ბრალდებული ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

 

 

სასამართლო პროცესი ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. მოსამართლემ დაგვიანების მიზეზად პატიმრის ბადრაგირების დაგვიანება დაასახელა. რ.ჯ-ს ბრალი ძარცვაში ედებოდა, კონკრეტულად კი – მობილური ტელეფონის მოპარვაში. ბრალდების მიხედვით, მან მობილური ტელეფონი რესტორან “პორტო ფრანკოს” მიმდებარე ტერიტორიაზე ქალს ჩანთიდან ამოაცალა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

 

საქმეში მოპოვებულ მტკიცებულებებს დაცვისა და ბრალდების მხარე სადავოდ არ ხდის. პროკურორმა, ქეთევან ადამიამ მოსამართლეს უთხრა, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს არ შეუძლია მონაწილეობა სასამართლო პროცესის განხილვაში, რადგან ექიმების აზრით, ბრალდებული პარანოიდული შიზოფრენიით არის დაავადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს ვინმეს ან საკუთარ ინტერესები დაიცვას, უფრო მეტიც, ექიმების ვარაუდით მაღალია იმის რისკფაქტორი, რომ ბრალდებულმა რისკის ქვეშ დააყენოს როგორც მისი, ასევე სხვების უსაფრთხოება, ამიტომაც საზოგადოებისგან მისი იზოლაცია მოითხოვეს…

პროკურორმა თქვა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებული, დიაგნოზის მიხედვით, ვერ აცნობიერებდა მის მიერ ჩადენილ ქმედებას, როგორც დანაშაულს, ამიტომაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა მოითხოვა. მას ადვოკატი დავით გოგუაძეც დაეთანხმა. ბრალდებულს სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნული ადვოკატი იცავს. 

 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებული პოლიციის მესამე განყოფილების თანამშრომლებმა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს. მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა, რომ ექიმების რჩევითა და რეკომენდაციით, მას დროებით საავადმყოფოში სამკურნალოდ უშვებს, ასევე უთხრა, რომ მას შესაძლებლობა ექნება საავადმყოფო 6 თვეზე უფრო ადრეც დატოვოს, თუ მისი ჯანმრთელობა ამის შესაძლებობას მისცემს.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულს კომენტარი არ გაუკეთებია.

რუსუდან გორდეზიანის შეჩერებული რეკორდი

 

რუსუდან გორდეზიანი

 

 

რუსუდან გორდეზიანმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მას ეს როკორდი არ დაუმყარებია, რადგან თურქულმა მხარემ იმ ვადებში, რაც გადაცურვისთვის იყო საჭირო – 25 აგვისტომდე, ნებართვა არ გასცა.

 

“არ ვიცი რატომ არ გასცა თურქულმა მხარემ ნებართვა. როგორც მითხრეს, დრო აღმოჩნდა არასაკმარისი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ვემზადებოდი გამომეცურა თურქეთიდან სარფამდე 250 კილომეტრი და ამისთვის მზად ვიყავი. თურქეთიდან იმიტომ, რომ საქართველოში ამხელა მანძილის გაცურვა ვერ მოხერხდებოდა ოკუპირებული ტერიტორიის გამო. თორემ თურქეთიდან კი არ გამოვცურავდი სარფამდე, სარფიდან სოხუმისკენ გავცურავდი. საერთოდ მინდოდა, რომ წელს სინოპიდან იალტამდე გადამეცურა შავი ზღვა, მაგრამ პოლიტიკური ვითარების გამო არ მოხერხდება ამ მარშრუტის განხორციელებაო მითხრეს, ამიტომ გვქონდა ეს ალტერნატიული მარშრუტი“.

 

რუსუდან გორდეზიანის რეკორდის დამყარებას ფინანსურად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უჭერს მხარს. მინისტრის  მოადგილის შალვა გოგოლაძის თქმით, რეკორდი იმიტომ ვერ განხორციელდა, რომ ცოტა დრო ჰქონდათ თურქეთის მხარისგან ნებართვის მოსაპოვებლად.

 

„საელჩოც იყო ჩვენი  მხრიდან გაფრთხილებული და შესაბამისი ქალაქებიც, მაგრამ ვერ მოესწრო თანხმობის მიღება თურქეთის საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან“.

 

მისივე განმარტებით, მომავალი წლისთვის შესაძლებელი იქნება ვადების დაცვა და რეკორდის შესრულება.

 

„მომავალ წელს მინდა გადავცურო შავი ზღვა ოდესიდან სტამბულამდე და ამაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხარდაჭერა და თანადგომა მჭირდება, რომ უზრუნველყოს გემი, კომისია და რაც მთავარია, ის მოლაპარაკება და შეთანხმება აწარმოოს ამ ქვეყნებთან, რაც აუცილებელი იქნება ამ გაცურვის ორგანიზებასთან დაკავშირებით,” – უთხა “ბათუმელებს” რუსუდან გორდეზიანმა.

 

27 წლის რუსუდან გორდეზიანმა ცურვაში პირველად რეკორდი 2013 წელს დაამყარა, როდესაც თბილისში საცურაო აუზ „ოლიმპიკში“ 46 კილომეტრი და 500 მეტრი გაცურა 24 საათში 5 წუთიანი შესვენებით, 2014 წელს კი – 73 კილომეტრი გადაცურა სარფიდან ფოთამდე.

 

 

ბათუმში საბავშვო ატრაქციონები შემოიღობება

 

 

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბავშვო ატრაქციონების ირგვლივ ბორდიურები და რკინის ღობე მოეწყობა, რომლის სიმაღლეც 80 სანტიმეტრი იქნება. გარდა ამისა, სათამაშო მოედნებზე სპეციალური ქვიშა დაიყრება.

 

 

ამ ეტაპზე სამუშაოები ტაბიძის 15-ში ხორციელდება. დაგეგმილია 17 საბავშვო ატრაქციონის შემოღობვა.

 

 

ქალაქის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის  80 000 ლარია გამოყოფილი და მას კომპანია „სტანდარტმეტრ ჯგუფი“ ასრულებს.

 

ბსუ-ში 25-ე რესპუბლიკური დიალექტოლოგიური კონფერენცია ტარდება

 

დიალექტოლოგიის აქტუალურ საკითხებზე მოხსენებებს ორ სექციაში წარადგენენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლები, სამეცნიერო ინსტიტუტების მეცნიერ-თანამშრომლები და ახალგაზრდა მკვლევრები.

 

კონფერენცია იმართება ბსუ-სა და თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორგანიზებით.

ხელისუფლების მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ბათუმში ვერ იხსენებენ

 

“მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება? – არაფერი მახსენდება… მხოლოდ ის, რომ ამდენი ხანია მთავრობა გვპირდება და ისევ არ გახსნილა კურორტი გოდერძის უღელტეხილზე. მახსენდება მათი საპრემიო მარაზმი – საკუთარ ხელფასებსა და კომფორტზე როგორც იზრუნეს. სასარგებლო არაფერი”, – უთხრა “ბათუმელებს” ფოტოგრაფმა ლაშა ფალავანდიშვილმა

 

რეგიონის მთავრობის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ვერც ბლოგერმა დათო ტრაპაიძემ, მუსიკოსმა პაატა ძიძიგურმა და ისტორიკოსმა არჩილ ტოტოჩავამ გაიხსენეს. 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის ინსტიტუტის” წარმომადგენელმა თამარ მამეიშვილმა კი რეგიონის მთავრობის დონეზე არა, მაგრამ რეგიონში მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები გაიხსენა: “უგულავას საქმეზე  და ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სამსახურზე მიღებული გადაწყვეტილება, მეტს ვერაფერს ვიხსენებ”, – უთხრა მან “ბათუმელებს”. 

 

საზოგადოების განწყობებზე არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით კვლევის შედეგები გასულ კვირას ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI-მაც გამოაქვეყნა. 

 

ამ კვლევის შედეგების მიხედვით, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის – ირაკლი ჭეიშვილის მუშაობას დადებითად გამოკითხულთა 10%, უარყოფითად – 11%, ხოლო 21% საშუალოდ აფასებს, 29%-ს კი არასდროს სმენია მის შესახებ. 

 

რაც შეეხება ბათუმის არჩეული მერის მუშაობას – NDI-ს გამოკითხვის შედეგებით გიორგი ერმაკოვის მუშაობას 17% უარყოფითად, 39% – საშუალოდ, ხოლო 158% დადებითად აფასებს, 24%-ს კი პასუხის გაცემა გაუჭირდა. 

 

საერთო ჯამში, კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის კომუნიკაცია მინიმალურია. გარდა ამისა, მოსახლეობას სურს იხილოს გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და უფრო სუფთა გარემო. 

 

ქალაქისა და მუნიციპალიტეტების გზების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით წელს ბათუმის მერიამ და მუნიციპალიტეტების გამგეობებმა რამდენიმე ტენდერი გამოაცხადეს. გრძელდება ბათუმის წყლისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტიც, მაგრამ წლის განმავლობაში არც ერთი ქუჩის შეკეთება არ დასრულებულა. 

 

2015 წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებად ბათუმში და მთლიანად რეგიონში საფეხბურთო სტადიონის, რესპუბლიკური საავადმყოფოს და ე.წ. იაფი სახლის მშენებლობის შესაძლო დაწყებას განიხილავდნენ. ამ პროექტებიდან ჯერ არც ერთის განხორციელება არ დაწყებულა (ამაზე “ბათუმელები” წინა ნომრებში წერდა). ბათუმის მოქალაქეებს კი მთავრობის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც მათ სარგებელი მოუტანა, არ ახსენდებათ.

 

კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები სულ უფრო ნაკლებად ფიქრობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მათ ინტერესებს გამოხატავს. მათ ასევე მწირი ინფორმაცია აქვთ მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ – ასეთი შედეგი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ იმ გამოკითხვიდან გამოიტანა, რომელიც ორგანიზაციის დაკვეთით, „კავკასიის კვლევითი რესურსის ცენტრმა“ (CRRC) 2015 წლის აპრილში ჩაატარა. CRRC-მა საქართველოს 1867 მოქალაქე გამოკითხა.

 

ანალოგიური გამოკითხვა ამავე ორგანიზაციამ 2013 წელსაც ჩაატარა. წინა კვლევის შედეგებისგან განსხვავებით, გაზრდილია იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვინც ადგილობრივი მთავრობის მუშაობის შესახებ ნაკლებად ინფორმირებულია – 2013 წელს ეს მაჩვენებელი გამოკითხულთა 20% იყო, წელს კი ეს მაჩვენებელი 3%-ით გაიზარდა. 2013 წლისგან განსხვავებით, 2015 წელს შემცირებულია იმ მოქალაქეთა რიცხვიც, ვინც მიიჩნევს, რომ გამგებელი ან მერი სრულად გამოხატავს მათ ინტერესებს, თუმცა შემცირებულია იმათი რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ მუნიციპალიტეტის მერი ან გამგებელი ამომრჩევლის ინტერესებს საერთოდ არ გამოხატავს.

 

“როგორც ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევით, ასევე NDI-ის მასშტაბური კვლევის შედეგებთ, დადასტურდა კომუნიკაციის დეფიციტი თვითმმართველობასა და მოქალაქეებს შორის და მეორე მხრივ, ამ პროცესის უქონლობის გამო მოქალაქეები ხშირად კარგავენ სურვილს ისევ მიმართონ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. თუ კონკრეტულად ბათუმზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, მოსახლოებას ჰქონდა მოლოდინი, რომ წელს ბათუმში დაიწყებოდა სტადიონისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა. იყო ასევე მოლოდინი, რომ იაფი სახლის პროგრამაზე მეტს გაიგებდნენ და, შესაბამისად, ექნებოდათ განაცხადის შეტანის საშუალება. თუ კულტურულ მემკვიდრეობაზე ვისაუბრებთ, ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი რვაფეხას საკითხი. არის ბევრი კითხვითი ნიშანი წელს ჩატარებულ ტურისტულ სეზონზე და იმ კულტურულ ღონისძიებებთან დაკავშირებითაც, რაც გაიმართა ბათუმში. იყო ფორსმაჟორში მიღებული გადაწყვეტილებები. ბუნებრივია, ხალხს უნდა პოზიტიური ცვლილებები, ვერ ვიტყვით, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტი არ ხარჯავს ბიუჯეტიდან თანხას სხვადასხვა კომუნალური სფეროს მოწესრიგებაზე, ამას ცხადყოფს გამოცხადებული ტენდერები და მიმდინარე სამუშაოები, მაგრამ მოქალაქეებს მეტი უნდათ. სწორედ იმიტომ მიანიჭეს არჩევისას უპირატესობა ამა თუ იმ კანდიდატს თუ პარტიას – მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ დანაპირები შესრულდებოდა”, – ამბობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მალხაზ ჭკადუა.

 

 

ბათუმში დონორთა საერთაშორისო კონფერენცია ტარდება

 

კონფერენციის ფარგლებში იგეგმება რეგიონში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების მნიშვნელობის შესახებ სექტორული პრეზენტაციები და მიმდინარე წელს განსახორციელებელი საქმიანობებისა და აქტივობების მოკლე მიმოხილვა. 

 

“კონფერენციაზე ხდება ჩვენ მიერ განხორციელებული პროგრამების შეჯამება. მეორე ნაწილი კი გულისხმობს ჩვენი 2016 წლის პროგრამისა და მიზნების გაცნობას დონორებისთვის. ანუ მათი 2016 წლის რესურსები, რომლებიც გამოყოფილი იქნება გრანტის სახით, თანხვედრაში იქნება თუ არა რომელიმე პროგრამასთან. მეორე ეტაპზე გაიმართება შეხვედრები შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან, სადაც კონკრეტულ პროგრამებზე იქნება საუბარი. კონფერენცია ოქტომბერში ტარდება სწორედ იმიტომ, რომ ეს ორი თვე დონორ ორგანიზაციებსა და საელჩოებს სჭირდებათ მათი 2016 წლის ბიუჯეტის დაგეგმარებისთვის,” – განმარტა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ. 

 

“კონფერენციაზე ჩვენ დავაყენეთ ის საკითხები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის. ერთ-ერთი თემა, რომელიც განვიხილეთ, არის თანამშრომლობა იმ მიმართულებით, რომ შევქმნათ ჩვენი თანამშრომლების გადამზადების გეგმა და ასევე, ვიზრუნოთ სტუდენტების მომზადებაზე მომდევნო სამუშაო ადგილებისთვის,” – განაცხადა აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა დავით ბალაძემ.

 

“დონორ ორგანიზაციებთან ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ. პირველ რიგში ეს არის ისეთი მასშტაბური პროექტი, როგორიცაა ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაცია. მოლაპარაკება გვაქვს თურქეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან, მათ შეგვპირდნენ, რომ დაიწყებდნენ ამ სამუშაოებს A კორპუსის რეაბილიტაციით. ამ ეტაპისთვის დოკუმენტაცია გადაგზავნილია საპროექტო კომიტეტის სათავო ოფისში, მიმდინარეობს მისი განხილვა და უკვე მოკლე პერიოდში ისინი, შეპირებისამებრ, დაიწყებენ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. გარდა ამისა, ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი ექიმების გადამზადებას პოლონეთში, სადაც უკვე მოვამზადეთ კარდიოქირურგები და რევმატოლოგები. ახლა მათთან მოლაპარაკების შედეგად, განვიხილავთ კიდევ რა სპეციალობების ექიმებს გადავამზადებთ.  ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ თურქეთის კლინიკებთანაც. გვაქვს შეპირება, რომ ისინი გარკვეული რაოდენობის ადამიანებს გადაგვიმზადებენ. 2016 წლის აპრილი-მაისიდან უკვე დავიწყებთ ქმედებების განხორციელებას და იმ მცირე ჯგუფების გაგზავნას, რომლებიც ჩამოყალიბდება,“ – თქვა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ.

 

 

2015-10-23 დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე [ფოტო]

ფოტოები გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.

ახალი ბულვარი – სასტუმროებისა და კაზინოების უბანი მომავალში

 

 

“მეტრო სითი” ბათუმის ახალ ბულვარში ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი მიმდინარე სამშენებლო პროექტია, რომელსაც თურქეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული სააქციო საზოგადოება “მეტრო ატლას ჯორჯია” განახორციელებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა 90-მილიონიანი ინვესტიციას განახორციელებს.

პროექტის მიხედვით, 13-სართულიანი სასტუმრო კომპლექსი „მეტრო სითი“ მინიმუმ 203-ნომრიანი იქნება. ტერიტორიაზე სამი შენობა და 594 აპარტამენტი განთავსდება. სასტუმრო „მეტრო სითიში“ 1500 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზის, სავაჭრო ცენტრის, VIP რეზიდენციის, სამორინესა და სხვა ობიექტების მოწყობა იგეგმება. ინვესტიცია 600-დან 1500-მდე ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ სასტუმროს მშენებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე 3 წლით ადრე – 2016 წლის ბოლოს დასრულდება.

ახალ ბულვარში „მეტრო ატლას ჯორჯია“ კიდევ ერთ პროექტს განახორციელებს. კომპანია 200-ნომრიან სასტუმროს აშენებს, რომლის ოპერირებასაც საერთაშორისო ბრენდი „ტიტანიკი“ გეგმავს. ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტორი არანაკლებ 200-ნომრიან სასტუმროს, ასევე არანაკლებ 250 აპარტამენტის მშენებლობას უზრუნველყოფს. პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე კაზინო, საკონფერენციო დარბაზები, სპა ცენტრი მოეწყობა. ინვესტიციის განხორციელების შემდეგ არანაკლებ 500 ადამიანი დასაქმდება. ამ პროექტისთვის გათვალისწინებული 20 მილიონი დოლარიდან მილიონი დოლარი საინვესტიციო ტერიტორიასთან არსებული არხის კეთილმოწყობაზე დაიხარჯება. მშენებლობა უკვე დაიწყო. მშენებლობის დასრულებისთვის შპს „მეტრო ატლას ჯორჯიას“, ხელშეკრულების თანახმად, 5 წელი ექნება, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტი დაახლოებით 2017 წელს დასრულდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის იონა წითელაძის ინფორმაცით, “მეტრო ატლას ჯორჯია” მომავალში კიდევ ერთი პროექტის, მცირე მასშტაბიანი იახტკლუბის გაკეთებას გეგმავს. ეს ბათუმისთვის მეორე იახტკლუბი იქნება.

“უცხოეთში ზღვისპირა ქალაქებს თუ დავაკვირდებით, ერთი კი არა რამდენიმე იახტკლუბი აქვთ. ინვესტორს აქვს იდეა, რომ მდინარე მეჯინისწყლის შესართავთან გაკეთდეს მცირე ზომის იახტკლუბი. პროექტი უნდა შეათანხმოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, მის განხორციელებას შემდეგ დაიწყებს.”

“მეტრო ატლას ჯორჯია” ბათუმში, კაჩინსკების ქუჩაზე, სკოლა-ლიცეუმის გახსნასაც გეგმავს. კომპანიის ინფორმაციით, სკოლა 6064,70 კვადრატულ მეტრზე განთავსდება და საბავშვო ბაღიდან 12 კლასის ჩათვლით 720 მოსწავლის მომსახურებას უზრუნველყოფს. სკოლა-ლიცეუმში 60 ადგილობრივი აღმზრდელ-მასწავლებელი დასაქმდება. აღსაზრდელები განათლების მიღებას ქართულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე შეძლებენ. სკოლის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ყველა ხარჯს თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ დაფუძნებული ფონდი გაიღებს, ხოლო სკოლის სასწავლო პროგრამა საქართველოს განათლების სამინისტროსთან იქნება შეთანხმებული.

სკოლის ახალი შენობა, რომელიც 2016-2017 სასწავლო წლიდან შევა ექსპლუატაციაში, თანამედროვე სტანდარტებით აშენდება – სკოლას ექნება შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა:”თვალასაჩინოებებით გამდიდრებული საკლასო ოთახები, რომლებიც აღჭურვილია ვიდეოთვალით, კაბინეტ-ლაბორატორიებით, მუდმივად განახლებადი ბიბლიოთეკით, გათბობის სისტემით, შიდა სპორტული და სააქტო დარბაზებით, საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტით; სკოლა იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, მოეწყობა პანდუსები, ლიფტი, როგორც მთავარ ასევე, სპორტული დარბაზის შესასვლელებში. ადაპტირებული იქნება სველი წერტილებიც. სკოლას ექნება ექიმის კაბინეტი, კვების ბლოკი.”

სააქციო საზოგადოება “მეტრო ატლას ჯორჯია” 2012 წელს თურქეთის მოქალაქეებმა დააარსეს. რეესტრის მონაცემებით, დღემდე კომპანიის წილები ბევრჯერ გაასხვისეს. ამ დროისთვის სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირი თურქეთის სამი მოქალაქე და ერთი საქართველოს მოქალაქე, რაულ კახაძეა.

ბათუმის ახალ ბულვარში, კაჩინსკების ქუჩაზე, კიდევ ერთ, 200-ნომრიან სასტუმროსა და აპარტამენტებს ააშენებს შპს „ეიარ მერიდიანსიც“. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ სასტუმროს ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი “ინთერსთეითი” უზრუნველყოფს.

კომპანია “ეიარ მერიდიანსის” პროექტი “White Sails” (თეთრი იალქნები) 30-მილიონიანი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს. ამ პროექტის ფარგლებში 120 000 კვადრატულ მეტრზე ორი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და 6 აპარტ-ოტელი შენდება. კომპლექსის ტერიტორია ღია და დახურულ აუზებს, გასართობ და სავაჭრო ცენტრებს, რესტორნებსა და ლაუნჯ ბარებს მოიცავს. პროექტის პირველ ეტაპზე 300, ხოლო ოთხ წელიწადში კომპლექსის მშენებლობის დასრულების შემდეგ კიდევ 500 სამუშაო ადგილი გაჩნდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Interstate Hotels and Resorsts-ი სასტუმროების ინდუსტრიაში ნომერ პირველი კომპანიაა და საქართველოში პირველად შემოდის (Iნტერსტატე, 1960 წლიდან, მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი სასტუმრო ქსელების: Starwood-ის, Intercontinental-ის, Hyatt-ის, Holiday Inn-ის, Marriott-ისა და სხვების მართვაში მონაწილეობდა). kompleqs White Sails-ის მართვას სწორედ საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორთა ქსელი – Interstate განახორციელებს.”

შპს “ეიარ მერიდიანსი” ბათუმში რუსულ ინვესტიციას განახორციელებს. კომპანია ბათუმში 2015 წელს რუსეთის მოქალაქემ რეფიყ კაიტამბამ დააფუძნა და კომპანიას თავად ხელმძღვანელობს.

კაჩინსკების ქუჩაზე გეგმავს 39-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას კომპანია “ორბი ჯგუფიც”. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია ამ პროექტის ფარგლებში 40 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.

პროექტი „Orbi Beach Tower“-ი 850-ნომრიანი სასტუმროსა და აპარტამენტების, სავაჭრო ცენტრების, რესტორნების, კაფეების, ღამის კლუბების, აუზის, ფიტნესცენტრის, დასასვენებელი ტერასებისა და კაზინოს მშენებლობას ითვალისწინებს.
მშენებლობის პროცესში კომპანიამ 400 პირის დასაქმების, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდგომ 200 პირის დასაქმების ვალდებულება აიღო. შეთანხმების თანახმად, მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულდეს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ორბი ჯგუფის“ ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირი ირაკლი კვერღელიძეა. კომპანია 2008 წელსაა დარეგისტრირებული.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიას ტურისტებისთვის მომხიბვლელ ზონად განიხილავს. იონა წითელაძე: “ეს იქნება ერთ-ერთი განვითარებული უბანი, სადაც იქნება საცხოვრებელიც და ტურისტული ობიექტებიც. ვიცით, რომ რეგიონს უდიდესი პოტენციალი აქვს, თუმცა ყველაზე დიდი სიმდიდრე მაინც ზღვაა. სანაპირო ზოლით იწყება ქალაქის განვითარება.

 

წინა მთავრობას ეს მიწები 1 ლარად ჰქონდა გაყიდული, მაგრამ არც ერთი მშენებლობა არ იყო დაწყებული. ქონება დავიბრუნეთ და პირობიანი აუქციონით გავასხვისეთ, საიდანაც ექვს მილიონამდე შევიდა ბიუჯეტში და 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ სასტუმროები და კაზინოებია, ეს არის მრავალფუნქციური შენობები”.

 

 

 

მკვლელობაში ბრალდებული ნაფიც მსაჯულებს ითხოვს

 

ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით ასამართლებენ, რაც განზრახ მკვლელობას ნიშნავს. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ სისხლის სამართლოს კოდექსის 108-ე მუხლი არ ითვალისწინებს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტით სარგებლობას.

სასამართლო პროცესზე დარბაზი ხალხით შეივსო, პროცესზე დასასწრებად ხულოდან დაზარალებულისა და ბრალდებულის ოჯახის წევრები და ნათესავები მივიდნენ. მოსამართლემ ამ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილა, თავის გადაწყვეტილებას მომდევნო პროცესზე გამოაცხადებს.

დაცვის მხარე სადავოდ მხოლოდ ბრალდებულის საპყრობილეში შესახლების ოქმსა და ადვოკატების ორდერს არ ხდის. სხვა მტკიცებულებები მას სადავოდ მიაჩნია და მოსამართლეს უთხრა, რომ ისინი საქმეს არ უნდა დაერთოს – ადვოკატმა მიუთითა ექსპერტიზის დასკვნებზე; ადვოკატის მტკიცებით, ექსპერტიზის დასკვნებს არ გააჩნია ნომერი, რაც შესაძლოა შეცვლილი იყოს.

პროკურორმა მოსამართლეს უთხრა, რომ ადვოკატის მოსაზრება არგუმენტს მოკლებული და “მოგონილია”. სასამართლო პროცესზე პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნები, რომლებსაც ნომრები მინიჭებული ჰქონდა.

ადვოკატმა თქვა, რომ ნომრები არ აქვს მის ხელთ არსებულ ექსპერტიზის დასკვნებს. “შეგიძლიათ მაჩვენოთ?” – ჰკითხა მოსამართლემ ადვოკატს, რომელმაც განმარტა, რომ მას თან არ ჰქონდა საქმის მასალები და ექსპერტიზის დასკვნები.
მეორე ხარვეზი, ადვოკატის შეფასებით, არის მკვლელობის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოები, რომლებსაც არ აწერია დრო და რიცხვი, თუ როდისაა გადაღებული ეს მასალა გამოძიების მიერ.

პროკურორმა თქვა, რომ ადვოკატს მტკიცებულებები დისკზე ჩაწერილი გადასცეს და ფოტოებს ამიტომ არ ეწერა დრო და რიცხვი.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ სასამართლოს ჰოლში ბრალდებულის რძალს სასწრაფო დახმარების ექიმებმა პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. ის მოგვიანებით სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. როგორც ბრალდებულის ნათესავებმა “ბათუმელებთან” განაცხადეს, სხდომის დასრულების შემდეგ მოკლულის ნათესავმა სასამართლოს ჰოლში თავში ჩაარტყა ბრალდებულის ოჯახის წევრს – რძალს.

ბრალდებულიც და გარდაცვლილიც ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდნენ და მეგობრობდნენ. ბრალდების მტკიცებით, ახალგაზრდა მამაკაცი ბრალდებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა, მერე კი ცოლის დახმარებით გვამი ჯერ ერთ ადგილას დამარხა, მერე მდინარის პირას, უკვე მეორედ დამარხა.

 

ფოტო გადაღებულია სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ

 

არჩილ ხაბაძე იან კელის შეხვდა

 

 

ელჩი იან კელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური კორპუსის წევრი და მინისტრ-მრჩევლის კლასის დიპლომატია. 11 სექტემბერს მან საქართველოში აშშ-ის ელჩის პოსტზე ფიცი დადო. კელი ბოლოს ჩიკაგოში ილინოისის უნივერსიტეტში რეზიდენტი-დიპლომატის სტატუსით მუშაობდა.

 

2010-2013 წლებში კელი ვენაში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში აშშ-ის ელჩი იყო. 2012 წლის დეკემბრიდან 2013 წლის სექტემბრამდე ის დროებით ეუთოს მინსკის ჯგუფში ამერიკელი თანათავმჯდომარის პოსტსაც ითავსებდა. კელი მეუღლესთან ერთად საქართველოში ამა წლის სექტემბერში ჩამოვიდა.

 

იან კელის დღეს ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვიც შეხვდა. 

 

დემოკრატიის ინსტიტუტის განცხადება ტელეკომპანია”რუსთავი 2”-თან დაკავშირებით

 

„2015 წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საჯარო განცხადებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მის მიმართ განხორციელდა შანტაჟი პირადი ცხოვრების ამსახველი აუდიო და ვიდეომასალის გავრცელების მუქარით, რომელიც გვარამიასვე განცხადებით უკავშირდებოდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილების საქმეზე მიმდინარე სასამართლო დავის პროცესში მის აქტიურობას.

 

სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, რომ აღნიშნული სასამართლო დავა, მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები სიმძაფრითა და შინაარსით უკვე გასცდა ჩვეულებრივი სამოქალაქო დავის ფარგლებს და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ნაწილად იქცა, რაც უპირველეს ყოვლისა აზიანებს ქვეყნის ინტერესებს.

 

ნიკა გვარამიას განცხადება წარმოადგენს შემაშფოთებელ ინფორმაციას, რაც საჭიროებს უმოკლეს ვადებში გამოძიებას და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ინფორმაცია და ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენები და პროცესები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას, ზოგადად დემოკრატიული განვითარების პროცესს. ამ ფონზე, აღნიშნული დავის სამოქალაქო ხასიათი და კერძო ბიზნეს ინტერესები უკვე კარგავს ყოველგვარ ღირებულებას.

 

სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა აღნიშნული სამოქალაქო დავის დისტანცირება ვერც საკუთარი თავისგან და შესაბამისად ვერც პოლიტიკური პროცესებისაგან, რასაც გარკვეულწილად ხელი შეუწყო სხვადასხვა დროს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით გაკეთებულმა საჯარო განცხადებებმა, განსაკუთრებით ტელეკომპანიის წილების კანონიერი მფლობელისათვის უკან დაბრუნების თაობაზე გაკეთებულმა შეფასებებმა.

 

დაუშვებელია სასამართლო დავის დაწყებამდე და ახლაც სასამართლო ხელისუფლების მიმართ ხელისუფლების, ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და საკითხით დაინტერესებული სხვა პირების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომლებიც სცილდება სამოქალაქო დავის ფარგლებს და გადაიზარდა პოლიტიკურ პროცესებში.

 

დაუშვებელია საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ წამოწყებული მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია. მოსამართლის, ზოგადად სასამართლოსამდი ამგვარი დამოკიდებულება უარყოფითად მოქმედებს სასამართლო ინსტიტუტის ნდობის ხარისხზე.
მიგვაჩნია, რომ უმოკლეს დროში უნდა მოხდეს რუსთავის 2-ის გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებული განცხადების დროული შესწავლა, ეფექტური გამოძიება და ფაქტს მოჰყვეს შესაბამისი, სამართლიანი და ადექვატური რეაგირება.

 

დემოკრატიის ინსტიტუტი სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია ,,რუსთავის-2“-ს სიტყვის თავისუფლების, მედიაპლურალიზმის, განსხვავებული და კრიტიკული აზრის არსებობისათვის ბრძოლაში და გვჯერა, რომ მათი ბრძოლა არის მხოლოდ და მხოლოდ სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლა და არა სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების ინტერესების გამოხატვა“ – აღნიშნულია განცხადებაში. 


”ხელისუფლებამ თვალნათლივ დაინახა თავისი გაკოტრების რეალური სურათი”

მიხეილ მახარაძის თქმით, ხელისუფლების ქმედებები NDI-ის კვლევებს უკავშირდება. „ხელისუფლებამ თვალნათლივ დაინახა თავისი გაკოტრების რეალური სურათი. მე დღეს მთავრობის სხდომაზე მოვუსმინე ჩვენი არაფორმალური მმართველის მიერ დანიშნული ფორმალური მმართველის გამოსვლას – შეშინებული, ამავე დროს ფარისევლური, წამქეზებლური. აი, ამ შავ-ბნელ ძალებს აქეზებს საზოგადოების მოერე ნაწილზე, თანაც  ბოლოს იტყვის, ჩვენ კანონის ფარგლებშიო, მაგრამ წინადადება ვერ თქვა, რომ არ დაეყოლებინა „მაგრამ“ და ის „მაგრამ“ არის სწორედ წაქეზება. მე მინდა მივმართო ხელისუფლებას, რომ ეს ძალიან ძვირად დაუჯდება, ხელისუფლებას რომ ძვირად დაუჯდება, ეს დიდად არ მაღელვებს, ქვეყანას დაუჯდება ძვირად,“ – განაცხადა მიხეილ მახარაძემ. 

მთავრობის ინფორმაციით, ხიმშიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია ნოემბერში დასრულდება

 

ხიმშიაშვილის ქუჩა

მთავრობის ინფორმაციით, ქუჩის კეთილმოწყობა 15 სექტემბერს დაიწყო და ნოემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. რეაბილიტაციის ფარგლებში გამოიცვლება სანიაღვრე სისტემა და განხორციელდება ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები. ამ ეტაპისთვის დამონტაჟებულია 48 საკომუნიკაციო ჭა, ასევე, 510 მ სიგრძის მილი და მიმდინარეობს ტერიტორიის მოასფალტება. დაიგება 5 სმ სისქის ასფალტის საფარი.


მთავრობის ინფორმაციით, კეთილმოწყობის სამუშაოები ჩარმიქლის ქუჩიდან ჟილინის არხამდე მონაკვეთში ხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ბონდი 2009“ ასრულებს. მიმდინარე სამუშაოებზე 27 ადამიანია დასაქმებული. სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 199 ათასი ლარი გამოიყო.

შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე კაპიტალური კეთილმოწყობის სამუშაოები 2006 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. მთავრობის ინფორმაციით, უკვე დასრულებულია ზურაბ გორგილაძის ქუჩის გაგრძელების სამუშაოებიც. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო გორგილაძის ქუჩის გაგრძელება ჯავახიშვილიდან შარტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიამდე.


რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა გრიბოედოვისა და ჯავახიშვილის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთს, სადაც გამოიცვალა საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები და დაიგო ასფალტის საფარი. ჯავახიშვილიდან შარტავას ქუჩამდე მონაკვეთში კი შეიცვალა საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები, მოეწყო საკომუნიკაციო ჭები, შეიცვალა გრუნტი, მოეწყო ბორდიურები, დამონტაჟდა 14 მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერი და დაიგო ასფალტის ორი ფენა. ასევე დამონტაჟდა გარე განათების ბოძები და დაიგო ფილები. აღნიშნული სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 657 ათასამდე ლარი გამოიყო, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს ,,გზამ“ შეასრულა.


აჭარის განათლების მინისტრი მისი მოადგილის მიერ წამების კადრების გავრცელებაზე

 

 

აჭარის განათლების მინისტრი

 

„ბათუმელების“ კითხვაზე, რამდენად მისაღებია მისთვის, როგორც განათლების მინისტრისთვის, მისი მოადგილის მხრიდან წამების კადრების ტირაჟირება, მინისტრი ამბობს:

 

„არ ვიცი, მე არ მინახავს მისი გაზიარებული კადრები, თუმცა, ეს მისი გადასაწყვეტია. ის არ არის იმ ასაკში, რომ დავაყენო და რაღაც ვურჩიო, ასე ჯობია თუ ისე ჯობია. განათავსებენ თუ არ განათავსებენ ადამიანები ამ ვიდეოებს, ეს მათი გადასაწყვეტია. მე, პირადად, არ ვარ ამ კადრების გავრცელების მომხრე.

 

ორი მიდგომაა, – ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხალხმა უნდა იცოდეს რა ხდებოდა და მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ამან შეიძლება ცუდად იმოქმედოს ადამიანების ფსიქიკაზე და უფრო მტრულად განაწყოს ისინი. მე არ ვიცი რომელია სწორი. მაგრამ მე, პირადად, არ ვარ იმის მომხრე, რომ ეს კადრები ყველამ ნახოს“.  – განაცხადა გიორგი თავამაიშვილმა.  

გაზეთ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” მიმართვა პროკურატურასა და ხელისუფლებას


განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ ეს განცხადება ვრცელდება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული სასამართლო პროცესის მიმდინარეობის ფონზე.

 

ჩვენი აზრით, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი ინფორმაცია და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების, არამედ საქართველოში მომუშავე ყველა ჟურნალისტის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, მათი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს.

 

ჩვენ კარგად გვესმის რას ნიშნავს მედიის შანტაჟი ამ უკიდურესად საშიში ფორმით, რადგანაც 2009 წელს თავადაც ვიწვნიეთ ის საკუთარ თავზე და ეს საქმე გამოუძიებელია როგორც წინა, ასევე ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ.  

 

ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, უმოკლეს დროში გამოიძიოთ ნიკა  გვარამიას 21 ოქტომბერს გაკეთებული განცხადება, დასაჯოთ დამნაშავეები  და ამის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოთ მედიასა და საზოგადოებას.

გაზეთი ბათუმელები

netgazeti.ge

აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე წამების კადრებს აზიარებს

 

ბატონო ლადო, თქვენ ხართ განათლების მინისტრის მოადგილე, დარწმუნებული ვარ, მეგობრობთ  სკოლის მოსწავლეებთან, მათ შორის არასრულწლოვანებთან, ამ კადრების გავრცელების მიზანი რა არის?

წამების აკრძალვა, ეს არის აბსოლუტური უფლება, როგორც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, ყველა საერთაშორისო აქტით წამება არის აკრძალული და, ბუნებრივია, როდესაც ეს კადრები გავრცელდება, ეს ამხელს წინა ხელისუფლებას ამ აბსოლუტური უფლების დარღვევაში. მე მივიჩნიე, რომ ეს იქნება ხელისუფლების მხილება იმ უფლების დარღვევაში, რომლის დაცვაშიც მთელი მსოფლიო არის შეთანხმებული. ჩემი პროფილი არის დახურული და ამ კადრებს ნახავს მხოლოდ ის, ვინც ჩემს მეგობრებშია, მე კი მეგობრებში არასრულწლოვანი არ მყავს. შესაბამისად, ამის ნახვა შეეძლოთ მხოლოდ ზრდასრულ ადამიანებს. ამ კადრებში სახე პრაქტიკულად დამალულია, პირის იდენტიფიცირება არ ხდება, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ კადრები არის მართლა მძიმე, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რომ რომელიმე პირის უფლება დავარღვიე, როცა ეს კადრები გავაზიარე. მსგავსი სამართლებრივი ნორმა არ არსებობს.


ამ კადრების ატვირთვა, გავრცელება ახლა  უფრო მეტი ზიანის მომტანი არ არის ადამიანებისთვის? ჩვენ ხომ ეს კადრები უკვე ვნახეთ საპარლამენტო არჩევნების წინ, 2012 წელს…

მე დაახლოებით 2 წლის წინ ვიყავი გერმანიაში, ვნახე სასამართლო და მუზეუმი, სადაც ეს პროცესები მიდიოდა, ჩვენება იყო საჯარო, ესრწრებოდნენ სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები. ნაჩვენები იყო იმ წამების ფაქტები, რასაც საკონცენტრაციო ბანაკში ფაშისტები აკეთებდნენ. ეს არ ყოფილა დასამალი. როდესაც ხდება დანაშაული და როცა ირღვევა აბსოლუტური წამების უფლება, ამ შემთხვევაში სასწორზე დგება, ერთი მხრივ, წამების უფლების დარღვევა და მეორე მხრივ კადრების გავრცელება. ესეც არის მძიმე, მაგრამ ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი ინტერესი არის უფრო იმისკენ, რომ ხალხი იყოს ამ წამების შესახებ ინფორმირებული. მაგრამ ამ კადრების გავრცელება არის არასასურველი ფაქტი, როგორც ვიცი, იძიებს პროკურატურა, დროულად არის გამოსაძიებელი ვინ ავრცელებს. თუმცა ჩვენ ვიცით ეს კადრები, ვინც გადაიღო, დაამონტაჟა, ბუნებრივია, მათ ხელშიც არის ეს კადრები და მათაც შეუძლიათ გამოყენება ნებისმიერ დროს. მე როგორც პირველწყარო, ბუნებრივია, არ გავავრცელებდი, მაგრამ როცა უკვე გავრცელებულია და ათასობთ ადამიანს ნანახი აქვს, ჩემი გაზიარება…

 

თქვენ ხელს უწყობთ ამ კადრების ტირაჟირებას?

მე ეს ჩემს სამეგობრო წრეში გავავრცელე, სადაც არ მყავს არასრულწლოვნები. მაკრიტიკებენ ჩემი „მეგობრები“, მათ შორის უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის წევრია, მაშინ უნდა მიმითითონ კონკრეტული ნორმა, რა დავარღვიე, როცა მე ეს გავავრცელე.თუ ბუნებაში ასეთი ნორმა არ არსებობს და არ დამირღვევია, ბუნებრივია, არავითარი უფლების შეზღუდვასთან არ გაქვს საქმე. მე როგორც იურისტი, ვფიქრობ, რომ საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს იმის შესახებ, ვინც მხილებულია წამებაში,  იმიტომ, რომ არჩევნები მოდის და ადამიანებმა უნდა გააკეთონ პოლიტიკური არჩევანი და არ შეიძლება იმ პარტიას მისცე ხმა, ვინც ამას აკეთებდა. ლინკონი ამბობდა: ხალხმა იცოდეს სიმართლე და ქვეყანაში სიმშვიდე იქნება.  

 

”საქათმე” – წარწერა ენმ-ის ბათუმის ოფისზე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რეზო ხარაზმა „ბათუმელებთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მათ უკვე განაცხადეს ამის შესახებ პოლიციაში და პოლიციას ოფისთან დამონტაჟებული კამერიდან ამოღებულ კადრებსაც მიაწვდიან.

შენობა, რომელშიც განთავსებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი,  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

Jpeg

წარწერა შუშაზე: საქათმე

დღეს გამთენიისას, წითელი საღებავი შეასხეს ახალციხის რაიონული ორგანიზაციის შესასვლელ კარსაც და იგივე ეპითეტები მიაწერეს.

ბათუმის ახალი საზღვრები

საზღვრები, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ხარჯზე გაფართოვდა.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში  მახინჯაურის, დაბა ჩაქვის ნაწილი (მდინარე ჩაქვის წყლამდე) და ბათუმის ადმინისტარციული საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში, დასახლებულ პუნქტებს ურეხს, მნათობს და ფერიას შორის არსებული ტერიტორია, ასევე თოდოგაურის, შავლიძეების და მახვილაურის მეურნეობის ნაწილი ტერიტორიები, მდინარე მეჯინისწყლის სამხრეთით დაბა ხელვაჩაურის ტერიტორია.

დაკავება ბათუმში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით

 

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი 0,0148 გრ. ნარკოტიკული საშუალება და 9,8 გრ. გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაკავებულს მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.


გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 

კადრი შს სამინსიტროს მიერ გავრცელებული ვიდეო მასალიდან
კადრი შს სამინსიტროს მიერ გავრცელებული ვიდეო მასალიდან

მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა პირველი ნოემბრისთვის მზად უნდა იყოს

საბჭო საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წევრებისა და ექსპერტებისგან [სულ 45 წევრი] შედგება. საბჭოს წევრები არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და ხულოსა და ქედის მაჟორიტარები საქართველოს პარლამენტში – ანზორ ბოლქვაძე  და  იაშა შერვაშიძე.

დებულების მიხედვით, საბჭოს წევრ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, საქართველოს პარლამენტის წევრს, შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს, სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს, ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს საბჭოს წევრის უფლებამოსილება უწყდება მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე.

საბჭო სხვა საკითხებთან ერთად განიხილავს დასახლების მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეტანისა და ასევე ნუსხიდან ამოღების მიზანშეწონილობის საკითხს.

დასახლების ნუსხაში შეტანის/ნუსხიდან ამოღების მიზანშეწონილობის საკითხის განსახილველად საბჭოსთვის შუამდგომლობით მიმართვის უფლება აქვს:

ა) მუნიციპალიტეტს;

ბ) სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;

დ) სამინისტროს.

დასახლების ნუსხაში შეტანის/ნუსხიდან ამოღების შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული.

კანონი – „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ , რომლითაც მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეღავათები უნდა დაუწესდეს, 2016 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

სოფელი ჯვარიქეთი, ხულო /ფოტო: თედო ჯორბენაძე/

207 ათასი ლარი თოჯინების თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის შენობის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები. 

სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ შენობის სცენის მოსაწყობად გამოსაყენებელი მასალა, ასევე შენობაში დასამონტაჟებელი აპარატურები, მოწყობილობები და დანადგარები უნდა შეუთანხმდეს შემსყიდველს წერილობითი სახით შესყიდვამდე ან/და დამონტაჟებამდე.  შენობის სცენის მოსაწყობად გამოსაყენებელი მასალის, შენობაში დასამონტაჟებელი აპარატურების, მოწყობილობებისა და დანადგარების მიწოდება/აწყობა, ინსტალაცია/მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება უნდა განხორციელდეს შემსყიდველთან შეთანხმებული გეგმის შესაბამისად.  ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ამ და სხვა სამუშაოების შესასრულებლად 30 დღე ექნება.  

ბათუმის თოჯინების თეატრს 2012 წლიდან არემონტებენ. თეატრის განახლებული შენობის გახსნა 2016 წლის 14 იანვარს, ქართული თეატრის დღესაა დაგეგმილი. 

თოჯინების თეატრი

 

 

 

ბათუმის მერი კოლორადოს შტატის ქალაქ გოლდენის დელეგაციას შეხვდა

 

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა სეპარირებული ნარჩენების შეგროვებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

გოლდენის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა ბათუმის მერს ნარჩენების მართვის სფეროში გამოცდილება გაუზიარეს და ქალაქისთვის ოპტიმალური პროექტი შესთავაზეს. გიორგი ერმაკოვმა თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა  და მადლობა გადაუხადა სტუმრებს. შეხვედრას ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილიც ესწრებოდა.



„დაუჭერელის ყოფნა“ – გამოფენა ბათუმში

 

 

 გამოფენა  სამი ნაწილისგან შედგება და  აღწერს სამი გაერთიანების  ჯგუფების – „ახალი სულელები“,  „საპონი“ და „ჩრდილოეთი 7“-ის  შემოქმედებას.

 

„გამოფენის კურატორები ანალიზს უკეთებენ ბოლო ოცი წლის განმავლობაში პერფორმატიული პრაქტიკის თანმიმდევრულ გარდაქმნას და წარმოსახვითი ესტაფეტის გადაცემას ერთი გაერთიანებიდან მეორეზე,“- ამბობენ გამოფენის ორგანიზატორები. 

 

ბათუმში თანამედროვე ხელოვნების სივრცეს „სევერ7“-ის სამი წარმომადგენელი: ელიზავეტა მატვეევა, სემიონ მოტოლიანეცი და ალექსანდრე ცისკარიშვილი ეწვევა.

 

 

მერაბ ხალვაში: „უნივერსიტეტის დაარსებას ეროვნული მნიშვნელობა ჰქონდა“

მერაბ ხალვაში

უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მერაბ ხალვაშის აზრით, ბათუმში უნივერსიტეტის დაარსებას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა, – „სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური თუ კულტურულ-ისტორიული განვითარების საქმეში უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.“

1935 წლიდან დღემდე ბათუმის უნივერსიტეტს 17 რექტორი მართავდა.  „ფიქრობ, ყველა თავისებურად გამორჩეული იყო, მაგრამ მე მაინც პირველ რექტორს –  ხუსეინ ნაკაიძეს გამოვყოფ, რომლის მხრებზეც გადავიდა ამ სასწავლებლის დაფუძნება, სასწავლო გეგმები, ინფრასტრუქტურა, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო კვლევები… ყველაფრის ფორმირება სწორედ მის პერიოდში მოხდა და სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი 1937 წლის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 1938 წლის პირველ იანვარს ის სალექციო აუდიტორიიდან გაიყვანეს და დახვრიტეს,“ –  ამბობს მერაბ ხალვაში.

საარქივო მასალების მიხედვით, ხუსეინ ნაკაიძეს ასეთი ბრალდება ჰქონდა წაყენებული. „იყო ტერორისტული ორგანიზაციის წევრი, რომლის მიზანიც იყო საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალიზმის რესტავრაცია. ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას, იყო მენშევიკური ორგანიზაციის წევრი“, – ვკითხულობთ საარქივო მასალებში, რომელიც საიუბილეოდ გამოცემულ წიგნშიც შევიდა.

„პირადად ჩემი შემწეობით და გასინჯვით გამოირკვა, რომ საერთო საცხოვრებელში სტუდენტებს აკლიათ ლოგინის გადასაფარებელი, დაუძველდათ ბალიშის გადასაკრავები, დაბეჯითებით, გადაუდებლივ მოვითხოვ მდგომარეობის გამოკეთებას“, – აი, ასეთი ხუსეინ ნაკაიძე დახვრიტეს. ის დიდი რუდუნებით ეკიდებოდა სტუდენტების მდგომარეობას“, –  ამბობს მერაბ ხალვაში.

პირველი რექტორის ბედი გაიზიარა უნივერსიტეტის ორმა დეკანმა –  გრიგოლ გიორგაძემ და ნიკოლოზ ლორთქიფანიძემ. საბჭოთა რეჟიმმა ისინიც დახვრიტა. „ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო ორი წლის წინ შექმნილი სასწავლებლისთვის“, –  ამბობს მერაბ ხალვაში.

უნივერსიტეტმა საიუბილეო წიგნი გამოსცა ორ ენაზე. მერაბ ხალვაშის თქმით, გამოცემაში ბევრი უნიკალური საარქივო მასალაა შესული, რომელიც მანამდე გამოქვეყნებული არ ყოფილა:

„უნიკალური მასალაა მოცემული პირველი რექტორის შესახებ, მათ შორის შემორჩენილია მისი დახვრეტის ფოტომასალაც. ასევე, პირველი კორპუსის არქიტექტურული გეგმები, დეტალები თუ როგორ შენდებოდა, წიგნში შესულია უნივერსიტეტის ძველი თანამშრომლების ფოტოები და პირველ კურსადმთავრებულთა ალბომი“.

უნივერსიტეტის დაარსებამდე იყო ორწლიანი სამასწავლებლო სასწავლებელი, რომელიც მოგვიანებით ოთხწლიან პედაგოგიურ სასწავლებლად გადაკეთდა. 1956 წელს კი ხუთწლიანი პედაგოგიური ინსტიტუტი გაიხსნა.

საქართველოს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის განათლების მინისტრი გიორგი თავამაიშვილი უნივერსიტეტის 80 წლის იუბილეზე

უნივერსიტეტის შექმნის პროცესს ცნობილი პიროვნებები ედგნენ სათავეში. უნივერსიტეტს დიდი დახმარება გაუწიეს თბილისის ივანე ჯავახიშვილისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტებმა. გიორგი ახვლედიანი, სიმონ ყაუხჩიშვილი, გიორგი წერეთელი, პანტელეიმონ ბერაძე, სარგის კაკაბაძე, კოტე ბაქრაძე, ალექსანდრე ჯავახიშვილი და ბევრი სხვა აკადემიკოსი კითხულობდა აქ ლექციებს. ისინი ამზადებდნენ პედაგოგებს, რომლებიც დეფიციტური იყო იმ პერიოდში ჩვენს რეგიონში“, – ამბობს დღევანდელი რექტორი.

მერაბ ხალვაშის შეხედულებით, ბათუმის უნივერსიტეტი ცდილობს ყველა დროის გამოწვევებს უპასუხოს. „განათლების სისტემა სრულიად ახალ ფაზაში გადავიდა, ბოლონიის პროცესის მონაწილე ქვეყანა გავხდით, დაიწყო ახალი პროგრამების შედგენა, ბევრი რეფორმა, შეფასების ახალი სისტემა შემოვიღეთ. სტატისტიკის მიხედვით, ჩვენი რეგიონის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორი ძირითადად ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებით არის დაკომპლექტებული. რეგიონების სკოლების 90 პროცენტი დაკომპლექტებულია პედაგოგებით, რომლებმაც ჩვენი უნივერსიტეტი დაამთავრეს. ბუნებრივია, უნივერსიტეტმა ეს ნიშა რომ შეინარჩუნოს, ისევე უნდა უპასუხოს ყველა გამოწვევას, როგორც წინა ეპოქებში პასუხობდა“, – ამბობს რექტორი.

უნივერსიტეტმა, როგორც უმაღლესმა სასწავლებელმა ათვლა 1935 წლიდან დაიწყო, თუმცა ეს შენობა ბევრად ადრე აშენდა, რომელშიც ჯერ კიდევ 1903 წლიდან ვაჟთა პირველი გიმნაზია გაისხნა. „აქ იყო ეკლექტური ტიპის ნაგებობა, რომლის ავთენტური სახე, სამწუხაროდ, შემორჩენილი აღარ არის“, –  ამბობს მერაბ ხალვაში.

რექტორის მოსაზრებით, დღეს ბათუმის უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია საქართველოში. „გაცვლითი პროგრამების მხრივ მესამე ადგილზეა. ბოლო წლებში კი უნივერსიტეტი საერთაშორისო სიმპოზიუმების, კონგრესებისა და სემინარების ჩატარების ადგილი ხდება“.

ბათუმის უნივერსიტეტმა 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღირსების ორდენით ორი პროფესორი დააჯილდოვა: 85 წლის ნოდარ კახიძე, რომელიც ეთნოგრაფიული სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელია და კახაბერ ქაშიბაძე, რომელმაც ბათუმში პირველმა ჩაატარა ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია. ღირსების ორდენით უნივერსიტეტმა ორი უცხოელი სტუმარიც დააჯილდოვა.

ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი

ძეგლის სტატუსი სვანურ მარილს, ხორუმსა და ”ვეფხისტყაოსნის” ზეპირად ცოდნას

 

 

მაკა თაქთაქიშვილი, ფოტო ფეისბუქის გვერდიდან
მაკა თაქთაქიშვილი, ფოტო ფეისბუქის გვერდიდან

ქალბატონო მაკა, რას ნიშნავს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი?


2003 წელს იუნესკომ მიიღო კონვენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ. საქართველო ამ კონვენციას მიუერთდა 2008 წლის დასაწყისში და აიღო კონვენციით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულება, მათ შორის ვალდებულება, აწარმოოს რეესტრი საქართველოში გავრცელებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტების შესახებ, მიანიჭოს მათ გარკვეული სტატუსი და სახელმწიფომ უზრუნველყოს მათი დაცვა. 


კონკრეტულად, როგორ უნდა დაიცვას სახელწიფომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები?


კონვენციის თანახმად, დაცვა გულისხმობს ფიქსაციასა და პოპულარიზაციას, თუმცა ახლა მიმდინარეობს მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც ეროვნული კატეგორიის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში უკვე კონკრეტული დაცვის მექანიზმებს მოიაზრებს. ასეთი დაცვის მექანიზმები ახლაც არსებობს, განსაკუთრებით იმ ძეგლებისთვის, რომლებიც იუნესკოს წარმომადგენლობით ნუსხაშია შესული. ასეთი სულ ორია: ქართული მრავალხმიანობა და ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციული მეთოდი. 2015 წლის დასაწყისში ჩვენ გავაგზავნეთ ახალი ნომინაცია იუნესკოში განსახლველად წარმომადგენლობით ნუსხაში შესატანად ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა და იქ მივუთითეთ ის დამცავი ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს სამივე სახეობის დაცვას, შენახვას, ფიქსაციასა და პოპულარიზაციას. 2016 წლის ბოლოს მიიღება გადწყვეტილება, განხილვის ვადა თითქმის ორი წელია.

 

  „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიციისათვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი აკრიტიკებდა ამ გადაწყვეტილებას. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია კრიტიკა?

 

 ვფიქრობ, ეს კრიტიკა გამოწვეულია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის რაობის შესახებ ინფორმაციის დეფიციტით. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტო ყველანაირად ცდილობს პოპულარული იყოს ეს თემა, აწყობს გარკვეულ შეხვედრებს, ჩატარებული გვაქვს ინვენტარიზაცია, გამოცემული გვაქვს არა ერთი ბროშურა, როგორც ჩანს, ეს არ არის საკმარისი, რომ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფამდე მივიდეს ინფორმაცია.

 

ძეგლის სტატუსი ერთმნიშვნელოვნად აღიქმება ხოლმე. სტატუსი მიენიჭა ცოდნის ტრადიციას, რომელმაც „ვეფხისტყაოსანი“ დღემდე შემოგვინახა და დღემდე მოგვიტანა. ანალოგიური ქილიკის საგანი ხდება ნებისმიერი ის ელემენტი, რომელიც არამატერიალურ მემკვიდრეობასთან არის კავშირში, თუნდაც სამზარეულოს გარკვეული ნიშნები. მახსოვს, დამბალხაჭოს [უძველესი ფშავური კერძის დამზადებს ტექნოლოგია] სტატუსზეც იყო ატეხილი გარკვეული აჟიოტაჟი. არამატერიალური მემკვიდრეობა გახლავთ ერის იდენტობის ნიშანი, ეს არის ჩვენი საუნჯე, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ფაქტობრივად განსაზღვრავს ჩვენს რაობას.

 

ვინ წყვეტს სტატუსის მინიჭების საკითხს?


 საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფს შეუძლია თავისი ინიციატივით შეავსოს გარკვეული დოკუმენტაცია, დამტკიცებული ფორმა და წარადგინოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს არამატერიალური მემკვიდრეობის სექციაში, რომელიც განიხილავს ამ საკითხს და იძლევა რეკომენდაციას სტატუსის მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე. 


ყოფილა ასეთი ინიციატივები შემოსული საზოგადოებრივი ჯგუფებიდან?


 ყველა ინიციატივა შემოდის საზოგადოებრივი ჯგუფებიდან. ჩვენ ვერ ვიქნებით ერთდროულად სვანური მარილის, „ვეფსიტყაოსნის“, „ანბანის“, პოლიფონიისა და ქვევრის ღვინის სპეციალისტები. მაგალითად, „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიციისათვის არამატერიალური ძეგლის სტატუსის მინიჭების ინიციატივა შემოვიდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისგან, მათი ხელძღვანელი პროფესორი, ქართველოლოგი ნესტან სულავაა. სწორედ მათი ინიციატივით შედგა დოკუმენტაცია და მიენიჭა ამ ელემენტს სტატუსი. 


ვინ არიან საბჭოს წევრები?


საბჭოს ხელმძღვანელობს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ექსპერტი პროფესორი რუსუდან წურწუმია, მრავალხმიანობის ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ერთადერთი საერთაშორისო რანგის ექსპერტია, იგი იუნესკოს სამი მოწვევის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის მოწვეული ექსპერტი იყო. საბჭოს წევრები არიან: პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი; დოქტორი თამარ გეგეშიძე-მუნჯიშვილი; სოფიო ლობჟანიძე – ფოლკლორის ცენტრის დირექტორის მოადგილე და დოქტორიანა შანშიაშვილი. სექციას უფლება აქვს გაუწიოს რეკომენდაცია ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს გენერალური დირექტორი.

 

 ამ დროისათვის რამდენი ძეგლია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში?


რეესტრში დაფიქსირებულია 24 ძეგლი, თუმცა სულ მალე სიას დაემატება კიდევ რამდენიმე. 


რამდენდაც ჩემთვის არის ცნობილი, აჭარიდან ამ სიაში ცეკვა ხორუმია… 


ხორუმის შესახებ განაცხადი შემოიტანა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტმა და ფოლკლორის ცენტრმა ერთად. აჭარა გამორჩეულია კულტურული მრავალფეროვნებით და ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს თქვენთან ინვენტარიზაციის, კონკურსის ან კვლევის ტიპის აქტივობები, რომ მოხდეს მათი დროული ფიქსაცია, გადარჩენა და თაობებისათვის შენახვა. 


თქვენ ახსენეთ კანონპროექტი, დაცვის რა მექანიზმები უნდა ჩაიდოს კანონპროექტში? 


დაცვის მექანიზმი არაერთია, მათ შორის: თვითონ მატარებლებისთვის ანუ ადამიანებისთვის, ვინც ამ ცოდნას და უნარ-ჩვევებს ატარებს, სტატუსის მინიჭება; რეესტრის წარმოება, აღრიცხვა. რამდენიმე ტიპის სია გვექნება, მათ შორის საფრთხის ქვეშ მყოფი ელემენტების, სადაც ის ელემენტები დაფიქსირდება, რომლებიც უკვე გაქრობის პირასაა და რომლის შესახებ ცოდნა საჭიროებს სასწრაფოდ შველას. გვექნება ასევე საუკეთესო გამოცდილების პოპულარიზაციის ელემენტი. დაცვის მექანიზმია ასევე ამა თუ იმ ელემენტის თაობიდან თაობას გადაცემული ფორმალური და არაფორმალური სწავლება და ვფიქრობთ, ადგილობრივი თვითმმართველობები აქტიურად უნდა ჩაერთონ ამ პროცესში და უზრუნველყონ ადგილებზე უფრო მეტად მოტივირება იმ ადამიანების, ვინც ამ ტრადიციას ფლობს.

 

დედა შვილის ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის დაფინანსებისთვის დახმარებას საზოგადოებას სთხოვს

 

„ხუთი წელია თითქმის ექიმები იკვლევენ სჭირდება თუ არა ღვიძლს გადანერგვა, წელს, აგვისტოში დაგვიდასტურეს, რომ ნამდვილად ესაჭიროება გადანერგვა. ჯერ თბილისში დავდიოდით, იქ გვითხრეს ამის შესახებ. შემდეგ სტამბულში ვიყავით, იქაც დანიშნულება მისცეს და გამოგვიშვეს. ბოლო დროს, როცა არ მოგვეწონა მდგომარეობა და თავიდან მივიყვანეთ ინდოეთიდან ჩამოსულ ექიმებთან ბათუმში, მათ ნახეს ანალიზები და თქვეს, კვლევა აღარ სჭირდება, 100 პროცენტით საჭიროა ღვიძლის გადანერგვის ოპერაციაო. 100 000 ლარია საჭირო, 30 000 ლარით სახელმწიფო გვეხმარება, 70 ათასი ლარი უნდა ვიშოვოთ თვე-ნახევარში, ფულის ჩარიცხვას ელოდებიან საავადმყოფოში, რომ დაიწყოს ოპერაციისთვის მზადება.  


ღვიძლის დონორი გვყავს, ომარის მამიდაშვილი გაუწევს დონორობას.

 

ადრე არ იყო ომარი თანახმა, რომ ინფორმაცია გავრცელებულიყო, ძალიან ჩაიკეტა, სანამ ვიცხოვრებ – ვიცხოვრებ, დამანებეთ თავიო – ამბობდა, მაგრამ როცა ბევრი ადამიანი ნახა, ვინც ოპერაცია გაიკეთა, დათანხმდა,“ – ამბობს მირანდა თავდგირიძე. იგი ამბობს, რომ ბათუმგორაზე მიწის ნაკვეთსაც ყიდიან, თუმცა ოჯახი ამის მიუხედავად, 70 ათასი ლარის შეგროვებას ვერ შეძლებს,  ამიტომაც სთხოვს დახმარებას საზოგადოებას. 

 

მირანდა თავდგირიძეს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე: 597 80 51 03 


თანხა შეგიძლია გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე: 




ბიზნესიდეა და შანსი – 870 მოქალაქე დაფინანსების მოლოდინში

 

სახელმწიფო პროგრამით დაფინანსების მოპოვებას აჭარაში, საერთო ჯამში, 870 ადამიანი ცდილობს. აჭარის მასშტაბით ყველაზე მეტი დაინტერესება ქობულეთის მუნიციპალიტეტზე მოდის, ბიზნესიდეის დაფინანსებას აქ 195 ადამიანი ელოდება. მეორე ადგილზეა ბათუმი – 134 განაცხადით. ხელვაჩაურიდან 80 განაცხადია შესული, რაც შეეხება მაღალმთიან აჭარას, დაფინანსების მოსაპოვებლად ქედიდან – 80, ხულოს მუნიციპალიტეტდან – 41, შუახევიდან კი ყველაზე ცოტა, 21 განაცხადი შევიდა. 

 

პროგრამას სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო აფინანსებს და აჭარაში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში შპს „ჯი-ემ-სი-ჯი~ ახორციელებს.

 

კომპანია „ჯი ემ სი ჯი“-ს დირექტორი და აჭარაში პროექტის კოორდინატორი მაია შიშნიაშვილი ამბობს, რომ ამ დროისთვის ბენეფიციარების ტრენინგი მიმდინარეობს და მათ ბიზნესგეგმის დაწერას ასწავლიან.

 

„დაახლოებით 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება ტრენინგები, ნახევარზე მეტს ჩავუტარეთ, მაგრამ დიდი რაოდენობა დარჩენილია. ჯგუფში 20 ადამიანია და ერთ ჯგუფს ორი დღის განმავლობაში ვასწავლით, თუ როგორ უნდა დაწერონ ბიზნესგეგმა. ჩვენ ვმუშაობთ ბენეფიციარებთან, რომლებსაც არასდროს დაუწერიათ ბიზნესგეგმა. ბიზნესგეგმის ფორმატი გავამარტივეთ, რომ არ გაუჭირდეთ შედგენა. ეს არის ინტენსიური ტრენინგკურსი, პრაქტიკული რჩევები, როგორ მოვამზადოთ ბიზნესგეგმა გამარტივებული ფორმით, მაგალითები მოგვყავს, რა არის შეცდომა, რას მიაქციონ ყურადღება და ა.შ.“, – ამბობს მაია შიშნიაშვილი.

 

პროექტის კოორდინატორის თქმით, ტრენინგების შემდეგ ბენეფიციარებს შეუძლიათ დაწერონ ბიზნესგეგმა და დასაფინანსებლად წარადგინონ.

 

„ბიზნესგეგმის წარდგენა ეტაპობრივად ხდება. იდეის ავტორებს ტრენინგიდან 12 დღის განმავლობაში შეუძლიათ წარმოადგინონ ბიზნესგეგმა. როცა ტრენინგიდან მიდის ბენეფიციარი, მას თითქმის დაწერილი აქვს გეგმა, მხოლოდ კომპიუტერზე აწყობა რჩება.“

 

პროგრამის ფარგლებში სააგენტო ერთი მეწარმის ბიზნესიდეას 5 000, ორი მეწარმის (ამხანაგობას) – 10 000 ლარით, სამის კი – 15 000 ლარით დააფინანსებს. დაფინანსების მისაღებად მეწარმემ თანადაფინანსების თანხის მინიმუმ 20% ინვესტიცია უნდა განახორციელოს ბიზნესიდეაში.

 

მაია შიშნიაშვილი ამბობს, რომ ბინზესგეგმის დაფინანსება ოქტომბრის ბოლოს დაიწყება და ყველა შერჩეული ბიზნესგეგმა 2015 წლის ბოლომდე დაფინანსდება.

 

„თვის ბოლოს დავიწყებთ დაფინანსებას, თუმცა მანამდე ადგილზე განვახორციელებთ მონიტორინგს, რის შემდეგაც დაიდება ხელშეკრულება და ბენეფიციარი თავის თანხას ხარჯავს, შემდეგ იღებს დაფინანსებას. როდის მიიღებს დაფინანსებას, ეს ბენეფიციარზეც არის დამოკიდებული, თუ რა პერიოდში გაეცნობა ხელშეკულებას ის, დახარჯავს თავის თანხას, დაფინანსების გაცემა წელს დასრულდება“, – განმარტავს მაია შიშნიაშვილი.

 

პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია, თუმცა რამდენი დაიხარჯება აქედან აჭარის რეგიონზე, განსაზღვრული არ არის. პროექტის კოორდინატორი აჭარაში აცხადებს, რომ არც თანხა არის ლიმიტირებული და არც ბიზნესგეგმა, ის აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ყველა კარგი ბიზნესგეგმა დაფინანსდება: „დასაფინანსებელი ბიზნესგეგმები ლიმიტირებული არ არის, სამი რეგიონიდან შემოსული ბიზნესგეგმიდან ის მოიპოვებს დაფინანსებას, რომელიც იქნება საუკეთესო. სამართლიანობის პრინციპი დაცული იქნება, ვინც კარგ იდეას მოიფიქრებს, მოტივირებულია და აქვს უნარი განახორციელოს იდეა, ის მიიღებს დაფინანსებას“.

 

მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო
მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო

 

7 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარის მუნიციპალიტეტებიდან სააგენტოში დასაფინანსებლად 100 მომზადებული ბიზნესგეგმა შევიდა, მაია შიშნიაშვილის თქმით, სოფლებიდან ბევრი ისეთი ბიზნესგეგმა მიიღეს, რაც სოფლის მეურნეობასთან პირდაპირ არ არის დაკავშირებული, ბიზნესგეგმები კვების ობიექტების, საწყობების, სამრეცხაოებისა და ამ ტიპის დაწესებულებების მოწყობას გულისხმობს.

 

მაია შიშნიაშვილის თქმით, „შემოსული ბიზნესგეგმებიდან დაახლოებით 40% იქნება, რაც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას მოიცავს“.
მაია ბოლქვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან, მცირე საწარმოს გახსნას გეგმავს დაფინანსების მიღების შემთხვევაში. „ოჯახის წევრებთან ერთად ამ ეტაპზე მცირე წარმოებას ვეწევი, ვაფქვევ ყავას და პარკებში ვათავსებ, გვინდა წარმოება გავაფართოვოთ, ამისთვის 15 000 ლარი გვჭირდება. ტრენინგს დავესწარით, სადაც გვასწავლეს ბიზნესგეგმის დამუშავება, საუკეთესო ტრენერი გვყავდა და ფაქტობრივად ყველაფერი გვასწავლეს, იმედია დაფინანსებას მივიღებთ,“ – ამბობს მაია.

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში მცხოვრები მინდია შერვაშიძე პროგრამის ფარგლებში ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში არსებული სწრაფი კვების გაფართოებას გეგმავს. ბიზნესგეგმა დასაფინანსებლად უკვე წარადგინა.

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნინო ანტოშკინამ კი ბიზნესგეგმის წარდგენა გადაიფიქრა, ფიქრობს, რომ მისი პროექტი შემოსავალს არ მოიტანს, რადგან ტურისტული სეზონი დასრულდა. „მინდოდა ქობულეთში საკონდიტრო გამეხსნა, სადაც ყველა სახის პურფუნთუშეულს დავამზადებდით, მაგრამ ამ ეტაპზე საკონდიტროს გახსნა ქობულეთში მომგებიანი არ იქნება. ზაფხული რომ იყოს, ტურისტულ სეზონზე მოგებას დამიტოვებდა. გარდა ამისა, დოლარის კურსმაც აიწია და საკონდიტროს მოწყობა ძვირი დამიჯდება,“ – ამბობს ნინო და დასძენს, რომ თუ მსგავსი პროექტი გაზაფხულზე განხორციელდება, კონკურსში მონაწილეობას მიიღებს.



მოახლოებული ციტრუსის სეზონი – ენესს კვლავ მთავრობა შეისყიდის

 

„შარშან იყო 10 თეთრი ერთ კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინზე და ვალდებულება ჰქონდათ გადამამუშავებელ საწარმოებს, რომ 10 თეთრი დამატებით თვითონ გადაეხადათ, თუ უნდოდათ სუბსიდირების პროგრამაში ჩართვა. პირველ ეტაპზე ჩართული იყო სამი საწარმო – „აქტივების მართვის ქართული ინდუსტრიული ჯგუფი“, „ქართული ჩაი“ და „თი ეს იფ ჯორჯია“, თუმცა, ბოლო ეტაპზე „ქართულმა ჩაიმ~ შეწყვიტა პროგრამაში მონაწილეობა. უკვე გამოკვეთილია, რომ სამივე საწარმოს აქვს სურვილი წელს ჩაერთოს სუბსიდირების პროგრამაში. ამ პროგრამის მიუხედავადაც, ორი კომპანია [„ქართული ჩაის“ გარდა] მაინც მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს, რადგან მათ ამის ვალდებულება აქვთ, თუმცა ფასს თავად დაადგენენ,“ – განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის უფროსმა კარლო კეკელიძემ.

 

დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, 1 კგ სტანდარტული მანდარინის საბაზრო ღირებულება, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, წლევანდელ სეზონზე 40-50 თეთრს არ გადააჭარბებს.

 

გარდა გადამამუშავებელი საწარმოებისა, აჭარაში გაიხსნება 32 კერძო მიმღები პუნქტი [რომელთაგან 14-ს შენობები იმ ვალდებულებით აქვთ გადაცემული სახელმწიფოსგან, რომ აუცილებლად მოაწყობენ ციტრუსის მიმღებ პუნქტს]. ამ პუნქტებიდან 21 ქობულეთში, ხოლო 11 ბათუმსა და ხელვაჩაურში იქნება.

 

„სავარაუდოდ, ეს რიცხვი გაიზრდება. ჩვენ როცა ვიკვლევდით ბაზარს, იმატებდა მიმღები პუნქტების რიცხვი, რომლებიც კერძოა და, შესაბამისად, სახელმწიფო ვერ აღრიცხავს,“ – ამბობს კარლო კეკელიძე.

 

მისივე თქმით, ციტრუსის გასაღების ძირითად ბაზრად კვლავ რუსეთი რჩება, სადაც გასულ წელს 11 600 ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა აჭარიდან. შემდეგ მოდის უკრაინა, სომხეთი, ბელორუსი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი.

 

სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს ადგილზე გადამუშავებულმა და ექსპორტზე გატანილმა ციტრუსის რაოდენობამ ჯამში 40 ათასი ტონა შეადგინა. ეს რაც აღირიცხა, რეალურად კი მოსავალი გაცილებით მეტი იყო. წელს 104 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან – ეს პროგნოზი სამინისტროს მიერ აჭარაში 800 ფერმერის გამოკითხვას ეყრდნობა.

 

სამინისტროში აცხადებენ, რომ რეგიონში ციტრუსის ფართობების შემცირების ტენდენცია არ არის [ფართობების ახალი ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა, თუმცა სამინისტროს შიდა კვლევების მიხედვით, აჭარაში ციტრუსს 7600 ჰექტარი უკავია]. ამასთან, ბოლო პერიოდში ციტრუსის ნერგებზე მოთხოვნაც გაიზარდა.

 

კარლო კეკელიძის ინფორმაციით, 2016 წელში დაგეგმილია მრავალწლოვანი ხეხილოვანი კულტურების გაშენების პროგრამის დაფინანსება, სადაც შედის ის ძირითადი კულტურები, რომლებიც მოთხოვნიდან გამომდინარე გამოიკვეთა. ესენია – ციტრუსი, თხილი, კაკალი და ხურმა.

 

აჭარაში საადრეო მანდარინის კრეფა მიმდინარე თვიდან დაიწყება, ციტრუსის სეზონი კი აქტიურ ფაზაში ნოემბრის შუა რიცხვებიდან შევა.

იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია ბათუმის მერიას უჩივის

იეჰოვას მოწმეების სამლოცველო ბათუმში

ბათუმში, თაყაიშვილის #36-ში მდებარეობს შენობა, სადაც იეჰოვას მოწმეების სამლოცველოა და იქ რელიგიური შეკრებები მიმდინარეობს. ამ შენობის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ აშენდა მრავალსართულიანი კორპუსი. მოსარჩელეების მტკიცებით, მშენებლობის დროს ინვესტორს დარღვეული აქვს წითელი ხაზების საზღვრები და უკანონოდ აქვს მიშენებული, მაგალითად, აივნები, ღიობები, რაც პროექტით არ არის გათვალისწინებული. ამ საქმეზე ბოლო ორი წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეებმა ოთხჯერ შეიტანეს სარჩელი სასამართლოში.

“ჩვენი უფლების დარღვევის გამო მივმართეთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც 2013 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებითა და 2013 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით, რომლებიც შესულია კანონიერ ძალაში, გააბათილა მშენებლობის ნებართვები, პროექტები და დაადგინა, რომ მშენებარე კომპანიას არ აქვს უფლება შენობის ფასადის იმ მხარეს, რომელიც ესაზღვრება ჩვენი მიწის ნაკვეთს, 12 მეტრს ზევით მოაწყოს რაიმე სახის ღიობები გარდა ფანჯრებისა; კომპანიამ კი მოაშენა აივნები… სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ ბათუმის მერიამ 2013 წლის 15 ივნისის შეთანხმებული პროექტი შეცვალა. ინვესტორი უკანონობას აგრძელებს”, – წერია სარჩელში.

იეჰოვას მოწმეების უფლებების დამცველი ადვოკატის მანუჩარ ციმენტიას თქმით, მშენებარე ობიექტებზე უსაფრთხოების და პროექტებთან მისი შესაბამისობის კონტროლი ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება, თუმცა მათი არაერთი განცხადების მიუხედავად, ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები არ რეაგირებენ: `ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ასეთი დამოკიდებულება ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები აშკარად დიკსრიმინაციულ დამოკიდებულებას ავლენენ რელიგიური უმცირესობების მიმართ, რითაც უხეშად არღვევენ როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობით აღიარებულ პრინციპებს.

საქართველოს კანონი “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” დისკრიმინაციას განმარტავს, როგორც ისეთ მოპყრობას ან პირობების შექმნას, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს, რაც ჩვენს შემთხვევაში აშკარად სახეზეა. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლი იცავს რელიგიის თავისუფლებას. იეჰოვას მოწმეებს, ისევე როგორც სხვა რელიგიური ჯგუფის წევრებს, უფლება აქვთ ისარგებლონ რელიგიის თავისუფლებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვერღვევა საკუთრების უფლება და ქალაქში უკანონოდ მიმდინარეობს მშენებლობა. მივმართეთ მერიას, მაგრამ პასუხი არ გაგვცა. მათ მიაჩნიათ, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უნდა დაადგინოს ირღვევა თუ არა კანონი ნამდვილად. ჩვენი განცხადების საფუძველზე მერია თავად იყო ვალდებული ეს შეესწავლა”.

მანუჩარ ციმენტიას თქმით, შენობას, რომლის მომიჯნავედ აშენდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ადგილობრივი იეჰოვას მოწმეები სამლოცველოდ იყენებენ. მშენებლობის დროს კი, ადვოკატის შეფასებით, უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული: “იყო შემთხვევა, როცა ჩამოვარდა მასალა, დაეცა ჩვენს შენობას, დააზიანა ჭერი. შიგნით ადამიანები იმყოფებოდნენ. ერთხელ გადმოუვარდათ მასალა და ეზოში მანქანას დაეცა. ჩვენ ვთხოვდით კომპანიას, მერიას და ასევე სამართალდამცავებს დაეცვათ მშენებლობაზე უსაფრთხოება. ძიება დაიწყეს, თუმცა მოგვწერეს, რომ სისხლის სამართლის მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებაო და გამოძიება ამ მოტივით შეწყვიტეს. როცა უსაფრთხოებაზე არც ინვესტორი და არც სახელმწიფო არ იღებს პასუხისმგებლობას, ეჭვი გვიჩნდება – ეს შეგნებულად იმიტომ ხდება, რომ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები ვართ.

შემწყნარებლური დამოკიდებულება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ინვესტორის მიმართ ჩვენ გვაყენებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კი კრძალავს დისკრიმინაციას. იეჰოვას მოწმეებს ამ მშენებლობის გამო ეზღუდებოდათ საკუთრების, შეკრებისა და გადაადგილების უფლება საკუთარ ტერიტორიაზე”.

ბოლო ორი წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სულ ოთხჯერ მიმართეს ამ მშენებლობაზე უსაფრთხოების წესებისა და საკუთრების უფლების დაცვის მოთხოვნით, მათ შორის ერთხელ სამოქალაქო წესით სასამართლომ ინვესტორს ზიანის ანაზღაურება დააკისრა. ორჯერ კი სასამართლომ მერიის ადმინისტრაციული აქტი ბათილად ცნო და ამ გადაწყვეტილებით კომპანიამ წითელ ზოლში გადასული შენობის ნაწილი მოანგრია.

გასულ კვირას ბათუმის საქალაქო სასამართლოში იეჰოვას მოწმეების სასამართლო პროცესზე ბათუმის მერიის წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ. უკვე მეოთხე საქმეს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე განიხილავს, ამჯერადაც იეჰოვას მოწმეები მათ ტერიტორიაზე გადასული მშენებლობის მონგრევას ითხოვენ. მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილებამდე, მანუჩარ ციმენტიას ინფორმაციით, სასამართლომ მერიას აუკრძალა იეჰოვას მოწმეების სამლოცველოს მომიჯნავედ აშენებული შენობის ექსპლუატაციაში მიღება.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ამ წლის სპეციალურ ანგარიშში საქართველოში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ, მიუთითებს რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული ძალადობის ზრდის ტენდენციაზე. ანგარიშში განსაკუთრებით მწვავედ არის შეფასებული იეჰოვას მოწმეთა მიმართ გახშირებული ძალადობისა და შევიწროების ფაქტები.

 

თამთა მიქელაძე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი

სპეციალურად “ბათუმელებისთვის”

 

თამთა მიქელაძე

 

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ამ წლის სპეციალურ ანგარიშში საქართველოში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ, მიუთითებს რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული ძალადობის ზრდის ტენდენციაზე. ამ კუთხით ანგარიში სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ასევე სხვადასხვა რელიგიური თემის წარმომადგენლების ინფორმაციას ეყრდნობა.

ანგარიშში განსაკუთრებით მწვავედ არის შეფასებული იეჰოვას მოწმეთა მიმართ გახშირებული ძალადობისა და შევიწროების ფაქტები. უნდა აღინიშნოს, რომ იეჰოვას მოწმეთა თემი ყველაზე მარგინალიზებული რელიგიური ჯგუფია და მათ მიმართ გამოვლენილი ძალადობა თუ უფლების სხვა ფორმით შეზღუდვა ერთგვარი ტესტია ამ კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასებისთვის. ანგარიშში მითითებულია, რომ 2014 წლის იანვრის-აგვისტოს პერიოდში იეჰოვას მოწმეების მიმართ ფიზიკური ძალადობის 25 შემთხვევა გამოვლინდა, რაც მათ შევიწროებაში, დევნაში, ფიზიკური ძალადობის მუქარაში, რელიგიური ლიტერატურის გავრცელების ხელშეშლაში გამოიხატა. მათ შორის, ანგარიშში მითითებულია იეჰოვას მოწმის ბ. ჯანიაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე, რომელიც ცემის შედეგად გარდაიცვალა.

ცალკეულ შემთხვევაში კონკრეტულ პირებს წაუყენეს ბრალი და მათ პასუხისმგებლობა დააკისრეს, რაზეც სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ანგარიშშიც უთითებს. თუმცა, სახელმწიფოს რეაგირება მაინც არაეფექტური რჩება, რეაგირების შემთხვევების სიმცირის, გამოყენებული ზომების არაადეკვატურობის და რაც მთავარია, რელიგიური შეუწყნარებლობის გახმაურებულ საქმეებში სახელმწიფოს ღია, არაეფექტური და არასეკულარული რეაგირების გამო. ამ კუთხით ანგარიში იმეორებს სახალხო დამცველის შეფასებას, რომ სახელმწიფოს არაეფექტური რეაგირების პირობებში იქნება განცდა, რომ შეუწყნარებლობის გამოვლინება დაშვებულია საზოგადოებაში.

EMჩ შეფასებით, ბოლო პერიოდში რელიგიური ძალადობის ზრდა არსებითად სახელმწიფოს არაეფექტური პოლიტიკით არის განპირობებული, რომელიც ლოიალობას იჩენს დომინანტი რელიგიური ჯგუფის მიმართ და არ ასრულებს პოზიტიურ ვალდებულებებს უმცირესობაში მყოფი ჯგუფების მიმართ. მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფო უშუალოდ ხდება რელიგიის თავისუფლების უხეში დარღვევის მიზეზი. უმრავლესობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების მხრიდან გამოვლენილი და ორგანიზებული შეუწყნარებლობის ფაქტების მიმართ სახელმწიფო დემონსტრაციულ უძლურებას აჩვენებს და არ ასრულებს საკუთარ პოზიტიურ ვალდებულებებს. ანგარიში დიდ ადგილს უთმობს იეჰოვას მოწმეთა მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბოლო დროს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც 2000-იან წლებში მათი მასობრივი დევნის ფაქტებს ეხება.

 

ეს ჩანაწერი ჩემთვის ერთგვარი შეხსენებაა და ხაზგასმაა ძველ გამოცდილებაზე.
ანგარიში ცალკე ადგილს უთმობს თერჯოლაში იეჰოვას მოწმეებისთვის რელიგიური საკულტო ნაგებობის მშენებლობის ნებართვის შეჩერების საქმეს. დოკუმენტში გაზიარებულია იეჰოვას მოწმეთა შეფასება, რომ ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება მართლმადიდებელი სასულიერო პირების ზეგავლენით იყო განპირობებული. EMჩ სწავლობს აღნიშნულ საქმეს და საკუთარი სამართლებრივი შეფასება საერთო სასამართლოების წინაშეც წარადგინა. მოცემულ შემთხვევაში იკვეთება ადგილობრივი ხელისუფლების მიერ უკანონო და დისკრიმინაციული გადაწყვეტილება. გამგებელმა მართლმადიდებელი მოსახლეობის მიერ ორგანიზებული პროტესტის დროს პირდაპირ დააანონსა, რომ ყველაფერი მართლმადიდებლების სასარგებლოდ გადაწყდებოდა.

ამ საქმეზე პირველმა და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა თერჯოლის გამგეობას მშენებლობის ნებართვის გაცემა დაავალეს. იეჰოვას მოწმეთა სასარგებლოდ გადაწყვეტილების აღსრულებას გამგეობა გასაჩივრების პროცედურების გამოყენებით თავს არიდებს – გადაწვეტილების დროულ აღსრულებას აჭიანურებს. სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას იეჰოვას მოწმეთა მიმართ ადგილობრივი ქრისტიანების მუქარის წერილი მოჰყვა. ამ საქმეში ჩანს ადგილობრივი ხელისუფლებისა და დომინანტი რელიგიური ჯგუფის სინქრონიზებული მოქმედება უმცირესობის წინააღმდეგ.

 

ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მალთაშუა დისკის მკურნალობა მინიინვაზიური მეთოდით დაიწყეს

ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ, დაზიანებული დისკის დონეზე მცირე ზომის კათეტერით შეჰყავთ ლაზერი მალთაშუა დისკის არეში, რისი მეშვეობითაც მცირდება მალთაშუა დისკის მოცულობა და ხდება სპინალური ნერვის დეკომპრესია ანუ განთავისუფლება.

ნეიროქირურგ ნუგზარ გურგენიძის განმარტებით მსგავსი სახის სამედიცინო მომსახურება საქართველოში პირველად ჩატარდა. ნუკლეოპლასტიკის უპირატესობები ღია ოპერაციასთან შედარებით არის: მცირე ინვაზია – ღია ოპერაციის ჩატარების თავიდან აცილება; ჰოსპიტალიზაციის მცირე დრო – 1 საწოლდღე; პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით; რეაბილიტაციის მოკლე დრო; მცირე ინვაზიისა და ზოგადი ანესთეზიის არ საჭიროების გამო გართულებების და სხვა ორგანოების დაზიანების რისკი გაცილებით დაბალია; რეციდივი ღია ოპერაციასთან შედარებით დაბალია; ეფექტურობა 80 %.

ქართველმა მედიკოსებმა პირველი ოპერაცია თურქ კოლეგებთან ერთად ჩაატარეს. ოპერაციის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები: ლევან გორგილაძე და ზურაბ თენიეშვილი გაეცნენ. აღნიშნული ოპერაცია ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. 

„ბათუმში ზამთარში დენი იქნება, თუმცა ავარიებიც არ გამოირიცხება“

 

ბატონო კახა, რა მიზეზების გამო ითიშება ბათუმის რიგ უბნებში ელექტროენერგია?


როცა მთლიანად ქალაქს ეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება, ეს არ არის „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მფლობელობაში არსებული ქსელის პრობლემა. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს უფრო დიდ სისტემურ ავარიასთან. რაც შეეხება ლოკალურ შეზღუდვებს, არის ასეთებიც, თუმცა, ამ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ ოპერატიულად მოვახდინოთ რეაგირება და დროულად ვაწარმოოთ აღდგენითი სამუშაოები.


 ქალაქში აშენდა/შენდება მრავალსართულიანი კორპუსები/სასტუმროები… არსებული ელექტროქსელი და მოწყობილობები უძლებს თუ არა დატვირთვას? ამ სამუშაოების გამოც ხომ არ იქმნება ლოკალური პრობლემები უბნებში დენის მიწოდების მხრივ?


გიდასტურებთ, რომ ნამდვილად ძალიან სწრაფად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება, ანუ გვაქვს ბევრი ახალი მიერთება ბათუმში და სწორედ იმ მიზნით, რომ ახალი აბონენტების ელექტროენერგიით დაკმაყოფილება მოხდეს, „ენერგო-პრო ჯორჯია“ ასობით ათასი ლარის ინვესტირებას ახორციელებს. 


ქალაქის ელექტროგადამცემი ხაზები რა მდგომარეობაშია, იგივე ტრანსფორმატორები; ბათუმის რომელ უბნებშია ქსელი ყველაზე უფრო გაუმართავი/ამორტიზებული, თუ ერთნაირი მდგომარეობაა ამ კუთხით მთელ ქალაქში?


ქალაქში ელექტროქსელი სრულად ახალი ნამდვილად არ არის, თუმცა, ავარიულ სიტუაციებში კომპანია ყოველთვის ოპერატიულად რეაგირებს. არის გეგმიური შეზღუდვებიც, როცა გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება. ეს სამუშაოები აუცილებელია ქსელის მდგრადობისთვის. ასევე შესაძლოა ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა გამოიწვიოს ახალმა მიერთებამ, ანუ როცა ახალი აბონენტისთვის დენის მიწოდება ხდება, უსაფრთხოების მიზნით იზღუდება აბონენტების ნაწილი.


რა ვალდებულებები ჰქონდა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სახელმწიფოს წინაშე აღებული კონკრეტულად ქალაქ ბათუმთან მიმართებაში, რა შესრულდა და რა არ ან ვერ შესრულდა ამ დროისთვის? რა სამუშაოებია დარჩენილი?


„ენერგო-პრო ჯორჯიას“ სახელმწიფოს მიმართ ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს. ქალაქების მიხედვით ვალდებულებები გაწერილი არ ყოფილა.

 

 და ბოლოს, მოსახლეობაში გაჩნდა შიში იმისა, რომ ზამთარში პრობლემები იქნება ელექტროენერგიის სტაბილურად მიწოდების მხრივ. რას ეტყოდით თქვენს აბონენტებს – იქნება თუ არა უწყვეტი დენი ბათუმში?

 

 

ელექტროენერგიით მომარაგება უწყვეტად მოხდება, მაგრამ არ გამოირიცხება ავარიული შემთხვევები, ასეთ სიტუაციებში კომპანია მაქსიმალურად ოპერატიულად იმოქმედებს.



რა ელის ჯვარს ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე

 

თუმცა, როგორც ჩანს, აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის წამოწყებასთან დაკავშირებით მთავრობას მოლაპარაკების გამართვა მართლმადიდებელ ეკლესიასთანაც მოუწევს, რადგან აღნიშნულ ნაკვეთზე დიდი ხანია ქვის ჯვარია აღმართული.

 

რას უპირებენ ჯვარს? – ამ კითხვით „ბათუმელების“ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართა. სამინისტროში განმარტეს, რომ „საკითხზე მსჯელობენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ“.

 

ბათუმში ოლიმპიური სტადიონი აღარ აშენდება

 

დავით ბალაძე: „მთელი ამ პერიდის განმავლობაში  აქტიურად ვმუშაობდით,  არაერთ დაინტერესებულ კომპანიას შევხვდით. მათ შორის პირველ კონკურსში მონაწილეს და ასევე სრულიად ახალ კომპანიებს. გავეცანით საფეხბურთო სტადიონის პროექტირების კუთხით საინტერესო პროექტებს და ხედვებს. ვესაუბრეთ ოთხ თურქულ კომპანიას, ასევე პორტუგალიურ და ესპანურ კომპანიებს.

 

ამ კომპანიებმა გამოთქვეს მზაობა სტადიონის გაკეთებაზე, თუმცა მათთვის არ იყო საინტერსო კონკურსში მონაწილეობა. მთავარი არგუმენტი კი იყო ის, რომ საკმაოდ მოცულობითი საქმიანობის გაწევა მოუწევდათ და მათი დატვირთულობის გათვალისიწინებით ეს არ იყო მათთვის საინტერესო. მეორეს მხრივ ჩვენ რეალური პროექტი გვჭირდება, იმის გათვალისწინებით, რომ სტადიონს ექნება სხვა დატვირთვაც.

 

ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დაახლოებითი კონტურები უკვე გვაქვს იმ კომანიების, რომელთაც 20-27 სტადიონი აქვთ გაკეთებული. რეალურად მათი ერთ-ერთი კონცეფცია იყო საინტერესო.

 

მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ჩვენ გვსურს მოკლე დროში დავიწყოთ მშენებლობა. თანხები მომდევნო წლების ბიუჯეტშიც იქნება გათვალისწინებული.

 

სავსებით შესაძლებელია შესყიდვების კანონმდებლობიდან გამომდინარე, რომელიმე შესყიდვის ფორმა გამოვიყენოთ. ქალაქს აქვს დიდი საფეხბურთო ისტორია და ქალაქის მკვიდრნი ასევე მაღალ ინტერესს გამოხატავდნენ წმინდა საფეხბურთო სტადიონის აშენებაზე.

 

ვფიქრობ, კომისიამ სწორედ საზოგადოების ინტერესი გაითვალისწინა, როცა ოლიმპიურის ნაცვლად საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა იგეგმება.

 

ასევე მეორე ფაქტორი იყო ხარჯების ნაწილი, ჩვენ გვქონდა გათვალისწინებული სტადიონისთვის ბიუჯეტი, რომელის გაზრდაც მოგვიწევს იქედან გამომდინარე, რომ ახლანდელი სტადიონი განსხვავებულია პირველ ეტაპზე დაგეგმილისგან.

 

გვსურს მოვასწროთ საპროექტო დოკუმენტაცია წელს და ხელშეკრულება გავაფორმოთ. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ მაქსიმალურად დაჩქარებულად მოხდეს აღნიშნული პროექტის მოწოდება. ჩვენ შევჯერდებით და მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას.“ 

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სტადიონის პროექტის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების ჩაშლის შემდეგ თავად შექმნა ახალი შპს, რომელიც ბათუმში სტადიონის მშენებლობას გაუწევს ორგანიზებას.

Exit mobile version