მეწარმის ღია წერილი ზურაბ პატარაძეს

დავით გურგენიძე, ინდმეწარმე

ბატონო ზურაბ, მე ბათუმის ერთ-ერთი რიგითი მცხოვრები ვარ. ბოლო ხუთი წელია დილა იმით იწყება, რომ მივდივარ ჩემს სამუშაო ადგილზე – ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, ფრიდონ ხალვაშის 371-ში, სადაც მცირე ზომის ავტომანქანების შესაკეთებელი საამქრო მაქვს. ჩემ შვილთან და კიდევ რამდენიმე ადამიანთან ერთად ჯერ კიდევ ვმუშაობ. ცხადია, ბიუჯეტის სასარგებლოდ ვიხდიდი გადასახადებსაც.

ამ ტერიტორიაზე ჩემს გარდა კიდევ 6 ინდივიდუალური მეწარმე საქმიანობს, მთლიანობაში 30 ადამიანი. ჩვენ ყველას ახლა უმუშევრობა გვემუქრება.

საამქრო, სადაც ინდმეწარმე 2012 წლიდან მუშაობს
საამქრო, სადაც ინდმეწარმე 2012 წლიდან მუშაობს

დაახლოებით ერთი წლის წინ არაოფიციალურად გავიგეთ, რომ გზის ამ მონაკვეთზე უნდა გაევლო ავტობანს, ამიტომ მე, პირადად, დავიწყე ზრუნვა ალტერნატიული ფართობის მოძიებაზე. იმის გათვალისიწინებით, რომ ვიცოდი ხელისუფლების [მათ შორის აჭარის ხელისუფლების] გაცხადებული პოლიტიკა ბიზნესის ხელშეწყობაზე [პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო მილიონებს ხარჯავს, 1 ლარად ქონების გადაცემა, 10-15 ადამიანის დასაქმების მოტივით ინვესტორებისთვის შეღავათების გაწევა თუ სხვა] დავიწყე ალტერნატიული ფართობის ძებნა. ამ მიზნით მივმართე აჭარის ფინანსთა სამინისტროს, რათა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ნორმატიულ ფასად [და არა 1 ლარად] შემეძინა სახელმწიფო მიწის ნაკვეთი, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. აუქციონებთან დაკავშირებით ჩემი სამი მცდელობა მეუბნება, რომ თუ არ გაქვს კავშირები გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, ეს მცდელობა დროის კარგვაა.

რამდენიმე დღის წინ კი კიდევ ერთი დრამატული შეტყობინება მივიღე, – ახლო მომავალში ჩემი ექვსწევრიანი ოჯახი შევუერთდეთ უმუშევართა დიდ არმიას. საქმე იმაშია, რომ უკვე გაგვაფრთხილეს – სავარაუდოდ, არჩევნებიდან მალევე გზების დეპარტამენტი დაანგრევს იმ 150 კვადრატულ მეტრს შენობას, რომელიც მე იჯარით მაქვს აღებული 2012 წლიდან და სადაც ჩემი საამქროა განთავსებული. ახლა უკვე იმის ფიქრში ვარ, თუ სად შეიძლება გადავიტანო დანადგარები, რომლებშიც არაერთი ათასი დოლარი მაქვს გადახდილი.

საამქრო, სადაც ინდმეწარმე 2012 წლიდან მუშაობს
საამქრო, სადაც ინდმეწარმე 2012 წლიდან მუშაობს

დიახ, მინდა იცოდეთ, რომ აღნიშნული ტერიტორიის ექსპროპრიაციის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი ადგება ჩემს ბიზნეს საქმიანობას, – საავტომობილო გზის მშენებლობის გამო მომიწევს  იმ საქმიანობის შეწყვეტა, რაც ჩემი ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყაროა.  ამასთან, აქ არსებული ჩემი დანადგარების გადატანას საკმაო დრო და ხარჯი სჭირდება.

ვთვლიდი, რომ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მე, როგორც სამეწარმეო სუბიექტს, მეკუთვნოდა გარკვეული კომპენსაცია საქმიანობის შეწყვეტისათვის. ვფიქრობდი, რომ დეპარტამენტს დაეკისრებოდა  კომპენსაციის გადახდა, ჩემი როგორც, ბიზნეს სუბიექტის მიმართ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ნამდვილად არის ვალდებულია კომპენსაცია გადამიხადოს, მიუხედავად იმისა მე მესაკუთრე ვიქნები, მოიჯარე თუ იპოთეკარი, ვინაიდან აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქონების ჩამორთმევა არ უნდა განხორციელდეს  მოქალაქის ბიზნესის განადგურების ხარჯზე.

დიახ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტის შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტის [SLRP III] მიხედვით, სრული უფლება მაქვს მოვითხოვო ჩემი ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტის გამო ფულადი კომპენსაცია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საგადასახადო დეკლარაციის შესაბამისად ფიქსირებული წმინდა შემოსავლის ოდენობით.

განსახლების პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტის თანახმად  პროექტის ფარგლებში კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ:

  • დამქირავებლებსა და მოიჯარეებს, განურჩევლად იმისა, რეგისტრირებული არიან თუ არა;
  • პროექტის ზემოქმედებას დაქვემდებარებულ პირებს, რომლებიც კარგავენ ბიზნესს, შემოსავალსა და ხელფასს.

კომპენსაციის ოდენობის დაანგარიშება კი ხორციელდება შემდეგი წესით :

  • ბიზნესის სამუდამოდ დაკარგვის შემთხვევაში, ფულადი ანაზღაურება გაიცემა 1 წლის წმინდა შემოსავლის ოდენობით, საგადასახადო დეკლარაციის საფუძველზე.

ამის მიუხედავად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განგვიცხადეს [ზეპირსიტყვიერად], რომ ჩვენ არ ვექვემდებარებით კომპენსირებას. სახელმწიფო უწყებას აქვს შემდეგი არგუმენტი: ჩვენს ხელშეკრულებას მოიჯარესთან ვადა გაუვიდა 2017 წლის 30 სექტემბერს.

საქმე იმაშია, რომ მეიჯარემ 2017 წლის დასაწყისში გვაცნობა, რომ წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, ხელშეკრულებას ვერ გაგვიფორმებდა 1 წლის ვადით, რადგან ის საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან გააფრთხილეს, რომ ჩვენთან მხოლოდ მოკლევადიანი ხელშეკრულება გაეფორმებინა. შესაბამისად, წელს, პირველ ეტაპზე, ხელშეკრულება მიწის მესაკუთრემ გაგვიფორმა 2017 წლის 1 ივლისამდე. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, ხელშეკრულება გაგვიგრძელა 2017 წლის 30 სექტემბრამდე. ბოლო ვადის ამოწურვის შემდეგ კი გაგვაფრთხილეს, რომ ტერიტორია უნდა დავცალოთ მოთხოვნისთანავე.

ერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება, მაგრამ რეალურად სხვა მოცემულობა გვაქვს. ჩვენი შეფასებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა წინასწარ დაგეგმა, თუ როგორ არ გადაეხადა ჩვენთვის კომპენსაცია, როცა მეიჯარე გააფრთხილა, რომ ჩვენთვის ერთწლიანი ხელშეკრულება არ გაეფორმებინა 2017 წლის დასაწყისში.

ამ ყველაფრის მიუხედავად იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენს შემთხვევაში ადგილი აქვს გაუგებრობას. არ მინდა დავიჯერო, რომ ამ ქვეყანაში სახელმწიფო სიკეთეებით/პროგრამებით სარგებლობენ მხოლოდ პრივილეგირებული ჯგუფები. არ მინდა დავიჯერო, რომ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა არის არა მოქალაქეების გაღარიბება, რომლებიც შემდეგ შემწეობის რიგებში დგებიან, არამედ საქმე გვაქვს ცალკეული ჩინოვნიკის გულგრილობასთან. სწორედ ამ განწყობით მოგმართავთ საჯაროდ და გთხოვთ, იქნება გამონახოს ხელვაჩაურის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი ჩვენთვისაც. არა, მიწას არ ვითხოვთ 1 ლარად, მზად ვართ ამ მიწაში სახელმწიფოს მიერ დაწესებული ნორმატიული ფასი გადავიხადო.

2017 წელი, 19 ოქტომბერი

საამქრო, სადაც ინდმეწარმე 2012 წლიდან მუშაობს
საამქრო, სადაც ინდმეწარმე 2012 წლიდან მუშაობს

 

საქართველოში განქორწინება და ოჯახში ძალადობის შემთხვევები იზრდება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში განქორწინების რიცხვი 2016 წელს, წინა წელთან შედარებით,  427-ით გაიზარდა. 2017 წლის ექვსი თვის მონაცემების მიხედვით კი,  საქართველოში 10 680  ქორწინება და 5 031  განქორწინება დარეგისტრირდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტის სოფი მენაბდიშვილის თქმით, განქორწინების ძირითად მიზეზად ოჯახში ძალადობის შემთხვევები, მეორე ადგილზე კი ღალატი სახელდება.

„ერთ-ერთი საქმე რომელსაც განვიხილავდი, შეეხებოდა ქონებრივ დავას. თუმცა, ეს დავა გაჩნდა ღალატის შემდეგ. არის სიტუაციები როცა ქალი, გარკვეული ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით არ ანგრევს ოჯახს, მიუხედავად იმისა, რომ არ გრძნობს თავს ბედნიერად. თუმცა წლების შემდეგ, ქალები მაინც ცდილობენ დამოუკიდებლობის მოპოვებას.

ჩვენს შემთხვევაში წყვილები იყვნენ საკმაოდ ასაკოვანი, ღალატი კი გრძელდებოდა 15-20 წლის თანაცხოვრების პერიოდში. ცოლმა მოითხოვა ქონების თანამესაკუთრედ ცნობა, თუმცა მამაკაცს არ უნდოდა განქორწინება, რადგან სადაო ქონება დაახლოებით 5 მილიონად იყო შეფასებული“ – გვეუბნება სოფი მენაბდიშვილი.

ბოლო ხუთი საქმიდან, როგორც სოფი მენაბდიშვილი ამბობს, სამი  ღალატის ნიადაგზე განქორწინებას შეეხებოდა, ორი კი ოჯახში ძალადობას. განქორწინების ინიციატორები, როგორც იურისტი ამბობს, ყველა შემთხვევაში ქალები იყვნენ.

შსს სამინისტროს მონაცემებით, განქორწინებებთან ერთად იზრდება ოჯახში ძალადობის შემთხვევებიც. ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი 279-ით გაიზარდა 2016 წელს. ეს მაჩვენებელი თითქმის შენარჩუნებულია მიმდინარე წელსაც.

2017 წლის 2 ოქტომბრის მდგომარეობით კი, სასამართლო შემაკავებელი ორდერი 2715-ჯერ გამოიწერა, 2016 წლის მონაცემებით კი – 2 877-ჯერ.

 

მიშენებული აივანი ახალაშენებულ სახლზე – რატომ გასცა მერიამ ნებართვა

ბათუმში, გორგილაძის #94-ში, მოქალაქემ ამხანაგობის წინააღმდეგობის მიუხედავად მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს აივანი მიაშენა. ახალაშენებულ სახლზე აივნის მიშენების ნებართვა ბათუმის მერიამ მშენებელ კომპანიასთან – „დარ ბილდინგთან“ შეთანხმების გარეშე გასცა. ამის შესახებ არც ამხანაგობამ იცოდა.

გორგილაძის #94-ში ახლახან აშენებულ 21-სართულიან სახლს ერთადერთი მიშენებული აივანი აქვს. მეზობლები, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ ამ მიშენებას ეწინააღმდეგებოდნენ, ამიტომ მიშენების კანონიერებით დაინტერესდნენ და ინფორმაცია როგორც ბინის მშენებელ კომპანიასთან, ასევე ბათუმის მერიაში გადაამოწმეს.

„მერიის ზედამხედველობის სამსახურში გავარკვიეთ, რომ მერიამ აივნის მიშენების ნებართვა გასცა ისე, რომ ეს მშენებელ კომპანიასთან არ შეუთანხმებია, თანაც ნებართვა გასცა მოთხოვნიდან ორ დღეში. მშენებლობა ისე დაიწყო, არც მე მქონია ინფორმაცია. ამ საკითხის გასარკვევად განცხადება გვაქვს შეტანილი და რვა დღეა პასუხს ველოდებით“, –  ამბობს თამარ სიხარულიძე, გორგილაძის #94-ის ამხანაგობის თავმჯდომარე.

ბათუმში, გორგილაძის #94 -ში, „მაკდონალდსის“ მიმდებარედ, ზღვის ხედით ბინაში მცხოვრებლებმა თითოეულ კვადრატში 600-800 დოლარამდე გადაიხადეს. ისინი მიიჩნევენ, რომ როგორც ბინის მოვლა-დასუფთავება, ასევე მისი იერსახის შენარჩუნება მათი საზრუნავია:

„რამდენჯერმე დაგვიზიანდა ფასადი რემონტის გამო, ვთხოვეთ კომპანიას და აღადგინა. ახლა თუ ერთ მეპატრონეს მიშენების უფლება მისცეს, არ არის გამორიცხული ხვალ სხვამ მოინდომოს. არც ისაა გამორიცხული, რომ ის აივანი ხვალ ოთახის ნაწილი გახდეს და რას დაემსგავსება აქაურობა, რაში გადავიხადეთ ფული?“ – ამბობს თამარ სიხარულიძე.

მოქალაქე, რომელმაც უკვე ექსპლუატაციაში შესულ სახლს აივანი მიაშენა, მეზობლების თქმით, ნატო ბურჯანაძეა, რომელიც თბილისში ცხოვრობს. ისინი ვარაუდობენ, რომ ნატოს ბათუმის მერიაში ახლობლები ჰყავს:

„…სხვანაირად როგორ მიიღებდა ნებართვას? – სხვა მეზობელს ვერანდის მსუბუქი კონსტრუქციით გადახურვა უნდოდა, მიმართა მერიას და უარი უთხრეს. გადახურვა არ შეიძლება და მიშენება შესაძლებელი ყოფილა.“

ბათუმის მერიის ინფორმაციით, აივნის მიშენებაზე ნებართვა მერიამ ნამდვილად გასცა, მშენებლობის პროექტი კი მერიის არქიტექტურის სამსახურში  თავად მრავალბინიანი სახლის პროექტის ავტორმა გოჩა გარუჩავამ წარადგინა.

„…თუ ფასადის კონსტრუქცია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აივანი მოემატოს, ან მოაკლდეს, ან რაიმე მოხდეს ისე, რომ ფასადის პრინციპი არ დაირღვეს, მე  მგონი, ეს უნდა იყოს მისაღებია. თუ იქ სხვასაც მოუნდება მიშენება, რა თქმა უნდა, ყოველი შემთხვევა ცალკე უნდა განვიხილოთ. თუ ეს დასაშვები იქნება იმ პრინციპიდან გამომდინარე, რაზეც მე ვსაუბრობდი, ეს შესაძლებელია. რაც შეეხება მშენებელ კომპანიას, მე არ ვუთანხმდები „დარ ბილდინგს“ პეტრეს ან პავლეს, ეს ამხანაგობის გადასაწყვეტია და მეპატრონეების თანახმობა იდო ამ შემთხვევაში, ამხანაგობის თანხმობის გარეშე მერია ნებართვას არ მისცემდა“, – განმარტა პროექტის ავტორმა, გოჩა გარუჩავამ.

მშენებლობები ბათუმში, განსაკუთრებით მიშენება-დაშენების პოლიტიკა ეჭვს იწვევს კორუფციაზე. ამის შესახებ ოგანიზაცია „ბათომმა“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და თავად ქალაქის მერს ოფიციალურად წერილობით არაერთხელ მიმართა.

კითხვებზე, როგორ მოახერხა მოქალაქემ ექსპლუატაციაში შესულ სახლზე აივნის მიშენების ნებართვის მიღება? – ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი პასუხობს:

„ვის რა ეჭვი უჩნდება მაგაზე, მე ვერ ვიმსჯელებ, როდესაც არქიტექტურის სამსახური გასცემს ნებართვას. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე განცხადებაც იყო შემოსული, გავეცანი და არქიტექტურის სამსახურსაც ვთხოვე დაზუსტება. ნებისმიერი მიშენებისას ახალაშენებულ სახლზე აივნის ამოყვანა  პროექტის ავტორთან შეთანხმების გარეშე არ ხორციელდება. განცხადებით იყო შემოსული პროექტის ავტორი. თვითონ მისი ნებართვის გარეშე ვერც მიშენებას ვერ დაშენებას, ჩვენ ვერ განვახორციელებთ. თუ ისევ იქნება მომართვა, ისევ არქიტექტურის სამსახური გადაწყვეტს მიზანშეწონილობას. მიშენებაზე ნებართვის გაცემის  წინააღმდეგი ვართ ყოველთვის, გარდა იმისა, რომ რიგ შემთხვევებში ეს შეიძლება მიზანშეწონილი იყოს, თუ პროექტის ავტორი იძლევა მაგაზე თანხმობას. დანარჩენ შემთხვევებში არქიტექტურის სამსახური წყვეტს. გირჩევთ არქიტექტურის სამსახურს ყველა წვრილმანი გამოკითხოთ და მიიღებთ პასუხს.“

არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ირაკლი ახალაძემ კი თავისი პასუხი ასე ჩამოაყალიბა:

„ნებართვის მიმღებმა წარმოადგინა არქიტექტორის განცხადება და საექსპერტო დასკვნა, ვიზუალურად მისაღები იყო და ჩვეულებრივად მიიღო ნებართვა – არანაირი მიღწევა და გავლენები არ არის აქ. თუ სხვაც მოვა ავტორის პროექტით? – გააჩნია როგორი პროექტი იქნება, თუ ჩაჯდება და ვიზუალურ ესთეტიკურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, რა პრობლემაა? – ასეთი აჟიოტაჟი ამ პატარა აივანზე რატომ ატყდა, არ მესმის. ეს არის მხოლოდ ინდივიდუალურად თავის ფართობზე ისეთი აივნის მიშენება, რომელიც არ იწვევს კოეფიციენტის ცვლილებას, ამიტომ ამხანაგობის თანხმობა საჭირო არ იყო.“

„ბათუმელები“ ნატო ბურჯანაძესაც დაუკავშირდა, მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. გვითხრა, რომ ამ საკითხზე ჯერ ოჯახს  გაესაუბრება და შემდეგ დაგვიკავშირდება.

1 (2)

ეგნატე ნინოშვილის ახალი ბიუსტი ძველ კვარცხლბეკზე

ეგნატე ნინოშვილის ბიუსტის დამზადებასა და მონტაჟში ბათუმის მერია მაქსიმუმ 47 ათას 500 ლარს გადაიხდის. ბიუსტი ბათუმში, რუსთაველისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთასთან, საზღვაო აკადემიის მოპირდაპირედ მდებარე კვარცხლბეკზე განთავსდება. ეს კვარცხლბეკი აქ წლებია დგას. როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს, ამ კვარცხლბეკზე ადრეც ნინოშვილის ბიუსტი იდგა, თუმცა ის წლების წინ დაიკარგა.

ტენდერი უკვე გამოცხადებულია. წინადადებების მიღება 2 ნოემბერს დაიწყება და 11 ნოემბერს დასრულდება. ბიუსტი კვარცხლბეკზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 25 დეკემბრამდე უნდა განთავსდეს.

ეგნატე ნინოშვილის ბიუსტი ბათუმში / ფოტო,ონტაჟი სატენდერო დოკუმენტაციიდან
ეგნატე ნინოშვილის ბიუსტი ბათუმში / ფოტომონტაჟი სატენდერო დოკუმენტაციიდან.

 

 

მოქალაქე ამბობს, რომ საპატრიარქომ მის მიწასთან მისასვლელი გზა წაართვა

ფერიის მთაზე მცხოვრები შაქრო თურმანიძე სასამართლოში საქართველოს საპატრიარქოს უჩივის. დავის საგანი ყოფილი გზაა, რომლითაც შაქრო თურმანიძე საკუთარ მიწის ნაკვეთამდე მიდიოდა. ახლა გზა საპატრიარქოს ეკუთვნის და ეკლესიის გალავანს შიგნით მოხვდა.

„ეკლესია აშენდა და მოღობეს ჩემი გზაც. საკუთარ მიწასთან მისასვლელი გზა არ მაქვს, არადა, ეს გზა ჩემი მოწყობილია 1979 წელს. მეუფე დიმიტრისთან შეხვედრა ვცადე, ოთხჯერ ჩამოვედი, მაგრამ არ დამელაპარაკა, ამიტომ მივმართე სასამართლოს,“ – გვითხრა შაქრო თურმანიძემ.

საპატრიარქოს წინააღმდეგ მოქალაქის სარჩელის განხილვა დღეს, 19 ოქტომბერს დაიწყო მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ. სხდომის დაწყებისთანავე საპატრიარქოს იურისტმა შუამდგომლობა დააყენა და საქმეში მესამე მხარედ აჭარის მთავრობის, ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჩართვა მოითხოვა. ამ უწყებამ გადასცა საპატრიარქოს მიწა ფერიის მთაზე ტაძრის ასაშენებლად.

„მნიშვნელობა არ აქვს, ერთ ლარად მიიღო ეს საპატრიარქომ, თუ სიმბოლურ ფასად. ჩვენ შესაძლოა გარკვეული სახის სამართლიანი პრეტენზია გვქონდეს ამ უწყებების მიმართ, თუკი აღმოჩნდება, რომ მიწა, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულებით გადმოგვცეს, აღმოჩნდება ნივთობრივად, ან უფლებრივად უნაკლო,“ – მიმართა მოსამართლეს ვახტანგ ლორიამ, საპატრიარქოს იურისტმა.

შუამდგომლობა შაქრო თურმანიძის ადვოკატმა, თინა იმნაძემ გააპროტესტა. მისი თქმით, აჭარის მთავრობა არაფერ შუაშია, რადგან სარჩელის მოთხოვნა კანონით გათვალისწინებულ „სავალდებულო გზის“ პრინციპს შეეხება.

„ეკონომიკის სამინისტრო არაფერ შუაშია, ის ზედმეტი მხარე იქნება,“ – თქვა მოსამართლემ და საპატრიარქოს იურისტის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. მან განმარტა, რომ სარჩელში არაა საუბარი ნივთობრივი, ან უფლებრივი ტიპის ნაკლზე. „მოსარჩელე მხოლოდ აუცილებელი გზის მოწყობას ითხოვს“, – დასძინა მოსამართლემ.

შემდეგ სხდომაზე სასამართლო იმ ექსპერტის პოზიციას მოისმენს, ვინც დასკვნა დადო მოქალაქე შაქრო თურმანიძის სასარგებლოდ. ექსპერტის დაკითხვაც საპატრიაქროს იურისტმა მოითხოვა:

„ყურადღება მიაქციეთ, ექსპერტი აღნიშნავს, რომ ეკონომიკურად ყველაზე მისაღებია ეკლესიის მხრიდან გზის მოწყობაო. ის საუბრობს იმაზე, რომ ეკონომიკურად არის მისაღები და არა ტექნიკურად,“ – თქვა ვახტანგ ლორიამ. ეს შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა.

მორიგ სხდომაზე მოსამართლე ფერიის მთაზე ავა და უშუალოდ ნახავს უგზოდ დარჩენილ მიწის ნაკვეთს. სადავო ადგილის დათვალიერების სურვილი სხდომაზე ორივე მხარემ გამოხატა.

„კარგია, რომ თქვენ გამოთქვით სურვილი. მე თვითონ ვაპირებდი ამ საკითხის წინ წამოწევას,“ – აღნიშნა მოსამართლემ.

მორიგი სხდომა მოსამართლემ 13 ნოემბერს ჩანიშნა. საპატრიარქოს იურისტმა თარიღის შეცვლა ითხოვა: „ვიბრძნი, თქვენო ღირსებავ, არ მინდა 13“.

„მაშინ 13 ნოემბერს 13 საათზე იქნება მორიგი სხდომა,“ – თქვა მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ და სასამართლო სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.

 

„პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის ოთხმა კანდიდატმა შუახევში კანდიდატურა მოხსნა

„პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის რიგით  მე-9, მე-16, მე-17 და მე-18 კანდიდატებმა შუახევში საკუთარი კანდიდატურა მოხსნეს. „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის მეცხრე ადგილზე ლეილა გოგიაშვილი, მე-16 – ზე დავით დავითაძე, მე -17 –  ზაზა ქათამაძე, ხოლო პარტიული სიის მე-18 წევრი ჯემალ ქარცივაძე იყო.

შუახევის საარჩევნო ოლქის მდივნის, გიორგი მაკარაძის ინფორმაციით, „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის კანდიდატების გარდა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა კახა კუკავას პარტიის წევრმა, შაქრო ნაკაშიძემ. როგორც პარტიული სიიდან, ასევე მაჟორიტარობიდან. შაქრო ნაკაშიძე მაჟორიტარ კანდიდატად ჭვანის მაჟორიტარულ ოლქში იყო დარეგისტრირებული, რაც შეეხება პარტიულ სიას, მას მე- 16 ადგილი ეკავა.

ნინო ბურჯანაძის პარტიული სიის მე-20 ნომრის, რამაზ კონცელიძის კანდიდატურა კი, ოლქის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი. შუახევის საარჩევნო ოლქში განმარტავენ, რომ რამაზ კონცელიძე 21 წლის არ არის და მას არჩევნებში მონაწილეობა, როგორც კანდიდატს, არ შეუძლია.

ქარისგან დაზიანებული სახურავის აღდგენაში ბსუ 33 616 ლარს გადაიხდის

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის [ბსუ] ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა სასწავლო კორპუსის 460 კვ/მ-ზე გადახადა სახურავი და მოშალა ხის კონსტრუქცია. შექმნილი ვითარების აღმოსაფხვრელად კი, შესყიდულია სახურავის აღდგენის სამუშაოები, საერთო თანხით 33 ათას 616 ლარი.

„გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება დადგა 2017 წლის 16-17 ოქტომბრის ღამით, სააგენტოში მომართვის წარდგენამდე უნივერსიტეტმა შეისყიდა სახურავის დაზიანებული ნაწილის აღდგენის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ღირებულებით 44 235.6 ლარი, რომლის საფუძველზეც ჩატარდა ბაზრის კვლევა, კერძოდ, შეტყობინება დაეგზავნა 6 კომპანიას, საიდანაც თავისი შემოთავაზებები წარმოადგინა სამმა კომპანიამ, ხელშეკრულება გაფორმდა დაბალი ფასის წინადადების მქონე კომპანიასთან“ – აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების მოცულობები განისაზღვრა უნივერსიტეტის შეკვეთის საფუძველზე შპს „საბა“-ს მიერ 2017 ქლის 17 ოქტომბერს წარმოდგენილი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით.

უნივერსიტეტი სააგენტოსთან გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის შემდგომ შეთანხმებას ითხოვს, რაზედაც სააგენტომ პასუხი 25 ოქტომბრამდე უნდა გასცეს.

„დაზიანებული სახურავის დაუყოვნებლივ შეუკეთებლობის შემთხვევაში დგებოდა უნივერსიტეტის მრავალათასლარიანი ქონების, ლაბორატორიების, აუდიტორიების, სამეცნიერო ხელსაწყოებისა და წიგნადი ფონდის დაზიანება-განადგურების საშიშროება შენობაში მოხვედრილი ნალექის შედეგად,“ – აცხადებს ბსუ, რომელმაც დაზიანებული სახურავის აღდგენაზე შესაბამისი ხელშეკრულება, თანხით 33 616 ლარი, შპს „აკო 777“-თან 18 ოქტომბერს გააფორმა.

ძლიერმა ქარმა ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის შენობის ნაწილს [მეორე კორპუსს] სახურავი 17 ოქტომბერს გადახადა.

ძლიერმა ქარმა ბათუმის უნივერსიტეტს სახურავი დაუზიანა
ქარის შედეგად დაზიანებული სახურავი / ფოტო: ბსუ

ზღვისპირა ბულვარს ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური ნივთიერებებით წამლავენ

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  ბულვარში აზიური ფაროსანას გავრცელების საწინააღმდეგო შეწამვლა დაიწყო.  პრევენციის ფარგლებში,  10 ათას ძირამდე სხვადასხვა ჯიშის მრავალწლოვანი და ბუჩქოვანი ხე-მცენარე შეიწამლება ქიმიური ნივთიერებებით.

„ზღვისპირა ბულვარში აზიური ფაროსანასგან დასაცავად სულ შეიწამლება 15 ჰექტარი ფართობი ეტაპობრივად. მონიტორინგის შედეგად, ბულვარის პერიმეტრზე მავნებელი მწერის გავრცელების ფაქტი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა,“-აცხადებენ ბულვარის ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, ქიმიური ნივთიერება რითაც ხე-მცენარეები შეიწამლება, უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის: „არატოქსიკურია და მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“.

პირველად გონიოს ციხეზე მშვილდოსანთა ტურნირი გაიმართება

2017 წლის 20 ოქტომბერს, 15:00 საათზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მშვილდოსნობის ფედერაციის ჩართულობით, პირველად გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში ჩატარდება მშვილდოსანთა ტურნირი.

გონიოს თასის მოსაპოვებლად შეჯიბრი ჩატარდება როგორც ვაჟთა, ასევე, ქალთა ორ ასაკობრივ კატეგორიაში. ტურნირს  ყოველწლიური, ტრადიციული ხასიათი მიეცემა და გარდა პროფესიონალი სპორტსმენებისა, მომავალში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მოყვარულებსაც. მათ შორის, გონიოს ციხეში მოსულ ნებისმიერ ვიზიტორს.

მსგავსი ტურნირი ხელს შეუწყობს როგორც აღნიშნული სპორტის სახეობის განვითარებას, ასევე მუზეუმის  პოპულარიზაციას.

22643115_1722068681137534_2032702969_o

ჩემი კონსტიტუცია

 

„ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე მთელი ქვეყანა,
განათებული მთა-ბარი,
წილნაყარია ღმერთთანა.
თავისუფლება დღეს ჩვენი
მომავალს უმღერს დიდებას,
ცისკრის ვარსკვლავი ამოდის
ამოდის და ორ ზღვას შუა ბრწყინდება,
დიდება თავისუფლებას,
თავისუფლებას დიდება!“

…ყრუ-მუნჯი ვარ. დედა ვერასოდეს შეეჩვევა იმ ფაქტს, რომ მისი ოქროსფერ-კულულებიანი დალილა ვერაფერს გაიგონებს, ვერ ისაუბრებს, ვერ ახსნის სამშობლოს სიყვარულს ისე, როგორც სხვა, ჩვეულებრივი პატარა. სამაგიეროდ,  დედამ კარგად იცის, რომ მე სხვანაირი გული მაქვს, ოქროსფერი გული და ის, იმ სიყვარულს ასხივებს, რომელსაც მზისგან ვღებულობ. მე, ყრუ-მუნჯი დალილა, ჩვეულებრივ სკოლაში დავდივარ. ჩემს კონსტიტუციაშიც ხომ ასე წერია- „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა“…. აქ ჩემი სახელი და გვარიც წერია…მე არავინ გამომარჩია, რადგან მეც, ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ…ეს განმარტება, პირველად ეზოში, სკამზე მჯდომმა გადიამ მითხრა, ხელებით მესაუბრებოდა და თან მიწაზე ალბათ, ჯადოსნური ჯოხით რაღაცეებს წერდა, რომ კარგად გამეგო და დამემახსოვრებინა. თურმე კონსტიტუციაში კიდევ წერია, რომ „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების განვითარების უფლება…“ ესეც მან მითხრა, მაგრამ უკვე ზღვის პირას, როცა მზეზე ვნებივრობდით და ხელებით საუბარს უფრო კარგად ვსწავლობდით.

მერე რა, რომ ყრუ-მუნჯი ვარ. ეს სულაც არ მიშლის ხელს, რომ  დამავიწყდეს  ის გაკვეთილები, სადაც კონსტიტუციაზე ვმსჯელობდით თანაკლასელებთან ერთად, ვხმაურობდით, ჩემთვის ვყაყანებდი კიდეც გულში…. დიახ, არასოდეს დამავიწყდება თანაკლასელების ხელებით ახსნილი ჩემი კონსტიტუციის მთავარი მუხლები, რომელიც ადამიანთა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებანს იცავს. სკოლისაკენ მიმავალი მედმივად ვფიქრობდი, რა მეშეველებოდა ასეთი მზრუნველი და ემოციურად მხარდამჭერი მშობლები, რომ არ შემხვედროდა. რა მეშველებოდა, რომ ჩემს მეგობრებს და ჩემს მასწავლებელს კარგად არ სცოდნოდათ საქართველოს კონსტიტუციის, ჩემთვის ყველაზე სანუკვარი მუხლი, რომ „ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის და რწმენის თავისუფლება“.

მე მივხვდი, რომ ჩემს კონსტიტუციაში ჩაწერილი ფრაზა-„საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა“, ჩემთვის დაიწერა, რომ „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია“, რომ სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი. დიახ, მეც მიცავს კანონი, ჩემი კონსტიტუცია. რა მოხდა თუ კი ეს სიცოცხლე უნარშეზღუდულია, თუკი ამ სიცოცხლეს სმენა და მეტყველება აკლია, არაფერი. შენ ხომ გაქვს ყველაფერი მეგობარო, ბუნებამ ყველაფრით დაგაჯილდოვა… შენ და მე ვიცით, რომ ყოველ „ადამიანს აქვს უფლება მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და  გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით“…სწორედ ეს სხვაგვარი საშუალება მე ვარ, ყრუ-მუნჯი, ოქროსფერკულულებიანი დალილა, რომელსაც უყვარს მისი სამშობლო და საქართველოს  კონსტიტუცია…

ხშირად დავდივარ ჩემი ქალაქის ქუჩებში და ვგრძნობ , რომ სამყარო ჩემია…არავინ და არაფერი შეზღუდავს ჩემს თავისუფლებას, რადგან იგი ჩემს ხელთაა, მე თავის-უფალი ვარ… მე მას ვმორჩილებ, ის კი მე შეუზღუდავი უფლებებით აღმავსებს, მე უნარშეზღუდულ, ყრუ-მუნჯ დალილას.

ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ეს ყველაფერი ასეთი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის… როგორც კი გავისიგრძეგანე რა არის კანონი, კონსტიტუცია, სულში ჩამითბა, რადგან ვიგრძენი საოცარი სიმყუდროვე… თითქოს აწყვეტილ ქარიშხალში მოხვედრილი, რაღაცამ თავის ფრთებქვეშ შემიფარა და ამაცილა დაბრკოლებებს, რაღაც საოცარმა სიმშვიდემ შემიპყრო…იმ დღიდან, იმ წუთიდან, როცა ვცან კანონი, საოცრად დაცულად ვგრძნობ თავს და ვარ ბედნიერი-მე ყრუ-მუნჯი დალილა, ოქროსფერკულულებიანი უნარშეზღუდული საქართველოს მოქალაქე…

ჰო, მეუბნება გადია-ქვეყნად ორგვარი ადამიანები არსებობენ-კანონმორჩილი  და კანონდაუმორჩილებელი. პირველი ქაოსია, დისკომფორტი, უბედურება, მეორე-ნირვანაა, სიმშვიდე, მყუდროება, სიხარული, წინსვლა, სიკეთე.

მე მეორეს ვირჩევ…ჩემს კონსტიტუციას, ჩემს ჯადოსნურ წიგნს!!!

…ზღვა ჯიუტად ეხეთქება ნაპირებს, თითქოს ქვეყანას წალეკვით ემუქრება. ბუნებასაც თავისი ბარიერები აქვს. თავისი კანონი. ამიტომ დაოტდა ზღვაც. რა მარტივია, მეუბნება გადია-სცან კანონი უპირატესად და ცხოვრება, საოცარი სილამაზით აღავსებს შენს სულს…ასე თავის-უფალი, მე ყრუ მუნჯი დალილა-კიდეც ვსაუბრობ, კიდეც მესმის და  ვცნობ კანონს. იგი მუდმივად ჩემთანაა…

ვინ ვარ მე?  მეც სამყაროს ერთი  ნაწილი ვარ, მასში სიმშვიდის და ჰარმონიის შემომტანი… შენ კი, ვისაც არ გესმის  კონსტიტუციის არსი, არ კითხულობ და ემორჩილები მას, ჯოჯოხეთური ყოფისთვის გაგიმზადებია თავი…სწორედ შენ  მინდა შეგხვდეს ჩემი გადია, ჯადოსნური ჯოხით, შენი და ჩემი ცხოვრების წესს და კანონს იეროგლიფებით რომ წერს ქართულ მიწაზე…

მე, ყრუ მუნჯმა დალილამ, კარგად ვიცი, რომ „საქართველოს ყველა მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს…“მე თავის-უფალი“ ვარ და ვიცი, დღეს ჩემს საქართველოში, ყველგან შემიძლია ვიმუშავო, მე ამას შევძლებ, იმიტომ, რომ ჩემი ჯადოსნური წიგნი მიცავს, რომელიც ასე კარგად გადიამ შემასწავლა…

…ყრუ-მუნჯი ვარ. დედა ვერასოდეს შეეჩვევა იმ ფაქტს, რომ მისი ოქროსფერ-კულულებიანი დალილა ვერაფერს გაიგონებს, ვერ ისაუბრებს, ვერ ახსნის სამშობლოს სიყვარულს ისე, როგორც სხვა, ჩვეულებრივი პატარა. სამაგიეროდ,  დედამ კარგად იცის, რომ მე სხვანაირი გული მაქვს, ოქროსფერი გული  და ის  იმ სიყვარულს ასხივებს, რომელსაც მზისგან ვღებულობ.

ცირა ქობულაძე- სკოლა ევრო 2000-ის დაწყებითი კლასის მასწავლებელი

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ჩაატარებული ესეების კონკურსის – „მასწავლებლები კონსტიტუციაზე – 2017“ გამარჯვებული ესეი აჭარის რეგიონიდან.

საქართველოს მთავრობამ 1 თვის წინ შექმნილ კომპანიას მწვანე კონცხზე მიწა პირდაპირ მიჰყიდა

ბათუმში, მწვანე კონცხის დასახლებაში მდებარე 20 366 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საქართველოს მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 931 ათას ლარად, საკუთრებაში გადასცა კომპანიას, რომელიც კერძო პირმა ქონების გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე დაარეგისტრირა.

აღნიშნული ქონება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში იყო და ის სახელმწიფოს, გაყიდვამდე რამდენიმე დღით ადრე უპირობოდ გადაეცა. ქონების გადაცემა აჭარის მთავრობისგან სახელმწიფომ ითხოვა, „სახელმწიფოსთვის ქონების გადაცემა კი, ჩვენი მხრიდან რაიმე პირობებით არ ხდება“ – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

კომპანია „ელიტ კონსტრაქშენ გრუპი“, რომელსაც საქართველოს მთავრობამ მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთი მიჰყიდა, 2017 წლის 21 აგვისტოსაა დარეგისტრირებული. მიწის მიყიდვაზე საქართველოს მთავრობის განკარგულებას კი პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი, დაახლოებით ერთ თვეში, ამავე წლის 28 სექტემბერს მოაწერა. ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი დაჩი ჩაგანავაა, დირექტორი – ლერი ბოლქვაძე.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, კომპანიამ ქონების საფასურის ნაწილი, 300 ათასი ლარი, მიმდინარე წლის 21 დეკემბრამდე უნდა გადაიხადოს, 600 ათასი – ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის, ხოლო დარჩენილი 31 ათასი ლარი – ერთი წლის ვადაში.

ამავე განკარგულების მიხედვით, ქონების შემძენმა, „პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით“, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის ვადაში უნდა უზრუნველყოს „უძრავი ქონების ან მისი ნაწილის განვითარება/განაშენიანება [რაც მოიცავს, მაგრამ შესაძლებელია, არ შემოიფარგლებოდეს, კომერციული/საოფისე/კვების დანიშნულების ობიექტ(ებ)ს, სპორტულ მოედანს, არანაკლებ 50 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს“], რისთვისაც არანაკლებ 4 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს.

„ელიტ კონსტრაქშენ გრუპი“ ვალდებული იყო, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარედგინა აღნიშნული თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.

ნასყიდობის ხელშეკრულება კომპანიასთან 2017 წლის 6 ოქტომბერს გაფორმდა. იმავე დღეს მიწის ნაკვეთი კომპანიის საკუთრებად დარეგისტრირდა.

გასხვისებული მიწის ნაკვეთი ბათუმში, თამარ მეფის გამზირის გასწვრივ, ზღვისპირას მდებარეობს [მახინჯაურთან, სადაც მწვანე კონცხის უღელტეხილზე და გვირაბისკენ მიმავალი გზები იყოფა]:

mwvane koncxi qav

 

 

რატომ დაიტბორა პარკი ქედაში

ბოლო დღეებში განვითარებული სტიქიური მოვლენების დროს, მდინარე აკავრეთამ ქედის პარკი, მიმდებარედ საცხოვრებელი სახლის ეზო და სარდაფი დატბორა. წყლისგან დამცავი კედლების მოსაწყობად ქედაში კი მილიონობით ლარია დახარჯული.

მდინარე აკავრეთას სანაპიროს ერთ მხარეს, პარკის დასაწყისიდან – პარკის ბოლო მონაკვეთამდე, აჭარისწყლის ორივე მხარეს ნაპირგამაგრებითი სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და წელს დასრულდა, რაზეც ქედის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონ 737 ათასი ლარი დაიხარჯა.

ხოლო  აკავრეთას უბანში, პარკის ბოლოდან საცხოვრებელი კორსპუსების ბოლომდე, დაახლოებით 235 მეტრ მონაკვეთზე, დამცავი კედელი, ქედის გამგებლის დავით დუმბაძის ინფორმაციით, შვეიცარიის დაფინანსებით 2014 წელს მოეწყო.  მდინარე აკავრეთასგან თავდასაცავად დამცავი კედლის მოსაწყობად შვეიცარიის საელჩოს 100 000 ევრო ჰქონდა გამოყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 235 მეტრამდე დამცავი კედლის მოწყობა საელჩოს ამ ოდენობის თანხა დაუჯდა.

22635185_1511273342301700_1699390160_n

კითხვაზე – რატომ დაიტბორა პარკი? მუნიციპალიტეტის გამგებელი პასუხობს, რომ იმ ნაპირგამაგრებითმა სამუშაოებმა, რაც გამგეობამ განახორციელა, გამოცდას გაუძლო, ხოლო წყალმა გაბიონის ის ნაწილი ჩამოშალა, რომელიც შვეიცარიის საელჩოს დაფინანსებით მოეწყო, სამუშაოები კი გამგეობას არ განუხორციელებია. გამგებლის განმარტებით, დამცავი კედელი საჭიროების შესაბამისად არ იყო გაკეთებული. „ნაპირგამაგრებითი სამუშაოების განსახორციელებლად პროექტი მთლიან მონაკვეთზე შევიმუშავეთ, მაგრამ რადგანაც გვაფინანსებდნენ, ეკონომია გავაკეთეთ, აკავრეთას მხარეს ნაპირგამაგრება საელჩოს დაფინანსებით მოეწყო, ქვები მოიტანეს და ჩაწყობის ნაცვლად ჩაყარეს სანაპიროზე. ადიდებულმა წყალმა ქვა გამოაცალა, ქვები წაიღო და პრობლემა შეგვიქმნა, წყალი ნელ-ნელა აცლის ქვებს. დანარჩენი მონაკვეთი, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ამ წყალდიდობამ აჩვენა, რომ კარგად გაკეთებულია და გამოცდას გაუძლო. სავარაუდოდ, 2018 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას თანხას გავითვალისწინებთ, რომ ბოლომდე მოეწყოს წყლისგან დამცავი კედელი და პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს,“ – ამბობს დავით დუმბაძე.

22656203_1511273418968359_1372598878_n

 

ქანდაკებების წყალქვეშა მუზეუმი

ავტორი: თამარ ნერგაძე 

მოქანდაკე ჯეისონ ტეილორი არც მეტი არც ნაკლები – გამოფენებს წყალქვეშ აწყობს.

ქანდაკებების უზარმაზარი ველი კარიბის ზღვაში, მექსიკის ახლოს მდებარე კურორტ კანკუნთან, ესპანეთისა და ინდონეზიის წყლებშია წარმოდგენილი. მოქანდაკე სპეციალურად ირჩევს ადგილებს, სადაც მარჯნის რიფები ნელ-ნელა ნადგურდება  მყვინთავების დაუდევრობით. კარიბის ზღვასთან ახლოს, კანკუნში მაგალითად, ყოველწლიურად, ყვინთვის ათიათასობით მოყვარული ჩადის, საიდანაც ტურისტებს სუვენირებად მარჯნის ნატეხები მიაქვთ.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში მარჯნის ბუნებრივი რიფების 40% განადგურდა, მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის კვლევების მიხედვით თუ რიფების განადგურების დინამიკა არ შეიცვალა  2030 წელს მათი რაოდენობის 90% გაქრება, 2050 წელს კი საერთოდ აღარ იარსებებს.

საყოფაცხოვრებო ნივთები, ქუჩაში მიმავალი ხალხი, ქალაქის ყოველდღიური სცენები, ოღონდ ყველაფერი წყლის ქვეშ, ზღვის ფსკერზე. ჯეისონ ტეილორს ჩვეულებრივი ცხოვრება გადააქვს ალტერნატიულ სივრცეში. ქანდაკებები ზღვის ეკოსისტემისთვის უსაფრთხო, სპეციალური ცემენტისგანაა დამზადებული.

წყალქვეშა მუზეუმის კონცეფცია არ არის ნამუშევრების თავდაპირველი სახით უცვლელად დაკონსერვება, პირიქით, ქანდაკებები დროთა განმავლობაში იზრდება და განსხვავებულ სახეს იღებს: სპეციალური ნივთიერება, რომლითაც მათი ზედაპირია დაფარული, მარჯნის რიფების ზრდას და წარმოქმნას უწყობს ხელს-ასე იქცევა ცემენტის ქანდაკება წყალქვეშა ეკოსისტემის ორგანულ ნაწილად.

იდეის ძირითადი მიზანი წყალქვეშა სამყაროს დაცვა და გაფრთხილებაა. ტეილორი მიიჩნევს, რომ მარჯნის რიფების დათვალიერებისას მყვინთავების ყურადღებას ქანდაკებების მუზეუმი მიიპყრობს და მათ ადამიანის დაუდევარი ქმედებების სავალალო შედეგებზე დააფიქრებს. მუზეუმის სხვადასხვა დროს მონახულებისას დამთვალიერებელს შეუძლია დააკვირდეს სკულპტურების ზრდას და ცვლილებებს.

ჯეისონ ტეილორის მუზეუმი ქანდაკებების პირველი მუზეუმია წყალქვეშ, რომელიც 2006 წელს ,,გაიხსნა“. National Geographic-მა ტეილორის ქანდაკებების პარკი მსოფლიოს 25 საოცრებას შორის დაასახელა.

ფოტო: www.underwatersculpture.com 

Museo-Atlantico_Lanzarote_Photographer_clean_5303_Jason-deCaires-Taylor_Sculpture Museo-Atlantico_Lanzarote_Rubicon_clean_00185_Jason-deCaires-Taylor_Sculpture Museo-Atlantico_Lanzarote_Rubicon_clean_02511_Jason-deCaires-Taylor_Sculpture Museo-Atlantico_Lanzarote_Rubicon_clean_02533_Jason-deCaires-Taylor_Sculpture Museo-Atlantico_Lanzarote_Rubicon_clean_02576_Jason-deCaires-Taylor_Sculpture Museo-Atlantico_Lanzarote_Rubicon_clean_02634_Jason-deCaires-Taylor_Sculpture Museo-Atlantico_Lanzarote_Rubicon_growth_02940_Jason-deCaires-Taylor_Sculpture Museo-Atlantico_Lanzarote_Rubicon_growth_DSC02703_Jason-deCaires-Taylor_Sculpture Vicissitudes_Grenada_clean_Jason-deCaires-Taylor_Sculpture

Museo-Atlantico_Lanzarote_growth_night_04672_Jason-deCaires-Taylor_Sculpture

Inertia_Mexico_clean_behind_Jason-deCaires-Taylor_Sculpture Vicissitudes_Grenada_coral_night_IMG_0570_Jason-deCaires-Taylor_Sculpture Silent-Evolution_Mexico_clean_diver_Jason-deCaires-Taylor_Sculpture The-Lost-Correspondent_Grenada_growth_01_Jason-deCaires-Taylor_Sculpture (1)DSC00184_Jason-deCaires-Taylor_Sculpture.DSC09513_Jason-deCaires-Taylor_Sculpture.DSC00132_Jason-deCaires-Taylor_Sculpture.Museo-Atlantico_Lanzarote_Deregulated-07134Jason_decaires_taylorMuseo-Atlantico_Lanzarote_Human-Gyre-08035Jason_decaires_taylorMuseo-Atlantico_Lanzarote_Jolateros_growth_02915_Jason-deCaires-Taylor_SculptureMuseo-Atlantico_Lanzarote_Rubicon_growth_03427_Jason-deCaires-Taylor_SculptureMuseo-Atlantico_Lanzarote_Rubicon_growth_Jason-deCaires-Taylor_SculptureMuseo-Atlantico_Lanzarote_Selfie_clean_00154_Jason-deCaires-Taylor_Sculpture

კორუფცია და საზოგადოების ინტერესების გათელვა – ბათომის მიმართვა ზურაბ პატარაძეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ბატონ ზურაბ პატარაძეს,

ქალაქ ბათუმის მერს, ბატონ გიორგი ერმაკოვს

მოგახსენებთ, რომ ამა წლის 12 ოქტომბერს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ჩატარდა კულტურული მემკვიდრეობის (ე.წ. „ზონალური“) საბჭოს მორიგი სხდომა, რომელსაც „გუშაგი ძაღლების“ როლში ესწრებოდნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აქტივისტები, რომლებმაც გამოხატეს მკვეთრი პროტესტი ერთ–ერთი განსახილველი საკითხის მიმართ. კერძოდ – მაზნიაშვილისა და ჟორდანიას კუთხეში (##27/17) მდებარე ისტორიული სახლების დანგრევისა და მის ადგილას ხუთსართულიანი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით. შემოთავაზებული პროექტის განხორციელება თავისი მასშტაბითა და სტილით დიდ ზიანს მიაყენებს ჯერ კიდევ შემორჩენილ ისტორიულ განაშენიანებას და სავალალო გავლენას იქონიებს მთლიანად ისტორიული ბათუმის ისედაც საფრთხის ქვეშ მყოფ კულტურულ და ისტორიულ მახასიათებლებსა და ფასეულობებზე. ისტორიული განაშენიანების შენარჩუნებისთვის ასევე მნიშვნელოვანია აქ არსებული ფონური ღირებულების მქონე ნაგებობების დაცვა.

მიუხედავად სხდომაზე გამოთქმული პროტესტისა,  კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს წევრების უმრავლესობამ (გარდა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ორი წევრისა) ჩვეულებისამებრ, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე (შეგიძლიათ იხილოთ ოქმის ჩანაწერი) მხარი დაუჭირა აღნიშნულ პროექტს. სწორედ ამ საბჭოს წევრების არაკომპეტენტურობისა და გადაწყვეტილების მიღებისას საზოგადოებრივი ინტერესების გაუთვალისწინებლობის გამო გწერდით რამდენიმე თვის წინ და მოვითხოვდით კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს დაკომპლექტების და გადაწყვეტილების მიღების წესის შეცვლას.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თქვენი დავალების საფუძველზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ მოამზადა მემკვიდრეობის საბჭოს ცვლილების რამდენიმე ვარიანტი, თუმცა ის არ განუხილიათ. არსებული კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ქმედებები, მათ მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, სრულ საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ არაკომპეტენტურობასთან, საზოგადოების ღირებულებებისა და ინტერესების ფეხქვეშ გათელვასა და სრულ იგნორირებასთან ერთად, აქ სერიოზულ კორუფციულ პრაქტიკასთან გვაქვს საქმე. ვინაიდან კულტურული მემკვიდრეობის საბჭო მთავრობასთან არსებული ადმინისტრაციული ორგანოა, ამიტომ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესაც ეკისრება.  ამიტომ, სასიცოცხლოდ აუცილებელია დროულად მოხდეს საბჭოს რეფორმირება და მასი დაკომპლექტება კომპეტენტური, საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლიანი და კეთილსინდისიერი ადამიანებით.

საბჭოს ამჟამინდელ წევრებს – საჯარო მოხელეებს, სამწუხაროდ, არა აქვთ დღევანდელობის შესაფერისი სახელმწიფოებრივი აზროვნება; არ იციან და არც ცდილობენ, რომ გააცნობიერონ რამდენად მნიშვნელოვანი რესურსია კულტურული მემკვიდრეობა საზოგადოების მდგრადი სოციალური და ეკონომიკური წინსვლისთვის, ეროვნული იდენტობის განმტკიცებისთვის, ადამიანთა ყოველდღიური გარემოს გაუმჯობესებისათვის, რომ მის გარეშე ვერ მოხდება ქვეყნის სწორი, სიცოცხლისუნარიანი განვითარება. ასევე ისინი არ ითვალისწინებენ საზოგადოების და პროფესიული ჯგუფების რეკომენდაციებს, ხშირ შემთხვევაში კერძო კომპანიის და საჯარო უწყების თანამდებობის პირის პოზიცია უპირისპირდება საზოგადოებრივ ინტერესს, ქალაქის  ცივილურ განვითარებას.

ამ დროს გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გადამდგარია.
გიორგი ერმაკოვი

ცალკეა აღსანიშნავი ქალაქ ბათუმის მერისა და მერიის პასუხისმგებელი პირების დამოკიდებულება კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. ბატონ გიორგი ერმაკოვის მერობის პერიოდში არ განხორციელდა მემორანდუმით გათვალისწინებული მთავარი დაპირება – ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის ან თუნდაც მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის – ისტორიული განაშენიანების სახელმწიფო დაცვის ზონის დამტკიცება; საზოგადოებრივი აზრის ზემოქმედებით მოხერხდა მუშაობის დაწყება ისტორიული განაშენიანების ზონის საზღვრების დადგენაზე, რომელიც ამა წლის ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს; მაგრამ არ სრულდება მერის ზეპირი დაპირება შესაბამისი რეჟიმის დამტკიცებამდე ისეთი პროექტების განხილვის შეჩერებაზე, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, ურბანული მემკვიდრეობის დაცვის პრინციპებს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქალაქის ისტორიულ ნაწილს. სწორედ ამის  დასტურია საბჭოს ზემოაღნიშნული  სხდომის ოქმი.

ბოლოს, გამოვთქვამთ იმედს, რომ ქალაქის მერი ამჯერად მაინც გაიხსენებს მის მიერ დადებულ პირობას, გამოიჩენს კეთილგონიერებას და არ შეითანხმებს აღნიშნულ პროექტს მაზნიაშვილისა და ჟორდანიას კუთხეში.

ბათომი
ბათომი

საზოგადოება „ბათომი“

რას არ ეუბნებიან ამომრჩეველს ხელისუფლება და პარტიები არჩევნების წინ – დისკუსია

როგორ მივიღოთ ადგილობრივი დემოკრატიული ხელისუფლება – ამ თემაზე ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია შედგა. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებულ დისკუსიაზე მომხსენებლები იყვნენ: ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე და „ევროპული საქართველოს“ ბათუმის მერობის კანდიდატი პეტრე ზამბახიძე. დისკუსიის მოდერატორი ჟურნალისტი ნატა იმედაიშვილი იყო.

ანგარიშვალდებულების მნიშვნელობაზე ისაუბრა ასლან ჭანიძემ. მისი აზრით, მოცემულობა მაშინ შეიცვლება, თუკი პოლიტიკოსები იგრძნობენ, რომ ისინი ამომრჩეველთან არიან ანგარიშვალდებული და არა პოლიტიკურ ლიდერებთან.

„გინახავთ სადმე საკრებულოს წევრს ანგარიში ჩაებარებინოს მოსახლეობისთვის? მე არ მინახავს. პირიქით, მედიაში ჟღერდება ინფორმაცია, რომ, მაგალითად, ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი მიქელაძე თვეების განმავლობაში არ დადის საკრებულოს სხდომებზე და შემდეგ ის ისევ საარჩევნო სიაშია. ამომრჩეველს პოლიტიკური პარტიები არც იმას ეუბნებიან, როგორ არჩევენ კანდიდატებს, რა კრიტერიუმების მიხედვით, ვინ არჩევს… შესაბამისად, ვისმენთ ერთსა და იმავე დაპირებებს, ტოპ სამეული გვაქვს უკვე – დასაქმება, პენსია, სოციალური დახმარება. ამიტომაც ამბობს ამომრჩეველი, რომ დაიღალა,“ – აღნიშნა ასლან ჭანიძემ, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელმა.

„მთავარია, პრობლემას ხედავდეს ადგილობირივი ხელისუფლება,“ – თქვა დისკუსიაზე პეტრე ზამბახიძემ. მან, ძირითადად, მოქალაქეების თვითმმართველობაში ჩართვის აუცილებლობაზე ისაუბრა და იმაზე, თუ რა ფორმით უნდა მონაწილეობდნენ ამომრჩევლები თვითმმართველობის მართვაში.

„ორი რამ აშინებთ საქართველოში ხელისუფლებებს ყველაზე მეტად – დამოუკიდებელი თვითმმართველობა და სასამართლო,“ – თქვა დისკუსიაზე ზვიად ქორიძემ. მან თვითმმართველობის ისტორია მიმოიხილა, თუ როგორ არიდებდა თავს სხვადასხვა დროს ხელისუფლება ძლიერი თვითმმართველობის შექმნას მიუხედავად იმისა, რომ მოსვლამდე ისინი ზუსტად თვითმმართველობების გაძლიერებას ჰპირდებოდნენ ამომრჩეველს. მან ისაუბრა იმაზეც, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამაც უარი თქვა პატარ-პატარა თვითმმართველობების შექმნაზე და მათ გაძლიერებაზე.

„საინტერესოა, რომ ამ საკითხზე ორი ინსტიტუტის პოზიცია დაემთხვა ერთმანეთს – უშიშროების სამსახურის და ეკლესიის… მაგალითად, მარნეულს, სადაც 27 ათასი ადამიანი ცხოვრობს, პირდაპირ უთხრეს, რომ თვითმმართველი ქალაქი არ უნდა იყოს, რადგან შესაძლოა აზეირბაიჯანელი მერი აირჩიოთო. ჩვენ ამის არ უნდა შეგვეშინდეს… დღეს ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ერთნაირ  დაპირებას სოციალურ პრობლემებზე, გამწვანებაზე, თუ დასაქმებაზე, მაგრამ არ ისმის მთავარი – იქნება თუ არა დემოკრატიული საკრებულო, რამდენად ისმის ჩემი ხმა საკრებულოში?“- აღნიშნა ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ.

ზვიად ქორიძემ ახსენა დასავლური პრაქტიკაც, სადაც ქართული რეალობისგან განსხვავებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლის ინტერესი გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა არჩევნებზე, რადგან ამ დროს „პრობლემა უფრო ახლოს მიდის მოქალაქესთან…“

 

 

იყიდება ან გირავდება ბინა ძველ ბათუმში

ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე, #7 მეორე სართულზე გირავდება ან იყიდება ოროთახიანი გარემონტებული ბინა.

ფასი შეთანხმებით.

მობილური: 593 620 982

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის პარტიული ოფისის შენობა გაყიდა

პარტიული ოფისის შენობა ბათუმში, მემედ აბაშიძის #44-ში, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ ეკუთვნის. მემედ აბაშიძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში მდებარე სამსართულიანი შენობა პარტიამ გაყიდა.

პარტიის ოფისში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შენობა წინასაარჩევნოდ, ფინანსური საჭიროების გამო გაყიდეს. თუმცა შენობის ნაწილი გასული წლის დეკემბერშია გაყიდული.

„ეს იყო ჩვენი საკუთრება და გავყიდეთ. დროებით ვრჩებით ამ ოფისში და, სავარაუდოდ, ახალ წლამდე გადავალთ სხვა შენობაში. რამდენიმე ალტერნატივა არსებობს, ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით,“ – გვითხრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია აბულაძემ.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი ოფისი შენობის ნაწილი [459 კვადრატული მეტრიდან 283 კვადრატული მეტრი] ჯერ კიდევ 2016 წლის 12 დეკემბერს გაუსხვისებია. ამონაწერში მესაკუთრედ ჩანს შპს „ელიტარული სახლი“. რეესტრის მონაცემებით, „ელიტარული სახლი“ 2016 წლის 2 დეკემბერს არის დაფუძნებული, რომლის იურიდიული მისამართიც მემედ აბაშიძის #44-ია. ამ კომპანიას ორი დამფუძლებელი ჰყავს – ჯუმბერ მოწყობილი და ბესიკ თავდგირიძე.

მეორედ პარტიის შენობა, უკვე მთლიანი ფართობი, გაუსხვისებია 2017 წლის 7 ივნისს. ამ შემთხვევაში მყიდველად საჯარო რეესტრში დაფიქსირებულია გელა დევაძე. გელა დევაძე აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის მეგობარია.

შენობა, როგორც პარტიაში გვითხრეს, 260 ათას დოლარად გაიყიდა.

შენობა, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისი იყო განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

 

IMG_0002

სტიქიით დაზარალებული ბაჯელიძეების ოჯახი: დახმარება არ მიგვიღია

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებული მეწყრით დაზარალებული ბაჯელიძეების ოჯახი აცხადებს, რომ სახელმწიფო განსახლების პროგრამით არ უსარგებლიათ და ამ პროგრამით გათვალისწინებული  თახა, 25 000 ლარი არ აუღიათ:

„რადგან 25 000 ლარით ვერაფერს შევიძენდით, ამ თანხის მიღებაზე უარი განვაცხადეთ, საჭირო დოკუმენტებიც არ წარგვიდგენია” – ამბობს გაბრიელ ბაჯელიძე.

[highlight color= red]ამავე თემაზე: მეწყერმა ქედაში საცხოვრებელი სახლი წაიღო[/highlight]

სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახთან დაკავშირებით ინფორმაცია batumelebi.ge – ზე დღეს დილით გამოქვეყნდა. ინფორმაციაში მოყვანილი იყო ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ციტატა იმასთან დაკავშირებით, რომ ბაჯელიძეების ოჯახმა  სახელმწიფოს განსახლების პროგრამით დახმარება მიიღო.

მას შემდეგ, რაც ბაჯელიძეების ოჯახი „ბათუმელებს“ დაუკავშირდა და ინფორმაცია მოაწოდა იმის შესახებ, რომ მათ დახმარება არ მიუღიათ, ქედის გამგებელს ხელახლა დავუკავშირდით ინფორმაციის დასაზუსტებლად. დავით დუმბაძე აღნიშნულთან დაკავშირებით ამბობს, რომ მან  სახელმწიფოსგან თანხის გამოყოფა იგულისხმა და ასეთი განმარტება გააკეთა:

„სახელმწიფომ ამ ოჯახს 25 000 ლარი გამოუყო, თუმცა ანგარიშზე მხოლოდ იმიტომ არ დაერიცხათ, რომ ოჯახმა საჭირო დოკუმენტი არ წარადგინა”.

სახლის დამეწყრის დროს გაბრიელ ბაჯელიძის ოჯახის შვიდი წევრიდან მხოლოდ ორი იმყოფებოდა სახლში, სტიქიის შედეგად არავინ დაზიანებულა.

გუშინ, 17 ოქტომბერს, საღამოს, მთიდან ჩამოსულმა მიწის მასამ ბაჯელიძეების საცხოვრებელი სახლი, ბოსელთან და საქონელთან ერთად წაიღო.

IMG-20171018-WA0001

ბაჯელიძეების დამეწყრილი სახლი
ბაჯელიძეების დამეწყრილი სახლი

როდის დაეხმარებიან ხულოში დამეწყრილ ოჯახებს

ხულოში, სოფელ რაქვთაში მეწყერი გუშინწინ ჩამოწვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხულოს მერობის კანდიდატი – ირაკლი ჯორბენაძე ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დამეწყრილ მოსახლეობას ყურადღებას არ აქცევს. მისი თქმით, ქვედა და ზემო რაქვთაში ოთხი ოჯახის გასახლებაა საჭირო. ერთი ოჯახი კი მეზობელთან ცხოვრობს.

მეწყრის შედეგად დაზარალებულმა რომან მიქელაძის ხუთსულიანმა ოჯახმა გუშინწინ დატოვა საკუთარი სახლი.

„გამგეობის წარმომადგენლები და გეოლოგები დღეს იყვნენ მოსულები. გამგებელმა მითხრა, ყველაფერი იქნებაო, მაგრამ კონკრეტულად რა იქნება, არ უთქვამს. ჩვენ ვითხოვთ ყურადღებას. როდემდე უნდა ვიყო მეზობელთან? ფაქტია, რომ ჩემს სახლში აღარ იცხოვრება, სხვა წასასვლელი მე არ მაქვს,“ – გვითხრა რომან მიქელაძემ.

ხულოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ბოლქვაძე ამბობს, რომ რაქვთაში დამეწყრილი მოსახლეობა გუშინ მოინახულა და ამის ამსახველი ფოტომასალაც გაავრცელეს ხულოს გამგეობის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

„გუშინ ვიყავი ასული რაქვთაში. გამგეობას არ ჰყავს გეოლოგები, რომ აგვეყვანა. ვიზუალური დათვალიერების შედეგად ჩვენ ორ ოჯახს მივეცით რეკომენდაცია, რომ დროებით გასულიყვნენ მეზობლებთან საცხოვრებლად. დღეს იქ უკვე მუშაობენ გეოლოგები და ველოდებით მათ დასკვნას. ისინი აჭარის გეოლოგიის სამსახურიდან არიან. როგორც კი დაიწერება დასკვნა, ჩვენ დაჩქარებული წესით გავმართავთ კომისიის სხდომას და მივიღებთ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, არსებობს საშუალება, რომ ამ ოჯახებს გადავუხადოთ ბინის ქირის ფული. შემდეგ კი არსებობს საშუალება ისარგებლონ საცხოვრებელი სახლის შესყიდვის პროგრამით, რასაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. თითო ოჯახისთვის 25 ათასი ლარია გათვალისწინებული,“ – გვითხრა ლაშა ბოლქვაძემ.

მთავარ ფოტოზე: ხულოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი სოფელ რაქვთაში. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ფოტო. 

 

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტმა ახალი კვლევითი ცენტრის მშენებლობა დაიწყო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ქობულეთში ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ახალი, თანამედროვე ცენტრის მშენებლობა დაიწყო. ცენტრის მშენებლობას საძირკველი დღეს, 18 ოქტომბერს ჩაეყარა.

ოფიციალური ინფორმაციით, კვლევითი ცენტრის მშენებლობა უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან ერთი მილიონ 578 ათასი ლარით დაფინანსდება,  800 ათასი ლარი კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.

„ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ახალი ცენტრი 1100 კვ.მ ფართობზე, სამსართულიან  შენობაში განთავსდება, რომელიც პროექტის მიხედვით, მთლიანად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ითვალისწინებს კვლევითი სფეროს სპეციფიკისათვის საჭირო ინფრასტრუქტურას“.

ბსუს-ს ინფორმაციით, ინსტიტუტში განთავსდება მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია, მიკრობიოლოგიის ლაბორატორია, მიკოლოგიის ლაბორატორია, ბიომრავალფეროვნების კვლევის ლაბორატორია და სამკურნალო მცენარეთა ლაბორატორია. 5.2 ჰ მიწის ფართობზე კი საცდელი ნაკვეთი უნდა განთავსდეს, სადაც ერთწლიანი და მრავალწლიანი მცენარეების კვლევა იწარმოებს.

კვლევითი ცენტრის მშენებლობას სამშენებლო კომპანია ,ვექტორი“ ახორციელებს. მშენებლობა 2018 წლის ივნისში უნდა დასრულდეს.

ახალი კვლევითი ცენტრის საძირკვლის ჩაყრას მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძეც ესწრებოდნენ.
ახალი კვლევითი ცენტრის საძირკვლის ჩაყრას მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, განათლების მინისტრი, ინგა შამილიშვილი და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძეც ესწრებოდნენ.

საუკეთესოდ ილუსტრირებული წიგნები

კითხვისას მთავარი თითქოს მხოლოდ ტექსტია, მაგრამ სანამ წიგნები ჩვენამდე იმ სახით მოვა, რა სახითაც მაღაზიის თაროებზე ვხედავთ, უამრავი ადამიანის შრომაა საჭირო. რედაქტორებს, კორექტორებს, დამკაბადონებლებს, ყდის დიზაინერებსა და ილუსტრატორებს ბევრი ფიქრი უწევთ, როგორ შეფუთონ ტექსტი საინტერესოდ და კითხვის პროცესი დაუვიწყარ სიამოვნებად აქციონ. შევჩერდეთ ილუსტრატორებზე.

იშვიათად, მაგრამ ისეთი წიგნებიც არსებობს, რომელთა ავტორები და მხატვრები ერთი და იგივე ადამიანები არიან, ისეთებიც,  რომელთა ნახატებიც ზუსტად ემთხვევა გმირებზე ჩვენს წარმოსახვას. ზოგიერთი საქვეყნოდ აღიარებული და ყველასთვის საყვარელი მწერალი ილუსტრატორიცაა იმავდროულად.

გუსტავ დორე – „გარგანტუა და პანტაგრუელი“

მეცხრამეტე საუკუნის მხატვარი და ილუსტრატორი, გუსტავ დორე 15 წლის იყო, როცა ილუსტრირებული ნაწარმოებები პირველად გამოაქვეყნა. ათი წლისა უკვე დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ ილუსტრაციებს ქმნიდა.

1845 წელს ჟურნალ La Caricature-ს დამფუძნებელმა, შარლ ფილიპონმა, 15 წლის ილუსტრატორი სამწლიანი კონტრაქტით დაასაქმა სატირულ გამოცემაში. ჟურნალში დორეს ის უნარები განუვითარდა, რამაც საბოლოოდ ჩამოაყალიბა ილუსტრატორად.

ბიბლია, მილტონის „დაკარგული სამოთხე“, დანტეს „ღვთაებრივი კომედია“, შარლ პეროს ზღაპრები, ბალზაკის, შატობრიანის, თეოფილ გოტიეს ნაწარმოებები – გუსტავ დორეს ასობით გამოცემა აქვს ილუსტრირებული. ამჯერად ფრანსუა რაბლეს წიგნის „გარგანტუა და პანტაგერუელის“ ილუსტრაციებს წარმოგიდგენთ.

0d46b0eff669f20fd097dd886c5f697a--gustave-dore-gargantua

იხილეთ მეტი.

მამუკა თავაქარაშვილი – „ვეფხისტყაოსანი“

„ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებს ბევრი მხატვარი ქმნიდა სხვადასხვა დროს. არსებობს მიხაი ზიჩის, ლადო გუდიაშვილის, თამარ აბაკელიას, სერგო ქობულაძის ილუსტრაციები, ასევე XVII საუკუნის ე.წ. თარხან-მოურავისეული „ვეფხისტყაოსნის“ სპარსულ სტილში შესრულებული მინიატურები, რომლის ავტორიც უცნობია.

ქვემოთ მოცემული მინიატურები XVII საუკუნის ქართველ კალიგრაფსა და მხატვარ-მინიატურისტ, მამუკა თავაქარაშვილს ეკუთვნის. დახვეწილობის, ორიგინალურობისა და მაღალი მხატვრული ღირებულების გარდა, „ვეფხისტყაოსნის“ ამ ილუსტრაციების შექმნის ისტორიაც გამორჩეული და საინტერესოა: თავაქარაშვილი იმერეთის მეფის კარზე ალექსანდრე  III-ის მდივან-მწიგნობარი იყო. 1634 წელს ის სამეგრელოს მთავარ ლევან მეორე დადიანის ტყვედ ჩავარდა და სწორედ ტყვეობაში დაასურათა და გადაწერა „ვეფხისტყაოსანი“.

1-e1839be18390e1839be183a3e18399e18390-e18397e18390e18395e18390e183a5e18390e183a0e18390e183a8e18395e18398e1839ae18398

e18390e18395e18397e18390e1839ce18393e18398e1839ae18398-e18393e18390-e183a8e18394e183a0e1839be18390e18393e18398e1839ce18398

e183a2e18390e183a0e18398e18394e1839ae18398e183a1-e1839be18398e18394e183a0-e183a0e18390e1839be18390e18396e18398e183a1-e18393e18390

e1839ce18390e183aee18394e183a1-e183a3e183aae183aee1839d-e1839be1839de183a7e1839be18394-e18395e18398e1839ce1839be18394

იხილეთ მეტი.

ტუვე იანსონი – მუმინების სერია

ფინელ მწერალს, ტუვე იანსონს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა მუმინების – გამოგონილი არსებების შესახებ შვედურ ენაზე დაწერილმა საბავშვო წიგნების სერიამ. სერიის გმირები: დედა მუმინი, მამა მუმინი, სნუსმუმრიკი, მუმიტროლი, მორა, ვიფსლა და ტოფსლა მსოფლიოს ბავშვებმა და არამარტო ბავშვებმა გამოჩენისთანავე შეიყვარეს. მუმინების სერია შვიდი წიგნისგან შედგება, 1950-1960-იან წლებში წიგნები მრავალმილიონიანი ტირაჟით გამოიცემოდა მთელ მსოფლიოში. მუმინების სერიის რიგით მესამე წიგნი „ჯადოსნის ქუდი“, მაგალითად, გამოსვლისთანავე 34 ენაზე ითარგმნა, მათ შორის იაპონურ, ტაილანდურ ენებზე და ფარსზე. ტუვე იანსონი ერთდროულად მუმინების სერიის წიგნების ავტორიცაა და ილუსტრატორიც.

 

b1d7812d313d70adbbe52065aecd1b49--tove-jansson-book-illustrations

 

896720b02f71907f19015ada24c5c1d4

Òóâå ßíñîí. Ìóìè-òðîëëü. Îïàñíîå ëåòî.

იხილეთ მეტი.

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი -,,პატარა უფლისწული”

საფრანგეთში მეოცე საუკუნის საუკეთესო წიგნად აღიარებული, ყველა დროის ბესტსელერის „პატარა უფლისწულის“ ავტორიც და ილუსტრატორიც ანტუან დე სენტ-ეგზიუპერია. წიგნი პირველად 1943 წელს გამოქვეყნდა ინგლისურ ენაზე ნიუ-იორკში, საფრანგეთში კი, ფრანგულ ენაზე 1946 წელს გამოსცეს.

fa759fe5

fe708d2a116c5629b9d05478c06f5300--le-petit-prince-bird-illustration

11.15.15_Screenings.FamilyFlicks.the_LittlePrince.drawing

იხილეთ მეტი.

ჟან-ჟაკ სემპე – „პატარა ნიკოლა“

რენე გოსინის წიგნების სერია პატარა ნიკოლას შესახებ ჟან-ჟაკ სემპეს ილუსტრირებულია. პატარა მოთხრობებისგან შემდგარი დიდი სერიის მთავარი მოქმედი გმირი 1960 წლებში მცხოვრები პატარა ბიჭია. წიგნებში გარდა სასკოლო ისტორიებისა, ბავშვის თვალით დანახული გარემოა ნაჩვენები: ოჯახური შეხლა-შემოხლა, მეზობლებთან ურთიერთობები, მამის ურთიერთობა სამსახურში უფროსთან და ა.შ.

ჟან-ჟაკ სემპე იუმორისტული ნახატების ოცდაათზე მეტი კოლექციის ავტორია. თანამშრომლობს როგორც ფრანგულ, ასევე ინგლისურენოვან გამოცემებთანაც: 1978 წელს New Yorker-ის ყდის დიზაინზე პირველად იმუშავა და მას შემდეგ პერიოდულად თანამშრომლობს ჟურნალთან.

ჟან-ჟაკ სემპეს და რენე გოსინის წიგნების სერიას „პატარა ნიკოლას“ 1960-იანი წლებიდან დღემდე 39 ენაზე კითხულობენ მსოფლიოში, თუმცა ქართულად ჯერ ეს წიგნი არ არის ნათარგმნი. არსებობს „პატარა ნიკოლას“  მულტფილმების, ფილმების სერია და ვიდეოთამაშები.

 

e2940c06afb202573a2dd9991369bc1a

photo-de-classe-pt-nicolas

images

 იხილეთ მეტი.

მორის სენდაკი – „იქ, სადაც ურჩხულები ცხოვრობენ“

ამერიკელი მწერლისა და მხატვრის, მორის სენდაკის  ეს წიგნი 1963 წელს დაიბეჭდა. „იქ, სადაც ურჩხულები ცხოვრობენ“ სენდაკის პირველი წიგნია, რომლის ტექსტისა და ილუსტრაციების ავტორიც თვითონაა. აქამდე მწერალი სხვისი ნაწარმოებების ილუსტრატორი იყო. თავდაპირველად წიგნი უარყოფითად შეაფასეს და ბიბლიოთეკებში არც კი შეჰქონდათ ილუსტრაციების გამო, რომლებშიც მთავარი გმირის, მაქსისა და დედამისის კამათის სცენები ჩანდა. ამასობაში კი ამერიკელ ბავშვებს უკვე წაკითხული ჰქონდათ მორის სენდაკი და  თავად ითხოვდენენ წიგნს ბიბლიოთეკებში. სენდაკის წიგნმა 1964 წელს კალდეკოტის საუკეთესო ილუსტრირებული წიგნის პრიზი მიიღო. პრიზი 1938 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს გაიცემა აშშ-ში, საუკეთესო მხატვარ-ილუსტრატორებზე.

22627675_1589224037783037_1205246895_n

22551815_1589224447782996_1099237360_n

22560999_1589224704449637_1715220491_o

22561066_1589224251116349_83195237_o

22561170_1589222207783220_1761397668_o

იხილეთ მეტი.

ილონ ვიკლენდი – „სახურავის ბინადარი კარლსონი“

შვედმა ილუსტრატორმა ილონ ვიკლენდმა და ასტრიდ ლინდგრენმა ერთმანეთი სტოკჰოლმის ერთ-ერთ გამომცემლობაში გაიცნეს, ლინდგრენს ვიკლენდის ნახატები მოეწონა და მალე მათი პირველი, ერთობლივი წიგნი „მიო, ჩემო მიო“ გამოიცა 1954 წელს. მას შემდეგ ვიკლენდი ასტრიდ ლინდგრენის შვედურენოვანი გამოცემების ილუსტრაციებზე მუშაობდა.

22551786_1589236367781804_738723770_n (1)

22627594_1589236327781808_772019953_n

საკრებულოს წევრობის იმამი კანდიდატები

ხულოში საკრებულოს წევრობას მუსლიმი სასულიერო პირები აპირებენ. სოფელ ხიხაძირში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ავთანდილ გაბაიძეა. იგი სოფელ ოშანახევის იმამია. სოფელ დანისპარაულში კი, საკრებულოს წევრობას ასევე სასულიერო პირი – ამირან პაპიძე აპირებს. ის „ევროპულმა საქართველომ“ დაასახელა მაჟორიტარობის კანდიდატად. ხულოს მუფთის, ასლან აბაშიძის თქმით, ორივე მათგანი იმამია ხულოს სხვადასხვა სოფელში.

„ამირან პაპიძე ემსახურება რელიგიას. ის მოლა და ხოჯა არ არის, მრევლთან არის უბრალოდ, ნაკურთხი არ არის,“ – ამბობს ნუგზარ სოლომონიძე „ევროპული საქართველოს“ ხულოს მერობის კანდიდატი. მისი მტკიცებით, ამირან პაპიძემ რაიმე კონკრეტული პოზიცია მეჩეთში არ აქვს. „ასე მორწმუნე მეც ვარ და მეც დავდივარ,“ – დასძენს ნუგზარ სოლომონიძე.

„ევროპულ საქართველოს“ ლიდერებმა ამ საკითხზე „ბათუმელებთან“ სასაუბროდ ვერ მოიცალეს, მათ შორის ვერც გიგა ბოკერიამ, რომელიც სეკულარიზმის პრინციპის დაცვაზე ხშირად საუბრობს. პარტიიდან მხოლოდ ეს მოგვწერეს:

„ამირან პაპიძე მისი თემის ხოჯაა. ამ სტატუსს კი ჩვენ არ განვიხილავთ, როგორც სასულიერო ხარისხს მისი კლასიკური გაგებით. პაპიძე თემის ორგანიზაციულ საკითხებს ხელმძღვანელობს“.

ხიხაძირის მაჟორიტარობის კანდიდატია „ქართული ოცნებიდან“ ავთანდილ გაბაიძე. ის აქამდე იმამად იყო სოფელ ოშანახევის მეჩეთში. პარტია „ქართული ოცნების“ ხულოს ორგანიზაციის თავმჯდომარის, ბესიკ ბაუჩაძის განმარტება ამ საკითხზე ასეთია:

„პირველ რიგში, ის არის პედაგოგი, ავტორიტეტული და პატიოსანი პიროვნება, უყვარს მეზობლებს და ყველას. მე არც მქონდა ინფორმაცია, რომ ის იმამი იყო“.

რატომ არ ჩათვალა პარტიამ პრობლემად სასულიერო პირის საკრებულოს წევრობა, თუკი მმართველი პარტია პატივს სცემს სეკულარიზმის პრინციპის დაცვას? – ბესიკ ბაუჩაძე ამბობს, რომ „პარტიას ამ საკითხზე ყურადღება არ გაუმახვილებია.“

დარჩება თუ არა იმამის პოზიციაზე ავთანდილ გაბაიძე, თუ მას საკრებულოს წევრად აირჩევენ? – ბესიკ ბაუჩაძემ გვიპასუხა, რომ „არჩევანი თვითონ უნდა გააკეთოს“. მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი პრობლემას ვერ ხედავს, თუკი იმამი იმავდროულად საკრებულოს წევრი იქნება.

„მაჟორიტარობის კანდიდატობის სურვილი თვითონ გამოხატა. იქ არ იყო მითითებული, რომ იმამი იყო. მას გაუჩნდა პოლიტიკაში ყოფნის სურვილი. გადავხედეთ მის ბიოგრაფიას, წესიერი, კულტურული ადამიანია და შევარჩიეთ. ახლა პიროვნულ თავისუფლებაში ჩვენ ვერ ჩავერევით. თუ რაიმე პრინციპს ეწინააღმდეგება იმამის ყოფნა საკრებულოში, ის თვითონ არ დაარღვევს არაფერს, ისეთი კაცია, თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას,“ – გვითხრა ბესიკ ბაუჩაძე.

ამ საკითხზე პოზიციის გაგება „ბათუმელებს“ მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერებისგანაც სურდა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გია ვოლკის ტელეფონზე მისმა თანაშემწემ გვიპასუხა. „ცესკოს მიმართონ, მე ვერაფერს ვიტყვიო,“ – გვიპასუხა თანაშემწემ „საკითხის გარკვევის შემდეგ“.

კომენტარი ასევე არ გააკეთა არჩილ თალაკვაძემ – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. მან მოგვწერა, რომ განმარტებას პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი გააკეთებდა.

„მე უკვე დავწერე განცხადება გათავისუფლებაზე,“ – გვითხრა ხიხაძირში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ავთანდილ გაბაიძემ. მისი თქმით, ჯერ არ მოსვლია დადასტურება სამუფთოდან განცხადების დაკმაყოფილების შესახებ. წერილი იმამობიდან წასვლაზე ორი დღის წინ დაუწერია სამუფთოში – „რუსთავი 2“-ში მის შესახებ გასული სიუჟეტის შემდეგ. ამბობს, რომ მედიამ არასწორად გააშუქა ამბავი, რადგან „მე ვისაც ვალოცებ, ისინი არ არიან ჩემი ამომრჩევლები. მე ხიხაძირში ვარ კანდიდატი, სალოცავი კი სხვა სოფელშია – ოშანახევში“.

ავთანდილ გაბაიძე, პარტიის ხელმძღვანელი პირების მსგავსად, პრობლემას ვერ ხედავს, თუკი მეჩეთში ლოცვასაც აღავლენს და საკრებულოს სხდომებსაც დაესწრება. „დავწერე გადადგომაზე განცხადება, რადგან ფიზიკურად ძნელია ასე, ორ სამსახურს ვერ მოვასწრებ,“ – გვითხრა მან.

პრობლემას ხედავს და თან რელიგიური დაპირისპირების საფრთხეს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. მისი აზრით, სასულიერო პირების დასახელება საკრებულოს წევრობის კანდიდატებად მიუთითებს იმას, რომ „პარტიას არ აქვს საკმარისი რესურსი, თავისი ძალებით მივიდეს ამომრჩეველთან. ის იძულებულია ისესხოს ეს ძალა სხვა აქტორებისგან. ეს მიტმასნების პოლიტიკაა“, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

პოლიტოლოგის აზრით, თუკი პოლიტიკური პარტიები საკრებულოს წევრებად აქცევენ სასულიერო პირებს, რელიგიური დაპირისპირების რისკიც არსებობს. „მით უმეტეს ისეთ რეგიონში, როგორიც აჭარაა. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკა არ ჩაერიოს რელიგიის საქმეში და პირიქით,“ – დასძენს კორნელი კაკაჩია.

იცვლება თუ არა მოცემულობა, თუკი საკრებულოს წევრი იმამი აღარ იქნება? – „მე ვფიქრობ – არა. თუ ასეა, უკეთესი იქნებოდა, კანდიდატად დასახელებამდე შეეწყვიტა სასულიერო საქმიანობა და თავისი სახელით მისულიყო ამომრჩევლამდე,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი.

 

 

 

 

 

ენმ: ბათუმში ამომრჩევლები არარსებულ მისამართებზე არიან რეგისტრირებული

„ბათუმში არარსებულ მისამართებზე ამომრჩევლები არიან რეგისტრირებული,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, მირდატ ქამადაძემ. მან დღეს ბრიფინგი მამია ვარშანიძის მეოთხე ჩიხში გამართა და თქვა, რომ ჩიხში სულ სამი მისამართია, საარჩევნო სიაში კი ამ ჩიხში – 50 ამომრჩეველი.

„ამ ჩიხში შეგიძლიათ ნახოთ მხოლოდ სამი მისამართი, სამი სახლი. დანარჩენი მისამართი ბუნებაში არ არსებობს, მაგალითად, მეოთხე ან მეთხუთმეტე. ეს ამომრჩევლები ცხოვრობენ იმ მისამართზე, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. არსებობს რისკი, რომ ისინი იყვნენ რეგისტრირებული სხვაგანაც და იქაც მისცენ ხმა. ამ დროისთვის არ გვაქვს ინფორმაცია, ეს ადამიანები იყვნენ თუ არა რეგისტრირებული აქ წინა არჩევნებზე, ან არიან თუ არა ისინი სხვა საარჩევნო ოლქის სიაშიც,“ – გვითხრა მირდატ ქამადაძემ.

„სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორი, მადონა ბერიძე მიიჩნევს, რომ პრაქტიკულად უნდა გადამოწმდეს ეს მისამართები დაინტერესებული მხარის, ან საარჩევნო ოლქის მიერ.

„შესაძლებელია, რომ იქ იყო ძველი იტალიური ეზო, ან კორპუსი და ამ ადამიანებს დარჩათ ძველი იურიდიული მისამართი. შეიძლება ახლა დაამატეს მოქალაქეების განცხადების საფუძველზე. ორი რეგისტრაციის ადგილი მოქალაქეს ვერ ექნება,“ – ამბობს ის.

ბათუმის საარჩევნო საოლქო კომისია ამ შემთხვევის შესწავლას არ აპირებს. კომისიაში გვითხრეს, რომ ამომრჩეველი ერთი პირადობის მოწმობით აძლევს ხმას და პრაქტიკულად გამორიცხულია ერთი და იგივე ამომრჩეველი ორ ადგილას იყოს რეგისტრირებული.

„ჩვენ სიებთან შეხება არ გვაქვს. სიებს იუსტიციის სამინისტრო უგზავნის ცესკოს, ცესკო – ჩვენ. გაორება გამორიცხულია,“ – გვითხრა ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ვალერი ბერიძემ.

რატომ შეიძლება იყვნენ რეგისტრირებული არარსებულ მისამართებზე ამომრჩევლები? – „ბათუმელები“ ცესკოს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ კომენტარს საკითხში გარკვევის შემდეგ გააკეთებენ.

მთავარ ფოტოზე: „სპაიდერმენი“ საარჩევნო უბანზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

ამავე თემაზე: ბათუმში ამომრჩეველთა რაოდენობა ცესკოს სიაში უფრო მეტია, ვიდრე სტატისტიკის მონაცემებით

 

 

 

რუსეთი, იტალია, საბერძნეთი, აშშ – საიდან გადმოირიცხა ყველაზე მეტი ფული საქართველოში

საქართველოს ეროვნული ბანკის [სები] ინფორმაციით, 2017 წლის სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 124.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 306.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.2 პროცენტით [24.2 მლნ აშშ დოლარით] მეტია 2016 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სების მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი ფული რუსეთიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან და აშშ-დან გადმოირიცხა. შემდეგ მოდის: ისრაელი, თურქეთი, გერმანია და სხვა ქვეყნები:

fulgzav_geo161017

2017 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19 მლნ აშშ დოლარი [46.8 მლნ ლარი] გადაიგზავნა, ნაცვლად 15.3 მლნ აშშ დოლარისა [35.4 მლნ ლარისა] გასული წლის სექტემბერში.

მზიანი ამინდი ერთი კვირა შენარჩუნდება

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის სინოპტიკოსების პროგნოზით, აჭარაში მზიანი ამინდი ერთი კვირა შენარჩუნდება. ძლიერი წვიმის შემდეგ, ბათუმში დღეს, 18 ოქტომბერს, გამოიდარა. ჰაერის საშუალო ტემპერატურა 19-20 გრადუსია.

ამინდის პროგნოზის მიხედვით, უახლოეს დღეებში ჰაერი 25 გრადუსამდე გათბება. მზიანი ამინდი იქნება მთაშიც, სადაც დღისით ჰაერის საშუალო ტემპერატურა 7-12 გრადუსი იქნება.

მეწყერმა ქედაში საცხოვრებელი სახლი წაიღო

ქედაში, სოფელ ოტომბერში, გუშინ, საღამოს მთიდან ჩამოსულმა მეწყერმა ომარ ბაჯელიძის საცხოვრებელი სახლი და ბოსელი წაიღო ოთხ სულ საქონელთან ერთად. გვიან ღამით მეწყერი განვითარდა მეძიბნა – აგითის დამაკავშირებელ სასოფლო გზაზეც – სტიქიამ გზა მთლიანად წაიღო.

ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაზიანებულა. ,,მიწის დიდი მასა ჩამოვიდა, რამაც საცხოვრებელი სახლი და ბოსელი მთლიანად წაიღო, სტიქიის შედეგად არავინ დაზიანებულა, ბაჯელიძეების ოჯახი სამინისტროს განსახლების პროგრამაში იყო ჩართული და სახელმწიფოსგან 25 000 ლარი რამდენიმე თვის წინ მიიღო, თუმცა ოჯახს საცხოვრებელი სახლი არ შეუძენია, ამ დროისთვის ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი,” – ამბობს დავით დუმბაძე.

დამატება: მოგვიანებით „ბათუმელებს“ ბაჯელიძეების ოჯახიდან დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ მათ სახელმწიფო განსახლების პროგრამით არ უსარგებლიათ და ამ პროგრამით გათვალისწინებული  თახა, 25 000 ლარი არ აუღიათ. 

„რადგან 25 000 ლარით ვერაფერს შევიძენდით, ამ თანხის მიღებაზე უარი განვაცხადეთ, საჭირო დოკუმენტებიც არ წარგვიდგენია” – ამბობს გაბრიელ ბაჯელიძე.

 

 

 

ესტაკადა ბათუმის პორტთან – 15 მილიონი ლარი და 2 პრეტენდენტი

ბათუმის პორტთან, ბაქოს ქუჩაზე, ესტაკადის მოწყობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორი კომპანია სთავაზობს: „ბლექ სი გრუპი“ და „კავკასუს როუდ პროჯექტი“. პირველი კომპანია მზადაა გადასასვლელი საავტომობილო ხიდი 15 297 410 ლარად ააშენოს, ხოლო მეორე კომპანია იგივე სამუშაოს – 14 370 000 ლარად შეასრულებს.

სამინისტროს სატენდერო თანხა 15 297 410 ლარი იყო. ტენდერში წინადადებების მიღება 17 ოქტომბერს დასრულდა. გამარჯვებულს კი სატენდერო კომისია ამ ორ კომპანიას შორის გამოავლენს.

ესტაკადის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 320 დღეში უნდა დასრულდეს.


საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ესტაკადა უნდა აშენდეს, შპს „აიდიემის“ მიერაა მომზადებული. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ტენდერი არ გამოუცხადებიათ და მათ პროექტი „სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს“ შეუკვეთეს. სამინისტროში ასევე გვითხრეს, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში თანხა – 100 ათასი ლარი, სწორედ „სამხარაულის ბიუროს“ გადაუხადეს.

კომპანია „აიდიემში“ დაგვიდასტურეს, რომ დოკუმენტაციის მომზადება მათ „სამხარაულის ბიურომ“ შეუკვეთა.

„ბათუმის პორტთან, რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის სამუშაოები აჭარის მთავრობამ პირდაპირი წესით შეისყიდა,“ – ეს ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა მიმდინარე წლის მაისში გაავრცელა. მისივე ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ ხელშეკრულებას ხელი დახურულ შეხვედრაზე „ანბანის კოშკში“ მოაწერა. დეპუტატის ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტი 21 მილიონი ლარია და არსებობდა შეთანხმება, რომ ის ყაზახურ კომპანიას უნდა აეშენებინა.

იმავე დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის პორტთან გადასასვლელი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. ზურაბ პატარაძემ მაშინ აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობას ესტაკადის მშენებლობის სამუშაოს პირდაპირი წესით შესყიდვაზე ხელშეკრულება არ გაუფორმებია.

რკინიგზაზე [რომელიც ბათუმის პორტს და საქართველოს რკინიგზის ქსელს ერთმანეთთან აკავშირებს] გადასასვლელი ხიდი ასლან აბაშიძის დროს დაანგრიეს, რასაც აქ თევზისა და ხის გადამამუშავებელი კომბინატების ნგრევაც მოჰყვა, თუმცა ესტაკადის პროექტი მოგვიანებით, 2012 წელს მზად იყო. ესტაკადა ყაზახური ინვესტიციით, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მიერ უნდა აშენებულიყო.

რატომ თქვა უარი ამ პროექტზე აჭარის მთავრობამ, გაურკვეველია. ბათუმის მერიაში გასულ წელს „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ პროექტი მათთან შესულია, თუმცა, მშენებლობის ნებართვა გაცემული არ იყო. კონკრეტულად როდის შევიდა ეს პროექტი და რატომ ამბობდა მერია ნებართვის გაცემაზე უარს – ეს კითხვა მერიამაც უპასუხოდ დატოვა.

მთავარი ფოტო: ბათუმის დეპო, ბაქოს ქუჩა და ბათუმის პორტი / ესტაკადა ამ ადგილზე აშენდება / მანანა ქველიაშვილის ფოტო
ფოტო პროექტიდან, რომლის მიხედვითაც ესტაკადის ასაშენებლად ტენდერია გამოცხადებული
ფოტო ახალი პროექტიდან, რომლის მიხედვითაც ესტაკადა უნდა აშენდეს

 

თაღლითურად ბინის გასხვისების დროს უპირატესობა თავდაპირველ მესაკუთრეს მიენიჭება

„სადავო უძრავი ქონების რეგისტრაციის დროს უპირატესობა ბინის თავდაპირველ მესაკუთრეს მიენიჭება და არა თაღლითური გზით გასხვისებულ, მაგრამ კეთილსინდისიერ შემძენს,“ – ამბობს „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი. იგი მოქალაქე ნოდარ დვალის ინტერესებს იცავს, რომლის სარჩელიც დღეს, 17 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დააკმაყოფილა.

არჩილ ჩოფიკაშვილი განმარტავს, რომ ბოლო დროს ქვეყანაში არაერთი მოქალაქე გახდა თაღლითური სქემის მსხვერპლი. „ყველა ასეთ შემთხვევაში, სასამართლო უპირატესობას ანიჭებდა ბინის კეთილსინდისიერ შემძენს და კანონიერი მესაკუთრე ქუჩაში რჩებოდა,“ – დასძენს არჩილ ჩოფიკაშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უძრავი ქონების თავდაპირველ მესაკუთრეს უნდა ჰქონდეს უპირატესობა, თუკი კეთილსინდისიერი შემძენისთვის ცნობილი იყო, რომ მიმდინარეობდა დავა საჯარო რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებით.

თუკი ბინის კეთილსინდისიერი შემძენისთვის დავის არსებობის შესახებ უცნობი იყო, მაშინ მასზე და თავდაპირველ მესაკუთრეზე თანაბრად ნაწილდება სასამართლოში მტკიცების ტვირთი.

 

 

მოსამართლემ ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული გაამართლა 

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ავთანდილ გიორბელიძე გაამართლა. 2016 წლის პირველი იანვრიდან დღემდე ეს პირველი გამამართლებელი განაჩენია, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს განუხილავს ოჯახში ძალადობაზე. ამ პერიოდში ოჯახში ძალადობის მუხლით ბათუმში სულ 33 პირი გასამართლდა.

გამართლებულ ავთანდილ გიორბელიძეს საკუთარი და ედავებოდა ფიზიკურ ძალადობას. დაზარალებული ქალის ჩვენებით, ძმა მასთან ოჯახში შევიდა და დის თანდასწრებით სიტყვიერად შეურაცხყო, შემდეგ კი ხელები გადაუგრიხა, ყელში სწვდა და სცემა. დაზარალებულის და ამ საქმეში მთავარი მოწმე იყო.

დავის საგანი ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე კერძო საცხოვრებელი სახლია, რომელიც და-ძმას ანდერძით ერგო. სადავო გახდა საერთო ეზოს გამოყენება. დაზარალებულის მტკიცებით, ძმამ მასთან შეუთანხმებლად გააფართოვა მისი წილი საკუთრება. სამოქალაქო დავა და-ძმას შორის ამ დრომდე გრძელდება.

„პროკურატურა ეყრდნობოდა ძირითადად დების ჩვენებებს. სხვა მტკიცებულება საქმეში არ იყო. მოსამართლე ასევე დაეყრდნო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც დაზარალებულს ფიზიკური ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა,“ – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოდან მიღებული სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის პირველი იანვრიდან დღემდე ბათუმის საქალაქო სასამართლომ სულ 10 საქმე განიხილა ოჯახში ძალადობაზე. აქედან 9 გამამტყუნებელი შედეგით დასრულდა. მსჯავრდებულებიდან 5 პირს პირობითი მსჯავრი შეუფარდეს, ორ მსჯავრდებულს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გაწევა დაეკისრა, ერთი დაჯარიმდა, ერთს – თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ ორჯერ გამოიყენა ბათუმის საქალაქო სასამართლომ გასულ წელს. 2016 წელს ოჯახში ძალადობის მუხლით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სულ 23 საქმე განუხილავს. ოცდასამივე შემთხვევა გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდა. გასულ წელს პირობითი მსჯავრი შეუფარდეს 13 მსჯავრდებულს, 8 პირს – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, ხოლო ორს – თავისუფლების აღკვეთა.

23 შემთხვევიდან არსებითი განხილვა მხოლოდ 7 შემთხვევაზე შედგა. სხვა ბრალდებულებმა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოახერხებს.

ამავე თემაზე:

შვილები დედების წინააღმდეგ

მოძალადეს არავინ აჩერებს

 

მერიისა და გამგეობის სამსახურების უფროსებს არჩევნების შემდეგ ავტომატურად ვეღარ გაათავისუფლებენ

არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სამსახურის უფროსებს ავტომატურად ვეღარ გაათავისუფლებენ. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო დღეს, 17 ოქტომბერს. სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ის ნორმები, რაც ახალი გამგებლის ან მერის არჩევისას ავტომატურად უწყვეტს უფლებამოსილებას გამგეობის და მერიის ყველა სამსახურის ხელმძღვანელს.

საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, კანონი არ ითვალისწინებდა შესაძლებლობას, რომ ინდივიდუალურად ყოფილიყო შეფასებული სამსახურის უფროსების პროფესიული უნარები და ამ შეფასების შესაბამისად მიღებულიყო საკადრო გადაწყვეტილებები.

სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს ხაშურის გამგეობის კულტურის და განათლების სამსახურის უფროსმა, ოლეგ ლაცაბიძემ მიმართა, რომელსაც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ავტომატურად შეუწყდა უფლებამოსილება. მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავდა.

 

თავმჯდომარედ, მოადგილედ და მდივნად საუბნო-საარჩევნო კომისიებში „ქართული ოცნებიდან“

2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიებში თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის პოზიციებზე ძირითადად ოლქის წარმომადგენლები აირჩიეს. გამონაკლის შემთხვევაში მოადგილის ან მდივნის პოზიცია შეხვდათ პარტიების – „ქართული ოცნებისა“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წარმომადგენლებს, ასეთი ტენდენციაა აჭარის მუნიციპალიტეტების საუბნო საარჩევნო კომისიებშიც.

„ბათუმელებმა“ რამდენიმე საუბნო კომისიის შემოწმების შედეგად გამოარკვია, რომ მათგან ბევრი 2016 წლის საპარლამენტო არჩვნებზეც, ძირითადად, „ქართული ოცნების“ ინტერესებს იცავდა. მათი სახელები და გვარები 2016 წლის საპარლამენტო არჩვნებისთვის შექმნილი საუბნო კომისიების იმ წევრების სახელებსა და გვარებს ემთხვევა, რომლებიც საუბნო კომისიებში „ქართული ოცნების“ ან „თავისუფალი დემოკრატების“ სასარგებლოდ მუშაობდნენ.

ნათია დოლიძე ბათუმის #79 ოლქის #1 საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა. საუბნო კომისიაში ის ოლქის წარმომადგენელია, გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი  ბათუმის #72 ოლქის წევრი იყო „თავისუფალი დემოკრატებიდან“.

ნაილე ფუტკარაძე ამავე კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა, კომისიაში ისიც ოლქის წარმომადგენელია. გასული წლის საპარლამენტო არჩვნებზე ის #69 ოლქის [69.79.01] საუბნო კომისიის წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“.

მანანა ტარიელაძე ბათუმის #3 საუბნო კომისიის თავმჯდომარეა. ამჯერად ის კომისიაში ოლქს წარმოადგენს, თუმცა გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებზე ბათუმის [69.79.03 ] საუბნო კომისიაში „ქართული ოცნებას“ წარმოადგენდა.

ანა გორგილაძე ამავე კომისიის მდივანია. კომისიაში ისიც ოლქს წარმოადგენს. გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე [69.79.61] საუბნო კომისიის წარმომადგენელი იყო „კონსერვატიული პარტიიდან“.

ქეთევან ბერიძე ბათუმის 79-ე ოლქის #4 საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა, კომისიაში ოლქის წარმომადგენელია, გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი ბათუმის 34.24.43 კომისიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იყო.

ინგა ქურიძე #7 საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანია. გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის ბათუმის [69.79.07] კომისიის მდივანი იყო „ქართული ოცნებიდან“.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 3 634 საუბნო საარჩევნო კომისია იმუშავებს. კომისიების პირველ სხდომაზე, კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი აირჩიეს.

საარჩევნო კანონმდებლობით, 13-წევრიანი საუბნო საარჩევნო კომისიის ექვს წევრს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო 7 წევრს ნიშნავენ უფლებამოსილი პარტიები. ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობიდან ხელმძღვანელ პირებად არჩევის უფლებრივი შესაძლებლობა და პირობები თანაბრად ვრცელდება ნებისმიერ წევრზე, გარდა იმ შემთხვევისა, რომ კომისიის ხელმძღვანელი პირები არ შეიძლება იყვნენ ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები. თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომისიის არანაკლებ ორ წევრს და გადაწყვეტილება მიიღება სახელობითი კენჭისყრით, კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კონკურსის წესით არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებიდან კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს 3 410, მოადგილედ – 3 123, ხოლო მდივნის პოზიციაზე 3 235 პირი. ამთგან 198 შემთხვევაში თავმჯდომარედ, 409 შემთხვევაში მოადგილედ და 251 შემთხვევაში მდივნად „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი აირჩიეს. ამაში არ შედიან ის პირები, რომლებმაც ეს თანამდებობები დაიკავეს და კომისიაში შედიან, როგორც ოლქის წარმომადგენლები, მაგრამ წინა არჩევნებში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობდნენ.

კომისიის თავმჯდომარის 23,  მოადგილის – 66 და მდივნის 100 ადგილი შეხვდა პარტიის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წარმომადგენელს.

3 634 საუბნო საარჩევნო კომისიის 47 147 წევრიდან 33, 659 [71.4%] ქალია და 13, 488 [28. 6%] კაცი. საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების არჩევის შედეგების გენდერული სტატისტიკა შემდეგია:

თავმჯდომარე ქალი – 2273 (62.55%), კაცი – 1361 (37.45%);
მოადგილე ქალი – 2301 (63.32%), კაცი – 1333 (36.68%);
მდივანი ქალი – 3346 (92.07%), კაცი – 288 (7.93%).

რა სურთ ქალ ამომრჩევლებს – გამოკითხვის შედეგები

გზებისა და ტროტუარების მოწესრიგება – პირველ პრობლემად დაასახელეს ქალმა ამომრჩევლებმა გამოკითხვის დროს. არასამთავრობო ორგანიზაცია CiDA-მ ქვეყნის მასშტაბით 1106 ქალს დაუსვა შეკითხვა – დაასახელეთ სამი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც აწუხებთ ქალებს თქვენს ქალაქში ან სოფელში. გამოკითხვა ჩატარდა ბათუმშიც.

გამოკითხვის შედეგად ხუთი პრობლემა გამოიკვეთა, რაც ქალმა ამომრჩევლებმა დაასახელეს: 1) გზებისა და ტროტუარების გაუმჯობესება, 2) სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობა, 3) პარკები, სკვერები და სხვა საჯარო ადგილები, გამწვანება, გარე განათება, 4) ბაღებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა და გაუმჯობესება და 5) ნარჩენების მართვა. მესამე და მეოთხე პრიორიტეტებს შორის პროცენტული სხვაობა უმნიშვნელო იყო.

„ხშირად ისინი აღნიშნავდნენ იმას, რომ ტროტუარები არის ვიწრო, ან ჩაკეტილია მანქანებით… ქალებმა ასევე დაასახელეს პრობლემად საბავშვო ბაღებისა და სკოლის ხელმისაწვდომობა. წერენ, რომ საბავშვო ბაღების სამუშაო დრო ხშირად არ ემთხვევა მათ განრიგს და უწევთ სამსახურში დაგვიანება, ან იქედან ადრე წამოსვლა,“ – გვიყვება ნინო გაბეჩავა, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი. ამ ორგანიზაციამ გამოკითხა ქალი ამომრჩევლები ბათუმსა და ქედაში.

ქალ ამომრჩევლებს შეეძლოთ მათთვის პრიორიტეტული საკითხების დასახელებაც. აჭარაში ასეთ საკითხად ქალებმა დაასახელეს: ბიბლიოთეკები, მუზეუმები და გასართობი ადგილები. ნინო გაბეჩავა ამბობს, რომ ქალები ძირითადად ხაზს უსვამდნენ ბიბლიოთეკების მატერიალურ გაუმართაობას სოფლებში. მთლიანად ქვეყანაში პრიორიტეტად ქალმა ამომრჩევლებმა გზების და საბავშვო ბაღების გარდა, ცხოველების დაცვა დაასახელეს.

პრიორიტეტულ ხუთეულში ვერ მოხვდა ქალთა მიმართ ძალადობა. „მაგრამ ამ კუთხით ქალმა ამომრჩევლებმა გამოკვეთეს პრობლემა, რომ მაგალითად, არ იციან ცხელი ხაზის ნომერი, ასევე აქვთ განცდა, რომ პოლიცია მათ ვერ დაიცავს,“ – აღნიშნავს ნინო გაბეჩავა.

რესპონდენტების 29%-ის სურვილია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და საარჩევნო კანდიდატებმა თავად ჰკითხონ ქალებს მათი პრობლემების შესახებ. 28%-ის აზრით ქალებმა და მოქალაქეთა ჯგუფებმა უნდა აიღონ ხელში ინიციატივის გამოხატვა, 22% კი ამ როლის შესრულებას არასამთავრობო სექტორს ანდობს.

რა აღმოჩნდა მოულოდნელი ამ გამოკითხვის დროს? – „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა გვიპასუხა, რომ მოულოდნელი აღმოჩნდა ქალი ამომრჩევლების დამოკიდებულება იმ პოლიტიკური სუბიექტების მიმართ, რომლებიც ქალთა საჭიროებებზე ამახვილებენ ყურადღებას წინასაარჩევნო პროგრამებში.

„გამოკითხულთა 67 % უპირატესობას ანიჭებს ასეთ პოლიტიკურ პარტიას, ან კანდიდატს. 17 % -სთვის კი ეს არ არის პრიორიტეტი. ჩვენთვის ეს ციფრიც საკმაოდ მაღალი იყო,“ – დასძენს ნინო გაბეჩავა.

ქალი ამომრჩევლების საჭიროებებზე ანგარიში მომზადდა  არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS-ის პროექტის  ფარგლებში, აშშ საერთაშორისო განვითარების  სააგენტოს (USAID) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

რას აკეთებს მთავრობა ფაროსანას წინააღმდეგ

ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებულ ღონისძიებებზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ავთანდილ მესხიძემ, დღეს, 17 ოქტომბერს, ბრიფინგი გამართა. მინისტრის ინფორმაციით,  ციტრუსის მოახლოვებულ  სეზონთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოსგან აჭარამ  13 000 ლიტრი ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი და საინფორმაციო ბუკლეტები მიიღო. ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატები უკვე დაურიგდა მოსახლეობას: ქობულეთში – 5300 ლიტრი, ხელვაჩაურში – 4200 ლიტრი,  ქ. ბათუმში – 2100 ლიტრი, ქედის მუნიციპალიტეტში  – 1400 ლიტრი. სულ ისარგებლა  52 000-მა ათასმა ფერმერმა.  მინისტრის თქმით, სამინისტრომ კიდევ მიიღო 3000 ლიტრი ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი, რომელიც დამატებითი საჭიროებისათვის გადაეცემა ფერმერებს.

ფაროსანას გავრცელების ინტენსივობის დადგენის მიზნით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტოსთან ერთად, მონიტორინგს ახორციელებს, რისთვისაც სპეციალური ფერომონები (მწერის დამჭერი) მოეწყო. ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ბათუმში სულ 425  ფერომონი დამონტაჟდა.

„მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გადმოცემული იქნა ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი.  აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მექანიზაციის საშუალებების მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოყოფილი იქნა 300 000 ლარი. ასევე აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მექანიზაციის საშუალებების მომსახურეობის შესყიდვის მიზნით  დამატებით გამოყოფილი იქნა  80 000 ლარიციტრუსოვანთა პლანტაციებში მაღალი რისკის შემცველი ზონების შესაწამლად,“ – განაცხადა  აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ამავე თემაზე:

სურსათის ეროვნული სააგენტო : როგორ დავიცვათ ციტრუსი აზიური ფაროსანასგან

 

 

კალაპოტიდან გადმოსული მდინარეები და ჩაკეტილი გზები – სტიქიის მეორე დღის ქრონიკა ქედაში

ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, ოქტომბრის თემში აგოთა-მეძიბნის დამაკავშირებელი გზა ჩამოიშალა. ამავე თემში, ასამბაძეების უბანში კი, გურამ ასამბაძის საცხოვრებელ სახლთან მეწყერი ჩამოწვა.

მეწყერი განვითარდა სოფელ ზენდიდში, თენგიზ ბერიძის და სოფელ აქუცაში – არსენ თურმანიძის საცხოვრებელ სახლთან. სოფელ გულებში მემედ დიასამიძის სახლთან განვითარებულმა მეწყერმა რვა ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა,  გზა ჩაკეტილია სოფელ ხუნკუდაშიც.

სოფელ ორცვაში მდინარე ჭანჭახევის მილი ვეღარ ატარებს წყალს და გზაზე მიედინება.

კორომხეთი-ხოხნის მიმართულებით, სოფელ არსენაულის საცალფეხო გზის ნაწილი დაზიანებულია.

შუქი არ მიეწოდება შემდეგ სოფლებს: ორცვა, არსენაული, კორომხეთი, ძენწმანი, გულები, ხუნკუდა, ზენდიდი და ცხემნა.

სოფელ ქედაში გიორგი თურმანიძისა და ამირან თებიძის სახლების მიმდებარედ წამოსული მიწის მასა საფრთხეს უქმნის საცხოვრებელ სახლს.

ადიდდა მდინარე ბზანა, რომელიც საფრთხეს უქმნის სავარგულებს.

პირველ მაისის თემში, სოფელ აგარის გზაზე განვითარდა მეწყერი; ასევე, მეწყერი განვითარდა სოფელ კოლოტაურში, ბუჭიის უბნის გზაზე, დანდალოს თემში, სოფელ ხარაულაში – ზაქარაშვილების უბანში.

წონიარისის თემში, სოფელ ვარჯანისში, რომან ბერიძის საცხოვრებელ სახლთან მეწყერი განვითარდა, ასევე, ბადრი ბერიძის საცხოვრებელ სახლთან ჩამოწვა მეწყერი, სახლის მისასვლელთან გზა ჩახერგილია.

წონიარისში, ზაურ ხალვაშის საცხოვრებელ სახლთან გზაა წაღებული.

აბუქეთაში, ნაომლის უბანში, ქარმა ემზარ ბერიძის საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.

აბუქეთაში 8 ოჯახმა დაცალა საცხოვრებელი სახლი.

ზვარეს თემში სოფელ ზვარეში რეზო ქობულაძის სახლთან განვითარდა მეწყერი.

სოფელ სირაბიძეებში, ლევან ბერიძის საცხოვრებელ სახლთან ჩამოწვა მეწყერი.

სიხალიძეების საავტომობილო გზაზე განვითარდა მეწყერი და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ლატევრისა და ნამეფვარის მთაზე გათოვდა და გზა ჩაიხერგა.

გობრონეთში 40 აბონენტს არ მიეწოდება შუქი.

რაც შეეხება სკოლებს, ქედის ყველა სკოლაში მიმდინარეობს  სასწავლო პროცესი. მხოლოდ სამ საბავშვო ბაღში – ოქტომბრის, ქედის # 2 სა და წონისრისის – არ მიმდინარეობს სააღმზრდელობლო პროცესი ბავშვების გამოუცხადებლობის გამო.

ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის თქმით, ამ დროისათვის ქედაში 20 ერთეული ტექნიკა მუშაობს. „პირველ ეტაპზე ვწმენდთ სოფლებთან დამაკავშირებელ გზებს, რომ საჭიროების შემთხვევაში სოფლებში სასწრაფო- სამაშველო სამსახურებმა გადაადგილება შეძლონ. რაც შეეხება აკავრეთას პარკს, სადაც მდინარე აკავრეთა გადმოვიდა კალაპოტიდან, მზად გვაქვს „სინკარები”, რომლებსაც ჩავაწყობთ“.

ყოფილი პატიმარი სხვა პატიმრებზე

პატიმრებზე წერა სხვაგვარ ამბებზე წერისგან ძალიან განსხვავდება. თუ სხვა რესპონდენტებს ჟურნალის ფურცლებზე აღმოჩენა ახარებთ და ინტერვიუს გამოქვეყნებას ელიან, ყოფილი პატიმრები, პრობაციონერები და პატიმართა ოჯახის წევრები ჟურნალისტებს უფრთხიან. ხშირად არ პასუხობენ უცხო ზარებს, უკეთეს შემთხვევაში პირველად ოჯახის წევრები იღებენ ყურმილს, რომ გაარკვიონ, ვინ რეკავს, რატომ და რისთვის. როცა მათ ვუხსნით, რომ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის საკითხებზე ვწერთ, უამრავი კითხვა ჩნდება…

                                                            

რა გინდათ ჩემგან?

„მაინც და მაინც ჩემზე უნდა წეროთ?“, „რისთვის გჭირდებათ ეს ისტორიები?“, „ფოტოს გადაღებაზე ვერ დაგთანხმდებით, შარს არ ვეძებ, ძლივს გამოვედი იქიდან“, „რა გინდათ ჩემგან?“. შიშებს დამთრგუნველი გამოცდილება ბადებს. საპატიმროგამოვლილებს ხშირად უჭირთ საუბარი საკუთარ წარსულსა და მომავალზეც კი. ეს იმის მანიშნებელია, რომ ყოფილი პატიმრები გათავისუფლების შემდეგაც გრძნობენ ფარულ კონტროლს. ღიად საუბარსა და პრობლემების თავისუფლად განხილვას ჩუმად ყოფნა ურჩევნიათ.

ჟურნალისტისთვის საუკეთესო შემთხვევაა, როცა შეუძლია ნახოს რესპონდენტის სამოქმედო სივრცე, აქვს გადაღების უფლება და სრულად აღიქვამს მოცემულობას, მაგრამ ყოფილი პატიმრების ისტორიების მომზადებისას ყოველთვის ამის ფუფუნება არ გვაქვს, ხშირად ისინი არ ამხელენ სახელსა და გვარს, არ თანხმდებიან გადაღებას, ამიტომ ხანდახან არ გვაქვს მათი ფოტოები და ვიდეო, მაგრამ გვაქვს სატელეფონო ხმები, რომლებსაც ვერ ვკარგავთ ერთი მიზეზის გამო – ამ ხმებში სათქმელი ისმის, სათქმელი, რომელიც შეიძლება სხვებისთვის შიშების, პასიურობისა და უიმედობის დამძლევი ბიძგი აღმოჩნდეს.

„არ არის პრობლემა“ – მაგრამ პრობლემაა

დავითი (სახელი შეცვლილია) ყოფილი პატიმარია, რომელთანაც სატელეფონო ინტერვიუ ჩავწერეთ. ციხეში ორი წელი და რამდენიმე თვე გაატარა. ამბობს, რომ ჟურნალისტებთან საუბარი მისთვის სამომავლოდ საფრთხეს არ შეიცავს, მაგრამ მაინც არჩევს ვინაობა დავფაროთ. „არ არის პრობლემა ინტერვიუს ჩაწერა, მაგრამ სახელი მაინც არ გვინდა“, – გვეუბნება.

„რბილი ხასიათი მაქვს, ფეთქებადი არ ვარ, არც რადიკალური შეხედულებები მაქვს არაფერზე. ციხეში მოხვედრასაც კი ცივი გონებით მივუდექი. საკუთარ თავს შთავაგონებდი, რომ დარდი და ნერვიულობა არაფერს მომიტანდა. თავიდან თექვსმეტი წელი მქონდა მისჯილი, თავს ვირწმუნებდი – პრობლემებს მოვერეოდი. აპელაციის შემდეგ მართლაც სამი წელი დამიტოვეს და ნელ-ნელა ყველაფერი გადავლახე. ციხიდან არც ნევროზი გამომყოლია, არც სხვა სახის გართულებები, ხანდახან როცა ვიხსენებ რა გადავიტანე, მგონია, ვიღაც სხვამ გაიარა ეს გზა და არა მე. საპატიმროში რომ მოვხვდი მცირეწლოვანი შვილი, ცოლი და დედა მარტო დარჩა… დედაჩემს პატარა მაღაზია ჰქონდა სოფელში და თავი ამით გაჰქონდათ“, – ამბობს ყოფილი პატიმარი.

                                                           

ციხე და წიგნები

ოჯახს თავი დედის პატარა მაღაზიით გაჰქონდა, დავითს კი პატიმრობის წლები წიგნებმა გაატანინა.

„კითხვა მიყვარდა, წიგნებმა გადამარჩინა. არ ვიცი როგორ შეიძლება თქვა, რომ ციხეშიც შეიძლება დროის საინტერესოდ გატარება, მაგრამ წიგნებით შეგიძლია განვითარდე და ტკივილი ცოტა ხნით დაივიწყო. ციხეში იყო ბიბლიოთეკა, დადიოდა სოციალური სამსახური, შეგეძლო წიგნები გამოგეწერა და შემდეგი ვიზიტისას აუცილებლად მოგიტანდნენ, ახლობლებსაც ვაბარებდი, რაც ბიბლიოთეკაში არ ჰქონდათ. აღარ მინდა იმ პერიოდის გახსენება“, – ყვება დავითი.

საუბარშიც კი იგრძნობა, რომ აქტიური ადამიანია, შესაბამისად გათავისუფლების შემდეგაც არ ჰქონია ინტეგრაციის პრობლემა. ხშირად ერთვება სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ მოწყობილ პროექტებში, ესწრება ტრენინგებსა და სემინარებს. დავითმა ერთ-ერთმა პირველმა მიმართა „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას“.

რა მოაქვს თავისუფლებას

გათავისუფლების შემდეგ მეორე შვილი შეეძინა, ახლა უფროსი მესამე კლასშია უმცროსი – ორწლინახევრის. ერთი თვე გაუგრძელდა ადაპტაციის პროცესი და მალევე შეუდგა აქტიურ ცხოვრებას. „რა თქმა უნდა, მქონდა პრობლემები: 2012 წელს გავთავისუფლდი და 2016-მდე უმუშევარი ვიყავი, ისევ დედაჩემის პატარა მაღაზიაზე და სოფლის ნობათზე ვიყავით დამოკიდებული, თხილი, სიმინდი მოგვყავდა. 4 წელი ველოდი სამსახურის დაწყებას, მაგრამ ეს ლოდინი ჩემი ნასამართლეობით არ იყო განპირობებული, პატარა რაიონია და სამუშაო ადგილები ჭირს უბრალოდ.  ბოლოს ჩემი მოლოდინი მაინც გამართლდა და დავსაქმდი. ცოლიც მუშაობს ბაღში და ვცხოვრობთ“. იხსენებს გათავისუფლების შემდგომ პერიოდს.

ბიძაშვილმა მოანდომებინა ჩაბმულიყო გურიის ახალგაზრდული ცენტრის პროგრამებში. ჩავიდა ოზურგეთში, ტრენინგებს დაესწრო ბიზნესის თემაზე, პროექტების წერა ისწავლა და ინიციატივაც დაუფინანსეს: სოფლის მცხოვრებლებს გაზაფხულ-ზაფხულზე ბალახის მოცელვა სჭირდებათ, ზამთარში კი შეშის დახერხვა – ამიტომ დავითმა ელექტროცელი და ბენზოხერხი შეიძინა, ოჯახში დამატებითი შემოსავლის წყარო გაჩნდა.

ხშირად ყოფილი პატიმრები გონებით ისევ ციხეში რჩებიან

„ჩემს რაიონში, სოფელში ბევრ ახალგათავისუფლებულ ყოფილ პატიმარს ვიცნობ, სულ  ვამხნევენ და შევძახი, რომ იმოქმედონ, საქმე გაიჩინონ, ცხოვრებას იმედიანად უცქირონ. ჩემს გამოცდილებას ვუყვები ბევრს და ვასწავლი ორგანიზაციების მისამართს, სადაც შეუძლიათ პროექტები წერონ, ინიციატივა გამოიჩინონ და რამე აკეთონ. ხშირად ახალგათავისუფლებულები გონებით ისევ საპატიმროში რჩებიან. მინდა, ვისაც შევძლებ და შეგონებით დავეხმარები იქედან დროზე გამოვიყვანო. ზოგი მიჯერებს, ზოგი არა. ვისთანაც ხმა მიმიწვდება ყველას ვეტყვი, რომ მოქმედება, აქტიურობა აუცილებელია და ყოველთვის ამართლებს. მჯერა, რომ მონდომებით ყველას შეუძლია ცხოვრების შეცვლა“.

თითქოს დავითი არც არაფერს ამბობს ისეთს, ვინაობის გამხელა რომ ეჩოთირებოდეს. თუმცა ის მაინც მხოლოდ „ხმად დარჩენას“ არჩევს და იმედი აქვს, ასეც შეძლებს სათქმელი მიიტანოს სიახლეების მაძიებელ, ახალი ცხოვრების მომლოდინე ყოფილ პატიმრებთან.


მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

20624645_1400550476702465_358404521_n

 

 

 

 

ადიდებული მდინარეები და მეწყრული პროცესები – მდგომარეობა ხულოში

ხულოს მუნიციპალიტეტში უკვე მეორე დღეა გადაუღებლად წვიმს, მაღალი ზონის სოფლებში კი, მოთოვა. 
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება და მეწყრული პროცესები გამოიწვია.
ადიდებულმა მდინარემ სოფელ ჩაოსთან დამაკავშირებელი ხიდი წაიღო, მეწყერი ჩამოწვა სოფელ ჯვარიქედის  გზაზე, სოფელ ქედლებში საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი გადახადა, ხოლო სოფელ ტუნაძეებში ვალერიან ხარაბაძის საცხოვრებელი სახლი ჩამოიშალა.
„მიმდინარეობს გზების აღდგენითი სამუშაოები, სოფელ რაქვთაში მდინარის კალაპოტი გაიზარდა, რაც მდინარის ახლოს ორი საცხოვრებელი სახლის დატბორვის საშიშროებას ქმნის. ამ დროისთვის ორივე ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გავიყვანეთ, რაც შეეხება ვალერიან ხარაბაძის ოჯახს, ეს ოჯახი ახალ სახლს აშენებს, თუმცა მშენებლობა არ დაუსრულებია, საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებით გამგეობაში შტაბი 24 საათის განმავლობაში მუშაობს,” – თქვა ლაშა ბოლქვაძემ. 
 ბოლო ინფორმაციით, მეწყერი ისევ განვითარდა სოფელ ღურტაში. 

 

Exit mobile version