Batumelebi | უმაღლეს საბჭოში ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა ჩაიშალა უმაღლეს საბჭოში ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა ჩაიშალა – Batumelebi
RU | GE  

უმაღლეს საბჭოში ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა ჩაიშალა

 

დღეს,  25 მაისს აჭარის უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა ჩაიშალა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით   სხდომა კამათისა და ხმაურის ფონზე წარიმართა. 

 

სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულება მიმოიხილა.

„დავით ბალაძის განცხადებით, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შედეგებით, შემოსავლების ნაწილში ბიუჯეტი 118,2 %-ით შესრულდა, რაც შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს 26,7 %-ით აჭარბებს, გადაჭარბებითაა შესრულებული საბიუჯეტო შემოსულობებიც, რომლის მაჩვენებელიც 117,3 %-ია. მინისტრმა წინა წლების სტატისტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელია. მომხსენებელმა წარმოადგინა ცალკეული უწყებების მონაცემებიც და უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს.

 

სხდომაზე კამათი და დაპირისპირება მოჰყვა დეპუტატების – მედეა ვასაძისა და პეტრე ზამბახიძის მიერ დასმულ კითხვებს, რაც პოლიტიკურ დებატებში გადაიზარდა. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე, რომელიც გაერთიანებულ სხდომას უძღვებოდა, იძულებული გახდა სხდომა დახურულად გამოეცხადებინა,“- ნათქვამია აჭარის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"