უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 27 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 260 820 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +550]
- ტანკი – 4 396 ერთეული [+6]
- ჯავშანტექნიკა – 8 555 ერთეული [+15 ]
- საარტილერიო სისტემა – 5 403 ერთეული [+24]
- MLRS – 728 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 498 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 378 ერთეული [+11]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 411 ერთეული [+2]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 7 854 ერთეული [+31]
- სპეცტექნიკა – 808 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
ხოლო ომის დაწყებიდან 2023 წლის 27 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, სულ განადგურებულია უკრაინის:
- 466 თვითმფრინავი
- 247 ვერტმფრენი
- 6 152 უპილოტო საფრენი აპარატი
- 433 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 11 527ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 145 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 6079საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 12 453 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.






