„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, 14 სექტემბრიდან ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი 07:00 საათიდან 23:00 საათამდე იმოძრავებს. კომპანიის განცხადებით, ცვლილება ზაფხულის სეზონის დასრულებას უკავშირდება. „14 სექტემბრიდან ავტობუსები საზაფხულო გრაფიკიდან სტანდარტული მოძრაობის რეჟიმზე გადადის. გთხოვთ, მგზავრობის დაგეგმვისას გაითვალისწინოთ აღნიშნული ცვლილება“- წერს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“. _____________ ამავე თემაზე: რას აჩვენებს ბათუმში ციფრები ავტობუსის ტაბლოზე, დროს თუ გაჩერებების რაოდენობას
Category Archives: მთავარი
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 სექტემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 11 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 503 880 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 490. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 341 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 25 312 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 49 516 …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 სექტემბერი”
„ჯერ პარლამენტარებმა გაუშვან ჯარში მათი შვილები“ – გამოკითხვა ბათუმში
საქართველოში შეიცვალა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ შეტყობინების წესი. შესაბამისად, გაიზარდა ჯარიმები და კანონში გაჩნდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაწილი. ჯარში ნამყოფი არაა დეპუტატების ნაწილი, რომელმაც ეს ახალი კანონი მიიღო. ნახეთ, რას ამბობს ამაზე ხალხი ბათუმის ქუჩებში.
რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი
გუშინ, 9 სექტემბერს, „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ბრიფინგი გამართა, სადაც მზია ამაღლობელთან დაკავშირებით კვლავაც ყალბი ინფორმაცია გაავრცელა. დღეს, 10 სექტემებრს, სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პაპუაშვილის ამ სიყალბეს გამოეხმაურა: „გუშინდელი ბრიფინგი პარლამენტში უსინდისობის დემონსტრირება იყო და სხვა არაფერი. რეჟიმს მორალი არ აქვს – იმ უსამართლო განაჩენზეც კი არ უნდათ პასუხისმგებლობის აღება, რითაც ციხეში გამოგვკეტეს …
რუსეთმა პავლოგრადში სავაჭრო ცენტრს შეუტია – არის მსხვერპლი
დღეს, 10 სექტემბერს, შუადღისას, რუსეთის ძალებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში, პავლოგრადის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრს შეუტიეს, რის შედეგადაც, ბოლო ცნობებით, 4 ადამიანი დაიღუპა და 60-მდე დაშავდა. დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერ ისევ ზუსტდება. უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, დაშავებულებს შორის ერთი ბავშვი და ორი მეხანძრეა, რომლებიც ხანძრის ჩაქრობაზე მუშაობდნენ. სავაჭრო ცენტრზე თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც სავაჭრო …
Continue reading “რუსეთმა პავლოგრადში სავაჭრო ცენტრს შეუტია – არის მსხვერპლი”
„ჩემი შვილი სკოლის შენობასთან რომ მიმყავს, ტირილს იწყებს“- რა ხდება ბულაჩაურის სკოლაში
„ჩემი შვილი სკოლის შენობასთან რომ მიმყავს და ვუხსნი ამ სკოლაში უნდა ისწავლო-მეთქი, ტირილს იწყებს. არ უნდა ამ შენობაში მისვლა. არანაირი განათლების სურვილი არ გაუჩნდება ბავშვს ამ სკოლაში. სკოლა ავარიულია და ბავშვებისთვის სახიფათო“ – ამბობს ანა კაბულაშვილი. ანა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურში ცხოვრობს. მან „ბათუმელებს“ სკოლის ფოტოები მოაწოდა და გვიამბო, თუ რა მდგომარეობაშია სოფლის ერთადერთი საჯარო …
„სოუქსუზე“ ეკლესიის ფასადს ბათუმის მერია 100 ათას ლარად გაარემონტებს
ბათუმში, სერგი მესხის ქ. N1-ში [„სოუქსუს“ სასაფლაოზე] მდებარე სამების ეკლესიის ფასადის რეაბილიტაციისთვის ბათუმის მერიას 100 ათას 614 ლარი აქვს გათვალისწინებული. სამუშაოებს მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ტენდერით შეისყიდის. ტენდერს თან ახლავს პროექტიც, რომელიც ითვალისწინებს „ეკლესიის ფასადის ზედაპირებიდან არსებული საღებავის და ე.წ „ნაშხეფის“ [ზეძირკველზე] ფენების სრულ მოცილებას, არსებული ლესვითი ბზარების დამუშავებას და შევსებას სპეციალური სარემონტო …
Continue reading “„სოუქსუზე“ ეკლესიის ფასადს ბათუმის მერია 100 ათას ლარად გაარემონტებს”
ქობულეთში, კვების ობიექტებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს. უწყების ცნობით, არაგეგმური ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა შემდეგ ობიექტებში: ი/მ „ნ. მ.“ – სასადილო (ქობულეთი, რუსთაველის II ჩიხი, N13); ი/მ „ა. ნ.“ – სასადილო (ქობულეთი, თავისუფლების ქ. #26); ი/მ „მ. გ.“ – კაფე-ბარი (ქობულეთი, აღმაშენებლის ქ. #376ბ). შემოწმებისას ობიექტებზე ასევე დაფიქსირდა …
Continue reading “ქობულეთში, კვების ობიექტებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა”
კადიროვი კაცებს მოუწოდებს წვერი დაიმოკლონ
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ჩეჩენ კაცებს მოუწოდა, წვერი დაიმოკლონ და „რელიგიის შესაბამისად“ ატარონ. კადიროვმა ასევე განაცხადა, რომ ქალებმაც ისლამური ნორმების შესაბამისად უნდა ჩაიცვან და ის ეწინააღმდეგება არაბული ტანსაცმლის ტრადიციების მიბაძვას. ჩეჩნეთის უსაფრთხოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კადიროვმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი კაცი ძალიან გრძელ წვერს იზრდის, თუმცა ისინი არ ესწრებიან პარასკევის ლოცვას მეჩეთში. მისი თქმით, ამ დროს ეს …
Continue reading “კადიროვი კაცებს მოუწოდებს წვერი დაიმოკლონ”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 სექტემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 10 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 502 390 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 520. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 339 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 25 305 ერთეული [+15] საარტილერიო სისტემა – 49 452 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 სექტემბერი”
ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება ჩინურ კომპანიასთან გააფორმეს
ბათუმი-სარფის 11.3 კილომეტრი ახალი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმებულია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალ გზას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია China Railway Tunnel Group Co., Ltd [CRTG] ააშენებს. ხელმოწერის ცერემონია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში დღეს, 9 სექტემბერს, გაიმართა. „ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე წურწუმიამ და China Railway Tunnel Group Co., Ltd-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, …
Continue reading “ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება ჩინურ კომპანიასთან გააფორმეს”
„თავდასხმა პოლიციელზე – ეს კვალიფიკაცია აღარ აქვს მზია ამაღლობელის საქმეს. რატომ ყვებიან იგივე ზღაპრებს?“
„ხელისუფლება არ თმობს მზია ამაღლობელის საქმეს, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღს. მზია ამაღლობელის საქმე მუდმივად რჩება მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში და პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად იყენებენ ამ საქმეს,“ – ამბობს მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი. მაია მწარიაშვილმა ეს კომენტარი ტვ პირველს მისცა, დღეს, 9 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადების საპასუხოდ. შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ბრიფინგი …
გონიოს ყოფილ პოლიგონთან, ზღვაში, 82 ჰექტარი „ოცნებამ“ მიწად დაარეგისტრირა
ბათუმში, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის მიმდებარედ, „ოცნების“ მთავრობამ ზღვაში 82 ჰექტარი ტერიტორია არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთად, ცალკე საკადასტრო ერთეულად დაარეგისტრირა. ახალდარეგისტრირებული 822 638 კვადრატული მეტრი ფართობის წყლით დაფარული ტერიტორიის მიმდებარედ კი, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე „ოცნების“ მთავრობას „არაბული ინვესტიცია“ აქვს დაანონსებული. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საჯარო რეესტრს ზღვაში ნაკვეთის დასარეგისტრირებლად 2026 წლის 6 აგვისტოს მიმართა. საჯარო რეესტრის …
Continue reading “გონიოს ყოფილ პოლიგონთან, ზღვაში, 82 ჰექტარი „ოცნებამ“ მიწად დაარეგისტრირა “
„როცა ბავშვს აღარ მოუწევს შეშის ღუმელზე გათბობა, მერე ვილაპარაკოთ ფორმაზე“ – მასწავლებელი
„როცა ბავშვს აღარ მოუწევს შეშის ღუმელზე გათბობა, როცა კლასები იქნება თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი, გვექნება ჭკვიანი დაფები, ლეპტოპები, ფერადი პრინტერები და სხვა აუცილებელი რესურსებიც, მერე ვიმსჯელოთ ფორმებზეც“, – ამბობს არჩილ თოდუა. არჩილი, ზუგდიდის მე-9 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის. ის წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტიც“ გახდა. როგორია მასწავლებლობა საქართველოს საჯარო სკოლაში, რა სირთულეები აქვთ მოსწავლეებს და …
ვის არ აქვს გავლილი სამხედრო სავალდებულო სამსახური
საქართველოში შეიცვალა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ შეტყობინების წესი. შესაბამისად, გაიზარდა ჯარიმები და კანონში გაჩნდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაწილი. „ბათუმელები“ დაინტერესდა, დეპუტატებს, ვინც ამ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა, თავად თუ ჰქონდათ სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილი. ასევე დავინტერესდით, მოიხადეს თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახური თანამდებობის პირებმა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ და მხარს უჭერენ მის მიერ მიღებულ …
Continue reading “ვის არ აქვს გავლილი სამხედრო სავალდებულო სამსახური”
ეს ბზარია? – რა ხდება სინამდვილეში ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე კორპუსში
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩა #1-ში მდებარე ორი კორპუსი ერთმანეთთან აივნებითაა დაკავშირებული. კორპუსები 17-სართულიანია. პირველ 7 სართულზე ორ კორპუსს შორის დატოვებულია ვერტიკალური ღარი, ხოლო მერვე სართულიდან აივნები გადაბმულია. ბზარი სწორედ ამ აივნების გადაბმებს შორის გაჩნდა. მერვედან მე-17 სართულის ჩათვლით, გარედან ჩანს, რომ აივნების გადაბმებს შორის ე.წ. ბზარებია. 8 სექტემბერს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც სწორედ ეს ბზარები …
Continue reading “ეს ბზარია? – რა ხდება სინამდვილეში ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე კორპუსში “
ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის თვითმფრინავი რიზესთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
ბათუმის აეროპორტიდან აფრენილი მცირე ზომის თვითმფრინავი რიზესთან ახლოს, ზღვაში ავარიულად დაეშვა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. შემთხვევა დღეს, 9 სექტემბერს მოხდა. ორადგილიანი WT9 ტიპის თვითმფრინავის ბორტზე ორი მგზავრი იმყოფებოდა. თურქმა მაშველებმა ორივეს გადარჩენა მოახერხეს. გავრცელებული ინფორმაციით, კერძო თვითმფრინავი ბათუმიდან ორდუ-გირესუნის აეროპორტისკენ მიფრინავდა. ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით კი რიზესთან ახლოს, ზღვაში ავარიულად დაეშვა. “თვითმფრინავი რიზე-ართვინის აეროპორტიდან …
Continue reading “ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის თვითმფრინავი რიზესთან ზღვაში ავარიულად დაეშვა”
ბათუმში გადაღებილ ძეგლთან დაკავშირებით ორი პარტია სრულ დოკუმენტაციას ითხოვს
დღეს, 9 სექტემბერს, პარტია „ლელომ“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიმართა წერილობით და ბათუმში, გამსახურდიას 41-ე ნომერში არსებული მოდერნის სტილის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მოითხოვა. „ჩვენ ვითხოვთ ყველა სახის დოკუმენტაციას, მათ შორის ცვლილებებს, რაც დაფიქსირდა ზვიად გამსახურდიას 41-ში მდებარე ძეგლთან დაკავშირებით. ასევე, გავდივართ კონსულტაციას შესაბამის ჯგუფებთან, რომ მოხდეს ძეგლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ყველა სახის …
Continue reading “ბათუმში გადაღებილ ძეგლთან დაკავშირებით ორი პარტია სრულ დოკუმენტაციას ითხოვს”
„როგორ ინაწილებენ აჭარაში რეგიონის ქონებას ოცნების დონორები“ – „გამჭვირვალობის“ კვლევა
აჭარაში უძრავი ქონების პრივატიზაციის პროცესის ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ქონების გასხვისება ხშირ შემთხვევაში კონკურენციის გარეშე, მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირების სასარგებლოდ მიმდინარეობს – აცხადებს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“. „გამჭვირვალობა“ წერს, რომ ამ პროცესის ფორმალურობასა და საეჭვო გარემოებებზე მიუთითებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი გამარჯვებული კომპანია – შპს „გოდე 2026“ – უშუალოდ აუქციონის მიმდინარეობისას, მის დასრულებამდე …
ბათუმში კონფერენცია ჩატარდება ეთიკისა და კეთილსინდისიერების შესახებ
14-დან 16 სექტემბრის ჩათვლით ბათუმში, „შერატონში“, ევროპული კონფერენცია ჩატარდება – European Conference on Ethics and Integrity in Academia [ECEIA 2026] ეთიკისა და კეთილსინდისიერების შესახებ. კონფერენციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ასოციაცია [ENAI] უმასპინძლებენ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროექტ ETHICS-ისადმი მიძღვნილ სესიებზე საერთაშორისო აკადემიური საზოგადოების წინაშე წარმოდგენილი იქნება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტის „კვლევის …
Continue reading “ბათუმში კონფერენცია ჩატარდება ეთიკისა და კეთილსინდისიერების შესახებ”
დააკავეს ძებნილი, რომელსაც ხელვაჩაურში ერთი პირის დაჭრას ედავებიან
შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს ძებნილი, რომელსაც ხელვაჩაურში ერთი პირის დაჭრას ედავებიან. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 2026 წლის ივლისში ხელვაჩაურში „ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს, 9 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით [ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება] მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების …
Continue reading “დააკავეს ძებნილი, რომელსაც ხელვაჩაურში ერთი პირის დაჭრას ედავებიან”
რუსეთმა 1,5 მილიონი სამხედრო დაკარგა ომის დაწყებიდან დღემდე – უკრაინის გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 9 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 500 870 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 480. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 338 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 25 290 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 49 383 …
Continue reading “რუსეთმა 1,5 მილიონი სამხედრო დაკარგა ომის დაწყებიდან დღემდე – უკრაინის გენშტაბი”
„ვინ არიან ისინი, ვინც ფარცხალაძემ დატოვა და მისი მითითებით მუშაობენ?- ინტერვიუ
„ფარცხალაძის ამბავი ზუსტად ამას აჩვენებს კარგად, რომ ჩვენ მარტო დემოკრატიის ან არაფორმალური მმართველობის პრობლემა კი არ გვაქვს – ამ ყველაფრის უკან დგას ის, რომ საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ხალხი სინამდვილეში არათუ ქართველი ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული არ არის, არამედ საქართველოსაც არ გამოხატავს – იგი არის გამომხატველი ოკუპანტის მითითებების,“ – ანა ნაცვლიშვილის დაკვირვებით, ოთარ ფარცხალაძის ამბავი – …
Continue reading “„ვინ არიან ისინი, ვინც ფარცხალაძემ დატოვა და მისი მითითებით მუშაობენ?- ინტერვიუ”
„ამასობაში ფარულად მოსამართლესაც მოუსმინეს“ – მოსმენების საქმე 7 წელზე მეტია თაროზე დევს
„აბსურდის თეატრამდე მივდივართ,“ – უფლებადამცველი გიორგი ბურჯანაძე საკონსტიტუციო სასამართლოზე საუბრის დროს იმ ამბავს გვახსენებს, მოსამართლე მანანა კობახიძესაც რომ მოუსმინეს უკანონოდ, ვიდრე სასამართლო წლობით აჭიანურებს „ფარული მოსმენების საქმეზე“ გადაწყვეტილების გამოცხადებას. იგივე მოსამართლე და მთლიანად სასამართლო ამ ფაქტის დადასტურების მიუხედავად – ყველას უსმენენ და მათ შორის, მოსამართლეს – მაინც დუმილს ამჯობინებს კონსტიტუციის დაცვას და დემოკრატიის გადარჩენას: „თითქმის …
ბათუმში 1 პირი დააკავეს დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით
შსს-ს ინფორმაციით, დიდი ოდენობით თანხის [1,5 მილიონი ლარის] თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს. „ბრალდებული დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, მოქალაქეებს ატყუებდა, რომ ოქროს ნაკეთობების ბიზნესში თანხის დაბანდების სანაცვლოდ მათ მიღებულ მოგებას გაუნაწილებდა. ის თერთმეტი დაზარალებულისგან მოტყუებით დაეუფლა 707 975 ლარსა და 296 000 აშშ დოლარს, რამაც დიდი ოდენობით – 1 541 734 …
Continue reading “ბათუმში 1 პირი დააკავეს დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით”
გონიოში საბავშვო ბაღს აღარ გაარემონტებენ – ახლის აშენება სხვა ადგილზე იგეგმება
გონიოში ადგილი, სადაც ახალ საბავშვო ბაღს ააშენებენ, ცნობილია. გაურკვეველი რჩება ძველი ბაღის ადგილის საკითხი, სადაც შენობის რემონტი დაიწყეს, თუმცა სამუშაოები შეწყდა. იმ კომპანიის ხელმძღვანელები კი, ვინც თავის დროზე ამ ბაღის რემონტის ტენდერი მოიგო, დღეს პატიმრობაში არიან. ერთი ხელშეკრულების ფარგლებში [Design-Build მეთოდით], გონიოში 200 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე …
Continue reading “გონიოში საბავშვო ბაღს აღარ გაარემონტებენ – ახლის აშენება სხვა ადგილზე იგეგმება”
ვადაგასული ხორცი, ჰიგიენური ნორმების დარღვევა – 1 რესტორანი დააჯარიმეს, სამს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხელვაჩაურში, სოფელ ახალსოფელში მდებარე რესტორანში, რომელიც შპს „უმუთს“ ეკუთვნის, განმეორებით დააფიქსირეს ვადაგასული საქონლის ხორცი, ეტიკეტირების წესის დარღვევა და არაკრიტიკული შეუსაბამობები. სააგენტოს ცნობით, ბიზნესოპერატორი 3000 ლარით დაჯარიმდა. ასევე, კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა სამ კვებით დაწესებულებას ბათუმში: კაფე-ბარ „იემენს“, რუსთაველის #61-ში; „მამას რესტორანს“ აეროპორტის გზატკეცილზე, სადაც, სააგენტოს ცნობით, დარღვეული იყო ჰიგიენური …
რას აკეთებენ „ბენზეს“ პლაჟზე – 29-მილიონიანი პროექტი ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე
ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე პლაჟზე სამუშაოები მიმდინარეობს. ნაპირსა და ზღვას შორის რკინის შუნტებით დამცავი ჯებირი და გზაა მოწყობილი. ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ადგილიდან მახინჯაურის სარკინიგზო გვირაბამდე მონაკვეთში, ზღვის გასწვრივ, სავარაუდოდ, ავტომაგისტრალს აფართოებენ. სამუშაოები აქ 29-მილიონიანი ტენდერის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც თამარ მეფის გამზირის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ტენდერში გამარჯვებულია „ოცნების“ პარლამენტარ გიორგი ჭყონიას ყოფილი კომპანია „გზა“. „გზასთან“ …
„ყურშას“ 11 წელი მიუსაჯეს – ამ საქმეში 4 ბრალდებული მოსამართლემ გაამართლა
ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულ გოჩა კახიძეს, მეტსახელად „ყურშას“, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ საქმეში ბრალდებული 4 პირი, მათ შორის, „ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებული კაცი მოსამართლემ გაამართლა და დარბაზიდან გაათავისუფლა. „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული ერთ-ერთი საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 8 სექტემბერს დასრულდა. განაჩენის გამოცხადებამდე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებულების „საბოლოო სიტყვები“ …
Continue reading “„ყურშას“ 11 წელი მიუსაჯეს – ამ საქმეში 4 ბრალდებული მოსამართლემ გაამართლა”
რა შედეგები აჩვენეს საქართველოს სკოლების მოსწავლეებმა საერთაშორისო კვლევაში – PISA
დღეს, 8 სექტემბერს, ცნობილი გახდა PISA-ს საერთაშორისო კვლევის შედეგების შესახებ. PISA – მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა – 2000 წლიდან ტარდება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით. 2025 წელს ამ კვლევაში 91-მა ქვეყანამ და ეკონომიკამ (ცალკე მონაწილე ტერიტორია ან ერთეული) მიიღო მონაწილეობა. PISA-ს საერთაშორისო კვლევის შედეგების მიმოხილვა ქართულ ენაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა. …
უკრაინულმა დრონებმა სარატოვში ნავთობის ქარხანას შეუტიეს
სამშაბათს, 8 სექტემბერს, ღამით, უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სარატოვის ოლქს შეუტიეს. ტელეგრამის არხებზე გავრცელებული ცნობებით, თავდასხმის სამიზნე სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო. სარატოვის ოლქის გუბერნატორმა დრონებით თავდასხმის საფრთხე დაახლოებით დილის 4:00 საათზე გამოაცხადა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ „დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“ და ათი ადამიანი დაშავდა. ტელეგრამარხი Astra თვითმხილველების მიერ გადაღებულ ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებს. კადრებში ჩანს, რომ სარატოვის …
Continue reading “უკრაინულმა დრონებმა სარატოვში ნავთობის ქარხანას შეუტიეს”
ბათუმში გამოიდარებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 სექტემბრის 21 საათიდან 9 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 17 – 22 გრადუსი …
Continue reading “ბათუმში გამოიდარებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი”
ბათუმში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში მოქალაქისთვის თანხის მოპარვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველების დროული რეაგირების შედეგად დანაშაული ვერ განახორციელეს – წერს შს სამინისტრო. პოლიციამ ორივე პირი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 სექტემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 499 390 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 410. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 332 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 25 285 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 49 341 …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 სექტემბერი”
„საზოგადოებისთვის არ შეგვიღებავს, ჩვენთვის შევღებეთ“ – ძეგლის ახალი მფლობელი NEXT-ი
ბათუმში, კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში არსებული ეროვნული მნიშვნელობის კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე, მოდერნის სტილის შენობა, კომპანია Next-მა იყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ თავად კომპანიაში დაუდასტურეს. მანამდე, შენობას „სოდი ინვესტმენტი“ ფლობდა, რომლის დირექტორიც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანიაა. „ნექსთის“ იურისტი, ვახტანგ გედენიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ძეგლი „სოდი ინვესტმენთისგან“ 2025 წლის 26 სექტემბერს იყიდეს. რამდენად შეიძინეს …
კუნძულისთვის 980 490 კუბ/მ ლოდებს „ამბასადორი“ კვირიკეში ულიცენზიოდ მოიპოვებს – კობახიძის ახალი განკარგულება
ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან „ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთხელ გაათავისუფლა. „ამბასადორი“ ამჯერად ულიცენზიოდ 980 490 კუბურ მეტრ წიაღისეულს კვლავ ქობულეთის სოფელ კვირიკეს ტერიტორიაზე მოიპოვებს. კომპანია წიაღისეულს ულიცენზიოდ კვირიკეში აქამდეც მოიპოვებდა, რისთვისაც აქ მთა დაშალეს. ამ თემაზე: კობახიძის განკარგულებით კვირიკეში მთას შლიან – წიაღისეულს ხელოვნური კუნძულისთვის იყენებენ ახალი განკარგულებით, იმ …