უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა გასულ კვირას ბახმუტთან 3 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან.
„ჩვენი ჯარები წინ მიიწევენ სამხრეთ ფლანგზე ბახმუტის გარშემო. გასული კვირის განმავლობაში მათ გაათავისუფლეს 3 კვ. კილომეტრი და ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბახმუტის გარშემო გათავისუფლებულია 43 კვ. კილომეტრი“ – თქვა მან.
ანა მალიარის თქმით, ჩრდილოეთ ფლანგზე, ბახმუტთან, რუსეთი ცდილობს უკრაინის ჯარების განდევნას, რადგან უკრაინელებმა დაიკავეს დომინანტური სიმაღლეები.
„მტერი იქ არის ჩაკეტილი, რადგან მათ არ შეუძლიათ ბახმუტიდან გამოსვლა და სრულმასშტაბიანი წინსვლა, ამიტომ მტერი ჩრდილოეთ ფლანგიდან შტურმს ცდილობს, რათა განდევნოს უკრაინის ძალები. მტერი ამას ვერ ახერხებს, მაგრამ იქ მწვავე ბრძოლებია“ – ამბობს ანა მალიარი.






