როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 სექტემბრის 21 საათიდან 16 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამის და დილის საათებში უმეტეს რაიონში იწვიმებს, 16 სექტემბერს, დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 23 – 28 გრადუსი …

უკრაინის კონტრშეტევა დონეცკში – გენერალი ბილეცკი ამბობს, რომ „კარგი ამბები იქნება“

უკრაინის მესამე არმიის კორპუსის მეთაური, ბრიგადის გენერალი ანდრეი ბილეცკი წერს, რომ კონტრშეტევის ფარგლებში მესამე არმიის კორპუსმა 75 კვადრატული კილომეტრი გაწმინდა და კიდევ 10 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლა რუსული ძალებისგან. ბილეცკის განცხადებით, მიმდინარე ოპერაციას ეწოდება „ვივალდი“, ვენეციელი კომპოზიტორის სახელი, რომელიც განსაკუთრებით ცნობილია ნაწარმოებით – „წელიწადის დროები“. „ღია წყაროებში ამჟამად ბევრი ინფორმაციაა, რომ ჩვენი შეტევის საბოლოო მიზანი მდინარე …

ბათუმში კაფეს საწარმოო პროცესი შეუჩერეს – „დაფიქსირდა ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა“

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბათუმში კაფე-ბარ „ქენთ სთოფს“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს. სააგენტოს ცნობით, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს ინდივიდუალური მეწარმე კ. ზ.-ის (მისამართი: ბათუმი, ფარნავაზ მეფის N49) კუთვნილი კაფე-ბარი -„ქენთ სთოფი“ და გამოვლენილი დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს. „ინსპექტირების შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა და ინფრასტრუქტურის …

საქართველოს კულტურის მინისტრად მაია ბითაძე წარადგინეს

დღეს, 15 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს კულტურის მინისტრად მაია ბითაძე წარადგინა. კობახიძე ამბობს, რომ ის, რის გამოც მაია ბითაძე ამ პოსტზე წარადგინეს, არის „კეთილსინდისიერება“. „იმედი მაქვს, ღირსეულად გავართმევ თავს ამ ნდობას და პასუხისმგებლობას, რომელიც მე გუნდმა დამაკისრა. ამ სფეროში მოვდივარ მრავალწლიანი სამსახურებრივი გამოცდილებით და ასევე ძალიან დიდი სურვილით, რომ მოვუსმინო თითოეულ ადამიანს, …

საჯარო სკოლებში 2026-2027 სასწავლო წელი დაიწყო

დღეს, 15 სექტემბერს, საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის საჯარო სკოლებში წელს 5 658 პირველკლასელი შევიდა. ქვეყნის მასშტაბით კი 45 000 პირველკლასელი მიიღეს. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი სკოლა დარჩა პირველკლასელის გარეშე. როგორც გვითხრეს, სამინისტროს ეს მონაცემები ჯერჯერობით არ აქვს, რადგან, მათი თქმით, „სკოლებში მობილობის პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე მიმდინარეობს“. „ქართული ოცნების“ …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 15 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 510 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 400. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 345 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 25 334 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 49 793 …

„ისეა დაწერილი, რუსეთი რომ მტერი არ გამოჩნდეს“ – ისტორიის მასწავლებელი ახალ სახელმძღვანელოზე

„რუსეთი რომ არ გამოჩნდეს როგორც მტერი, ამ ნარატივით არის დაწერილი მე-10 კლასის ისტორიის ახალი სახელმძღვანელო“ – ამბობს ისტორიის მასწავლებელი შალვა მინდაძე. საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სწავლის დაწყებამდე 2 დღით ადრე მიიღეს ისტორიის ახალი სახელმძღვანელო, რომელიც განათლების სამინისტრომ ჯაბა სამუშიას, გიორგი კალანდიას და ალექსანდრე ბოშიშვილს შეადგენინა. ახალი სახელმძღვანელოს შეფასება „ბათუმელებმა“ ისტორიის მასწავლებელს, შალვა მინდაძეს სთხოვა. ბატონო შალვა, …

მერიაში ირწმუნებიან, რომ საბავშვო ბაღებში ყველა ბავშვი მიიღეს – ბათუმში 9 ბაღი არ მუშაობს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბრისთვის ბათუმის საბავშვო ბაღებში 2500 ახალი აღსაზრდელი შევიდა, აღსაზრდელების რაოდენობა კი 7 760-ია. მერია ასევე აცხადებს, რომ წელს ბათუმში საჯარო ბაღში მოხვედრის მსურველი არც ერთი ბავშვი გარეთ არ დარჩენილა. როგორ მოახერხეს ეს, მაშინ, როცა ბათუმში 9 საბავშვო ბაღმა მუშაობა ვერ განაახლა? ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ვაჟა დარჩია ამბობს, რომ ბავშვები …

მაღაზიიდან ვადაგასული ხორცპროდუქტები ამოიღეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აჭარაში სარეალიზაციო ობიექტიდან ვადაგასული სურსათი ამოიღო. სააგენტოს ცნობით, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სასურსათო მაღაზია შპს „აჭარა“ შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად, ობიექტზე ვადაგასული სურსათი დაფიქსირდა, მათ შორის ხორცპროდუქტები. ამასთან, დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ობიექტი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

ბათუმში 9 საბავშვო ბაღმა მუშაობა ვერ განაახლა – „ლელო“ კორუფციაზე საუბრობს

დღეს, 14 სექტემბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის დაწყების პარალელურად, ოპოზიციურმა პარტია „ლელომ“ ბათუმში ბრიფინგი გამართა საბავშვო ბაღების პრობლემაზე. ვაჟა დარჩია, ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“, აცხადებს, რომ ამ სასწავლო სეზონზე მუშაობა ვერ განაახლა ბათუმში მოქმედი 38 ბაღიდან 9 ბაღმა. „ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი მაჩვენებელი. არსებულ ბაღებშიც ვერ იქნება დაცული დადგენილი …

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე გეგა გელაძეს თამაზ ბორაშვილი შეცვლის

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს-ი]  უფროსის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძემ თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. თამაზ ბორაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილე იყო 2025 წლის სექტემბრიდან. ამ პოზიციაზე დანიშვნამდე იგი სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. სუს-ის ყოფილმა უფროსმა, გეკა გელაძემ თანამდებობა დღეს, 14 სექტემბერს, დილით დატოვა. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გეკა გელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში …

გეკა გელაძე სუს-ის უფროსის თანამდებობიდან გადადგა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ დღეს, 14 სექტემბერს, გახდა ცნობილი. გეკა გელაძის განცხადება სუს-ის ფეისბუქის გვერდზე დღეს გამოქვეყნდა. „მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე …

„არ გამოვრიცხავთ, რომ ესკალაცია ჩვენს ტერიტორიასაც შეეხება“ – პოლონეთის პრემიერ-მინისტრი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე, იაგოდინის სადგურზე რუსეთის დარტყმას ომის ესკალაცია უწოდა და არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, პოლონეთიც დაზარალდეს. 13 სექტემბერს, დილას, რუსულმა ძალებმა დრონით მიიტანეს შეტევა კიევი-ვარშავის მატარებლის ლოკომოტივზე იაგოდინის სადგურზე, პოლონეთის საზღვართან. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ლოკომოტივზე დარტყმამდე ცოტა ხნით ადრე სადგურ იაგოდინზე იმყოფებოდა დიპლომატიური მატარებელი, რომლითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების საკითხებში …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 14 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 14 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 508 600 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 700. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 345 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 25 331 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 49 752 …

საკონსტიტუციო 30 წლის იუბილეზე კონფერენციას ატარებს, რომელსაც რუსულად და ინგლისურად თარგმნიან

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას გემავს, რომელიც ამ სასამართლოს 30 წლის იუბილესადმია მიძღვნილი. „აღნიშნულ ღონისძიებაზე მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან 22 ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს და რელევანტური ინსტიტუტების თავმჯდომარეები და წევრები, ასევე სხვა მაღალი რანგის მონაწილეები“, – წერს საკონსტიტუციო სასამართლო შესყიდვების სააგენტოს და გარკვეული მომსახურების შესყიდვას გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე ითხოვს. ამ შემთხვევაში თანხა 29 …

რატომ გააუქმეს ავტობუსის გაჩერება ხიმშიაშვილის ქუჩაზე – ბათუმის მერიის განმარტება

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის დასაწყისში, სადაც გზის რეაბილიტაცია ჩატარდა, მუნიციპალური ავტობუსების მოსაცდელი აღარ დაუდგამთ, მეტიც, აქ გაჩერება გაუქმებულია და ბუნებრივია, ავტობუსები არ ჩერდება. აქ გაჩერება „მაგნოლიას“ გვერდით მდებარე „ალიანს სიტის“ მშენებარე კომპლექსის მომიჯნავედ იყო. შერიფ ხიმშიაშვილის დასაწყისში ავტობუსის გაჩერების გაუქმებით, რუსთაველისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთიდან იუსტიციის სახლამდე მონაკვეთში, ორ გაჩერებას შორის დაშორება თითქმის 900 მეტრია. …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 სექტემბრის 21 საათიდან 14 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 15  – 20 გრადუსი …

იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს. „თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ბრალდებულების დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ მიერ ჯგუფურად, უკანონოდ შეძენილი და შენახული სხვადასხვა მოდელის 4 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 156 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 13 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 13 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 506 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 520. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 344 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 25 330 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 49 678 …

ძველი ტკივილები და ახალი ფაქტები – 25 წელი 11 სექტემბრიდან

ავტორი: ნათია კაპანაძე, ნიუ იორკი __ 2026 წლის 11 სექტემბერს დილით, ზუსტად 8:46 საათზე – იმ წუთს, როდესაც 2001 წელს პირველი გატაცებული თვითმფრინავი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთ კოშკს შეეჯახა – ნიუ-იორკში, ეროვნულ მემორიალთან დუმილით მიაგეს პატივი 3 000-მდე ადამიანის ხსოვნას, რომლებიც 25 წლის წინ ამ საშინელ ტრაგედიას ემსხვერპლნენ. ტრადიციული ცერემონია დაღუპულთა სახელების რიგრიგობით ამოკითხვით წარიმართა. …

მდინარე ჭოროხზე საფეხმავლო ხიდების კონცეფციები – კონკურსი 5 მილიონით, რომელიც შეწყვიტეს

ბათუმის ბულვარის სარეაბილიტაციო პროექტის შედგენაზე 5,5 მილიონი ლარით გამოცხადებულ კონკურსში მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჯერ გამარჯვებული გამოავლინა, შემდეგ კი ტენდერი შეწყვიტა. კონკურსში გამარჯვებულად შპს „ნს სტუდიო“ გამოავლინეს, თუმცა ფონდს კონკურსში მონაწილე სხვა პრეტენდენტმა – შპს „დვ დეველოპმენტმა“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოში უჩივლა. დავების საბჭომ „დვ დეველოპმენტის“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ფონდს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და …

528 ათასი ლარი მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციული შენობის რემონტისთვის

დაცული ტერიტორიების სააგენტო მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც ტენდერი 528 ათას 639 ლარით აქვს გამოცხადებული. „მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის სამოქმედო არეალში, კერძოდ სოფელ ჩაქვისთავში მდებარე ადმინისტრაციული შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხორციელდება საერთაშორისო პროექტის – „ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ბიომრავალფეროვნების დაცვისა და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის“ ფარგლებში და სახელმწიფო ბიუჯეტი თანადაფინანსებით.“ – წერს …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 12 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 12 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 505 380 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 500. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 342 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 25 322 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 49 601 …

„უკრაინელებმა რუსებს 3 რაკეტმზიდი ხომალდი დაუზიანეს ერთდროულად“ – ინტერვიუ

„რუსეთს ყოველთვის სჭირდება მეხუთე ტუზი სახელოში დამალული. გიორგაძე დაბერდა და, როგორც ჩანს, ახალი მოძებნეს… ეს იქნება სააგიტაციო დანაყოფი, ძირითადად პიარ-კამპანიისთვის განკუთვნილი,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორზე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მიდის ომში. საუბარი გადამდგარ გენერალთან დღესაც იმით დავიწყეთ, თუ რა ხდება ფრონტის ხაზზე: „უკრაინელები მოქმედებენ სწორი პრინციპით – ერთი ინგლისური გამოთქმაა …

კრეატივი, როგორც ზღვარზე ყოფნისა და პროფესიული წინააღმდეგობის ძალა – AD Black Sea 10 წლის გახდა

ყოველი წლის სექტემბერში ბათუმში რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი იმართება. წელს ფესტივალის მეათე, საიუბილეო წელია. Ad black sea-ს სამი დამფუძნებელი ჰყავს – ვატო ქავთარაძე, ნინო სანაია და ბიბი ასათიანი. რეკლამის ფესტივალის დაარსების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქართველმა მარკეტერებმა მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალი ნახეს და გაუჩნდათ სურვილი რამე მსგავსი საქართველოშიც ყოფილიყო. პირველი ფესტივალი 2015 წელს ჩაატარეს, უკრაინელ პარტნიორებთან …

„ნახევრად მშიერი მყავს ბავშვები, ფეხზეც ვერ ვდგები“ – მოქალაქე სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს

ბათუმელ დავით გოგუაძეს მწვავე ქრონიკული დაავადება აქვს, რის გამოც, თვეების განმავლობაში ლოგინად იყო ჩავარდნილი. როგორც „ბათუმელებთან“ ამბობს, სულ ორი თვეა, რაც წამოდგომა მოახერხა, თუმცა დამოუკიდებლად გადაადგილება მაინც არ შეუძლია. „ანთება მაქვს ძვლების, ართროზის გამო მარჯვენა მენჯ-ბარძაყის პრობლემა მაქვს. საოპერაციოა, იმპლანტი უნდა გაკეთდეს, რომ ნორმალურად მოძრაობა შევძლო. როგორც მითხრეს, ოპერაციას აფინანსებს სახელმწიფო, მაგრამ სანამ ოპერაციამდე მივალ, …

„დამზადებულია არარძისმიერი ცხიმით“ – რძის შემცველ პროდუქტზე ინფორმაციის მითითება სავალდებულო ხდება

2027 წლის 1 იანვრიდან რძის შემცველი პროდუქტზე, რომელიც დამზადებულია არარძისმიერი ცხიმის გამოყენებით, ეს ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ეტიკეტზე. შესაბამისი ცვლილებები შევიდა დადგენილებაში „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“. ცვლილების თანახმად, ბაზარზე განთავსებული რძის შემცველი პროდუქტის ეტიკეტზე, რომელიც დამზადებულია არარძისმიერი ცხიმის გამოყენებით, ხედვის ძირითად არეალში განთავსებული უნდა იქნეს პიქტოგრამა – „დამზადებულია არარძისმიერი ცხიმის …

11 სექტემბრის ტრაგედია: როცა ჩვენი ილუზიების ბუშტი გასკდა – დისკუსია ვაშინგტონში

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი ___ იმ დროს, როცა ამერიკა 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 25 წლისთავს გლოვითა და ფიქრით ხვდება, ძველმა კოლეგებმა, ჟურნალისტებმა და ეროვნული უსაფრთხოების ყოფილმა მაღალჩინოსნებმა თავი მოიყარეს კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდში, რათა გაეხსენებინათ ის გარდამტეხი დილა და შეეფასებინათ, თუ როგორ შეცვალა მან ამერიკული ძალაუფლება. დისკუსიას სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ანალიტიკოსი აარონ დევიდ მილერი უძღვებოდა, მონაწილეები …

თამარ მეფის ქუჩაზე კანალიზაციის მოსაწყობად ბათუმის ბიუჯეტიდან 4,8 მილიონია გამოყოფილი

ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, კანალიზაციის ქსელის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან 4,8 მილიონი ლარია გამოყოფილი. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი „ბაქოს ქუჩის, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის თბილისის ქუჩის დასაწყისამდე კანალიზაციის ქსელის მოწყობის სამუშაოებზე“ 4 862 296 ლარით გამოაცხადა. თუმცა, ტენდერს ახლავს პროექტი, რომლის მიხედვითაც სამუშაოები მხოლოდ თამარ მეფის ქუჩაზე უნდა ჩატარდეს [თამარ …

ფეისბუქის პოსტის გამო არ დააპატიმრა და არც დააჯარიმა – მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილება

ფეისბუქკომენტარის გამო ერთ-ერთი მოქალაქის დასჯა შსს-ს თეთრიწყაროს სასამართლოშიც მოუთხოვია. თეთრიწყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა. ვლადიმერ ხუჭუა ის ერთადერთი მოსამართლეა საქართველოში, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დააკმაყოფილა სარჩელი საარჩევნო უბნების ბათილად ცნობაზე. საქმე გაჟონილ ბიულეტენებსა და ხმების ფარულობის დარღვევას ეხებოდა.  2025 წლის ბოლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ უარი თქვა „ოცნების“ რეჟიმის პირობებში …

ბათუმში დააკავეს პირი, რომელიც ემიგრანტს ბინის ყიდვას დაჰპირდა და თანხა მიითვისა – შსს

ბათუმში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ბათუმში ბინის შეძენაში დაეხმარებოდა, რის სანაცვლოდაც მას ეტაპობრივად სხვადასხვა ოდენობის თანხა ჩაარიცხვინა. „ბრალდებულმა დანაპირები არ შეასრულა და მოტყუებით, უკანონოდ  დაეუფლა  დაზარალებულის  კუთვნილ  დიდი ოდენობით  – ჯამში …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 სექტემბრის 21 საათიდან 12 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 17  – 22 გრადუსი სითბო …

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი 14 სექტემბრიდან 23:00 საათამდე იმუშავებს

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, 14 სექტემბრიდან  ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი 07:00 საათიდან 23:00 საათამდე იმოძრავებს. კომპანიის განცხადებით, ცვლილება ზაფხულის სეზონის დასრულებას უკავშირდება. „14 სექტემბრიდან ავტობუსები საზაფხულო გრაფიკიდან სტანდარტული მოძრაობის რეჟიმზე გადადის. გთხოვთ, მგზავრობის დაგეგმვისას გაითვალისწინოთ აღნიშნული ცვლილება“- წერს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“. _____________ ამავე თემაზე: რას აჩვენებს ბათუმში ციფრები ავტობუსის ტაბლოზე, დროს თუ გაჩერებების რაოდენობას  

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 11 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 503 880 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 490. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 341 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 25 312 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 49 516 …

„ჯერ პარლამენტარებმა გაუშვან ჯარში მათი შვილები“ – გამოკითხვა ბათუმში

საქართველოში შეიცვალა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ შეტყობინების წესი. შესაბამისად, გაიზარდა ჯარიმები და კანონში გაჩნდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაწილი. ჯარში ნამყოფი არაა დეპუტატების ნაწილი, რომელმაც ეს ახალი კანონი მიიღო. ნახეთ, რას ამბობს ამაზე ხალხი ბათუმის ქუჩებში.

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

გუშინ, 9 სექტემბერს, „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ბრიფინგი გამართა, სადაც მზია ამაღლობელთან დაკავშირებით კვლავაც ყალბი ინფორმაცია გაავრცელა. დღეს, 10 სექტემებრს, სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პაპუაშვილის ამ სიყალბეს გამოეხმაურა: „გუშინდელი ბრიფინგი პარლამენტში უსინდისობის დემონსტრირება იყო და სხვა არაფერი. რეჟიმს მორალი არ  აქვს – იმ უსამართლო განაჩენზეც კი არ უნდათ პასუხისმგებლობის აღება, რითაც ციხეში გამოგვკეტეს …

Exit mobile version