Maroon 5 – ის კონცერტის მოლოდინი ბათუმში

Maroon 5 - ის კონვერტის მოლოდინი
Maroon 5 – ის კონცერტის მოლოდინი, ბათუმი, 07.06.2016 / ფოტო: ლელა დუმბაძე
DSCN0926
Maroon 5 – ის კონცერტის მოლოდინი, ბათუმი, 07.06.2016 / ფოტო: ლელა დუმბაძე

DSCN0925DSCN0923

 

DSCN0915DSCN0921

DSCN0920

DSCN0919
Maroon 5 – ის კონცერტის მოლოდინი, ბათუმი, 07.06.2016 / ფოტო: ლელა დუმბაძე
DSCN0918
Maroon 5 – ის კონცერტის მოლოდინი, ბათუმი, 07.06.2016 / ფოტო: ლელა დუმბაძე
DSCN0909
Maroon 5 – ის კონცერტის მოლოდინი, ბათუმი, 07.06.2016 / ფოტო: ლელა დუმბაძე
DSCN0906
Maroon 5 – ის კონცერტის მოლოდინი, ბათუმი, 07.06.2016 / ფოტო: ლელა დუმბაძე
DSCN0902
Maroon 5 – ის კონცერტის მოლოდინი, ბათუმი, 07.06.2016 / ფოტო: ლელა დუმბაძე

DSCN0899

DSCN0885
Maroon 5 – ის კონცერტის მოლოდინი, ბათუმი, 07.06.2016 / ფოტო: ლელა დუმბაძე
DSCN0884
Maroon 5 – ის კონცერტის მოლოდინი, ბათუმი, 07.06.2016 / ფოტო: ლელა დუმბაძე
13414685_1397072393652222_708081445_n
Maroon 5 – ის კონცერტის მოლოდინი, ბათუმი, 07.06.2016 / ფოტო: სოფო გუჯაბიძე

13342989_1397047426988052_6147764222724627415_n

Maroon 5 - ის კონცერტის მოლოდინი ბათუმის საოცრებათა მოედანზე
Maroon 5 – ის კონცერტის მოლოდინი, ბათუმი, 07.06.2016 / ფოტო: სოფო გუჯაბიძე

13332842_1397047766988018_8846657727368333844_n

 

 

„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება

7 ივნისს, ბათუმის დემოკარტიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა ლიტერატურული კონკურსის – „წიგნის კუთხე“ მონაწილეთა დაჯილდოება.

პროექტში მონაწილე ბათუმის სკოლების 16-მა გუნდმა, სულ 48 მოსწავლემ, 35 ლიტერატურული ნაწარმოები წაიკითხა. ფინალის მონაწილე #10 საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაზეთმა “ბათუმელებმა” 50-50 ლარის ღირებულების წიგნების ვაუჩერი გადასცა, ხოლო გამარჯვებულებს [ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა] – პლანშეტური კომპიუტერები.

იხილეთ თორნიკე თავაძის ფოტორეპორტაჟი:

წიგნის კუთხე - დაჯილდოვება
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
წიგნის კუთხე - დაჯილდოვება
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
წიგნის კუთხე - დაჯილდოვება
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
წიგნის კუთხე - დაჯილდოვება
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
წიგნის კუთხე - დაჯილდოვება
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
წიგნის კუთხე - დაჯილდოვება
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
წიგნის კუთხე - დაჯილდოვება
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
წიგნის კუთხე - დაჯილდოვება
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
წიგნის კუთხე - დაჯილდოვება
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
„წიგნის კუთხე“ - მონაწილეთა დაჯილდოვება
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
„წიგნის კუთხე“ - მონაწილეთა დაჯილდოვება
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
IMG_9783
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
წიგნის კუთხე - დაჯილდოვება
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
წიგნის კუთხე - დაჯილდოვება
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
IMG_9801
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
წიგნის კუთხე - დაჯილდოვება
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
წიგნის კუთხე - დაჯილდოვება
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
IMG_9817
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
წიგნის კუთხე - დაჯილდოვება
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
წიგნის კუთხე - დაჯილდოვება
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება

ამავე თემაზე იხილეთ:

„წიგნის კუთხეს“ პირველი და მეორე მერვედფინალური თამაში.

„წიგნის კუთხე“ – III და IV მერვედფინალური თამაშები

„წიგნის კუთხე“ – V და VI მერვედფინალური თამაშები

„წიგნის კუთხე“ – მერვედფინალური ეტაპის ბოლო თამაშები

„წიგნის კუთხე“ – მეოთხედფინალის I-II თამაში

„წიგნის კუთხე“ – ნახევაფინალში მონაწილე სკოლები გამოვლენილია

„წიგნის კუთხე“ – ფინალში ბათუმის #2 და #10 საჯარო სკოლები შეხვდებიან 

ბათუმის #2 საჯარო სკოლა „წიგნის კუთხის“ გამარჯვებული გახდა

ბათუმის დელფინარიუმში დელფინი დაიბადა

დაახლოებით ერთი საათის წინ, ბათუმის დელფინარიუმში, დელფინ “მონიკას”, რომელიც შოუს მსვლელობისას სადემონსტრაციო აუზში იმყოფებოდა, დელფინი შეეძინა. ეს რიგით მეოთხე დელფინია, რომელიც ბათუმის დელფინარიუმში დაიბადა.

დელფინარიუმის ადმინისტრაციის ცნობით, ახალშობილი დელფინისა და დედის უსაფრთხოების გამო, მათ შოუს თანმიმდევრობისა და სხვადასხვა ელემენტების შეცვლა მოუწიათ. მათივე ცნობით, დაბადებისთანავე, ჰაერის პირველი ჩასუნთქვისათვის, დედამ შვილი წყლის ზედაპირზე ამოაცურა. მას შემდეგ კი ახალშობილი დედასთან ერთად სინქრონულად დაცურავს. მან უკვე დაიწყო დედის რძით კვება.

დელფინი აფალინა დელფინისებრთა ოჯახის ზღვის ძუძუმწოვარი ცხოველია. შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის „წითელ ნუსხაში“(IUCN) და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) II დანართში.

როგორც ბათუმის დელფინარიუმი იუწყება, მათი თანამშრომლები ორსული “მონიკას” უსაფრთხოებისთვის ბოლო თვეებია საგანგებო, 24 საათიან სპეც-რეჟიმში მუშაობდნენ, რაც უახლოესი რამდენიმე კვირის მანძილზე გაგრძელდება.

ბათუმის დელფინარიუმის ცნობით, დედა-შვილის მყუდროების დარღვევის თავიდან აცილების გამო  პროგრამისა და შოუს ქრონომეტრაჟში უმნიშვნელო ცვლილებები მოხდება.

მოძრავი ამბულატორია ძველ ბულვარში

საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ ბათუმის ძველ ბულვარში განთავსებული მოძრავი ამბულატორია დაათვალიერეს და C ჰეპატიტზე სკრინინგის პროცესს დაესწრნენ.

13411810_1210316785654652_5011799174953126838_oჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოძრავი ამბულატორია შესაბამისი აღჭურვილობით დღეიდან ბათუმის ბულვარში განთავსდება, რომლის საშუალებით მედპერსონალი საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ მსურველს 10:00 საათიდან 22:00 საათამდე პირველად სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. მოძრავი ამბულატორია ბათუმის ბულვარში აგვისტოს ბოლომდე იფუნქციონირებს, ხოლო მომავალში სეზონურად საკურორტო ზონებში განთავსდება“.

„ტურისტული სეზონის განმავლობაში, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან უბედური შემთხვევა ხდება გადატვირთული მოძრაობის გამო ხშირად გვიანდება სასწრაფო დახმარების მიღება, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, დიდი რაოდენობის ტურისტების თავშეყრის ადგილებში მოვათავსოთ ესეთი მობილური მოდული, სადაც ადამიანებს შეეძლებათ მიიღონ პირველადი გასინჯვა, სანამ საბოლოო სამედიცინო დახმარებისთვის მათ გადაიყვანენ შესაბამის დაწესებულებაში. მე ვფიქრობ, ეს იქნება დამსვენებლების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისკენ გადადგული ნაბიჯი და იქნება მრავალფუნქციური, რადგან ძირითად გადაუდებელი დახმარების კლინიკის მოდულს დავუმატეთ ასევე მოძრავი ლაბორატორია, სადაც მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალური რაოდენობის ადამაიანებმა ჩაიტარონ სკრინინგი C ჰეპატიტზე. მოძრავი ამბულატორია დღეიდან უკვე ფუნქციონირებადი იქნება და ვფიქრობ, რომ მართლაც მნიშვნელოვან ძვრებს გამოიწვევს ამ მიმართულებით.” – აღნიშნა მინისტრმა დავით სერგეენკომ.

მოძრავი ამბულატორიის ბულვარში განთავსებაზე განცხადება, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ 17 მაისს გააკეთა.

სუვენირებით მოვაჭრე 40 პირი ბათუმში და მხოლოდ 25 ადგილი მერიისგან

ბათუმის მერია ქალაქში სუვენირებით ვაჭრობის მოწესრიგებასა და სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს. ამ მიზნით ცოტა ხნის წინ ბათუმის მერიამ ჯიხურები შეისყიდა. ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის, გოგა ლომაძის ინფორმაციით, ბათუმში სუვენირებით 40 პირი ვაჭრობს. მერიამ კი მათთვის მხოლოდ 25 ჯიხური შეისყიდა.

როგორ მოახერხებს მერია დარჩენილ 15 პირთან მოლაპარაკებას? – ამაზე დღეს საკრებულოს სხდომაზე მსჯელობდნენ. საკრებულოს წევრი გიორგი კირთაძე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკება ვერ შედგება, ამიტომ მისი აზრით, მერიამ კიდევ 15 ჯიხური უნდა შეისყიდოს.

გოგა ლომაძის თქმით, კიდევ ახალი შესყიდვა პროცესს დროში გაწელავს: „ეს გამოიწვევს იმას, რომ გარე ვაჭრობა ამ სეზონზეც შენარჩუნდება, რაც არ შეიძლება, აკრძალულია. შესაძლებელია შეკავშირდეს ორი, ან სამიც კი და ერთად აიღონ ეს ჯიხური. პრობლემები რომ იქნება, ეს ვიცით და მზად ვართ. ყველა გვყავს წინასწარ გაფრთხილებული. ინფრომაციაც დავურიგეთ წერილობით და პირადად შეხვდა მათ მერი.“

საკრებულოს ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ იმითაც დაიტერესდა გამოიყენებს თუ არა საკრებულო „მანამდე დამზადებულ ე.წ. „ერმაკოვის ჯიხურებს“ – რაზეც გოგა ლომაძემ უპასუხა, რომ ეს ჯიხურები არა ერმაკოვის მუშაობის დროს, არამედ უფრო ადრე დაამზადეს.

საბოლოოდ, საკრებულოს წევრებმა დღეს, 7 ივნისს, მხარი დაუჭირეს განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სავაჭრო ჯიხურების ქირის საწყისი წლიური საფასური – ერთეულ ჯიხურზე 250 ლარის ოდენობით. ამავე განკარგულებით ბათუმის მერს მიეცა აღნიშნული ობიექტების განკარგვის უფლება.

ამავე თემაზე:

ბათუმში სუვენირები ახალ ჯიხურებში გაიყიდება

ბათუმში რკინის ჯიხურებს იღებენ

ბათუმის მერიამ ჯიხურებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

დღეს 20 საათამდე ბათუმის ნაწილს სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, უხვი ნალექის მოსვლის გამო, მდინარეების ლეჩა და ყოროლისწყალის ამღვრევის მიზეზით, სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეუწყდა ე.წ. “ძველი ქსელი”-ს აბონენტებს: მაიაკოვსკის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს, ასევე ბარცხანის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს.
მათივე ცნობით, წყალმომარაგება სავარაუდოდ 20:00 საათისთვის აღდგება.

 

ბათუმის საკრებულოს წევრები ქუჩების ტრანსპორტით გადატვირთვაზე

დღეს, 7 ივნისს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მსჯელობდნენ. საკრებულოს წევრებმა სხდომაზე აღნიშნეს, რომ ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია.

საკრებულოს წევრის, თემურ ყურაშვილის თქმით, პრობლემაა ისიც, რომ მანქანების არასწორად გაჩერების გამო ბათუმში მწვანე გაზონები ზიანდება. დაისვა უკანონო პარკირების აღკვეთის საკითხიც.

„მე პირადად ვიცი, რომ ბათუმში ე.წ. ფარეხთან უკანონო პარკირებაა“ – აღნიშნა დიმა დარჩიამ. ჯაბა ბერიძის თქმით კი ის თავადე შეესწრო ფაქტს, „როდესაც უკრაინელ მოქალაქეს სტაიანშიკმა პარკირებისთვის 10 ლარი გადაახდევინა“.

გასულ კვირას ბათუმის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯომარემ ირაკლი მიქელაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ საკრებულომ შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს რეგულაციებს, რაც ქალაქის ტრანსპორტისგან განტვირთვას უზრუნველყოფს და ეს ამ ტურისტულ სეზონზე უნდა მოეწროს.

ბათუმში ტურისტული სეზონი უკვე დაიწყო. მუშა ჯგუფი, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, ლაშა სირაბიძე უხელმძღვანელებს, პირველი სხდომის მოწვევას ამ საკითხებზე სამსჯელოდ ხვალ, 8 ივნისს გეგმავს.

DSCN0843
მემედ აბაშიძის გამზირი, ბათუმი, 7.06.2016

მოძრავი სერვისცენტრები მუნიციპალიტეტებში

საგადასახადო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ქედის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას ის ორი ავტმობილი წარუდგინა, რომელიც დღეიდან მოქალაქეებს ადგილზე საგადასახადო მომსახურებას გაუწევს.

ნოდარ ხადურის თქმით, მოძრავი ორი სერვისცენტრიდან ერთი აღმოსავლეთში, მეორე დასავლეთ საქართველოში წინასწარ განსაზღრული გრაფიკით იმუშავებს.

ნოდარ ხადური სალაძეების ოჯახში
ნოდარ ხადური სალაძეების ოჯახში

„ჩვენ ის შესაძლებლობა არ აგვაქვს, რომ ყველა მუნიციპალურ ცენტრში სტაციონალური სერვისცენტრი გვქონდეს, ამიტომ ისეთი მოძრავი სერვსცენტრი გავაკეთეთ, რომელიც წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით ერთი აღმოსავლეთ საქართველოში იმუშავებს, მეორე დასავლეთში და მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ საცოვრებელ სახლთან ახლოს მიიღონ ყველა ის მომსახრება, რასაც შემოსავლების სამსახური სთავაზობს. ვფიქრობთ, ამით კიდევ უფრო გამარტივდება ურთიერთობა სახელმწიფო ბიუჯეტთან, შემოსავლების მობილიზების თვალსაზრისით“ – ამბობს მინისტრი.

სალაძეების საკარმიდამო
სალაძეების საკარმიდამო

დღესვე ფინანსთა მინისტრმა სოფელ კოლოტაურში გასულ წელს სტიქიის შედეგად დაზარალებული სალაძეების ის ექვსსულიანი ოჯახი მოინახულა, რომელსაც საცხოვრებელი სახლი 2015 წლის ნოემბრის თვეში სტიქიამ დაუნგრია.

სახლის ასაშენებლად სახელმწიფომ სალაძეებს 18 000 ლარი ჩაურიცხა.

მოძრავი სერვისცენტრი ქედაში / ფოტო: ეკა ბარამიძე
მოძრავი სერვისცენტრი ქედაში / ფოტო: ეკა ბარამიძე

პოლიციელთა ჩვენებები სააპელაციო სასამართლოსთვისაც არადამაჯერებელი აღმოჩნდა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის სარჩელი შალვა ქორიძის წინააღმდეგ. შალვა ქორიძეს გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას, ასევე პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში სდებდა ბრალს. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილის გადაწყვეტილება, რომელმაც შალვა ქორიძე, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში, გაამართლა.

შალვა ქორიძე სამწლიან პატიმრობას იმით გადაურჩა, რომ 4 პოლიციელის, მათ შორის ერთი მაღალჩინოსნის ჩვენება მოსამართლისთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. ამ საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცეს: შს სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსმა მიხეილ ბარნოვმა, ასევე დეტექტივ-გამომძიებლებმა მალხაზ დუმბაძემ, მინდია მალაყმაძემ და გიორგი ნაკაშიძემ. მოწმე პოლიციელებმა თქვეს, რომ ბრალდებული თვითონ დააკავეს და მათ დამხმარე ძალა არ დასჭირვებიათ. შსს-ს მიერ გადაღებული ვიდეოკადრებიდან კი ჩანს, რომ შალვა ქორიძე სპეციალური რაზმის თანამშრომლებმა დააკავეს. ადვოკატმა რამინ პაპიძემ სასამართლოს თავად პოლიციის პრესსამსახურის მიერ გადაღებული და გავრცელებული ვიდეოკადრები პოლიციელთა ჩვენების მიცემის შემდეგ წარუდგინა, რითაც აშკარად გამოჩნდა პოლიციელთა სიცრუე.

შალვა ქორიძე ამჟამად ერთწლიან სასჯელს იხდის ნარკოტიკების მოხმარებისთვის. “ამ დროისთვის არ ვიცი, უჩივლებს თუ არა ქორიძე პოლიციელებს ცრუ ჩვენებებისთვის” – ამბობს “ბათუმელებთან” ადვოკატი, რამინ პაპიძე.

უცნობია, რატომ არ იწყებს გამოძიებას თავად პროკურატურა პოლიციის იმ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ვისი ჩვენებებიც ორი ინსტანციის სასამართლოსთვის არადამაჯერებლი აღმოჩნდა. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ გამოძიების დაწყების ნაცვლად, პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც გაასაჩივროს.

პოლიციელების წინააღმდეგ მოკლევა არ დაუწყია არც შინაგან საქმეთა სამინსიტროს გენერალურ ინსპექციას. უწყების პრესსამსახურის განმარტებით, მოსამართლეს პოლიციელთა ჩვენებისთვის “ცრუ ჩვენების” კვალიფიკაცია არ მიუნიჭებია.

პატიმარი საკუთარ სამედიცინო დოკუმეტაციას ითხოვს

მსჯავრდებული კ.მ. ბათუმის ციხიდან საკუთარ სამედიცინო ისტორიას ითხოვს. მისი თქმით, ის მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონეა და სათანადო მკურნალობას ვერ იღებს, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. პატიმარი აპირებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიმართოს. ის წერილს “ბათუმელების” გარდა, ხელისუფლების წარმომადგენლებს და უფლებადამცველებს უგზავნის.

ამავე წერილში პატიმარი ბათუმის მე-3 სასჯელაღსრულების დაწესებულების მთავარ ექიმს, ინგა სურმანიძეს მიმართავს და მისგან სამედიცინო დოკუმენტაციის [ისტორიის] მიღებას მოითხოვს. მსჯავრდებული წერილში მთავარი ექიმის მიერ მისთვის მანამდე მიწერილი ოფიციალური პასუხიდან ამონარიდსაც გვაცნობს: “საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს 109-ე ბრძანების შესაბამისად, მსჯავრდებულს ეკრძალება საკანში ნებისმიერი დოკუმენტაციის შენახვა. მსჯავრდებულის მოთხოვნის შემთხვევაში, გადავცემთ დოკუმენტაციის ასლებს შესაბამის ადრესატს”.

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინსიტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მსჯავრდებულ კ.მ.-ს, მისივე მოთხოვნის საფუძველზე, სასჯელის მოხდის პერიოდში გაწეული სამედიცინო მომსახურების ამსახველი დოკუმენტაცია გადაეცა მიმდინარე წლის 31 მაისს.

წერილი, რომელიც მსჯავრდებულმა კ.მ.-მ გამოგვიგზავნა, 30 მაისით არის დათარიღებული.

ბავშვთა ქირურგია და წონის კორექცია ქირურგიის დახმარებით ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში მალე შაქრიანი დიაბეტის მქონე იმ პაციენტებისათვის დაიწყებენ ქირურგიული ოპერაციის გაკეთებას, რომელთაც დაავადება ახლა დაუდგინდათ. ბილიოპანკრეატული შუნტირება – ასე ეწოდება პროცედურას, რომელიც დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს საშუალებას აძლევს დაავადებით გამოწვეული გართულებები ათწლეულების მანძილზე აიცილონ თავიდან. გარდა ამ სიახლისა, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში უკვე წარმატებით კეთდება ბავშვთა ქირურგიული ოპერაციები და ბოლო დროს ისეთი პოპულარული ქირურგიული ოპერაცია, როგორიცაა წონის კორექცია ქირურგიის დახმარებით.

ქირურგი რომან ბათნიძე ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ზოგადი ქირურგიის მიმართულებით მუშობს. ის ამბობს, რომ მათ განყოფილებაში თითქმის ყველა სახის ქირურგიული ოპერაცია კეთდება მაღალტექნოლოგური მეთოდების გამოყენებით. პაციენტების ჯანმრთელობაზე ჰოსპიტალში ქართველი და თურქეთიდან მოწვეული სპეციალისტების გუნდი ზრუნავს.

„კლინიკა არის აბსოლუტურად მზად ოპერაციების ჩასატარებლად, აღჭურვილია ყველა თანამედროვე ტექნოლოგიითა და სერვისით. ჩვენ ვზრუნავთ პაციენტის კომფორტზეც, ყველა პალატაში არის მაცივარი, ტელევიზორი, დივანი, სავარძელი, ულტრთანამედროვე საწოლი და ზოგადად, ყველა ის პირობაა შექმნილი, რაც დღეს გააჩნია ნებისმიერ ბრენდულ სასტუმროს,“ – ამბობს რომან ბათნიძე.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვთა ქირურგიას. აქ თორაკო-აბდომინალური მიმართულებით ყველა ოპერაცია უკეთდებათ როგორც ახალშობილებს, რომელთაც თანდაყოლილი პათოლოგიები აქვთ, ისე 16-18 წლის მოზარდებს. თუ აქამდე ბავშვთა ქირურგია რეგიონში პრობლემატური თემა იყო როგორც კადრების, ისე სამედიცინო დაწესებულების თვალსაზრისით, ახლა სამედიცინო ბაზარზე კონკურენცია შეიქმნა, რაც მომსახურების ხარისხზეც აისახება:

„ბოლო წლებში რეგიონში არ იყო ალტერნატივა და პაციენტი იძულებული იყო მხოლოდ ერთი საავადმყოფოსთვის მიემართა. როცა არის ალტერნატივა და კონკურენტული გარემო, სამედიცინო დაწესებულება ყოველთვის ორიენტირებულია სერვისის გაუმჯობესებაზე, რომ მეტი ყურადღება და მკურნალობის უკეთესი მეთოდი შესთავაზოს პაციენტს, ეს კი ძალიან ხელსაყრელია პაციენტისთვის,“ – ამბობს რომან ბათნიძე.
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ხდება სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობაც, რაც ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული გახდა. რომან ბათნიძე ამბობს, რომ ჰოსპიტალში უკვე დაგეგმილია მსგავსი რვა ოპერაცია.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი ჩართულია საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის პროგრამებში. ჰოსპიტალში მოქმედებს როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორაციული და საყოველთაო დაზღვევა.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ლაპარასკოპიური და ენდოსკოპიური მეთოდით ტარდება შემდეგი ქირურგიული ოპერციები:

საყლაპავის ქირურგიული პათოლოგიების დროს: საყლაპავის სიმსივნეები, სტრიქტურები, დივერტიკულები, დიაფრაგმული თიაქრები, რეფლექს-ეზოფაგიტი;

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პათოლოგიების დროს: კუჭის სიმსივნეები, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;

ნაწლავების ქირურგიული პათოლოგიების დროს: კრონის დაავადება, მსხვილი ნაწლავის დივერტიკულარული ავადმყოფობა, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, მსხვილი ნაწლავის კეთილი და ავთვისებიანი სიმსივნეები;

ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ქირურგიული პათოლოგიების დროს: მწვავე ქოლეცისტიტი, ნაღველ-კენჭოვანი დაავადება, პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომი, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების სიმსივნეები, მექანიკური სიყვითლე, ღვიძლის კეთილი და ავთვისებიანი სიმსივნეები, კისტები, პარაზიტული კისტები;

პანკრეასის ქრონიკული პათოლოგიები: კეთილთვისებიანი და პორმონეტალურად აქტიური სიმსივნეები, კისტები, ავთვისებიანი სიმსივნეები, მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი;

მწვავე ქირურგიული პათოლოგიები: მწვავე აპენდიციტი, პერიტონიტი, ქოლეცისტიტი, ჩირქოვანი თიაქრები, ნაწლავთა გაუვალობა;

სხვადასხვა ლოკალიზაციის თიაქრების პლასტიკა: ბარძაყის საზარდულის, ჭიპის, პოსტოპერაციული (მათ შორის ჯონსონის ფირმის საპროთეზო მასალის გამოყენებით);

სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა;

სპონტანური პნევმოთრაქსის, ფილტვების ბულოზური დაავადების მკურნალობა;

ენდოკრინული ორგანოების ქირურგიული პათოლოგიები: ჩიყვი, ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლის კეთილი და ავთვისებიანი სიმსივნეები;

კანისა და რბილი ქსოვილების სიმსივნური წარმონაქმნები: ლიპომები, ფიბრომები, პაპილომები და ა.შ.

BIH LOGO - PNGმისამართი: ბათუმი, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა #14
ტელეფონი: 0422 21 33 33
ელფოსტა: info@iuhb.ge
ვებგვერდი: www.iuhb.ge

წაიკითხე და მოიგე – “წიგნის კუთხე” და გამარჯვებულები

მხოლოდ ცხრა კვირა და 35 ლიტერატურული ნაწარმოები, რომელთა შესახებაც სკოლის მოსწავლეები სპეციალურად მათთვის შედგენილ კითხვებს პასუხობდნენ. კვირიდან კვირამდე წაკითხულ წიგნთა რაოდენობასთან ერთად, პროექტის მონაწილეთა დაძაბულობაც იზრდებოდა. ეს ყველაფერი ინტელექტუალური ვიქტორინის, “წიგნის კუთხის” ფარგლებში ხდებოდა, რომელშიც ბათუმის მასშტაბით 50-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

რისი დახატვა სთხოვა მთხრობელს პირველი შეხვედრისას? რა ცხოველია ფაქიზო რომანში “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი?” რომელ კუნძულზე ცხოვრობდა მათეო ფალკონე? – ამ და სხვა, ბევრად უფრო რთულ კითხვებს “წიგნის კუთხის” ფინალში ბათუმის ორი სკოლის გუნდი პასუხობდა.

კითხვებზე სწორი პასუხებიც და გამარჯვებული გუნდის ვინაობაც უკვე ცნობილია: ესენი არიან #2 საჯარო სკოლის მოსწავლეები – ირაკლი ხუხუნაიშვილი, სესილი მეტრეველი და ანა გათენაძე. მათ ფინალურ თამაშზე ბათუმის #10 საჯარო სკოლის გუნდი დაუპირისპირდა. #2 სკოლელებმა უკეთესი შედეგი აჩვენეს და ანგარიშით – 16:9 – გაიმარჯვეს.

გამარჯვებული გუნდის წევრები ამბობენ, რომ გაზეთ “ბათუმელების” მიერ ორგანიზებულმა პროექტმა მათ ცხოვრებაში სიახლე შეიტანა. “მე-11 კლასში ვარ და ბოლო დროს დიდად ვერ ვიცლი საკითხავად, ამიტომ ეს პროექტი საინტერესო ცვლილება იყო ჩემს ცხოვრებაში. ყველაზე მეტად ჯორჯ ორუელის “1984” მომეწონა”, – ამბობს ირაკლი.

სესილი მეტრეველს პროექტის ფარგლებში რამდენიმე ისეთი ნაწარმოების წაკითხვა მოუწია, რომელთა წაკითხვაზეც აქამდე არასოდეს უფიქრია. “აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად მომეწონა სწორედ ის წიგნი – გაბრიელ გარსია მარკესის “მარტოობის ასი წელიწადი”, რომლის წაკითხვაც საერთოდ არ მქონდა გეგმაში,” – ამბობს სესილი.

 ანა გათენაძეს კი პროექტის ფარგლებში წაკითხული წიგნებიდან სტივენ კინგის “მწვანე გზა” დაამახსოვრდა: “შემოთავაზებული წიგნებიდან გუნდის წევრები ჩვენთვის საინტერესო წიგნებს ვირჩევდით და ვინაწილებდით. ყველაზე მეტად “მწვანე გზა~ მომეწონა, საინტერესო და განსხვავებული სიუჟეტის გამო”.

მე-2 სკოლის გუნდი
გამარჯვებული გუნდის მოსწავლეები ამბობენ, რომ კითხვა მათთვის ახალი ცოდნის მიღების გარდა, ერთფეროვანი გარემოს შეცვლის საუკეთესო საშუალებაა.
“როცა წიგნს აიღებ და გადაშლი, სულ სხვა სამყაროში ხვდები. სხვადასხვა ეპოქის წიგნის კითხვისას იმ ეპოქის მონაწილე ხარ, შეგიძლია გაიგო რა და როგორ ხდებოდა მაშინ, ანუ რეალურად ცხოვრობ 21-ე საუკუნეში და უცებ სულ სხვა სივრცეში, მე-17 ან მე-18 საუკუნეში აღმოჩნდე,” – ამბობს ანა.
მათთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო მხატვრული ლიტერატურის საკითხავად არდადეგებია. მაშინ სამეცადინო არ ელოდებათ, წიგნებსაც “უკეთ უდებენ გულს”. “თუ წიგნმა ჩაგითრია, შეგიძლია დააღამო და გაათენო კითხვაში. ამის გამო, სწავლის პერიოდში შედარებით უფრო ნაკლებს ვკითხულობ. თუმცა თუ ახალი წიგნი გამოვა, რომელიც ძალიან პოპულარული ხდება, აუცილებლად ვკითხულობ,” – ყვება ანა.

 საყვარელ მწერლებსა და ლიტერატურულ ჟანრზე საუბრისას, სესილი ამბობს, რომ ერთს ვერ გამოარჩევს. “ბოლო დროს დავინტერესდი ანტიკური ლიტერატურით, ძალიან მომწონს ძველი ბერძნული ლიტერატურა, მიტაცებს მითებიც, მაგრამ ასევე ძალიან მიყვარს ფანტასტიკა და დეტექტივები. ერთადერთი, რასაც ალბათ ვერ წავიკითხავ, ისტორიული ჟანრის ნაწარმოებია,” – ამბობს სესილი.

 ანა ამბობს, რომ წიგნის ჟანრსა და ავტორს განწყობის მიხედვით ირჩევს. თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ის, რაც არასოდეს ბეზრდება “შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალია”. ირაკლის საყვარელი ლიტერატურული ჟანრი კი ფენტეზია. “ჩემი საყვარელი მწერალი ტოლკინია წიგნების სერიით “ბეჭდების მბრძანებელი,” – ამბობს ის.

 გუნდის წევრებს ინტელექტუალურ თამაშებში მონაწილეობა აქამდეც მიუღიათ, თუმცა ლიტერატურული კონკურსის გამოცდილება მათთვის პირველია. პროექტში კონკურენცია მაღალი იყო, თუმცა მოგება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

 “ძალიან საინტერესო თამაში იყო #10 სკოლასთან, ჭკვიანი ბავშვები იყვნენ და ეს ბლიცის დროსაც გამოჩნდა. თითქმის ყველა თამაში დაძაბული იყო. ძირითადად ბლიცები ან ერთი კითხვა გვაძლევდა იმ უპირატესობას, რითაც ვიმარჯვებდით. მიუხედავად ამისა, გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა, მაშინაც კი, როცა ჩვენი თამაში არ იყო, ვცდილობდით ყველა წიგნი წაგვეკითხა, მზად ვიყავით თამაშისთვის, მოსაგებად ვიყავით განწყობილი,” – ამბობს ირაკლი. ანა დასძენს, რომ სხვა თამაშებიდან ყველაზე მეტად “ევრო 2000”-ისა და “მასტერკლასის” სკოლის გუნდები მოეწონა, სესილი კი ამ სიას “კავკასიის ბიზნეს სკოლის” გუნდს ამატებს.

 “კარგია ისიც, რომ ეს ყველაფერი ინტერნეტში ვრცელდება და სხვებიც უყურებენ, – შეიძლება ბევრ საინტერესო წიგნზე მხოლოდ კითხვებიდანაც შეექმნას ვინმეს წარმოდგენა და დაინტერესდეს,” – ამბობს ირაკლი ხუხუნაიშვილი.

 “წიგნის კუთხე” გაზეთ “ბათუმელებთან” არსებული სტუდია “მედიალაბორატორიის” პროექტია. საორგანიზაციო გუნდის წევრის, დათო მამუჭაძის თქმით, პროექტის მთავარი მიზანი კითხვის პოპულარიზაცია იყო, რასაც მიაღწიეს კიდეც. “ვფიქრობ, ინტერესის გაღვივება ნამდვილად მოვახერხეთ მათში”, – ამბობს ის.

 “წიგნის კუთხის” საორგანიზაციო ჯგუფი მოთამაშე გუნდებთან ურთიერთობის გაგრძელებას აპირებს. “გვაქვს ფეისბუქჯგუფი, სადაც ერთმანეთს ვუზიარებთ საინტერესო ლიტერატურას, ვმსჯელობთ და განვიხილავთ ამ წიგნების იდეებს, მოსწავლეები გვიგზავნიან თავიანთ მოთხრობებსაც. გარდა ამისა, თამაშის ყველა მონაწილესთან ერთად ვგეგმავთ ლაივდისკუსიებს, ერთი ასეთი შეხვედრა უკვე გვქონდა და მოსწავლეებს გამეორების სურვილი აქვთ”, – ამბობს დათო.
ლიტერატურული კონკურსი ორ თვეს გრძელდებოდა – პროექტში მონაწილე სკოლების 16-მა გუნდმა, სულ 48 მოსწავლემ, 35 ლიტერატურული ნაწარმოები წაიკითხა. ფინალის მონაწილე მე-10 სკოლელებს გაზეთი “ბათუმელები” 50-50 ლარის ღირებულების წიგნების ვაუჩერს გადასცემს, ხოლო გამარჯვებულებს – პლანშეტურ კომპიუტერებს.

 გამარჯვებულების დაჯილდოება დღეს, 7 ივნისს გაიმართება “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში”.

ამავე თემაზე იხილეთ:

„წიგნის კუთხეს“ პირველი და მეორე მერვედფინალური თამაში.

„წიგნის კუთხე“ – III და IV მერვედფინალური თამაშები

„წიგნის კუთხე“ – V და VI მერვედფინალური თამაშები

„წიგნის კუთხე“ – მერვედფინალური ეტაპის ბოლო თამაშები

„წიგნის კუთხე“ – მეოთხედფინალის I-II თამაში

„წიგნის კუთხე“ – ნახევაფინალში მონაწილე სკოლები გამოვლენილია

„წიგნის კუთხე“ – ფინალში ბათუმის #2 და #10 საჯარო სკოლები შეხვდებიან 

ბათუმის #2 საჯარო სკოლა „წიგნის კუთხის“ გამარჯვებული გახდა

რას ცვლის ხელისუფლება ფარული მიყურადების კუთხით

ზუსტად 101 შემთხვევაში განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედება ბათუმში 2015 წელს. ფარულ მოსმენებზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ პროკურატურას 14-ჯერ უთხრა უარი, 1 საქმეზე კი მასალის განადგურება მოსთხოვა. წინა წლებთან შედარებით, ფარული სატელეფონო მოსმენის მაჩვენებელი ოფიციალურ სტატისტიკაში შემცირებულია, თუმცა პარლამენტს აუცილებლად მოუწევს ფარული მოსმენების გასაღების ჩამორთმევა საგამოძიებო ორგანოებისთვის – 2016 წლის 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია არსებული მოდელი.

დღევანდელი მოდელით, საგამოძიებო ორგანომ უნდა დაასაბუთოს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების აუცილებლობა, მაგალითად, სატელეფონო მიყურადებაზე და მიმართოს სასამართლოს. მოსამართლის თანხმობის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შეუძლია შევიდეს სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში და მოქალაქეს მოუსმინოს. მის კანონიერებაზე კონტროლის უფლება მხოლოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს აქვს. მას შეუძლია შეუწყვიტოს ზარი გამომძიებელს, თუკი, მაგალითად, ის სასამართლო განჩინებაში მითითებულ დროზე მეტხანს, სხვა დროს, ან სხვა პირს მოუსმენს.

გასულ წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან სატელეფონო მიყურადებაზე 658 დოკუმენტი შევიდა, აქედან 43 შემთხვევაში პროკურორებმა ინსპექტორისგან უარი მიიღეს. სატელეფონო საუბრების ფარულად მოსმენის გარდა, სხვა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ვერ აკონტროლებს.

სასამართლოსგან თანხმობა საგამოძიებო ორგანომ შესაძლოა ფარული მოსმენის განხორციელების შემდეგ მიიღოს. ასეთ შემთხვევაში, პროკურატურამ გადაუდებელი აუცილებლობა უნდა დაასაბუთოს.

2015 წელს პროკურატურის გადაუდებელი აუცილებლობით 61 პირისთვის მოუსმენია, აქედან 26 შემთხვევაში სასამართლოს მასალის განადგურება მოუთხოვია. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით: „გამოვლინდა 26 შემთხვევა, როცა დროულად არ იქნა წარმოდგენილი საგამოძიებო მოქმედების საფუძველზე მოპოვებული და უკანონოდ ცნობილი მასალის განადგურების ოქმები.“
ბათუმის საქალაქო სასამართლოს „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილი წერილით ირკვევა, რომ 2014 წელთან [პროკურატურის 60 შუამდგომლობიდან 55 დაკმაყოფილდა] შედარებით 2015 წელს [17-დან დაკმაყოფილდა 14] სატელეფონო მოსმენის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა.

„ნაკლებად ველოდები უმრავლესობამ კანონპროექტს დაუჭიროს მხარი, რასაც ვთავაზობთ“, – გვითხრა შალვა შავგულიძემ, პარლამენტის ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ მდივანმა. ის და დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე რამდენიმე დღეში დაარეგისტრირებენ კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში მომზადებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ფარული საგამოძიებო მოქმედების უფლება აღარ ექნება. კანონპროექტის მიხედვით, ამ სერვისს საგამოძიებო ორგანოებს სპეციალური სააგენტო გაუწევს, რომელსაც პარლამენტი დააკომპლექტებს. „მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ეს სააგენტო იყოს მაღალი ლეგიტიმაციის მქონე და არ ჰქონდეს საგამოძიებო ინტერესი. ეს ორგანო მთლიანად უნდა იყოს დისტანცირებული აღმასრულებელი ხელისუფლებისგან. გარდა ამისა, უნდა შეიქმნას პროცესის ზედამხედველობისთვის საპარლამენტო საბჭო, რომელსაც ექნება ტექნიკური აუდიტის შესაძლებლობა“, – ამბობს სოფო ვერძეული, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიდან“.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე კონტროლის ახალი მოდელი 2017 წლის 31 მარტამდე უნდა შემუშავდეს და გასაღებზე წვდომა არ უნდა ჰქონდეს პროფესიულად დაინტერესებულ მხარეს. „ეს მოცემულობა აიძულებს უმრავლესობას, გადაწყვეტილება მიიღოს. არ ვიცი, შეიძლება, სხვაგვარად აუარონ გვერდი საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნას იმის შესახებ, რომ საგამოძიებო ორგანოს ეს გასაღები არ უნდა ჰქონდეს. უმრავლესობამ გაკეთებული საქმე უკვე გააფუჭა“, – ამბობს პარლამენტის წევრი შალვა შავგულიძე.

დეპუტატი თავად იყო იმ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელმაც საგამოძიებო ორგანოებისთვის განუსაზღვრელი ფარული საგამოძიებო მოქმედებების უფლება შეზღუდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით. „2014 წლის პირველ აგვისტოს, როცა კანონში ეს ცვლილებები შევიდა, ღია დარჩა მხოლოდ გასაღების ნაწილი, რადგან ეს უკავშირდებოდა ბევრ ტექნიკურ მომენტს, რაც შესწავლილი არ იყო. მივლინებით აშშ-ში ვიმყოფებოდი, როცა მოულოდნელად ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძისა და ირაკლი სესიაშვილის ინიციატივით კანონში შევიდა ცვლილება და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე წვდომის უფლება, ანუ გასაღები დაინტერესებულ მხარეს – უსაფრთხოების სამსახურს ჩააბარეს. ასეთი აბსურდი მსოფლიოს არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ ხდება“, – გვიყვება შალვა შავგულიძე.

რას ფიქრობენ ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე ან ირაკლი სესიაშვილი სპეციალური სააგენტოს შექმნაზე? – კითხვაზე საპასუხოდ დეპუტატებმა ორი კვირის განმავლობაში ვერ მოიცალეს. რა პწოზიცია აქვს მეორე გასაღების მფლობელს, ანუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს – „ბათუმელებმა“ ასევე ვერ შეძლო პასუხის მიღება თამარ ქალდანის უწყებიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, 2015 წელს ქვეყნის მასშტაბით საგამოძიებო ორგანოებმა სასამართლო სისტემას ფარული საგამოძიებო მოქმედების უფლების მისაღებად მიმართეს 2719-ჯერ, აქედან 2098 შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ლიდერობს თბილისი = 1854 შემთხვევით, ბათუმი კი მეოთხე ადგილზეა მაჩვენებლით – 115. ფარული მიყურადებით გასულ წელს მხოლოდ თეთრიწყაროს საგამოძიებო ორგანოებს არ უსარგებლიათ. მოთხოვნა მათ ერთხელ დაუყენებიათ, მაგრამ სასამართლოს უარი უთქვამს. იმავე მოთხოვნით ხელვაჩაურის სასამართლოში 2015 წელს 10 შუამდგომლობა შესულა, აქედან 5 დაკმაყოფილდა.

უკრაინელი ბიზნესმენი ქობულეთში სათბურის ბიზნესზე უარს ამბობს

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში, სასათბურე მეურნეობა იყიდება. სათბურში 4 წლის განმავლობაში ბოსტნეული მოჰყავდათ და იგი გასულ ზამთარს მოსულმა უხვმა ნალექმა თითქმის მთლიანად დაშალა. სასათბურე კონსტრუქციების აღდგენის ხარჯების დიდ ნაწილს სადაზღვევო კომპანია დაფარავს, თუმცა უკრაინელი ინვესტორი საწარმოს გაყიდვას მაინც გეგმავს. რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება უცხოელმა ინვესტორმა – ხელისუფლებას მიზეზების გარკვევა არ სურს.

„აბრა „იყიდება“ დაზამთრებამდე გამოვაკარით, როცა სათბური ფუნქციონირებდა. ბევრი ხელშემშლელი ფაქტორი იყო“, – უთხრა „ბათუმელებს“ სათბურის მესაკუთრე კომპანიის „V&T Agro“-ს დირექტორმა, ნუკრი ტაკიძემ. მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად მან ადგილობრივი აგრარული ბაზარი დაგვისახელა, სადაც იმპორტირებული კიტრი და პომიდორი უფრო იაფი ღირდა, ვიდრე ადგილზე მოწეული. „ასე გამოდიოდა, რომ ისინი განსაზღვრავდნენ ფასს. ძირითადად თურქეთიდან შემოსული ბოსტნეული გვიწევდა კონკურენციას. ვერ ვიტყვი, რომ წაგებაზე ვიყავით, წლის განმავლობაში დაახლოებით 100 ტონამდე მოსავალი გაგვქონდა ბაზარზე, მაგრამ დანახარჯი დიდი იყო“, – ამბობს ნუკრი ტაკიძე.

პაატა ჩაგანავა, ეკონომისტი და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ფიქრობს, რომ კონკურენცია ვერ აიკრძალება, რადგან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ვართ. „ეს კონკრეტული შემთხვევა არ ვიცი, მაგრამ, ალბათ, ტექნოლოგიებშია განსხვავება. ასევე გააჩნია ვინ უფრო მეტად იყენებს იაფ სამუშაო რესურსს“.

„არასწორია, ვიფიქროთ, თითქოს იმპორტი გვჩაგრავს“, – აცხადებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსი, მამუკა თურმანიძე. მისივე თქმით, თურქეთში, მაგალითად, პომიდვრის მოყვანა გაცილებით უფრო იოლი და იაფია, ვიდრე საქართველოში: „განსაკუთრებით თურქეთის სამხრეთ ნაწილში გაცილებით ბევრი მზიანი დღეებია, ვიდრე ჩვენთან, იქ სათბობი რესურსიც შესაბამისად ნაკლები იხარჯება, მაგრამ სწორი მენეჯმენტისა და დაგეგმვის შემთხვევაში, შესაძლებელია კონკურენციის გაწევა. მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებაც. არსებობს რეგიონში სხვა სათბურები, რომლებიც წარმატებით მუშაობენ“.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სახის პრობლემა შეექმნა აგრარულ სექტორში მყოფ ინვესტორს, რომელიც აცხადებს, რომ სათბურის ბიზნესის წარმოება აღარ ღირს. ამ სათბურთან კომუნიკაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მხოლოდ მამუკა თურმანიძეს ჰქონია: „მე როგორც სპეციალისტი, ისე ვიყავი ჩასული. მცენარეთა დაავადებებზე მივაწოდე კონკრეტული ინფორმაცია. სხვა მხრივ, არც წინათ და არც ახლა ჩვენთვის არავის მოუმართავს, თორემ აუცილებლად დავინტერესდებოდით და დავეხმარებოდით“.

2013 წელს განსაზღვრული საბაჟო რეგულაციების მიხედვით, უცხო ქვეყნიდან საქართველოში კიტრის ან პომიდვრის შემოტანის დროს, განბაჟების საფასური 1 კილოგრამ პროდუქტზე 1 ლარს შეადგენს. ამ წესის მიუხედავად, რატომ შეიძლება ვერ უწევდეს ქვეყნის შიგნით არსებული საწარმო იმპორტირებულ პროდუქტს კონკურენციას? – კითხვაზე პასუხის მიღება სათბურის დირექტორმა უკრაინაში მყოფ დამფუძნებლებთან გვირჩია, თუმცა კვირის განმავლობაში „ბათუმელებმა“ მათთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

რატომ ამბობენ უარს უკრაინელი ბიზნესმენები სათბურის ბიზნესზე ქობულეთში? – კითხვაზე პასუხი არ აქვთ არც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. ამ უწყებაში ინახება კომპანია „V&T Agro“-სთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელშიც წერია, რომ ინვესტორმა სოფლის მეურნეობის პროფილი 20 წლის განმავლობაში უნდა შეინარჩუნოს. 2011 წელს დაფუძნებულ შპს „V&T Agro“-ს [კომპანიის სამივე დამფუძნებელი უკრაინის მოქალაქეა] მიწის ნაკვეთი ლევან ვარშალომიძის მთავრობამ, პირობიანი აუქციონის წესით, 2011 წელს მიყიდა. ინვესტორმა აიღო ვალდებულება, რომ მოაწყობდა თანამედროვე სტანდარტების სასათბურეს, სადაც დასაქმდებოდა მინიმუმ 25 ადამიანი და ინვესტორი გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე ააშენებდა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო შენობა-ნაგებობებს. 22 169კვ. მეტრ მიწის ნაკვეთში უკრაინულმა ინვესტორმა, ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 17 800 ლარი გადაიხადა.

სათბურის დირექტორმა, ნუკრი ტაკიძემ „ბათუმელებს“ ასევე უთხრა, რომ აქამდე სადაზღვევო კომპანიასთან შეთანხმების პროცესიც გაიწელა, მაგრამ მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის შეთანხმება შედგა: „მალე დაიწყება აღდგენითი სამუშაოები და ალბათ, მერე გაიყიდება, ზუსტად არ ვიცი. მილიონ-ნახევრად აფასებდა აქამდე. ისე, ორი მილიონის ინვესტიციაა ჩადებული და ამ იანვარს, როცა სასათბურე კონსტრუქციების ძირითადი ნაწილი განადგურდა, დაახლოებით მილიონი ლარის ზარალი მივიღეთ. სადაზღვევო კომპანია დაახლოებით ზარალის 80 პროცენტს აანაზღაურებს. სათბურში 25 ადამიანი ვმუშაობდით. ახლა აქ მხოლოდ დარაჯები არიან“.

სათბური ხუცუბანში
სათბური ხუცუბანში

შეხვედრა აჭარის სოფლებში წყალმომარაგების პროექტთან დაკავშირებით

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ აჭარის სადაბო და სასოფლო თემებში წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტს გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) დაფინანსებით და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, საკონსულტაციო კომპანია IGR ახორციელებს.
„ამ დროისთვის უკვე დასრულებულია პროექტის პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოები. შეხვედრაზე კონსულტანტმა დაინტერესებულ მხარეეებს პროექტის მიმდინარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა… აჭარის სადაბო და სასოფლო თემებში წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი GIS მონაცემთა ბაზის სისტემის შექმნას ითვალისწინებს, სადაც ასახული იქნება აჭარაში არსებული სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები“ – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე კი კარგა ხანია მოიპოვებოდა ინფორმაცია აჭარის სადაბო და სასოფლო ტერიტორიებზე წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის პროექტის შესახებ, სადაც მითითებულია, რომ პროექტის საინვესტიციო ბიუჯეტია 20 მილიონი ევრო [გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) სესხი]. ამ პროექტის განხორციელება გასული წლის ბოლოს არ იყო დაწყებული.

დემოკრატია სიღარიბის წინააღმდეგ

გიორგი თავაძე, ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი

ბევრი სპეციალისტი სიღარიბე-სიმდიდრის პრობლემას ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის ფორმასა და მოდელს უკავშირებს. საპრეზიდენტო რესპუბლიკის მომხრეთა აზრით, საქართველოსნაირ მრავალეროვან და ტერიტორიამოუწყობელ, კონფლიქტური რეგიონების მქონე ქვეყანას, ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა მართებს. საპრეზიდენტო მმართველობის ქვეყნები (აშშ, საფრანგეთი) მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნებია და ეს იმიტომ, რომ მათ, თავის დროზე, სხვა მოდელებს ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა არჩიეს.

საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ საპრეზიდენტო მმართველობის მოდელმა საქართველოში ვერ გაამართლა. რამდენი პრეზიდენტიც ავირჩიეთ (ახლანდელი არ ითვლება), იმდენი ავტოკრატ ხელისუფალად გადაიქცა და ეკონომიკური კუთხითაც არ ეშველა ქვეყანას. სამაგიეროდ, საპარლამენტო რესპუბლიკის ქვეყნებში (გერმანია, იტალია, ავსტრალია, კანადა) სახელისუფლო შტოებს შორის ურთიერთობა დალაგებულია, ცხოვრების უმაღლესი დონე და სტაბილურობაც – უზრუნველყოფილი.

კონსტიტუციური მონარქიის მომ¬ხ¬რეთა მტკიცებით კი, სწორედ კონსტიტუციური მონარქიის დამსახურებაა ის, რომ ამ წყობის ქვეყნები (ინგლისი, შვედეთი, ნორვეგია, ჰოლანდია, დანია, ბელგია, ესპანეთი, იაპონია), სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად, ეკონომიკურად განვითარებული და კეთილდღეობაში მყოფი ქვეყნებია.

როგორც ვხედავთ, სახელმწიფო მოწყობის სამივე მოდელის მომხრეთა აზრით, ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის ფორმასა და ეკონომიკურ მდგომარეობას შორის პირდაპირი კავშირია და ამა თუ იმ მოდელის უპირატესობა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით განისაზღვრება.

ერთი შეხედვით, ეს შეიძლება ასეც ჩანდეს, მაგრამ თუ კარგად გადავხედავთ მსოფლიოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ რუკას, ვნახავთ, რომ ქვეყნად ბევრი საპრეზიდენტო რესპუბლიკაა (რუსეთი, ბრაზილია, ყაზახეთი, უზბეკეთი, რუმინეთი, ვენესუელა, კოლუმბია, ბოლივია, ინდონეზია, ალჟირი, ნიგერია, არგენტინა…), საპარლამენტოც (ინდოეთი, მონღოლეთი…) და მონარქიულიც (საუდის არაბეთი, კამბოჯა, მალაიზია, მაროკო…), სადაც ცხოვრება არცთუ სახარბიელოა _ ეკონომიკა მოშლილია, სოციალური საკითხები – მოუგვარებელი და ხალხის დიდი ნაწილი შიმშილობს, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიის სიდიდით თუ წიაღისეული სიმდიდრეებით არ ჩამოუვარდებიან ეკონომიკურად კეთილდღეობაში მყოფ ქვეყნებს (რუსეთის ბუნებრივი რესურსების ღირებულება ერთ სულ მოსახლეზე ათჯერ მეტია, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში). გამოდის, რომ ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის მისაღწევად გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს ქვეყნის მოწყობის პოლიტიკურ მოდელს.

ქვეყნების სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის ანალიზი გვაჩვენებს, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, სახელმწიფო მოწყობის ფორმისგან დამოუკიდებლად, ეკონომიკურად განვითარებულია და კეთილდღეობისა და სტაბილურობის მაღალი დონით ის ქვეყნები გამოირჩევიან, სადაც მაღალია დემოკრატიის დონე, სადაც ტარდება სამართლიანი არჩევნები, სადაც თავისუფალია სიტყვა და სასამართლო, სადაც პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს. ე.ი. სადაც დემოკრატიაა მისი საუკეთესო გაგებით.

ისმის კითხვა: რატომაა ასე მნიშვნელოვანი დემოკრატია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და რა პირდაპირი კავშირია დემოკრატიასა და სიღარიბის დაძლევას, დემოკრატიასა და ხალხის კეთილდღეობას შორის?

დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, არჩევანის შესაძლებლობას გულისხმობს, ხოლო თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან, წინსვლასთან, ხალხის კეთილდღეობასთან, რადგან: ქვეყნის განვითარებისთვის მხოლოდ ბუნებრივი სიმდიდრეების ქონა არ კმარა (რუსეთის, ბრაზილიის, აფრიკული და არაბული სამყაროს ბევრი ქვეყნის მაგალითი) და ზოგჯერ არც უმაგისობაა პრობლემა (ისრაელი, იაპონია, ავსტრია, სამხრეთ კორეა). ქვეყნის წარმატებული განვითარების აუცილებელი პირობა სტაბილურობის დამკვიდრება და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაა.

სტაბილურობის დამკვიდრებისა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გასატარებლად აუცილებელია ხალხის ნდობით აღჭურვილი, კომპეტენტური და ხალხის წინაშე პასუხისმგებელი ხელისუფლების ყოლა. კომპეტენტური და ხალხის წინაშე პასუხისმგებელი ხელისუფლება კი შეიძლება არჩეული იქნას მხოლოდ დემოკრატიული (თავისუფალი და სამართლიანი) არჩევნების გზით. ასეთი ხელისუფლება ეცდება მიიღოს ქვეყნისა და ხალხისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებები, რის შედეგად წინ წავა ქვეყანაც და ხალხიც.

ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად მხოლოდ სურვილი არ კმარა. საჭიროა კიდევ ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორი – ამომრჩეველი, რომელიც ყოველგვარი ზეგავლენის გარეშე, საკუთარი სინდისისა და პოლიტიკური გემოვნების მიხედვით გააკეთებს თავისუფალ პოლიტიკურ არჩევანს.

თავისუფალ პოლიტიკურ არჩევანს კი შინაგანად თავისუფალი ადამიანი აკეთებს. შინაგანად თავისუფალია ადამიანი, თუ ის ეკონომიკურადაა თავისუფალი, თუ მისი კეთილდღეობა სხვის ნებაზე არაა მიბმული და დამოკიდებული.

ამიტომ, თუ გვინდა თავისუფალი ამომრჩეველი გვყავდეს, ის, უპირველესად, უნდა გავხადოთ თავისუფალი ეკონომიკურად. ეკონომიკურად თავისუფალია ადამიანი, თუ ის ფლობს საკუთრებას, ქონებას, რომელიც მას ნორმალური არსებობისთვის აუცილებელ შემოსავალს აძლევს.
შეიკრა ლოგიკური ჯაჭვი: ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია დემოკრატია, დემოკრატიისთვის – თავისუფალი ამომრჩეველი, თავისუფალი ამომრჩევლისთვის _ საკუთრება. ე.ი. დემოკრატიის ქვაკუთხედი საკუთრების მქონე ამომრჩეველია. ამდენად, ჩვენი მიზანი უნდა იყოს გავუჩინოთ ხალხს, ადამიანებს, შემოსავლის მომტანი საკუთრება, გავხადოთ ისინი მესაკუთრეები, მქონებელნი!

მაგრამ საიდან და როგორ გავხადოთ ასიათასობით ადამიანი მესაკუთრე?

ძნელი წარმოსადგენია, რომ ჩვენი ღარიბი სახელმწიფო მოქალაქეებს აჩუქებს ან უფასოდ დაურიგებს ქონებას. ვერც იმ მოსაზრებას გავიზიარებ, რომ მოხდეს პრივატიზებული ქონების ნაციონალიზაცია. ეს სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს ქვეყნის შიგნით, და, რასაც, შესაძლოა, ქვეყნის ნგრევა მოჰყვეს.

ეს რომ არ მოხდეს და რა უნდა მოხდეს, რომ ეს არ მოხდეს, ამასთან, როგორ გავხადოთ ათასობით ადამიანი წარმოების საშუალებების მესაკუთრე, ამის შესახებ გაზეთის შემდეგ ნომრებში წაიკითხავთ.

როდის დაიწყება ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა?

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის პროექტი უეფას სტანდარტებს შეესაბამება, ამაზე დასტური შპს „სტადიონმა“ ფეხბურთის ფედერაციისგან უკვე მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ „სტადიონის“ დირექტორმა გიორგი ზირაქიშვილმა მიაწოდა.

გიორგი ზირაქაშვილის განმარტებით: „არსებული რეგულაციის მიხედვით, კომპანიის მიერ წარმოდგენილ სტადიონის პროექტზე სამშენებლო ნებართვისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს თანხმობაა საჭირო, რადგან უნდა აშენდეს მეხუთე კლასის შენობა. ამ დროისთვის უკვე არსებობს ორი ეტაპის ნებართვა, მესამე ეტაპის ნებართვის შემდეგ, რომელსაც უკვე ერთ კვირაში ველოდებით, ტენდერი გამოცხადდება და სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. სტადიონის პროექტის განხორციელება დადგენილ ვადებში მიმდინარეობს.“

[შპს „სტადიონი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ორი მაღალბიუჯეტიანი პროექტის – ბათუმის საფეხბურთო სტადიონისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის მიზნით შექმნა. აჭარის ბიუჯეტში კი ჯამში სტადიონისთვის 38 მილიონ 225 ათასი ლარის, ხოლო საავადმყოფოსთვის 18 მილიონი ლარის გამოყოფა იყო გათვალისწინებული 2017 წლის ჩათვლით].

ბათუმის საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანია „BAHADIR KUL ARCHITECTS“- ის პროექტით აშენდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის დავით ბალაძის ინფორმაციით 2016 წლის ბოლოსთვის სტადიონის საძირკველი უკვე დასრულებული იქნება, ხოლო 2018 წლის ბოლოს მშენებლობა უნდა დასრულდეს.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 30 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი დაიხარჯება.

პოლონური თეატრი ხულოში

დღეს 7 ივნისს, 17 :00 საათზე,  ხულოს დრამატულ თეატრში გაიმართება პოლონური თეატრის ,,ქორეა“-ს  პერფომანსი – ,,ენის რიტმი“ მსოფლიო ხალხთა მუსიკის თემაზე.

ინფორმაციას აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

„პოლონური თეატრი ”ქორეა”  დაარსებულია 2004 წელს და წარმოადგენს ერთ-ერთ განსაკუთრებულ მაგალითს, როგორ ხდება რიტმისა და ვოკალის შერწყმითუნიკალური ეპიკური ნაწარმოებების წარმოდგენა, უძველესი ცივილიზაციების ვოკალური და მუსიკალური ტრადიციების აღდგენა სერიოზული კვლევისა და შესწავლის შედეგად. თეატრი მუშაობსგროტოვსკისა და სხვადასხვა არატრადიციული მეთოდების გამოყენებით და სრული სიახლეა ქართველი მაყურებლისთვის“- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში. 

ამავე ინფორმაციით,   „თეატრს  დიდი სურვილი აქვს უფრო კარგად შეისწავლოს ქართული კულტურა, რათა სამომავლოდ გამოიყენოს ეს ცოდნა თავი შემოქმედებაში“.

„ქორეამ“  პერმონასი 6 ივნისს ბათუმის ახალ სცენაზეც გამართა.

მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია ამოქმედდა

3 ივნისიდან ამოქმედა პარლამენტის დადგენილება, რომლითაც საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია დამტკიცდა.

საქართველოს მთავრობას დაევალა 2016 წლის 1 აგვისტომდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს 2016–2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა – „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის“ განსახორციელებლად.

2016–2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებას კი, კოორდინაციას გაუწევს და მის მონიტორინგს განახორციელებს  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

პარლამენტის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „მოსახლეობის დაბერება საქართველოში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. 2010 წელს 4,4 მილიონი ადამიანიდან 14 პროცენტზე მეტი იყო 65 წლის და 65 წელზე მეტი ასაკისა, ხოლო 1/3 − 50 წლის და 50 წელზე მეტი ასაკისა. მოსალოდნელია, რომ 2030 წლისთვის ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 21 პროცენტამდე და 40 პროცენტამდე გაიზრდება. პროგნოზების მიხედვით, საქართველოში დაბადებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, რომელიც 2010 წელს ქალებისთვის 78 წელი იყო, მამაკაცებისთვის კი − 71 წელი, 2030 წლისთვის ქალებისთვის 80 წლამდე გაიზრდება, ხოლო მამაკაცებისთვის − 73 წლამდე“.

დადგენილებაში ასევე ხაზგასმულია, რომ, 2002 წლის აპრილში მიღებულ იქნა დაბერების პრობლემების მადრიდის საერთაშორისო სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს 10 ვალდებულებას, რომლებშიც, თავის მხრივ, მოცემულია კონკრეტული ღონისძიებები და პოლიტიკური პრინციპები. ეს ვალდებულებებია:

  1. პოლიტიკის ყველა მიმართულებით მოსახლეობის დაბერების საკითხის მეინსტრიმინგი;
  2. ხანდაზმულთა საზოგადოებაში სრული ინტეგრაციისა და ჩართულობის უზრუნველყოფა;
  3. მოსახლეობის დაბერების საპასუხოდ ეკონომიკის თანაბარი და მდგრადი ზრდის ხელშეწყობა;
  4. სოციალური დაცვის სისტემის მოწესრიგება;
  5. შრომის ბაზრისთვის შესაძლებლობის მიცემა, რეაგირება მოახდინოს მოსახლეობის დაბერების ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებზე;
  6. მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლების და განათლების სისტემის ადაპტირების ხელშეწყობა;
  7. ყველა ასაკში ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფის და დამოუკიდებელი ცხოვრების (მათ შორის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის) ხელშეწყობა;
  8. ხანში შემავალ საზოგადოებაში ძირითადი აქცენტის გენდერულ მიდგომაზე გაკეთება;
  9. ხანდაზმულებზე მზრუნველი ოჯახების და მათ წევრებში თაობათაშორისი სოლიდარობის ხელშეწყობა;
  10. ზემოაღნიშნული გეგმის განხორციელების რეგიონალური სტრატეგიის დანერგვის და რეგიონალური თანამშრომლობის კონტექსტში მისი შემდგომი მოქმედებების ხელშეწყობა.

„საქართველოს მთავრობამ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თაოსნობით 2013 წელს თხოვნით მიმართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკურ კომისიას, საქართველოს მოსახლეობის დაბერების საკითხის მეინსტრიმინგის გზამკვლევის შემუშავებაში დახმარებოდა…. მოსახლეობის დაბერების საკითხის მეინსტრიმინგის გზამკვლევი საქართველოს მთავრობას გადაეცა და ოფიციალურად იქნა წარდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის მოსახლეობის დაბერების საკითხზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მე-7 შეხვედრაზე, რომელიც 2014 წლის 20 ნოემბერს ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სასახლეში გაიმართა“ – აღნიშნულია პარლამენტის დადგენილებაში.

ამავე თემაზე:

გაერო: 2100 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 2.4 მილიონ ადამიანამდე შემცირდება

ჯანდაცვის სამინისტრო ახალ პრიორიტეტულ მიმართულებას ასახელებს

რატომ მცირდება მოსახლეობა საქართველოში

ცხოვრება პენსიაზე გასვლის შემდეგ

 

ბათუმში, გორგასალის (ყოფილი ცხაკაიას) ქუჩაზე იყიდება 170 კვ/მ გარემონტებული ბინა

ბათუმში, გორგასალის (ყოფილი ცხაკაიას) ქუჩაზე იყიდება 170 კვ/მ გარემონტებული ბინა. ფასი: 220 ათასი აშშ დოლარი.

samaklero.ge

5.

ბათუმში, ყაზბეგის ქუჩაზე დღიურად ქირავდება 80 კვ/მ ბინა ევრორემონტით

ბათუმში, ყაზბეგის ქუჩაზე დღიურად ქირავდება 80 კვ/მ ბინა ევრორემონტით. ფასი: 100 აშშ დოლარი.

samaklero.ge

4.

ბათუმში, კლდიაშვილის ქუჩაზე იყიდება 80 კვ.მ გარემონტებული ბინა

ბათუმში, კლდიაშვილის ქუჩაზე იყიდება 80 კვ.მ გარემონტებული ბინა. ფასი: 74 ათასი აშშ დოლარი.

samaklero.ge

3.

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე იყიდება 42 კვ/მ გარემონტებული ბინა

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე იყიდება 42 კვ/მ გარემონტებული ბინა. ფასი: 67 200 აშშ დოლარი.

samaklero.ge

1.

პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებული პატიმრები შიმშილობენ

„მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ შიმშილობა, რადგან ის ავნებს თქვენს ჯანმრთელობას. მე გპირდებით, რომ საბოლოო შედეგი დადგება იმ მტკიცებულებებით, რომელიც წარმოდგენილი იქნება“ – მიმართა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა პოლიციის წინააღმდეგობაში ბრალდებულ ორ პატიმარს. მათ ქობულეთში, წყალსაცავის სახელმწიფო დაცვის პოლიციის თანამშრომლის დანით დაჭრაში ედებათ ბრალი.

საქმის მასალების მიხედვით, დაპირისპირება წყალსაცავის მიმდებარედ არსებულ კაკლის ბაღში მოხდა, სადაც პოლიციელის თქმით, ბრალდებულები კაკლის მოპარვას ცდილობდნენ. პოლიციელმა თემურ მოწყობილმა სასამართლოს უკვე მისცა ჩვენება და თქვა, რომ მას გულ-მკერდის არეში, მარცხენა მხარეს დანით ჭრილობა მიაყენეს.

„შესაძლებელია თუ არა, ეს ჭრილობა მიადგა პოლიციელს მავთულხლართისგან? – ადვოკატმა რამინ პაპიძემ ეს შეკითხვა სამხარაულის ბიუროს ექსპერტს, თამარ შოშიტაშვილს მას შემდეგ დაუსვა, როცა მან დაზუსტებით ვერ თქვა, რომ ჭრილობა დანით იყო მიყენებული. ექსპერტმა ადვოკატს მოკლედ უპასუხა: „არ გამოვრიცხავ“

ამ საქმეზე გამოძიებას მესამე ბრალდებულიც ჰყავს, რომელიც იძებნება და მის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი რამინ პაპიძე იცავს. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პოლიციელებმა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს სასამართლოს: „გამოძიება ამბობს, რომ ამოცნობა ჩავატარეო, მაგრამ დაზარალებულად ცნობილმა თემურ მოწყობილმა თქვა, რომ ამოცნობა ხუცუბნის პოლიციის შენობაში შედგა, გამომძიებელმა მამუკა ღვინიანიძემ კი გამორიცხა ხუცუბანი და თქვა, რომ ამოცნობა ქობულეთის პოლიციის შენობაში შედგა“

ადვოკატები ასევე ეჭვობენ, რომ სისხლის ლაქებით დასვრილი მაისური, რომელიც საქმის მასალებში დევს, პოლიციელს საერთოდ არ ეკუთვნის: „გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა სისხლის ლაქა ჭრილობის ზემოთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ დაცვის პოლიციელი მათთან სამოქალაქო ფორმაში მივიდა და ეჩხუბა, თქვენ არ გეკუთვნით კაკალიო. ბრალდებულებმა ექსპერტიზის ჩატარებაც მოითხოვეს, რაც დაადასტურებდა, რომ პირიქით, ამ პოლიციელმა სცემა ბრალდებულები. ექსპერტიზის ჩატარებაზე პროკურატურამ საერთოდ რეაგირება არ მოახდინა, როცა  ბრალდებულმა ს.ჩ.-მ თქვა, რომ მას არ აქვს ექსპერიტიზის ჩატარების ხარჯი და იქნებ ეს გამოძიებას დაეფინანსებია“ – გვიყვება ადვოკატი მერი ცინარიძე.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეებიც უნდა დაკითხულიყვნენ, მაგრამ ამ ეტაპზე მოსამართლე საქმის პროკურორის გამოუცხადებლობის გამო ვერ გადავიდა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა აჭარის მთავარ პროკურატურას მიმართა და აღნიშნა, რომ პროკურორი დავით ჭარბაძე უკვე მერამდენედ არ გამოცხადდა სხდომაზე, რაც პროცესის გაჭიანურების მიზეზი ხდება. სასამართლო პროცესს დღეს დათო ჭარბაძის ნაცვლად, პროკურორი ადილარ წირღვავა ესწრებოდა. ის საქმის მასალებს მომდევნო სხდომისთვის გაეცნობა.

 

LIKE მხარდაჭერა გრძელდება – უგულშემატკივრეთ “ანაგის” ფოტოკონკურსის მონაწილეებს

 

გუშინ, 5 ივნისს დასრულდა სამშენებლო კომპანია „ანაგის“ მიერ გამოცხადებულ ფოტოკონკურსზე რეგისტრაცია. კონკურსზე სულ 384 განაცხადი შემოვიდა

➤ ნომინაციაში „ევროპისკენ“ შემოსულია 97 ფოტო.

➤ ნომინაციაში „ქალაქი და ადამიანები“ შემოსულია 151 ფოტო.

➤ ნომინაციაში „თანამედროვე არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა“ შემოსულია 136 ფოტო.

კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებულის ვინაობა 2016 წლის 15 ივლისამდე გამოვლინდება.

გამარჯვებულებთან ერთად, გამოქვეყნდება ჟიურისთან ინტერვიუ. ჟიური პროფესიონალი ფოტოგრაფებისგან და საჯარო პირებისგანაა დაკომპლექტებული. გამარჯვებულის გამოსავლენად სულ 7-კაცი მუშაობს, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად წინასწარ დადგენილი მეთოდებით აფასებენ საკონკურსო ფოტოებს.

თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება თითო გამარჯვებული:

  • გამარჯვებულებს თანაბრად დაუფინანსდებათ 1000 ლარით სწავლის ღირებულება ან/და გადაეცემათ 1000 ლარი.
  • საკონკურსო ნამუშევრებიდან ერთ გამარჯვებულს გამოავლენს კონკურსის ორგანიზატორი, კომპანია „ანაგი“, რომელიც თავის რჩეულს გადასცემს პრიზს, საგზურს ერთ-ერთ ყველაზე ძველ არქიტექტურულ ქალაქ რომში.
  • გარდა ამისა, 10 ივლისამდე გრძელდება საკონკურსო ფოტოების LIKE მხარდაჭერა. like-ბის მიხედვით შეირჩევა 20 ფოტო, რომელთა გამოფენა-გაყიდვა გაიმართება პროექტის დახურვისას. გამოფენა-გაყიდვაზე გამოტანილი ფოტოების ავტორები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით.

დაათვალიერეთ საკონკურსო ფოტოები ვებგვერდზე – netgazeti.ge და მიიღეთ მონაწილეობა საუკეთესო ფოტოების გამოვლენაში – ვებგვერდზე მოიწონეთ, „დაალაიქეთ“ თქვენი რჩეული ფოტო.

დაგეგმილია პროექტის საზეიმო დახურვა, სადაც კონკურსანტების გარდა მოწვეული იქნებიან დიპლომატიური კოპრუსის წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორიდან.

კონკურსში მონაწილეობა შეეძლო საქართველოში მოქმედ ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ერთ ნომინაციაზე, ერთი მონაწილისგან დასაშვები იყო მხოლოდ ერთი ფოტოს წარმოდგენა.

კომპანია „ანაგი“ უკვე 27 წელია საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მუშაობს და ამ ხნის მანძილზე არა ერთი სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის მხარდამჭერია. წელს კომპანიის სოციალური პოლიტიკის მთავარი აქცენტი ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობაა.

დავა მაჟორიტარულ ოლქებზე საკონსტიტუციო სასამართლოში

„საფრთხე არის ის, რომ არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას აქვს შესაძლებლობა ხელახლა გადააწყოს საარჩევნო მაჟორიტარული ოლქები ასეთი გათვლით:  აქ მოვიგეთ, აქ – წავაგეთ. თქვენი გადაწყვეტილება კი იქნება სიგნალი ყველა მომდევნო ხელისუფლებისთვის“ – მიმართა დღევანდელ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ოთარ კახიძემ. ის სერგო რატიანთან, როლანდ ახალაიასთან, გიორგი ბარამიძესთან და დავით ბაქრაძესთან ერთად საარჩევნო კოდექსის 110-ე პრიმა ერთი მუხლის ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. ამ მუხლის მიხედვით, ქვეყანა გასულ წელს 73 მაჟორიტარულ ოლქად დაიყო.

მოსარჩელეების აზრით, აუცილებელია კრიტერიუმების დაწესება მაჟორიტარული ოლქების ფორმირებისთვის, რადგან იგი მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ თავის სასარგებლოდ არ გამოიყენოს: „მაგალითად, გააერთიანეს ვანი და ხონი იმის მიუხედავად, რომ მათ საერთო საზღვარიც კი არ აქვთ, მათ შორის სამტრედიაა. გააერთიანეს იმიტომ, რომ წინა არჩევნებში ერთგან „ოცნებამ“ მოიგო, მეორეში – წააგო, მაგრამ თუ დავაჯამებდით ხმებს, მოიგებდა ჯამში „ოცნება“. ერთმანდატიან ოლქში ასეთი ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანება აძლიერებს მმართველი პოლიტიკური ძალის უპირატესობას“ – უთხრა „ბათუმელებს“ სარჩელის ერთ-ერთმა ავტორმა, ოთარ კახიძემ.

არსებით განხილვას საკონსტიტუციო სასამართლოში ესწრებოდნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც. მათი განმარტებით, შეუძლებელია დაწესდეს ისეთი კრიტერიუმი, რომელიც ამ რისკს გამორიცხავს: „კრიტერიუმები არსებობს, ეს არის ხმების თანაბრობის პრინციპის დაცვა, ასევე მოსაზღვრეობა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. გამონაკლისი მხოლოდ ვანი და ხონია მოსაზღვრეობის ნაწილში და ესეც განმარტებულია კანონში, რის გამო მოხდა. თავის დროზე, როცა დადგა ხმების თანაბრობის პრობლემა ამ მუნიციპალიტეტებში და ჩვენი იდეა იყო, რომ სამტრედიის ნაწილი ხონს მიერთებოდა, მეორე – ვანს, მაშინ ამაზე ატეხეს ამბავი, რომ სამტრედიაში შედარებით კარგი რეიტინგი გაქვთ და ასე გინდათ მოგებაო. მივიჩნევთ, რომ სარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს“ – გვითხრა გიორგი კახიანმა, პარლამენტის წევრმა კოალიციიდან „ქართული ოცნება“

 

Maroon 5 ბათუმშია

ამერიკული პოპ-როკ ჯგუფი Maroon 5 უკვე ბათუმშია. ჯგუფი კონცერტს ხვალ, 7 ივნისს ბათუმის „საოცრებათა პარკში“ გამართავს.

Maroon 5 -ის სოლისტი ადამ ლევინი ბათუმში. ფოტოს ავტორი, დავით შერვაშიძე
Maroon 5 -ის სოლისტი ადამ ლევინი ბათუმში.
ფოტოს ავტორი, დავით შერვაშიძე

პოპ-როკ ჯგუფი, 1992 წელს ჩამოყალიბდა, როგორც Kara’s Flowers. 2002 წლიდან და ცნობილია როგორც Maroon 5. პოპ-როკ ჰგუფმა საერთაშორისო წარმატებას სადებიუტო ალბომით Songs About Jane მიაღწია.

Maroon 5 -ის კონცერტი ბათუმში „საოცრებათა მოედანზე“ გაიმართება
Maroon 5 -ის კონცერტი ბათუმში „საოცრებათა მოედანზე“ გაიმართება

ცნობილი ჯგუფი საქართველოში პროექტის chek in Georgia -ს ფარგლებში ჩამოვიდა. კონცერტთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზამ  ორი დამატებითი მატარებელი დანიშნა. ამ დროისთვის რამდენი ბილეთია გაყიდული სულ კონცერტზე, უცნობია. tkt.ge-ს მონაცემებით, 25 აპრილისთვის 9 500 ელექტრონული ბილეთი იყო გაყიდული.

Maroon 5 -ის კონცერტისტვის მზადება დილიდან მიმდინარეობს . ფოტო: თორნიკე თავაძე
Maroon 5 -ის კონცერტისტვის მზადება დილიდან მიმდინარეობს .
ფოტო: თორნიკე თავაძე
„საოცრებათა მოედანი“ კონცერტის წინა დღეს. ფოტო: თორნიკე თავაძე
„საოცრებათა მოედანი“ კონცერტის წინა დღეს.
ფოტო: თორნიკე თავაძე.
„საოცრებათა მოედანი“ კონცერტის წინ. ფოტო: თორნიკე თავაძე
„საოცრებათა მოედანი“ კონცერტის წინ.
ფოტო: თორნიკე თავაძე

ორსულობისას სამსახურიდან გათავისუფლებული ქალის საქმე სააპელაციო სასამართლოში

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა პირველი ინსტანციის მოსამართლის – ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილება გულნაზ ღლონტის საქმეზე. გულნაზ ღლონტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას დეკრეტული შვებულების დროს გათავისუფლებას ედავებოდა და დისკრიმინაციაში სდებდა ბრალს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გულნაზ ღლონტი უკანონოდ გათავისუფლდა და მას სრულად უნდა აუნაზღაურდეს ნაცდური, გათავისუფლებიდან აღდგენის დღემდე.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში ხელვაჩაურის გამგეობის ნაცვლად, მისმა კონკრეტულმა თანამშრომელმა – ჯიმშერ ბერიძემ გაასაჩივრა. ის გამგეობაში გულნაზ ღლონტის ადგილზე მუშაობს და კონკურსის წესით შერჩეული თანამშრომელია.

გულნაზ ღლონტი ხელვაჩაურის გამგეობაში 2015 წლის 5 იანვარს გათავისუფლდა. ამავე წლის 21 იანვარს, მას შვილი შეეძინა. გულნაზ ღლონტი ხელვაჩაურის გამგეობის სოფელს განთიადის რწმუნებულად, 2013 წლის 15 თებერვლიდან მუშაობდა კონკურსამდე მოვალეობის შემსრულებლად. კონკურსის გამოცხადების დროისთვის კი, ის დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა.

„დაუკავშირდით იურისტებს და ისინი გაგცემენ პასუხს. მე არა ვარ მაგ საკითხში კომპეტენტური” – გვითხრა ნადიმ ვარშანიძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა. მან „ბათუმელებთან” მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილება ანომალიად შეაფასა და თქვა: „ეს  იყო ანომალიური მოვლენა სასამართლოს მხრიდან, მსგავს გადაწყვეტილებას სხვაგან ვერ ნახავთ”.

ხელვაჩაურის გამგეობის იურისტმა დავით კოპინაძემ გვითხრა, რომ ის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას დაელოდება.

გაასაჩივრებს თუ არა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თავად ჯიმშერ ბერიძე, რომელიც დეკრეტული შვებულებიდან გათავისუფლებული ქალის  ადგილას მუშაობს, უცნობია. მასთან დაკავშირება “ბათუმელებმა” დღის განმავლობაში ვერ მოახერხა.

 

 

გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) გარემოსდაცვითი მინისტერიალი ბათუმში

8-10 ივნისს, ბათუმში გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რიგით მე-8, გარემოსდაცვითი მინისტერიალი – „გარემო ევროპისთვის“ (Environment for Europe) გაიმართება. მინისტერიალში 56 ქვეყნის 1000-მდე დელეგატი და საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

მინისტერიალის ძირითადი თემები მწვანე ეკონომიკა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება იქნება. კერძოდ, კონფერენციაზე განიხილება – მწვანე ეკონომიკისთვის საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის საკითხი; სამოქალაქო საზოგადოების როლი მწვანე ეკონომიკის განვითარებაში, ქიმიური ნივთიერებების მართვა; ჰაერის ხარისხის მონიტორინგი და ა.შ.

მინისტერიალი “გარემო ევროპისთვის” გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რეგიონის წევრი ქვეყნების, გაეროს სისტემაში არსებული ორგანიზაციების, მთავრობათაშორისი ორგანიზაციების, რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის და სხვა დაინტერესებული ჯგუფების თანამშრომლობის ფორმატს წარმოადგენს.

პირველად “გარემო ევროპისთვის“ მინისტერიალი 1991 წელს,  ჩეხოსლოვაკიის გარემოს დაცვის სამინისტროს ინიცირებით, ქ. დობრისში ჩატარდა. აქამდე სულ 7 კონფერენციაა გამართული. ჩეხეთის შემდეგ კონფერენციები გაიმართა  შვეიცარიაში (ლუცერნი, 1993), ბულგარეთში (სოფია, 1995), დანიაში (ორჰუსი, 1998), უკრაინაში (კიევი, 2003), სერბეთსა (ბელგრადი, 2007) და ყაზახეთში (ასტანა, 2011). მინისტერიალი 3-5 წელიწადში ერთხელ იმართება.

„დაინახე მეტი ვიდრე ჩანს“ – პროექტის პრეზენტაცია

ხვალ 7 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების პროგრამის  – „დაინახე მეტი ვიდრე ჩანს“, პრეზენტაცია.

პრეზენტაციას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში პროექტის ორგანიზატორი, საინიციატივო ჯგუფი „დაინახე უფრო მეტი“ გამართავს.

საინიციატივო ჯგუფი 2016 წლის 1 აპრილს ჩამოყალიბდა.  პროექტის მხარდამჭერი  ბრიტანული არასამთავრობო ორგან იზაცია Human rights focus , ახალგაზრდული ალიანსი ადამიანის უფლებებისთვის და  გაცვლითი პროგრამა  Erasmus + და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი.

პროექტის ორგანიზატორთა ინფორმაციით, პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ ხელვაჩაურში მცხოვრები  14-იდან  25 წლის ახალგაზრდები. მათ შორის შშმ პირებიც.

პრეზენტაცია დღის ათ საათზე დაიწყება და სხვადასხვა აქტივობებით იქნება დატვირთული.

 

გაუმჯობესდა თუ გაუარესდა?

ავტორი: თიკო ტყეშელაშვილი

საზოგადოებრივ სივრცეში პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ხშირად გვესმის დებატები თემაზე, გაუმჯობესდა თუ გაუარესდა საქართველოს რიგითი მოქალაქეებისა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო წლების განმავლობაში. ამ დებატების ფონზე, უპირველეს ყოვლისა, საინტერესოა თავად მოსახლეობის აზრი, რომელიც კარგად ჩანს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისთვის (NDI) CRRC-საქართველოს მიერ 2015-2016 წლებში საქართველოს მასშტაბით ჩატარებული წარმომადგენლობითი გამოკითხვების შედეგებში.

2014 წლის ივნისის შემდეგ საკუთარ ქალაქსა თუ სოფელში საცხოვრებელი პირობების ცვლილება დადებითად საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის მხოლოდ 9%-მა შეაფასა. 43%-ის აზრით კი, პირობები გაუარესებულია. ამავდროულად, მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი (47%) ამ მხრივ მდგომარეობის რამენაირ ცვლილებას არ აფიქსირებს.  გამოკითხულთა მხოლოდ 28% ეთანხმება მოსაზრებას, რომ არჩეულ თანამდებობის პირს სწორი მიმართულებით მიჰყავს მათი ქალაქი/სოფელი. მოსახლეობის 80%-ის აზრით, მათი საცხოვრებელი ადგილი სათანადო დასაქმების შესაძლებლობებს არ იძლევა. (2015 წლის აგვისტოს გამოკითხვა).

დასაქმების არასათანადო შესაძლებლობებსა და ზოგადად ეკონომიკურ საკითხებზე  უარყოფით მოსაზრებას სხვა კითხვებზე მიღებული პასუხებიც მიუთითებს. 2015-2016 წლებში რესპონდენტებისთვის და მათი ოჯახებისთვის დასახელებულ მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ მოსახლეობისთვის ყველაზე მთავარი სწორედ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებია (2015 წლის ნოემბრის და 2016 წლის მარტის გამოკითხვა).

1

შესაბამისად, ხალხი არც საკუთარი და თავისი ოჯახის მდგომარეობითაა კმაყოფილი. 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ გაუმჯობესებას 10% აღნიშნავს, გაუარესებას – 42%, დანარჩენი კი თვლის, რომ მათი მდგომარეობა არ შეცვლილა (2016 წლის მარტის გამოკითხვა).

მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებთან დაკავშირებით შეცვლილ სიტუაციას მოსახლეობა ძირითადად უარყოფითად აფასებს. მაგალითად, მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით გაუარესდა სამუშაო ადგილებთან (55%), სიღარიბესთან (70%) და ფასების ზრდასთან (92%) დაკავშირებული მდგომარეობა (2016 წლის მარტის გამოკითხვა).

მოსახლეობა ასევე უკმაყოფილოა ქვეყანაში არსებული ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობით. 2016 წლის მარტის გამოკითხვის მონაცემებით, ქვეყანაში არსებულ ამჟამინდელ ეკონომიკურ მდგომარეობას მოსახლეობის 66% ცუდად აფასებს და მხოლოდ 3% – კარგად. ამის მიზეზად, უპირველეს ყოვლისა, მოქალაქეები ახლანდელი (81%) და წინა (59%) მთავრობების შეცდომებს, ხოლო 53% გლობალურ პრობლემებს ასახელებს. ამ კონტექსტში ასევე  მნიშვნელოვანია პასუხი კითხვაზე, ახორციელებს თუ არა ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს, რაზეც დადებითად მოსახლეობის 39% პასუხობს.

შესაძლებელია ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს (ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის 4 მაისის ინტერვიუ რუსთავი 2-ზე) გრძელვადიანი ეფექტი ჰქონდეს და პოზიტიური შედეგები დაუყოვნებლივ ვერ მივიღოთ. თუმცა, ასეთი პროგნოზი დღეს არაფერს ცვლის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილისთვის, რომლის აზრით, ბოლო წლებში მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა (42%) და მომავალი ერთი წლის განმავლობაშიც არ აქვს მისი გაუმჯობესების მოლოდინი (65%).

ევროპული დირექტივები და საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობა

ხვალ, 7 ივნისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, დედამიწის მეგობრები – საქართველო“,  გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამართავს შეხვედრას თემაზე – „ევროპული დირექტივები და საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობა“.

ორგანიზატორთა განცხადებით, შეხვედრის მიზანი  გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსთან მიმართებაში არსებული ხარვეზების გამოკვეთა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებაა, რომელიც, ხელს შეუწყობს ამ დარგში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესს ევროკავშირთან.

„ეს არის კონფინდენციალური“ – აჭარის ეკონომიკის სამინისტრო ინვესტიციების მოცულობაზე

აჭარის  ფინანსთა და ეკონომიკის  სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის I კვარტალში აჭარაში 98.7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდა. „წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინვესტიციები 29%-ით გაიზარდა“- წერს სამინისტრო.

„ბათუმელები“ დაინტერესდა იმ მსხვილი ინვესტიციებით, რის საფუძველზეც სამინისტრო მიიჩნევს, რომ ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა. სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია კონფინდენციალურია, „თვითონ კომპანიებს უნდა მოთხოვოთ ეს ინფორმაცია“- გვეუბნებიან პრესსამსახურში, თუმცა რამდენიმე ინვესტიციას მაინც ასაჯაროებენ.

„მაგალითად „მარიოტი“, ახალ ბულვარში რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია „მეტროს“  ვგულისხმობ, ხეივანში სამი ობიექტი რომელიც ჯამში ერთად არის 22 მილიონის და კიდევ ორი პროექტი, რომელსაც მალე ჩაეყრება საფუძველი. დანარჩენი კომპანიები რომლებისგანაც  ჩვენ ვღებულობთ ინფორმაციას, ეს არის კონფინდენციალური, იმიტომ რომ კომპანიებს ჩვენ ვთხოვთ ინვესტიციების დაჯამებისას ამ ინფორმაციას და მათ აქვთ თუ არა სურვილი ეს იყოს საჯარო, მათ უნდა ჰკითხოთ“- გვეუბნება სამსახურის უფროსი, თამუნა დიასამიძე.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საერთო ინვესტიციიდან 71.5 მილიონი აშშ დოლარი უცხოურია, ხოლო 27.2 მილიონი აშშ დოლარი ადგილობრივი კერძო ინვესტიციაა.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული კერძო ინვესტიციები ეკონომიკური სექტორების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: ენერგეტიკა (49.1%), ტურიზმი (29.4%), მშენებლობა (18.3%).“

უვადო პატიმრების ახლობლები მასშტაბურ აქციას მინისტერიალზე გეგმავენ

დღეს,  6 ივნისს, 12 საათზე, ბათუმში იუსტიციის სახლის წინ უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პატიმართა ახლობლებმა ის საკანონმდებლო ნორმა გააპროტესტეს, რითაც უვადო პატიმრობაში მყოფ პირებს ამნისტია არ ეხებათ.

„ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია, სადაც  ასამდე ადამიანი იყო მოსული.  2012 წელს გამოცხადდა ამნისტია, რომელიც არ შეეხო უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებს, რაც არის კანონის უხეში დარღვევა. ხელისუფლებაც აღიარებს, რომ ეს არის საკანონმდებლო კაზუსი, მაგრამ არ არის გამოსწორებელი“, – ამბობს ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, თამაზ ბაკურიძე.

მისი თქმით, დღეს 37 პატიმარი შიმშილობს: „აქედან 30 პატიმარი მე-8 დაწესებულებაში, 7 პატიმარი კი მე-6 დაწესებულებაში. ასევე გვაცნობეს, რომ ყველა უვადო პატიმარი, რომელიც შიმშილობს,  უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურებაზე და გასეირნებაზე. ეს კიდევ უფრო გაართულებს მსჯავრდებულების მდგომარეობას“.

თამაზ ბაკურიძის თქმით, ამ საკითხზე უფრო მასშტაბური საპროტესტო აქციების გამართვა  გარემოსდაცვით მინისტერიალზე იგეგმება.

„მინისტერიალზე არის დაგეგმილი პრეზიდენტის და მთავრობის წევრების ჩამოსვლა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მათი ჩამოსვლის დღეს შევიკრიბოთ და ეს საკითხი გავაპროტესტოთ. მომდევნო საპროტესტო აქცია მომავალ კვირას, ისევ  იუსტიციის სახლთან გაიმართება“.

 

 

 

 

ენმ: „ქობულეთში ველობილიკებისა და ავტობუსების შესყიდვის პროექტები არ განხორციელდა“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რეზო ხარაძის განცხადებით, 2013 წლიდან ქობულეთში ველოტერმინალების მოწყობა და მუნიციპალური ავტობუსების შესყიდვა იყო დაგეგმილი, რაც დღემდე არ განხორციელდა. მისი თქმით, ქობულეთისთვის შესყიდული 12 ველოტერმინალი დღემდე „ბათუმიველოს“ ტერიტორიაზეა  დასაწყობებული.

„აჭარის მთავრობასთან იყო შეთანხმება, რომ  ქობულეთისთვის უნდა შესყიდულიყო 15 მუნიციპალური ავტობუსი და 12 ველოტერმინალი. ამისთვის ადგილები გამოყოფილია და ტერმინალების შესყიდვაც მოხდა, თუმცა პროექტი არ განხორციელდა და ეს ტერმინალები მე როგორც ვიცი, დღემდე დასაწყობებულია“.

რეზო ხარაზის თქმით, ავტობუსების შესყიდვა და ველოტერმინალების მოწყობა ჯამში ორ მილიონამდე ლარი ჯდებოდა.

„გარდა იმისა, რომ ეს პროექტი ვერ განხორციელდა, უფრო მეტიც, ქალაქში  მწყობრიდან არის გამოსული მოსაცდელები. რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა ისე, რომ გადასასვლელები არ არის ადაპტირებული რაც პრობლემას უქმნის  ეტლით მოსარგებლეებს“.

რეზო ხარაზის თქმით, გასხვისდა ავტოპარკირებისთვის გამოყოფილი ტერიტორიებიც.

„ფიჭვნარის და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ავტოპარკინგის მოწყობა დაგეგმილი, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ეს ტერიტორიები გასხვისდა“.

ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე, რეზო ხარაძის ბრალდებებს უსაფუზვლოს უწოდებს:

„რეზო ხარაზი ხელისუფლებაში რომ იყო, მაშინ მიეხედა მაგ საქმისთვის და მისი სოფლის გზა მაინც გაეკეთებინა და წყალი გაეყვანა სოფლებში. ჩიხში მყავს შეყვანილი და ახლა ველოსიპედებზე გადავიდა“.

გამგებლის თქმით,  ველოტერმინალების მოწყობა დაგეგმილია, თუმცა ჯერ კონკრეტული ადგილები არ არის შერჩეული. „ბიუჯეტში თანხაც ხომ უნდა გვქონდეს. ქუჩების ადაპტირებას რაც შეეხება, ჯერ ასფალტია მხოლოდ დაგებული და ტროტუარების გაკეთება მომავალ წელს იგეგმებ.  ადაპტირებული იქნება ყველა ტროტუარი. ტროტუარების გარდა, ჩვენ ზღვაზე გადასასვლელსაც ადაპტირებულს ვაკეთებთ“.

Exit mobile version