დღეს, 21 აგვისტოს, 14:00 საათიდან, ბათუმში გაზმომარაგება შეუწყდება მეტექსას და სელიმ ხიმშიაშვილი ქუჩების აბონენტებს.
„სოკარის“ ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია.
კომპანიის ცნობით, აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 18:00 საათიდან აღუდგებათ.
„სოკარი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.