მთავარი,სიახლეები •

უკრაინის დაბა კამიშევახაში 53 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის თავდასხმას – ბოლო ცნობები

06.11.2026
უკრაინის დაბა კამიშევახაში 53 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის თავდასხმას – ბოლო ცნობები

უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში, ფრონტის ხაზზე მდებარე სოფელ კამიშევახაზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კვლავ გაიზარდა.

6 ნოემბერს ოლქის ოფიციალური პირების განცხადებით რუსეთის საჰაერო თავდასხმას სოფელ კამიშევახაში 53 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დარტყმა 2 ნოემბერს მოხდა. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, თავდასხმა იყო სკოლის შენობაში მდებარე ჰუმანიტარული დახმარების განაწილების პუნქტსა და თავშესაფარზე.

2026 წლის დასაწყისიდან სოფლიდან 166 ადამიანი იქნა ევაკუირებული, მათ შორის 77 ხანდაზმული და 33 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. გარდა ამისა, ივნისში სავალდებულო ევაკუაციის დროს კამიშევახაში მცხოვრები ყველა 11 ბავშვი გაიყვანეს.

ბოლო ოფიციალური ცნობებით, სოფელში დაახლოებით 200 ადამიანი რჩება.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კამიშევახაში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების პუნქტზე თავდასხმა ცხრა ბომბით განხორციელდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: