შსს: ბარცხანას დასახლებიდან სოფელ სამების მიმართულებით ავტომანქანით მოძრაობა დროებით იკრძალება

 

ავტომანქანებით გადაადგილება სოფელ სამების მოსახლეობისთვის ნებადართული იქნება 19:30-დან 22:00 საათამდე. ტაძრის კურთხევაზე დასწრების მსურველები ავტომანქანებს ბარცხანას დასახლებაში მდებარე ზეთის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ სპეციალურ ავტოსადგომზე გააჩერებენ.

რთველი აჭარის აგროსერვისცენტრში [ფოტო]

აგროსერვისცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ორი წლის გაშენებულ სანერგეში 1,5 ტონა ყურძნის მოსავალი დაიკრიფა, რომელიც დაიწურება და ღვინო ახალაშენებულ ღვინის სახლის ქვევრში მოთავსდება. აგროსერვისცენტრის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა 2013 წელს გაშენდა და მას ყოველწლიურად ემატება ყურძნის სხვადასხვა ჯიში. ამ ეტაპზე სანერგეში 32-მდე ვაზის ჯიში ხარობს.

რთველის მონაწილეებმა მშენებარე ღვინის სახლიც დაათვალიერეს, რომელიც რეგიონში აგრობიზნესისა და აგროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით შენდება.  ღვინის სახლის მშენებლობის ძირითადი ნაწილი დასრულებულია და ამ ეტაპზე გარე ფასადისა და შიდა ინტერიერის მოპირკეთება მიმდინარეობს. შენობის გახსნა მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება.  

ვეფხისტყაოსნის ზეპირად ცოდნის ტრადიციას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

 

„საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2014 წლის 8 აპრილის №1 ადმინისტრაციული ხელშეკრულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი -„ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიციას“ ;

2. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება;

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“ – კითხულობთ ბრძანებაში, რომელსაც ხელს სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ანთიძე აწერს. 


 

მშენებლობა ვაჟა-ფშაველას 13-ში ბელეტაჟს აზიანებს

ავთო ქვარაია ბათუმში, კლდიაშვილის ქუჩის #5-ში მდებარე სახლში ცხოვრობს. სახლის გვერდით, ვაჟა-ფშაველას #13-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მდებარეობს, რომლის მხოლოდ ფასადია შენარჩუნებული, ეზოში კი და სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.  შპს „სლავა 2015“ აქ შვიდსართულიან სახლს აშენებს.

ავთო ქვარაია ამბობს, რომ სახლის მშენებლობისას ჯერ მისი ბელეტაჟის სახურავი დაზიანდა, ხოლო მას შემდეგ, რაც საძირკვლის გათხრა დაიწყეს, მისი სახლის სარდაფის კედელი ჩამონგრა, სახლში კი ბზარები გაჩნდა. 

ჩამონგრეული სარდაფი

„სახლს აქვს ორ მეტრამდე საძირკველი. ამის ქვემოთ კიდევ სამი მეტრი ამოთხარეს. ქვიშაა ქვემოთ. დაინგრევა სახლი, აბა რას იზამს. ბზარები გაჩნდა კედლებზე, ჭერზე და ყოველ დღე ემატება ბზარები ბელეტაჟს.  პატრულიც გამოვიძახეთ, მითხრეს, საშიშია ამ სახლში გაჩერებაო. ახლა ველოდები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, 600 ლარი გადავიხადე, რომ 5 დღეში იყოს მზად. ისე სამი თვე უნდა დავლოდებოდით და სამ თვეში ეს სახლი დაინგრევა,“ – ამბობს ავთო ქვარაია.

ბზარები ჭერზე

შპს „სლავა 2015“ -ის წარმომადგენელი მურმან ჯინჭარაძე ამბობს, რომ  კლდიაშვილის #5-ში ბელეტაჟის დაზიანების შესახებ ინფორმირებულია და დროებით სამშენებლო სამუშაები შეაჩერა:  „ჩამოსხმებს ვაკეთებთ, არმატურები ჩავაწყვეთ და ვამაგრებთ საძირკველს. მანა, სანამ ეს არ დამთავრდება, ყველა სამუშაო შეჩერებულია.“

ავთო ქვარაია ამბობს, რომ  კომპანიამ მას სახლის დათმობის სანაცვლოდ კორპუსში საცხოვრებელი ფართობი შესთავაზა, თუმცა იგი ამაზე თანახმა არ არის:  „ბათუმში დაბადებული და გაზრდილი ვარ, ჩემი წინაპრები ბათუმის მშენებლობა რომ დაიწყო, მაშინ ჩამოვიდნენ აქ. არ მინდა მე კორპუსი. 30 წელია ზღვაში ვარ და კიდე კორპუსში ვიყო?!  მე მინდა ჩემს პატარა ეზოში ყვავილებს მოვუარო სიბერეში. ბათუმი ასეთი ბელეტაჟი სახლების ქალაქია. მეზღვაური, 30 წელია კაპიტანი ვარ, სურვილი რომ მქონდეს, შემეძლო დაშენება, მაგრამ არ მინდა.“

ვაჟა-ფშაველას #13-ში არსებული სახლიდან, რომელსაც  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2015 წლის 2 ივლისს მიენიჭა, ამჟამად მხოლოდ ფასადია დარჩენილი. აივანზე მოხსნილია რკინის მოაჯირიც. „სლავა 2015“-ის წარმომადგენელი მურმან ჯინჭარაძე ამბობს, რომ მოაჯირი გაწმენდისა და რესტავრაციის შემდეგ ისევ დამაგრდება.

„აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან შეუთანხმებლად ჩვენ არ ვმუშაობთ, ისე ვერ მოვხსნიდით. სახლის ფასადი იქნება შენარჩუნებული.“

ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე სახლს ძეგლის სტატუსი მას შემდეგ მიანიჭეს, როცა სახლის დემონტაჟი ფაქტობრივად უკვე დაწყებული იყო. დემონტაჟისგან XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული სახლი, ვერც ძეგლის სტატუსმა დაიცვა. 

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადი
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადი

 

”ოჯახში ძალადობა სახელმწიფოს პრობლემაა”

 

გვანცა ლომაია

 

სიახლეა ის, რომ ქუთაისის ქუჩის შვიდ ნომერში არსებული ორგანიზაცია “იდენტობა” უფასო სამართლებრივ დახმარებას გაუწევს ყველა იმ ადამიანს ბათუმში, ვინც ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. იურისტები თბილისში, ქუთაისსა და ახლა უკვე ბათუმშიც მსხვერპლ ქალებს უფასოდ დაეხმარებიან პოლიციასთან ურთიერთობაში, სარჩელის დაწერასა და სასამართლოში წარდგენაში, ასევე ალიმენტის დაკისრების თაობაზე სასამართლო პროცესებზე იქნებიან მსხვერპლის წარმომადგენლები. ორგანიზაციამ ბათუმში მუშაობა მესამე თვეა რაც დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში ათამდე კონსულტაცია გაუწია ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს.

 

მსხვერპლებთან მუშაობის გამოცდილების შემდეგ ორგანიზაციის იურისტი გვანცა ლომაია “ბათუმელებთან” ამბობს, რომ ოჯახში ძალადობა მიიჩნევა ტაბუდადებულ თემად, ამიტომაც მისი შეფასებით, ოჯახში ძალადობის ფაქტების თითქმის 80% საზოგადოებისთვის უცნობია: “ხალხი, მათ შორის პოლიციის თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ ოჯახში ძალადობა ოჯახის პრობლემაა და მათი მოსაგვარებელია. ოჯახში ძალადობის დროს არ გვყავს ერთი დაზარალებული, როცა მამა ურტყამს დედას, იქვე მყოფი არასრულწლოვანი ბავშვები ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ხდებიან. ოჯახში ძალადობა არის სახელმწიფოს პრობლემა, თუ სახელმწიფოს უნდა, რომ ჰყავდეს ჯანსაღი საზოგადოება, უნდა იზრუნოს ჯანსაღი გარემოს შექმნაზე”.

 

გვანცა ამბობს, რომ არსებობს კვლევა ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე. კვლევის მიხედვით, ყველა მე-11 დაოჯახებული ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა დაახლოებით 31% ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია, ხოლო რესპონდენტთა 35%-ის თქმით, მეუღლეები აკონტროლებენ მათ საქმიანობას.
ამავე კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 78%-ს მიაჩნია, რომ ოჯახში ძალადობა ოჯახის პრობლემაა და ოჯახშივე უნდა მოგვარდეს. კიდევ ერთი პრობლემა კი არის სამართლებრივი ბერკეტების არ ცოდნა. მსხვერპლმა არ იცის, თუ რა სამართლებრივი მექანიზმი არსებობს ძალადობის თავიდან ასაცილებლად: “მათ არ იციან, რომ აქვთ თავშესაფარში განთავსების, დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოთხოვნის უფლება. არის კიდევ ეკონომიკური პრობლემები, როგორც წესი, ძალადობის მსხვერპლი ქალები ეკონომიკურად ოჯახში კაცებზე არიან დამოკიდებულები. მათ მარტო დარჩენა იმის გამო ეშინიათ, რომ ბავშვები შიმშილით დაეღუპებათ. ამიტომაც თავს არიდებენ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას”.

 

გვანცა ამბობს, რომ მსხვერპლ ქალებს ძირითადად აინტერესებთ, რა სავარაუდო შედეგი შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივ დავას, აინტერესებთ, როგორი იქნება შვილის მემკვიდრეობითი უფლებები განქორწინების შემთხვევაში: `ერთი ქალი იყო მოსული, რომელსაც ოთხი წლის წინ შვილი წაართვა მეუღლემ. არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შვილი მიკუთვნებული ჰყავს დედას, თუმცა ეს გადაწყვეტილება ვერ სრულდება. მამამ წაიყვანა შვილი და შეაზიზღა დედა. იმდენად აქვს დედის მიმართ აგრესია გამჯდარი მოზარდს, რომ მან დედის დანახვაზე ყვირილი დაიწყო, ბავშვი ახლა ცხრა წლისაა და მამასთან ცხოვრობს”.

 

მეორე მსხვერპლს, რომელმაც ორგანიზაცია “იდენტობას” ბათუმში მიაკითხა, პირობით ელენა ჰქვია. ელენას ქმარი ალკოჰოლზეა დამოკიდებული. ელენა ბათუმში ორ მცირეწლოვან შვილთან და ქმართან ერთად ცხოვრობს. ის “იდენტობის” იურისტს მოუყვა, რომ მისი ქმარი ალკოჰოლის გარეშე უფრო აგრესიული იყო, მას ბავშვების თანდასწრებით სცემდა, ამტვრევდა საყოფაცხოვრებო ნივთებს, ცოლი იძულებული იყო კრედიტებით აღებული ფულით ქმრისთვის ალკოჰოლი ეყიდა. ერთხელაც ძალადობის დროს, 15 წლის შვილი ჩაერია. მამამ ამჯერად მოზარდიც სასტიკად სცემა, სახეში შეაფურთხა და შეურაცხყო. ელენა ბავშვებთან ერთად მშობლების სახლში წავიდა, დახმარებისთვის კი “იდენტობას” მიაკითხა. როგორც ელენა “იდენტობის” იურისტს მოუყვა, მისი ქმარი, შინ მარტო დარჩენის შემდეგ, ყიდის საყოფაცხოვრებო ნივთებს, მაგალითად, მაცივარი გაყიდა 50 ლარად:

 

“ელენას დავუწერე განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც გულისხმობს ყადაღის დადებას ნივთებზე. ქმარს აღარ ექნება ბინიდან ნივთების გაყიდვის შესაძლებლობა. კანონით დადგენილია, რომ ამ განცხადებიდან 10 დღის შემდეგ სარჩელი უნდა შეიტანოს ცოლმა განქორწინებაზე. მაშინ, როცა განცხადება უნდა წარგვედგინა სასამართლოში, დამირეკა და მითხრა, რომ სხვა, არასამართლებრივი გზით აპირებდა პრობლემის მოგვარებას. მას არ სურდა შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გამოყენება, ვინაიდან ეს იყო დროებითი ღონისძიება. როცა მისი ქმარი ადრე 30 დღით წაიყვანეს ციხეში, შინ დაბრუნებულმა კიდევ უფრო მეტად იძალადა ცოლზე. მას ამიტომაც აღარ უნდოდა სასამართლოს გზით წასვლა”.

 

გვანცა ლომაია ამბობს, რომ მზადდება კანონპროექტი, რომელიც ძალაში მომავალ წელს შევა – ციხიდან მოძალადის გათავისუფლების შემდეგ უბნის ინსპექტორს დაევალება, გააკონტროლოს ადამიანის ქცევა, რომელიც სასჯელს ძალადობის გამო იხდიდა. გვანცას შეფასებით, ეს იქნება ეფექტური ღონისძიება სახელმწიფოს მხრიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 16 სექტემბრის მონაცემებით, მიმდინარე წელს ოჯახში ძალადობის 634 ფაქტი დაფიქსირდა, დევნა დაიწყო 564 პირის მიმართ.

მერიას არჩევნების თარიღი შეახსენეს – აქცია ბათუმში

„ქალაქ ბათუმის მერიას აქვს  ვალდებულება, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიაწოდოს საარჩევნო უბნების ჩამონათვალი და მანვე უნდა უზრუნველყოს გარკვეული რაოდენობის  საარჩევნო უბნების ადაპტირება, დაახლოებით 20 პროცენტის.  ერთი წელია დარჩენილი არჩევნებამდე, მაგრამ თუნდაც  20  საარჩევნო უბნის ადაპტირება არ არის ადვილი და გვინდა აქედანვე დავიჭიროთ თადარიგი.  ჩვენი სიმბოლური აქციით მოვუწოდებთ მერიას დაიწყოს მოქმედება დღესვე, ამ საქმეს სჭირდება დიდი ძალისხმევა და ერთი და ორი თვე არ ქნება საკმარისი. ჩვენ წინააღმდეგი ვართ დროებითი პანდუსების, ათჯერ გაკეთებას სჯობს ერთხელ და სტანდარტების დაცვით, რომ არ იყოს ტრამპლინები და მთამსვლელები რომ გვჭირდება, იმ ტიპის პანდუსები. ამიტომ საჭიროა დიდი შრომა და გვინდა აქედან დაიწყონ მუშაობა ამისათვის,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ირაკლი ყურუამ, აქციის კოორდინატორმა.

აქტივობა ხორციელდება პროექტის  – „ახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო განათლებისა და საარჩევნო პროცესებში ჩართულობის ამაღლება“ – ფარგლებში. პროექტს ახორციელებს მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“,  ხოლო მისი ფინანსური მხარდამჭერია ცენტრალური საარჩევნო კომისიის  „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმირებისა და სწავლების ცენტრი“.

59 წლის მამაკაცი: “ცოდვა ვარ პატიმრობისთვის”

 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მამაკაცს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 250 ლარის გადახდა დაეკისრა. ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ნაციონალური მოძრაობის წევრს ბათუმის საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა მისცა

რეზო ხარაზი
რეზო ხარაზი

სასამართლოზე პოლიციის თანამშრომელმა განაცხადა,  რომ ხარაზს დაკავების დროს არ გაუწევია წინააღმდეგობა, ამიტომ მათი სურვილია სასამართლომ ის დააჯარიმოს და არ დააპატიმროს. 

დაცვის მხარის განცხადებით, რეზო ხარაზის დაკავება მოხდა უკანონოდ, არაუფლებამოსილი პირების მიერ. ადვოკატის, მირდატ ქამადაძის თქმით, გაურკვეველია, ხარაზის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის დროს ვისი წესრიგი დაირღვა: „სიტყვა სირი ლექსიკონში არაა განმარტებული, როგორც შეურაცხმყოფელი.” ადვოკატოს თქმით, ეს სიტყვა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება. 

სასამართლოში ასევე გაირკვა, რომ არ არსებობს ჩანაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ რეზო ხარაზმა დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი.


მოსამართლის, ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილებით, რეზო ხარაზი მიჩნეულ იქნა სამართალდამრღვევად და მიეცა სიტყვიერი შენიშვნა.


სასამართლო პროცესი
სასამართლო პროცესი

 

იაპონელი ჟურნალისტები ხანდაზმულ ადამიანებზე საქართველოში დოკუმენტურ ფილმს იღებენ

 

111 წლის ემინე ანთაძე იაპონელ ჟურნალისტებთან/ფოტო. ასოციაცია „ღორსეული სიბერე“

 

„ჟურნალისტი რიე სუბუკი და ოპერატორი ტოშიფუნ ნაგანუმა გადაღებების მსვლელობისას აღფრთოვანებას ვერ ფარავდნენ დღეგრძელი ადამიანების სიცოცხლისუნარიანობის, საღი აზროვნებისა და  მხედველობის გამო,“ – ამბობს  ასოციაციაციის ხელმძღვანელი ნანა კალანდაძე. 

 

მისი თქმით, იაპონელი ჟურნალისტები მეორედ იმყოფებიან აჭარაში.  „იაპონიაში ხანდაზმულებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ. აინტერესებთ, როგორ ცხოვრობენ ას წელს გადაცილებული ადამიანები, ქობულეთის მუნიციპალიტეტში კი ასეთი ადამიანები ყველაზე მეტია“. 

 

ნანა კალანდაძის თქმით, იაპონელი ჟურნალისტები საქართველოში სააგენტო „საკურას“ ხელშეწყობით იმყოფებიან. „იაპონელი ჟურნალისტები აჭარაში ერთი კვირა დარჩებიან. როგორც გვითხრეს, დოკუმენტურ ფილმს ერთ თვეში გააკეთებენ და ელექტრონულად მოგვაწვდიან“. 

 

სახელმწიფოსა და პაციენტებისგან ზედმეტად მოთხოვნილი თანხა – აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტირების შედეგი

 

ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულება, სადაც ინსპექტირების შედეგად დარღვევები გამოვლინდა, ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების მართვისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსის, თეიმურაზ ფუტკარაძის განმარტებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიერ სამინისტროდან არასწორად მოთხოვნილმა თანხამ 172.29 ლარი შეადგინა, რომლის უმეტესი ნაწილი (129.19 ლარი), დღეის მდგომარეობით, უკვე დაბრუნებულია, დარჩენილი თანხის დაბრუნების პროცესი კი მიმდინარეობს. პაციენტებისთვის ზედმეტად მოთხოვნილი თანხა 32.1 ლარია, რომელიც საავადმყოფომ ასევე უნდა დააბრუნოს.

 

მონიტორინგის სამსახურის უფროსის განმარტებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 1 505,55 ლარის ოდენობით. დაწესებულებამ უკვე გადაიხადა ბიუჯეტში 704.99 ლარი, დანარჩენი კი დაბრუნების პროცესშია.

 

ინსპექტირების შედეგად ასევე დადგინდა, რომ შპს „უნიმედ აჭარას“ (ბათუმის რეფერალური საავადმყოფო) ჯანდაცვის სამინისტროსგან ზედმეტად ჰქონდა მოთხოვნილი 2 333.60 ლარი, რომელთაგან დღეის მდგომარეობით, ბიუჯეტში დაბრუნებულია 2 198.60 ლარი. დაწესებულებას პაციენტებზე (ჯამში 10 პაციენტზე), ასევე ზედმეტად ჰქონდა მოთხოვნილი 552.40 ლარი, რომელთაგან დაბრუნებულია მხოლოდ 54 ლარი, 498.40 ლარი კი დაბრუნების პროცესშია.

 

თეიმურაზ ფუტკარაძის განმარტებით, ხელშეკრულების პირობის დარღვევის გამო, შპს „უნიმედ აჭარას“ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 2 238.14 ლარის გადახდა, რომელთაგან ბიუჯეტში გადახდილია 1061,61 ლარი, დანარჩენი კი დაბრუნების პროცესშია.
კიდევ ერთი სამედიცინო დაწესებულება, სადაც ინსპექტირებისას დარღვევები გამოვლინდა, ქობულეთის სამედიცინო ცენტრია.


დაწესებულებას სამინისტროდან არასწორად ჰქონდა მოთხოვნილი 150 ლარი, რომელიც სრულად დააბრუნა ბიუჯეტში. ასევე გადაიხადა პირგასამტეხლო – 143.52 ლარის ოდენობით, რომელიც დაწესებულებას ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო დაეკისრა. სამედიცინო ცენტრს პაციენტთან მიმართებაში ანგარიშსწორებაში დარღვევა არ ჰქონია.

 

თეიმურაზ ფუტკარაძე ამბობს, რომ ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულების ინსპექტირება 2-4 კვირის წინ დასრულდა და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ სამინისტროსთვის არასწორად მოთხოვნილი თანხის ნაწილი, ჯერ კიდევ დაბრუნების პროცესშია.

 

გასულ წელს პაციენტებზე დასაბრუნებელი თანხა – 19.90 ლარი აქვს დარჩენილი ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს. თეიმურაზ ფუტკარაძე: „ეს თანხა გასაცემია სამ პაციენტზე. როგორც დაწესებულებაში გაგვიმარტეს, პაციენტები არიან ინფორმირებული ამის შესახებ, მაგრამ ისინი რეგიონებიდან არიან და ამ თანხის გამო ჩამოსვლა არ უღირთ, რადგან ტრანსპორტირება უფრო ძვირი უჯდებათ. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ თუ ეს პაციენტები მომავალში აღმოჩნდებიან ამ სამედიცინო დაწესებულებაში, აუცილებლად გამოუქვითონ ეს მათ თანხა, ან გაუსწორონ ანგარიში“.

ბათუმში ნაციონალური მოძრაობის წევრი დააკავეს

 

“ამჟამად ვიმყოფებით გრიბოედოვის ქუჩაზე, სამმართველოსთან. დაახლოებით ორი საათის წინ დააკავეს რეზო ხარაზი,” – უთხრა “ბათუმელებს” უმაღლესი საბჭოს წევრმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ასმათ დიასამიძემ. მისი თქმით, რეზო ხარაზის დაკავების მიზეზი პოლიციელებთან შელაპარაკება გახდა. 

 

„გუშინ ჩვენი ერთ-ერთი აქტივისტი გამოსულა ბარათაშვილის ქუჩიდან, უკან არჩილ ხაბაძის კორტეჟი მოჰყვებოდა, ზებრაზე გზა დაუთმია ქვეითისთვის და დღეს ეს ადამიანი მთავრობის სახლთან გააჩერეს და მართვის მოწმობა ერთი წლით ჩამოართვეს. რეზოც ახლდა, მოითხოვა ახსნა-განმარტება და მოხდა შელაპარაკება,” – აღნიშნა ასმათ დიასამიძემ. 


“შენ ბევრს ლაპარაკობო, ასე უთხრეს. ეს ყველაფერი მოხდა არჩილ ხაბაძის სამსახურის წინ, “საჩუქარი” გაუკეთეს, როგორც ჩანს.  ამ ყველაფერს ვუკავშირებთ იმას, რაც მოხდა ქუთაისში. ვნახოთ რამდენს დაგვიჭერენ,” – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ “ბათუმელებთან”. 


რეზო ხარაზი
რეზო ხარაზი


შვიდმა კარატისტმა ბათუმიდან საერთაშორისო ლიცენზია მოიპოვა

 

სემინარები თბილისში 17-18 სექტემბერს მსოფლიო კარატის ფედერაციის ინსტრუქტორმა დევიდ ბენატელომ ჩაატარა. აჭარის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა გოჩა სურმანიძემ სპორტსმენებს დიპლომები გადასცა.


შვიდმა კარატისტმა ბათუმიდან საერთაშორისო ლიცენზია მოიპოვა



ეკოტურიზმი სამცხე-ჯავახეთში

გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი: გაქვავებული ტყე

სამცხე-ჯავახეთი მთიანი ხეობებით, სწრაფი მდინარეებითა და ტბებით გამორჩეული რეგიონია. საქართველოში ყველაზე მეტი – 80-მდე ტბა სწორედ ამ მხარეშია. ყველაზე დიდი ტბა ფარავანია. აქ ცივიდა სუსხიანი ზამთარია. ამიტომ ზამთრობით ტბებზე რამდენიმესანტიმეტრიანი ყინულია. ეს რეგიონი განსაკუთრებულად მიმზიდველია თევზაობის მოყვარულებისთვის, რადგან ტბები მდიდარია სხვადასხვა სახის თევზით. სამცხე-ჯავახეთში მთავარ პრობლემას წარმოადგენს ინფრასტრუქტურა და სასტუმროები. ამ ადგილების მონახულების დროს ღამის გათევა სოფლებში, საოჯახო ტიპის სასტუმროებშია შესაძლებელი, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 20-ია.

„ზოგს თოვლიანი პერიოდი აინტერესებს, თუმცა ყველაზე მოსახერხებელი ეკოტური მაინც ზაფხულშია“, – ამბობს მთვარისა თარხნიშვილი, რომელიც რამდენიმე წელია ტურისტული ტურების მოწყობითაა დაკავებული და რამდენიმე ადგილს გვთავაზობს ეკოტურის მოსაწყობად:

ფარავანის ტბა

 

ზღვის დონიდან 2073 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, ყველაზე დიდი ტბაა საქართველოში. მისი სიგრძე 9,5 კმ-მდე აღწევს, სიგანე – 6 კმ-ს, სიღრმე კი – 3,8 მეტრია. ტბა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, აბულ სამსარისა და ჯავახეთის ქედებს შორისაა მოქცეული. ტბა ზამთრობით იყინება და ყინულის სისქე 47-73 სანტიმეტრამდე აღწევს. ზაფხულობით კი ლამაზი პეიზაჟის ნახვის გარდა ფარავნის ტბა მიმზიდველია თევზაობის მოყვარულებისთვისაც. ტბაში ბინადრობს სხვადასხვა სახეობის თევზი: ხრამული, კალმახი, ნაფოტა, კობრი, ჭაფალა და სხვა. ფარავნის ტბასთან ახლოს მდებარეობს სოფელი ფოკა, სადაც ეთნიკურად სომეხი ქართველი მოსახლეობა ცხოვრობს. ნინოწმინდაში მისულებს შეგიძლიათ მოინახულოთ საღამოს ტბაც, რომელიც ნინოწმინდიდან 13 კილომეტრის დაშორებით, სოფელ საღამოსთან მდებარეობს.

 

 

ფარავნის ტბა | ფიტო:moe.gov.ge

 

 

 

საღამოს ტბა | ფოტო: samtskhe-javakheti.gov.ge

 

„სოფელ საღამოში კარგი ამინდის დროს შუა დღის მერე ბინდბუნდია, თითქოს მოღამდაო, ამ მახასიათებლიდან გამომდინარე, ამ ტერიტორიას სოფელსაც და ტბასაც – საღამო დაერქვა“, – ამბობს ისტორიკოსი, მკვლევარი და ახალციხის მუნიციპალიტეტში განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი რევაზ ანდღულაძე.

ტაბაწყური

 

ბორჯომისა და ახალქალაქის საზღვარზე, ზღვის დონიდან 1991 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ტბის საშუალო სიღრმე 15 მეტრი, მაქსიმალური კი 40 მეტრზე მეტია. დეკემბრის ბოლოდან მარტის ბოლომდე ტბა გაყინულია. ირგვლივ სოფლები – მოლითი და ტაბაწყური მდებარეობს.

ტაბაწყურის ტბა

წუნდის ტბა 

 

6 მეტრი სიღრმის ტბა ასპინძის სოფელ ნოქალაქევში მდებარეობს. მის გვერდით მდინარე მტკვარი მიედინება. არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც თამარ მეფე თითქოს ამ ტბის ანარეკლით ისწორებდა თმას. ამიტომ ეს ტბა „თამარის სარკის“ სახელითაც არის ცნობილი.

 

 

წუნდის ტბა | ფოტო: samtskhe-javakheti.gov.ge

 

კარწახის ტბა 

 

იგივე ხოზაფინის ტბა, ერთადერთი ტბაა საქართველოში, რომელიც საზღვარს წარმოადგენს და საქართველოსა და თურქეთს აერთიანებს. ტბის ნახევარი – ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილი საქართველოში ხოლო სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი თურქეთში მდებარეობს. კარწახის ტბა ახალციხის მუნიციპალიტეტშია და ზღვის დონიდან 1799 მეტრზე მდებარეობს. კარწახის აუზის ფართობი 158 კვადრატული მეტრია. სიღრმე მხოლოდ ერთ მეტრს აღწევს.

კარწახის იგივე ხოზაფინის ტბა ერთადერთი ტბაა საქართველოში რომელიც საზღვარზე დებარეობს, ტბის ნახევარი საქართველოში ნახევარი კი თურქეთში მდებარეობს

გაქვავებული ტყე 

 

დაცული ტერიტორიების სააგენტომ „გაქვავებულ ტყედ“ წოდებული 365 ჰექტრამდე ტყე უნიკალურად გამოაცხადა და ბუნებრივი ძეგლის სტატუსი მიანიჭა. „გაქვავებული ტყე“ ადიგენისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზეა და გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლს წარმოადგენს. ადგილობრივების თქმით, რამდენიმე ასეული წლის წინ ტყის მასივი მიწაში დაიმარხა და უჰაერო სივრცეში გაქვავდა. „გაქვავებული ტყე“ ზღვის დონიდან 1600-2100 მეტრ სიმაღლეზე, გოდერძის უღელტეხილთან ახლოს, უტყისუბანში მდებარეობს.

 

 

გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი: გაქვავებული ტყე | ფოტო: apa.gov.ge

 

რაფტინგი მდინარეებზე 

 

მთვარისა თარხნიშვილის თქმით რაფტინგისთვის, იგივე ჯომარდობისთვის, სამცხე-ჯავახეთი მაღალი მთებითა და სწრაფი მდინარეებით საუკეთესო ადგილია საქართველოში. „სამწუხაროდ, ახლა გახდა ჯავახეთში ეკოტურიზმი მიმზიდველი, აქამდე ამ მიმართულებით ერთადერთი, რაფტინგი ტარდებოდა, ძირითადი ინტერესი კულტურულ ძეგლებზე იყო სამცხეში“, – ამბობს მთვარისა თარხნიშვილი და დასძენს, რომ ჯავახეთს დიდი პოტენციალი გააჩნია ეკოტურიზმის განვითარებისთვის. ის სამცხე-ჯავახეთში, უცნობ და ეკოტურისტულ და ზოგადად, ტურისტულის მქონე და ჯერ კიდევ შეუსწავლელ მხარეებად მიიჩნევს ურაველის ხეობას სამცხეში და ნინოწმინდას – ჯავახეთში.

 

 

 

რამდენით გაიზარდა მასწავლებლის ხელფასი

 

 

 

ბატონო გოჩა, ხელფასი ყველა მასწავლებელს გაეზარდა?

 დიახ, ხელფასი გაეზრდა საჯარო სკოლაში დასაქმებულ ყველა მასწავლებელს. პირველ რიგში გაიზარდა საბაზისო ხელფასი, მაგრამ მასწავლებლის ხელფასი გარკვეულ კოეფიციენტზე მრავლდება და 50 ლარით კი არა, უფრო გაზრდილი გამოდის. მასწავლებლის ხელფასი განსხვავებულია სტაჟის მიხედვით, ასევე იმის მიხედვით: მაგისტრია, ბაკალავრია თუ დოქტორის ხარისხი აქვს. არის შესაბამისი ცხრილი, რომლის მიხედვითაც დგინდება ეს.
 

 

რაც შეეხება სერტიფიცირებულ მასწავლებლებს…

 ყველა მოქმედი მასწავლებელი არის პრაქტიკოსი მასწავლებელი. ვინც გასულ წელს იყო სერტიფიცირებული ან წელს ჩააბარა გამოცდები, ესენი არიან უფროსი მასწავლებლები. არის პრაქტიკოსი მასწავლებელი, შემდეგ არის უფროსი მასწავლებელი და ასევე, გვყავს რამდენიმე წამყვანი მასწავლებელი, ესენი არიან სერტიფიცირებული მასწავლებლები დოქტორის ხარისხით. უფროსი მასწავლებლის დანამატი 160 ლარია, წამყვანი მასწავლებლის – 250 ლარი, მენტორის – 300 ლარი.

 

 იზრდება თუ რა იმ პედაგოგების ხელფასი, ვინც აქამდე ათას ლარს იღებდა?

 ათას ლარს ვინც იღებდა, მათი ხელფასი იგივე რჩება. თუ ამ სქემის მიხედვით ეს პედაგოგები ავლენ ზედა საფეხურზე და მათი ხელფასი გადააჭარბებს ათას ლარს, მაშინ აიღებენ მეტს, მანამდე იგივე რჩება. სამომავლოდ დაგეგმილია, რომ მასწავლებელი როცა გახდება წამყვანი მასწავლებელი, ახლანდელი გათვლებით მას უნდა ჰქონდეს ხელფასი 1250 ლარი. ამ ნამატების მიხედვით, აპრილში დაგეგმილია მასწავლებლის ხელფასის მატება. წამყვანი მასწავლებელი მიიღებს 1000 ლარზე მეტს.

 

ასევე, გვყავს მასწავლებლები, რომლებსაც აქვთ დანამატი – 200 ლარი. ეს ის მასწავლებლები არიან, რომლებმაც ჩააბარეს ინგლისურის, კომპიუტერისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გამოცდა, დანამატი ასევე შენარჩუნებულია და ისინი იღებენ არა 160 ლარს, არამედ 200 ლარს.

 


დირექტორებს თუ გაეზრდებათ ხელფასი?

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასწავლის და საათები აქვს. დირექტორის ხელფასი შტატითაა განსაზღვრული და ამ ეტაპზე არანაირი ცვლილება არ შესულა. 



ხელფასი ემატებათ მხოლოდ საჯარო სკოლის პედაგოგებს. თქვენი აზრით, იქონიებს თუ არა ეს მატება გარკვეულ გავლენას კერძო სკოლებზეც?

 

სავარაუდოდ, კერძო სკოლებიც იძულებულნი იქნებიან ხელფასი გაზარდონ, რადგან საჯარო სკოლებში მოიმატა ხელფასმა. ბათუმში 1600-ზე მეტი პედაგოგია საჯარო სკოლაში და დაახლოებით 500 პედაგოგი – კერძო სკოლაში.

სახელმწიფო ანსამბლს შენობას გაურემონტებენ

 

სამინისტროს ინფორმაციით, იგეგმება ანსამბლის შენობის ინტერიერის შეცვლა და დამატებითი ოთახების მოწყობა.  მოეწყობა 4 საგრიმიორო ოთახი, დაემატება 2 ახალი გასახდელი და გაფართოვდება სარეპეტიციო დარბაზი.
 
 
სარეაბილიტაციო პროექტს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ამაგი“ ახორციელებს. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების ღირებულება  105 615 ლარს შეადგენს.  სამუშაოები  30 ნოემბერს დასრულდება.
 
 
 
 

ბათუმში სამუფთოს ახალი რეზიდენცია გაიხსნა

 

 

სამუფთოს ახალი რეზიდენცია ბათუმში

 

თხსართულიან შენობაში, სამუფთოს გარდა,  ადმინისტრაციის სხვადასხვა სამსახურიც განთავსდება. 

 

გარდა აღნიშნული შენობა-ნაგებობისა, მუსლიმ თემს ბათუმში, ანგისის დასახლებაში,  იტალიური სკოლის ყოფილი შენობაც გადაეცა.  სამუფთოს წარმომადგენელთა ინფორმაციით, შენობაში სასულიერო სკოლის გახსნა იგეგმება.

 

სამუფთოს გადაეცა იტალიური სკოლის ყოფილი შენობაც

 

 

 

შპს „სტადიონი“ საავადმყოფოს მშენებლობაზე ტენდერს აცხადებს

 

ტენდერის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ქ.ბათუმში, პუშკინის ქ.164/ტბელ აბუსერიძის ქუჩა #2-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე 170 საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს მშენებლობა უნდა უზრუნველყოს.

 

შპს „სტადიონი“ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და მისი ბიუჯეტი  აჭარის უმაღლესმა საბჭომ საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად დაამტკივა.   რის შედეგადაც სტადიონისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხა  შპს „სტადიონის“ საწესდებო კაპიტალში გადავიდა. 

 

 აჭარის ბიუჯეტში მიმდინარე წელს ბათუმის სტადიონის დაპროექტებასა და მშენებლობაზე 12 მილიონ 984 ათას 400 ლარი, ხოლო რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობის დაწყებისთვის 5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ჯამში სტადიონისთვის 38 მილიონ 225 ათასი ლარის, ხოლო საავადმყოფოსთვის 18 მილიონი ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული 2017 წლის ჩათვლით.

 

 

 

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

ბულვარის ახალ კონცეფციაზე სასტუმრო „ოაზისი“ იმუშავებს

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ბულვარის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. დოკუმენტი ბულვარის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს, კონკრეტულად კი ერთიანი ტოპოგრაფიული გეგმის შექმნას გულისხმობს, რომელიც ტერიტორიის ზონებად დაყოფას, ხოლო თითოეული ზონის სტრატეგიულ დაგეგმარებას ითვალისწინებს.

„კვლევებისა და გამოკითხვის საფუძველზე შეირჩა სამი კომპანია, რომელთაც მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ. წარმოდგენილი წინადადებების განხილვის შემდგომ შესაბამისმა კომისიამ არჩევანი შპს „სასტუმრო ოაზისზე“ შეაჩერა. კომპანია აჭარის რეგიონში ერთ-ერთი ლიდერია და ამ დროისთვის “Dream Land Oasis” 105 მილიონი ლარის ღირებულების მასშტაბურ პროექტს ახორციელებს ჩაქვში. კომპანიის კონცეფცია სრულად შესაბამისობაშია ფლორენციის ქარტიის პრინციპებთან ისტორიულ ბაღებთან მიმართებაში; ამასთანავე კომპანიის მიერ შემოთავაზებული იქნა კონტრაქტის ყველაზე დაბალი ღირებულება,“- ნათქვამია ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ფლორენციის ქარტიის შესაბამისად კომპანიასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია  ბათუმის ბულვარის კონსერვაციის, რეაბილიტაციის და რეკონსტრუქციის პროექტის მომზადება.

„პროცესის ყველა ეტაპზე მოეწყობა საჯარო განხილვები და დისკუსიები, ასევე ყველა დაინტერესებულ პირს/ჯგუფს რეკომენდაციების, შენიშვნების, მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა ექნება,“- ნათქვამია განცხადებაში.

ბათუმის ბულვარის ტოპოგრაფიული გეგმისა და ბათუმის ბულვარის კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარების დოკუმენტაციის მოწოდება 2016 წლის 15 მაისს დასრულდება.

აშშ-ს მშვიდობის კორპუსის მოხალისეები ბათუმში

 

 

 

სამოქალაქო ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებს, სკოლებს შესაძლებლობა ეძლევათ მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისეები ინგლისური ენის შესწავლის ან გაუმჯობესების მიზნით მიიღონ. 

 

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა 10 ოქტომბერია. 

 

მშვიდობის კორპუსი საქართველოში ადგილობრივი მთავრობის მოწვევით მუშაობს.  საქართველოში მშვიდობის კორპუსის პროგრამა 2001 წელს დაარსდა. მას შემდეგ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 600-ზე მეტმა ამერიკელმა მოხალისემ იმსახურა. 

უმაღლეს საბჭოს წევრი: არჩილ ხაბაძემ აჭარის კონსტიტუცია ორჯერ დაარღვია

 

 

პეტრე ზამბახიძე - უმაღლესი საბჭოს წევრი
პეტრე ზამბახიძე – უმაღლესი საბჭოს წევრი

  

„გარდა იმისა, რომ ის ორჯერ არ გამოცხადდა უმაღლეს საბჭოში, განაცხადა აბსოლუტური სიცრუე მედიასაშუალებებით და თქვა, რომ მისი მომწვევი უმაღლეს საბჭოში  სულ ცხრა წევრი  იყო.  ეს იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რადგან უმაღლესი საბჭოს 15 წევრმა დაუჭირა მხარი მის მოწვევას და ეს იმაზე მეტია, ვინც მის თავმჯდომარედ დანიშვნას დაუჭირა მხარი. 

  

ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ არჩილ ხაბაძე მოვიდეს უმაღლეს საბჭოში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ,  „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩილ ხაბაძემ პატივი სცეს კონსტიტუციას რომელიც უკვე ორჯერ,  17 სექტემბერს და 18 ივნისს დაარღვია.  თუკი ხაბაძე კონსტიტუციას დაარღვევს მესამედ და არც 15 ოქტომბრის სხდომაზე გამოცხადდება, მაშინ ჩვენ  მისი უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მივმართავთ“.

 

პეტრე ზამბახიძის თქმით, აჭარის  მთავრობის თავმჯდომარე პირველ რიგში ანგარიშვალდებულია უმაღლესი საბჭოს და შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

 

„ჩვენ შეიძლება სხვა საჯარო სივრცეშიც შევხვდეთ, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავრობის თავმჯდომარე უნდა მოვიდეს უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში, იქ სადაც მისთვის განკუთვნილი  მაგიდა და სავარძელი  დგას და სადაც განსაკუთრებული წესი მოქმედებს.  თუ არ გამოცხადდება, ვიფიქრებთ იმაზე, რომ რადგან სამი წლის განმავლობაში არჩილ ხაბაძე არ გამოცხადებულა უმაღლეს საბჭოში, ეს მაგიდა და სკამი მისთვის ზედმეტია“.   

 

პაციენტის თავმდგომი სკამზე

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ პოსტოპერაციული პაციენტის პალატაში, ე.წ. თავმდგომის დარჩენასთან დაკავშირებით რეგულაციები არ არსებობს. სამინისტროს განმარტებით, ეს საკითხი, ძირითადად, კერძო კლინიკების დონეზე რეგულირდება, თუმცა, კანონმდებლობით განსაზღვრულია განყოფილებები, თუ სად არ შეიძლება თავმდგომის დარჩენა პალატაში: ეს სამეანო განყოფილება და რეანიმაციაა.

საქართველოს საავადმყოფოებში პალატაში თავმდგომი თითქმის ყველა იმ პაციენტს ჰყავს, რომელთაც ოპერაციის შემდეგ უწევთ დარჩენა საავადმყოფოში. თავმდგომს, ძირითადად, სკამზე უწევს ყოფნა და ღამისთევის შემთხვევაში – ძილიც.

ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” ხელმძღვანელი ჯუმბერ უნგიაძე ამბობს, რომ პოსტოპერაციული პაციენტების პალატაში, თავმდგური ოჯახის წევრების გაჩერების პრაქტიკა მათ კლინიკაშიც არსებობს, თუმცა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. მაგალითად, მაშინ, როცა პაციენტი არის ყრუ-მუნჯი, საუბრობს უცხო ენაზე ან სხვა მიზეზების გამო, არ აქვს შესაძლებლობა აუხსნას ექიმს თავისი პრობლემა. ასევე ნებადართულია თავმდგომის დაყენება მაშინ, როცა პაციენტს უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება.

“პოსტოპერაციულად, რაც უფრო მეტს იმოძრავებს პაციენტი, მით უფრო ნაკლებია თრომბოემბული გართულებების საშიშროება და მით უკეთ მიდის შეხორცების პროცესი… თუმცა ხდება ისე, რომ პაციენტს უჭირს დამოუკიდებლად მოძრაობა, ზანტია… სჭირდება დახმარება საპირფარეშოში გასვლაზე… სწორედ ამ ნაწილში დახმარებას ითავსებს თავმდგომი”, – განმარტავს ჯუმბერ უნგიაძე.

ექიმი ამბობს, რომ ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი პაციენტის ინტერესებია და კლინიკამ ყველა გზით უნდა ეცადოს, მიაწოდოს პაციენტს სრული სერვისი: “პაციენტს შესაძლოა ექთნისა და ექიმის ინდივიდუალური კურსიც კი დავუნიშნოთ, მაგრამ ზოგჯერ ესეც არ ჰყოფნის. პაციენტი არ უნდა დაიჩაგროს, ამიტომაც ასეთ დროს რეკომენდებულია თავმდგომის ინსტიტუტი”.

ბათუმის საზღვაო ჰოსპიტლის ხელმძღვანელი თამარ ქაჩლიშვილი ამბობს, რომ მათთან თავმდგომს მხოლოდ იმ შემთხვევაში აყენებენ, თუ პაციენტი ბავშვია, რადგან ამ დროს დიდია პაციენტის სტრესის ფაქტორი. “როდესაც საექთნო პუნქტი მუშაობს გამართულად, არ არის რეკომენდებული ოჯახის წევრი იყოს პალატაში”, – განმარტავს ის. თამარი არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთ მძიმე შემთხვევაში, დამატებით, ოჯახის წევრის მეთვალყურეობას უკეთესი შედეგი ჰქონდეს, მაგრამ წესით (თუნდაც ძალიან მძიმე) პაციენტს უნდა დაეხმაროს ექთანი: `ჩემი დაკვირვებით, ხშირად, ეს საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპია, თუ ოჯახის წევრი საავადმყოფოშია, აუცილებლად სხვა ოჯახის წევრიც მასთან უნდა იყოს კლინიკაში. როცა ექთანი მუდმივად არის პოსტზე, ამის საჭიროება კლინიკაში არ არის. ნახვის საათები სავსებით საკმარისია.~ იგი ექთნის როლზეც ამახვილებს ყურადღებას: “საექთნო სამსახურს ცოტა უფრო მეტად უნდა აფასებდეს კლინიკა და, ზოგადად, სახელმწიფო. პაციენტი როგორც კი შევა სტაციონარში, შემდგომში მისი კეთილგანწყობა თუ დაავადებასთან ბრძოლის უნარი სწორედ ექთანზეა დამოკიდებული, მან უნდა შეუქმნას პაციენტს მოტივაცია და განწყობა გამოჯანმრთელებისკენ, შენ (კლინიკა) თუ ექთანს არ აფასებ, თავისთავად ამ ყველაფერს მოკლებულია პაციენტი.”

საქართველოში თავმდგომის ინსტიტუტის არსებობას ფსიქოლოგიურ ფაქტორს უკავშირებს ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი მალხაზ ხალვაშიც, რომელიც ამბობს, რომ ასეთი პრაქტიკა მათ საავადმყოფოშიც არსებობს. “პაციენტის ოჯახის წევრები საქართველოს საავადმყოფოებში რჩებიან იმიტომ კი არა, რომ ამის სამედიცინო საჭიროება არსებობს, არამედ იმიტომ, რომ ამ დროს პაციენტი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ეს კი დადებითად აისახება მის გამოჯანმრთელების პროცესზე. რეალურად სხვა დატვირთვა თავმდგომს არ აქვს, რადგან ის ყველაფერი, რაც სამედიცინო თვალსაზრისით ესაჭიროება პაციენტს, ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში არის უზრუნველყოფილი”, – ამბობს ის.

პაციენტის ოჯახის წევრები საავადმყოფოში ძირითადად სკამებზე ათევენ ღამეს. როგორც კლინიკებში ამბობენ, ცალკე მათთვის ავეჯსა და ღამის თევის ადგილზე ზრუნვა დიდ ხარჯებს უკავშირდება და ეს არც კლინიკის კომპეტენციაში შედის, თუმცა ასეთი შემთხვევების დროს, თავმდგომისთვის კომფორტის შესაქმნელად კლინიკები გარკვეულ დათმობებზე მიდიან. ჯუმბერ უნგიაძე: “იქვე, პალატაში თუ არის შესაძლებლობა, ვცდილობთ სავარძელზე დავაძინოთ ან რაიმე გამოვუძებნოთ, რომ ისიც არ გაწვალდეს.”
“თუ გვაქვს საშუალება, ვცდილობთ შევუქმნათ მას პალატაში გაჩერების პირობა. თუმცა, ჩვენი კლინიკის პირობებში ეს რამდენად შესაძლებელია, თავად განსაჯეთ”, – ამბობს მალხაზ ხალვაში.

პალატაში პაციენტის ოჯახის წევრის დარჩენის შესახებ რეგულაციები არც ევროპის ქვეყნებში არსებობს. ჯუმბერ უნგიაძის განმარტებით, იქ ასეთი პრაქტიკაც იშვიათია: “აქ ყველას უნდა თავზე დაადგეს პაციენტს. რეანიმაციაშიც კი მთელი სანათესაო მოდის და მიუხედავად აკრძალვისა, ითხოვენ, რომ ცალი თვალით მაინც შევახედოთ. ბახილებსაც კი არ იცვამენ, მიუხედავად გამაფრთხილებელი პოსტერისა”.

21 ათასი ორ თვეში – გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის პრემიები

რეზო ხარაზი

„გამგებლის სულხან ევგენიძისა და საკრებულოს თავმჯდომარის სულხან ოქროპირიძის ყოველთვიური ხელფასი  2 650 ლარია.  აღნიშნულმა პირებმა ორი თვის განმავლობაში პრემიის სახით 10 600 ლარი აიღეს,“- განაცხადა რეზო ხარაზმა.

რეზო ხარაზი ამბობს, რომ გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მსგავსი რაოდენობის პრემიები მაისშიც აიღეს: „მაშინ განაცხადეს, რომ მომდევნო თვეებში აღარ აპირებდნენ პრემიის გამოწერას, მაგრამ როგორც ვხედავთ,  ეს მანკიერი პრაქტიკა გრძელდება.  წელს ქობულეთში დაგეგმილი იყო სპორტსკოლის მშენებლობა, რომელიც 4 მილიონი ლარი ჯდებოდა, სპორტსკოლა არ ააშენეს, თანხა  „სხვა ხარჯებში“ გადაიტანეს. მალე ყველა დავინახავთ ეს  „სხვა ხარჯები“ პრემიებსა და დანამატებში დაიხარჯება“.

რეზო ხარაძის თქმით, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის ყოველთვიური საწვავის ლიმიტი 600 ლიტრია, „არც სატელეფონო ხარჯები აქვთ, კორპორაციული მომსახურებით სარგებლობენ. ლარის ინფლაციისა და სოციალური ფონის გაუარესების ფონზე, ქობულეთს ამ ორი თანამდებობის პირის შენახვა ორ თვეში 21 ათასი ლარი უჯდება “.

ანიმაციური საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ იწყება

 

 

 

5 ოქტომბერს ღონისძიებები  დაგეგმილია ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში,  ხვალ, 6 ოქტომბერს ქედის მუნიციპალიტეტში, 7 ოქტომბერს კი ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

 

8-იდან 10 ოქტომბრის ჩათვლით ფესტივალს ბათუმი უმასპინძლებს.   

 

ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალში უცხოელების გარდა, საქართველოს ათი მუნიციპალიტეტიდან მიიღებენ ანიმატორები მონაწილეობას. 

 

კატეგორიაში  – ბავშვების მიერ შექმნილი საუკეთესო ფილმი, საკონკურსო ნამუშევრები რვა რეგიონიდან იქნება წარმოდგენილი. წელს, მე-7 ფესტივალზე პირველად იქნება წარმოდგენილი კატეგორია – საუკეთესო  ქართული ფილმი.

 

გამარჯვებული ანიმაციური ფილმები  შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდება: გრან – პრი საუკეთესო ფილმი უფროსებისათვის , საუკეთესო საბავშვო ფილმი ბავშვების მიერ შექმნილი, საუკეთესო ფილმი, საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმი, საუკეთესო სერიალი, საუკეთესო დებიუტი, საუკეთესო სტუდენტური ფილმი, საუკეთესო ქართული ანიმაციური ფილმი, ფილმების ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „აპოლოში“ და ხელოვნების უნივერსიტეტში, ხულოს დრამატულ თეატრში, შუახევის, ქობულეთის და ქედის კულტურის ცენტრში.

 

ფესტივალის მიმდინარეობის პერიოდში გაიმართება ვორქშოპები და მასტერკლასები.

 

გამარჯვებულებს საერთაშორისო ჟიური გამოავლენს. ფესტივალის განმავლობაში საკონკურსო და საინფორმაციო პროგრამებში ნაჩვენები იქნება 42 ქვეყნის 120 ფილმი.

 

ფესტივალის ორგანიზატორი ანიმაციის განვითარების ფონდია.

 

 

საპატრიარქო ბობოყვათის რეზიდენციას „კრწანისის პარკის“ 25% წილის სანაცვლოდ ითხოვდა

„გთხოვთ, უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადმოგვცეთ ქობულეთში, აბაშიძის ქუჩა 128-ში მდებარე ქონება… ზემოაღნიშნული უძრავი ქონების გადმოცემამდე, მზად ვართ უზრუნველვყოთ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებაში არსებული, შპს „კრწანისის პარკის“ 25% წილის სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა…“ – აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობის [იაკობიშვილი] წერილში [წერილის N 123], რომელიც ქორეპისკოპოსმა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარეს 2015 წლის 11 სექტემბერს გაუგზავნა.

ქორეპისკოპოსის წერილი სააგენტოში 2015 წლის 14 სექტემბერს დარეგისტრირდა [რეგისტრაციის N 76884/04]. იმავე დღეს, ანუ 14 სექტემბერსვე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მიმართა მთავრობის ადმინისტრაციას ქონების გაცვლის მიზანშეწონილობის შესახებ და შესაბამისი განკარგულების პროექტიც წარუდგინა [მინისტრის წერილის ადმინისტრაციაში რეგისტრაციის N 63976]. განკარგულების პროექტით კი საპატრიარქოს სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ შპს „კრწანისის პარკის“ 100% წილი უნდა გადაეცა.

ადმინისტრაციაში მინისტრის წერილის შესვლიდან ერთ კვირაში, 2015 წლის 21 სექტემბერს, საქართველოს მთავრობამ გამოსცა შესაბამისი განკარგულება ქონების უსასყიდლოდ გადაცემა-გაცვლაზე [მთავრობას განკარგულების პროექტში არანაირი ცვლილება არ შეუტანია].

მინისტრის წერილიდან ირკვევა, რომ ბობოყვათში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონება იმ დროისთვის შეფასებული იყო 34 მილიონ 425 ათას 492 ლარად. ადმინისტრაციიდან მიღებულ დოკუმენტებში კი არაფერია ნათქვამი ბობოყვათის რეზიდენციაში არსებულ ასევე სახელმწიფოს კუთვნილი მოძრავი ქონების ღირებულებაზე, რომელიც ასევე უსასყიდლოდ და სრულად გადაეცა საპატრიარქოს საკუთრებაში.

მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციას დანართის სახით 59 ფურცელი გადაუგზავნა, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციამ მხოლოდ 10 ფურცლის ასლი მოგვაწოდა. მინისტრის წერილის მიხედვით ჩანს, რომ ქონების საპატრიარქოზე გადასაცემად შესაბამისი კანონპროექტი თურმე „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მნიშვნელობის გათვალისწინებით“ მოამზადეს.

პოპულარული სპორტის სახეობები სასპორტო სკოლებში

 

 

ფოტო: ”ბათუმელების” არქივიდან

 

აჭარაში ექვსივე მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლაში სპორტის 32 სახეობას ასწავლიან. სასპორტო სკოლებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, რაოდენობის მიხედვით, აჭარაში ყველაზე მეტი ბავშვი – 514 ფეხბურთს მისდევს, ყველაზე ცოტა კი 14 მოსწავლე სპორტულ ცეკვებშია გაწევრიანებული, თუმცა სპორტულ ცეკვებს ექვსი მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ბათუმში ასწავლიან. ხოლო ფეხბურთის ჯგუფები ექვსივე მუნიციპალიტეტშია.

 

ფეხბურთში, ისევე როგორც რაგბსა და ძიუდოში, ცალკე არსებობს ქალთა ფეხბურთი, რომლის ერთი ჯგუფი მხოლოდ ბათუმშია (36 გოგო), თუმცა გოგონების ფეხბურთის ჯგუფი არსებობს ქობულეთის სასპორტო სკოლაშიც, სადაც საერთო ჯამში ფეხბურთს 115 ბავშვი სწავლობს, აქედან – 80 გოგოა.

 

რაც შეეხება ქალთა გუნდებს – რაგბსა და ძიუდოს მხოლოდ ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში ასწავლიან. შვიდქალა რაგბში 15, ხოლო ქალთა ძიუდოში 26 სპორტსმენი ჰყავთ. ბათუმის სასპორტო სკოლაში კი შემდეგ სახეობებში წვრთნიან ბავშვებს: ფარიკაობა, მხატვრული ტანვარჯიში, სპორტული ტანვარჯიში, ტაეკვონდო, აკრობატიკა, წყალბურთი, ბატუტზე ხტომა, ბალახის ჰოკეი, ხრიდოლი, მთამსვლელობა და სპორტული ცეკვა. მიუხედავად საერთო სურათისა, ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში ამბობენ, რომ იქ ყველაზე წარმატებული სპორტი მშვილდოსნობაა. „მშვილდოსნობაში გვყავს ევროპის ვერცხლის პრიზიორი ხათუნა ნარიმანიძე. დიდი შედეგები გვაქვს ქალთა ძიუდოშიც – გვყავს ბაქოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე, ასევე მსოფლიო და ევროპის პრიზიორები“, – ამბობს ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე შაქრო წულუკიძე. მშილდოსნობა აჭარაში მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში ისწავლება, ბათუმში 13 მოსწავლეა, ხოლო ხელვაჩაურში – 38.

 

სპორტის ის სახეობები, რომლებიც სასპორტო სკოლებში არ შედის, შეიძლება არსებობდეს კლუბის სახით. მაგალითად, სასპორტო სკოლებიდან მხოლოდ შუახევში არსებობს რაგბის ჯგუფი. თუმცა ბათუმსა და ქობულეთში ცალკე არსებობს სარაგბო კლუბები. „ჩვენთან შვიდი სახეობა იყო, რაგბი გამოეყო და ცალკე კლუბად ჩამოყალიბდა. მუნიციპალიტეტში არის ცალკე აიპები კალათბურთის, ფრენბურთისა და ხელბურთის. იქაც ბევრი ბავშვი დადის“, – ამბობს ქობულეთის კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორი ზურაბ კახიძე.

 

ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე მეტი ახალგაზრდა ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში ჰყავთ, იქ 383 ბავშვი სწავლობს. მას მოჰყვება შუახევი – 382 ბავშვით, ხულო 376-ით და ქობულეთი 302 ბავშვით; ქედის სასპორტო სკოლაში კი მხოლოდ 180 მოზარდი სწავლობს. ზურაბ კახიძის თქმით, 2015 წელს ქობულეთის სასპორტო სკოლაში, ახალი სეზონიდან, 20 ბავშვით შემცირდა რაოდენობა. „როდესაც სწავლების მაღალ ეტაპზე გადადიან ბავშვები, სხვადასხვა ადგილას ხდება მათი განთესვა“, – ამბობს ის. მისი აზრით, ამა თუ იმ სპორტის პოპულარობა კეთილმოწყობილ ინფრასტრუქტურაზეა დამოკიდებული. „დღეს ყველაზე კარგი ბაზები ჭიდაობაში გვაქვს, არის დარბაზი, ლეიბები, მთელი წლის განმავლობაში ამინდზე არ ვართ დამოკიდებული და სულ მეცადინეობა მიდის. ჭადრაკშიც არიან მსურველები და ფეხბურთშიც, თუმცა ჩვენს სპორტსკოლაში ყველაზე უფრო მეტად ჭიდაობა – ძიუდო და თავისუფალი ჭიდაობა აინტერესებთ. სპორტის ყველა სახეობაში სპორტული ბაზები რომ იყოს, უფრო მეტი ბავშვი იქნება“, – დასძენს ზურაბ კახიძე.

 

რაოდენობის თვალსაზრისით ყველაზე მეტი ბავშვი ბათუმის სასპორტო სკოლაში სწავლობს – სულ 1579 მოსწავლე. სასპორტო სკოლაში ამბობენ, რომ ეს მონაცემი 2014-2015 წლის სეზონისაა და 2015-2016 წლის სეზონისთვის ჯგუფები ჯერ არ დაკომპექტებულა. ამიტომ შეიძლება იყოს ცვლილება – რაოდენობა გაიზარდოს ან შემცირდეს. ბათუმის სასპორტო სკოლის სპორტსმენებს 2014 წელს სულ 353 მედალი აქვთ მოპოვებული, სპორტის 22 სახეობაში. მედლების ყველაზე მეტი რაოდენობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაზე მოდის – 131 (39 ოქრო, 29 ვერცხლი, 63 ბრინჯაო), თავისუფალ ჭიდაობაზე – 22 (6 ოქრო, 7 ვერცხლი, 9 ბრინჯაო), ხოლო მაგიდის ჩოგბურთზე – 44 მედალი (22 ოქრო, 15 ვერცხლი, 7 ბრინჯაო).


 

აჭარის ექვს მუნიციპალიტეტში არსებული სასპორტო სკოლების მოსწავლეთა საერთო რაოდენობა სპორტის სახეობების მიხედვით

 

#       

 

ფეხბრურთისს სახეობა


 მოსწავლეების რაოდენობა


1.  ფეხბურთი  514
2.  ბერძნულ-რომაული ჭიდაობა           395
3.  თავისუფალი ჭიდაობა  362
4.  კალათბურთი  236
5.  ჭადრაკი  185
6.  მაგიდის ჩოგბურთი  145
7.  მძლეოსნობა  139
8.  სათხილამურო სპორტი  116
9.  ძიუდო  105
10.  ფრენბურთი  91
11.  ქართული ჭიდაობა  76
12.  ფარიკაობა  74 მხოლოდ ბათუმში
13.  მხატვრული ტანვარჯიში  65 მხოლოდ ბათუმში
14.  ხელბურთი  64
15.  სპორტული ტანვარჯიში  62 მხოლოდ ბათუმში
16.  ძალოსნობა  57 
17.  კრივი  56
18.  ტაეკვონდო  52 მხოლოდ ბათუმში 
19.  მშვილდოსნობა  51
20.  აკრობატიკა  44 მხოლოდ ბათუმში 
21.  ქალთა ფეხბურთი  36 
22.  რაგბი  35 
23.  წყალბურთი  30 მხოლოდ ბათუმში
24.  ქალთა ძიუდო   26 მხოლოდ ხელვაჩაურში
25.  კიკ-ბოქსინგი  26 
26.  ბატუტზე ხტომა  25 მხოლოდ ბათუმში 
27.  ბალახის ჰოკეი   21 მხოლოდ ბათუმში 
28.  ველოსპორტი  20 ქობულეთში 
29.  ხრიდოლი  18 მხოლოდ ბათუმში 
30.  მთამსვლელობა  17 მხოლოდ ბათუმში 
31.  შვიდქალა რაგბი  15 მხოლოდ ხელვაჩაურში 
32.  სპორტული ცეკვა  14 მხოლოდ ბათუმში




ბათუმში შენობა ჩამოინგრა

შემთხვევა 4 ოქტომბერს, დაახლოებით 03:00 საათზე მოხდა.

ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსმა ირაკლი ახალაძემ „ბათუმელბს“ უთხრა, რომ ობიექტზე მშენებლობა არ მიმდინარეობდა.

„ეს იყო ძველი მიტოვებული ობიექტი, რომელიც თავისით ჩამოიშალა. 2013 წელს ამ შენობაზე შეთანხმდა მანსარდის მშენებლობის პროექტი. 2014 წელს კი გაიცა მანსარდის დაშენების ნებართვა მსუბუქი კონსტრუქციით, მაგრამ ეს მანსარდი არ დაშენებულა. მშენებლობა არც დაწყებულა. ის ძველი დაინგრა რომელიც 10 წელზე მეტია აშენებდა დამკვეთი და ეტყობა არ იყო დაცული“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შსს მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით – სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევით იძიებს, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ბათუმში, ზ. გორგილაძის #10-ში შენობა ჩამოინგრა

ჭადრაკში, U18 კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი ნინო ხომერიკი გახდა

ნინო ხომერიკი

  ახალგაზრდებს შორის ევროპის 25-ე ჩემპიონატი ხორვატიაში 21 სექტებმრიდან 1 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა. გოგონებს შორის შეჯიბრება ექვს ასაკობრივ კატეგორიაში (U18, U16, U14, U12, U10, U08) გაიმართა და მასში სულ 39 ქვეყნის 354 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

საქართველოდან სულ 9 გოგო მონაწილეობდა. მათ შორის იყო U16-ში ასპარეზობდა ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ წევრი ნატა ჯიბუტი, რომელიც თავის ასაკობრივ კატეგორიაში 38-ე ადგილზე გავიდა 52 მოთამაშეს შორის.



ჩემპიონატის მონაწილე გოგოები საქართველოდან:

U18 (სულ 48 მონაწილე)

ნინო ხომერიკი – პირველი ადგილი

მარიამ ჭოლაძე – 26-ე ადგილი

U16  (სულ 52 მონაწილე)

ნატა ჯიბუტი – 38-ე ადგილი

U14 (სულ 67 მონაწილე)

ლილე ქორიძე – მე-19 ადგილი

მაია ბეჭვაია – 34-ე ადგილი

U12 (სულ 65 მონაწილე)

ეკატერინე ფიფია – მე-15 ადგილი

U10 (სულ 73 მონაწილე)

თამარ ტასოშვილი – 42-ე ადგილი

U08  (სულ 49 მონაწილე)

მარიამ გაბელაია – მე-15 ადგილი

მარიამ ღვატუა – მე-20 ადგილი

ქედის გამგებელი: დატბორვის საშიშროება აღარ არსებობს

 

დავით დუმბაძე
დავით დუმბაძე

„გაწმენდვითი სამუშაოები მიმდინარეობს, წყალმა გადინება დაიწყო. იმის საშიშროება, რომ წყალი დაგუბდეს და მოსახლეობას საფრთხე შეექმნას, აღარ არსებობს“ – განაცხადა გამგებელმა.

 

ადგილი, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა, კარიერია და აქ ინერტულ მასალას მოიპოვებენ, რის გამოც მასობრივად მიმდინარეობს აფეთქებები. კითხვაზე, შეუწყდება თუ არა ინერტიული მასალის მოპოვების ლიცენზია კომპანიას აღნიშნულ ტერიტორიაზე, დავით დუმბაძე ასე პასუხობს:


„მეწყერი იმ ადგილზე ჩამოწვა, სადაც შპს „რასე“ ინერტიულ მასალას მოიპოვებს, რაც შეეხება სამომავლოდ ინერტიული მასალის მოპოვებას, ამ საკითხს პასუხს ვერ გაგცემთ, იმდენად რამდენადაც ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის, ინერტიული მასალის მოპოვებაზე ლიცენზიის გაცემა მუნიციპალიტეტის დონეზე არ ხდება“. 

 

შეგახსენებთ, 3 ოქტომბერს   ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში  საღამოს ჩამოწოლილმა მეწყერმა მდინარე ბზანა ჩაკეტა და არსებობდა დასახლებული ტერიტორიის დატბორვის რისკი. 

 

 

დაუბეგრავი მინიმუმის სახით სახელმწიფომ 125 მილიონზე მეტი ლარი დააბრუნა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს დეკლარაცია 458 604-მა ადამიანმა წარადგინა. აქედან, 4 ოქტომბრისთვის, თანხა დაბრუნებული იყო 458 602 მოქალაქეზე.

 

დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვისა და წლის განმავლობაში გადახდილი გადასახადის დაბრუნების უფლება 2015 წლის შემოსავლებზე აღარ გავრცელდება. ანუ, 2016 წლიდან დაუბეგრავი მინიმუმი აღარ გაიცემა.

კინოთეატრ აპოლოში ნახავთ

 

იხილეთ სეანსები:

 

დრო              ფილმი                    ფასი   
12:00 ნოეს კიდობანმა გაგვასწრო! 7 – 8
14:00 ნოეს კიდობანმა გაგვასწრო! 8 – 9
16:00 ჰიტმენი: აგენტი 47 8 – 9
19:00 ლეგენდა 8 – 9
22:00 ჰიტმენი: აგენტი 47 8 – 9

 

სოფელ დოლოგანში მეწყერმა მდინარე ბზანა ჩაკეტა

  

მეწყერთან ახლოს, დაახლოებით ნახევარ კილომეტრში, დასახლებული პუნქტია. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები.

 

ქედის გამგებლის განცხადებით მოსახლეობა წასვლაზე უარს აცხადებს და დასძენს, რომ თუ არ მოხდა ჩამოყოლილი მასის გაწმენდა შეიქმნება დატბორვის საშიშროება.

  

„ორ ადგილზე ჩამოწვა მეწყერი, რომელმაც გადაკეტა მდინარე, თუ ეტაპობრივად მოხდა წყალის გამოშვება, დატბორვის საფრთხე არ შეიქმნება. ამ დროისთვის მობილიზებულია ტექნიკა, დაიწყება გაწმენდვითი სამუშაოები, რომ არ განვითარდეს დამატებითი მეწყერული პროცესები. საფრთხე თავისთავად არსებობს, მოსახლეობამ გასვლაზე უარი განაცხადა“ – უთხრა „ბათუმელებს“ დავით დუმბაძემ.

 

ადგილი, სადაც მეწყერული პროცესები განვითარდა კარიერია. შპს “ბათმშენი ჯგუფი”აქ ინერტულ მასალას მოიპოვებს, რის გამოც მასობრივად მიმდინარეობს აფეთქებები.

 

ქობულეთში ძლიერმა ქარმა ორი ხე წააქცია

 

ძლიერმა ქარმა ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ორი ხე წააქცია, შემთხვევა 3 ოქტომბერს საღამოს მოხდა.

 

როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ „ბათუმელებს“ განუცხადა ხეების წაქცევას ზიანი არ მოჰყოლია.

აღმაშენებლის  ქუჩა არამარტო ცენტრალური ქუჩაა ქობულეთის, ის ცენტრალურ მაგისტრალსაც წარმოადგენს.

 

„ავტომობილების მოძრაობა ნახევარი საათითაც არ შეფერხებულა. ადგილზე მივიდა სამაშველო სამსახური და გამწვანების სამსახური. წაქცეული ხეები დახერხეს და ტროტუარზე გადააწყეს, მათ სოციალურად შეჭირვებულებს გადასცემენ” – უთხრა ბათუმელებს სულხან ევგენიძემ.

 

კონკურსი ახალგაზრდებისთვის – ”არჩევანი ჩემი უფლებაა”

 

კონკურსი ტარდება პროექტის „რეგიონული მედია ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირებისა და განათლებისთვის“ ფარგლებში, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სასწავლო ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.

 

ესსეს, სლოგანისა და ფოტოსთვის შერჩეული თემა უნდა უკავშირდებოდეს არჩევნებს და საარჩევნო სფეროში არსებულ პრობლემურ საკითხებს.

 

საკონკურსო ესსეს, სლოგანისა და ფოტოს თემატიკაა:

• არჩევნები და მოქალაქე

• ჩემი მაჟორიტარი

• თანასწორი საარჩევნო გარემო

• არჩევნები – სახალხო მმართველობის განხორციელება.

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. პრიორიტეტია ახალგაზრდა ამომრჩეველი. არ განიხილება ესსე, სლოგანი, ფოტო, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია. პლაგიატიზმის გამოვლენის შემთხვევაში ესსე/სლოგანი/ფოტო/ მოიხსნება კონკურსიდან.

 

შეფასების კრიტერიუმებია:

1. ზოგადი თემის ფარგლებში კონკრეტული პრობლემის ნათლად გამოკვეთა (პრობლემის იდენტიფიკაცია)

2. პრობლემის აქტუალობა

3. გამოკვეთილ პრობლემატიკასთან დაკავშირებით ნათლად ჩამოყალიბებული ავტორისეული ხედვა /პრობლემის შეფასება და გადაჭრის გზის შემოთავაზება (ესსეს შემთხვევაში)

4. მსჯელობის ლოგიკურობა (ესსეს შემთხვევაში)

5. გამართულად წერის უნარი (ესსეს შემთხვეაში).

 

კონკურსში წარმოდგენილ მასალებს შეაფასებს ჟიური, რომელიც დაკომპლექტდება მედია პროფესიონალებით და „GRMA-ს“ წარმომადგენლებით. თემის ფარგლებში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული ესსე, სლოგანი და ფოტო. წარმოდგენილი მასალები აიტვირთება პროექტის ფეისბუქ-გვერდზე და მოხდება „სახალხო“ გამარჯვებულების გამოვლენაც მოწონებების რაოდენობის მიხედვით. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და ინტელექტუალური პრიზებით.

 

ფორმატი და სხვა პირობები:

ესსე წარმოდგენილი უნდა იყოს MS Word-ში, შემდეგ ფორმატში:

• ენა: ქართული

• შრიფტი: sylfaen – ქართული უნიკოდი

• შრიფტის ზომა: ტექსტი -11 სქოლიო -8

• დაშორება ხაზებს შორის: 1,5

• ესსეს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 600 სიტყვას.

 

· ფოტო შეიძლება იყოს როგორც დოკუმენტური, ისე მხატვრული, (მონტაჟი ან „ფოტოშოპით“ დამუშავება მიუღებელია). შესაძლებელია მაქსიმუმ 4 ფოტოს წარმოდგენა, JPG ფორმატში.

· სლოგანიც წარმოდგენილი უნდა იყოს MS Word-ის ფორმატში, მაქსიმუმ – ოთხი სლოგანი.

 

საკონკურსო მასალების წარდგენის ვადები

 საკონკურსო ესსე/ სლოგანი / ფოტო წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2015 წლის 15 ნოემბრისა, 18 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე grmageorgia@gmail.com Subject მიუთითეთ: ესსე/სლოგანი/ფოტო კონკურსი საარჩევნო თემატიკაზე. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

პროექტის კოორდინატორს მაია მამულაშვილს 593264533

პროექტის დირექტორს ნატო გუბელაძეს 599107794 ან 577247711.



პროფკავშირებმა ბათუმში ”ღირსეული შრომის დღე” აღნიშნეს [ფოტო | ვიდეო]

აქციის ერთ-ერთი მონაწილე

მსვლელობას აჭარის პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ილია ვერძაძე მიუძღოდა და რუპორით ახსენებდა საზოგადოებას შრომით უფლებებს.

ილია ვერძაძე: „დღეს საქართველოში ოქტომბრის პირველი შაბათია, „ღირსეული შრომის დღე“, რომელიც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ 2008 წელს დააფუძნა. თუმცა, მალე, შვიდი თვის შემდეგ ITUS-მაც (International Trade Union Confederation – პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია) გამოაცხადა 7 ოქტომბერი ასევე „ღირსეული შრომის მსოფლიო დღედ“. იმის გამო, რომ დაემთხვა და ახლოსაა ეს თარიღები, საქართველოში კვირეულის სახით აღვნიშნავთ.

[ეს აქცია არის] ხელისუფლების, დამსაქმებლების, ნებისმიერი მოქალაქისა და ზოგადად, საზოგადოების ყურადღების მიქცევა ღირსეული შრომისადმი.

სხვადასხვანაირად აღვნიშნავთ ამ დღეს. შარშან, მაგალითად, თბილისში ვიყავით და იქ აღვნიშნეთ. შეიძლება სხვა დროს კონფერენცია მივუძღვნათ ამ დღეს“.

1 ნოემბრიდან იარაღის შეძენის მსურველები გამოცდას ჩააბარებენ

 

 

 

მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანება #729 ამტკიცებს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღისა  და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქციას.


იარაღის შეძენის მსურველს მოეთხოვება: იარაღის შესახებ კანონის ცოდნა, უსაფრთხოდ შენახვა-გადატანის წესები, პირველადი სამედიცინო დახმარების წესები.


გამოცდის ჩაბარებასთან ერთად იარაღის შეძენის მსურველმა უნდა გადაიხადოს  შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.


ამ ცვლილების შესახებ ცნობა სააგენტომ გუშინ 2 ოქტომბერს განათავსა თავის ვებგვერდზე, სადაც ნათქვამია, რომ „ცვლილება იარაღის მოხმარების წესების ზოგადი ცოდნის გაუმჯობესების, უსაფრთხო გამოყენებისა და მოხმარების მიზნით განხორციელდა“.


შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება:

„იარაღის შეძენის მსურველები გამოცდას თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის, გაზის (აირის) იარაღის, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისა და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში ჩააბარებენ. საგამოცდო ბილეთები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვითაა შედგენილი. იარაღის დარეგისტრირების მსურველი რეგისტრაციის პროცედურის გავლას მხოლოდ გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში შეძლებს.

საგამოცდო ტესტი 20 კითხვისგან შედგება და გამოცდა ჩაბარებულად 18 სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში ჩაითვლება. იარაღის შეძენის მსურველს თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად 30 წუთი ეძლევა.

იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩაბარება არ ეხებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც იარაღს 1 ნოემბრამდე დაირეგისტრირებენ. იარაღის მფლობელი გამოცდას მხოლოდ ახალი იარაღის შეძენის შემთხვევაში აბარებს. ამავდროულად, გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მოქალაქეს იმავე ტიპის სხვა იარაღის შეძენისას გამოცდაზე ხელმეორედ გასვლა აღარ მოუწევს.

იარაღის შეძენის მსურველებს გამოცდაზე გასვლა შსს-ს მომსახურების სააგენტოს ყველა განყოფილებაში შეეძლებათ. გამოცდაზე გასასვლელად უნდა წარმოადგინონ ცნობა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი“.


სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქციის მიხედვით გამოცდას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ჩაატარებს.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის მიერ გამოცემული ბრძანება #729, 1 ნოემბრიდან ამოქმედდება.



ზედა მახოში მოსახლეობის უფასო სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს

 

უფასო სამედიცონო გამოკვლევა

 

 

აქციის ფარგლებში ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ექოსკოპისტი, თერაპევტი, ნევროპათოლოგი და ოტო-რინო-ლარინგოლოგი (ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი) მოსახლეობას გამოკვლევებს უტარებენ.

 

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკის საავადმყოფოს დირექტორის მოადგილისა და კლინიკის მენეჯერის გიორგი კიკაბიძის თქმით, მოსახლეობის ძირითად ნაწილს სახსრების ტკივილი აწუხებს.

 

„პაციენტების მიღება დავიწყეთ 11 საათიდან ბოლო პაციენტამდე ვიმუშავებთ. დილიდან 80-მდე პაციენტი მოვიდა. მათ შორის ჭარბობენ ქალი პაციენტები. მოსახლეობის ძირითადი ჩივილი სახსრების ტკივილია, ზოგს წნევა ახუწხებს“.

 

მისივე თქმით, სამედიცინო შემოწმება მოსახლეობას სოფლის ამბოლატორიებში ან საჯარო სკოლის შენობაში უტარდებათ.

 

„ამ აქციას 2015 წლიდან ვატარებთ და თვეში ორჯერ (შაბათობით) ხელვაჩაურის სხვადასხვა სოფლებში გავდივართ. სოფლის გამგებელი ამ აქციის შესახებ წინაწარ აფრთხილებს მოსახლლეობას. ჩვენ ამბოლატორიაში. ან სკოლის შენობაში ვაწარმოებთ მოსახლეობის გასინჯვებს. მოგვაქვს კარდიოგრამის აპარატი და ექოსკოპიის გადასატანი აპარატი, ხოლო ნერვოპათოლოგს, თვალის ექიმს, ყელ-ყურ ცხვირის ექიმს თავ-თავიანთი ინსტრუმენტი მოაქვთ“.

 

მომდევნო უფასო სამედიცონო შემოწმება, ორი კვირის შემდეგ 17 ოქტორმბერს სოფელ ახალსოფელში ჩატარდება.

უფასო სამედიცინო აქცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება.

 

 

 

 

Exit mobile version