„შვილები მზრდიდნენ 3 წელი“, – ქალი ხულოდან, რომელმაც მკერდის სიმსივნე დაამარცხა

3 შვილის დედა, 50 წლის მზია გულაბერიძე, ხულოს სოფელ უჩხოში ცხოვრობს. მან წლების წინ  მკერდის კეთილთვისებიანი მესამე სტადიის სიმსივნე დაამარცხა, რომელსაც 6 წელი ებრძოდა. მზია იხსენებს, რომ მარცხენა მკერდის ხელით გასინჯვისას მოულოდნელად აღმოაჩინა სიმაგრე და სწორედ მას შემდეგ მიმართა ექიმს, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე გრძნობდა უმადობას, ოფლიანობას და მოდუნებას. ქალის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უყურადღებოდ არ …

ვინ არიან და რას საქმიანობდნენ სანქცირებული მოსამართლეები

სასამართლო კლანის 4 წევრს – თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერი ცერცვაძეს 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო“. კერძოდ, მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებს …

როგორ დაანგრია რუსულმა სისტემამ ომის მოწინააღმდეგე მამა-შვილის ცხოვრება

დღეს, 6 აპრილს, რუსეთში, ქალაქ ეფრემოვში, სასამართლოს უნდა განეხილა, შეუზღუდავდნენ თუ არა 13 წლის მაშა მოსკალევას მამას, ალექსეი მოსკალევს, მშობლის უფლებებს. მაშას მამას 2 წელი აქვს მისჯილი რუსული არმიის დისკრედიტაციის ბრალდებით, თუმცა მისი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია. ბოლო ცნობებით, ალექსეი მინსკში დააკავეს, თუმცა დაკავების შემდეგ მისი კვალი გაქრა. მამა-შვილი მოსკალევების საქმე ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა …

„არავინ იცის, ვინ იქნება შემდეგი მოსამართლეებს შორის“ – ინტერვიუ თამარ კორძაიასთან

„როდესაც მეგობარი, პარტნიორი ქვეყნის ხელისუფლება გეუბნება, რომ კონკრეტულ ადამიანებს უკრძალავს მის ქვეყანაში შესვლას და ამ დროს პარლამენტის ნებისმიერი წევრი მხარს არ დაუჭერს კომისიის შექმნას, ის იქნება პერსონალურად ამ ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი პერსონა,“ – მიიჩნევს თამარ კორძაია, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, რომელსაც აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებაზე ვესაუბრეთ. თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე პარლამენტის საგამოძიებო …

გასულ წელს 814-მა მოსწავლემ კლასი ვერ დაძლია

2021-2022 სასწავლო წელს ანუ შარშან 814-მა მოსწავლემ ვერ დაძლია კლასი. მათ შორის იყო 21 პირველკლასელი და 51 მოსწავლე მეორედან მეხუთე კლასის ჩათვლით. კლასი ვერ დაძლია ანუ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საკლასო მასალა ვერ დაძლია 742-მა უფროსკლასელმაც. მეცხრე კლასი – 230 მოსწავლე მეათე კლასი – 146 მოსწავლე მეთერთმეტე კლასი – 116 მოსწავლე  მეთორმეტე კლასი – 81 …

თამაზ ბაკურიძე გაათავისუფლეს, სასამართლო პროცესი გადაიდო

დღეს, 6 აპრილს, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს მისი საქმე ჯერ არ განუხილავს, თუმცა გადაწყვეტილება მიიღო – „თამაზ ბაკურიძე გათავისუფლდეს სხდომათა დარბაზიდან“. თამაზ ბაკურიძე დღეს, 6 აპრილს, აღსრულების პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების დროს. თამაზ ბაკურიძის თქმით, მას პოლიციელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად იძალადეს. მოსამართლემ …

აღსრულების პოლიციამ თამაზ ბაკურიძე დააკავა

დღეს, 6 აპრილს, აღსრულების პოლიციამ ბათუმში, ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების დროს, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე დააკავა. აღსრულების პოლიცია ოჯახს ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 147-ში მდებარე სახლიდან ასახლებდა. თამაზ ბაკურიძე გამოსახლების პროცესს ესწრებოდა და ვიდეოს იღებდა. „ვის აკავებთ თქვენ“, – ისმის ვიდეოში თამაზ ბაკურიძის სიტყვები, რა დროსაც მისი ტელეფონი ითიშება. თამაზ ბაკურიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელია. გამოსახლების პროცესი დროებით …

უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები დედა-შვილი სააგენტომ თავშესაფარში გადაიყვანა

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თავშესაფარში გადაიყვანა ხელვაჩაურში, სოფელ აგარაში მცხოვრები მარტოხელა დედა, რომელიც 6 წლის შვილთან ერთად მიტოვებულ შენობაში, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. ქალის შესახებ სიუჟეტი TV25-მა მოამზადა გასული კვირის ბოლოს. სიუჟეტის თანახმად, 47 წლის მარინა დრუზიკი შვილთან, 6 წლის გიორგისთან ერთად, მძიმე პირობებში ცხოვრობდა. იგი რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა საქართველოში, არ ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა და ბინადრობის …

PERSIL-ის, ARIEL-ის და სხვა სარეცხი ფხვნილების გაყალბებისთვის 3 პირი დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, სამი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში, საცხოვრებელ სახლებში, მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საამქროები, სადაც ახდენდნენ იაფფასიანი სარეცხი ფხვნილების დაფასოებას ბრენდირებული სარეცხი საშუალებების PERSIL-ს, ARIEL-ს, ABC-ს, TIDE-ს, …

დასაქმებულ ომის ვეტერანებს 100-ლარიან პენსიას უხსნიან – „მარტო ავტობუსია უფასო“

„მხოლოდ ავტობუსით მგზავრობაა ჩვენთვის უფასო,“ – ამბობს ომის ვეტერანი, რამაზ ბერიძე. ის 43 წლისაა და სამხედრო სამსახურის საშუალება მას შემდეგ აღარ აქვს, როცა ავღანეთში, 2013 წელს, ერთ-ერთი სამშვიდობო მისიის დროს ნაღმზე აფეთქდა. რამაზ ბერიძე ერთ-ერთია ომის ვეტერანებს შორის, რომელსაც საჯარო სექტორში დასაქმების გამო 100-ლარიანი დახმარება მოუხსნეს – 2022 წლის იანვრიდან ომის ვეტერანების პენსია 22 ლარიდან …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 6 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 176 630 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 390] ტანკი – 3 631 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 7 013 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 2 714 ერთეული [+7] MLRS – 532 ერთეული [+0] საზენიტო …

შეიძლება წამალს დავაყოლოთ წვენი? გავხსნათ კაფსულა? – რა უნდა ვიცოდეთ წამლის მიღებაზე

მედიკამენტების არასწორად მიღება ან გარკვეული წამლების შერევა შეიძლება სახიფათოც კი იყოს ჯანმრთელობისთვის. ბათუმის საზღვაო ჰოსპიტლის ექიმი-თერაპევტი დიანა გორგოშაძე „ბათუმელებთან“ საუბრობს უსაფრთხოების წესებზე, რომლებიც წამლების მოხმარებას უკავშირდება, მათ შორის: რა ზიანი შეიძლება მოიტანოს კაფსულის გახსნამ და ზოგიერთი ტაბლეტის გაყოფამ. ქალბატონო დიანა, რამდენად უსაფრთხოა წამლის კაფსულის გახსნა და შიგთავსის ისე მიღება? ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთ მედიკამენტს იმიტომ აქვს …

მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობას ხანძარი გაუჩნდა

დღეს, 5 აპრილს, საღამოს, მოსკოვის ცენტრში, ზნამენკას ქუჩაზე, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით. „ტელეგრამზე“ გამოჩნდა ხანძრის ამსახველი პირველი კადრებიც. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. _____________ ფოტოზე: ხანძრის ამსახველი კადრები ტელეგრამზე გავრცელებული ვიდეომასალიდან.

ბსუ-ს სტუდენტი – „გეპეის კორპუსში 2003 წელია“

19 წლის ილია აბულაძე ევროპისმცოდნეობას სწავლობს ბსუ-ში, ის მეორეკურსელია. როგორც ილიამ გვითხრა, გასულ სემესტრებშიც და ახლაც, ლექცია-სემინარების ნაწილი იმ კორპუსში უტარდება, სადაც ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები სწავლობენ და სადაც, ასევე, სტუდენტებს შუალედური და დასკვნითი გამოცდები უტარდებათ ელექტრონულად. ამ კორპუსს სტუდენტები მოიხსენიებენ როგორც „გეპეის“ [წლების განმავლობაში ამ შენობაში ტექნიკური უნივერსიტეტი მდებარეობდა, რომელსაც გეპეის უწოდებდნენ]. ილიამ ფეისბუქზე, …

როგორ იქცა 13 წლის ვიქტორია დიასახლისად – „პასუხისმგებლობა მაკისრია ოჯახის წინაშე“

ჯერ მხოლოდ 13 წლისაა, მაგრამ ყველაზე ხშირად საკუთარი ოჯახის წევრებზე – 12 და 7 წლის ძმებზე, დედაზე, შშმ მამასა და ბებიაზე გვესაუბრება – ადამიანებზე, ვისზეც ყოველდღიურად უწევს ზრუნვა. გვიყვება, როგორ მიჰყავს სკოლაში თავისი პატარა ძმა ნიკოლოზი, შემდეგ კი უკან მოჰყავს, როგორ ალაგებს – „სტუმარი რომ მოვიდეს, ბინძურ სახლს ხომ არ დაახვედრებ?“ გვიყვება უსინათლო მამაზე, რომელსაც …

ბაბუა ახალი წლის წინ წაიყვანეს – ბათუმში დახვრეტილთა სამარხიდან კიდევ 1 კაცი ამოიცნეს

1937 წლის დეკემბრის დილას მაჭახლის ხეობაში, სოფელ სკურდიდში მცხოვრებ ხაფიზ ძნელაძეს მუხლები ასტკივდა. აიჩემა, ქალაქში უნდა წავიდე ექიმთანო. ქალაქში მიმავალ ხაფიზს გზად მოხუცი მეზობელი შეხვდა. ჰკითხა, სად მიდიხარო. რომ გაიგო ბათუმში მიდიოდა, უთხოვია არ წახვიდე დღეს, აჭარისწყალზე ჯარისკაცები დგანან, ხალხს იჭერენ და შენც არ წაგიყვანონო. ხაფიზმა არ დაუჯერა. ჩემთან ვის რა ხელი აქვს, გლეხი კაცი …

როგორ დაიხარჯება 10 მილიონი, რომელიც აჭარაში სტიქიის სალიკვიდაციოდ გამოიყო

აჭარაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 2023 წელს დამატებით 10 მილიონი ლარი გამოიყოფა, რომელიც ექვსივე მუნიციპალიტეტზე [მათ შორის ბათუმზეც] გადანაწილდება. „ეს 10 მილიონი არის ჯამში იმ საშემოსავლო გადასახადების გადაჭარბებით შესრულებიდან, რაც შემოვიდა აჭარის ბიუჯეტში და ემატება ამ დროისთვის არსებული ეკონომია სხვადასხვა პროგრამიდან“ – განაცხადეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. ამავე სამინისტროს ინფორმაციით, თანხა მუნიციპალიტეტებზე გადანაწილდება იმ პრინციპით, …

ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება, ჯარიმა 500-დან 1000-მდე ლარია

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წერს, რომ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება. დეპარტამენტის ცნობით, ეკიპაჟები, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიანი პატრულირების დროს განსაკუთრებით გააკონტროლებენ იმ ტერიტორიებს, სადაც ბოლო წლებში ბზის უკანონო მოპოვება-რეალიზაციის სტატისტიკა მაღალია. „კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა. მისი მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება კანონით ისჯება. აღნიშნული სამართალდარღვევა 500-დან 1 000 ლარამდე ჯარიმას …

პოდოლიაკი ყირიმის დაბრუნების გეგმას და დეოკუპაციის პირობებს აცხადებს

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი დარწმუნებულია, რომ ყირიმის დეოკუპაცია აუცილებლად მოხდება. მისი თქმით, ყველა „ომის ლოგიკა, იარაღის მათემატიკა და რესურსების შესაძლებლობები“ მიუთითებს იმაზე, რომ ეს მოხდება ძალიან მოკლე (ისტორიული თვალსაზრისით) დროში. ამის შესახებ პოდოლიაკმა რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა. პოდოლიაკის თქმით, რუსეთს იმიტომ არ შეუძლია შეინარჩუნოს ყირიმი, ასევე დონეცკი და ლუგანსკი, რომ აგრესორ ქვეყანას მსგავსი შესაძლებლობები …

„ეროვნულ გამოცდებზე რეკორდული რაოდენობა – 45 ათასი პირი დარეგისტრირდა“- naec

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 ათასი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ცენტრის განცხადებით, ეს უპრეცედენტო რაოდენობაა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის წინა ოთხი წლის მონაცემები ასე გამოიყურება: 2020 წელი – 39 300 ათასი აბიტურიენტი 2021 წელი – 38 300  ათასი აბიტურიენტი 2019 წელი – 41 ათასამდე აბიტურიენტი 2018 წელი – 40 ათასზე მეტი …

ზრუნვა კორპუსების უსაფრთხოებასა და სისუფთავეზე – სითი მენეჯმენტ ჯგუფი ბათუმშია

სასიამოვნო სიახლე ბათუმში! კომპანია სითი მენეჯმენტ ჯგუფი (CMG), რომელიც 12 წელია წარმატებით მუშაობს თბილისში საცხოვრებელი კომპლექსების მენეჯმენტისა და დასუფთავების სფეროში, უკვე ბათუმის ბაზარზეა. სითი მენეჯმენტ ჯგუფი იზრუნებს თქვენი საცხოვრებელი გარემოს უსაფრთხოებაზე, სისუფთავესა და სილამაზეზე. თუ თქვენ გჭირდებათ მაღალი ხარისხის მომსახურება თქვენს საცხოვრებელ კომპლექსში, კორპუსში, უნდა მიმართოთ პროფესიონალებს – სითი მენეჯმენტ ჯგუფს. საცხოვრებელი კომპლექსების მენეჯმენტი არის …

მუნიციპალურის თანამშრომლებმა მანქანა ტროტუარზე ჩააყენეს და სალონის შესამოწმებლად შევიდნენ

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები სილამაზის სალონში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესამოწმებლად შევიდნენ. სამსახურის ავტომანქანა სალონის წინ ტროტუარზე ისე გააჩერეს, რომ ველობილიკი ჩახერგეს. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ბათუმში პარკინგის წესების დარღვევის კონტროლიც მუნიციპალური ინსპექციის სფეროა. მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს სალონში, სამუშაო პროცესში მივაკითხეთ და ვკითხეთ: რატომ გააჩერეს ავტომანქანა დარღვევით, რატომ ჩახერგეს ველობილიკი, რომლითაც …

უკრაინის კონტრშეტევის მოლოდინში კრემლი ბირთვულ შანტაჟს უბრუნდება – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტების მონაცემებით, კრემლი აგრძელებს ბირთვულ მუქარას, რათა შეაჩეროს დასავლეთის სამხედრო დახმარება უკრაინის მიერ დაგეგმილი კონტრშეტევის წინ. 4 აპრილს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, ნატო დაადანაშაულა რუსეთ-ბელარუსის საზღვრებთან სამხედრო წვრთნებისა და დაზვერვის გააქტიურებაში და ამ მოტივით გაამართლა რუსეთის გადაწყვეტილება ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ. შოიგუმ ასევე დაადანაშაულა დასავლეთი ომის ესკალაციაში …

ბუკინგემის უნივერსიტეტის მიერ აღიარებული საბაკალავრო პროგრამები საქართველოში

ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში გთავაზობთ ბუკინგემის უნივერსიტეტის მიერ აღიარებულ საბაკალავრო პროგრამებზე საქართველოში სწავლას. ბიზნესი და მენეჯმენტის პროგრამა საბაკალავრო პროგრამა შემუშავებულია ბუკინგემის უნივერსიტეტთან ერთად. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ბუკინგემის უნივერსიტეტი სრულად აღიარებს ბრიტანული უნივერსიტეტის მიერ გაცემულ დიპლომსა და მინიჭებულ ხარისხს. ბიზნესისა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამას გამოარჩევს სამი უნიკალური მახასიათებელი: დარგის ფართო სპექტრი: პროგრამა ამზადებს პროფესიონალს ეკონომიკის, აღრიცხვის, …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 5 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 176 240 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 550] ტანკი – 3 629 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 7 005 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 2 707 ერთეული [+10] MLRS – 532 ერთეული [+4] საზენიტო …

ღარიბაშვილის თქმით, სურსათი იაფდება – რა ფასებია ბათუმის ბაზარში

„გაიაფებას რას ეძახიან, მაინც ვერ გავიგე,“ – ამბობს მერი გორგაძე, რომელიც ბათუმის აგრარულ ბაზარში ყველით ვაჭრობს. მას და სხვა მოვაჭრეებს ვკითხეთ, რომელი საკვები პროდუქტი გაიაფდა? 3 აპრილს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ „საქართველოში გრძელდება ფასების შემცირება მედიკამენტებზე, სურსათზე და საწვავზე“. ბათუმის აგრარული ბაზრის რეალობით კი, გაიაფებულია მხოლოდ მწვანილი, ყველი და კარტოფილი, რაც გაზაფხულის სეზონს უკავშირდება. …

წალენჯიხაში პირველკლასელებს უფასოდ კვებავენ – როგორ მოახერხა ეს მერიამ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ჯერჯერობით ერთადერთია საქართველოში, რომელმაც პირველკლასელებისთვის უფასო კვების პროგრამა დანერგა. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, პროგრამა საპილოტეა, ორი თვეა, რაც დაინერგა და დადებითი გამოხმაურება აქვს. პროგრამის მიხედვით, მოსწავლის ბარათზე ყოველდღიურად ირიცხება 4 ლარი, რომელიც ბავშვს  სკოლაში ყოფნის პერიოდში შეუძლია გამოიყენოს. წალენჯიხაში ამ დროისთვის უფასო კვების პროგრამაში 300 ბავშვია ჩართული. „გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა გარკვეული კვლევა იმის …

15 წლის საქართველოს ჩემპიონი ხულოს სოფელ თაგოდან

ჯაბა ბოლქვაძე, ხულოს სოფელ თაგოდან, საქართველოს ჩემპიონი გახდა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 17-წლამდელთა შორის, 45 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ჩემპიონატი ზუგდიდში ჩატარდა 30-31 მარტს. ჯაბა 15 წლისაა, იგი 5 წელია, რაც დაბა ხულოს სასპორტო სკოლაში ვარჯიშობს. „დარბაზში რომ მივიდე, ყოველდღე ხულო-თაგოს საბაგიროს ვიყენებ. არის მომენტები, როდესაც საბაგირო არ მუშაობს, ან ძლიერი ქარია და ფეხით მიწევს დარბაზში გასვლა, …

ოჩხამურში ჩაის პლანტაციას ხანძარი გაუჩნდა

დღეს, 4 აპრილს, ქობულეთის შემოვლითი გზის გასწვრივ, სოფელ ოჩხამურში, ჩაის პლანტაციებს ცეცხლი გაუჩნდა. აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არის. ხანძრის მიზეზი ცნობილი არ არის.

რატომ იზრდება მედუზების რაოდენობა მარმარილოს ზღვაში

მარმარილოს ზღვაში ბოლო 20 წლის განმავლობაში მედუზების 20-დან 30-მდე ახალი სახეობა იქნა აღმოჩენილი, რომლებიც საფრთხეს უქმნიან თევზის მარაგს და ზღვის ბინადრების არსებობას. თურქი მეცნიერების შეფასებით, მედუზების რაოდენობის ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის – იმ სახეობების თევზჭერა, რომლებიც მედუზებით იკვებებიან. კიდევ ერთი ფაქტორი კლიმატის ცვლილება და, ასევე, ზღვაში არსებული პლასტმასით დაბინძურებაა. სტამბოლის უნივერსიტეტის წყლის მეცნიერებათა …

რას არემონტებენ სარფის გამშვებ პუნქტზე და როდის დასრულდება

ორი თვის წინ სარფის გამშვებ პუნქტზე, ქართულ მხარეს, სარემონტო სამუშაოები დაიწყო. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა სამუშაოები ტარდება „სარფში“ და როდის უნდა დასრულდეს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მაღალგამტარიან პუნქტზე სარემონტო სამუშაოები. „საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფის“ ადმინისტრაციულ შენობაში შემდეგი სახის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს: შენობის დარბაზში, შესასვლელ გვირაბსა და გეითებში განხორციელდება ჭერის მოწყობის სამუშაოები და დამონტაჟდება ახალი სანათები შეიღებება დაზიანებული კედლები …

წყალდიდობისა და მეწყრის რისკები იზრდება – თურქი მკვლევარი

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შავი ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში გლობალური დათბობით გამოწვეული არასტაბილური ნალექი ნიადაგის მოძრაობას იწვევს, რაც რეგიონში წყალდიდობისა და მეწყრის საშიშროებას ზრდის – ამის შესახებ თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ წერს. გამოცემა ციტირებს პროფესორ ჰაკან ერსოის, გეოლოგსა და ინჟინერს, კარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტის მეწყრის კვლევის ცენტრის წევრს, რომელიც შიშობს, რომ გვალვას მოჰყვება კოკისპირული წვიმა მაისსა და ივნისში და …

„ოცნების“ აქტივისტზე ხელის დარტყმისთვის ხათუნა ბერიძე კარატეს ფედერაციამ დასაჯა

„მიეცა ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია,“ – წერია გადაწყვეტილებაში, რომელიც კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ ხათუნა ბერიძის წინააღმდეგ მიიღო. ხათუნა ბერიძე ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ხელმძღვანელია და ამავე დროს კარატეს ეროვნული ფედერაციის მსაჯთა კოლეგიის წევრი, შავი ქამრის მფლობელი, მწვრთნელ-ინსტრუქტორი და მოქმედი ვეტერანი სპორტსმენი. ხათუნა ბერიძემ 28 მარტს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ აქტივისტს – გიორგი გიორგაძეს ხელი დაარტყა, როცა ის ხათუნა ბერიძეს საჯარო სივრცის …

კომპანია Loialte-მ ბათუმში განახლებული ოფისი გახსნა

აუდიტორულმა და საკონსულტაციო კომპანია Loialte-მ აჭარის რეგიონალური ფილიალის ახალ ოფისში, ალ.პუშკინის N73-ში, პირველ სტუმრებს უმასპინძლა. კომპანიის ახალი ინფრასტრუქტურა აჭარის ბაზართან დაკავშირებული Loialte-ს გრძელვადიანი გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, რომელთათვის Loialte-ს წამყვანმა ექსპერტებმა პრეზენტაციები წარადგინეს კომპანიის არსებული მდგომაროებისა, სერვისებისა და გეგმების შესახებ, ასევე გაიმართა დისკუსია ბიზნესისთვის საინტერესო და …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 აპრილის 21 საათიდან 5 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო …

მთა ჩირუხში ზიპლაინის მოსაწყობად თანხა 2,7 მილიონით გაიზარდა

შუახევის მუნიციპალიტეტის მთა ჩირუხში ზიპლაინის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისა და მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან გათვალისწინებული თანხა 2,7 მილიონი ლარით გაიზარდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 6 752 200 ლარით გამოცხადებული ტენდერი არ შედგა [მასში მონაწილეობა არავინ მიიღო], ამჯერად კი, 9 512 716 ლარით ტენდერი, იმავე მომსახურების შესყიდვაზე, „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ გამოაცხადა. [ამ კომპანიის 100% წილი …

Exit mobile version