
“ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად მეტი ადამიანი ჩაერთოს რეგიონისთვის ზრუნვაში, მე ვთხოვ მოქალაქეებს, მოვიდნენ ჩვენთან, ეს ოფისი იქნება სადისკუსიო სივრცე, ერთად ვიზრუნოთ პრობლემების გადაჭრის გზებზე” – განაცხადა კობა ჩხეიძემ, ბათუმის საკრებულოს წევრმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“.

ოფისის პრეზენტაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ჯემალ ფუტკარაძეც ესწრებოდა. “ჩემი ფრაქციის წევრებმა დამპატიჟეს”-განმარტა მან. ის უმაღლეს საბჭოში როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ისეა წარმოდგენილი, თუმცა მანამდე „ქართული ოცნების“ წევრი იყო.


ოფისის პრეზენტაციას ირაკლი ალასანიას მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე ესწრებოდა.







