ფული გჭირდებათ? მანიმენი დაგეხმარებათ ფინანსური პრობლემების მოგვარებაში!


რატომ უნდა აირჩიოთ სწორედ მანიმენი?

• MoneyMan არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც არაერთ ქვეყანაში ოპერირებს და ათასობით მომხმარებელს უგვარებს ფინანსურ პრობლემებს;

• სესხის ასაღებად არ გჭირდებათ დოკუმენტების შეგროვება;

• კრედიტზე განაცხადის გაკეთება შეგიძლიათ 24 საათის განმავლობაში, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი მოწყობილობიდან. უბრალოდ, ესტუმრეთ ვებ გვერდს და შეავსეთ განაცხადი, რომელსაც სულ რაღაც 5 წუთი სჭირდება;

• ყოველ მომდევნო სესხზე თქვენ გაუმჯობესებული პირობებით სარგებლობთ;

• გაქვთ ბონუსების დაგროვების შესაძლებლობა, რომელიც სესხის დასაფარად და შემდეგ დონეზე გადასასვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ;

• თქვენ მხოლოდ იმდენი დღის პროცენტს იხდით, რეალურად,რამდენი დღის განმავლობაშიც  სარგებლობთ თანხით;

• კომპანია მუდმივად ათამამებს მომხმარებლებს ფასდაკლებებითა და გათამაშებებით;

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.MoneyMan.ge ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: +995 322 470017


ნუ გადადებთ ცხოვრებას ხელფასამდე, აისრულეთ სურვილები დღესვე!

 

 

 

 

 

 

 

ქობულეთის პლაჟის ნაწილი კერძო პირმა შემოღობა

 

ბანერი ქობულეტის პლაჟის მონაკვეთზე
ბანერი ქობულეტის პლაჟის მონაკვეთზე

„ბათუმელების“ თანამშრომელს, რომელმაც დღეს, 18 აგვისტოს, დილთ ამ წარწერის დამადასტურებელი ბანერი გადაიღო, ვილის დაცვის წევრი ფოტოს წაშლას იმ მოტივით სთხოვდა, რომ მან გადაიღო კერძო საკუთრება.

 

შემოღობილი პლაჟი სასტუმრო ჯორჯიან პალასის მიმდებარედ
შემოღობილი პლაჟი სასტუმრო ჯორჯიან პალასის მიმდებარედ

იგივე მდგომარეობაა ქობულეთში სასტუმრო „ჯორჯია პალასთან“, რომელსაც ქობულეთში ჭყონიას სასტუმროს სახელით მოიხსენიებენ.

 

გასცა თუ არა ქობულეთის მუნიციპალიტეტმა პლაჟის შემოღობვის ნებართვა, რა ფორმით და რის საფუძველზე? – ქობულეთის გამგეობის განმარტებას “ბათუმელები” ამ საკითხზე მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

 

მოქალაქეებისთვის პლაჟზის ხელმიუწვდომლობის ფაქტები ბათუმშიც ფიქსირდება. მართალია, ბათუმში პლაჟი კერძო პირებს შემოღობილი არ აქვთ, მაგრამ  იმ ტერიტორიაზე, სადაც შეზლონგებია განთავსებული, მოქალაქეებს ქვიშაზე დაწოლის უფლებას კონკრეტული კომპანიების წარმომადგენლები არ აძლევენ, თუ არ გადაიხდიან შეზლონგის თანხას. ისინი ამბობენ, რომ პლაჟის ამ მონაკვეთის განკარგვის სანაცვლოდ 10 ათასი ლარი აქვთ გადახდილი.

 

”BUS STOP” – ახალი ნიშნულები ბათუმში ავტობუსის გაჩერებებზე

ახალი ნიშნული ავტობუსის გაჩერებაზე | ბათუმი ზურაბ გორგილაძის ქუჩა

„ნიშნულები საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით მოიხაზება, რომ უფრო კარგად იყოს აღქმადი პოტენციური სამართალდამრღვევების მიერ, რომლებსაც უყვართ ავტობუსის გაჩერებაზე ავტომობილების გაჩერება“ – ამბობს ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე.

მისივე განმარტებით აღნიშნულ სამუშაოებს პროგრამული სახე არ აქვს და სააგენტოს მიერ მიმდინარე წელს შესასრულებელი სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება.

სააგენტოს თანამშრომლებმა 17 აგვისტოს დაიწყეს მუშაობა, მოხაზეს ზურაბ გორგილაძის ქუჩა, ხოლო ორი კვირის განმავლობაში, ახალი ნიშნულებს ქალაქის დანარჩენ ქუჩებზეც მოხაზავენ, სადაც ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია და არის ავტობუსის გაჩერებები.

ცნობილი უკრაინელი რეაბილიტოლოგის ვიზიტი სარეაბილიტაციო ცენტრ ,,ვიტაში”

 

დიმიტრი რომანი
დიმიტრი რომანი

დიმიტრი რომანი უკვე წლებია უკრაინაში ეხმარება იმ პაციენტებს,

რომელთაც აწუხებთ:

• ხერხემლის ტკივილი – ოსტეოქონდროზის შემთხვევაში;

• ტკივილი მალთაშუა დისკოს თიაქარის დროს;

• თავის ტკივილი;

• სახსრების ტკივილი;

• ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.

შინაგან ორგანოებთან მუშაობის დროს (ვისცერსლური ქიროპრაქტიკა) ხდება მათი ფუნქციონირების აღდგენა, რომელიც თავისთავად მოგიგვარებთ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა: ნაღველსადენი გზების დისკინეზია, კუჭნაწლავის გაღიზიანების სინდრომი, ქრონიკული გასტროდუოდენიტი, შეკრულობა ანუ ყაბზობა, მეტეორიზმი, გინეკოლოგიური და უროლოგიური პრობლემები.

ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან!

დაგვირეკეთ ტელეფონის ნომრებზე: 551 30 75 58; 790 33 75 56; 599 30 75 56

ან გვეწვიეთ შემდეგ მისამართზე: ქ.ბათუმი, ლერმონტოვის ქუჩა, # 107;

ვებგვერდი www.vita.com.ge ; ფეისბუქი: Vita  Scoliosis

 

 

 

 

 

 

 

”ჯაზი, ფლამენგო და ზღვა” ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში

 

19 აგვისტოს   ბათუმის  სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი წარმოგიდგენთ კომპოზიტორისა და პიანისტის ზაზა მარჯანიშვილისა და ჯგუფი „შინი“-ს დამფუძნებლის, ვირტუოზი გიტარისტის ზაზა მიმინოშვილის ერთობლივ საღამოს „ჯაზი, ფლამენგო და ზღვა“.

 

დასაწყისი 20:00 საათზე

ბილეთის ფასი: 15  ლარი

 

ბილეთები იყიდება ხელოვნების ცენტრის სალაროში, ტელ: 27-62-40,   599 09 04 86

                                                                                                                               

შეხვედრა ნატო დავითაშვილთან ბათუმში

 

მწერალი ისაუბრებს თავის ახალ წიგნზე – “აიას გზაზე”, ასევე „ლილე იროელის“ ქრონიკების შესახებ. დასწრება თავისუფალია. 

საქართველოს ფუტსალის ჩემპიონატში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 10 სექტემბრამდე გაგრძელდება

  

საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ლოგო

  

რეგისტრაციისთვის გუნდების წარმომადგენლებმა უნდა მიმარათონ საშეჯიბრო კომიტეტს მისამართზე: თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა #6 , სპორტკომპლჰექსი “არენა”. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ყოველდღე, კვირის გარდა, 11 საათიდან 17 საათამდე.

 

 

როგორც საქართველოს ფუტსალის ასოციაციაში ამბობენ, ამჟამად უმაღლეს და პირველ ლიგაში ოთხ-ოთხ გუნდს აქვს რეგისტრაცია გავლილი.

 

სასამართლომ იარაღის უკანონო ტარებში ბრალდებული გაამართლა

 

მამუკა ზოიძის სასამართლო პროცესი

 

საქმის მასალების მიხედვით, გასული წლის 21 აგვისტოს ბათუმის ბულვარში დააკავეს ბრალდებული, რომელსაც ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა იარაღი. როგორც ბრალდებულმა მოსამართლეს უთხრა, იარაღი 105 წლის ანტიკვარია.

“ჩემი დის მეგობრების სანახავდ მივდიოდი ბულვარში. უკანა მხრიდან მუხლებში ვიგრძენი ძლიერი ჩარტყმა, დავეცი მიწაზე, ხელებზე ბორკილები დამადეს, პირისახით მიწას ვეხებოდი, წელის არეში ვიგრძენი სიცივე და მერე გავიგონე ხმა, იარაღი აქვსო. მივხვდი, რომ ჩამიდეს, დავიწყე ყვირილი, მიშველეთ ხალხო, იარაღი ჩამიდეს-მეთქი, პირზე ამაფარეს ხელი… შორტებით მოვედი სასამართლოში, მინდოდა პროკურორს ენახა, როგორ შეიძლება შორტებში იარაღის შენახვა, მანდატურემა მოკლე შარვლით სასამართლო დარბაზში არ შემომიშვეს”, – ეს ამონარიდია ბრალდებულის ჩევნებიდან, რომელიც სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობით, მოწმის სტატუსით დაკითხა.

 

სასამართლო პროცესზე ასევე დაიკითხეს ბრალდებულის მეზობელი, რომელმაც მანქანით ის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვა. მოწმემ დაადასტურა, რომ ბრალდებულს დაკავების დღეს ნამდვილად მოკლე შარვალი, ე.წ. შორტი ეცვა.

ბრალდებულმა პროკურორს სთხოვა ამოეღოთ მისი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რითაც დადასტურდებოდა, თუ სად და რატომ მიდიოდა ბრალდებული ბულვარში. “თუ ვინმესთვის იარაღის გადაცემა მინდოდა, ბულვარში რატომ შევხვდებოდი, მე მაინტერეებს რატომ ჩამიდეთ იარაღი?” – ჰკითხა პროკურორს ბრალდებულმა.

 

ბრალდებულის ინფორმაციით, იმ ტერიტორიაზე, სადაც ის დააკავეს, დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები, თუმცა დაცვის მხარის ინფორმაციით, საქმეში ვიდეოთვალიდან ამოღებული მასალები არ დევს.
საქმის პროკურორი ირაკლი დონდოლაძეა, ბრალდებულის უფლებებს სასამართლოში ადვოკატი ირაკლი შავაძე იცავს.

ოთხმოცი ათასი ქვის კენჭის შელოცვა – როგორ უხმობდნენ წვიმას ძველად აჭარაში

აჭარაში გვალვის დროს მთაზე ადიოდნენ და ლოცვას იწყებდნენ წვიმისათვის. ამ შელოცვას „ოთხმოცი ათასი ქვის კენჭის შელოცვა“ ეწოდებოდა. რიტუალში შერწყმული იყო როგორც მუსლიმური, ისე წარმართული ელემენტები.

„ხალხი ყველაზე მაღალ სერზე ადის და იქ ლოცულობს, რაც სამ დღეს გრძელდება. სამი დღის შემდეგ ჩამოდიან ჯამესთან, კლავენ შესაწირავს (ხარი, ძროხა, ყოჩი) და მახლობელ მდინარეში ჩადგმულ გოდორში მოლების მიერ შელოცვილ კენჭებს ყრიან.

კენჭებს მოლები თურქულად ულოცავენ: „ღმერთო, წვიმა გვიწყალობე, შეწუხებული ვართ, შენი წყალობა მოგვანიჭე! ყველასი, დიდისა თუ პატარასი, მწყალობელი შენ ხარ“, – ეს რიტუალი თედო სახოკიამ აღწერა მე-19 საუკუნის ბოლოს, ზემო აჭარაში მოგზაურობის დროს.

აჭარის ზეპირსიტყვიერებაში გავრცელებულია „შელოცვა ამინდზე“, რომლის თანახმადაც, სასურველი ამინდის გამოსათხოვად მთას კვერცხს სწირავდნენ:

„ალათასა, მალათასა, თითო კვერცხი თითო თასა, აღარ გვინდა მზისა თვალი, ღმერთო მოგვე წვიმა წყალი“.

„კვერცხი როგორც სიცოცხლის დაბადების ხილული მისტერია, უძველესი სახე-სიმბოლოა მსოფლიოს ყველა არქაული ხალხის რწმენა-წარმოდგენებში. კვერცხი, როგორც უკვდავებისა და ნაყოფიერების თვალსაჩინო განსახიერება, გაზაფხული-შემოდგომის ბუნიობის არქაულ დღესასწაულთა ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი იყო, რითაც მზეს უფრო მეტი ცხოველმყოფელობა უნდა შესძენოდა. მისი შეჭმა კი ტაბუს დარღვევად აღიქმებოდა,“ – განმარტავს ფოლკლორის სპეციალისტი, პროფესორი თინა შიოშვილი.

აჭარის კლიმატიდან გამომდინარე, გვალვას ხანგრძლივი წვიმა მოჰყვებოდა ხოლმე. შელოცვა წვიმისგან თავდასაღწევადაც ჰქონდათ. ერთ-ერთი შელოცვის ტექსტი ასეთია: „მზევ, ჩამოდი ვაკესაო, ცხვარს დიგიკლავ მაკესაო, შიგიწვავ, შიგიმარილავ, შამოგიდევ თავქვეშაო. თუ მოხვალ შენ შეჭამო, თუ არადა მე შევჭამო“.

შელოცვები შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს – სამკურნალო და სამეურნეო შელოცვებად.

სამკურნალო შელოცვებში ერთიანდება შელოცვები, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობას ეხება. მაგალითად, არსებობს თვალის, შეშინებულის, გულის ტკივილის, შაკიკის, ჭვალის, სურდოს, კანის დაავადებების, თვალის დაავადებების, დამწვრის, ნაღრძობის, წელის, კისრის, კბილის, ყელის, მუცლის ტკივილის, ავი თვალის მოსაგერიებელი შელოცვები. შელოცვებში დაავადებას ემუქრებიან ქვაბში ჩაჭრით და დამდუღვრით, შემდეგ კი ქარისა და ნიავისთვის გატანებით.

„ძველად სოფლებში ექიმი, მკურნალი თითქმის არ იყო. ის ადამიანები, რომლებმაც შელოცვა იცოდნენ, სახალხო ექიმებიც იყვნენ. მათ შეეძლოთ და ჰქონდათ იმის უნარი, რომ წამლები დაემზადებინათ. ბუნებრივია, ნდობის ფაქტორიც ძალიან დიდი იყო ხალხში. თუნდაც ის იდუმალება, რასაც ხვდება ან ავადმყოფი, ან მისი პატრონი იმ მომენტში, რა თქმა უნდა, განაპირობებს ნდობას. შელოცვა გარკვეულ დროს, გარკვეულ ადგილას, გარკვეული ოდენობით სრულდებოდა, თანაც ჩურჩულით. გარდა სიტყვებისა, პრაქტიკული დავალებებიც არის, მაგალითად, უნდა შეიხვიო, თბილად იყო, ნაღრძობია, დამწვარია მალამოს აძლევს, თან უსვამ, თან ულოცავ. ყველაფერი ერთად. კომპლექსურად. ავადმყოფობას უკან ახევინებს.

თურქულის დაავადება რომ იყო, რომელიც საქონელსაც უჩნდებოდა და ადამიანსაც ან ჯილეხი და ა.შ. ასეთი დაავადებებისთვის, შელოცვის ბოლოში იყო რეკომენდაციები. ხალხური წამალი, თუ როგორ უნდა გამკლავებოდა ავადმყოფი დაავადებას. გოგირდსა და ღორის ქონს აურევდნენ ერთმანეთში და ადებდნენ წყლულზე. მეორე-მესამე დღეს რჩებოდა. ეს იყო გარკვეული ხალხური მკურნალობის მეთოდი, რომელიც კომპლექსურად, სიტყვიერ ფორმულასთან ერთად ავადმყოფისთვის იყო გამზადებული. ბუნებრივია, ხალხს იმიტომ სჯეროდა ამის, რომ შედეგებს ხედავდა,“ – ამბობს თინა შიოშვილი.

რაც შეეხება სამეურნეო შელოცვებს, აქ შედის ამინდის მართვის – ახალი მთვარის, გვალვის, ნისლის, ქარის, წვიმის, ჭექა-ქუხილის, მკის, სამონადირეო და ცეცხლის შელოცვები.

შელოცვა, როგორც წესი, შემდეგი თანმიმდევრობითაა აგებული: შესავალი ნაწილი, შელოცვის ობიექტის – დაავადების დასახელება, მოქმედების ადგილი, ძირითადი ეპიკური ნაწილი, სადაც დგინდება დაავადების წამალი და დასასრული, რომელსაც ერთვის ავადმყოფობის დაძლევის რწმენა.

შელოცვის დასაწყისის ყველაზე გავრცელებული ფორმულაა „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“, რომელსაც ქრისტიანულ სამყაროში ყოველი საქმის დაწყების წინ წარმოთქვამდნენ. თუმცა ნადირის პირის შესაკრავად შელოცვებს წინ უძღვის ფსევდოქრისტიანული დასაწყისი, მაგალითად, ასეთი: „ეკენია, ბეკენია, ბეკენს ხატი სვენებია“. ხშირად გვხვდება გაუგებარ სიტყვათა სინტაგმებისგან შედგენილი დასაწყისები: „ალისასა მალისასა“ „ატიტი მატიტი“, „ადილასა მადილასა“, „ალე მალე სალანდონე“.

როგორც ბოროტი ძალების დათრგუნვისა და ავადმყოფობის განკურნების უტყუარობის სიმბოლო, სხვადასხვა სახის სამკურნალო შელოცვაში ხშირად მოიხსენიება სულეიმანის ბეჭედი. შელოცვას დაამთავრებენ და სულეიმანის ბეჭედიაო, იტყვიან.

„არქაული რწმენა-წარმოდგენების თანახმად, ბეჭედი ხშირად უკავშირდებოდა მაგიურ ძალებს. ბიბლიური სოლომონის ბეჭედი და მასთან დაკავშირებული სასწაულები კარგად იყო ცნობილი მსოფლიოს ყველა ხალხის ზეპირსიტყვიერებაში. მუსლიმური რელიგიის აღმსარებელთა ზეპირსიტყვიერების თანახმად, სულთან სულეიმანი, იგივე სოლომონ ბრძენი, ოკულტური სიბრძნის მფლობელიც იყო. ხუთქიმიანი ვარსკვლავით, რომელიც სულეიმანის ბეჭდის („ხათიმ სულაიმან“) სიმბოლოა, იგი ბეჭდავდა ბრძანებებს ჯინებისა და შაითნებისთვის.

„სულეიმანის ბეჭედი“ ისლამურ სამყაროში ფართოდ გავრცელებული მაგიური ნისანი და თილისმაა. მას ხშირად გამოსახავდნენ საყოფიერო და საკულტო ნაგებობებზე, ჭურჭელზე, მონეტებზე და სხვა. აჭარაში მცხოვრები მუსულმანების რწმენით, სულეიმანის ბეჭედი ხუთქიმიანი ვარსკვლავია და ხუთი კონტინენტის მპყრობელს ნიშნავს,“ – განმარტავს თინა შიოშვილი.

თინა შიოშვილი

ქართულ ზეპირსიტყვიერებაში შელოცვები მრავლადაა. უხუცესები მას დღემდე იყენებენ ამა თუ იმ დაავადებასთან ბრძოლის ერთ-ერთ ხერხად.

_______________

მთავარი ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

ჩაქვში, ავტომაგისტრალზე რქოსანი პირუტყვი დაიჭირეს

 

„ბევრჯერ გავაფრთხილეთ მოსახლეობა, თავი შეეკავებინათ პირუტყვის უმეთვალყურეოდ გამოშვებისგან, თუმცა ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინეს. საქონელის წაყვანას მას შემდეგ შეძლებენ, რაც ჯარიმას გადაიხდიან,“  – თქვა დავით ასამბაძემ.

 

პირუტყვი ადლიაში, სპეციალურად მოწყობილ სადგომზე გადაიყვანეს. მეპატრონეებს თითო სულზე 50 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდის შემდეგ ექნებათ მისი უკან წაყვანის უფლება. 

 

 

მაშველები, რისკები და ზღვა

მირზა ვარშანიძე

„ეს დღე კარგად მახსოვს, ტრაგედია მოხდა მდინარე ჭოროხზე. ტყუპი ძმები იყვნენ წყალში და ერთი დაიხრჩო. მეც ტყუპისცალი ძმა მყავს და ძალიან განვიცადე. ჩემი ძმაც მყვინთავია. ერთად ვმუშაობთ ხოლმე.“

როგორც მირზა ამბობს, ოპერატიულად მოქმედების შემთხვევაში, ზღვაში ჩაძირული ადამიანის გადარჩენის შანსი იზრდება.

„დადიანის შემთხვევა მახსოვს, რომ ამოვიყვანეთ პულსიც კი არ ესინჯებოდა, მაგრამ სასწრაფო დახმარების აღმოჩენის შემდეგ გული ამუშავდა და გადარჩა. ასეთი რამდენიმე შემთხვევა მქონდა“, – იხსენებს მირზა.

ამ ათი წლის განმავალობაში მირზამ 200-ზე მეტჯერ ჩაყვინთა. მირზა ამბობს, რომ ყვინთვა აუცილებლად სპეციალისტმა უნდა გასწავლოს, თვითსწავლა შეუძლებელია.

„წვრთნები თითქმის ყოველდღე გვიტარდება და ყოველ ჯერზე რაღაც ახალს სწავლობ. სიღრმეში, ყოველ 10 მეტრზე წნევა იზრდება, სიფრთხილე აუცილებელია. წესები ზეპირადაც ვიცით, მაგრამ ხელზე მაინც გვიკეთია კომპიუტერული საათი, რომელიც წყალში ყოფნის დროს და მოძრაობის ტემპებს გვიკონტროლებს. ამოსვლის დროს სწრაფი მოძრაობა დაუშვებელია“.

მყვინთავები წყალში, დაახლოებით 40 მეტრის სიღრმეში, 7-8 წუთს ჩერდებიან, შემდეგ კი ისევ ზედაპირზე ამოდიან. თუ ძებნის ობიექტს ვერ მიაგნეს, ისევ უკან ბრუნდებიან.

ერთი მყვინთავი წყალში მარტო არ ჩადის. „შეიძლება აპარატმაც გიმტყუნოს, თუმცა ასეთ დროს დამხმარე მოწყობილობას იყენებ. თუ ისიც გამოვა მწყობრიდან, მაშინ მესამე მყვინთავი გეხმარება, რომელიც ამ პროცესს აკონტროლებს“.

„რისკები ყველგანაა, ზღვაშიც და მდინარეშიც“, – გვეუბნება მირზა, რომელიც ჭოროხზე მომხდარ კიდევ ერთ შემთხვევას იხსენებს: „სატვირთო მანქანა იყო მდინარეში შესული და ვეღარ გამოდიოდა. ძარაზე რვა ადამიანი იყო, ცურვა არც ერთმა არ იცოდა. ძალიან სახიფათო მდგომარეობა იყო, მაგრამ მანქანა უკვე იძირებოდა და სანამ ადამიანებსაც წაიღებდა, შევედით. როცა ცოცხალ ადამიანებს ხედავ, რომლებიც შენ გელოდებიან, ეს ყველაფერს გაბედვინებს“.

ლაშა გაბაიძე

27 წლის ლაშა გაბაიძეც მაშველია. პროფესიით მეზღვაურია, თუმცა მეექვსე სეზონია, რაც სამაშველო სამსახურში მუშაობს. “ბავშვობაში ზღვასთან ახლოს ვცხოვრობდი და თითქმის მთელ დღეებს ზღვაზე ვატარებდი. ცურვა ექვსი წლისამ ვისწავლე“, – გვიყვება ლაშა.

პირველად 19 წლის ასაკში დასჭირდა ადამიანს მისი დახმარება. „სომეხი ტურისტი იყო, კაფე „ტარაბუას“ წინ ზღვაში ნასვამი შევიდა და იხრჩობოდა. მაშინ ამხელა გამოცდილება არ მქონდა. გამიჭირდა მისი გამოყვანა და მეწყვილე დამეხმარა. დღეს გაცილებით მეტი პრაქტიკა მაქვს, პასუხისმგებლობაც გაცილებით მეტია და მუდმივად ვაკვირდები დამსვენებლებს, რომ ვინმე არ შევიდეს ნასვამ მდგომარეობაში“.

მაშველები ადამიანებს დახმარებას არა მარტო ზღვაში, ხმელეთზეც უწევენ: „ამასწინათ პატარა ბავშვი იყო ნაპირზე და ცუდად გახდა. ეპილეფსიური შეტევა ჰქონდა. ატყდა ერთი ამბავი, მაგრამ სასწრაფო დახმარება აღმოვუჩინეთ და გადარჩა.

მაშველები სამუშაოს დაწყებამდე ნორმატივებს აბარებენ. „ცურვაში ასმეტრიან დისტანციაზე და ფიზიკურ ნორმატივებს. ვსწავლობთ პირველადი დახმარების წესებს მზის დაკვრის ან სხვა შემთხვევების დროს მოქმედებებისთვის“, – ამბობს ლაშა.

ძლიერი ღელვის დროს მაშველს ადამიანი ნაპირზე არ გამოჰყავს. ასეთ შემთხვევაში რისკი იზრდება. „თუ ადამიანს გონება აქვს დაკარგული, შესაძლებელია ტალღებმა წაგართვას“, ამიტომ მაშველი შედის ზღვის სიღრმეში და ელოდება სამაშველო სკუტერს. „ასეთ მდგომარეობაში საკმაოდ დიდხანს შემიძლია გაჩერება, თუმცა სკუტერი დროულად მოდის ხოლმე.

60-70 ადამიანი მეყოლება გადარჩენილი.“ – ამბობს ლაშა. თუმცა ყოფილა შემთხვევა, როცა დახმარება ვერ მოუხერხებიათ. – „მეზობელ საგუშაგოზე დაიხრჩო ერთი კაცი. სწრაფად ჩაიძირა და ვეღარ იპოვეს.“

მაშველთა საგუშაგოს აუცილებელი ატრიბუტებია: მალიბუ, რაციები, სამაშველო რგოლი, დურბინდები, ხელოვნური სუნთქვისთვის საჭირო აღჭურვილობა და პირველადი სასწრაფო დახმარების აფთიაქი.

„თუ დანაშაული გვაქვს ჩადენილი – გვითხრან, თუ არა, რატომ გვაცლიან ლუკმას“

ძმები „ბათუმელებთან” საუბარს იმით იწყებენ, რომ ცხოვრებაში არ ჰქონიათ შეხება პოლიციასთან. არასოდეს ჩაუდენიათ არანაირი დანაშაული და მათ სახელზე ერთხელ გამოწერილი დაჯარიმების ქვითარიც კი არ არსებობს. ამის მიუხედავად, სახელმწიფო მათ გადაადგილების უფლებას უზღუდავს.

რამაზ და ომარ რომინაძეები ოზურგეთში ცხოვრობენ. ბოლო 10 წელია თურქეთში დადიოდნენ – თხილსა და ჩაის კრეფდნენ და ასე არჩენდნენ ოჯახებს. ძმებს ორ-ორი შვილი ჰყავთ. გასულ წელს რომინაძეებმა იყიდეს მიკროავტობუსი და „ცოტა ადამიანური სამუშაო პირობები შეიქმნეს“, მგზავრების გადაყვანა დაიწყეს ტრაბზონის მიმართულებით. მათი პრობლემებიც სწორედ მაშინ დაიწყო – სარფში, ქართულ მხარეს, მებაჟეები მათ ხან აძლევენ საზღვრის გადაკვეთის უფლებას, ხან – უარით ისტუმრებენ.

რამაზ და ომარ რომინაძეები

„წარმოიდგინე, მიგყავს მგზავრები და საბაჟოზე მისულს გეუბნებიან, რომ არ გაგიშვებენ. მერე იმართლე თავი. ასე კლიენტსაც კარგავ და ეჭვის თვალითაც გიყურებენ. თუ რამე დანაშაული გვაქვს ჩადენილი, ან გვითხრან, ან დაგვაკავონ. თუ არა, რატომ გვაცლიან ლუკმას“, – ამბობს რამაზ რომინაძე და დასძენს, რომ 2015 წელს 20-ჯერ მაინც გადავიდა თურქეთში, მაგრამ უფრო მეტჯერ არ გაუშვეს. შესაბამისად, მისთვის სწორედ ის არის გაუგებარი, ან რის საფუძველზე არ უშვებენ, ან როცა აძლევენ საზღვრის კვეთის უფლებას, ამას რის საფუძველზე აკეთებენ.

ძმებს საბაჟოზე მყოფმა პატრულის თანამშრომლებმა ურჩიეს, სიტუაციის გასარკვევად საცხოვრებლის მიხედვით პოლიციის განყოფილებას ან შს სამინისტროს მიმართონ. ეს რეკომენდაცია რომინაძეებმა გაითვალისწინეს. როგორც თავად ამბობენ, ოზურგეთის პოლიციის განყოფილებაში მათ უთხრეს, რომ ძმებს ბიოგრაფიაში სამართლებრივი ლაქები არ აქვთ.

განყოფილებიდან მიღებული განმარტების შემდეგ, 2014 წლის დეკემბერში, რამაზ რომინაძემ საქართველოს საპატრულო პოლიციას მიმართა განცხადებით. მათ 25 დეკემბერს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სისტემური მართვის სამმართველოს უფროსის მამუკა იმერლიშვილის ხელმოწერილი წერილი მიიღეს, რითაც ირკვევა, რომ მამუკა იმერლიშვილმა რამაზ რომინაძის განცხადება გადაუგზავნა შს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, გიორგი სახოკიას. რამაზ რომინაძეს სხვა განმარტება გაგზავნილ განცხადებაზე სამინისტროდან აღარ მიუღია.

შს სამინისტროს პრესცენტრს ძმების პირადი ნომრები და სხვა მონაცემები `ბათუმელებმაც~ გადაუგზავნა და კომენტარის გაკეთება სთხოვა. პრესცენტრში თქვეს, რომ ამ ინფორმაციის მისაღებად სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს უნდა მივმართოთ. იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიურო ძირითადად არ რეაგირებს „ბათუმელების“ მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, რომინაძეებთან დაკავშირებით შს სამინისტროსთვის ძმების თაობაზე წერილობითი კითხვები არ გაგვიგზავნია.

რომინაძეებმა საკუთარ უფლებებში გასარკვევად ადვოკატ ირაკლი შავაძეს მიმართეს. ერთ-ერთი მორიგი ინციდენტის დროს ადვოკატი სარფში, საბაჟოზე ჩავიდა, რის შემდეგაც ძმები საზღვარზე მართლაც გაატარეს. ირაკლი შავაძე ამბობს, რომ ძმებს არ უნდოდათ მათი პრობლემის მედიამდე მიტანა, რადგან ეშინოდათ, რომ სამართალდამცავების გაღიზიანებას გამოიწვევდნენ, მაგრამ 6 აგვისტოს შემდეგ, როცა მათ კიდევ ერთხელ უთხრეს უარი საზღვარზე, სხვა გზა აღარ დარჩათ: „ეს ადამიანები და მათი ოჯახები, ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშე რჩებიან. რომინაძეებს სურთ მიიღონ ოფიციალური პასუხი, თუ რატომ უზღუდავენ საზღვარზე გადაადგილებას, რის შემდეგაც მივმართავთ სასამართლოს და იმ ზიანის ანაზღაურებას მოვითხოვთ, რაც მათ მიადგათ ან მიადგებათ. ეს ადამიანები საკუთარი ძალებით დასაქმდნენ, მაგრამ სახელმწიფო ხელს უშლის. მისცენ საქართველოში სამუშაო და საერთოდ აღარ იფიქრებენ თურქეთში გადასვლაზე“.

ბოლო კითხვა, რაც „ბათუმელებმა“ ძმებს დაუსვა იყო შემდეგი – ხომ არ გყავთ ისეთი ნათესავი, რომელიც ისლამურ სახელმწიფოს თანაუგრძნობს. პასუხი იყო – „არა, გამორიცხულია“.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის უფროსის ახალი თანამდებობა

 

ნათია სირაბიძე


ნათია, ვისი  გადაწყვეტილება იყო მთავრობის პრესსპიკერის თანამდებობის  დატოვება და რა მიზეზებმა განაპირობა?

 

– დაახლოებით ორი თვით ადრე ძალიან კარგი ვაკანსია გამოცხადდა საერთაშორისო ორგანიზაციაში და ეს იყო ჩემთვის შანსი, რომ დავბრუნებულიყავი მედიაში. ამჟამინდელი ფუნქციით მედიაორგანიზაციებს უნდა დავეხმარო, როგორც ორგანიზაციულ საკითხებში, ასევე მარკეტინგისა და პრომოუშენის მიმართულებით, იმისათვის, რომ მედიაორგანიზაციებმა შეძლონ ბიზნესის წარმოება. ეს იმდენად  საინტერესო იყო ჩემთვის, რომ შევათანხმე მთავრობის თავმჯდომარესთან და თვითონაც მოიწონა ჩემი გადაწყვეტილება. კონკურსი ჩატარდა და გავიმარჯვე. გარკვეული პერიოდი ვერ გადმოვედი, რადგან იქ დასალაგებელი იყო საქმეები. კონკურსი ჩატარდა ივნისში და ივლისში გადმოვედი თბილისში.

 

ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენთვის არასამთავრობო ან დონორ ორგანიზაციებში უფრო საინტერესოა მუშაობა, ვიდრე საჯარო სამსახურში?

– სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდი მთავრობაში, ავაწყე ერთიანი, კოორდინირებული სისტემა, შევიმუშავე საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკა და ეს სისტემა ვიცოდი, რომ გააგრძელებდა მუშაობას, ამიტომ ვიფიქრე, ჩემთვის უფრო საინტერესო იქნებოდა, მედიის სფეროს დავბრუნებოდი.

 

არჩილ ხაბაძის განცხადებაში ჩანდა, რომ თქვენ რაღაცით უკმაყოფილო იყავით. მან თქვა, რომ უფრო უკეთეს ადგილს შევთავაზებთ და დავაბრუნებთო. გამოხატეთ რაიმე უკმაყოფილება და კონკრეტულად რის მიმართ?

 

– ხაბაძის ეს კომენტარი არ მახსოვს. არანაირი უკმაყოფილება არ იყო, უბრალოდ უფრო საინტერესო შემოთავაზება იყო და როგორც მახსოვს, არჩილმაც თქვა, რომ კვალიფიციური კადრია და კარგი შეთავაზება აქვსო.

თქვენ თქვით, რომ მედიის სფერო უფრო საინტერესო იყო, ვიდრე მთავრობის თავმჯდომარის აპარატში მუშაობა, განათლების მინისტრის მოადგილეობა რითია უფრო საინტერესო, რადგან აპირებთ, რომ დატოვოთ IღEX-და ისევ საჯარო სამსახურში დაბრუნდეთ?

 

– არჩილმა კარგად იცის ჩემი ხასიათი, რომ მუდმივად მინდა რაღაც ახალი ვაკეთო და მქონდეს ინიციატივები. რადგან სურვილი იყო, რომ ისევ გუნდში ვყოფილიყავი, ისევ ერთიანი საქმე გვეკეთებინა, გადაწყვიტა, რომ უფრო საინტერესო იქნებოდა ჩემთვის კულტურის მიმართულება და მეც დავთანხმდი.

 

რატომ არის ეს სფერო თქვენთვის საინტერესო?

– რაც კეთდება, ბევრი რამის უკეთ გაკეთება შეიძლება. იგივე ფონდებთან ურთიერთობით შეიძლება უფრო მეტი დაფინანსების მოპოვება სტუდენტებისთვის, კულტურის კუთხით და მეც ამიტომ მომეწონა.

 

არჩილ ხაბაძემ ერთხელ თქვა, რომ მთავრობას აკლია პიარი. თქვენ, როგორც პიარტექნოლოგიების სპეციალისტი, როგორ ფიქრობთ, რატომ მივიდა არჩილ ხაბაძე ამ დასკვნამდე, მაშინ როცა ამ სფეროს სპეციალისტი ჰყავდით სამსახურში?

– ამაში არჩილ ხაბაძემ ის იგულისხმა, რასაც ზოგადად საზოგადოებაში ამბობენ. ხალხს მიაჩნია, რომ კარგი პიარი კეთდება მაშინ, როცა კონკრეტული ადამიანი ჩანს ყველგან, როცა სადმე რაღაც ხდება. რეალურად, საზოგადოების დაკვეთა იყო, რომ მთავრობას ეკეთებინა საქმე პიარის ნაცვლად. მაგრამ დღეს არის განწყობა, რომ საქმე კეთდება, მაგრამ პიარი არ ვარგა. სააკაშვილის დროს ტელევიზიები მთავრობის დაქვემდებარებაში იყო და ახლა, დემოკრატიულ სახელმწიფოში, პიარის კეთება საკმაოდ რთულია. 

 

მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ამით მთავრობაც უკმაყოფილო დარჩა.

– უკმაყოფილო რომ ყოფილიყო, მაშინ შეიძლება სხვა შედეგი მოჰყოლოდა ამას და არ დამაბრუნებდა.

 

ვინ შეგცვლით თქვენ, გაუწიეთ ვინმეს რეკომენდაცია?

– რამდენიმე კანდიდატია როგორც ჩვენი გუნდიდან, ასევე გარედან. თუმცა, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

 

თქვენ თქვით, რომ არ გიყვართ ერთ ადგილზე ყოფნა, რამდენად გრძელვადიანია თქვენი ახალ თანამდებობაზე ყოფნა და შესაძლებელია, რომ თქვენი ამ სამინისტროთი დაინტერესება მინისტრობით დასრულდეს?

– მე ჩემს საქმეს გავაკეთებ და გია [მინისტრი თავამაიშვილი] იმდენად კვალიფიციური ადამიანია, რომ ამ თანამდებობამდე ალბათ დიდხანს ვერ მივალ. ნამდვილად არ მაქვს მიზანი, რომ ვინმეს ჩავენაცვლო. სამომავლოდ, 2016 ან 2017-ში ჰარვარდში, კენედის პოლიტიკურ სკოლაში ვაპირებ ჩაბარებას.

 

ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი წლის შემდეგ შესაძლებელია სამინისტროც დატოვოთ?

– ისე დავგეგმავ ყველაფერს, რომ არავინ დაზარალდეს.

 

 პოლიტიკური კარიერის გაკეთებას აპირებთ?

– მოვლენები გვიჩვენებს. თუმცა, პოლიტიკური სკოლა იძლევა შესაძლებლობას, რომ აკადემიური მიმართულებით გავაგრძელო მუშაობა და თუ დავამთავრებ, აუცილებლად ვასწავლი კიდეც ამ სკოლაში ქართული პოლიტიკის შესახებ.

წიგნები ბათუმში დღეს ახალი წიგნების პრეზენტაციას მართავს

 

კასანდრა კლერის “სასიკვდილო იარაღებზე“, რომელიც მთარგმნელმა გიორგი რაზმაძემ თარგმნა, სპეციალური ფასდაკლება მოქმედებს. მსურველებს მთელი დღის განმავლობაში წიგნის შეძენა 20 ლარის ნაცვლად, 12 ლარად შეეძლებათ.

 

წიგნებზე ფასდაკლების აქცია 15 აგვისტოს დილის 10 საათიდან საღამოს 11 საათამდე იქნება. 

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სასაფლაოების მოწყობისათვის სათანადო ნებართვის მოპოვებაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც  ითვალისიწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

 

 

ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვიის ადაპტირებული მუსიკალური ღონისძიება

 

 

DJ-ს ჩამოტანილი აქვს აპარატურა “Subpack”, რომლის მეშვეობითაც ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანი შეიგრძნობს მუსიკას ვიბრაციითა და სხვა შეგრძნებითი ეფექტებით.

 

მოწყობილობა შედგება ზურგჩანთის, ყურსასმენისა და დეკოდერისგან.

 

 

საღამოს დაესწრებიან ყრუთა კავშირის წარმომადგენლები და სხვა შშმ პირები.

ქობულეთში ზღვამ დელფინი გამორიყა

 

ქობულეთის გამგეობის ინფორმაციით, “სანდასუფთავების” თანამშრომლები წასული არიან დელფინის წამოსაღებად.

 

 

სუიციდის სტატისტიკა საქართველოში [ინფოგრაფიკა]

 

შს სამინისტროს სტატისტიკას თვითმკვლელობების შესახებ, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი (IDFI) ავრცელებს.

 

 

 

 IDFI-ის 2011 წელს თვითმკვლელობის მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ 2008-2010 წლების სტატისტიკური მონაცემები მიღებული აქვს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან. რომელთა მიხედვით 2008 წელს სუიციდის 67 შემთხვევა ფიქსირდება, 2009 წელს – 188 შემთხვევა, ხოლო 2010 წელს – 113  შემთხვევა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით აღნიშნული მონაცემები ეფუძნება სამედიცინო დაწესებულებებიდან და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან მიღებულ მონაცემებს. 

წყალქვეშა ტურიზმი – შესაძლებლობა, რომელსაც ვერ ვიყენებთ

ბატონო დავით, რა პოტენციალი არსებობს წყალქვეშა ტურიზმის განვითარებისათვის საქართველოში, აჭარაში და რამდენად რეალურია ამ მიმართულებით ტურიზმის განვითარება?

იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთი დაკარგულია და იქ დიდი პოტენციალი იყო წყალქვეშა ტურიზმის განვითარებისთვის, განსაკუთრებით გუდაუთა-ბიჭვინთის სანაპირო ზოლში, სადაც იყო ყველაზე კარგი წყალქვეშა სანახაობა, ყველაზე კარგი პოტენციალი საქართველოს შავზღვისპირეთში აქვს, განსაკუთრებით სარფი-კვარიათის ზონაში. სამწუხაროდ, აქ გვაქვს არასწორი მიდგომა, სანაპირო ზოლის გამაგრება, ერთი მხრივ, სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ, მეორე მხრივ, დაზიანდა ძალიან კარგი წყალქვეშა სანახაობა. შესაძლებელი იყო სანაპიროს გამაგრება ისე, რომ წყალქვეშა ლანდშაფტი არ დაზიანებულიყო, რომელიც ღირებულია ტურისტებისთვის. ფაქტობრივად, ნახევარი სანაპირო ამ თვალსაზრისით დაზიანებულია, თუმცა შესაძლებელია ბევრი რამის გაკეთება, სახელწიფოსა და ინვესტორების მხარდაჭერით. წყალქვეშა ტურიზმის განვითარების შესაძლებლობა არის ციხისძირშიც და ასევე, მწვანე კონცხზე, რომელიც ადრე უფრო კარგი იყო, ახლა აქ დიდი ოდენობის ნატანი შემოდის და წყალქვეშა კლდეები, სადაც თევზი გროვდება, მოლუსკები ვითარდება, ნატანმა დაფარა. ახლა იქ ხუთი მეტრი სიღრმეზე მთავრდება სანახაობა და იწყება წყალქვეშა უდაბნო, რომელიც ტურისტისთვის ინტერესს არ წარმოადგენს.

რისი ნახვის შესაძლებლობა აქვთ წყალქვეშა ტურიზმის მოყვარულებს ჩვენთან?

წყალქვეშა ტურიზმში არის ბევრი მიმართულება, მსოფლიოში დაივინგს უკვე 70-წლიანი ისტორია აქვს, თუმცა ჩვენთან ეს დარგი არ არის განვითარებული, სანახაობაც ამ მოცემულობით ცოტა გვაქვს. ტურისტებს აინტერესებთ ჩაძირული ობიექტები, წყალქვეშა ლანდშაფტი, თევზების მრავალსახეობა. ჩვენ არა გვაქვს მარჯნის რიფები, როგორც მაგალითად, ეგვიპტეშია, რჩება თევზის სანახაობა და ჩაძირული ობიექტები. ვგულისხმობ ჩაძირულ ისტორიულ გემებს და ქალაქებს. ჩაძირული იპოდრომია ფოთთან, მაგრამ იქ წყალში მხედველობა არ არის, შესაბამისად, ეს ადგილი გამოუყენებელია.
როცა წყალქვეშ არ არის ბუნებრივი სანახაობა, მრავალ ქვეყანაში აკეთებენ ხელოვნურ განაშენიანებას, ძირავენ ძველ გემებს, ისტორიებს იგონებენ, მუზეუმებს აკეთებენ, მთელი ინდუსტრია იქმნება, რომელსაც მოაქვს სერიოზული შემოსავალი.

როგორც ვიცი, გქონდათ არაერთი მცდელობა ხელისუფლების დაინტერესების თვალსაზრისით. თქვენი აზრით, რატომ იკავებს თავს ხელისუფლება?

მესამე მთავრობაა უკვე, რომელთანაც ვცდილობთ ამ თემაზე საუბარს. 20 წელი ვმუშაობთ ამ საკითხზე, მარიკულტურაზე, დაივინგზე. იტალიის მთავრობამ მიმიწვია და ოქროს მედლით დამაჯილდოვა საქართველოში მარიკულტურის განვითარებისა და წვლილის შეტანისთვის, იქვე გავიარე სტაჟირება. იყო საუბარი, რომ იტალიის მთავრობა აძლევდა საქართველოს მთავრობას 3 მილიონ დოლარს გრანტის სახით, ეს იყო ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის დამსახურება. პირველი უცხოური ინვესტიცია მეთევზეობაში შემოტანილია ჩვენი ორგანზიციის მიერ, ეს იყო დანიური ინვესტიცია 1994 წელს. საქართველოს მთავრობას ზღვისპირეთის მდგრადი განვითარების გეგმა დღმდე არა აქვს. უპირატესობას ანიჭებენ ტერმინალებსა და პორტებს და იგნორირებულია სხვა დარგების განვითარება, იგივე წყალქვეშა ტურიზმი, თევზების მოშენება და ა.შ.
გაგზავნილი გვაქვს წერილები ეკონომიკის სამინისტროში, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელ არჩილ ხაბაძესთან, ტურიზმის დეპარტამენტში, ბათუმის მერ გიორგი ერმაკოვთან… დადასტურების პასუხი მომივიდა მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროდან. სხვა არც შეგვხმიანებია. მქონდა თბილისში ტურიზმის დეპარტამენტთან შეხვედრა, მაგრამ მიიჩნევენ, რადგან ზღვას ეხება, ეს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საქმეა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ფუქციები და ბიუჯეტი ამ პროექტებს დაძვრის საშუალებას ვერ მისცემს.
სამწუხაროდ, საქართველოში ყველაფერს წყვეტს ერთი ან ორი ადამიანი, ეს არის პრობლემა.

რა ტიპის მხარდაჭერას ითხოვთ მთავრობისგან?

თუ არ მოგვეცა ყველაფრის შესწავლის საშუალება, დატესტვის, წყალქვეშა დინებების შესწავლის, ვერაფერს გავაკეთებთ. ჩვენ არ შეგვიძლია დამოუკიდებლად ასეთი სახის წყალქვეშა კვლევის ჩატარება და დეკორაციული ნაგებობის საკუთარი სახსრებით აგება, ზღვაში ჩაძირვა. მითუმეტეს, რომ ზღვაში ნებისმიერი ნაგებობის ჩაძირვისთვის ნებართვაა საჭირო. ასეთი ნაგებობა აღნიშნული უნდა იყოს საზღვაო რუკაზე, კარგად უნდა იყოს დაცული და გაკონტროლებული, რათა მას არ წამოედოს სათევზაო ხომალდებიდან ჩაშვებული ბადეები და არ დააზიანოს, ან საერთოდ არ დაანგრიოს ეს ნაგებობები. ასე რომ, ჩვენი ძალებით ეს ვერ გამოვა.
2014 წელს გონიო-კვარიათში წყალქვეშ ხელოვნური პარკის მოწყობის პროექტის პრეზენტაცია თურქეთში, ტრაბზონში, შავი ზღვის ქვეყნების სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო შეხვედრაზე წარმოვადგინე, პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა საქართველოს მთავრობის დაინტერესება ვერ შევძელი ამ დრომდე.

დავუბრუნდები შეკითხვას პროექტის ღირებულების შესახებ. დაახლოებით რა დაჯდება წყალქვეშა ტურიზმის განვითარება აჭარის სანაპიროზე?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რისი გაკეთება გვინდა. გააჩნია, რა სეზონზე გვინდა ამის გაკეთება, მხოლოდ ზაფხულზე შევჩერდებით თუ სხვა სეზონებზეც. წყალქვეშა ტურიზმი მხოლოდ ზაფხულის სეზონზე არ არის მიბმული, ჩვენი სანაპირო წყლები თბილია, ფაქტობრივად, მთელი წლის მანძილზე შეიძლება მუშაობა, დაივინგით დაინტერესებულებს რუჯი არ აინტერესებთ, მათ სჭირდებათ წყალქვეშა სანახაობა. ფასი ასევე დამოკიდებულია იმაზე, ერთ გემს ჩავძირავთ თუ სხვა რამესაც გავაკეთებეთ, რა რაოდენობის ტურისტებზე გვინდა გათვლა, რა ტურებზე… სახელწიფოს მხარდაჭერის გარეშე ეს არ გამოვა. წყალქვეშა ტურიზმი ძალიან დიდი შემოსავალია. წყალქვეშა ტურიზმის ბრუნვა მსოფლიოში სამ მილიარდ დოლარს აღწევს და ამ თანხიდან ვერც ერთ კაპიკს ვერ იღებს საქართველოს ბიუჯეტი, რადგან არ აქვთ ინტერესი, არ ესმით და არც სპეციალისტებს უსმენენ, არც გვყავს სამწუხაროდ სპეციალისტები, სულ ერთი-ორი სპეციალისტი ვართ საქართველოში.
წყალქვეშა ტურიზმის განვითარება აჭარაში მოგვცემდა შესაძლებლობას, დაგვეძლია სეზონურობის პრობლემა. არის კვარიათში, სარფში სასტუმროები, რომლებიც სეზონის შემდეგ იკეტება. თუ ჩვენ გვექნება განვითარებული წყალქვეშა ტურიზმი, მივიღებთ სულ სხვა სიტუაციას, ტურისტები ჩამოვლენ, სასტუმროები დაიტვირთება და ეს ყველაფერი ქვეყანაზე სასიკეთოდ აისახება.
უამრავი რამის გაკეთება შეიძლება წყალქვეშ, არაერთ ქვეყანას აქვს ამის გამოცდილება, აშენებ ხელოვნურ პარკებს, სასახლეებს, მუზეუმებს, გემებს… ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ისტორია გავაცოცხლოთ წყალქვეშა სამყაროში, ანტიკური სამყარო თუ სხვა პერიოდი, ეს ძალიან პერსპექტიული იქნება ქვეყნისთვის.

2010-2011 წლებში იყო გარკვეული მცდელობა წყალქვეშა ტურიზმის განვითარების. გემიც კი ჩაძირეს კვარიათში. რა ბედი ეწია ამ გემს?

დიახ. კვარიათში ჩაძირეს ძველი გემი „ვლადიმერ ფაჩულია“, სადაც მიხეილ სააკაშვილმა 2011 წლის ზაფხულში ჩაყვინთა. ეს გემი სწრაფად და არასწორად ჩაძირეს, 15 მეტრის სიღრმეზე, მაშინ, როცა სიღრმე უნდა ყოფილიყო 20 მეტრი, ესაა ყველაზე პოპულარული და გამართლებული სიღრმე. იმდენად არასწორი ადგილი და სიღრმე შეარჩიეს, რომ დღეს ამ გემისგან არაფერია დარჩენილი. სხვათა შორის, რამდენი დაიხარჯა ამ გემის შესაძენად, დღემდე ვერ გავარკვიე. საუბარი დიდ თანხზე იყო.

ელექტრონული მუსიკის დღეები ბათუმში

 

 

ფესტივალის განრიგი:


თარიღი: 18 აგვისტო
დრო, მონაწილეები და ადგილი:

23:00 – Max the Sax – საფესტივალო კლუბი


თარიღი
: 19 აგვისტო
დრო, მონაწილეები და ადგილი:

23:00 – Max the Sax – საფესტივალო კლუბი


თარიღი
: 20 აგვისტო
დრო, მონაწილეები და ადგილი:

13:00-19:00 – გიო შენგელია / DJ ერიქსონ / DJ კობერტ – საფესტივალო კლუბი
20:00 – City Sound – ბათუმის კორტები


თარიღი
: 21 აგვისტო
დრო, მონაწილეები და ადგილი:

13:00-19:00 – გიო შენგელია / DJ ერიქსონ / DJ კობერტ / Vincent Volt / Hvl – საფესტივალო კლუბი
20:00 – City Sound – ბათუმის კორტები
20:00 – მუსიკა საზღვრებს გარეშე – ბათუმის ხელოვნების ცენტრი


თარიღი
: 22 აგვისტო
დრო, მონაწილეები და ადგილი:

12:00 – გამოფენა “აბრეშუმის გზა” (22.08-31.09) – თანამედროვე ხელოვნების ცენტრი
13:00-19:00 – გიო შენგელია / DJ ერიქსონ / DJ კობერტ / vako T / lasha guruli – საფესტივალო კლუბი
20:00 – City Sound – ბათუმის კორტები


თარიღი
: 23 აგვისტო
დრო, მონაწილეები და ადგილი:

20:00 – მუსიკა საზღვრებს გარეშე – ბათუმის პიაცა
22:00 – გიო შენგელია – საფესტივალო კლუბი

წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ხუცუბანში

 

სამშენებლო სამუშაოებისთვის, რომელსაც კომპანია „წყალკანალ რემშენი“ აწარმოებს, ბიუჯეტიდან 1 160 000 ლარია გათვალისწინებული.


ინფრასტრუქტურული პროექტი ოქტომბრის თვეში დასრულდება, რომლის შემდეგაც მოსახლეობას სასმელ-სამეურნეო წყალი 24 საათის განმავლობაში მიეწოდება.

 

შსს-ს საპატრულო პოლიციამ კოდეინის შემცველი 80 აბი ამოიღო

სამართალდამცველებმა,  1967 წელს დაბადებული ვაღინაკ გ.-ს კუთვნილი ავტომანქანიდან 80 აბი სამედიცინო პრეპარატი „კოდოლიპრანი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,76 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება კოდეინს შეიცავს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

ჭაბუკთა შორის ჭიდაობაში თორნიკე ქათამაძე ევროპის ჩემპიონი გახდა


ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატი 4-5 აგვისტოს სერბეთის ქალაქ სუბოტიცაში გაიმართა.

საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში 83 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

თორნიკე ქათამაძე მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 25-30 აგვისტოს ბოსნია და ჰერცოგოვინის დედაქალაქ სარაევოში გაიმართება.

 

მოედანი სოფელს

საფეხბურთო მოედანი საჩინოს ცენტრიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით, მდინარის პირას, გზის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. მასზე მოხვედრა მდინარეზე გადებული რკინის კონსტრუქციითაა შესაძლებელი.

მოედანს ერთ მხარეს მდინარე და ყანა, ხოლო მეორე მხარეს ხეები აკრავს. მწვანე გაუცვეთავ კორდზე ფეხბურთის სათამაშოდ ორი რკინის კარი დგას ბადეების გარეშე.

„ეს მოედანი 1970 წელს გაკეთდა, მაშინდელი კოლმეურნეობის თავმჯდომარის ვალერი ბოლქვაძისა და პარტორგანიზაციის მდივნის სულიკო ბერიძის და მასწავლებლის გივი ფირცხალიშვილის ინიციატივით. მოედნის ადგილას სანერგე მეურნეობა იყო – ჩითილები გამოჰყავდათ აბრეშუმისთვის. ამის მერე 105 მეტრის სიგრძისა და 75 სიგანის, ფიფას სტანდარტების საფეხბურთო მოედანი გაკეთდა, რომელიც სამი სოფლის: აჭყვის, წითელი ოქტომბრისა და საჩინოს საერთო მოედანი იყო. საბჭოთა კავშირი იყო მაშინ და საკავშირო მნიშვნელობის სხვადასხვა ტურნირი ტარდებოდა აქ.

მაშინდელ ერთ-ერთ დეპუტატს გასახდელებისა და ტრიბუნების მოწყობაც სურდა, მაგრამ ვეღარ მოხერხდა. საჩინოს ფეხბურთის გუნდი ჰყავდა ყოველთვის, რომელიც მონაწილეობდა რაიონულ და აჭარის რეგიონალურ პირველობაზე და ბევრი თასი აქვს აღებული. მათ შორის რაიონული თასი.
“ამ მოედანზე ვთამაშობდი ბავშვობაში, აქ ვარ გაზრდილი. მოგვიანებით გავიგეთ, რომ მოედანი 2008 წელს გასხვისებულა. მოსახლეობაში გავრცელდა ინფორმაცია – მოედანი უნდა დაითხაროს და კოტეჯები თუ რაღაც ამდაგვარის მშენელობა უნდა დაიწყოსო. ამიტომ გადავწყვიტეთ ეს პროცესი გვეწარმოებინა. თავიდან დახმარება აღგვითქვა ანზორ თხილაიშვილმა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სახელზე გაკეთებული ჩვენი განცხადება გადააბარეს. მისი შუამდგომლობით ქობულე “ბათუმელებს” საჩინოს მცხოვრები, 1985-1987 წლებში ქობულეთის „შუქურას“ ფეხბურთელი და მოსახლეობის ერთობლივი განცხადების ერთ-ერთი ავტორი ემზარ ხალვაში.

ქობულეთის აღიარების კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემდეგ საქმე პროკურატურას გადაეცა და სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ქობულეთის საკუთრების აღიარების კომისიის მაშინდელი თავმჯდომარის მოადგილის სულხან ტაკიძის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალად დაედო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლი) და საჩინოში მცხოვრებ ირმა ჩელებაძის საკუთრებაში მოედნის გადაცემა.

რატომ გაასხვისა კომისიამ მოედანი?

„ეს ტერიტორია როგორც მოედანი, არსად არ იყო რეგისტრირებული და იურიდიული სტატუსი არ ჰქონდა მინიჭებული. ეს იყო ჩვეულებრივი განცხადება, ასეთი დაახლოებით 30 000 განცხადებაა კომისიაში შემოსული. ჩვენ, უბრალოდ, ადგილზე ვერ ვამოწმებდით იმის გამო, რომ უამრავი განცხადება გვქონდა. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი მასალებით იღებდა კომისია გადაწყვეტილებას“, – უთხრა „ბათუმელებს“ სულხან ტაკიძემ.
სულხან ტაკიძის ერთ-ერთი ადვოკატის მიხეილ მიქანაძის თქმით, ირმა ჩელებაძის წარმოდგენილ მასალებში შედიოდა განცხადება და საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

რატომ უნდა დარჩეს სოფლის საკუთრებაში მოედანი?
„სპორტსმენი ვიყავი და ვიცი, მოედანი რას ნიშნავს. დასავლეთ საქართველოში ანალოგიური მოედანი არ არის. როცა აქ სანერგე იყო, სილა იყრებოდა ხშირად, ამიტომ ნიადაგი სილანარევია და მოედანს ბუნებრივი დრენაჟი აქვს, რაც არ უნდა წვიმა იყოს, არ იტბორება მინდორი. სოფლისთვის მახვილის ჩაცემა იქნება ამ მოედნის გასხვისება“, – გვითხრა ემზარ ხალვაშმა.

ამ მოედანზე ამჟამად, გარდა სოფლის ბავშვებისა, სხვადასხვა გუნდი მოდის სხვადასხვა ადგილიდან და ვარჯიშობს. მაგალითად, გასულ კვირას მარნეულიდან და თბილისიდან ჩამოსული ბავშვები ვარჯიშობდნენ.
„ასე იყო შარშან, შარშანწინ, ასე იყო ყოველთვის. მომავალი თაობისთვისაა ეს სტადიონი, თორემ ჩემი ხნის კაცს აღარ სჭირდება“, – უთხრა “ბათუმელებს” საჩინოს ერთ-ერთმა მკვიდრამა, ყოფილმა ფეხბურთელმა ასლან გორჯელაძემ.
„არ მინდა კერძო პიროვნება გამოვიდეს და მითხრას, რომ ეს სტადიონი არის მისი და უფლება არ მაქვს შევიდე. სტადიონის დაარსებიდან ვთამაშობდი აქ და დღესაც მაქვს უფლება, ჩავიდე ჩემს შვილიშვილებთან ერთად და ვითამაშო. სტადიონი იყო სოფლის და გვინდა, რომ დარჩეს ისევ სოფელს“, – დასძენს ასლან გორჯელაძე.

დაუბრუნდება თუ არა სოფელს საკუთრებაში მოედანი, სასამართლო გადაწყვეტს. ამჟამად მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს. მორიგი სასამართლო პროცესი პირველ ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება და მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.

პატიმრების წამების საქმე 13 აგვისტოს მდგომარეობით

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაგეგმილია ბრალდების მოწმეების დაკითხვა. მოწმის სტატუსით პროკურატურა პატიმრებს და ყოფილ პატიმრებს ჰკითხავს. 

 

ყველა მათგანი ერთი და იგივე შინაარსის ამბავს ყვება: მე-3 საპყრობილეში ყოფნის დროს, როცა საპყრობილის დირექტორი გიორგი ვეკუა ხოლო რეჟიმის უფროსი ზაზა ჯიქია იყო მათ არაადამიანურ ექცეოდნენ, სცემდნენ და აწამებდნენ.

 

მე-3 საპყრობილის ხელმძღვანელად გიორგი ვეკუა 2009 წელს დაინიშნა, პატიმრები ამბობენ რომ მათი ყოფა საპყრობილეში სწორედ ამ პერიოდიდან გაუარესდა. 

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პატიმრებმა საერთო განცხადებით მიმართეს პროკურატურას, ძიებამ სწორედ მათი განცხადების საფუძველზე დაიწყო.  საქმეში ასამდე დაზარალებულია. ბრალდებულები გირაოთი  არიან გათავისუფლებულები. ისინი თავს უდანაშუალოდ მიიჩნევენ. 

ამ საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო დაახლოებით 21 თვეა განიხილავს.

14 აგვისტოს ბათუმში საჭადრაკო ფესტივალი დაიწყება

 

ტურნირი შვეიცარული სისტემით 7 ტურად, 4 ასაკობრივ კატეგორიაში (8, 10, 12,14) ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართება.

 

მასში 5 ქვეყნის 100 მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას.

 

გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები მედლებით, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით, ხოლო ჩემპიონები თასებით დაჯილდოვდებიან.

 

საჭადრაკო ფესტივალის „შავი ზღვის დელფინი – 2015“ ორგანიზატორები არიან აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენი და აჭარის ჭადრაკის ფედერაცია.



აჭარის მთავრობა გენდერულ ჭრილში [ვიდეო]

  

აჭარაში მაღალი რანგის თანამდებობის პირ ოთხ ქალს შორის ერთ-ერთი პროფესიით ჟურნალისტი მაკა ივანიშვილია. მას საარქივო სამმართველო აბარია. ბოლო წლებში ის არჩილ ხაბაძის მრჩევლად, აჭარაში “ქართული ოცნების” პრესსამსახურის უფროსად, მანამდე კი საზოგადოებრივი არხის მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.
მეორე ქალი პროფესიით ფინანსისტი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნონა გალოგრეა. ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, მისი სამუშაო გამოცდილება 1985 წელს საბანკო საქმით დაიწყო და მინისტრის მოადგილეობამდე საჯარო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

ის მიიჩნევს, რომ მოადგილედ დაწინაურებამდე სწორედ ქვედა რგოლებზე მუშაობამ, გამოცდილების შეძენამ და საქმის ერთგულებამ მიიყვანა.
რაც შეეხება იმას, რომ მთავრობაში მაღალ თანამდებობაზე ქალები ნაკლებად მუშაობენ, ნონა გალოგრე პრობლემას ისევ ქალებში ხედავს. ის მიიჩნევს, რომ `ქალებმა უნდა იშრომონ, იბრძოლონ და უფრო ხმამაღლა ილაპარაკონ”. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მას წარმატების მისაღწევად “ხმამაღლა ლაპარაკი” არ დასჭირვებია.

 

კითხვაზე – კარიერული წინსვლის დროს ხომ არ შეგქმნიათ რაიმე ბარიერი იმიტომ, რომ ქალი ხართ? პასუხისას მინისტრის მოადგილემ სიტყვა “კეთილგანწყობა” გამოიყენა. მან თქვა, რომ მის ირგვლივ კეთილგანწყობილი ადამიანები იყვნენ და მისი შრომა დააფასეს. იმ შემთხვევაში, თუ არაკეთილგანწყობილები შეხვდებოდნენ “არ შეეგუებოდა, იბრძოლებდა”.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, მინისტრის მოადგილის პოსტზე შესაძლოა მალე კიდევ ერთი ქალი დაინიშნოს. არჩილ ხაბაძემ მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ნათია სირაბიძის განათლების მინისტრის მოადგილის პოსტზე გადაყვანა დააანონსა.

 

აჭარაში მინისტრებისა და მათი მოადგილეების ასევე, საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების დანიშვნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პრეროგატივაა.
`საქართველო პატრიარქალურ საზოგადოებად რჩება და სტერეოტიპი, რომ „მამაკაცი ოჯახის თავია,“ „მამაკაცი უფრო ჭკვიანია და უკეთესი მენეჯერია“ ჯერ კიდევ კარგადაა გამჯდარი ადამიანებში. მედია და თავად ქალებიც ხელს უწყობენ ამ სტერეოტიპების განმტკიცებას. მაშინ, როცა ქალები უფრო რისკიანები ვართ, რაც წარმატების მიღწევისთვის ბევრს ნიშნავს. ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შვილები და ოჯახია, მაგრამ ეს წარმატებულ კარიერას არ გამორიცხავს. მე, პირადად, ყოფილი მეუღლე მუდმივად მიწყობდა ხელს და მამხნევებდა. მიზანსწრაფული ვიყავი და წინ მივიწევდი.
აჭარის მთავრობაში გენდერული თვალსაზრისით ის მდგომარეობაა, რაც, ზოგადად, საქართველოში და ამის მიზეზიც სტერეოტიპია _ თითქოს მამაკაცი უკეთესი მენეჯერია და ის, რომ ამ სტერეოტიპის დამსხვრევას ქალები არ ვცდილობთ. ყველამ რომ იაქტიუროს, რადიკალურად შეიცვლება ბალანსი”, _ ამბობს ნათია სირაბიძე, ის თანამდებობაზე ქალის გენდერული ნიშნით დაწინაურებასაც არ ემხრობა: `ვფიქრობ, „პოზიტიური დისკრიმინაცია“ – თუ ქალია, ამიტომ დავაწინაუროთ, დაუშვებელია. მთავარია, კვალიფიკაცია და საქმის კეთების უნარი”.
მესამე ქალი, ვინც აჭარაში თანამდებობაზე მუშაობს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე სოფო ლაზიშვილია. ის ტურიზმის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე 2007 წლიდან მუშაობს. პროფესიით სამართალმცოდნეა.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელადაც ცოტა ხნის წინ ქალი, პროფესიით ფილოსოფოსი მირანდა ჩარკვიანი დანიშნეს.
ოფიციალური მონაცემებით, აჭარის მთავრობის აპარატში სულ 111 პირია დასაქმებული. აქედან 67 კაცია და 44 ქალი. არჩილ ხაბაძის სამდივნო ექვსი მრჩევლისა და ხუთი თანაშემწის შტატს აერთიანებს. ამ დროისთვის ორი მრჩევლისა და ერთი თანაშემწის ადგილი ვაკანტურია. არჩილ ხაბაძეს ოთხი მოქმედი მრჩეველი ჰყავს და ოთხივე კაცია. თანაშემწეებიდან კი მთავრობის თავმჯდომარეს ორი ქალი და ორი კაცი ეხმარება. მთავრობას ამ დროსთვის 11 დეპარტამენტი აქვს, აქედან ერთი დეპარტამენტი დასაკომპლექტებელია. ათიდან რვა დეპარტამენტს კაცი ხელმძღვანელობს. მთავრობის აპარატში ქალებს აბარიათ პრესასთან ურთიერთობის, საფინანსო-საბუღალტრო და საერთაშორისო დეპარტამენტები. მთავრობის აპარატში ექვსი შტატგარეშე მოსამსახურეც აიყვანეს, ექვსიდან ხუთი კაცია.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სულ 99 პირია დასაქმებული, აქედან 58 კაცია, 41 ქალი. მინისტრს ერთი მრჩეველი და ერთი თანაშემწე ჰყავს, ორივე კაცია. სამინისტროში ცხრა დეპარტამენტია, ცხრიდან შვიდს კაცი ხელმძღვანელობს. ამ სამინისტროში ქალებს უპირატესობა მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აქვთ. სამინისტროს 50 მთავარი სპეციალისტი ჰყავს, 31 შემთხვევაში ეს თანამდებობა ქალებს უკავიათ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ათი დეპარტამენტიდან ოთხი ქალებს აბარიათ. ქალები ამ სამინისტროშიც უპირატეს მდგომარეობაში მთავარი სპეციალისტის რანგში არიან. ჯანდაცვის სამინისტროში 66 პირია დასაქმებული, მათგან 35 ქალია და 31 კაცი. ანუ, საერთო ჯამში ქალები კაცებს სჭარბობენ, რასაც ვერ ვიტყვით სოფლის მეურნეობის სამინისტროზე. აქ 59 პირია დასაქმებული, აქედან მხოლოდ 16 პოზიცია უკავიათ ქალებს.
აჭარის განათლების სამინისტროში 34 ქალი და 22 კაცი მუშაობს. სამინისტროში რვა დეპარტამენტია, ოთხ დეპარტამენტს ქალი ხელმძღვანელობს.

 

მაღალი რანგის თანამდებობებს კაცები იკავებენ ბათუმის მერიაშიც. კაცებს უკავიათ მერის მოადგილეების, ადმინისტრაციისა და აპარატის უფროსის თანამდებობები. მერია შვიდ სამსახურს აერთიანებს, აქედან ქალს მხოლოდ ერთი თანამდებობა აბარია.

 

გენდერის სპეციალისტის იდა ბახტურიძის შეფასებით, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი პრობლემაა:
`სტატისტიკის თანახმად საქართველოში ყოველწლიურად უმაღლეს სასწავლებელს უფრო მეტი ქალი ამთავრებს ან თანაბარია მონაცემები. ასევე, უფრო მეტი ქალი იღებს ხარისხს და სამსახურშიც წარმატებულია, მაგრამ სწავლის დასრულების პერიოდი ხშირად ოჯახის შექმნის პერიოდს ემთხვევა. ქალების უმეტესობა კარიერას წყვეტს, როცა მას შვილი უჩნდება. უკან დაბრუნებულებს კი პრობლემები ექმნებათ. ხშირად ქალის მეუღლე ან ოჯახის წევრები ამბობენ, რომ არ უშლიან ქალს მუშაობა გააგრძელოს შვილის გაჩენის შემდეგაც, მაგრამ ასეთი პირობით – “ჩვენ ვერ დაგეხმარებით”. ალბათ, ტერმინატორი უნდა იყოს ქალი, რომელიც ბავშვსაც მოუვლის და იმუშავებს კიდევაც.

 

ქალს, რომელიც დასაქმებულია, პარალელურ რეჟიმში ოჯახის მოვლაც ევალება. კაცმა ოჯახი 25 წლამდე ასაკშიც რომ შექმნას, ეს მას კარიერულ წინსვლაში ხელს არ უშლის, რადგან ის არც ერთ ეტაპზე უარს არ ამბობს სამსახურზე, მივლინებაში წასვლაზე, დამატებითი დროით მუშაობაზე. გარდა ამისა, გამოსაკვლევია, რატომ აქვთ ქალებს უფრო დაბალი ხელფასი, ვიდრე კაცებს იმავე პოზიციაზე, ასევე პრემია და დანამატი.

საქართველოს კანონმდებლობა მშობლებისთვის მხოლოდ ერთ დეკრეტულ შვებულებას ითვალისწინებს, რითაც აუცილებლად ქალი ისარგებლებს, რადგან მან უნდა იმშობიაროს. საზღვარგარეთ კი დეკრეტული შვებულება ეძლევა როგორც ქალს, ასევე კაცს, ანუ ორივეს. გარდა ამისა, ქალების მხრიდან ხშირად ვაწყდებით დაბალი თვითშეფასების პრობლემასაც, ბევრ გარემოებასთან გვაქვს საქმე…”

 

რას ამბობს კვლევა

ეისითის კვლევის მიხედვით, რომელიც 2013 წელს გაეროს დაკვეთით მომზადდა, გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა იცის, რას ნიშნავს გენდერული თანასწორობა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობა ამის მომხრეა. მართალია, ფოკუსჯგუფების წევრების უმეტესი ნაწილი დეკლარირების დონეზე ეთანხმება გენდერული თანასწორობის იდეას, თუმცა, როგორც კვლევის შედეგების ანალიზი (ფოკუს-ჯგუფების მონაწილე ქალების მიერ გამოხატული შეხედულებები და რაოდენობრივი კვლევის შედეგები) აჩვენებს, ქალების ნაწილი მაინც გენდერული როლების ტრადიციული განაწილების მომხრეა.
გამოკითხულთა აზრით, კაცი უკეთესი ბიზნესლიდერია, ვიდრე ქალი. ზოგადად, ნებისმიერი საქმე კაცს უკეთ გამოსდის და რა თქმა უნდა, პოლიტიკა, პირველ რიგში, კაცის საქმეა. ქალი პოლიტიკაში წარმოუდგენიათ, თუმცა, ისევ „ქალის ბუნებისთვის შესაფერის“ პოზიციებზე და სფეროებში, როგორიცაა: ჯანდაცვა, კულტურა და ა.შ.

 

ქობულეთის გამგებელი: ფაქტიურად ცისკარა ვარ – კვირიკეში წყალი მოვიდა

 

კვირიკე. ეკატერინე ცენტერაძის ფოტო
კვირიკე. ეკატერინე ცენტერაძის ფოტო

„დღეს კიდევ ერთი აქცია გავმართეთ, გადავკეტეთ გზა, მოვიდა სოფელში ქობულეთის გამგებელი და მოვიდა წყალიც“ – ამბობს კვირიკეში მცხოვრები ეკატერინე ცენტერაძე.

 

„ფაქტიურად ცისკარა ვარ“ – იხუმრა ქობულეთის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბრისას. გამგებელი ამბობს, რომ კვირიკეში დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა:

 

„8 კილომეტრია  წყლის აუზიდან სათავე ნაგებობამდე, საიდანაც მოდის წყალი აუზში და ნაწილდება მოსახლეობაში.  ძირითად აუზამდე, ქვევით არის კიდევ ერტი პატარა აუზი,  ჯერ ის ივსება, მერე მოდის ქვემოთ. წყალი გადავკეთეთ მთელს სოფელში და გამოვუშვით მხოლოდ ცენტრალურ აუზში, რომ ავსებულიყო, მაგრამ სამ საათში 160 ტონიან აუზში წყლის დონემ მხოლოდ 10 სანტიმეტრით მოიმატა.“


ქობულეთის გამგებელი ამბობს, რომ  სოფლის ძირითად ნაწილს ახლა წყალი მიეწოდება, თუმცა სანამ მთებში იწვიმებს და წყლის დებეტი გაიზრდება, გარკვეული გრაფიკით მიწოდება იქნება საჭირო.


„მთებში 25 ივლისის შემდეგ არ უწვიმია, დღეს წამოჟინჟლა მთაში, ველოდით წვიმას, მაგრამ არ გაწვიმდა, როგორც შეგვატყობინეს.


შეიძლება მოვძებნოთ სხვა წყაროც, რომელიც შეიძლება ცოტა მოშორებით იყოს, რომ დამატებით დავამხმაროთ, მაგრამ ძალიან შორსაა, კლდეზე მილს ვერ ჩამოვკიდებთ, ამას დამატებითი თანხაც დასჭირდება“ – ამბობს სულხან ევგენიძე.


 

 

ვუდი ალენის ახალი ფილმის პრემიერა ბათუმის ”აპოლოში”

 

 ფილმში მთავარ როლებს ხოაკინ ფენიქსი და ემა სტოუნი ასრულებენ.  ფილმი 13 აგვისტოს, საღამოს სეანსზე იქნება ნაჩვენები. დასაწყისი 22:00 საათზე. 



ვის არა აქვს შვებულება აჭარის მთავრობაში

 

აჭარის მთავრობის სხდომა
აჭარის მთავრობის სხდომა

ბათუმის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში და ამავდროულად პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე ამბობს, რომ მაჟორიტარის რეჟიმი დასვენებას არ ითვალისწინებს: „ჩვენ სულ ვხვდებით ამომრჩეველს, მუდმივ რეჟიმში. ახლაც ჩამოსული ვარ ბათუმში, ამომრჩეველთან შეხვედრები მქონდა. გამომდინარე იქედან, რომ პარლამენტს მუშაობა არ შეუწყვეტია, გვქონდა რიგგარეშე სხდომები და ახლა ვართ რეჟიმში, როცა ვეტო არის დასაძლევი. მაჟორიტარ დეპუტატს დასვენება არ შეუძლია. ახლა მე ვარ სახლში და არსად ვაპირებ წასვლას, შეიძლება ფიზიკურად წავიმუშაო. მოვკრეფ კიტრს, პომიდორს და მივიტან სახლში. გასვლას არ ვაპირებ არსად.“

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს თავმჯდომარეს ავთანდილ ბერიძეს შვებულებით არ უსარგებლია და არც გეგმავს, რადგან „ბევრი საქმე აქვს.“

 

რაც მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა ჩააბარეს, კუთვნილი შვებულებით არც არჩილ ხაბაძეს უსარგებლია: „სამწუხაროდ, ვერასოდეს ვახერხებ კუთვნილი შვებულებისა თუ დასვენების დღეების გამოყენებას. ზედმეტია საუბარი დღის განმავლობაში შესვენებაზე. პირდაპირ გეტყვით, დილით 10 საათზე, როცა სამსახურში მოვდივარ, მთელი დღე ისეა გაწერილი, რომ ღამის 2-3 საათამდეც კი სახლში ვერ მივდივარ. რაც ამ თანამდებობაზე ვმუშაობ, შვებულება არ გამომიყენებია. დასვენებას ვერც წელს ვახერხებ“.

 

აჭარის განათლების მინისტრი გიორგი თავამაიშვილი დასვენებას თითქმის ყოველ წელს გეგმავს, მაგრამ ვერ ახერხებს:

 

„შვებულება? სად არის? რომელია ეგ?“ – ასეთი რეაქცია ჰქონდა განათლების მინისტრს შვებულების გაგონებაზე. მისივე თქმით, მინისტრი დასვენებას იმის გამო ვერ ახერხებს, რომ თანამშრომლებს კუთვნილი შვებულების გამოყენებაზე უარი არ უთხრას.

 

„არასოდეს გავსულვარ შვებულებაში. მე ხომ არქეოლოგი ვარ, ჩემი შვებულება ექსპედიციაა. ზაფხულობით დავდიოდი ექსპედიციაში და ვმუშაობდი. კვლევით ინსტიტუტში ხელფასს რომ არ მაძლევდნენ, მაშინ ვგებულობდი, რომ შვებულებაში ვყოფილვარ. წინა სამსახურიდან, კვლევითიდან შვებულებაში გავდიოდი. რაც ამ სამსახურში, ამ საინტერესო ადგილზე მოვედი, არასოდეს მისარგებლია შვებულებით. არც ვგეგმავ? – რომ იცოდეთ, როგორ ვგეგმავ. უტელეფონო ადგილზე წავიდოდი, მაგრამ შეუძლებელია. თანამშრომლებს უარს ვერ ვეუბნები. არც სახლში უნდათ ჩემი შვებულებაში გაშვება და არც სამსახურში. ყველას უნდა გამომწუროს ბოლომდე“.

 

შვებულებით ვერც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ ისარგებლა: „18 წელია არ ვყოფილვარ შვებულებაში. წელს, შემოდგომაზე ვამთავრებთ, ანგარიშების პერიოდი მოდის. გაზაფხულზე პროგრამები უნდა ავამოქმედოთ. აპრილში აზრი არა აქვს შვებულებაში წასვლას. ზაფხული ისედაც რთულია და ამის დრო არაა. ვერც წელს ზაფხულში ვგეგმავ, რადგან დატვირთული რეჟიმი მაქვს. გვიან შემოდგომაზე თუ მოვახერხე, კარგი იქნება. სად წავალ? – გამომიჭირეთ. იმდენი მაქვს წასასვლელი. მაქვს 800-მეტრიანი მეურნეობა და ჩემს ხეებს მოვეფერები.“

 

იმაზე, რომ შვებულების აღებას ვერ მოახერხებდა, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე მეუღლეს უკვე შეთანხმებია: „ვუთხარი, მარტო წადი-მეთქი, უკვე შევუთანხმდი. შვებულებით ვერ ვისარგებლებ, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, რუსეთის ემბარგომ საქმე გაგვირთულა“.

 

შვებულებაზე „ბათუმელებთან“ საუბარი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ არ ისურვა. ის უკვე იმყოფებოდა შვებულებაში.

 

შვებულებით არც ბათუმის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი ჭეიშვილის უსარგებლიათ.

ბათუმში ესთეტიკური მედიცინის ცენტრი La Belle Medical-ი ახალ ფილიალს ხსნის

 

 

ცენტრში წარმოდგენილია მულტიფუნქციური აპარატი ისრაელიდან, რომელსაც გააჩნია ესთეტიკური, სამედიცინო და კოსმეტოლოგიური პროცედურები. თმის მოცილების უმტკივნეულო პროცედურები ტარდება უახლესი DPC ტექნოლოგიით, მოყინვის მეთოდით. პროცედურები უკვე გარუჯულ კანზეც ტარდება. 

 

DPC ტექნოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა არის ის, რომ ეს ტექნოლოგია იძლევა იმპულსის მოდიფიკაციის არჩევის საშუალებას, რაც გულისხმობს თითოეულ მომხმარებელზე პროგრამის ინდივიდუალურად შერჩევას კანის ტიპის, თმის ფერის, თმის სტრუქტურის გათვალისწინებით.

 

მოყინვის მეთოდი უზრუნველყოფს პროცედურების უმტკივნეულობას, ეს არის მოყინვის უნიკალური სისტემა – საფირისმინა, რომელიც გრილდება -10ºC-მდე და აქვს ანესთეზიის ეფეტი. მოყინვის მეთოდი იცავს კანს გადახურებისაგან.

 

უპირატესობები:

• უმტკივნეულო და ეფექტური სხვა მეთოდებთან შედარებით.

• მოქმედებს როგორც ღია, ასევე მუქი ფერის თმაზე.

• ინტერვალები პროცედურებს შორის მერყობს 2-3თვემდე.

• ეფექტურია სხეულის ნებისმიერ მიდამოზე.

• არ ვითარდება ნაწიბურები და არ ხდება პიგმენტაციის შეცვლა.

.
• კანი ხდება გლუვი და ხავერდოვანი.

• მომხმარებელი ცხოვრების ჩვეულ რიტმს პროცედურის დასრულებისთანავე უბრუნდება.

 

La Belle Medical-ი აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატების უახლესი მოდელებით, გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხით, დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით.

 

გარდა თმის მოცილების უმტკივნეულო პროცედურებისა, ბათუმის ფილიალში მომხმარებლებს კოსმეტოლოგიური მომსახურების ფართო არჩევანი აქვთ. პროცედურები ტარდება ცნობილი ფრანგული ბრენდის Soskin-ის პროდუქციით. სახის ზედაპირული და ღრმა წმენდა, სახის მოვლა, სახის მასაჟი, ქიმიური პილინგი, სხვადასხვა სახის ნიღბები – ეს მცირე ჩამონათვალია იმ მომსახურებების, რისი მიღებაც La Belle Medical-ის ბათუმის ფილიალში შეგიძლიათ.

 

 

ასე, რომ ეწვიეთ La Belle Medical-ის ბათუმის ფილიალს მისამართზე:

 

ფარნავაზ მეფის ქ. #131, ან დაუკავშირდით ნომერზე 228818.

 

გახსოვდეთ, აქ სილამაზე მსხვერპლს არ მოითხოვს!



 

შსს: აჭარაში სამართალდამცავებმა ბუპრენორფინის შემცველი 61 აბი ნარკოტიკი ამოიღეს

 

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების 61 აბი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,5023 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. შს სამინისტროს ცნობით ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.


გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

საპატრულო პოლიცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან
საპატრულო პოლიცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან

Exit mobile version