ავტობანი: გვირაბთან სამუშაოები ბათუმისა და ქობულეთის შემოვლით გზებს უკავშირდება

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბის ორთავე მხარეს გზებზე და გზის მიმდებარედ მიმდინარე სამუშაოები ბათუმისა და ქობულეთის შემოვლით გზებს უკავშირდება. ჩაქვის მხარეს ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“ ქობულეთის შემოვლითი ახალი გზის არსებულ მაგისტრალთან დაერთებას ახორციელებს, მახინჯაურის მხარეს კი მოეწყობა ავტომობილების მოსაბრუნებელი კვანძი. ამასთან, ამ ადგილიდან დაიწყება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაც.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციაში აცხადებენ, რომ უშუალოდ გვირაბში მიმდინარე სამუშაოები დამთავრებულია და გვირაბის ორთავე მხარეს გზის მონაკვეთებზე მიმდინარე სამუშაოების დასრულებისთანავე გვირაბში მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. სექტემბრის თვიდან დღემდე ორმხრივი მოძრაობაა ხან ერთ ხან მეორე გვირაბში. დირექციაში ამბობენ რომ ორთავე გვირაბში მოძრაობა ოქტომბრის თვის ბოლოდან აღდგება.

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში გამწოვი მექანიზმი მხოლოდ მარჯვენა გვირაბშია, მარცხენა გვირაბში კი, სადაც დღეს ორმხრივი მოძრაობაა, გამწოვი სამომავლოდ დამონტაჟდება. „ჩამოსული იყვნენ სპეციალისტები და მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება“ – აცხადებენ დირექციაში.

ბათუმის შემოვლითი გზა ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე გაივლის მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს. რაც შეეხება ხელვაჩაურიდან სარფამდე მონაკვეთს, თუ სად გაივლის ავტობანი, გადაწყვეტილი ამ დრომდე არ არის.

ქობულეთის შემოვლითი გზა სრულად [გვირაბიდან ქაქუთამდე მონაკვეთის ჩათვლით] 2018 წლის გაზაფხულზე უნდა გაიხსნას. გზების დირექციაში ამბობენ, რომ ამ გზის ჩაბარების საბოლოო თარიღი პროექტით 2018 წლის ივნისია.

ქობულეთის შემოვლითი გზა შეკვეთილთან შეუერთდება გრიგოლეთი-ქობულთის გზის ახალ მონაკვეთს, რომლითაც ავტომობილების მოძრაობა გრიგოლეთი-სამტრედიის მშენებარე ჩქაროსნულ მაგისტრალზე გადაერთვება.

მწვანე კონცხზე ინტენსიური სამუშაოები ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბის მიმდებარედ, გზის ზემოთაც მიმდინარეობს. აქ კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტი“, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა, ივანიშვილის პროექტს [Magnolia – Resort & SPA] ახორციელებს.

მწვანე კონცხი. ამ ადგილიდან დაიწყება ბათუმის შემოვლითი გზა. აქვე მოეწყობა ავტომობილების მოსაბრუნებელი კვანძი / 22.10.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო
მწვანე კონცხი. ამ ადგილიდან დაიწყება ბათუმის შემოვლითი გზა. აქვე მოეწყობა ავტომობილების მოსაბრუნებელი კვანძი / 22.10.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო
სამუშაოები გვირაბთან / 22.10.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო
სამუშაოები გვირაბთან / 22.10.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო
სამუშაოები გვირაბთან / „სინოჰიდრო“ ქობულეთის შემოვლითი ახალ გზას არსებულ მაგისტრალთან აერთებს / 22.10.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო
სამუშაოები გვირაბთან / „სინოჰიდრო“ ქობულეთის შემოვლით ახალ გზას არსებულ მაგისტრალთან აერთებს / 22.10.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო
ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბი / 22.10.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო
ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბი / 22.10.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო
ჩაქვი-მახინჯაურის ამ მარცხენა გვირაბში გამწოვები დამონტაჟდება / 22.10.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო
ჩაქვი-მახინჯაურის ამ მარცხენა გვირაბში გამწოვები დამონტაჟდება / 22.10.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო

 

ვისგან და რის გამო აიღო ქრთამი ბათუმის მერიის თანამშრომელმა – გამოძიების ვერსია 

სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, გიორგი ფუტკარაძე. წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ, 23 ოქტომბერს, გაიმართა. გიორგი ფუტკარაძე 19 სექტემბერს დააკავა სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე. მაშინ სამართალდამცველებს არ უთქვამთ, რის გამო და რა ვითარებაში აიღო ქრთამი ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა.

„ბათუმელებისთვის“ ცნობილი გახდა გამოძიების ოფიციალური ვერსიის შესახებ. პროკურატურის დადგენილებაში პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ ვკითხულობთ, რომ მერიის თანამშრომელმა ქრთამი აიღო იმისთვის, რომ კონკრეტულ პირს სამშენებლო ნებართვის გარეშე დაეწყო სასტუმროს აშენება გონიოში. დადგენილების მიხედვით, სასტუმრო გონიოში ქსენია მინდიაშვილს და გოჩა შიშმანიძეს უნდა აეშენებინათ, რის გამოც მათ 2017 წლის აგვისტოში ბათუმის მერიას მიმართეს – მშენებლობის ნებართვის აღების მოთხოვნით.

„2017 წლის სექტემბერში გოჩა შიშმანიძეს დაუკავშირდა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი  გიორგი ფუტკარაძე, რომელმაც  ნებართვის გარეშე მშენებლობის დაწყებაში სამსახურებრივი მფარველობის გაწევასა და შემდეგ თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით მშენებლობის ნებართვის აღებაში დახმარების სანაცვლოდ გოჩა შიშმანიძეს მოსთხოვა 20 ათასი ლარი…“ – ვკითხულობთ პროკურატურის დადგენილებაში.

გამოძიების ვერსიით, 19 სექტემბერს  გიორგი ფუტკარაძემ მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 10 ათასი ლარი მიიღო. თანხის აღებისთანავე მერიის თანამშრომელი სუს-ის თანამშრომლებმა დააკავეს.

დადგენილების მიხედვით, საქმეში მტკიცებულებებად წარმოდგენილია ფარული აუდიო, ვიდეო და სატელეფონო ჩანაწერები, ასევე  გიორგი ფუტკარაძის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 10 ათასი ლარი.

„ბათუმელების“ ინფორმაციით,  გიორგი ფუტკარაძე წარდგენილ ბრალს აღიარებს, თუმცა ამ დროისთვის საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება დაწყებული არ არის. ბრალის აღიარება მთავარი პირობაა საპროცესო შეთანხმებისთვის.

ბათუმის მერიის თანამშრომელს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილზე აქვს ბრალი წაყენებული, რაც გულისხმობს ქრთამის აღებას განსაკუთრებით დიდი ოდენობით. დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე.

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილის,ზვიად მიხანაშვილის ხელმძღვანელობით, მიმდინარე წლის 22-27 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით, „სასჯელაღსრულების საერთაშორისო ასოციაციის მე-19 ყოველწლიურ კონფერენციაში“ მონაწილეობს, რომელიც ლონდონში იმართება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის, ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, კონფერენციაზე  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პენიტენციური სისტემის უმაღლესი თანამდებობის პირები ერთმანეთს საინტერესო გამოცდილებას უზიარებენ.

„ეს გახლავთ ძალზე წარმომადგენლობითი კონფერენცია, რომელშიც 80 ქვეყნის 800-მდე დელეგატი მონაწილეობს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ღონისძიებაზე საქართველო წარადგენს პრეზენტაციას ჩვენს ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე  და პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე დელეგატებს ინფორმაციას მიაწვდის,“ – განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

ზვიად მიხანაშვილი

აღნიშნული კონფერენცია სასჯელაღსრულების სფეროში ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც მიზნად ისახავს   მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ახალი ტექნოლოგიების შესწავლას.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები, გარდა იმისა, რომ პენიტენციური სფეროს ექსპერტებს გააცნობენ სისტემაში გატარებულ და მიმდინარე რეფორმებს, ასევე, იმსჯელებენ  მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებების დაცვისა და პენიტენციური სისტემის სარეჟიმო  პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე, ყურადღებას გაამახვილებენ  მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის   პროექტებსა და არასაპატიმრო სასჯელის დანერგვაზე.

საია ბათუმის საოლქო კომისიის გადაწყვეტილებაზე: ეს არის საშიში ტენდენცია

„უსაფუძვლოა“, „არაა საკმარისი მტკიცებულებები“ – ეს ფრაზები ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე ციალა შავაძემ დღევანდელ სხდომაზე რამდენჯერმე თქვა. საოლქო კომისიამ დღეს, 23 ოქტომბერს, საარჩევნო დარღვევებზე სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ დაწერილი საჩივრები განიხილა. ოლქს არ მოუწვევია რომელიმე საუბნო კომისიის თავმჯდომარე, ან წევრი, რომ დადგენილიყო, რამდენად შეესაბამებოდა რეალობას საჩივარში აღწერილი დარღვევა. კომისიას კითხვები არავისთვის დაუსვამს.

უსაფუძვლობის მოტივით საოლქო კომისიამ, მაგალითად, არ დააკმაყოფილა „სამართლიანი არჩევნების“ სარჩელი ბათუმის 29-ე უბანზე. ორგანიზაციის მონაცემებით, ერთ-ერთი რეგისტრატორი საარჩევნო ბიულეტენებს ნომრავდა და მან დაახლოებით 40 ბიულეტენი დანომრა, ვიდრე დამკვირვებელმა ეს დააფიქსირა. დამკვირვებელმა ხმების დათვლის დროს დანომრილი ბიულეტენების ბათილად ცნობა მოითხოვა, თუმცა საუბნო კომისიამ ეს პოზიცია არ გაიზიარა.

ბიულეტენების ბათილად ცნობაზე უარი თქვა საოლქო კომისიამაც.  „ბიულეტენის ბათილად ცნობის საფუძველი არის სულ სხვა და არა დანომრვა. ეს არის, როცა ერთ კონვერტში არის ორი ერთნაირი ბიულეტენი, ან როცა უკონვერტოდ არის ჩაგდებული ბიულეტენი ყუთში… არ იყო დამამტკიცებელი ფაქტები წარმოდგენილი, რომ ხმის ფარულობის პრინციპი დაირღვა,“ – განმარტა ოლქის თავმჯდომარე ციალა შავაძემ.

„დარღვევა კი არა, სისხლის სამართლის დანაშაულია ეს, გამოძიებას მიმართეთ…  მე პროტესტის ნიშნად ვტოვებ კომისიას,“ – განაცხადა კომისიის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახა ჯაიანმა და სხდომა დატოვა.

კომისიის სხდომას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დავით ბაციკაძეც. მისი აზრით, კომისიის წევრი, ვინც ბიულეტენებს ნომრავდა, უნდა დაისაჯოს, მაგრამ ბიულეტენი არ უნდა გაუქმდეს, რადგან „ამომრჩეველს არაფერი დაუშავებია და თავისი არჩევანი გამოხატა“.

„ჩვენ გვქონდა მოთხოვნილი ამავე 29-ე უბნის კომისიის წევრების პასუხისმგებლობაც. ეს საკითხი საერთოდ განუხილველი დატოვა საოლქო კომისიამ,“ – აღნიშნა მადონა ბერიძემ, „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორმა.

ბათუმის საოლქო კომისიამ შენიშვნა მისცა მე-7 საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს. ამ უბანზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველს რეგისტრატორმა საკუთარ მაგიდასთან შეავსებინა ბიულეტენები.

„რა უნდა ექნა კომისიას, როცა სპეციალური კაბინა არ არსებობდა?“ – იკითხა საოლქო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა.

„სხვა ამომრჩეველი უნდა დახმარებოდა,“ – უპასუხა მას კომისიის თავმჯდომარემ. ციალა შავაძემ ამ შემთხვევაშიც თქვა, რომ ფარულობის პრინციპი არ დარღვეულა, რადგან მისი ინფორმაციით ამომრჩეველი რას ხაზავდა, ამას არავინ უყურებდა.

ბათუმის საოლქო კომისიამ 9 სარჩელი განიხილა. საუბნო კომისიის 6 თავმჯდომარეს გაფრთხილება მისცეს, ორს – შენიშვნა. დარღვევები, ძირითადად, პროცედურული ხასიათის იყო.

საოლქო კომისიამ არ განიხილა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ 6 სარჩელი – ვადის დარღვევის გამო.

„დილის წილისყრის პროცედურებზე, მაგალითად, ერთ-ერთი სარჩელი ჩვენთან დარეგისტრირდა 17 საათზე. საჩივარი წარმოდგენილი უნდა იყოს დაუყონებლივ,“ – უთხრა ჟურნალისტებს ციალა შავაძემ, ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ.

გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარე: „ეს არის უკანონო, ვინაიდან საჩივრების წარმოდგენა მოხდა კანონის ფორმალური წესების დაცვით. როგორც ჩანს, საოლქო კომისია ახალი პრაქტიკის დანერგვას ცდილობს და ეს აუცილებლად გასაჩივრდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ანალოგიურ დროში დაწერილ საჩივრებს ოლქი გასულ საპარლამენტო არჩევნებზე განიხილავდა. საოლქო კომისიის ეს განმარტება არის ძალიან საშიში ტენდენცია საარჩევნო პროცესში ჩართული სუბიექტებისთვის. ახალი განმარტება, რომელიც დაგვიდგინა ოლქმა, კანონისგან განსხვავებით, შექმნის საფრთხეს, რადგან როცა ორგანიზაცია აკვირდება მთელი დღე პროცესს, ის ვერ მოახერხებს თითოეული უბნიდან დამკვირვებლის გამოყვანას და ოლქში დაუყონებლივ საჩივრის წარმოდგენას. კანონში წერია, რომ დაუყონებლივ საჩივარი უნდა დაიწეროს უბანში აღმოჩენილი დარღვევის დროს“.

 

 

როგორ ჩაკეტა სასამართლომ მუნიციპალური შპს-ებიდან ინფორმაციის მიღება

მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ არ დააკმაყოფილა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი მუნიციპალური შპს-დან საჯარო ინფორმაციის მიღებაზე. საია შპს „ბათუმის წყლისგან“ ითხოვდა ინფორმაციას საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოების და აუდიტის დასკვნების შესახებ.

„ბათუმის წყლის“ 100-პროცენტიანი წილის მფლობელი ბათუმის მერიაა. მერიამ „ბათუმის წყალს“ მარტო 2017 წელს, არაპირდაპირი წესით, 10 მილიონ 500 ათასი ლარი გამოუყო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალური შპს არ არის ვალდებული საჯარო ინფორმაცია მიაწოდოს დაინტერესებულ პირს.

„სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით ჩვენ მივიღებთ იმგვარ პრაქტიკას, როცა მერიის მიერ დაფუძნებული შპს-ებიდან უარი გვეთქმება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გაგებაზე. ეს ეხება არა მხოლოდ შპს-ს, არამედ ააიპ-ებს და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სხვა ორგანიზაციებს. ინფორმაციის თავისუფლების პრინციპი იქნება უგულებელყოფილი,“ – ეს მოლოდინი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტს, მირზა მამულაძეს აქვს.

სასამართლოში „ბათუმის წყალი“ ხაზს უსვამდა, რომ ის არის შპს და არა ადმინისტრაციული ორგანო, შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება მას არ ჰქონდა. „ჩვენთან თანამშრომლებმაც კი არ იციან ერთმანეთის ხელფასები,“ – უთხრა მოსამართლეს ერთ-ერთ სხდომაზე „ბათუმის წყლის“ იურისტმა, შალვა ფხალაძემ.

მოსამართლემ ამ საქმის განხილვაში მესამე მხარედ ბათუმის მერიაც ჩართო, რომელსაც ექვემდებარება „ბათუმის წყალი“.

„მერიის წარმომადგენელმა თქვა იგივე, რასაც მანამდე „ბათუმის წყალი“ ამტკიცებდა, რომ შპს არის კერძო პირი სამართლებრივ ურთიერთობებში და მისი გადასაწყვეტია, გასცემს თუ არა საჯარო ინფორმაციას. კითხვაზე, მივიღებდით თუ არა იგივე ინფორმაციას, თუკი მერიას მივმართავდით, გვიპასუხეს, რომ ეს იქნებოდა დამოკიდებული შპს „ბათუმის წყლის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე,“ – ამბობს იურისტი მირზა მამულაძე.

საია ანალოგიურ ინფორმაციას ითხოვს „ბათუმის ავტოტრანსპორტისგან“. თუმცა, მირზა მამულაძე ეჭვობს, რომ ეს უწყება სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდა და ვერც ამ მუნიციპალური შპს-დან მიიღებს ინფორმაციას.

მოსამართლე ლაშა თავართქილაძის გადაწყვეტილებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

 

 

რატომ დაანგრიეს სამჯერ გარემონტებული შენობა ზუნდაგაში

შენობა, რომლის რეაბილიტაციასა თუ კოსმეტიკურ რემონტზე 2009 წლიდან დღემდე 46 ათას 385 ლარი და 90 თეთრია დახარჯული,  ახლა მისგან მხოლოდ თითქმის ფასადია დარჩენილი, სხვენი და სახურავი გადახადეს, იატაკი ამოყარეს, კედლების ნაწილი ჩამოშალეს. ყოფილი საბჭოს შენობას რეაბილიტაცია უტარდება.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუნდაგაში საბავშვო ბაღი, ყოფილი „საბჭოს“ შენობის პირველ სართულზე 2009 წელს გაიხსნა. ბაღის გასახსნელად შენობის რეაბილიტაცია ქედის მუნიციპალიტეტს 38 680 ლარი დაუჯდა.  ბაღის გახსნიდან სამი წლის შემდეგ, 2013 წელს, ამავე შენობის მეორე სართულზე სოფლის სამედიცინო პუნქტს კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა და 2 300 ლარი დაიხარჯა, მოგვიანებით კი, 2015 წელს, შენობის მეორე სართულზე მახუნცეთის თემის ადმინისტრაციის ოფისისთვის  ორი ოთახი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტის“ პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით, პროექტის  – „მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება ქედის მუნიციპალიტეტში“ – ფარგლებში 5 405 ლარი და 90 თეთრი დაიხარჯა.

ქედის გამგეობაში აცხადებენ, რომ ბაღის შენობა თანამედროვე სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა, რეაბილიტაციასთან ერთად შენობის გაფართოება უნდა მოხდეს. კითხვაზე, რატომ გაარემონტეს სოფლის სამედიცინო პუნქტისა და თემის ადმინისტრაციისთვის ოთახები, თუ შენობას რეაბილიტაცია უნდა ჩატარებოდა და ეს ხომ არ იყო თანხის არამიზნობრივი ხარჯვა? ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ნომერია ქედაში, ამბობს, რომ ოფისის რემონტზე თანხა მუნიციპალური ბიუჯეტიდან არ დახარჯულა: „თანხა როდესაც გამოინახა მაშინ დაიწყო ბაღის რეაბილიტაცია, რა არ უნდა გაგვეკეთებინა? ეს არ არის თანხის არამიზნობრივი ხარჯვა. ეს შენობა ქედის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით არ გარემონტებულა. რატომ არის არამიზნობრივი? ზუნდაგის ბაგა-ბაღი ვერ აკმაყოფილებდა სტანდარტს. დიდი თანხები არ დახარჯულა და თან არც  გამგეობის თანხები ყოფილა, ხომ უნდა გარემონტებულიყო, ერთ შენობაში რომ იყო ასე გამოვიდა, არ არის ეგ პრობლემა, უკეთესი გაკეთდება.“

ზუნდაგის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ახლა 760 ათასი ლარია გამოყოფილი, ბაღთან ერთად ყოფილი საბჭოს შენობაში სოფლის სამედიცინო პუნქტი და თემის ადმინისტრაციული ოფისი უნდა მოეწყოს.

ბათუმელი სტუდენტის ნამუშევარმა საერთაშორისო კონფერენციაზე გაიმარჯვა

გიგა სურმანიძე ბათუმის საზღვაო აკადემიის გემთწამყვანის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტია, რომელმაც ბულგარეთში, IAMU-ს (საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ასოციაცია) საერთაშორისო კონფერენციაზე თემა – „ახალი ტექნოლოგიები ნავიგაციაში“ წარადგინა და სამ საუკეთესო სტუდენტთა შორის მოხვდა. საქართველოს გარდა გამარჯვებული თემები წარმოდგენილი იყო აშშ-დან და ფილიპინებიდან. საერთაშორისო კონფერენციაში 59 ქვეყანა მონაწილეობდა.

„ჩემი თემა შეეხებოდა ნავიგაციაში ქარის გამოყენებას. თუ როგორ არის შესაძლებელი გემის გადაადგილება ქარის გამოყენებით. არა აფრების მეშვეობით, არამედ სხვა დანადგარებით.

წლების წინ, ამ ტექნოლოგიაზე ცნობილი ფრანგი ოკეანოლოგი ჟაკ ივ კუსტო  მუშაობდა. ეს არის ცილინდრული ნაგებობა, რომელიც ტრიალებს გარკვეული ძრავის საშუალებით და ქარის ეფექტის გამოყენებით წარმოიქმნება დამატებითი ძალა, რომელიც პერპენდიკულარულია ქარის მიმართულების და ამის გამოყენებით შეგვიძლია გემის გადაადგილება,“-გვეუბნება გიგა სურმანიძე.

მისი თქმით, ეს არ არის მთლად ახალი ტექნოლოგია თუმცა, მივიწყებულია და ამ თემის განახლებაა საჭირო.

„მხოლოდ ახლახან დაიწყო გერმანიაში ამაზე საუბარი და რამდენიმე გემი შეიქმნა ამ მოდელის გამოყენებით. ამ ტექნოლოგიას საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს იმიტომ, რომ დაახლოებით 40 პროცენტით აკეთებეს საწვავის ეკონომიას, ეკოლოგიურად სუფთა და აღდგენადი ტექნოლოგიაა,“-ამბობს ის.

გიგა ამბობს, რომ მეცნიერებებს შორის ყველაზე მეტად ფიზიკა აინტერესებს, „რადგან მაინტერესებს რა არის სამყარო, რისგან შედგება და რა კანონებს ემორჩილება“.

საერთაშორისო კონფერენცია 9-დან 15 ოქტომბრამდე ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში მიმდინარეობდა. კონფერენცია ყოველ წელს იმართება, წელს კი მე-18 ჯერ გაიმართა.

ყოველწლიური გენერალური ასამბლეა (AGA) აერთიანებს კონფერენციაში მონაწილე საზღვაო უნივერსიტეტების ექსპერტებს და მათ ოფიციალურ წარმომადგენლებს, რათა  საზღვაო სფეროს მიღწევები განიხილონ და დასახონ სამომავლო ტენდენციები  საზღვაო განათლების, მეზღვაურთა გადამზადებისა და კვლევით სფეროებში.

საქართველოდან გიგა სურმანიძის გარდა კონფერენციაში კიდევ ორი სტუდენტი, თორნიკე ჟვანია და გიორგი ფალავანდიშვილიც მონაწილეობდნენ.

გიგა სურმანიძე საერთაშორისო კონფერენციაზე ბულგარეთში
გიგა სურმანიძე საერთაშორისო კონფერენციაზე ბულგარეთში

 

 

 

ორი კაშხალი და 3 600 მეტრი სიგრძის გვირაბი მერისის ხეობაში

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში 20 ოქტომბერს მერისის ხეობაში დაგეგმილი ჰესის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის საჯარო განხილვა მოეწყო. მდინარეების – აკავრეთასა და ლოდნარზე დაგეგმილი ჰესების მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების რისკების შეფასებასა და ჰესების პროექტზე, მშენებლობის დამპროექტებელი კომპანიის შპს „ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერ“-ის დირექტორმა, შამილ ბირკაძემ ისაუბრა.

შამილ ბირკაძის განცხადებით, მერისის ხეობაში ერთი კაშხალი მდინარე აკავრეთაზე მოეწყობა, მეორე კი – აკავრეთას შენაკადზე – ლოდნარზე. რაც შეეხება გვირაბს,  პროექტით მისი სიგრძე 3 კილომეტრი და 600 მეტრია.

ჰესმა 23 მეგავატი ელექტროენერგია უნდა უნდა გამოიმუშაოს.

„პროექტით, მდინარე აკავრეთაზე, ოთხმეტრიანი კაშხალი მოეწყობა, შემდეგ იქნება 3 600-მეტრიანი გვირაბი, რომელიც აკავრეთას წყალს გადაიყვანს ლოდნარის კალაპოტში და იქ მოეწყობა მეორე კაშხალიც, საიდანაც წყალი გვირაბით სოფელ გუნდაურში, ჰესის შენობაში ჩავა. გვირაბი, ვფიქრობთ,  2,50 – 2,80 მეტრი სიმაღლის იქნება და ბურღვა – აფეთქებით მოეწყობა,“ – განაცხადა შამილ ბირკაძემ.

მოსახლეობამ განხილვაზე სასმელი წყლებისა და საცხოვრებელი სახლებისა თუ მიმდებარე ტერიტორიების უსაფრთხოების გარანტია, ასევე ჰესების მშენებლობის დაწყებამდე საცხოვრებელი სახლების, ფოტო-ვიდეოგადაღება მოითხოვა.

„იქ, სადაც გვირაბი უნდა გავიდეს, დაახლოებით 80-100 მეტრში სოფელია – გუნდაური, ჭალათი. სოფლის მოსახლეობას გვეშინია სასმელი წყლები არ დაიკარგოს, სახლები არ დაგვებზაროს, უსაფრთხოების გარანტიას ვითხოვთ, გვირაბის გაყვანამ პრობლემები არ შეგვიქმნას. საოჯახო სასტუმრო მაქვს მოწყობილი, წყალი რომ დაიკარგოს, მნიშვნელოვნად დამაზარალებს. ჰესის მშენებლობით მე ისედაც ვზარალდები, რადგან საუბარია, რომ ჩანჩქერამდე წყალს აიღებენ და ჩანჩქერი აღარ იქნება, ტურისტი კი ჩანჩქერის და ბუნების სანახავად მოდის აქ, “ – ამბობს სოფელ გუნდაურში მცხოვრები რევაზ სურმანიძე.

ჰესების დამპროექტებელი კომპანიის დირექტორი კი მერისის ხეობაში წყლის დაკარგვის, სახლების დაბზარვისა და სხვა სახის რისკების გამოვლენას გამორიცხავს:

„აქ გავრცელებულია ბურღვა – აფეთქებითი სამუშაოების შიში, ამხელა მასაში ორმეტრიან დიამეტრს რომ ააფეთქებ, არავითარ ზემოქმედებას არ მოახდენს, რისკები პრაქტიკულად გამორიცხულია. პროექტს გარემოს დაცვის სამინისტრომ ექსპერტიზა ჩაუტარა, მოგვცა შენიშვნები, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე შენიშვნები არ ყოფილა“.

ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის, თქმით, კი: „ის გამოცდილება, რაც შუახევიჰესთან დაკავშირებით იყო, თავისთავად გათვალისწინებული იქნება, თავის დროზე ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ მშენებლობის დაწყებამდე მოხდება გადაღება-დასურათება და ყველა ოჯახის შესწავლა, საჭიროების შემთხვევაში, თუ სახლზე ბზარები არსებობს, ნიშნულების განთავსება. რაც შეეხება წყლებს,  ინვესტორი ამბობს, რომ ცენტრალიზებულად ერთიანი ქსელის მოწყობას შეძლებს, სოფელში  აუზს გააკეთებს.“

ვინ ააშენებს 23 კილოვატი სიმძლავრის ჰესს მერისის ხეობაში შპს „ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერ“- ის მიერ შემუშავებული პროექტით,  ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

შპს „ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერიმ“ ჰესის პროექტი/გზშ შპს „ჯორჯია შენკე პაუერ ინვესტმენტის“ დაკვეთით მოამზადა. „პროექტის საბოლოო ვარიანტი წლის ბოლოსთვის იქნება“ აცხადებს შამილ ბირკაძე.

აკავრეთა ჰესი / გზშ-ს განხილვა ქედაში / ეკა ბარამიძის ფოტო
აკავრეთა ჰესი – გზშ-ს განხილვა ქედაში / ეკა ბარამიძის ფოტო
აკავრეთა ჰესი / გზშ-ს განხილვა ქედაში / ეკა ბარამიძის ფოტო
აკავრეთა ჰესი – გზშ-ს განხილვა ქედაში / ეკა ბარამიძის ფოტო

ღოღობერიძე სასამართლოს აღარ ესწრება, ჩხვირკია პროკურორების აცილებას ითხოვს

„ბრალდებულს აქვს უფლება არ დაესწროს სასამართლო სხდომებს,”- თქვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა და სასამართლო სდომა განაგრძო. მანამდე მერაბ ღოღობერიძემ სასამართლოსთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური გამოიძახა. იგი სხდომათა დარბაზში არც სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ შემოვიდა.

მოსამართლემ აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით, მერაბ ღოღობერიძეს შეუძლია პროცესზე დასწრება და მისი ტრანსპორტირებაც არ წარმოადგენს პრობლემას.

მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას გამოძიება „ბათუმის აქციის საქმეზე” მასობრივი ძალადობის ორგანიზებას ედავება.

დღეს, 23 ოქტომბერს გამართულ პროცესზე ბრალდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ პროკურორების – რამაზ შავაძის და ფრიდონ ქარცივაძის აცილება მოითხოვა. მან ვრცლად ისაუბრა რამდენიმე გამომძიებელზე, რომლებმაც, მისი თქმით, მტკიცებულებები გააყალბეს.

„მაგალითად, საქმის მასალების მიხედვით გამოდის, რომ გამომძიებელი ტარიელ უზუნაძე ერთი და იგივე დროს ერთდროულად ახორციელებდა ორ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებას, ერთდროულად დაუკითხავს ორი სხვადასხვა მოწმე…  კიდევ ორ შემთხვევაში არ დაუდგენია, რომ კონკრეტულ პირებს არ ეკუთვნოდათ ის ავტომანქანა, რომლის დაზიანებაზეც ისაუბრეს ჩვენების მიცემის დროს. მე ამ მტკიცებულებების ბათილად ცნობასაც მოვითხოვ,” – აღნიშნა ირაკლი ჩხვირკიამ.

ბრალდებული მიიჩნევს, რომ პროკურორებმა ამ დარღვევებს მიზანმიმართულად არ მიაქციეს ყურადღება და ისინი მიკერძოებული არიან.

„ტარიელ უზუნაძემ უკვე მისცა ჩვენება სასამართლოს. გასაოცარი იყო ის, რომ მას არც ერთი საგამოძიებო მოქმედება, არც ერთი გამოკითხვა არ ახსოვს,”- დასძინა ადვოკატმა პაატა შავაძემ.

პროკურორმა რამაზ შავაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ მტკიცებულებები დასაშვებად უკვე მიიჩნია სასამართლომ წინასასამართლო სხდომაზე. მოწმეების დაკითხვა კი გრძელდება.

„იოტისოდენა ეჭვიც არ მეპარება პროკურორების მიუკერძოებლობაში,”- თქვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. მან განმარტა, რომ მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას სასამართლო არსებითი განხილვის სხდომაზე ვერ მოახდენს, ხოლო შეფასებები შესაძლოა მხარეებმა ვრცლად თავიანთ დასკვნით სიტყვებში წარმოადგინონ.

მოსამართლე „დასკვნით სიტყვებს” გახმაურებული ბათუმის აქციის საქმეზე ორთვენახევარში ელის.

„მიმაყვანინეთ ეს საქმე ფინიშამდე, რომ დავისვენოთ ყველამ…”- თქვა მოსამართლემ და შემდეგ ირაკლი ჩხვირკიას უთხრა ხაზგასმით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ ყოველთვის აქვთ მოლოდინი ადვოკატებს და პროკურორებს, რადგან წინასწარ არავინ იცის, რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო.

„ახლაც არსებობს 33 პროცენტი იმის შანსი, რომ 6 წელს მოგისჯით, 33 პროცენტი იმის, რომ კვალიფიკაციას შევცვლი, ან 6-დან 9 წლამდე მოგისჯით და 33 პროცენტი იმის, რომ გამამართლებელ განაჩენს მივიღებ,”- დაასრულა მოსამართლემ. მან პროკურორების აცილებაზე ბრალდებულის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მოსამართლე ახლა მოწმის სახით დაბარებული სამართალდამცველების ჩვენებების მოსმენას განაგრძობს. პროკურატურა “ბათუმის აქციის საქმეზე” 300-მდე მოწმის წარმოდგენას აპირებს სასამართლოში.

IMG_20171023_121343

მწვანე კონცხზე მიწა ბერა ივანიშვილმაც იყიდა

მწვანე კონცხზე ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის შენობა აღარ დგას. დაინგრევა უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლის მრავალსართულიანი შენობაც. ეს შენობები და მიწის ნაკვეთები აქ აჭარის მთავრობამ „ბიზნეს დეველოპმენტს“ მიჰყიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. აქვე 6003 კვ/მ ტერიტორია, რომელიც საერთო საცხოვრებელს ესაზღვრება,  სახელმწიფომ აჭარას გადასცა საკუთრებაში. ამ ნაკვეთის შეძენითაც „ბიზნეს დეველოპმენტია“ დაინტერესებული. მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთი იყიდა შპს „ურეკი რეზიდენსმაც“, რომლის 100% წილის მფლობელი ბერა ივანიშვილია.

მწვანე კონცხი /2017 წლის მარტი / მანანა ქველიაშვილის ფოტო
მწვანე კონცხი, უნივერსიტეტის ყოფილი შენობა[მარჯვნივ] /2017 წლის მარტი / მანანა ქველიაშვილის ფოტო
მწვანე კონცხი /2017 წლის 22 ოქტომბერი / მანანა ქველიაშვილის ფოტო
მწვანე კონცხი, უნივერსიტეტის ყოფილი შენობა დანგრეულია /2017 წლის 22 ოქტომბერი / მანანა ქველიაშვილის ფოტო

„ურეკი რეზიდენსმა“ 18 ოქტომბერს მწვანე კონცხზე მდებარე ის ნაკვეთი დაირეგისტრირა საკუთრებაში, რომლის დარეგისტრირებას საკუთრებაში შპს „ბიზნეს დეველოპმენტი“ 4 ოქტომბერს ითხოვდა. რეესტრმა საქმის წარმოება 5 ოქტომბერს იმ მიზეზით შეაჩერა, რომ „მყიდველის წარმომადგენლის მინდობილობას ვადა ჰქონდა გასული“; ამასთან, არ იყო წარდგენილი „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი“ [საქმის წარმოება 12 ოქტომბერს შეწყდა].

მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთი, რომლის საკუთრებაში დარეგისტრირებას „ბიზნეს დეველოპმენტი“ ცდილობდა და შემდეგ „ურეკი რეზიდენსმა“ დაირეგისტრირა, კერძო პირისგანაა შესყიდული. ეს ნაკვეთი ქობულეთი-ბათუმის ავტომაგისტრალსა [ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან ახლოს] და ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის შენობას შორის მდებარეობს.

საქართველოს მთავრობამ, 6003 კვ/მ მიწის ნაკვეთი, რომელიც უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლის მიმდებარედაა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 5 ოქტომბერს გადასცა საკუთრებაში. ამ ნაკვეთის მოსარგებლედ ამ დრომდე რეესტრში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტია [ბსუ] მითითებული.

რა მიზნით გადმოეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი აჭარას? – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ამ ნაკვეთით დაინტერესებულია „ბიზნეს დეველოპმენტი“. კითხვაზე, რა ფორმით გადაეცემა ქონება კერძო კომპანიას [პირდაპირი მიყიდვა, გამოცხადდება აუქციონი, თუ სხვა]? –  სამინისტროში გვითხრეს, რომ „სამინისტრო შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით იმოქმედებს“.

მწვანე კონცხი, უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლის შენობა [მარცხნივ] / 22.10.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო
მწვანე კონცხი, უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლის შენობა [მარცხნივ]. ამ შენობის უკან არის ნაკვეთი, რომელიც სახელმწიფომ აჭარას გადასცა / 22.10.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის [ბსუ] ინფორმაციით, უნივერსიტეტს დღეს მწვანე კონცხზე სარგებლობაში დარჩა 16 სხვადასხვა ნაკვეთი, რომელთა შემოღობვას ჯამში 20 კმ-ზე მეტი სიგრძის ღობე სჭირდება. ბსუ-ში გვითხრეს, რომ შემოღობვა დაწყებულია, თუმცა არის ფინანსების პრობლემაც, კოორდინაციაში არიან აჭარის მთავრობასთან, ამასთან, ოცამდე ადგილობრივი მოსახლე გამოთქვამს პრეტენზიას, რომ ამ მიწის ნაკვეთებთან გადაფარვაშია ის ნაკვეთები, რომლებითაც ისინი სარგებლობენ.

ყოფილი აგრარული უნივერიტეტის ტერიტორიაზე „ბიზნეს დველოპმენტს“ მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექს „მაგნოლიას“ მშენებლობა დაწყებული აქვს. დასასვენებელ კომპლექს  [Magnolia – Resort & SPA] პროექტის ინიციატორი და ინვესტორი კი ბიძინა ივანიშვილია. ამის შესახებ თავის დროზე ივანიშვილისვე დაფუძნებულ „თანაინვესტირების ფონდში“ განაცხადეს.

„ბიზნეს დეველოპმენტი“ მწვანე კონცხზე პლაჟის მიმდებარე ნაკვეთებსაც [ფართობი 6 346 კვ.მ] ითხოვს საკუთრებაში, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 2 მილიონ 500 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების პირობით. ასევე ითხოვს პლაჟის უსასყიდლოდ გადაცემას 49 წლით. ეს ნაკვეთები ჯერ აჭარის საკუთრებაშია. აჭარას კი ეს ქონება ბათუმის საკრებულომ გადასცა.

„ბიზნეს დეველოპმენტმა“ ამ დროისთვის, მთლიანობაში, მწვანე კონცხზე სახელმწიფოსგან 48 047 კვ/მ მიწის ფართობი შეისყიდა და აპირებს იყიდოს 7 294 კვ/მ მიწის ნაკვეთიც, რაზედაც სახელმწიფო, ფაქტობრივად, თანახმაა. „ბიზნეს დეველოპმენტს“ ასევე სურს 49 წლით უსასყიდლოდ მიიღოს მწვანე კონცხის პლაჟი, ფართობით – 6346 კვ/მ.

მწვანე კონცხი / პლაჟი, რომელსაც „ბიზნეს დეველოპმენტი“ 49 წლით ითხოვს / თედო ჯორბენაძის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
მწვანე კონცხი / პლაჟი, რომელსაც „ბიზნეს დეველოპმენტი“ 49 წლით ითხოვს / თედო ჯორბენაძის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

„ბიზნეს დეველოპმენტი“ მწვანე კონცხზე ყოფილი საბაგირო გზის ნაცვლად ახალი საბაგირო გზის [მშენებარე „მაგნოლიადან“ პლაჟამდე] აშენებას გეგმავს. შესაძლოა საბაგირო მეორე მხარესაც აშენდეს, სადაც ნაკვეთი „ურეკი რეზიდენსმა“ დაირეგისტრირა.

ბათუმში, ასევე მწვანე კონცხის დასახლებაში, 20 366 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სექტემბერში, საქართველოს მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 931 ათას ლარად, საკუთრებაში გადასცა კომპანია „ელიტ კონსტრაქშენ გრუპს“, რომელიც კერძო პირმა ქონების გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე დაარეგისტრირა.

როდის დაიწყებენ ახალი მერი და საკრებულო მოვალეობის შესრულებას

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტის, მირზა მამულაძის განმარტებით, ახლად არჩეული მერი და საკრებულო, კანონის მიხედვით, უფლებამოსილების განხორციელებას ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ერთ თვეში დაიწყებს.

„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს ცენტრალური საარჩევნო კომისია, არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამების შემდეგ, 30 დღის ვადაში. მუნიციპალიტეტის საკრებულო მუშაობას შეუდგება, თუ შესაბამისი საარჩევნო კომისია დაადასტურებს ახალარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის არჩევას,“-ამბობს მირზა მამულაძე.

იურისტის განმარტებით, კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების საბოლოო შედეგები ცესკომ ოფიციალურად  არჩევნების დღიდან 19 დღეში უნდა გამოაცხადოს. „შესაძლებელია უფრო ადრეც გამოაცხადოს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი საარჩევნო დავები დასრულებული იქნება.“

ქალაქის მერს კი უფლებამოსილების განხორციელება შეუძლია, არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან მე- 11 დღეს.

 

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტი შვიდ შტატზე ვაკანსიას აცხადებს

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტი შვიდ საშტატო ერთეულზე ვაკანსიებს აცხადებს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  ვაკანსიები გამოცხადდა საზოგადოებასთან ურთიერთობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის სამსახურში პერსონალის შესარჩევად.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ერთი ვაკანსიაა, მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეულზე. სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის სამსახურში კი ოთხი ვაკანსია ცხადდება, ორი მთავარი და ორი წამყვანი სპეციალისტის შტატზე.

საინფორმაციო  ტექნოლოგიების სამსახურში კი ორი ვაკანსიაა, ერთი მთავარი სპეციალისტის და ერთი სპეციალისტის შტატზე გამოცხადებული. ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობებზე სახელფასო ანაზღაურება შეადგენს: მთავარი სპეციალისტის – 950 ლარს; წამყვანი სპეციალისტის – 700 ლარს; სპეციალისტის – 600 ლარს.

საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია აღნიშნულ ბმულზე.

 

2013-2017 წლებში აჭარაში 42 ახალი ბაღი აშენდა

ბოლო წლებში საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო. ახალი საბავშვო ბაღები გაჩნდა ისეთ სოფლებშიც, სადაც სკოლამდელი დაწესებულების სივრცეები არასოდეს ყოფილა. სულ აჭარაში 112 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, მათგან ბოლო 4 წელიწადში 42 ბაღი აშენდა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 50-მდე ბაღს.

[red_box]19 ოქტომბერს ბათუმში კიდევ ერთი საბავშვო ბაღი გაიხსნა[/red_box]

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქ ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად ურეხის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი გახსნა.

N33 საბავშვო ბაღი 345 აღსაზრდელს მოემსახურება. მისი მშენებლობა 2016 წლის თებერვალში დაიწყო. სამ სართულიანი შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. დამონტაჟებულია პანდუსები, ეზოში მოწყობილია 4 სათამაშო მოედანი, ატრაქციონები და საჩრდილობლები. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაღის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი გამოიყო.

ურეხი2

„ძალიან მიხარია, რომ ბათუმს კიდევ ერთი ახალი ბაღი შეემატა, რომელიც სამასზე მეტ ბავშვზეა გათვლილი. ბაღი სრულებით აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. იგი მოემსახურება არა მარტო ურეხის მოსახლეობას, არამედ მიმდებარე ტერიტორიებსაც, რაც ძალიან ბევრი მშობლისთვის დამატებით
კომფორტს შექმნის. სკოლამდელი განათლება უმნიშვნელოვანესი ეტაპია ბავშვის განვითარებაში. ჩვენი მთავრობის პირობებში მაქსიმალური ყურადღება ექცევა სკოლამდელი განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას და თითოეული ბავშვისათვის შესაბამის გარემოში ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით  მუშაობას“ – აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

[highlight color=”red”]ბათუმში 32 ბაღი ფუნქციონირებს. ბოლო წლებში აშენდა 6, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 9-ს, მიმდინარე პროცესშია კიდევ ერთი ახალი ბაღის მშენებლობა. ბათუმის ბაღებში სულ 7510 ბავშვი დადის.[/highlight]

ბაღების მშენებლობა გრძელდება მაღალმთიან აჭარაში

გასულ კვირას კიდევ ერთი საბავშვო ბაღი გაიხსნა მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში.

ხიჭაური1

საბავშვო დაწესებულების გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე დაესწრნენ. მათ ხიჭაურის მოსახლეობას ახალი, თანამედროვე საბავშვო ბაგა-ბაღის გახსნა მიულოცეს. ხიჭაურის ბაგა-ბაღი 50-ზე მეტ აღსაზრდელზეა გათვლილი, სადაც 15-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება. ახალი ბაგა-ბაღი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მშენებლობაზე 220 ათასი ლარი დაიხარჯა.

ხიჭაური3

 

დარღვევები აჭარაში, რასაც საია ასაჩივრებს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ბათუმის საოლქო კომისიას 6, ხოლო ქობულეთის კომისიას 4 საჩივრით მიმართა. შედეგების ბათილად ცნობას ეს ორგანიზაცია მხოლოდ ბათუმის 102-ე უბანზე ითხოვს.

„გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრებს,  102-ე უბანში, გადაეცათ  3 სახის 15 ცალი ბიულეტენი. მას შემდეგ, რაც დასრულდა გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემა და ყუთი დაბრუნდა უბნის ტერიტორიაზე, დადგინდა, რომ არსებობდა სხვაობა კომისიის წევრებისთვის გადაცემულ და უკან დაბრუნებულ ბიულეტენებს შორის. კერძოდ, შვიდ-შვიდი ცალი  დაბრუნდა პროპორციული და მაჟორიტარული წესით  ასარჩევი  სუბიექტებისთვის განკუთვნილი  ბიულეტენები, ხოლო,  6 ცალი აღმოჩნდა იმ ტიპის ბიულეტენი რომელიც  განკუთვნილი იყო თვითმმართველი ქალაქის ან თვითმმართველი თემის მერის ასარჩევად. ამავე უბანზე არ არის ბალანსი ამომრჩეველთა ხელმოწერის ოდენობებსა და საარჩევნო ყუთში არსებულ ბიულეტენებს შორის. კერძოდ, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა  წარმოადგენდა 289-ს, ხოლო ბიულეტენების ოდენობა – 290-ს,“ – ამბობს საიას იურისტი, პაატა დიასამიძე.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ კიდევ ერთი საჩივარი  49-ე საარჩევნო უბანში ხმების დათვლის პროცედურებს ეხება. ორგანიზაციის მონაცემებით, გამოუყენებელ და გაფუჭებულ ბიულეტენებს გვერდი ჩამოაჭრა არა კომისიის წევრებმა, არამედ „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელმა და „თავისუფალი ზონის“ დამკვირვებელმა.

საიას საჩივრების მიხედვით, ბათუმის 22-ე უბანზე კენჭისყრის შედეგების შეჯამებისას დადგინდა, რომ არსებობდა სხვაობა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერებსა და ბიულეტენებს შორის. 29-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში კი ადგილი ჰქონდა შემდეგი ტიპის დარღვევას: რეგისტრატორის მიერ დაინომრა ბიულეტენები, რაც საიას დამკვირვებელმა გაასაჩივრა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, საჩივარს რეგირება არ მოჰყოლია. შემდგომში, კომისიამ ეს ბიულეტენები არ მიიჩნია ბათილ ბიულეტენად რაც, თავის მხრივ, ასევე, წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას. ამ უბანზე საჩივარი აქვს დაწერილი „სამართლიან არჩევნებსაც“.

ქობულეთის საოლქო კომისიას საიამ 4 საჩივრით მიმართა. ორგანიზაციის მონაცემებით, ქობულეთის მე-16 უბანზე საიას დამკვირვებელს არ უშვებდნენ უბნის ტერიტორიაზე. ამავე უბანზე საკონტროლო ფურცელი ყუთში ჩავარდა მას შემდეგ, რაც  პირველმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. ორივე დარღვევა საწყის ეტაპზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან გაასაჩივრა საიას დამკვირვებელმა. 59-ე უბანზე ადგილი ჰქონდა აგიტაცია-პროპაგანდის ფაქტს, 36-ე უბანზე კი, კომისიის წევრებმა შეცდომა დაუშვეს საკონტროლო ფურცლის შევსებისას, კერძოდ, საკონტროლო ფურცელზე არ იყო მითითებული მისი ყუთში მოთავსების დრო.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აჭარის მუნიციპალიტეტებიდან არჩევნებს აკვირდებოდა ხელვაჩაურშიც, თუმცა აქ ორგანიზაციას საჩივარი არ დაუწერია.

შუახევის ახალი საკრებულოს მაჟორიტარები „ოცნებიდან“ – წინასწარი შედეგები

შუახევის ცხრა მაჟორიტარული ოლქის ყველა უბნის შედეგების მიხედვით, ცხრავე ოლქში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის  კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

შუახევის მაჟორიტარი კანდიდატებიდან, დაბა შუახევში – გიორგი დავითაძემ გაიმარჯვა – ხმების 52,44%, შუბანში ემზარ ჯუმუშაძემ – 48,88%, ოლადაურში გენად მიქელაძემ – 54, 95%,  დღვანში – იმედა მუკუტაძემ – 47,19%, უჩამბაში ჯემალ ივანაძემ – 55,01%, ზამლეთში  – ამირან ბერიძემ – 60,52%, ჭვანაში – ზურაბ ვაშაყმაძემ – 45,79%,  წყაროთაში – სულიკო ბოლქვაძემ – 54,03%, ხოლო ბარათაულში – მურად ქათამაძემ – ხმების 48,32%.

შუახევის მუნიციპალიტეტში სამი მაჟორიტარული ოლქის – შუბნის, დღვანისა და უჩამბის გამარჯვებული კანდიდატები სკოლის ყოფილი დირექტორები არიან.

ქედის საკრებულოში მაჟორიტარებად მხოლოდ „ოცნებიდან“ შევლენ – წინასწარი შედეგები

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქედის ცხრა მაჟორიტარული ოლქის ყველა უბნის შედეგები გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით, ცხრავე ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ანუ 2017 წლის ქედის მოწვევის საკრებულოს ყველა მაჟორიტარი „ქართული ოცნებიდან“ ეყოლება.

„ოცნების“ კანდიდატების მიერ მიღებული ხმები: დაბის თემში, კარლო თურმანიძე – 52,16%, ზვარეში – ამირან დევაძე – 52, 52%,  წონიარისში – სილოვან ბერიძე –  50, 38%, მერისში – შუქრი თურმანიძე – 49,48%, ოქტომბერში – უშანგი დუმბაძე – 38, 86%, მახუნცეთში – ზურაბ თავდგირიძე – 41,48%, ცხმორისში – ოთარ ბოლქვაძე –  45, 81%, პირველ მაისში – ბადრი შავლიძე – 59,258%, დანდალოს მაჟორიტარულ ოლქში – ოთარ ხარაძე – 48,21%.

ქედის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარულ ოლქებში დასახელებული კანდიდატებიდან სილოვან ბერიძე და ამირან დევაძე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი წევრები არიან; 2014 წლის მოწვევის საკრებულოში ამირან დევაძე „ქართული ოცნების“ კვოტით, ხოლო სილოვან ბერიძე – დამოუკიდებელი მაჟორიტარის სტატუსით შევიდა.

ხმების დათვლა ქედის მე-16 უბანში / 21.10.2017 / ეკა ბარამიძის ფოტო
ხმების დათვლა ქედის მე-16 უბანში / 21.10.2017 / ეკა ბარამიძის ფოტო
მთავარი ფოტო: ხმების დათვლა ქედის მე-16 უბანში / 21.10.2017 / ეკა ბარამიძის ფოტო

ქობულეთში 22 მაჟორიტარიდან მხოლოდ 2 იქნება ოპოზიციის წარმომადგენელი

არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ქობულეთში 22 მაჟორიტარიდან ორი იქნება ოპოზიციის წარმომადგენელი და ორივე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“: მამული სურმანიძემ 52 პროცენტი მიიღო, მალხაზ დიასამიძემ – 45 პროცენტი.

„ქართული ოცნებიდან“ ქობულეთის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატები იქნებიან: დავით წულუკიძე, დავით მჭედლიშვილი, ავთანდილ გოგიბერიძე, მამუკა შამილიშვილი, მანუჩარ ნიჟარაძე, გენადი თამაზაშვილი, ქეთინო ქათამაძე, ავთანდილ ვერულიძე, ავთანდილ ანანიძე, თედო ტაკიძე, ედნარ თურმანიძე, ვიტალი ქარცივაძე, სოსო ჯაფარიძე, გურამ აბაშიძე, ვაჟა შავიშვილი, თემურ მოწყობილი, არჩილ დუმბაძე.

ამ დროისთვის ცესკოს არ აქვს გამოქვეყნებული ქობულეთის სამი მაჟორიტარული ოლქის მონაცემები. ქობულეთში სულ 22 მაჟორიტარული ოლქია.

ქობულეთის საკრებულოში სულ 35 წევრია, აქედან 22 – მაჟორიტარი.

11 მაჟორიტარი „ოცნებიდან“ და ერთი „ენმ“ -დან ხელვაჩაურის საკრებულოში – წინასწარი შედეგები

თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ხელვაჩაურის 13 მაჟორიტარული ოლქიდან 11 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო ერთ უბანზე არჩევნები მოიგო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა. კიდევ ერთი უბნის შედეგები ჯერ დათვლილი არ არის.

წინაწარი მონაცემების მიხედვით, ხელვაჩაურის მაჟორიტარული ოქლებიდან საკრებულოში შევლენ: დავით სამნიძე – შარაბიძეების მაჟორიტარი„ქართული ოცნებიდან“, თამაზ ბერიძე – მახინჯაურის მაჟორიტარი, ორთაბათუმის  მაჟორიტარი კანდიდატი – ბადრი ცინცქილაძე, ახალშენის მაჟორიტარი კანდიდატი – მინდია დიასამიძე, ფერიის მაჟორიტარი – ჯემალ მუსხაჯბა, ახალსოფლის მაჟორიტარი – ჯამბულ თავართქილაძე,  სარფის მაჟორიტარი –  ივერი ვანიძე, თხილნარის მაჟორიტარი – მინდია დიდმანიძე, აჭარისწყლის მაჟორიტარი  –  ვახტანგ დიასამიძე, მაჭახელაში –მალხაზ სალვარიძე.  სოფელ კირნათში არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ კანდოდატმა ლეილა ცინცაძემ მოიგო.

 

 

რა დარღვევებზე დაიწერა საჩივრები ბათუმში

ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქში ამ დროისთვის 15 საჩივარია რეგისტრირებული. საჩივრის დაწერის უფლება პოლიტიკურ სუბიექტებს, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ხვალ დღის ბოლომდე აქვთ. ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე, ციალა შავაძე ამბობს, რომ კომისია საჩივრების განხილვას ორშაბათს, 23 ოქტომბერს დაიწყებს. საოლქო კომისიას ორდღიანი ვადა აქვს საჩივრებზე გადაწყვეტილების მისაღებად.

ბათუმის ოლქში ყველაზე მეტი – 12 საჩივარი „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაწერა. ამ ორგანიზაციის აჭარა-გურიის კოორდინატორი მადონა ბერიძე სხვადასხვა პროცედურულ დარღვევებზე საუბრობს.

„მაგალითად, 26-ე უბანში ჩვენს დამკვირვებელს არ მიეცა დილის წილისყრის პროცედურებზე დასწრების შესაძლებლობა. ფარულობის პრინციპი დარღვეული იყო რამდენიმე უბანზე: მე-7 უბანზე რეგისტრატორმა თავის მაგიდასთან შეავსებინა ბიულეტენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველს. 29-ე უბანზე რეგისტრატორი ბიულეტენებს ნომრავდა, რაც, ბუნებრივია, ფარულობის პრინციპს არღვევს. ჩვენი მოთხოვნა იყო ამ უბანზე ბათილად ჩათვლილიყო დანომრილი ბიულეტენები, მაგრამ კომისიამ არც ეს პოზიცია გაიზიარა. ამავე უბანზე შემაჯემებლი ოქმი ასევე შედგენელია დისბალანსით, რადგან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო იმაზე უფრო მეტმა ამომრჩეველმა, ვიდრე იქ არის რეგისტრირებული. 29-ე უბანთან დაკავშირებით ჯერ არ გვაქვს შეტანილი ოლქში საჩივარი, იურისტებთან გავდივართ კონსულტაციებს. ჯერ ვერ გეტყვით, მოვითხოვთ თუ არა შედეგების ბათილად ცნობას. სხვა უბნებს რაც შეეხება, ძირითადად ჩვენი მოთხოვნაა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაყენება,“ – ამბობს მადონა ბერიძე, „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორი.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ თითო საჩივარი ხულოსა და შუახევში, 3-3 საჩივარი კი ხელვაჩაურსა და ქობულეთში დაწერა.

 

ხულოს სამ მაჟორიტარულ ოლქში „ოცნების“ კანდიდატებმა ვერ გაიმარჯვეს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ხულო 13 მაჟორიტარული ოლქის ყველა უბნის შედეგები გამოაქვეყნა. მიღებულ ხმათა უმრავლესობით აქ „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ.

13 მაჟორიტარული ოლქიდან „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ცხრა მაჟორიტარულ ოლქში – აგარა, დიდაჭარა, დიოკნისი, ვაშლოვანი, რიყეთი, საციხური, ფუშრუკაული, ღორჯომი და ხიხაძირი –  ხმათა უმრავლესობა მოიპოვეს; ხოლო დაბა ხულოს, სხალთისა და თხილვანის თემებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარებმა გაიმარჯვეს.

2017 წლის მოწვევის ხულო საკრებულოში, ერთი მაჟორიტარი ეყოლება  „ევროპულ საქართველოს“. ევროპული საქართველოს კანდიდატმა დეკანშვილების თემში მოიპოვა გამარჯვება.

ხულოს მაჟორიტარი კანდიდატებიდან, ყველაზე მეტი ხმა, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა კანდიდატმა ჯემალ მარკოიძემ მიიღო, საციხურის თემში,. მის კანდიდატურას, საერთო ამომრჩევლის 82,88%-მა მისცა ხმა.

ბათუმის ახალ საკრებულოში ათივე მაჟორიტარი „ოცნებიდან“ იქნება – წინასწარი შედეგები

ბათუმის საკრებულოს არჩევნებში, 21 ოქტომბერს, წინასწარი შედეგების მიხედვით, ათივე მაჟორიტარულ ოლქში, მმართველი პარტიის – „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

„ოცნების“ კანდიდატების მიერ, ბათუმის მაჟორიტარულ ოლქებში მიღებული ხმები [ცესკოს წინასწარი მონაცემები]:

ოლქი N71.01 – თამაზ სალუქვაძე – 51,3%, 2553 ხმა;

ოლქი N71.02 – გოჩა მგელაძე – 56,57%, 2662 ხმა;

ოლქი N71.03 – ნატალია ზოიძე – 54,65%, 2715 ხმა;

ოლქი N71.04 – ანზორ დევაძე – 59,1%, 2923 ხმა;

ოლქი N71.05 – ელგუჯა ანდრიაძე – 50,84%, 2317 ხმა;

ოლქი N71.06 – ზურაბ ნაკაიძე – 58,06%, 2457 ხმა;

ოლქი N71.07 – ირაკლი თოფურიძე – 58,29%, 2386;

ოლქი N71.08 – ირაკლი პატარიძე – 53,69%, 2577 ხმა;

ოლქი N71.09 – ომარ მახარაძე – 46,58%, 2291 ხმა;

ოლქი N71.10 – მუხამედ ართმელაძე – 46,11%, 2151 ხმა.

როგორ შეხვდა „ქართული ოცნება“ ბათუმში ეგზიტპოლის შედეგებს [ფოტო]

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბათუმში მეორე ტური არ გაიმართება და ქალაქის მერი „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ლაშა კომახიძე იქნება. წინასწარი მონაცემებით, ლაშა კომახიძემ არჩევნებში ამომრჩეველის ხმათა უმრავლესობა, 54,86 პროცენტი მიიღო.

21 ოქტომბრის საღამოს, ბათუმის მერობის კანდიდატი თავის მხარდამჭერთა კლუბში, ეგზიტპოლების შედეგებს რეგიონის პირველ პირებთან ერთად ელოდა.

laSaaa

20:00 საათზე, როცა საარჩევნო უბნები დაიკეტა, „ლაშას მხარდამჭერთა კლუბში“ დიდ ეკრანზე ტელეკომპანია „იმედი“ იყო ჩართული. მას შემდეგ, რაც ტელე „იმედმა“ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადება გადადო, ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ფეისბუქზე ნაპოვნი „რუსთავი 2-ის“ ეგზიტპოლის შედეგები გააცნო შეკრებილებს. ინფორმაციას, რომ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახი კალაძემ ეგზიტპოლის შედეგად ამომრჩევლის ხმათა 54 % მიიღო, ლაშა კომახიძის მხარდამჭერთა კლუბში ხანგრძლივი ტაში და ოვაცია მოჰყვა.

IMG_0040
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 21.10.2017

მას შემდეგ, რაც ეგზიტპოლის შედეგები გაიგო, ბათუმის მერობის კანდიდატმა საარჩევნო ბანერის წინ ცოლთან  და ცოლის დაქალებთან ერთად იპოზიორა.

IMG_0080

ლაშა კომახიძის მხარდასაჭერად კლუბში მრავლად იყო ხალხი შეკრებილი.

IMG_0092

IMG_0071

ლაშა კომახიძის მხარდასაჭერად მთელი დღის მანძილზე მხარდამჭერთა კლუბში იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად.

IMG_0116

კომახიძის მხარდასაჭერად მივიდა ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვიც.

IMG_0128

მაშინ, როცა “ქართული ოცნება” არჩევნებში წარმატებას ეგზიტპოლის შედეგებზე დაყრდნობით ზეიმობდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისი ასე გამოიყურებოდა.

IMG_0125
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 21.10.2017
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისის შესასვლელი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 21.10.2017
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისის შესასვლელი
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 21.10.2017

წინასწარი შედეგებით, ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე იქნება

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხელვაჩაურის # 83 საარჩევნო ოქლში, ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა  – 52,32% მიიღო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 46 უბნის მონაცემებიდან, 36 უბნის მონაცემებია დათვლილი.

მერობის ხუთი კანდიდატიდან, ხელვაჩაურის 36 უბნის მონაცემებით, მეორე ადგილზე,  ხმების 26,01%-ით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი თეიმურაზ დუმბაძეა.

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატს, ლევან ლორთქიფანიძეს, ამომრჩეველთა 9,09%-მა მისცა ხმა; „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატს, მალხაზ მხეიძეს, ამომრჩეველთა 7,88%-მა; ხოლო საარჩევნო ბლოკის – „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა, ვაჟა ცინცქილაძემ ხმების – 4,7%  მიიღო.

ხულოს მერი გოჩა მელაძე იქნება – წინასწარი შედეგები

2017 წლის თვითმართველობის არჩევნების შედეგებით, ხულოს  #84 საარჩევნო ოლქში, მმართველი პარტის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გოჩა მელაძემ ამომრჩეველთა ხმის 60,71% -ი მიიღო.

მერობის კანდიდატებს შორის, ხულოში, ხმათა უმრავლესობით მეორე ადგილზე, 25% -ით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ირაკლი ჯორბენაძეა.

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატს, ნუგზარ სოლომონიძეს,  ამომრჩეველთა 11, 25 % – მა დაუჭირა მხარი, ხოლო ყველაზე ნაკლები ხმა „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა ზურაბ ტუნაძემ მიიღო, ტუნაძის კანდიდატურას ხულოში, საერთო ამომრჩევლის 3,4% – მა დაუჭირა მხარი.

 

ქედის მერი ლევან გორგილაძე იქნება

2017 წლის თვითმართველობის არჩევნების შედეგებით, ქედის # 80 საარჩევნო ოლქში, მმართველი პარტის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ლევან გორგილაძემ ამომრჩეველის ხმათა 64, 52% – ით გაიმარჯვა.

ცენტრალურ სარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მერობის კანდიდატებს შორის, ქედაში ხმათა უმრავლესობით მეორე ადგილზე, 8,73% -ით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ირაკლი ბარამიძეა.

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატს, ამომრჩეველთა 8,73% – მა დაუჭირა მხარი, „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს როსტომ შერვაშიძეს კი 8,21% ამომრჩეველმა, ამომრჩეველთა ყველაზე ნაკლები ხმა, საარჩევნო ბლოკი  – „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველოს“ პარტიის მიერ წარდგენილმა მერობის კანდიდატმა ზვიად ფარტენაძემ მიიღო, მან ამომრჩეველთა 0,93% – მხარდაჭერა მიიღო.

ქობულეთში მირიან ქათამაძემ ხმათა 60 პროცენტი მიიღო

არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე იქნება. მან ამომრჩევლების ხმათა 60,36 პროცენტი მიიღო.

ამომრჩევლის ხმათა 27, 17 პროცენტი მიიღო თენგიზ ზოიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, 8,26 პროცენტი – „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა მერაბ ბლადაძემ; 3, 95 პროცენტი – პაატა ცინარიძემ, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა; 2,79 – სულიკო რომანაძემ, „კუკავა-დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატმა; 0,29 პროცენტი მიიღო ვაშაძის პარტიის კანდიდატმა ნოდარ დედოფალიძემ; 0,18 – პაატა გელაშვილმა, „ტრადიციონალისტების“ კანდიდატმა.

ქობულეთში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 33821-მა ამომრჩეველმა, 49.95%.

შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე იქნება

შუახევის # 82 საარჩევნო ოლქში, არჩევნების წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს.

მერობის ხუთი კანდიდატიდან ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა  – 68, 44% – „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ფრიდონ ფუტკარაძემ მიიღო, მეორე ადგილზე,  17, 05% – ით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ომარ მეგრელიძეა.

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატს, მირზა თურმანიძეს, ამომრჩეველთა 8,74%- მა მისცა ხმა, საარჩევნო ბლოკი  – „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატს,  რამინ ზოიძეს, ამომრჩეველთა 2,59% – მა, ხოლო „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატს, რევაზ ზოიძეს, ამომრჩეველთა 3,18% – მა მისცა ხმა.

შუახევის # 82 საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული  15 009 ამომრჩევლიდან, არჩევნებში მონაწილეობა 9 192 ამომრჩეველმა მიიღო

წინასწარი შედეგებით ბათუმის მერი ლაშა კომახიძე იქნება

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბათუმში მეორე ტური არ გაიმართება და ქალაქის მერი „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ლაშა კომახიძე იქნება.

წინასწარი მონაცემებით ლაშა კომახიძემ არჩევნებში ამომრჩეველის ხმათა უმრავლესობა, 54,86 პროცენტი მიიღო.

ბათუმში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 50770-მა ამომრჩეველმა; საერთო რაოდენობის 36, 37 პროცენტმა.

მთავარ ფოტოზე: ბათუმის ამჟამინდელი მერი გიორგი ერმაკოვი და ბათუმის, სავარაუდოდ მომავალი მერი ლაშა კომახიძე. მანანა ქველიაშვილის ფოტო. 

ბათუმში არჩევნებზე 50 770 ამომრჩეველი მივიდა

21 ოქტომბრის არჩევნებზე აჭარაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 45-მა პროცენტმა, სულ 138 120-მა ამომრჩეველმა. აჭარაში 306 861 ამომრჩეველია.

მუნიციპალიტეტებს შორის პროცენტული მაჩვენებლით ყველაზე დაბალი აქტივობა ბათუმში იყო – 36, 37 პროცენტი, ყველაზე მაღალი კი ქედაში – 66.09 პროცენტი.

ამომრჩეველთა აქტივობის საბოლოო შედეგები ასეთია:

ბათუმში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 50770-მა ამომრჩეველმა; ქედაში – 10339-მა ამომრჩეველმა, ქობულეთში – 33821-მა ამომრჩეველმა [49.95%], შუახევში – 9192-მა ამომრჩეველმა [61.24%], ხელვაჩაურში – 19667-მა ამომრჩეველმა [43.77%], ხულოში კი 14331-მა ამომრჩეველმა, [59.75%].

ბათუმში [79 საარჩევნო ოლქი] რეგისტრირებული იყო 139 595 ამომრჩეველი, ქედაში – 15 643; ქობულეთში – 67 703; შუახევში – 15 009; ხელვაჩაურში – 44 928, ხოლო ხულოში – 23 983.

მთელი ქვეყნის მასშტაბით 21 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 156 9992-მა ამომრჩეველმა, ამომრჩეველთა 45-მა პროცენტმა. საქართველოში, ცესკოს მონაცემებით, 3 440 123 ამომრჩეველია.

 

არაადაპტირებული და ნახევრად ადაპტირებული გარემო 21 ოქტომბრის არჩევნებზე

ზოგან იყო პანდუსი, მაგრამ არ იყო ადაპტირებული საარჩევნო კაბინა, ან პანდუსი არ იყო ისე მოწყობილი, რომ ეტლით მოსარგებლეს ასვლა თავისუფლად შესძლებოდა,  იყო შემთხვევა, როცა საარჩევნო უბანს ადაპტირებული კაბინა ჰქონდა, მაგრამ უბანი მეორე სართულზე მდებარეობდა, პანდუსი კი არ იყო.

ერთ უბანზე შშმ ამომრჩეველს ხმის მიცემა ღია სივრცეში, ყველას დასანახად მოუხდა, რადგან უბანზე ადაპტირებული საარჩევნო კაბინა არ იყო – „ბათუმელები“ მთელი დღის მანძილზე აკვირდებოდა სიტუაციას საარჩევნო უბნებზე, რამდენად იყო ადაპტირებული გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

არჩევნებს მთელი დღის მანძილზე აკვირდებოდნენ ასევე ორგანიზაცია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ წარმომადგენლები, თომა კაკაბაძე და რამინ მაჭარაშვილი. „ბათუმელებმა“ სწორედ მათ სთხოვა შეფასება, რამდენად ადაპტირებული იყო 21 ოქტომბრის არჩევნები.

„მე ხმა ფერიის 24-ე უბანზე მივეცი. შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ასეთი სიტუაცია დამხვდა: პანდუსი იყო ზედმეტად დახრილი ანუ სტანდარტებს ვერანაირად ვერ აკმაყოფილებდა და ხელით დამჭირდა აყვანა. ეს ბევრი მედიასაშუალებით გაშუქდა და წელს უკვე ცოტათი დაუგრძელებიათ, თუმცა არსებითი სხვაობა ძველთან შედარებით არ იყო. პანდუსი ავიარე სხვისი დახმარებით და დამხვდა მეორე ბარიერი – კარის ზღურბლი, ძლივს შევედი, იქაც შემიყვანეს და დახმარება დამჭირდა. კაბინა იყო ადაპტირებული. ერთი უბანი იყო სხვათა შორის, სადაც სამი კაბინიდან ორი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, პროცედურებმა ნორმალურად ჩაიარა, თუმცა დამოუკიდებლად რომ მიმეცა ხმა, ეს არ მოხერხდა.

მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა საარჩევნო უბანს ვაკვირდებოდი და  მათ შორის წერეთლის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღშიც ვიყავი, სადაც უბანი მეორე სართულზე იყო განთავსებული. ერთ-ერთმა დამკვირვებელმა მითხრა, რომ ზემოთ არის კაბინა ეტლით მოსარგებლისთვისო და ძალიან პარადოქსულია ეს სიტუაცია: როცა კაბინა გაქვს ადაპტირებული და იმ სართულამდე მისასვლელი ორი სართულიდან არც ერთი არაა მისაწვდომი – არც ერთი და არც მეორე. ვერანაირად ვერ შევედი და დავაფიქსირე ეს ფაქტი ჩვენს ანკეტაში კომენტარის სახით, რომ არ იყო უბანი მისაწვდომი,“  – ამბობს თომა კაკაბაძე.

მისივე თქმით, ისინი აკვირდებოდნენ არა მარტო ფიზიკურ მისაწვდომობას, რამდენად არის პანდუსი და ა.შ. , არამედ იმასაც, თუ იყო დამხმარე საშუალებები, მაგალითად, უსინათლო ადამიანებისთვის:

„ასევე, იყო თუ არა სპეციალური პოსტერები ან ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის თუ არის რაიმე პოსტერები, რომლითაც ისინი იხელმძღვანელებენ და მიიღებენ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე ვაკვირდებით მცირედმხედველებისთვის, უსინათლოებისთვის, ჩარჩოფორმა და გამადიდებელი ლინზები თუ არის.

იმასაც ვეკითხებით, თუ რამდენად არიან კომპეტენტურები, რომ აუხსნან ამომრჩეველს გამოყენების ინსტრუქციები, როგორ უნდა გამოიყენონ ესა თუ ის დამხმარე საშუალება.

ჩვენი დაკვირვების მომენტში არ დაფიქსირებულა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ხმის მიცემის პროცესი, თუმცა რომ ვეკითხებით, მათ იციან თუ არა დამატებითი ხელსაწყოების გამოყენება, ყველა ერთხმად ამბობს, რომ იციან.

ახლახან მისცა ჩვენმა მეგობარმა ხმა, მცირედმხედველია და კომისიის წევრმა არ აუხსნა არაფერი, ამომრჩეველი შეაყოლა კაბინაში, რომ აეხსნა, თუ როგორ უნდა გამოეყენებინა ჩარჩო-ფორმა, რადგან მცირედმხედველმა გამადიდებელი ლინზა ვერ გამოიყენა. საბოლოოდ ვერ აუხსნა იმ ადამიანმა როგორ უნდა მოქცეულიყო და ამ ადამიანმა თვითონ, როგორც მოახერხა, ისე შემოხაზა. ახლა ამბობს, რომ მგონი შეცდომით შემოვხაზე და რომელიც მინდოდა, ის არ შემომიხაზავსო.

სისტემურად მაინც არ არის სწორი მიდგომა. მესმის, რომ ერთი ტრენინგით ადამიანებმა შეიძლება სრულყოფილად ვერ გაიგონ, თუ როგორ უნდა გაუწიონ დახმარება  შშმ პირებს, ყველაფერი ტრენინგით ვერ ისწავლება  და ის, რომ ჩარჩო ფორმა გიდევს, არაფერს ნიშნავს, ზოგან კაბინაში იყო მაგალითად დაწყობილი. ეს ხელსაწყოები უნდა იყოს განთავსებული თვალსაჩინო ადგილზე,  კომისიის ნებისმიერ წევრს უნდა შეეძლოს ჩარჩო ხელსაწყოების გამოყენების ინსტრუქციის განმარტება შეზღუდული შესაძლებლობის პირისათვის,“  – ამბობს თომა კაკაბაძე.

ქედის #1 უბანი, გამოუსადეგარი პანდუსი
ქედის #1 უბანი, გამოუსადეგარი პანდუსი
#66 უბანი
#66 უბანი
ადაპტირებული #16 უბანი
ადაპტირებული #16 უბანი

22687739_1705123306179208_3713542389558415969_n

თომა კაკაბაძე და რამინ მაჭარაშვილი #66, არაადაპტირებულ უბანთან
თომა კაკაბაძე და რამინ მაჭარაშვილი #66, არაადაპტირებულ უბანთან
#54 უბანი, სადაც ადაპტირებული კაბინაა, თუმცა არაადაპტირებულია შესასვლელი
#54 უბანი, სადაც ადაპტირებული კაბინაა, თუმცა არაადაპტირებულია შესასვლელი
#31 უბანი
#31 უბანი

23 qeda

#18 უბანი
#18 უბანი
ადაპტირებული #16 უბანი
ადაპტირებული #16 უბანი
ბათუმი, #15 უბანი
ბათუმი, #15 უბანი

 

ზურაბ პატარაძე შესაძლო მეორე ტურზე: ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი

„ნუ დავასწრებთ მოვლენებს, თუმცა ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“, ასე უპასუხა ზურაბ პატარაძემ ჟურნალისტების შეკითხვებს მოსალოდნელი მეორე ტურის  შესახებ აჭარის მუნიციპალიტეტებში.

შეგახსენებთ, რომ თუ დღევანდელი არჩევნების შედეგად მერობის ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ორი, საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს. მათგან გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეორე ტურში მეტ ხმას მოაგროვებს. ასე მოხდა 2014 წლის ბათუმის მერის არჩევნებზე, როცა მეორე ტურში გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერი გახდა 26 103 ხმით.

პატარაძეს ასევე ჰკითხეს, სად იმყოფებოდა ბათუმის ამჟამინდელი მერი, გიორგი ერმაკოვი, რაზეც ზურაბ პატარაძემ ასე უპასუხა: „ერმაკოვი დღეს მთელი დღე ჩვენთან ერთად იყო და ახლაც გასულია ხალხთან შესახვედრად, დარწმუნებული ვარ, ჩვენსავით გახარებულია.“

ლაშა კომახიძის და ზურაბ პატარაძის კომენტარები ენმ-ის ბრალდებებზე

ბათუმის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, ლაშა კომახიძემ, თავის მხარდამჭერთა კლუბში ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებზე:

„დღევანდელი დღე შეიძლება შეფასდეს, როგორც არჩევნების დღე, რომელმაც ჩაიარა საკმაოდ მშვიდ გარემოში. გარკვეული ტიპის ვნებათაღელვა, რა თქმა უნდა, ყოველი არჩევნებისათვის არის დამახასიათებელი, მაგრამ საერთო ჯამში არის ძალიან მშვიდი, ძალიან პოზიტიური არჩევნები. ოპოზიციის მხრიდან მსგავსი ტიპის შეფასება, ვფიქრობ არის გარკვეულწილად საკუთარი მოსალოდნელი მარცხის გამართლება, რადგან პირადად ჩემთვის ბრალდება, რომ სუსმა ჩაატარა არჩევნები, არის აბსურდული,“ – განაცხადა ლაშა კომახიძემ.

ლაშა კომახიძის მხარდამჭერთა კლუბში ასევე იმყოფება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ტექნიკური პრობლემები იყო, თუმცა, საერთო ჯამში, არჩევნები მშიდ ვითარებაში ჩატარდა.

„სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ვერ დავეთანხმები ოპოზიციას. ბათუმში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ჩვენს რეგიონში და ზოგადად ქვეყანაში, არჩევნები ჩატარდა მშვიდ ვითარებაში, ყველანაირი ექსცესების გარეშე. ცალკეული ტექნიკური პრობლემები ნამდვილად იყო, მაგრამ ეს არ სცდება ზღვარს. ყველა ამ დარღვევაზე იქნება ადეკვატური რეაგირება კომპეტენტური ორგანოების მხრიდან. მე ვერ ვხედავ სერიოზულ პრობლემებს. თქვენ ხედავთ, რომ მთელ ქვეყანაში, მათ შორის ბათუმში და აჭარის მთელ ავტონომიურ რესპუბლიკაში მშვიდად ჩატარდა არჩევნები,“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

 

 

ენმ ბათუმში საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს

რვა საათზე ბათუმში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბრიფინგი გამართა, რომელზეც მირდატ ქამადაძემ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა.

,,კენჭისყრის დასრულებამდე 45 წუთით ადრე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები ბათუმში ჩაატარა არა საარჩევნო ადმინისტრაციამ, არამედ სუსმა. დღის განმავლობაში არაერთხელ გავახმაურეთ ფაქტი, თუ როგორ იღებდნენ საოლქო საუბნო კომისიაში რეგისტრატორი კომისიის წევრების მონაცემებს, როგორ ხდებოდა კარუსელში მონაწილე პირების მობილიზება. უბანზე მისულ ამომრჩევლებს საკუთარი გვარის გასწვრივ ხვდებოდათ ხელმოწერა, რაც ნიშნავს, რომ მათ ნაცვლად უკვე მიცემული ჰქონდათ სხვებს ხმები. უამრავი ფაქტი დაფიქსირდა, როცა უბანზე მისულ ამომრჩეველზე მეტი ბიულეტენი იყო გაცემული, ეს ნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას ეს ბიულეტენები ე.წ. სომხური კარუსელისთვის სჭირდებოდა.

იყო ფაქტები, როცა მარკირების გარეშე ატარებდნენ ადამიანებს, ასევე  შემთხვევევი, როცა მარკირებაგაკეთებული ადამიანები აძლევდნენ ხმას. ორი საათის განმავლობაში 29-ე, 35-ე, 56-ე, 71-ე და 72-ე უბნებზე გათიშული იყო ელექტროენერგია, რამაც პრობლემა შეუქმნა ჩვენს ვიდეოგადაღებას. კომისიის წევრს, რომელსაც უფლება არ ჰქონდა იმ კონკრეტულ უბანზე მაჟორიტარი დეპუტატისთვის მიეცა ხმა, ვინაიდან ის სხვა სამაჟორიტარო ოლქში იყო რეგისტრირებული, აძლევდნენ უფლებას, რომ მაჟორიტარი დეპუტატის ბიულეტენიც გამოეყენებინა.

ჩვენი წარმომადგენლები რჩებიან ხმების დათვლისას და ესწრებიან პროცესს, რომ გაყალბება, გაბათილება არ მოხდეს. ვიდეომასალებს საჩივრებთან ერთად საზოგადოებას მივაწვდით მას შემდეგ, რაც ამ ვიდეოჩანაწერებს გავშიფრავთ. ხუთი საათის მონაცემებით ბათუმში 100 საჩივარია დაწერილი, თუმცა საჩივრების ზუსტი რაოდენობა პროცესის დასრულებამდე ჯერ არ ვიცით. უბნებში ხმების დათვლის შემდეგაც მოსალოდნელია საჩივრების რაოდენობის მატება“ – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

IMG_20171021_123112

 

 

 

„ოცნების“ ქალაქიდან ამომრჩევლები სამარშრუტო ტაქსებით წაიყვანეს

ბათუმის შემოგარენში მდებარე ე.წ. „ოცნების ქალაქიდან“ ამომრჩევლები რეგისტრაციის ადგილზე, სადაც მათ ხმის მიცემა შეუძლიათ, სამარშრუტო ტაქსებით წაიყვანეს.

„ოცნების ქალაქში“ ამბობენ, რომ ხმის მისაცემად წაყვანა მათ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ შესთავაზა და ასევე, იყო შეთავაზება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდანაც.

„ქართული ოცნების“ ბათუმის ოფისში ამბობენ, რომ ამ თემაზე შეკითხვას შემაჯამებელ ბრიფინგზე უპასუხებენ.

 

 

ცესკო: ბათუმში ამომრჩეველთა 29.2-მა პროცენტმა მისცა ხმა

ცესკოს ინფორმაციით, 17 საათის მონაცემებით, ბათუმში 40797-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 29.2 პროცენტია.

ბოლო მონაცემებით აჭარაში ყველაზე აქტიური ამომრჩეველი ქედაშია, სადაც ამომრჩეველთა 52-მა პროცენტმა მისცა ხმა – 8177 ამომრჩეველი.

ხულოში 11 284-მა  ამომრჩეველმა გააკეთა არჩევანი, ხულოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 47-მა პროცენტმა.

შუახევში 49.7-მა პროცენტმა უკვე გააკეთა არჩევანი – 7465 ამომრჩეველი.

საკმაოდ დაბალია აქტივობა ხელვაჩაურში, სადაც ამომრჩეველთა 35.3-მა პროცენტმა მისცა ხმა, სულ 15867-მა ამომრჩეველმა.

რაც შეეხება ქობულეთს, აქ არჩევანი 26 810-მა ადამიანმა გააკეთა, რაც ამომრჩეველთა  39.6 პროცენტია ქობულეთში.

საერთო ჯამში, 17 საათის მონაცემებით, აჭარაში ამომრჩევლების 36-მა პროცენტმა მისცა ხმა, რაც საქართველოს მასშტაბით საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ამ დროისათვის ყველაზე დაბალია აქტივობა შიდა ქართლში – 31.5 პროცენტი, ქვემო ქართლი – 33.1 პროცენტი და თბილისში – 34 პროცენტი. დაბალი აქტივობის მიდევით მეოთხე ადგილზე აჭარაა.

აჭარაში სულ 306 861 ამომრჩეველია და მათგან ხმა მისცა 110 400- მა ამომრჩეველმა.

 

რატომ ტოვებს კომისია ცარიელ გრაფას სადემონსტრაციო ოქმში?

ბათუმში საარჩევნო უბნებზე სადემონსტრაციო ოქმებში ცარიელია სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობის გრაფა.  უბნებზე ამბობენ, რომ გრაფას საგანგებოდ ტოვებენ ღიად, რომ თუ კი სპეციალურ სიაში ცვლილება შევა, გრაფაში რიცხვი ზუსტად აისახოს. ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე, ციალა შავაძე ამბობს, რომ მათ გრაფის შევსებას კანონი უკრძალავს:

„კენჭისყრის დასრულებამდე უბნებს არ აქვთ უფლება,  შეიტანონ სპეცსიის ამომრჩეველთა რაოდენობა სადემონსტრაციო ოქმში.

ჩვენ გვყავს ამომრჩევლები, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ, იმყოფებიან საპატიმროში.  შესაძლებელია ვინმე კენჭისყრის დღეს გამოვიდეს საპატიმროდან ან გადმოლახოს საზღვარი უცხოეთში მყოფმა და მათ ვერ წავართმევთ ხმის მიცემის უფლებას. ასეთ ამომრჩეველს, რომელიც მივა საარჩევნო უბანზე, აუცილებლად უნდა ჰქონდეს დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგალითად, საპატიმროდან გამოსულს უნდა ჰქონდეს გათავისუფლების დოკუმენტი და მათ აქვთ უფლება მისცენ ხმა, შესაბამისად ეს ამომრჩეველი სპეცსიაში ჩაემატება და რვა საათამდე რომ მსგავსი ამომრჩეველი მივიდეს უბანზე, რაოდენობა, რა თქმა უნდა გაიზრდება. ბოლოს, რვა საათისთვის, უნდა შეიყვანოს უბანმა სპეცსიაში ამომრჩეველთა რაოდენობა.“

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ მსგავსი განმარტება არასწორია, რადგან საარჩევნო კოდექსში აღნიშნულია, რომ სპეცსიის გრაფა სადემონსტრაციო ოქმში დილით უნდა შეივსოს.

საარჩევნო კოდექსში ვკითხულობთ:

„წილისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: ა) აცხადებს ამომრჩეველთა რაოდენობას ერთიანი და სპეციალური სიების, აგრეთვე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის მიხედვით; ბ) ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების პაკეტების მთლიანობას და აცხადებს მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა და სპეციალურ კონვერტთა რაოდენობას;“ [მუხლი 61. საარჩევნო უბნის გახსნა]

და იმავე მუხლის მეცხრე ნაწილი: „9. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ მონაცემებს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აცხადებს და შეაქვს კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმში და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.“

15

18

31

56

63

68

86

87

94

Exit mobile version