ბათუმში გერმანიის მოქალაქე გაუჩინარდა

 

შს სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, “2015 წლის 7 სექტემბერს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მეუღლესთან ერთად დროებით მცხოვრები, გერმანიის მოქალაქე ტირკ რეტტიკი, დილის საათებში სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. რეტტიკის გაუჩინარების შესახებ მისი დროებით საცხოვრებელი სახლის მეპატრონემ პოლიციაში განაცხადა. ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე შეიქმნა უგზო-უკვლოდ დაკარგულის სამძებრო საქმე და მყისიერად დაიწყო სამძებრო ღონისძიებები. გერმანიის დაკარგული მოქალაქის შესახებ ინფორმაცია მთელი საქართველოს მასშტაბით მიეწოდა შსს-ს ყველა დანაყოფს. ამ დროისთვის სამძებრო ღონისძიებები გრძელდება”.

ქართულ ჭიდაობაში აზერბაიჯანელი და ირანელი მოჭიდავეებიც იასპარეზებენ

 

როგორ იჭიდავებენ აზერბაიჯანელი და ირანელი მოჭიდავეები ქართულად? აჭარის ეროვნული ქართული ჭიდაობის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი პაატა ურიადმყოფელი ამბობს, რომ ეს ქვეყნები ეროვნული ჭიდაობას ერთმანეთს უზიარებენ:

„ჩვენ ხუთწლიანი ურთიერთობა გვაქვს ამ სფეროში. ქართული ჭიდაობის წესები და ვიდეორგოლები გადავუგზავნეთ ირანსა და აზერბაიჯანში, აქედან გამომდინარე, მათ იციან ქართული ჭიდაობა“.

 

ტურნირი გაიმართება ოლიმპიური სისტემით, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებული ერთიანი წესების შესაბამისად. შეჯიბრებები დაიწყება 26 სექტემბერს 11 სთ-ზე, ხოლო საზეიმოდ გახსნება 13 სთ-ზე და დასრულდება 27 სექტემბერს.

 

სპორტსმენთა აწონვები ჩატარდება ბათუმის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში, (ფიროსმანის ქ. #14), 16 სთ-დან 18 სთ-მდე.

ტურნირის ორგანიზატორები არიან აჭარის სპორტისა და ახალგაძრდობის საქმეთა დეპარტამენტი და აჭარის ეროვნული ქართული ჭიდაობის ფედერაცია.

 

 

მკვლელობების ორკვირეული ბათუმში

gaz 35#562 2015.indd

2 სექტემბრიდან 17 სექტემბრამდე, 15 დღის განმავლობაში, ბათუმში სამი ადამიანი მოკლეს და რამდენიმეს მოკვლა სცადეს. ბოლო წლების განმავლობაში ბათუმში მსგავსი სტატისტიკა არ დაფიქსირებულა. როგორც “ბათუმელებმა” გაარკვია, ყველა დანაშაულს ერთი საყურადღებო რამ აქვს საერთო – მკვლელობაში ბრალდებული ყველა პირი წარსულში ნასამართლევია.  

სტატიის სრული ვერსია წაიკითხეთ „გაზეთ ბათუმელებში“. 

 

სულხან ღლონტი უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერად?


17 სექტებერს უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო  ჩაიშალა, სხდომაზე დასასწრებად რეგისტრაცია მხოლოდ ცხრა დეპუტატმა გაიარა. უმაღლესი საბჭოს რვა წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ და სამმა  –  ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატებიდან “ სხდომაზე დასაწრებად რეგისტრაცია არ გაიარეს. ამ ფორმით დეპუტატებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის სხდომაზე არ გამოცხადება გააპროტესტეს:

 

„დღეს მეტი მნიშვნელოვანი საკითხი ამ სხდომაზე არ განიხილება, ერთადერთი, რაც ჩვენი წევრების მოთხოვნით დღის წესრიგში გახლდათ, ეს იყო მთავრობის თავმჯდომარის მოწვევა, მაგრამ იგი კვლავ არ ცხადდება. მას არ უნდა რომ გასცეს კითხვებზე პასუხები.  აქედან გამომოდინარე, ჩვენ მიზანშეუწონლად მიგვაჩნია არაარსებითი საკითხების გადაწყვეტაში მივიღოთ მონაწილეობა.  “ – განაცხადა პეტრე ზამბახიძემ სხდომის დაწყებამდე.


არჩილ ხაბაძის სხდომაზე არ მისვლა გააპროტესტეს „თავისუფალმა დემოკრატებმაც“.

 

სულხან ღლონტი
სულხან ღლონტი

„არჩილ ხაბაძემ მიიღო ლეგიტიმაცია უმაღლესი საბჭოსგან და ის არ მოდის უმაღლეს საბჭოში. უამრავი კითხვა და უამრავი პოზიციაა დასაფიქსირებელი. სანამ ის არ მოვა, ეს ასე გაგრძელდება. სწორედ ამიტომ არ მივიღეთ ჩვენ მონაწილეობა და ეს არის სწორი“ –  განაცხადა სულხან ღლონტმა ჟურნალისტებთან.

 

„იმიტომ რომ არჩილ ხაბაძე არ მივიდა სხდომაზე თუ იმიტომ, რომ კანჭისყრის შემთხვევაში სულხან ღლონტის კანდოდატურა ჩავარდებოდა?“ – ეს კითხვა უმაღლესის საბჭოს წევრმა, ყოფილმა ვიცე-სპიკერმა დავით ბაციკაძემ დასვა. მანვე გამოთქვა ეჭვი, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ვერ შეძლეს დამეტებით 2 ხმის  მოპოვება, რომელიც საკითხის დასამტკიცებლად დასჭირდებოდათ.

 

თუ სულხან ღლონტი  ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რვა ხმას მიიღებს, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატის მედეა ვასაძის ხმას, იგი 12  ხმის შეგროვებას შეძლებს, რაც ვიცე-სპიკერის პოსტზე დასამტკიცებლად საკმარისი არ არის, მას კიდევ ორი ხმა დასჭირდება, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ უნდა მიიღოს. დავით  ბაციკაძე ეჭვობს, რომ სწორედ ამ  ორ ხმასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები  დასრულდა უშედეგოდ, რის შემდეგაც „თავისუფალმა დემოკრატებმა“ სხდომაზე მონაწილეობა აღარ მიიღეს.

 

სულხან ღლონტი კი ამბობს, რომ მისი არჩევა – არ არჩევის საკითხი მნიშვნელოვანი არ იყო. მისი თქმით მთავარი იყო არჩილ  ხაბაძის სხდომაზე მისვლა მისგან  კითხვებზე პასუხების მოსმენა.

  

საგულისხმოა ისიც, რომ ჯემალ ფუტაკარაძე , როელიც ცოტა ხნის წინ ამტკიცებდა, რომ უმაღლესი საბჭოს არჩეული წევრია და ამის დასამტკიცებლად „ბოლომდე იბრძოლებს“, ახლა იმ ფრაქციის წევრია, რომელმაც ვიცე-სპიკერობის კანდიდატად სულხან ღლონტი დაარეგისტრირა.


აჭარის უმაღლესი საბჭო
აჭარის უმაღლესი საბჭო

 

კინოფესტივალი დღეს მუსიკალურ ცენტრში დაიხურება

 

ფესტივალი სამ საკონკურსო სექციას: მხატვრული, დოკუმენტური და  მოკლემეტრაჟიანი  ფიმლების კონკურსს ითვალისწინებს.  კონკურსში გამარჯვებული ფილმები დღეს გამოვლინდება.

 

მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის ფესტივალის პრიზს „ოქროს ზღვის ცხენს“  წელს  ქართველებიდან ლანა ღოღობერიძესა და ბაადურ წულაძეს, ხოლო უცხოელებიდან ცნობილ მსახიობს ნასტასია კინსკის გადასცემენ .

 

ბათუმის საავტორო კინოფესტივალი  წელს მეათედ ტარდება.  

დახურვის ცერემონიალზე  დაგეგმილია ნინო ქათამაძისა და ჯგუფ „ინსაითის“ კონცერტი. 

ვარსკვლავები ნახევრად ცარიელ დარბაზში

 

 

„ღამის სერენადები“, რომელიც მსოფლიოში ცნობილმა მევიოლინემ, ლიანა ისაკაძემ დააარსა, ბოლო რამდენიმე წელია ბათუმში ყოველწლიურად იმართება. წელს ფესტივალი ბათუმის კონსერვატორიის შენობაში ჩატარდა. ჩამოსული იყვნენ ცნობილი დირიჟორები – ცეზარ ალვარესი, მაქსიმ ტორტელიე და სხვა მუსიკოსები, თუმცა მთლიანობაში ყველა კონცერტი ანშლაგით არ გამართულა. მსმენელის ნაკლებობის გამო უკმაყოფილება არც ლიანა ისაკაძეს დაუმალავს.

 

ბათუმის მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელის ლამზირა ბოლქვაძის განცხადებით,  „ღამის სერენადები“  თანაორგანიზებით ტარდება და სტუმრების მოწვევაზეც ფესტივალის დამფუძნებელი იყო პასუხისმგებელი.

 

„ეს არის კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელსაც სპეციფიკური მსმენელი ჰყავს და ეს მსმენელი ფესტივალის ავტორებს უნდა მოეწვიათ. მოსაწვევების ნაწილი მოიტანეს მერიაშიც, რომელიც დავარიგეთ კულტურის სამინისტროს აიპებ-ში და დავურეკეთ ყველას, რომ დასწრებოდნენ კონცერტებს“, – ამბობს ლამზირა ბოლქვაძე. იგი მიიჩნევს, რომ აგვისტო ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალის გამართვისთვის მომგებიანი არ არის:

 

„ზაფხულია, ალბათ შვებულებაში იყვნენ პედაგოგები, ბავშვებიც გადიან ხოლმე ქალაქიდან, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ფესტივალის სხვა თვეში გადატანაზე ვიფიქროთ. თუმცა ეს საკითხი ლიანა ისაკაძემ უნდა გადაწყვიტოს.“

 

მცირერიცხოვანი იყო მსმენელი ნიკოლოზ რაჭველის კონცერტზეც _ „მსოფლიო კინომუსიკის შედევრები“, რომელიც  „ბათუმობის“ ფარგლებში გაიმართა. კონცერტებზე დასასწრებად ამ შემთხვევაშიც მოსაწვევები დარიგდა.

კლასიკური და ალტერნატიული მუსიკის კონცერტები  „ბათუმობის“ ფარგლებში დაიგეგმა, რომლის ორგანიზატორი „ ბათუმის კულტურის ცენტრი“ იყო. 

 

„მსოფლიო კინომუსიკის შედევრებზე“ მოსაწვევები დარიგდა, ბილეთი არ გაყიდულა. არ იყო ცოტა ხალხი, პარტერი თითქმის სავსე იყო“, _ ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი ჯონი საბაშვილი. მისი თქმით,  „ბათუმობის“ ფარგლებში გამართული კონცერტების პიარისთვის ბიუჯეტში თანხა არ იყო გათვალისწინებული: „იგივე `რუსთავის 2“-ის კონცერტზე ხალხი იმიტომ მოვიდა, რომ მთელი კამპანია ააგორეს. ინტრიგნული რეკლამა გააკეთეს და კარგად გამოუვიდათ.“

 

ფონდ  „იავნანას“ არტდირექტორი, სცენარისტი და პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე, რომელიც სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის პრომოუშენსაც უზრუნველყოფს, მიიჩნევს, რომ კლასიკური მუსიკის საღამოებზე მსმენელის ნაკლებობა ამ ჟანრის ნაკლები პოპულარობისა და არასწორად დაგეგმილი სტრატეგიის შედეგია.

 

„ასეთი კონცერტების დაგეგმვის დროს მაყურებელს ისეთივე მნიშვნელობას ვანიჭებ, როგორც სცენაზე მყოფ არტისტებს. რატომ იყო ანიტა რაჭველიშვილის კონცერტზე ანშლაგი? ანიტა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მეცო-სოპრანოა, მაგრამ ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მისი და ნიკოლოზ რაჭველის ინიციატივით შეიქმნა ორიგინალური პროგრამა, კლასიკური ნაწარმოებების ახლებური საორკესტრო ვერსიები მოამზადა ნიკოლოზმა, ყველა გემოვნების მაყურებლისთვის რომ ყოფილიყო საინტერესო. ამით ისევ კლასიკა შეიძენდა მეტ მსმენელს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სწორი რეკლამა და ინფორმაციის ეფექტური გავრცელება. კულტურის მარკეტინგში კრეატიული ადამიანები უნდა იყვნენ ჩართული –  კულტურის მარკეტინგი ტექსტუალური თუ მუსიკალური იდეების დისტრიბუციაა“,  – ამბობს თეონა ჯორბენაძე.

 

სპეციალისტის აზრით, ქვეყანაში კულტურის მარკეტინგი სწორად არ არის შეფასებული: „მთავარი პრობლემა დარგის სპეციალისტების დეფიციტია. საქართველოში არავინ იკვლევს, არსებობს თუ არა მოთხოვნა ამა თუ იმ პროდუქტზე, ვთქვათ, კლასიკურ მუსიკაზე, რომელიმე კონკრეტულ შემსრულებელზე. თუ ასეთი მოთხოვნა არ არსებობს, კონცერტის დაგეგმვამდე ის უნდა შეიქმნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ბილეთების რეალიზაცია იქნება პრობლემა. უფრო მეტიც, ხშირად მსმენია, რომ მოსაწვევებითაც უჭირთ მაყურებლის მოზიდვა“.

 

თეონა ჯორბენაძეც იზიარებს შეხედულებას, რომ საქართველოში კლასიკურ მუსიკაზე არ არის ისეთივე მოთხოვნა, როგორიც, ვთქვათ, ევროპაშია. ამიტომ აუცილებელია შეიქმნას სტრატეგია, რომელიც იმუშავებს ამ მოთხოვნის განვითარებაზე. თეონა კონცერტზე მხოლოდ მოსაწვევებით დასწრების წინააღმდეგია:

 

„უნდა აღიკვეთოს მოსაწვევების სისტემა, რადგან მოწვეული მაყურებელი ხშირად ტაშსაც კი არ უკრავს გულიანად. ის ადამიანი კი, რომელმაც მოძებნა ინფორმაცია, წავიდა, იყიდა ბილეთი და იცის, რომ ფული თავის სიამოვნებაში გადაიხადა, კონცერზე აუცილებლად მოვა და ოვაციასაც არ დაიშურებს. კონცერტებს, რომლებსაც აქვს სწორი პრომოუშენი, სწორ დროს და კარგად შერჩეულ ადგილას ტარდება – არ ემუქრება ჩავარდნა“. 

 

პროდიუსერის აზრით, კლასიკური მუსიკის ფესტივალებს საბიუჯეტო მხარდაჭერა სჭირდება:  „მაგრამ აუცილებელია მუშაობა, კლასიკური მუსიკა მოთხოვნადი რომ გახდეს. კლასიკური მუსიკა ადამიანის აზრის ფორმირებაზე ზეგავლენას ახდენს, ამიტომ აუცილებელია ახალი თაობა მას უსმენდეს. ჩვენ ამაზე უნდა ვიმუშაოთ“. 

 

მაყურებელი ბათუმში არამხოლოდ კლასიკური მუსიკის ცნობილ შემსრულებლებს, არამედ თანამედროვე მუსიკასაც აკლია, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ქუჩაში გამართული კონცერტი უფასოა. 

 

ჯგუფ The Nemo-ს სოლისტი პაატა ძიძიგური უფასო კონცერტებზე მსმენელის ნაკლებობის მიზეზად არასწორ მარკეტინგს ასახელებს.  „როცა მაყურებელს კარგად აწვდი ინფორმაციას, შემდეგ თვითონ ითხოვს ამა თუ იმ პროდუქტს, ამიტომ პრიორიტეტები კარგად უნდა გაიწეროს. ერის იდენტობა კულტურაზე გადის, ამიტომ მსმენელის კულტურული გემოვნების განვითარება მნიშვნელოვანია“, _ ამბობს ის. პაატას აზრითაც, კულტურას საბიუჯეტო მხარდაჭერა სჭირდება,  „თუმცა არა ისე, რომ ბიუჯეტზე ჩამოკიდებული მუქთახორები გაზარდო, არამედ იმდენი, რომ შემოქმედების სურვილი გააღვივო“.

 

 

 

 

 

ტურისტული სეზონის შედეგები ბათუმში

 

2015 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემები განთავსების ობიექტებში
2015 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემები განთავსების ობიექტებში

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ტურისტების რაოდენობის ზრდა სწორად გათვლილმა სარეკლამო მარკეტინგმა განაპირობა.

 

„ჩვენი სამიზნე ქვეყნებიდან, სადაც სარეკლამო მარკეტინგი კარგად განხორციელდა, ტურისტების რაოდენობის ზრდა გვქონდა. მაგალითად, ყაზახეთზე ბოლო ორი წელია ვმუშაობთ და ივლისში ამ ქვეყნიდან ტურისტების რიცხვი 11 პროცენტით გაიზარდა, ლიტვადან კი – შვიდი პროცენტით. ასევე გაზრდილია ტურისტების შემოსვლა ბელორუსიიდან“, – ამბობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე, მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში სოფო გუჯაბიძე.

 

 

დეპარტამენტში მიაჩნიათ, რომ ტურისტების რაოდენობის მეტ-ნაკლები შემცირება დოლარის კურსის ზრდამაც გამოიწვია.

 

„თუ ადამიანი გეგმავდა, ვთქვათ, ერთი კვირის გატარებას ბათუმში, კურსის ცვლილების შემდეგ, დასვენების დღეები შეამცირა. თუმცა, სარეკლამო კამპანიით ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ტურისტთა რაოდენობა შევინარჩუნეთ“.

 

 

2014 წელს ბათუმში პორტში საკრუიზო გემების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა – 16 საკრუიზო გემი შემოვიდა, წელს კი მხოლოდ ორი. დეპარტამენტი ამ ფაქტს ყირიმში პოლიტიკური პროცესების გართულებას უკავშირებს.

„საკრუიზო გემების შემოსვლა, როგორ წესი, ადრე იგეგმება. როცა ყირიმში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო, გემების დიდ ნაწილს, რომლებსაც ყირიმის პორტში შესვლა ჰქონდათ გადაწყვეტილი, ბათუმზე გადმოეწყვნენ,“  – ამბობს სოფო გუჯაბიძე. მისი თქმით, დეპარტამენტი საკრუიზო ტურიზმის მიმართულებითაც მუშაობს, თუმცა შავი ზღვის აუზში პოლიტიკური ვითარების დასტაბილურების გარეშე, საკრუიზო გემების რიცხვი ბათუმში არ გაიზრდება:

 

„მახოლოდ ბათუმის პორტში საკრუიზო გემი არ შემოვა. თუ არ იქნება პოლიტიკური სტაბილურობა ყირიმში, მარტო რეკლამა არ გაჭრის. თუმცა, ჩვენ მაინც ვაწარმოებთ სარეკლამო კამპანიას ამერიკულ ჟურნალებში და ამერიკული საკრუიზო გემების შემოსვლაზეც ვმუშაობთ“.

 

ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტების სტატისტიკას განთავსების ადგილების მიხედვით ადგენს. აჭარაში რეგისტრირებული 290 სასტუმროს (ამაში შედის როგორც დიდი სასტუმროები, ასევე გეტსჰაუსები და კოტეჯებიც) მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის აჭარაში რეგისტრირებულ სექტორში 300 ათასამდე ტურისტი შემოვიდა. 

 

დეპარტამენტის ინფორმაციით, შარშან ამ დროს 252 ათასზე მეტი ტურისტი იყო დაფიქსირებული.    

 

„ჩვენი მონაცემებით, წელს, 16 ახალი სასტუმროა გაიხსნა. ნომრების რაოდენობაც 685-ით არის გაზრდილი, რაც წინა წელთან შედარებით 1200-მდე ახალ ადგილს ნიშნავს“, – ამბობს სოფო გუჯაბიძე.   

 

დეპარტამენტში ამბობენ, რომ ოფიციალური სტატისტიკა მაინც არ ასახავს რეალურს, რადგან დეპარტამენტი ვერ ახერხებს იმ ტურისტების მონაცემების აღწერას, რომლებიც კერძო ბინებში თავსდებიან:

 

„ბევრი კეთილმოწყობილი ბინა ქირავდება ახალაშენებულ სახლებში, სადაც სასტუმროებთან შედარებით დაბალი ფასებია და, ბუნებრივია, მათი მონაცემები დეპარტამენტს არ აქვს“.

 

სოფო გუჯაბიძის თქმით, ტურიზმის დეპარტამენტში შემუშავებულია სტატისტიკის წარმოების ახალი მეთოდოლოგია, რაც გულისხმობს რეგისტრირებულ სექტორში სრული აღწერის ჩატარებას. „ამის შემდეგ ტურისტების რაოდენობის განახლებული მაჩვენებელი დაიდება“. 

 

2012-2013 წლებიდან გაზრდილია უცხო ქვეყნებში წარმოებული სარეკლამო ბიუჯეტიც. „თუკი ამ წლებში 4-5 ქვეყანაზე ვმუშაობდით, წელს უკვე ათ ქვეყანაში ვაწარმოებთ სარეკლამო კამპანიას. ვმუშაობთ შიდა ტურიზმზეც“. 

 

სოფო გუჯაბიძის ინფორმაციით, სხვადასხვა ტიპის სარეკლამო პრუდუქტი მთლიანობაში 43 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა ნახა. 

 

„ჩვენ გვაქვს რამდენიმე სარეკლამო ვებგევრდი და სწორედ ამ გვერდების ვიზიტორთა რაოდენობაა გაზრდილი. შვიდი თვის მონაცემებით, მარტო სოციალურ ქსელში 102 ათასზე მეტმა ვიზიტორმა ნახა რეკლამა. მთლიანობაში, ყველა სარეკლამო ვებგვერდის მონაცემით 410 ათასამდე ადამიანს ჰქონდა ჩვენს სარეკლმაო პროდუქტზე წვდომა“.  

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, რომ 25-მდე გაზარდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის მაჩვენებელიც. 

 

ქვეყანაში შემომსვლელთა სტატისტიკას შს სამინისტროც ადგენს. ტურიზმის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ტურისტების სტატისტიკის დათვლის დროს ისინი არ სარგებლობენ შს სამინისტროს მონაცემებით, „თუმცა, აგვისტოში დაემთხვა ჩვენი მონაცემები, მათაც ტურისტების ორპროცენტიანი მატება ჰქონდათ დაფიქსირებული“.

 

ტურიზმის დეპარტამენტი არც ადრე და არც მიმდინარე წელს არ აკეთებს ანალიზს იმის შესახებ, თუ რა ეკონომიკური სარგებელი მიიღო რეგიონმა ტურისტების მატებით. „ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია, ამაზე ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს. თუმცა ინვესტიციების მიმართულებით რასაც მთავრობა აქვეყნებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 30 პროცენტი სწორედ ტურიზმის სფეროში მოდის“, – ამბობს სოფო გუჯაბიძე.

 

ტურისტული სეზონის საბოლოო შედეგების ანალიზს დეპარტამენტი ოქტომბრის ბოლოს გამოაქვეყნებს.

 

 

 

 

 

ტურიზმი შემოდგომაზე – სად წავიდეთ

ღვინის ტურიზმი, კახეთი, რთველი  შემოდგომაზე კახეთი #1 ადგილია, რომელსაც ტურკომპანიები და გამოცდილი მოლაშქრეები ურჩევენ 2-3-დღიანი ტურით საქართველოში მოგზაურობის მსურველებს.  რთველი, ღვინის ტურიზმი და შემოდგომაზე წითელ-ყვითლად შეფერილი ფოთლოვანი ტყეები კახეთს, რომელიც საქართველოში რელიგიური ტურებით დაინტერესებულთათვისაც ძალიან საინტერესო ადგილია, შემოდგომაზე საუკეთესო ადგილად აქცევს სამოგზაუროდ. ბლოგერი ნიკა უხურგუნაშვილი, რომელიც ბევრს მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, კახეთში ორ ადგილს გვირჩევს.

„კახეთში შემოდგომაზე ძალიან ლამაზია გომბორის ტყე, ფართოფოთლოვანი ხეებით, რომელიც საოცარ ფერებს იძენს. ასევე, სამცხე-ჯავახეთში საფარის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია და ხედი მონასტერზე ახლო მდებარე გორაკებიდან. ფოტომოყვარულებისთვის ეს ორი ადგილი განსაკუთრებულად საინტერესო იქნება, საკმაოდ ძლიერ შთაბეჭდილებას მოახდენს და შესაშური ფერების ფოტოებითაც დაბრუნდებებიან“, – ამბობს ნიკა.

საქართველოს მთიანეთი, ოღონდ 15 ოქტომბრამდე –  ლელა წიკლაური, მოლაშქრეთა კლუბ „ფენიქსის“  ხელმძღვანელი საქართველოს მთიანეთს, თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთს გვირჩევს. „შემოდგომაზე ძალიან ლამაზია თუშეთი, ოღონდ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში თუშეთში გზები უკვე იკეტება და მანამდე უნდა შეძლოთ წასვლა.

ულამაზესია შემოდგომაზე ფშავ-ხევსურეთიც. ოქტომბრის შუა რიცხვებამდე აქაც ნორმალური ამინდია, მერე უკვე ჩამოთოვს მთებზე, აცივდება და გზებიც ჩაიკეტება.

აუცილებლად გამოვყოფდი რკონს [კასპის მუნიციპალიტეტი, თეძმის ხეობა, აქ მდებარეობს სამონასტრო კომპლექსი], რომელიც შემოდგომაზე განსაკუთრებული ადგილია, ძალიან ლამაზი ტყეა და საუკეთესო ადგილია ორდღიანი ლაშქრობისთვის.“

რაჭა, წყლის ზედაპირზე არეკლილი ფერადი ტყეები –  „რაჭა შემოდგომაზე არის ზღაპარი, რადგან შერეული ტყეებია რაჭაში და ულამაზესი სანახავია. საერთოდ, ვისაც უყვარს ბუნება, ლაშქრობა, ეს ძალიან კარგი დროა სამოგზაუროდ“, –  ამბობს ლელა წიკლაური. რაჭაში, ნაქერალას უღელტეხილს გაივლით თუ არა, შაორის წყალსაცავს მიადგებით, რომელიც შვიდი კილომეტრის მანძილზე გასდევს გზას. შემოდგომაზე ტყე სხვადასხვა ფერად იწყებს ფერიცვალებას და შაორის წყალსაცავშიც ირეკლება, რაც ერთ-ერთი დაუვიწყარი სანახაობაა რაჭაში შემოდგომით ჩასული ტურისტებისათვის.

შემოდგომა უცხოეთში  – გასულ კვირას CNN-მა ვებგვერდზე 20 საუკეთესო ადგილის შესახებ გამოქვეყნა ინფორმაცია, რომელიც სწორედ შემოდგომაზე უნდა მოინახულოთ. ჩამონათვალში პირველ ადგილზეა გერმანია, მიუნხენი, სადაც ოქტომბერში მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ლუდის ფესტივალი _ „ოქტობერფესტი“  იმართება.  სიაშია ასევე კანადა, იაპონია, მექსიკა, ბაჰამის კუნძულები, ინდოეთი და ასე შემდეგ. ევროპაში შემოდგომით საუკეთესო ადგილად მიიჩნევა შვეიცარია, იტალია და პორტუგალია.

ტურიზმის სპეციალისტები ამბობენ, რომ შემოდგომაზე უცხოეთში მოგზაურობას რამდენიმე პლუსი აქვს და ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის –  სასტუმროებისა და ავიაბილეთების შედარებით დაბალი ფასებია.

 შემოდგომა ქალაქიდან გაუსვლელად  –  და ბოლოს, თუ ქალაქიდან, რეგიონიდან გასვლას ორი დღით ვერ ახერხებთ, აჭარაში მდებარე მტირალას პარკს ან კინტრიშის ნაკრძალს შეგიძლიათ ეწვიოთ, სადაც ფოთოლცვენა სექტემბრის ბოლოს იწყება ან კიდევ  ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, რომელიც შემოდგომაზე განსაკუთრებით ლამაზია. ბლოგერი დათო ტრაპაიძეც სწორედ ამ ადგილების მონახულებას გირჩევთ: „სამწუხაროდ, ბათუმი ვეღარ დაიკვეხნის სეზონის ცვლით გამოწვეული მცენარეული საფარის ფერთა სიჭრელით. მაგრამ, სამაგიეროდ გვაქვს მწვანე კონცხი და ბოტანიკური ბაღი, რომელიც ჩვენივე სიზარმაცის გამო ასე შორს გვგონია. საკმარისია გადააბიჯო სიზარმაცეს და სულ რაღაც ოც წუთში იქ ხარ, სადაც გულწრფელად აღიარებ – არა, კარგია, რომ ამოვედი. აქ შეიძლება იგრძნო, ნახო, შეეხო შემოდგომას. ნეკერჩხლის, ჭადრის, ტირიფის ყვითელ ფოთლებში გაიარო“.

პროკურორი: ბრალდებულმა ქვით ჩაამტვრია მაღაზიის მინა და ფული მოიპარა

 

ბრალდებული ადრე ნასამართლევია ასევე ქურდობისთვის, ის თავისუფლებაში პირობითი მსჯავრით იმყოფებოდა. პროკურორის ინფორმაციით, მან სწორედ პირობითი სასჯელის დროს ჩაიდინა ახალი დანაშაული –  ისევ მოიპარა.

 

როგორც მოსამართლეს პროკურორმა ლევან მურვანიძემ უთხრა, ბრალდებულმა 10 აგვისტოს ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიის საცავში შეაღწია და მოიპარა 128 ლარი. ეს ბრალდება 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, დაკავებულს ბრალი ედება სხვისი ქონების დაზიანებაში. ბრალდების მტკიცებით, მან ქვით ჩაამტვრია მაღაზიის მინა და ამ გზით შეაღწია მაღაზიაში. მინის ჩამტვრევით გამოწვეული ზარალი 260 ლარია. ადვოკატის ინფორმაციით, დაზარალებულს ზარალი უკვე აუნაზღაურეს.

 

სხვისი ქონების დაზიანება ერთიდან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. იმ არგუმენტით, რომ ბრალდებული არ მიიმალოს, კიდევ ახალი დანაშაული არ ჩაიდინოს და ხელი არ შეუშალოს მტკიცებულებების მოპოვებას, პროკურორმა მისი პატიმრობა მოითხოვა.

 

ადვოკატმა თენგიზ კახიძემ თქვა, რომ დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის პროკურატურის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას, მისი დაცვის ქვეშ მყოფი  აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. ადვოკატის თქმით, არსებული მტკიცებულების (საქმეში დევს სათვალთვალო კამერიდან ამოღებული ჩანაწერი) განადგურება რომც მოინდომოს ბრალდებულმა, ამას ვერ შეძლებს, რადგან ეს მასალა უკვე საცავშია ჩაკეტილი. ადვოკატის მტკიცებით, საქმეში არ არსებობს მოწმე, თვითმხილველი, რომელზეც შესაძლოა ბრალდებულმა ზეგავლენა მოახდინოს, ამიტომაც ის აღკვეთი ღონისძიების სახით, გირაოს _ 4 ათასი ლარის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

 

 

სიძულვილის ენა ქართულ პოლიტიკაში

 

ხულოს საკრებულოს თავმჯდომარემ, ჯამბულ ხოზრევანიძემ,  „ბათუმელებთან“  განაცხადა, რომ ის ფრაქცია  „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“  თავმჯდომარის გამონათქვამებზე პასუხისმგებლობას არ იღებს. თავდაპირველად მისთვის მსგავსი ლექსიკა სიძულვილის ენის შემცვლელი არც კი ყოფილა, თუმცა, მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ანგარიშში გამოყენებული გამონათქვამები შეაფასეს, როგორც არმენოფობიური, ქსენოფობიური და ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევა, ხულოს საკრებულოს ვებგვერდიდან ოთარ გელაძის ანგარიში ჩამოხსნეს.

 

 

უნდა საუბრობდნენ თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლები მსგავსი ენით და მიაჩნიათ თუ არა ეს პრობლემად? – ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე ამბობს, რომ არ სურს მისი კოლეგის მიერ გამოთქმული ფრაზების შეფასება.  „თავს შევიკავებ კომენტარისგან, არ მინდა შეფასება“ ,  – თქვა მან.

 

ხულოს საკრებულოს ანგარიშის შეფასებაზე უარს ამბობს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილიც. მისთვის ცნობილი იყო, რომ  „ბათუმელები“  სწორედ არმენოფობიური განცხადების შესახებ თავისი პოზიციის დასაფიქსირებლად უკავშირდებოდა, მაგრამ ირაკლი ჭეიშვილმა, როგორც ის ბოლო რამდენიმე თვეა იქცევა, სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციის გარკვევა პრესცენტრის მეშვეობითაც ვერ მოხერხდა.

 

ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე კი მიიჩნევს, რომ სიძულვილის ენის გამოყენება არასასიამოვნოა. `სააკაშვილი სომეხია თუ დამნაშავე, მაგას გაარკვევს სპეციალური ორგანო, რომელსაც ეს ევალება. ჩემს ლექსიკონში ასეთი სიტყვები არ არის“, _ ამბობს ის. თუმცა დასძენს, რომ  „სომეხი სააკა“  შესაძლებელია საერთოდ არ იყოს უარყოფით კონტექსტში ნახსენები. „არა მგონია ეს  შეურაცხმყოფელი იყოს, მაგრამ ღორი, კი ბატონო“.

 

„მაგას დაუდგენია სააკაშვილის გენიალოგია“, _ ამბობს კოლეგის გამონათქვამების შეფასებისას  ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერიძე. მისი აზრით, ადამიანის კრიტიკა დაუშვებელია ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით.

 

„სირცხვილია, ეროვნულობით არ უნდა ხასიათდებოდეს ადამიანი. არ შეიძლება ეგეთი რაღაცები. ცოტა უნდა დავფიქრდეთ და ისე უნდა ვისაუბროთ“, –  თქვა ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარემ.  

 

შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ ქარცივაძე კი ამბობს, რომ სააკაშვილის სიძულვილში მას ბევრი ვერ შეედრება, თუმცა მსგავსი ფრაზების გამოყენების მომხრე არ არის:  „მე სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გამათავისუფლეს გამგებლის თანამდებობიდან. არა მგონია ის ჩემზე მეტად სძულდეთ, თუმცა  საკრებულოს წევრი ასეთ ტერმინებს არ უნდა იყენებდეს. მე თავს შევიკავებდი ასეთი ფრაზების გამოყენებისგან“. 

 

ნოდარ ქარცივაძეც, ისევე როგორც მისი კოლეგა ქედიდან, მიიჩნევს, რომ სააკაშვილის „სომხობა“  შესაბამისმა სამსახურებმა უნდა გაარკვიონ და არა პოლიტიკოსებმა: „შეიძლება სომეხი იყო, შეიძლება ებრაელი, მაგრამ ამას დამტკიცება სჭირდება. ასე ჰარი-ჰარალოზე თქმა მიუღებელია“.

 

რაც შეეხება თავად ოთარ გელაძეს, მას ამ თემაზე საუბარი აღარ სურს. „დავასრულე მაგ თემაზე საუბარი“, _ უთხრა მან  „ბათუმელებს“.

 

ხულოს საკრებულოს ანგარიშში მოყვანილი ტერმინების   netgazeti.ge -ზე გამოქვეყნების შემდეგ, ოთარ გელაძემ კომენტარი ტელევიზიებთან გააკეთა, სადაც ის ამბობს, რომ თუკი შეიძლება „ბიძოს“  თქმა [იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი], რატომ უნდა იყოს  „სააკას“  თქმა პრობლემა? 

 

„მეც ხომ შეიძლება რაღაც ვთქვა. მე მან (მიხეილ სააკაშვილმა) ბიძაშვილი მომიკლა“, _ თქვა მან „რუსთავი 2“ -თან.

ოთარ გელაძე სამთავრობო გუნდის წევრია. მის არმენოფობიურ გამონათქვამებს სახელისუფლო გუნდიდან, თუნდაც სოციალურ ქსელებში, თავისი ინიციატივით, თითქმის არავინ გამოხმაურებია. თუმცა, ვებგვერდიდან ანგარიში ჩამოხსნეს.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები საკრებულოს წევრის მხრიდან სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული გამონათქვამების გამოყენებაზე შემდგომი რეაგირების მიზნით,  საქართველოს სახალხო დამცველს მიმართავენ.

 

ზუთხსაშენი ცარიელი აუზებით

აუზი სოფელ მახოში, სადაც რამდენიმე თვის წინ საქართველოსა და აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები ზუთხსაშენის გახსნაში მონაწილეობის მიზნით შეიკრიბნენ, დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრზე იქნება განთავსებული. აქაურობა მეურნეობაზე უფრო ღია აუზებს ჰგავს, რომელიც რამდენიმე ნაწილად არის გაყოფილი. წყალი მხოლოდ ერთ-ერთ მათგანში მიედინება – ზუთხებიც, ცხადია, აქ ბინადრობენ.

სხვა მხრივ აქაურობას მეურნეობას ვერ უწოდებ. ერთადერთი, ვინც მახოს აუზში განთავსებულ ზუთხებთან  „ბათუმელებს“ დახვდა, შოთა გოგიძე იყო, რომელიც კომპანიას ავზების საყარაულოდ დაუქირავებია. შოთა გოგიძე ყვება, რომ საწარმოს გახსნის დროს აქ 63 ცალი ზუთხი მიიყვანეს, მაგრამ ახლა მათი რაოდენობა განახევრებულია:  „ექვსი დაკლეს და ხიზილალა ამოიღეს – შავი ხიზილალა იყო, ოთხი მოკვდა, ორი შეჭამეს, ერთი მეპატრონე იყო სომხეთიდან მოსული და მაშინ დაკლეს, მეორე მინისტრს დაუკლეს [საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია], მასთან ერთად იყო ხაბაძეც. თერთმეტი ზუთხიც მოიპარეს. ახლა დარჩა 40 ცალი“, – უთხრა შოთა გოგიძემ  „ბათუმელებს“. მისი თქმით, ყველაზე მეტი თევზი სწორედ მაშინ დაიკარგა, როდესაც მან, ხელფასის ვერმიღების გამო, ყარაულობა მიატოვა. კომპანიას მისთვის ამ საქმეში 500 ლარი უნდა გადაეხადა.

კომპანია „იუნიფიშს“ ოთხი დამფუძნებელი ჰყავს, მათგან სამი საქართველოს, ერთი კი სომხეთის მოქალაქეა. გასული წლის დეკემბრის ბოლოს დარეგისტრირებული კომპანიის წილები ასე გამოიყურება: ირმა დოლიძე – 20%, მამუკა სხვიტირიძე – 20%, თამარ სიხარულიძე – 10% და სომხეთის მოქალაქე ვააგან მკრტიჩიანი – 50%.

მამუკა სხვიტირიძე ამბობს, რომ მათ საქმის დასაწყებად ყველაფერი მზად აქვთ, უბრალოდ, ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდებიან.

„ახლა ვართ გადამამუშავებელი საწარმოს კეთების პროცესში, ანუ ვაპირებთ გავაკეთოთ ზუთხის დაფასოების საწარმო. მიწის ნაკვეთი, სადაც წარმოების გაფართოებას ვაპირებთ, არის ხელვაჩაურში, წერეთლის შესახვევის #9-ში“.

მამუკა სხვიტარიძემ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისა და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის მახოში ვიზიტის დროს თქვა, რომ მათ სჭირდებათ 50 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. იმავე დღეს კი არჩილ ხაბაძემ ბიზნესის მხარდაჭერაზე ისაუბრა.

როგორც ჩანს, მოხელეების საჯარო განცხადების გაკეთების შემდეგ საქმე წინ არ წასულა, რადგან, როგორც მამუკა სხვიტარიძემ  „ბათუმელებს“ უთხრა, ჯერჯერობით ისევ მოლოდინის რეჟიმში არიან. “არ ვიცით ამდენ ხანს რატომ გაიწელა პროცესი. ეტყობა არის რაღაც დამაბრკოლებელი გარემოება. ჩვენ მზადყოფნაში ვართ. ვნახოთ. თუ გამოგვიყოფენ მიწას, მაშინ გავაკეთებთ საწარმოს, რადგან, ის რაც ახლა გვაქვს მახოში, არის მინიმასშტაბის“, – ამბობს მამუკა სხვიტარიძე.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ წლის დასაწყისში დაანონსებული გეგმა 2.5 ტონა ხიზილალას წარმოების შესახებ ჩავარდა? – ყველაფრის მიუხედავად, მამუკა სხვიტარიძე მიიჩნევს, რომ არა: „იმიტომ, რომ აჭარის ხელისუფლებისგან ველოდებით მიწის ნაკვეთის გადმოცემას, ასევე ველოდებით ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში ახალი რეგულაციების ხელმოწერას, რაც გულისხმობს ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქციის უსაფრთხოების ჰარმონიზაციას. ეს ნაბიჯი სახელმწიფომ უნდა გადადგას“.

მამუკა სხვიტარიძის თქმით, ის ავზი, რომელიც სოფელ მახოში იჯარით აიღეს, მათი კომპანიისთვის არარენტაბელურია და მხოლოდ სადემონსტრაციო დანიშნულება აქვს: “მახოში არსებული ავზები ძალიან პატარაა ჩვენი ბიზნესიდეისთვის. ჩვენ სტარტაპი გავაკეთეთ – თვალსაჩინოებისთვის ხიზილალაც დავამუშავეთ და ვაჩვენეთ კიდეც, რომ ეს შესაძლებელია“.

ზუთხი წითელ წიგნში შეტანილი თევზია, ღია წყლებში მისი დაჭერა აკრძალულია. შესაბამისად, ზუთხის მისაღებად თევზი დახურული ტიპის ავზებში გამოჰყავთ. მისგან მიღებული ხიზილალა კი ერთ-ერთი ძვირადღირებული პროდუქციაა – 1 კილოგრამი შავი ხიზილალა 800-დან 1000-დოლარამდე ღირს ევროპის ბაზარზე.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, სომხეთის რესპუბლიკაში ზუთხის მოსაშენებლად საუკეთესო ბუნებრივი პირობები არსებობს, თუმცა სომხეთის ბაზრიდან ხიზილალას ევროპაში გატანა ბევრად უფრო დიდ ბარიერებთან არის დაკავშირებული, ვიდრე საქართველოდან.

სადემონსტრაციო აუზის შექმნა ხომ არ ემსახურება იმას, რომ სწორედ სომხური წარმოების ხიზილალისთვის გაიხსნება ევროკავშირის ბაზარი, ოღონდ საქართველოს გავლით? – მამუკა სხვიტარიძე ამბობს, რომ არა, რადგან  „იუნიფიში ქართული საწარმოა და მათ თევზის წარმომავლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი უკვე მოიპოვეს“:

„პირველ ეტაპზე საწარმო სომხეთიდან შემოყვანილი ზუთხით მომარაგდება. კომპანიაში თევზის შემომყვანი სწორედ ჩვენი სომეხი პარტნიორია. ჩვენ გვყავს ყველა ასაკის თევზი და როცა საწარმო გაფართოვდება, მათ აქ შემოვიყვანთ, რის შემდეგაც ქართული კომპანია დამოუკიდებლად იმუშავებს, ანუ თევზის სომხეთიდან შემოყვანა საჭირო აღარ იქნება. იგეგმება ლიფსიტების გამოყვანაც“.

მამუკა სხვიტარიძის თქმით, პირველი წლისთვის სომხეთიდან 20 ტონა ზუთხის შემოყვანა იგეგმება, რომლისგანაც ერთი ტონა ხიზილალა მიიღება. მეორე წლისთვის – 40 ტონის. საქართველოში გამოყვანილი ლიფსიტები მათ თანდათანობით ჩაენაცვლება. უწყვეტი ციკლის შექმნას ისინი ამ გზით აპირებენ.

მამუკა სხვიტარიძე მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლების მხარდაჭერა ექნებათ, ანუ თუ აჭარის ხელისუფლება მათ დროულად გადასცემს მიწის ნაკვეთს ხელვაჩაურში, ხოლო ცენტრალური ხელისუფლება დროულად მოაწერს შესაბმის ხელშეკრულებას ხელს ევროკავშირთან, მათი კომპანია 5 მილიონი დოლარის ინვესტიციას დააბანდებს ხელვაჩაურში ზუთხის საწარმოს შესაქმნელად.

აპირებს თუ არა აჭარის ხელისუფლება კომპანია „იუნიფიშისთვის“  ხელვაჩაურში 50 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის გადაცემას? – ამ კითხვით „ბათუმელები“ აჭარის მთავრობას დაუკავშირდა. როგორც პრესცენტრში განმარტეს, რადგან არჩილ ხაბაძე საქართველოში არ იმყოფება (აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩინეთშია ოფიციალური ვიზიტით), ამ საკითხზე ვერაფერს განმარტავენ.

წლების წინ აჭარაში ხიზილალას დამუშავებაზე განაცხადი კიდევ ერთმა იურიდიულმა პირმა  „იხტიოსმა“  გააკეთა. ეს კომპანია საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მურმან დუმბაძის ძმას ეკუთვნის. ნუგზარ დუმბაძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მას, როგორც ბიზნესმენს სახელმწიფომ იაფი კრედიტი მხოლოდ იმიტომ არ მისცა, რომ ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ძმაა. ნუგზარ დუმბაძე სახელმწიფოს მხრიდან  „იუნიფიშის“  მხარდაჭერას აფასებს, როგორც ბიზნესის არათანაბარ პირობებში ჩაყენებას.

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა ჩვილ ბავშვთან ერთად

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები მალხაზ შ-ს კუთვნილი ავტომანქანით, რომლის საბარგულშიც ნათია ბ. და ნაზიმე შ. ჩვილ ბავშვთან ერთად იმყოფებოდნენ, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.

 

ჩვილი – ჯემტურა შ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში მოათავსეს.

 

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს“ – აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო ახალ ჯიპს შეიძენს

 

 შესყიდვასთან დაკავშირებით სამმართველოში პასუხის გაცემა არ სურთ: „ორშაბათს გაგცემთ პასუხს.“

 

 ავტოპარკინგი აჭარის გარემოს დაცვის სამმართველომ 2013 წელსაც განაახლა. სამმართველოს ახალმა ხელმძღვანელმა ვახტანგ წულაძემ ორი ახალი “სუზუკის” შესაძენად ხელშეკრულება კომპანია “ჯი თი მოტორსთან” 2013 წლის იანვარში გააფორმა. მაშოინ ორ მანქანაში 53 500 ლარი გადაიხადეს.  სამმართველოს ავტომანქანებს იანვარში კიდევ ერთი ახალი მანქანა – 30 ათას ლარად ღირებული ჯიპი შეემატა. 

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციას ”რომპეტროლი” დაასპონსორებს

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ”რომპეტროლის” გენერალური დირექტორი კონსტანტინ პოპუშოი | ფოტო: msy.gov.ge

 

 

როგორც ფედერაციაში ამბობენ, რომპეტროლი ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს ფედერაციას. კომპანია 10-12 სექტემბერს თბილისში გამართული ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატსაც ასპონსორებდა.

 

ფედერაციას გარდა ”რომპეტოლისა”, ტექნიკური მხარდამჭერია კომპანია ”ნაიკი ჰყავს.”

 

”რომპეტროლი” საქართველოს ბაზარზე ცხრა წელია  არსებობს.

 

 

 

ნასტასია კინსკის მასტერკლასი ბათუმში

მოგვანებით სასტუმროში მოსული მსახიობი ვიდეოკამერებმა გააღიზიანა. ორგანიზატორებს არ ჰქონდათ პასუხი კითხვაზე, ჩატარდებოდა თუ არა დაანონსებული შეხვედრა, თუმცა შეხვედრა შედგა და ნასტასია კინსკიმ აუდიტორიის მიერ დასმულ ყველა კითხვას უპასუხა. 

 შეხვედრაზე მსახიობმა თქვა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბათუმის საავტორო კონოფესტივალის მიწვევა და ის ჯილდოც, რაც მან ამ ფესტივალისგან მიიღო:

„ახლა კი მე მჭირდება ბილეთი, რომ დავბრუნდე იქ, საიდანაც ჩამოვედი“ .

კითხვაზე, ჩავა თუ არა რუსეთში მსახიობმა უპასუხა: „მე მითხრეს, რომ როცა საქართველოში ხარ, შემდეგ რუსეთში არ უნდა ჩახვიდე … მაგრამ ვიცი, რომ ხელოვან ადამიანებს ძალიან უყვართ ერთმანეთი“

ცნობილ მსახიობს, ნასტასია კინსკს ბათუმში ყველაზე მეტად ქუჩის ხელოვნება, ანტიკური მედეას მონუმენტი, ქალაქის ფერები და დელფინები მოეწონა.

„ძალიან მომწონს ფერები თქვენს ქალაქში, განსაკუთრებით ღამით, ეს ოცნებას ჰგავს. მესამე დღეა რაც აქ ვარ და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ჩამოვედი. მაგრამ ახლა მე მჭირდება ბილეთი, რომ წავიდე იქ, საიდანაც ჩამოვედი“, – თქვა მსახიობმა შეხვედრის დაწყებისას.

ნასტასია კინსკი ბათუმის საავტორო კინოფესტივალს მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრება, ბათუმის საავტორო კინოფესტივალი წელს მას ჯილდოს გადასცემს მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის. 

   

ბათუმის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებმა ადლიის სანაპირო დაასუფთავეს

 

აქციის ფარგლებში საკრებულოს თანამშრომლებმა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ადლიის სანაპირო დაასუფთავეს.

 

აქცია „დავასუფთავოთ საქართველო“ გარემოსდაცვითი კამპანიის – „დავასუფთავოთ მსოფლიო“- ს ფარგლებში გაიმართა , რომელშიც პლანეტის 135 ქვეყანა მონაწილეობს.

 

საქართველო უკვე მეხუთე წელია აქტიურადაა ჩართული ამ კამპანიაში.

 

 აქციის მიზანია, საზოგადოების ცნობიერებისა და შეგნების ამაღლება, საზოგადოების ჩართულობისა და პასუხისმგებლობის გაზრდა.

 

დღევანდელ აქციაში ბათუმის საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად  ბათუმის მერიის საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებისა და სანდასუფთავების სამსახურის  წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

„დავასუფთავოთ მსოფლიოს“ აქციის წლის დევიზია: „ჩვენი ქვეყანა… ჩვენი პლანეტა… ჩვენი პასუხისმგებლობა“.

 

ყოფილი ქიმიურ ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა აუქციონზე გაიყიდება

 

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2006 წელს ჯერ გააკოტრა, ხოლო შემდეგ მიწის ფასად გაყიდა. 4 344 856 ლარად შეფასებული ქონება ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გარემოცვამ, უფრო კონკრეტულად კი შპს „ლემისე კომპანიმ“ 1 მილიონ 111 ათას ლარად შეიძინა.

 

„ლემისე კომპანიმ“  ფარმაცევტული ქარხნის ბაზაზე ახალი შპს –  „ბათფარმა“ დააფუძნა. „ბათფარმას“ დირექტორმა გელა ობოლაშვილმა (ყოფილი გიგოლაშვილი, რომელიც „ბათფარმას“ დაფუძნების დღიდან ბოლომდე იყო ამ კომპანიის დირექტორი (2006-2009 წლები) მოგვიანებით განაცხადა, რომ „ბათფარმა“ დააფუძნეს „ლემისე კომპანიმ“ და მისმა ყოფილმა მეუღლემ ეკატერინე გიგოლაშვილმა…  „ლემისე კომპანიმ“ საწესდებო კაპიტალში შემოიტანა ბათუმის ყოფილი ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის უძრავ-მოძრავი ქონება [წილი 67%], ხოლო ეკატერინე გიგოლაშვილმა საწესდებო კაპიტალში შეიტანა 550 000 ლარის ღირებულების მანქანა-დანადგარები [წილის 33%].

 

 

ყოფილი ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის 1 ლარად შეძენის შემთხვევაში, უნდა დასაქმებულიყო მინიმუმ 150 კაცი და 3 წლის განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო  3 მილიონი ლარის ინვესტიცია. იმ შემთხვევაში, თუ ეს ქონება ამ პირობით გაიყიდებოდა, ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ვალდებულება უნდა გადაყოლოდა ახალ მფლობელს. თუმცა, „ლემისე კომპანისთვის“  ქარხნის მიყიდვამდე ის გადაიყვანეს გაკოტრების რეჟიმში და ისე მიყიდეს ახალ მფლობელს. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ  „ლემისე კომპანი“ ვალდებულებებისგან თავისუფალი იყო.

2009 წლის ბოლოს, გელა ობოლაშვილი, როგორც თავად აცხადებს, დააპატიმრეს, ხოლო „ბათფარმას“ აქტივები სრულად და პასივები ნაწილობრივ გადავიდა ავთანდილ ჯანგავაძის მიერ 2010 წლის ოქტომბერში დაფუძნებულ შპს „ბიოპოლუსზე“.

 

საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ  „ლემისე კომპანის“  მფლობელ ლუხუმ კაპანაძეზე ძებნა გამოცხადდა, გელა ობოლაშვილი კი იწყებს კომპანიაში წილების დაბრუნებას. თუმცა, მისივე თქმით, „იმის გამო, რომ  „ბათფარმა“ იყო გაკოტრების მდგომარეობამდე მიყვანილი, ხოლო ბათუმის ფარმაცევტული ქარხნის აქტივები იყო შპს „ბიოპოლუსზე“, ჩემს ინტერესს წარმოადგენდა დამებრუნებინა შპს `ბიოპოლუსის“ 33%“.

 

ობოლაშვილი მართლაც ახერხებს და ისაკუთრებს „ბიოპოლუსის“ 90% წილს, ხოლო დარჩენილი 10%, საჯარო რეესტრის 2015 წლის აპრილის ამონაწერის მიხედვით, გელა ობოლაშვილის ერთ-ერთი შვილის, პაატა ობოლაშვილის საკუთრებაშია. დოკუმენტების მიხედვით ეს 10% წილი ავთანდილ ჯანგავაძემ უსასყიდლოდ დათმო.

 

შპს „ბათფარმას“ დირექტორი 2013 წლის ივნისში, რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ისევ ავთანდილ ჯანგავაძეა [კომპანიის 100% წილის მფლობელი კი „ლემისე კომპანი“]. ფუნქციონირებს თუ არა „ბათფარმა“ და რა ვალდებულებები გააჩნია ამ კომპანიას სახელმწიფოს მიმართ დღეს –  „ბათუმელები“ ავთანდილ ჯანგავაძეს ტელეფონით დაუკავშირდა: „მე მგონი შეჩერებულია კომპანიის საქმიანობა, არ ვიცი, მე დიდი ხანია წამოვედი მაქედან, არ ვარ დირექტორი… საერთოდ, თუ არ შემაწუხებთ მაგ კითხვებით, კარგი იქნება“.

 

 

გელა ობოლაშვილი კი აცხადებს, რომ „ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტულ ქარხანასა და „ბათფარმაზე“ პასუხისმგებელი არც ის არის: „ქარხანა გაკოტრების რეჟიმში შეისყიდეს და არანაირი იურიდიული ვალდებულება სახელმწიფოს მიმართ არ იყო. მე დამიჭირეს თავის დროზე. რაც გააკეთეს სააკაშვილებმა და მერაბიშვილებმა ახლა მაქ ის სიტუაციაა, მე ვცდილობ ეგ ქარხანა ფეხზე დავაყენო“. 

 

რა დავალიანება აქვს „ბათფარმას“ სახელმწიფოს მიმართ – ამ კითხვაზე პასუხს „ბათუმელები“აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან ელოდა, მაგრამ ვერ მიიღო.

 

„ლემისე კომპანის“  მიერ დაფუძნებულ „ბათფარმას“, 2006 წლის ბოლოს, უპირობო აუქციონის წესით, 287 ათას დოლარად შპს „ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსიც“ მიყიდეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ეს თანხა მთლიანად გადახდილია. „ბათუმელები“ „მეცხოველოების კომპლექსთან“  დაკავშირებული სხვა დეტალებითაც დაინტერესდა, რაზეც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვიპასუხეს, რომ „უფრო დეტალურად აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მოწოდება შეუძლებელია სამინისტროს მხრიდან, რადგანაც, 2013 წლის 11 იანვარს საქმე ამოღებულ იქნა სამინისტროს არქივიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ“.

 

ქონება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2011 წელს „ბიოპოლუსსაც“  მიყიდა  -4 ათას 800 კვ/მ-ზე მეტი შენობა-ნაგებობები და 26 ათას კვ/მ-დე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები [მდებარე შუახევში, ტაკიძეები, ხიჭაური]. ქონების გადაცემა ისევ ფარმაცევტულ ბიზნესს უკავშირდებოდა.

 

ხელშეკრულებით „ბიოპოლუსს“ სახელმწიფო ბიუჯეტში ქონების ნასყიდობის ფასი – 104 ათასი ლარი უნდა გადაეხადა. ამასთან, კომპანია ვალდებული იყო ტერიტორიაზე მოეწყო ბრტყელფურცელა ხარისშუბლას მიღებისა და შუალედური გადამუშავების პუნქტი [ნედლეულის აწონვის ადგილი, საშრობი ტერიტორიის მოწყობა, მშრალი ნედლეულის შესანახი საწყობი, ნედლეულის საჭრელი დასაფასოებელი უბანი და დაფასოებული მზა ნედლეულის შესანახი საწყობი]. ამ ყველაფრის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი, სამი წლის მანძილზე სეზონურად, წელიწადში არანაკლებ სამი თვის განმავლობაში, საქართველოს 35 მოქალაქე უნდა დაესაქმებინა.

 

ქონების გაყიდვიდან ორ თვეში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კომპანიას აძლევს თანხმობას, რომ ეს ქონება იპოთეკით დატვირთოს [„იმ პირობით, რომ შესრულებული იქნებოდა ყველა ის ვალდებულება, რაც გათვალისწინებული იყო 2011 წლის 30 ივნისს, სამინისტროსა და „ბიოპოლუსს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით“].

 

კომპანიას არც ამ შემთხვევაში შეუსრულებია ხელშეკრულებით აღებული არც ერთი ვალდებულება: მინისტრ დავით ბალაძის წერილის მიხედვით, 2013 წლის ოქტომბრისთვის გადახდილი იყო მხოლოდ 31 200 ლარი. დარჩენილი 72 800 ლარის გადახდისთვის სამინისტრომ კომპანიას რამდენჯერმე მისცა ვადა და დაარიცხა ჯარიმაც. კომპანიამ არც ნასყიდობის ფასის დარჩენილი თანხა და არც ჯარიმა არ გადაიხადა. მიუხედავად ამისა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კვლავ დათანხმდა კომპანიას, თანხის გადახდა დასრულებულიყო 2013 წლის 31 დეკემბერს.

 

„ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, გთხოვთ, მოკლე ვადაში წარმოადგინოთ – სეზონურად არანაკლებ სამი თვის განმავლობაში 35 საქართველოს მოქალაქის დასაქმების შესახებ ინფორმაცია შესაბამის აუდიტორულ დასკვნასთან ერთად“, _ აღნიშნულია მინისტრის მიერ ორი წლის წინ გაგზავნილ წერილში. კომპანიას არც ეს ვალდებულებები შეუსრულებია.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „ხელშეკრულების გაუქმებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება [აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ] დაიწყო 2014 წლის 9 სექტემბერს, თუმცა გადაწყვეტილება ხელშეკრულების მოშლის შესახებ მიღებული არ არის და 186 700 ლარის ღირებულების ქონება კვლავ შპს „ბიოპოლუსის“ საკუთრებაშია“.

 

სამინისტროს ინფორმაციით, „ბიოპოლუსს“ ნასყიდობის ფასიდან (104 000 ლარი) გადახდილი აქვს 55 500 ლარი და დარჩენილია – 48 500 ლარი, ხოლო დაკისრებული პირგასამტეხლოს სახით – 60 997,6 ლარი“. 

 

სამინისტროდან  „ბათუმელებმა“  ვერ შეიტყო, თუ რატომ არ გააუქმა აღნიშნული ხელშეკრულება.

 

გელა ობოლაშვილმა კი „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ახლა აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რათა „ბოლომდე შევისყიდოთ ეს ქონება, შევასრულოთ ვალდებულება და გადავიხადოთ თანხები… ამდენ ხანს იმიტომ ვერ გადაიხადა კომპანიამ, რომ იყო ფინანსური პრობლემები“.

 

ყოფილ სახელმწიფო ქონებას, რომლის ნასყიდობის ფასიც არ გადაუხდიათ და რომელიც „ბანკი რესპუბლიკაში“ იპოთეკით არის დატვირთული, აუქციონზე გასაყიდად ამზადებენ. ქონების გაყიდვას  „ბანკი რესპუბლიკა“  აპირებს.

 

 

„თუ კომპანია არ ასრულებს ვალდებულებებს, არ იხდის ჯარიმას დროულად, არსებობს ხელშეკრულების მოშლის საფუძველი. მაგრამ თუ ხელშეკრულება მაინც არ უქმდება, ჩნდება ეჭვები – რა მიზანი და მოტივი ამოძრავებს სახელმწიფოს. შეიძლება სხვა ტიპის ინტერესიც იყოს – დაწყებული სამსახურებრივი უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულებიდან, კორუფციული გარიგებით დამთავრებული. ძალიან რთულია ამ თემაზე პირდაპირ საუბარი, მაგრამ, ამ ტიპის მიდგომა ხელისუფლების მხრიდან, ინდივიდუალურ შემთხვევებშიც კი აჩენს ეჭვებს,“ – ამბობს იურისტი სულხან სალაძე.

 

 

მისივე თქმით, სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა იყოს მობილიზებული, რათა  კონტრაქტები შესრულდეს. `სახელმწიფომ არა მხოლოდ ქონების გაყიდვაზე უნდა იფიქროს, არამედ, შემსყიდველების მიერ ნაკისრი ვალდებულებების დროულად შესრულებაზეც. სახელისუფლო ორგანოებისა თუ უწყებების ვალდებულებაა, მათ შორის პოლიტიკური ვალდებულებაც – აკონტროლონ ქონების შემსყიდველის მხრიდან აღებული ვალდებულებების დროული შესრულება, ვინაიდან პრივატიზების მიზანი სახელმწიფოსთვის დამატებით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა.“

 

რა სარგებელი მიიღო სახელმწიფომ თავის დროზე ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის გაყიდვით და თუნდაც „ბიოპოლუსზე“ შუახევში მდებარე ზემოაღნიშნული ქონების მიყიდვით? – ამ კითხვაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან პასუხი `ბათუმელებს~ არ მიუღია. 

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, „ბიოპოლუსის“ უძრავ-მოძრავ ქონებაზე [ყოფილი ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა – უძრავი ქონება მდებარე ბათუმში ნონეშვილის ქუჩა 65; მიწის ნაკვეთები შუახევის მუნიციპალიტეტში – ტაკიძეებში, ასევე მოძრავი ქონება, მათ შორის ამპულების შესაფუთი და დასალუქი მოწყობილობა, მედიკამანტების შესაფუთი დანადგარი] „ბანკ რესპუბლიკას“ მიმართვის საფუძველზე „თბილისის სააუქციონო სახლს“ პირველი საჯარო აუქციონი 2013 წლის 9 დეკემბერს ჰქონდა დანიშნული. მთლიანი ქონების საწყისი გასაყიდი ფასი პირველი აუქციონისთვის 16 მილიონ 269 ათას 222 ლარითა და 17 თეთრით იყო განსაზღვრული.

 

სხვა დოკუმენტით ირკვევა, რომ „ბიოპოლუსის“ კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით მისივე საკრედიტო დავალიანების უზრუნველსაყოფად“ სააუქციონო სახლს მეორე საჯარო აუქციონი 2014 წლის 10 იანვარს ჰქონდა დანიშნული. აუქციონი ისევ „ბანკ რესპუბლიკას“ მოთხოვნით დაინიშნა.

 

ამჯერად, კრედიტორის მოთხოვნით, მეორე საჯარო აუქციონზე მთლიანი ქონების [ექვს ლოტად] გასაყიდი საწყისი ფასი ჯამში 5 მილიონ 60 ათასი ლარითაა განსაზღვრული [ბათუმში, ნონეშვილის ქუჩა 65-ში არსებული უძრავი ქონება _ 3 330 000 ლარად, შუახევში არსებული უძრავი ქონება – 18 000 ლარად, მოძრავი ქონება კი ჯამში 1 712 000 ლარად].

 

„თბილისის სააუქციონო სახლში“ „ბათუმელებს“ უთხრეს – „აუქციონი ისე შეწყდა, რომ „ბიოპოლუსის“ ქონება არ გაყიდულა“.

გელა ობოლაშვილმა კი ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა: „მე თვითონ შევიტანე განცხადება და აუქციონიდან ჩავხსენით“.

 

„ეს ქონება გაყიდული არ არის, ის ისევ „ბიოპოლუსის“ საკუთრებაშია. თუ არ ვცდები რესტრუქტურიზაცია კეთდებოდა მაშინ და მაგიტომ შეწყდა აუქციონი. შეიძლება გარიგებაც იყო, მაგრამ ახლა მიმდინარეობს ისევ სასამართლო წარმოება, ქონების აუქციონზე გასატანად და დავალიანების დასაფარად,“ – უთხრა „ბათუმელებს“ სს „ბანკ რესპუბლიკას“ წარმომადგენელმა ნინო ჯიშკარიანმა.

 

ქონების გაყიდვას არ უარყოფს გელა ობოლაშვილიც: „მე პირადად ვერ ვყიდულობ, მაგრამ ვნახე პარტნიორები, შეისყიდიან მაგ ქარხანას, თუმცა მთელი მენეჯმენტი დავრჩებით, დარჩება ყველა თანამშრომელი“.

 

გელა ობოლაშვილი პარტნიორებს არ აკონკრეტებს, თუმცა ის საქართველოში რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელია. ფარმაცევტულ ბიზნესში ჩართულია მისი შვილი ნოდარ ობოლაშვილიც.

 

მაგალითად, კომპანია „უნიმედ გრუპ კორპი“, გელა ობოლაშვილმა 2012 წლის დეკემბერში დააფუძნა. 2014 წლის იანვრიდან ამ კომპანიის პარტნიორი და დირექტორი იყო მისი შვილი ნოდარ ობოლაშვილი. 2015 წლის 22 ივლისიდან კი 100% წილის მფლობელია „ლოგოსტარ კორპორაცია“, სეიშელის კუნძულები [რეესტრის დოკუმენტების მიხედვით კომპანია რეგისტრირებულია 2015 წლის 23 მარტს; ნოდარ ობოლაშვილს კი მთლიანი წილი 50 ათასი აშშ დოლარად აქვს დათმობილი].

 

გელა ობოლაშვილი კომპანია „პრიმა-ვიტას“ ფლობდა 2010 წლიდან. შემდეგ კომპანიის ერთპიროვნული პარტნიორი იყო ნოდარ ობოლაშვილი, რომელმაც კომპანიის მთლიანი წილი ნატალია მერაბიშვილს გადასცა.

 

ნოდარ ობოლაშვილი 100% წილს ფლობს კომპანია „ევრომედიკალში“.

 

გელა ობოლაშვილის ბიზნესსაქმიანობა უკავშირდება კომპანია „აბიფარმსაც“, რომლის 100% წილი უნდა გამოესყიდა, თუმცა რეესტრის ამონაწერების მიხედვით, ობოლაშვილმა ნასყიდობის ფასი ვერ გადაიხადა და კომპანია ყოფილმა დამფუძნებლებმა დაიბრუნეს. ამ კომპანიის 100%-ს დღეს ფლობს ლაშა ანთაძე. „აბიფარმი“ საწარმოს გადაიარაღებას [რასაც 400 ათასი აშშ დოლარი სჭირდება] სახელმწიფო პროგრამის  –  „აწარმოე საქართველოში“ -ფარგლებში ახორციელებს.

 

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2014 წლის ივნისიდან ხორციელდება, რომლის ძირითად დანიშნულებაა `მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნა/არსებული საწარმოს გაფართოება ან გადაიარაღების გზით საქართველოში მეწარმეობის განვითარება“.

 

 

რაც შეეხება გაკოტრების რეჟიმში გაყიდულ ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტულ ქარხანას, ის ლიკვიდირებული დღემდე არ არის. სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2008 წლის 23 სექტემბრის N571 ბრძანებით დაიწყო სს „ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის“ ლიკვიდაციის პროცესი, რომელიც არ დასრულებულა და ამჟამადაც მიმდინარეობს.

 

 

 

 

ბათუმის მერია საახალწლო აქსესუარებს შეიძენს

 

ამ 2 მილიონი ლარიდან 1 მილიონ 420 ათას ლარამდე საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებასა და საახალწლო აქსესუარების შეძენას მოხმარდება [ამაში შედის მონტაჟი და დემონტაჟიც].

 

თანხმობა გამარტივებულ ტენდერზე აჭარის მთავრობამ ბათუმის მერიას „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით“ მისცა.

 

ამ ღონისძიებებში მერია „გამარტივებულად“ ჯამში დაახლოებით 1 839 360 ლარს გახარჯავს. შესაბამისი ტენდერების გამოცხადება მერიას დაწყებული აქვს.

 

გარდა საახალწლოდ ქალაქის გაფორმებისა, მერია შემდეგ სამუშაოებს შეისყიდის:

კეთილმოეწყობა ანგისის პირველი ჩიხი, რისთვისაც მაქსიმუმ 48 745 ლარია გათვალისწინებული;

 

ამ თანხაზე ოდნავ მეტია გამოყოფილი გენ. აბაშიძის ქუჩა #68-დან მ. ვარშანიძის ქუჩამდე სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად;

 

43 824 ლარია გათვალისწინებული კომახიძის, ესენინისა და ბერიძის ქუჩების მონაკვეთების გარე განათებისა და თამარ მეფის გზატკეცილზე, მდინარე ყოროლისწყალზე მდებარე ხიდზე დეკორატიული განათების მოსაწყობად;

 

გარე განათების კაბელები შეიცვლება რუსთაველის ქუჩაზე _ 29 ათასი ლარის ფარგლებში;

 

ფრიდონ ხალვაშის ქუჩა #322-ის მიმდებარედ კეთილმოეწყობა სკვერი, რისთვისაც მერიას 57 769 ლარი აქვს გამოყოფილი;

 

191 087 ლარის ფარგლებში კი სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება ზ. გორგილაძის ქუჩაზე, ხელოვნების მუზეუმთან მდებარე შადრევნებს.

დის ქმრის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული

 

ბრალდების დადგენილებაში წერია, რომ ინციდენტი 2013 წელს, ქობულეთის მუნიციპალეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ბრალდებულმა დანით მუცლის არეში დის ქმარი დაჭრა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და საქართველო დატოვა. დაზარალებული გადარჩა.

 

საქმეს სასამართლო ბრალდებულის გარეშე განიხილავდა, თუმცა ბრალდებულმა თქვა, რომ გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება და პოლიციელებმა საზღვარზე სწორედ დაბრუნების დროს, 2015 წლის ივლისში დააკავეს.

 

სასამართლო პროცესის დაწყების დროს პროცესზე არ იმყოფებოდა ბრალდებულის ადვოკატი. ამიტომ დავით მამისეიშვილმა საქმის გადადება დააპირა, თუმცა პროცესზე რამდენიმე წუთის დაგვიანებით ადვოკატი გამოცხადდა და სასამართლოს ბოდიში მოუხადა: „შეუძლებელია ქალაქში გადაადგილება, საცობში ვიყავი“.

 

მოსამართლემ ადვოკატს უთხრა, რომ არ ბრაზობს დაგვიანების გამო და სხდომა გააგრძელა ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების ფორმის შეცვლის განხილვით. ბრალდებულმა თქვა, რომ მას დაზარალებულის მოკვლა არ უცდია და რომ მან თავი დაიცვა. „მთელი ცხოვრება ვხედავდი, როგორ იტანჯებოდა ჩემი და“,  – თქვა ბრალდებულმა.

 

პროკურორმა პროცესზე აღნიშნა, რომ ბრალდებული მიმალვაში იმყოფებოდა, ამიტომაც თუ მას სასამართლო გირაოს საფუძველზე პატიმრობიდან გაათავისუფლებდა, „შესაძლოა, ისევ მიმალულიყო“  და ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა.

 

ადვოკატ დავით ჯაფარიძის თქმით, ბრალდებულს თავი არ აურიდებია გამოძიებისთვის, „მას შეეშინდა დაზარალებულის და ამიტომაც გადავიდა თურქეთში“. ასევე, ადვოკატის ცნობით, ბრალდებული საქართველოში შემოსვლას უფრო ადრეც ცდილობდა, თუმცა მას საზღვარზე არ უშვებდნენ. „ჩვენ ამის შესახებ ვაცნობეთ სასამართლოს, პოლიციას, პროკურატურას – ის თავისი ნებით შემოვიდა საქართველოში“, _ თქვა ადვოკატმა.

 

მოსამართლემ არ დააკაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, ბრალდებულის გირაოს – 30 ათასი ლარის სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. „მე თქვენ ადგილზე უკმაყოფილო ვიქნებოდი მოსამართლის გადაწყვეტილებით. თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ რახან ახლა პატიმრობაში დაგტოვეთ, თქვენ მიმართ გამოვიტან გამამატყუნებელ განაჩენს, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, ეს ასე არ არის. 50/50-ზე არის თქვენი შანსი გამამართლებელი ან გამამატყუნებელი განაჩენის„, _ აღნიშნა მოსამართლემ.

 

შემდეგი სასამართლო პროცესი პირველ ოქტომბერს გაიმართება. ბრალდებული ადრე ნასამართლევი არ არის. ის თავს ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ.

დაუბეგრავი მინიმუმის მოთხოვნის ვადა 12 დღეში იწურება

 

2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით შესაბამის პირებს, საშუალება აქვთ შეავსონ დეკლარაცია, პირადი ნომრის მითითებით აღმოაჩინონ, სარგებლობენ თუ არა დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით, შეავსონ ელექტრონული დეკლარაცია და შეიტყონ მათთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობა.

 

ვის რატომ უნდა პრეზიდენტობა

მამუკა კვარაცხელია

ის უეფას მედიაოფიცერი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია, თუმცა ფედერაციაში დიდი ხანია აღარ მუშაობს. სფფ-ს პრეზიდენტობაზე კენჭს 2007 წელსაც იყრიდა. „მაშინ დავმარცხდი, რადგან სახელმწიფო ერეოდა ფეხბურთში“, – განაცხადა მან „ბათუმელებთან“ და აღნიშნა, რომ დღესდღეობით ფედერაციაში რამდენიმე კომპლექსურ პრობლემას ხედავს: „ფეხბურთის ფედერაცია ვერ გახდა ორგანო, რომელიც ღირსეულად მართავს ქართულ ფეხბურთს. ამის მაგალითია ის, რომ საქართველოს ნაკრები თითქმის მე-200 ადგილზეა ფიფას შედეგების სიაში. ხოლო კლუბები პირველივე ეტაპიდან ვარდებიან უეფაზე. არ არის განვითარებული ბავშვთა ფეხბურთი. არსებობს რეგიონული ფედერაცია, რომელიც არ ატარებს ბავშვთა ტურნირებს, მისი ბავშვთა გუნდები კი მეზობელი რეგიონის გუნდებში მონაწილეობენ. ეს დიდი დარღვევაა. კიდევ ერთი: უმაღლეს ლიგაში, პირველ და მეორე ლიგებში მონაწილეობენ გუნდები, რომლებიც არ არიან ფეხბურთის ფედერაციის წევრები – ეს არის ნონსენსი. სფფ-ში თავიანთ დაწერილ წესდებას არ კითხულობენ და ცვლიან ყოველგვარი კანონის დაცვის გარეშე. სამი წლის წინ იმის გამო, რომ გადაწყვეტილება ვერ მიიღეს, ორი გუნდი გახადეს ჩემპიონი – „ზესტაფონი“ და „მეტალურგია“. ბოლოს უეფამ გადაწყვიტა, ვინ უნდა ყოფილიყო ჩემპიონი, რადგან უეფამ წაიკითხა რეგლამენტი და თქვა, ამ რეგლამენტის მიხედვით ვინ იმსახურებდა ჩემპიონობას – „ზესტაფონი“ აღიარეს.

რით დაიწყებთ?

-ყველაფრით. ერთი დღეც არ უნდა მოითმინო, ბავშვთა ფეხბურთიდან, ეროვნული ჩემპიონატიდან, ნაკრებიდან, ინფრასტრუქტურიდან. ბათუმში სტადიონი არ არსებობს, იმ დღესვე უნდა დავიწყოთ ბათუმში სტადიონის მშენებლობა. პირობას გაძლევთ, 2015 წლის 3 ოქტომბერს თუ გავხვდი სფფ-ს პრეზიდენტი, 2016 წლის 3 ოქტომბერს ბათუმს მეოთხე კატეგორიის (უმაღლესი კატეგორიის), სტადიონს ჩავაბარებ. „ბათუმელებმა“ მამუკა კვარაცხელიას სთხოვა თავისი პროგრამის მოწოდება, მაგრამ მან თქვა, რომ ეს შეუძლებელია: „ფეხბურთის ფედერაცია არ მაძლევს მათ ყოველწლიურ ფინანსურ შემოსავალს. მე თუ ფინანსური შემოსავალი არ მეცოდინება – რამდენი აქვს სფფ-ს შემოსავალი, აბა როგორ შევადგინო პროგრამა. ფედერაცია არ არის საიდუმლო ორგანიზაცია, ფედერაცია არის არჩევითი ორგანო და ამიტომ უფლება არა გაქვთ არ მომცეთ-მეთქი, ვეუბნები, მაგრამ ძალით ხომ არ შევალ და გამოვიტან ფინანსურ მონაცემებს“.

მამუკა კვარაცხელიას აზრით, „ფედერაციის ბიუჯეტს რაში ხარჯავენ, არავინ იცის. ჩემთვის სფფ-ს დაფინანსების ოთხი წყაროა ცნობილი – სახელმწიფო უხდის ყოველ წელს შვიდ მილიონ ლარს; უეფა უხდის ორი პროგრამით _ ერთი პროგრამაა „სოლიდარობის პროგრამა“, მეორე – „ჰეტტრიკი“. ასევე ფიფა თავისი პროგრამით; მთავარ სპონსორობას კი „სოკარი“ უწევს“.

რევაზ არველაძე

2009 წლიდან საქართველო ფეხბურთის ფედერაციაში გენერალური მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა. როგორც მან „ბათუმელებს“ უთხრა, ამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 17 აგვისტოს დაწერა და ახლა მას მოხსნილი აქვს უფლებამოსილება შიდა საქმეებზე. რატომ გსურთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა? – „ბათუმელების“ კითხვას ასე უპასუხა: „იმიტომ, რომ მაქვს საკმარისი გამოცდილება, ცოდნა, კონტაქტები. იმიტომ, რომ სხვა საქმიანობა არ მაქვს, არა ვარ ბიზნესმენი… მთელი ჩემი ცხოვრება გავატარე ფეხბურთში, ბევრი დრო დავუთმე ფეხბურთში განათლებას, მწვრთნელობას. ბევრი რამე ჩემებურად მესმის. მე ჩამოკიდება კი არ მინდა ამ თანამდებობაზე, მინდა ეს ოთხი წელიწადი პასუხისმგებლობით მოვეკიდო იმას, რაზეც ვლაპარაკობ. და თუ ვერ შევასრულე დანაპირები, მარტივად, მშვიდად, წყნარად, წავიდე – დავტოვო თანამდებობა და მეორედ აღარ ვიყარო კენჭი“.

რევაზ არველაძეს სამოქმედო გეგმა 2019 წლამდე აქვს წარმოდგენილი და მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით მუშაობას. მათ შორის საუბარია ფინანსურ გამჭვირვალობაზე, რეგიონალური ფედერაციებისადმი ფინანსური მხარდაჭერის გაზრდაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ბავშვთა ასაკობრივი ნაკრებების, ქალთა და საპლაჟო ფეხბურთის განვითარებაზე და სხვა. მისი მთავარი მიზანი კი „ევრო 2020“-ში საქართველოს ნაკრების მონაწილეობაა.

ექვსი წელია ფედერაციაში მუშაობთ. დაასახელეთ ერთი მთავარი პრობლემა სფფ-ში… – ეს მორიგი კითხვაა, რაზეც რევაზ არველაძის პასუხი შემდეგია: „მთავარი პრობლემა საზოგადოების ცნობიერებაში არის ის, რომ გვაქვს ნაკლები წარმატება. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს მაშინაც კი, თუ შენ ფინალურ ტურნირზე ვერ მოხვდები, გულშემატკივრისთვის ასე არ არის. `ბათუმელების~ ბოლო კითხვაზე: ხომ არ შიშობთ, რომ სფფ-ს პრეზიდენტობის დროს დაკარგავთ ხალხის სიყვარულს? რეზო არველაძის პასუხია: „ძალიან კარგია, რომ ხალხს ვუყვარვარ. მე ამას ვგრძნობ. არიან ადამიანები, ვისაც არ ვუყვარვარ. იქნებ პირიქით იყოს და ის მოვახერხო, რომ უფრო მეტს შევუყვარდე. არ ვიცი… მე ერთი რამ ვიცი, არასოდეს ჩემი ცხოვრების განმავლობაში ფეხბურთისთვის არ მიღალატია. ის ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, თუ დავკარგავ ხალხის სიყვარულს, მერე შევეცდები უფრო მეტი სიკეთე ვაკეთო, რომ ავინაზღაურო ეს სიყვარული“.

ლევან კობიაშვილი

1998 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს. მან გვითხრა, რომ კარგად იცის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში არსებული პრობლემების შესახებ. ის ამჟამად მუშაობს გერმანიის კლუბ „ჰელტაში“, კლუბის აკადემიის მენეჯერად, სფფ-ს პრეზიდენტობის შემთხვევაში კი „ჰელტას“ დატოვებს. „დიდი ხნის წინ ვიძახდი, რომ მე დავბრუნდები საქართველოში. სულ მაწუხებდა ის პრობლემები, რაც, ზოგადად, ქართულ ფეხბურთშია. სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატობაზე კენჭისყრა პირადად ჩემი გადაწყვეტილება იყო, ხოლო თბილისის „დინამომ“ საშუალება მომცა, დავრეგისტრირებულიყავი. ახლა შემიძლია, ჩემი რესურსი – ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო. იმედია, სამი ოქტომბრის შემდეგ აქ დავრჩები“, – უთხრა „ბათუმელებს“ ლევან კობიაშვილმა.

რა არის სფფ-ში მთავარი პრობლემა? – ვკითხეთ მას – „აქ არ არის ლაპარაკი მარტო ფეხბურთის ფედერაციაზე, ზოგადად, პრობლემაა ქართულ ფეხბურთში, ინფრასტრუქტურა, განათლება. კონკრეტულად თუ ფეხბურთის ფედერაციას გულისხმობთ, სისტემის პრობლემაა, თუნდაც წესდებასთან დაკავშირებული ხარვეზები, გაუმართავია ფედერაციის სტრუქტურაც. რა დრო დასჭირდება ლევან კობიაშვილს ცვლილებებისთვის, თუ მას აირჩევენ? ამ კითხვის პასუხად მას გერმანიის მაგალითი მოჰყავს: „გერმანიაში 2004 წელს დაიწყეს ფეხბურთის განვითარების პროგრამა და 2014 წელს გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები. მე არ ვიძახი, რომ საქართველო 10 წელიწადში გახდება მსოფლიო ჩემპიონი, მაგრამ მინიმუმ, შეგვიძლია კონკურენტუნარიანები გავხდეთ, თუნდაც ჩვენი დონის ქვეყნებთან. საჭიროა სწავლა, კლუბის მართვის სისტემის დანერგვა. ეს სამ და ოთხ წელიწადში არ შესრულდება. მე იმას ნამდვილად ვერავის დავპირდები, რომ თუ გავხვდი სფფ-ს პრეზიდენტი, მეორე დღიდან აყვავდება ქართული ფეხბურთი – ამას დრო სჭირდება და ადამიანები, ვინც ისე ფიქრობენ, როგორც მე, მონდომებულები არიან და ყველაფერს გააკეთებენ“.

ლევან კობიაშვილი ამბობს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში მასთან ერთად ის ადამიანები იქნებიან, ვინც იზიარებს ფეხბურთის განვითარების მისეულ ხედვას: „ხშირად ისმება ეს კითხვა და სულ ვიძახი – მე პიროვნულად არავის წინააღმდეგი არ ვარ. ვიცი, რომ სფფ-შიც არსებობენ ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები. იმ რესურსს, რაც არის, რასაკვირველია გამოვიყენებ. ასე ზეპირად ვერ გეტყვით… მაგრამ მე მგონი, არავინ იცის გარედან, რა ხდება შიგნით, სფფ-ში, იმდენად ჩაკეტილია“.

„ბათუმელებთან“ საუბრის დროს ლევან კობიაშვილს პროგრამაზე მუშაობა არ ჰქონდა დასრულებული, თქვა, რომ პროგრამას დასრულებისთანავე გაასაჯაროვებს.

2015-09-18 დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე

კვირის განმავლობაში გადაღებული პარკირების წესების დარღვევის შემთხვევები:

Jpeg

პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის განაჩენი


შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა  რამაზ დევაძე ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეშვიდე განყოფილების უმცროს-ინსპექტორის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.


გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 27 დეკემბერს, ღამის საათებში, ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეშვიდე განყოფილების უმცროს ინსპექტორს, 1992 წელს დაბადებულ თარაშ მუკბანიანს, რომელიც არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. პოლიციელი მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

 

  გასულ კვირას ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროკურორმა რამაზ შავაძემ მკვლელობის ადგილიდან ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერი გაასაჯაროვა. 


კადრებში არსად ჩანდა, რომ რამაზ დევაძე თარაშ მუკბანიანს მიჯრით ესვრის. თავის დროზე მედია სწორედ მიჯრით სროლაზე ავრცელებდა ინფორმაციას. ზოგადად, სროლის კადრებიც ძალიან ბუნდოვანია. ყოველ შემთხვევაში, კადრებზე, რომელზეც პროკურორი ამბობდა, რომ ეს იყო სასიკვდილო გასროლა, ადვოკატები არ ეთანხმებოდნენ და ამბობდნენ, რომ „აქ არ ჩანს სროლა“.

 

პირველად იარაღი ძალიან მკვეთრად ჩნდება გარდაცვლილი პოლიციელის – თარაშ მუკბანიანის ხელში. კადრებიდან ასევე ნათლად ჩანს, რომ მეორე სართულზე, კიბის უჯრედთან ახლოს მყოფი თარაშ მუკბანიანი ძალიან მთვრალია და ცეკვავს გოგოსთან ერთად. ამ დროს რამდენიმე მამაკაცი გაივლის ზუსტად იმ დერეფანში, სადაც თარაშ მუკბანიანი ცეკვავს. ეს მოძრაობა თანდათან გადადის ჩოჩქოლში და შეხლა-შემოხლაში. სწორედ ამ დროს ჩნდება პირველად თარაშ მუკბანიანის ხელში იარაღი.

 

თარაშ მუკბანიანი იარაღს რამდენიმე ადამიანს უმიზნებს. რამაზ დევაძეს ის ზურგიდან ჰყავს შებოჭილი და საფეხურებით პირველ სართულზე ამ დროს პოლიციელს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, იარაღიანი ხელი ისევ თავისუფალი აქვს.

 

პირველი სართულის დერეფანი სათანადოდ არ არის განათებული, ამიტომ 100%-იანი სიზუსტით შეუძლებელია იმის თქმა, საფეხურებზე თარაშ მუკბანიანის ჩაყვანის შემდეგ იქ რა ხდება ან ვინ ვის ესვრის.

 

კადრში ასევე მკვეთრად ჩანს, რომ იარაღი, რომელიც თავის დროზე თარაშ მუკბანიანს ეჭირა ხელში, პირველი სართულის კადრებში რამაზ დევაძის ხელშია. თარაშ მუკბანიანი კი იატაკზე წევს.

 

 

 

 

 

 


პოლიციელის დაღუპვის მიზეზი უცნობია

 

შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საპატრულო პლიციის თანამშრომელი რამაზ დევაძე გუშინ, 30 მაიისს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცალა და ის პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ იმყოფებოდა.

 

 

რამაზ დევაძეს საპატრულო პოლიციაში პატრულ-ინსპექტორის თანამდებობა ეკავა.

 

 

გარდაცვალების მიზეზი უცნობია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით – თვითმკვლელობამდე მიყვანას – მიმდინარეობს.

 

სასტუმრო ინტურისტმა 70 – მდე თანამშრომელი დაითხოვა

 

„ისინი წინასწარ არ გაგვიფრთხილებია გათავისუფლებაზე, რადგან გამოსაცდელი ვადით იყვნენ აყვანილები და ხელშეკრულება ითვალისწინებდა ამის შესაძლებლობას. რეორგანიზაცია ითვალისწინებს პერსონალის რაოდენობის შემცირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ჩანაცვლება არ მოხდება. თუ მომავალში დაგვჭირდება პერსონალის დამატება, სასტუმროს  ხელმძღვანელობა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.“ – განუმარტეს „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბარში. 

 

ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით ბათუმში საინფორმაციო კამპანია დაიწყო

 

 

 პროექტის მიზანია, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ მათი ინფორმირება და რისკების თავიდან აცილების საშუალებების გაცნობა.

 

 

პირველი საინფორმაციო შეხვედრა  ადვოკატთა ასოციაციის ოფისში  გაიმართა და მას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განიხილეს იმ ქვეყნების მაგალითები, სადაც ყველაზე აქტუალურია ტრეფიკინგის თემა და მისი გამომწვევი მიზეზები. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოში მოქმედი საკონონმდებლო ბაზისა და სამოქმედო გეგმის შესახებ.

 

პროექტს – „ჩვენ ვუთხარით არა ტრეფიკინგს“ „სამოქალაქო ინიციატივების ახალგაზრდული ცენტრი – მომავალი“ ახორციელებს.

ტრეფიკინგის პრევენციისთვის აჭარაში სხვადასხვა სახის საინფორმაციო ღონისძიება ჩატარდება, რომლებზეც მსმენელებს განუმარტავენ, როგორ დაიცვან თავი, რათა არ იქცნენ ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლად; აუხსნიან იმასაც, თუ როგორ ებრძვის სახელმწიფო ტრეფიკინგს, რა სანქციებია გათვალისწინებული დამნაშავისთვის და რა დახმარებას სთავაზობს სახელმწიფო დანაშაულის მსხვერპლსა და დაზარალებულს.

 

პროექტი 16 ოქტომბერს დასრულდება.

 

საინვესტიციო ფორუმი „ბათუმი 2015“ დაიწყო

ფორუმი აჭარის მთავრობის, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო  სააგენტოსა და უძრავი ქონების კომერციული საკონსულტაციო კომპანიის “Cushman & Wakefield | Veritas Brown”-ის ორგანიზებით იმართება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმს 15 ქვეყნის 250 წარმომადგენელი და რეგიონში არსებული წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელი პირი ესწრება. კომპანიები უმეტესად ენერგეტიკის, ტურიზმის,უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორებიდან არიან.

ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე  და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან.  წინასწარი ინფორმაციით ღონისძიებას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც უნდა დასწრებოდა, თუმცა  პრემიერი ღონისძიებაზე არ გამოჩენილა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმის მონაწილეებს სხვადასხვა პრიორიტეტული საინვესტიციო სექტორებისა და საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაციას, სპეციალური პრეზენტაციის სახით, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები მიაწვდიან.

ფორუმის ფარგლებში გაიმართება, ასევე, დისკუსია თემაზე „ბიზნესის კეთება საქართველოში – წვდომა ფინანსებზე“ , რომლის მონაწილეებიც EBRD-ს რეგიონალური ოფისის, საპარტნიორო ფონდის, მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელები იქნებიან.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში ფორუმი მონაწილეებისთვის  საქართველოში ინვესტირების წარმატებული მაგალითების გაცნობა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და საკონსულტაციო კომპანიებთან ორმხრივი სესიებია დაგეგმილი.

ბანაკი „ცხოვრებისეულ უნარ-ჩვევებზე“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისთვის

 

პროექტის ავტორი არის მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისე ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში სარა შოლცი. ბანაკში ტრენინგებს ჩაატარებენ ამერიკელი მოხალისეები სარა შოლცი, კოლტონ ჰელსი და ნიკ ვილსონი. ჯანმრთელობასთან და ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით სესიას კი მოწვეული ექიმები წარუძღვებიან. პროექტის პროგრამის მიხედვით დაგეგმილია სპორტული და გასართობი თამაშებიც.

ბანაკში ღამისთევის, კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯები (ხელვაჩაური – ქობულეთი – ხელვაჩაური) დაფინანსებულია ყველა მონაწილისთვის. 

 

ხელვაჩაურიდან, მოზარდები ბანაკში 16 ოქტომბერს, სკოლის შემდეგ გაემგზავრებიან, იქედან კი კვირას – 18 ოქტომბერს დაბრუნდებიან.

მონაწილეთა ასაკი: 14 დან 17 წლის ჩათვლით.

მონაწილეები შეირჩევიან აპლიკაციების საფუძველზე.

აპლიკაციის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ფეისბუქის ჯგუფის გვერდზე. შევსებული აპლიკაცია კი  ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე: khelvachauriyouthcenter@gmail.com-ზე, 6 ოქტომბრამდე უნდა გააგზავნოთ.

აპლიკაციების განხილვის შედეგად შერჩეულ მონაწილეებს  ტრენინგის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე დაუკავშირდებიან.

დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 187 აბი „ექსტაზი“ და 0,04218 გრ კოკაინი ამოიღეს. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, 166 აბი 7,2303 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს, ხოლო 21 აბი 0,10489 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ამფეტამინს და 0,0524 გრ მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს შეიცავს.

შს სამინისტროს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით, 262-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით).

18 სექტემბერი – ბათუმის კინოფესტივალის აფიშა

 

12.00 –  სირიული სიყვარულის ისტორია, შონ მაკალისტერი, დიდი ბრიტანეთი, 2015; 80წთ.  [დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია] 

 

14.00 – სომალის ტყვეები, ლევან ადამია, საქართველო, 2015; 47’37 წთ. 

 

16.00 – ქიმია, ბარტეკ პროკოპოვიჩი, პოლონეთი, 2015, 105 წთ. [მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია] 

 

18.30 – მშვიდობა მხოლოდ გვესიზმრება, შარუნას ბარტასი, ლიტვა/საფრანგეთი/ რუსეთი, 2015; 107წთ. [მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია] 

 

20.30 – კრედიტის ლიმიტი, ნუცა ალექსი–მესხიშვილი, საქართველო, 2014, 85წთ. 

 

22.30 – ეიზენშტეინი გუანახუატოში, პიტერ გრინუეი, ბელგია/ მექსიკა/ფინეთი/საფრანგეთი, 2015; 105 წთ. [დიდოსტატთა კოლექცია]


აპოლო, კინოფესტვალი 2015
აპოლო, კინოფესტვალი 2015

ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულმა 17 სექტემბერს ბათუმში, თბილისის მოედანზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1971 წელს დაბადებულ ზვიად გ-ს ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი მამაკაცი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. შს სამინისტროს ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით).

შსს-მ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა

 

 

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 17 სექტემბერს ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე, ოჯახური კონფლიქტის დროს ურთიერთშელაპარაკებისას, 1985 წელს დაბადებულ რევაზ გ-ს ცივი იარაღით ყელის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

 

ბათუმში მამაკაცი დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელებმა  განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მამაკაცი უკვე დააკავეს. 

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

 

შემთხვევის ადგილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით, ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ნიშნავს. 

Exit mobile version