„ბათუმის ბულვარი“ 120 ათასი ლარით სუვენირების დახლებს შეისყიდის

„ბათუმის ბულვარი“ 30  სუვენირების დახლს შეისყიდის, რისთვისაც 120 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.

დახლების შეძენაზე ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით, პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის განმავლობაში ადმინისტრაციას წარუდგინოს მისაწოდებელი სუვენირების დახლის ნიმუში ბულვარის მიერ წარმოდგენილი ესკიზის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი ნიმუში არ დააკმაყოფილებს ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.

ვის და რა პირობებით გადასცემენ ახალ დახლებს, ეს ბულვარის ადმინისტრაციაში ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ. დახლების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადების წარდგენის ბოლო ვადა 5 თებერვალია.

დახლის ესკიზი
დახლის ესკიზი
დახლის ესკიზი
დახლის ესკიზი
დახლის ესკიზი
დახლის ესკიზი

67 ათასამდე ლარი ბათუმის მერიის ავტომობილების პარკირების მოსაწყობად

ბათუმის მერია ბათუმში, სულხან საბა ორბელიანის ქუჩა N8-ში, მერიის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების მოწყობას გეგმავს. შესაბამისი  სამუშაოებისთვის მერიას 66 980 ლარი აქვს გათვალისწინებული. სამუშაოებს მერია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის.

ბათუმის მერის მოადგილეები და მერიის რამდენიმე სამსახური მიმდინარე წლიდან მუშაობას ახალ შენობაში აგრძელებენ. ამისთვის ქალაქის მერიამ ორბელიანის ქუჩაზე N10-ში მდებარე ყოფილი კონტროლის პალატის შენობა გაარემონტა.

ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული ავტომობილების საბალანსო ღირებულება გასულ წელს ჯამში 292 200 ლარი იყო.

274 ათასი ლარი საჯარო ლექციების დასაფინანსებლად

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სამინისტროში საბუთების მიღება იწარმოებს ორ ეტაპად: პირველი ეტაპი: 2016 წლის პირველი თებერვლიდან 11 მარტამდე, იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც ჩატარდება 2016 წლის პირველი მაისიდან 26 ივნისის ჩათვლით.

მეორე ეტაპი: 2016 წლის 2 მაისიდან 25 ივნისამდე, იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც ჩატარდება 2016 წლის 20 სექტემბრიდან 10 დეკემბრამდე.

საჯარო ლექციები გაიმართება სტუდენტების, ასევე ლექტორების, მასწავლებლებისა და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებისათვის. საჯარო ლექციის თემატიკა შეიძლება მოიცავდეს როგორც ზოგადი, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების ასპექტებს.

აჭარაში H1N1-ით დაავადებული 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პირველი თებერვლის 18:00 საათის მონაცემებით, გრიპისა და მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიმპტომებით აჭარის ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს 383-მა პაციენტმა მიმართა.

სტაციონარში მკურნალობის კურსს გადის 124 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 7 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით აჭარაში ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული იქნა 57 ნიმუში, მათ შორის 16 შემთხვევაში დადასტურდა A h1. დადასტურებული შემთხვევებიდან 2 რჩება სტაციონარში, ერთი პაციენტი გარდაიცვალა, 13 გამოჯანმრთელდა.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით  H1N1 ვირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა. მათივე ცნობით, 2016 წლის მე-4 კალენდარული კვირის მდგომარეობით, გრიპის გავრცელების ინტენსივობა საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს და შეადგენს 357.6-ს 100 000 მოსახლეზე.
მრავალწლიანი დინამიკის მიხედვით, გრიპის გავრცელების ეპიდემიური ზღურბლია 450-500 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს – გრიპისა და გიპისმაგვარი დაავადებების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას და ჩაიტარონ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

 

 

უმაღლეს საბჭოში უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს მოუსმენენ

დავით კვაჭაძე
დავით კვაჭაძე

აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს ფრაქციები აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] თავმჯდომარეობის კანდიდატს, დავით კვაჭაძეს მოუსმენენ.

კანდიდატს ფრაქციები დღეს, 2 თებერვალს, სხვადასხვა დროს შეხვდებიან. ბიუროს გადაწყვეტილებით, საბჭო დავით კვაჭაძის კანდიდატურაზე ხვალ, 3 თებერვალსაც იმსჯელებს.

საკონკურსო კომისიამ უსკოს თავმჯდომარის პოსტზე არჩილ ხაბაძეს სამი კანდიდატი წარუდგინა: პარმენ ჯალაღონია, დავით კვაჭაძე და დავით ქარცივაძე. არჩილ ხაბაძემ კი უმაღლეს საბჭოს დავით კვაჭაძის კანდიდატურა წარუდგინა დასამტკიცებლად.

დავით კვაჭაძე 2012 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრში“ მუშაობდა. არაოფიციალურ საუბრებში მასაც „ ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ პირად მოიხსენიებენ.

უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია 2016 წლის 4 თებერვალსაა მოწვეული. დღის წესრიგში ერთადერთი საკითხია: დავით კვაჭაძის უსკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ფარული კენჭისყრით არჩევა.

ხელოვნების უნივერსიტეტში წყალი ჩამოდის

ხელოვნების უნივერსიტეტის შენობაში წყალი ჩამოდის, რის გამოც კედლები რამდენიმე ადგილას დაზიანებულია. ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის ერმილე მესხიას თქმით, წყალი შენობაში 2012 წლიდან ჩამოდის, ანუ მას შემდეგ, რაც შენობის რეაბილიტაცია დასრულდა და იგი სახელმწიფო ბიუჯეტს 6 499 499 ლარი დაუჯდა.

„ჩვენ არაერთხელ მივმართეთ სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას წერილობით, მაგრამ პასუხიც კი არ მიგვიღია. წყალი ყოველთვის ჩამოდის, როცა წვიმს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსმა გელა ბერიძემ.

ხელოვნების უნივერსიტეტიხ კედელი

კითხვაზე, რატომ არ მიმართეთ სასამართლოს, თუკი „ნიუ კონსტრაქშენი“ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებაზე უარს ამბობს, ხელოვნების უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსმა  გვითხრა, რომ ის ამას ვერ გააკეთებდა, რადგან ქონების მფლობელი სახელმწიფოა და კომპანიასთან ხელშეკრულება აჭარის მთავრობამ გააფორმა. თავის მხრივ, აჭარის მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ უნივერსიტეტი მთავრობამ ხელოვნების უნივერსიტეტს გადასცა და ქონება მათ უნდა დაიცვან.

კანონმდებლობის მიხედვით, ქონების დაზიანებისთვის აჭარის მთავრობას უნდა მიემართა სასამართლოსთვის, რადგან ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტის შენობა და მიწის ნაკვეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა. თუმცა შესაძლებელია იმ ხელშეკრულებით, რომელიც აჭარის მთავრობასა და ხელოვნების უნივერსიტეტს შორის არსებობს, სხვა რამ არის განსაზღვრული.

ხელოვნების უნივერსიტეტის რეაბილიტაცია 2011-2012 წლებში ჩაატარა შპს „ნიუ კონსტრაქშენმა“, რომელსაც სატენდერო პირობების მიხედვით, შესრულებული სამუშაოების ხარისხზე მინიმუმ 15- წლიანი გარანტია აქვს აღებული. კომპანიის საქალაქო ტელეფონზე დღეს ჩვენ დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.

2 თებერვალს ბულვარის საკითხს აჭარის მთავრობა სხდომაზე განიხილავს

აჭარის მთავრობის სხდომაზე ბათუმის ბულვართან დაკავშირებული საკითხის განხილვაა დაგეგმილი, მომხსენებელი კი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, დავით ბალაძეა. სხდომა 2016 წლის 2 თებერვალსაა ჩანიშნული.

უცნობია, კონკრეტულად რა ჭრილში დააყენებენ ბათუმის ბულვარში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით საკითხს მთავრობის სხდომაზე.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში შესულია მოქალაქეთა პეტიცია, ძველ ბულვარში სამივე სასეირნო ბილიკის [ალეა] შენარჩუნების მოთხოვნით. ჩვენივე ინფორმაციით, მთავრობაში შეთანხმებულიც არიან, რომ ამ პეტიციის საფუძველზე ძველ ბულვარში შუა ბილიკის დატოვება  შესაძლებელია, თუმცა გარკვეულ მექანიზმებზე უნდა შეთანხმდნენ – ანუ, კორდის მოწყობის ნაცვლად დაიგოს ფილები და ბილიკი შენარჩუნდეს, რაც, ბუნებრივია, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასა და ბულვარის ადმინისტრაციას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას მოითხოვს.

სამივე ხეივნის დატოვების შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, ადრე, მოქალაქეთა მხრიდან აქციების პარალელურად გააკეთა.

„…საკითხის მოგვარება სამართლებრივ ფორმატში შესაძლებელია, თუ იქნება ხელისუფლების პოლიტიკური ნება და თანხმობა კომპანიისა, რომელიც ახორციელებს სამუშაოებს. იმას, თუ რა კუთხით უნდა შევიდეს ცვლილება, ეს არის იურისტებისა და ეკონომისტების სამუშაო – უნდა მომზადდეს შესაბამისი სამართლებრივი დასკვნა ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აცხადებს საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, გიორგი ხიმშიაშვილი.

„ბულვარის დამცველები“ აჭარის მთავრობისგან ზეპირი განცხადებების ნაცვლად კონკრეტულ  გადაწყვეტილებას ელოდებიან. მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდება ბულვარის ადმინისტრაციაც.

„ბათუმის ბულვარის“ დირექტორმა არჩილ კახიძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ კონკრეტული სამუშაო კომპანიასთან ხელშეკრულებაში პროექტის შეცვლაზე ამ დროისთვის არ დაწყებულა, თუმცა კონსულტაციები საუბრის დონეზე მიმდინარეობს: „გარკვეულ ეტაპებს გავდივართ, სიტყვიერი მოლაპარაკება გვაქვს საპროექტოსთანაც, მარტო კომპანიაზე ეს არ არის დამოკიდებული… მთავრობაც დააზუსტებს დეტალებს.“

საინიციატივო ჯგუფი – „დაიცავი ბათუმის ბულვარი“ პეტიციით აჭარის მთავრობას მიმართავს, ბათუმის ძველ ბულვარში ახალი კონცეფციით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებაზე უარი თქვას. პეტიციას ამ დროისთვის ხელს 4 824 ადამიანი აწერს.

ბათუმი
ბულვარი, 1.02.2016

ხელოვნების უნივერსიტეტი მისამართს იცვლის

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი მისამართს იცვლის. უნივერსიტეტი განთავსდება გორგილაძის ქუჩაზე მდებარე პირველი სკოლის ფილიალის შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.  პროექტის შესყიდვაზე ხელოვნების უნივერსიტეტი ტენდერის გამოცხადებას მარტის ბოლოსთვის გეგმავს. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 45 ათასი ლარი იქნება. ჯერ უცნობია, მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან. სააგენტოს ხელმძღვანელმა მირანდა ჩარკვიანმა ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

„ჯერ მხოლოდ ზეპირი შეთანხმება არსებობს. პროექტი უნდა მომზადდეს და შემდეგ დამტკიცდება, გადავალთ თუ არა გორგილაძის ქუჩაზე მდებარე შენობაში,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა ერმილე მესხიამ.

მისივე ინფორმაციით, უნივერსიტეტის შენობაში აჭარის მთავრობის აპარატი აპირებს გადასვლას. ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების ინფორმაციით კი, გამოთავისუფლებულ შენობაში უმაღლესი საბჭო დაიდებს ბინას. ეს ინფორმაცია დღეს უარყვეს როგორც აჭარის მთავრობის აპარატში, ასევე უმაღლეს საბჭოში.

რაც შეეხება პირველი სკოლის ფილიალს გორგილაძის ქუჩაზე, იგი პირველი სკოლის ახალ შენობაში გადავა, რომელიც დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, სკოლის ეზოში შენდება. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება.

შენობას, სადაც ჯერ კიდევ ხელოვნების უნივერსიტეტია განთავსებული, 2011 წელს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და  6 499 499 ლარი დაიხარჯა.

 

„რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ – განაცხადების მიღება დაიწყო

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალ პროექტში – „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია.

პროექტისთვის სპეციალურად შექმნილი ვებგვერდი Recommend.ge ამოქმედდა.

ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, პროექტში მონაწილე კვებისა და განთავსების ობიექტებს, ასევე გიდებს საშუალება აქვთ საიტზე ონლაინრეჟიმში შეავსონ განაცხადების ფორმა ან უკვე შევსებული აპლიკაციები მიიტანონ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში. Recommend.ge-ზე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია პროექტის, მასში ჩართვისთვის საჭირო პროცედურებისა და შესასრულებელი კრიტერიუმების შესახებ.

პროექტში განაცხადების მიღება Recommend,.ge –ზე პირველ მარტამდე გაგრძელდება.

განცხადებების გადარჩევის შემდეგ პროექტის მონაწილე განთავსებისა და კვების ობიექტები გაივლიან სპეციალურ ტექნიკურ შემოწმებას, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ HotRec, Hot Star union 21 პრინციპს ემყარება. პროექტის შედეგად გამოვლენილი ობიექტები მიიღებენ სპეციალურ ნიშას – „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“, რომელიც ტურისტებისთვის კონკრეტული ობიექტის სანდოობისა და ხარისხის ერთგვარ გარანტად იქცევა. ხარისხის ნიშნის მინიჭება წელიწადში ერთხელ ხდება და ის განახლებას ყოველწლიურად საჭიროებს.

რაც შეეხება გიდებს, პირველ ეტაპზე იგეგმება ქალაქის გიდის, ზემო აჭარის გიდისა და დაცული ტერიტორიის – მტირალას ეროვნული პარკის გიდისთვის ხარისხის ნიშნის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მინიჭება. ტურისტულ გიდად აღიარების პროცედურა ხორციელდება წელიწადში ერთხელ – შემოდგომაზე. გიდად აღიარების მსურველმა უნდა შეავსოს განაცხადი/ანკეტა ვებგვერდზე: www.recommend.ge. შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტესტირებას, გასაუბრებას და მოაწყობენ საჩვენებელ ექსკურსიას, რის შემდეგაც გიდებს ხარისხის ნიშანს მიანიჭებენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ახალამოქმედებული პორტალი: Recommend.ge იქნება ერთგვარი ბაზა, სადაც ტურისტებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, დეპარტამენტის მიერ რეგიონში რეკომენდებული ხარისხიანი ობიექტების შესახებ მიიღონ ინფორმაცია.

პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტი მიერ“ მიზნად ისახავს რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, კვებისა და განთავსების ობიექტებში უსაფრთხოებისა და ტექნიკური სტანდარტების დამკვიდრებას. ასევე ითვალისწინებს რეგიონში ტურისტული გიდის მომსახურების გაუმჯობესებასა და გიდებისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებას.

საკონსტიტუციო სასამართლო სახარების რწმენის ეკლესიის სარჩელს განიხილავს

დღეს, პირველ თებერვალს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის სარჩელის  დასაშვებობის საკითხს განიხილავს. დღეს არის მეორე განმწესრიგებელი სხდომა.  სახარების რწმენის ეკლესია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის დადგენილებას აპროტესტებს, რომელიც ეხება საბჭოთა პერიოდში რელიგიური გაერთიანებებისთვის ზიანის ანაზღაურებას.

„ჩვენ, როგორც მოსარჩელეებმა, წარვადგინეთ არაერთი საარქივო დოკუმენტი, ძველი განაჩენები, მედიამასალები, რელიგიათა საბჭოს დოკუმენტები, ენციკლოპედიური თუ სხვა ტიპის აკადემიური ნაშრომები, რომლებიც ადასტურებს ამ ეკლესიის დევნას. მეორე მხრივ, სასამართლო ჩაუღრმავდა სამართალმემკვიდრეობის საკითხს, ანუ დღეს მოქმედი „სახარების რწმენის ეკლესია“ არის თუ არა სამართალმემკვიდრე საბჭოთა პერიოდში მოქმედი 50-იანელთა ეკლესიის. ამის შეფასების მიზნით სასამართლოში ჩვენ დავაყენეთ ორი ექსპერტის დაკითხვის შუამდგომლობა და დღეს ამ მიზნით დაიკითხებიან ეკლესიის ისტორიის პროფესორი ნუგზარ პაპუაშვილი და ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი,“- ამბობს თამთა მიქელაძე, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“(ENC) იურისტი.

თამთა მიქელაძის თქმით, სახარების რწმენის ეკლესია დავობს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, როცა სახელმწიფომ ზიანის ანაზღაურება მხოლოდ ოთხი რელიგიური ორგანიზაციის წინაშე აღიარა და მან ვერ დაინახა სხვა ეკლესიები, რომლებმაც საბჭოთა პერიოდში დევნა განიცადეს:

„ასეთი მიდგომა არის დისკრიმინაციული. გარდა ამისა, ის შეიცავს  რელიგიური ორგანიზაციების  ავტონომიურობაში სახელმწიფოს ჩარევის საფრთხეს.

ამასთან, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ იმის გამო, რომ დადგენილება ითვალისწინებს ზიანის სიმბოლურ ანაზღაურებას და არ მოხდა რეალურად ზიანის ოდენობის მასშტაბური განსაზღვრა ან რაიმე ობიექტური სამართლიანი, განჭვრეტადი კრიტერიუმების გათვალისწინება, რომლის საფუძველზეც მოახდენდა ზიანის ანაზღაურებას,“- ამბობს იურისტი.

სასამართლო სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

სახარების რწმენის ეკლესიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 2015 წლის 11 მარტს შეიტანა

სამინისტრო მანდარინის ექსპორტის ბოლო მონაცემებს აქვეყნებს

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბმა მუშაობა დაასრულა. პირველი თებერვლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 26579 ტონა სტანდარტული მანდარინი, 9252 ტონა კი გადამუშავებულია.  სამინისტროს ინფორმაციით, სამრეწველო მანდარინის გადამუშავების შედეგად მიღებული შემოსავალი 1892 925 ლარს შეადგენს, აქედან სახელმწიფო სუბსიდიის თანხა 925 222 ლარია.

ქვეყნის ტერიტორიაზე მანდარინის გადამუშავებას აწარმოებდა ექვსი ქარხანა: ქობულეთში Georgian Industrial Asset Management Group-ი და შპს TCF Georgia, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში GEO-Flowers-ი, ქედაში შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ქედა“, ჩოხატაურში შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ჩოხატაური“ და გორში შპს ,, გსქ კულა“.

საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების უზრუნველსაყოფად, აჭარასა და გურიაში მანდარინის ჩაბარება შესაძლებელია 40-მდე დამახარისხებელ (შემფუთავ) პავილიონში.

სამინისტროს ინფორმაციით, სტანდარტული მანდარინის ექსპორტი ძირითადად ხორციელდება რუსეთში -78.05%, 20744 ტ, უკრაინაში – 14. 94%, 3969ტ, სომხეთში – 3.01%, 799ტ, აზერბაიჯანში – 1.14%, 304 ტ, ყაზახეთში – 1.68%, 447ტ და ბელორუსიაში – 0.91 % 242ტ. სხვა ქვეყნები – 0.28 % 74ტ.

ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი ბათუმში 2015 წლის ნოემბრიდან ფუნქციონირებს.

ბათუმი დიდთოვლობის შემდეგ [ფოტო]

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 თებერვალს ბათუმში იწვიმებს, ხოლო 3 თებერვლიდან 7 თებერვლამდე კვლავ მშრალი ამინდია მოსალოდნელი.

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

„16 ნარგავია სულ დაზიანებული, სამი ნარგავი გასწორდა,  შეიძლება გასწორდეს კიდევ ორი ნარგავი.  დარჩება 11 დაზიანებული ნარგავი. აქედან ოთხი მაღალტანიანი ხე იყო და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ძირითადად  ფიჭვის ხეებია დაზიანებული. გადატეხილი ტოტების შეგროვება მიმდინარეობს, რომელსაც გადავცემთ მერიას. შემდეგ  ალაბთ შეშის სახით გადაეცემა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას,“- ამბობს ბულვარის დირექტორი არჩილ კახიძე.

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი
ბათუმი, 1.02.2016 წელი //„ბათუმელების“ ფოტოები

აჭარის განათლების სამინისტრო უცხოენოვან სამეცნიერო თარგმანებს დააფინანსებს

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეპროგრამის ფარგლებში  დააფინანსებენ  უცხოენოვანი სამეცნიერო და სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმანებს.
კონკურსის ფარგლებში პროექტის წარმოდგენა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს. სამინისტროდან მოთხოვნილი თანხა ერთი პროექტისათვის არ უნდა აღემატებოდეს 9000 ლარს.
ქვეპროგრამის ბენეფიციარებს გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია ღია კონკურსის საფუძველზე.
სამინისტროში საბუთების მიღება უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნის კონკურსში მონაწილეობისათვის იწარმოებს 2016 წლის 8 თებერვლიდან  21 მარტის ჩათვლით.
კონკურსში გამარჯვებული პროექტების განხორციელებას ორგანიზებას გაუწევს სამინისტროს  მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია.

შსს ინფორმაციით საქართველოში ერთ თვეში 116 369 ტურისტი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები 2016 წლის იანვრის თვეში ასე გამოიყურება:

2016 წლის იანვრის თვე 323 159 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 4,4 %-ით მეტია.

ტურისტი – 116 369 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 36%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 4,3%);

ტრანზიტი – 48 466 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 15%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -16%);

სხვა – 158 324 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 49%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 13%).

2016 წლის იანვარშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (-12,4%), თურქეთიდან (-5,6%), აზერბაიჯანიდან (+16%), რუსეთიდან (+10,2%) და უკრაინიდან (+8,6%) განხორციელდა.

ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარშიც გამოირჩევიან: საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და გერმანია (შესაბამისად 29%, 26%, 16%, 15% და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (15%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (21%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (14%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბთა გაერთიანებული საემიროები – 706%. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 7%-იანი ზრდა.

ბათუმში საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი გაიხსნა

საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა დღეს პირველი პაციენტი მიიღო.  ჰოსპიტლის წარმომადგენელთა ინფორმაციით, პირველი თებერვლიდან კლინიკა სრული დატვირთვით ამოქმედდა. საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მრავალპროფილურია, სადაც გათვალისწინებულია მაღალი ხარისხის ამბოლატორიული და სტაციონარული მომსახურება.

ჰოსპიტალში მუშაობს მიმღებ-დიაგნოსტიკური ცენტრი, კარდიოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა  და ზოგადი ქირურგიის, მეან-გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის, ოფთალმოლოგიის, უროლოგიისა და რადიოლოგიის განყოფილებები, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია.

„ჰოსპიტალი უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. მსოფლიო ბრენდების თანამედროვე ციფრული აპარატურა ზუსტი კვლევებისა და დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა,“-ნათქვამია ჰოსპიტლის ადმინისტრაციის განცხადებაში.

IUHB -ში 300-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. სამედიცინო პერსონალი ბათუმელი და თბილისელი მაღალკვალიფიციური მედიკოსებით, თურქეთიდან მოწვეული სპეციალისტებით დაკომპლექტდა. „მედიკოსები უწყვეტი გადამზადების პროცესში არიან ჩართულნი და მუდმივად ეცნობიან იმ ინოვაციებს, რაც მსოფლიო სამედიცინო პრაქტიკაში ინერგება“.

კარდიოლოგია ჰოსპიტლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და მას სტამბოლში მოღვაწე ცნობილი კარდიოლოგი ისმეთ მიქელაძე-დინდარი უხელმძღვანელებს.  პაციენტებს დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის აღარ მოუწევთ დედაქალაქის კლინიკებისთვის მიმართვა ან უცხოეთში გამგზავრება და დამატებითი ხარჯების გაღება.

ჰოსპიტალში მეან-გინეკოლოგიურ მიმართულებას თემურ გაბაიძე ხელმძღვანელობს,  სამკურნალო-დიაგნოსტიკური საქმიანობა კი რეპროდუქტოლოგის მეჰმედ ჯან ასლანჯას მეთვალყურეობით წარიმართება. გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულებას მაჰირ ბალაქიშიევი უხელმძღვანელებს.

ჰოსპიტალი ჩართულია საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის პროგრამებში.

 

ერთი დღე ავღანეთში

მორიგინაცრისფერიდღე. ისევ დილით ადგომა, მომზადება, განაწესი. ისევ ფიქრები ცვლიან ერთმანეთს, ოჯახზე, „აქაურობაზე, სამშობლოზე, პოლიტიკაზე, ამუცნაურხალხზე ერთმანეთსაც  რომ არ ინდობენსაფიქრალს რა გამოლევსათასი აზრი გიტრიალებს თავში. გვწამს, რომ საქვეყნო საქმეს ვაკეთებთ. გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცები ვართ.

ჩვენი აქ ყოფნით ვარწმუნებთ მსოფლიოს, რომ ჩვენ, მშვიდობისმოყვარე ერი ვართ, რომლის დიდი მონსტრისგან დაცვა აუცილებელია…

აქ ყველაფერს მძაფრად აღვიქვამთ, შობას ველოდებით როგორც სასწაულს. ვფიქრობთ, ამ დღეს განსაკუთრებულად შევხვდეთ.

ბევრი არაფერი გვაქვს, მაგრამ ჯარისკაცი რისი ჯარისკაცია, თუ ყველა სიტუაციაში არ ნახა გამოსავალი…

ჩვენ დღე და ღამე არ გვაქვს, სულ ერთი დროა. როგორც აქ ხუმრობენ, – ყველა დღე ორშაბათია. ეს დღეც ასე დაიწყო.

თენდება. ჩუმად ვიღებ ჩემს ნივთებს, ვცდილობ არ ვიხმაურო. გოგოებიც ხომ მალე უნდა ადგნენ. ერთმანეთს ვუფრთხილდებით. გამოვდივარ, ერთ-ერთი დერეფანში მხვდება, – „რამე ხომ არ გჭირდება, – მეკითხება. გაოცებული ვუყურებ, რატომ არ გძინავს, ცოდო ხარ-თქო. ხელს იქნევს – ერთი საათი წავუძინებ და მეყოფაო. არავინ ფიქრობს საკუთარ დროზე, ჯარისკაცი მუდამ მზად არის და სულ დასვენებულია.

დღემ ექსცესების  გარეშე ჩაიარა. იმედი გვაქვს, შობას „ალილოთი“ და სარკმელთან დანთებული სანთლებით შევხვდებით. ჩვენ ხომ წინასწარ მოვემზადეთ: ნაჩუქარი მისალოცი ბარათებიდან ამოვჭერით საშობაო ნახატები და ქაღალდის ჭიქებზე მივაკარით; ნაჩუქარი ნაძვის ხეებით და გირლანდებით მოვრთეთ ოთახები; ერთი განსაკუთრებულად ლამაზი გამოვიდა, ჰოდა, სწორედ, აქ გადავწყვიტეთ შობას შევხვდეთ…სუფრისთვის კერძებიც გვაქვს, ზოგი გამოგზავნილი, ზოგიც – ნაჩუქარი…

მოსაღამოვდა. ცვლა დაბრუნდა. ერთად ვგროვდებით. „ოჯახის დიასახლისი“ ხელგაშლილი გველოდება. „სუფრას“ ვშლით. იმ იმედით, რომ ცუდი არაფერი მოხდება; მაგრამ…

ყველა საკუთარ ოთახშია და ლამაზდება, აქ ეს სიტყვა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ჩვენ გვიხარია…. გეგმებს ვაწყობთ, ვიღაცა იერუსალიმიდან ჩამოტანილი სანთლით მორბის, ვიღაცა – ფოტოაპარატით (თუ გადავრჩით ხომ მოსაგონრად გვექნებაო), ვიღაცა ვიღაცას ტანსაცმელს ურჩევს, ვიღაცა რეჟისორობას ცდილობს, ვიღაცა ვიღაცას ზურგს უმაგრებს…

12 საათს ველოდებით. შობას ხომ ზუსტად 12-ზე უნდა შევხვდეთ?! სამზადისი როგორც იქნა დასრულდა. „აშკარად სროლის ხმაა… არავის არაფერი ახსოვს. ერთ წამში რეალობას ვუბრუნდებით. კოსმოსური სისწრაფით ვიცვლით და სრული ეკიპირებით, ჯავშანასხმულები გავრბით ჩვენი პოზიციებისკენ.  2 წუთში ბაზა გამაგრებულია. სროლის ხმა ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ისმის. ყველა ადგილზეა, თითქოს არავინ ნერვიულობს, ყველა ცივი გონებით მოქმედებს. სროლის ბრძანება ჯერ არ არის. ველოდებით…

მოწინააღმდეგის კიდევ ერთი შეტევის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა… „გიგანტურმა ხმამ“ განგაშის დასრულება გვამცნო.  უდანაკარგოდ…

ისევ შობაა ჩვენთვის.  ისევ „მასპინძელი, ისევ გაშლილი სუფრა, სანთლები სარკმელში და ქართული „ალილო“.

შობა თენდება… განსაკუთრებული შობა…

ერთი დღე ავღანეთში
ერთი დღე ავღანეთში
მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ+995(32) 2 72 35 35;  
ელფოსტაstratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდიmod.gov.ge

გაცდენილი საათების ანაზღაურების დროს სკოლები გადაწყვეტენ

ერთკვირიანი შესვენების შემდეგ საჯარო სკოლებში სწავლა დღეს, პირველ თებერვალს, განახლდა. სკოლებში სასწავლო პროცესის შეფერხების მიზეზი ცალკეულ რეგიონებში დიდთოვლობა იყო, ძირითადად კი გავრცელებული გრიპის ვირუსი, რის შედეგადაც ქვეყანაში 7 ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, გაცდელი საათები შაბათის ხარჯზე უნდა ანაზღაურდეს.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებს უფლება აქვთ თვითონ გადაწყვიტონ, როდის აანაზღაურებენ გაცდენილ საათებს:

„შეუძლიათ მიმდინარე თვეში აანაზღაურონ, ან შემდეგ თვეში, როცა უფრო დათბება, მაგრამ გაცდენილი საათები აუცილებლად უნდა ანაზღაურდეს,“- ამბობს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, თეა ვადაჭკორია.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სასწავლო პროცესი აჭარის ყველა სკოლაში მიმდინარეობს.

ქართული ჯარი ქართული პროდუქტით მარაგდება

უპრეცედენტო პროექტი

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების კვებისთვის გამოყოფილი 40-მილიონიანი ბიუჯეტი სრულად მოხმარდება ადგილობრივი წარმოების პროდუქტების შესყიდვას და შესაბამისად ადგილობრივი წარმოების განვითარებას.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ადგილობრივი პროდუქტით მომარაგების ინიციატივა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა 2015 წლის ივლისში გამოთქვა. უმოკლეს ვადაში კი ეს ინიციატივა რეალობად იქცა.

2015 წლის 11 დეკემბრიდან, საპილოტე პროექტის ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის 14 სამხედრო ბაზა ქართული წარმოების ხორცით მარაგდება.

პროექტის შემდეგ ეტაპზე ქართული საქონლის ხორცის შესყიდვაზე ტენდერი სამი მიმართულებით გამოცხადდა (აღმოსავლეთი, გორის რაიონი და დასავლეთი), აღმოსავლეთის ტენდერში გაიმარჯვა შპს „ახალმა ხორცმა“, დასავლეთსა და გორის რაიონში კი შპს „კარნავალმა“. შედეგად, 15 იანვრიდან თითქმის ყველა ბაზა ქართული, ახალი საქონლის ხორცით მარაგდება.

ამ ეტაპზე, კვების  სხვა პროდუქტებზე, მათ შორის ქათმის ხორცისა და ბოსტნეულის შესასყიდად  ტენდერის გამოცხადებამდე ბაზრისა და მომწოდებლების შესაძლებლობების შესწავლა და ანალიზი მიმდინარეობს.

„ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მაქსიმალურად  შევუწყოთ ხელი როგორც ჯანსაღი პროდუქტით  ჩვენი ჯარის მომარაგებას, ასევე ქართული ბიზნესის განვითარებას“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.

გარდა იმისა, რომ სამხედრო მოსამსახურეები ჯანსაღ, ახალ საკვებს იღებენ, ინიციატივა ქართული წარმოების განვითარებასა და ხალხის დასაქმებას უწყობს ხელს.

ქართული ჯარი ქართული პროდუქტით მარაგდება
ქართული ჯარი ქართული პროდუქტით მარაგდება
მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული
კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;  
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

ოცდამეერთე საუკუნის ქართული არმია

პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე
პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე

პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე: თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას მობილური, თანამედროვე საბრძოლო სისტემებით აღჭურვილი, მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი არმიის ჩამოყალიბება წარმოადგენს, რომელიც მიუხედავად ფინანსური და სხვა რესურსების შეზღუდულობისა, თანამედროვე მაღალი ტექნოლოგიებისა და  ბრძოლის წარმოების ახალი კონცეფციების გამოყენებით, დამოუკიდებლად, ხანგრძლივი დროით შეძლებს ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფას. პრობლემა ასე დგას:  ძვირადღირებული, არაეფექტიანი და მოუქნელი შეიარაღებული ძალები მართვად, ბრძოლისუნარიან და  განვითარებად ინსტიტუციად ვაქციოთ.

გარდა დასახული კონკრეტული მიზნებისა, აუცილებელია შეიარაღებული ძალებისადმი მოსახლეობის ნდობის კიდევ უფრო გაზრდა. თითოეული მოქალაქე დარწმუნებული უნდა იყოს, რომ საქართველოს თავდაცვის სისტემას შეუძლია ქვეყნის დაცვა სამხედრო აგრესიისგან, რომ მცირე თუ მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტის დროს ქვეყნის სამხედრო კომპონენტი, როგორც ძალა, იმოქმედებს სწრაფად, ეფექტიანად და დასახულ მიზნებსა და  წარმატებას უმოკლეს დროში მიაღწევს.

მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა, ვიცოდეთ, რომ ჩვენს ქვეყანას ჩვენ მაგივრად არავინ დაიცავს და ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა იარაღით ხელში ამ ქვეყნის მოქალაქეების ტვირთია. ამიტომ თავდაცვის სისტემა საბრძოლო შესაძლებლობების არსებობასა და განვითარებასთან ერთად უნდა გულისხმობდეს ამ შესაძლებლობების გამოყენების გონივრული პრინციპების შემუშავებასაც. ეს კი, გულისხმობს, რომ შეიარაღებული ძალების, თავდაცვის სისტემის გარდაქმნა უნდა ხდებოდეს მაქსიმალური ღიაობის პრინციპით.  საკითხები, რომლებიც საზოგადოებრივ კონსენსუსს მოითხოვს,  გამოტანილი უნდა იქნას საზოგადოების სამსჯავროზე. მაგალითად, პრინციპული საკითხი _„დაქირავებული ჯარი“ თუ „მოქალაქე უნიფორმაში, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურის არსებობას გულისხმობს, სახალხო ლაშქარი“- ნებაყოფლობითი თუ სავალდებულო რეზერვით? ასევე მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ზოგადად და დაინტერესებულ მოქალაქეებს კონკრეტულად ჰქონდეთ წარმოდგენა ქვეყნის საბრძოლო შესაძლებლობებზე, მაგალითად ის, რომ შეიარაღებული ძალები აღიჭურვება თანამედროვე ფრანგული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით, არ უნდა დარჩეს მხოლოდ სტანდარტული რეპორტაჟების ამარა, საჭიროა თითოეული მოქალაქეს ჰქონდეს საკმარისი ინფორმაცია და მსჯელობდეს „დამცავი ქოლგის“ შესაძლებლობასა და ამ „ქოლგის“ დახმარებით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე.

ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობის პერიოდში საქართველომ სერიოზული დახმარება მიიღო. მათ შორის უმნიშვნელოვანესია ის, რომ დღეს ქართველ ოფიცრებს განათლების მიღება პარტნიორი ქვეყნების სამხედრო სასწავლებლებში შეუძლიათ. სწორედ, ამ დახმარების ფარგლებში მოვახერხეთ, რომ უმოკლეს დროში, მაღალი სტანდარტების სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებები შეიქმნა (სამხედრო აკადემია, ან სერჟანტთა სკოლა). ეს მოწმობს რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი ქართული შეიარაღებული ძალების არსებობა რეგიონში, ძალთა ბალანსისა და შესაბამისად სამხედრო კონფლიქტების პრევენციის კონტექსტში. ამ თემას მეტად თუ ჩავუღრმავდებით, დავინახავთ, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში საერთაშორისო მისიებში საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას (კოსოვო, ერაყი, ავღანეთი, ცენტრალური აფრიკა) და მიღებულ შექებებს, შეეძლო გაეჩინა ცდუნება, რომ საქართველო წასულიყო იოლი გზით, შეექმნა მცირერიცხოვანი საექსპედიციო არმია, ხოლო ქვეყნის უსაფრთხოება მთლიანად საგარეო მხარდაჭერისთვის მიენდო. ანუ შეგვექმნა მცირერიცხოვანი „პროფესიული არმია“ (დაქირავებული ჯარი) მცირე სამხედრო ბიუჯეტით, რომელიც მთლიანად წარმატებულ საგარეო მისიებზე იქნებოდა ორიენტირებული, სანაცვლოდ კი მიგვეღო ნატოს ქვეყნების გარანტიები, რომ სამხედრო საფრთხის ზრდის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე გამოჩნდებოდა მოკავშირეთა სამხედრო კონტინგენტები. ამ შემთხვევაში, საქართველოს აღარ დასჭირდებოდა მნიშვნელოვანი სამხედრო ინფრასტრუქტურის, მათ შორის ძვირად ღირებული და ურთულესი სამხედრო-საგანმანათლებლო სისტემის შექმნა. საკმარისი იქნებოდა რამდენიმე ასეული ოფიცრის ყოველწლიური სასწავლო მივლინება პარტნიორ ქვეყნებში, ხოლო ადგილზე  რამდენიმე ბაზისა და საწვრთნელი ცენტრის განთავსება, იმისთვის, რომ „საექსპედიციო კორპუსი“ მუდმივად მზად ყოფილიყო საგარეო მისიებისთვის. მაგრამ ეს იქნებოდა თავის მოტყუება, მცდარი, ჩიხური გზა, რამდენიმე მიზეზის გამო:

ერთი, რომ დროთა განმავლობაში ასეთი ტიპის არმია გადაიქცეოდა კორპორაციად, რომლისთვისაც სამხედრო კონფლიქტები შემოსავლის წყაროა და არა ქვეყნის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე სამსახური.

მეორეც, არ არსებობს კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა, რომლისთვისაც მისაღებია პარტნიორი, რომელიც ვერ იცავს თავის ტერიტორიას, რომელიც სამხედრო კონფლიქტების დროს მხოლოდ სამოქმედო გეოგრაფიული რაიონია და ვერაფრით აძლიერებს კოლექტიურ სამხედრო შესაძლებლობებს.

ამიტომაც, დღის წესრიგში დგას საქართველოს თავდაცვის სისტემის განვითარება და შეიარაღებული ძალების სრული ტრანსფორმაცია, რომლის მიზანიც თვისობრივად ახალი ტიპის თანამედროვე არმიის შექმნაა.

თავდაცვის სამინისტრომ უნდა გააგრძელოს სისტემური ცვლილებები შეიარაღებულ ძალებში, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სამანევრო ქვედანაყოფების შესაძლებლობების ზრდა, საბრძოლო მხარდაჭერის ეფექტიანობა, სრულყოფილი საბრძოლო ლოგისტიკა, ოპტიმალური მართვის ვერტიკალი, ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდების დანერგვა, ჯარისკაცის წვრთნისა და საბრძოლო მომზადების შედეგზე ორიენტირებული სისტემა, დასვენებისა და ძალების აღდგენის ღირსეული პირობები და შესაძლებლობები და ა.შ.

თითოეული სათაურის ქვეშ ღონისძიებათა მთელი სპექტრი იგულისხმება, რაც დროსა და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ შუალედური მიზნების მიღწევა, საზოგადოებასთან გულწრფელი და მჭიდრო კომუნიკაცია, პიარეშმაკობების გარეშეც გამოიწვევს მოქალაქეების ნდობისა და მხარდაჭერის ზრდას.

არსებითად ახალი ტიპის არმიის შესაქმნელად ასევე მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიები და საბრძოლო სისტემები. საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო მიიღებს თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უნდა მოახერხოს და დაარწმუნოს დასავლელი პარტნიორები,  რომ ასეთივე გარღვევა მოხდეს სხვა მიმართულებებითაც. ამ ეტაპზე, უნდა მოვახერხოთ და პარტნიორების დახმარებით მივიღოთ ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, ჰაერსაწინააღმდეგო გადასატანი სარაკეტო კომპლექსები, საარტილერიო ცეცხლის მართვის საშუალებები და სხვა გამოკვეთილად თავდაცვითი შეიარაღება.

რომ შევაჯამოთ: ქვეყნის დაცვა თითოეული მოქალაქის საქმეა. შეიარაღებულ ძალებს უნდა შეეძლოს ქვეყნის დაცვა. ამისთვის საჭიროა ახალი ტიპის, თანამედროვე არმიის შექმნა. ამიტომ საჭიროა არსებული შეიარაღებული ძალების სრული ტრანსფორმაცია. რეფორმების პროცესში მნიშვნელოვანია დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა.

თანმიმდევრული და გეგმაზომიერი სისტემური ცვლილებები, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდების დანერგვასთან ერთად საშუალებას მოგვცემს, რამდენჯერმე გავზარდოთ საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობები, ისე, რომ არ გავზარდოთ რიცხოვნობა. ძლიერი სამხედრო კომპონენტის არსებობა კი, თავად არის  ომის პრევენციის ძირითადი ფაქტორი.

21-ე საუკუნის ქართული არმია
21-ე საუკუნის ქართული არმია
მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ+995(32) 2 72 35 35;  
ელფოსტაstratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდიmod.gov.ge

რისთვის იბრძვიან ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში ნატოს ოპერაციებში

ხშირად დასმული კითხვები

  • საქართველო, როგორც ცივილური სამყაროს ღირსეული წევრი, აქტიურად მონაწილეობს გაეროს, ევროკავშირისა და ნატოს ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო მისიებში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
  • საქართველოს შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობა ნათლად წარმოაჩენს, რომ საქართველო ჩამოყალიბდა როგორც უსაფრთხოების მიმწოდებელი ქვეყანა და დაამტკიცა მსოფლიო უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანის უნარი.
  • ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, ნებაყოფლობით, ამაყად დგანან მოკავშირეთა ჯარისკაცების გვერდით, პირნათლად ასრულებენ დაკისრებულ ამოცანებს და იღებენ საბრძოლო გამოცდილებას. ეს საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზრდის.
  • გარდა ამისა, ქართველი სამხედროები გადიან გადასროლისწინა მომზადებას და ნატოს წევრი ქვეყნების ინსტრუქტაჟით მაღალი დონის წვრთნებში მონაწილეობენ. დღეისათვის 12000-ზე მეტმა ქართველმა სამხედრომ შესაბამისი წვრთნები გაიარა და ავღანეთში ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების ოპერაციაში (ISAF) მიიღო მონაწილეობა. შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილი  ნატოსთან თავსებადობის მაღალი დონით სარგებლობს, რაც ქართული ჯარის თავდაცვისუნარიანობას მნიშვნელოვნად აძლიერებს.
  • თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში, ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ან მის საზღვრებთან არ ხორციელდება. რადიკალური ისლამისტური ძალები, რელიგიის ფასადს ამოფარებული ექსტრემისტული დაჯგუფებები, პოლიტიკურ იდეოლოგიაზე დგანან და დასავლეთის ღირებულებებს ებრძვიან. აღნიშნულ გამოწვევებთან ბრძოლა მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი პოზიციითა და გაერთიანებული ქმედებებით არის შესაძლებელი.
  • ნატოს ISAF -ის ოპერაცია ავღანეთში ალიანსის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო მისიას წარმოადგენდა. დღეს ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის ოპერაცია მიმდინარეობს, რომელსაც საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
  • საქართველო, რომელიც ნატოს წევრობისკენ მიისწრაფვის, საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობით ნათლად ამტკიცებს, რომ იქ, სადაც ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალები იცავს საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას, ამავდროულად იცავს საქართველოს უსაფრთხოებას.

რისთვის იბრძვიან ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში ნატოს ოპერაციებში

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული 
კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ+995(32) 2 72 35 35;  
ელფოსტაstratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდიmod.gov.ge

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა დოლიძის ინტერვიუ

თქვენ პირადად კურირებთ განათლების მიმართულებას უწყებაში. რატომ გახდა აუცილებელი ამ მიმართულების გააქტიურება?

განათლება, სამინისტროს  პრიორიტეტი ადრეც იყო, მაგრამ  დღეს, როცა ინტენსიურ ეტაპზე ვართ პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების გააქტიურების მხრივ, განათლების საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. გარდა ამისა, ჩემი აზრით, განათლება არის მთავარი სოციალური მობილობის საშუალება. ანუ, დემოკრატიულ საზოგადოებაში მობილობა ერთი სოცილურ-ეკონომიკური ფენიდან მეორეში ხდება არა ნეპოტიზმის, ნაცნობობის საფუძველზე, როგორც ეს აქამდე ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, არამედ, დამსახურების საფუძველზე. დამსახურებაში კი მთავარი კრიტერიუმი ყოველთვის განათლებაა. რა რესურსსაც ადამიანი ჩადებს საკუთარ თავში, როგორც იშრომებს და განავითარებს საკუთარ შესაძლებლობებს, ამის მიხედვით უნდა შეძლოს  წარმატების მიღწევა.  იგივე ეხებათ ჯარისკაცებს. ჩვენი ხედვის თანახმად ჯარი უნდა იყოს აგებული შემდეგ პრინციპზე – სოცილური მობილობა ჯარის შიგნით!  რანგებს შორის სვლა უნდა ხდებოდეს პირველ რიგში კომპეტენციის და განათლების მიხედვით. ეს სისტემა რომ დაინერგოს, ამისთვის,  რა თქმა უნდა, გვჭირდება ინვესტიციების ჩადება განათლების სისტემაში.

ანა დოლიძე
ანა დოლიძე

კონკრეტულად რა პროექტები დაიგეგმა ამ მიმართულებით? გთხოვთ, მოგვიყვეთ განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე

რამდენიმე პრიორიტეტია, რომელიც გვინდა რომ განვახორციელოთ 2015-2016 წლებში. პირველი, ეს არის სამაგისტრო პროგრამის შემოღება. სამინისტროში დიდი ხანია საუბრობენ სამაგისტრო პროგრამის შექმნის აუცილებლობაზე, მაგრამ სამწუხაროდ, კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა.  ვფიქრობთ, რომ მარტში უკვე დავამტკიცებთ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისთვის სამაგისტრო პროგრამას თავდაცვის ანალიზში. გარდა ამისა, სექტემბრისთვის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სპეციალიზაციის ორ კურსს (ინფორმაციული ტექნოლოგიები და მენეჯმენტი) დაემატება ბაკალავრიატი თავდაცვის ანალიზის მიმართულებით. ვფიქრობთ, რომ აქამდე არსებული კურსები საკმარისად ვერ პასუხობდა გამოწვევებს. ეს კურსი კი მოგვცემს შესაძლებლობას, გვყავდეს ოფიცრები, რომლებსაც ეცოდინებათ რა არის შეიარაღებული ძალები, რას ემსახურება, რა არის თავდაცვა და კონკრეტულად თავდაცვის სამინისტრო, როგორ გეოპოლიტიკურ სივრცეში ვართ  და ა.შ. ამის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმა – ვისაუბროთ ერთ ენაზე, რაც გულისხმობს ინგლისური ენის მაღალ დონეზე შესწავლას. ფაქტია, რომ ამ რეფორმას სჭირდება სერიოზული გადახალისება. საჭიროა ახალი მეთოდიკების შემოტანა, დანერგვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვყავს ბევრი სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც იცის ინგლისური ენა, თუმცა, ეს რაოდენობა ნამდვილად არ არის  ჩვენი ამოცანებისთვის საკმარისი. შესაბამისად, ვგეგმავთ, გადავახალისოთ ინგლისური ენის სისტემა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, ეს არის  ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების სასწავლებლად უცხოეთში გაგზავნა, მათი შერჩევა და დასაქმება დაბრუნების შემდეგ. ბევრი პრობლემა გვაქვს. საკმაოდ დიდი რაოდენობით ხალხს ვაგზავნით ყოველ წელს სასწავლებლად, თუმცა უკან დაბრუნებულებს გარანტირებულად დასაქმებას ვერ ვთავაზობთ. ჩვენი რეფორმის ფონზე, უნდა შეიქმნას სისტემა, რომელიც სამხედრო სფეროში მიღებული ცოდნით დაბრუნებულ სამხედროებს დაუგეგმავს მომავალ საქმიანობას. შეიცვლება შერჩევის სისტემაც. გახდება მეტად გამჭვირვალე. თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს ექნება შესაძლებლობა, თავად შეიტანოს საკუთრი მონაცემები კონკურსზე და არ დაელოდოს ხელმძღვანელის ან მეთაურის განწყობასა და ნომინაციას, როგორც აქამდე ხდებოდა. ასევე მნიშვნელოვანი რეფორმა არის ნატოს სკოლის შექმნა. მოგეხსენებათ, რომ ვარშავის სამიტზე მიღებული პაკეტის ფარგლებში უნდა გავხსნათ სკოლა და ეს სკოლა იქნება ადგილი, სადაც  გავწვრთნით ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროსა და სხვადასხვა უწყების თანამშრომლებს და ჩვენს ცოდნას გავიტანთ რეგიონში, პარტნიორ ქვეყნებში. ამ სკოლამ საქმიანობა ზაფხულის დასაწყისში უნდა დაიწყოს.

რა განწყობა აქვთ სამხედროებს  განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე?

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ და ალბათ,  ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ შევძლოთ და ამ ტიპის ინფორმაციები დავიყვანოთ რიგით ჯარისკაცამდე. თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტი, ყოველთვიური გამოცემა „ნიუსლეთერიც“ ხომ ამ მიზანს ემსახურება? სამხედროებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ გახსნილია გარკვეული კურსი, ხელმისაწვდომია მონაწილეობა და ცნობილია  დეტალები, რომელსაც კონკურსი ითვალისწინებს. მათ უნდ იცოდნენ, რომ საფრანგეთში, ინგლისში ან ნებისმიერ ადგილას სასწავლებლად წასვლა ძალიან რეალურია. ამგვარი ინფორმაციის გავრცელებას ჩვენ უზრუნველვყოფთ მედიით, რეგიონებში სიარულით, პირდაპირი კომუნიკაციით და სწორედ ამ საქმეს ემსახურება ეს ინტერვიუც, რომელსაც ჯარისკაცები სამინისტროს ინფორმაციულ ჟურნალში წაიკითხავენ. განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები თითოეული ჯარისკაცისთვის მნიშვნელოვანია და მათ ეს იციან.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული
კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ+995(32) 2 72 35 35;  
ელფოსტაstratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდიmod.gov.ge

სამშვიდობო მისიებში მონაწილე ბიჭები უდიდესი ძალა და შეუფასებელი განძია ჩვენი ქვეყნისთვის – ინტერვიუ გიორგი არაბულთან

თქვენი გზა სამხედრო სამსახურამდე

ჩემი ბავშვობა თბილისს უკავშირდება. აქ დავიბადე, გავიზარდე, დავამთავრე საშუალო სკოლა, მივიღე უმაღლესი განათლება. პროფესიით იურისტი ვარ. სავალდებულო სამხედრო სამსახურმა ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა.  სასაზღვრო ჯარში სავალდებულო გაწვევას თავი ვერ ავარიდე. გულწრფელად გითხრათ, ამის სურვილი არ მქონდა. მაგრამ ის, რაც თავიდან უინტერესო მეგონა, დროთა განმავლობაში ჩემი მთავარი ინტერესის სფერო გახდა. ნელ-ნელა მოვიდა მთავარი განცდა, საკუთარ თავს ვპოულობდი. სავალდებულო ვადის ამოწურვის შემდეგ კონტრაქტი ჩემივე სურვილით გავაგრძელე. ცოტა მოგვიანებით ქვეყნის თავდაცვის უწყებაში გადმოვედი და ეს კიდევ განსხვავებული აზარტი იყო.  დღეს ბედნიერი ვარ, ამ საქმეს რომ ვემსახურები. იცით, რა განცდაა, როდესაც ღამე მშვიდად გძინავს? ბედნიერი ხარ, რომ შენ შენს ქვეყანას იცავ! ამ საქმეს, ამ გრძნობას არაფერში გავცვლიდი. მიხარია, რომ ჩემი ცხოვრება, სწორედ, ამ გზით წარიმართა.

როდის და რატომ გადაწყვიტეთ სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა?

ავღანეთის მისიაში წასვლამდე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან ერთი წელი ამერიკაში, ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტაში, ბაზა ფორტ ბენინგზე სამხედრო მიმართულებით სხვადასხვა კურსი გავიარე. რასაც თეორიულად ისწავლი, ის აუცილებლად უნდა გამოცადო პრაქტიკაში.  ვმონაწილეობდი 2008 წლის აგვისტოს ომში. ვეტერანი ვარ, თუმცა, ამის შემდეგ დიდი დრო გავიდა და ცოდნაც გავიმდიდრე. აუცილებლად უნდა გამომეცადა საკუთარი თავი პრაქტიკაში. მთავარი მოტივაცია და მიზანიც ეს იყო.

გიორგი არაბული
გიორგი არაბული

რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას?

საქართველო მცირე ძალის მქონე ქვეყანაა. სამშვიდობო მისიები ბევრი კუთხით არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ჯარისკაცებისთვის. პირველ რიგში, საერთაშორისო მხარდაჭერის განმტკიცების კუთხით. თუ ჩვენ ვმონაწილეობთ სამშვიდობო მისიებში, ეს ნიშნავს, რომ ძლიერი ქვეყნების პარტნიორი ქვეყანა ვართ. ეს ურთიერთობები ორმხრივია. ჩვენი მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში სხვებს ავალდებულებს, რომ გასაჭირში არ მიგვატოვონ. შეიძლება არასრული სპექტრით, მაგრამ დიპლომატიური კუთხით მაინც დაგვიდგებიან გვერდში და ამის მაგალითებიც გვაქვს. მეორე მხრივ, შეირაღებული ძალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გამოცდილების მიღება. არმია ცოცხალი ორგანიზმია. თუ ყოველდღიურად არ ივარჯიშა, არ გაიწვრთნა, თუ არ იმოქმედა, ერთ ეტაპზე გაჩერდება და ეს სარგებელს ვერ მოუტანს ქვეყანას. სამშვიდობო მისიებში მონაწილე ბიჭები უდიდესი ძალა და შეუფასებელი განძია ჩვენი სამშობლოსთვის.

როგორ შეხვდა ოჯახი თქვენს გადაწყვეტილებას?

ოჯახს, რა თქმა უნდა, ძალიან გაუჭირდა ჩემს გადაწყვეტილებასთან შეგუება. განსაკუთრებით დედაჩემს. პროტესტი იყო თავიდან, სამხედრო კარიერის დასაწყისშიც, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას თავად ვიღებ, ამიტომ ოჯახი ნელ-ნელა ეგუება ჩემი ცხოვრების სტილს. უკვე პროფესიონალი სამხედრო ვარ და თავად გადავწყვიტე ამ გზაზე დავმდგარიყავი.

შთაბეჭდილებები, რომელიც ავღანეთიდან ჩამოგყვათ

ავღანეთში ჩასვლისას კულტურული შოკი მივიღე. სულ სხვა რეალობის წინაშე დავდექი. მოვხვდი გარემოში, სადაც ყოველდღე გადარჩენისთვის იბრძვიან. მუდმივ შიშს, მოულოდნელ თავდასხმებს ადგილობრივები შეგუებულები არიან და მიუხედავად ყველაფრისა, მათ ყოველდღიურობაზე ეს არ აისახება. ჩვენ ავღანელ ხალხს თალიბანის აგრესიული ქმედებებისგან თავის დაღწევაში ვეხმარებით. ვისაც ეხმარები, მათ უნდა იცნობდე. უნდა იცოდე რას ფიქრობენ, რას გრძნობენ, სხვანაირად  დახმარებას ვერ შეძლებ. ამ ხალხთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან უცნაური გამოწვევა იყო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ადამიანები სულ სხვა რეალობაში ცხოვრობენ და სანამ იქ ხარ, უნდა მიიღო მათი ცხოვრების სტილი. თუმცა, ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი გამოცდილი სამხედროების თვალები იყო. უყურებ თვალებში და მათ განვლილ ცხოვრებას ხედავ, გგონია რომ ყველაფერი ამოიკითხე, მაგრამ ხვდები, რომ სივრცეში იკარგები. ეს არასდროს დამავიწყდება.

დღე, რომელმაც თქვენი ცხოვრება შეცვალა

ჰელმანდის რაიონის დიდ სოფლებში ვატარებდით ოპერაციებს, სადაც გარკვეული აგრესორი დაჯგუფება აქტიურობდა. ერთ-ერთი ოპერაციის დროს დაგვევალა,  4 დიდი ზომის სახლის გაწმენდა პოტენციური თავდამსხმელებისგან. 2 სახლის გაწმენდა ორმხრივი შეტაკების ფონზე, 2-3 საათი მიმდინარეობდა, თუმცა მიზანს მივაღწიეთ. მესამე სახლისკენ მივდიოდით, როდესაც ნაღმზე ავფეთქდი. გონება არა, მაგრამ მხედველობა დავკარგე. 25 წუთში მოვიდა მედევაკი, სამედიცინო ევაკუაცია. უახლოეს ბაზაზე გადამიყვანეს, სადაც ბრიტანელების ჰოსპიტალი იყო. იქ დავიძინე და 5 დღეში გერმანიაში გავიღვიძე. მხედველობა თვალების გასუფთავების შემდეგ მალევე დამიბრუნდა. ინცინდენტის შემდეგ ერთი ქვედა კიდური დავკარგე, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდანაც არაფერს შევცვლიდი. ყველაფერს გააზრებულად ვაკეთებდი. ალბათ, უფრო ფრთხილად ვიქნებოდი. მაგრამ მე ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მიმაჩნდა საჭიროდ. საბედნიეროდ, ჩემ გარდა არავინ დაშავებულა. ამიტომ არაფერს შევცვლიდი.

დღეს რას საქმიანობთ?

გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ მცირე პაუზა მქონდა. რეაბილიტაციისთვის იყო საჭირო. ამჯერად, რეინჯერების მოსამზადებელი სკოლის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი ვარ. ვაგრძელებ ჩემს სამხედრო კარიერას. სწავლების შემდეგი ეტაპი 2 წელიწადში მიწევს. ეს იქნება ყველაზე მაღალი დონის სწავლება, რაც აქამდე გამივლია. მაიორი ვარ და შემდეგი წოდებისთვის მჭირდება სწავლის გაგრძელება.

როგორ შეაფასებდით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერას დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მიმართ?

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რესურსისა და შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურს აკეთებს. მე პირადად არასდროს მიგრძვნია უყურადღებობა. რაც მთავარია, სამინისტროში არ არის კომუნიკაციის პრობლემა.  ნებისმიერ დროს, ნებისმიერ თემაზე შემიძლია საუბარი უწყების წარმომადგენლებთან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთი საერთო საქმე გვაერთიანებს და ეს ქვეყნის თავდაცვაზე ზრუნვაა. მინისტრთან გვქონდა შეხვედრა და იქაც აღვნიშნე, დღეს ძალიან აქტუალურია სოციალური მიმართულებები. ეს ლოგიკურია და ასეც უნდა იყოს. მაგრამ ასეთივე წარმატებით უნდა გააქტიურდეს განათლების საკითხი. როგორც ვიცი, ამ კუთხითაც სასიამოვნო სიახლეები გვაქვს.  20, 22 და 25 წლის დაჭრილი ბიჭები გვყავს, რომლებსაც ახალი რეალობა სჭირდებათ ცხოვრებაში. მათ უნდა მიიღონ განათლება, ახალ რეალობაში უნდა იპოვონ თავი და ამაში ჩვენ უნდა დავეხმაროთ.

რას ეტყოდით დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, მათ, ვინც ახლა აპირებს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას მიღებას?

არ არსებობს ეტაპი, რომელიც არ მთავრდება. არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ვერ მოერევი. მთავარია, სწრაფად შეძლო ადაპტაცია. უნდა გჯეროდეს, რომ ყოფით პრობლემებზე ძლიერი შენ ხარ. ყველას აქვს იმის ძალა, თავი დააღწიოს სირთულეს, ნებისმიერი სახის სირთულეს – უბრალოდ უნდა დაინახო ეს შესაძლებლობა საკუთარ თავში.  ყოველთვის უნდა იარო ახალი მიზნებისკენ და შეიძლება საერთო საქმესაც ემსახურო, მთავარია ეს იპოვო.

ბიჭებს კი, რომლებიც სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის ემზადებიან ვეტყვი – საკუთარ თავში პროფესიონალი უნდა იპოვოთ. გაითვალისწინეთ სხვისი დაშვებული შეცდომები, ასე უკეთ ისწავლით. გამოწვევა ბევრია და ამას წინასწარ ვერასდროს განჭვრეტთ, თუმცა, იხელმძღვანელეთ უკვე დაშვებული შეცდომებითაც.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული 
კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ+995(32) 2 72 35 35;  
ელფოსტაstratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდიmod.gov.ge

ინტერვიუ თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან

7 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ალიანსის მომავალი წევრობისთვის ნატოს წევრი ქვეყნების მხარდაჭერა მოიპოვა. საქართველო „ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, სანდო და პატივსაცემი პარტნიორია, თუმცა, მას ჯერ კიდევ არ აქვს მკაფიოდ განსაზღვრული სახელმძღვანელო ნატოში გაწევრებისთვის სამოქმედო გეგმის სახით, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა IHS Jane’s-თან ინტერვიუში.

თინათინ ხიდაშელი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მაისიდან ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ  არსებული შეყოვნებების მიუხედავად მას მტკიცე პოზიცია აქვს და აღნიშნავს, რომ 2 დეკემბერს მონტენეგროს  მიწვევა ნატოში „ნატოს შეუქცევადი ღია კარის პოლიტიკის ნათელი გზავნილია  და  ძლიერ გარანტიას წარმოადგენს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ალიანსის წევრობისკენ მიისწრაფვიან“.

მინისტრი იმედოვნებს, რომ ნატოს მომავალი სამიტის დეკლარაციის ტექსტში საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი გაწევრების გზაზე მკაფიოდ იქნება ასახული, თუმცა, ტექსტის საბოლოო ვარიანტი საქართველოს და ალიანსის წევრი ქვეყნების შეთანხმების საგანი იქნება.  ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აგვისტოში განაცხადა, რომ საქართველო „სწორ გზაზე დგას“  ნატოსთან ურთიერთობებში. სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში  წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი ოფიციალურად დააფუძნა. მნიშვნელოვან პროგრამას უნდა ჩაენაცვლებინა გაწევრების სამოქმედო გეგმა, რომელსაც რუსეთი შეეწინააღმდეგა.

„2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული აგრესია, აბსოლუტურად მიუღებელი ქმედებები უკრაინაში, ყირიმის ანექსია, გაუგებარი და დამაბნეველი სამხედრო ინტერვენცია სირიის კონფლიქტში მოითხოვს მტკიცე, ადეკვატურ და გაბედულ რეაქციას დასავლეთისგან, – აღნიშნავს ხიდაშელი.

იგი შიშობს, რომ „ომი აღმოსავლეთ უკრაინაში შესაძლებელია გადაიზარდოს მასშტაბურ საფრთხეში და დამანგრეველი შედეგები მოუტანოს ევროპის უსაფრთხოების გარემოს“ და „საქართველოს, როგორც ცივილური სამყაროს ღირსეული წევრის, მარტო დატოვება რუსეთის საფრთხის წინაშე, დასავლეთის უპატიებელი შეცდომა იქნება.

რუსეთის მიერ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ სამხედრო ოკუპაცია გადაიქცა შედარებით სტაბილურ უსაფრთხოების რეჟიმად, სადაც 7 წელზე მეტია ქართულ და რუსულ მხარეებს არ გაუკეთებიათ განცხადება  ძალადობის სერიოზული ფაქტების შესახებ. როდესაც რუსეთმა  ორივე სუბიექტი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, „სამხრეთ ოსეთის“ ხელმძღვანელობამ რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ გეგმები შეიმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები განახლდა, თითქოს განახლებულმა დიპლომატიურმა დიალოგმა კრახი განიცადა. ამავდროულად, რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა „სამხრეთ ოსეთის“ საბჭოთა კავშირის დროინდელი ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ სასაზღვრო მავთულხლართების განლაგება დაიწყეს.

ხიდაშელის განცხადებით, „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები საკუთარ პოლიტიკას  არაკონფრონტაციის პრინციპებზე აფუძნებს, შედარებითი „მშვიდობა“ ძალიან პირობითია. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა  საქართველოს იმ მოქალაქეების დაკავებებზე, რომლებიც რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს კვეთენ და ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ ევროკავშირის მონიტორინგის მისიისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოპერირების  აკრძალვაზე, რომელიც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პირობების დაცვის მიზნით შეიქმნა.

,,ქართული მხარე სტრატეგიული მოთმინების რეჟიმშია და „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის მოსახლეობასთან ნდობის აღდგენის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას განაგრძობს’’, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. ეს ძალისხმევა მოიცავს ფარული სოციალური მხარდაჭერის პროგრამებს, რომელთა ღირებულება 1 მილიონ ამერიკულ დოლარს აღემატება.

ამავდროულად, ქვეყნის შეიარაღებული ძალები მსხვერპლის ხარჯზე აგრძელებს ავღანეთის კონფლიქტში მონაწილეობას, სადაც საქართველოს გადასროლილი ჰყავს 750 სამხედრო მოსამსახურე და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კონტრიბუტორ ქვეყანას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში. 31 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ასობით დაიჭრა ავღანეთში. უკანასკნელად, მსხვერპლი სექტემბერში, თალიბების მიერ ბაგრამთან მდებარე საჰაერო ბაზაზე თავდასხმის დროს იყო. აშშ-ის მთავრობის მიერ ახლახან გაკეთებული განცხადების საფუძველზე, რომ იგი გააგრძელებს სამხედრო მისიას ავღანეთში 2016 წლის ბოლომდე, ხიდაშელმა აღნიშნა, რომ „საქართველო მზად არის შეინარჩუნოს  სამხედრო ძალები ავღანეთში ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, სანამ ამის საჭიროება იქნება.

ხიდაშელი მე-17 თავდაცვის მინისტრია საქართველოს 25-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიის განმავლობაში; მეზობელ სომხეთს იმავე პერიოდში მხოლოდ 6 თავდაცვის მინისტრი ჰყავდა, რუსეთს 7, აზერბაიჯანს 8, ხოლო, თურქეთს – 11. მინისტრს სწამს, რომ ცვლილებების მაღალი მაჩვენებელი „ბუნებრივი და ლოგიკურია, რადგან საქართველომ „საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ძალიან სწრაფი და დინამიკური განვითარების გზა აირჩია.

ქვეყნის პირველმა ქალმა თავდაცვის მინისტრმა, მისი მინისტრობის პერიოდში მიღწეული პროგრესი გენდერული თანასწორობის კუთხითაც აღნიშნა. ,,არსებობს სტრატეგია, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით და თითოეულ სტრუქტურულ ქვედანაყოფს უზრუნველვყოფთ შესაბამისი ცოდნითა და სწავლებით’’, – განაცხადა მინისტრმა. „საქართველოს მთავრობაში პირველად დავაფუძნეთ და განვავითარეთ გენდერული მრჩევლების ინსტიტუტი და შევქმენით სპეციალური საბჭო, რომელიც ამ მიმართულებით ინსტიტუციური მექანიზმების განვითარების ზედამხედველობას უზრუნველყოფს.

2015 წლის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში 28.5% ქალი და 71.5% კაცი ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობს. დასაქმებულთა სრული რაოდენობიდან 45.8% ქალია და 54.2 % – კაცი.

ნატოსთან მჭიდრო ურთიერთობებისა და მიმდინარე შიდა რეფორმების გარდა, საქართველომ გაზარდა სამხედრო შესყიდვები დასავლეთში. გასულ ზაფხულს ხიდაშელმა ხელი მოაწერა შეთანხმებას „ThalesRaytheonSystems“ – ერთობლივ ფრანგულ-ამერიკულ საწარმოსთან და ევროპული სარაკეტო სისტემების მწარმოებელ MBDA -სთან – საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემების განახლების მიზნით, სხვა დეტალები კი საიდუმლოდ რჩება.

ინტერვიუ გამოქვეყნებულია  „ IHS Jane’s Defence Weekly“- ის 2015 წლის 16 დეკემბრის ნომერში
თინათინ ხიდაშელი: „საქართველოს, როგორც ცივილური სამყაროს ღირსეული წევრის, მარტო დატოვება რუსეთის საფრთხის წინაშე, დასავლეთის უპატიებელი შეცდომა’’
თინათინ ხიდაშელი: „საქართველოს, როგორც ცივილური სამყაროს ღირსეული წევრის, მარტო დატოვება რუსეთის საფრთხის წინაშე, დასავლეთის უპატიებელი შეცდომა’’
მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ+995(32) 2 72 35 35;  
ელფოსტაstratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდიmod.gov.ge

კიდევ ერთი ხანძარი ხოფის ბაზრობაზე

ბათუმში, ეგრეთ წოდებულ ხოფის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ თვითმხილველებმა დაუდასტურეს.

“ხანძარი გაჩნდა მე-8 რიგში. ეს ის რიგია, სადაც გაზის ბალონები იყიდება. ახლა ცეცხლი უკვე ჩააქრეს, მხოლოდ კვამლი ამოდის. სახანძროს მანქანები ახლაც მობილიზებულია“, – უთხრა „ბათუმელებს“ თვითმხილველმა, რომელიც ბაზრობაზე მუშაობს.

სახანძრო სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის ინფორმაციით, ცეცხლი მოდებული ჰქონდა პლასტმასების ერთ-ერთ მაღაზიას, მაგრამ მეხანძრეებმა დროულად მიუსწრეს  და ცეცხლი  ლოკალიზებულია.

ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

2014 წელს ამ ბაზრობაზე ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

თებერვლის პირველ კვირაში ბათუმში ყინვა მოსალოდნელი არ არის

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, პირველ თებერვალს ბათუმში მშრალი ამინდი შენარჩუნდება, იწვიმებს 2 თებერვალს, ხოლო 3 თებერვლიდან 7 თებერვლამდე კვლავ მშრალი ამინდია მოსალოდნელი.

პირველ თებერვალს ღამით ჰაერის ტემპერატურა ბათუმში დაახლოებით +2, +4 გრადუსი იქნება [ეს ტემპერატურა ღამის საათებში, ფაქტობრივად, მთელი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება]. დღისით, ბათუმში ჰაერი +10 გრადუსამდე, ხოლო 3 თებერვლიდან +13 გრადუსამდე გათბება.

2 თებერვალს ითოვებს აჭარის მაღალმთიანეთში, სადაც პროგნოზით 3 თებერვლიდან გამოიდარებს. ღამით მთაში [გოდერძის უღელტეხილის გამოკლებით] ჰაერის ტემპერატურა იქნება -3, +5, ხოლო დღისით +3 დან +7 გრადუსამდე.

ბათუმის ნავსადგურში ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე ტანკერი დააკავეს

ბათუმის საზღვაო ნავსადგურში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, ლიბერიის დროშით მცურავი ტანკერი „POULOPOM“ დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის გადახდა – 50 000 ლარის ოდენობით.

გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა-1 მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

მირანდა ჩარკვიანი ვაჟა-ფშაველას #13-ზე: შესაძლოა უფრო მეტი ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო საჭირო

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო სამუშაოებისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლომ კომპანია „სლავა 2015“ 10 000 ლარით დააჯარიმა. კომპანიის იურისტი ამბობს, რომ მათ არ იცოდნენ მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი თუ იყო. მოითხოვს თუ არა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ძეგლის აღდგენას, რის საშუალებასაც კანონმდებლობა იძლევა? ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელები“ სააგენტოს ხელმძღვანელს, მირანდა ჩარკვიანს ესაუბრა.

სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ აპირებს თუ არა სააგენტო ისევ გააგრძელოს დავა სასამართლოში, ამჯერად ძეგლის აღდგენის მოთხოვნით?

გავმიჯნავ ორ პროცესს, რაც ახლა მიმდინარეობს.  ერთი – ძეგლის დანგრევის გამო სისხლის სამართლის საქმეს იძიებს პროკურატურა და ეს სხვა პროცესია, იქ უნდა გამოვლინდეს იყო თუ არა დანაშაული და თუ იყო – ვინ არის დამნაშავე და შემდეგ ადეკვატური სასჯელი დადგეს.
ახლა სასამართლოში რაც მიდიოდა, ეს იყო სხვა პროცესი. ჩვენ ვნახეთ, რომ მძიმე ტექნიკა მუშაობდა ძეგლის ნაკვეთზე, შევაჩერეთ სამუშაოები, გამოვიძახეთ ზედამხედველობის სამსახური და პატრული და მივმართეთ სასამართლოს, რადგან ტერიტორიაზე მიდიოდა უკანონო სამუშაოები. პირველ ჯერზე მიმართვის დროს მაქსიმალური შეგიძლია 10 000-ლარიანი ჯარიმა მოითხოვო და მოვითხოვეთ ეს ჯარიმა, რადგან ტერიტორია სუფთავდებოდა და ხდებოდა ე.წ. საძირკვლის ამოღება და ეს პროცესი იყო უკანონო. იმ შემთხვევაში, თუ უკანონო სამუშაოები გაგრძელდება, ჩვენ კანონმდებლობა საშუალებას გვაძლევს ისევ მივმართოთ სასამართლოს და ჯარიმის ოდენობა გავასამმაგოთ, შემდეგ ისევ და ასე შემდეგ. ანუ ნებისმიერი ტიპის სამუშაო ამ ტერიტორიაზე ექვემდებარება სანებართვო პროცედურებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვიყენებთ საჯარიმო სანქციებს.

რაც შეეხება მეორე საქმეს. მას შემდეგ რაც ძიება დასრულდება და საბოლოო შედეგი დადგება, შესაძლებელია დაიწყოს საქმის წარმოება, ანუ ნებართვის მაძიებელმა მომართოს სააგენტოს. როცა ეს პროცესი ჩაირთვება, ვფიქრობ ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნება, ზუსტად იმავე ტიპის, მაქსიმალურად იმასთან მიახლოებული შენობა აღდგეს, რაც იქ იყო. თუმცა ამას მხოლოდ სააგენტოს ხელმძღვანელი ვერ წყვეტს, მრჩეველთა საბჭომ უნდა იმსჯელოს ამაზე და ამის შემდეგ უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული.

კომპანიის იურისტი აღნიშნავს, რომ არ ეთანხმებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას და აპირებენ გასაჩივრებას. მათი მთავარი არგუმენტია, არ იცოდნენ, რომ ეს იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ამის შესახებ უნდა მიეღოთ ოფიციალური შეტყობინება სააგენტოსგან და გაფრთხილება. ზოგადად უშვებთ თუ არა შესაძლებლობას, რომ ეს მათ არ იცოდნენ?

ეს გამორიცხულია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს პროცესი იყო საჯარო და სატელევიზიო ჩანაწერიც არსებობს, სადაც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ყველაფერს ათანხმებენ სააგენტოსთან.

ჩვენ გვქონდა გაფრთხილების წერილიც, რომელსაც სამი დღე დაატარებდა კურიერი, არ იბარებდნენ და ჩვენი საქმისწარმოების სპეციალისტი ურეკავდა ყოველ დღე და სთხოვდა, რომ სად მოგიტანოთ ეს წერილი, სად გადმოგცეთო და არ იბარებდნენ, რომ არ დაფიქსირებულიყო ეს ჩაბარება. ასე, რომ ძალიან კარგად იყვნენ ამის შესახებ ინფორმირებული და ამის მოწმეებიც არსებობენ.

ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე ძეგლთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად რა კითხვაც ჩნდება, ეს არის სააგენტოს დროული რეაგირების საკითხი: დროზე რატომ ვერ მოახერხა სააგენტომ ჩარევა და ძეგლის გადარჩენა? „სლავა 2015“ იურისტმაც სწორედ ამას გაუსვა ხაზი, როცა თქვა, რომ მერიაც და სააგენტოც ხედავდნენ, რომ მიმდინარეობდა დემონტაჟი და თუ ძეგლი იყო, დროზე შეეჩერებინათ ეს პროცესიო..

შვიდი თვის განმავლობაში დაახლოებით კვირაში ორჯერ ვხვდებოდით კომპანიის წარმომადგენლებს მე და ჩემი თანამშრომლები. პირველივე უკანონო სამუშაოები რომ შევაჩერეთ დემონტაჟის, იმის შემდეგ გვქონდა ინტენსიური მცდელობა, რომ სწრაფად მოემზადებინათ რეაბილიტაციის პროექტი და გვერდით მდებარე ნაკვეთებში [ეს ნაკვეთები მერიის დაქვემდებარებაშია, რადგან ძეგლის სტატუსი არა აქვს] გადაეთამაშებინათ მოცულობები კანონმდებლობის ფარგლებში, ისე, რომ ეს ძეგლს არ შეხებოდა. ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ინტენსიურად და ჩვენ ბოლომდე გვქონდა იმედი. ათასგზის გავაფრთხილე მფლობელი, რომ საკმარისია ძეგლს შეეხოთ და მივმართავთ პროკურატურას. ეს შეიძლება თვალსაჩინო არ იყო და ყველა შეხვედრა ჩვენ არ გაგვიშუქებია, მაგრამ ეს იყო ინტენსიური პროცესი და საბოლოო ჯამში ის, რომ არარელევანტური და არაადეკვატური აღმოჩნდა ვიღაც… მე არ ვფიქრობ, რომ ხვალ ამისგან დაზღვეული შეიძლება ვიყოთ ასი პროცენტით, იმიტომ, რომ არ არის ჩვენს ქვეყანაში კანონმდებლობა ისეთი მკაცრი, რომ ეს აშინებდეს ვინმეს. არც ცნობიერება არ არის შესაბამისი და ვერ გამოვრიცხავ, რომ ასეთი შედეგი შეიძლება ხვალ, ზეგ, მაზეგ კიდევ დადგეს, თუმცა, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ არ დადგეს.

სასამართლო პროცესზე კომპანიის წარმომადგენელმა ახსენა ზვიად ბურჭულაძის თემა, რომ მათ ჰქონდათ მოლაპარაკება, რომ ზვიად ბურჭულაძე გააკეთებდა პროექტს, თუმცა მან მოითხოვა 50 ათასი ლარი, რაც კომპანიას არ აწყობდა და ამას მოჰყვა უკმაყოფილება…

არანაირად არ ჩავრეულვარ არქიტექტორსა და კომპანიას შორის რა მოლაპარაკება მიდიოდა და საკონტრაქტო პირობებზე საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა. ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის. ჩვენ უბრალოდ ვთხოვეთ სწორი პროექტის მომზადება. ზვიად ბურჭულაძე არის სააგენტოს მრჩეველთა საბჭოს წევრი, ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც მას მიმართეს. მას ინტერესთა კონფლიქტი არ ჰქონია, იმიტომ, რომ როდესაც მოიტანა პროექტი, თქვა, რომ ის არ მონაწილეობდა ამ პროექტის შეფასებაში, რადგან ავტორი თვითონ იყო. მრჩეველთა საბჭოს მიერ მოწონებული იყო ეს ესკიზი. რაც შეეხება მათ კომერციულ გარიგებას, ეს ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს ცდება.

ახლა, შედეგის დადგომის შემდეგ, ფიქრობთ თუ არა, რომ სააგენტოს მეტის გაკეთება შეეძლო? რომ გქონდეთ შესაძლებლობა, სხვაგვარად მოიქცეოდით თუ არა?

კანონმდებლობით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ბერკეტი გამოვიყენეთ აბსოლუტურად. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ შესაძლოა უფრო მეტი ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელება იყო საჭირო, მაგრამ მე ბოლომდე იმედი მქონდა, რომ ეს ადამიანი მომყვებოდა თანამშრომლობაზე და აცნობიერებდა, რადგან გავაფრთხილეთ ბევრჯერ, რომ სისხლის სამართლის დანაშაულია ძეგლის ხელყოფა. მე ვფიქრობ, საკუთარი თავის მიმართაც კი მავნებლობა ჩაიდინა, იმიტომ, რომ ეს არ იყო ბიზნესისთვის კარგი გადაწყვეტილება. მე იმედი მქონდა, რომ ბიზნესისთვის რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებდა კომპანია და ამ გზით ივლიდა, იმიტომ, რომ მისთვის გაცილებით მომგებიანი იყო თუ დროზე მომზადდებოდა სწორი პროექტი, დროზე მიიღებდა ნებართვას და იმუშავებდა. ახლა ბიზნესი კიდევ უფრო დაზარალებულია და კიდევ ბევრი თვის განმავლობაში იქნება გაჩერებული, ვიდრე ძიება არ დასრულდება და საბოლოო შედეგი არ დადგება. უბრალოდ ნებისმიერ სანებართვო პროცედურაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

კანონმდებლობით ჩვენ მეტი შესაძლებლობა არ გვქონდა, მაგრამ ვფიქრობ, ალბათ მეტი ფსიქოლოგიური ზეწოლა შეიძლებოდა გაგვეხორციელებინა ან უფრო თვალსაჩინოდ აგვეხსნა, რომ ეს თქვენი ბიზნესისათვის არის წამგებიანი. არ ვიცი. რა თქმა უნდა, როცა დანაშაული ხდება, მერე ყველას აქვს იმის განცდა, რომ მეტი შეიძლებოდა გაკეთებულიყო. მომავალში ეს გამოცდილება იმას მოგვცემს, რომ უფრო მეტად ჩასაფრებულები ვიქნებით და ვიღაცის გონიერების იმედზე როგორც ჩანს, არ უნდა ვიყოთ. შეიძლებოდა მეტი გაგვეკეთებინა ალბათ, მაგრამ რა ფორმით, ამაზე უნდა ვიფიქროთ, რადგან კანონმდებლობა არ გვაძლევს მეტის შესაძლებლობას.

რა პროცესშია ახლა საქმის ძიება პროკურატურაში?

ჩვენ ყველა მასალა გადავეცით პროკურატურას, დეტალურად მივეცით ჩვენება, პროცედურულად რა ხდება, ვერ გეტყვით.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ აპირებთ თანამდებობის დატოვებას. ეს რამდენად მართალია?

ამაზე ოფიციალურ ფორმატში არ არის ლაპარაკი. გუშინ სოციალურ ქსელშიც დავწერე, რომ, რა თქმა უნდა, მთელი ცხოვრება არ ვაპირებ ერთ ადგილას მუშაობას, ზოგადად მიმაჩნია, რომ მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის დიდხანს ერთ ადგილას მუშაობა. ალბათ შევიცვლი სამსახურს, მაგრამ როდის, არ ვიცი.

ნანგრევები ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილას
ნანგრევები ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილას

კონკურსი სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსებისათვის

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „კონკურსებისა და ოლიმპიადების” ქვეპროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსებისათვის.
სამინისტრო „სასკოლო კლუბების ინიციატივების” ფარგლებში დააფინანსებს აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილ საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი, შემოქმედებითი და სპორტული მიმართულების ინიციატივებს.
დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 1000 ლარს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს წლის განმავლობაში ინიციატივების წარდგენა შეუძლიათ ორჯერ შესაბამისი მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში, სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური სააპლიკაციო ფორმის მიხედვით.
პირველი ეტაპი – 2016 წლის პირველი თებერვლიდან 2016 წლის 10 მარტის ჩათვლით, რომელთა განხორციელება დაგეგმილია 2016 წლის აპრილის, მაისისა და ივნისის თვეებში.
მეორე ეტაპი – 2016 წლის პირველი აპრილიდან 2016 წლის 10 ივნისის ჩათვლით, რომელთა განხორციელება დაგეგმილია 2016 წლის სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებში. სააპლიკაციო ფორმები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ბიზნესფორუმი „Wroclaw–Batumi“

პოლონეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ვროცლავში, საინვესტიციო ფორუმი „Wroclaw–Batumi“ მიმდინარე წლის 26 თებერვალს გაიმართება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი აჭარის მთავრობის ორგანიზებით აჭარის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში ჩატარდება:

„ბიზნესფორუმზე პოლონელი ინვესტორები და სხვა დაინტერესებული პირები აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს გაეცნობიან. ღონისძიების თანაორგანიზატორია პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეეზის სავოევოდოს მარშალის ოფისი“.

ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია ბათუმელ სტუდენტებს

„ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის“ ქვეპროგრამას ბათუმის მერია განახორციელებს. სტიპენდია გაიცემა წელიწადში ორჯერ. ამჯერად, 2015-2016 სასწავლო წლის პირველი და მეორე სემესტრის 50-50  ფრიადოსან სტუდენტზე. ქვეპროგრამასთან დაკავშირებით მერია საინფორმაციო-სარეკლამო რგოლსაც  ამზადებს.

როგორც ქვეპროგრამაშია აღნიშნული, სტიპენდია გაიცემა იმ საუკეთესო 50 სტუდენტზე, რომლებიც ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე არიან ჩარიცხულნი და რომლებიც  უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის მომენტისათვის რეგისტრირებულნი არიან ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ამასთან მიღებული აქვთ დადებითი შეფასება  (A) -ფრიადი (91 ქულა და მეტი) 2015-2016 სასწავლო წლის პირველი სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად .

სტიპენდია გაიცემა იმ სტუდენტებზე, რომლებიც სწავლობენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი და მეორე საფეხურის შემდეგ საგანმანათლებლო მიმართულებებზე/დარგებზე: ინჟინერია, არქიტექტურა, ბიზნესის ადმინისტრირება, ეკოლოგია/ გარემოსმცოდნეობა, საზღვაოსნო მეცნიერებები (საზღვაო ნავიგაცია/გემის მექანიკა/გემის ელექტრომექანიკა), განათლების მეცნიერებები და მასწავლებლის განათლება.  ბიოლოგია, კულტურული მემკვიდრეობა, ხელოვნება, ხელოვნებათმცოდნეობა, რესტავრაცია/ -კონსერვაცია და არქეოლოგია.

სტუდენტთა შერჩევა განხორციელდება კონკურსის წესით. კონკურსის ჩატარების წესსა და სხვა დამატებით პირობებს განსაზღვრავს ქ. ბათუმის მერი. ქვეპროგრამისთვის ბათუმის ბიუჯეტში 101 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ამ ქვეპროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაცვით ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე ჩარიცხული საუკეთესო 50 სტუდენტი, რომელთა საშუალო შეწონილი ქულა არის 91 და მეტი, მიიღებს ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიას 200 ლარის ოდენობით.

პროგრამაში აღნიშნულია, რომ თუ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ ორ ან მეტ სტუდენტს მიღებული აქვს თანაბარი ქულა, თანხა გაიცემა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულების ჯამით რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე რეიტინგის მიხედვით. თუ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ორ ან მეტ სტუდენტს მიღებული აქვს თანაბარი აბსოლუტური ქულების ჯამი, სტიპენდია გაიცემა შემდეგი თანმიმდევრობის დაცვით:

ა) ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ზოგადი უნარების გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად; ბ)  ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად; გ)  ერთიან ეროვნულ გამოცდაზე უცხოური ენის გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად.

ქვეპროგრამის ფარგლებში სტიპენდია გაიცემა სემესტრებში ერთხელ. 2015-2016 სასწავლო წლის პირველი სემესტრის განმავლობაში მიღებული შეფასებების მიხედვით სტიპენდია გაიცემა არაუგვიანეს 2016 წლის მაისის თვისა და ერთობლივად მოიცავს 4 სასწავლო თვეს.

თუკი სტუდენტი  შეინარჩუნებს დადებით შეფაესებას 2015-2016 სასწავლო წლის მეორე სემესტრისათვის, ის ავტომატურად ხდება პრეტენდენტი სტიპენდიის მიღებაზე.

2015-2016 სასწავლო წლის მეორე  სემესტრის განმავლობაში მიღებული შეფასებების მიხედვით, სტიპენდია გაიცემა არაუგვიანეს 2016 წლის ნოემბრისა და ერთობლივად მოიცავს  6 სასწავლო თვეს.

სტიპენდიის მისაღებად სტუდენტი განცხადებით მიმართავს ბათუმის მერიას [გასულ წელს პირველი სემესტრის სტიპენდიებთან დაკავშირებით განცხადებების მიღება მერიაში თებერვლიდან აპრილის თვის ჩათვლით პერიოდში მიმდინარეობდა].

რაც შეეხება საინფორმაციო რგოლს [ქრონომეტრაჟით 50-90 წმ], მერიამ მის დამზადებაზე გამარტივებული ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელშიც ორი პრეტენდენტი მონაწილეობდა: შპს „ბათუმი 2014“ [საბოლოო შეთავაზება  790 ლარი] და  შპს „სამეურვეო ტიხტიხი“ [საბოლოო შეთავაზება 789 ლარი]. საინფორმაციო რგოლის დასამზადებლად მერიას 1000 ლარი აქვს ბიუჯეტში.

გამარჯვებულმა კომპანიამ  მომსახურება უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში.

ხელვაჩაურში ქალის ცხედარი იპოვეს

31 იანვარს, დილით, ხელვაჩაურის მიმდებარედ, მდინარე ჭოროხის ნაპირთან ახლოს, ქალის ცხედარი იპოვეს.  ადგილზე გასული იყვნენ შსს ხელვაჩაურის განყოფილების, ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. „ბათუმელების“ ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით გვამს რაიმე დაზიანებები არ აღენიშნებოდა, სავარაუდოდ, ქალი გაიყინა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე საქმე აღძრულია საქართველოს სს კოდექსის 115-ე მუხლით [თვითმკვლელობამდე მიყვანა].

 

მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამა 2016 წელშიც გაგრძელდება

მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით [რომელიც საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა] წელს, 767 018 ფერმერი ისარგებლებს. თუმცა, სიების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დაზუსტების შემდგომ, შესაძლებელია ეს მონაცემი უმნიშვნელოდ დაკორექტირდეს.

როგორც გასულ წელს, მიმდინარე წელსაც პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარები სარგებელს მიიღებენ ორი გზით:

ა) ნიადაგის ხვნის სამუშაოებისათვის მიიღებენ ხვნის ბარათს, რომლითაც შეისყიდიან ხვნის მომსახურებას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს კონტრაქტორებისგან;

ბ) სასოფლო-სამეურნეო საქონლის მისაღებად, 2016 წლის ის ბენეფიციარები, ვინც მონაწილეობდნენ 2015 წლის პროექტშიც, ისარგებლებენ მათ მფლობელობაში არსებული აგრობარათებით, ხოლო ახალ ბენეფიციარებს დაურიგდებათ ახალი აგრობარათები, რომლითაც შეისყიდიან სასოფლო-სამეურნეო საქონელს სააგენტოს კონტრაქტორებისგან.

პროექტის მიხედვით აგრობარათის მომსახურებაზე სააგენტო გააფორმებს ხელშეკრულებას სს „ლიბერთი ბანკთან“, რომელიც ჩართული იქნება შემდეგ პროცესებში:

დამატებითი ბენეფიციარებისთვის აგრობარათების დამზადება და დარიგება;

არსებული ბენეფიციარებისათვის დაკარგული ან/და დაზიანებული აგრობარათების განახლება და გადაცემა;

აგრობარათებზე ქულების ჩარიცხვა;

სასოფლო-სამეურნეო საქონლის მიმწოდებელი კომპანიებისთვის პოსტერმინალების მიწოდება;

სასოფლო-სამეურნეო საქონლის მიმწოდებელი კომპანიების ანგარიშებზე ქულების ეკვივალენტური ოდენობის თანხის გადარიცხვა;

აგრობარათით შესრულებული ტრანზაქციების შესახებ სააგენტოსათვის ოპერატიული ყოველთვიური ინფორმაციის მიწოდება;

ხვნის ბარათების განაღდების მომსახურებაზე სააგენტო გააფორმებს ხელშეკრულებას იმ ბანკთან, რომელიც უზრუნველყოფს ბარათების განაღდებას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.

478 966 ბენეფიციარისთვის გამოყოფილი იქნება 41 223 862 ლარის ოდენობის სარგებელი, ნიადაგის ხვნის მომსახურების შესყიდვის სახით;

56 614 ბენეფიციარისთვის გამოყოფილი იქნება 4 063 923 ლარის ოდენობის სარგებელი სასოფლო-სამეურნეო საქონლის სახით;

231 438 ბენეფიციარისთვის გამოყოფილი იქნება ფიქსირებული 50 ლარის ოდენობის სარგებელი, სასოფლო-სამეურნეო საქონლის სახით, რომლის ჯამური ღირებულება იქნება 11 571 900 ლარი.

სულ, პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის სარგებლის სახით გამოყოფილი იქნება 56 859 685 ლარის სარგებელი, სასოფლო-სამეურნეო საქონლის და ხვნის მომსახურების შესყიდვის მიზნით.

პროექტი დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუმცა მთავრობის განცხადებით, „2014-2015 წლების სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ბენეფიციარების მიერ გამოყოფილი სარგებლის ათვისების მაჩვენებელი მერყეობს 85%-ის ფარგლებში, შესაბამისად, გასაცემი სარგებლის სავარაუდო ოდენობა 2016 წელს იქნება 48 მილიონი ლარის ფარგლებში“. აღნიშნული ოდფენობის თანხა კი პროგრამისთვის ბიუჯეტში უკვე გამოყოფილია.

2015 წელს ანალოგიური პროექტისთვის 61 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.

fermerr

 

შსს: კანონიერი ქურდი „ლავას ოღლი“ თბილისის აეროპორტში დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2015 წლის დეკემბერში მოლდოვის რესპუბლიკაში დაკავებული და მიმდინარე წლის 30 იანვარს დეპორტირებული, ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გ. მეტსახელად „ლავას ოღლი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ მინდია გ. (სახელისა და გვარის შეცვლამდე – გურამ ა. მეტსახელად „ლავას ოღლი“) 2013 წლიდან, ე.წ. ქურდულ სამყაროში დადგენილი წესებით, აღიარებულ იქნა რა „კანონიერ ქურდად“, დღემდე მართავდა და სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს. მუქარით, დაშინებითა და ქურდული გარჩევების გზით იგი აიძულებდა მოქალაქეებს, შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებული ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გ. ფიგურირებს სისხლის სამართლის სხვა დანაშაულებშიც. ამ დროისთვის მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით.

გამოძიება კანონიერი ქურდობის და ჯგუფური გამოძალვის ორგანიზების ფაქტებზე მიმდინარეობს”.

როგორ მივიღოთ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი

შეღავათები, რომლებსაც ე.წ. „მთის კანონი“ ითვალისწინებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა მაღალმთიანეთში მცხოვრებზე, თუ მას კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს  მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. ასეთი სტატუსის მისაღებად მოქალაქმ უნდა მიმართოს შესაბამისი დასახლების გამგებელს ან მერს.

მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაშია დაბა ქედა, შუახევი, ხულო და ამ სამი მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე უკლებლივ ყველა სოფელი. აჭარის რეგიონიდან ნუსხაში ასევე შეტანილია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: დიდვაკე და ხინო; ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვედა ქოქოლეთი.

რა დოკუმენტებია საჭირო და რა პროცედურებია გასავლელი სტატუსის მისანიჭებლად – „ბათუმელების“ შეკითხვებს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ბესიკ ბაუჩაძემ უპასუხა:

ბესიკ ბაუჩაძე
ბესიკ ბაუჩაძე

აღსანიშნავია, რომ მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭება, ასე ვთქვათ, ორ ნაწილად გაიყო. პირველი – განისაზღვრა ბენეფიციარები, რომლებსაც განცხადებით მომართვა არ ეკისრებათ. მათ ავტომატურად ვანიჭებთ სტატუსს. მეორე – ბენეფიციარები, რომლებმაც აუცილებლად უნდა მოგვმართონ განცხადებით.

ავტომატურად ვანიჭებთ სტატუსს ყველას, ვინც პენსიონერია და ასევე სოციალურად დაუცველთა ბაზაშია. სოციალურმა სააგენტომ მოგვაწოდა სია. ამაში შედიან პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები, რომლებიც სოციალურად დაუცველთა კატეგორიას განეკუთვნებიან,  კანონით გათვალისწინებული 100 ათასზე ნაკლები ქულით.

სტატუსის ავტომატურად მინიჭების პროცერდურა როგორია?

პირველ რიგში ვაგზავნით წერილებს შესაბამის სამინისტროებში. ეს არის ჯანდაცვის, განათლების სამინისტროები, ზოგადად საბიუჯეტო ორგანიზაციები, სადაც შესაბამისად დასაქმებულნი არიან ეს პირები. ამის შემდგომ, ეს სიები ეგზავნება რეგიონალური განვითარების სამინისტროს სერვისების სააგენტოს და ისინი ფილტრავენ ამ სიებს პირთა რეგისტრაციის მიხედვით.

სტატუსი რომ მიენიჭოს პირს, ის უნდა აკმაყოფილებდეს სამ კრიტერიუმს :

პირველი – უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე; მეორე – რეგისტრირებული უნდა იყოს იმ დასახლებაში სადაც ითხოვს სტატუსს [ჩვენს შემთხვევაში ხულოს მუნიციპალიტეტში] და მესამე – მთელი ერთი წლის განმავლობაში, ჯამში, მინიმუმ 9 თვე, უნდა ცხოვრობდეს ამავე დასახლებაში, ანუ ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

ამიტომ, იმ პირების შემთხვევაში, რომლებსაც სტატუსს ავტომატურად ვანიჭებთ, ამ სამივე კრიტერიუმს ვადგენთ სერვისებისა და სოციალური სააგენტოების დახმარებით.

პედაგოგები, რომლებიც არ არიან ამ ბაზაში, ვალდებულნი არიან თუ არა მოგმართონ?

პედაგოგებს ავტომატურად ეძლევათ კუთვნილი დანამატი, ამიტომ არ არის აუცილებელი მოგვმართონ. თუმცა, თუ ხულოს მუნიციპალიტეტშია რეგისტრირებული და სხვა სახის, მაგალითად გათბობაზე, ელექტროენერგიაზე შეღავათით სარგებლობა სურს, მაშინ უნდა მიიღოს სტატუსი, ანუ უნდა მოგვმართოს განცხადებით. რაც შეეხება საგადასახადო შეღავათებს, ისინი საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებზე ისედაც არ ვრცელდება.

კონკრეტულად ვის უნდა მიმართოს?

გამგეობაში შექმნილია სტატუსის მინიჭების საბჭო, რომლის ვალდებულებაა შემოსული განცხადების საფუძველზე  შეისწავლოს მოქალაქის მდგომარეობა სამივე კრიტერიუმით და რეკომენდაციით წარსდგეს გამგებელთან, რათა გამგებელმა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ვადა თუ აქვს საბჭოს, რა პერიოდში უნდა განიხილოს განცხადება?

განცხადების მიღებიდან ორი თვის ვადაში ჩვენ ვალდებულნი ვართ, განვიხილოთ და პასუხი მივაწოდოთ განცხადების შემომტანს. რაც შეეხება იმ პირებს, რომლებსაც ავტომატურად ენიჭებათ სტატუსი – მინიჭებიდან 5 დღის ვადაში უნდა ეცნობოთ მათ ამის შესახებ.

ექიმებთან დაკავშირებითაც იგივე პროცედურებია რაც პედაგოგებთან მიმართებაში ახსენეთ?

ექიმებსაც ანალოგიურად, მათაც ეძლევათ დანამატი. მაგრამ თუ ისინი ცხოვრობენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, პედაგოგების მსგავსად, შეუძლიათ მოგვმართონ, თუ სხვა შეღავათებით სარგებლობა სურთ. ექიმები არ იქნებიან, ალბათ, სოციალურად დაუცველთა ბაზაში, მაგრამ თუ ექიმი არის შშმ პირი და სახელმწიფოსგან ღებულობს რაიმე დახმარებას დამატებით, ის იქნება ბაზაში და მას აღარ დაჭირდება მომართვა, ანუ სტატუსი ავტომატურად მიენიჭება.

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოგმართოთ? და რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს?

შეუძლია მოგვმართოს ნებისმიერ დროს და უნდა წარმოადგინოს: პირველ რიგში განცხადება გამგებლის სახელზე, რომ სტატუსის მინიჭებას ითხოვს; პირადობის მოწმობა [თუ ID ბარათი აქვს, მაშინ სამოქალაქო რეესტრიდან ამონაწერი, რომ რეგისტრირებულია ხულოს მუნიციპალიტეტში]; ასევე უნდა წარმოადგინოს ორი მოწმის განცხადება [გვაქვს სპეციალური შესავსები ფორმები], რომლებიც დაადასტურებენ, რომ პირი ცხოვრობს მინიმუმ 9 თვე ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ამასთან, თუ პირი რომელიმე ორგანიზაციაში მუშაობს  უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულება ან საბანკო ამონაწერი [რათა დავადგინოთ 9-თვიანი ცხოვრების კრიტერიუმი], ან სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რასაც მას საბჭო დამატებით მოსთხოვს [შეიძლება ეს იყოს ელექტროენერგიის გადახდის ქვითარი, მიწის რეგისტრაციის მოწმობა, ჰყავს თუ არა მსხვილფეხა პირუტყვი, ან აქვს თუ არა რაიმე დამხმარე მეურნეობა და სხვ.] ამ ყველაფერს შემდეგ ვამოწმებთ.

თქვენ ემორჩილებით საბჭოს დასკვნას თუ დამოუკიდებლად იღებთ გადაწყვეტილებას?

მე მაქვს უფლება დავეთანხმო ან არ დავეთანხო საბჭოს. თუ არ ვეთანხმები, დოკუმენტაცია გადადის დამატებით მოკვლევაზე.

თუ პირი რეგისტრირებულია, ვთქვათ, დიდაჭარაში და 6 თვე ცხოვრობს/მუშაობს დაბა ხულოში,  ეს პრობლემას ხომ არ წარმოშობს იმ 9-თვიანი პერიოდის განსაზღვრისას?

ეს არ იქნება პრობლემა – მთავარია ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იყოს დარეგისტრირებული და ცხოვრობდეს ასევე ამავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. თუ დარეგისტრირებულია ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მაგრამ ვერ დავადგინეთ რომ  ცხოვრობდა  ვთქვათ დაბა ხულოში, ან მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებულ პუნქტში,  მაშინ პრობლემა იქნება და ვერ მივანიჭებთ სტატუსს.

რა კრიტერიუმებია 16-დან 18-წლამდე პირებთან მიმართებაში?

ისინიც ჩვეულებრივად წარმოადგენენ განცხადებას და მიიღებენ სტატუსს. მშობლის განცხადებაც უნდა იყოს, თუმცა საბჭოს გადასაწყვეტია, რა დოკუმენტებს მოთხოვს, რათა ის 9-თვიანი ვადა დადგინდეს. შეიძლება სკოლამ ან პროფესიულმა სასწავლებელმა წარმოადგინოს ასეთი პირების სია.

ანუ, მოსწავლე, სტუდენტი რომელიც რეგისტრირებულია ხულოში და ვთქვათ, სწავლობს ბათუმში, შუახევში ან თბილისში, სტატუსს ვერ მიიღებს?

რა თქმა უნდა ვერ მიიღებს.

16-წლამდე მოზარდების შემთხვევაში?

ფაქტობრივად, ბავშვები რაიმე შეღავათს არ ღებულობენ. მათზე ვაუჩერს ღებულობს სასწავლებელი, ამიტომ სკოლა გადააგზავნის ამ სიებს. თუმცა, ბავშვებს, რომლებიც ისეთ ოჯახებში ცხოვრობენ, რომლებიც სოციალურ ბაზაშია, ყველას მივანიჭეთ სტატუსი ავტომატურად .

ამ დროისთვის რამდენ პირს მიანიჭეთ სტატუსი?

დღეის მდგომარეობით მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი 21 ათასზე მეტ ადამიანს მივანიჭეთ. ეს, ძირითადად, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი პირებია.

ვთქვათ, არ მიანიჭეთ სტატუსი. სად უნდა გაასაჩივროს მოქალაქემ თქვენი გადაწყვეტილება?

ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოს რეგიონალური განვითარების სამინისტროს სერვისების  სააგენტოს და თუ მაინც არ მიენიჭა სტატუსი, შეუძლია სასამართლოს მიმართოს.

ვინ განახორციელებს, ასე ვთქვათ, კონტროლს, რათა მოხდეს სტატუსის შეწყვეტა, თუ აღარ აკმაყოფილებს პირი არსებულ კრიტერიუმებს?

უკვე გამოყოფილია მონიტორინგის ჯგუფი. ვალდებულება არის, რომ მუნიციპალიტეტის 25% დაიფაროს წელიწადში, ანუ შემოწმდეს. ამ ჯგუფში შედის როგორც გამგეობის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე გამგეობის სხვა თანამშრომლებიც.

საბჭოსა და ამ ჯგუფის შრომა დამატებით ანაზღაურდება?

არ არის დამატებითი ანაზღაურება ამ ეტაპზე. თუმცა შესაძლოა შემდგომში გაიცეს. ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

ხომ არ არის ისეთი პრობლემა, რაც ადგილზე გამოიკვეთა პროცესის მიმდინარეობისას?

ფაქტობრივად არა. „მთის კანონთან“ მიმართებაში აქ კითხვა ისმება, ძირითადად, ბავშვის შეძენის შემთხვევაში ვის უნდა მიმართონ დახმარების მისაღებად. არ უნდა მოგვმართონ მუნიციპალიტეტს. უნდა მიმართონ სოციალურ სააგენტოს – შესაბამის განყოფილებებს, დოკუმენტაციით. ანუ, დაბადების მოწმობით, განცხადებით და ასევე ჩვენგან გაცემული ცნობით, რომ ერთ-ერთ მშობელი მაინც არის მუდმივად მაცხოვრები პირის სტატუსის მქონე. შემდეგ თანხა დაერიცხებათ თავიანთ ანგარიშებზე.

რატომ არ უშვებენ აჭარის ტელევიზიის ყოფილ თანამშრომელს ბორდის სხდომაზე

29 იანვარს აჭარის ტელევიზიის ყოფილმა თანამშრომელმა, ირაკლი ანთიძემ აჭარის ტელევიზიასთან პატრულის ორი ეკიპაჟი და კრიმინალური პოლიცია გამოიძახა. ანთიძეს ტელევიზიაში ბორდის საბჭოს სხდომაზე სურდა დასწრება, თუმცა იგი ტელევიზიის დაცვამ შენობაში არ შეუშვა.

„უკვე მეხუთე შეხვედრაა, როდესაც ვცდილობ დავესწრო. ჩემ წინააღმდეგ არის დისკრიმინაციული ქმედებები განხორციელებული. არ მიშვებენ, რადგან თურმე იქ ვიქცევი არაადეკვატურად, მათი განმარტებით. სოსო სტურუას [აჭარის ტელევიზიის ხემძღვანელი] ჩადენილი აქვს კრიმინალი, თუნდაც ის ფაქტი, როცა ვებგვერდიდან მოხსნა ვიდეომასალა. როცა ადამიანს ამხელ, მისთვის არასასიამოვნოა ეს მომენტი, მაგრამ უნდა ვამხილო, იმიტომ, რომ არ შეიძლება სახელმწიფო ქონებას განაგებდნენ ასეთი ადამიანები.

არღვევენ კანონს მაუწყებლობის შესახებ, 35-ე მუხლს, რომლის თანახმადაც ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება დაესწროს საბჭოს სხდომას.

დღეს ვაპირებდი მისვლას და უბრალოდ მოსმენას, რა იციან მათ, რა მოხდებოდა. ისინი ამბობენ, შენ ამას გააკეთებ. ამ ლოგიკით, მე ვარ მძღოლი და მაშინ ვარ პოტენციური მკვლელი, ასე გამოდის.

გამოვიძახე პატრული და ვთხოვე კანონის აღსრულებაში ხელი არ შეეშალა ტელევიზიის დაცვას. დაცვა ამბობს, რომ სიტყვიერი ბრძანებაა, ირაკლი ანთიძე არ დაუშვან სხდომაზე, ვერ აკონკრეტებენ – ვისგან. მე ვეუბნები, რომ წერილობითი ბრძანება უნდა იყოს, რაც არ არის. ვცადე შესვლა, დამიწყეს ძიძგილაობა და ჩემდა გასაოცრად პატრულის თანამშრომელი ეხმარებოდა მათ, რომ მე არ შევსულიყავი შიგნით. გამოვიძახე მეორე საპატრულო ეკიპაჟი, რადგან პირველი ეკიპაჟი არაადეკვატურად იქცეოდა.

კანონით მონიჭებული უფლება მინდოდა მომცემოდა, დავსწრებოდი სხდომას” – ამბობს ირაკლი ანთიძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ზაზა ხალვაში „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ეს არის ბორდის ერთიანი გადაწყვეტილება:

„რადგან ის შეურაცხყოფას გვაყენებს, გვლანძღავს, უცენზურო სიტყვებით გვიხსენიებს სოციალურ ქსელებში. სამჯერ მივეცით ბორდის სხდომაზე დასწრების უფლება და სამჯერვე დამთავრდა სკანდალით, გაწევ-გამოწევით, მერე სასამართლოში იჩივლა და სასამართლომაც გაამტყუნა. სანამ ირაკლი ანთიძე ცივილური გზებით არ შეეცდება ურთიერთობას და თუ არ იქნება პირადი შეურაცხყოფები, არავის ჩვენ არ ვუშლით დასწრებას. ეგ კი გადმოდის შეურაცხყოფაზე და მუშტი-კრივი გვაქვს იქ, ამით სხდომის ნორმალურ მიმდინარეობას ხელი ეშლება“.

რამდენი მრავალწლოვანი ხე დაზიანდა ბათუმის ბულვარში?

„ბათუმის ბულვარის“ დირექტორის, არჩილ კახიძის ინფორმაციით, დიდთოვლობის შედეგად ბათუმის ბულვარში 16 მრავალწლოვანი ნარგავი დაზიანდა. აქედან კი მხოლოდ სამი ფიჭვის გადარჩენა ვერ მოხერხდება.

„16 ნარგავია სულ დაზიანებული, სამი ნარგავი გასწორდა,  შეიძლება გასწორდეს კიდევ ორი ნარგავი.  დარჩება 11 დაზიანებული ნარგავი. აქედან ოთხი მაღალტანიანი ხე იყო და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ძირითადად  ფიჭვის ხეებია დაზიანებული. გადატეხილი ტოტების შეგროვება მიმდინარეობს, რომელსაც გადავცემთ მერიას. შემდეგ  ალაბთ შეშის სახით გადაეცემა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას,“- ამბობს ბულვარის დირექტორი.

 

დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.
დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.

არჩილ კახიძის თქმით, ბულვარში ნარგავების განახლება, მათ შორის მრავალწლოვანი ხეების, ყოველწლიურად ხდება.

„წელსაც ჩავანაცვლებთ  დაზიანებულ ნარგავებს ახალი ნარგავებით. 2016 წლის ბიუჯეტში მრავალწლოვანი ნარგავების შესაძენად 130 000 ლარია გამოყოფილი. ამ თანხით უნდა მოხდეს სხვადასხვა ჯიშის 3 200 ნარგავის შეძენა“.

„ბათუმის ბულვარის“ ხელმძღვანელის თქმით, ნარგავების შესაძენად ტენდერი მეორე კვარტალში  გამოცხადდება.

26 იანვარს ბათუმში თოვლის საფარმა 60 სმ-ს მიაღწია. თოვლმა განსაკუთრებით  დააზიანა მრავალწლოვანი მცენარეები.  ბულვარში ხეების თოვლისგან გასაწმენდად მოხალისეთა ჯგუფიც მუშაობდა.

Exit mobile version