25 ივნისი მეზღვაურთა დღეა

 

საქართველო, როგორც ყველა საზღვაო ქვეყანა, ყოველწლიურად25 ივნისს მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს. წელს, 13 ივნისს თბილისში განვითარებული სტიქიური უბედურების გამო გაუქმდა დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები ბათუმში. 

 

საქართველოში 8000 – ზე მეტი მეზღვაური ცხოვრობს.

ველომსვლელობა ბათუმში

„ სტიქიის შედეგად თბილისში დაღუპული ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად და დაზარალებულთა სოლიდარობის ნიშნად, მსვლელობის შემდეგ ცაში მანათობელ ფრანებს გავუშვებთ“-ამბობს ველომსვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ერეკლე ჩიკვაიძე.

 

როგორც ერეკლე ამბობს,  „ბათუმიველომ“ მსურველებისთვის 20 ველოსიპედი გამოყო.

მსვლელობის დასრულების შემდეგ CAC 41N/ 41E-ში ველომონაწილეებს  ყავითა და ჩაით გაუმასპინძლდებიან.  

 

იგივე მსვლელობა გაიმართება თბილისში, ზუგდიდსა და მსოფლიოს სამასამდე ქალაქში. „მსვლელობის მიზანია გავაგებინოთ ავტომანქანების მძღოლებს, რომ ჩვენც მოძრაობის ნაწილი ვართ“-ამბობს ერეკლე.

 

 

ბათუმის მერიამ ჯიხურებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

 

„არსებული უსახური ჯიხურები, რომლებითაც გარე მოვაჭრეები სარგებლობენ, მათი გაკეთებულია და თვითნებურად ჩადგმული. ამასთან, უკანონო ჯიხურების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდებოდა.

 

ჯიხურების ადრინდელი ადგილმდებარეობა ხელს უშლიდა მოქალაქეებს გადაადგილებაში, განსაკუთრებით, ტურისტულ სეზონზე. აქედან გამომდინარე, გადაწყდა მათი გადატანა. მერიის შესაბამისმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჯიხურები განეთავსებინათ ერთად, მერიის მიერ გამოყოფილ ადგილზე გარე მოვაჭრეებთან შეთანხმებით, რისთვისაც შეირჩა გოგებაშვილის ქუჩა.

 

აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება ჯიხურების მოხატვა და ქალაქის იერსახესთან შესაბამისობაში მოყვანა. მომავალი სეზონისთვის კი, მოხდება მათი ჩანაცვლება ახალი ჰოლანდიური ჯიხურებით, რაც შესაბამისობაში იქნება ქალაქის იერსახესთან.

 

ასევე დაგეგმილია აღნიშნული ტერიტორიის კეთილმოწყობა, გარე განათების დამონტაჟება და საპირფარეშოების მოწყობა. მნიშვნელოვანია, რომ მომავალი სეზონისთვის ახალი ჯიხურები გარე მოვაჭრეებს უსასყიდლოდ გადაეცემათ“.

 

აღნიშნული განცხადება დღეს, 25 ივნისს, მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა თენგიზ მესხიძემ გაავრცელა.

 

 

 

რკინის ჯიხურები სანაპიროზე

ვებპორტალი აქტიური მოქალაქეებისთვის

  

2012 წელს „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ პროექტის „სამოქალაქო განათლება“ ფარგლებში შექმნეს ვებგვერდი: www.ShenMartav.ge

2015 წლიდან „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ აგრძელებს პროექტს რეგიონულ არასამათვრობო პარტნიორებთან თანამშრომლობით. ესენი არიან: „დემოკრატ მესხთა კავშირი“ /სამცხე–ჯავახეთი/, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ /აჭარა/, „გორის საინფორმაციო ცენტრი“ /შიდა ქართლი/, “სიდა” /სამოქალაქო განვითარების სააგენტო, ქვემო ქართლი/. შესაბამისად იგი გარდაიქმნა ვებპორტალად, რომელიც აერთიანებს 6 ვებგვერდს.

www.ShenMartav.ge–ის მიზანია გაზარდოს არჩევითი ორგანოების ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, ხელი შეუწყოს ამ ორგანოების საქმიანობის პოპულარიზაციას, მეტ გამჭვირვალობას და მოქალაქეების მეტ ჩართულობას ქვეყნისთვის და რეგიონებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში.
 პორტალი აერთიანებს 6 ვებგვერდს, რომელთა საშუალებით მოქალაქეებს შეუძლიათ დააკვირდნენ სქართველოს პარლამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და თვითმმართველი ქალაქების – ახალციხის, ბათუმის, გორისა და რუსთავის მუნიციპალური საკრებულოების საქმიანობას.

 

www.ShenMartav.ge არის საზოგადოებისთვის შექმნილი ვებსერვისი, რომელიც ზრდის მოქალაქეების შესაძლებლობას, იცოდნენ:
• რა გადაწვეტილებებს იღებენ მათ მიერ არჩეული დეპუტატები მათი სახელით
• რა კანონებს/სამართლებრივ აქტებს იღებს ამა თუ იმ დონის არჩევითი ორგანო
• რომელ კანონებს/სამართლებრივ აქტებს აძლევს/ან არ აძლევს ხმას ესა თუ ის დეპუტატი
• რამდენად კეთილსინდისიერად ეკიდებიან ხალხის რჩეულები თავიანთ მოვალეობებს
• რა შემოსავლები აქვთ და რა ქონებას ფლობენ დეპუტატები მათი ყოველწლიური საშემოსავლო დეკლარაციების მიხედვით
შჰენMარტავ.გე-ს აქვს კიდევ ორი მნიშვნელოვანი ფუნქცია. მისი მეშვეობით ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია:
• თავად შეაფასოს, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის როგორც საქართველოს პარლამენტის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ მიღებული ესა თუ ის კანონი, ასევე ოთხი თვითმმართველი ქალაქის საკრებულოების მიერ მიღებული ესა თუ ის ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი. მოქალაქეთა შეფასებები აისახება სკალაზე.
• წერილობით დაუსვას მისთვის მნიშვნელოვანი კითხვა ნებისმიერი დონის ნებისმიერ დეპუტატს და მიიღოს მისგან პასუხი
პროექტი ხორციელდება „ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისათვის“ და პრესის თავისუფლების პროგრამის მხარდაჭერით, რომელთაც ნიდერლანდების სამეფოს მთავრობა აფინანსებს.

გარემოვაჭრეები ჭაჭის თაუერთან [ფოტო]

 
ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ბათუმის მერიამ, სხვადასხვა ადგილას მყოფი გარემოვაჭრეები გადაიყვანა

ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ბათუმის მერიამ, სხვადასხვა ადგილას მყოფი გარემოვაჭრეები გადაიყვანა

მეწყერსაშიში ზონები აჭარაში

ბატონო ტარიელ, არის თუ არა აჭარაში ეკოლოგიურად ცხელი წერტილები შესწავლილი და სად მდებარეობს სახიფათო კერები?
 აჭარაში ძალიან ბევრი ადგილია ასეთი. ბევრ ადგილას გვაქვს მეწყერი და ასეთ კერებს კატასტროფული სიტუაცია შეუქმნიათ აჭარაში.ეს ადგილებია: წაბლანა, ღურტა, ღორჯომის ხეობა [ხულოს მუნიციპალიტეტი], სადაც დიდი მეწყრული პროცესები განვითარდა სხვადასხვა წლებში, რა დროსაც დაიღუპნენ ადამიანები. შეგახსენებთ: 24 ადამიანი დაიღუპა სხალთაში, ღურტაში 

დაახლოებით 16 ადამიანი 1976 წელს, წაბლანაში, 1989 წელს _ 24 ადამიანი [მათ შორის, სამი ბავშვი], ღორჯომში 1988-ში იყო დიდი მეწყერი, ორთაბათუმში მეწყერი განვითარდა 2008 წელს, სადაც 6 ადამიანი დაიღუპა. იმავე წელს ჩამოწვა მეწყერი ჩაქვში, რა დროსაც დავითაძეების ოჯახიდან 6 ადამიანი დაიღუპა… ასეთი კერები აჭარაში ბევრია და ძალიან დიდი საშიშიროებაა ახალი მეწყრული კერების წარმოქმნის.

ხიხაძირის ხეობაში განვითარდა დიდი მეწყერი და მთლიანად გეოლოგიური სიტუაცია შეიცვალა ამ ხეობის. მოგეხსენებათ, წაბლანაში მეწყრული პროცესების დროს უდიდესი, დაახლოებით 800 000 კუბური მეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა და ორი წლის განმავლობაში მდინარე სხალთისგან თითქმის ხელოვნური ტბა შეიქმნა. მერე ნელ-ნელა გაიჭრა ეს ხეობა და მდინარე დაუბრუნდა ძველ კალაპოტს არა, მაგრამ ხელოვნური ტბა ყოველ შემთხვევაში იქ არ გვაქვს. ასევე, ქობულეთში გვაქვს რამდენიმე ასეთი ადგილი, ხუცუბანში, მაგალითად, ამას წინათ განვითარდა მეწყერი. აი, ეს ადგილებია, რომლებიც ქმნიან საშიშროებას.

 მეწყრული კერების მონიტორინგი თუ ტარდება და რა ინტენსივობით, რამდენად არის რისკები გათვლილი?

 

მონიტორინგს ჩვენ თითქმის ყველა დღე ვატარებთ სხვადასხვა ადგილზე. თვეში ერთხელ მაინც მივდივართ ხულოში, ქედაში, შუახევში, ქობულეთსა და ბათუმის მიმდებარე ტერიტორიაზე და ვსწავლობთ იმ განცხადებებს, რომლებიც შემოდის მოსახლეობიდან. თითოეული განცხადების დასკვნა წარმოადგენს რეკომენდაციას, სად, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. თუ საცხოვრებელი სახლი გადასატანია, ვეუბნებით, რომ უნდა გადაიტანონ სხვა ადგილას, თუ სხვა ტიპის ღონისძიებებია საჭირო, ამასაც ვუხსნით. მაგალითად, ფერდსამაგრი კედელი თუ უნდა გაკეთდეს და ა.შ. გარდა ამისა, გავდივართ მეწყრულ კერებზე, ვათვალიერებთ, აღრიცხვას ვაკეთებთ, როგორი სიტუაციაა, მომეტებულია თუ არა ნაპრალები.

 

 

ტარიელ ტუსკია
ტარიელ ტუსკია

ამ დროისთვის თუ არის აქტიური კერები, რომლებისგანაც მოსახლეობას შეიძლება საფრთხე დაემუქროს?

ასეთი უბნები სადაც არის, ჩვენ, ძირითადად, ყველა გაფრთხილებული გვყავს და მიცემული გვაქვს სათანადო დასკვნა, შეიძლება თუ არა ამ ადგილას ცხოვრება. ბევრი ადგილია ისეთი, რომელიც დაუსახლებელია, მაგრამ მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად შეიძლება გადაიკეტოს მდინარე და მოხდეს ისე, რომ ამ მდინარის უეცრად გახსნამ გამოწვიოს ღვარცოფული ნაკადები, რაც წალეკავს მდინარისპირა სოფლებს. ეს არის დამოკიდებული კლიმატურ პირობებზე. რომ მოვიდეს უხვი ნალექი, როგორც მოხდა თბილისში, რომელიც იწვევს ღვარცოფული და მეწყრული პროცესების გააქტიურებას… ასე არ გვაქვს დადებული მაგიდაზე, რომ გითხრათ, აი, ეს უბანი არის სასწრაფოდ გასაყვანი, მაგრამ როცა არის პროგნოზული შეფასება, ჩვენ ვეუბნებით მოსახლეობას, რომ ცუდ, წვიმიან ამინდში დატოვონ ტერიტორია და გადავიდნენ სხვაგან. ყველა ასეთი სიტუაცია ფაქტობრივად აღრიცხული გვაქვს, მაგრამ ამინდს ჩვენ ნამდვლად ვერ ვაკონტროლებთ, ეს უკვე ბუნებრივ კატაკლიზმებზეა დამოკიდებული.

 

 წინასწარი შეტყობინების სისტემა თუ მუშაობს?

 როცა შემოდის განცხადებები, გავდივართ, ვსწავლობთ ადგილზე და თუ იქ საცხოვრებლად საშიში სიტუაციაა, პირდაპირ ვუთითებთ, რომ არ შეიძლება აქ ცხოვრება. ასეთი ვითარების შესახებ ჩვენ ინფორმაციას ვფლობთ, ვიცით, რომელი ოჯახებია გადასაყვანი, რომელია დაკვირვების ქვეშ, რომელი სახლები ექვემდებარება აღდგენა-გამაგრებით სამუშაოებს. ჩვენ ეს გვაქვს კომპიუტერულ სისტემაში აღრიცხული, რისი ნახვაც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. ყველა შესწავლილ განცხდებაზე დასკვნას ვუგზავნით გამგეობას, რომელიც თავის მხრივ, ამ დასკვნას აწვდის მოსახლეობას.

 

2015 წლის მაგალითზე რომ გვითხრათ, რამდენ მოქალაქეს აქვს შემოტანილი განცხადება მეწყერთან დაკავშირებით?

 ექვსი თვის მანძილზე სხვადასხვა კატეგორიის 1300 განცხადებაა შემოსული. ზოგი მაღალი რისკის ზონაში მცხოვრებთაგან, არის დაბალი რისკის ზონებიც და ზოგიერთს ტყუილადაც აქვს შემოტანილი. ეს ყველაფერი დახარისხებული გვაქვს. აქედან დაახლოებით 500 განცხადებაა იმ ხალხისგან, ვინც გადასული იყო სხვა რეგიონში საცხოვრებლად და მათი დღევანდელი საცხოვრებელი პირობების შეფასება მოგვთხოვა ჯანდაცვის სამინისტრომ. 2009 წლიდან წელიწადში 1000 განცხადებაზე ნაკლები არ შემოსულა. ჩვენი რეგიონი ამ მხრივ რთული რეგიონია საქართველოში. გეოლოგიურად ძალიან აქტიური ზონაა.

 

 აჭარაში რამდენიმე ჰესი შენდება. “შუახევი ჰესი” გადის მეწყრულ უბნებზე, მაგალითად, ჩანჩხალო, წაბლანა. ასევე ჰესები შენდება ჭოროხზეც…
 ეს გლობალური საკითხია და ამას წყვეტს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო. მითითებულია ზომები, რაც უნდა იყოს მეწყრული კერების პირობებში ჰესების მშნებელობისას, მაგრამ როგორ კეთდება და რა კეთდება, ამას მე ვერ გეტყვით. ჩანჩხალოში რომ დაიწერა განცხადებები, ყველა ოჯახი სათითაოდ მოვიარეთ, ასევე მოხდა სოფელ ახალდაბაში, ამიტომ ინფორმაციას ჩვენ ვფლობთ, მაგრამ კაშხლის ამუშავების შემდეგ რა იქნება და როგორ, ამას, ჯერჯერობით, ვერ გეტყვით.

 

რაც შეეხება შავი ზღვის სანაპიროზე აბრაზიულ პროცესებს, აქ რა სიტუაციაა?

2005-2010 წელს ძალიან აქტიური იყო ეს პროცესები, თითქმის მთლიანად ჩაირეცხა სანაპირო. შემდეგ ინერტული მასალა შეიტანეს და 15-20 მეტრი პლაჟი წარმოიქმნა. იგეგმება დიდი სამუშაოები, აკეთებენ დამბებს და ესეც დიდ შედეგს გამოიღებს საბოლოო ჯამში, თუ ადგილი ექნება შტორმულ პროცესებს.
 

 

თუ გახსოვთ, როდის იყო ბათუმში ყველაზე დიდი წყალდიდობა?

 როგორც მე მახსოვს, ყველაზე დიდი წყალდიდობა აჭარაში 2003 წელს იყო, როცა მდინარე აჭარისწყალმა თითქმის ორი მეტრით აიწია, გადმოვიდა კალაპოტიდან და ეს იყო კრიტიკული მომენტი, ზღვარზე იყო სიტუაცია. თუმცა საბედნიეროდ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა და დაიწია წყლის დონემ, თორემ დაახლოებით რაც არის მდინარის კრიტიკული ხარჯვა, იმის მაქსიმუმზე იყო მისული. მიზეზი იყო უხვი ატმოსფერული ნალექი. ეს კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული.

შუახეველი მოსწავლეების სკანდალური “ეტალონი“

„ეტალონის“ ჩასაწერად თბილისში წასულ მოსწავლეებს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე, რესურსცენტრის უფროსი და სხვა საჯარო მოხელეები ახლდნენ. თითოეულ ბავშვს ასევე შეეძლო სამი ადამიანი წაეყვანა თან – მეგობარი, მშობელი და მასწავლებელი. შუახევიდან „ეტალონის“ ჩასაწერად სულ სამი მიკროავტობუსით გაემგზავრნენ – 10 მონაწილე, მათი თანმხლები პირები და საჯარო მოხელეები.

შუახევის გამგებლის მოადგილის ზვიად დიასამიძის თქმით, ჯგუფის ტრანსპორტირება შუახევის მუნიციპალიტეტმა დააფინანსა.

 

ფინალში გასული ორი მოსწავლიდან ერთ-ერთი გრიგოლ ხანძთელის სახელობის გიმნაზიის XI კლასის მოსწავლეა. მისი კონკურენტი კი ცინარეთის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე იყო. ძირითადად შეჯიბრი სწორედ ამ ორ მოსწავლეს შორის გაიმართა, სადაც პირველ ადგილზე გასულს შესაბამისი პრიზები – 300 ლარი, ლეპტოპი, ტელეფონი და წიგნები შეხვდა, ხოლო მეორე ადგილზე გასულის პრიზები იყო – წიგნები და 200 ლარი.

ზვიად დიასამიძის ინფორმაციით, საჩუქრებისთვის ფული საჯარო მოხელეებს შორის აგროვდა. მეორე პრიზიორისთვის გადასაცემი 200 ლარი კი რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ გოგრაჭაძემ საკუთარი ჯიბიდან გაიღო.

მეორე ადგილზე გასული მოსწავლის მასწავლებელი ამბობს, რომ პირველად თავად მისმა მოსწავლემ შეამჩნია კონკურენტს ვიღაც მამაკაცი რომ კარნახობდა დარბაზიდან. აი, როგორ აღწერს სიტუაციას კონკურსანტის ისტორიის მასწავლებელი მარად არძენაძე: „იქ ცოტა არ იყოს, „ეტალონს“ რომ არ ეკადრება, ისეთი საქციელი იყო, მაყურებლის მხრიდან კარნახს ჰქონდა ადგილი. იყო ისეთი პიროვნება, რომელიც არ უნდა ყოფილიყო. ის კარნახობდა ერთ ადამიანს. მე დავინახე და ფიზიკური შეხებაც კი მქონდა, ეს არ გააკეთო-მეთქი. მე ჩემი რეაქცია გამოვხატე ამ საკითხთან მიმართებაში. იქ იყო უსამართლობა. ამ კაცმა პირად საუბარში მითხრა, რომ ასეთი რამე ბევრჯერ გაუკეთებია. ჩოჩქოლი რომ ატყდა გულშემატკივართა რიგებში, წამყვანმა გვითხრა დაწყნარდითო და გადაღება გაგრძელდა. სულ ეს იყო მათი რეაქცია“.

კაცი, რომელიც თითქოსდა კარნახისთვის წაიყვანეს თბილისში, ჯემალ ბერიძეა. ის ქედაში ცხოვრობს. ჯემალ ბერიძე ამბობს, რომ მას ძალიან უყვარს „ეტალონი“, რამდენჯერმე მართლაც პირადად ესწრებოდა სტუდიაში გადაცემის ჩაწერას, ამიტომ ახლაც ისარგებლა შემთხვევით და შუახეველ მოსწავლეებს გაყვა ჩაწერაზე. ის ამბობს, რომ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს სინამდვილესთან არაფერი აქვს საერთო:

„რესურსცენტრს ვთხოვე, რომ წამიყვანეთ-მეთქი, ოთხი წელია არ ვყოფილვარ და მინდოდა წასვლა… გამარჯვებულ ბავშვს ვიცნობ, ძალიან ნიჭიერი გოგონაა, ძალიან ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე, ჩემგან ჟურნალი რეიტინგი მიჰქონდა, სადაც ტესტებია გამოქვეყნებული… სტუდია იმდენად არის დარბაზს დაშორებული, მართლა ვერაფერს ვერ უკარნახებ. არ ვიცი, რატომ უნდათ სკანდალი – ეს ხომ შუახევისა და აჭარის შერცხვენა იქნება“.

შუახევის გამგებლის მოადგილე ზვიად დიასამიძე, რომელიც ასევე ესწრებოდა გადაცემის ჩაწერას სტუდიაში, ამბობს, რომ ჩაწერის დროს პირველ რიგში იჯდა და ამიტომ არაფერი შეუნიშნავს. ის ადასტურებს იმ ფაქტსაც, რომ გარკვეული „ჩოჩქოლი ნამდვილად ატყდა სტუდიაში“. „კი იყო გართულება, პროტესტი გამოთქვეს, მაგრამ ნაწილი ამბობდა კარნახობდაო, ნაწილი – არაო. ზოგიც იმას ამბობდა, რომ ყველას კარნახობდნენო“, – ამბობს ზვიად დიასამიძე.

„ბათუმელები“ „ეტალონის“ ჩაწერაზე შუახეველ მოსწავლეებთან ერთად მყოფ რამდენიმე ადამიანს დაუკავშირდა. ყველა მათგანი ამბობს, რომ „ჩოჩქოლი ნამდვილად იყო ჩაწერის დროს, მაგრამ პირადად მას კარნახის ფაქტი არ დაუფიქსირებია“.

„ბათუმელებმა“ დაკავშირება ვერ მოახერხა შუახევის რესურსცენტრის უფროსთან, ედუარდ გოგრაჭაძესთან.

ამ საკითხზე გადაცემის წამყვანსა და შუახევის სკოლების წარმომადგენლებს შორის კამათი სოციალურ ქსელშიც გაგრძელდა. მომხდართან დაკავშირებით „ბათუმელების“ კითხვებს კი „ეტალონმა“ წერილობით შემდეგი უპასუხა:

 

„7 ივნისს „პირველი არხის“ სტუდიაში შედგა „ეტალონის“ 4 გადაცემის ჩაწერა, მათ შორის შუახევის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით. ჩაწერის დროს, როცა მაყურებლებს შორის ატყდა მცირე ჩოჩქოლი, წამყვანმა შეაჩერა ჩაწერა და იკითხა, რა ხდებოდა, თუმცა მაყურებლების მხრიდან იყო პასუხი _ „არაფერი, ყველაფერი წესრიგშია“ და ჩაწერაც ჩვეულებრივად გაგრძელდა. გადაცემის ჩაწერის შემდეგ, ბავშვებმა და მაყურებლებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და ისე დაიშალენ, არავის ერთი სიტყვაც კი არ გამოუთქვამს პრეტენზიის სახით. რამდენიმე საათის შემდეგ ჩვენს სეგმენტ-პროდიუსერს, რომელიც უშუალოდ კურირებს ჩაწერის მონაწილეების სიებს, მათთან ჩაწერამდე კონტაქტს, ჩაწერაზე მიღება-გაცილებას, დაურეკა ვიღაც პირმა, რომელმაც განუცხადა, რომ არის მეორე ადგილზე გასული მოსწავლის პედაგოგი და აქვს პრეტენზია სტუდიაში კარნახთან დაკავშირებით. ჩვენი პროდიუსერი შეეცადა დეტალების გარკვევას და აღმოჩნდა, რომ ადამიანი, რომელიც ტელეფონით გამოთქვამდა პრეტენზიას, საერთოდ არ იმყოფებოდა გადაცემის ჩაწერის დროს სტუდიაში!!! ამის შემდეგ ჩვენ შუახევიდან აღარავინ დაგვკავშირებია (არც მოსწავლეები, არც პედაგოგები და არც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები).

საერთოდ, როცა გადაცემის ჩაწერა იწყება, ყველა მონაწილე სრულიად თანაბარ მდგომარეობაშია. ყველა ხედავს მაყურებლებს და მაყურებლებიც ხედავენ მონაწილეებს და ერთმანეთს. ჩვენ გვესმის, რომ ეტალონში მონაწილეობისას ყველას სურს გამარჯვება, ყველა პედაგოგს სურს თავისი მოსწავლის წარმოჩენა და ამიტომ, ტრადიციულად, ყველა გადაცემის ჩაწერის წინ წამყვანი მიმართავს მონაწილეებს და სტუმრებს, ახსენებს, რომ „ეტალონი“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევის მადლით ხორციელდება და სთხოვს: „არავინ გაცდუნოთ ეშმაკმა, თავი შეიკავეთ უღირსი საქციელისგან…“

სკანდალური „ეტალონი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პირველ აგვისტოს უნდა გავიდეს.

ციხეში მაყურებლის ინსტიტუტსა და პატიმრების წამების შესახებ

 

 

მარცხნივ ზაზა ჯიქია, გორგი ვეკუა და მისი ადვოკატი

ადვოკატების კითხვების განრიდება პროკურორმა ირაკლი გაჩეჩილაძემ რამდენჯერმე მოითხოვა. მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა ხან დააკმაყოფილა, ხან – არა. ბრალდებულები არიან გიორგი ვეკუა, მე-3 საპყრობილის ყოფილი დირექტორი და მისი მოადგილე [რეჟიმის უფროსი] ზაზა ჯიქია. დაზარალებულების სიაში არიან ყოფილი პატიმრები და ადამიანები, რომლებიც სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში ახლაც იხდიან სასჯელს. სასამართლო დაზარალებულებს პროცესზე მოწმის სტატუსით კითხავს. ერთი მოწმის გამოკითხვას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება.

 

სასამართლოში გასულ კვირას ამ საქმეზე ხუთი მოწმე დაიკითხა. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ცემის დროს მიიღო მძიმე დაზიანებები, მაგალითად, ერთი პატიმარი ამბობს, რომ ცემის დროს ცალი თვალი დაკარგა, მეორე ირწმუნება, რომ მუდმივად სველ ლეიბზე წოლის გამო ტუბერკულოზით დაავადდა.

 

ამონარიდი მოწმე თორნიკეს ჩვენებიდან, რომელიც 35-ე საკანში იხდიდა სასჯელს [ყველა დაზარალებულის სახელი შეცვლილია-ავტ.]: „2009 წლიდან ვიხდიდი სასჯელს. ჩემი მისვლიდან სამ თვეში შეიცვალა ციხის ხელმძღვანელობა, მას შემდეგ დაიწყო ჩვენი შეურაცხყოფები, ცემა, ჰაერზე გასვლის უფლებას არ გვაძლევდნენ. მე ზაზა ჯიქია მცემდა, გიორგი ვეკუა ნანახი არ მყავს. გვცემდნენ, მაგალითად, იმის გამო, რომ ტელევიზორი ხმამაღალზე იყო ჩართული. ერთ პატარა საკანში 30 პატიმარი ვიყავით. გვცემდნენ ყოველ დილას. მე სასჯელს ჯართის მოპარვის გამო ვიხდიდი”. ბრალდებულ გიორგი ვეკუას ადვოკატის სოსო ჯალაღონიას კითხვაზე, იყო თუ არა იმ დროს ციხეში მაყურებელი, თორნიკემ უპასუხა რომ – არა.

 

ადვოკატი: „და რას ნიშნავს მაყურებელი?“
მოწმე: `მაყურებელი… ამყარებს წესრიგს, პატიმრებთან ურთიერთობის დროს~
ადვოკატი: „ვისი დავალებით?
მოწმე: „ამდენი არ ვიცი“.

 

მოწმე ერეკლე 53-ე საკნიდან ახლაც იხდის სასჯელს: „2009 წლის ნოემბრიდან დაიწყო პატიმრების ცემა. მე დარწმუნებული ვარ, მარტო ზაზა ჯიქიას დავალებით არ გვცემდნენ. მარცხენა თვალი დავკარგე ცემის დროს მიღებული დაზიანებების დროს. შენობის დერეფანში დაგვაყენებდნენ და გვირტყამდა 15 კაცი დუბინკას. ხელკეტის დარტყმის დროს მივიღე ტვინის შერყევა. ასეთი იყო რეჟიმი. დიდი უსამართლობა იქნება, მხოლოდ ეს ორი კაცი რომ დაისაჯოს ამის გამო [ბრალდებულებისკენ უთითებს].

 

ადვოკატებმა ერეკლეს ჰკითხეს, სამართლიანად იყო თუ არა გასამართლებული: “კი, მე პოლიციაში ჩემი ფეხით მივედი, ადამიანი მოვკალი. ადვოკატების კითხვაზე, იმ დროს ციხეში არსებული არაადამიანური პირობების შესახებ უყვებოდა თუ არა ვინმეს? პატიმარმა უპასუხა რომ – არა.
როდის გაგიჩნდათ სურვილი, რომ წამების შესახებ მოგეყოლათ გამომძიებლისთვის? – ადვოკატის ამ კითხვაზე პატიმარმა უპასუხა, რომ `სურვილი სულ ჰქონდა, მაგრამ როცა ამის საშუალება გაჩნდა, მაშინ მოუყვა”.
პატიმარი მეხუთე საკნიდან, თორნიკე: „წამლის მოხმარების გამო ვიხდიდი სასჯელს. ბათუმის ციხეში ყოფნის დროს დერეფანში ყოველ დღეს უნდა გვერბინა და სირბილის დროს თანამშრომლები დუბინკებს გვირტყამდნენ”.

 

პატიმარი ვლადიმერი მე-10 საკნიდან: „მცემდნენ, მაწამებდნენ, ფილტვებში წყალიც ჩამიდგა. იქ ბრძოლა იყო სიცოცხლისთვის. მე ვიცი, ზაზა ჯიქიას შვილი ჰყავს და მინდა მის შვილს მამა არ წავართვა, ათი წლის გოგო მყავს, ისე გაიზარდა, ჯერ არ მინახავს. მე კანონს წინ ვერ აღვუდგები, მაგრამ ადამიანი როცა დანაშაულს ჩადის, მას ეს ან მოსწონს, ან გაუაზრებლად აკეთებს. ალბათ ზაზა ჯიქიას გააზრებული აქვს მისი დანაშაული და ეს სასჯელია მისთვის… არავინ არ მინდა ჩემ გამო წავიდეს ციხეში”.

 

თორნიკეს ადვოკატმა ჰკითხა, თუ არ უნდა ჯიქიას დასჯა, მაშინ რატომ უჩივლა მას? მოწმემ უპასუხა, რომ მაშინ შეურაცხყოფილი იყო.
პატიმრობაში მყოფ მოწმეებს დაცვის მხარემ ასევე ჰკითხა, რა მდგომარეობაა ახლა ციხეებში. პატიმრებმა თქვეს, რომ “ნორმალური”. ადვოკატი ასევე დაინტერესდა არიან თუ არა ციხეებში მაყურებლები, ზოგიერთმა პატიმარმა თქვა, რომ – არა, ზოგიერთმა კი უპასუხა, რომ მისთვის გაუგებარია, რას ნიშნავს მაყურებლის ინსტიტუტი.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავით მამისეიშვილი დაახლოებით 25 თვეა, რაც ამ სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს. მოსამართლის შვებულებაში გასვლის გამო მომდევნო სასამართლო პროცესი აგვისტომდე გადაიდო. საქმეზე ჯერ კიდევ ათეულობით მოწმეა დასაკითხი. ბრალდებულები გირაოს საფუძველზე არიან პატიმრობიდან გათავისუფლებული.

ფოსტის ფასადი – გუვენ ბათუმი “ბათუმელების” სტატიას ეხმიანება

 

„ნ. კვაჭაძის 2015 წლის 1-7 ივნისს გამოქვეყნებულ საგაზეთო სტატიაში – „ფოსტის ფასადის ახალი სიცოცხლე“ – ასახული ზოგიერთი ეპიზოდი – კერძოდ კი მისი საუბარი ფოსტის რესტავრატორთა ჯგუფის ხელმძღვანელ და ბათუმის ყოფილი ფოსტის ფასადის რესტვრაციის პროექტის ერთ-ერთ ავტორთან ბატონ სანდრო რუბაშვილთან პირდაპირი გაგებით ისეა ასახული, რომ თითქოს ბევრი დეტალი დაკარგული, ხოლო მისი უნიკალური გუმბათი კი საერთოდ გამქრალი იყოს. 

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დიალოგის მონაწილე მხარეთა მიერ დაშვებული უზუსტობანი ჩვენი ღრმა რწმენით განპირობებულია იმით, რომ რესტავრატორთა ჯგუფი გვიან ჩაერთო საქმეში, ისინი ინფორმირებული არ ყოფილან შენობაში ჩატარებულ სადემონტაჟო სამუშაოებზე. 

 

გარწმუნებთ, რომ აღნიშნულ ობიექტზე ხსენებული ფასადის აღდგენა და თავის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება პირველ რიგში ჩვენი პატივისა და ღირსების საქმეა“ – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს „გუვენ ბათუმის“ პროექტის მენეჯერი მუსა გოზენი აწერს. 



ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს შუქი გაუთიშეს

„დავალიანება არის არა უნივერსიტეტის, არამედ კომპანიის, რომელიც ამ შენობას აშენებდა.  გასულ წელსაც გათიშეს ელექტროენერგია და იძულებული გავხდით სამი ათასი ლარი ჩვენი ბიუჯეტიდან გადაგვეხადა. ახლა ისევ გამორთეს შუქი“ – ამბობს ხელოვნების უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ქეთი ვაჩეიშვილი.

როგორ უნივერსიტეტის წარმომადგენლები ამბობენ, საუბარია 30 ათასი ლარის დავალიანებაზე, რომელიც თავის დროზე მშენებელ კომაპნიას უნდა გადაეხადა.

„ჩვენ წერილობით მივმართეთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ვთხოვეთ, რომ პრობლემის მოგვარებაში ჩართულიყო. გვითხრეს, რომ წერილი შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა, თუმცა პრობლემის წინაშე ისევ დავდექით“ – ამბობს ქეთი ვაჩეიშვილი. 

მისი თქმით, უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები მიმდინარეობს და ამ პროცესს ხელი ეშლება: „კომპანიის წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ დავალიანების დაფარვამდე არ აპირებენ შუქის ჩართვას, იძულებული ვიქნებით, გამოცდები შევაჩეროთ“. 

 

სამოქალაქო საზოგადოება კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად – დისკუსია

 

 

დისკუსიის მომხსენებელია ნანა კვაჭაძე, გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტი, საზოგადოება „ბათომის“ წევრი. 

 

დასაწყისი: 16 საათზე. 

 

დასწრება თავისუფალია. 


ფოტო ჯგუფ ბათომის ფეისბუქის გვერდიდან
ფოტო ჯგუფ ბათომის ფეისბუქის გვერდიდან

ბათუმში ჰიდროგრაფიული კომისიების კონფერენცია ჩატარდება

 

ფორუმს, საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის მაღალჩინოსნებთან და საქართველოს სამთავრობო უწყებებთან ერთად, სხვადასხვა წამყვანი ქვეყნის 60 დელეგატი დაესწრება. კონფერენციაზე განიხილება საკითხები ზღვებსა და ოკეანეებში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარისხის ამაღლებასთან, ასევე საზღვაო სანავიგაციო რუკების წარმოებასთან და ზონების ლიმიტაციასთან (სწორი გადანაწილება) დაკავშირებით.


 სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კონფერენცია მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო, ასევე  შიდა ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.


„აღნიშნულ კონფერენციას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, როგორც საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი ქვეყნისთვის, რადგან უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფა მჭიდრო კავშირშია როგორც ტექნიკურ უსაფრთხოებასთან, ისე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან“, – აღნიშნულია პრესრელიზში.


კონფერენცია 30 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება.

უფასო სამედიცინო აქცია წალკის მოსახლეობისათვის

 

აქციის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება მიიღოს 11 მედიკოსის: თერაპევტის, პედიატრის, ქირურგის, ნევროლოგის, კარდიოლოგის, უროლოგის, მეან-გინეკოლოგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის, ენდოკრინოლოგისა და ექოსკოპისტის უფასო სამედიცინო მომსახურება. ასევე, ჩატარდება დიაგნოსტიკური კვლევები კარდიოგრაფის, ექოსკოპისა და გლუკომეტრის საშუალებით.

 

ხვალ წალკაში ასევე დაგეგმილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ქვემო ქართლის გუბერნიის წარმომადგენლების ვიზიტი.

 

ოფიციალური პირები შეხვედრას გამართავენ წალკაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, მათ შორის აჭარიდან ჩასახლებულ მოსახლეობასთან. გაეცნობიან სახელმწიფოს მიერ ეკომიგრანტი ოჯახებისათვის შეძენილი საცხოვრებელი სახლების დაკანონების პროცესს.

 

წალკაში ვიზიტის ფარგლებში, „საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია“ აჭარიდან ჩასახლებულ 5 ოჯახს გადასცემს საკვებ პროდუქტებს.

 

 

 

წარუმატებელი ყაზახური ინვესტიცია აჭარაში – საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევა

 

პრესკონფერენცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ბათუმის ოფისში
პრესკონფერენცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ბათუმის ოფისში

ამჯერად ორგანიზაცია 2006 წლის ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო პროექტით დაინტერესდა.

 

კვლევაში აღნიშნულია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის 2006 წლის 14 თებერვლის მე-15 ბრძანების საფუძველზე, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელი მოაწერა ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით, ნიდერლანდებში რეგისტრირებულ კომპანიას „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-ს აჭარის შავი ზღვის სანაპირო ზოლის (ბათუმის, ქობულეთის) გასწვრივ მდებარე 21 ობიექტი პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა – „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვიმ“ სს „აჭარის კურორტების“ და სს „მესხეთის“ 52,83%-იან აქციათა პაკეტები 17,5 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა, აქედან 13,5 მილიონი აშშ დოლარი ამ სასტუმროებში შესახლებული იძულებით გადაადგილებული პირების საკომპენსაციო თანხას წარმოადგენდა, ხოლო 4 მილიონი აშშ დოლარი აქციათა პაკეტების საპრივატიზაციო ღირებულება იყო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის ანალიზით ირკვევა, რომ ქართულ-ყაზახურ კომპანიად წოდებულმა „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვიმ“ აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 წლის შემდეგ, კომპანიამ 21-დან მხოლოდ ერთი ობიექტის – სასტუმრო „მედეას“ ნაცვლად სასტუმრო „რედისონი“ ააშენა. 

 

კომპანია „აჭარა რიზორთ ჰოლდინგ ბი.ვი“ ხელშეკრულების გაფორმებამდე ერთი კვირით ადრე, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირდა და შემდეგი ქონება გადაეცა: დასასვენებელი სახლი „კოლხეთი“, ყოფილი პიონერთა ბანაკი „მწვანე კონცხი“, ტურბაზა „ქობულეთი“, სანატორიუმი „ქობულეთი“ (ძველი და ახალი შენობა); საქართველოს ყოფილი სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაუმთავრებელი შენობა; შპს სასტუმრო „მედეა“, შპს „დასასვენებელი სახლი მწვანე კონცხი“, შპს „ტალღა“, შპს „ტურბაზა ციხისძირი“, შპს „ტურბაზა ჩაქვი“, შპს „აისი“, პს „ტურბაზა მწვანე კონცხი“, შპს „პანსიონატი ჩირაღდანი“, სს „დასასვენებელი სახლი ნარინჯი“, სს „სანატორიუმი აჭარა“, სს „პანსიონატი მწვანე კონცხი“, სს „სანატორიუმი მახინჯაური“, სს „პანსიონატი მზიური“, სს „ჰორიზონტისა“ სს „ნიავის“ საწესდებო კაპიტალიდან გამოტანილი ძირითადი საშუალებების პასიური ნაწილი (შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთები), სს „მესხეთის“ 52,83 %-იანი წილი.

 

ამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ „აჭარა რიზორთ ჰოლდინგ ბი.ვის“ დაკავშირებულმა პირმა „ „Silk Road Group S.A““ 2005 წლის 21 ოქტომბერს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. დოკუმენტით „სილქ როუდ გრუპმა“ სურვილი გამოთქვა, ყაზახ პარტნიორებთან ერთად საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაზე. საინვესტიციო წინადადების მიზანი კი აჭარის ა/რ ტურიზმის, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იყო.

 

დევნილებისთვის საკომპენსაციო თანხის და პროექტის საპრიტივაზებო ღირებულების გადახდასთან ერთად, კომპანიამ სხვა ვალდებულებებიც აიღო:

 

1. კომპანიას სასტუმრო „მედეას“, სანატორიუმ „ქობულეთისა“ და სასტუმრო „მესხეთის“ შენობები ექსპლოატაციაში უნდა გაეშვა 2007 წლის 1 ივნისამდე;

 

2. დანარჩენ შენობა-ნაგებობებში განეხორციელებინა დასასვენებელი კომპლექსების, ჯანმრთელობის რეაბილიტაციის ცენტრების, გასართობი, ტურისტულ-რეკრეაციული პროფილის მქონე ან/და მათთან გათანაბრებული დანიშნულების ობიექტები ექსპლოატაციაში უნდა შეყვანა.

 

ამასთან, „აჭარა რიზორთ ჰოლდინგ ბი.ვი“ (ნასყიდობის ხელშეკრულების მე-7 მუხლის 4 პუნქტის თანახმად), უფლებამოსილი გახდა, გადაეცა, დაეთმო, გადაეკისრებინა, მიეყიდა, მიექირავებინა, გადაეცა იჯარით, ნებისმიერი ფორმით დაეტვირთა ან კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა ფორმით გადაეცა ან გაესხვისებინა ქონება ნებისმიერ სხვა მესამე ფიზიკურ ან იურიდიულ პირებზე იმდაგვარად, რომ ამგვარი უფლება-მოვალეობის, ვალდებულების აქციებისა და ქონების მიმღები პირი მთელი მოცულობით იკისრებდა კომპანიის მიერ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრ ყველა უფლებას, მოვალეობას, ვალდებულებას და პასუხისმგებლობას.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტების მიხედვით, ხელშეკრულებაში ცვლილებები რამდენჯერმე შევიდა. პირველი ცვლილება ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე დღეში, 2006 წლის 2 მარტს განხორციელდა: 21 ობიექტის 36 თვეში ექსპლოატაციაში ჩაბარების ვადა რამდენიმე წლით გადაიდო, მაგრამ ცალსახად განისაზღვრა, რომ სასტუმროები „მესხეთი“ და „მედეა“ 2008 წლის მიწურულს უნდა ჩაბარებულიყო.

 

ნასყიდობის ხელშეკრულებაში მეორე ცვლილება 2008 წლის 27 თებერვლით თარიღდება. ამ ცვლილებით ქობულეთში სასტუმრო „ჰორიზონტის“ მშენებლობა 2010 წლის იანვარში უნდა დაწყებულიყო, დანარჩენი 19 ობიექტის მშენებლობა კი 2015 წლისთვის უნდა დასრულებულიყო.

 

დოკუმენტში ცვლილებების მესამედ შეტანის შემდეგ, შეიცვალა თავად მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვალს ხელმოწერილი ბრძანების ტექსტიც. 2009 წლის 7 დეკემბრით დათარიღებული დოკუმენტის თანახმად, „მედეას“ და „მესხეთის“ ექსპლოატაციაში შესაყვანად გასაწევი ხარჯების მოცულობა 50 მილიონი აშშ დოლარით, ვადად კი 2010 წლის 1 ივლისი განისაზღვრა.

 

შეუსრულებელი ვალდებულებები:  სასტუმრო „მესხეთის“, როგორც დანარჩენი 19 ობიექტის, მშენებლობა ამ დრომდე დაწყებული არ არის (კომპანიამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარადგინა ქონების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ყველა გამოკვლეული შენობა ექვემდებარებოდა სრულ დემონტაჟს). გადაცემული ქონების გარკვეული ნაწილის დემონტაჟი უკვე განხორციელებულია. მიუხედავად იმისა, რომ დათქმულ ვადაში არც ერთ ობიექტი არ ჩაბარებულა, მოქმედი ხელისუფლების პირობებშიც, ხელშეკრულებაში ცვლილებები აღარ შესულა.

 

კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის ამოწურვის მიუხედავად, დღევანდელი მდგომარეობით, ჩამოთვლილი ობიექტების უდიდესი ნაწილი მიტოვებულია. ამასთან, ინვესტორთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამთ.

 

 

კვლევაში აღნიშნულია, რომ როგორც ჩანს, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, კომპანიის მიმართ არავითარი სანქცია არ გატარებულა; არც დღევანდელი და არც წინა ხელისუფლება ზედმიწევნით არ ახდენდა საინვესტიციო პროექტების განხორციელების ეფექტურ მონიტორინგს, არ რეაგირებდა იმაზე, რომ ხელშეკრულების ვადები უხეშად ირღვეოდა.

 

„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჰკითხა, თუ რატომ არ მიმართავდა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ინვესტორის მხრიდან ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად ან რატომ არ იწყებდა ხელშეკრულების ბათილად ცნობის პროცედურას კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, რაზეც უწყების იურიდიული სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მყიდველს ქონება დაგირავებული ჰქონდა ყაზახურ ბანკ „ტურანალემში“, რაც პროცესს აფერხებდა. საჯარო რეესტრის განახლებული მონაცემების მიხედვით, 2014 წლის 14 ოქტომბრიდან ს/ს „აჭარის კურორტების“ ქონებას გირავნობა უკვე მოხსნილი აქვს. მიუხედავად ამისა, მხარეების ურთიერთობაში პროგრესი სამართლებრივი თვალსაზრისით არ შეინიშნება.

 

 

„მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ქვეყანაში ინვესტორების მოზიდვა, თუმცა ასევე ვფიქრობთ, რომ ხელსაყრელ პირობებში ჩაყენებულმა ინვესტორმა მდგომარეობა ბოროტად არ უნდა გამოიყენოს და ყველა ვალდებულება უნდა შეასრულოს. მნიშვნელოვანია, ასევე, სახელმწიფომ ინვესტორების მიერ ვალდებულებების შესრულების ეფექტური მონიტორინგი განახორციელოს. საინვესტიციო პირობების შესრულებაზე ეფექტიანი კონტროლის დაწესება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ახალი პროექტების განხორციელება. აუცილებელია, რომ მთავრობამ გონივრულად განკარგოს მის ხელთ არსებული(სახელმწიფო) ქონება და, განსაკუთრებით პირდაპირი მიყიდვის ფორმის გამოყენების შემთხვევაში, დაადგინოს კრიტერიუმები, მიმართოს ქონების რამდენიმე ლოტად გასხვისების პრაქტიკას, რათა თავიდან აიცილოს არასასურველი შედეგი, რაც საინვესტიციო პროექტების განხორციელების გაჭიანურებით, შეჩერებით ან შეწყვეტით შეიძლება გამოიხატოს“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის შეფასებით ნაწილში. 

ქედის გამგეობაში დასაქმების მსურველებთან გასაუბრება მიმდინარეობს

 

საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძეა. კომისიის შემადგენლობაშია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გურამ ანანიძე და საკრებულოს წევრი ჯამბულ სურმანიძეა. ასევე კომისიის მოწვეული წევრები არიან პროფკავშირებიდან დოდო მექვაბრიშვილი და აჭარის მთავრობიდან ავთანდილ ბოლქვაძე.

 

მიმდინარე გასაუბრებას ქედაში არასამთავრობო ორგანიზაციების „სამართლიანი არჩევნებისა” და „კორუფვიასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” წარმომადგენლები აკვირდებიან. გასაუბრებასთან ერთად კონკურსანტების კომპიუტერულ ცოდნასაც ამოწმებენ. სულ გასაუბრება დასაქმების მსურველ 42 კონკურსანტს და ატესტაციის მეორე ეტაპზე გადასულ მოქმედ 21 თანამშრომელს ჩაუტარდება.

 

გასაუბრება

 

გასაუბრებასთან ერთად კონკურსანტების კომპიუტერულ ცოდნასაც ამოწმებენ

საკონსტიტუციო სასამართლომ ბექა წიქარიშვილის სარჩელის განხილვა დაიწყო

 

 

სასამართლო დარბაზიდან

 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის სასჯელი მძიმე და ადამიანის ღირსების შემლახავია.

ბექა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშია ბრალდებული. ამ საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს და ეს ბრალდება 7-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

ბექა წიქარიშვილი სამართალდამცავებმა მარიხუანას შეძენა-შენახვის ბრალდებით დააპატიმრეს. ის ახლა გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული. სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში მას 14-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ბექას სასჯელის ზომა არაადეკვატური და კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, ამიტომაც ბრალდებული საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის.

 

 

 

კლასიკური მუსიკის კონცერტი ბათუმში

 

პროგრამაშია მოცარტის, ჰუმელისა და კოლინის ნაწარმოებები. მონაწილეობენ:  თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ადანას სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი ემინ გუვენ იაშლიჯამი, სოლისტი – მერი მუსაევი – ჰობოი, ასევე თურქეთიდან.

 

 

 

ბათუმის რკინიგზის ახალი სადგური გახსნის მოლოდინში

ბათუმი ცენტრალში“ პირველი სატესტო მატარებელი გასულ კვირას შევიდა. რკინიგზის ახალ სადგურს სამი ბაქანი აქვს და ბათუმი-თბილისის მიმართულებით სამგზავრო ბილეთის ყიდვაც უკვე აქვე არის შესაძლებელი. როგორც ცენტრალის დირექტორი გიორგი შარაშიძე ამბობს, საქართველოს რკინიგზას უსასყიდლოდ და უვადოდ გადაეცა 800-900 კვადრატული მეტრი ფართობი, სადაც განთავსებულია, სალაროები, ადმინისტრაცია, გამცილებლებისა და მემანქანეების მოსასვენებელი ოთახები. რაც შეეხება ლიანდაგებს, სადგურამდე ის საქართველოს რკინიგზამ მიიყვანა.

გიორგი შარაშიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია – 22 566 კავდრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე აშენებული ნაგებობის საერთო ფართობი კი 10 ათასი კვადრატული მეტრია.

როგორც გიორგი შარაშიძე ამბობს, „ბათუმი ცენტრალი“ ძირითადად სამი მიმართულებით იმუშავებს – რკინიგზა, ავტოსადგური და სავაჭრო ცენტრი: „აქ ნებისმიერ პირსა თუ კომერციულ ორგანიზაციას შეუძლია ფართობის დაქირავება – ერთი კვადრატული მეტრი საშუალოდ 10-15 დოლარი ღირს. ამას დაემატება კვადრატულ მეტრზე 3-5 ლარი კონდიცირებისა თუ სხვა სერვისებისთვის და 20%-ი დღგ“.

გიორგი შარაშიძის თქმითვე, კომერციული ფართობების დიდი ნაწილი პირველ სართულზე უკვე გაქირავებულია: „აქ შემოსულ ადამიანს შეუძლია სუფთა გარემოში დალიოს ყავა, მიირთვას საჭმელი, მატარებლის, ავტობუსის თბილისის მიმართულებით გასვლამდე დაათვალიეროს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მაღაზიები. ასევე შესაძლებელი იქნება ბავშვის 1 ან 2 საათით დატოვებაც, აქ სპეციალური ცენტრი იზრუნებს პატარებზე, ვიდრე მშობელი გადაუდებელი საქმეებისთვის ქალაქში იქნება გასული“.
გიორგი შარაშიძის ინფორმაციით, ცენტრალში იქნება ბანკების ფილიალებიც, „მაკდონალდსი“, „გუდვილი“, საკანცელარიო და სასაჩუქრე მაღაზიები. ასევე იგეგმება „დანქინ დონატსისა“ და „სმარტის“ გახსნაც.

„ბათუმი ცენტრალი“ ბევრი სხვა ახალაშენებული ობიექტისგან იმითაც გამოირჩევა, რომ აქ ყველა ჩასასვლელთან თუ საპირფარეშოსთან არის პანდუსი, ანუ შშმ პირისთვის ამ დაწესებულებაში გადაადგილება კომფორტული იქნება.

`ბათუმი ცენტრალში~ ამ დროისთვის ყველაზე მრავლად მაინც სატრანსპორტო კომპანიები არიან წარმოდგენილნი – ამ სფეროში ყველაზე მეტად იგრძნობა კონკურენცია. ერთ-ერთი მათგანის – „ბათუმი სელპანტინის“ დამფუძნებელს, ვახტანგ ლომჯარიას მიაჩნია, რომ არსებული კონკურენციის პირობებში ცენტრალი აძლევს შესაძლებლობას, კლიენტს უკეთესი პირობები შესთავაზოს.

იგივე ვახტანგ ლომჯარიას თუ დავეყრდნობით და საკითხს ბათუმი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ჭრილში განვიხილავთ, გაჩენილი კონკურენციით სავარაუდოდ სარგებელი უნდა მიიღონ მოქალაქეებმაც. ვახტანგ ლომჯარია: „გვყავს მინივენები, მიკროავტობუსები, ავტობუსები. მანქანების პარკი ახალია. კლიენტს შეუძლია ინტერნეტით ან ტელეფონით დაგვიკვეთოს ბილეთი. ამ სადგურის ერთ-ერთი ახალი პრინციპი ისაა, რომ კლიენტი სადგურში თავად კომპანიას მოჰყავს – მანქანა კლიენტს სახლში აკითხავს“.

რაც შეეხება ფასს, ვახტანგ ლომჯარია ამბობს, რომ ამ სერვისის გამო ფასები არ გაიზრდება: „ფასებს ვინარჩუნებთ, პირიქით – სტუდენტებისთვის ფასების შემცირებაზეც ვფიქრობ. შვიდკაციანი მინივენი 22 ლარი ღირს – ჯერჯერობით აქცია გვაქვს, მაგრამ მინივენზე ფასი აუცილებლად გახდება 25 ლარი. მიკროავტობუსი სპრინტერები იქნება 20 ლარი. დიდი ავტობუსი იქნება 15 ლარი, ისე კი არა, რომ თუ ორივე მხარის ბილეთს იყიდი, მხოლოდ ერთი მიმართულებითაც ფასი 15 ლარი იქნება. ავტობუსით დღეში დაგეგმილია ორი რეისი – ერთი ბათუმიდან და ერთი თბილისიდან. ეს სადგური იმის საშუალებას მაძლევს, რომ მეც შევთავაზო მგზავრს ყავა და ცივი წყალი“.

ახალი რკინიგზის სადგურის, იგივე „ბათუმი ცენტრალის“ მშენებლობა მესაკუთრეს – შპს GEORGIA INN-ს 8 მილიონი ლარი დაუჯდა. ამ კომპანიას სამი მფლობელი ჰყავს: გიორგი ჭყონია (45%), ლევ ნინიკაშვილი (45%) და აჰარონ ჯანაშვილი.

„ბათუმი ცენტრალის“ მშენებლობა 2009 წლიდან დაიწყო, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში პროექტი არაერთხელ შეჩერდა.
ცენტრალის დირექტორის თქმით, მათთან მთლიანობაში 300-400 ადამიანის დასაქმება არის შესაძლებელი, მათგან 50-60 ადამიანის დასაქმებას უშუალოდ „ბათუმი ცენტრალი“ გეგმავს.

იყიდება ბინა ბათუმის შერატონთან

 

იყიდება 2-ოთახიანი (44 კვ.მეტრი) ბინა სასტუმრო შერატონონთან. ასევე  იყიდება 2- ოთახიანი (66 კვ.მეტრი) ბინა სასტუმრო შერატონის პირდაპირ. ფასი შეთანხმებით

ტელ.: (574)  831103; (574) 045 489.

პეტრას ციხის რეაბილიტაცია იწყება

 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ პროექტის მხარდამჭერები არიან აჭარის მთავრობა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „პეტრას, როგორც ძეგლის, პირველად შესწავლა 1930-იან წლებში დაიწყო, 1934 წელს სიმონ ჯანაშიამ სადაზვერვო სამუშაოები ჩაატარა ციხეზე და გამოვლინდა ტაძრის ნაშთი. ფართო მასშტაბის არქეოლოგიური გათხრები კი დაიწყო 1960-იანი წლების დასაწყისში ივანე ჯავახიშვილის სახელობის ინსტიტუტისა და ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ერთობლივი ექსპედიციის ძალებით, ამ გათხრების შედეგად გამოვლინდა სამხრეთის კოშკი, სამხრეთის კარიბჭე, სამნავიანი ბაზილიკა, აღმოსავლეთის კარიბჭე და აბანო“.

 

ციხე-ქალაქი პეტრა ადრეფეოდალური კულტურის ძეგლია, რომელიც ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით თარიღდება.

 

მოსამართლე ბრალდებულს: “ძალიან ცუდ გზას დაადექით”

დავით მამისეიშვილი

“ბრალდებული სტუდენტია, ჰყავს წლისა და ოთხი თვის შვილი და მუშაობს”, – სწორედ ამ არგუმენტით ითხოვეს მისმა ადვოკატებმა აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება. ადვოკატებმა მისი პატიმრობიდან გათავისუფლება ხუთი ათასი ლარის სანაცვლოად იშუამდგომლეს. პროკურორმა კი ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა შემდეგი მოტივით: “დასადგენია ნარკოტიკების შეძენის ადგილი და მოტივი, თავისუფლებაში ყოფნის დროს შესაძლოა გამოძიებას ხელი შეუშალოს, მკაცრი სასჯელის შიშით მიიმალოს ან დატოვოს ქვეყანა”.

ადვოკატმა თქვა, რომ ამის თავიდან ასაცილებლად ბრალდებული გამომძიებელს პასპორტს ჩააბარებს და კვირაში ერთხელ საგამოძიებო უწყებაში გამოცხადდება. ბრალდებული ადრე ნასამართლევი არ არის, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით გათვალისწინებული სისხლის სამართლის დანაშაული, რომლის ჩადენაშიც ახლა სტუდენტს სახელმწიფო ადანაშაულებს, 14-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბრალდებული ბათუმში ცხოვრობს, როგორც მან მოსამართლეს უთხრა, მშობლებს აქვთ კერძო სახლი და მას იპოთეკით დატვირთავენ, გირაო რომ გადაიხადონ.

“ძალიან ცუდ გზას დაადექით… მე და პროკურორს სახელმწიფო გვიხდის ხელფასს, ადვოკატებს – შენი ოჯახი, ეს ჩვენთვის ყოველდღიური საქმიანობაა, უბრალოდ, იცვლებიან განსასჯელის სკამზე მყოფი ადამიანები. უნდა გააანალიზოთ თქვენი შეცდომა, რაც თქვენს ოჯახს მძიმე ტვირთად დააწვა, თუ არ აპირებთ გამოსწორებას და ძველ რელსებზე დაბრუნებას, მე გირჩევთ, ნუ გადაახდევინებთ თქვენს ოჯახს გირაოს საფასურს”, – უთხრა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდებულს.

მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულის ნათესავები ერთი თვის განმავლობაში 25 ათას ლარს გადაიხდიან, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლებენ.
ბრალდებული ბათუმში ერთ-ერთი სასტუმროს ადმინისტრატორად მუშაობდა.
ნათია როყვა

შეზღუდვები ელექტროენერგიის მიწოდებაში

 

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ასევე:

 

24 ივნისს: 11:00–დან 18:00 საათამდე 722 აბონენტს ახალციხეში, 11:00–დან 17:00 საათამდე 6800 აბონენტს ქუთაისში (ნიკეას ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილი, მიმდებარე ქუჩები და ჩიხები), 10:00–დან 16:00 საათამდე 2247 აბონენტს ამბროლაურის რაიონის სოფელ ნიკორწმინდასა და ხოტევში;

 

25 ივნისს: 11:00–დან 18:00 საათამდე 1208 აბონენტს ნორიოს დასახლებაში, 11:00–დან 16:00 საათამდე 1000 აბონენტს ჩოხატაურის რაიონის სოფლებში, 11:00–დან 18:00 საათამდე 3300 აბონენტს ხარაგაულში, 11:00–დან 18:00 საათამდე 6587 აბონენტს დმანისში.

იმედის მედალი ”ბაქო 2015”-დან

 

ხათუნა ნარიმანიძე და ლაშა ფხაკაძე

– ქალბატონო ხათუნა, საქართველოს სპორტის ისტორიაში თქვენ შეხვედით, როგორც პირველი მედალოსნები ევროპის პირველ ოლიმპიურ თამაშებზე. რამდენად იყო მოსალოდნელი ეს შედეგი თქვენთვის?

– ვერ გეტყვით იყო თუ არა მოულოდნელი. ჩვენ ყველანაირად ვემზადებოდით. გვქონდა ხელშეწყობა სპორტის დეპარტამენტიდან, ოლიმპიური კომიტეტეტიდან. ამხელა დაფინანსება არასოდეს არ ჰქონია საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციას. ყველა შეჯიბრის წინ შეკრებას გავდიოდით.

ამ წუთასაც ბათუმის ანგისის სტადიონზე ახალგაზრდები გადიან შეკრებას, რომლებიც ემზადებიან იტალიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატისთვის.

ამ შედეგით ძალიან გახარებულები ვართ. ლაშამ გვასახელა. ამ ბოლო დროს ის ძალიან კარგ ფორმაშია, კარგად ისროლა და საქართველოს რეკორდიც დაამყარა ვაჟთა შორის.

ჩემთვის, როგორც ფედერაციის პრეზიდენტისთვის და როგორც სპორტსმენისთვის ორმაგი პასუხიმსგებლობა იყო „ბაქო2015“-ში ასპარეზობა. ორმაგად გახარებული და სამმაგად ბედნიერი ვარ, რადგან პირველებმა მოვუპოვეთ მედალი ჩვენს ქვეყანას და ფედერაციას და სულ ცოტა დაგვაკლდა ოქროს მედლამდე. დღეს ამითაც ამაყი და კმაყოფილი ვარ.

ხათუნა ნარიმანიძე

– რა პირობებში გიწევთ თამაში და რამდენად ორგანიზებულია „ბაქო2015“?

– აქ ყველანაირი პირობაა. სამ ოლიმპიადაზე ვარ ნამყოფი და თავს ვთვლი ისეთ პირობებში, როგორც სიდნეიში, ათენში, უფრო მეტიც ათენზე უკეთესი პირობებია. ძალიან ორგანიზებულია. ტრანსპორტით კვებით, ყველანაირად. ასეთი გახსნა მე ჯერ არ მინახია.

– რომელ სპორტს გულშემატკივრობთ? თუ ესწრებით სხვა სახეობებში შეჯიბრებებს?

– სამწუხაროდ ვერ ვესწრებით, მაგრამ საღამოს ყოველთვის ვიკრიბებით, ერთმანეთის შედეგებს ვგებულობთ და ერთმანეთს ვულოცავთ. შეჯიბრება სპორტის სახეობების მიხედვით სხვადასხვა ადგილასაა განაწილებული. ზოგ სპორტსმენს დასვენება სჭირდება რომ აღიდგინოს დახარჯული ენერგია.

 

– ქალბატონმა ხათუნამ აღნიშნა, რომ წელს თქვენ განსაკუთრებულად მზად ხართ, რას ფიქრობთ ეს შედეგი თქვენი მომზადების ხარჯზე მივიღეთ?

ლაშა ფხაკაძე: სიმართლე გითხრათ შარშანდელთან შედარებით წინსვლა არის და ბევრად უფრო გამიუმჯობესდა შედეგები. ეს არ არის მარტო ჩემი დამსახურება, ეს არის სამინისტროს და ოლიმპიური კომიტეტის დამსახურებაც. შემიძინეს საჭირო ინვენტარი, რის გარეშე ფაქტიურად უძლური ვიყავი. მეც ფიზიკურად თავს არ ვზოგავდი, მაქსიმუმს ვაკეთებდი იმისთვის, რომ დასახული მიზნისთვის მიმეღწია.

წინ კიდევ ერთი შეჯიბრებაა კოპენჰაგენში, სადაც რიო-დეჟანეიროს ლიცენზიები გათამაშდება 2016 წლისთვის, ასევე დაგეგმილია მსოფლიო ჩემპიონატი. დიდი იმედი მაქვს, რომ იქაც არანაკლებ წარმატებას მივაღწევ. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ეს ფორმა შევინარჩუნო და გავაუმჯობესო კიდეც.

– თქვენთვის განსაკუთრებული მომენტი რაა თამაშებზე?

– აქ რაც მომწონს ყველაზე მეტად ორგანიზებულობაა. არ არის დაძაბულობა. როგორ მშვიდადაც მიმდინარეობს შეჯიბრება, ისე წყნარად ვართ სპორტსმენებიც. თვითდაჯერებულობა პირველივე დღეებში გამოჩნდა, ამინდმაც შეგვიწყო ხელი.

ასევე მინდა აღვნიშნო ის, რომ საკვალიფიკაციო რაუნდში, რომელიც შეჯიბრის პირველ დღეს ტარდება, საქართველოს რეკორდი გავაუმჯობესე. ამ რაუნდში 72 გასროლას ვახდენთ სპორტსმენები, რის შემდეგ დგება სია და ხდება ფინალური შეხვედრების გადანაწილება. პირველი ხვდება ბოლოს, მეორე – ბოლოს წინას და ასე შემდეგ. ამ საკვალიფიკაციო რაუნდში გავარტყი 669 ქულა, აქამდე დაფიქსირებული იყო 665 ქულა, რომელიც ასევე მე გავარტყი საქართველოს ჩემპიონატზე.

ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ მედლების სეზონი მშვილდოსნებმა გავხსენით. ოლიმპიურ სამყაროში დებიუტი მქონდა, მაგრამ მედალი – არა. ახლა კი საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრებაზე ჩემს კარიერაში ეს მედალიც მოვიპოვე. მთელი დღე შოკში ვიყავი სიხარულისგან. ამ მედალმა ბევრი პოზიტიური ენერგია, დიდი იმედი და მონდომება შემძინა. 

ქედაში ცოფის შემთხვევა გამოვლინდა

 

სოფელი ბზუბზუ
სოფელი ბზუბზუ

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსი სოფო ხაბაზი სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ოჯახის, სადაც შინაური ცხოველი იმყოფებოდა, ყველა წევრი ვაქცინირებულია. რაც შეეხება სოფელს, პრესსამსახურის განცხადებით,  სოფელში მყოფი ყველა მსხვილფეხა თუ წვრილფეხა საქონელი და შინაური ცხოველი ხვალიდან ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება.

 

„სოფელ ქვედა ბზუბზუში მცხოვრები ბადრი გოგიტიძე კვირას, 21 ივნისს დაუკავშირდა ვეტექიმს და აცნობა, რომ მსხვილფეხა რქოსანი ძაღლზე უცნაურად რეაგირებდა. ადგილზე მისულ ვეტექიმს ძაღლი მკვდარი დახვდა.  გამოკვლევის შედეგად დღეს დადასტურდა, რომ ძაღლს ცოფი ჰქონდა. ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირუტყვი  იზოლირებულია. რაც შეეხება ოჯახს, სადაც შინაური ცხოველი იმყოფებოდა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქედის განყოფილება ადგილზე გავიდა და ოჯახის ყველა წევრს ჩაუტარდა ვაქცინაცია, ხვალიდან კი სოფელში ყველა მსხვილფეხა თუ წვრილფეხა რქოსანსა და შინაურ ცხოველს ცოფის საწინააღმდეგო აცრა გაუკეთდება“ –   აღნიშნა სოფიო ხაბაზმა „ბათუმელებთან“. 

ბოლივუდის მსახიობები ბათუმის ბულვარში

 

გადაღებები ბათუმის ძველ და ახალ ბულვარში, საოცრებათა და ერას მოედანზე 18-19 ივნისს მიმდინარეობდა. როგორც ირკვევა,  სხვადასხვა ქვეყნის ერთობლივი კინოპროდუქტი რომანტიკული ჟანრისაა.

ფილმში მთავარ როლს კანადის 60-მილიონიანი რეგიონის ცნობილი მსახიობები სარჯა ჩირანჯეევი და ამულია ასრულებენ. ფილმის რეჯისორი ვიჯაი კირანია.

ფილმის გადამღებმა ჯგუფმა კლიპის გადაღება ბათუმის შემდეგ ყაზბეგში გააგრძელა.

ხოლო მოგვიანებით გადაღებებს გუდაურსა და თბილისში გააგრძელებს. ფილმის პრემიერა ინდოეთში 2015 წლის 15 სექტემბერს შედგება. 

 

გადაღების ეპიზოდები

შშმ პირი ატესტატის ძიებაში

გიორგი გურგენიძე, მზიური ბალაძე

გიორგი გურგენიძემ საბაზო საფეხური, ანუ მე-9 კლასი, სკოლის დირექტორის ნუნუ ქიქავას ბრძანების მიხედვით, 2007 წელს დაამთავრა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ გიორგი გურგენიძეს ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილება გამოიტანა, რადგან ორთაბათუმის საჯარო სკოლაში გიორგის ჩარიცხვის ბრძანება საარქივო მასალებში არ იძებნება.

„წარმოუდგენელია, არ ვიცი როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო. თუ დირექტორმა ბრძანება არ დაწერა, ეს მისი დანაშაულია, მაგრამ ის დირექტორი გარდაცვლილია და ჩვენ რა გიყოთო, მეუბნებიან სკოლაში. საარქივო მასალებში ბრძანება ვერ იპოვეს. ბავშვი დაფიქსირებულია სასკოლო ჟურნალებში, სკოლა ადასტურებს, რომ გიორგი ნამდვილად დადიოდა ამ სკოლაში და დამთავრების ბრძანებაც არის, მაგრამ ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე მაინც უარს გვეუბნებიან“, – ამბობს მზიური ბალაძე.

გიორგის დედა ამბობს, რომ მას და გიორგის ხშირად სჭირდებათ სამედიცინო დახმარება, ამიტომ სწავლის დასრულების შემდეგ ატესტატი დიდხანს აღარ მოუკითხავთ. „მე ონკოლოგიური პრობლემები მაქვს. როცა გიორგიზე ორსულად ვიყავი, მკერდი მომკვეთეს, მედიკამენტების მიღების გამო გიორგის ჯანმრთელობა დაუზიანდა და გონებრივი პრობლემებით დაიბადა. ამის შემდეგ კიდევ დამჭირდა ერთი ოპერაცია, ძალიან მძიმე დღეები გადავიტანე. ხშირად გვიწევდა ექიმთან ვიზიტი, ხან ჩემი ჯანმრთელობის გამო, ხანაც – გიორგის. მე-9 კლასი რომ დაამთავრა, მაშინაც საავადმყოფოში ვიყავი, ამიტომ ატესტატისთვის სკოლაში არ მივსულვარ. მინდა, რომ ჩემი შვილი რაიმე სახელმწიფო პროგრამაში ჩავრთო, პროფესიას რომ დაეუფლოს და მომავალში საკუთარი შრომით შეძლოს არსებობა“, – ამბობს მზიური ბალაძე.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დახმარებით, გიორგის მშობლები სასამართლო გადაწყვეტილების სააპელაციოში გასაჩივრებას აპირებენ. „ასეთი განუკითხაობა შეიძლება? ხომ დადიოდა სკოლაში ჩემი შვილი, რა ჩვენი ბრალია, თუ დირექტორმა საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა და ბრძანება არ დაწერა ან ვერ იპოვეს ეს ბრძანება. ჩემი შვილის უფლება სახელმწიფომ ხომ უნდა დაიცვას?“ – კითხულობს გიორგის დედა.

მძიმე სოციალური პირობების გამო ოჯახი საცხოვრებელს ხშირად იცვლიდა, შესაბამისად, დედის თქმით: „გიორგი ჯერ პირველ საჯარო სკოლაში შევიყვანე, შემდეგ, ბინა რომ გამოვიცვალეთ, 22-ე საჯარო სკოლაში გადავიყვანე. ბოლოს ბინის ქირის გადახდა ვეღარ შევძელით და ჩემი ძმის სახლში, სოფელ ორთაბათუმში მოგვიწია გადასვლა. იქ დაამთავრა გიორგიმ მეცხრე კლასი“.

როგორც დედა ამბობს, რამდენიმე დღის წინ ოჯახმა გიორგის ჯანმრთელობის შესახებ მორიგი არასასიამოვნო ინფორმაცია მიიღო. „ჯერ ისიც არ ვიცი, ოპერაციას ექვემდებარება თუ არა“, – მბობს მზიური ბალაძე.  – „მძიმე ცხოვრება გადავიტანე, უბინაობამაც დამღალა. უკვე მე-15 ბინა გამოვიცვალეთ. ერთი ბინის მეტაპრონემ, ქირა რომ ვერ გადავუხადეთ, სახლში აღარ შეგვიშვა, ორსულად ვიყავი და ჩემი ქმრის „ზილში“ მომიწია მეორე ბავშვის გაჩენა. ამას ჩემი და გიორგის ავადმყოფობაც დაერთო. გამუდმებით ცუდზე ვფიქრობდი, მაგრამ თავს მოვერიე, გიორგის ვჭირდები“.

ოჯახი ამჟამად ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, ნათესავის მიერ დაგირავებულ ბინაში ცხოვრობს. მზიური ბალაძე: „მესამე ოპერაცია მჭირდება, მაგრამ შეგნებულად ვიკავებ თავს. სანამ ცოცხალი ვარ, მინდა ჩემს შვილს დავეხმარო. მინდა, რაიმე ხელობას დაეუფლოს, ცხოვრება გააგრძელოს. ზეპირი ათვისების უნარი აქვს, შეუძლია კომპიუტერის გამოყენება. ატესტატის უქონლობის გამო კი, პროგრამებში ჩართვაზე უარს გვეუბნებიან. არ ვიცი, რა გავაკეთო.“

ოჯახმა სოციალურად დაუცველის სტატუსიც მიიღო, თუმცა როგორც რესპონდენტი ამბობს, მათი ქულების რაოდენობა ფინანსურ დახმარებას არ ითვალისწინებს.

რატომ არ აფინანსებს განვითარების ფონდი პროექტებს აჭარის მთიდან

 

დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ, იქ, სადაც მდინარე აკავრეთა ჩამოედინება, წყლისგან თავდასაცავად წლების წინ მოწყობილი დამცავი კედელი აღარ არსებობს, წყალდიდობისას ადიდებული მდინარე აკავრეთა დაბის დატბორვის საშიშროებას ქმნის. წყალმა წაიღო საბჭოთა დროს მოწყობილი გაბიონი მდინარეების – აკავრეთასა და აჭარისწყლის შესართავთანაც. დამცავი კედლის არარსებობის გამო ბოლო სამი წლის განმავლობაში აჭარისწყალმა რუსთაველის ქუჩაზე არსებული გამარჯვების პარკის დიდი ნაწილი წაიღო, დატბორვის საფრთხე ექმნება პარკთან ახლოს მცხოვრებ მანველიძეების ოჯახსაც. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ გაბიონის მოსაწყობად სოლიდური თანხაა საჭირო, ადგილობრივ ბიუჯეტში კი შესაბამისი ფინანსური რესურსი არ არის.

 

ქედის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი სულიკო ბოლქვაძე ამბობს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტის გამგეობამ რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალურ ფონდს მიმართა, გაბიონის მოსაწყობად შესაბამის პროექტი წარუდგინა და დაფინანსების დაპირებაც მიიღო. დამცავი კედლების ასაშენებლად ორ მილიონ-ნახევარი ლარია საჭირო.

 

„პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დავამუშავეთ და მუნიციპალური განვითარების ფონდს მივმართეთ. დაპირებაც არის, რომ დაგვიფინანსებენ პროექტს, იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსებას მოვიპოვებთ, გაბიონების მოწყობას ერთი წელი დასჭირდება“, – აცხადებს სულიკო ბოლქვაძე.

 

რეგიონალური განვითარების სამინისტროსგან ქედის მუნიციპალიტეტმა დაფინანსება 2009-2010 წლებში დაბის კეთილმოწყობისთვის მიიღო. მას შემდეგ ქედის მუნიციპალიტეტს ფონდისგან არანაირი დაფინანსება არ მიუღია. 2013-2014 წლებში ფონდს ქედის მუნიციპალიტეტმა გაზსადენის პროექტირება-მშენებლობისა და შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის მიმართა.

 

„მუნიციპალურმა ფონდმა ისეთი დიდი პროექტი დაგვიფინანსა, როგორიც იყო დაბის ასფალტირება და ქუჩების კეთილმოწყობა. დაბის კეთილმოწყობისთვის 2009-2010 წლებში თითქმის ორ მილიონ-ნახევარზე მეტი დაიხარჯა. როდესაც გაბიონების მოწყობის საკითხი დღის წესრიგში დადგა, მაშინ მივმართეთ“, – ამბობს სულიკო ბოლქვაძე.

 

სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას მუნიციპალური განვითარების ფონდისგან მოელის შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძეც. იგი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობა აპირებს ფონდს ისეთი ძვირადღირებული პროექტის დასაფინანსებლად მიმართოს, როგორიცაა ზამლეთის თემის სამი სოფლის წყალმომარაგების უზრუნველყოფა.

 

გამგებლის თქმით, სამ სოფელში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად 5 700 000 ლარია საჭირო. „სასმელი წყლის სისტემის პროექტის დასაფინანსებლად ვაპირებთ მივმართოთ მუნიციპალური განვითარების ფონდს. რამდენიმე დღის წინ შევხვდით ფონდის წარმომადგენლებს, ვისაუბრეთ აღნიშნულ პროექტზე და სიტყვიერი თანხმობაც მივიღეთ, რომ მხარს დაგვიჭერენ პრობლემის გადასაჭრელად.

 

ზამლეთის თემის სამ სოფელს სასმელი წყლის პრობლემა წლებია აწუხებს. ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროსთან, ასევე მთავრობის თავმჯდომარესთან გვქონდა საუბარი, მთავრობამ პროექტისთვის 700 000 ლარი გამოგვიყო, დავამუშავეთ პროექტი, რომლის განსახორციელებლად 5 700 000 ლარია საჭირო. მას შემდეგ, რაც პროექტი სამხარაულის ექსპერტიზას გაივლის, ვაპირებთ ოფიციალურად მივმართოთ მუნიციპალურ ფონდს დასაფინანსებლად. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ სოფლებში: ფურტიოში, ბუთურაულსა და ნენიაში მცხოვრებ მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა გადავუჭრათ“, – ამბობს ტარიელ ებრალიძე.

 

მუნიციპალური განვითარების ფონდისგან დაფინანსების მოლოდინი აქვთ ხულოშიც.

 

ხულოს გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზაზა აბულაძე ამბობს, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში არ მიუმართავს. ის ამბობს, რომ ძვირადღირებული პროექტები არ ჰქონიათ, არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ახორციელებენ.

 

„ბოლო ორი წლის განმავლობაში მუნიციპალური განვითარების ფონდთან კონკრეტული პროექტის დაფინანსების მოთხოვნით არ მიგვიმართავს, თუმცა ვაპირებთ წელს მივმართოთ. წელს 54 ინფრასტრუქტურული პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რის  განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 531 909 ლარია გამოყოფილი.

 

იქედან გამომდინარე, რომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები გვყავს, სპორტკომპლექსის მოწყობის საკითხი დღის წესრიგში დადგა. მრავალფუნქციური დანიშნულების სასპორტო სკოლის მოწყობას მოსახლეობაც მოითხოვდა. პროექტი უკვე შევისყიდეთ, სასპორტო სკოლის აშენებას ორ მილიონ-ნახევარი ლარი სჭირდება. ადგილობრივი ბიუჯეტით ვერ მოვახერხებთ აშენებას, შესაბამისად, სწორედ ამ პროექტის დასაფინანსებლად ვაპირებთ მივმართოთ მუნიციპალური განვითარების ფონდს“, – აცხადებს ზაზა აბულაძე.

 

ქედის მუნიციპალიტეტის მსგავსად მუნიციპალური ფონდისგან დაფინანსება ხულოს მუნიციპალიტეტმაც 2009-2010 წლებში მიიღო დაბის კეთილმოწყობისთვის. 2013-2014 წლებში ხულოს მუნიციპალიტეტმა ფონდს დასაფინანსებლად ოთხი ინფრასტრუქტურული პროექტი წარუდგინა, მაგრამ ფონდისგან დაფინანსება არ მიუღია.

 

კითხვაზე, დაფინანსდება თუ არა მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მიერ მოთხოვნილი პროექტები მუნიციპალური ფონდიდან? – „ბათუმელებმა“ სამინისტროსგან ასეთი წერილობითი პასუხი მიიღო:

 

„მუნიციპალური განვითარების ფონდი პროექტებს ახორციელებს დონორების პროგრამული დაფინანსების ფარგლებში, რომელიც გათვალისწინებულია  საერთაშორისო შეთანხმებებით და პრიორიტეტულია როგორც საქართველოს რეგიონული განვითარების, ასევე რეგიონების განვითარების სტრატეგიებითა და მათი განხორციელების პროგრამებით. ფონდს შემუშავებული აქვს სამოქმედო გეგმის პროექტების ნუსხა, რომელიც მუდმივად განახლებადია და თანხმდება მის პარტნიორ დონორ ორგანიზაციებსა და საქართველოს მთავრობასთან. სამოქმედო გეგმის განხორციელება დამოკიდებულია ფონდის ფინანსურ მდგომარეობასა და გათვლებზე, რომლებიც ეყრდნობა წლიურ ბიუჯეტს“.

 

საქართელოს მუნიციპალური განვითარების ფონდის 2015 წლის ბიუჯეტი 258 665 000 ლარია. ამ დროისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდი აჭარაში მხოლოდ ერთ პროექტს – ქობულეთის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოებს  ახორციელებს.

 

რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალურ ფონდში აცხადებენ, რომ ფონდი ბათუმში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს, კერძოდ, საუბარია ბათუმის ნაპირდამცავი ნაგებობის მშენებლობაზე.

ბარბარეს ტაძარი მერიისგან ნათხოვარი მეორადი კრამიტით გადაიხურება

 

“სსიპ საქართველოს საპატრიარქოს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მდივანი თ. ჩხაიძე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში 2015 წლის 02 ივნისს წარდგენილი #518 წერილით ითხოვს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1500 ცალი კრამიტის გადაცემას, ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის გადახურვის მიზნით.

 

ქალაქ ბათუმის მერია მიზანშეწონილად მიიჩნევს ზემოაღნიშნული ქონების უსასყიდლოდ, თხოვების უფლებით სსიპ – „საქართველოს საპატრიარქოსთვის“ გადაცემას“, – აღნიშნულია ბათუმის საკრებულოს შესაბამისი განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში.

 

ეს საკითხი ბათუმის საკრებულომ დღეს, 2015 წლის 23 ივნისის სხდომაზე განიხილა.

 

წმინდა ბარბარეს ეკლესიის რეკონსტრუქცია გასულ წელს უკანონოდ დაიწყო.

 

წმ. ბარბარეს ეკლესია, ბათუმი, 23 ივნისი, 2015 წელი

თაფლის ფესტივალი ბათუმში

 

თაფლის ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ოთხი სახის თაფლი – ცაცხვის თაფლი, აკაციის თაფლი, ყვავილების თაფლი, წაბლის თაფლი და ასევე თაფლის პროდუქტები: ყვავილის მტვერი, სანთელი და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ორგანიზატორის, თამაზ კახიძის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას 60 მეფუტკრე და ორგანიზაცია მიიღებს. „უფრო მეტს უნდოდა, მაგრამ ტერიტორია არის შეზღუდული, ამიტომ ყველას ვერ ვიწვევთ“, – ამბობს თამაზ კახაძე.

 

ორგანიზატორები ფესტივალის გაფორმებაზე უკვე ზრუნავენ. თამაზ კახიძე, რომელსაც საკუთარი  საწარმო აქვს ხელვაჩაურში, სადაც თაფლს აფასოებენ და ფუთავენ, ამბობს, რომ ფესტივალისთვის ინტენსიურად მუშაობენ:

 

„ახლა ვამუშავებთ ეტიკეტებს, მათ შორის ფესტივალის სიმბოლოც მზადდება, დასახვეწია. მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცით, იქნება ევროპული ტიპის ჯიხურები ტენტებით და ფესტივალი გაფორმდება  მუსიკით. მუნიციპალიტეტების გამგებლებს ვთხოვეთ, რომ მათთან არსებული კულტურის სამსახურები ჩაერთონ ფესტივალში, ანუ საგამოფენო ტერიტორიაზე ყველგან იქნება მუსიკა. ჩვენ გამოფენილ თაფლს, ყველას, განსხვავებული ფერი, გემო შემცველობა და არომატი აქვს“.

 

მეფუტკრეებს ფესტივალის ორგანიზებაში ფინანსურად სავაჭრო-სამრეწველო პალატა ეხმარება. „ეს ფესტივალი მინიმალურ თანხებში ტარდება. ორი წლის მერე ჩვენი ძალებით ვაპირებთ გაკეთებას. მომავალში ვაპირებთ, რომ ფესტივალი იყოს საქართველოს მასშტაბით, შემდეგ გვინდა გახდეს საერთაშორისო“, – გვიყვება თამაზ კახიძე.

 

ფესტივალის მიზანი აჭარის თაფლის და ფერმერების პოპუალარიზაციაა, როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ისე ტურისტებს შორის. ორგანიზატორებს ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვთ, რა ეღირება ფესტივალზე თაფლი.

 

ცნობილია, რომ ქართული თაფლი არის იმ პროდუქტების ჩამონათვალში, რომლის ევროკავშირის ბაზარზე გატანასთან დაკავშირებით გარკვეული მოლოდინები არსებობს. თამაზ კახიძის თქმით, მეფუტკრეებშიც არსებობს იგივე მოლოდინები: „სურსათის უვნებლობის სამსახურმა გამოსცა რეგულაცია თაფლზე, ანუ დაადგინა სტანდარი, აქამდე რუსული სტანდარტით ვმუშაობდით. რა თქმა უნდა, მეფუტკრეები ინფორმირებულები არიან ამ სტანდარტის შესახებ თუ როგორი თაფლი უნდა აწარმოონ, ყველა ცდილობს ამ სტანდარტით იმუშავოს“.

 

თამაზ კახიძე იმედი აქვს, რომ მალე ამოქმედდება შესაბამის ლაბორატორია, რაც ქართული თაფლის შეტანას ევროკავშირის ბაზარზე უზრუნველყოფს: „ჩვენი ყველა თაფლი მოთხოვნადია ევრობაზარზე, რადგან საქართველო ნატურალურად სუფთა თაფლს აწარმებს. გვჭირდება ლაბორატორია, რომელიც იქნება ევროკავშირის მიერ აღიარებული, რის შემდეგაც განაცხადი გაკეთდება ევროსაბჭოში და დავიწყებთ მუშაობას  თაფლის შეტანაზე. ეს ლაბორატორია კეთდება თბილისში. ვისაც უნდა ევროპის ბაზარზე გაიტანოს თავისი თაფლი, ამ ლაბორატორიით უნდა ისარგებლოს. ლაბორატორია მზად იქნება შემოდგომაზე, როგორც ვიცი, დანადგარები უკვე შემოტანილია“.

 

2014 წლის მონაცემებით, აჭარის ტერიტორიაზე 19 850 -ზე მეტი ფუტკრის ოჯახი ირიცხება, მათ შორის ქობულეთის მუნიციპალიტეტში – 8 000, ხელვაჩაურში – 4 500,  ქედაში – 2 500, შუახევში – 2 350 და ხულოში – 2 500. 

უნივერსიტეტის კანცლერად ბათუმის ყოფილი მერი აირჩიეს

 

აკადემიური საბჭოს წევრები/ფოტო ბსუ

უნივერსიტეტის კანცლერს აკადემიური საბჭოს წევრები ირჩევენ, ხოლო წარმომადგენლობითი საბჭო მას ფარული კენჭისყრით ამტკიცებს. დღეს სხდომას წარმომადგენლობითი საბჭოს 26 წევრიდან მხოლოდ 18 ესწრებოდა. ჯემალ ანანიძის კანცლერად დანიშვნას ხმა 17-მა წევრმა მისცა, ხოლო ერთი ბიულეტენი გაბათილდა.

 

კანცლერის პოზიციაზე ჯემალ ანანიძეს კონკურენტები არ ჰყოლია, კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო კომისიას რეგისტრაციისათვის მხოლოდ მან მიმართა.

ჯემალ ანანიძე.

 

ბათუმის შუქურაზე შეჩერებული მშენებლობა გაგრძელდება

 

პროექტი, რომლის მიხედვითაც იგეგმება შუქურასთან მშენებლობა
პროექტი, რომლის მიხედვითაც იგეგმება შუქურასთან მშენებლობა

ბათუმის შუქურაზე, ანუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მიშენება პირველად 2015 წლის იანვარში დაიწყო, მაგრამ საზოგადოებრივი პროტესტისა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ჩარევით ეს მშენებლობა შეჩერდა. მერიამ შუქურასთან ერთსართულიანი ნაგებობის მიშენებაზე განმეორებით ნებართვა 9 ივნისს გასცა.

 

„ნაგებობა, რომელიც შუქურას გვერდით უნდა აშენდეს, სხვა საკადასტრო ერთეულია, ხოლო ძეგლი – სხვა საკადასტრო ერთეული. ამიტომ ნებართვის გამცემი ორგანო არის მერია, რომელმაც პროცესში  კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო იმის გამო ჩართო, რომ ახალი ობიექტი ძეგლის დაცვის არეალში მდებარეობს. მიშენება არ არის კონსტრუქციულ შეხებაში ძეგლთან, ვიზუალურ შეხებაშია. სააგანტოში იმსჯელეს იმაზე, რომ ახალი ნაგებობა არის ძეგლის გვერდით მდგომი საკადასტრო ერთეული და მშენებლობა დასაშვებად მიიჩნიეს. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მერიამ  ნებართვა გასცა“, – ეს განმარტება ეკუთვნის ირაკლი ახალაძეს, რომელიც მან „ბათუმელების“ მკითხველისთვის გააკეთა.

 

შუქურასთან 28 კვადრატული მეტრი ფართობის ერთსართულიან ნაგებობას  საქართველს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური აშენებს. ირაკლი ახალაძის თქმით, ახალ ნაგებობაში ორგანიზაციის თანამშრომლები განთავსდებიან. „საერთაშორისო მონიტორინგი ტარდება შუქურას ტიპის დაწესებულებებზე. „ბუტკა“, რომელში მუშახელია განთავსებული დგას მოშორებით და არის ანტისანტარია. შუქურას შემთხვევაში ერთიც დაუშვებელია და მეორეც. ახალ შენობაში დაიდგმება კომპიუტერები და ადამიანები იმუშავებენ ნორმალურ გარემოში“, – ამბობს ირაკლი ახალაძე.

 

შუქურას მიმდებარე საკადასტრო ტერიტორია საქართველს ჰიდროგრაფიული სამსახურს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გადასცა.

 

კულტურული მემკვიდრეობის პრეს სამსახურის სააგენტოს ცნობით, ამ თემაზე დღეს, 23 ივნისს განმარტებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, მირანდა ჩარკვიანიც გააკეთებს.

 

შუქურასთან მშენებლობა პირველად 2015 წლის 27 იანვარს დაიწყო, რომელიც მაშინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ შეაჩერა. სააგენტოს უფროსის მოადგილემ ბიძინა აფხაზავამ განაცხადა, რომ ეს მათი მოთხოვნით გაკეთდა.

 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ შუქურას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2014 წლის 24 ნოემბერს მიანიჭა. პირველ მშენებლობაზე ნებართვა მერიამ ძეგლის სტატუსის მინიჭებიდან რამდენიმე დღეში  გასცა. შესაბამისად, როგორც ირაკლი ახალაძე ამბობს, იმ ეტაპზე მერიისთვის უცნობი იყო შუქურას გაძეგლების შესახებ ინფორმაცია.

 

ბათუმის შუქურა 1863 წელსაა აშენებული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

გასული წლის ნოემბერში მიანიჭა. მერიამპირველი ნებართვა მშენებლობაზე დეკემბერში გასცა. 

ლევან ცინცაძის მორიგი ოქრო

 

საქართველოს ნაკრები კონტაქტურ კარატის საერთაშორისო ტურნირზე ვენაში

 

80 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლევან ცინცაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ბერდია გორგაძე 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

 

ტურნირი უფროს ასაკსა და პროფესიონალებს შორის სამ წონით კატეგორიაში გაიმართა და მასში ევროპის 10 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

 

რას ნიშნავს იყო მოხალისე

 

ვიქტორია ბარათაშვილი

“თავისუფლების კლუბი” ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ამსხვრევს სტერეოტიპებს, გვეხმარება არაფორმალური განათლების მიღებაში და აძლევს ახალგაზრდებს თვითრეალიზაციის საშუალებას. ჩვენ ვატარებთ გასვლით ტრენინგებს აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში. ჩვენ ვუტარებთ თანატოლებს ტრენინგებს ჩვენთვის უკვე ნაცნობ თემებზე. მაგალითად, ისეთ თემებზე, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, ლიდერობა, შშმ პირთა უფლებები და სხვა. ვფიქრობ, ჩვენმა ტრენინგებმა შეცვალა ბევრი ადამიანის ხედვა, დაეხმარა მათ სხვადასხვა სირთულის დაძლევაში.

 

ჩემი პირველი ტრენინგი სწორედ “თავისუფლების კლუბში” ჩატარდა. ეს იყო გასვლითი ტრენინგი და საინტერესო თემაზე – “ფობიები და კომპლექსები”. ტრენინგის მსვლელობაში ვხედავდი როგორ იცვლებოდნენ მსმენელები, ისინი უფრო გაბედულები ხდებოდნენ. ერთ-ერთმა გოგონამ ამ ტრენინგზე აღმოაჩინა თუ რა პროფესიას სურდა დაუფლებოდა, რაშიც მას დაეხმარა საკმაოდ საინტერესო დავალება: ბავშვებს უნდა გაეკეთებინათ მცირე პერფორმანსი ფსიქოლოგსა და პაციენტზე. ამ გოგონას ფსიქოლოგის როლი ერგო, მართლაც კარგი პერფორმანსი გამოვიდა, ძალიან საინტერესო არგუმენტებით დატვირთული, საბოლოოდ აღტაცებული დავრჩით ყველანი. პირადად მე ამ ტრენინგის საშუალებით ბევრი მეგობარი შევიძინე და ბევრი რამ ვისწავლე.

 

ტრენინგების გარდა ბევრ სხვა აქტივობასაც ვახორციელებთ. ვიღებთ გადაცემებს სხვადასხვა თემაზე, რაშიც “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლიც” გვეხმარება. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია იყოს წამყვანი, გადაცემების მონტაჟსაც აქვე ვსწავლობთ, ვაკეთებთ რეპორტაჟებს, ხშირად გვყავს საინტერესო სტუმრები და ვიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციებს. გადაცემები, ისევე როგორც ტრენინგები, ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ცნობიერების დონის ამაღლებისა და თავისუფლად საუბრისთვის.

 

არსებობს კიდევ ბევრი ორგანიზაცია, სადაც ასევე შესაძლებელია იყო მოხალისე. ბათუმში ხშირად იმართება ფესტივალები, რომლის ფარგლებშიც ასევე შეგიძლია გახდე მოხალისე. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია `ბორჯღალის~ მიერ ორგანიზებული თხრობითი პერფორმანსების ფესტივალში ახალგაზრდები საუბრობენ სხვადასხვა ღირებულებებზე, ან `დებატ კლუბი~, სადაც დებატების ხელოვნებას ვსწავლობთ. დარწმუნებული ვარ, რომ თუ გსურს იყო ჩართული სამოქალაქო ცხოვრებაში და გახდე მოხალისე, მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია შეგიწყობს ხელს ამაში.

 

მითები და რეალობა ევროკავშირზე

 

დისკუსია

 

მალხაზ ჭკადუა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ბათუმის ოფისის კოორდინატორი: „არასამთავრობო ორგანიზაციები ვსაყვედურობთ ხელისუფლებას, რომ კომუნიკაცია უჭირს საზოგადოებასთან და ეს მართლაც ასეა. როცა მოვაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, პირდაპირი გაგებით ტაშ-ფანდურითა და შალახოთი მივიღეთ ეს დოკუმენტი, ხალხმა კი არ იცოდა, რას ვაწერდით ხელს. ზოგმა იფიქრა, რომ გავწევრიანდით ევროკავშირში, ზოგმა ნატო დაასახელა. საზოგადოების მოლოდინი იყო დიდი და სხვადასხვაგვარი. დღეს შევეცდები ვისაუბროთ იმაზე, რა ჯობს ჩვენთვის და სად ვხედავთ ჩვენს თავს, რას ნიშნავს ასოცირების ხელშეკრულება, რა მოთხოვნებს გვიყენებს ევროპა, როგორი საზოგადოება უნდა გავხდეთ და ასე შემდეგ. როგორც ქვეყანას, ბევრი საშინაო დავალება გვაქვს შესასრულებელი. როგორი მითები იქმნება ევროპასთან დაკავშირებით? დავიწყებ კითხვით – ყველაზე მეტად გავრცელებული ინფორმაცია, რაც სულ გხვდებათ ყურში ევროპასთნ მიმართებაში, რა არის?

 

რეპლიკები დარბაზიდან: “მარიხუანა”, “ზედმეტი თავისუფლება”, „აღვირახსნილობა”, „კარგი განათლების მიღების შესაძლელობა”, „არატრადიციული ურთიერთობები”…

 

 

ნონა ხოზრევანიძე, სტუდენტი: ყოველი ინოვაცია შემოდის ევროპიდან, ამიტომაც ევროპაზე როცაა საუბარი, მე მახსენდება განათლება.
არჩილ ართმელაძე: მაგალითად, საქართველოში ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე რაღაც-რაღაცებით ვიზღუდებით. ჩვენ საქართველოში ხშირად ვფიქრობთ არა იმაზე, რომ კანონი არ დავარღვიოთ, არამედ იმაზე, აი, ამაზე რას იფიქრებს ხალხი, ჩვენი მეზობელი.
მალხაზ ჭკადუა: რას იფიქრებს ხალხი! ეს მნიშვნელოვანი თემაა. ევროპა ჩვენთვის არის ტერიტორია, სადაც სახელმწიფოები შედიან და ცხოვრობენ თავიანთი ცხოვრების წესით. სტატისტიკის მიხედვით, მას შემდეგ, რაც მოხდა მარიხუანას დეკრიმინალიზაცია, ის იყიდება გარკვეულ ადგილას და არა ყველგან. დღეს საქართველოს ხელისუფლება თანხმდება იმაზე, რომ უნდა შემცირდეს სასჯელი. არ შეიძლება მაღალი სასჯელი ემუქრებოდეს ადამიანს, რომელიც მოიხმარს მარიხუანას. ჩემი აზრით, გამსაღებელზე უფრო მკაცრი სასჯელი უნდა არსებობდეს.

 

ევროპა ასევე აღიქმება ერთსქესიანთა ქორწინების დამკანონებლად. რადგან ვხედავ ინტერესს ამ თემასთან დაკავშირებით, ძალიან მინდა განვასხვავოთ ადამიანის უფლება _ იცხოვროს იმასთან, ვისთანაც უნდა, განურჩევლად სქესისა და პედოფილია. ხშირ შემთხევვაში ჩემი და ჩემი მშობლების თაობა, სამწუხაროდ, ამას ერთმანეთს უტოლებს და ეს ასე არ არის. ჰომოსექსუალიზმი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ამოიღო მსოფლიო დაავადებათა რიცხვიდან. იმედია, ყველა ვთანხმდებით, რომ ამის გამო ადამიანი არ შეიძლება მოკლა, დაასახიჩრო და მას ცხოვრება გაუმწარო. 2013 წლის 17 მაისს რაც მოხდა, ჩემთვის, როგორც ერთი მოქალაქისთვის იყო დემონსტირება იმისა, რომ შეიკრიბა ოცამდე ადამიანი (ეს არ იყო გეი აღლუმი როგორც მედიაში იყო ნახსენები) და ეს იყო იმ ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად გამართული მსვლელობა, რომლებიც მოკლეს თავიანთი განსხვავებულობის გამო. ხშირ შემთხვევაში საზოგადოებას მართავს შიში და ჩვენ არ ვიცით რა არის ევროპა.

ლაშა აბუსელიძე, სტუდენტი: წმინდა გიორგის ქანდაკებასთან გამოვიდნენ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები. ძალიან კარგად იცოდნენ ქართველი ერის დამოკიდებულება ტრადიციებთან. ჩვენ მართლმადიდებელი ერი ვართ და ვერ შევეგუებით პროვოკაციას.
ალეკო ბერიძე, სკოლის მოსწავლე: რას ვერ შეეგუები? წმინდა გიორგი რომ ცოცხალი ყოფილიყო, იმ ადამიანებს კბილებით და საკუთარი ხანჯლით დაიცავდა, დამიჯერეთ. არც ერთ ჰომოფობს არ დაუდგებოდა გვერდით, რომლებიც ამ ადამიანების წინააღმდეგ იბრძოდნენ. დამისახელეთ ერთი რელიგია, რომელიც ქადაგებს იმას, რომ ტაბურეტკი ჩასცხეთ ადამიანს, რომელსაც განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია აქვს.
ევროპაში არის ჩვენი ადგილი და იყო ყოველთვის – რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას? რა შეიძლება ჩვენ შევთავაზოთ ევროპას, როცა სურვილი გვაქვს გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა? მენტალურად ვართ თუ არა ევროპა?

 

ნიკოლოზ ჯანელიძე, სტუდენტი: როცა ვსაუბრობთ იმაზე, ჩვენ რა უნდა შევთავაზოთ ევროპას, მე მაინტერესებს, ევროპამ რა უნდა შემოგვთავაზოს ჩვენ.

მალხაზ ჭკადუა: პრაქტიკულად გახსნილია 500-მილიონიანი ბაზარი ჩვენი მეწარმეებისთვის. ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი, რომელიც საქართველოში იწარმოება, გავა ევროპულ ბაზარზე, ოღონდ, მთავარია, პროდუქტი, რომელსაც შენ აწარმოებ, მაგალითად, თაფლი, იყოს მაღალი ხარისხის. წელიწად-ნახევარი გავიდა ასოცირების ხელშეკრულებიდან და საექსპერტო ბიუროც კი არ გვაქვს. მე ფერმერი რომ ვარ და ვაწარმოებ თაფლს, იმიტომ ვერ გამაქვს თაფლი, რომ არ მაქვს ლიცენზია. ევროპა მეუბნება, რომ თუ მექნება კანონის უზენაესობა და პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, მასწავლებელი თუ პოლიციელი ყველა თანასწორი იქნება კანონის წინაშე, აი მაშინ ხარ ევროპული ოჯახის წევრი. რატომ არის ევროპა მიმზიდველი? 1. აღიარებს ადამიანს, როგორც აბსოლუტურ ღირებულებას. მთავარია, სახელმწიფომ შექმნას ისეთი წყობა, სადაც ყველა ადამიანის უფლება იქნება დაცული.
ანა ანკობაია, სტუდენტი: რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია. თქვენ იკითხეთ, ვის ხედავთ საუკეთესო მეზობლადო. საუკეთესო მეზობელი ვერასოდეს გვეყოლება, ნებისმიერ სახელმწიფოს, ყველას, აქვს თავისი ინტერესი. შეიძლება გყავდეს ნორმალური მეზობელი. მე მყავს კარის მეზობელი მუსლიმი და ის უფრო კარგად მიგებს, ვიდრე ქრისტიანი მეზობელი, მიუხედავად იმისა, რომ მე ქრისტიანი ვარ. რელიგია არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი [სტუდენტები საუბრობდნენ რუსეთთან მეგობრობაზე და აქცენტს რელიგიაზე აკეთებდნენ -ავტორის შენიშვნა].
მალხაზ ჭკადუა: ერთადერთი და მთავარი არის ის, რომ ძალადობას ნუ გაამართლებთ.

დაკეტილი ბინები ქედის სოციალურ სახლში

 

სოციალური სახლი ქედაში
სოციალური სახლი ქედაში

გასულ წელს გარემონტებული სახლისთვის ბენეფიციარები ჯანდაცვის სამინისტრომ დღემდე ვერ შეარჩია, მიუხედავად იმისა, რომ ქედის მუნიციპალიტეტში 15 ოჯახი დაზარალებულთა პირველ კატეგორიას არის მიკუთვნებული.

 

ვინ მიიღებს ბინას სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად? – საბოლოო გადაწყვეტილებას სამთავრობო კომისია იღებს, თუმცა მანამდე საკითხზე მუშაობა ქედის მუნიციპალიტეტში არსებულმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შემსწავლელმა კომისიამ დაიწყო. 4 მარტს კომისიამ სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრებ პირველ კატეგორიას მიკუთვნებულ ოჯახებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ამ ოჯახებს ბინით დაკმაყოფილებისთვის ჯანდაცვის სამინისტროსთან უშუამდგომლა.

 

კითხვაზე, რატომ დარჩა უფუნქციოდ თვეების განმავლობაში ეკომიგრანტებისთვის მოწყობილი სახლი ქედაში? აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე პასუხობს: „ეს შრომატევადი საქმეა, ოჯახები ადგილზე შევისწავლეთ, გადავამოწმეთ, აქვთ თუ არა ოჯახებს ალტერნატიული ფართობები. სამთავრობო კომისიის სხდომა 11 ივნისს ჩატარდა, სადაც მუშა ჯგუფის მოხსენებითი ბარათი იქნა განხილული. მოხსენება ჯალაბაშვილებში მცხოვრებ 13 ოჯახს ეხებოდა, თუმცა ვინ მიიღებს ბინას, საბოლოო გადაწყვეტილება ერთ კვირაში გახდება ცნობილი“.

 

აღნიშული ბინების გარდა, ორი ბინა თავისუფალია ეკომიგრანტებისთვის, 2012 წელს რეაბილიტირებულ ყოფილ საავადმყოფოს შენობაშიც.

 

ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირველ კატეგორიას მიკუთვნებულ 15 ოჯახიდან 13 სოფელ ჯალაბაშვილებში, ერთი – უჩხითში და ერთიც პირველ მაისში ცხოვრობს.

 

რამაზ ჯინჭარაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის გამგეობა პირველ კატეგორიას მიკუთვნებულ იმ ორ ოჯახს, რომლებიც სოფელ უჩხითსა და პირველ მაისში ცხოვრობს, ბინის მიღების მოთხოვნით სამინისტროსთან უშუამდგომლებს, სამთავრობო კომისია ამ ოჯახების მდგომარეობასაც შეისწავლის.

 

სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრებ, პირველ კატეგორიას მიკუთვნებულ 14 ოჯახს სახელმწიფომ სახლის ადგილმონაცვლეობისთვის 2010 წელს ფულადი დახმარება გაუწია, რისთვისაც ბიუჯეტიდან 57 000 ლარი დაიხარჯა. ფულად დახმარებასთან ერთად ადგილობრივ ხელისუფლებას იმ დროისთვის დაზარალებული ოჯახებისთვის უსაფრთხო ტერიტორია უნდა გამოეყო, რაც ვერ მოხერხდა. სტიქიის შედეგად დაზარალებული 14 ოჯახიდან სახლის ადგილმონაცვლეობისთვის საჭირო ფართობის გამონახვა მხოლოდ ერთმა ოჯახმა შეძლო, დანარჩენი 13 ოჯახი კი, დღემდე დამეწყრილ და სიცოცხლისთვის საშიშ სახლებში აგრძელებს ცხოვრებას.

 

ყოფილი საავადმყოფოს შენობაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ბინების მოსაწყობად გასულ წელს 413 809 27  ლარი დაიხარჯა.

საზღვარგარეთ მკურნალობა მთავრობის დაფინანსებით

 

ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური სამედიცინო კომისია, რომელიც საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების თხოვნით შესულ განცხადებებს განიხილავს, 15 დღის ინტერვალით იკრიბება. იგი სამინისტროს რვა თანამშრომლისგან – სხვადასხვა დარგის ექიმებით და საორგანიზაციო სამმართველოს 11-კაციანი სამუშაო ჯგუფით არის დაკომპლექტებული, კომისიის თავმჯდომარე კი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოა.

 

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსის ხათუნა ჩაჩავას თქმით, საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებას ბევრი პაციენტი ითხოვს. მაგალითად, 19 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით სამინისტროში, მკურნალობის დაფინანსების მოთხოვნით, 1394 მოქალაქის განცხადება შევიდა, რომელთაგან 100-მდე ადამიანი საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებას ითხოვდა.

 

ხათუნა ჩაჩავას განმარტებით, თითოეულ განცხადებას ორი ადამიანი განიხილავს, რომელთაგან ერთი ექიმი სპეციალისტია. „ისინი ინდივიდუალურად გადიან თითოეულ განცხადებას, რომელიც ექიმ-სპეციალისტებთან დიაგნოზების მიხედვით ნაწილდება, დანარჩენი ამუშავებენ სხვა ინფორმაციას, მაგალითად, რამდენჯერ აქვს პაციენტს მიღებული სერვისი წლის განმავლობაში, რათა ლიმიტი არ გაგვექცეს და ა.შ.“ – ამბობს ხათუნა ჩაჩავა.

 

2015 წლის იანვრიდან დღემდე ჯანდაცვის სამინისტრომ საზღვარგარეთ მკურნალობა 125 პაციენტს, გასულ წელს კი 321 (მათ შორის 120 თვრამეტ წლამდე ასაკის) პაციენტს დაუფინანსა.

 

ხათუნა ჩაჩავას განმარტებით, მაქსიმალური ლიმიტი, რაც შეიძლება სამინისტრომ სოციალურად დაუცველ (70 000-ზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე) პაციენტს საზღვარგარეთ მკურნალობისთვის გამოუყოს, 10 000 ლარია (დოლარი ან ევრო – მოთხოვნის შესაბამისად). თუ უცხოეთში მკურნალობას სოციალურად დაუცველის სტატუსის არმქონე ადამიანი ითხოვს, მაშინ დაფინანსების პროცენტული გათვლა, კომისიის მიერ, დიაგნოზისა და მოთხოვნილი თანხის შესაბამისად ხდება. უშუალოდ პროგრამის ბიუჯეტი 15 მილიონი ლარია. „საქმე ის არის, რომ მომართვიანობა ძალიან დიდია პროგრამაზე. ჩვენ თუ სრულად ვუზრუნველვყოფთ ყველა შემთხვევას, ამას არანაირი ბიუჯეტი არ ეყოფა“, – ამბობს ხათუნა ჩაჩავა.

 

იმისთვის, რომ სამედიცინო კომისიამ საზღვაგარეთ მკურნალობის შესახებ განცხადება განიხილოს, სამედიცინო მომსახურება, რომელიც პაციენტს ესაჭიროება, საქართველოში არ უნდა ხორციელდებოდეს. კომისიისთვის ძირითად პრიორიტეტებად დიაგნოზის სიმძიმე და ასაკი (30 წლამდე) მიიჩნევა.

 

დასკვნის დაწერა იმის შესახებ, რომ ესა თუ ის სამედიცინო სერვისი საქართველოში არ არსებობს, მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს ექიმ-ექსპერტის პრეროგატივაა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ამ პროცედურას დაახლოებით ორი დღე სჭირდება.

 

ნონა ერთ-ერთი მათგანია, ვინც საქართველოში დასმული არასწორი დიაგნოზის გამო ორი წლის მანძილზე ორი უშედეგო ოპერაცია გაიკეთა. ოპერაციის შედეგად ამოკვეთილი მასის მორფოლოგიური ანალიზით მას კეთილთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს  ყბისქვეშა ჯირკვლის ადენოიდურ-ცისტური კარცინომა-აგრესიული ავთვისებიანი სიმსივნე იყო. ნონა ამბობს, რომ ერთი ექიმი ურჩევს დაიცადოს და ვითარებას დააკვირდეს, მეორემ კი ძვლის მიდამოდან ბიოფსიის გაკეთება ურჩია, რადგან, შესაძლოა, სასწრაფოდ ყბის ძვლის გამოცვლა იყოს საჭირო. პაციენტის ინფორმაციით, ეს კონკრეტული ბიოფსია (ტრეპან-ბიოფსია) საქართველოში არ კეთდება, თუმცა ექიმებმა მაინც სცადეს მისი გაკეთება: „ექიმმა საშინლად მტკივნეული პროცედურების შემდეგ ვერ მოახერხა შეეღწია ძვლის სისქეში. სამჯერ შევიდა 20 მილიგრამიანი შპრიცით, მაგრამ უშედეგოდ. გამიშვა სისხლის გადასხმის ინსტიტუტში, იმედი ჰქონდა, რომ იქ მაინც მოახერხებდნენ გაეკეთებინათ ბიოფსია. იქიდანაც უარით გამომიშვეს. როგორც მითხრეს, საქართველოში კონკრეტულად ამ ბიოფსიის გაკეთება შეუძლებელია“.

 

ნონა დღეს ექიმ-ექსპერტის დასკვნას ელოდება, რომელიც დაუდასტურებს, რომ კონკრეტული გამოკვლევა საქართველოში არ ტარდება და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემა საშუალება, სთხოვოს დაფინანსება ჯანდაცვის სამინისტროს. „მაქვს ორი დიაგნოზი, ექიმების ურთიერთგამომრიცხავი პასუხები და მოლოდინის რეჟიმი გაუსაძლისი ტკივილის ხარჯზე. ვცხოვრობ შიშით. უსახსრობის გამო დღემდე ამ მდგომარეობაში ვარ“, – ამბობს ის.

 

საზღვარგარეთ მკურნალობა საქველმოქმედო ფონდებისა და კომერციული ცენტრების საშუალებით

 

საქართველოში არსებული საქველმოქმედო ფონდების რაოდენობის გათვალისწინებით, უცხოეთში მკურნალობა გაცილებით უფრო მეტ ადამიანს სჭირდება, ვიდრე ამას სახელწიფო აფინანსებს. საქველმოქმედო აქციების სიხშირის მიუხედავად, საკმარისი რაოდენობის თანხა ყოველთვის ვერ გროვდება, რაც ბევრი პაციენტისთვის ფატალური შედეგით მთავრდება.

 

საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრის „გლობალმედის“ მენეჯერის, სალომე ყუფარაძის თქმით, საზღვარგარეთ მკურნალობის მსურველთა რაოდენობა (ბოლო ოთხ თვის გამოკლებით) ყოველწლიურად იზრდება. მისივე თქმით, მათთან მისული 60 პროცენტი ონკოლოგიური პაციენტია და ისინი უცხოეთში მიდიან არა მხოლოდ იმ სამედიცინო სერვისებისთვის, რაც საქართველოში არ ტარდება, არამედ იმ მომსახურებების მისაღებად, რომლებიც საქართველოშიც ხორციელდება, მაგრამ მოძველებული ტექნოლოგიით. „ბევრი მიდის იმ დასკვნამდე, რომ სხივური თერაპია და ქიმიოთერაპიაც უმჯობესია გაიკეთონ საზღვარგარეთ. თუნდაც ონკოლოგიური დიაგნოსტიკა – საქართველოში ადამიანს რომ უთხრეს მეტასტაზები გაქვს ცხვირის ღრუშიო, აღმოჩნდა, რომ ჰქონია ჩირქის გროვები. ასეთი შემთხვევა ბევრი რომ დაგროვდა, ხალხმა არჩია, ცოტა მეტი გადაიხადონ, წავიდნენ საზღვარგარეთ და იქ იმკურნალონ“, – ამბობს ის. 

 

დიმიტრი ცინცაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდის მენეჯერი ეკა ნონიაშვილი ამბობს, რომ დიაგნოზთან დაკავშირებით ხშირია პრობლემები ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებთანაც, კერძოდ მაშინ, როცა მკურნალობის მიუხედავად ვერ ადგენენ, თუ რატომ არ უმჯობესდება პაციენტის მდგომარეობა. „მაგალითად, უკეთებენ ქიმიოთერაპიას და ბავშვი რემისიაში არ მიდის, მისი მდგომარეობა არ უმჯობესდა. ასეთ ბავშვებს კონტროლზე გამოკვლევებისთვის ვაგზავნით უცხოეთში“, – ამბობს ნონიაშვილი.

 

სალომე ყუფარაძის თქმით, ერთ-ერთი სერვისი, რის გამოც ქართველი პაციენტები ხშირად მიდიან საზღვარგარეთ – პოზიტრონულ ემისიური ტომოგრაფიაა (PET/CT კვლევა), რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ონკოლოგიური დაავადებების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და ორგანიზმში სულ მცირე სიმსივნური კერის აღმოჩენაც კი. ამ დროს ადრეული დიაგნოსტიკა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. პირველ სტადიაზე გამოვლენილი სიმსივნის მკურნალობა 100-დან 98 შემთხვევაში სრული განკურნებით სრულდება.

 

საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრი, რომელიც თბილისში მდებარეობს, პირველადი ვიზიტის ფარგლებში პაციენტს ეხმარება საქართველოში დასმული დიაგნოზის თარგმნა/დამუშავებასა და იმ ქვეყნების კლინიკებში გადაგზავნაში, სადაც არის შესაბამისი განყოფილებები. ამის შემდეგ მოდის პასუხი მკურნალობის მეთოდების და სავარაუდო ღირებულების შესახებ. ერთ კლინიკაში დიაგნოზის გადაგზავნის ღირებულება 100 ლარია. როცა განსაზღვრულია მკურნალობის ქვეყანა, კლინიკა და თარიღი, ცენტრი პაციენტს ეხმარება მგზავრობის დაგეგმვაში, რისი ღირებულებაც 200 ლარია. სურვილის შემთხვევაში, პაციენტს საზღვარგარეთ გამგზავრების ნაცვლად შეუძლია გაიაროს ვიდეოკონსულტაცია უცხოელ ექიმებთან, ამავე მეთოდით შესაძლოა დაისვას დისტანციური დიაგნოზი. ამისთვის წინასწარ იგზავნება პაციენტის დიაგნოსტიკური მონაცემები. საავადმყოფო ატარებს კონსილიუმს და სვამს დიაგნოზს. ამ სერვისის ღირებულება ინდივიდუალურია.

 

დიმიტრი ცინცაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდის ძირითადი კონტინგენტი 18 წლამდე ასაკის ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვებია. ეკა ნონიაშვილი ამბობს, რომ ყოველ კვირაში მათ საშუალოდ ხუთი ადამიანი უკავშირდება დახმარების თხოვნით, რომელთაგან ორი სამკურნალოდ უცხოეთში გამგზავრებას საჭიროებს: „ეს ძირითადად ის ბავშვები არიან, რომელთაც ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ესაჭიროებათ, რადგან საქართველოში მათთვის მხოლოდ ქიმიოთერაპია კეთდება“, – ამბობს ის.

 

ფონდი ორი წლის განმავლობაში 1 მილიონ 500 ათასი ლარით 113 ბენეფიციარს დაეხმარა. ეკა ნონიაშვილის თქმით, ფინანსების სიმწირის გამო მათ პაციენტების გადამისამართება ხშირად ფონდ „სოლიდარობასთან“ უწევთ, რომელიც მკურნალობის ხარჯებს ანაზღაურებს, დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი კი იმავე პაციენტის მგზავრობის, სასტუმროს და სხვა, `შედარებით უფრო დაბალ დანახარჯს“ იღებს საკუთარ თავზე.

 

ერთ-ერთი ოპერაცია, რაც საქართველოში არ ტარდება, ონკო-ჰემატოლოგიაში ძვლის ტვინის გადანერგვაა, რომლის ფასიც უცხოეთში, სულ ცოტა, 75 000 ევროდან 100 000 ევრომდე მერყეობს. გარდა ამისა, არსებობს კვლევები, რაც შესაბამისი აპარატურის არარსებობისა თუ სხვა მიზეზების გამო, საქართველოში ვერ ხორციელდება. ასეთია, მაგალითად, ფილტვის სოკოს გართულებული ფორმა, რომელიც დროულად თუ არ გამოვლინდა, პატარა ასაკის პაციენტებისთვის შეიძლება ფატალურად დასრულდეს: „ამის ტრაგიკული მაგალითიც არსებობს. 10 წლის ლუკა ლომოურის გარდაცვალება სწორედ პრობლემის დაგვიანებულმა გამოვლენამ გამოიწვია. ანუ, არ ხდება პაციენტების პრევენციული კვლევა შესაბამისი საშუალებების არარსებობის გამო“, – ამბობს ფონდის მენეჯერი. პრობლემაა ასევე დამატებითი კვლევების, მაგალითად, მაგნიტო-რეზონანსული კვლევის, ან დაცვითი თერაპიის დროს საჭირო გეგმიური კვლევების დაფინანსება. ეკა ნონიაშვილი: `ჩვენი ინფორმაციით, სახელმწიფო დაზღვევა ამას უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ ნაწილობრივ ანაზღაურებს. ოჯახებს კი საჭირო თანხის მოძიება უკიდურესად უჭირთ“.

Exit mobile version