ხულოს მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხულოს ცენტრში თოვლის საფარი 25 სმ აღწევს, მაღალმთიან სოფლებში კი – ნახევარ მეტრს.
ხულოს მერის თქმით, თოვლის გამო არ შეფერხებულა მოძრაობა, ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილება შეზღუდული არ არის. გოჩა მელაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტს ამ დროისთვის ელექტროენერგია მიეწოდება.









