ახალგაზრდების შერჩევა ჯანრთელობის მსოფლიო ასამბლეის მოდელირებისთვის

,,ახალგაზრდები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის” იწყებს მონაწილეთა შერჩევას – თბილისის ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის მოდელირებისთვის, რომელიც მიმდინარე წლის მაისში არის დაგეგმილი. თბილისის ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის მოდელირება მეორედ აიღებს სტარტს, იგი წარმოადგენს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოლიტიკისა და გადაწყვეტილების მიღების სიმულაციას, რომელიც საქართველოს მასშტაბით აერთიანებს მოტივირებულ ახალგაზრდებს და აძლევს მათ შანსს, გაიცნონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მისი ღირებულებები და პრინციპები. ასევე, …

ავარიის გამო ბათუმში ათასობით აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშეა

ბუნებრივი აირის მიწოდება 15 ათასამდე აბონენტს ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო შეუწყდა. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, მელიქიშვილისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა რეგულირების კვანძს, მოხდა ბუნებრივი აირის გაჟონვა, დაზიანებული კვანძის აღდგენა კი ხვალ დილამდე ვერ მოხერხდება. „ქალაქის საკმაოდ დიდ ნაწილს არ მიეწოდება გაზი. მიწოდება ხვალ, 7 მარტს, აღდგება, თუმცა ზუსტი დროს განახსაზღვრა ახლა ძნელია და დეტალური …

265,7 მილიონი ლარი საქართველოში ფეხბურთის განვითარებისთვის

საქართველოს მთავრობამ საქართველოში ფეხბურთის განვითარების [2016-2020 წწ.]  სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. 2016-2020 წლებში პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებისათვის საჭირო თანხა კი ჯამში 265 მილიონ 700 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის დაფინანსების მიზნით, ქვეყნის მუნიციპალიტეტებსა და ავტონომიურ წარმონაქმნებს „ეთხოვათ“, რომ თავიანთ ბიუჯეტებში ფეხბურთის მხარდაჭერისთვის გათვალისწინებული თანხიდან, 2016 წლის 1 მარტის მდგომარეობით დარჩენილი რესურსი  გადარიცხონ ა(ა)იპ …

920 ათასი ლარი კურორტ ბეშუმის გზების რეაბილიტაციისთვის

ხულოს მუნიციპალიტეტი კურორტ ბეშუმის შიდა გზების რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც 920 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. კურორტის შიდა მთავარ გზებზე ძირითადად ასფალტის საფარი დაიგება. სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ბოლო 3 წლის განმავლობაში შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (ქუჩების, გზების, გზატკეცილების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, ასფალტობეტონის საფარის მოწყობა) …

ლარის კურსი, სამშენებლო ბიზნესი და ფასები

უძრავი ქონების რეგისტრაცია წინა წლის ბოლოს არსებულ მონაცემებთან შედარებით გაიზარდა – ეს საჯარო რეესტრის ინფორმაციაა. შესაბამისად, შემცირებული გაყიდვების შემდეგ სამშენებლო ბიზნესის შესაძლო კრახის შესახებ დაანონსებული ინფორმაცია შედარებით პოზიტიური ინფორმაციით უნდა შეცვლილიყო. არის თუ არა ეს ასე? – „ბათუმელები“ დეველოპერებს დაუკავშირდა. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და განწყობები ხშირად ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. დეველოპერებსა და მომხმარებელს შორის შუამავალი …

ქუჩა, როგორც ძაღლის ტუალეტი და კანონი, რომელიც არ მუშაობს

ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათი სახლის წინ მწვანე საფარი სისტემატიურად ისვრება ძაღლის ფეკალური მასებით. „აქ მცენარეებს ვზრდით, ვუვლით… ვიღაცა კი თავისი ძაღლის ტუალეტისთვის იყენებს ამ ადგილს. უხერხულია, მაგრამ რამდენჯერმე ნამდვილად მიმიცია შენიშვნა ამის გამო ძაღლის პატრონისთვის. თუმცა უშედეგოდ“, – ამბობს ნაზი. 35 წლის მაია გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების …

უფუნქციო ჩოგბურთის კორტები ქედაში – საქმეს პროკურატურა იძიებს

ქედის სასპორტო სკოლის ეზოში 2011 წელს მოწყობილი ჩოგბურთის კორტები დღემდე უფუნქციოდაა. სპორტული ობიექტი, რომლის მოსაწყობად ქედის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 84 667 ლარი დახარჯა, მწყობრიდან გამოსულია, ამოყრილია მოედნის საფარი და წვრთნები სპორტსმენებს 2013 წლის თებერვლის შემდეგ არ ჩატარებიათ. რამდენად მიზნობრივად დახარჯა ქედის გამგეობამ 2011 წელს თანხა ბიუჯეტიდან? – ამ საკითხს ახლა პროკურატურა იძიებს. ჩოგბურთის კორტისა და …

სტადიონები ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში

ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში, სადაც 2010 წლის შემდეგ მხოლოდ ერთი სასტუმრო აშენდა, ქობულეთის მუნიციპალიტეტი მინისტადიონებს აშენებს. გამგეობაში აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებით ამ დროისთვის მხოლოდ ორი უცხოური კომპანიაა დაინტერესებული. „თავისუფალი ტურისტული ზონა, ზოგადად, ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ამ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებას – სტადიონები, ბილიკები, პარკინგები, გაზის, წყლის, ელექტროენერგიის შეყვანა – ეს ყველაფერი მთავრობამ უნდა უზრუნველყოს. …

ინფლაცია საქართველოში [სტატისტიკა]

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 4,6 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,43 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღსანიშნავია ფასების მნიშვნელოვანი მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (33,0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (10,6 პროცენტი) და ყავა, ჩაი და კაკაო (10,0 …

“გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა სამყაროს უკეთ შესწავლის საშუალებაა”

აშშ-ში ლაზერული ინტერფერომეტრის გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიის მეცნიერებმა 1.3 მილიარდი სინათლის წლის მოშორებით წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღა დააფიქსირეს. აღმოჩენის მნიშვნელობაზე “ბათუმელები” კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრს თეორიულ ფიზიკაში, მიშიკო გელენავას ესაუბრა. იგი 4 მარტს თბილისში, მეცნიერებათა აკადემიაში წაიკითხავს სემინარს იმავე თემაზე. ბატონო მიშიკო, რას ნიშნავს ეს აღმოჩენა და რას წარმოადგენს გრავიტაციული ტალღა? გრავიტაციული ტალღის არსებობის შესახებ თეორიული ვარაუდი მოვიდა …

150 ათასი ლარი კულტურული პროექტების მხარდასაჭერად ბათუმის მერიისგან

ბათუმის მერიამ 2016 წლის ბიუჯეტში „კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის“ ქვეპროგრამის დაფინანსება 130 000 ლარიდან 150 000 ლარამდე გაზარდა. როგორც მერიაში ამბობენ, ეს გადაწყვეტილება გასულ წელს დაფიქსირებული მაღალი მოთხოვნის გამო მიიღეს. „შარშან ბიუჯეტი გათვლილი გვქონდა საშუალოდ 13 აპლიკაციაზე, თუმცა, რადგან ჩვენთან დაფინანსების მხოლოდ ზედა ზღვარია განსაზღვრული (10 000 ლარით), იყო აპლიკაციები, რომლებითაც უფრო დაბალ დაფინანსებას …

ერთიანი ეროვნული გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2016 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩაატარებს. „ბათუმელების“ კითხვებს გამოცდების ახალ ფორმატთან დაკავშირებით ცენტრის დირექტორის მოადგილემ ივა მინდაძემ უპასუხა. ბატონო ივა, რას გულისხმობს გამოცდების ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატი? როდესაც აბიტურიენტი/გამოსაცდელი შევა საგამოცდო სექტორში, მას მაგიდაზე დახვდება კომპიუტერი და პასუხების ფურცელი. კომპიუტერით მიწოდებული იქნება კითხვები, ხოლო პასუხების ფურცელზე შეეძლებათ, როგორც …

მოსწავლეების ცხოვრება მუსლიმურ პანსიონებში

900 მოსწავლე და 30 მუსლიმური პანსიონი აჭარაში – ეს არის ის ციფრები, რასაც ასახელებენ ამ სფეროში ჩართული ადამიანები. თუმცა ეს არ არის აბსოლუტურად ზუსტი სტატისტიკა იმ გოგონებისა და ბიჭების შესახებ, რომლებიც მუსლიმურ პანსიონებში ცხოვრობენ და სწავლობენ. მუსლიმური პანსიონები ციფრებში „მსოფლიო მუსლიმთა კავშირი“, „ახალგაზრდებზე დახმარების ასოციაცია“, „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა“ და „მიზანი“ – ეს ის ძირითადი ორგანიზაციებია, …

ხეების გადასატანად ციხისძირში ნავმისადგომი კეთდება [ფოტო]

ციხისძირში, პლაჟზე, ხეების გადატანის მიზნით დროებითი ნავმისადგომი კეთდება. ამ ადგილიდან სამი ძირი ხე ზღვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილში გადააქვთ, სადაც ბიძინა ივანიშვილი პარკს აშენებს. ზუსტი თარიღი, თუ როდის დაიწყება ხეების გადატანა, უცნობია. ამ ეტაპზე გადასატანად ერთ ხეს ამზადებენ.

“ბათუმის წყლის” დირექტორი გადადგა [ვიდეო]

ბათუმის წყლის დირექტორმა, ალექსანდრე მიქელაძემ, ეს წუთია გადადგომის შესახებ განაცხადა. ალექსანდრე მიქელაძემ თქვა, რომ ის ნებაყოფლობით გადადგა. ალექსანდრე მიქელაძემ თანამდებობიდან გადადგომა იმით ახსნა, რომ არ სურს ხელი შეუშალოს გამოძიებას. “მივიღე გადაწყვეტილება გამოძიების დასრულებასა და შესაბამისი უწყებების მიერ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დასკვნის გაკეთებამდე დავტოვო თანამდებობა, რათა ხელი არ შეეშალოს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას. იმისათვის, რომ დაცული იქნას …

მუსლიმთა გამაფრთხილებელი აქცია აჭარის მთავრობის შენობასთან [ვიდეო]

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, 4 მარტს, აჭარის მთავრობის შენობასთან გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორთა თქმით, ისინი ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებას და მუსლიმთა მიმართ, ბოლო პერიოდებში განხორციელებული უსამართლო ქმედებებზე სახელმწიფოს მხრიდან დროულ რეაგირებას ითხოვენ. აქცია ბათუმის ცენტრალურ მეჩეთთან დაიწყო და აჭარის მთავრობის სახლისაკენ მშვიდობიანი მსვლელობით გაგრძელდა.  

შეცდომა, რომელიც პრემიერმა დაუშვა ბათუმის წყალზე საუბრის დროს

  დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში რესტორან BK-სთვის სავარაუდოდ წყლის გამიზნულად შეწყვეტის ფაქტზე კომენტარი გააკეთა და მოითხოვა, რომ მომხდარით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაინტერესდეს. გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ბათუმის წყლის დირექტორმა დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის, გიორგი გოცირიძის შეფასებით, ეს თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევის მცდელობაა: -„თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, წყლის მიწოდება წარმოადგენს …

რას ისწავლიან 14 მილიონ დოლარად პედაგოგები და სკოლის დირექტორები?

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ 20 ათასი ქართველი პედაგოგისა და 2085 დირექტორის გადამზადების მიზნით 14 მილიონი დოლარი გამოყო. პროექტი ოთხ წელს გაგრძელდება და რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. რა არის პროექტის მიზანი და რა შემთხვევაში ჩაითვლება პროექტი წარმატებულად? ამ თემაზე „ბათუმელები“ პროგრამის მენეჯერს ირინა აბულაძეს ესაუბრა. ქალბატონო ირინა, ეს პროექტი ითვალისწინებს პედაგოგების განვითარებას, რა იგულისხმება ამაში, რა უნდა ისწავლონ …

საპროტესტო აქცია სტუდენტური თვითმმართველობის წინააღმდეგ

„ყველა სტუდენტი თანასწორია, არა სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიებს“ –  ამ სლოგანით აპირებს სტუდენტთა ნაწილი თვითმმართველობის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას. სტუდენტები აქციის გამართვას 7 მარტს, 15:00 საათზე გეგმავენ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ტექსტი ვკითხულობთ: „უკვე მრავალი წელია თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან თანხების მიღების კუთხით უპირობო მონოპოლისტია. ისინი ერთპიროვნულად სარგებლობენ საუნივერსიტეტო ფინანსებით, რომელიც ყველა სტუდენტს თანაბრად ეკუთვნის. ამის დასტურია …

უხმო ხმოსნები ბათუმის საკრებულოდან

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ზოგიერთი წევრის მოსაზრების გაგება მხოლოდ იმით შეიძლება, თუ რის ნიშნად წევს ის ხელს მაღლა საკითხის დამტკიცებისას – წინააღმდეგია თუ მომხრე. სხვა შემთხვევაში ისინი ჩუმად არიან ან მხოლოდ რეპლიკით შემოიფარგლებიან. საკრებულოს სხდომებზე თითქმის არ ლაპარაკობს საკრებულოს წევრი, პროფესიით ექიმი, თემურ ორაგველიძე. მას არასდროს გამოუთქვამს პოზიცია რომელიმე საკითხზე, რაც საკრებულოს სხდომაზე გავიდა და ბათუმელი …

გარდაცვლილი 4 თვის ჩვილი და შერჩევითი დასჯა „უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის“

4 თვის გაბრიელ ხალვაში იანვარში „ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში“ გარდაიცვალა. მას ექიმებმა მწვავე მენინგო-კოკცემიის დიაგნოზი დაუდგინეს. შეეძლოთ თუ არა ჩვილის გადარჩენა ექიმებს – შემთხვევას „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“ სწავლობს, თუმცა ცხედარს ექსპერტიზა არ ჩატარებია. დასკვნის დადებამდე სააგენტომ ამ კლინიკის პირველადი გადაუდებელი დახმარების განყოფილების – „ემერჯენსის“ ექიმი ლ.ა. უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში …

შუახევში ქალთა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა

დღეს, 14 საათზე, შუახევის კულტურის ცენტრში დედისა და ქალთა დღესასწაულებისადმის მიძღვნილი კვირეული იმედა მამალაძის სოლოკონცერტით გაიხსნა. კვირეული 9 მარტს დასრულდება და მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებებს, რომლებიც შუახევის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლებში გაიმართება. კვირეულის პროგრამაში შედის პოეზიის საღამო, საესტრადო მუსიკისა და ფოლკლორული კონცერტები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა. „ასევე მუნიციპალიტეტი გეგმავს დასკვნით ღონისძიებაზე მრავალშვილიან დედებს გადასცეს ფასიანი …

ბათუმის მერიამ მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს სამი მარტი მიულოცა

ბათუმის მერიამ დედის დღესთან დაკავშირებით სოციალურად დაუცველ მარტოხელა და მრავალშვილიან დედებს ფულადი საჩუქრები გადასცა. მრავალშვილიან დედებს [5 და მეტი შვილი] 1000 ლარი, სოციალურად დაუცველ სამ და ოთხშვილიან დედებს შესაბამისად 300 და 400 ლარი და მარტოხელა დედებს 300 ლარი გადაეცათ.   ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილის გოჩა ჯიბლაძის თქმით, სულ 540 დედა დასაჩუქრდა. …

მერაბ მერკვილაძე “ობიექტივის” საინფორმაციო გამოშვების უფროსად დაინიშნა

“ტელეარხი 25”-ის ერთ-ერთმა ყოფილმა მფლობელმა და დირექტორმა მერაბ მერკვილაძემ „ბათუმელებთან“ დაადასტურა, რომ ის მედიაკავშირ „ობიექტივში” საინფორმაციო გამოშვების მთავარი პროდიუსერი იქნება.   მერაბ მერკვილაძის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაო გუნდის დაკომპლექტება და დაახლოებით თვის ბოლოსთვის გავა გადაცემა ეთერში. „ბათუმელების” შეკითხვაზე, რა გეგმები აქვს და რის გაკეთებას აპირებს “ობიექტივში”, მერაბ მერკვილაძე პასუხობს: „ვაპირებ ახალი ამბების გამოშვების გაკეთებას, ჩვეულებრივი, სტანდარტებზე …

ირინა ყურუა “TV 25”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად დაინიშნა

ჟურნალისტი ირინა ყურუა, რომელიც აქამდე ტელეკომპანია „მაესტროს“ კორესპონდენტი იყო აჭარაში, „ტელეარხ 25“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ ირინა ყურუამ დაუდასტურა. ტელეარხზე დაბრუნდა სულხან მესხიძეც, „ტელეარხ 25“-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ამ დრომდე აჭარის ტელევიზიაში მუშაობდა. ირინა ყურუას თქმით, სულხან მესხიძე „ტელეარხ 25“-ის კორესპონდენტი და შაბათ-კვირას პროდიუსერი იქნება. კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას …

როგორ იცავს დედას შრომის კოდექსი და კონსტიტუცია

 4 მარტს, 16 საათზე, „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართება დისკუსია თემაზე -როგორ იცავს დედას შრომის კოდექსი და საქართველოს კონსტიტუცია. თემაზე მოხსენებას წაიკითხავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნინო ტავლალაშვილი. დისკუსია გაიმართება ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში. აქტივობა ხორციელდება „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ [PITA] ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია(UNAG), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო …

ორსულობისას სამსახურიდან გათავისუფლებულმა ქალმა სასამართლო დავა მოიგო

„ეს იყო ანომალიური მოვლენა სასამართლოს მხრიდან, ასეთ გადაწყვეტილებას სხვაგან ვერ ნახავთ“, – ეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნადიმ ვარშანიძის შეფასებაა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გამგებლის გადაწყვეტილება – სამსახურიდან დაეთხოვა ორსული ქალი – უკანონოდ შეფასდა. უფლებადამცველებისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება „პრეცედენტულია“. ქალი, ვინც ყოფილ ხელმძღვანელს საქმე მოუგო, სამსახურში ჯერ არ დაბრუნებულა. ხელვაჩაურის გამგებელი „ანომალიური მოვლენის“ …

როდის შეიძლება ნარკოტესტის ჩატარებაზე უარი უთხრა პოლიციას

გასულ კვირას ბათუმში აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ორი პირი დააკავეს. დაკავებულებმა უარი განაცხადეს ნარკოტესტის ჩატარების მიზნით ნიმუშის ჩაბარებაზე. ისინი დაკავებიდან 12 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. დაუშვებელია, ადამიანს აიძულო ნიმუშის ჩაბარება – ნიმუშის ჩაბარებაზე უარის თქმა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტი პაატა დიასამიძე, რომელიც დაკავებულთა უფლებებს იცავდა. გასულ კვირას …

პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობები

აუდიტის სამსახურის მონაცემებით, პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობები [საწევროების ჩათვლით] 2016 წლის იანვრის თვეში სულ 42 ათას 170 ლარი და 70 თეთრი იყო. ჩამონათვალში 10 პარტიაა: “დევნილთა პარტია” [3 500 ლარი], “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” [20 520], „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [4 200], „პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის“ [9 900], “თავისუფალი საქართველო” [590], “მემარცხენე ალიანსი” [500], “განახლებული საქართველოსთვის” …

„ქართული ოცნების“ ოფისი ბათუმში რამდენიმე დღეში გაიხსნება

არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე „ქართული ოცნების“ პარტიული ოფისი ბათუმში ისევ გაიხსნება. ლუკა ასათიანისა და მარჯანიშვილის ქუჩების კვეთაში (ვარდების სკვერთან) მდებარე შენობის მეორე სართულზე პარტია „ქართული ოცნების“ წევრები უკვე იკრიბებიან. პარტიული ოფისის ოფიციალურად გახსნას ლიდერები რამდენიმე დღეში გეგმავენ. „ოფისის გახსნა არ უკავშირდება არჩევნებს. პარტიული ოფისი არჩევნების შემდეგაც იმუშავებს,“ -უთხრა „ბთუმელებს“ პარტია „ქართული ოცნების“ ბათუმის ბიუროს წევრმა …

7 ვაკანსია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში

7 ვაკანსიაზე კონკურსს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსტრო აცხადებს. განცხადებების მიღება 11 მარტამდეა შესაძლებელი. თითოეულ ვაკანსიაზე თანამდებობრივი სარგო 825 ლარს შედგენს. სამინისტროს 7 ვაკანსიაზე კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება: განცხადებების გადარჩევა, ტესტირება და გასაუბრება. სამინისტრო, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, გასაუბრების აუდიო და ვიდეოჩაწერას აპირებს. კონკურსანტის თანხმობად სამინისტრო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გაგზავნილ განცხადებას ჩათვლის. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის …

გონიოს მიწები – ბათუმის საკრებულო საკითხის განხილვას აჭიანურებს

რატომ არ პასუხობს ბათუმის საკრებულოს  ქონების მართვის ეროვნული სააგენტო და რა პოზიცია აქვს უწყებას გონიოს სადავო მიწების შესახებ –  გონიოელების საპროტესტო აქციის შემდეგ „ბათუმელების“ მიერ ორშაბათს დასმულ ამ შეკითხვას სააგენტომ დღეს უპასუხა. ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, მიწის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტო არ იღებს და ის საკრებულოს შესაბამისი კომისიის საქმეა. სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ წელს ბათუმის …

ინდორ ჰოკეიში ჩემპიონატი ბათუმში ტარდება

ინდორ ჰოკეიში ჩემპიონატი ბათუმში 7-დან 9 მარტის ჩათვლით გაიმართება. შეჯიბრი ბათუმის ყინულის სახლში ჩატარდება და მასში აჭარის, თბილისის, ქუთაისის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის და აბაშის სპორტული სკოლების ქალთა ნაკრები გუნდები იასპარეზებენ. შეჯიბრის მიზანი საქართველოში ინდორ, ანუ იგივე დარბაზის  ჰოკეის პოპულარიზაციის გარდა, საქართველოს ნაკრები გუნდისთვის კანდიდატების გამოვლენაა. „ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდი მონაწილობას მიიღებს ევროპის ინდორ ჰოკეის ჩეპიონატში. გასული წლის …

ცვლილებები „ტელეარხ 25“-ში – „რაც გავაკეთეთ გაყიდვები, საკმარისია“

„ტელეარხ 25“-ის ეთერში მედიაკავშირ „ობიექტივის“ გადაცემები აღარ გავა – ამის შესახებ განცხადება ტელეარხმა 29 თებერვალს გაავრცელა. „ტელეარხ 25“-ის გენერალური დირექტორის, გია სურმანიძის თქმით, „ობიექტივთან“ თანამშრომლობის დროზე ადრე შეწყვეტის გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს. „ობიექტივისათვის“ ტელეეთერის დათმობით მიღებული თანხით „ტელეარხი 25“ სატელიტის ხარჯებს ფარავდა. დაფინანსების ეს წყარო შეწყდა, თუმცა ტელევიზიის დირექტორი ამბობს, რომ აპრილიდან „ტელერხი 25“ ახალი …

ქობულეთის გამგებელი ავტოავარიაში მოყვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე ავტოავარიაში  მოყვა. შემთხვევა 23 თებერვალს, საღამოს  მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაუდასტურეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესცენტრში. პრესცენტრის ხელმძღვანელი მანონი შავიშვილი: „გამგებელი ლანჩხუთში მოყვა ავარიაში – თბილისში მიდიოდა სემინარზე დასასწრებად. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულხან ევგენიძემ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა. მკურნალობას ახლაც გადის სახლში. დაზიანდა სახელმწიფო მანქანაც. ამ ფაქტთან …

Exit mobile version