Batumelebi | კონკურსი სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსებისათვის კონკურსი სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსებისათვის – Batumelebi
RU | GE  

კონკურსი სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსებისათვის

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „კონკურსებისა და ოლიმპიადების” ქვეპროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსებისათვის.
სამინისტრო „სასკოლო კლუბების ინიციატივების” ფარგლებში დააფინანსებს აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილ საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი, შემოქმედებითი და სპორტული მიმართულების ინიციატივებს.
დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 1000 ლარს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს წლის განმავლობაში ინიციატივების წარდგენა შეუძლიათ ორჯერ შესაბამისი მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში, სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური სააპლიკაციო ფორმის მიხედვით.
პირველი ეტაპი – 2016 წლის პირველი თებერვლიდან 2016 წლის 10 მარტის ჩათვლით, რომელთა განხორციელება დაგეგმილია 2016 წლის აპრილის, მაისისა და ივნისის თვეებში.
მეორე ეტაპი – 2016 წლის პირველი აპრილიდან 2016 წლის 10 ივნისის ჩათვლით, რომელთა განხორციელება დაგეგმილია 2016 წლის სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებში. სააპლიკაციო ფორმები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.