Batumelebi | კაბელის დაზიანების გამო აბონენტებს შუქი არ მიეწოდება კაბელის დაზიანების გამო აბონენტებს შუქი არ მიეწოდება – Batumelebi
RU | GE  

კაბელის დაზიანების გამო აბონენტებს შუქი არ მიეწოდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ელექტროკაბელის დაზიანების გამო თაყაიშვილის ქუჩაზე, ჭავჭავაძისა და პუშკინის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში მცხოვრებ აბონენტებს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის  მიწის ქვეშ არსებული დაზიანებული კაბელის შესაცვლელად სპეციალური სამუშაოები ტარდება. აღდგენითი სამუშაოების საწარმოებლად დაწყებულია ტროტუარზე არსებული ფილების დემონტაჟი,  შემდეგ კი დაიწყებენ კაბელის შეცვლას. რა დრო დასჭირდება კაბელის შეცვლას, ჯერჯერობით უცნობია.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, მოახლოებულ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, მიწისქვეშა კომუნიკაციებზე სამუშაოების წარმოებაზე ნებართვის გაცემა დროებით შეჩერებულია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან