გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 აგვისტოს 21 საათიდან 19 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამის და დილის საათებში ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
- დღისით: 30-35 გრადუსი
- ღამით: 18 – 23 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 20 აგვისტოს აჭარაში უმეტესად – უნალექო ამინდი, 21-22 აგვისტოს კი დროგამოშვებით ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.