მთავარი,სიახლეები •

ბათუმელი მედროშე თავისუფალია, მან ციხე დღეს დატოვა

06.11.2026
ბათუმელი მედროშე თავისუფალია, მან ციხე დღეს დატოვა

დღეს, 6 ნოემბერს პატიმრობიდან გათავისუფლდა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ზურაბ ჭავჭანიძე, რომელსაც საზოგადოება ბათუმელი მედროშის სახელით იცნობს.

ზურაბ ჭავჭანიძემ გლდანის საპყრობილე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვა.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, ზურაბ ჭავჭანიძეს სასჯელის სახით 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ 2 წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

ზურაბ ჭავჭანიძე ბათუმში 2025 წლის 8 ოქტომბერს დააკავეს.

საქართველოს პროკურატურა მას სტრაგტეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, ასევე ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.

2026 წლის 22 ივნისს ზურაბ ჭავჭანიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა თბილისის საქალაქო სასამართლომ.

ზურაბ ჭავჭანიძემ პროცესზევე დააფიქსირა თავისი სურვილი, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურდა.

საპროცესო შეთანხმება პროკურატურასა და ზურაბ ჭავჭანიძეს შორის სააპელაციო სასამართლოში გაფორმდა.

ამავე თემაზე:

ზურაბ ჭავჭანიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: