გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს იქთიოფაუნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგსა და თევზების მარაგების შეფასებას იწყებს.
კვლევა მოიცავს თევზმჭერი გემის მეშვეობით სამეცნიერო ჭერების წარმოებას საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ყველა უბანზე.
საქართველოში საზღვაო კვლევებზე დაფუძნებული იქთიოფაუნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების სისტემური მონიტორინგი და შავი ზღვის სანაპიროს თევზების მარაგის შეფასება 12 წელზე მეტია არ განხორციელებულა. მონიტორინგი მხოლოდ თევზის გადმოცლის ადგილებსა და სარეალიზაციო პუნქტებში წარმოებდა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იქთიოფაუნა წარმოადგენს საზღვაო ბიომრავალფეროვნების ერთადერთ კომპონენტს, რომლის რაოდენობრივ-ხარისხობრივი მონიტორინგი ზღვის გარემოში მიმდინარე ცვლილებების დაკვირვების საშუალებას იძლევა.
კვლევების პირველ ეტაპს ბათუმში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაესწრო. გარემოს ეროვნული სააგენტო შავ ზღვაში კვლევის მომდევნო ეტაპებს ოქტომბერსა და დეკემბერში განახორციელებს.
ბათუმის ნავთობტერმინალის ეკოლოგიის სამსახურის უფროსი თენგიზ გორდელაძე აჭარის ტელევიზიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ინტენსიური წვიმის შედეგად, ერთდროულად აიწია გრუნტისა და მდინარის წყლების დონემ, შედეგადაც წარმოიშვა გრუნტის წყლების წნევა, რაც დააწვა დაბინძურებულ გრუნტის წყლებს და გამოდენა მდინარე ბარცხანისკენ, – “იმდენად ძლიერი იყო ის წნევა, რომ მდინარის პირას აშენებული კედელი დაანგრია და იქ დატოვებული, დაბუდებული, გარკვეული რაოდენობის ნავთობი გამოიტანა”.
ნავთობტერმინალის სამსახურთან ერთად, ადგილზე მობილიზებულია სანდასუფთავების სამსახურის ბრიგადა, რომელიც ასუფთავებს სანაპიროს ჩამონატანებისგან.
ამ მონაკვეთზე ზღვაში ნავთობი ყოველწლიურად იღვრება.
გასული წლების ანალიზი აჩვენებს, რომ ბათუმის მერიას შემოსულობების ამოღების ნაწილში სამუშაოს შესრულება არ უჭირს, რასაც ხარჯვით ნაწილზე ვერ ვიტყვით. გასულ წელს ახალარჩეული მერი და მის მიერ დანიშნული მოადგილეები ბიუჯეტის ვერშესრულებას მისი “სხვის მიერ დაგეგმვით” ხსნიდნენ: “ჩვენ დაგვხვდა უკვე დაგეგმილი ბიუჯეტი და მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ შევიტანდით.” 2015 წლის ბიუჯეტი ბათუმის ახალმა მერმა დაგეგმა, საკრებულომ კი განიხილა და დაამტკიცა. ბიუჯეტის დამტკიცებამდე ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა იმასაც, რომ საკრებულოს მიერ უკან დაბრუნებული ბიუჯეტი მერიამ შესწორებასთან ერთად, რაც საკრებულოს შენიშვნებს ითვალისწინებდა, რამდენიმე მილიონით გაზარდა, ანუ ახალი ბიუჯეტი წარადგინა.
2015 წლის ბიუჯეტი წლის პირველივე კვარტალში გარღვევის საფრთხის წინაშე დადგა, როცა ჟილინის არხის 5-მილიონიანი ტენდერი ჩაიშალა და მერია იძულებული გახდა ახალი კომპანიის შესარჩევად ტენდერი ისევ გამოეცხადებინა.
საკრებულოსთვის წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, 2015 წლის ბიუჯეტის 6 თვის შემოსულობები 57 842 000 ლარია, რაც შემოსულობების წლის გეგმის 55.2%-ია. გადასახადების სახით მიღებულ 14 745 600 ლარი, ანუ შემოსულობების 25.5% გრანტებისა და ფინანსური დახმარების სახით მიღებული შემოსავალია. 29,306.8 ათასი ლარი, ანუ შემოსულობების 50.7% – კი სხვა, არასაგადასახადო შემოსავალი. დარჩენილი 13 761 100 ლარი, ანუ 23.8% არაფინანსური აქტივების კლებაზე, ანუ ძირითადი საშუალებების გაყიდვიდან მიღებულ შემოსულობაზე მოდის.
ცალკეული კატეგორიების მიხედვით შემოსულობების შესრულების მდგომარეობა ასეთია: იხილეთ ინფოგრაფიკა #1.
1
2015 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები, ძირითადად, ქონების გადასახადის სახით იყო წარმოდგენილი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ქონების გადასახადი საწარმოთა ქონების გადასახადს, ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადს (გარდა მიწისა) და მიწაზე ქონების გადასახადს აერთიანებს. ქონების გადასახადის 2015 წლის 6 თვის გეგმიური მაჩვენებელი 14 555 000 ლარით განისაზღვრა, ანუ შესრულება 14 746 100 ლარია. ანგარიშის მიხედვით ქონების გადასახადის ცალკეული სახეობის მიხედვით შესრულება ასე გამოიყურება: იხილეთ ინფოგრაფიკა #2.
2
საწარმოთა ქონების გადასახადის საპროგნოზო მოცულობა 14 330 000 ლარით იყო განსაზღვრული. შემოსულობებში 14 468 500 ლარი აისახა. ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადიდან მიღებულია 87 000 ლარი, მიწაზე ქონების გადასახადმა 150 000 ლარი შეადგინა.
ფინანსური დახმარება და გრანტები
2015 წელს, 6 თვის განმავლობაში, ფინანსური დახმარების სახით ბათუმმა 29 306 800 ლარი მიიღო, აქედან გათანაბრებითი ტრანსფერი 26 633 500 ლარი იყო, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსური სახსრები 362 500 ლარს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მიღებული დახმარება 2 673 300 ლარს შეადგენს. ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში ფინანსური დახმარების წილი 50.7%-ია.
სხვა შემოსავლები
2015 წლის 6 თვის სხვა შემოსავლების შესრულება 13 761 100 ლარი, ანუ გეგმის 115.4%-ია. სხვა შემოსავლები ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში 23.8%-ს შეადგენს. საანგარიშო პერიოდში საკუთრებიდან მიღებული შემოსავლების სახით მერიამ 1 532 500 ლარის მობილიზება მოახერხა, პროცენტებიდან მობილიზებულია 1 239 000 ლარი; რენტის სახით მიღებულია 293 500 ლარი. აქედან ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებელზე მოდის 84.6 ათასი ლარი, მიწის იჯარიდან და მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან შემოსავალზე – 208.9 ათასი ლარი. საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან მობილიზებულია 8 833 800 ლარი, აქედან, ადმინისტრაციული მოსაკრებლებისა და გადასახდელების სახით – 8,830.6 ლარი. მათ შორის: მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვაზე – 243 700 ლარი; სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი – 7 2983 ლარი; სამორინეს მაგიდიდან – 2 850 000 ლარი; სათამაშო აპარატებიდან – 4 025 600 ლარი; სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობებიდან – 360 000 ლარი; წამახალისებელი გათამაშებიდან – 62 700 ლარი; ზონალური შეთანხმების გაცემისათვის – 412 0 00 ლარი; მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის – 862 200 ლარი; სანქციების (ჯარიმები და საურავები) სახით მობილიზებულია 2 498 800 ლარი.
ხარჯები – ანუ ბიუჯეტის გარღვეული ნაწილი
საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებაზე 6 114 100 ლარი იყო დაგეგმილი, ხარჯმა მილიონით ნაკლები – 5 010 200 ლარი, ანუ გეგმის 81.9% შეადგინა. ამ დარგში გაერთიანებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხარჯები, ვალის მომსახურებასთან დაკავშირებული საპროცენტო ხარჯები და წინა პერიოდის დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ხარჯები.
ეკონომიკური საქმიანობისთვის დაგეგმილი იყო 8 751 000 ლარი, გაწეული ხარჯი კი 6 921 100 ლარი, ანუ გეგმის 79.1%-ია. ეს სფერო მოიცავს გზების, ქუჩებისა და ტროტუარების კეთილმოწყობის ხარჯებს. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს, მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის განვითარების, ტურისტული ობიექტების მართვისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ხარჯებს. გარემოს დაცვაზე გათვალისწინებული იყო 6 557 500 ლარი, გაწეულმა საკასო ხარჯმა კი 5 387 900 ლარი შეადგინა. ამ სფეროში გაერთიანებულია ქალაქის დასუფთავებისა და სანიაღვრე-საკანალიზაციო სისტემების სარეაბილიტაციო ღონისძიებები.
საბინაო-კომუნალურ მეურნეობაზე გამოყოფილი სახსრების გეგმა, რომელშიც შედის: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის, იაფი სახლის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და ტექნიკური ზედამხედველობის, ქალაქის დაგეგმარების, საკომპენსაციო თანხებით მოქალაქეთა უზრუნველყოფის, ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის, წყლის სისტემების რეაბილიტაციის, ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსების, გარე განათების, სანიტარული დაცვის უზრუნველყოფის და ქალაქის გაფორმების ხარჯები – იყო 7 165 8 ლარი, ფაქტობრივმა ხარჯებმა ორი მილიონით ნაკლები _ 5 466 700 ლარი შეადგინა.
დასვენების, კულტურისა და რელიგიის სფეროსთვის გამოყოფილი სახსრების გეგმა შეადგენდა 11,458.0 ლარს, ფაქტობრივი ხარჯები 8,977.1 ლარია, რაც გეგმის 78.3%-ია. განათლების სფეროზე გათვალისწინებული იყო 7,461.4 ლარი, საკასო შესრულება შეადგენს 6,131.3 ლარს.
ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახდელები ეკონომიკურ ჭრილში
საბოლოო ჯამში ბათუმის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 6 თვის ბიუჯეტის გადასახდელები ეკონომიკურ ჭრილში ასე გამოიყურება: ინფოგრაფიკა #3.
3
ბიუჯეტის გარღვევასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხი, მთავარი პასუხისმგებელი პირისგან – ბათუმის მერისგან ვერც საკრებულომ და ვერც ბათუმელემა ამომრჩეველმა მოისმინა, გიორგი ერმაკოვი სხდომაზე არ გამოცხადდა.
თაფლის ფესტივალი აჭარაში პირველად ტარდება. ფესტივალის სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ და შეიძინონ თაფლი აჭარის სხვადასხვა ხეობებიდან, დაათვალიერონ ცვილისგან დამზადებული სკულპტურები და თავადაც მიიღონ მონაწილეობა მათ გამოძერწვაში.
აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარის რომან კეჟერაძის ტქმით, ფესტივალზე წარმოდგენილი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი, ათივე ხეობის თაფლი.
საქართველოს ძიუდოისტ გოგონათა ნაკრები თურქეთში | მარცხნიდან: ნათია აბუსერიძე (მწვრთნელი), ნათია მიქაბერიძე, ნინო მგელაძე, ქეთი ჩხაიძე, ქრისტინა მამულაძე, ნანი კირკიტაძე (მწვრთნელი)
ფინალში ნინო მგელაძემ მაკედონელი, ხოლო ნათია მიქაბერიძემ თურქი ძიუდოისტები დაამარცხეს და ოქროს მედლები დაისაკუთრეს. ბრინჯაოს მედალოსნები ქრისტინა მამულაძე და ქეთი ჩხაიძე გახდნენ.
საქართველოს ნაკრები სულ ცხრა სპორტსმენით წარსდა ტურნირზე. ძიუდოისტი გოგოები ასევე აჭარის ნაკრების წევრებიც არიან. მთავარი მწვრთნელის ნანი კირკიტაძის თქმით, ისინი ხელვაჩაურის სასპორტო სკოლოს სპორტსმენები არიან.
ტურნირი 21 აგვისტოს დაიწყო და 30 აგვისტოს დამთავრდება. მასში სხადასხვა ქვეყნიდან 600 გოგო–ბიჭი მონაწილეობს, რამდენიმე ასაკობრივ კატეგორიაში (კადეტები 1998-99-2000, 2001-2002, ახალგაზრდები 195-96-97, ვეტერანები).
საქართველოს ძიუდოისტ გოგონათა ნაკრების შემადგენლობა:
მარი აბუსერიძე
ნატო ფოთელიძე
ხატია შარაძე
ნინო მგელაძე
ქეთი ჩხაიძე
ქრისტინა მამულაძე
სალომე ლომაძე
ნათია მიქაბერიძე
სალომე აბაშიძე
მთავარი მწვრთნელები: ნანი კირკიტაძე; ნათია აბუსერიძე
ანჯალის ფოტო ფესტივალი -ანჯალის ფოტოსახელოსნო გაელ ტურინი – სირცხვილის გალავანი მიშა ფრიდმანი – კორუფცია რუსეთის დნმ-შია სოფალ ნეაკი – hang On მუხამედ გოლჩინი – სკოლები ირანის სოფლებში მოიზეს სამანი/მაგნუმი – უადგილოდ დარჩენილი ადამიანები ორლანდო გარსია – კუბა ალესიო რომენცი – სირიის სისხლი ზმანკი ისრაელი – გაქცევა სინჯარის მთიდან არამ კარიმი – მენკონტრაბანდისტები კრიზისი ჩრდილოეთ ერაყში
27 აგვისტო 21:30 (საოცრებათა პარკი)
ლორი ალბერტსი – ადამიანები , ადგილები მიხაილ მორდასოვი – ტერიტორია კაზანტიპის გარეშე მიშა ფრიდმანი – ზრდილობიანი ადამიანები ირანული ფოტოგრაფია – სადი გადირიანი, პეიმან ჰოშმანზადე, ჰასან სარბახშიანი, ნიუსა ტოვკოლიანი, გოჰარ დაშტი, არაშ ჰანაეი, მერჰან მოჰაჯერი, მიტრა ტაბრიზიანი.
28 აგვისტო 21:30 (სექტორი 31)
თხრობა ღია საზოგადოებაში – ეგვიპტე 2012 გროზნო 9 ქალაქი – ოლგა კრავეცი, მარია მორინა, ოქსანა იუშკო. რუსული დოკუმენტური ფოტოგრაფია – დენიზ სენიაკოვი – თხევადი გაზი მარია ტურჩენკოვა – ქაოსის სახალხო რესპუბლიკა მარია პლეშკოვა – ომის დღეები: სასთუმლის წიგნაკი, მოულოდნელი გამგზავრება
29 აგვისტო 21:30 (სექტორი 31)
თბილისის ფოტოგრაფიის სახლი: ნათელა გრიგალიშვილი, იუსტინამელნიკევიჩუი, ტემო ბარძიმაშვილი უკრაინული დოკუმკენტური ფოტოგრაფია – ალექს ფურმანი/მაიდანი ოქსანა. იუშკო/პეპლის ეფექტი2011-2014. არტურ ბონდარი/ვგარიაგებიდან ბერძნებამდე.ანდრეი ლომაკინი/მაიდანი. რომან პილიპეი/აღმოსავლეთ უკრაინა, აგვისტო – სექტემბერი 2014. გერმანული დოკუმენტური ფოტოგრაფია -ანდრეას მეიხსნერი/დასასვენებელი კლუბი.უვე მარტინი/მკვლელი მარცვლები. მერლინ ნაჯ-თორმა/Here is everything as 22 stars J.ვოლფგანგ მიულერი/მინგონგი/ბედნიერების ძიებაში აზერბაიჯანული ფოტოგრაფია – მარკ რაფაელოვი, ჯაჰანგირ იუსუფი, ზამირ სულეიმანოვი, ელმარ მუსტაფაზადე.
ღამის ჩვენებების ორგანიზატორია “თბილისის ფოტო ფესტივალი”.
კინოჩვენებები ბათუმის ბოტანიკური ბაღისა და BIAFF კინო ფესტივალის ერთობლივი პროექტის – „კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ“ ფარგლებში ტარდება.
პროექტის ფარგლებში, მომდევნო შაბათშს, 29 აგვისტოს ნაჩვენები იქნება თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი “პატარძლები”, 5 სექტემბერს კი გიორგი ვარსიმაშვილის “პარიზული ოცნება”.
ანგისის სპორტკომპლექსზე პარაოლიმპიელ მშვილდოსანთა შორის 70 მეტრიან დისტანციაზე პირველი ადგილი 458 ქულით გოდერძი ზაქარაიამ დაიკავა. მეორე ადგილზე 391 ქულით ზვიად დუმბაძე გავიდა, ხოლო მესამე ადგილი 368 ქულით ვანო წიკლაურმა დაიჭირა. 30 მეტრიან დისტანციაზე 553 ქულა ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ნიკა ჩილაძემ დააგროვა. პარაოლიმპიური ფესტივალი წოლჭიდსა და ფარიკაობაში ბონის კულტურის სახლში გაგრძელდა. წოლჭიდში გოგონებსა და ვაჟებს შორის საუკეთესო შედეგი მამაკაცებს შორის დავით ქობალიამ აჩვენა, მან 130 კილოგრამიანი სიმძიმე ასწია. გოგონებს შორის საუკეთესო შედეგის მქონე 42 ნახევარი კილოგრამით დეა ერემაშვილი იყო, ასევე გამოვლინდნენ გამარჯვებულები ფარიკაობაშიც, რომლის შემდეგაც დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
ტურნირი საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და აჭარის მშვილდოსნობის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სასჯელის მიზანს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია წარმოადგენს. იურისტების განმარტებით, საპატიმრო სასჯელი გამოყენებული უნდა იქნეს როგორც უკიდურესი ღონისძიება, ანუ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა კონკრეტული პიროვნება საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის.
გაეროს დემოკრატიის ფონდის რეკომენდაციით, ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული არასაპატიმრო სანქციები. ასეთ დროს მსჯავრდებულები ხშირად ინარჩუნებენ სამსახურს და განაგრძობენ ოჯახის შენახვას. არასაპატიმრო სასჯელის სახეებია: თავისუფლების შეზღუდვა, ჯარიმა, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, გამასწორებელი სამუშაო და სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა.
ყველაზე მეტი – 23 684 პატიმარი საქართველოში 2010 წელს იყო. 2014 წლის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 10 372 პატიმარია, თუმცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ პატიმრობის ალტერნატიულ სანქციებს საქართველოში საკმარისი სიხშირით მაინც არ იყენებენ: „ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში არის არასაპატიმრო სასჯელების უფრო ხშირად გამოყენების ტენდენცია, მაგრამ, საქართველო ჯერ კიდევ მიეკუთვნება იმ ქვეყანათა რიცხვს, სადაც უპირატესობას თავისუფლების აღკვეთას ანიჭებენ.”
ამავე პოზიციას იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი გენო გელაძეც. მისი თქმით, საქართველოში დღემდე ხშირად სჯიან ადამიანებს პატიმრობით, მაგრამ ეს არ არის ეფექტური: „ადამიანების დაპატიმრებისას, მაშინ, როცა არ არის ამის საჭიროება, ჯერ იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, თუ რამდენად არის ციხეში გამოსწორების სისტემა და რამდენად აქვს სახელმწიფოს შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამები,” – ამბობს გენო გელაძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ციხის საერთაშორისო რეფორმის” წარმომადგენელ მირანდა მერკვილაძის თქმით კი, არასაპატიმრო სანქციების გამოყენების თვალსაზრისით, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში უკეთესი სიტუაციაა, თუმცა კანონმდებლობაში მაინც არის გარკვეული ცვლილებების საჭიროება: „პატიმრობის ალტერნატიული სანქციების გამოყენება პრაქტიკაში არ არის იმდენად ხშირი, რამდენადაც ჩვენ, ამ სისტემის კეთილისმსურველებს გვინდა.”
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, 2014 წელს მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა 16 776 ადამიანი იყო. მათგან თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 15 530-ს, რომელთაგან პირობითი მსჯავრდებული იყო 7 581 ადამიანი. არასაპატიმრო სასჯელებიდან ჯარიმის გადახდა დაეკისრა სულ 2 722-ადამიანს, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის შესრულება კი – 515 მსჯავრდებულს. დანარჩენი 9 შემთხვევა სხვა სასჯელით განისაზღვრა.
2015 წლის მაისის მონაცემებით, საქართველოში 14 426 მსჯავრდებულთაგან არასაპატიმრო სასჯელი სულ 3 905 ადამიანს შეეფარდა. კერძოდ, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის შესრულება დაევალა 186 მსჯავრდებულს, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება ჩამოერთვა 3 719 მსჯავრდებულს.
სამხრეთ კავკასიაში საპატიმრო სასჯელის გადამეტებულად გამოყენების შესამცირებლად და არასაპატიმრო სანქციების უფრო ეფექტურად გამოყენების ხელშეწყობისთვის, გაეროს დემოკრატიის ფონდის და ფინანსებით, ორწლიანი (2013-2015) პროექტი – „არასაპატიმრო სანქციების გამოყენების ხელშეწყობა სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში” ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც უკვე მომზადდა რამდენიმე რეკომენდაცია საქართველოსთვის, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი უწყებათა შორის კომუნიკაციის დეფიციტს ეხება.
„ჩვენი რეკომენდაციით, კარგი იქნებოდა, მაგალითად, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომასთან დაკავშირებით, ყველა დაინტერესებულ მხარესა და უწყებას შორის ყოფილიყო უფრო აქტიური კომუნიკაცია, რადგან არის შემთხვევები, როცა მოსამართლე, კითხვაზე, უფრო ხშირად რატომ არ გამოაქვს სასჯელი – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა – გვპასუხობს, რომ არ არის დარწმუნებული, მისი აღსრულება მოხდება, მაშინ როცა პრობაციის ეროვნულ სააგენტოს აქვს ეს რესურსი.” – – ამბობს პროექტის კოორდინატორი საქართველოში მირანდა მერკვილაძე.
მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში ორგანიზებული რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ამის საჭიროება უშუალოდ უწყებებშიც დაინახეს, „ეს მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს,” – ამბობს ის. გენო გელაძის განმარტებით, არასაპატიმრო სასჯელის შეფარდება შეიძლება როგორც ნაკლებად მძიმე, ისე მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, თუმცა პრაქტიკაში ეს იშვიათად ხდება: „არის შემთხვევები, როცა საპატიმრო ღონისძიების გამოყენება მიზანს საერთოდ ვერ ასრულებს. მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევებისას, როცა ეს ხდება შემთხვევით და არა შეგნებულად, როცა ადამიანი არ იმყოფება ნასვამ მდგომარეობაში, არის მის მიერ საგზაო წესების დარღვევის პირველი შემთხვევა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაიცვალა მეორე მანქანის მძღოლი ან ქვეითად მოსიარულე. ამ დროს მისი ციხეში გამოკეტვით ოჯახი კარგავს მარჩენალს, ის კარგავს კონტაქტს თავის პროფესიასთან, პრაქტიკულად რამდენიმე წელი ვეღარ ვითარდება ვერანაირი მიმართულებით. როცა ეს ადამიანები გარეთ გამოდიან, ვღებულობთ ახალ, მარგინალ და დაუცველ ჯგუფს, იქამდე კი მოუვლელ, მარჩენალდაკარგულ ოჯახებს”.
ხშირად საპატიმრო სასჯელი ქურდობის ჩადენის დროს გამოიყენება. გენო გელაძის თქმით, ასეთ დროს ნაცვლად თავისუფლების აღკვეთისა, ზოგიერთ შემთხვევაში უმჯობესი იქნებოდა მსჯავრდებულისთვის გაუმჯობესებული სარეაბილიტაციო სერვისები შეეთავაზებინათ: „მაგალითად, წლების წინ იყო ბათუმში შემთხვევა, როცა ადამიანმა მუქარით გაძარცვა აფთიაქი, წაართვა გამყიდველს წამლები და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს წამლები მიჰქონდა თავისი ავადმყოფი შვილის სამკურნალოდ. მას თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. რა მივიღეთ ამ დამიანის დაპატიმრებით? ის, რომ ეს გაჭირვებული ოჯახი კიდევ უფრო გაუბედურდა.”
გარეოს პროექტის ფარგლებში საქართველოში ონლაინგამოკითხვა ჩატარდა, რომლის შედეგებითად აღმოჩნდა, რომ საზოგადოების ნაწილი საკმაოდ მკაცრია თუნდაც ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ. გამოკითხული ადამიანების უმეტესობა ამბობდა, რომ იცოდა თუ რას ნიშნავდა ალტერნატიული სანქციები, მაგრამ ისეთი დანაშაულის შემთხვევაშიც კი, როგორიც ნარკოტიკის შენახვა და მოხმარებაა, გამოკითხულთა 50%-ზე მეტმა თქვა, რომ არ უნდა გამოეყენებინათ ალტერნატიული მეთოდები და ციხეში უნდა ჩაესვათ ადამიანი.
გენო გელაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოების მკაცრ განწყობას ქვეყანაში ცვალებადი პოლიტიკური გარემო განაპირობებს: „როცა 2007 წელს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ქვეყანაში იქნებოდა ნულოვანი ტოლერანტობა, რომ ყველა ვინც კანონს დაარღვევდა, ჩაჯდებოდა ციხეში, ეს მოიწონა საზოგადოებამ. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა გადაიტვირთა საპყრობილეები, ადამიანები დაიხოცნენ ციხეებში და აღმოჩნდა, რომ იქ ადამიანებს აწამებენ – საზოგადოებაში ეს განწყობა შეიცვალა. 2012-ში, არჩევენების შემედეგ, სახელმწიფოს მიდგომა შეიცვალა, ანუ აღარ არის ნულოვანი ტოლერანტობა და საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ ახლა ყველა ჩაიდენს დანაშაულს. ანუ საზოგადოება ისევ გადაერთო იმაზე, რომ აღარ იჭერენ დამნაშავეებს და ამიტომ ხდება ბევრი დანაშაული, მაშინ როცა ვერც ერთი კვლევა ვერ ადასტურებს იმას, რომ მკაცრი სასჯელი არის დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის გარანტია,” – ამბობს გენო გელაძე.
მირანდა მერკვილაძის აზრით, მნიშვნელოვანია საზოგადოების უკეთ ინფორმირება იმ სიკეთეების შესახებ, რაც ალტერნატიული სანქციების გამოყენებას და დამნაშავის რეაბილიტაციას მოაქვს: „უმეტესად მათ არ აქვთ ამაზე სრული ან სწორი ინფორმაცია და თვლიან, რომ ციხე უფრო გამოასწორებს ადამიანს, ვიდრე სასჯელის სხვა ფორმა.”
გაეროს დემოკრატიის ფონდის ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით ციხეებში დღეს 10 მილიონზე მეტი ადამიანია, ხშირად მცირე, არაძალადობრივი დანაშაულის გამო.
ჩატარდება უფასო კონსულტაციები და სამედიცინო კვლევები.
აქციის ფარგლებში ნონოწმინდას ეწვევიან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და პარალელურად შეხვედრას გაიმართავენ ნინოწმინის მუნიციპალიტეტში აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებთან. მედიკოსთა ტრანსპორტიტებას უზრუნველყოფს სატრანსპორტო კომპანია „მეტრო ჯორჯია“.
ზვიად, თქვენი აზრით, რამდენად ეფექტური „ჰიტ ბათუმის” პროექტი?
თავისი შინაარსით და მიმდინარეობით “ჰიტ ბათუმი” საკმაოდ ამორფული და გაუგებარი პროექტია და ჩემი აზრით, ტურისტების მოსაზიდად ეს პროექტი არაეფექტურია. პროგრამაში არ არის ისეთი მაღალი ცნობადობის ჯგუფები (ერთი-ორი გამონაკლისის გარდა), რომლისთვისაც ვიღაც შეიძლება ჩამოვიდეს, თუნდაც თბილისიდან. როცა 3,4 მილიონ ლარს იხდი და პროგრამა გაწერილია რამდენიმე კვირაზე, თანხა იხარჯება არაეფექტურად, რადგან არ არის კონცენტრაცია, ფოკუსი და ტურისტების მოსაზიდად ეს ვერ იქნება ეფექტური. მაგალითად, როცა ფოკუსი გაქვს სამ დღეზე და სამი დღე სთავაზობ საინტერესო ფესტივალს/ღონისძიებას, სამი დღისთვის ადამიანი ჩამოვა, მაგრამ რამდენიმე კვირის მანძილზე ტურისტი ვერ გაჰყვება პროგრამას.
ის, რომ პროექტი დაგეგმილია ნაჩქარევად და დაგვიანებით – ეს ძალიან დიდი შეცდომაა, ტურისტი გეგმავს თავის მოგზაურობას რამდენიმე თვით ადრე, სპონტანურად დაგეგმვა იშვიათად ხდება. სპონტანურობა და ფორს-მაჟორულ ფორმატში რაიმეს დაგეგმვა ასევე საკმაოდ აძვირებს ღონისძიებას.
ასევე, პროექტის ძირითადი ღონისძიებები დაგეგმილია აგვისტოში, როცა სეზონს რეალურად არ სჭირდება დახმარება. აგვისტოში ისედაც სავსეა ბათუმი ტურისტებით, გართობის ბევრი ელემენტია, კლუბებია, რომელთაც თავისითაც ჩამოჰყავთ მუსიკოსები და ა.შ. გარდა ამისა, აგვისტო არის ყველაზე ძვირი სეზონი, ძვირია სასტუმროები, ფრენები და რატომ ჩამოვა ნაკლებად ცნობილი ჯგუფის კონცერტზე დასასწრებად აგვისტოში ტურისტი?! ივლისში ან სექტებერში სულ სხვა სიტუაციაა, ამ დროს ნამდვილად სჭირდება დახმარება ტურისტულ სეზონს, ოღონდ ასეთი პროგრამით კი არა, არამედ წინასწარ შემუშავებული და კარგად დაგეგმილი პროგრამით.
აგვისტოში ორგანიზებული “ჰით ბათუმის” ღონისძიებებს ფაქტიურად ააქვს უკვე ჩამოსული ტურისტების გართობის დანიშნულება, რისთვისაც 3.4 მილიონი ლარის დახარჯვა არა არის გამართლებული. ჩამოსული ტურისტების გართობა გაცილებით ნაკლები ხარჯებით (და არანაკლები ხარისხით) არის შესაძლებელი.
ანუ, თქვენი აზრით, დროში გაწერილი ღონისძებები გარკვეული პრობლემაა ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით?
დიახ. მაგალითად, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი რომ ავიღოთ ქართული რეალობიდან, ეს არის ივენთი საინტერესო ჯგუფებით, კონცენტრირებული 4 დღეზე. ანუ ტურისტი გეგმავს ამ დღეებს წინასწარ – გინდ თბილისელი, გინდ უცხოელი. მან იცის, რომ ჩამოვა ფესტვალზე, დღისით იქნება ზღვაზე და ექნება ოთხი ძალიან კარგი საღამო. “ჰიტ ბათუმი” კი სთავაზობს რამდენიმე კვირის მანძილზე გაწერილ პროგრამას, ანუ ერთი კვირით თუ ჩამოდის ადამიანი, მან შეიძლება 1-2 საშუალო კლასის კონცერტს “გამოკრას” ხელი, რაც დიდი ვერაფერი მოტივატორია. 3.4 მილიონ ლარად შესაძლებელია 2-3 ძალიან კარგი დონის 3 დღიანი ფესტივალების ჩატარება (ივნისი და ივლისის პერიოდში), ცნობილი ჯგუფების მონაწილეობით, რომელსაც გაცილებით მეტი ეფექტი ექნება ვიდრე გაფანტული ღონისძიებების ნაკრებს.
„ჰიტ ბათუმი” ღონისძიებებით საკმაოდ დატვირთული პროექტია, პროგრამა მრავალფეროვანია, არის ადგილობრივი და უცხოური ჯგუფებიც. როგორ აფასებ პროგრამას?
რაც შეეხება პროგრამას, არის 10 უცხოური ჯგუფი, ძირითადად საშუალო კლასის ბენდები. ერთადერთი, აქაური რეალობიდან გამომდინარე უკრაინული ჯგუფის, “ოკეან ელზის” ჩამოყვანა შეიძლება ჩავთვალოთ საინტერესო გადაწყვეტილებად (ჯერ-ჯერობით 2015 წლის ყველაზე კარგი კონცერტი იყო). ასვე ძალიან საინტერესო ჯგუფია Andrew Belew Power Trio. დანარჩენი ჯგუფები, დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც ბევრს არ გაუგია და უცხოელებისთვისაც ნაკლებად ცნობილია. ამ ჯგუფების ჩამოყვანაზე იხარჯება დაახლოებით 800 000 ლარი.
ძალიან გასაკვირია, რომ ამ 3.4 მილიონში ვერ მოხვდა ბათუმური ჯგუფი „ინსაიტი”, რომელიც აქ ჩამოსული ტურისტებისთვის უფრო ცნობილია, ვიდრე „ჰიტ ბათუმის” ფარგლებში ჩამოსული სხვა ჯგუფები. რატომ ვერ მოხვდა მაგალითად ბექა და ათინა (ASEA SOOL), რომელთაც კონცერტებს დავსწრებივარ საზღვარგარეთ და ძალიან დიდი აჟიოტაჟით ხვდებიან?!
რაც შეეხება ბიუჯეტს, ყველა ნაწილში ჩნდება კითხვა. 3,4 მილიონი არის ძალიან დიდი თანხა. შეიძლება ერთდღიანი ან ორდღიანი კონცერტი გააკეთო და დაჯდეს დიდი თანხა, მაგრამ ამ კონცერტს ჰქონდეს ათჯერ და ასჯერ უფრო დიდი ეფექტი, ვიდრე ისეთ პროექტს, როგორიცაა „ჰიტ ბათუმი”.
საერთოდ საინტერესოა, ვინმეს დაანგარიშებული აქვს თუ არა ამ თანხის დახარჯვის შედეგად რამდენი ტურისტი უნდა მოიზიდონ ბათუმში და რა თანხა უნდა დახარჯოს ტურისტმა, რომ ეს თანხა ამოიღოს სახელწიფომ?!
პროექტის ბიუჯეტი არარეალურია იმასთან შედარებით, რაც კეთდება. იგივე, პიარ-კომუნაციების მართვისთვის გათვალისწინებულია 75 ათასი ლარი, პლუს ღონისძებების გაშუქება, კლიპები – 150 000 ლარი, ცალკე ტურიზმის დეპარტამენტს დაევალა 100 000 ლარის მედია მხარდაჭერა და შესყიდვა, ანუ 300 000 ლარზე მეტი ხმარდება ბუნდოვანი შედეგის მქონე პროექტის პიარს. ასევე გაუგებარია, რატომ ღირდა „ოკეან ელზის” ბილეთები 20 ლარი, როცა ეს კონცერტი დაფინანსდა ბიუჯეტის ფულით. კომერციულ კონცერტზე შეიძლება გაიყიდოს ბილეთები, გასაგებია, მაგრამ ამხელა ბიუჯეტის მქონე პროექტის ფარგლებში ჩამოყვანილი მუსიკოსების კონცერტისათვის რატომღა ყიდიან ბილეთებს – გაუგებარია.
ივენთის მნიშვნელობა ტურიზმში ძალიან დიდია, ამას ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებიც ადასტურებს, მაგრამ უნდა გათვალო, უნდა შეარჩიო ბენდი, რომელიც არის ცნობილი და ხალხი ჩამოყვება. 2 წლის წინ ვიყავი როჯერ უოტერსის კონცერტზე სტამბულში. საბაჟოზე გავიგე, რომ ამ კონცერტისთვის ავტობუსით საზღვარი გადაკვეთა 1000-ზე მეტმა ადამიანმა, ნაწილი ჩაფრინდა. დაახლოებით 1 500-მდე ადამიანი ჩავიდა საქართველოდან სტამბულში ერთი კონკრეტული კონცერტისთვის. გაჩნია ვის ჩამოიყვან, ვისი დახმარებით. თუ პირდაპირ არხზე გადიხარ მუსიკოსის ჩამოსაყვანად – თანხა უფრო მცირეა. თუ მეორე, მესამე და მეოთხე შუამავლის მეშვეობით აკეთებ კოცენრტს მაშინ სამმაგი და ხუთმაგი დაჯდება ღონისძიება. ყველაფერს სჭირდება სწორი გათვლა, დაგეგმვა, პროგრამის შერჩვეა და ა.შ. „ჰიტ ბათუმის” პროგრამა და ხარჯები ამას არ აჩვენებს.
რაც შეეხება ჯგუფების რანგისა და თანხების საკითხს. მეც მქონია შეხება ამ სფეროსთან და მინდა გითხრათ, რომ არაპროპორციულია გადახდილი თანხა. გასაგებია, რომ კერძო კომპანია აკეთებს ამ ყევლაფრის ორგანიზებას და გარკვეული მოგება მასაც რჩება, მაგრამ ბათუმში არსებულ ორგანიზციებსაც თუ ჰკითხავენ, ადგილობრივ რესურსს თუ გამოიყენებენ – კარგი იქნება. ჩვენ გაცილებით უფრო ნაკლებ თანხად შეგვეძლო ამ ჯგუფების ჩამოყვანა ან ზოგადად საინტერესო ღონისძიებების ორგანიზება.
ვისი, მაგალითად?
მაგალითად, ჩამოდის ენდრიუ ბელიუ, და ეს ჩემი აზრით, ბათუმში ჩატარებული კონცერტებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონცერტი იქნება მუსიკალური თვალსაზრისით [თუ არ ჩავთვლით მაგალითად სტინგის კონცერტს, რომელიც უფრო სასტატუსე კონცერტი იყო]. 230 000 ლარი იხარჯება ამაში. შარშან ჩვენ გვქონდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან საუბარი სამდღიან ფესტივალზე, სადაც ჩამოვიყვანდით არამარტო ენდრიუ ბელიუს თავისი ტრიოთი, არამედ ე.წ. „კინგ კრიმსონ პროჯექტს“, რომელშიც შედის ენდრიუ ბელიუს ტრიო, პლუს ჯგუფ “კინგ ქრიმსონის” ძველი შემადგენლობის რამდენიმე წევრი. ორსაათნახევრიანი კონცერტი ჩვენი პარტნიორების მეშვეობით დაგვიჯდებოდა დაახლოებით 40 000 ევრო, ანუ იმის ნახევარი ფასი, რასაც ახლა იხდის „ჰიტ ბათუმი“ ამ კონცერტისთვის.
მაგალითისთვის რომ გითხრათ, ბათუმის მერიიდან ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც არის 8-დღიანი, საერთაშორისო ღონისძიება (საშულაოდ ჩამოდის 70-80 ოფიციალური სტუმარი, უმეტესი ნაწილი უცხოელები), ამ ეტაპზე ფინანსდება ქ. ბათუმის მერიდიან ფინანსდება 120 000 ლარით, ანუ კინოფესტივალის ბიუჯეტი არის „ჰიტ ბათუმის“ ბიუჯეტის 3%. ამ თანხაში შედის სტუმრების ჩამოყვანა, განთავსება, პიარი და ყველფერი, რაც სჭირდება კინოფესტივალს. შედარებისთვის – “ჰით ბათუმის” მხოლოდ პიარ/საინფორმაციო კამპანიაზე იხარჯება 300,000 ლარი. წლებია ვითხოვთ ბიუჯეტის გაზრდას, რომ კინოფესტივალი უფრო საინტერესოდ დავგეგმოთ, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ მომატებია დაფინანსება. წელს გვქონდა შეხვედრები ქალაქის მერთან, მთავრობის თავჯდომარესთან და ველოდებით პასუხს მხარდაჭერის გაზრდის და ბათუმისთვის ღია კინოჩვენებებისთვის საჭირო კომპლექტის (დიდი ეკრანი, პროექტორი და ა.შ.) შეძენის პროექტზე.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ბორდის ორ წევრს: ნატა იმედაიშვილს და გიორგი ირემაძეს.
აჭარის ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ტელევიზიის დირექტორის გადაყენება განიხილებოდა, ოთხ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
სოსო სტურუას გადაყენებას სამეთვალყურეო საბჭოს წევრები – ბეჟან გობაძე და ირაკლი დარცმელიძე ითხოვდნენ.
ბეჟან გობაძე ამბობს, რომ მისთვის დასაწყისშივე გასაგები იყო ბორდის წევრების პოზიცია, რადგან ამ საკითხებზე სხდომის გარედაც ჰქონიათ საუბარი – “მე ვგრძნობდი, რომ თავიდანვე ჰქონდათ ასეთი პოზიცია, უბრალოდ არ ველოდი, არ მინდა ვთქვა რომ გამბედაობა არ ეყოთ. მე ვიფიქრე, რომ ისინი მიიღებდნენ მონაწილეობას და მათ პოზიციას დააფიქსირებდნენ და რაღაც კითხვის ნიშნები კვლვაც არ დარჩებოდა იმიტომ, რომ გავიდოდა დავუშვათ სამით ორზე. ახლა ისეთი შედეგია – იმ ორ ადამიანს რომ მიეღო მონაწილეობა, რა იქნებოდა არ ვიცით და მათ სამწუხაროდ არ მიიღეს კენჭისყაში მონაწილეობა. სამწუხაროდ, გარკვეული თეორიული (არ ვამბობ რომ სამართლებრივი) კითხვის ნიშნები დღემდე რჩება დირექტორის დატოვებასთან დაკავშირებით” – თქვა მან.
ნატა იმედაიშვილის თქმით, მისი თავშეკავების მიზეზი ის შესაძლო საფრთხეა, რომელიც არ გამორიცხავს, რომ დირექტორის გადაყენების მოთხოვნის პროცესი შეიძლება პოლიტიკური ძალების მიერ იყო ინსპირირებული: “ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ შემეშინდა და საფრთხე ვიგრძენი, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიიდან არ ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება. მე დავინახე საფრთხე იმისა, რომ საჯარო დისკუსია, საჯაროდ განხილვა იმის თაობაზე თუ რა ხდება საზოგადოებრივი მაუწყებელში არ მომხდარა და სწორედ ამის გამო მოხდა თავშეკავება ჩემი მხრიდან. ვიმედოვნებ, რომ ორი თვის განმავლობაში ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყების პროცესში, ჩვენ უზრუნველვყობთ საჯარო დისკუსიებს და გავიგებთ საზოგადოების მოსაზრებას – თუ რა უნდა მას. საუბარია იმაზე თუ, რამდენად მოსწონს ტელევიზიის თანამშრომლების დიდი ნაწილიდან სოსო სტურუას მუშაობა და რას ელოდებიან მისგან. მე ჩემი მხრიდან გავაკეთე გამოკითხვა თანამშრომლებისა და მათი დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გავამართლებ ჩემს გადაწყვეტილებას, რომ შიში და საფრთხე იმისა რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს, აჭარის ტელევიზიასა და რადიოს დამუქრებოდა რაიმე საფრთხე პოლიტიკური პარტიებისგან, ამას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ჩემი აზრით, სწორედ ეს საფრთხე ავარიდე აჭარის ტელევიზიასა და რადიოს” – ამბობს ნატა იმედაიშვილი.
“დღესა და წინა შეხვედრებისა თუ მსჯელობების დროს, მიმაჩნდა და ახლაც ვთვლი, რომ არგუმენტები, რომლებიც ბატონმა ბეჟანმა წარმოადგინა, რომლებშიც იკითებოდა მკაცრი კრიტიკული ნოტა – საგულისხმო და სამართლიანი იყო. თუმცა ჩავთვალე, რომ არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მიგვეღო უკიდურესი გადაწყვეტილება დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ჩავთვალე, რომ მიუხედავად რიგი საკითხებისადმი ჩემი კრიტიკული დამოკიდებულებისა, არსებობს შესაძლებლობა და რესურსები საიმისიოდ, რომ მენეჯმენტმა მოახერხოს და დასძლიოს ის ლაფსუსები, რომლებმაც ბატონი ბეჟანისა და ბატონი ირაკლის შემთხვევაში, მისი პასუხისმგებლობის დაყენების საკითხის აღძვრა გამოიწვია”- ამბობს გიორგი ირემაძე.
Jpeg
სოსო სტურუა ამბობს, რომ შეეცდება გაამართლოს მრჩეველთა საბჭოს ნდობა. მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვა მრჩეველთა საბჭოსა და ხელმძღვანელის შეთანხმებით უნდა მოხდეს – “მათ შორის ურთიერთობა უნდა იყოს ზედმიწევნით კონსტრუქციული, წინააღმდეგ შემთხვევაში შევალთ ჩიხში. უნდა იყოს ურთიერთ აზრთა გაცვლა-გამოცვლა და შეჯერებული აზრი, რომელსაც უმრავლესობა მიემხრობა და იქნება განხორცილებული. მე ამისთვის მზად ვარ” – ამბობს ის.
14:00 – ფოტოგამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ბოლო ორი წლის მანძილზე განხორციელებული პროექტების ფოტომასალა, ასვე მსოფლიო და ევროპის ქობულეთელ ჩემპიონთა და ქობულეთის 10 საინტერესო ტურისტული ადგილის ფოტოები.
14:30 – ეთნოგრაფიული კუთხეების დათვალიერება. ეთნოგრაფიულ სივრცეში წარმოდგენილი იქნება სამუზეუმო ექსპონატები და ქობულეთის სოფლების ეთნოგრაფიული კუთხეები, სადაც განთავსდება სოფლისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ნიმუშები, ხელნაკეთი ნივთები, რეწვის ნიმუშები, ასევე ქობულეთური სამზარეულო. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ბურმეს ჩახვევაში, ბორანოს მომზადებაში, თევზის შესუნელებაში.
15:00 – „თევზის კუთხის“ დათვალიერება. წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი მეთევზეების მიერ დაჭერილი ზღვის თევზის ნაირსახეობა. ადგილზე მოხდება თევზეულის მომზადება და დაგემოვნება.
16:00 – კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. ზეიმის ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა სპორტული შეჯიბრებები ჭიდაობაში, ჭადრაკსა და ნარდში, ასევე გაიმართება ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოებული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.
21:00 – მაგდა ვასაძის სოლო კონცერტი – ზღვისპირა პარკის ამფითეატრი.
არჩილ ხაბაძემ ლიტვის ელჩს რეგიონის საინვესტიციო გარემო და ტურისტული პოტენციალი გააცნო. არჩილ ხაბაძის განცხადებით, მომავალში შესაძლებელი იქნება ლიტვის რომელიმე რეგიონისა და აჭარის რეგიონის დამეგობრება და პარტნიორობის გაგრძელება სხვადასხვა მიმართულებით.
გიედრიუს პუოჟიუნასს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე და საკრებულოს თავმჯდომარემ სულხან ოქროპირიძეც შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა განხორციელრებულ ერთობლივ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ელჩმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად ქობულეთის მუზეუმი დაათვალიერა. რამდენიმე წლის წინ ლიტვის სახელმწიფოს დახმარებით ქობულეთის მუზეუმის შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტი რამდენიმე წელია ლიტვის ქალაქ პალანგასთან მეგობრობს და სექტემბრის თვეში პალანგაში ვიზიტი იგეგმება.
მოტოციკლეტი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს ბათუმის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან შეეჯახა. საავადმყოფოში გადაყვანილია მოტოციკლეტის მძღოლი. შემთხვევის ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც.
შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დაკავებულის ხელბარგის ჩხრეკისას, 0,9 გრ ნარკოტიკული საშუალება კოდეინის მარილის შემცველი 60 აბი სამედიცინო პრეპარატი „დოლადამონი“ და 3,6 გრ ფსიქოტროპული ნივთიერება ფსევდოეფედრინის შემცველი 60 აბი სამედიცინო პრეპარატი „სუდაფედი“ ამოიღეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს აღნიშნული 120 აბი სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოჰქონდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვის და საქართველოში ფსიქოტროპული ნივთიერების დიდი ოდენობით უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 263-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
პირველი სასამართლო პროცესი მოსამართლემ იმიტომ გადადო, რომ მხარეებმა ფაქტები სადაოდ გახადეს, მოსამართლემ კი მათ მოწმეების მოყვანა დაავალა. გასულ კვირას, განმეორებით პროცესზე, მოწმის სახით სასამართლომ ორი პოლიციელი დაკითხა. ორივე პოლიციელი 8 აგვისტოს ღამეს, ბათუმის სანაპიროსთან, კლუბ „სექტორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებდა. განმეორებით პროცესზე ბრალდებულმა თქვა, რომ ნასვამ მდგომარეობაში იყო და დეტალები არ ახსოვს.
„თქვენ წინა სასამართლო პროცესზე ამბობდით, რომ უდანაშაულო იყავით, პოლიციელების მიერ მოყვანილ ფაქტებს სადაოდ ხდიდით. ახლა ამბობთ, რომ ინანიებთ და ბოდიშს იხდით, რატომ შეიცვალეთ აზრი? რა მოხდა?“ – ჰკითხა მოსამართლემ ბრალდებულს, რომელმაც თქვა, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დეტალები კარგად არ ახსოვს.
პოლიციელმა ომარ აბაშიძემ, რომელიც სასამართლომ მოწმის სტატუსით დაკითხა, სასამართლოს უთხრა: „სამართალდარღვევაში ბრალდებული დისკო კლუბ „სექტორთან“ იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. იგინებოდა და ჩვენ, პოლიციელებს გვეძახდა ორფეხა ძაღლებს. მოვუწოდეთ სიმშივიდისკენ, მოგვაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეურაცხყოფის მოყენებას აგრძელდებდა მას შემდეგ, რაც ის დავაკავეთ და განყოფილებაში გადავიყვანეთ“.
მოწმის სახით სასამართლოს ჩვენება ბათუმის მე-6 განყოფილების გამომძიებელმა ირაკლი მიქელაძემაც მისცა: „ჩვენ და ასევე მივლინებაში მყოფი ჩვენი კოლეგები თბილისიდან ზღვისპირა პარკში ვმორიგეობთ 24 საათის განმავლობაში. გაძლიერებული პატრულირება იმიტომ მიმდინარეობს, რომ ეს პრევენციაა, დანაშაული არ მოხდეს, ბევრი დამსვენებელია. კლუბ „სექტორთან“ დაახლოებით ღამის პირველ საათზე იგინებოდა და ილანძღებოდა ახალგაზრდა მამაკაცი. იქ დადიან მოქალაქეები, ამ ხმაურზე კი მათი სიმყუდროვე ირღვეოდა. მე, ბატონო მოსამართლევ, მრცხვენია იმ სიტყვების გამეორება სასამართლოს წინაშე, რასაც ის გაიძახოდა. წვრილმანი ხულიგნობის გამო ის დავაკავეთ და ჩავსვით მანქანაში, გადავიყვანეთ პოლიციის შენობაში, ის გვიგდებდა აბუჩად და გვიწევდა წინააღმდეგობას“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მოსამართლეს ყველაზე მკაცრი სასჯელის გამოყენება სთხოვა: „ჩვენ მოგვაყენა შეურაცხყოფა და არ მინდა ეს წახალისდეს“.
მოსამართლე დაინტერესდა, სამართალდარმღვევი რატომ იყო აგრესიული, თუმცა მან ამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო: „მე მაინტერესებს პოლიციელების მიმართ რატომ ხართ აგრესიული, ისინი ხომ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას იცავენ? ამჯერად გამოვიყენე ნაკლებად მძიმე სასჯელი, თუმცა გპირდებით, ფაქტის განმეორების შემთხვევაში, თუ თქვენი საქმე ისევ მე დამეწერება, ვიქნები ძალიან მკაცრი“.
ბრალდებული მამაკაცი 30 წლისაა. სასამართლომ ის ხულიგნობის გამო 100 ლარით დააჯარიმა, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო კი – 250 ლარით. უფრო მაღალმა სასჯელმა შთანთქა დაბალი სასჯელი და საბოლოო ჯამში, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სამართალდარღვევაში ბრალდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ 250 ლარის გადახდა დაევალა. კანონი ამ ბრალდებისთვის მაქსიმუმ ორი ათასლარიან ჯარიმას ან პატიმრობას ითვალისწინებს.
მოსამართლის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების დროს მან გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა აღიარა და მოინანია თავისი საქციელი.
„ჩვენი მოვალეობა არჩევნების ჩატარებაა. თუ არ არის არჩევნები, მას ვერ ვატარებთ, ანუ ამ დროს ძირითადი საქმე არ გვაქვს. რაც შეეხება არჩევნებს შორის პერიოდს. ეს გასული არჩევნების შეჯამების, ინფორმაციის თავმოყრის, ვებგვერდზე ატვირთვისა და სისტემატიზაციის პერიოდია. ხშირად არასამთავრობოები საუბრობენ, რომ უსკოს საქმე არ აქვს. ის, რომ როცა არჩევნები არ არის, ძირითადი საქმე არ გვაქვს, რეალობაა. როგორ წარმოგიდგენიათ, რა უნდა აკეთოს ამ დროს უსკომ? – ის საარჩევნო ადმინისტრაციაა და მინდორში ვერ გავა ხორბლის დასათესად, ვერც ქალაქის ინფრასტრუქტურას მიხედავს. ჩვენი მისიაა, ასევე, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდა, რომელიმე წევრი გავიდა უმაღლესი საბჭოდან, მზად ვიყოთ ახალი არჩევნების ჩასატარებლად“, – ამბობს უსკოს თავმჯდომარე არჩილ მიქელაძე.
უსკოს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის, ფრიდონ ბათნიძის ინფორმაციით კი, არასაარჩევნო პერიოდში უსკო „მიმდინარე საქმეებით“ შემოიფარგლება. `ზოგჯერ პარტიები მოდიან კითხვებით, მათ იურიდიულ კონსულტაციას ვუწევთ“.
კანონმდებლობით უსკოს საქმიანობას აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონი და უსკოს რეგლამენტი არეგულირებს. უმაღლესი საბჭოს არჩევნები ერთადერთი არჩევნებია, რომლის ჩატარებაზეც უსკოა პასუხისმგებელი. ამ არჩევნებს ის მუნიციპალიტეტების საარჩევნო ოლქებისა და მასზე დაქვემდებარებული უბნების დახმარებით ატარებს. სხვა დროს ოლქები უსკოს არ ექვემდებარებიან და არც უსკოა მათ საქმიანობაზე პასუხისმგებელი. უსკო არც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ექვემდებარება.
უსკო პასიურ რეჟომშია, როცა ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის, საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, თუ მათ შორის რომელიმე დროში უმაღლესი საბჭოს არჩევნებს არ დაემთხვა. უსკომ ბოლოს არჩევნები 2012 წლის ოქტომბერში ჩაატარა. მას შემდეგ თითქმის სამი წელი გავიდა, ანუ ამდენივე დრო ჰქონდა უსკოს, თავმჯდომარის არჩილ მიქელაძის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ინფორმაციის სიტემატიზაციისთვის“.
მიუხედავად გრძელვადიანი პასიური პერიოდისა, უსკოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არასრულია. მართალია, უსკოს მიერ გამოცემული აქტები ატვირთულია, თუმცა გრაფაში „პროაქტიული გამოქვეყნება“ მხოლოდ იმის გაგება შეიძლება, თუ ვინ არის უსკოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხიმგებელი პირი.
უსკოს ვებგვერდზე არ იძებნება პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ მთავრობის დადგენილებით მოთხოვნილი ინფორმაცია მივლინებების, შესყიდვების, გაცემული პრემია-დანამატების შესახებ და არც უსკოს მუშაობის შესახებ ანგარიშებია ატვირთული. უსკოში ამბობენ, რომ „ინფორმაცია ასატვირთია“.
უკვე ატვირთული ინფორმაციის მიხედვით კი, 2015 წელს უსკოს ერთი სხდომა ჩაუტარებია. სხდომაზე ორი საკითხი განუხილავთ: პირველი – საარჩევნო კომისიის წევრებსა და აპარატის თანამშრომლებზე გასაცემი დანამატის ზღვრული ოდენობის განსაზღვრა იყო, მეორე კი – აპარატში საჯარო ინფორმაციის გამცემისა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის შერჩევა.
საიტზე ატვირთულ ოქმში წერია: „დანამატი განისაზღვროს თანახმად დანართისა“, ხოლო დანართი ატვირთული არ არის. რაც წესით ისეთივე საჯარო ინფრომაციაა, როგორც უსკოს თავმჯდომარის განკარგულება ან რაიმე სხვა აქტი.
უსკოს თავმჯდომარის ინფორმაციით, დანამატის ოდენობა სარგოს 75% პროცენტით განსაზღვრეს ყველა თანამშრომელზე, მიუხედავად რანგისა: „თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დანამატი ყოველთვის სარგოს 75 %-ის ოდენობით გაიცემა. შეიძლება ეს იყოს 50-60% და მისი გაცემის ინტენსივობაც ფინანსებზე იქნება დამოკიდებული.“
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: აჭარის კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ საარჩევნო პერიოდში უსკოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებზე გასაცემი ანაზღაურების გაორმაგებას ითვალისწინებს. „საარჩევნო პერიოდში, სამი თვის განმავლობაში, ხელფასი ორმაგდება“. ანუ, ამ დროს უსკოს თავმჯდომარის ხელფასი 5000 ლარს აღწევს, სამსახურის ხელმძღვანელის ხელფასი კი 3000-მდე ლარს.
სხდომა უსკოში
უსკო და ამომრჩეველი: კითხვაზე, რატომ არ შეიძლება უსკომ იზრუნოს ამომრჩეველის ცნობიერების ამაღლებაზე მაშინ, როცა ის არჩევნების სამზადისით არ არის დატვირთული, გადაამზადოს საარჩევნო მოხელეები, მოაწყოს საჯარო შეხვედრები? _ უსკოს თავმჯდომარე პასუხობს: „როცა ენჯეოები საუბრობენ: უსკოს რა ენაღვლება საქმე არა აქვსო, ამბობენ, რომ კარგი იქნება უსკომ სწავლების ცენტრი გააკეთოს. ამ დროს არავინ ამბობს, რომ ამას სჭირდება სახსრები. თანაც ჩვენ ადამიანური რესურსი არ გვეყოფა“.
უსკოს თავმჯდომარე იმასაც ადასტურებს, რომ მსგავსი იდეის დასაფინანსებლად უმაღლესი საბჭოსთვის არასოდეს მიუმართავს. მისივე ინფორმაციით, მსგავს პროექტს ცენტრალური საარჩევნო კომისია ახორციელებს, ამიტომ იდენტური ცენტრის შექმნა ორმაგი რესურსის ხარჯვა იქნებოდა.
კანონმდებლობით უსკოს თავმჯდომარისა და წევრის უფლებამოსილების ვადა 5 წლით განისაზღვრება, გარდა კანონით განსაზღვრული წესით პოლიტიკური გაერთიანებების მიერ დანიშნული კომისიის 8 წევრისა, რომელთა უფლებამოსილების ვადაც არჩევნების დანიშვნიდან ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობამდე მონაკვეთით განისაზღვრება, ხოლო შუალედური ან ხელახალი არჩევნების შემთხვევაში არჩევნების შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე. უსკოს თავმჯდომარეს ან წევრს (გარდა პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრებისა) გათვალისწინებული უფლებამოსილების ვადა უწყდება ახალარჩეული თავმჯდომარის ან წევრის არჩევის შესახებ უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან. უსკოს თავმჯდომარე იმავდროულად არის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრი. უსკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი წევრობის უფლებამოსილების შეწყვეტას. უსკოს თავმჯდომარესა და 5 წევრს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის წარდგინებით, ირჩევს უმაღლესი საბჭო. უსკოს თავმჯდომარეობის ან წევრობის კანდიდატები ირჩევა ღია კონკურსის წესით.
უსკოს სამი ახალი წევრი უმაღლესმა საბჭომ 6 აგვისტოს დაამტკიცა. უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით უსკოს ახალი წევრები არიან: ზურაბ გოლიაძე, რამაზ გოლომანიძე და თორნიკე მჟავანაძე.
კითხვა: უსკო რომ არ იყოს ? – უსკოს თავმჯდომარემ „ლეგიტიმურ კითხვად“ შეაფასა, მისი თქმით ან არ უნდა იყოს უსკო ან მას ფუნქციები უნდა დაემატოს: „სხვა ფუნქციებთან ერთად კარგი იქნება თუ თვითმმართველობის არჩევნების ორგანიზებაშიც მიიღებს უსკო მონაწილეობას.“
უნდა იყოს თუ არა უსკო და რა დააკლდება აჭარას, თუ ის არ იქნება – ეს უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტია, თუმცა საკითხი ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას.
ტელევიზიის დირექტორის, სოსო სტურუას გადაყენების მოთხოვნით ბეჟან გობაძემ ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს გასულ კვირას მიმართა. დირექტორის გადაყენებას ხუთწევრიანი საბჭოს სამი წევრი თუ დაუჭერს მხარს, მაშინ სოსო სტურუა გადაყენებული იქნება. თუ საბჭოს ერთი წევრი თავს შეიკავებს და ხმები თანაბრად გადანაწილდება, დირექტორი თანამდებობაზე რჩება.
საბჭოს კიდევ ერთი წევრი, ნატა იმედაიშვილი არ გამორიცხავს, რომ დირექტორის გადაყენების მოთხოვნის პროცესი შეიძლება პოლიტიკური ძალების მიერ იყო ინსპირირებული. საბჭოს ის წევრები, რომლებიც დირექტორის გადაყენებას ითხოვენ, ანუ ირაკლი დარცმელიძე და ბეჟან გობაძე, საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არიან წარდგენილები. თავის დროზე მათ ამ პოზიციაზე დამტკიცებას სახელისუფლებო დეპუტაციამ უმაღლეს საბჭოში მხარი არ დაუჭირა. ირაკლი დარცმელიძე და ბეჟან გობაძე სასამართლო დავების შედეგად, რამდენიმე თვის წინ დაინიშნენ თანამდებობაზე.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და 2015 წელს დასრულება. ქვეპროგრამის „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შპს „კავკასუს ინვესტს „ შორის 2015 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ხელშეკრულება სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლის შენობის დასრულების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 182 855 ლარით, ხოლო მთლიანად შენობის მშენებლობისა და მოწყობის ღირებულება შეადგენს 930 000 ლარს.
სკოლის შენობის მშენებლობა დაიწყო 2013 წელს, თუმცა კომპანია შპს „ნიუ კონსტრაქშენმა“ სამუშაოების დასრულება შესაბამის ვადაში ვერ შეძლო, რის გამოც მასთან მიმდინარე წელს შეწყდა ხელშეკრულების მოქმედება და დარჩენილ სამუშაოებზე გამოცხადდა ახალი ტენდერი. პროექტის მიხედვით სკოლის შენობა არის 3 სართულიანი, დაკავშირებული ცალკე არსებულ სპორტულ დარბაზთან. სრული რემონტი ჩაუტარდა საკლასო ოთახებს და სხვა დანიშნულების ფართებს. განთავსდება სველი წერტილები და დამხმარე სათავსოები. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, კერძოდ მოეწყობა პანდუსი და შესაბამისი სველი წერტილები. სამუშაოები უნდა დასრულდეს 2015 წლის 22 ოქტომბრამდე. სკოლაში სწავლობს 292 მოსწავლე და დასაქმებულია 23 პედაგოგი.
ბათუმის N1 საჯარო სკოლის 7-8-9 კლასის მოსწავლეთათვის უკვე წლების განმავლობაში სასწავლო პროცესი ცალკე განთავსებულ შენობაში მიმდინარეობს. 2015 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლის მიმდებარედ დაიწყო ახალი კორპუსის მშენებლობა, რომელიც გათვლილია 300 მოსწავლეზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შპს „ბილდ მენეჯმენტს“ შორის 2015 წლის 11 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება სსიპ ბათუმის N1 საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობის სამუშაოების (2015-2016 წელი) სახელმწიფო შესყიდვაზე. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 1 006 855 ,66 ლარით. პროექტის მიხედვით არსებული სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენდეს დამოუკიდებელი 4 სართულიანი შენობა. პირველ, მეორე და მესამე სართულებზე განთავსდება საკლასო ოთახები, ხოლო მეოთხე სართულზე სპორტული და სააქტო დარბაზები. განთავსდება ასევე სველი წერტილები და დამხმარე სათავსოები. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. შენობაში დამონტაჟდება სამგზავრო ლიფტი. მშენებლობა უნდა დასრულდეს 2016 წლის 1 სექტემბრამდე, ამ დროისათვის დასრულებულია საძირკვლის სამუშაოები. სკოლაში სწავლობს 1934 მოსწავლე და დასაქმებულია 123 პედაგოგი.
თემურ დევაძეს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის ცენტრში საოჯახო ტიპის სასტუმრო აქვს. იგი ამბობს, რომ ერთდროულად 6-8 სტუმრის მიღება შეუძლია. ერთი ადამიანი 50 ლარად სამჯერადი კვებით – ასეთია საოჯახო ტიპის სასტუმროს ფასი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში. თემური „ბათუმელებთან” ამბობს, რომ ხელშეკრულებით დაქირავებული ჰყავს ათი ავტომანქანა და სურვილის შემთხვევაში სტუმრებს ტურისტულ მარშრუტს სთავაზობს. მისივე თქმით, გასულ წელთან შედარებით წელს უცხოელი ტურისტების რაოდენობამ სოფელში იმატა. სოფელს სტუმრობენ ქართველი დამსვებელებიც, თუმცა ქართველი ტურისტები სოფელში ღამისთევით იშვიათად ჩერდებიან.
“ახალგაზრდები ამოდიან ერთი დღით და უკან ბრუნდებიან, ჩვენთან რამდენიმე დღით 35 წლის ზემოთ ადამიანები რჩებიან”, – ამბობს თემური.
ფოტო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი
საფეხმავლო ტური სოფელ მერისის გარშემო, ბუნებისა და კულტურის ძეგლების მონახულება (ნამონასტრევის ჩანჩქერი, მერისის ისტორიული მუზეუმი) ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თემური ამბობს, რომ უცხოელ ტურისტებს ყველაზე მეტად ველური ბუნება მოსწონთ, აჭარული სამზრეულოდან კი ყველაზე მეტად – ხაჭაპური. ამ სოფელში მყოფ ტურისტებს შეუძლიათ გასინჯონ ახლომდებარე სოფლის, გუნდაურის მინერალური წყალი, რომელიც ერთ-ერთი მოსახლის ეზოში მიწიდან ბუნებრივად ამოდის. ადგილობრივი მოსახლეობა მას სასმელად იყენებს.
სოფელ გუნდაურში ტურისტებს შეუძლიათ გაგრილდნენ მდინარე აკავრეთაში. მიუხედავად იმისა, რომ საბანაო არც ისე ღრმაა, ზაფხულობით იგი ადგილობრივებისა და მათი სტუმრების საყვარელი ადგილია, რადგან ძალიან გრილა.
სოფელ მერისის გარშემო ბევრი ჩანჩქერი, იქვე ახლოს კი საპიკნიკე ადგილია. ბათუმიდან ქედის მიმართულებით ტურისტს შესაძლებლობა აქვს მოინახულოს: “აჭარული ღვინის სახლი”, მახუნცეთის თემში, საავტომობილო გზასთან ახლომდებარე ისტორიული ძეგლი – თამარის ხიდი, მახუნცეთის ჩანჩქერი; პირველი მაისის თემში – ცივასულას ციხე-კოშკი, მიწის ხიდი, შერვაშიძეების მარანი; დაბა ქედაში – ისტორიული მუზეუმი, ზვარეს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. სოფელ გობრონეთის მიმდებარედ შესაძლებელია წონიარისის, ლატევრას, ცხმორისის ხიდებისა და ახოს მეჩეთის ნახვა.
შუახევის მუნციპალიტეტში, სოფელი ნიგაზეულში (ბათუმიდან – 78 კმ, ზღვის დონიდან – 800 მეტრი) ვიზიტისთვის საუკეთესო დროა გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა. სოფელი ნიგაზეული მდებარეობს ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე, რომელიც მდინარე აჭარისწყლის ხეობას მიუყვება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ამ გზაზე გირჩევთ გაჩერებას დანდალოს ხიდთან, აქვე მსურველებს შეგიძლიათ ოთოლთისა და კავიანის ციხეებზე ასვლა, ჭვანას ხიდის მონახულება.
მაჭახელა/ფოტო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი
დანდალოს ხიდი გზასთან სულ ახლოსაა, ხოლო ოთოლთის ციხე – გზიდან 2,3 კმ-ის მოშორებით.
ღირსშესანიშნაობები: ნიგაზეულის ციხე-გალავანი (XVIIIს), მეჩეთი და მუზეუმი, ყველა ეს ობიექტი მდებარეობს სოფლის ტერიტორიაზე. ნიგაზეულის ჩანჩქერის სიმაღლე დაახლოებით 20 მეტრია. ჩანჩქერი სეზონურია და მხოლოდ გაზაფხულზე ჩამოედინება. სხვა სეზონზე, ძირითადად დამშრალი ან გაყინულია. ჩანჩქერთან მისასვლელი გზა რთულია, ამიტომ ბევრს შორიდან დათვალიერება ურჩევნია. სოფლის ქვემოთ, ნიგაზეულის გადასახვევთან, არის ფურტიოს ხიდი, აქვეა რესტორანი, აგრეთვე საპიკნიკე და დასასვენებელი ადგილები. შესაძლებელია საცხენოსნო და საფეხმავლო ტურების მოწყობა ჩანჩხალოს ციხეზეც. სამარშრუტო ტაქსი “ბათუმი-ნიგაზეული” ბათუმის ავტოსადგურიდან ყოველ დღეს გადის. მგზავრობის ფასი 5 ლარია.
კურორტი ბეშუმი ბათუმიდან 123 კმ-ში, ხულოს მუნცალიტეტში მდებარეობს. აქ ვიზიტისთვის საუკეთესო დრო ზაფხულია. ბეშუმი არსიანის ქედის აღმოსავლეთ ფერდობზეა შეფენილი, (გოდერძის უღელტეხილიდან 7 კილომეტრი, სიმაღლე- ზღვის დონიდან 2000 მეტრი). კურორტი გარშემორტყმულია წიწვოვანი ტყეებით. ბეშუმი საუკეთესო კურორტია მათთვის, ვისაც სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები და ბრონქიალური ასთმა აწუხებს. კურორტი ფუნქციონირებს ივნისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის დასაწყისამდე. აგვისტოს შუა რიცხვებში აქ ტრადიციული სახალხო დღესასწაული შუამთობა ტარდება, შუამთობის ყველაზე ეფექტური სანახაობა კი დოღია. კურორტი თოვლითაა დაფარული ნოემბრიდან აპრილამდე.
გოდერძის უღელტეხილი. ფოტო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი
ბეშუმთან ახლოს, გოდერძის უღელტეხილის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს ულამაზესი ტბა, რომელსაც ადგილობრივები “მწვანე ტბას” უწოდებენ. ტბა ნაძვნარითა და წიფლნარით შემოსაზღვრულ უზარმაზარ მთებს შორისაა მოქცეული. ტბას მიწისქვეშა წყაროები ასაზრდოებს. წყალი ისეთი კამკამაა, სარკესავით ირეკლავს მთებს. ტურისტებს შორის ეს ადგილი ხულოს მუნიციპალიტეტში ყველაზე პოპულარულია.
მწვანე ტბა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლის, თამუნა კაიკაციშვილის ინფორმაციით, ტურისტების რაოდენობაზე სტატისტიკური ინფორმაცია ჯერჯერობით დამუშავების პროცესშია. მისი ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით წელს მაღალმთიან აჭარაში ტურისტების რაოდენობამ იმატა. განსაკუთრებით ბევრი ტურისტი ღვინის სახლებს სტუმრობს, უკრაინელები ველომარშრუტს ირჩევენ. ბათუმის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში მაღალმთიანი აჭარიდან ყველაზე მოთხოვნადი მახუნცეთის ტურია, ხოლო თავად მაღალმთიან აჭარაში პოპულარობით სარგებლობს შემდეგი ტურისტული ობიექტები:
ქედა:
მახუნცეთის ხიდი და ჩანჩქერი; 2. ზენდიდის ციხე; 3. ზვარეს ეკლესია; 4. დანდალოს ხიდი.
ხულო:
თაგოს საბაგირო გზა; 2. მწვანე ტბა; 3. სხალთის მონასტერი 4. ხიხანის ციხე
შუახევი:
სელიმ ხიმშიაშვილის მუზეუმი და ციხე გალავანი; 2. ფურტიოს თაღოვანი ხიდი; 3. თამარის ციხე; 4. ოთოლთას ციხე.
ტრენინგი ერთდღიანია და გაიმართება 2015 წლის, 12 სექტემბერს, შაბათს, დილის 11:00 სთ-დან, საღამოს 18:00 სთ-მდე, ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. ტრენინგი იმართება გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) პროექტის „ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში“ ფარგლებში.
სეზონზე ბათუმში მართლაც შეგიძლია ბევრი ფული იშოვო მიმტანმა. ცხადია, მეც, დამიმთავრდა გამოცდები თუ არა, გადავწყვიტე მუშაობა ამ პოზიციაზე. ყოველთვის, როდესაც შედიხარ რესტორანში, პირველად გიყურებენ როგორც სტუმარს, გიღიმიან და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც გაიგებენ, რომ “სამუშაოს თაობაზე ხარ მისული”, რატომღაც მენეჯერებს სახიდან დაყენებული ღიმილი უქრებათ და ღებულობენ მედიდურ, ისეთ სახეს, რომ გასაუბრებაზე “ენა ჩაგივარდება”.
პირველ რიგში გეკითხებიან რა ენებს ფლობ? ეს კითხვა დიდად არ მაწუხებს, მაგრამ ბევრისთვის ეს სერიოზული დაბრკოლებაა. ვეუბნები, რომ ინგლისურად, რუსულად და ქართულად ვლაპარაკობ. ბოლოზე ყბა ეღრიცებათ. შემდეგ გამოცდილებას მიმოწმებენ. ისე დავრწმუნდი, რომ ამ საკითხში მენეჯერის “დაბოლება” ყველაზე მარტივია, არ ამოწმებენ მართლა თუ გიმუშავია სადმე… უბრალოდ, სიტყვაზე გენდობიან და გასაუბრების დასრულებისთანავე აყვანილი ხარ სამუშაოზე, მაგრამ ვაი ამ აყვანას.
წელს ჩემი პირველი მიმტანობა სამდღიანი პრაქტიკით დაიწყო. ზოგადად, თურმე “სტანდარტი” ერთკვირიანი ყოფილი. მეც დავიჯერე, 3 დღეს ვიმუშავებ და ამიყვანენ-მეთქი. გავიდა სამი დღე. მენეჯერი მგონი მემალება, არადა ბევრჯერ შემამკო ისეთი სიტყვებით, რომ გავწითლდი, ანუ მაქებდა. მაგრამ როდესაც მოვიდა ჩემი ოფიციალური “აყვანის” დრო, ათასი მიზეზს იგონებს, რომ ეს არ გააკეთოს. ხან პანაშვიდზე ეჩქარება, ხან სად და ხანაც “შენი დრო არ აქვს”.
წამოვედი. მტკიცედ გადავწყვიტე, რომ აღარსად აღარ ვაპირებდი პრაქტიკანტობას. ჩემს თავს ვუთხარი, ან პირველივე დღეს ინიშნავ ხელფასს, ან კარგად იყავი… მივედი ერთ ფრიად პრესტიჟულ რესტორანში. დახვედრა იგივე, მედიდური სახეები…
ხვალ დილით მოდი და დაიწყე მუშაობა, შეგხედავ და თუ მომეწონე, გამუშავებ – მითხრა ამ რესტორნის მენეჯერმა. ცხადია, ზედაც არ შემოუხედია. კარგი-მეთქი, მაგრამ ფულს გადამიხდი, არანაირი პრაქტიკა. შევთანხმდით.
დღის ბოლოს გაცილებით ნაკლები მომცეს, ვიდრე სხვა მიმტანებს. მაინც კმაყოფილი ვარ. მეორე დღეს საღამოს ისეთი მუშაობა გვაქვს, რომ წყალის დასალევადაც ვერ იცლი. ძალიან მომწყურდა და გავედი წყალის დასალევად. ვიღაც მეძახის.
მე არ ვიცოდი ვინ იყო ამ რესტორნის დირექტორი. დავლიე წყალი და მეორე ჭიქა გავავსე, მართლა ძალიან მწყუროდა. არ მაცალა და მომაძახა – “მოდი ბიჯო აქ”. ძალიან უტაქტო მომართვის ფორმა ჰქონდა ამ ადამიანს. არ მესიამოვნა და რა გნებავთ-მეთქი, მისივე ტონით შევეპასუხე.
“იცი მე ვინ ვარ? რესტორანის მეპატრონე ვარ და რო გეძახი ეგრევე უნდა მოხვიდე”. ვუთხარი, მერე რა თუ მეპატრონე ხარ? – ეს ჩემთვის სულ ერთია-მეთქი. ძალიან გაცხარდა, მაგრამ ეგრევე არ გამოვუგდივარ – წადი მერე დაგელაპარაკებიო. გავაგრძელე მუშაობა.
სამსახურიდან მაშინვე იმიტომ ვერ გამიშვებდა, რომ მიმტანების ნაკლებობას განიცდიდა. მეორე დღეს ამ რესტორანის მენეჯერმა დატოვა სამსახური. ეს ერთადერთი მენეჯერი იყო, ვინც ამ ქალაქში მომეწონა, ამიტომაც გადავწყვიტე მეც დამეტოვებინა იქაურობა… ენებს ვფლობ, გამოცდილება მაქვს, ამ მედიდური სახის ყურება არ მაწყობს, ყველგან ვიშოვი სამუშაოს-მეთქი. სხვაგან წავედი.
მაგრამ ყველგან იგივე სახეებია. უკვე ვიცი, რომ მიმტანებზე ზემოდან ყურება მენეჯერისთვის აუცილებელელი ატრიბუტია. ნუ თუ მისი ნათესავი ან მეგობარი არ ხარ – ხშირ შემთხვევაში ისედაც სანათესაოს ან სამეგობრობს ასაქმებს მენეჯერი.
კიდევ ერთ რესტორანს მივაკითხე – მგონი იქ ჩემს გარდა ინგლისური არც ერთმა მიმტანმა არ იცოდა. ვითომ გაუხარდა მენეჯერს “ჩემი აღმოჩენა” და პირველივე დღეს ამიყვანა სამუშაოზე, თუმცა დაამატა, რომ “შემხედავდა”, ანუ მაინც პრაქტიკანტი გამოვედი. დღის ბოლოს მიმატანები იკრიბებოდნენ და მიყოფდნენ მათ “ჩაის”. როდესაც ამოიწურა პრაქტიკის დრო, მენეჯერთან იმ იმედით მივედი, რომ `ხვალიდან ამიყვანდა ოფიციალურად”, მაგრამ აყოვნებდა პასუხს. ბოლოს მითხრა, ნელი ხარ და ცოტა კიდევ უნდა იპრაქტიკოო. სხვა მიმტანები ისეთი სწრაფები ჰყავდა, პირდაპირ “ცეცხლი ეკიდათ”.
წამოვედი.
რა ენაღლებათ, წახვალ და იმდენი მსურველია, რომ სხვა შენნაირს ადვილად იპოვნიან. გზაში შემხვდა კიდევ ერთი სტუდენტი, სამუშაოს დაწყება უნდოდა და გადავულოცე ჩემი ადგილი. თან გავიფიქრე, რომ იცოდე წინ რა გელის-მეთქი – აგიყვანენ, 16 საათს გამუშავებენ და თუ გაგიმართლა თეთრებს მოგცემენ, თუ არა სხვა კაფეს მენეჯერს “ეახლები”.
ახლა რიგით მეოთხე კაფეში ვმუშაობ.
ასეა თუ ისე უკვე დავასკვენი, რომ დიდად არ უნდა მადარდებდეს ფული, ამ ეტაპზე გართობის თვალით ვუყურებ სამუშაოს.
როგორც სასამართლო პროცესზე პროკურორმა შოთა ხორავამ განმარტა, საქმის მასალების მიხედვით, ბათუმში, მაიკოვსკის ქუჩაზე, დაახლოებით ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა დანით იმის გამო დაჭრა თავისი ნათესავი, რომ ის მას არ მიესალმა. დაზარალებულს ხელის არეში მიყენებული აქვს ჭრილობები და ადევს ათი ნაკერი.
ორი მამაკაცის ჩხუბს შეესწრო გზაზე გამვლელი მოქალაქე, რომელმაც სცადა ბრალდებულისთვის დანის წართმევა, ბრალდებულმა კი ეს მოქალაქეც დაჭრა, ასევე ხელისა და სახის არეში. მეორე მოქალაქეს სახეზე ადევს ათი ნაკერი. პროკურორის თქმით, ამ პროცესის დროს დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი, შეფერხდა იქვე მომუშავე მაღაზიების მუშაობის პროცესი და ეს ამბავი სახელმწიფომ ისე შეაფასა, როგორც ხულიგნობა ჩადენილი ძალადობრივი გზით. პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდანაც მიიმალა.
დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა იმ არგუმენტით, რომ მამაკაცს ჰყავს სამი შვილი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა თქვა, რომ გირაოს შეფარდების საკითხს წინასასამართლო სხდომაზე ისევ განიხილავს, ამ ეტაპზე კი საპატიმრო სასჯელი გამოყენება იმით ახსნა, რომ საქმის მასალების მიხედვით ორი დაზარალებულია და ორივეს სხეულის დაზიანება აქვს მიღებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურორმა თქვა, რომ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მუხლი შესაძლოა შეიცვალოს.
რა საფრთხეებს შეიცავს რელიგიური შეუწყნარებლობა, როგორია სახელმწიფოს, მედიის და საზოგადოების როლი – ამ თემაზე დისკუსიის მთავარი მომხსენებლები არიან ეთერ თურაძე, გაზეთ „ბათუმელების” მთავარი რედაქტორი და სულხან ღლონტი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი. დისკუსიის მოდერატორია ჟურნალისტი ნანა კვაჭაძე.
ღონისძიება ტარდება პროგრამის – „კავკასიის სიმბოლური სასამართლო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით და სამოქალაქო მოსმენები კავკასიის ქვეყნების დემოკრატიის სამსახურში“ – ფარგლებში. პროგრამის მხარდამჭერია ამერიკული ფონდი “ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის” (National Endowment for Democracy – NED).
სამოქალაქო მოსმენა გაიმართება მისამართზე: ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. 62–64, დემოკრატიული ჩათულობის ცენტრი.
KTW „აგრო ქედას” საწარმოს მშენებლობას გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი. საწარმო უკვე მზადაა ხილის მისაღებად. ქარხანაში დამონტაჟებულია თანამედროვე დანადგარები. ამ ეტაპზე ქარხანაში 36 ადგილობრივია დასაქმებული. სრული დატვირთვის შემთხვევაში დასაქმებულთა რაოდენობა 50-მდე გაიზრდება.
“ამ საწარმოს ამოქმედება არის ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონისთვის. ჩვენს გლეხებს, ჩვენს ფერმერებს, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ეძლევა, ჩააბარონ ამ საწარმოში მათ მიერ მოწეული ყველა სახეობის ხილი. წლების განმავლობაში ეს მოსავალი იყრებოდა, ფუჭდებოდა, მოსახლეობას არ ჰქონდა შესაძლებლობა სადმე ჩაებარებინა ხილი. წელს ზურაბ ჩხაიძის წამოწყებით ამ საწარმოში ჩააბარებენ ხილს. ჩვენი მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი ასეთი პროექტის ხელშეწყობა. აქტიური მონაწილეობა მიიღო სახელმწიფომ ამ საწარმოს მშენებლობაშიც – შარშან ჩვენ გავეცით 400 ათასი დოლარის სახელმწიფო თანადაფინანსება და ნახევარმილიონიანი შეღავათიანი აგროკრედიტი. სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენ ვხედავთ შედეგს – კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ უკვე მეორე საწარმოს ხსნის ამ რეგიონში,”- განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.
ქედაში ასევე იმყოფებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.
ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება 24 აგვისტოს, საღამოს 19:00 საათზე და 5 დღეს გაგრძელდება. ფესტივალი სასტუმროში არსებულ რესტორან „აჭარაში“ გაიხსნება, ხოლო ვახშამზე წარმოდგენილი იქნება მექსიკელი მზარეულების მიერ მომზადებული პიკანტური კერძები.
როგორც „ჯორჯია პალასის“ გენერალური მენეჯერის ასისტენტი, ლელა წულუკიძე განმარტავს, „ფესტივალს, რომლის მიზანიც საქართველოსა და მექსიკას შორის სავაჭრო და ეკონომიური ურთიერთობების განვითარებაში წვლილის შეტანაა, დაესწრებიან საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წევრები და სხვა ოფიციალური სტუმრები.
ფესტივალი გახსნის დღეს მხოლოდ მიპატიჟებულ სტუმრებს მიიღებს, ხოლო სხვა დღეებში დასწრება თავისუფალია.