მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ბათუმში ქალისა და მამაკაცის სამედიცინო ცენტრი „მედფემი“ გაიხნა

04.08.2023 • 2428
ბათუმში ქალისა და მამაკაცის სამედიცინო ცენტრი „მედფემი“ გაიხნა

ბათუმში, ფიროსმანის ქ. N18-с-ში ქალისა და მამაკაცის სამედიცინო ცენტრი „მედფემი“ გაიხნა.

„მედფემის“ პრიორიტეტს ხარისხიანი სამედიცინო სერვისის კომფორტულ გარემოში მიწოდება წარმოადგენს. ამ მიზნით მრავალპროფილური ამბულატორიული კლინიკა ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით შეიქმნა. აქ მოსულ პაციენტს დახვდება, პროფესიონალთა გუნდი, მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, უახლესი სამედიცინო აპარატურა, თანამედროვე ინტერიერი და მყუდრო გარემო.

„ჩვენ შევქმენით ისეთი სამედიცინო ცენტრი სადაც პაციენტს შესაძლებლობა ექნება მისთვის საჭირო მომსახურება კლინიკისთვის არატიპიურ გარემოში მიიღოს. მოგეხსენებათ, რომ სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტი გარკვეულ სტრესს უკავშირდება, გვინდა ჩვენთან მოსული ადამიანი ყოველმხრივ კმაყოფილი იყოს. „მედფემი“ აღვჭურვეთ უახლესი სამედიცინო აპარატურით, აღნიშნულ საკითხში საქართველოში სამედიცინო პროდუქტებისა და სერვისების მომწოდებელი ერთ-ერთი წამყვანი კომპანია „4Hospitals-ი დაგვეხმარა. ჩვენთან მოსულ პაციენტს დახვდება გამოცდილი და პროფესიონალი ექიმები. ჩვენ ასევე შევქმენით სერვისები მოზარდებისთვის, სრული ადაპტირება მოვახდინეთ როგორც შენობის, ისე სამედიცინო აპარატურის“, – აცხადებს კლინიკის დამფუძნებელი და დირექტორი, ლელა ბიბილეიშვილი.

კლინიკაში ხელმისაწვდომია გინეკოლოგიური, რეპროდუქტოლოგიური, უროლოგიური, ენდოკრინოლოგიური, თერაპიული, გასტროენტეროლოგიური, დერმატო-ვენეროლოგიური და პლასტიკური ქირურგიული სერვისები. ასევე, ფსიქოლოგია-ფსიქოთერაპია, მოზარდთა გინეკოლოგია, ესთეტიური გინეკოლოგია, ულტრასონოგრაფია, გასტროსკოპია, კოლპოსკოპია, საოფისე ჰისტეროსკოპია, კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორია და სხვა.

„მედფემი“ არის კლინიკა, სადაც დიაგნოსტიკის შემდგომ მკურნალობის მეთოდის არჩევა მოხდება თანამედროვე გაიდლაინების მიხედვით. სამედიცინო ცენტრი დაკომპლექტებულია რეგიონში მოღვაწე და მოწვეული წამყვანი სპეციალისტებით.

„მედფემისთვის“ ერთ-ერთ მთავარ ხაზს წარმოადგენს დიაგნოსტიკური კვლევები (ლაბორატორიული, ინსტრუმენტული). კლინიკაში წარმოდგენილია ამერიკული  და ევროპული ბრენდების უახლესი აპარატურა: ულტრასონოგრაფი – LOGIQ E9 XDclear, გასტროსკოპი – SonoScape HD 500, კოლპოსკოპი – Colposcope DYSIS. აღნიშნული ტექნიკის მაღალი გამოსახულება/ვიზუალიზაციის შესაძლებლობა უზრუნველყოფს დაავადების დროულ დიაგნოსტიკას და გამოვლენას. „მედფემის“ კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის სანდოობის მაღალ ხარისხს განსაზღვრავს მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, ბოლო თაობის ანალიზატორები, გამოკვლევების სრული ავტომატიზაცია, კომპიუტერული მართვა, შიდა და გარე სისტემის კონტროლი.

სამედიცინო ცენტრის შენობა და ტექნიკა სრულად ადაპტირებულია და კარნახობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს და მოთხოვნებს. კლინიკის ყველა აპარატურა აღჭურვილია სპეციალური ტექნიკური დანამატებით, რათა უფრო კომფორტული და მოსახერხებელი იყოს შშმ პირთათვის სამედიცინო მომსახურება. შენობას აქვს გარე და შიდა გამოყენების ლიფტი, პანდუსი და სპეციალური სველი წერტილები.

 

კლინიკისათვის პრიორიტეტია მოზარდთა ჯანმრთელობა. ამ მიზნით „მედფემის“ გუნდმა შექმნა ისეთი სისტემა, სადაც მოზარდს შესაძლებლობა ექნება მიიღოს გინეკოლოგის, დერმატოლოგის, ფსიქოლოგის კონსულტაცია და მის ასაკზე მორგებული სხვა სამედიცინო სერვისები.

კლინიკა „მედფემი“ ჯანმრთელი მომავლის საწინდარი!

კლინიკა პაციენტებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით ემსახურება .

დაგვიკავშირდით:

+995 0422 22 00 32
+995 591 12 44 22
ფბ-გვერდი: მედფემი • Medfam
ელ-ფოსტა: info@medfam.ge

გადაბეჭდვის წესი