გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 აგვისტოს 21 საათიდან 28 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
- დღისით: 26 – 31 გრადუსი
- ღამით: 17 – 23 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით,29-30 აგვისტოს აჭარაში მოსალოდნელია ზოგან დროგამოშვებით წვიმა.





