმაცია, თუ რა გაკეთდა და როგორ, რატომ არის ასეთი საშინელი მდგომარეობა, ძალიან უხარისხოდ შესრულებულია სამუშაოები, თანხა კი ბევრია დახარჯული“, – განაცხადა უშანგი ბერიძემ.

 

„ჩემს სოფელში, ცხმორისში, თითქოსდა გაკეთდა კანალიზაცია, მხოლოდ სკოლისთვის და საბავშვო ბაღისთვის. იქ არის სასადილოები, საერთო საპირფარეშოები კანალიზაციის გარეშე. ვნახავთ რა ანგარიშს წარმოგვიდგენს გამგეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოვითხოვთ, შესრულებული სამუშაოები აუდიტმა შეისწავლოს“, _ აცხადებს ქედის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ბოლქვაძე.

 

მიღება-ჩაბარების აქტი მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შემსრულებელ კომპანიას შორის შარშან გაფორმდა – დასრულებული ობიექტი ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოქმდი სამუშაოების მიმღებმა კომისიამ გასულ წელს ჩაიბარა. იყო თუ არა სამუშაოები ხარისხიანად შესრულებული და შეისწავლა თუ არა კომისიამ ობიექტის მდგომარეობა, ვიდრე ჩაიბარებდა? – ამ კითხვებით მიმღები კომისიის თავმჯდომარეს გურამ ბერიძეს მივმართეთ. მან საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსთან გადაგვამისამართა.

 

ქედის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი სულიკო ბოლქვაძეა. ის შესრულებული სამუშაოებით კმაყოფილია. ამბობს, რომ კომპანიამ ტენდერით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და საკანალიზაციო სისტემა პროექტის მიხედვით მოაწყო. აქვე დასძენს, რომ კომპანიას შესრულებულ სამუშაოებზე სამწლიანი საგარანტიო ვალდებულება აქვს:

 

„სამუშაოები პროექტის მიხედვით სრულყოფილად შესრულდა. თუ რაიმე სახის ხარვეზი აღმოჩნდება, მშენებელს სამწლიანი გარანტია აქვს და ვალდებულია ამ ხნის განმავლობაში პრობლემა გამოასწოროს, პროექტით მოეწყო სალექარები დაბაში, აწჰესში, ზვარესა და ცხმორისის ცენტრებში, სალექარებში შესული კანალიზაციის წყალი ფეკალური მასისგან იწმინდება და გრუნტში ჩაედინება, მხოლოდ ერთ შემთხვევაში, ცხრა აპრილის ქუჩაზე ამოვიდა წყალი ზემოთ, რაც პროექტით იყო გათვლილი. გზის ქვემოთ საჭიროა დამატებითი ჭის მოწყობა, სადაც წყალი ჩაიღვრება, წინააღმდეგ შემთხვევაში სალექარიდან გამოსული წყალი უნდა გადავიდეს ქვიშიან გრუნტში, ანუ წყალი ზედაპირზე არ უნდა ამოვიდეს. რაც შეეხება სუნს – ეს რომ არ იყოს, წყალი უნდა დაიქლოროს, რაც პროექტში ვერ იქნებოდა, ეს შიდა სამუშაოა“.

 

კითხვაზე, მიმართა თუ არა ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მშენებელ კომპანიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, სულიკო ბოლქვაძე ამბობს, რომ ამ ინფორმაციას ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ფლობს. თავის მხრივ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, სულიკო სურმანიძემ მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან გადაგვამისამართა.

 

საკანალიზაციო სისტემა ქედაში ინდმეწარმე რევაზ დიდმანიძის მიერ დამუშავებული პროექტით გაკეთდა. პროექტის შედგენაზე ქედის გამგეობას ელექტრონული ტენდერი არ გამოუცხადებია, ინდმეწარმე ქედის გამგეობამ კონკურსით გამოავლინა.

 

შეესაბამებოდა თუ არა არსებულ გეოგრაფიულ არეალს პროექტი, რომლითაც ქედაში საკანალიზაციო სისტემა უნდა გაკეთებულიყო? – პროექტის ავტორი რევაზ დიდმანიძე ამბობს, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაო სრულყოფილია. ის დასძენს, რომ ავზი, სადაც სალექარებიდან გამოსული წყალი ჩაედინება, ღია არ უნდა იყოს:

 

„სადეზინფექციო შენობები ორ ადგილზე მოეწყო. ამ შენობებში უნდა დამუშავდეს წყალი საბოლოოდ, რაც ამ ეტაპზე არ ხდება. სადეზინფექციო ხსნარი ქლორით არ უნდა დამზადდეს, რადგან შენობები დასახლებულ პუნქტთან ახლოს არის და საშიშია. გარდა ამისა, მავნეა გარემოსთვის. არსებობს სპეციალური მარილი, რითაც უნდა ჩატარდეს დეზინფექცია. ჩვენ ეს მითითება მივეცით ქედის გამგეობას. რაც შეეხება პროექტს – წყლის საბოლოო დეზინფექციამდე სუნი ბუნებრივია იქნება. რაც შეეხება ღია ჭას, ფილა უნდა დაეხურათ, მაგრამ თუ არ არის გადახურული, ისე უნდა გადახურონ, რომ საჭიროების შემთხვევაში მისი მოხსნა-გასუფთავება შესაძლებელი იყოს, – განაცხადა რევაზ დიდმანიძემ.

 

არაერთი მცდელობის მიუხედავად, „ბათუმელებმა“ მშენებელი კომპანიის დირექტორის კომენტარის ჩაწერა ვერ მოახერხა. შპს „გზას“ დირექტორმა მალხაზ დუმბაძემ ტელეფონი მას შემდეგ გამორთო, როდესაც ვკითხეთ, შეასრულა თუ არა მან ტენდერით ნაკისრი ვალდებულება ქედის მუნიციპალიტეტში.

ბათუმის დინამომ უეფას ტურნირის საგზური მოიპოვა

 

 

 

 

 

საფეხბურთო მატჩს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, უმაღლესი საბჭოს წევრები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ. 

26 მაისს ბათუმში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ჩამოვა

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას „ქართულ-აფხაზური საგა“-ს ხელმძღვანელი, საპატიო ბათუმელი, ნათელა დუმბაძე გახსნის. შესრულდება საქართველოს ჰიმნი კულტურის საგანმანათლებლო სასწავლებლის მოსწავლეების მიერ.  წარმოდგენილი იქნება მხატვრულ-ისტორიული კომპოზიცია – „ჩვენ დავბრუნდებით“.

 

ღონისძიებას დაესწრებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე,  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ეროვნული სამეცნიერო აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ ლომთათიძე, ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორი, აქსანა კვიცია და სხვა სტუმრები.

 

ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, ბათუმში მცხოვრებ წარჩინებულ მოსწავლეებს დაასაჩუქრებს წიგნების კომპლექტით – „აჭარის ისტორია ბავშვებისთვის“.

 

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში კი გაიმართება კონცერტი. 

 

საზაფხულო სკოლა პიარტექნოლოგიებში გაიხსნა

 

 

 

საზაფხულო კურსი მოიცავს ლექციებსა და სემინარებს სტრატეგიული კომუნიკაციის ამ დარგის წარმოშობის, არსის, პრაქტიკული განხორციელების ინსტრუმენტებისა და შეფასების მექანიზმების თაობაზე. საზოგადოებასთან ურთიერთობა, როგორც ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც სტრატეგიული მენეჯმენტის კომპონენტია, გამოიყენება ორგანიზაციული იმიჯის მართვისა და რეპუტაციული მენეჯმენტის წარმართვისათვის.

 

საზაფხულო სკოლის თითოეულ საგანზე დასწრება შეუძლიათ მსურველებს დროულად დარეგისტრირების შემთხვევაში. 5 კვირის განმავლობაში ჩატარდება მასტერკლასები  შემდეგი მიმართულებით: სიტყვით გამოსვლის ტექნოლოგია და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები (24 მაისი); მედიასთან ურთიერთობა და ინტერვიუს ტექნოლოგიები (30-31 მაისი); სოციალური მედიის მართვა (6 ივნისი); ღონისძიებების მენეჯმენტი (7 ივნისი); ბრენდინგი (13 ივნისი); კრიზისის მენეჯმენტი (14 ივნისი); პიარ კამპანიების ორგანიზება (20-21 ივნისი).

  

საზაფხულო სკოლის ტრენერებად მოწვეულნი არიან პიარისა და მარკეტინგის გამოცდილი სპეციალისტები: კახა მაღრაძე, სოსო გალუმაშვილი, ზურა ბალანჩივაძე, ანდრო მეტრეველი, ნათია სირაბიძე.

 

 კურსი საინტერესო იქნება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი ამოცანებისა და განხორციელების თანამედროვე ინსტრუმენტებით, ასევე ამ სფეროს პრაქტიკული ნიუანსებითა და ჩვენს ქვეყანაში არსებული მიდგომებით.

 

„ბათუმი-ოდესა“ ფოტოდღეების პრეზენტაცია ბათუმში

 

ოდესა-ბათუმი. ფესტივალის ფოტოდღეები ბათუმში

 

მანიპულაცია – ასე ქვია ფოტოპროექტს, რომელიც ბათუმში 25-30 აგვისტოს დაიწყება. ფესტივალის მასპინძელია, „თანამედროვე ხელოვნების სივრცე“ ბათუმში.

 

„ეს არის მცდელობა იმის შესწავლის, თუ როგორ შეუძლია ვიზუალურ გამოსახულებას შექმნას ისტორიული მოვლენების ახალი ინტერპრეტაცია“-ამბობენ, პროექტის ავტორები.

 

პროექტი ხორციელდება ორ ქვეყანაში – უკრაინასა და საქართველოში, ორ დაძმობილებულ ქალაქში შავი ზღვის აუზში – ოდესასა და ბათუმში. ქალაქები დაკავშირებული არიან არა მხოლოდ ზღვით, არამედ მსგავსი მშენებლობის ისტორიითა და განვითარების კონცეფციით. ორი სახელმწიფო დაკავშირებული იქნება საერთო პროექტით: „ოდესა- ბათუმი ფოტოდღეები.“ ერთიანმა გუნდმა, რომელიც შედგება საქართველოსა და უკრაინის მხატვრებისა და კურატორებისგან, შეიმუშავა კონცეფცია და განვითარების გეგმის პროექტი“.

 

პროექტი დაყოფილია ორ ეტაპად. ფესტივალის პირველი ეტაპი, ყურადღებას ამახვილებს საგანმანათლებლო პროგრამაზე და მოიცავს სემინარებს ფოტოგრაფებისთვის და საკურატორო კვლევებს. ჩატარდება მასტერკლასები.

 

მეორე ეტაპი, დაეთმობა ვიზუალურ ნაწილს და გამოიფინება ფოტო ნამუშევრები,  რომელიც  დაკავშირებული იქნება მანიპულაციის თემასთან.

 

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ რამდენიმე ქვეყნა. მათ შორის თურქეთი, უკრაინა, ბელორუსია.   

 

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ,  პროექტის იდეა წარმოშვა ფოტოგრაფიის სფეროში პროფესიული მომზადების დეფიციტმა, განსაკუთრებით თანამედროვე მიმართულებებში.

 

„პირველი ფესტივალი არის ადამიანის ყურადღების მიპყრობის საშუალება ფოტოგრაფიაზე, როგორც ვიზუალურ საშუალებაზე, მასობრივი ინფორმაციისა და ყოველდღიური ცხოვრების მჭიდრო კავშირზე.

 

140 წლის მანძილზე ფოტოგრაფიამ არაერთი ცვლილება განიცადა. მისი როლი, შესაძლებლობები და ადგილი სოციალურ და კულტურულ სივრცეში შეიცვალა. თავდაპირველად ფოტოგრაფია გახლდათ ქაღალდზე გამოსახული ფაქტი, როგორც ობიექტური რეალობა. დღეისათვის ფოტოგრაფია მონტაჟისა და ახალი მედია ტექნოლოგიების მეშვეობით გახდა მანიპულაციის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი და პროპაგანდის საშუალება“.

 

ფესტივალი „ოდესა-ბათუმი“ ფოტოდღეები, ბათუმში 2015 წლის აპრილიდან მიმდინარეობს.

თხრობითი პერფომანსების ფესტივალი ბათუმში

 

თქვენ გელოდებათ საინტერესო ისტორიები ახალგაზრდული აქტივიზმისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებული 5 გუნდი იბრძოლებს იმისათვის რომ დაიმსახუროს მაღალი შეფასება  ჟიურისგან.

თხრობითი პერფომანსების ფესტივალში მონაწილეობას იღებენ “დემოკრატიის მთხრობელთა დასის” წევრები, დასი დაფუძნდა 2014 წლის 14 მარტს და აერთიანებს 50 ახალგაზრდას, რომლებმაც გაიარეს მთხრობელთა სკოლის ვრცელი ტრენინგ-კურსი და შეძენილი თეორიული ცოდნისა და გამომუშავებული პრაქტიკული უნარ-ჩვევების საფუძველზე, ისინი ეფექტურად ახდენენ დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების გავრცელებას, თანამედროვე ხელოვნების ნოვაციური ფორმის – ,,თხრობითი პერფომანსები“-ს საშუალებით.

არაფორმალური განათლება ბათუმის უნივერსიტეტში

ლალი ანთიძე

„როცა რეგიონში არსებობს უნივერსიტეტი, ვფიქრობ მას მეტი ღიაობა უნდა ჰქონდეს საზოგადოებასთან. უნივერსიტეტი არ უნდა იყოს კუნძულივით, თავისთვის ცალკე. ამიტომ ცოცხალი პროცესის წამოწყება გვინდოდა, სადაც არა მარტო სტუდენტები იქნებოდნენ ჩართულნი, არამედ მოსწავლეები და თუნდაც სხვა ნებისმიერი ადამიანი, ვისაც სურვილი ექნებოდა, მიეღო მისთვის საინტერესო სფეროში რაღაც დამატებითი ინფორმაცია“, – ამბობს ლალი ანთიძე.

იდეის განხორციელებაში ძირითადად ჰუმანიტარული ფაკულტეტის ლექტორები არიან ჩართული. როგორც ლალი ანთიძე გვეუბნება, ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნათია ტრაპაიძე ლიტერატურულ კლუბს კურირებს. კლუბი პერმანენტულად იწვევს მწერლებს, ლიტერატორებს და დისკუსიის დროს სხვადასხვა თემაზე მიდის საუბარი. „ნათია ამბობდა, რომ ეს ხელს შეუწყობდა სტუდენტებში მწერლობის უკეთესად გააზრებას და ახალი ნაწარმოებების გაცნობას. ამ მიმართულებით კლუბმა შეძლო განათლების სამინისტროს გრანტის მოზიდვაც და შეხვედრები მოაწყო გიორგი კეკელიძესთან და დათო ბარბაქაძესთან. ეს საკვირაო შეხვედრები საინტერესო გახდა. არ გვინდოდა ისეთ შეხვედრებს დამსგავსებოდა, სტუდენტები მოვალეობის მოხდის მიზნით, დეკანის თხოვნით რომ შემოდიან და გადიან. აქ მოდის ის, ვისაც ნამდვილად უნდა ილაპარაკოს ან მოისმინოს ლიტერატურაზე“.

ფილოსოფოსი გიორგი მასალკინი კინოკლუბს კურირებს, ელგუჯა მაკარაძე კი –  რიტორიკის სკოლას. არაფორმალური განათლების ცენტრის კიდევ ერთი ინიციატორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი,  პროფესორი, მარინა გიორგაძე ღია ბიბლიოთეკას კურირებს.

„უნივერსიტეტში გავაკეთეთ ღია ბიბლიოთეკა. დერეფანში დგას კარადა, საიდანაც სტუდენტებს მიაქვთ წიგნები და კითხულობენ. ჯერ წაღების რეჟიმია და იმედი მაქვს, რომ წიგნებს წაკითხვის შემდეგ დააბრუნებენ. ღია კარადა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მათ ვენდობით, სწორედ ეს არის სამოქალაქო ცნობიერება“.

არაფორმალური განათლების განვითარებისთვის, როგორც ლალი ანთიძე ამბობს, აუცილებელია პროცესებში სტუდენტისა და მოსწავლის ჩართულობა. „ბოლო წლებში სტუდენტებს უჭირდათ სამაგისტრო პროგრამების ჩაბარება და ბევრი ვაკანსია რჩებოდა უნივერსიტეტში. გადავწყვიტე, მათ დავხმარებოდი და რამდენიმე სტუდენტთან ზოგად უნარებში ვიმუშავე. ახლა ეს სტუდენტები იმდენად მომზადებულები არიან, რომ თვითონ ეხმარებიან სკოლის მოსწავლეებს უნარების განვითარებაში“.

როგორც ლალი ანთიძე ამბობს, ამ ეტაპზე ქალაქის სკოლებდიან 32 მოსწავლეა შერჩეული, რომლებსაც არაფორმალური განათლების ცენტრი უსასყიდლოდ ამზადებს. „ეს კარგი რამე აღმოჩნდა სტუდენტების თვითდამკვიდრებისთვისაც. ისინი პედაგოგიურ პრაქტიკას იღებენ, მოსწავლეები კი – ცოდნას“

როგორც ლალი ანთიძე გვეუბნება, ცენტრმა აბიტურიენტებისთვის ზოგად უნარებში იმიტირებული გამოცდაც მოამზადა. „250 მსურველი ჩაეწერა. ზოგადად, გამოცდების წინ სტრესში არიან აბიტურიენტები და იმიტირებული გამოცდები ამ სტრესის დაძლევაში ეხმარება მათ“.

არაფორმალური განათლების ცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სამოქალაქო ცნობიერების განვითარებაა. „ამ სფეროში ვმუშაობ მე, რადგან უნივერსიტეტში მიმყავს კურსი – დემოკრატია და მოქალაქეობა.

სტუდენტები აპირებენ სამოქალაქო ცნობიერება მძღოლებსაც განუვითარონ. „რადგან ისინი, თითქმის არასდროს აჩერებენ ავტომანქანას ე.წ. ზებრაზე და საფრთხეს უქმნიან ქვეითებს“, – ამბობს ლალი და რამდენიმე ფაქტს იხსენებს. –  „ერთი უცხოელი სტუმარი ძლივს გადავარჩინე, რადგან „ზებრაზე“ გაიარა და ამ დროს მანქანა არ გაჩერდა. იყო შემთხვევა, როცა უცხოელმა ხელი დაუბრახუნა მანქანაზე და ასე ანიშნა მძღოლს, რომ მისი გზა იყო. ეს ყველაფერი ჩვენს სამოქალაქო კულტურაზე მეტყველებს. ვფიქრობ, ასეთი აქციებით რაღაც შეიცვლება“.

არაფორმალური განათლების ცენტრში ერთ-ერთი მიმართულებაა კრიტიკა. სტუდენტური რესურსებით ცენტრი აპირებს გააკეთოს ელექტრონული ჟურნალი, რომლის ერთი ნაწილი სტუდენტურ ნამუშევრებს დაეთმობა, მეორე ნაწილი კი – კრიტიკას.

„იმუშავებს დებატების კლუბიც, სადაც ადგილი დაეთმობა მრავალფეროვნების საკითხების განხილვას. საუბარი გვექნება სხვადასხვა უმცირესობის უფლებებზე, რადგან ასეთი ფორმის განათლება ზრდის ახალგაზრდებს.

როგორც ლალი ანთიძე ამბობს, გაიხსნება არაფორმალური განათლების ფასიანი ცენტრებიც. „ფასიანია, მაგალითად, უცხო ენების მოსამზადებელი კურსები. საჯარო მოხელეებს ვთავაზობთ ზოგად უნარებში მომზადებას და არის დაინტერესება. დიდი ინტერესი გვაქვს, რომ გავაკეთოთ იოგას გამაჯანსაღებელი ცენტრი, ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარების ხელშეწყობისთვის. იოგა ადამიანს ეხმარება სხეულის ფლობასა და კონცენტრაციის უნარის განვითარებაში. დღეს ძალიან გადაღლილები და საკუთარი თავიდან გაქცეულები ვართ ადამიანები, ამიტომ ამ ცენტრის არსებობა, ვფიქრობ, ბევრს დაეხმარება.“

ლალი ანთიძის თქმით, შემოსავლების ნაწილი არაფორმალური განათლების ცენტრის განვითარებას, ნაწილი კი, პედაგოგების ანაზღაურებას მოხმარდება.

2015 წლის ტურისტული სიახლეები აჭარაში

 

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალ სეზონს საჰაერო ფრენების გაზრდილი რაოდენობით ხვდება, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიც.

 

„სეზონზე დამატებითი ჩარტერული და რეგულარული ფრენები განხორციელდება პოლონეთიდან, ისრაელიდან და უკრაინიდან. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ პოლონეთიდან მოზიდული ყველაზე მსხვილი ტურ-ოპერატორი “Rainbow Tours” (rainbowtours.pl) წელს ჩარტერულ ფრენებზე მგზავრთა რაოდენობის 30%-ით გაზრდას ვარაუდობს. სეზონურ ფრენებს ისრაელიდან კვლავ გააგრძელებს ებრაული კომპანია “Eshet Tours” (eshet-tours.com), ხოლო დამატებით ჩარტერულ ფრენებს ისრაელიდან წელს პირველად ავიაკომპანია “AKRIA” (arkia.com) შეასრულებს. ბათუმის მიმართულებით ჩარტერული და დამატებითი ფრენების გაზრდით რამდენიმე უკრაინული ავიაკომპანიაა (yanair.ua, flyuia.com, dniproavia.com) დაინტერესებული. მაისიდან ოქტომბრამდე თითოეულ ავიაკომპანია კვირაში ორი ფრენას განახორციელებს, ხოლო ცხელ სეზონზე დამატებითი ფრენებით მარტო უკრაინიდან კვირაში 10-მდე ავიაფრენა იგეგმება.

 

სიახლეებით იქნება გამორჩეული 2015 წლის სეზონზე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები. განახლებული დიზაინის საინფორმაციო ცენტრებში ტურისტებს შეეძლებათ ფასდაკლებების ბარათის შეძენა, რომელიც მოიცავს მუნიციპალური ტრანსპორტის 10 ბილეთს, ტელეფონის სიმ-ბარათს, 20%-იან ფასდაკლებას „ბათუმველოზე“, 10%-იდან 25%-მდე ფასდაკლებებს რეგიონის ტურისტულ ობიეტებში. წელს პირველად, ბულვარის შესასვლელში მდებარე საინფორმაციო ცენტრი ტურისტებს ბარგის შენახვისა და ბათუმის ღია ბარათების გაგზავნის სერვისს შესთავაზებს. საინფორმაციო ცენტრი საბაგირო გზასთან 24 საათიანი სერვისით მოემსახურება ქალაქის სტუმრებს.

 

2015 წლის სეზონის მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ახალი რკინიგზის სადგური „ბათუმი ცენტრალი“ batumicentral.ge, რომელიც ქალაქთან ახლოს, თამარ მეფის გზატკეცილზე მდებარეობს. კომპლექსში რკინიგზის სადგური, ავტოსადგური, გასართობი ცენტრები, კაფეები და სხვა მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტები იქნება განთავსებული.

 

განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება სეზონს რეგიონის ყველაზე ვიზიტირებული ტურისტული ადგილები: ბათუმის ბულვარი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმის დელფინარიუმი.

 

ქალაქი უმასპინძლებს ყველა იმ საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც ბათუმთან ასოცირდება: შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი, საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF, ანიმაციური ფილმების ფესტივალი “თოფუზი”, კლასიკური მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი, ბათუმის ეზოს ისტორიები, გრაფიტის ფესტივალი. სეზონთან დაკავშირებით, ივნისის თვიდან სექტმებრამდე დაგეგმილია უფასო კონცერტები როგორც ფოლკლორული ანსამბლების, ისე ადგილობრივი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით.

შსს: ქობულეთში 32 შეკვრა ჰეროინი ამოიღეს

 

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 32 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,496 გრ ჰეროინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

საქველმოქმედო საღამო ლეიკემიით დაავადებული გოგიტა გოგუაძის დასახმარებლად

Dorothy

ბილეთის შეძენა, რომლის ფასიც 10 ლარია, შესაძლებელია ადგილზე ან შემდეგ საკონტაქტო ნომერზე: 577 55 19 29 – მარიკა გოგუაძე.

გოგიტა გოგუაძის სახელზე გახსნილია საბანკო ანგარიშები ლიბერთი ბანკსა – GE39LB0711105552458440 და საქართველოს ბანკში – GE81BG0000000514272400.

ასევე, მოქმედებს ფასიანი სატელეფონო ნომერი 0901 700 442. ზარის ღირებულება 1 ლარი.

სასამართლომ ენმ-ს წევრები 250 ლარით დააჯარიმა

 

დაკავებული იყვნენ “თავისუფალი ზონის” წარმომადგენლები – კახა ბაქანიძე, სოლომონ ბაჯელიძე და “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რეზო ხარაზი.

ენმ-ის ახალგაზრდულ ორგანიზაციას პოლიცია შესაძლებლობას არ აძლევდა 150 მეტრის რადიუსში მიუახლოვდნენ სასტუმრო “ჰილტონს”, სადაც სასტუმროს გახსნის ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა. აქციის მონაწილე სამი პირი პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, რაც სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

 

დაკავებულების ინტერესებს სასამართლოზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები იცავდნენ, მოსამართლე თამარ ბურჯანაძის გადაწყვეტილებით რევაზ ხარაზს, კახა ბაქანიძეს და სოლომონ ბაჯელიძეს, პოლიციის კანონიერი განკარგულებისადმი  დაუმორჩილებლობისთვის 250 ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ.

 

ენმ-ს წევრები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და გიორგი კირთაძის თქმით, ისინი აუცილებლად გაასაჩივრებენ განაჩენს.

 

ტურისტული მარშრუტების მონიტორინგი

 

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ექსპედიციის ფარგლებში ჯგუფმა მოინახულა ოქროპილაურის ციხე, ოლადაურის (გამონათლევის) ეკლესია, დარჩიძეების ციხე, თაგოს საბაგირო გზა, უჩხოს თაღოვანი ხიდი, ხულოს მუზეუმი, სოფელი ქედლების საოჯახო სახლები, ხიმშიაშვილების საგვარეულო სასაფლაო, გაბმული ხიდი, გაბმული ხიდის მიმდებარე სამკურნალო „აბანო“, კავიანის ციხე, დანდალოს ხიდი, ოთოლთას ციხე და ხაბელაშვილების ხის ხიდი.

 

ექსპედიცია მომდევნო კვირის განმავლობაშიც გაგრძელდება.

 

Exit mobile version