„სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორც ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედის, გაძლიერების ნაცვლად ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მისი გავლენები,“ – აღნიშნა დღეს, 31 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს. „დაჩქარებულ რეჟიმში მიღებული კანონები [მოსმენების კანონი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, მოსამართლეების გამწესების წესში ცვლილებები და უცხოელი აგენტების კანონი] ემსახურება არა ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებას, ან მოქალაქეების კეთილდღეობას, არამედ ძალაუფლების გამყარებას …
Category Archives: მთავარი
შუახევის მერიამ და ხელვაჩაურის კულტურის ცენტრმა სასამართლო წააგეს ყოფილ თანამშრომლებთან
ხელვაჩაურის კულტურის ცენტრმა და შუახევის მერიამ წააგეს სასამართლო დავა გათავისუფლებული თანამშრომლების წინააღმდეგ. დავა შუახევის მერიის წინააღმდეგ უზენაეს სასამართლოში ვახტანგ ბერიძის სასარგებლოდ დასრულდა, მის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავდა, ხელვაჩაურის კულტურის ცენტრს კი, სასამართლო ბეგლარ ცინცაძემ მოუგო. ბეგლარ ცინცაძე 2021 წლის 18 თებერვლიდან მუშაობდა „ხელვაჩაურის კულტურის და ხელოვნების ცენტრში“ ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის პოზიციაზე, 2022 წლის 10 …
თბილისი და მოსკოვი ერთ ენაზე საუბრობენ მეორე ფრონტის თემაზე – სალომე ზურაბიშვილი
„ამდენად, რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ეს მოდელირებული სცენარები, რომლებიც წინა ხელისუფლებას სჩვეოდა და საეჭვოდ ემთხვევა რუსეთისა და სეპარატისტების გზავნილებს, თავს მოახვიოთ ხალხს, შედეგს ვერ მიაღწევთ. ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობს,“ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 31 მარტს, პარლამენტში გამოსვლის დროს. „რაც არ უნდა ეცადოთ და …
Continue reading “თბილისი და მოსკოვი ერთ ენაზე საუბრობენ მეორე ფრონტის თემაზე – სალომე ზურაბიშვილი”
12-სართულიანი კორპუსი ავარიული სახლის ნაცვლად – ბათუმის მერიამ ტენდერი გამოაცხადა
ბათუმში, მაიაკოვსკის N3ა-ში მდებარე ავარიული ხუთსართულიანი კორპუსის დასანგრევად და მის ადგილზე 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად, მერიის სამმართველომ ტენდერი 15 192 786 ლარით გამოაცხადა. სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 16 თვეში უნდა დასრულდეს. წინადადებების მიღება 2023 წლის 26 აპრილს დაიწყება და პირველ მაისს დასრულდება. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს მოეთხოვება შემდეგი გამოცდილება: 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების …
Continue reading “12-სართულიანი კორპუსი ავარიული სახლის ნაცვლად – ბათუმის მერიამ ტენდერი გამოაცხადა”
დათვი, ფოცხვერი, მგელი და სხვა ცხოველები – ფოტოხაფანგები აჭარის ტყეებში [ფოტო]
ფოტო ხაფანგებმა მაღალმთიან აჭარაში გავრცელებული დათვი, ფოცხვერი, ტახი და შველი დააფიქსირეს. 10 წელზე მეტია რაც კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ შუახევი ჰესის არეალში მსხვილი ძუძუმწოვრების მონიტორინგს ფოტო ხაფანგების საშუალებით ახორციელებს. გიზიარებთ ფოტო ხაფანგების მიერ გადაღებულ კადრებს. აქვე, გირჩევთ წაიკითხოთ მასალა : 30 ფოტოხაფანგი ხულოსა და შუახევის ტყეებში – რას აკვირდება „აჭარისწყალი ჯორჯია”
რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმები აღმოჩნდა – გამოძიება 6 ფაქტზე მიმდინარეობს
გასულ წელს საქართველოში რძის ცხიმის სისუფთავეზე 100 ნიმუში შემოწმდა, რის შედეგად, რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმების აღმოჩენის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით 6 საქმეზე დაიწყო. როგორც momxmarebeli.ge, არასამთავრობო ორგანიზაციის – „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ვებგვერდი წერს, ერთ შემთხვევაში დადასტურდა დანაშაული, ხოლო კიდევ ერთი საქმე სასამართლოში გადაიგზავნა. 2023 წლის მდგომარეობით გამოძიება კიდევ 5 საქმეზე გრძელდება. დარღვევა …
Continue reading “რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმები აღმოჩნდა – გამოძიება 6 ფაქტზე მიმდინარეობს”
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31 მარტის 21 საათიდან პირველი აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან წვიმა, მთაში – თოვა. შაბათს, პირველ აპრილს, დღისით უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 31 მარტი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 31 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 173 360 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 560] ტანკი – 3 615 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 6 977 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 2 675 ერთეული [+4] MLRS – 526 ერთეული [+0] საზენიტო …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 31 მარტი”
რა უნდა ვიცოდეთ ღამით ხილის ჭამის შესახებ – ექიმის რჩევები
ექიმები ამბობენ, რომ ძილის წინ რამდენიმე საათით ადრე ვახშამს შეუძლია დაარღვიოს თქვენი ძილის ციკლი, თუმცა, ღამით ხილის მიღება, სხვა მძიმე საკვებთან შედარებით, ნაკლებად უშლის ხელს ძილს. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ენდოკრინოლოგი გიზო გორგილაძე ამბობს, რომ ხილი და ბოსტნეული, პირველ და ყველაზე დიდ თაროს იკავებს ჯანმოს კვების ექსპერტების მიერ შემუშავებულ, სწორი კვების პირამიდაში. „ეს იმას ნიშნავს, რომ …
Continue reading “რა უნდა ვიცოდეთ ღამით ხილის ჭამის შესახებ – ექიმის რჩევები”
აჭარაში 192 ოჯახი მეწყერსაშიში ზონიდან გაიყვანეს – ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს
მაღალმთიან აჭარაში შესწავლილი მეწყრული ზონების შესახებ უკვე გაეგზავნა გეოლოგიური დასკვნების დიდი ნაწილი ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებს. ამის შესახებ „ბათუმელები“ მამუკა ფუტკარაძეს ესაუბრა, აჭარის გარემოსდაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსს. მისი თქმით, ხულოს მუნიციპალიტეტში დასკვნები უკვე მომზადდა სოფელ ჭერისა და გურძაულის შესახებ, ხოლო რიყეთის თემისა და მიმდებარე სოფლების შესახებ გეოლოგიური დასკვნები, სავარაუდოდ, მომავალი …
Continue reading “აჭარაში 192 ოჯახი მეწყერსაშიში ზონიდან გაიყვანეს – ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს”
როცა პაციენტი ფსიქიატრიულ მკურნალობაზე უარს ვერ ამბობს – დავა საკონსტიტუციოში
სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს რამდენიმე სამართლებრივ ნორმას, რაც ფსიქიკური დაავადების მქონე პაციენტებს ეხება. განმწესრიგებელ სხდომაზე, რომელიც 31 მარტს დასრულდება, მოსამართლეებმა უნდა გადაწყვიტონ, განიხილავენ თუ არა არსებითად საქმეს პარლამენტის წინააღმდეგ. ამ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს სახალხო დამცველმა 2022 წლის თებერვალში მიმართა. სადავო ნორმების მიხედვით, ექიმს აქვს უფლება, უკიდურესი აუცილებლობის დროს და უსაფრთხოების მიზნით, ფსიქიკური დაავადების მქონე …
Continue reading “როცა პაციენტი ფსიქიატრიულ მკურნალობაზე უარს ვერ ამბობს – დავა საკონსტიტუციოში”
რა უთხრეს უკრაინაში ჩასულ ლადო აფხაზავას საქართველოზე
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა პირველი ქართველი მასწავლებელია, რომელიც ომში მყოფ უკრაინაში ჩავიდა და ომგამოვლილი ქალაქები – ბუჩა და ირპენი მოიარა. მან ბუჩაში რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული 500-მდე ბავშვის ქართველი მასწავლებლების სახელით ამდენივე სანთლები დაანთო და ყველაზე ძვირფასი საჩუქარიც წამოიღო – უკრაინის დროშა, რომელიც ფრონტის ხაზზე მყოფმა უკრაინელმა მასწავლებლებმა აჩუქეს წარწერებით – „ლადო, დიდი მადლობა, …
Continue reading “რა უთხრეს უკრაინაში ჩასულ ლადო აფხაზავას საქართველოზე”
აჭარის მთავრობამ ქობულეთში მიწა მიყიდა კომპანიას, რომელიც აუქციონამდე 7 თვით ადრეა დაფუძნებული
ქობულეთში, ფიჭვნარის პლაჟთან მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელსაც აჭარის ფინანსთა სამინისტრო მეოთხე წელია ყიდის, აუქციონზე 4 მილიონ 460 ათას ლარად გაიყიდა. 11 235 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი ამჯერად 4 მილიონ 360 ათასი ლარი, ხოლო ვაჭრობის ბიჯი 100 ათასი ლარი იყო. მიწის ნაკვეთი ერთი ბიჯით იყიდა შპს „ნესს სიტიმ“, რომელიც უზბეკეთის მოქალაქეებმა აუქციონის გამოცხადებამდე …
ქალების, ბავშვების და შშმ პირების დახმარება რომ გავაგრძელოთ, ფინანსები გვჭირდება – არასამთავრობო
არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის PHR-ის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ორგანიზაციას ფინანსური კრიზისი შეეხო და დახმარება სჭირდებათ. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ 10 წლის წინ დაარსდა და ის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს უწევს იურიდიულ კონსულტაციასა და დახმარებას. იმისათვის, რომ PHR-მა ოფისის პირობებში ისევ შეძლოს ბავშვების, ქალებისა და შშმ პირებისთვის დახმარების გაგრძელება, ფინანსები სჭირდება, რომელიც ამ ეტაპზე არ აქვთ. …
ვინ და რამდენით დააჯარიმეს მოსამართლეებთან დარეკვისთვის
მოსამართლეებთან ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით კომუნიკაციისთვის საქართველოში სულ 12 ადამიანია დაჯარიმებული, მათ შორის, საჯარო მოხელეები. ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კრძალავს მოსამართლესთან კომუნიკაციას, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საქმის ან საკითხის განხილვასთან ან/და საქმის სავარაუდო შედეგთან და არღვევს მოსამართლის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპებს. მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის დარღვევის კუთხით სტატისტიკურ მონაცემებს [2007-2022 წწ] იუსტიციის …
Continue reading “ვინ და რამდენით დააჯარიმეს მოსამართლეებთან დარეკვისთვის”
მეწყრის საშიშროების გამო რიკოთი ჩაკეტილია – მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურის გზაზეა გადართული
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მეწყრის საშიშროების გამო რიკოთის მონაკვეთზე ავტომაგისტრალი ამ დრომდე [30 მარტის 13:30 სთ] ჩაკეტილია. შესაბამისად, მსუბუქი მანქანების მოძრაობა გადართულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. „საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე არსებულ საავტომობილო გზასთან სიახლოვეს მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროების გამო, საავტომობილო გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო …
როდის გამოიდარებს ბათუმში | ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 მარტის 21 საათიდან 31 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მთაში – თოვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო ღამით: 0 –5 …
Continue reading “როდის გამოიდარებს ბათუმში | ამინდის პროგნოზი”
ბრიტანული დაზვერვა: რუსეთი ემზადება 400 000 „მოხალისის“ შესაგროვებლად
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა 30 მარტის მოკლე ანგარიშში, ტვიტერზე წერს, რომ რუსეთი ემზადება დიდი სამხედრო გაწვევის კამპანიის დასაწყებად, 400 000 ჯარისკაცის გაწვევის მიზნით. დაზვერვა ეყრდნობა რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ამის შესახებ. ბრიტანული დაზვერვა წერს, რომ რუსეთი გაწვევის კამპანიას წარმოაჩენს, როგორც პროფესიონალი კადრების აყვანის ნებაყოფლობით პროცესს და არა როგორც ახალ, სავალდებულო მობილიზაციას. თუმცა, შესაძლოა, რეალურად რუსეთის …
Continue reading “ბრიტანული დაზვერვა: რუსეთი ემზადება 400 000 „მოხალისის“ შესაგროვებლად”
იაპონია უკრაინის აღდგენისთვის თითქმის ნახევარ მილიარდ დოლარს გამოყოფს
იაპონიის მთავრობა ჯამში 470 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს უკრაინის დასახმარებლად გრანტის სახით. შეთანხმების თანახმად, თანამშრომლობის ფარგლებში გამოყოფილი თანხა მოხმარდება უკრაინის ნაღმებისგან გაწმენდას, ძირითადი ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის აღდგენასა და დემოკრატიის გაძლიერებას. იაპონია აპირებს გააგრძელოს უკრაინის ხალხის მხარდაჭერა, რომელიც სირთულეების წინაშე დგას, საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, კერძოდ, G7-ის წევრ ქვეყნებთან ერთად. იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა 21 მარტს, კიევში …
Continue reading “იაპონია უკრაინის აღდგენისთვის თითქმის ნახევარ მილიარდ დოლარს გამოყოფს”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 მარტი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 30 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 172 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 560] ტანკი – 3 610 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 6 974 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 2 671 ერთეული [+12] MLRS – 526 ერთეული [+0] საზენიტო …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 მარტი”
გონიო-კვარიათის პლაჟების სეზონურად გასხვისებაზე მერია აუქციონებს გამოაცხადებს
გონიო-კვარიათის პლაჟებს სეზონური გაქირავებისთვის ბათუმის მერია წელს აუქციონებს გამოაცხადებს. პლაჟების ერთიანი კონცეფციით განვითარება ამ დრომდე ქალაქის ამ ნაწილში დიდწილად კონტროლს მიღმა იყო დარჩენილი. ქაოსური იყო როგორც საპლაჟო ინფრასტრუქტურის განთავსების, ასევე მუნიციპალური ქონების, პლაჟების სეზონურად გასხვისების პროცესი. გასულ საკურორტო სეზონზე, მიუხედავად იმისა, რომ პლაჟების დიდი ნაწილი კომერციული საქმიანობისთვის დიდი დოზით იყო ათვისებული, მეწარმეთა დიდ ნაწილს მერიასთან …
Continue reading “გონიო-კვარიათის პლაჟების სეზონურად გასხვისებაზე მერია აუქციონებს გამოაცხადებს”
ვინ არიან ფრანკლინის კლუბის წევრები, „ანარქისტები“ თუ კრიტიკულად მოაზროვნე თაობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უფროსი შვილი პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობს, რომელიც იმ ბენჯამინ ფრანკლინმა დააარსა, რომლის სახელობის კლუბის წევრებსაც საქართველოში პრემიერი ღარიბაშვილი „ექსტრემისტებსა“ და „ანარქისტებს“ ეძახის. პრემიერ-მინისტრმა რუსული კანონის წინააღმდეგ რუსთაველზე გამოსული ახალგაზრდები ჯერ სატანისტებს შეადარა, შემდეგ კი მათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოკავშირეობა დააბრალა. ვინ არიან რეალურად ფრანკლინის კლუბის ახალგაზრდები, რა ღირებულებები აქვთ მათ და რატომ ეცინებათ …
Continue reading “ვინ არიან ფრანკლინის კლუბის წევრები, „ანარქისტები“ თუ კრიტიკულად მოაზროვნე თაობა”
„სხვა სახალხო დამცველებს სხვა სტანდარტი ჰქონდათ“ – ინტერვიუ ლევან იოსელიანთან
„კრიტიკული როგორ შეიძლება არ იყოს სახალხო დამცველი?“ – გვითხრა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, რომელსაც ინტერვიუს დროს ვკითხეთ „ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის შეფასებაზე – „ლევან იოსელიანი ნინო ლომჯარია არ გახდება“. ლევან იოსელიანს ასევე ვკითხეთ, რატომ არ შეიმჩნია 28 მარტს, მაგალითად, პარლამენტარ ტარიელ ნაკაიძისთვის მიკროფონის ჩარტყმა. „ეს იყო პოლიტიკურ ნიადაგზე წარმოშობილი… პირდაპირ რომ ყოფილიყო ნახსენები მისი რელიგიური მრწამსი, …
Continue reading “„სხვა სახალხო დამცველებს სხვა სტანდარტი ჰქონდათ“ – ინტერვიუ ლევან იოსელიანთან”
„ლექტორებსაც ეშინიათ სტუდენტებთან ერთად გასვლის“ – ბსუ-ს სტუდენტი
ალეკო ბერიძე ბსუ-ს სტუდენტია. ის მეორეკურსელია, უნივერსიტეტში ტურიზმს სწავლობს. ალეკო ქობულეთის სოფელ ზედა აჭყვაში ცხოვრობს და ლექცია-სემინარებზე ყოველდღე სოფლიდან დადის უნივერსიტეტში. ალეკო გვიზიარებს თავის ხედვას უნივერსიტეტზე, სტუდენტურ თვითმმართველობასა და იმაზე, თუ რას ნიშნავს მისთვის საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ კანონის მიღების მცდელობა. ალეკო, რამდენად რთულია სოფლიდან სიარული უნივერსიტეტში ყოველდღე? მარტივი ნამდვილად არ არის, რადგან ტრანსპორტი …
Continue reading “„ლექტორებსაც ეშინიათ სტუდენტებთან ერთად გასვლის“ – ბსუ-ს სტუდენტი”
წონის კლებასთან დაკავშირებული ჩვევები, რომლებიც კვებითი აშლილობის კატეგორიაში შედის
კვებითი აშლილობა ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანს ჭამასთან დაკავშირებული არაჯანსაღი ჩვევები აქვს. მაგალითად, ჭამის შემდეგ მექანიკურად იწვევს ღებინებას ან ბოროტად იყენებს საფაღარათო საშუალებებს, წონაზე ზემოქმედების მიზნით. სხვადასხვა კვლევა მოწმობს, რომ კვებითი აშლილობები ყველაზე ხშირად მოზარდ და ახალგაზრდა ქალებს აზიანებს. საქართველოში კვებითი აშლილობები სათანადოდ ნაკვლევი არ არის, შესაბამისად უცნობია ქვეყანაში ამ მხრივ დაავადებების გავრცელება. თუმცა, თუ …
„თუ პუტინი იგრძნობს სისხლის სუნს, ის მიაწვება“ – ზელენსკი ბახმუტის მნიშვნელობაზე
„თუ იგი [პუტინი] იგრძნობს სისხლს, იყნოსავს, რომ სუსტები ვართ, ის მიაწვება, მიაწვება, მიაწვება”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ AP-ისთან ინტერვიუში, როცა განმარტავდა, თუ რატომ არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უკრაინის ქალაქ ბახმუტის ბრძოლაში გამარჯვება უკრაინისთვის. ზელენსკის თქმით, თუ რუსეთი ბახმუტთან წარმატებას მიაღწევს, ვლადიმერ პუტინი ამას „გამარჯვებად მიჰყიდის დასავლეთს, თავის საზოგადოებას, ჩინეთსა და ირანს”. „ასოშიეითიდ პრესმა“ ზელენსკისთან …
Continue reading “„თუ პუტინი იგრძნობს სისხლის სუნს, ის მიაწვება“ – ზელენსკი ბახმუტის მნიშვნელობაზე”
„ბენზეში“ პლაჟზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდის მშენებლობა განიხილება
ბათუმის მერია თამარის დასახლებაში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე, საფეხმავლო ხიდის მოწყობის საკითხს განიხლავს. ხიდის მშენებლობის ნებართვის მოთხოვნით მერიას შპს „თაუერ ჯგუფმა“ მიმართა. კომპანია ოდისეი დიმიტრიადის #1ა-ში მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. მერია განმარტავს, რომ მშენებარე ობიექტის წინ [ბათუმი ცენტრალის მიმდებარედ], ავტომაგისტრალზე, ინტენსიური მოძრაობაა, რაც შემაფერხებელი გარემოებაა ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის, განსაკუთრებით კი, სანაპირო ზოლთან უსაფრთხოდ მისვლის თვალსაზრისით. „ამ ფაქტორების …
Continue reading “„ბენზეში“ პლაჟზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდის მშენებლობა განიხილება”
პოლიციიდან განათლებაში – მინისტრის მოადგილის ქონება და შვილები კერძო სკოლაში
განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე, თავის პირველ მოადგილედ დანიშნა. გელა გელაძე განათლების სისტემაში 2018 წელს მივიდა, მანამდე ის ძალოვან უწყებებში მუშაობდა, 2016-2018 წლებში შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, 2012-2016 წლებში კი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში უფროსის მოადგილედ. წინა წლებშიც გელა გელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო. განათლების სამინისტროში გელაძის საკურატორო …
Continue reading “პოლიციიდან განათლებაში – მინისტრის მოადგილის ქონება და შვილები კერძო სკოლაში”
ჩაქვში გრიგალმა საცხოვრებელი სახლი დაანგრია
ჩაქვში, გოგოლიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ ხანდაზმულ ცოლ-ქმარს ძლიერმა ქარმა სახლი დაუნგრია. ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, მერიამ მათ ალტერნატიული საცხოვრებელი შესთავაზა, თუმცა „საკუთარი სურვილით ოჯახი გადავიდა შვილთან.“ რაც შეეხება ზარალს, სააგენტოს განმარტებით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების შემსწავლელი კომისია უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას ოჯახის დახმარების თაობაზე. 28 მარტს ძლიერმა ქარმა აჭარაში ინფრასტრუქტურა დააზიანა, მოგლიჯა ხეები, ნაწილობრივ ან …
Continue reading “ჩაქვში გრიგალმა საცხოვრებელი სახლი დაანგრია”
ვინ იმღერებს წელს ბათუმობაზე – ჰონორარებში 136 688 ლარი დაიხარჯება
აჩიკო სოლოღაშვილი – ჰონორარი 18 500 ლარი; თიკა ფაცაცია – 6 377 ლარი; ედუარდ გორგილაძე – 5 102 ლარი; სოფო გელოვანი, ანი კეკუა, მარიკო ებრალიძე, ნოდარ ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე – თითოეულს 4 209 ლარი; დავით მაზანაშვილი [ორკესტრი] – 52 500 ლარი – ეს იმ შემსრულებელთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ბათუმობის ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას წელს. ბათუმის კულტურის …
Continue reading “ვინ იმღერებს წელს ბათუმობაზე – ჰონორარებში 136 688 ლარი დაიხარჯება”
სწორი ნაწლავის კიბო – რატომ არის მნიშვნელოვანი სკრინინგი, რომელიც უფასოა
ბოლო მონაცემებით, ქალებში რეგისტრირებული ყველა სახის კიბოს ახალ შემთხვევებში კოლორექტულ ანუ სწორი და მსხვილი ნაწლავის კიბოს მე-3 ადგილი უკავია, კაცების შემთხვევაში კი კოლორექტული კიბო მე-4 ადგილზე ფიქსირდება. სიმსივნესთან მიმართებაში ადრეულ დიაგნოსტიკას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის კლინიკური ონკოლოგი ნინო ხუფენია ამბობს, რომ კოლორექტული კიბოს პირველ სტადიაზე დიაგნოსტირებისას გამოჯანმრთელების მაჩვენებელი არის 91%, მაშინ, როდესაც მეორე-მესამე …
Continue reading “სწორი ნაწლავის კიბო – რატომ არის მნიშვნელოვანი სკრინინგი, რომელიც უფასოა”
ბათუმის მერიამ ავარიული სახლებიდან გაყვანილი ოჯახების ქირის თანხა განსაზღვრა
ბათუმში ავარიული სახლების ჩანაცვლების წესის მიხედვით, სახლის გამაგრების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირები უზრუნველყოფილნი იქნებიან ბინის ქირის კომპენსაციით. საჭიროების შემთხვევაში ბათუმის მერია იმ პირებს, რომლებიც ავარიულ სახლში ცხოვრობენ, საცხოვრებელს ავარიული სახლის გამაგრების პროექტის დასრულებამდე დაუქირავებს. მერიამ ამავე წესში გაწერა ქირით უზრუნველყოფის პირობები. ჩანაცვლების წესის მიხედვით, დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ყოველთვიური კომპენსაციის სახით ფულადი თანხა …
Continue reading “ბათუმის მერიამ ავარიული სახლებიდან გაყვანილი ოჯახების ქირის თანხა განსაზღვრა”
ბათუმში სატვირთო მანქანა გადაყირავდა
ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში, სატვირთო მანქანა გადაბრუნდა, რომელსაც არაგაბარიტული ტვირთი გადაჰქონდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევა წუხელ მოხდა. ამ დროისთვის [29 მარტის 11 საათის მდგომარეობით] ცენტრალური საავტომობილო გზის მახინჯაურის მონაკვეთზე საცობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, დაწყებულია ადმინისტსრაციული სამართალწარმოება. მანქანას, რომელიც გადაბრუნდა, ავტობანის მშენებლობისთვის საჭირო რკინა-ბეტონის კონსტრუქცია გადაჰქონდა:
ბათუმის კინოს მუზეუმის პროექტი ნახევარი მილიონით გაძვირდა – ხელახალი ტენდერი
სულიკო ჟღენტის სახელობის ბათუმის კინოს მუზეუმის მშენებლობაზე აჭარის მუზეუმმა ტენდერი უკვე მეხუთედ გამოაცხადა. წინა ოთხი ტენდერი არ შედგა, ვინაიდან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. კინოს მუზეუმის მშენებლობისთვის 2022 წელს 1,1 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, ამჯერად კი ეს თანხა 589 ათასი ლარით არის გაზრდილი. აჭარის მუზეუმმა ტენდერი 1 778 806 ლარით გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2023 წლის …
Continue reading “ბათუმის კინოს მუზეუმის პროექტი ნახევარი მილიონით გაძვირდა – ხელახალი ტენდერი”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 მარტი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 29 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 172 340 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 610] ტანკი – 3 609 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 6 966 ერთეული [+0] საარტილერიო სისტემა – 2 659 ერთეული [+6] MLRS – 526 ერთეული [+1] საზენიტო …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 მარტი”
დაზიანდა სახურავები და ავტომობილები – ძლიერი ქარი ბათუმში
დღეს, 28 მარტს, ბათუმში ძლიერი ქარის გამო წაიქცა ხეები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები და ავტობუსის გაჩერებები. ქარმა ათამდე სახლს სახურავი ახადა. დაზიანებულია კერძო ავტომობილები. ბათუმის პორტში ქარმა ცარიელი კონტეინერები გადააყირავა და სამორიგეო ჯიხური დააზიანა. ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად. „ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ადგილზე სხვადასხვა სახის პრობლემა შეიქმნა. …
Continue reading “დაზიანდა სახურავები და ავტომობილები – ძლიერი ქარი ბათუმში”