ხულოს გამგებელი: ხანძარი დაახლოებით 3 000 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული

ხულოს გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ხანძარი ხულოში, მთა შავნაბადაზე დაახლოებით 3 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა გავრცელებული. გამგებელი ამბობს, რომ სახანძრო-სამაშველო სამუშაოებში სატყეო სამმართველოს თანამშრომლებიც ჩაერთვნენ:

“დაახლოებით ერთი საათის წინ მქონდა სატელეფონო საუბარი,  ხანძრის ჩასაქრობად სამუშაოები მიმდინარეობდა. როგორც მაცნობეს, ერთიანი ააალება არ არის, დაახლოებით 3 000 კვადრატულ მეტრზეა ხანძარი გავრცელებული დ ხანძრის გავრცელების საშიშროებაც არ იყო. მეხანძრეებთან ერთად, ხანძარს სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლებიც აქრობენ, გაგრძელდება თუ არა სამუშაოები, ვერ გეტყვით. ტყეში, სადაც მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან სატელეფონო კავშირი არ არის“ – აცხადებს ბესიკ ბაუჩაძე.

 

ხულოში ხანძართან მისასვლელად მეხანძრეებმა რამდენიმე კილომეტრი ფეხით უნდა გაიარონ

ხულოში, სოფელ მეკეიძეებთან მდებარე შავნაბადას მთაზე გაჩენილი ცეცხლის კერამდე მეხანძრეებს ფეხით მისვლა მოუწევთ, რადგან ხანძარი ტყეშია.

როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს, ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე ბათუმის, ხულოს, შუახევისა და ქედის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და სამი ერთეული სამაშველო ავტომობილი მიემართება, თუმცა ხანძრის კერამდე მეხანძრეები ჯერ არ მისულან. ადგილზე 35-მდე მახანძრემ უნდა იმუშაოს.

ბათუმის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის, ხუსეინ სირაბიძის ინფორმაციით, ხანძრის კერამდე მისასვლელად მეხანძრეებმა ხუთი კილომეტრი გზა ფეხით უნდა გაიარონ. „ფეხით უნდა გავიდეთ და ხელით უნდა მოხდეს ხანძრის ჩაქრობა, ღამით მოგვიწევს მუშაობა“ – ამბობს ის.

ხანძრის მასშტაბი ჯერჯერობით უცნობია.

შავნაბადას მთაზე ადგილობრივებმა დღეს ცეცხლის სამი კერა შენიშნეს. შავნაბადაზე ცეცხლი ოთხი დღის წინაც გაჩნდა და მოსახლეობამ სახანძრო სამსახური გამოიძახა. ხულოს გამგებლის თქმით, მაშინ შავნაბადაზე ასულმა მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს.

___________________________

ამავე თემაზე: 

ხულოში ხანძრის მასშტაბი ჯერ უცნობია

ხულოში ტყეში ხანძარია 

 

ხულოში ხანძრის მასშტაბი ჯერ უცნობია

ამ დრომდე არ არის ცნობილი ხულოში, სოფელ მეკეიძეებთან, მთა შავნაბადას ტყეში გაჩენილი ხანძრის მასშტაბები. უცნობია ისიც, რა ღონისძიებები ხორციელდება ადგილზე. სახანძრო-სამაშველო სამსახურში ამბობენ, რომ ადგილზე ვერ ხერხდება მეხანძრეებთან დაკავშირება და ინფორმაციას მიღებისთანავე გაავრცელებენ.

სოფელ მეკეიძეებში ამბობენ, რომ მთა შავნაბადაზე ცეცხლი ოთხი დღის წინაც გაჩნდა და მოსახლეობამ სახანძრო სამსახური გამოიძახა. აღნიშნულ ინფორმაციას ხულოს გამგებელი ბესიკ ბაუჩაძეც ადასტურებს. გამგებლის თქმით, შავნაბადაზე ასულმა მეხანძრეებმა მაშინ ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს. „ჩემი ინფორმაციით პატარა ხანძარი იყო, რაც ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა ჩააქრეს, დღეს კი ხანძარი სხვა ადგილზე გაჩნდა“ – ამბობს გამგებელი.

ბათუმიდან ხულოში წავიდა მეხანძრეთა ერთი ჯგუფიც.

ღორჯომის თემში ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის, თემურ ირემაძის ინფორმაციით, ხანძარი შავნაბადაზე მთაში მყოფმა ადამიანებმა შენიშნეს და სახანძრო სამსახურს დაუკავშირდნენ. მათ ტყეში ხანძრის სამი კერა შენიშნეს.

სოფელი მეკეიძეები ხულოში ზღვის დონიდან 1200 მეტრზე მდებარეობს.

ფოტოზე: ხანძარი სოფელ დაბასთან. ფოტო ნეტგაზეთის არქივიდან.  

 

 

ხულოში ტყეში ხანძარია

ხულოში, სოფელ მეკეიძეებთან ტყეში ხანძარია. ღორჯომის თემში ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის, თემურ ირემაძის ინფორმაციით, ცეცხლი მთა შავნაბადაზე ნაძვის ხეებს მოედო. მისივე ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები უკვე გამოიძახეს და ხანძრის ჩასაქრობად სოფლიდან მოსახლეობა მთაზე მიემართება.

„ხანძრის შესახებ ინფორმაცია იმ ადამიანებმა გვაცნობეს, რომლებიც მთაში იმყოფებოდენ. მათ ხანძრის სამი კერა შენიშნეს. გამოვიძახეთ სახანძრო-სამაშველო სამსახური და როგორც გვაცნობეს, გზაშია. ხანძარი სოფელ მეკეიძეებიდან 25 კილომეტრით დაშორებულ ტყეში გაჩნდა. ჩემი ინფორმაციით ხანძრის კერამდე 4-5 კილომეტრში საავტომობილო გზა არ არის“- ამბობს თემურ ირემაძე.

ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრეები ბათუმიდანაც წავიდნენ.

ფოტოზე: ხანძარი სოფელ დაბასთან. ფოტო ნეტგაზეთის არქივიდან.  

ამავე თემაზე: 

ხანძრების პირისპირ სტრატეგიის გარეშე – ინტერვიუ ილია ოსეფაშვილთან

20 აგვისტოდან დღემდე – 11 ხანძარი და დამწვარი 133 ჰექტარი [რუკა]

სამეცნიერო-კვლევითი გემი Mare Nigrum ბათუმის პორტში

3 აგვისტოს ბათუმის პორტს დატოვებს სამეცნიერო-კვლევითი გემის  „Mare Nigrum“, რომლის  საშუალებით ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებულ პროექტ „შავი ზღვის გარემოს  მონიტორინგის გაუმჯობესება (EMBLAS)“  ფარგლებში საქართველოს, უკრაინის, და  ევროკავშირის ქვეყნების მეცნიერები შავი ზღვის ერთობლივ კვლევებს ახორციელებენ.

სამეცნიერო-კვლევითი გემი ბათუმის პორტში. მანანა ქველიაშვილის ფოტო
სამეცნიერო-კვლევითი გემი ბათუმის პორტში. მანანა ქველიაშვილის ფოტო

პირველი კვლევა ჩატარდა 2016 წელს, რომლის შედეგადაც 12  სამეცნიერო ფაქტი გამოვლინდა, რაც ასახულ იქნა ნაშრომში „12 ახალი ფაქტი შავი ზღვის შესახებ“.

ამჟამად მეცნიერები შავ ზღვაში კვლევების მეორე ეტაპს ახორციელებენ.  სამეცნიერო კვლევის შედეგები საშუალებას მისცემს შავი ზღვის ქვეყნებს ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია შავი ზღვის მდგომარეობის შესახებ.

___________________

ამავე თემაზე: 

შავი ზღვის დიაგნოზი – ახალი ფაქტები ყველაზე მასშტაბური კვლევის ანგარიშიდან

მოსალოდნელზე მეტად დაბინძურებული შავი ზღვა

 

 

 

ქედის გამგებელი: სამკერვალო ფაბრიკა ვერ გაიხსნა, რადგან ქედაში მუშახელი არ გამოინახა

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე პოსტს ოქტომბერში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დატოვებს. შეასრულა თუ არა მან მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებები?

ბატონო დავით, თქვენ, როგორც ქედის პირველმა არჩეულმა გამგებელმა, რამდენად შეძელით წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება: წყლისა და კანალიზაციის პრობლემის მოგვარება, 200 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, სოფელ უჩხითში შიდა სასოფლო გზის მოასფალტება?

იმ გვალვების ფონზე, რაც წელს იყო, როცა 75 დღის განმავლობაში ქედაში არ გაწვიმებულა, ერთი საათითაც კი არ შეწყვეტილა წყლის მიწოდება ქედაში, ეს კი მიუთითებს პრობლემის გადაჭრაზე. ხუთი დღის წინ „ჯარგვალადან“ გამოვიყვანეთ წყალი, რომელიც სოფლების –  ჯალაბაშვილსა და ხარაულის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. წყალი გავიყვანეთ ზენდიდში, გულებში, ზესოფელში, სადაც მოსახლეობამ ავზებიდან საკუთარ ონკანებამდე უნდა მიიყვანოს წყალი. წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება სოფელ გეგელიძეებში, კორომხეთში… პრობლემა მხოლოდ სოფელ ვაიოსა და კუჭულაში რჩება, სადაც პრობლემის გადაჭრას ნამონასტრევიდან წყლის გამოყვანით ვფიქრობთ. რაც შეეხება დასაქმებას, რვა მხოლოდ ახალი ბაღი გავხსენით, რითაც 126 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნა, გაიხსნა ღვინის, თამბაქოსა და ხილის გადამამუშავებელი საწარმოები.

მოასფალტდა არა მარტო სოფელ უჩხითთან დამაკავშირებელი გზა, არამედ ასფალტის საფარი მოეწყო აქუცაში, მერისში, ხარაულაში, ოქტომბერში, გეგელიძეებში, ზუნდაგაში, ორცვაში, ვაიოსა და სოფელ კვაშტაში. ამ ტემპით თუ განხორციელდება სამუშაოები,  2018 წლისთვის სოფლის ცენტრებამდე ყველა გზა მობეტონდება ან მოასფალტდება

ერთადერთი, რაც იდეალურად ვერ განვახორციელეთ, ეს წყალდინებაა. ჩვენ გავაკეთეთ კანალიზაციის სისტემები, მაგრამ არასაკმარისი თანხის გამო ევროსტანდარტის შესაბამისი საქლორატოროები ვერ მოვაწყეთ, „აჭარის წყლის“ ალიანსთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ალიანსი აპირებს ამ კუთხით სამუშაოების განხორციელება.

თქვენი წინასაარჩევნო დაპირება, სოფელ მერისსა და პირველ მაისში საჭიდაო დარბაზების მოწყობასაც გულისხმობდა.

ეს ვერ შევასრულე, იმდენად ვცდილობდით ყველა პრობლემა გადაგვეჭრა, რომ ერთობლივად ყველას გადაჭრა რთულია. საჭიდაო დარბაზის კეთილმოწყობა საჭირო თანხის არასებობის გამო ვერ შევძელით.

რამდენად შესრულდა სოფლებში 30 სტადიონის რეაბილიტირების დაპირება?

ზუსტად არ მახსოვს რამდენი გარემონტდა, თუმცა რაც რეაბილიტირდა, მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მაგალითად, მახუნცეთის სტადიონი, რომლის რეაბილიტაციაც დასრულების ფაზაშია, ისე კარგად კეთდება, არამარტო მეორე ლიგის, უფრო მაღალი ლიგის თამაშებსაც  უმასპინძლებს.

თქვენი წინასაარჩევნო დაპირება ქედაში ღვინის, თამბაქოს,  ხილის გადამამუშავებელი საწარმოების გახსნასთან დაკავშირებით შესრულდა, თუმცა სამკერვალო ფაბრიკის გახსნა ვერ მოხერხდა,  რატომ?

ჩვენ მოვიძიეთ ინვესტორები, როგორც ჰოლანდიიდან, ასევე თურქეთიდან, რომლებიც აპირებდნენ ქედაში სამკერვალო ფაბრიკის გახსნას. შესაბამისი ტერიტორიაც შევარჩიეთ, თუმცა ინვესტორის მოთხოვნა – მინიმუმ 450 მუშახელი არ გამოინახა.  ჩვენ ყველა საჭირო მონაცემი დავთვალეთ, ვნახეთ ის ადამიანები, რომლებმაც პირველ ეტაპზე მუშაობის სურვილი გამოთქვეს, თუმცა შემდეგ უმრავლესობამ მუშაობაზე უარი იმ მიზეზით განაცხადა, რომ დასაქმებით საარსებო შემწეობა მოეხსნებოდა. სამწუხაროდ მოსახლეობამ  სახელმწიფოს ხარჯზე უმუშევრად ყოფნა არჩია,  რეალურად ეს გახდა მიზეზი, საჭირო ოდენობის დასაქმების მსურველი ქედაში არ გამოინახა.

თქვენი სამოქმედო გეგმით თანახმად ქედელი კაცი სამუშაოდ თურქეთში არ უნდა წასულიყო. სამწლიანი მუშაობის პერიოდში რამდენად შეძელით სოციალური ფონის გაუმჯობესება?

სამწუხაროდ, სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანი გადადიოდა სამუშაოდ 2011 წელს და შემდეგ პერიოდში, არ მაქვს, შესაბამისად, ზუსტი ციფრებით ვერ ვისაუბრებ. თუმცა ვფიქრობ, რომ მაჩვენებელი შემცირებულია.

წინასაარჩევნოდ აცხადებდით, რომ თქვენს ასაკში ტყუილის თქმა არ შეიძლებოდა და დაპირებებს შეასრულებდით, ხომ არ მოგიხდათ ტყუილის თქმა?  

სახელი ეს არის ბროლის ჭიქა, სადაც წვეთ-წვეთობით გროვდება ავტორიტეტი, ტყუილის შეგნებულად თქმა დანაშაულია, ახლაც ამ აზრზე ვარ და შეგნებულად ტყუილი არასოდეს მითქვამს.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ხომ არ აპირებთ მონაწილეობის მიღებას? კენჭი იყაროთ გამგებლობის პოზიციაზე, ან საკრებულოში მოსახვედრად?

არა, სხვა ხედვები და გეგმები მაქვს, მე ვიცი გუნდი, გუნდის მუშაობის პრინციპი. მომავალ გამგებელს დავუდგები გვერდით, რომ ქედა წარმატებული მუნიციპალიტეტი იყოს.

______________________________

ამავე თემაზე:

ქედის არჩეული გამგებელი: არ შეიძლება ჩემს ასაკში ტყუილის თქმა

მემთეურები [ფოტოამბავი]

ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი 

როცა კალენდარზე ივნისი დგება, მზე მაღლა-მაღლა ადის და მწველი ხდება, აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრებნი ბარგს კრავენ და საზაფხულო იალაღებზე მიდიან. იალაღები სოფლებიდან მოშორებით, თურქეთ-საქართველოს საზღვრისპირა მთებშია გაბნეული. იმ დროს, როცა მთისკენ საქონელს ათეულობით კილომეტრზე მამაკაცები ფეხით მირეკავენ, ქალები და ბავშვები ზამთარში ჩაკეტილი ქოხების დალაგება-დასუფთავებას იწყებენ, თვეობით დაუნთებელ ღუმელებს წმენდენ და შეშას აგროვებენ. როცა სოფლებიდან ამორეკილი საქონელი სადგომში დაბინავდება, ქოხებში სინათლე აინთება, ღუმელში ცეცხლი დაინთება და მასზე ფინჯნებით პირველი ყავა დაიდგმება, ნიშნავს, რომ იალაღებზე ზაფხული დაიწყო.

„ბათუმელებმა“ ერთ-ერთ იალაღზე – ჩირუხში იმოგზაურა. ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მდებარე საზაფხულო საძოვარზე მემთეურები შუახევის მუნიციპალიტეტიდან ადიან. მთაში ზაფხულს ძირითადად ქალები და ბავშვები ატარებენ, უვლიან ძროხებს და ამზადებენ რძის პროდუქტებს.

მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
ჩირუხი. მანანა ქველიაშვილის ფოტო
ჩირუხი. მანანა ქველიაშვილის ფოტო

აიშე ბერიძე მემთეურია. იაილებზე ყოველი წლის ივნისის დასაწყისში ამოდის და ზაფხულის ბოლომდე რჩება. „ყოველდღე, დილის ექვს საათზე ვდგები ძროხების მოსავლელად. მოწველილ რძეს სპეციალურ მანქანაში ვასხამ და ვხდი. კაიმაღი ცალკე გადმოდის, რძე – ცალკე. კაიმაღისგან კარაქს ვამზადებ, რძისგან კი – დაწნულ ყველს“.

დილა მთაში საქონლის მოვლით იწყება. ქალები დილის 6 საათზე დგებიან, ძროხებს წველიან, რძეს აბინავებენ და დილის რვა საათზე ყველა გომურის კარი იღება, იალაღის შუკა კი საქონლით ივსება. ისმის გადაძახილი, მწყემსები საქონელს აგროვებენ და მთის გადაღმა მიერეკებიან. ყველა იალაღზეა რამდენიმე ადამიანია, ვისაც საქონელი აბარია. ერთი სული საქონლის მომწყემსვა თვეში 10 ლარი ღირს.

მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო

აჭარის მთაში დაწნულ ყველს თავისი მომზადების წესი აქვს. სპეციალურ მანქანაში გატარებულ რძეს რამდენიმე საათი აჩერებენ, მერე მოყენებულ ქაფს ხდიან და ღუმელზე დგამენ გასაცხელებლად. მას შემდეგ, რაც რძე შეთბება, მასში ბუნებრივ „კვეთს“ ასხამენ, რომელსაც მემთეური ქალები სახლში ამზადებენ. ჩასხმიდან რამდენიმე წამში რძე ჩაიკვეთება და მორევის შემდეგ ყველის ამოყვანის პროცესი იწყება. თავმოყრილ მასას ცალკე ჯამზე გადაიტანენ და მოჭყლეტენ ან როგორც მთაში ამბობენ „მოჭიჭყავენ“. კარგად გაწურვის შემდეგ მასას გუნდებად დაყოფენ და უკან ღუმელზე მდგარ ქვაბში ჩააბრუნებენ. აქ იწყება ყველის დაწვნის პროცესი.

რაც უფრო ცხელია სითხე, რომელშიც ყველი ამოჰყავთ, მით უკეთესი გამოდის ყველი. მას შემდეგ, რაც ყველი დარბილდება და „ქალის თმასავით გაიწეწება“, ხელის ორი მსუბუქი მოძრაობა და დაწნული ყველი მზადაა.

მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო

მთაში ქალები მთელი დღე საქმით არიან დაკავებულები. შუადღით ერთი საათით აძლევენ თავს უფლებას მოისვენონ და ყავა დალიონ. შემდეგ ძროხები ბრუნდებიან საძოვრიდან და დილის პროცედურა მეორდება.

ჩირუხი ტურისტებისთვის მიმზიდველია. აქ ნახავ ცივ, სართულოვან ჩანჩქერს და ულამაზეს ჩირუხის ტბას, რომელსაც თავზე უცნაური ფორმის მთა აქვს წამომდგარი. მემთეურები მას თავკალვას ეძახიან. მემთეური ქალები იშვიათად, რომ ქოხებიდან გამოვიდნენ და ტურისტული ადგილები დალაშქრონ. ნათელა მაისურაძე, ფატმან გურგენიძე და ნათელა ჯიბლაძე წელს პირველად მიდიან სალაშქროდ. ერთ-ერთს ჩირუხის ტბა, რომელიც მისი ქოხიდან ერთი საათის სავალზეა, არასდროს უნახავს.

მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო

როცა მთაში „მარშუტკა“ ადის, მემთეურები ქოხებიდან გამოეფინებიან და ახლობლების მიერ ბარიდან გამოტანებულ პროდუქტებსა და ნივთებს ინაწილებენ.

მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო

დრო მთაში ყველაზე შეუმჩნევლად ბავშვებისთვის გადის. უფროსების დახმარების პარალელურად გართობას ყველა ახერხებს. კარტი, ველოსიპედით სეირნობა და ფეხბურთი დღის გასართობი თამაშებია. ხოლო საღამოობით კოცონს ანთებენ და „ბრისილი მიაუს“ თამაშობენ. პატარა ნიკას დიდი ბიჭები ფეხბურთს არ ათამაშებენ, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი მისია აკისრია – თუ ბურთი მოედნის ფარგლებს გასცდება, ნიკამ უნდა დააბრუნოს სტადიონზე.

მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო

 

[highlight color=”eg. red”]გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“[/highlight]

გოგოლის ქუჩა [მაიაკოვსკიდან ნონეშვილამდე] შესაძლოა 20-25 დღით გადაკეტონ

ბათუმში, გოგოლის ქუჩა, მაიაკოვსკის ქუჩიდან ნონეშვილის ქუჩამდე მონაკვეთში [ბარცხანაში გადასასვლელი] შესაძლოა 20-25 დღით გადაიკეტოს. აღნიშნულ მონაკვეთში, მიწაში საკანალიზაციო მილი უნდა ჩაიდოს, რომლითაც თამარისა და ბარცხანის ახალი საკანალიზაციო ქსელი ქალაქის ერთიან ქსელში ჩაირთვება. სამუშაოები ზაფხულში იყო დაგეგმილი, თუმცა, საპატრულო პოლიციამ „სეზონზე გადატვირთული მოძრაობის გამო“ მშენებელ კომპანიას სამუშაოების ჩატარების [გზის გადაკეტვის] უფლება არ მისცა.

„15 სექტემბრის შემდეგ, როცა ზღვის სეზონი დასრულდება, კომპანია ისევ მიმართავს საპატრულო პოლიციას და შეთანხმდებიან ვადაზე. თუ რაიმე პრობლემა შეიქმნება, შემდეგ ჩაერთვება მერია. მაქსიმუმ 20-25 დღე არის საჭირო, თუმცა, ჯერ არ არის გადაწყვეტილი გზის ეს მონაკვეთი მთლიანად გადაიკეტება, ნაწილობრივ, თუ მხოლოდ ღამით იმუშავებენ. ამ დეტალებს კომპანია მას შემდეგ დააზუსტებს, როგორც კი საპატრულოდან შესაბამის ნებართვას აიღებს“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ჯაბა ტუღუშმა, ბათუმის მერის მრჩეველმა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საკითხებში.

მისივე იფორმაციით, ბარცხანის დასახლებაში სასმელი წყლის ქსელი ადრე იყო მოწყობილი, ამჯერად, საკანალიზაციო ქსელის მოწყობაც დასრულებულია და მიმდინარეობს მიღება-ჩაბარება.

ბარცხანაში ამ ეტაპზე შენდება სატუმბი სადგური თამარ მეფის გამზირთან [გადასასვლელი ხიდის მიმდებარედ]. ამ სატუმბი სადგურიდან თამარისა და ბარცხანის დასახლებების კანალიზაციის წყალი, გოგოლის ქუჩის გავლით, გადაიქაჩება ახალაშენებულ კოლექტორში, რომლის სათავე ბონის კულტურის სახლის მიმდებარედაა. კოლექტორი ჯავახიშვილის ქუჩამდე გრძელდება, საიდანაც კანალიზაციის წყალი ადლიის გამწმენდი ნაგებობისკენ გადაიქაჩება.

ჯაბა ტუღუშის განცხადებით, აღნიშნული კოლექტორის ერთი მონაკვეთია ასაშენებელი ოსტროვის ქუჩაზე. ამ მონაკვეთის აშენებით და გოგოლის ქუჩაზე მილის დაერთებით, თამარისა და ბარცხანის დასახლებების საკანალიზაციო ქსელი უკვე ერთიან სისტემაში იქნება ჩართული. ამის შემდეგ დაიწყება ბარცხანაში დაერთებებიც ქსელზე, რომელსაც მერიის შპს „ბათუმის წყალი“ განახორციელებს.

„ოსტროვის ქუჩაზე კოლექტორის 80-მეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა იმ კვირაში დაიწყება და მიმდინარე წლის 5 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს“ – აცხადებს ჯაბა ტუღუში.

სამუშაოებს გოგოლის ქუჩაზე გერმანული „ფაიფერი“ შეასრულებს, რომელიც ქალაქის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში კონტრაქტორი კომპანიაა. ეს არის მესამე ფაზა, რომლის ფარგლებშიც ახალი საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები, ამ ეტაპზე, ძირითადად, ბონი-გოროდოკის დასახლებაში მიმდინარეობს. მესამე ფაზის სამუშაოები მთლიანობაში 2018 წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს.

საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია ბათუმში იმ პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც  გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან მიღებული შეღავათიანი სესხით ფინანსდება.

გოგოლისა და მაიაკოვსკის ქუჩების კვეთა / ფოტო: მანანა ქველიაშვილი
გოგოლისა და მაიაკოვსკის ქუჩების კვეთა / ფოტო: მანანა ქველიაშვილი
გოგოლისა და მაიაკოვსკის ქუჩების კვეთა / ფოტო: მანანა ქველიაშვილი
გოგოლისა და მაიაკოვსკის ქუჩების კვეთა / ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ბათუმობა 2017 [ფოტორეპორტაჟი]

ავტორი: მანანა ქველიაშვილი

 

დღეს ბათუმში “ბათუმობას” აღნიშნავენ. დილიდან საზეიმო მსვლელობა ეწყობა მემედ აბაშიძის  ქუჩაზე.

 

DSC_0005

 

DSC_0024

 

DSC_0021

 

DSC_0025

 

DSC_0055

 

DSC_0057

 

DSC_0073

 

DSC_0083

 

DSC_0117

 

DSC_0173

 

DSC_0183

DSC_0198

 

DSC_0154

 

DSC_0217

 

 

 

 

პირადობის მოწმობა უფასოდ – აქცია 31 ოქტომბრამდე

საარჩევნო სიის დახვეწის მოწნით 2017 წლის 31 დეკებრამდე ყველა მსურველს პირადობის მოწმობას უფასოდ მოუმზადებენ. იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით იმისათვის, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს არ შეეზღუდოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები თავისუფლდებიან როგორც საბუთის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან.

პირადობის მოწმობის აღება უფასოდ შეუძლიათ მოქალაქეებს: რომელთაც არ გააჩნიათ არცერთი მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი [მოწმობა, პასპორტი];
რომელთა რეგისტრაციის მისამართი ფიზიკურად აღარ არსებობს [არასრული/არარსებული ან ლიკვიდირებული მისამართი];
მონაცემთა ბაზაში უსურათო/უხარისხო ჩანაწერის მქონე მოქალაქეებს;

რეგისტრაციიდან მოხსნილ საქართველოს მოქალაქეებს;

მისამართის გარეშე რეგისტრირებულ პირებს, თუ ისინი რეგისტრაციას გაივლიან იდენტიფიცირებად მისამართზე.

აქცია შეეხება სრულწლოვან მოქალაქეებს და იმ პირებს, რომელთაც აქციის დასრულებამდე უსრულდებათ 18 წელი.

პირადობის მოწმობის ასაღებად მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლის ფილიალებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.
აქციის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლის ვებგვერდებზე (sda.gov.ge; psh.gov.ge); სკაიპის მისამართსა (sda.gov.ge) და ტელეფონის ნომრებზე: 2 405 405 და 240 10 10.

პოლიციამ სარფში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის გამო რვა პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ბიუროსა და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სარფის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ბანგლადეშის რესპუბლიკის რვა მოქალაქე დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

ბათუმობა-2017 დაიწყო

„ბათუმობა – 2017“ დაიწყო. ბათუმის მერიის ინფორმაციით რამდენიმე  წუთში მემედ აბაშიძის ქუჩაზე დაიწყება საზეიმო მსვლელობა სასულე ორკესტრის თანხლებით.

განრიგი ღონისძიებების შესახებ იხილეთ აქ.

12:30 – 17:00 სთ – ადგილობრივი მუსიკალური ბენდების კონცერტი ევროპის მოედანზე.
12:30 – 17:00 სთ – ადგილობრივი მუსიკალური ბენდების კონცერტი ევროპის მოედანზე.

4
3
2

ლაშა კომახიძე – ბათუმის მერობის კანდიდატი

ბათუმისა და ბათუმის უბნებისთვის ფუნქციების მინიჭება, ბევრი ინოვაციური პროექტი, ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ამ პროცესებში თითოეული მოქალაქის ჩართულობა – ერთ-ერთი მთავარია ლაშა კომახიძისთვის. იგი „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატია.

ბავშვობა ძველ ბათუმში, დღევანდელი თავისუფლების მოედნის (ყოფილი ლენინის მოედანი) მიმდებარე ტერიტორიაზე გაატარა. სიყვარულისა და მეგობრობის ქალაქში ბავშვობის დროინდელ მრავალეთნიკურ ბათუმურ ეზოებს ღიმილით იხსენებს და ამბობს, რომ საკმაოდ გვიან გაიგო თანატოლების ეთნიკური სხვაობის შესახებ – ბათუმურ ეზოში მსგავსი სხვაობა ყველასთვის უმნიშვნელო იყო.

ბავშვობაში დაბრუნება წარმოუდგენელია ზღვის გახსენების გარეშე. ე.წ. პიშევიკების და დინამოს ტერიტორია, პლაჟზე ბალაგანები და მეთევზეების ნავები, გასაშრობად გაკიდული თევზი და მისი შებოლვა, „მორვაგზალთან“ ჩამწკრივებული მეთევზეებისთვის ზღვაში გადახტომით თევზაობაში ხელშეშლა – ბათუმური ისტორიის ნაწილია. 90-იან წლების გახსენებისას, სხვა პრობლემებთან ერთად ლაშა კომახიძე იხსნებს, რომ ძმასთან ერთად მე-9 სართულზე ხელით ეზიდებოდა წყალს სააბაზანოს გასავსებად, რომელსაც 40 სათლი წყალი სჭირდებოდა. ბავშვობის ნაწილი ე.წ. მანთაშევზე, სოხუმის ქუჩაზე გაატარა, სადაც მამაპაპისეული სახლი იყო. ამჟამად გორგილაძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში ცხოვრობს. ბათუმის ამ უბნებთან ბევრი მოგონება და მეგობარი აკავშირებს.

ლაშა კომახიძე, ბათუმის მერობის კანდიდატი, ოჯახთან ერთად
ლაშა კომახიძე, ბათუმის მერობის კანდიდატი, ოჯახთან ერთად

სიამაყით იხსენებს ბათუმის გემთმშენებელ ქარხანას, რომელსაც მისი ბაბუა ხელმძღვანელობდა. პლატონ ჯორბენაძე საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მთავარი ინჟინერი იყო, ვის დროსაც საქართველოს სანაოსნოსთვის პირველი ნავიდან დაწყებული, ბოლო ტანკერით დამთავრებული, 52 მცურავი საშუალება გაკეთდა, საიდანაც 30-ზე მეტი ტანკერი იყო. დედას, ლია ჯორბენაძეს, პედიატრიაში 40-წლიანი სტაჟი აქვს, მამა გიორგი (გოგი) კომახიძე სატრანსპორტო სისტემაში მუშაობდა.

ლაშა კომახიძემ უმაღლესი განათლება უნგრეთში მიიღო, ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა საჯარო სამსახურში. ამბობს, რომ დღევანდელი ოპოზიცია ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში საჯარო სამსახურში მუშაობას უწუნებს.

„ევროპული განათლებით საჯარო უწყებაში მუშაობის დაწყება დანაშაული არაა. ვმუშაობდი ძალიან მნიშვნელოვან პოზიციებზე, მათ შორის ვიყავი აჭარის ხაზინის უფროსი. ვფიქრობ, სახელმწიფო სტრუქტურებში ჩემ მიერ შესრულებული სამუშაო იყო ერთ-ერთი სანიმუშო, რასაც მოწმობს ისიც, რომ შემდგომ პერიოდში კითხვა არავის გასჩენია,“ – აღნიშნავს იგი.

2008 წლიდან მუშაობას იწყებს გაეროს პროგრამებში. აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში იგი კონფლიქტის ზონაში მუშაობდა. იყო ერთ-ერთი მათგანი, ვისი აქტიურობითაც ქვეყანამ გაეროსგან რამდენიმემილიონიანი დახმარება მიიღო. მოგვიანებით თავისუფალი ვაჭრობის, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, ევროპის სამეზობლო პროექტს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით ხელმძღვანელობდა. ჯამში, გაეროში მუშაობის პერიოდში, აჭარის რეგიონში, 25 მილიონზე მეტი ლარი საერთაშორისო დახმარების მობილიზება გახდა შესაძლებელი.

ამბობს, რომ სოფლის მეურნეობა არის დარგი, სადაც შედეგის მიღწევა სწრაფად რთულია. მაგალითად, მცენარის დარგვიდან დაწყებული, თევზისა თუ პირუტყვის გაზრდით გაგრძელებული, ყველაფერს წლები სჭირდება. მიუხედავად ამისა, მინისტრად მუშაობის ერთი წლის მანძილზე მაინც მოახერხა ინსტიტუციური და სისტემური ცვლილებები დარგში. მთავარი გათვლა დარგის ძირეული პრობლემების მოგვარება იყო და პროექტებიც სწორედ ამ მიმართულებით დაგეგმა. მის მიერ დაგეგმილი პროექტები წლებთან ერთად მოიტანს შედეგს.

„ბოლო ორი ათწეულის მანძილზე ბათუმს ძირითადად ტურისტული მიმართულება ჰქონდა. როდესაც ქალაქს აქვს მონოფუნქცია, არის დიდი საფრთხე. ქალაქი რთული სისტემაა, რომლის ძირითადი ღერძი არის მოქალაქე. ბათუმელების საჭიროებები და მოთხოვნები არის ამოსავალი წერტილი. ყველა ჩვენგანმა უნდა მივიღოთ აქტიური მონაწილეობა ქალაქის განვითარებაში. ქალაქის მერიამ ბიუჯეტი და განსახორციელებელი პროექტები მოსახლეობის მიერ მინიჭებული პრიორიტეტების მიხედვით უნდა დაგეგმოს“.

ბათუმის საზღვრების ზრდის მიუხედავად, შემოერთებულ ნაწილს არ უგრძნია თავი ქალაქად, ამიტომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატისთვის პრიორიტეტია ქალაქის უბნებისთვის ფუნქციების მიცემა. მსუბუქი მრეწველობა, ახალი პროდუქტის შექმნა და რეალიზაცია, ტურიზმი – ეს ის მცირედია, რაზეც მუნიციპალიტეტმა უნდა იმუშაოს.

„ბათუმი არის ტურისტული ცენტრი, იგი ქვეყნის საზაფხულო დედაქალაქია. ქვეყნის გული და ტემპი გადმოდის ზაფხულობით შავი ზღვის სანაპიროზე. ბათუმი ასევე არის ტრანზიტული ცენტრი. აქ არის პორტი, საერთაშორისო აეროპორტი, სახმელეთო ტრანსპორტი, რკინიგზა, საავტომობილო მაგისტრალი, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ბათუმის ფუნქციების სწორად დანახვა,“ – ამბობს ლაშა კომახიძე.

კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა მისთვის პრიორიტეტია. ამბობს, რომ იზიარებს პოზიციას ძველი ბათუმის კონსერვაციასთან დაკავშირებით, თუმცა სრული კონსერვაცია ნაკლებად გამართლებულად მიაჩნია.

„ჩემი შინაგანი განწყობა ძალიან ახლოსაა ძველი ბათუმის კონსერვაციასთან. ვმუშაობ ძველი ბათუმის ფუნქციური დატვირთვის გეგმაზე. მიმაჩნია, რომ ისეთი სახით, როგორითაც ახლა არსებობს, არ არის რეალიზებული მისი პოტენციალის ნახევარიც კი. დაკონსერვება ისე, რომ იქ აღარაფერი მოხდეს, არ იქნება მართებული. რესტავრაცია და კულტურულ-ეკონომიკური ფუნქციის მიცემა თითოეული ძეგლისთვის და მის გარშემო სწორი დაგეგმარება უფრო სწორი იქნება. ძეგლების შენარჩუნების შესახებ საზოგადოებასთან ერთად უნდა ვიმსჯელოთ და არ უნდა მივიღოთ ამ საკითხზე ერთპიროვნული გადაწყვეტილება,“ – ამბობს მერობის კანდიდატი.

ბათუმის მერობის კანდიდატი ქალაქში საცობებისა და პარკინგის პრობლემის გადაწყვეტას გაეროს პროექტის _ „ბათუმი მწვანე ქალაქის“ მესვეურებთან ერთად გეგმას. საუბარია ე.წ. BUS LINE-ების შექმნაზე, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის შემოყვანაზე, მგზავრთა ტერმინალების შექმნაზე, რაც ქალაქს სატრანსპორტო ქაოსისაგან განტვირთავს.

„ეს იდეები დამუშავებულია ძალიან მაღალი დონის ექსპერტების მიერ. მათთან პირადად მაქვს კავშირი. უნდა გადავხედოთ ქუჩების გამტარუნარიანობას და უბნების შესაძლებლობებს, ასევე სწორ დაგეგმარებას. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ქალაქის ველოსისტემის გამართვას, რაც არ არის დასრულებული,“ – აღნიშნავს იგი.

ლაშა კომახიძისთვის ბავშვობის დროინდელი ბათუმი მწვანე ფერთან ასოცირდება. იხსენებს ბათუმგორადან დანახულ ქალაქს, სადაც შენობები მწვანე მინდორზე აქა-იქ დაყრილ კენჭებს ჰგავდა. ფიქრობს, რომ მოსახლეობის კომფორტისა და დასვენებისთვის ქალაქში მეტი სკვერი და პარკია საჭირო.

ლაშა კომახიძე ამბობს, რომ მერობა მისთვის პატივიცაა და პასუხისმგებლობაც: „ადამიანისთვის, რომელიც აქ დაიბადა, ცხოვრობს ამ ქალაქში, მიუხედავად შესაძლებლობისა, არ წასულა სხვაგან, იყოს ბათუმის მერი, სხვა პასუხისმგებლობაა. ეს არის პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ჩემი თანამედროვეების წინაშე, არამედ ჩემი წინა თაობების მიმართ, რომელთა სახელებიც კეთილად დამხვდა. მინდა, ჩემი სახელი შევმატო იმ ადამიანების რიცხვს, რომლებსაც რაღაც სიკეთე მოუტანიათ ბათუმისთვის. ქალაქის ყველა მერი მის მიერ გაკეთებული საქმით ამახსოვრდებათ მოქალაქეებს, მაგალითად, ლუკა ასათიანის სახელთანაა დაკავშირებული ბათუმისთვის ქალაქის იერსახის მიცემა, რაც მოკირწყლული ქუჩების თუ გარე განათებების გაყვანით გამოიხატა. ის გეგმა, რომლითაც მე მოვდივარ, მათ შორის კაპიტალური პროექტები, სამუშაო ადგილების შექმნა, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, იქნება ის, რითაც ვიამაყებ, თუ, რა თქმა უნდა, მომეცემა საშუალება, გავხდე ქალაქის მერი“.

ocneba 2

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი ასლან აბაშიძესთან მუშაობაზე

„ჯერ საზოგადოების არც ერთი წევრისგან მსგავსი ტიპის კრიტიკა არ შემინიშნავს. მიკვირს, როცა ასე აყენებთ საკითხს,“ – უთხრა ლაშა კომახიძემ „ბათუმელებს“ ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში მის საქმიანობაზე, კონკრეტულად კი იმაზე, რომ იგი ასლან აბაშიძის თანაშემწედ, ასევე აჭარის ხაზინის უფროსად მუშაობდა. – „ამ თემას მხოლოდ ოპოზიცია ააქტიურებს, რომელსაც თავისი მიზნები აქვს. როცა ადამიანი ევროპული განათლებით ჩამოდის [ლაშა კომახიძეს დამთავრებული აქვს ბუდაპეშტის უნივერსიტეტი – ავტ.] და იწყებს თავისი კუთხისთვის სასარგებლოდ მუშაობს, ადამიანი, რომლის მუშაობაზეც ერთი კითხვის ნიშანი არ დასმულა, არც მაშინ და არც შემდეგ პერიოდში…“

ლაშა კომახიძე „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატია.

ბატონო ლაშა, თქვენ ერთგან იმდროიდელ მუშაობას სანიმუშო უწოდეთ. თუკი ეს „სანიმუშო მუშაობა“ ემსახურება სეპარატისტულ რეჟიმს, არ ფიქრობთ, რომ ეს არის პრობლემა? მაგალითად, იყავით ხაზინის უფროსი და იმ დროს აჭარა არ იხდიდა გადასახადებს ცენტრალურ ბიუჯეტში…

არაკორექტულია ეს შეკითხვა. მე ვიყავი ხაზინის უფროსი. ხაზინა იყო აბაშიძემდე, ახლაც და ყოველთვის იქნება. მეტი კომპეტენციაა ამ კითხვებში საჭირო. ხაზინა არაა გადასახადების გადამხდელი. მე ვასრულებდი ჩემს მოვალეობას სანიმუშოდ და მაშინაც კი არ დასმულა ეს კითხვები, როცა კითხვები ისმებოდა სწორ ადგილზე… მე ვფიქრობ, ეს არის საკმარისი პასუხი.

კი ბატონო, ვიცით, რომ ხაზინა არ იღებს გადაწყვეტილებას გადასახადების ამოღებაზე, მაგრამ თქვენ ხომ არ შეწინააღმდეგებიხართ იმდროინდელ რეჟიმს, როცა იყავით მაღალი თანამდებობის პირი?

ეს კითხვები არარელევანტურია. ჩემი მუშაობა ხაზინის უფროსის პოზიციაზე ემსახურებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კეთილდღეობას, ხაზინა აწვდიდა ხელფასს დასაქმებულებს და საჭირო თანხებს. ხაზინა არაა კავშირში გადასახადების გადახდასთან, ან მობილიზებასთან. პასუხი გაგეცით. გაქვთ სხვა შეკითხვა?

თქვენ ასევე იყავით ასლან აბაშიძის თანაშემწეც, ასე ვთქვათ, მარჯვენა ხელი. ხომ არ მიუთითებს ეს თქვენს სისუსტეზე, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიმღებს შეიძლება მოერგოთ? 

ამაზე ჩემი პასუხი არის ის, რომ თქვენ თავად სცემთ პასუხს შეკითხვას… თავად მოგყავთ ვარიენტები. ეს ხომ არ ნიშნავს ამას და იმას. ეს არის რაღაც ფანტაზიის ნაყოფი და რაღაც ისეთი ფილმების გავლენა, სასაცილო არის… ეს არის ჩემი პასუხი. მე სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას იმ საქმიანობაზე, რასაც ვახორციელებდი. არც ერთ ეტაპზე ჩემი მუშაობა არ გასცილებია საჯარო მოსამსახურის ფუნქციებს. ჩემი პასუხი არის ის, რომ საჯარო სამსახურში მუშაობის პროცესში ვეტეოდი კანონისმიერ და ზომიერ ჩარჩოებში. ვფიქრობ, ჩემი მუშაობა 2003 წლის 6 თვის განმავლობაში ხაზინის უფროსად იყო აბსოლიტურად არამხოლოდ კანონიერი, არამედ სანიმუშო. ამ პერიოდში ჩემი რეგიონისთვის ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე მაქვს გაკეთებული.

„ბათუმელები“ ლაშა კომახიძეს სხვა საკითხებზეც ესაუბრა, რასაც უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ. ლაშა კომახიძე დღეს გადადგა აჭარის სოფლის მეურნელობის მინისტრის თანამდებობიდან, რის შესახებაც მედიასთან ცოტა ხნის წინ განაცხადა. 

500-ზე მეტი დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევაზე ბათუმში

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმციით, დღეს, პირველ სექტემბერს, 18:00 საათის მონაცემებით, ბათუმში, პარკირების წესების დარღვევაზე დაჯარიმდა 528 ადამიანი.

მათ შორის: პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის –  415, დგომის მეთოდის დარღვევისთვის – 2, ნიშანში დგომისთვის – 74, ტროტუარზე დგომისთვის – 24,  ტაქსის, სპეცტექნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის – 1, დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის – 10 და ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის – 2.

დღეიდან განახლებული 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაშია 

დღეიდან, 2017 წლის პირველი სექტემბრიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მიმოქცევაში 5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები გავიდა და ეროვნული ბანკის ინფორმაციით მიმოქცევაში იქნება ძველი ემისიების ბანკნოტებთან ერთად.

მიმოქცევაში 5 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტების გშვებაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ 7 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ახალი მოდიფიკაციის 5 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე დადგენილება კი ეროვნული ბანკის საბჭომ მიმდინარე წლის 22 აგვისტოს მიიღო.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 20 და 50 ლარის ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაშია 2016 წლის 1 თებერვლიდან, ხოლო 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი მიმოქცევაშია 2016 წლის 1 ნოემბრიდან.

რაც შეეხება 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებს ის მოგვიანებით განახლდება.

ახალი ბანკნოტის დიზაინი
ახალი ბანკნოტის დიზაინი

 

ქობულეთში მაშველები ზღვაში მოზარდს ეძებენ

სამაშველო სამსახური ქობულეთში, ზღვაში, მოზარდ ბიჭს ეძებს, რომელიც დღეს შევიდა ზღვაში. მისი დაკარგვის შესახებ მშობელმა განაცხადა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უკვე საათზე მეტია მიმდინარეობს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

 

მოზარდები პლანტაციებში

15 წლის ანი ბათუმის გარეუბანში ცხოვრობს. პირველად საქართველო-თურქეთის საზღვარი მან 14 წლის ასაკში გადაკვეთა. დედამ მხოლოდ საზღვრამდე მიაცილა, შემდეგ ის ნათესავს გაჰყვა სამუშაოზე. სამუშაო დილის ექვს საათზე იწყებოდა და საღამოს ექვსზე სრულდებოდა. ანი პლანტაციაში თხილს კრეფდა. ასეთ რთულ პირობებს მიჩვეული არ იყო, თუმცა ამბობს, რომ შემდეგ ყველაფერს მიეჩვია. ბევრ მოზარდს, ძირითადად აჭარისა და ნაწილობრივ გურიის სოფლებიდან, ამ გზის გავლა უწევს.

ანის ოჯახში შვიდი ადამიანი ცხოვრობს. მათი შემოსავლის ძირითადი წყარო თხილის პლანტაციებში შრომაა.

ანის მეცხრე კლასის დასრულების შემდეგ სკოლაში არ უვლია. სწავლა მისმა დებმაც მიატოვეს. „ქალაქში სამუშაოს შოვნა ძალიან რთულია, ბევრჯერ ვცადე, მაგრამ ყველგან უარი მივიღე. უცხო ენების ცოდნას ითხოვენ, ენები კი არ ვიცით“, – გვეუბნება ანი.

არასრულწლოვანია ანის და, მაგდაც. სკოლის მიტოვების შემდეგ, ისიც თხილზე სამუშაოდ თურქეთში დადის.

„მინდოდა ჩემი ფული მქონოდა და ამიტომ წავედი სამუშაოდ“, – გვეუბნება მაგდა. მთელი ოჯახის ერთი თვის ნაშრომი ორი ათას ლარზე ცოტა მეტი აღმოჩნდა. ოჯახური საჭიროებების გარდა, ამ ფულით გოგონებმა გარდერობი განაახლეს და რამდენიმე წიგნი იყიდეს. პროფესიული განათლება არ აქვთ.

სამუშაო სეზონი არასრულწლოვნებისთვის ზაფხულში იწყება – სოფლებიდან არასრულწლოვანი გოგო-ბიჭები თურქეთის რესპუბლიკაში, პლანტაციებში მიეშურებიან სამუშაოდ. „ბათუმელებს“ ქობულეთის ერთ-ერთი სოფლის ცენტრალური უბანი თითქმის ცარიელი დახვდა. აქ ამბობენ, რომ ადგილობრივები სამუშაოდ თურქეთში წავიდნენ. ხეების ჩრდილქვეშ შეხიზნულმა არასრულწლოვნებმა გვითხრეს, რომ თურქეთში მუშაობის გამოცდილება მათაც აქვთ. თხილისა თუ ჩაის პლანტაციებში პირველად 14-15 წლის ასაკში უმუშავიათ.

საუბარი ყველაზე მეტად ერთ-ერთ მოზარდს უჭირს. ის დაშავებულ ფეხებსა და სახეს გვაჩვენებს – მძიმე შრომის შედეგს. სახეზე და ტანზე წითელი გამონაყარი აქვს, ამბობს, რომ სასუქმა ალერგია მისცა.

„ჩაის კრეფა უფრო რთულია, ვიდრე თხილის – ჩაითი გავსებული მძიმე ტომრები დიდ მანძილზე უნდა ათრიო, ეს ძალიან დამღლელია. მეორე საქმეა დაძინება – თუ დამქირავებელს ბინა არ აქვს, ბოსელში ათევ ღამეს. არც აბანოა, არც სხვა ადამიანური პირობები. ჩაის კრეფის დროს ტყავის უნიფორმა უნდა ატარო, სიცხეში მისი ჩაცმა საშინელებაა, რადგან სუნი ასდის და შენც ყარხარ“, – გვეუბნება ის.

მოზარდი იხსენებს შემთხვევას, როცა დამსაქმებელმა, ზეგანაკვეთური შრომის მიუხედავად, ხელფასი არ გადაუხადა. „600 ლირა უნდა მოეცათ და არ მომცეს. ვერც პასუხს მოსთხოვ, რადგან ხელშეკრულება არ არსებობს. ვერც ვერავინ დაგიცავს“, – გვეუბნება თორნიკე.

მან საზღვარი პირველად 15 წლის ასაკში მამასთან ერთად გადაკვეთა. შემდეგ მშობლების მინდობილობის საფუძველზე, მარტოც დადიოდა. „ბუნებრივია, რისკია. დაცული არ ხარ, მაგრამ როცა მიზანი გაქვს, მაშინ ამაზე არ ფიქრობ“, – გვეუბნება ის. მისი მიზანი ოჯახური საჭიროებები იყო.

თურქეთში თხილის საკრეფად გიორგიც 15 წლის ასაკში წასულა. რვა საათიდან საღამოს ექვს საათამდე მუშაობა უჭირდა. მერე მიეჩვია. ნოდარი ხულოს ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს და ფული ოჯახს სახლის ასაშენებლად სჭირდება. ის სწავლის მოტოვებას არ აპირებს. ამბობს, რომ ათოსანია და გეგმებიც აქვს.

15 წლის ნოდარი ჩაის საკრეფად თურქეთში, ორდუში დადის. ოჯახი სოციალურად დაუცველია. ამბობს, რომ მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ მისი თანატოლები ხშირად დადიან. „როცა არალეგალურად მუშაობ, შენს უფლებებს ვერ დაიცავ“, – ამბობს ის.

ბექა 14 წლის ასაკში წავიდა სამუშაოდ. მიზანი ველოსიპედის ყიდვა იყო. ამბობს, რომ „ძალიან უნდოდა ველოსიპედი და იყიდა“. მან სწავლა მეცხრე კლასის შემდეგ შეწყვიტა. ავტოსერვისის კურსები გაიარა, თუმცა ჯერ ვერ დასაქმდა. „17 წლის ბიჭს მანქანას ვინ შეგაკეთებინებს, გავიზრდები ცოტა და მერე დავსაქმდები ალბათ“, – გვეუბნება ბექა. მის საცხოვრებელ კორპუსში თითქმის ყველა მოზარდს ბარგი დიდი ხნის წინ შეუკრია. ისინი სოფელში სექტემბრამდე არ დაბრუნდებიან.

ამ მოზარდების პედაგოგები გვეუბნებიან, რომ სკოლას არასრულწლოვნის შრომითი პირობების გაკონტროლება არ შეუძლია. მათი თქმით, ბავშვის დაცვა მშობლის მოვალეობაა, თუმცა მშობლები ყველაზე მეტად არიან ჩართული ბავშვების დასაქმებაში.

„5 აგვისტოდან სოფელში ვერავის ნახავთ. ძირითადად, ხელმოკლე ოჯახები დადიან და ბავშვებიც მიჰყავთ. სკოლას აქვს ინდივიდუალური სამუშაო გეგმა და იქ ასახავს ვინ მიდის, ვინ მოდის. რა შეგვიძლია გავაკეთოთ? – მხოლოდ კეთილგანწყობილი საუბარი მშობელთან, რომ ბავშვი სამუშაოდ არ წაიყვანოს“, – გვეუბნება პედაგოგი მზია ჯინჭარაძე.

მისი აზრით, დღეს მშობლებიც და მოზარდებიც მუშაობით უფრო არიან დაინტერესული, ვიდრე განათლების მიღებით.

„აი, ნახეთ როგორი ტელეფონი მაქვს მე, ჩემს მოსწავლეს კი „აიფონი“ უჭირავს ხელში. მე-12 კლასელებს გამოშვების გადახდა უნდოდათ. ვუთხარი, რომ ეს ბევრ ხარჯთან იყო დაკავშირებული. მითხრეს, „მერე რა, გადავალთ თურქეთში და ფულს ვიშოვითო“, – გვეუბნება კიდევ ერთი პედაგოგი, ცისანა ტაკიძე.

პედაგოგების აზრით, სოფელში მოზარდები ვერც თვითრეალიზაციას ახერხებენ – არ არის გასართობი ადგილები, კინოთეატრი, კლუბი, ბიბლიოთეკა, ამიტომ არასრულწლოვნები ცდილობენ ფული იშოვონ და ერთფეროვნებას ასე დააღწიონ თავი.

„44 მასწავლებელი ყოველდღე ვეჩიჩინებით, რომ ისწავლონ. ჩვენ წავალთ, ვიღაც ხომ უნდა მოვიდეს ამ სკოლაში? არ უნდათ. მშობლების აზრიც ასეთია“, – ამბობენ პედაგოგები.

არასრულწლოვანთა შრომითი უფლებები დარღვეულია არა მარტო ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ქვეყნის შიგნითაც. „ზღვაზე გასვლის კომპლექსი მაქვს, ვერ ვბანაობ, რადგან ჩემი სკოლის მოსწავლეები პლაჟზე ვაჭრობენ. თაკარა მზეზე 3-4 კილომეტრს ფეხით რომ გადიან, ესეც ხომ საშინელებაა“, – ამბობს ცისანა.

მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო

2015 წელს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, რომელიც „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ დაკვეთით ჩატარდა, არასრულწლოვნების შრომითი უფლებები უცხო სახელმწიფოში დარღვეულია. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში 223 პირი გამოიკითხა, რომლებიც აღიარებენ, რომ თურქეთში ჩაის ან თხილის საკრეფად 14-15 წლის ასაკში იყვნენ. კვლევის მიხედვით, მშობელთან ერთად საზღვრის კვეთის მაჩვენებელი მაღალია პირველი ვიზიტისას (60%-მდე), მეორე და შემდგომ ვიზიტების დროს კი, ეს მაჩვენებელი მკვეთრად იკლებს (34%).

კვლევის მიხედვით, პროცენტულად ყველაზე მეტი მოზარდი თხილისა და ჩაის პლანტაციაში მუშაობს, თუმცა არის მშენებლობები (1.8%) და სხვა საქმიანობაც, სადაც 4.4-იდან 11.8 %-მდე მოზარდი მუშაობს. გამოკითხულთა ასივე პროცენტს 10-საათიანი და უფრო ხანგრძლივი სამუშაო რეჟიმი ჰქონდათ ჩაის პლანტაციებში, შემდეგ მოდის თხილის პლანტაცია (96%) და შემდეგ მშენებლობა (66-100%). გამოკითხული 13 წლის და უფროსი რესპონდენტების უმრავლესობა საუბრობს ფიზიკურ ან ნაწილობრივ ფიზიკურ დატვირთვაზე.

არასრულწლოვნები თურქეთში არალეგალურად, შესაბამისად, მაღალი რისკის პირობებში შრომობენ.

ექსპერტები ხაზს უსვამენ მეურვის მხრიდან სამუშაო პირობების მიმართ უყურადღებობას, არასრულწლოვნების ანაზღაურებით ოჯახში დამატებითი შემოსავლის გაჩენას. შესაბამისად, მშობლები თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებების დარღვევაში თანამონაწილეები არიან – აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, არასრულწლოვნების დღიური გასამრჯელო 40-50 თურქული ლირაა. მოზარდები გამომუშავებული თანხის დიდ ნაწილს ოჯახის საჭიროებებზე ხარჯავენ, მცირე ნაწილს კი, პირადი ნივთების შესაძენად იყენებენ. გამოკითხულთა 7% აღნიშნავს, რომ მძიმე შრომის გარდა, მათ ცხოვრებაც მძიმე პირობებში უწევთ.

კვლევის მიხედვით, 5 არასრულწლოვანი გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. აქედან 2 გოგონაა, 3 – ბიჭი.

როგორც კვლევის ავტორი, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი „ბათუმელებთან“ აღნიშნავს, მკვლევარებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ როგორ გაგრძელდა ამ არასრულწლოვნების ცხოვრება. მოხდა თუ არა მათი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია.

„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ წარმომადგენლის, კვლევის სოციალური კომპონენტის მენეჯერის, სალომე ჭიჭინაძის თქმით, „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქვეყანაში არ არსებობს შესაბამისი სერვისი, რომელიც მოზარდს მსგავსი პრობლემების დაძლევაში დაეხმარება, უნდა ჩავთვალოთ, რომ ამ მოზარდებს რაიმე სახის ფსიქოლოგიური დახმარება არ მიუღიათ“.

სალომე ჭიჭინაძის თქმით, კვლევაში წერია, რომ პირველი ვიზიტის შემდეგ 17% აღარ ბრუნდება სამუშაოდ. „რა არის არდაბრუნების მიზეზი – სექსუალური ძალადობა, ჯანმრთელობის გაუარესება თუ სხვა გარემოებები, კვლევაში არ ასახულა“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, ანა აბაშიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სახელმწიფო არათუ ვერ იცავს არასრულწლოვნების უფლებებს, მან ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიუხედავად, უარი თქვა ბავშვთა უფლებების საკითხის კონსტიტუციაში ასახვაზე.

„არა ერთი კვლევა ჩატარდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ გავლენას ახდენს შრომითი მიგრაცია მოზარდებზე. პრობლემაა ის, რომ ვერ კონტროლდება, თუ რა მიზნით კვეთს საზღვარს მოზარდი. სახელმწიფოს პოზიცია ალოგიკურია და არასამართლიანი, როცა ის ამბობს, რომ მოზარდმა საზღვარი გადალახა და ჩვენ რა უნდა ვქნათო. სახელმწიფო ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას თავის მოქალაქეზე, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც გარეთ“, – გვეუბნება ანა აბაშიძე.

მისი თქმით, სახელმწიფო ვალდებულია იცოდეს, არის თუ არა უსაფრთხოდ მისი მოქალაქე, მით უმეტეს არასრულწლოვანი. „სახელმწიფოსთან ერთად, ბუნებრივია, მშობელიც იზიარებს პასუხისმგებლობას, მაგრამ, როცა სახეზეა მშობლის მხრიდან შვილის უფლებების დარღვევა, აქ განსაკუთრებული როლი ენიჭება სახელმწიფოს“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ბავშვთა შრომითი ექსპლუატაცია სახელმწიფოსთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს და სახელმწიფო ისევ სუსტია ამ პრობლემის საპასუხოდ. ამავე ანგარიშის მიხედვით, რომელიც სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშშიც არის ასახული, ნათქვამია, რომ ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოს შრომითი ექსპლუატაციის მხოლოდ ერთი შემთხვევა აქვს გამოვლენილი, რაც სრულიად არაეფექტურია.

ია ფრანგიშვილის ილუსტრაცია/ ბავშვთა შრომა

„ქვეყნებს შორის არსებობს გარკვეული ვალდებულებები და თითქმის ყველა ქვეყანაშია სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელთანაც მჭიდრო თანამშრომლობა უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს. ჩვენი კანონმდებლობა მოზარდთა შრომით საკითხებს არეგულირებს და აკრძალულია ისეთი სამუშაოების შესრულება, რაც მოზარდებს მეზობელ ქვეყნებში უწევთ. სახელმწიფოს არასდროს ჰქონია ამ მიმართულებით სოციალურ სამსახურებთან კომუნიკაცია, პრევენციულ ღონისძიებებზე ხომ საუბარიც ზედმეტია“, – ამბობს ანა აბაშიძე. მისი თქმით, ყველა განვითარებული ქვეყნის კონსტიტუციაში ბავშვთა თემები ცალკე არის გამოყოფილი.

„საქართველოს კონსტიტუციაში კი, ეს თემა არც ყოფილა და არც იქნება“, – ამბობს ანა აბაშიძე. – „თავიდან პარლამენტის მხრიდან იყო დაპირება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს გაითვალისწინებდნენ, მაგრამ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც პარლამენტში უმრავლესობით არის წარმოდგენილი, ბავშვთა საკითხები უმნიშვნელოდ მიაჩნია“.

საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულია შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა, სახელმწიფოს არ აქვს ქმედითი მექანიზმი ბავშვთა შრომითი უფლებების შესასწავლად.

ანგარიშში წერია, რომ „ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აკრძალვისა და დაუყოვნებლივ აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მიხედვით, არასრულწლოვანთა შრომის უკიდურესი ფორმების აღმოსაფხვრელად, ეროვნულ დონეზე უნდა შემუშავდეს პრიორიტეტული სამოქმედო გეგმა და მისი განხორციელების ეფექტიანი მექანიზმი. აღნიშნული მექანიზმი კი დღემდე არ გვხვდება ეროვნულ კანონმდებლობაში, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის პრევენციასა და შრომითი უფლებების დაცვას.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს, შრომითი ექსპლუატაციის გამო სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით, 150 არასრულწლოვანი განთავსებული იყო სახელმწიფო მზრუნველობაში. „შრომითი ექსპლუატაციის ფორმები იყო წვრილმანი ნივთებით ვაჭრობა, ჯართის შეგროვება, მოწყალების თხოვნა“.

გაზრდილია შრომის გამო სკოლის მიტოვების მაჩვენებელიც. საბაზო განათლების დასრულების შემდეგ სწავლა შეწყვიტა 924-მა ბავშვმა, დასრულებამდე კი – 241-მა მოზარდმა.

___

შენიშვნა: სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/142161/

ალექსანდრე ჯეჯელავა: ბულდოზერზე არ უნდა აღმოჩნდეს სხვა ქვეყნიდან მოწვეული სპეციალისტი

„პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრების უმეტესობა არის თბილისში. რაიონების უმრავლესობას პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა არ აქვს,“ – აღნიშნა ბათუმში, განათლების კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქეთევან ნატრიაშვილმა, საქართველოს განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ. გასვლით სხდომას პარლამენტის, განათლების სამინისტროს და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ესწრებიან და მისი მიზანია პრიორიტეტული საკითხებისა და საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა და შეჯერება.

მინისტრის მოადგილის თქმით, ეტაპობრივად ყველა მუნიციპალურ ცენტრში გაჩნდება პროფესიული სასწავლებელი. „მაგალითად, ხულოში ჩვენ ვმუშაობთ იმ კუთხით, რომ ქობულეთის პროფესიული კოლეჯის მობილური ჯგუფები ავიდნენ და მოამზადონ ახალგაზრდები. პროგრამები იქნება დივერსიფიცირებული, მაგრამ, რა თქმა უნდა, აჭარის რეგიონში ტურიზმი არის პრიორიტეტული,“ – უთხრა ქეთევან ნატრიაშვილმა „ბათუმელებს“.

სხდომაზე მინისტრის მოადგილემ ასევე თქვა, რომ „პროფესიული განათლების იმიჯი უნდა შევცვალოთ“. ქეთევან ნატრიაშვილის თქმით, ახალი კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“ მნიშვნელოვნად შეცვლის ამ სფეროს. ამის მაგალითად მან ინიციატივის ჩანაწერი დაასახელა, რომლის მიხედვითაც თუ ადამიანი პროფესიული განათლების მიღების შემდეგ იმავე მიმართულებით განაგრძობს სწავლას უმაღლეს სასწავლებელში, მას გარკვეული კრედიტები ჩაეთვლება.

„დღეს თეორიულად არ არსებობს შესაძლებლობა, რომ ადამიანი გამოვიდეს მე-9 კლასიდან, ჩააბაროს პროფესიულ სასწავლებელში და შემდეგ უმაღლესში განაგრძოს სწავლა. ახალი კანონი ითვალისწინებს  იმას, რომ პროფესიულ სასწავლებელში შეივსოს ადამიანმა ზოგადი განათლება. იქმნება სრულიად ახალი სისტემა, რომლის მთავარი მიზანის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან ჰარმონიზება,“ – ამბობს ქეთევან ნატრიაშვილი.

მინისტრის მოადგილის თქმით, საუბარია არაფორმალური განათლების აღიარებაზეც. ასევე იმაზე, რომ ნებისმიერ ასაკში შეეძლოს ადამიანს პროფესიული განათლების მიღება, ან მიღებული ცოდნის განახლება.

„პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი კანონის მიღებას პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე აპირებს. განათლების და მეცნიერების სამინისტროს კანონპროექტი ჯერ არ დაურეგისტრირებია.

„ბულდოზერზე არ უნდა აღმოჩნდეს სხვა, უცხო ქვეყნიდან მოწვეული სპეციალისტები“, – ეს ფრაზა განათლების კომიტეტის გასვლით სხდომაზე ალექსანდრე ჯეჯელავამ თქვა. მინისტრის მოსაზრებით, ორი მიმართულებით უნდა განისაზღვროს სტრატეგია. „პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს ის, რაც მალე უნდა გაკეთდეს და მეორეს მხრივ, როგორ უნდა დაიწყოს ახალგაზრდების სტაბილური ნაკადის გენერირება.“

შეხვედრაზე აღინიშნა ისიც, რომ ბათუმი მეორე ადგილზეა თბილისის შემდეგ, სადაც ადამიანები პროფესიულ განათლებას იღებენ. პროფესიებს შორის კი ყველაზე პოპულარულია საინჟინრო [სამშენებლო მიმართულების პროგრამები] და ბიზნესის ადმინისტრირება.

ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

 

ბათუმის მერია, საავტომობილო კოლეჯის აშენების პირობით, 4 ჰა მიწას 3,1 მილიონად ყიდის

ბათუმის მერიამ ბათუმში, ხახულისა და გაგარინის ქუჩების კვეთაში მდებარე 1 871 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, გ. ლეონიძის ქ. N29-ში მდებარე 29 327 კვ.მ. და 8 129 კვ.მ. მიწის ნაკვეთები ერთ ლოტად პირობებიან აუქციონზე გაიტანა.

მთლიანობაში 39 327 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 3 მილიონ 167 ათასი ლარია.

ქონების მყიდველი სხვა პირობებთან ერთად, ვალდებული იქნება „საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს ავტორიზებული პროფესიული კოლეჯის საავტომობილო მიმართულებით აშენება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, თეორიული და პრაქტიკული სასწავლო სივრცით“.

ელექტრონული აუქციონის პირობების მიხედვით მიწის მყიდველი ასევე ვალდებულია უზრუნველყოს უნივერსალური სერვის ცენტრის აშენება, სპეცტექნიკის, სამშენებლო ტექნიკის, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით:

[checklist]

  • მსუბუქი ავტომობილების სარემონტო სერვისი – არანაკლებ 20 სარემონტო პოსტი, აღჭურვილი შესაბამისი სერვის დანადგარებით, განთავსებული არანაკლებ 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე;
  • სატვირთო, სამშენებლო და მიკრო ავტობუსების სარემონტო სერვისი  – არანაკლებ 6 სარემონტო პოსტი, აღჭურვილი შესაბამისი სერვის დანადგარებით, განთავსებული არანაკლებ 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე;
  • სპეცტექნიკის სარემონტო სერვისი – არანაკლებ 3 სარემონტო პოსტი, აღჭურვილი შესაბამისი სერვის დანადგარებით, განთავსებული არანაკლებ 80 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე;
  • სასაწყობო მეურნეობა – განთავსებული არანაკლებ 1 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე;
  • შოურუმი – განთავსებული არანაკლებ 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე;
  • პარკინგი – განთავსებული არანაკლებ 6000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.

[/checklist]
ქონების შემძენმა:

[crosslist]

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვის ვადაში, უნდა დაიწყოს საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე განსათავსებული შენობა-ნაგებობებისა და დამხმარე ნაგებობების მშენებლობა და მშენებლობის დაწყებიდან 20 თვის ვადაში უზრუნველყოს ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება-ამოქმედება.
  • აღნიშნული პროექტის ფარგლეში დაასაქმოს არანაკლებ 150 საქართველოს მოქალაქე;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვის ვადაში კანონდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს პროფესიული კოლეჯის ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტორიზაციის მოპოვება.

[/crosslist]

ტერიტორია, რომელსაც ბათუმის მერია პირობებიან აუქციონზე ყიდის, ხახულის ქუჩის მიმდებარედ [„ხოფის“ ბოლოში] ლეონიძისა და გაგარინის ქუჩებს შორის მდებარეობს.

ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილი მიწის ნაკვეთები
ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილი მიწის ნაკვეთები

აუქციონი 29 აგვისტოს დაიწყო და 2017 წლის 12 სექტემბერს დასრულდება.

ფურგონი, რომელმაც მარტოხელა მოხუცებს ცხოვრება გაუხალისა 

ფურგონი, რომელშიც დამონტაჟებულია სარეცხი მანქანა და სახლის, ასევე ეზოს მოვლისთვის საჭირო სხვა ნივთები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში გასულ წელს გამოჩნდა. ეს ფურგონი პერიოდულად მობილურ ჯგუფთან ერთად მარტოხელა მოხუცებს სტუმრობს:

„ვურეცხავთ სარეცხს, ვულაგებთ სახლს და ეზოს, ვუჩეხავთ შეშას“.

პროექტი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „People in Need“– მა განახორციელა [ადამიანი გაჭირვებაში].

მობილურ ჯგუფში ოთხი ადამიანია. მათ შორისაა ექიმი, რომელიც შეისწავლის ხანდაზმულის პირველად მდგომარეობას და უტოვებს მედიკამენტებს. ტექნიკოსი კი სპეციალური მოწყობილობის საშუალებით ასუფთავებს ეზოს. ჯგუფი უზრუნველყოფს ასევე მოხუცის ჰიგიენურ მოვლასაც.

პროექტების მენეჯერის ნანა ყურაშვილის ინფორმაციით, ამ პროექტმა მისი განხორციელების დაწყების დღიდან დიდი ინტერესი გამოწვია, ბევრმა გამოთქვა მოხალისეობის სურვილი, მაგალითად,  რესტორნებმა საკუთარი სურვილით კვების სერვისი დაამატეს: აწყობენ საკვებს კონტეინერებში, რომელიც შემდეგ მობილურ ჯგუფს მარტოხელა მოხუცებთან მიაქვს. მოხალისეებად რამდენჯერმე იმუშავეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ.

იდეის დაფინანსებისთვის პროექტით „People in Need“-ს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმართა. დეკემბრის ჩათვლით მობილურ ჯგუფში დასაქმებული ადამიანების ხელფასს გრანტით ფარავენ. დეკემბრიდან კი ფურგონისა და მისი მობილური ჯგუფის ხარჯებს გამგეობა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დააფინანსებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებს „იუთუბში“ უნახავთ კლიპი: „კლიპით შთაგონებულებმა გააკეთეს იგივე პროექტი და მისი დაფინანსების თხოვნით მოგვმართეს“. ანალოგიური პროექტი პირველად ლიტვაში განუხორციელებიათ.

პირველ ეტაპზე პროექტის ბიუჯეტი 18 000 ლარი იყო, მომავალ წელს კი მას გამოაკლდება ავტომანქანის შეძენის ხარჯი.

ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ საქართველოში სხვა პროექტებსაც ახორციელებს. მისი ძირითადი მიმართულებები სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა და  სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერება, ასევე ახალგაზრდების განათლება.

ორგანიზაციამ გასულ წელს ახალგაზრდებისთვის განახორციელა პროექტი, რაც ადამიანის უფლებების დოკუმენტური ფილმებით სწავლებას გულისხმობდა:

„ჩვენს ორგანიზაციას აქვს ევროპაში ყველაზე დიდი ფილმების ფესტივალი, რომელიც ყოველ წელს, მარტის თვეში ტარდება ჩეხეთის რესპუბლიკაში. ამ ფესტივალის ბაზაზე შეიქმნა სასკოლო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ადამიანის უფლებებს ასწავლიან დოკუმენტური ფილმების მეშვეობით. ეს ფილმები ქართულ ენაზეა თარგმნილი.“

ამ დროისთვის „People in Need Georgia “ ახორციელებს პროექტს, რომელიც ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პოპულარიზაციას გულისხმობს. ნანა ყურაშვილის ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზაციები ბათუმიდან.

ორგანიზაციამ „People in Need Georgia“ საქართველოში ფუნქციონირება 2006 წელს დაიწყო.  PIN-ის მიზანი სიღარიბისა და უთანასწორობის დაძლევა, იმ უკიდურესად ღარიბი და მოწყვლადი ჯგუფების სოციალური დაცვა და ინტეგრაციაა, რომლებიც დარჩენილნი არიან პროცესებს მიღმა.

PIN-ი  ამ დროისთვის საქმიანობს თბილისში, ქუთაისსა და ყაზბეგში მოქმედი ცენტრალური ოფისების საშუალებით და თანამშრომლობს 10-ზე მეტ ადგილობრივ პარტნიორულ ორგანიზაციასთან.

ორგანიზაციის მიმდინარე პროექტებს ძირითადად ევროკომისია და ჩეხეთის მთავრობა აფინანსებენ.

21267836_653880534818146_434788187_o (1)

უფუნქციო ვიდეოსათვალთვალო კამერები საავტომობილო გზებზე ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტის დაბებსა თუ ბათუმი – ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე, რამდენიმე თვის წინ დამონტაჟებული ვიდეოთვლები უფუნქციოა.

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ვიდეოთვლების ქსელში ჩასართავად საჭირო თანხა ქედის გამგეობამ უკვე მოიძია და ელექტრონული ტენდერიც ჩაატარა.

„იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი ბიუჯეტი მწირია, პირველ ეტაპზე ვიდეოთვლები დავამონტაჟეთ. ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამონტაჟებული 17 ცალი ვიდეოსამეთვალყურეო კამერის სისტემის ჩამწერ მოწყობილობასთან ქსელში ჩასართავად საჭირო თანხა, 28 000 ლარი, ბიუჯეტის კორექტირების დროს მოვიძიეთ და ამ მომსახურებაზე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი უკვე დასრულდა. ამ ეტაპზე ტენდერში მონაწილე კომპანიასთან მომსახურების დეტალებს ვაზუსტებთ, ვიდეოსათვალთვალო კამერები ქსელში მალე ჩაირთვება“ – აცხადებს გამგებელი.

ქედის მუნიციპალიტეტში დამონტაჟებული 17 ცალი ვიდეოთვალიდან ათი დაბაშია დამონტაჟებული, ორი ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ქედა-ხელვაჩაურის საზღვარზე, ამავე ოდენობით მახუნცეთის სკოლასთან, სამი ქვედა მახუნცეთში, სადაც ვიდეოთვალები ცენტრალურ გზაზე, ჩანჩქერთან და თამარის ხიდთანაა განთავსებული. იმ ტერიტორიებზე, სადაც ტურისტები ხშირად გადაადგილდებიან, ვიდეოთვალების დასაყენებლად ზუსტი ადგილები ქედაში შსს-მ შეარჩია.

ქედა, სოფელ მახუნცეთის სკოლის მიმდებარედ დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა ჯერ უფუნქციოდაა / ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი / ეკა ბარამიძის ფოტო
ქედა, სოფელ მახუნცეთის სკოლის მიმდებარედ დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა ჯერ უფუნქციოდაა / ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი / ეკა ბარამიძის ფოტო

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლაშა კომახიძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. კომახიძე ბათუმის მერის არჩევნებისთვის ემზადება, იგი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ კანდიდატი იქნება.

ლაშა კომახიძის განცხადებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ უნდა მოაწეროს ხელი.

ლაშა კომახიძემ 2016 წლის ივლისში, ზურაბ პატარაძის მთავრობაში დაიკავა მინისტრის სავარძელი. მანამდე, 2008 წლიდან, იგი გაეროს პროექტების კოორდინატორი იყო სოფლის მეურნეობის დარგში. უფრო ადრე კი, 1997 წლიდან 2000 წლამდე ლაშა კომახიძე ჯერ „საზღვაო ბანკის“ ანალიტიკური განყოფილების სპეციალისტი და შემდეგ საინვესტიციო განყოფილების უფროსი იყო. 2001-2003 წლებში აჭარის მთავრობის მაშინდელი თავმჯდომარის, ასლან აბაშიძის თანაშემწედ, შემდეგ კი, აჭარის ხაზინის უფროსად მუშაობდა.

ბათუმის მერობის კანდიდატს დამთავრებული აქვს  ბუდაპეშტის უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

ინტერესთა კონფლიქტი კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში

კიბოსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა სკრინინგია – ეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციაა. კიბოსთან ბრძოლის ანალოგიური პოლიტიკა აქვს გაცხადებული საქართველოსაც, თუმცა მარტისა და აპრილის მონაცემებით, წელს რეგიონებში გასულ წელთან შედარებით 50%-ზე მეტად შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც სკრინინგის ჩატარება მოახერხეს. სახელმწიფომ პროგრამის შესრულება სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ჯგუფს დაუკვეთა, რომელსაც რეგიონებში არ აქვს, მაგალითად, მამოგრაფი. გარდა ამისა, ტენდერის დამკვეთ და შემსრულებელ ორგანიზაციებს მამა-შვილი ხელმძღვანელობს.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]ინტერესთა კონფლიქტი[/highlight]

ერთი თვის წინ ბათუმში, ჭაობის დასახლებაში, 45 წლის ნანუკა დ. გარდაიცვალა სარძევე ჯირკვლის სიმსივნით. მის დაკრძალვაზე ქალებმა ძუძუს კიბოს საფრთხეზე საუბრისას დათქვეს, რომ აუცილებლად წავიდოდნენ გამოკვლევაზე. ერთ-ერთი მათგანი, ნათელა გ. ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მივიდა – სარეკლამო რგოლი სწორედ ამ კლინიკაში ეპატიჟებოდა უფასო სკრინინგზე, თუმცა კლინიკაში მისულ ნათელას უთხრეს, რომ სკრინინგს ვერ გაუკეთებდნენ, რადგან მამოგრაფიის აპარატი არ აქვთ. მას გამოკვლევა დღემდე არ ჩაუტარებია.

34647

პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც ნათელა გ-ს. ძუძუს სკრინინგი უნდა გაეკეთებინა, ტენდერი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (ჯანდაცვის სამინისტროს იურიდიული პირი) გამოაცხადა. ტენდერი კომპანია „უნიმედ აჭარამ“ მოიგო. ამ კომპანიის წილების 100%-ს სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“ ფლობს, რომელიც აჭარაში კიბოს სკრინინგზე ქვეკონტრაქტორების, ანუ სხვა სამედიცინო დაწესებულებების გარეშე მუშაობს. ამის შედეგია ის, რომ თუ, მაგალითად, გასულ წელს სკრინინგის პროგრამით შეიძლებოდა აჭარაში ხუთ სამედიცინო დაწესებულებაში გესარგებლა უფასოდ, ყოველდღიურად, ახლა გამოკვლევის ჩატარება, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია მითითებული, „თითოეულ რეგიონში კვარტალში მინიმუმ ერთხელ ორგანიზებული სკრინინგის“ აქციის ფარგლებშია შესაძლებელი. შესაბამისად, სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ მიერ დაფუძნებული „უნიმედი აჭარა“ საქართველოს რეგიონებში (სკრინინგის პროგრამას თბილისში წელსაც „ეროვნული სკრინინგ ცენტრი“ ახორციელებს) კიბოს ადრეული გამოვლენის მიზნით გამოკვლევებს ამ ფორმატში ჩაატარებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ 2017 წლის 18 იანვარს გამოცხადებულ ტენდერში, რომლის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 963 496 ლარი იყო, ორი კომპანია მონაწილეობდა – „უნიმედი აჭარა“ და „ეროვნული სკრინინგ ცენტრი“. ეს უკანასკნელი პროგრამის დანერგვისთანავე მუშაობდა კიბოს სკრინინგზე მთელ საქართველოში, „ევექსის“ მიერ დაფუძნებულ კომპანიას კი ამ მხრივ გამოცდილება ჯერ არ ჰქონია. ამის მიუხედავად, ტენდერი მოიგო „უნიმედი აჭარამ“, 10-ლარიანი ფასთა სხვაობით: „ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა“ ტენდერის პირობების შესრულება 770 000 ლარად შესთავაზა სახელმწიფოს, ხოლო „უნიმედი აჭარას“ ფასი 769 990 ლარი იყო.

ამ ტენდერთან დაკავშირებით „ბათუმელებისთვის“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გახდა ცნობილი: „დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს“ ხელმძღვანელობს ამირან გამყრელიძე, ხოლო ტენდერში გამარჯვებული „უნიმედი აჭარას“ დამფუძნებელ სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ გენერალური დირექტორი არის ნიკოლოზ გამყრელიძე – ამირან გამყრელიძის შვილი. ნიკოლოზ გამყრელიძეს „ევექსში“ სხვა მნიშვნელოვანი თანამდებობაც უკავია, ის „ევექსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა.

ნიკოლოზ გამყრელიძე
ნიკოლოზ გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში სატენდერო კომისიის თავმჯდომარეც ამირან გამყრელიძეა. ამის მიუხედავად, ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით შედგენილ დოკუმენტში წერია, რომ „ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს“.

ტენდერის პროცესში დაინტერესდით თუ არა ინტერესთა კონფლიქტით? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ მიმართა „ეროვნული სკრინინგ ცენტრის“ ყოფილ ხელმძღვანელს, რემა ღვამიჩავას (ტენდერის დროს ცენტრს ის ხელმძღვანელობდა), რაზედაც შემდეგი პასუხი მივიღეთ: „ვერ გეტყვით, არ ვიცი, ჩემთვის ეს უცნობი იყო, პირველად მესმის. ჩვენ მივიღეთ ტენდერში მონაწილეობა და წავაგეთ“.

რემა ღვამიჩავას ასევე ვკითხეთ, მისი აზრით, შეუშლის თუ არა ხელს პროგრამის შესრულების გაკონტროლებას ის გარემოება, რომ დამკვეთი არის სახელმწიფო დაწესებულება, რომელსაც მამა ხელმძღვანელობს, ხოლო შემსრულებელ კომპანიაში ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიმღები პირი არის შვილი? – რემა ღვამიჩავამ თქვა, რომ არც ამის შეფასება შეუძლია: „ვერ გეტყვით… დანარჩენი იმის უკან ვინ იდგა, ვერ გეტყვით“.

2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ექსპრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა, ამირან გამყრელიძე საზოგადოებას წარუდგინა როგორც ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი. ეს საკითხი მედიაში განხილვის საგანი გახდა, რადგან ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე, იმ პერიოდში ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში მუშაობდა მაღალ თანამდებობაზე. მაშინ ამირან გამყრელიძემ უარი თქვა მინისტრობაზე. მან თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა: „ჩვენ პირველ ეტაპზე ვერ გავითვალისწინეთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ არსებობდა გარკვეული უხერხულობა და მორალური ინტერესთა კონფლიქტი ჩემს მომავალ პოზიციასა და ჩემი შვილის თანამდებობას შორის, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გახლდათ ყველაზე დიდი კერძო სადაზღვევო კომპანიის „ალდაგი ბი სი აის“ გენერალური დირექტორი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს არ გახლდათ ინტერესთა სამართლებრივი კონფლიქტი, მაგრამ იყო მორალური უხერხულობა. ამის შესახებ დაიწერა პრესაშიც, მას მოჰყვა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის არასასიამოვნო ინტერპრეტაციები.

ამასთან დაკავშირებით უკანასკნელ დღეებში რამდენჯერმე მქონდა კონსულტაციები ბატონ ბიძინასთან და მივიღე გადაწყვეტილება, რომ უარი ვთქვა შემოთავაზებულ თანამდებობაზე, რათა არ ვიყო ბარიერი ჩემი ოჯახის მომავალი თაობის განვითარების გზაზე, ოჯახის, რომლის რეპუტაცია არასოდეს შელახულა და დარწმუნებული ვარ, არც შეილახება“.

ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე ამ შემთხვევაშიც გვსურდა თავად ამირან გამყრელიძისთვის გვეკითხა. საბოლოოდ განმარტება მივიღეთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან, სადაც ირწმუნებიან, რომ ამ შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს, რადგან ნიკოლოზ გამყრელიძე არის „ევექსის“ დაქირავებული თანამშრომელი, ხოლო მათ მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „უნიმედ აჭარას“ აქვს თავისი ბეჭედი და ჰყავს დირექტორი, რომელიც დამოუკიდებელი მოთამაშეა.

რაც შეეხება პროგრამის ეფექტურ კონტროლს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ფიქრობენ, რომ ამ მიზნის მიღწევას ხელს ვერაფერი შეუშლის. აქ ასევე დასძინეს, რომ დაუყოვნებლივ დაინტერესდებიან ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში პროგრამის განხორციელების დეტალებით.

 

1

 

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]როგორ სრულდება სკრინინგის პროგრამა[/highlight]

 

საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 1500 ქალს უსვამენ ძუძუს კიბოს დიაგნოზს, ყოველი მერვე ქალი კი ამ დაავადების რისკის წინაშე დგას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, კიბოს დამარცხების ყველაზე ეფექტური გზა სკრინინგია. ამ მეთოდით შესაძლებელია კიბოს ნაადრევ ეტაპზე გამოვლენა, რაც მკურნალობის ეფექტურობას მნიშვნელოვნად ზრდის. ასევე რამდენჯერმე იაფი ჯდება კიბოს მკურნალობა პირველ ან მეორე სტადიაში, ვიდრე მესამე და მეოთხე სტადიაში.

სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით დაინერგა საქართველოში სკრინინგის პროგრამა. წელს გამოცხადებული ტენდერის პირობები კი, კვლევებს შემდეგი მიმართულებით ითვალისწინებს:

[checklist]

  • ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ასაკის ქალებში; საშვილოსნოს ყელის სკრინინგი 25-60 წლის ასაკის ქალებში; ფარული სისხლდენის სკრინინგი ორივე სქესისთვის 50-70 წლის ასაკში.
  • პროსტატის კიბოს მართვა 50-70 წლის მამაკაცებში, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით.

[/checklist]

 

ხელშეკრულებაში გაწერილია ბენეფიციართა მოსალოდნელი მაჩვენებელი. მაგალითად, „ძუძუს კიბოს სკრინინგის შემთხვევაში ბენეფიციართა საპროგნოზო რაოდენობა უნდა იყოს 20 383. მამაკაცებში პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა უნდა ჩაუტარდეს არაუმეტეს 3 950 ადამიანს“.

მოცემულ ციფრებს 2016 წლის მონაცემებს თუ შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ ტენდერის პირობებით ბენეფიციართა რაოდენობა წელს მნიშვნელოვნად არის შემცირებული პროსტატის კიბოს ნაწილში – გასულ წელს ბენეფიციართა რაოდენობა განსაზღვრული იყო 5 645-ით. მეტი იყო ძუძუს კიბოსთან მიმართებაშიც, თუმცა უმნიშვნელოდ: გასულ წელს ტენდერში გამარჯვებულ „სკრინინგის ეროვნულ ცენტრს“ 21 749 ბენეფიციარი უნდა გამოეკვლია.
2017 წლის თებერვალში გაფორმებულ სატენდერო ხელშეკრულებაში ასევე გაწერილია ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ტენდერში გამარჯვებულს ავალდებულებს, უზრუნველყოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა.

ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის მონაცემებით „ევექსს“ ხელშეკრულების პირობების შესრულება უჭირს და ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. „ბათუმელებმა“ ევექსს“ წერილობით ჰკითხა, აჭარაში, თავიანთ რომელიმე კლინიკაში თუ აქვთ პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო აპარატურა და თუ ჰყავთ შესაბამისი სამედიცინო პერსონალი. ამ კითხვის პასუხად კორპორაციიდან მოგვწერეს, რომ „აჭარის რეგიონში სკრინინგული სერვისები ხორციელდება შემდეგი ორგანიზაციების მეშვეობით:

[checklist]

  • შპს უნიმედი კახეთი – იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი;
  • შპს უნიმედი აჭარა – ბათუმის რეფერალური საავადმყოფო;
  • შპს უნიმედი აჭარა – ქობულეთის რეფერალური საავადმყოფო;
  • ააიპი ბერძნული სამედიცინო ფონდი „ჰიპოკრატე“.

[/checklist]

 

2011 წლის შემდეგ, რაც ქვეყანამ სკრინინგის პროგრამა დანერგა რეგიონებში, ბათუმში ხუთ სხვადასხვა კლინიკაში ტარდებოდა სკრინინგი. შესაბამისად, ამ კლინიკებში დასაქმებული მამოლოგები აკეთებდნენ მამოგრაფიას. აი, რას ამბობს ერთ-ერთი მათგანი, თემურ გოგიტიძე, რომელიც ამჟამად ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში მუშაობს.

„მე ვერ განვსაზღვრავ, ვინ რას შეასრულებს, მაგრამ შემიძლია შევადარო იმას, რაც კეთდებოდა. მე ვიცი, რომ ბათუმში იდგა მამოგრაფიის ხუთი აპარატი და თითოეულის საშუალებით თვეში მინიმუმ 100 კვლევა კეთდებოდა. გამოდის, რომ თვეში მინიმუმ 500 ადამიანს უკეთდებოდა მამოგრაფია და ესეც ძალიან ცოტა იყო“, – უთხრა „ბათუმელებს“ მამოლოგმა.

თემურ გოგიტიძის შეფასებით, იმის გამო, რომ ყოველდღიურად აღარ არის ხელმისაწვდომი უფასო სკრინინგი, „ერთი წლის შემდეგ აჭარაში იქნება თვეში 20 ან 60, მაგრამ არა 500 გამოკვლეული ქალი“.

სკრინინგის არსი მდგომარეობს იმაში, რომ შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის ქალებმა წელიწადში ერთხელ აუცილებლად ჩაიტარონ ძუძუსა და საშვილოსნოს გამოკვლევა, ხოლო მამაკაცებმა – პროსტატას სკრინინგი.

„როდესაც ჩემთან ქალი მოდიოდა სხვა პრობლემით, ვთქვათ, ხალის გამო და ის იყო შესაბამისი ასაკის, ვთავაზობდი უფასო მამოგრაფიას. ახლა ამას ვეღარ ვთავაზობ, არაფერი აწუხებს ქალს და როგორ უნდა ვუთხრა 70 ლარი გადაიხადოს? რატომ გადაიხდის? ანუ ეს კვლევა მასობრივი ვეღარ იქნება და, შესაბამისად, აღარ იმუშავებს იდეა, რომ სკრინინგი უნდა იყოს მასობრივი. ეს გადაწყვეტილება საზოგადოებას ძალიან დააზარალებს,“ – ამბობს თემურ გოგიტიძე.

კიდევ ერთი ექიმი-ონკოლოგი მზია ხალვაში, რომელიც ამ მიმართულებით წლებია მუშაობს, ამბობს, რომ აუცილებლად გადაამისამართებდა პაციენტებს რეფერალურ საავადმყოფოში უფასო სერვისის მისაღებად, მაგრამ ეს შეუძლებელია:

„როგორც ვიცი, ამ ეტაპზე რეფერალურში არ აქვთ აპარატი. აპირებენ შეძენას. ჰქონდათ მცდელობა ქუთაისის კლინიკიდან გამოეყოთ მამომობილი, რომელიც ბავშვთა კლინიკაში უნდა ჩამოსულიყო. გამოაცხადეს კიდეც, რომ ეს აპარატი უნდა ჩამოეტანათ და ხალხი იქ მივიდოდა, მაგრამ რატომღაც არ არის ეს დანერგილი. რომ ყოფილიყო, ჩვენ აუცილებლად გვეცოდინებოდა.“

სკრინინგის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით მამოლოგების მოსაზრების ერთგვარი დადასტურებაა ციფრები, რომლებიც „ბათუმელებს“ წერილობით მოაწოდეს „უნიმედი აჭარადან“. კითხვაზე, წელს აჭარაში, პროგრამის ფარგლებში, რამდენ ქალს ჩაუტარდა ძუძუს სკრინინგი და რამდენი მამაკაცი გამოიკვლიეს პროსტატის კიბოს მართვაზე, „ევექსიდან“ გვიპასუხეს, რომ „აჭარაში მომსახურებით ისარგებლა 482-მა ქალმა და 167-მა მამაკაცმა“. ეს ორი თვის – მარტისა და აპრილის მონაცემებია.

იმავე კითხვით მიმართა „ბათუმელებმა“ „დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს“, რომელმაც სრულიად განსხვავებული ციფრები მოგვაწოდა.

„მარტი-აპრილის თვეების განმავლობაში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებული მცხოვრებლებიდან ძუძუს კიბოს სკრინინგი ჩაიტარა 61-მა ქალმა, პროსტატის კიბოს სკრინინგი – 86-მა მამაკაცმა“, – მოგვწერეს „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან“. სახელმწიფო დაწესებულებას ეს მონაცემები, თავის მხრივ, კორპორაცია „ევექსის“ მიერ დაფუძნებულმა „უნიმედი აჭარამ“ მიაწოდა.

იანვარ-აპრილში სკრინინგული კვლევების მოცვის მაჩვენებლის შემცირებას „დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში“ შემდეგი გარემოებით ხსნიან:

„შემცირების ძირითადი მიზეზი იყო ძველი კონტრაქტორი დაწესებულების მიერ მომსახურების შეწყვეტა იანვრის თვეში, ხოლო მარტის თვიდან – ტენდერის შედეგებით ძველი კონტრაქტორი დაწესებულების ცვლილებით, რაც განპირობებულია მოსახლეობაში ახალ კონტრაქტორ და ქვეკონტრაქტორ დაწესებულებებზე ინფორმაციის ნაკლებობით (ძველი კონტრაქტორები ფუნქციონირებდნენ დღიდან პროგრამის დაარსებისა, ხოლო ახალი კონტრაქტორი – მარტის თვიდან). ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად შპს „უნიმედ აჭარას“ მიერ უკვე გატარებულია გარკვეული მოცულობის სამუშაოები და ასევე მომდევნო პერიოდში დაგეგმილია მრავალი აქტივობა, რომლის შედეგადაც მიღწეული იქნება კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულება“.

რა გამოსავალი არსებობს ასეთ პირობებში პაციენტებისთვის? – ამ კითხვაზე მამოლოგი თემურ გოგიტიძე მოკლედ პასუხობს: „თუ პაციენტს სურს უფასო კვლევა, უნდა წავიდეს „ევექსში“, დაელოდოს როდის ჩამოვა თბილისიდან მანქანა, გაუკეთებენ გამოკვლევას და ერთი თვის მერე მიაწვდიან პასუხს, ან წავიდეს ფასიან კლინიკაში“.

„ბათუმელებმა“ წერილობით ჰკითხა „უნიმედ აჭარას“, როგორ გეგმავს მუშაობას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რაზედაც სამედიცინო კორპორაციიდან მოგვწერეს:

„მთელი ქვეყნის მასშტაბით (გარდა თბილისისა) სერვისის მიწოდებაში ჩართულია „ევექსის“ ქსელის 62 სპეციალისტი, ხოლო სერვისის მიწოდება ხორციელდება 39 ერთეული სადიაგნოსტიკო სამედიცინო აპარატურის მეშვეობით: „ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ შპს „უნიმედი აჭარა“ – ონკოლოგიური ცენტრი უწყვეტად აფართოებს პროგრამის ფარგლებში მისაწოდებელი სერვისების ლოკაციებს, შესაბამისად, იზრდება სამედიცინო აპარატურისა და სამედიცინო პერსონალის რაოდენობაც“.

კლინიკიდან ამ შინაარსის განმარტების მიღების შემდეგ „ბათუმელებმა“ კიდევ ერთხელ გადაამოწმა, ხომ არ შეცვლილა ვითარება „ევექსის“ ქსელის სამედიცინო დაწესებულებებში სერვისის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით იმ პერიოდში, რაც საჯარო ინფორმაციის მოწოდებას დასჭირდებოდა. ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოს ტელეფონით დავუკავშირდით და ვთხოვეთ, რომ ჩავესვით ძუძუს სკრინინგის რიგში, როგორც კერძო პირი. ამ დაწესებულებაში ტელეფონზე ისევ გვიპასუხეს, რომ რიგში ვერ ჩაგვსვამდნენ, რადგან მამოგრაფიას ძუძუზე მათთან არ იღებენ.

იმის გასარკვევად, თუ სად შეიძლება ბათუმში მცხოვრებმა ისარგებლოს პროგრამით, ანუ უფასოდ ჩაიტაროს ძუძუს სკრინინგი, ჯანმრთელობის სამინისტროს ცხელ ხაზს დავეკითხეთ. უწყებაში გვიპასუხეს, რომ „ევექსის“ ცხელ ხაზზე შეგვეძლო ამ ინფორმაციის მიღება. თავის მხრივ, „ევექსის“ ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ უნდა დაგვერეკა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. შესაბამისად, ამ უკანასკნელს კიდევ ერთხელ დავუკავშირდით კერძო პირის სტატუსით, სადაც განმეორებით განმარტეს: „მკერდს ვერ გადაგიღებენ აქ. თუ გინდათ, საშვილოსნოს სკრინინგს გაგიკეთებთ“. მას შემდეგ, რაც ვუთხარით, რომ მხოლოდ ძუძუს სკრინინგი გვაინტერესებდა, ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს თანამშრომელმა გვითხრა, რომ ამის გასარკვევად ისევ „ევექსის“ ცხელ ხაზზე უნდა დაგვერეკა.

ბათუმის რეფერალური საავადმყოფო ერთი თვის წინ აცხადებდა, რომ სკრინინგის ჩატარების მიზნით „აჭარის მოსახლეობას საშუალება აქვს წინასწარი ჩაწერით დაჯავშნოს ექიმთან ვიზიტი“.

მაისში აჭარის მოსახლეობისთვის „ევექსის“ ქსელმა მართლაც ჩაატარა კიბოს უფასო სკრინინგის ერთჯერადი აქცია (16, 18, 19 მაისი). სამედიცინო დაწესებულების განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ეროვნული პროგრამის ფარგლებში ქობულეთში, ხულოსა და ბათუმში ჩატარდებოდა პროსტატის, საშვილოსნოსა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი. ამ განცხადებაში ძუძუს კიბოსთან დაკავშირებით მხოლოდ ის იყო ნათქვამი, რომ ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენის მიზნით მამოგრაფია ჩატარდება ქობულეთში. ეს, დიდი ალბათობით, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ბათუმსა და ხულოში ძუძუს კიბოს გამოკვლევა არც ამ ერთჯერადი აქციის ფარგლებში ჩატარებულა. ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად „ევექსის“ პრესცენტრში „ბათუმელებს“ წერილობითი კომუნიკაცია შესთავაზეს. კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში სიმსივნით 6 243 ადამიანი გარდაიცვალა. 2016 წლის მონაცემები, ჯერჯერობით, დამუშავების პროცესშია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წინასწარი მონაცემებით, 2016 წელს კიბოთი დაავადების 9 915 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის მესამე-მეოთხე სტადიაზე ჯამურად – 4361 შემთხვევა.

2

[highlight color=”red”]სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელების“ ივნისის ნომერში[/highlight]

სარფში ახალი სკოლის მშენებლობას საძირკველს ოფიციალურად ჩაუყრიან

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში საჯარო სკოლის ახალი შენობა შენდება. დღეს, პირველ სექტემბერს, სკოლის მშენებლობის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია გაიმართება.

სკოლის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში 6 კომპანია მონაწილეობდა. ხელშეკრულება კი აჭარის განათლების სამინისტრომ შპს „დამბასთან“ 1 მილიონ 759 ათას ლარზე, 2017 წლის 12 ივლისს გააფორმა. სკოლის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში [2018 წლის ოქტომბერში] უნდა დასრულდეს.

სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფის საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობის სამუშაოებზე საავტორო ზედამხედველობის შესყიდვას სამინისტრო ტენდერის გარეშე აპირებს. შესასყიდი მომსახურების ღირებულება შეადგენს 7500 ლარს. სამინისტრომ უკვე მიმართა შესაბამისი თანხმობის მისაღებად შესყიდვების ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც სამინისტროს პასუხი 5 სექტემბრამდე უნდა გასცეს.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით: „საპროექტო დოკუმენტაცია 2015 წელს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით მომზადებული იქნა სს „აჭარკაპმშენი“-ს მიერ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოფელ სარფის საჯარო სკოლის შენობის საპროექტო დოკუმენტაციის საავტორო უფლება ეკუთვნის „აჭარკაპმშენს“ და მის გარდა არცერთ სხვა პირს მასში ცვლილებების შეტანის უფლება არ აქვს. შესაბამისად, არ არსებობს ალტერნატივა მომსახურების სხვა პირისაგან შესასყიდად. აღნიშნული მომსახურების მოწოდება „აჭარკაპმშენი“-ს ექსკლუზიური უფლებამოსილებაა“.

შპს „დამბას“ სარფში ახალი სკოლის მშენებლობისთვის შესაბამისი სამუშაოები დაწყებული აქვს.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, პირველ სექტემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სკოლის მშენებლობას ჩაუყრის საძირკველს: „კაფსულის ჩაგდების ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის მთავრობის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები“.

მთავრობის ინფორმაციით „სკოლა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. დამონტაჟდება ლიფტი, კეთილმოეწყობა ეზო და ღია სპორტული მოედანი. შენობა გათვლილია 250 მოსწავლეზე. 2017 წლის მდგომარეობით სარფის საჯარო სკოლაში 137 მოსწავლე ირიცხება, მათ შორის – 9 პირველკლასელი. სკოლაში დასაქმებულია 25 პედაგოგი. პირველი ქართული დაწყებითი სკოლა ამ სოფელში 1925 წლის 1 სექტემბერს გაიხსნა. 1939 წელს კი დაწყებითი სკოლა გადაკეთდა საშუალო სკოლად. 1954 წელს კი აშენდა ახალი კორპუსი სკოლისთვის… “

2018 წლის ოქტომბრამდე, ანუ მშენებლობის დასრულებამდე, სარფის სკოლის მოსწავლეები გონიოს საჯარო სკოლაში გადანაწილდებიან. სარფის საჯარო სკოლის დირექტორის, ირმა მგელაძის ინფორმაციით, მოსწავლეები გონიოს სკოლაში მეორე სმენაში ისწავლიან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტით.

ჯეჯელავა დემირელის სკოლის დახურვაზე კომენტარს არ აკეთებს

დღეს, პირველ სექტემბერს, ბათუმში მიმდინარე პარლამენტის განათლების კომტეტის გასვლით სხდომაზე მყოფმა საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელევამ უპასუხოდ დატოვა „ბათუმელების“ შეკითხვა „დემირელის სკოლის“ დახურვასთან დაკავშირებით. მინისტრმა განაცხადა, რომ ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს და ჟურნალისტებმა პრესსამსახურს უნდა მიმართონ.

ოფიციალური ინფორმაციით, დემირელის სკოლამ ავტორიზცია ვერ გაიარა.

უკვე მეოთხე თვეა, რაც წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი, რომელიც საქართველოში თურქეთის მოთხოვნით დააკავეს. ჩაბუქი 2017 წლის მაისში დააკავეს და მიზეზი,  როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, არის თურქეთის მხარის ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაბუქი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს.

2017 წლის დასაწყისში ბათუმში ავტორიზაცია შეუჩერდა დემირელის პარტნიორ სკოლა-ლიცეუმს, რომელსაც საზოგადოება შაჰინის სკოლის სახელით იცნობს. ამ ფაქტს წინ უძღოდა ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ სკოლა ფეტულა გიულენის მიმდევრებს ეკუთვნით.

შაჰინის სკოლის დახურვის შემდეგ, 2017 წლის თებერვალში გერმანიის მოქალაქე ჯიჰარ აქინს, რომელიც დემირელის სკოლის 60%-ს ფლობს, საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკან, გერმანიაში გააბრუნეს.

განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯლავამ 2017 წლის მაისში განაცხადა, რომ დემირელის სკოლის მმართველის, მუსტაფა ჩაბუქის დაკავება სკოლის ფუნქციონირებას პრობლემას არ შეუქმნიდა.

2017 წლის თებერვალში მუსტაფა ჩაბუქმა დემირელის კოლეჯის მფლობელების (იუსიფ ალთაში, მოქალაეობა – თურქეთი, ფლობს წილის 20%-ს, იაშარ შიმშექი, თურქეთი- 20%, ჯიჰარ აქინი, გერმანია- 60%) მინდობილობით საჯარო რეესტრს ორჯერ მიმართა განცხადებით, რომლის მიხედვითაც, დემირელის კოლეჯის წილები ამერიკულ კომპანიაზე უნდა გადარეგისტრირებულიყო, თუმცა რეესტრმა ეს მოთხვნა არც ერთხელ დაუკმაყოფილა. ჩაბუქის განცხადების მიხედვითვე, დემირელის კოლეჯს უნდა შეცვლოდა სახელი და დარქმეოდა “ქართულ – ამერიკულ სკოლა მეტროპოლიტენი”.

 

 

ბათუმში პარლამენტის განათლების კომიტეტის გასვლითი სხდომა მიმდინარეობს

დღეს და ხვალ, 1-2 სექტემბერს ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტში“ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.  სხდომის მიზანია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროების პრიორიტეტული საკითხებისა და საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა და შეჯერება.

სხდომას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.

ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

ხულოში, შუახევსა და ქედაში გადამხდელებს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი მოემსახურება

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მოძრავი სერვისცენტრები გადამხდელებს ხულოში, შუახევსა და ქედაში მოემსახურება შესაბამისად, დღეს, პირველ სექტემბერს, 4 სექტემბერსა და 5 სექტემბერს.

მომსახურების გაწევის ადგილი და დრო:

[checklist]

  • ხულო, 01.09.2017, გამგეობის შენობის წინ; 10:00-17:00 სთ;
  • შუახევი, 04.09.2017, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია; 10:00-17:00 სთ;
  • ქედა, 05.09.2017 დაბა ქედა, ცენტრში; 10:00-17:00 სთ.

[/checklist]

„01 – 25 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR – გადასახადის გადამხდელებს 32 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში , დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმში ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ [ფოტო]

დღეს მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს აღნიშნავს. ყურბანის (მსხვერპლშეწირვის) ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველა მუსლიმი ოჯახი საქონელს  კლავს. ხორცი სამ ნაწილად იყოფა: ერთი ნაწილი იმ ოჯახში რჩება, სადაც საქონელი დაიკლა, მეორე მეზობელ-ნათესავებს ურიგდება, მესამე ნაწილი კი ღარიბებს.

თაქბირი, ალაჰის განდიდების ლოცვა დღეს ბათუმში ორ მეჩეთში – ორთა ჯამეში და ახალ მეჩეთში წაიკითხეს.

ლოცვა ბათუმის ახალ მეჩეთში
ლოცვა ბათუმის ახალ მეჩეთში

 

მლოცველები ბათუმის ახალ მეჩეთში
მლოცველები ბათუმის ახალ მეჩეთში

 

ბათუმის ახალ მეჩეთში ბაირამის აღნიშვნა დილის ხუთი საათიდან დაიწყო
ბათუმის ახალ მეჩეთში ბაირამის აღნიშვნა დილის ხუთი საათიდან დაიწყო

 

მლოცველები ორთა ჯამეში
მლოცველები ორთა ჯამეში

 

DSC_0157

 

DSC_0138

ორთა ჯამეში ცალკე სამლოცველო ოთახია ქალებისთვის, თუმცა იქ მხოლოდ უცხოელი ქალები ლოცულობენ
ორთა ჯამეში ცალკე სამლოცველო ოთახია ქალებისთვის, თუმცა იქ მხოლოდ უცხოელი ქალები ლოცულობენ

DSC_0129

 

DSC_0165

ლოცვის შემდეგ მუსლიმები ერთმანეთს ყურბან-ბაირამს ულოცავენ
ლოცვის შემდეგ მუსლიმები ერთმანეთს ყურბან-ბაირამს ულოცავენ

DSC_0183

 

დასავლეთ საქართველოს ყოფილი მუფთი, ჯემალ პაქსაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე
დასავლეთ საქართველოს ყოფილი მუფთი, ჯემალ პაქსაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე

 

ამავე თემაზემუსლიმების მზადება ყურბან-ბაირამისთვის [ფოტო]

     აჭარის მთავრობის თავმჯდომარე: ახალ მეჩეთზე კონსულტაციები მიმდინარეობს

ბათუმში ახალი მეჩეთი მუსლიმებმა შენობის გარეშე გახსნეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე: ახალ მეჩეთზე კონსულტაციები მიმდინარეობს

დღეს, პირველ სექტემბერს, მუსლიმური სამყარო მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს, ყურბან-ბაირამს ზეიმობს. ბათუმის ორთა-ჯამეში ლოცვა დილით ადრე დაიწყო. ლოცვის შემდეგ მუსლიმებთან მისალოცად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე მივიდნენ.

„დარწმუნებული ვარ, ისინი ქადაგებენ ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და ჩვენ დღეს მათთან ერთად ვზეიმობთ დღევანდელ დღესასწაულს,“ – თქვა ზურაბ პატარაძემ თავის მისალოც სიტყვაში.

„ბათუმელების“ კითხვაზე, იყო თუ არა მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის ახალ მეჩეთშიც, ზურაბ პატარაძემ განაცხადა:

„მე ვარ ცენტრალურ მეჩეთში დღეს მოსული და, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით არაერთი შეკითხვა იყო და მინდა დაგიდასტუროთ, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები. უკვე გადავედით შემაჯამებელ ეტაპზე. ჩვენ მუსლიმ მრევლთან ერთად, სამუფთოსთან ერთად, ქალაქის მერიასთან ერთად, ძალიან მალე თქვენ ამას გაიგებთ. კიდევ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დარჩა მხოლოდ ტექნიკური დეტალების შეთანხმება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენი მოსახლეობის ინტერესების გასათვალისწინებლად“.

„ბათუმელების“ კითხვას – ხომ არ აპირებდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ახალ მეჩეთში მისვლას და იქ შეკრებილი მუსლიმებისთვის ყურბან ბაირამის მილოცვას, ზურაბ პატარაძემ არ უპასუხა და განაცხადა: „მე მოვედი ცენტრალურ მეჩეთში იმისათვის, რომ მოვულოცო ჩვენს მოსახლეობას ყურბან-ბაირამი“.

ბათუმის ორთა ჯამეში იმყოფებოდა „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავაც. ძველ მეჩეთში მოსვლამდე უგულავამ ყურბან-ბაირამი ახალ მეჩეთში მისულ მუსლიმებსაც მიულოცა.

„საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს რელიგიის და აღმსარებლობის თავისუფლებას. არ შეიძლება ადამიანებს არ ჰქონდეთ რელიგიური ნიშნით  აღმსარებლობის შესაძლებლობა. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ქვეყანა, რომელიც იმართება კანონებითა და კონსტიტუციით, ამ ადამიანებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა თავისი ხარჯით, თავიანთ მიწაზე ააშენონ საკულტო ნაგებობა და ჰქონდეთ სრულფასოვანი აღმსარებლობის საშუალება“, –  თქვა გიგი უგულავამ.

ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ახალ მეჩეთში, რამდენიმე თვეა მუსლიმები ლოცულობენ. იმის გამო, რომ ბათუმის მერიამ მეჩეთის ასაშენებლად ნებართვა არ გასცა, მუსლიმებს ლოცვა სახელდახელოდ აშენებულ ხის კონსტრუქციაში და ღია ცის ქვეშ უწევთ.

DSC_0172

DSC_0188

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი სტარტს დღეს ბათუმის საზაფხულო თეატრში აიღებს

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად  შავიზღვისპირეთში ტარდება და  წელს, გურიასთან ერთად აჭარაცმასპინძლობს. ფესტივალი სტრატს დღეს, 31 აგვისტოს, 20:00 საათზე ბათუმის საზაფხულო თეატრში აიღებს. კონცერტშიმონაწილებასმიიღბენქართულიფოლკლორულიჯგუფებიიალონი, ფესვები, შილდა, ელესა, ძირიანი, ასევე ფესტივალში მონაწილე შემსრულებლები უკრაინიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან და  თურქეთიდან.

ფესტივალის ფარგლებში კონცერტები ასევე გაგრძელდება 1 სექტემბერს, ურეკში. ამავდროულად,  მთელიდღისგანმავლობაშიდაგეგმილიარეპეტიციებიBlack Sea Arena-ს სცენაზე, სადაც ყველა მონაწილე საკუთარ ნომერს შეასრულებს  ხმის და  კონცერტის რეჟისორთან ერთად. ფესტივალი 2 სექტემბერს,  გრანდიოზული გალა კონცერტით Black Sea Arena-ზედასრულდება.

წელსფესტივალისამდღის განმავლობაში გაგრძელდება და 7 ქვეყანას უმასპინძლებს.  მაყურებლის წინაშე ესპანეთის, იტალიის, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის, თურქეთისა და საქართველოსფოლკლორული ანსამბლები წარსდგებიან და თავიანთი ქვეყნის უნიკალურ ხალხურ ტრადიციებს, სიმღერითა და ცეკვით წარმოადგენენ.  როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აღნიშნავენ, წელს ფესტივალს დიპლომატიური კორპუსი ოფიციალურ მხარდაჭერას უცხადებს და მის წარმატებულად ჩატარებაში დიდი წვლილი შეაქვს იტალიის, თურქეთი, პოლონეთისა  და უკრაინის საელჩოებს. მათივე ძალისხმევითა და მხარდაჭერით გაიზრდება მონაწილე ფოლკლორული ანსამბლების რაოდენობაც.ცეცხლოვან შოუს ესპანელები გვპირდებიან, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი “La Moneta &  Flamenco” სპეციალური სტუმრის სტატუსით ფესტივალის გალა კონცერტზე, 2 სექტემბერს წარსდგება მაყურებლის წინაშე.  მათშეუერთდებიანსაუკეთესოფოლკლორულიგუნდებიპოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, თურქეთიდანდაიტალიიდან. ყველაფერამასკი, რათქმაუნდა, ქართველი შემსრულებლები მრავალხმიანობითადა ცეცხლოვანი ცეკვებითშეაზავებენ.ფესტივალი, რომლის ავტორი და ორგანიზატორი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია,  Black Sea Arena-ს,  ,,Check in Georgia”-სა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება.

ხვალ, 1 სექტემბერს Black Sea Arena-ზე ფესტივალის ორგანიზატორები პრესკონფერენციას გამართავენ. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, „ბლექსიარენაჯორჯიასდირექტორი ანა კვლელიშვილი, გურიაშისახელმწიფორწმუნებულიგუბერნატორი მერაბ ჭანუკვაძე და ესპანელი ფოლკლორისტი პოლოვალეხოშავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის მნიშვნელობაზე, მონაწილე ქვეყნებსა და ფოლკლორულ ჯგუფებზე, გალა კონცერტის დეტალებსა  და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრებენ.

 

 

ვაკანტურია ბათუმის მერიის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის დირექტორის თანამდებობა

ბათუმის მერიის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა, ირაკლი ბერიძემ თანამდებობა დატოვა. ის სამუშაოდ კერძო სექტორში გადადის.

ირაკლი ბერიძის ინფორმაციით, აჭარაში შემოდის ჩინური კომპანია „შანდონ დონგი იუჰე“, რომელიც სამშენებლო მასალების იმპორტზე იმუშავებს. ირაკლი ბერიძეს კომპანიის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელობა შესთავაზეს.

მათემატიკაში ჩაჭრილი აბიტურიენტების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 700-ით გაიზარდა

მათემატიკაში წელს აბიტურიენტების 33,7 პროცენტი ჩაიჭრა. ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და შეფასების ცენტრის სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს მათემატიკაში მინიმალური ბარიერი მხოლოდ 22-მა პროცენტმა ვერ გადალახა.

მათემატიკის გამოცდაზე წელს 7722 აბიტურიენტი გავიდა. აქედან გამოცდა 2602-მა ვერ ჩააბარა, ანუ 708 აბიტურიენტით უფრო მეტმა, ვიდრე გასულ წელს.

მათემატიკაში მინიმალური ქულა 15 იყო, მაქსიმალური – 59. მაქსიმალური ქულა წელს მათემატიკაში მხოლოდ ექვსმა აბიტურიენტმა მიიღო. საშუალო ქულამ 2016 წელს შეადგინა 24,04 პროცენტი, 2017 წელს – 21,4.

გასულ წელთან შედარებით წელს გაუმჯობესდა მაჩვენებელი ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში.

ფიზიკაში დაახლოებით 77-მა პროცენტმა გადალახა ბარიერი, ხოლო 22 პროცენტი ჩაიჭრა. 2016 წელს გამოცდა ფიზიკაში აბიტურიენტების 30-მა პროცენტმა ვერ ჩააბარა.

ქიმია აბიტურიენტების 86-მა პროცენტმა ჩააბარა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი იყო 74 პროცენტი.

წელს 92-მა პროცენტმა ჩააბარა ბიოლოგიის გამოცდა. 2016 წელს კი მინიმალური ბარიერი ამ საგანში 87-მა პროცენტმა გადალახა.

ბათუმის შემოვლითი გზის აშენებისთვის 329 მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმის შემოვლით გზას თურქული კომპანია ააშენებს. სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლებია. მახინჯაურის გვირაბიდან ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე, ახალი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს. რაც შეეხება ხელვაჩაურიდან სარფამდე მონაკვეთს, თუ სად გაივლის ავტობანი, გადაწყვეტილი ამ დრომდე არ არის.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის დაწყებაზე დეპარტამენტსა და  ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. ხელშეკრულებას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და თურქული სამშენებლო კომპანია [ერთობლივი საწარმო] „POLAT YOL & MAPA“  წარმომადგენელმა ემრე პოლატმა მოაწერეს ხელი.

პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ზოლიანი ასფალტის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ფინანსდება აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში. ხელშეკრულების ღირებულება 329 630 734  ლარია.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო ბათუმსა და ხელვაჩაურში 19 მისამართზე მოქალაქეებსა და რამდენიმე კომპანიას უძრავ ქონებას [მიწა, შენობა, ნარგავები] ექსპროპრიაციის გზით ჩამოართმევენ.

მუსლიმების მზადება ყურბან-ბაირამისთვის [ფოტო]

ხვალ, 1 სექტემბერს, მუსლიმები ყურბან-ბაირამს ზეიმობენ. ყურბანის (მსხვერპლშეწირვის) ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველა მუსლიმი ოჯახი საქონელს  კლავს. ხორცი სამ ნაწილად იყოფა: ერთი ნაწილი იმ ოჯახში რჩება, სადაც საქონელი დაიკლა, მეორე მეზობელ-ნათესავებს ურიგდება, მესამე ნაწილი კი ღარიბებს.

ბათუმში, ბარცხანას დასახლებაში, ყოველწლიურად ეწყობა  საქონლის ბაზრობა. სადაც ყველა მსურველს შეუძლია მისვლა და მათი ყიდვა.

ყურბან ბაირამზე, მზის ამოსვლამდე, ყველა მოქმედ მეჩეთში ალაჰის განდიდების ლოცვას  წაიკითხავენ.

 

DSC_0059

 

DSC_0033

 

DSC_0061

 

DSC_0069

 

DSC_0053

DSC_0032

 

DSC_0071

 

DSC_0075

 

DSC_0078

 

DSC_0083

DSC_0087

DSC_0051

რა ხდება აჭარის ტელევიზიაში – დაპირისპირებული მხარეების განმარტებები

თუ დირექტორი გექცეოდათ დისკრიმინაციულად, რატომ  მიმართეთ პროკურატურას და არა სახალხო დამცველს? – „ბათუმელების“ ამ კითხვას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის იურიდიული მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა მალხაზ ბოლქვაძემ უპასუხა, რომ მისთვის მიუღებელია „საქმე შერიგებით დასრულდეს“. პროფესიით იურისტმა, მალხაზ ბოლქვაძემ ტელევიზიის დირექტორს დისკრიმინაციის მუხლით პროკურატურაში 3 აგვისტოს უჩივლა.

„დისკრიმინაციული კანონი ითვალისწინებს, რომ დისკრიმინაციის დადგენის შემდეგ სახალხო დამცველი ვალდებულია მხარეების შერიგებაზე იმუშაოს. ეს ჩემთვის მიუღებელია. თანაც სახალხო დამცველი საქმეს ვერ გამოიძიებს. მე დავასახელე სხვა მოწმეებიც, ეს ყველაფერი პროკურატურამ უნდა გამოიკვლიოს. მე ვიჩივლე სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლით, რაც თანასწორუფლებიანობის დარღვევას გულისხმობს. თუ არ იძიებს პროკურატურა მსგავს საქმეს, მაშინ რატომ არსებობს ეს მუხლი? – მე უკვე გამომკითხეს და თუ უარს მეტყვიან, მივმართავ მთავარ პროკურორს“, – ამბობს მალხაზ ბოლქვაძე.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის იურიდიული მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა მაუწყებლის დირექტორს გარდა პროკურატურაში ჩივილისა, ურჩია, რომ გადადგეს.

სწორედ იმის გამო, რომ მალხაზ ბოლქვაძემ მიმართა პროკურატურას და არა სახალხო დამცველს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი მიიჩნევს, რომ მოვლენები შეიძლება გარედან მართული იყოს:

„…დისკრიმინაციულ ფაქტებს, თუკი ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ დავალებების მიცემა და შესაბამისი პასუხის მიღება,  სწავლობს საქართველოს სახალხო დამცველი. მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სრულ სარედაქციო თავისუფლებაზე, სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ვემზადებით წინასაარჩევნო პროცესისათვის. მაფიქრებინებს, რომ პროცესი არის ან შეიძლება იყოს მართული გარკვეული ძალების მიერ აჭარის ტელევიზიის და რადიოს წინააღმდეგ. ეს არის დაუშვებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარება არის შეუქცევადი პროცესი. სწორედ ამ რისკების გათვალისწინებით მივმართავ აჭარის პროკურატურას და ვთხოვ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გაეცეს პასუხი განმცხადებლის ინტერესებს.“

ნათია კაპანაძე განმარტავს, რომ სინამდვილეში საქმე ეხება მის მიერ მიცემული დავალებების შეუსრულებლობას, რის გამოც მალხაზ ბოლქვაძეს საყვედური გამოუცხადა და დამატებითი ვადა მისცა ამ დავალებების შესასრულებლად. მალხაზ ბოლქვაძე კი ამბობს, რომ არ აპირებს ამ დავალებების შესრულებას.

მალხაზ ბოლქვაძე ამბობს, რომ მისგან დავალებების შესრულებას დირექტორი დაჟინებით ითხოვდა მაშინ, როცა ის შვებულებაში იმყოფებოდა, ამიტომ კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების დროს [პირველი ივნისიდან პირველ ივლისამდე] ყოველდღე სამსახურში დადიოდა. ნათია კაპანაძე კი ირწმუნება, რომ მალხაზ ბოლქვაძისთვის შვებულების პერიოდში სამსახურში მისვლა არ უთხოვია.

რაც შეეხება „გარე ძალების მიერ ამ პროცესის შესაძლო მართვას“, რაზეც დღე გამართულ ბრიფინგზე ტელევიზიის დირექტორმა გაამახვილა ყურადღება, მალხაზ ბოლქვაძე განმარტავს, რომ მას არც ერთ პარტიასთან შეხება არ ჰქონია და არც ახლა აქვს: „ ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობა დამთავრდა 2004 წელს, როცა ასლან აბაშიძე წავიდა ბათუმიდან“.

ტელევიზიის იურისტი ამბობს, რომ აჭარის პროკურატურამ უკვე გამოკითხა.

Exit mobile version