ტურიზმი მახუნცეთში, დაზიანებული ინფრასტრუქტურის ფონზე

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს აჭარის მაღალმთიანეთში ყველაზე მეტი ტურისტი ქედის მუნიციპალიტეტში მახუნცეთის ჩანჩქერსა და თამარის ხიდს ჰყავდა. ვიზიტორთა სიმრავლის მიუხედავად, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება ადგილობრივმა ხელისუფლებამ დღემდე ვერ შეძლო.

თამარის ხიდთან და მახუნცეთის ჩანჩქერთან მისულ ტურისტებს ძველი, უსახური შენობები, გაუმართავი საპირფარეშოები თანმდევი ანტისანიტარიით და საცხოვრებელი კორპუსების შელახული ფასადები ამ გაზაფხულზეც დახვდება. პრობლემას აქ არასრულყოფილი გარეგანათებაც ქმნის – თამარ მეფის ხიდზე საერთოდ არ არის გარეგანათება.

მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის მიზნით საცხოვრებელი კორპუსების ეზოში განთავსებული სათავსოებისა და დამხმარე ნაგებობების დემონტაჟი ქედის გამგეობამ ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ, საკრებულოს გადაწყვეტილებით განახორციელა. მაშინ გამგეობა იქ მცხოვრებ ოჯახებს შეშის შესანახი თანამედროვე სათავსოების გაკეთებას აიძულებდა, თუმცა დემონტაჟის შემდეგ მოსახლეობამ იმავე ტერიტორიაზე, დანგრეული სათავსოების ადგილზე, ალაგ-ალაგ ისევ ნახევრად გადახურული საშეშეები მოაწყო.

მახუნცეთის ჩანჩქერთან, დაახლოებით 20-30 მეტრში, სასტუმროს მოსაწყობად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გასული წლის ივნისში 847,80 კვ.მ არსებული შენობა-ნაგებობა 1 045 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან ერთად 20 450 დოლარად აუქციონზე პირობითად გაყიდა. უკრაინელ ინვესტორს აუქციონზე ნაყიდ ტერიტორიაზე 80 000 დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, მინიმუმ 10-ნომრიანი სასტუმრო 12 თვის განმავლობაში უნდა აეშენებინა და 24 თვის განმავლობაში გაეხსნა კიდეც. ხელშეკრულების გაფორმებიდან თითქმის 10 თვე გავიდა, თუმცა ტერიტორიის ახალმა მფლობელმა მშენებლობა აქ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

ადგილი, სადაც სასტუმრო უნდა აშენდეს
ადგილი, სადაც სასტუმრო უნდა აშენდეს

როდის დაიწყება კეთილმოწყობითი სამუშაოები მახუნცეთში? ქედის გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ დაბა მახუნცეთის ტერიტორიის გენგეგმაზე მუშაობენ. მისი თქმით, პროექტის მოსამზადებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 000 ლარი გამოიყო და ტენდერს მალე გამოაცხადებენ. ქედის გამგებლის გათვლებით, გენგეგმის განხორციელებას მახუნცეთში 2 მილიონამდე ლარი დასჭირდება. დავით დუმბაძე ვარაუდობს, რომ პროექტის განხორციელებას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყებენ.

„წინა წლებში ჩვენ ჩანჩქერთან მისასვლელი გზა მოვაწესრიგეთ, გაკეთდა ავტომობილების გასაჩერებელი ადგილი, დაიდგა ურნები, ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ წყლის სისტემის მოწესრიგებასა და პროექტის შემუშავებაზე, საპროექტო სამუშაოებზე ტენდერს უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ. გენგეგმის დაპროექტების სატენდერო პირობებში ჩავდებთ მოთხოვნას: იმ შემთხვევაში, თუ პროექტში ცდომილება აღმოჩნდება, დამპროექტებელი ვალდებული იქნება პროექტი გაასწოროს, პროექტის მოსამზადებლად 70 000 ლარი გავითვალისწინეთ. მე მინდა მახუნცეთი სიღნაღის დონეზე გაკეთდეს, ეს შესაძლებელია“, – ამბობს გამგებელი.

დავით დუმბაძის თქმით, გენგეგმაში კორპუსების ფასადების მოწესრიგება, პარკისა და სპორტული მოედნის კეთილმოწყობა, გარემოვაჭრეებისთვის ჯიხურების გაკეთება, კაფე-ბარებისა და თონის მოწყობა გაიწერება.

მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია
მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია

„ამ ტერიტორიაზე კორპუსებში მცხოვრებთა მცირე ნაწილს ფართობი მიშენებული აქვს, დიდ ნაწილს – არა, მოსახლეობა მოითხოვს შავი სამუშაოები თანადაფინანსებით გავუკეთოთ. ვფიქრობ, ამოშენებულ ფასადს ჩვენ მოვაწესრიგებთ, შიდა ნაწილს კი, როგორც მათ სურთ, ისე გააკეთებენ. გარევაჭრობა ცივილიზებულ სახეს მიიღებს, კაფეები მოეწყობა, იქნება სოფლის პროდუქტებისთვის განკუთვნილი მაღაზია, მოეწყობა ტურისტული ცენტრი, ასევე იქნება ღვინისა და სუვენირების მაღაზია. რაც შეეხება სველ წერტილებს, არსებულს შევცვლით და ერთს დავამატებთ, ჩანჩქერთან მისასვლელ გზაზე დაემატება გარეგანათება,“ – ამბობს დავით დუმბაძე.

ცენტრალური საავტომობილო გზის მიმდებარედ, თამარის ხიდთან მისვლამდე ადგილობრივები ქილებით თაფლს, მურაბას, ჩურჩხელასა და ტყლაპს ყიდიან. მახუნცეთის ჩანჩქერისა და თამარ მეფის ხიდის სანახავად ამოსული ტურისტი მახუნცეთის დათვალიერებას სწორედ ამ ადგილიდან იწყებს და შემდეგ ჩანჩქერზე ინაცვლებს. ცენტრალური გზიდან თამარის ხიდთან ჩასასვლელი გზის მხოლოდ ის ნაწილია მოპირკეთებული, სადაც ადგილობრივები ტკბილეულს ყიდიან. ერთ-ერთი მოვაჭრის, მზევინარის თქმით, „დღის განმავლობაში ბევრი ავტომობილი ჩერდება, ეს კი მტვერს იწვევს. ჩვენ, ვინც აქ ვვაჭრობთ, გზის ნაწილი დავასხით, კარგი იქნება, თუ მთლიანად დაასხმება“.

maxunceTi (5)

64 ათასი ლარი ბათუმის საზაფხულო თეატრის შესაკეთებლად

საზაფხულო თეატრის დაზიანებული სახურავის, ფასადის და წყლის საქაჩი ტუმბოს შეკეთების სამუშაოებისთვის ბათუმის მერიას 64 ათას 498 ლარი აქვს გათვალისწინებული.

სამუშაოს მწარმოებელმა „სამშენებლო მოედანი უნდა შემოღობოს დროებითი ინვენტარული ღობის ფარებით სიმაღლით 2 მეტრი, ღობის მთელ პერიმეტრზე საჭიროების ადგილებში უზრუნველყოს დროებითი ტროტუარების მოწყობა არა უმცირეს 1 მ-ის სიგანით, ღობეზე უნდა გამოეკიდოს შემზღუდავი ფირნიშები ღამის განათების უზრუნველყოფით და საინფორმაციო დაფა დაინტერესებულ პირებისათვის ობიექტის მშენებლობის შესახებ“.

xabaZis gankargulebaთეატრის [რომელიც ძველ ბულვარში მდებარეობს] ირგვლივ უნდა დადგინდეს ადამიანებისთვის სახიფათო ზონები, რომელთა ფარგლებში პოტენციურად მოქმედებს ან შეიძლება მოქმედებდეს საშიში ფაქტორები. სახიფათო ზონები აღნიშნული უნდა იყოს უსაფრთხოების ნიშნებით და დადგენილი ფორმის წარწერებით.

ყველა სახის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება შეთანხმებული უნდა იყოს ქ. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან.

რაც შეეხება უშუალოდ სამუშაოების შესრულებას – ის უნდა განხორციელდეს ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 5 ივნისამდე; საგარანტიო პერიოდი შეადგენს 24 თვეს სამუშაოების დასრულებიდან.

შესაბამისი გამარტივებული ელექტრონული ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 28 აპრილს უნდა დასრულდეს.

საზაფხულო თეატრი 2013 წელს გაიხსნა.

ამ თემაზე:

სააკაშვილს ბათუმში თეატრის გახსნას უკრძალავენ

შაკიკი, თავბრუხვევა და რადიკულიტი – როდის გჭირდებათ ვიზიტი ნევროლოგთან

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ნევროლოგიურ კაბინეტს ყველაზე ხშირად ის პაციენტები მიმართავენ, რომელთაც თავის ტკივილი, თავბრუხვევა, შაკიკი და რევმატიზმი აწუხებთ. თუ კი ეს ან სხვა ნევროლოგიური დაავადებები გაწუხებთ, დროა ნევროლოგთან ვიზიტი დაგეგმოთ.

ნევროლოგიური დაავადებების ჯგუფს თავისა და ზურგის ტვინის და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები მიეკუთვნება. ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ექიმ-ნევროლოგის, ნინო ფილიას თქმით, გაზაფხულზე, ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, განსაკუთრებით ხშირად რადიკულიტი მწვავდება. „როდესაც სწრაფად დგება სითბო და სითბო-სიცივის რეჟიმი ერღვევა ადამიანს, ხშირია რადიკულიტის გამწვავების შემთხვევები,” – ამბობს ნინო ფილია.

ნინო ფილია
ნინო ფილია
ნევროლოგიურ კაბინეტს ხშირად მიმართავენ ის პაციენტებიც, რომელთაც შაკიკი აწუხებთ. დაავადება, რომელსაც მწვავე, განმეორებადი და პულსირებადი ტკივილი ახასიათებს, ქრონიკულია, თუმცა ნევროლოგი ამბობს, რომ მისი მართვა სწორი მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია:

„შაკიკი არის დაავადება, რომელიც ხშირად გხვდება. მის მკურნალობაში ორი მიმართულებაა: პირველი – არის შეტევის მოხსნა. არის რეკომენდაციები, რაც უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა, მაგალითად, როდის უნდა მიიღოს გამაყუჩებელი, ტკივილის დასაწყისშივე, თუ მოთმენის შემდეგ – ეს ძალიან მნიშვნელოვანია შეტევის მოხსნის ეფექტურობისთვის. ზოგჯერ პაციენტები ტკივილს ითმენენ, თუმცა შაკიკი არის დაავადება, რომელიც სწრაფად მოითხოვს ტკივილის მოხსნას. მეორე მიმართულებაა პროფილაქტიკური მკურნალობა, რათა შემცირდეს შეტევების რაოდენობა, სიხშირე, სიმძაფრე – მკურნალობას წყვეტს მხოლოდ ექიმი, ამას პაციენტი დამოუკიდებლად ვერ შეძლებს, ისევე როგორც ვერ შეარჩევს მისთვის საჭირო მედიკამენტს. ზოგადად, შაკიკი ქრონიკული დაავადებაა და მასთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოს ადამიანმა, მაგრამ ხანგრძლივი რემისიის მიღწევა რეალისტურია, შეიძლება დაავადების კონტროლი,“ – ამბობს ნინო ფილია. ექიმის განმარტებით, შაკიკი შეიძლება გაამწვავოს სტრესულმა სიტუაციამ, დიეტის დარღვევამ და ასე შემდეგ.

როგორ ხდება ნევროლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა? ნინო ფილიას თქმით, მთავარი რეკომენდაცია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას უკავშირდება: „მეტი დრო სუფთა ჰაერზე, ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი საკვები სწორ დროს და შესაბამისი ულუფით – ეს არის ნევროლოგიური დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკა,“ – ამბობს ნევროლოგი.

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ნევროლოგიური კაბინეტი ყოველ სამუშაო დღეს, დილის 10-დან საღამოს 6 საათამდე მუშაობს. არ გადადოთ ვიზიტი ნევროლოგთან! ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ჩართულია საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის პროგრამებში და მოქმედებს როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორაციული და საყოველთაო დაზღვევა.

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ნევროლოგიური მიმართულება გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ დახმარებას შემდეგი პათოლოგიების დროს:

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა [ინსულტი]
თავის ტკივილი [შაკიკი, დაძაბვის ტიპის თავის ტკივილი და სხვა]
ვესტიბულური დარღვევები [თავბრუხვევა]
ძილის დარღვევები
პარკინსონის დაავადება, პარკინსონიზმი და სხვა ექსტრაპირამიდული დარღვევები
ეპილეფსია
ნერვული სისტემის ანთებითი დაავადებები
ქალა ტვინის ტრავმები
თავის ტვინის სიმსივნური დაავადებები
ხერხემლის დეგენერაციული დაავადებები
ზურგის ტვინის ანთებითი და
დეგენერაციული დაავადებები
პოლინეიროპათიები
ნერვ-კუნთოვანი დაავადებები

მისამართი: ბათუმი, გენერალ ასლან აბაშიძის 14
ტელეფონი: +995 422 21 33 33
ელფოსტა: info@iuhb.ge

IUHB-JPG-GEO

საოჯახო სახლების მომზადება ტურისტული სეზონისთვის

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტურისტული სეზონისთვის მაჭახელას ტურისტულ მარშრუტებზე არსებული საოჯახო სახლების მეპატრონეთა მომზადება იწყება. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, სატრენინგო ცენტრში მათ სერვისის ძირითადი სტანდარტების შესახებ, გერმანელმა ექსპერტმა ტრენინგი ჩაუტარეს. „ულიხ ტროსიენმა, რომელსაც ტურიზმის დარგში მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ სოფლად ტურიზმის კუთხით თანამედროვე მსოფლიოში დანერგილი ის ძირითადი ნორმები გააცნო, რაც აუცილებელია ტურისტების მოსაზიდად და მათი კმაყოფილების დონის მისაღწევად“.

ამავე ინფორმაციით, ტურისტებისთვის და მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობის მსურველეთათვის მაისში მზად იქნება საოჯახო სახლების ერთიანი ბაზა, რომელიც დეპარტამენტის გვერდზე gobatumi.com განთავსდება. „გარდა ამისა, სოფლად ტურიზმის განვითარების მიზნით მიმდინარეობს ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირება, მათთვის კონკრეტული სერვისების მიბმა, რაც სუვენირების, სახელოსნოების, ადგილზე წარმოებული პროდუქტების გამოყენებას ითვალისწინებს“.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გაწევრიანებულია სოფლად ტურიზმის ევროპულ ფედერაციაში „Eurogites“, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის სოფლად ტურიზმის განვითარებასა და ცნობადობის გაზრდას ევროპის მასშტაბით.

პეტიცია – ხალხის ხმა თვითმმართველობაში

„პეტიცია – ხალხის ხმა თვითმმართველობაში“, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას იმ პრობლემების მოგვარებაში, რომელიც კონკრეტულ უბანს, დასახლებას თუ მუნიციპალიტეტს გააჩნია. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს შეხვედრები მოქალაქეებთან რის შემდეგაც, მოსახლეობის მიერ გამოკვეთილ პრობლემებს მიეცემა პეტიციის სახე და წარდგენილი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობების საკრებულოებში.

„ეს არის USAID-ის მხარდაჭერილი პროექტი, რომელიც მოსახლეობის თვითმმართველობაში ჩართულობას და პეტიციის ინსტრუმენტების ამოქმედებას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვგეგმავთ მოსახლეობასთან შეხვედრებს, სადაც  მოსახლეობის მიერ უნად გამოკვეთოს სამი ძირითადი პრობლემა, რომელიც დამუშავდება და პეტიციის სახე მიეცემა. მოსახლეობის მიერ შეირჩევა ლიდერები, რომლებიც შემდგომში უშუალოდ იქნებიან პეტიციის ინიციატორები და მოსახლეობის მიერ დასახელებულ პრობლემებს, პეტიციის სახით წარადგენენ საკრებულოებში“- ამბობს პროექტის კოორდინატორი არჩილ ხახუტაიშვილი.

 

DSCN9659

 

პროექტში როგორც აქტიური მოქალაქე, ჩართულია სტუდენტი სალომე კოსტავა. იგი მიიჩნევს რომ მოქალაქეების აქტიურობა და თანამონაწილეობა ძალიან მნიშვნეოვანია, რადგან მოქალაქეებს შეუძლიათ გაველან მოახდინონ თვითმმართველობებზე და პრობლემები მოაგვარონ.

„პირველ რიგში როგორც მოქალაქემ ისე მინდა მივიღო მონაწილეობა პროექტში და  გავაკეთო მაქსიმუმი, რადგან მოქალქეები უნდა მიხვდნე რამდენად დიდი ძალა აქვთ და რა გავლენის მოხდენა შეუძლიათ ხელისუფლებაზე.  სამწუხაროდ, დღეს მოქალაქეები დღეს ნაკლებ ინტერესს იჩენენ, რადგან ფიქრობენ რომ მათი აქტიურობით არაფერი შეიცვლება. „მოდიან, ყველაფერს გვპირდებიან, მაგრამ არავინ არაფერს არ აკეთებს“,- ასე მეუბნებიან. მათ ცვლილებების იმედი არ აქვთ“.

სალომე კოსტავას აზრით, დღეს ქალაქში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა:

„მე როგორც მოქალაქე ვფიქრობ რომ პრობლემაა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა სავაჭრო ადგილებში, ბონის დასახლებაში არ არისა გაჩერებები და ნაკლებია სანაგვე ურნებიც. ზოგიერთ ქუჩაზე გათიშულია ღამის განათებები. ასე რომ, ეს საკითხები აუცილებლად უნდა დააყენოს მოსახლეობას საკრებულოს წინაშე“.

აღნიშნული პროექტი ბათუმში ოთხ თვეს გაგრძელდება, პროექტი  სხვა თვითმმართველ ქალაქებს და მუნიციპალიტეტებსაც მოიცავს.

 

იმუნიზაციის კვირეული დაიწყო

30 აპრილის ჩათვლით, საქართველოში ტარდება ევროპის იმუნიზაციის კვირეული სლოგანით – „აცერი და დაიცავი!“, რომელიც აღინიშნება  ევროპის მთელს რეგიონში.  „იმუნიზაციის მიზანია ცნობიერების ამაღლება და იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

„იმუნიზაციის მიზანია ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა, რომელიც გამიზნულია მოსახლეობის ჯანმრთელობის მაღალი დონის უზრუნველსაყოფად და დაავადებათა თავიდან ასაცილებლად.

საქართველო აქტიურად არის ჩართული ევროპის რეგიონული სამოქმედო გეგმის (EVAP, 2014-2020) მიმდინარეობის პროცესში, რომელიც შემუშავებულია ვაქცინების გლობალური სამოქმედო გეგმის საფუძველზე. გეგმის მიზანია მართვადი ინფექციების აღმოფხვრა, ელიმინაცია ვაქცინაციის საშუალებით. გეგმის შედეგად ევროპის რეგიონი უნდა გახდეს თავისუფალი მართვადი ინფექციებისაგან, ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს წვდომა მაღალი ხარისხის, უსაფრთხო, ხელმისაწვდომი ფასის ვაქცინებთან და ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, თანასწორი და უნივერსალური იმუნიზაციის მომსახურებასთან მთელი სიცოცხლის მანძილზე“- ნათქვამია საზოგადოებრივი ჯანდაცვის განცხადებაში.

იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი დღეს,  25 აპრილს შეხვედრებს გეგმავს საბავშვო ბაღების დირექტორებთან და ექთნებთან. 26-27 აპრილს კი შეხვედრა იგეგმება ბათუმის პირველ და მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან . ასევე დაგეგმილია საინფორმაციო მასალის გავრცელება ბათუმის ქუჩებში.

სარფში ნარკოტიკების შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, შს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1995 წელს დაბადებული ოთარ ხ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სარფში დააკავეს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების 21 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს, რომელიც 0,1753 გრ ბუპრენორფინს შეიცავს“- ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით).

ყოველ ოთხშაბათს – ბილეთები 5 ლარად ბათუმის “აპოლოში“

ბათუმში მდებარე კინოთეატრი „აპოლო“ აქციას იწყებს. ყოველი კვირის ოთხშაბათს, ნებისმიერ კინოსეანსზე ბილეთის ფასი 5 ლარი იქნება.

„ფასდაკლება გადავწყვიტეთ იმიტომ, რომ გაიზარდოს მაყურებლების რაოდენობა და ასევე, ფასდაკლების სხვადასხვა აქციას ვამჯობინეთ ერთიანი ფასდაკლება, რომელიც ერთი დღის მანძილზე ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი და ნებისმიერ მაყურებელს შეეძლება ნახოს ფილმები შეღავათიან ფასად“ – ამბობს ლევან ხუჯაძე, კინოთეატრ „აპოლოს“ მენეჯერი.

მისი თქმით „აპოლოში“ კინოსეანსებზე მაყურებელთა რაოდენობა არ შეცვლილა. „აპოლოში“ ამჟამად 3D კინოჩვენება არ ხდება, რადგან, ლევან ხუჯაძის თქმით, აპარატურა დაზიანებული იყო: „ახლა ველოდებით ახალ აპარატურას, რაც, ვფიქრობთ, გაზრდის მაყურებელთა რაოდენობას.“

კინო „აპოლოს“ მენეჯერს თქმით, ბოლო მონაცემებით, მაყურებელთა ასაკობრივი ჯგუფები ასე ნაწილდება: კინოში ყველაზე ხშირად დადიან 25-34 წლის ადამიანები – 43 პროცენტი; სტუდენტები – 23 პროცენტი; 13-17 წლამდე პირები – 10 პროცენტი, 12 წლამდე ბავშვები – 13 პროცენტი და 35 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები – 11 პროცენტი.

რაც შეეხება ახალ ფილმებს, რომელთა ნახვა მაყურებელს უახლოეს ხანებში შეუძლია „აპოლოში“, ლევან ხუჯაძის თქმით, განსაკუთრებით კომიქსების მოყვარულებისთვის დგება სამოთხე: „წელს ორი კომიქსი ვაჩვენეთ და მალე გამოვა „X-MEN: APOCALYPSE“, ასევე „კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი“, „WARCRAFT“ და ა.შ.“

ბათუმში კიდევ ერთი ძველი ბელეტაჟის დანგრევა იგეგმება

ძველ ბათუმში, გორგასლის 25 ნომერში მდებარე ძველ, ბათუმურ ბელეტაჟზე კარ-ფანჯარა ჩამოხსნილია. ადგილი ბანერით არის შემოსაზღვრული, რომელიც იტყობინება, რომ აქ  მშენებლობას კომპანია „მარდი ჰოლდინგი“ იწყებს.

როგორც „ბათუმელებს“ „მარდი ჰოლდინგში“ განუცხადეს, პროექტი არაკომერციულია და აქ კომპანიის სათავო ოფისი შენდება.

„მარდი ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ჯიჯავაძე ამბობს, რომ შენობის დემონტაჟის ნებართვა უკვე გაცემულია და ამ ადგილას „მარდი ჰოლდინგი“ ორსართულიანი შენობის აგებას გეგმავს:

„პროექტი არსებობს, შეთანხმებულია და დემონტაჟის ნებართვაც გაცემულია. შენობა იქნება ორსართულიანი, ზემოდან – აივნით. მშენებლობას დავასრულებთ მაქსიმუმ ხუთი თვის ვადაში,“ – აღნიშნა ირაკლი ჯიჯავაძემ „ბათუმელებთან“.

შეკითხვაზე, რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნია სამშენებლო კომპანიას ძველი ბათუმური ბელეტაჟის დემონტაჟი, ირაკლი ჯიჯავაძემ განაცხადა, რომ ბათუმური ბელეტაჟები მასაც მოსწონს, მაგრამ მათი პროექტი ამ ქუჩის განაშენიანებასთან შესაბამისობაშია:

„რომ ნახოთ პროექტი, შესაძლოა აზრი შეიცვალოთ. გასაგებია, რომ ეს ძველი ბათუმური ბელეტაჟის სახლია, რომელიც მე ძალიან მომწონს, მაგრამ აქ არანაირი გრანდიოზული ნაგებობა არ შენდება, მოხდება ქუჩის იერის შენარჩუნება, განსაკუთრებით იმ არქიტექტურული ანსამბლის, რაც ამ კონკრეტულ უბანს გააჩნია. პროექტის ავტორია არქიტექტურული სტუდია „ემ არქიტექტი“, ესკიზებსაც განვათავსებთ ჩვენს ვებგვერდზე,“ – ამბობს ირაკლი ჯიჯავაძე.

შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს, თუმცა ორგანიზაცია „გეოგრაფიკის“ დასკვნის თანახმად, შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფიზიკური დაცვის არეალშია მოქცეული. „გეოგრაფიკმა“ ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტრიზაცია გასულ წელს ჩაატარა.

სპეციალისტების თქმით, ბათუმური ბელეტაჟების შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალაქის კულტურული მემკვიდრეობისთვის. „ის, რაც ბათუმმა დაკარგა, მაგრამ მაინც, კუნძულების სახით არის შემორჩენილი და მე იმედი მაქვს, რომ ეს კუნძულები შენარჩუნდება – არის ერთსართულიანი ბათუმი, რომელიც იყო ამ ქალაქის ერთ-ერთი, მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს საზღვაო ქალაქისათვის,“ – აღნიშნა ტფილისის ჰამქარის“ წევრმა, კულტუროლოგმა ცირა ელისაშვილმა ბათუმში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თემაზე გამართულ შეხვედრაზე.

1

2

3

ბათუმში სუვენირები ახალ ჯიხურებში გაიყიდება

2jბათუმის ქუჩებში ტროტუარებზე ახალი ჯიხურები დაიდგმება, რომლებშიც სუვენირები გაიყიდება. შესაბამისი ადგილები ბათუმის საკრებულომ უნდა განსაზღვროს. ახალი ჯიხურები მოვაჭრეებს სეზონურად, აუქციონის წესით გადაეცემა. ის, თუ რას უპირებს მერია არსებულ ჯიხურებს და იქ მოვაჭრეებს, ამ ეტაპზე გაურკვეველია. „შესაძლოა დამატებით ახალი ადგილები გამოიყოს და ძველი ჯიხურებიც დარჩეს… მერია და საკრებულო ამ საკითხზე მუშაობს“ – განაცხადეს ბათუმის მერიაში.

3jბათუმის მერია ამჯერად 25 სავაჭრო ჯიხურს შეიძენს, რისთვისაც გამარტივებული ტენდერი უკვე გამოაცხადა და ჯიხურებში მაქსიმუმ 125 ათასი ლარის გადახდას გეგმავს.

ჯიხურის ესკიზი მერიას მზად აქვს, პრეტენდენტს კი არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღის განმავლობაში, მერიის მიერ მითითებულ ადგილზე.  ჯიხურების  საგარანტიო პერიოდი შეადგენს მინიმუმ 2 წელს.

4j

ამავე თემაზე:

ბათუმის მერია გარემოვაჭრეებს ადგილს უცვლის

ბათუმის მერიამ ჯიხურებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

„რეზერვი ეს არის ჯარი და საზოგადოება ერთად“

მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფცია  პარლამენტარებთან განიხილეს

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტის განხილვის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა. ამჯერად დისკუსია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებთან ერთად გამართეს.

კანონმდებლებს კონცეფ­ციის პროექტის შესახებ პრეზენტაცია გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა შალვა ჩუბინიძემ წარუდგინა. როგორც მან აღნიშნა, მობილიზაციისა და რეზერვის სისტემა მუდმივი ტრანსფორმაციის პროცესშია და მისი სტრუქტურა, საფრთხეებიდან გამომდინარე, შესაძლოა შეიცვალოს. პოლკოვნიკმა შალვა ჩუბინიძემ ყურადღება მობილიზაციისა და რეზერვის სისტემის მიზანზეც გაამახვილა  და განაცხადა, რომ სისტემა ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების რეზერვით უზრუნველყოფასა და გაძლიერებას  ისახავს მიზნად.

კონცეფციის პროექტის ავტორ­მა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს რეზერვის ყოველწლიური საწვრთნელი ციკლის შესაძლო სქემა და რეზერვის ანაზღაურების დაანგარიშების პრინციპიც წარუდგინა. პოლკოვნიკმა ჩუბინიძემ ასევე დეტალურად ისაუბრა რეზერვის სამ კატეგორიაზე – არმიის, ტერიტორიული და სპეციალისტების რეზერვის შესახებ.

კონცეფციის სამუშაო ვერსია რეალურად არსებული რესურსების გათვალისწინებით არის შემუშავებული; ის სრულიად ავთენტურია; თუმცა,  პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის ნატოს ეროვნული სარეზერვო ძალების კომიტეტის (NRFC) გამოცდილებას მოიცავს. კონცეფციის სამუშაო ვერსიის ავტორმა ასევე აღნიშნა, რომ მობილიზაციისა და რეზერვის სისტემის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია არსებული ნორმატიული ბაზის გადახედვა და განახლება.

„თვე-ნახევარზე მეტია, რაც დაწყებული გვაქვს დისკუსიები. ახლა შუალედური პროდუქტის მდგომარეობაში ვართ და ამიტომ,  ის დეპუტატებს წარვუდგინეთ. მაისის ბოლოსთვის ვგეგმავთ, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბებული, ძალიან ბევრი კონსულტაციის შედეგად შეთანხმებული ვარიანტი უკვე სრულფასოვნად წარვუდგინოთ საზოგადოებას. იმედი მაქვს, რომ საერთო კონსენსუსი შედგება. მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციაზე ერთგვაროვანი დამოკიდებულებები ჩამოყალიბდება იმიტომ, რომ სხვანაირად საზოგადოებისგან შეუძლებელია იმ ტიპის ენთუზიაზმის, მხარდაჭერის მიღება, რაც ამ პროცესს სჭირდება. რეზერვი – ეს არის ჯარი და საზოგადოება ერთად. თუ ეს თანხვედრა არ შედგა, მაშინ ვერც ერთი პროექტი, რაოდენ დიდებული კონცეფციებიც უნდა დავწეროთ, წარმატებული ვერ იქნება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში, რომლითაც ვმოქმედებთ, ეს თანხმობა და ერთობა შედგეს გამოიღებს, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა კანონმდებლებთან კონცეფციის სამუშაო ვერსიის განხილვის შემდეგ.

მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის სამუშაო ვერსიის გაცნობისა და დისკუსიის შემდეგ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრიც დაათვალიერეს და მის შესახებ პრეზენტაცია მოისმინეს.

თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა კონცეფციის პირველადი პროექტი ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ორჯერ უკვე განიხილეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კონცეფციის პროექტის პრეზენტაციასა და შეხვედრებს ასევე ვეტერანებთან, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან, დამსაქმებელთა ასოციაციის, პროფკავშირების, ბიზნესასოციაციის, საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის წარმომადგენლებთან გეგმავს.

REZERVI -PARLAMENTI გარეტ

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტაstratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი:  mod.gov.ge

გთავაზობთ მითების სერიას, რომელიც საზოგადოებაში ანტიდასავლური პროპაგანდის შედეგად გაჩენილი მითებისა და კითხვების საპასუხოდ მომზადდა

მოსაზრება, რომ NATO აგრესიული ორგანიზაციაა და მას მოაქვს დესტაბილიზაცია, მცდარია.

სინამდვილეში, NATO-ს მთავარი მიზანი არის ევროატლანტიკურ არეალში მშვიდობის უზრუნველყოფა. NATO არის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომელიც დააარსა 12-მა სახელმწიფომ. დღეს მასში 28 ქვეყანაა გაერთიანებული. თითოეულ წევრ ქვეყანას NATO-ს წევრობამ მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება მოუტანა, რამაც ევროპის კონტინენტზე მშვიდობის შენარჩუნება უზრუნველყო.

mitiNATO თავისი არსით კოლექტიური თავდაცვითი ფუნქციის მქონე ორგანიზაციაა. ალიანსის ფუძემდებლური დოკუმენტის მე-5 მუხლში წერია: შეიარაღებული თავდასხმა NATO-ს ერთ-ერთ წევრზე  ან რამდენიმე მათგანზე ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკაში, განხილული იქნება თავდასხმად ყველა მათგანზე. აქედან გამომდინარე, თუ ასეთი შეიარაღებულ თავდასხმას ექნება ადგილი, ყოველი მათგანი, გაეროს ქარტიის 51-ე მუხლით აღიარებული ინდივიდუალური ან კოლექტიური თავდაცვის უფლების გამოყენებით, დახმარებას გაუწევს მხარეს ან მხარეებს, რომელზედაც განხორციელდება თავდასხმა, დაუყოვნებლივ, ინდივიდუალურად და სხვა მხარეებთან შეთანხმებით, ისეთი ქმედებების განხორციელებით, რომლებიც აუცილებელად ჩაითვლება – მათ შორის შეიარაღებული ძალების გამოყენებით, რათა მოხდეს უსაფრთხოების აღდგენა და შენარჩუნდება ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში. ეს არის ალიანსის მთავარი – კოლექტიური თავდაცვის მექანიზმი. მისი ამოქმედება ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მოხდა – 2001 წლის 11 სექტემბერს და ეს იყო ამერიკის შეერთებულ შტატებზე განხორციელებული ტერორისტული შეტევის პასუხი.

NATO დაარსებიდან დღემდე ევროატლანტიკურ არეალში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტად რჩება.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტაstratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი:  mod.gov.ge

„მოსახლეობამ უნდა იცოდეს ნატოს როლის შესახებ საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში“

ინტერვიუ თავდაცვის მინისტრის მრჩეველთან,  შოთა ღვინერიასთან

2016 წლის 4 აპრილს ნატოს კვირეული ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით გაიხსნა. ორდღიანი ფორუმი საქართველოში, თბილისში პირველად გაიმართა, ნატოს საინფორმაციო ცენტრის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და  საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ორგანიზებით. რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ამ ტიპის ფორუმის საქართველოში ჩატარება და შედეგები, ამ თემაზე თავდაცვის მინისტრის მრჩეველს შოთა ღვინერიას ვესაუბრეთ.

შოთა ღვინერია, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი: „ნატოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი ტრადიციულად ბრიუსელში იმართება. წელს უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა, ნატო-საქართველოს ერთობლივი ფორუმი თბილისში, ნატოს კვირეულის ფარგლებში გაგვემართა. ფორუმის ფორმატი მეტად მნიშვნელოვანია და  ნატოს და პარტნიორი ქვეყნების ოფიციალურ პირებსა და  ექსპერტებს შესაძლებლობას აძლევს  სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციების როლზე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების კონტექსტში მოსაზრებები გაცვალონ.

მსურს აღვნიშნო, რომ უსაფრთხოების კუთხით დღეს არსებული ახალი გამოწვევები პასუხებს მოითხოვს და სწორედ ამ საკითხებს დაეთმო ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი. ორი დღის განმავლობაში შესაძლებლობა გვქონდა ნატოს და პარტნიორი ქვეყნების ოფიციალურ პირებთან და ექსპერტებთან ერთად გვესაუბრა სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე, როგორც ეფექტურ საშუალებაზე რეგიონში არსებული ისეთი გამოწვევებისა და საფრთხეების საპასუხოდ, როგორიც არის ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაცია.

ნატოს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ საქართველო ნატოს სანდო და ერთგული სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას განაგრძობს. ასევე, ყურადღება გამახვილდა ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესსა და იმ მოლოდინებზე, რომელიც კონკრეტულად საქართველოს გააჩნია.

რას ელის საქართველოს ნატოს ვარშავის სამიტისგან?

2016 წლის  ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველო ალიანსის მხრიდან ინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ მხარდაჭერას და  პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით პროგრესს ელის.

shota gvineria
შოთა ღვინერია

პოლიტიკური თვალსაზრისით,  ჩვენ ნატოსგან  მკაფიო სიგნალს ველით, რაც ვარშავის სამიტის კომუნიკეში  შესაძლოა სხვადასხვა ფორმით აისახოს.  სწორედ პოლიტიკურად ძლიერი გზავნილის მიღების მიზნით, ჩვენ ნატოს წევრ სახელმწიფოებთან  აქტიურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ.

პრაქტიკული თანამშრომლობის მიმართულებით, ჩვენ ველოდებით კონკრეტულ შედეგებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი წარმატებით ხორციელდება. ის ჩვენი ქვეყნის საჭიროებებზე მორგებული და შედეგებზე ორიენტირებული მექანიზმია, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ამზადებს. ნატოს ვარშავის სამიტზე ჩვენ  არსებითი პაკეტის გაძლიერებას და პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ნატოს წევრი ქვეყნების მეტ ჩართულობას ველით, რაც საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, ნატოსთან თავსებადობის გაზრდასა და  ნატოში გაწევრიანების პროცესს შეუწყობს ხელს.

ამას გარდა,  ვარშავის სამიტზე ალიანსმა უნდა შეიმუშაოს და შეათანხმოს ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს და რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს. ნატო უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს შავი ზღვის უსაფრთხოების, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის შემადგენელი ნაწილის განმტკიცებაში, ხოლო საქართველომ აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს ნატოს არსებულ პროგრამებსა და ღონისძიებებში, რომლებიც შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას ისახავს მიზნად.

ნატოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერების შედეგად ჩვენ მივიღებთ  ნატოს,  უფრო მეტად წარმოდგენილს საქართველოში და საქართველოს, უფრო მეტად ინტეგრირებულს ნატოში.

 რა მნიშვნელობა აქვს სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების განვითარებას ეროვნულ დონეზე?

თანამედროვე საინფორმაციო გარემო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და საგარეო პოლიტიკის ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს უპრეცედენტო საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის პირობებში, საქართველოსთვის, ისევე როგორც დასავლეთისთვის, მნიშვნელოვანი ხდება სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების განვითარება, როგორც ეროვნულ, ასევე ინსტიტუციონალურ დონეზე.  ამ მიზნით, სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, შეიქმნა სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, რომლის მიზანია კოორდინირებული გზავნილებით და ეფექტიანი საკომუნიკაციო საშუალებებით მოსახლეობის ცნობიერების ორი ძირითადი მიმართულებით ამაღლება.

ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ მოსახლეობის ჯეროვანი ინფორმირება, რაც თავისთავად რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებულ ნიჰილისტურ ნარატივებს გააბათილებს.

ამავდროულად, საჭიროა ქვეყნის სახელმწიფოებრივ განვითარებაში ნატოსა და ევროკავშირის როლისა და თანამშრომლობის პროგრამებიდან მიღებული კონკრეტული სარგებლის შესახებ ჩვენს მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია. ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე უნდა იყოს ინფორმირებული ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და იმ კონკრეტული სარგებლის შესახებ, რაც, მაგალითად, ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობასა და ვიზალიბერალიზაციას მოაქვს. ასევე, მოსახლეობამ უნდა იცოდეს ნატოს როლის შესახებ საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში. ჩვენ უნდა ვაწარმოოთ სწორი კომუნიკაცია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესახებ, რომლის წარმატებით განხორციელება ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი და შემაკავებელი შესაძლებლობების გაძლიერებას, დაგვეხმარება უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავებაში.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტაstratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი:  mod.gov.ge

მიჰეა მოტოჩი: რუმინეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას

„რუმინეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“ – რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი მიჰეა მოტოჩი

საქართველო შავი ზღვის რეგიონში რუმინეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია, ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია ნატოსა და ევროკავშირისთვის. რუმინეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო გავაფართოოთ ორმხრივი ურთიერთობები. თავდაცვის სფეროში ახალი შესაძლებლობები დავსახეთ, განსაკუთრებით ვგეგმავთ თანამშრომლობის გაფართოებას სამხედრო განათლების სფეროში, თავდაცვით დაზვერვაში, რასაც დღევანდელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ვინაიდან ინფორმაციის სათანადო გაცვლა ყველა ქვეყნისთვის სარგებლის მომტანია. ვგეგმავთ თანამშრომლობის გაღრმავებას სპეციალური ოპერაციებისა და სახმელეთო ძალების მიმართულებით, ასევე ერთობლივი სწავლებებისა და წვრთნების ჩატარებას.

შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების კუთხით, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის ინიციატივებზე ვისაუბრეთ. შევთანხმდით, რომ ნატოსთვის, სტრატეგიული თვალსაზრისიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონი.

დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე. აღინიშნა, რომ პარტნიორობის სამომავლო გაფართოება ვარშავაში დაგეგმილ სამიტზე განხილვის თემა უნდა იყოს. რუმინეთი ნატოს ღია კარის პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. უკვე სამი წელია, რაც რუმინეთის საელჩო თბილისში სამეკავშირეო როლს ასრულებს ალიანსსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, ამავე დროს, მხარს უჭერს საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს.

დიდად ვაფასებთ საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას ნატოს ეგიდით წარმოებულ მისიებში, როგორიცაა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია და სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართვა,“ – განაცხადა რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მიჰეა მოტოჩმა.

თინათინ ხიდაშელმა 2016 წლის 7 აპრილს ვიზიტი რუმინეთში, კოლეგასთან მიჰეა მოტოჩთან ორმხრივი შეხვედრით დაიწყო. შეხვედრის დასაწყისში თინათინ ხიდაშელმა კოლეგას პოლიტიკური მხარდაჭერისა და უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

MIHEA MOTOCHI

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტაstratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი:  mod.gov.ge

JTEC არის პასუხი იმაზე თუ რა სჭირდება საქართველოს – ინტერვიუ ვიცე-პოლკოვნიკ კრისტიან ემაუსთან

ვიცე-პოლკოვნიკი ოლე კრისტიან ემაუსი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) მრჩეველთა ჯგუფის ლიდერია. მას აქვს  22-წლიანი სამხედრო გამოცდილება ნორვეგიის შეიარაღებულ ძალებში, ის არის JTEC-ის პროექტის ხელმძღვანელი ნატოს მხრიდან და წარმოადგენს ნორვეგიას, როგორც პროექტის მხარდამჭერ სახელმწიფოს.

რა მისიით იმყოფებით საქართველოში?

საქართველოში ჩემი მისია ნატოს მხრიდან JTEC -ის ხელმძღვანელობაა. ამ პროექტის ლიდერობა ნორვეგიამ საკუთარ თავზე აიღო. ავღანეთის რიგით მერვე მისიიდან  დაბრუნების შემდეგ, ჩემმა დანაყოფმა მკითხა, ხომ არ დავინტერესდებოდი თბილისში ჩასვლით და პროექტის უფრო ახლოს გაცნობით. რადგან შესაძლებლობაც მქონდა და საქართველოშიც კარგი მეგობარი მყავდა, გადავწყვიტე, გამომეყენებინა ეს შანსი. საქართველოში პირველად 2015 წლის  მარტში ჩამოვედი. თბილისში ყოფნიდან რამდენიმე დღეში კი, ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს ვაცნობე, რომ ეს ის სამუშაოა, რომელიც მინდა და ოჯახის ჩამოყვანის შემთხვევაში საქართველოში დავრჩებოდი.

გვიამბეთ JTEC -ის (ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის)  პროექტის შესახებ და იმაზე, როგორ ეხმარება ეს პროექტი საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას?

მჯერა, JTEC აბსოლუტურად ფანტასტიკური პროექტია, რომელიც პასუხობს საქართველოს საჭიროებებს და ამავდროულად, ზრდის ნატოს ღირებულებას. რატომ არის ეს პროექტი ფანტასტიკური საქართველოსთვის? იმიტომ, რომ ფოკუსირებულია ქართული დანაყოფებისა და არა მხოლოდ მათ საჭიროებებზე, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებასა და ნატოსთან თავსებადობის ზრდას. ბევრი ქართული დანაყოფი ძალიან კარგად არის გაწვრთნილი. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა დანაყოფის სტანდარტი გათანაბრდეს. შეიძლება ვინმემ იკითხოს, ნუთუ ამის გაკეთება თავად ქართველებს არ შეუძლიათ? დიახ, შეუძლიათ, მაგრამ ნატოსთან მეტი თავსებადობისთვის, ალიანსის წევრ სახელმწიფოებთან შეთანხმებული ქმედებებისთვის, მიზანშეწონილია ყველა დანაყოფის მომზადება ქართველ და ნატოელ ინსტრუქტორებთან ერთად. ჩვენ ყოველდღე ერთმანეთისგან ვსწავლობთ. რაც მეტს ვმუშაობთ ერთად, მით უფრო თავსებადები ვხდებით, რაც ნიშნავს კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ერთად ოპერირებას და ერთმანეთის მხარდაჭერას.

რას ფიქრობთ ქართველ სამხედროებთან თანამშრომლობაზე?

ჩვენ განსხვავებული კულტურული ფესვები გვაქვს. აღმოსავლურ და დასავლურ კულტურებს ამოცანებისადმი განსხვავებული მიდგომები აქვთ. ქართველ ოფიცრებთან მუშაობისას გვაქვს გარკვეული უთანხმოებები, რომლებიც სწორედ განსხვავებულ მიდგომებს ეფუძნება. მაგრამ, ვერ მოგიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, როდესაც ჩვენ, ქართული შეიარაღებული ძალებისთვის საუკეთესო გამოსავალი ვერ გამოვნახეთ.  რადგან ჩვენ  ერთმანეთს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებასა და ნატოსთან მეტი თავსებადობის მიღწევაში ვეპაექრებით. ასე რომ,  ქართველებთან ჩემი მუშაობის გამოცდილება არის ის, რომ ისინი განვითარებისთვის მოტივირებულები, კვალიფიციურები და უაღრესად მოწადინებულები არიან.

რითია JTEC უნიკალური საწვრთნელი ცენტრი? გქონიათ თუ არა მსგავსი გამოცდილება სხვა ქვეყნებში?

კრისტიან ემაუსი
კრისტიან ემაუსი

აშშ-ის საზღვაო სარდლობის საშტაბო კოლეჯში სწავლისას,  სამაგისტრო ნაშრომი საწვრთნელი ცენტრის დაფუძნების შესახებ დავწერე. თქვენს შეკითხვას რომ დავუბრუნდე, JTEC -ის უნიკალურობასთან დაკავშირებით, ჩემის აზრით ეს ცენტრი არის პასუხი იმაზე თუ რა სჭირდება საქართველოს, თქვენი საფრთხეების შეფასების, სტრატეგიული დოკუმენტების მიხედვით, ჩვენ მოვახდინეთ თქვენი საჭიროებების იდენტიფიცირება, რა სახის ტრენინგები გჭირდებათ, რომელ დანაყოფებს სჭირდებათ წვრთნა, არა მხოლოდ სამხედრო დონეზე, არამედ უსაფრთხოების სექტორსა და უწყებათაშორის დონეზე. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სურს რეგიონში უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღოს, ჩვენ შევიმუშავეთ კონცეფცია, რითაც JTEC -ი შეძლებს ამ ამოცანის შესრულებას. მაგალითად, ამ დღეებში JTEC -ი ლოგისტიკის კურსს მასპინძლობს, სადაც უკრაინელი და ქართველი სამხედროები ერთად გადიან წვრთნას. ახლა ამას შევხედოთ მეორე კუთხით, თუ რითია JTEC მნიშვნელოვანი ნატოსთვის? თავდაცვის აღმშენებლობის ინიციატივები მიზნად ისახავს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას. JTEC -ის დაფუძნებით, წვრთნებით, უწყებათაშორისი რეაგირების გაძლიერებით და ნატოსთვის ღირებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯებით ჩვენ ვაძლიერებთ თქვენს თავდაცვით შესაძლებლობებს. ვინაიდან, თქვენ აიღეთ პასუხისმგებლობა რეგიონში და გაქვთ შესაძლებლობა ხელი შეუწყოთ  ნატოს და სხვა პარტნიორების ძალების წვრთნას საქართველოში.

გააჩნია თუ არა JTEC -ს (ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრს) აქტივობების გეგმა მომავალი წლებისთვის?

16 მაისიდან, ჩვენ ვიწყებთ ოფიციალურ, ერთკვირიან როტაციას და ყოველ მესამე კვირას ახალი ქართული დანაყოფი JTEC -ში გაივლის წვრთნას. რაც შეეხება სწავლებებს, ვგეგმავთ ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას -კომპიუტერული დახმარების სწავლებას, რომელიც 2016 წლის ნოემბერში ჩატარდება. მოგახსენეთ, რომ ჩვენთან ლოგისტიკის კურსი უკვე მიმდინარეობს და ასევე ვმუშაობთ მომავალი აქტივობების დაგეგმვაზე. ჩვენ განვავითარებთ სხვა კურსებსა და წვრთნის შესაძლებლობებს ნატოს მოკავშირე და პარტნიორი სახელწიფოების სხვადასხვა სამხედრო დანაყოფისთვის.

თქვენ ისაუბრეთ უწყებათაშორის თანამშრომლობაზე, გაქვთ თუ არა კონკრეტული კურსები და წვრთნები ამ მიმართულებით?

ჩვენ ვცდილობთ შერეულ, უწყებათაშორის სწავლებას ბატალიონის დონეზე, ამ კურსისთვის ყველაზე დაბალ დონეზე. გვექნება სწავლება პოლიციისთვის, წითელი ჯვრისა და სხვა არასამთავრობო და სამთავრობო უწყებების ჩართულობით. რაც შეეხება მაღალ დონეს, ჟთEჩ არ უხელმძღვანელებს ამ პროცესს, არამედ ხელს შეუწყობს კურსის ჩატარებას, შეადგენს სცენარს, მოიწვევს სწავლებით დაინტერესებულ მხარეებს და ა.შ.  ამისთვის გამოვიყენებთ საქართველოში  არსებულ ყველა რესურსს, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას, სხვა საწვრთნელ ცენტრებს, მაგალითად, საჩხერის სამთო-მომზადების ცენტრს, სადაც შესაძლებელია წვრთნისა და სწავლების ჩატარება.

როგორ უწყობს ხელს SNGP (ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი) საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას?

საქართველოს სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ, SNGP როგორც თავდაცვის აღმშენებლობის ინიციატივა საკმაოდ ახალია, მიუხედავად იმისა, რომ ის, საქართველოს 2014 წლის უელსის სამიტზე მიენიჭა. SNGP-ის ეფექტურობასა და მნიშვნელობას ყველა სათანადოდ ვერ აფასებს. SNGP მოიცავს 13 პროექტს. ეს პროექტები 13 სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება საქართველოს შესაძლებლობების განვითარებაში. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. SNGP არის შესაძლებლობათა კალათა, რომელიც მიზნად ისახავს ნატოს მრჩევლების გამოცდილების გაზიარების გზით საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის შესაძლებლობების სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას.

დაბოლოს, რას ფიქრობთ საქართველოზე და ქართველ ხალხზე? რა არის თქვენი შთაბეჭდილებები საქართველოზე?

ვფიქრობ, მეტად ადვილია საქართველოსადმი ჩემი დამოკიდებულების სამი სიტყვით გადმოცემა – მე მიყვარს საქართველო. ქართველი ხალხი და საქართველოს ბუნება გამორჩეულია. გამიმართლა, რომ ამ  ქვეყანაში ვმუშაობ. ოჯახთან ერთად ვცხოვრობ მეგობრულ, სტუმართმოყვარე გარემოში და შემიძლია ყველა იმ შემოთავაზების მიღება რასაც საქართველო გვთავაზობს.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტაstratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი:  mod.gov.ge

რეკრუტები ქმნიან მომავლის არმიას

ჩვენს რეალობაში სამხედრო სამსახურზე არცთუ ცოტა ახალგაზრდას უოცნებია. ალბათ ყველაზე პატრიოტული ოცნება ოცნებათა შორის სწორედ ეს არის: გახდე საქართველოს ჯარისკაცი და ემსახურო ქვეყანას. გმირების, წარმატებული ჯარისკაცების მაგალითმა თავისი შედეგი უკვე გამოიღო. დღეს ქართულ ჯარში, არმიის მოდერნიზაციისა და განვითარების პროცესის კვალდაკვალ, ჩარიცხვის მსურველთა რიცხვი, დღითი დღე იზრდება.

საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მიერ ორგანიზებული განახლებული კურსი ამის საუკეთესო მაგალითია. ახალწვეულების უნარების გამოცდა, გაუმჯობესება და ქართული ჯარისთვის მათი შერჩევა კურსის მთავარი მიზანია.

10 კვირის განმავლობაში სპეციალურად შერჩეული საქართველოს 500-მდე მოქალაქე საწვრთნელ ბაზა „ალგეთში“-  საცეცხლე, სამედიცინო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას გადის. კურსის მონაწილეებს მეცადინეობები ნავიგაცია-ტოპოგრაფიაში, სადისციპლინო წესდებებსა და ფიზიკურ მომზადებაში უტარდებათ.

სპეციალურად შერჩეული საქართველოს 500-მდე მოქალაქე საწვრთნელ ბაზაზე „ალგეთი“ – საცეცხლე, სამედიცინო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას 10 კვირის განმავლობაში გადის. კურსის მონაწილეებს მეცადინეობები ნავიგაცია-ტოპოგრაფიაში, სადისციპლინო წესდებებსა და ფიზიკურ მომზადებაშიც უტარდებათ.

სწავლების დასაწყისი

კურსის დაწყების პირველ დღეს, რეკრუტები და სამხედრო ინსტრუქტორები „ალგეთის“ მიმართულებით დაიძრნენ. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაური, პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე განმარტავს, რომ კურსი 10 კვირიანია.

პოლკოვნიკი მამუკა ქავთარძე, BCT-ის ხელმძღვანელი: – „მოქალაქეებმა, რომლებიც დღეს არიან მოსულები, მათ გაიარეს პრაქტიკულად ყველა ის შერჩევის პროცედურა, რომელიც საჭირო იყო კურსზე ჩარიცხვისათვის. “

„ალგეთის“ საწვრთნელ ბაზაზე 10-კვირიანი სამხედრო თავგადასავალი 500-მდე რეკრუტისთვის  ამ დღიდან დაიწყო. სამოქალაქო ცხოვრებიდან მოსული ახალგაზრდები  სამხედრო ცხოვრებისთვის სრულ მზადყოფნას გამოხატავენ. მოტივაცია, მოლოდინი, განვითარების დაუოკებელი სურვილი ყველა რეკრუტისთვის მთავარია.

დავით ანძაველიძე, რეკრუტი: – „მე დედისერთა ვარ. ჯარში წასვლა არ მიწევდა, მაგრამ მუშაობას ვაპირებ თავდაცვის სამინისტროში. დამთავრებული მაქვს ჯავახიშვილის უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი. რაღაც გამოცდილება მაქვს და მინდა, რომ ვიმსახურო ქართულ ჯარში“.

მარეხ შოშიტაშვილი, რეკრუტი: „განსაკუთრებული მიზეზი ის არის, რომ ბავშვობიდან მინდოდა წამოვსულიყავი და მემსახურა ამ სფეროში. ვიცი, რომ ამ სირთულეებს გადავლახავ, ყველა სირთულეს დავძლევ.

მარიამ ხურციძე, რეკრუტი: – მამაკაცებს ჰგონიათ, რომ ქალები სუსტები ვართ. ასე საერთოდ არ არის. ვფიქრობ, ბევრ მამაკაცს ვაჯობებ, დავძლევ და გავამართლებ იმედებს. მჯერა, რომ შევძლებ, ეს არის მთავარი.

სერჟანტი თამაზ ცხოვრებაშვილი, მხედრული შემართებით ჩასულ რეკრუტებს მისალმების შემდეგ დისციპლინისა და სწავლების  წესებს აცნობს.

სერჟანტი თამაზ ცხოვრებაშვილი: „თქვენ იმყოფებით საწვრთნელ ბაზა „ალგეთზე“, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ გაივლით 10-კვირიან პროგრამას და თქვენში რჩეულები დარჩებიან მხოლოდ. რეკრუტთა სწავლება სამწყობრო მომზადებით იწყება…

მასტერ სერჟანტი დავით ცოტიშვილი: „აუცილებლად ექნებათ ტაქტიკური, საინჟინრო და საცეცხლე მომზადება, რომლის დასასრულიც „სროლებია. იმ ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, მხოლოდ რჩეულები დარჩებიან. ზუსტად 10 კვირის შემდეგ, სამხედრო ფიცის დასრულებისას ჯარისკაცებად გარდაიქმნებიან და გადანაწილდებიან შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში.

„ის პროფესიონალები, რომლებიც ინსტრუქტორები არიან, 10 კვირის განმავლობაში საკუთარი მაგალითით, მაქსიმალური ცოდნით დაიხარჯებიან, რომ ეს ადამიანები წარმატებულ სამხედრო მოსამსახურეებად აქციონ“.

2 კვირის შემდეგ…

რეკრუტების ალგეთში ჩასვლიდან 2 კვირაა გასული. 500-მდე რეკრუტიდან სწავლებას რამდენიმე ათეული გამოეთიშა, ისინი ვინც სამხედრო დისციპლინას და ფიზიკურ დატვირთვას ვერ გაუძლო.

მარიამ შოშიტაშვილი, რეკრუტი:  – „ძნელია, რომ წყდები ოჯახს, გადადიხარ სხვა სივრცეში, მაგრამ 8 გოგო ისევ აქ ვართ, ძალიან ბევრი ბიჭი წავიდა, მაგრამ გოგოები ისევ მყარად ვდგავართ.

რეკრუტი მარიამ ხურციძე აცხადებს, რომ ყველაზე მთავარი ამ სიტუაციაში მიზანია.  როცა ადამიანს მიზანი აქვს, შეუძლებელი არაფერია.

სწავლებაზე მოხვედრის მსურველები პირველ სირთულეს ჯერ კიდევ შესარჩევი პროცედურების დროს წააწყდნენ. 18-35 წლამდე მოქალაქეები, რომლებსაც საბუთები საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებაზე შეიტანეს, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტესტები, ასევე სამხედრო სამედიცინო კომისია გაიარეს და მხოლოდ შემდეგ ჩაირიცხნენ სწავლებაზე. იცოდნენ, რომ წინ რთული გზა ჰქონდათ გასავლელი, თუმცა, როგორც რეკრუტთა უმეტესობა აღნიშნავს, ქართულ არმიაში მოხვედრის მოტივი იმდენად დიდია, რომ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დაბრკოლებას აღარ უშინდებიან.

რეკრუტები წინ მიიწევენ…

არავინ იცის დარჩენილი 6 კვირის განმავლობაში კიდევ ვინ გამოეთიშება მომზადებას…

„4 კვირა გავიდა რაც თქვენ აქ მობრძანდით, აქედან გამომდინარე, დრო მოვიდა, ისწავლოთ ბრძოლის ველზე ინდივიდუალური და წყვილებში გადაადგილების ხერხები. ისწავლოთ თუ როგორ უნდა გადაადგილდეთ მეწყვილესთან ერთად. უნდა იცოდეთ, რომ მეწყვილე თქვენი დამზღვევია, ბრძოლის ველზე მეწყვილე არის თქვენი სიცოცხლის მფარველი.„ – რეკრუტებს ამ სიტყვებით მიმართავს ინსტრუქტორი მორიგი საველე წვრთნის დაწყების წინ.

ბეჟან კუთხაშვილი, რეკრუტი: – „ის, რისთვისაც აქ ვართ მოსულები, რასაც გვინდა, რომ მივაღწიოთ, რა მოტივაც გვაქვს, იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ყველა ბარიერი და სირთულე დავძლიოთ.“

მარეხ შოშიტაშვილი, რეკრუტი:  – „ვაპირებ, რომ ბოლომდე გავიდე. პირველ რიგში, რაც დიდ ძალას მაძლევს, ეს სამშობლოს სიყვარულია. რა თქმა უნდა, ბოლომდე ვიბრძოლებ და სანამ შემიძლია საქართველოს ვემსახურები.

შურმან ყაზარაშვილი, რეკრუტი: – „რთული არაფერი არ არის, ყველაფერი შეიძლება გადალახოს ადამიანმა და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ვიმსახურო.“

პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე: – „ჩვენ დაგვრჩა ის შემადგენლობა, რომელთა უმრავლესობა, თითქმის 90%, ბოლო ეტაპამდე მივა და ამაყად გაივლის ფიცის მიღების ცერემონიას. მე ვდებ იმის პირობას, რომ ჩვენ გავცემთ მაქსიმუმს და რეკრუტებს მაქსიმალურად ვამზადებთ, იმ გამოცდილების გადაცემით, რაც თითოეულ ჩვენს ოფიცერს, თითოეულ ჩვენს ინსტრუქტორს გააჩნია.

წინ კიდევ  6 კვირაა. რთული ბარიერებითა და სასწავლო დღის წესრიგით დატვირთული დღეები, საბოლოო ტესტი სამხედრო ფიცია, ფიცი, რომელიც თითოეულ რეკრუტს ქართული შეარაღებული ძალების უმნიშვნელოვანეს ნაწილად აქცევს.

rekrutebi

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტაstratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი:  mod.gov.ge

ქართული სახელმწიფოს ამოცანაა, რომ ვარშავის შემდეგ საქართველო იყოს გაცილებით უფრო ძლიერი

„მოლოდინები ვარშავის სამიტის მიმართ ჩვენს ქვეყანაში ძალიან მაღალია. ყველაზე მნიშვნელოვანია, ნატოს წევრი ქვეყნები ვარშავის სამიტიდან გამოვიდნენ კიდევ უფრო ერთიანნი, კიდევ უფრო ძლიერნი. ჩვენი, როგორც ნატოს პარტნიორი, ასპირანტი ქვეყნის ამოცანა არის ამ ერთობაში ვიყოთ თანამონაწილე. ვარშავაში არ უნდა იყოს საკითხები, რომლებიც გაყოფს ნატოს. რომლებიც ვინმეს შეუქმნის იმის განცდას, რომ არსებობს მთავარი დღის წესრიგები ნატოს წევრ სხვადასხვა ქვეყანასთან.  ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ქვეყანა ამ მთავარი გზავნილით, მთავარი ამოცანით მივდივართ ვარშავაში. გარდა ამისა, ბუნებრივია, გვაქვს ჩვენი ამოცანებიც – საქართველოს უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების უმთავრესი ამოცანები. ქართული სახელმწიფოს ამოცანაა, რომ ვარშავის შემდეგ საქართველო იყოს გაცილებით უფრო ძლიერი, გაცილებით უფრო მეტი შესაძლებლობების მქონე მისი თავდაცვისუნარიანობის  და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის, ვიდრე ის არის დღეს. ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტი, რომელიც უელსის სამიტზე მოგვენიჭა, ამ შესაძლებლობების ზრდის დასაწყისია. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და ჩვენი ამოცანები და ამბიციები უფრო დიდია. ჩვენ ველოდებით, რომ ვარშავა პასუხს გასცემს იმ ძირითად კითხვებს, რომლებიც უელსის სამიტის შემდეგ დარჩა.

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნატოს ვარშავის სამიტის შემდეგ ჩვენ ყველანი ჩამოვართმევთ ერთმანეთს ხელს, კმაყოფილი ამ შედეგებით,  საქართველო იქნება უფრო დაცული და ნატო იქნება უფრო ძლიერი.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტაstratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი:  mod.gov.ge

„ცოდნა ძალაა ჯარისკაცისთვის, ოფიცრისთვის, სერჟანტისთვის“

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრი მეთაურ, ვიცე-პოლკოვნიკ ლაშა დავითაძეს აშშ-ში საზღვაო ქვეითთა ბაზაზე, საშტაბო სამეთაურო კურსის გასავლელად აცილებს.

ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა დავითაძე სასწავლო დაწესებულებას 3 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. მასვე ეკუთვნის მნიშვნელოვანი რეფორმები სასწავლო ცენტრის განვითარებისთვის. პირადი შემადგენლობა განსაკუთრებულ წარმატებად ინფრასტრუქტურულ პროექტებს და სასწავლო კურსებს ასახელებს. ლაშა დავითაძე უამრავი სამხედრო ჯილდოს მფლობელია. ოფიცრის წოდება გერმანიაში მიიღო, აშშ-ში კი კაპიტნის საკარიერო კურსი დაამთავრა. მისი 17-წლიანი სამხედრო კარიერა მჭიდროდ არის დაკავშირებული განათლებასთან. პროფესიონალი სამხედრო ახლაც არ წყვეტს განვითარებას და მიაჩნია, რომ „ცოდნა ძალაა, ჯარისკაცისთვის, ოფიცრისთვის, სერჟანტისთვის.

მაიორი დიმიტრი დემეტრაძე: „ეს ადამიანი კიდევ უფრო გამოცდილი, კიდევ უფრო განათლებული დაუბრუნდება საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებს და მაქსიმალურად შეეცდება თავის საქმე 100%-ით გააკეთოს.“

მაიორი კონსტანტინე ონიანი:  მისი დიდი ღვაწლი და დამსახურებაა, რომ სერჟანტთა მომზადების ცენტრს დღეისათვის ბევრად უკეთესი ბაზა, უკეთესად აღჭურვილი კლასები გააჩნია.

მთავარი სერჟანტი ჯამბულ კოპალიანი: განვითარდა კურსები. სერჟანტთა მომზადების ცენტრის და სერჟანტების მომზადებაში დიდი წვლილი შეიტანა ბატონმა ვიცე-პოლკოვნიკმა.“

მიუხედავად იმისა, რომ  ვიცე-პოლკოვნიკი  ლაშა დავითაძე ამერიკაში განვითარებისა და ახალი ცოდნის მისაღებად მიემგზავრება, უჭირს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის დატოვება. მეგობრების, ჯარიკაცების და იმ ადამიანების დატოვება, რომლებთან ერთადაც 3 წელი იმსახურა, ემსახურა საერთო საქმესა და მიზნებს.

ვიცე-პოლკოვნიკი  ლაშა დავითაძე: „ძალიან ბევრ რამეზე მწყდება გული, პირველ რიგში იმაზე, რომ ქვედანაყოფს ვტოვებ. ბევრი რამე დამიტოვა ქვედანაყოფმა, პირველ რიგში ეს ერთიანობის შეგრძნებაა, რაც მართლა გამძაფრდა ჩემში და ალბათ ვიტყვი, რომ გაათმაგდა გამოცდილება და ერთიანობის განცდა, რაც ამ ქვედანაყოფს ძალიან ძლიერად აქვს.“

მისი აზრით სამხედრო, საკარიერო სასწავლებლები არ არის მხოლოდ სამხედრო განათლებაზე ორიენტირებული. ეს ცხოვრებისთვის მომზადების ტოლფასია: მნიშვნელოვანია აგრეთვე კარიერისთვის, სხვადასხვა დილემებისთვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებისთვის მომზადებაც.

„ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა დავითაძე სასწავლო დაწესებულების განვითარებისთვის 3 წლის განმავლობაში მუშაობდა. ეს საქმე მისთვის ოჯახის ტოლფასია – სწორედ ასე იცნობენ მას და მის საქმეს, მის მიზნებსა და მისწრაფებებს, ვიცე-პოლკოვნიკს, რომლის ცხოვრებაშიც  გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრი და მისი მეთაურობა დიდ პატივად დარჩება.

ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა დავითაძე: „ეს იყო ჩემი სახლი და ალბათ მთელი ცხოვრება, გარკვეული მიმართულებით,  დარჩება კიდეც ჩემს სახლად.

lasha davitadze გარეთ

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტაstratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი:  mod.gov.ge

„ვაქციოთ საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტიორ ქვეყნად“

ჩვენმა ხელისუფლებამ მოსვლის დღიდან მთავარ პრიორიტეტად აგრარული სექტორი დაასახელა. სოფლის მეურნეობის  სამინისტროს მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრა, რომელსაც ქვეყნის პოლიტიკური კურსის ერთგულების პასუხისმგებლობაც მოჰყვა და სამინისტრომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სამოქმედო გეგმიდან უამრავი რეკომენდაცია მიიღო. რა ძირითადი პრიორიტეტების გათვალისწინებით მუშაობს სამინისტრო, რამდენად წარმატებით ასრულებს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს? რა პრობლემებია? სწორედ ამ თემებზე ესაუბრა გაზეთი „პრაიმტაიმი“ სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ დანელიას.

ოთარ დანელია
ოთარ დანელია

– მთავრობის რეფორმების 4 პუნქტიანი გეგმის თანახმად, სოფლის მეურნეობის  მიმართულებებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, ისეთებს, როგორიც არის ეკონომიკა, პროფესიული განათლების ამაღლება და სივრცითი მოწყობა –  ინფრასტრუქტურის სრულყოფა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფულად რესურსებზე ხელმისაწვდომობა. ეს გახლავთ დარგში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, ვინაიდან როგორც საბანკო, ისე კერძო სექტორს ამის გამოცდილება არ გააჩნია და შესაბამისად, ამას დასჭირდა პერიოდი. ჩვენს პროდუქტებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. ხშირად ვამბობ და პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, სლოგანადაც გვექცა: ვაქციოთ საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტიორ ქვეყნად. პროგრესიც სახეზეა – ჩვენ უკვე გვაქვს 148-მდე ახალი საწარმო.  ჩვენ გვაქვს 700-მდე გადაიარაღებული საწარმო, რომელიც, როგორც გაფართოების, ისე სტანდარტების კუთხით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ბაზრის დივერსიფიკაციის კუთხით ევროკავშირის ბაზრები პირველია, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენს ნაწილში მოდიოდა 400-ზე მეტი დირექტივა, რომელიც  შესასრულებელი გვქონდა. ეს იყო ყველაზე დატვირთული უწყება სტანდარტების იმპლემენტაციის დანერგვის კუთხით. აღსანიშნავია, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მთლიანი ექსპორტის მაჩვენებლის 1/3-ს  ევროკავშირის  ბაზრები იკავებს.

მნიშვნელოვანი მიმართულებაა კოოპერატივები. ამ კუთხით ძალიან დიდი გამოწვევა დაგვხვდა. პრაქტიკულად, ყველა მოლოდინს გადააჭარბა იმ მოლოდინმა, რომელიც რეალობად ვაქციეთ. საქართველოში გეგმაში იყო 50 კოოპერატივის დაარსება და 1000-ს გავცდით. ეს არ არის მხოლოდ რაოდენობა, ეს არის გამართული სისტემა, რომელშიც წარმოდგენილია ოჯახები, სოფლები.

სოფლის მეურნეობა აქტიურად მუშაობს მელიორაციის კუთხით. ბოლო ორი წლის განმავლობაში კოლოსალური რაოდენობის სამუშაოებია ჩატარებული. გვაქვს ტექნიკა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან საჩუქრად მივიღეთ, დაახლოებით 11 მილიონი ლარის ღირებულების, რომელმაც 13 ივნისის სტიქიის დროს მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ჩვენ გვქონდა ბაზა, სადაც ამორტიზებული, პრაქტიკულად უვარგისი ტექნიკა იყო.

ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა სურსათის უვნებლობა. ამ კუთხით ყველაზე დიდი მიღწევაა რძისა და რძის პროდუქტების რეგლამენტის პრაქტიკაში დანერგვა. დღეს თუ ვყიდულობთ მაწონს, ის არის ნამდვილად მაწონი. და თუ ის არ არის მაწონი და ხაჭო, მას „მაწონი“ და „ხაჭო” არ აწერია.

ვეტერინარიის კუთხით სახელმწიფო ვაქცინაციის არაერთი პროგრამა გვაქვს და შედარებისთვის, მაშინ, როცა საქართველოში ძალიან ბევრი დაავადების პრევენცია ვერ ხდებოდა,  დღეს გვაქვს რეაგირების, მონიტორინგისა და იდენტიფიცირების ძალიან სწრაფი მექანიზმები. შევიმუშავეთ ბრუცელოზის პროგრამა. დავიწყეთ გადასარეკი ტრასების მოწესრიგება. ბიოუსაფრთხოების პუნქტები უკვე ავაშენეთ და კიდევ რამდენიმეს აშენებას ვაპირებთ, მაგრამ ეს უკვე ძალიან დიდი გარღვევაა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დავიწყეთ წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის იდენტიფიცირება, რაც პრაქტიკაში არ არსებობდა. გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, ჩვენ ჩავერთეთ ბზის გადარჩენის პროგრამაში და კოლხური ბზის გადარჩენის პროცესი დაწყებულია.

სურსათის ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია ჰარმონიზაციის პროცესი, რაც ნიშნავს ევროკავშირთან დაახლოების პროცესს. ამ მიმართულებით სამინისტროში ჩამოვაყალიბეთ ევროკავშირთან ინტეგრაციის დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელია აღნიშნულ ღონისძიებაზე და ველოდებით, მაგალითისთვის, თაფლზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას. გადავაგზავნეთ მონიტორინგისთვის და ველოდებით მათ საბოლოო პასუხს, ასევე, თევზთან მიმართებით ვმუშაობთ ძალიან სერიოზულად. მიმდინარე წელი გამოვაცხადეთ აკვაკულტურის განვითარების კუთხით პრიორიტეტულად.

ამ ეტაპისთვის, რომლებია სამინისტროსთვის ყველაზე წარმატებული, პრიორიტეტული დარგები?

– ძალიან წარმატებული იყო როგორც გასული წლის ციტრუსის სეზონი, ასევე 2014 წელიც. ჩვენ მივაკვლიეთ ყველაზე მნიშვნელოვანს – რა იყო პრობლემა. არ არსებობდა შესაბამისი სტანდარტის მქონე მიმღები და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა. დღეს არსებობს და ამ მიმართულებით უკვე კონკურენციაც გაჩნდა. პოლიტიკური სპეკულაციის საგანი ყოველთვის იყო არასტანდარტული მანდარინი, რომელსაც ხალხი ყრიდა, მერე მიდიოდნენ ტელევიზიები, იღებდნენ ამ გადაყრილ მანდარინს. მაყურებლები ვერ არჩევდნენ, ეს მანდარინი სასურსათო იყო თუ არასტანდარტული. ჩვენ გვქონდა სუბსიდირება არასტანდარტულ მანდარინზე, რათა გლეხს გადაყრის არანაირი მიზეზი არ ჰქონოდა და როგორც შარშან, ისე შარშანწინ, სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება 10 თეთრი იყო, 10 თეთრს ამატებდა მიმღები და, შესაბამისად, 20 თეთრად რეალიზება უღირდათ.

ასევე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეცხოველეობის კუთხით გაზრდილია სულადობა და მერძეობის მიმართულებითაც გაუმჯობესებულია ინფრასტრუქტურა. ყველის არაერთი გადამამუშავებელი საწარმო გაკეთდა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან აბსოლუტურ თანხვედრაშია. ჩვენ არ გვაქვს ამბიცია, რომ შევეჯიბროთ სხვებს რაოდენობრივად. ჩვენ უნდა შევეჯიბროთ ხარისხობრივად და ქართული პროდუქტი არ უნდა იყოს იაფი. პროდუქტი უნდა იყოს ხარისხიანი.

რომელი გარე ბაზარი აქვს ათვისებული ქართულ პროდუქციას და კონკრეტულად რუსეთის ბაზარზე გვითხარით სად გადის რუსეთში პროდუქტი და ძირითადად რა გაგვაქვს?

– ყველაზე დიდი დაინტერესება გალფის ყურის ქვეყნებიდან მოდის. ასევე, დიდია დაინტერესება ევროპიდან. ევროკავშირს აინტერესებს თევზი და თაფლი. ჩვენი ექსპორტის 30% ევროპის ქვეყნებია. ამერიკაში პროდუქციის პოზიციონირება ძალიან ძვირია, დიდი ბაზარია და სპეციფიკურ მარკეტინგს მოითხოვს. იაპონიიდან ძალიან დიდია დაინტერესება. ჩინეთი სავაჭრო ნაწილში მნიშვნელოვან ობიექტად რჩება და ეკონომიკის სამინისტროც თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით ჩვენთან ერთად მუშაობს. შარშან აგროსასურსათო ნაწილში ჩინეთთან ვაჭრობა გავაორმაგეთ. სხვა ტრადიციული ბაზარი არის უკრაინა. რუსეთს, რა თქმა უნდა, დიდი წილი უჭირავს, დაახლოებით 24%. რუსეთში გაგვაქვს თითქმის ყველაფერი, გარდა ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისა, იმიტომ რომ ამაზე ცალკე შეთანხმებაა საჭირო. ველოდებით კერძო სექტორის აქტიურობას. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები და ეს ხდება კერძო სექტორის მოწვევით, ამოწმებენ და სტრუქტურებს შორის ხდება შეთანხმება.

მიღწევებთან ერთად, რა არის ის პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ დასაძლევი და გადასალახია?

– სოფლის მეურნეობის კუთხით თქვენ თუ მეტყვით, რა ვერ გავაკეთეთ, უფრო კარგი იქნება. ჩვენ შევქმენით პირობები: აგროდაზღვევა, რომელიც საერთოდ არ არსებობდა და რომელმაც დააზღვია 200 მილიონ ლარამდე ღირებულების რისკი საქართველოში. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რომელმაც ძალიან კარგად და გასულ წელს 43 შემთხვევის პრევენცია უზრუნველყო. ჩვენ გვაქვს შეღავათიანი აგროკრედიტი, რომელიც სესხის პროცენტს ასუბსიდირებს და 0%-დან 1% ან 2%-მდე შეიძლება გამოვიდეს საპროცენტო განაკვეთი. გვაქვს საგრანტო კომპონენტი გადამამუშავებელ საწარმოზე, რომელიც 40%-იან საგრანტო კომპონენტს მოიცავს, 50% აგროკრედიტს და მხოლოდ 10%-ის მობილიზებაა საჭირო ბენეფიციარის მხრიდან. ჩვენ გვაქვს „დანერგე მომავალი“, რომელიც ნერგების 70%-სა და წვეთოვანი სისტემის 50%-ს ასუბსიდირებს. იგივე „აწარმოე საქართველოს“ ნაწილში, უძრავი ქონების გადაცემა ოთხმაგი ან ექვსმაგი, გამომდინარე ლოკაციიდან, ინვესტიციის პირობებით. სახელმწიფომ შექმნა აბსოლუტურად ყველა პირობა. სახელმწიფომ გაზარდა ბიუჯეტი 30 მილიონიდან 300 მილიონამდე. მცირე ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამაზე სამას მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რომელიც სახნავ და საგაზაფხულო სამუშაოებს ითვალისწინებს. მელიორაციაში 104 ათასამდე ჰექტრის წყალუზრუნველყოფა მოხდა. დრენირება – მხოლოდ დასავლეთ საქართველოში 650 კილომეტრამდე არხია გაწმენდილი და ეს გაკეთდა სამ წელიწადში. ჩვენ შევიმუშავეთ განვითარების სტრატეგია და მის საფუძველზე სამოქმედო გეგმა.

ასოცირების ხელშეკრულებაში რეფორმების დიდი წილი სწორედ სოფლის მეურნეობაზე მოდის, მაგალითად, პროდუქტის უვნებლობაზე. არსებობს გაწერილი გეგმა, როდის რა ნაბიჯი უნდა გადადგას ქვეყანამ ამ კუთხით. როგორ მივყვებით ამ გეგმას? გვაქვს ჩამორჩენები? კონკრეტულად სად? რა პრობლემებს წავაწყდით?

– მე პირადად ვაკონტროლებ ამ ვადების დაცვის საკითხებს. დავაჩქარეთ კიდეც რამდენიმე მიმართულება, რომლებიც ჩავთვალეთ, რომ ძალიან კომფორტული ვადით იყო წარმოდგენილი. ეს არის თევზისა და თაფლის მიმართულებები და 2017 წლის ნაცვლად 2016 წელს გადმოვიტანეთ. გვაქვს უფრო დაჩქარებული ტემპი და დაგვიანება არ ყოფილა და არ იქნება. შევქმენით სპეციალური დეპარტამენტი, რომ ასეთი რამე არ მოხდეს.

სალომე ჩადუნელი

4

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ვებ-გვერდი: www.moa.gov.ge

“მინიბოსი” – სკოლა მოსწავლეებისთვის, რომელთაც ბიზნესი აინტერესებთ

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესსკოლების ქსელის „მინიბოსის~ ბათუმის ფილიალმა საგანმანათლებლო საქმიანობა დაიწყო. ბიზნესსკოლა „მინიბოსი“ ქმნის 6-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სამეწარმეო საქმიანობის შემსწავლელ ინოვაციურ, ევროპულ საგანმანათლებლო პროდუქტს, რომელიც გამოუმუშავებს მოზარდებს სამეწარმეო საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს. „მინიბოსი“ საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, ადრეულ ასაკში დასახონ მიზანი და იყვნენ მოტივირებულები, რათა გაიზარდონ როგორც მომავალი ბიზნესმენები.

„მინიბოსი“
„მინიბოსი“

სასწავლო პროცესი 8 ეტაპს მოიცავს. თითოეული ეტაპი ორი სემესტრისგან შედგება, ზაფხულში კი მოეწყობა საზაფხულო ბანაკი. მეცადინეობები ჩატარდება შაბათობით და მოიცავს 4 აკადემიურ საათს. სასწავლო პროცესს გაუძღვებიან როგორც სერტიფიცირებული პედაგოგები სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამითა და ლიტერატურით, ისე პრაქტიკოსი ბიზნესმენები.

„მინიბოსის~ პროგრამის გავლის შემდეგ მოზარდებს საშუალება ექნებათ სწავლა განაგრძონ „ბიგბოსის“ სპეციალური პროგრამით, რომელიც 14-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. „მინიბოსისა“ და „ბიგბოსის“ მოსწავლეებს, კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ სწავლა განაგრძონ ევროპის საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში.

„მინიბოსი“
„მინიბოსი“
„მინიბოსი“
„მინიბოსი“
„მინიბოსი“
„მინიბოსი“

მიმდინარე წლის აგვისტოში ბათუმელი „მინიბოსელებით“ დაკომპლექტებული საქართველოს ეროვნული ნაკრები ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატში. მომავალ წელს შესაძლოა ტურნირი, რომელიც „მეწარმე-ბავშვების“ საუკეთესო ეროვნულ გუნდს გამოავლენს, ჩატარდეს ბათუმში.

სწავლის ღირებულება თვეში 150 ევროა. აჭარის სავაჭრო სამრეწველო-პალატისა და ბიზნესის განვითარების ევროპული ასოციაციის მხარდაჭერით, მშობლები თანხის მხოლოდ 50%-ს – 75 ევროს ექვივალენტს ლარში გადაიხდიან. ბავშვები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო ლიტერატურითა და ჩანთებით.

მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია ახალი ჯგუფის დასაკომპლექტებლად, რომელიც პირველ მაისამდე გაგრძელდება.

სკოლის მისამართია: ა. მელაშვილის 26 [ყოფილი კამოსა და ლენინის ქუჩების კვეთა] მესამე სართული.

საკონტაქტო ტელეფონები: 577 20-22-32; 595 90-45-08

ფეისბუქგვერდი: MiniBoss Business School – Batumi, Georgia

ქალები მაღალმთიანი აჭარიდან – ფოტოგამოფენა ბათუმში [ანონსი]

დღეს, 23 აპრილს, 18 საათზე, ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალების ფოტოპორტრეტების გამოფენა გაიხსნება.

„NIMD Democracy School -ის მცირე საგრანტო პროგრამის პროექტის ფარგლებში 7 მოყვარული ფოტოგრაფი შეირჩა, რომლებმაც მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ქალების ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი სიუჟეტები გადაიღეს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 35 ფოტოპორტრეტი. პროექტის მონაწილეები დღეს თავიანთ ფოტოებზე ისაუბრებენ, ხოლო გამოფენის თემას შეაჯამებს მოწვეული მომხსენებელი, გენდერის სპეციალისტი იდა ბახტურიძე.

ფოტოგამოფენა 25 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

სტუდენტი: უნივერსიტეტს არა აქვს პოლიტიკური ნება, რეალურად გახდეს ავტონომიური

რამდენად მიზნობრივია უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 5192 ლარის გამოყოფა სამი სტუდენტის ევროპაში გასამგზავრებლად, იმ პროექტში მონაწილეობის მისაღებად, რომელსაც არ აქვს შეხება აკადემიურ სფეროსთან და წარმოადგენს პირად ინტერესს? რამდენად მიზნობრივია უნივერსიტეტის ბიუჯეტი იხარჯებოდეს გასართობი საღამოების მოსაწყობად? რამდენად მიზანშეწონილია უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყოს თანხა იმ ღონისძიებებისათვის, რომლებიც ეწინააღმდეგება საჯარო სივრცეში სეკულარობის პრინციპს, – კონკრეტულად, ეკლესია-მონასტრების მშენებლობაში დასახმარებლად სტუდენტების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებას? რა გარემოებებში ჩატარდა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები? – ამ და კიდევ რამდენიმე შეკითხვაზე პასუხს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლისგან, მერაბ ხალვაშისგან ელის. დღეს, 23 აპრილს, სტუდენტებმა ამ თემაზე ბრიფინგიც გამართეს. „ბათუმელები“ თემაზე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტს, თამარ ბაუჟაძეს ესაუბრა.

თამარ, რა თემას შეეხებოდა დღეს თქვენი ბრიფინგი?

21 მარტს უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, სტუდენტებთან და ლექტორ-მასწავლებლებთან შეხვედრისას გამოვაქვეყნეთ მანიფესტი და შევიტანეთ უნივერსიტეტის კანცელარიაში. უნივერსიტეტმა საპასუხოდ მოგვწერა ოფიციალური წერილი, რომელიც იყო ძალიან ზოგადი. რასაც ჩვენ ვითხოვდით, კერძოდ, მომხდარიყო მნიშვნელოვანი საკითხების მოკვლევა – ეს არ მომხდარა.

გუშინ ჩვენ უკვე მეორედ შევიტანეთ მიმართვა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის სახელზე. ჩვენ ვითხოვთ კონკრეტულ და ლოგიკურ პასუხებს და არა ზოგად პასუხებს.

კონკრეტულად რა კითხვებზე ელით პასუხს უნივერსიტეტისგან?

ბევრი შეკითხვა გვაქვს. პირველ რიგში ეს არის უნივერსიტეტის ავტონომიასთან დაკავშირებული კითხვები. უნივერსიტეტმა ოფიციალურად მოგვწერა, რომ ავტონომიის შელახვასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის კანცელარიაში არ დაფიქსირებულა არც ზეპირი და არც წერილობითი განცხადება, მაგრამ ეს არის ტყუილი, რადგან 21-ში, შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები, უნივერსიტეტის საქმიანობაში რომ ხდებოდა „ოდეერების“ ჩარევა, ამაზე ისაუბრა ირაკლი ბარამიძემ, ყოფილმა პრორექტორმა და გიორგი მასალკინმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ასეთი რამ ხდებოდა 2012 წლამდე. ასე რომ იმის თქმა, რომ ავტონიმიის შელახვაზე ზეპირი სახით არ დაფიქსირებულა საუნივერსიტეტო სივრცეში ინფორმაცია, არასწორია.

თქვენი აზრით, რაზე მეტყველებს უნივერსიტეტის პასუხი?

ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნივერსიტეტს არა აქვს პოლიტიკური ნება, რომ ავტონომიის შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ხმამაღლა ისაუბროს, ამ პროცესების გამოსწორება დაიწყოს და უნივერსიტეტი რეალურად გახდეს ავტონომიური ერთეული. მათ [უნივერსიტეტის ადმინისტრაციას] უბრალოდ არ უნდათ უნივერსიტეტის ავტონომიის შელახვაზე საუბარი და არათუ საუბარი, არამედ ამ საკითხის უკანა ფლანგზე გადაწევაც სურთ.

თქვენი დაკვირვებით, როგორია ლექტორ-მასწავლებლების განწყობა ამ საკითხების მიმართ? გაქვთ თუ არა საუბარი მათთან ამ თემაზე?

ამ კუთხით ძალიან დაბალია ლექტორ-მასწავლებლების ჩართულობაც და ინტერესიც. გარკვეულ ლექტორებთან რა თქმა უნდა ვსაუბრობთ ამ თემებზე, მაგრამ საჯაროდ რომ დააფიქსირონ თავიანთი აზრი, ზოგს არ უნდა, ზოგს ჩრდილში ყოფნა ურჩევნია…

ზოგადი ფონი ის არის, რომ პირადად ჩემი აზრით, მათ არ სურთ ამ პროცესში ჩართვა, არ სურთ ხმამაღლა საუბარი და არ სურთ უნივერსიტეტში რამე შეიცვალოს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ხმის ამოღებას ამ თემაზე ექნება მნიშვნელობა, რადგან კარგად არიან ამ სისტემის ნაწილებად ქცეულნი, ეს იქნება მყარი ბერკეტი იმისა, რომ დაიწყოს სისტემური ცვლილება, მაგრამ ამის სურვილი უნდა მოდიოდეს მათგან.

ჩვენ, სტუდენტები, ვსაუბრობთ ამაზე ხმამაღლა, ვსაუბრობთ საჯაროდ, თუმცა  უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლებიდან ერთეულები თუ იღებენ ხმას. დანარჩენები უბრალოდ სიჩუმეს ირჩევენ.

ჩემთვის მათი ეს პოზიცია არა თუ მისაღები არ არის, არამედ გარკვეულწილად შეურაცხმყოფელიცაა, რადგან ლექტორები უნივერსიტეტში საუბრობენ თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობაზე, იდეებზე და ეს საუბარი რჩება მხოლოდ სალექციო კურსზე. იქ, სადაც მათ შეუძლიათ ცვილელებები, ისინი თავს იკავებენ. როცა თავისუფლების, უნივერსიტეტის ავტონიმიის დაცვა ხდება საჭირო, ისინი ჩრდილში დგებიან და თავს იქ კომფორტულად გრძნობენ, რადგან თვლიან, რომ ასე მათ არ შეეხებიან და მათზე არ განხორციელდება ზეწოლა, მიუხედავად იმისა, რომ თუ იქნება რომელიმე ლექტორზე ზეწოლა, [რომელიც ამ თემებზე ღიად ისაუბრებს], ჩვენ აუცილებლად დავიცავთ მის ინტერესებს.

თუ დაგისვამთ მათთვის შეკითხვა, რატომ იკავებენ თავს?

რამდენიმე ლექტორთან მე მისაუბრია ამ საკითხზე და ისინი ამბობენ, რომ ეს სისტემური და ფესვგამდგარი პრობლემაა, რომ არ არსებობს ნდობის ფაქტორი და იმედი, რომ შეიძლება ვინმე გვერდზე დაგიდგეს და დარჩები მარტო, მხარდაჭერის გარეშე. ჩემი აზრით ამის გამო ისინი თავს იკავებენ და ურჩევნიათ კომფორტულად იყვნენ, იმ პოზიციაზე, რა პოზიციაშიც ახლა არიან, რადგან თუ ხმას ამოიღებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ მათზე იქნება ზეწოლა და მათ უბრალოდ არ სურთ ასეთი წინააღმდეგობები შეხვდნენ.

ასეთ სიტუციაში, რა სურათიც თქვენ ახლა აღწერეთ – ლექტორ-მასწავლებლების განწყობა, ამას დამატებული ის, რომ სტუდენტების ჯგუფი, რომელიც ავტონომიაზე საუბრობს არც ისე დიდია სტუდენტების საერთო რაოდენობასთან შედარებით, გაქვთ იმის იმედი, რომ ცვლილებები შესაძლებელია?

ჩვენ გვაქვს იმედი. ეს არ არის მხოლოდ რამდენიმე ადამიანის მოსაზრება და შეხედულებები, ვისაც რაღაც ცვლილებები მოაფიქრდათ. „აუდიტორია 115“-მა დაიწყო ეს პროცესები, ეს მოძრაობა და ჩვენ ვუერთდებით და სრულად ვიზიარებთ სისტემური ცვლილების, სისტემური რეფორმირების აუცილებლობას. რაც შეეხება ბათუმის სახელწიფო უნივერსიტეტს, ჩვენთან არის შიდა პრობლემები, რომელიც მოსაგვარებელია შიდა ავტონომიურ სივრცეში, თუ აქვს პრეტენზია ბათუმის სახელწიფო უნივერსიტეტს, რომ ის არის ნამდვილად დამოუკიდებელი ერთეული, არ უნდა გაურბოდეს მარტივ შეკითხვებს, კრიტიკულ მოსაზრებებს, უნდა დაწყოს ამ საკითხებზე მსჯელობა და მათი მოგვარება და არა გაქცევა ამ საკითხებიდან.

როდის აჩერებს სახელმწიფო უკანონო მშენებლობას

ბათუმში, საპატრულო პოლიციის შენობის გვერდით, უკანონო მშენებლობა ისე დასრულდა, რომ მშენებლებს დაბრკოლება არ შექმნიათ. 4-სართულიან კორპუსს ორი დაემატა. მშენებლობის შეჩერება გასული წლის აპრილში მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მოითხოვა. იგივე მოითხოვა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, თუმცა ამით არაფერი შეცვლილა, განსხვავებით სხვა ობიექტებისგან, სადაც სახელმწიფოს მოთხოვნის აღსრულება მოხერხდა, მათ შორის, პოლიციის ძალით. „ეს ძალიან საშიში ტენდენციაა, როცა ერთ შემთხვევაში აჩერებ, მეორეში – ვერა. ეს შერჩევითი სამართალია“, – ამბობენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“.

რატომ ვერ მოახერხა ბათუმის მერიამ ტბელ აბუსერიძის #9-ში უკანონო მშენებლობის შეჩერება? – მერიაში აღსრულების ეროვნულ ბიუროზე მიგვითითეს: „ჩვენი ბერკეტი არის ის, რომ უკანონო მშენებლობის მესაკუთრე გავაფრთხილოთ ან დავაჯარიმოთ. დანარჩენი აღსრულების საქმეა. ასეთი ძალიან ბევრი განცხადება გვაქვს გადაგზავნილი“, – გვითხრა ირაკლი მოქიამ, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა. ამ სამსახურის უფროსის, ზაალ მამუჭაძის მიერ ხელმოწერილ, 2015 წლის 7 აპრილის დადგენილებაში წერია, რომ ტბელ აბუსერიძის #9-ში მრავალბინიან სახლზე დაშენება სანებართვო პირობების [პროექტის] დარღვევით მიმდინარეობს.

ზედამხედველობის სამსახურის შემდეგ, ტბელ აბუსერიძის #9-ში მისულა აღმასრულებელიც. მას სააღსრულებლო ფურცელში მშენებლობის შეჩერების მოთხოვნის გარდა, ჩაუწერია: „წინააღმდეგ შემთხვევაში, გაფრთხილებთ, რომ განხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები“. აბუსერიძის #9-ში მას შემდეგ „იძულებითი ღონისძიებებისთვის“ არავინ მისულა.

„ეს იმიტომ, რომ კრედიტორ მხარეს, ანუ მერიას ხელახლა არ მოუმართავს ჩვენთვის“, – განმარტეს აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურში: „მერიას შეეძლო თავად მიემართა სამართალდამცველებისთვის, ან მოემართა ჩვენთვის. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ჩვენ მივმართავდით პროკურატურას. სხვა სამართლებრივი რეგულირება არსად გაწერილი არ არის.“

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, გიორგი ხიმშიაშვილის შეფასებით, მართალია, ასეთ შემთხვევაში არ არსებობს კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმი, მაგრამ ეს არ არის იმის საფუძველი, რომ კანონიერი გადაწყვეტილება ვერ შესრულდეს: „შესაძლოა, კანონში ყველა დეტალი არ იყოს გათვალისწინებული, მაგრამ არსებობს სახელმწიფოებრიობის მთავარი პრინციპი – კანონიერება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეუქცევადობას. ამ შემთხვევაში, ზედამხედველობის სამსახურს, ასევე აღსრულების ეროვნულ ბიუროს უნდა მიემართათ პოლიციისთვის. სხვაგვარად საზოგადოებაში გაჩნდება კანონისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

„მე არ ვიცი, საია რას ამბობს, მაგრამ ასეთი რამ კანონმდებლობაში არ მიწერია. გავივლი კონსულტაციებს იურისტებთან და თუ მისაღებია, ასე მოვიქცევით. ეს იქნება ფანტასტიკური გამოსავალი აღმასრულებელსა და ჩვენ შორის ურთიერთობაში. გამოდის, საერთოდ აღარ დაგვჭირდება აღმასრულებელი“, – უთხრა „ბათუმელებს“ ირაკლი მოქიამ, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა.

გიორგი ხიმშიაშვილი რამდენიმე შემთხვევას იხსენებს იმის საილუსტრაციოდ, რომ მიდგომა შერჩევითია: „ბოლო პერიოდში არაერთი შემთხვევა გამოვლინდა, როცა სააღსრულებო ბიუროს არ აქვს შესაძლებლობა აღასრულოს გადაწყვეტილება. ეს გამოიკვეთა, მაგალითად, „ბათუმი პირსის“ შემთხვევაში, რომლის დემონტაჟიც ვერ უზრუნველყო. ამის პარალელურად, ციხისძირში ხეების გადარგვის პროცესი როცა მოექცა კანონის ჩარჩოებში – დაიწყო ხის გადარგვის პროცესი, იქ ხელშეშლა მაშინვე აღკვეთა პოლიციამ. ამ ფაქტით კარგად ჩანს, რომ თუ ნებელობა არის, კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულებას წინ ვერაფერი აღუდგება.“

რატომ არ მიმართა სამართალდამცველებს ბათუმის მერიამ, ან აღსრულების ეროვნულმა ბიურომ იგივე ტბელ აბუსერიძის #9-ში მიმდინარე უკანონო სამუშაოების იძულებით შესაჩერებლად? – ვერსია თავად ამ მისამართზე მცხოვრებ ადამიანებს აქვთ. ტბელ აბუსერიძის 9-ში ცხოვრობს და სართული დააშენა ბათუმის პოლიციის პირველი განყოფილების უფროსის მოადგილე იაკობ მანველიძემ. `ბათუმელებმა~ მასთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

„ბათუმელების“ სატელეფონო ზარს უპასუხა ამ კორპუსში მცხოვრებმა დავით ქედელიძის შვილმა – აკაკი ქედელიძემ. ის აღსრულების პოლიციის სამმართველოს ბათუმის განყოფილების უფროსია. „ვადასტურებ, რომ მამაჩემი იმ კორპუსში ცხოვრობს. საქმე სასამართლოშია და იქ დადასტურდება ყველაფერი. რეალურად ჩვენ მიერ დაშენებულ სართულზე არ ჰქონია მერიას პრეტენზია. მეტს ვერაფერს გეტყვით“, – გვითხრა აკაკი ქედელიძემ.

ქედელიძე ტბელ აბუსერიძის #9-სთან დაკავშირებით გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებაშიც ფიგურირებს. სამეზობლო დავა აქ წლებია გრძელდება. საქმე ამჟამად ბოლო ინსტანციის სასამართლოშია. 2016 წლის თებერვალში კი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის სასამართლოსგან განსხვავებით, დააკმაყოფილა ამ კორპუსში მცხოვრები ერთი პირის სარჩელი, რომელიც ამხანაგობის კრების ოქმის გაუქმებას ითხოვდა.

ქუთაისის სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებაში წერია: „რაც შეეხება მოწმეების: აკაკი ქედელიძისა და გურამ გოლიაძის ჩვენებებს, რომლებმაც მიუთითეს, რომ 2009 წლის 3 ივნისის კრება ნამდვილად ჩატარდა და რომ ამ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებებით მათი ოჯახების ფლობა-სარგებლობაში არსებული სხვენის ფართობები გადაეცათ მათვე საკუთრებაში. დადგენილია, რომ აკაკი ქედელიძე მოპასუხე დავით ქედელიძის შვილია, ხოლო გურამ გოლიაძე _ მოპასუხე ნარგიზ კონცელიძის მეუღლეა. ამდენად, მისი ჩვენება უტყუარ მტკიცებულებად ვერ იქნება განხილული, ვინაიდან ისინი, როგორც მოპასუხეების ახლო ნათესავები, საქმის შედეგით პირდაპირ დაინტერესებული პირები არიან“.

ტბელ აბუსერიძის #9 არ არის ერთადერთი შემთხვევა, სადაც ბათუმის მერიამ უკანონო მშენებლობა ვერ გააჩერა. მიმდინარე წლის მარტში, როცა ვაჟა-ფშაველას #13-ში უკანონოდ განახლდა სამშენებლო სამუშაოები, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ზაალ მამუჭაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ უკანონო მშენებლობაზე სამუშაოების შეჩერება არ შეუძლია. მაშინ უნებართვო მშენებლობა ვერც ადგილზე მისულმა პოლიციამა შეაჩერა.

რას საქმიანობს ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა

რა ქონებას ფლობს, რა საქმიანობას ეწევა და რა სერვისს სთავაზობს კლიენტებს „ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა“? – ამ კითხვაზე არ გვიპასუხეს საწარმოში, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. მცირე მეწარმეების ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს ქარხანა ქმნის მათთვის არაკონკურენტუნარიან გარემოს მსხვილი მოთამაშეების სასარგებლოდ. შესაბამისად, გადარჩენა არ უწერია ნავთობის სფეროში შესულ არც ერთ წვრილ მოთამაშეს, თუნდაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში არსებული ტარიფების გამო.

„ქარხანა აწარმოებს ნათელი ნავთობპროდუქტების მიღება-გადატვირთვის ოპერაციებს; გააჩნია რეზერვუარები და მასთან დაკავშირებული ინვენტარი, რითაც ხორციელდება ზემოხსენებული სამუშაოების შესრულება. ქარხანა თავის ბალანსზე რიცხულ ქონებას გასცემს იჯარით და ასევე დებს მომსახურების ხელშეკრულებებს სხვადასხვა იურიდიულ პირებთან,“ – მოგვწერეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან.

როგორია მომსახურების ფასი ქარხანაში – არ გვიპასუხეს, არ მოგვაწოდეს არც მომსახურების ხელშეკრულების პროექტი, რომელსაც ქარხანა კლიენტებს სთავაზობს.

„მომსახურების ფასებს ადგენს ქარხანა და ეს ფასები არის ერთნაირი ყველა იურიდიული პირისთვის. ეს არის ჩვენ მიერ შედეგენილი ხელშეკრულება, ჩვენი პირობებია ჩადებული და ამ პირობებზე მოდიან კომპანიები. ნებისმიერ კომპანიას აქვს უფლება არ მოაწეროს ამ ხელშეკრულებას ხელი. თუ ფასი არ აწყობთ, შესაბამისად ხელიც არ უნდა მოაწერონ. ჩვენი პირობები ყველასთვის ერთნაირია, გამონაკლისებს ვერ დავუშვებთ,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის იურისტმა ზეინაბ ჭელიძემ.

მისივე თქმით, ხელშეკრულებაში ჩადებულია როგორც ფიქსირებული გადასახადი, რომელსაც ყველა იხდის, ასევე არის გადასახადი `ტონაჟობაზეც~ – რაც მეტს გადატვირთავს, მეტს გადაიხდის შემომტანი და „თუ არ აწყობს პირობები შემომტანს, რატომ აწერს ხელშეკრულებას ხელს?“

განბაჟებული საწვავის ვაგონებიდან გადმოტვირთვა [და შემდგომ ქსელში გატანა] სწორედ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში [ესტაკადაზე] ხდება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ფასები ქარხანას ამ მომსახურებაში შემდეგნაირად აქვს დადგენილი: ყოველი 200 ტონა საწვავის გადმოტვირთვა 700 აშშ დოლარია. თუ ერთ ან ორ ვაგონს გადმოტვირთავ [ანუ 60 ან 120 ტონას] მაინც 700 აშშ დოლარს იხდი.

ესტაკადაზე ვაგონებიდან საწვავის გადმოტვირთვა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ექსკლუზიური უფლებაა [ესტაკადა მისი საკუთრებაა]. კონკრეტულად რა ქონებას ფლობს და როგორ მართავს ამ ქონებას? – ამ კითხვის პასუხად ქარხნიდან მოგვწერეს, რომ „ქარხანა არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს ან საჯარო დაწესებულებას…“

საჯარო რეესტრის 2015 წლის ოქტომბრის მონაცემებით, „ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას“ შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმზე“ 2013 წლის 4 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით, 2017 წლის 4 ივნისამდე იჯარით გადაცემული აქვს სარკინიგზო ესტაკადა, ასევე ოთხი რეზერვუარი [საერთო მოცულობა 4 200 კუბ/მ] და სხვა ქონება. საიჯარო ხელშეკრულებაში შეტანილია გარკვეული ცვლილებებიც, მათ შორის გაფორმებულა შეთანხმების აქტიც.

ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას 715 კვ/მ მიწის ნაკვეთი და 3 ერთეული რეზერვუარი [750 კუბ/მ] იჯარით გადაცემული აქვს შპს „ექსპრესოილი“-ზე, რომელიც ქუთაისშია რეგისტრირებული. მისი 100% წილის მფლობელია რუსუდან მილორავა. ამ კომპანიის ქონება დაყადაღებულია.

[ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე არსებული 9834 კვ/მ მიწის ნაკვეთი, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია, უზუფრუქტით აქვს სარგებლობაში შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ“-ს 2006 წლიდან].

„ქარხნის საქმიანობა დღეის მონაცემებით მომგებიანია,“ – გარდა ამ განცხადებისა, დაწესებულების ადმინისტრაცია ფინანსებთან დაკავშირებულ სხვა მონაცემებს არ გასცემს. `ბათუმელების~ ინფორმაციით, მსგავს რეკომენდაციას ქარხნის ხელმძღვანელი ნოდარ თებიძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან იღებს.

„ბათუმელებმა“ აჭარის ხელისუფლების მიერ შექმნილი საწარმოების ქონებისა და შემოსავლების შესახებ აქამდეც მიმართა მთავრობას, საიდანაც გვაცნობეს, რომ: „აჭარის წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგებები, წარმოადგენს საწარმოების კომერციულ საიდუმლოებას და ნაწილობრივ პერსონალურ ინფორმაციას [ეკონომიკური მაჩვენებელი] და მისი მიღების უფლება აქვს მხოლოდ პარტნიორს…“

სამინისტრო ასაიდუმლოებს სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებულ ფინანსურ ინფორმაციასაც: „აჭარის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი რიგი საწარმოების 2012-2015 წლების ბალანსების გაცემის ვალდებულება სამინისტროს არ აქვს…

2014 წელში მომგებიანად აღირიცხა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით არსებული 14 საწარმო, მათგან 10 საწარმოს მიერ კუთვნილი წმინდა მოგების სახით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ჩარიცხულია 1 312 190 ლარი“.

რაც შეეხება ნავთობპროდუქტების ბაზარს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირისგან გასულ წელს მიღებული ინფორმაციით: „ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტს ახორციელებენ: „სოკარი“, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, „ლუკოილ ჯორჯია“, „გალფი“, „რომპეტროლ საქართველო“, „სენტა პეტროლიუმი“. კიდევ არის საზოგადოებისათვის უცნობი რამდენიმე კომპანია. რაც შეეხება საწვავის რეალიზაციას, აღნიშნული კომპანიების გარდა, საწვავის რეალიზაციას ახორციელებს ბევრი სხვა არაბრენდული გასამართი სადგური“.

კავშირში აცხადებენ, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია ეხება მთელ საქართველოს და დიფერენცია რეგიონების მიხედვით არ არსებობს. რაც შეეხება მონოპოლიას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში მიაჩნიათ, რომ „არავითარი მონოპოლისტი კომპანიები არ არსებობენ და საცალო გაყიდვაში ცნობილი კომპანიების ხვედრითი წილი მერყეობს 15-დან 23%-ის ფარგლებში“.

ხულოდან იალაღებზე მგზავრებს მიკროავტობუსი უფასოდ მოემსახურება

ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა საზაფხულო იალაღებზე – ბეშუმსა და ზორტიყელში ერთი თვის განმავლობაში გადაადგილებას უფასოდ შეძლებს. ამ მომსახურების გასაწევად ხულოს გამგეობამ ელექტრონული ტენდერი უკვე გამართა.

ხულო-ბეშუმისა და ღორჯომი-ზორტიყელის მიმართულებით მგზავრთა ტრანსპორტირებისთვის ხულოს გამგეობამ ელექტრონული ტენდერი 13 აპრილს, 9 660 ლარზე გამოაცხადა. ტენდერი 20 აპრილს დასრულდა და მასში მონაწილეობა მხოლოდ ინდ. მეწარმე ასლან ქედელიძემ მიიღო, მან მგავრთა უფასო მომსახურებითვის 9 540 ლარი შესთავაზა გამგეობას. ხულოს გამგეობას ტენდერში მონაწილე ინდ. მეწარმესთან ხეშეკრულება ჯერ არ გაუფორმებია.

ივნისში, მთელი თვის მანძილზე ხულოდან ბეშუმის მიმართულებით ერთი მიკროავტობუსი დილის ცხრის ნახევარზე გავა და ბეშუმიდან ხულოს მიმართულებით 7 საათზე დაბრუნდება, ხოლო ზორტიყელის იალაღზე უფასოდ გადაადგილებას ადგილობრივები ორ დღეში ერთხელ შეძლებენ.

შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული სინფორმაციის მიხედვით ხულოდან ბეშუმის მიმართულებით ორმხირივად სულ – 60, ხოლო ზორტიყელის მიმართულებით 30 რეისი უნდა შესრულდეს.

შემსრულებელი, რომელსაც ხულოს გამგეობა ხელშეკრულებას გაუფორმებს, ბეშუმის მიმართულებით მიმავალ მგზავრებს ხულოს ცენტრიდან უნდა მოემსახუროს. რაც შეეხება ზორტიყელს, ამ მიმართულებით უფასო ტრანსპორტირება ღორჯომიდან მოხდება.

სატენდერო პორობების თანხმად, მიმწოდებელს საკუთრებაში ან ხელშეკრულებით მინიმუმ ორი, არანაკლებ 15-ადგილიანი, ტექნიკურად გამართული მიკროავტობუსი უნდა გააჩნდეს, ხოლო მძღოლი, რომელიც მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება „D“ კატეგორიის მართვის მოწმობა და სამი წლის მუშაობის გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებას შეწყვეტს, ან ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებას არ შეასრულებს, სახელშეკრულებო თანხის 5% -ის გადახდა დაეკისრება.

უსკო – არჩევნებისთვის სამზადისი ახალი უფროსის მოლოდინში

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია [უსკო] უფროსის შეცვლა-არშეცვლის, ხოლო კომისიის თავმჯდომარე თანამდებობიდან წასვლა-არწასვლის რეჟიმში მუშაობს. საქართველოს პრეზიდენტმა მომავალი საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების თარიღად 8 ოქტომბერი გამოაცხადა – წინასაარჩევნო კამპანია შესაბამისი აქტების გამოქვეყნებისთანავე იწყება. არჩევნების დღემდე ორი თვით ადრე კი სიტუაცია ყველაზე მეტად იძაბება. ამ დროისთვის საარჩევნო ადმინისტრაციები არჩევნების ჩასატარებლად მომზადებულები უნდა იყვნენ.

მაშინ, როცა არჩევნების თარიღი ცნობილია, უსკოს თავმჯდომარედ დავით კვაჭაძე და კომისიის წევრად მამუკა ჯაში აჭარის უმაღლესმა საბჭომ ისევ არ აირჩია. მთავრობის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის, დავით გაბაიძის ინფორმაციით, მთავრობა უსკოს ორი ვაკანტური ადგილის შესავსებად ხელახალ კონკურსს გამოაცხადებს. კონკურსი ორეტაპიანია და გარკვეულ ვადებს, ხოლო უმაღლეს საბჭოში დამტკიცების პროცედურა თავის ვადებს ითვალისწინებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაზე კარგ შემთხვევაშიც კი, ახალი თავმჯდომარე შესაძლოა მაისის ბოლოს ან ივნისში აირჩიონ.

რამდენად შეძლებს ახალი თავმჯდომარე (მისი არჩევა საერთოდ თუ მოახერხა აჭარის მთავრობამ) უსკოს მოკლე ვადაში ისე მობილიზებას, რომ არჩევნები დარღვევების გარეშე ჩატარდეს? – მოქმედი თავმჯდომარე არჩილ მიქელაძე მიიჩნევს, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცედურის გაჭიანურება უსკოს არჩევნებისთვის მომზადებას ხელს ვერ შეუშლის: „უსკო არჩევნებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს კოლეგიურად იღებს. ვთქვათ, მოქმედი თავმჯდომარე არ არის ადგილზე, წავიდეს სადმე, ან გაცივდა, გრიპი დაემართა – ეს მუშაობას ვერ შეაფერხებს… მე ვაგრძელებ მუშაობას, ვიდრე არ აირჩევენ ახალს და ვხელმძღვანელობ იმ კანონით, რითაც ახალმა უნდა იხელმძღვანელოს“.

კანონის მიხედვით, რომლითაც არჩილ მიქელაძე ხელმძღვანელობს, უსკოს თავმჯდომარე ასრულებს ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ ფუნქციებს. ამ ყველაფერს უსკოს თავმჯდომარის განმარტებით ხელი არ შეეშლება და მისი არ ყოფნის შემთხვევაში მოადგილეც გაართმევს თავს. თუმცა სხვაზე მიუთითებს არჩილ მიქელაძის პასუხები „ბათუმელების“ კითხვებზე, რაც არჩევნებისთვის სამზადისს უკავშირდება: “ყველაფერი, მათ შორის ჟურნალისტებთან ურთიერთობაც კი საარჩევნო პერიოდისთვის დაგეგმვას საჭიროებს“. ამავე მიზეზით ის არ გამორიცხავს, ახალმა თავმჯდომარემ, რომელსაც უკვე აქტიურ წინასაარჩევნო პერიოდში აირჩევენ, სამუშაო პროცესში ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში დროის უქონლობა მოიმიზეზოს.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რის უფლებასაც კანონმდებლობა უსკოს თავმჯდომარეს ანიჭებს – ეს უსკოს აპარატის თანამშრომლების დანიშვნა-გათავისუფლების უფლებაა. უსკოს აპარატის 13 თანამშრომელი ახლა ორი თარიღის მოლოდინშია – თავად არჩევნების და უსკოს ახალი თავმჯდომარის არჩევის.

არჩილ მიქელაძის განმარტებით, აპარატის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით კანონში არსებული ჩანაწერის მიუხედავად, უსკოს თანამშრომლები საჯარო სამსახურის კანონის შესაბამისად, კონკურსის წესით ინიშნებიან თანამდებობებზე. შესაბამისად, თავმჯდომარეს არ შეუძლია პირადი სიმპათიების გამო გაათავისუფლოს ან დანიშნოს რომელიმე თანამშრომელი. თუმცა, ახალ ხელმძღვანელს შეუძლია ჩაატაროს რეორგანიზაცია და ამ გზით გაათავისუფლოს არასასურველი თანამშრომელი.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2012 წლის შემდეგ უსკოს ერთი ტენდერი თუ პირდაპირი შესყიდვა არ განუხორციელებია (მაშინ ახალი კომპიუტერები შეიძინეს). არჩილ მიქელაძე ამბობს, რომ შესაბამისი თანხა არ ჰქონდათ. წელს უსკოს ბიუჯეტი სამ მილიონს აჭარბებს, თუმცა ახალი ხელმძღვანელის მოლოდინი, როგორც ჩანს, უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის განკუთვნილ ბიუჯეტზე პასუხისმგებლობას აორმაგებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” აჭარის ორგანიზაციის კოორდინატორის, მადონა ბერიძის შეფასებით: „არ არის გამორიცხული უსკოს დაკომპლექტება უფრო სერიოზულ პრობლემად იქცეს, რადგან შესაძლოა წინასაარჩევნო კამპანია მაისში დაიწყოს. უსკო კი პასუხისმგებელია აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარებაზე, რაც ასევე საპარლამენტო არჩევნებთან ერთად იმართება. შესაბამისად, უსკოს დროული დაკომპლექტება და გამართულად, სრულფასოვნად ფუნქციონირება მნიშვნელოვანია, რადგან ეს აისახება არჩევნების ხარისხზე“.

სექსუალური შევიწროება – დანაშაული, რომელსაც დუმილით პასუხობენ

„არ შეიძლება სამსახურში მიდიოდნენ გოგოები და ეუბნებოდნენ, რომ ვიღაცის საწოლზე გადის მათი კარიერის გზა. მე დავკარგე კარიერა, დავკარგე სამსახური და მიუხედავად ყველაფრისა, ვაპირებ ბოლომდე ვიბრძოლო,“ – ამას თათია სამხარაძე ამბობს, ტელეკომპანია „იმედის“ უკვე ყოფილი თანამშრომელი, პირველი ქალი, ვინც სექსუალური შევიწროება ღიად გააპროტესტა და სასამართლოს მიმართავს. ის ყოფილ უფროსს, ჟურნალისტ შალვა რამიშვილს უჩივლებს. უფლებათადამცველები დარწმუნებული არიან, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი საქართველოში ძალიან ბევრია, მაგრამ ქალები ამ თემაზე დუმილს არჩევენ.

„დაექვემდებარეთ თუ არა ოდესმე სექსუალურ შევიწროებას? – კვლევის ფარგლებში დასმულ ამ კითხვას გასულ წელს 1400-მა ქალმა უპასუხა. პასუხი უარყოფითი იყო. ამავე კვლევით აღმოჩნდა, რომ გამოკითხულების უმრავლესობა, თურმე სექსუალური შევიწროების ობიექტი ყოფილა.

„კვლევამ დაგვანახა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ინფორმაციაც კი არ აქვს, რას ნიშნავს სექსუალური შევიწროება,“ – ამბობს ნინო აბრამიშვილი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი, პროექტის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე“ მენეჯერი.

ევროპული სტანდარტით, სექსუალურ შევიწროებად მიიჩნევა, მაგალითად, სექსუალური ხასიათის არასასურველი მზერა: „სექსუალური შევიწროება „გენდერული თანასწორობის კანონის“ მიხედვით არის ნებისმიერი სიტყვიერი ან არასიტყვიერი, ასევე ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს პირის ღირსების შელახვას, ან მისთვის დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას. მთავარი მახასიათებელი ამ შევიწროების არის არასასურველობა, რომელიც, შესაძლოა, გამოხატული იყოს: სექსუალური ხასიათის ხუმრობაში, დაუსრულებელ გამოკითხვაში, სმს-ებში, მიმოწერებში, ფიზიკურ შეხებაში თავისთავად.“

კვლევის ავტორებმა კიდევ ერთი შეკითხვა დასვეს – მომავალში თუ დაექვემდებარებით სექსუალურ შევიწროებას, მიმართავთ თუ არა ზემდგომს? „ამ შეკითხვაზე დაახლოებით 97-მა პროცენტმა გვიპასუხა, რომ არ მიმართავს არც ზემდგომს და არც სამართალდამცავ ორგანოს. პასუხებით ჩანს, რამდენად ტაბუირებულია ეს თემა საზოგადოებაში“, – გვიყვება ნინო აბრამიშვილი. მისი აზრით, ქალებს ამ თემაზე ხმის ამოღების ეშინიათ, რადგან საზოგადოებას არ აქვს მგრძნობელობა სექსუალურ შევიწროებაზე.

საზოგადოებისგან რომ არ იგრძნობა დაკვეთა, ეს აისახა პარლამენტზეც – არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაცია, სექსუალური შევიწროება სისხლის სამართლებრივად დასჯადი გამხდარიყო, პარლამენტის სამმა კომიტეტმა წინა წლის საგაზაფხულო სესიაზე მოიწონა, მაგრამ ინიციატივა თაროზეა შემოდებული და მისი სასესიო განხილვა არც კი დაწყებულა.

„სახელმწიფომ სექსუალური შევიწროება დასჯადი უნდა გახადოს“, – ამ სათაურით ღია წერილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ~ გაავრცელა მას შემდეგ, რაც თათია სამხარაძემ სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესახებ ისაუბრა. ორგანიზაცია პრობლემად ასახელებს იმას, რომ „გენდერული თანასწორობის შესახებ კანონი“ აღსრულების მექანიზმებს არ მოიცავს და ქმედებას არც სხვა საკანონმდებლო აქტები არეგულირებს. შესაბამისად პირს, რომელიც სექსუალურ შევიწროებას ჩადის, არც ადმინისტრაციული და არც სისხლის სამართლის კუთხით, სანქცია არ ეკისრება. საია ხელისუფლებას ასევე ახსენებს „ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ კონვენციას“ (სტამბოლის კონვენცია), რომლის თანახმად: „სახელმწიფო ვალდებულია დააწესოს სისხლისსამართლებრივი, ან სხვა სანქცია პირებისთვის, რომლებიც სექსუალურ შევიწროებას ჩადიან, ხოლო ქმედება უნდა ისჯებოდეს მიუხედავად იმისა, შევიწროება ხდება სამუშაო ადგილას თუ მის გარეთ“.

„სასამართლო დაადგენს, ჰქონდა თუ არა ადგილი სექსუალურ შევიწროებას და დისკრიმინაციას. ამ ფაქტის დადგენა მოსარჩელისთვის მნიშვნელოვანი“, – ამბობს ბაია პატარაია, კავშირ „საფარის“ დირექტორი და თათია სამხარაძის ინტერესების დამცველი: „იმ გარემოებებიდან, რასაც მე ვიცნობ, აშკარად იკვეთება სექსუალური შევიწროების ნიშნები. საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ შრომის კოდექსითა და ანტიდისკრიმინაციული კანონის მიხედვით, ყველა ფორმის დისკრიმინაცია, მათ შორის სექსუალური შევიწროებაც, აკრძალულია საქართველოში.“

პირველი ქალი, ვინც თანამშრომლისგან სექსუალური შევიწროების გამო სამსახურის უფროსს რეაგირება სთხოვა, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში მუშაობდა. „უღირსი საქციელი“ და „საჯარო სამსახურის დისკრედიტაცია“, – ასე შეაფასა სამმართველოს უფროსმა, ვახტანგ წულაძემ გათავისუფლების ბრძანებაში თანამშრომელი ფეხმძიმე ქალის პროტესტი 2014 წელს.

ვახტანგ წულაძის ხელმოწერილი ეს ბრძანება უზენაესმა სასამართლომ მიმდინარე წლის თებერვალში უკანონოდ მიიჩნია და გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა, ასევე განაცდურის სრულად ანაზღაურება მოითხოვა. ჯერჯერობით გადაწყვეტილება ამ სამთავრობო დაწესებულებას არ შეუსრულებია. თუმცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და იგი გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

საია ქალთა კლუბის წევრებს უფასო სამართლებრივ დახმარებას გაუწევს

მუნიციპალიტეტების გამგეობებში გენდერული სამსახურების ბაზაზე არსებულ „ქალთა კლუბში“ გაწევრიანებულ ქალებს უფასო იურიდიულ მომსახურებას საიას იურისტები გაუწევენ. ეს ინფორმაცია საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარემ გიორგი ხიმშიაშვილმა დღეს ქედის „ქალთა კლუბის“ წევრებს გააცნო.

საინფორმაციო სახის შეხვედრაზე გიორგი ხიმშიაშვილმა ქვეყანაში არსებულ ძალადობასა და პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე არასამთავრობო ორგანიზაცია იურიდიულ მომსახურებას მხოლოდ „ქალთა კლუბის“ წევრებს გაუწევს, სამომავლოდ კი მსგავი მომსახურება სოფლის მოსახლეობისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი .

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალსა და „ქალთა ოთახებს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს ურთიერთდახმარებას სამართლებრივ პრობლემატიკასა და იმ საკითხებზე, რომლებიც რეგიონში წარმოიშვება ქალთა უფლებისა თუ ოჯახში ძალადობის თვალსაზრისით. ჩვენ მზად ვართ, ქალთა ოთახის წევრებს ნებისმიერ ეტაპზე გავუწიოთ სამართლებრივი დახმარება, კონსულტაცია იქნება საჭირო თუ ადვოკატირება. სამომავლოდ ქალთა ოთახების მეშვეობით მიზნად ვისახავთ გავაგრძელოთ კომუნიკაცია სოფლებში მცხოვრებ იმ ქალებთან, რომლებსაც რიგი პრობლემების გამო ყველაზე ნაკლებად აქვთ წვდომა მუნიციპალურ ცენტრებთან,“  – თქვა გიორგი ხიმშიაშვილმა.

ასეთივე მემორანდუმი საიას აჭარის ფილიალმა ხულოსა და შუახევის თვითმმართველ ორგანოებში არსებულ ქალთა კლუბებთანაც გააფორმა – „ჩვენ აბსოლუტურად მოვიცავთ აჭარის რეგიონში რეგისტრირებულ ყველა „ქალთა ოთახს“, რაც შეეხება მომართვიანობას, ყველა რეგიონიდან თითქმის თანაბარად მოგვამართავს მოსახლეობა სამართლებრივი დახმარების მიზნით, თუმცა უფრო მეტი მომართვიანობა შეიძლება ბათუმიდან იყოს იმიტომ, რომ ბათუმში მეტი ადამიანი ცხოვრობს. ძალადობა არ ხდება მხოლოდ ქალაქისა და რეგიონის ცენტრებში, ძალადობა ყველგან და ყველა დასახლებაშია, ჩვენი ძირითადი მიზანია ძალადობის შესახებ აქტიურად დავიწყოთ საუბარი, რომ ყველამ იცოდეს ძალადობის გამოვლენის შემთხვევაში თავი როგორ  დაიცვას,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

 

ბათუმში თევზჰაკათონი 2016 იწყება

დღეს, დედამიწის დღეზე, ბათუმის ამერიკულ კუთხეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მესამე ყოველწლიური თევზჰაკათონი გაიხსნა.

თევზჰაკათონის ფარგლებში, ოცდაათი პროგრამისტი, დიზაინერი და მეცნიერებით გატაცებული ენთუზიასტი უქმეებს ბათუმის ამერიკულ კუთხეში გაატარებს, რათა მეთევზეობის პრობლემის გადასაჭრელად საუკეთესო აპლიკაცია შექმნას.

ბათუმის აქტივობა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მთელ მსოფლიოში ორგანიზებული თევზჰაკათონების ნაწილია. ესაა საჯარო და კერძო უწყებების თანამშრომლობის მაგალითი, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ის მთავრობის კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეკავშირებას. შეჯიბრს მსაჯთა გუნდი შეაფასებს. გამარჯვებულსა და მეორეადგილოსანს ჯილდოები გადაეცემათ. პროექტის პარტნიორი, საინფორმაციო ტექნოლოგიების აკადემია STEP, თავის პრიზს ცალკე კატეგორიაში გასცემს.

თევზჰაკათონის დასრულების შემდეგ, მობილური ტექნოლოგიებისა და მეთევზეობის ექსპერტთა გლობალური ჯგუფი გამარჯვებულ აპლიკაციებს შეაფასებს და გრან-პრის მფლობელს გამოავლენს. გამარჯვებული მსოფლიო ოკეანეების დღეს, 8 ივნისს გამოცხადდება. ერთი გუნდი კომპანია „ვირჯინის“დაწესებულ 10,000 ამერიკულ დოლარს მიიღებს. კიდევ ერთი გუნდის აპლიკაციის დახვეწაზე კი აშშ-ის მთავრობის კონტრაქტორი კომპანია იმუშავებს.

 

 

კაბელის დაზიანების გამო აბონენტებს შუქი არ მიეწოდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ელექტროკაბელის დაზიანების გამო თაყაიშვილის ქუჩაზე, ჭავჭავაძისა და პუშკინის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში მცხოვრებ აბონენტებს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის  მიწის ქვეშ არსებული დაზიანებული კაბელის შესაცვლელად სპეციალური სამუშაოები ტარდება. აღდგენითი სამუშაოების საწარმოებლად დაწყებულია ტროტუარზე არსებული ფილების დემონტაჟი,  შემდეგ კი დაიწყებენ კაბელის შეცვლას. რა დრო დასჭირდება კაბელის შეცვლას, ჯერჯერობით უცნობია.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, მოახლოებულ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, მიწისქვეშა კომუნიკაციებზე სამუშაოების წარმოებაზე ნებართვის გაცემა დროებით შეჩერებულია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა.

 

Exit mobile version