ბათუმში დაჭრეს 24-წლამდე ახალგაზრდა კაცი. შემთხვევა ქეთევან წამებულის ქუჩაზე მოხდა.
ახალგაზრდა კაცი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. “ბათუმელების” ინფორმაციით, კაცი ქვედა კიდურის არეშია დაჭრილი და მისი მდგომარეობა მძიმე არ არის.
შს სამინისტრო ადასტურებს ახალგაზრდა კაცის დაჭრის შესახებ ინფორმაციას. უწყების ცნობით, სისხლის სამართლის კოდექსის 118- ე და 236 -ე მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება, დადგენილია დანაშაულში მონაწილე პირის ვინაობა ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები.






