ვაჟა-ფშაველას #13-ში საძირკვლის ჩამოსხმის სამუშაოები დაიწყეს

ბათუმში, ვაჟა ფშავალას #13-ში, სადაც კერძო კომპანიამ, “სლავა 2015”-მა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი უკანონოდ დაანგრია, დღეს დილიდან შენობის საძირკვლის ჩამოსასხმელი სამუშაოები უკანონოდ განაახლა. “ბათუმელებმა” სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ აცნობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს. მირანდა ჩარკვიანმა თქვა: „ კიდევ ერთხელ გავაგზავნე შეტყობინება პოლიციის მესამე განყოფილებაში. სხვა ვერაფერს ვიზამ, საძირკველში ხომ ვერ ჩავწვები, რომ იქვე ჩამაბეტონონ”. ადგილზე …

ქურდული სამყაროს წევრობის საქმე ბათუმის სასამართლოში

ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულის საქმეს, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს. საქმის მასალების მიხედვით, თბილისიდან ბათუმში სტუმრად ჩამოსული გ.მ. ქურდულ გარჩევებში მონაწილეობდა და ფულს სძალავდა თურქეთის მოქალაქეს, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში მუშაობს. პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, ბრალდებული სხვა პირებთან ერთად, თურქეთის მოქალაქეს სარფის საბაჟოზე ახალშეძენილი მანქანის გადაყვანაში დაეხმარა. ბრალდებულის ადვოკატის, ნოდარ მგელაძის თქმით, თურქეთის მოქალაქე …

ცოლის ცემაში მხილებული სასამართლოს დარბაზში დააკავეს

„სხვა დროს სასამართლო ასეთი ლმობიერი აღარ იქნება“ – ამ ფრაზით დაასრულა დღეს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სხდომა. მან ოჯახურ ძალადობაში მსჯავრდებულ ს.ს.-ს 3 თვით პატიმრობა და 100 საათის ოდეობით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა. მოსამართლის მოთხოვნით, ოჯახურ ძალადობაში მსჯავრდებული პირი მანდატურებმა სასამარლოს დარბაზშივე დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, ს.ს.-მ ცოლს რამდენჯერმე სცემა. პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა ს.ს., როცა მან …

6432 ავტოსაგზაო შემთხვევა და 602 დაღუპული გასულ წელს

გასული, 2015 წლის განმავლობაში საქართველოში ადგილი ჰქონდა 6 432 ავტოსაგზაო შემთხვევას, ხოლო ამ შემთხვევების შედეგად 602 ადამიანი დაიღუპა და 9 187 დაზარალდა. გასულ წელს 229 ავტოსაგზაო შემთხვევა სიმთვრალით იყო გამოწვეული.   ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე / 7 მარტი 2016 /ფოტო: „ბათუმელები“

კონკურსი ფილმის პოსტერების შესაქმნელად

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს კონკურსს, ევროკავშირის კინოფესტივალის 2016 წლის მონაწილე ფილმებისთვის პოსტერების შესაქმენლად. კონკურსანტებმა ევროკავშირის 2016 წლის კინოფესტივალზე საჩვენებელ ფილმებზე (იხილეთ ჩამონათვალი) უნდა შექმნან პოსტერები (ერთი ან რამდენიმე). „გამოვლიდნება ორი გამარჯვებული. ერთ-ერთ გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური (პრიზი 200 ევრო), ხოლო მეორე გამარჯვებულად დასახელდება ის, ვინც მეტ ფეისბუკ მოწონებას დაიმსახურებს (პრიზი 50 ევრო)“-ნათქვამია განცხადებაში. კონკურსანტებმა ნამუშევრები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ …

C ჰეპატიტის მკურნალობისთვის ახალი პრეპარატი „ჰარვონი“ შემოაქვთ

მომავალი ერთი წლის განმავლობაში C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში 20 000 ადამიანი იქნება ჩართული – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მონაწილე პაციენტებთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა,რომ პროგრამაში ამ რაოდენობის ადამიანის ჩართვა იძლევა იმედს, რომ საქართველო ახლო მომავალში, С ჰეპატიტის გარეშე იქნება.   „ძალიან სასიხარულოა, რომ …

აქცია-კონცერტი ქალთა უფლებების დასაცავად

ხვალ 8 მარტს,  ბათუმში ევროპის მოედანზე „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის“ ინიციატივით 16:00 საათზე, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია-კონცეტი გაიმართება. ორგანიზატორთა ინფორმაციით, აქციის მიზანია შეახსენოს საზოგადოებას, ქალთა საერთაშორისო დღის რეალური იდეა – ქალთა დღე არ შექმნილა ყვავლების ჩუქებისთვს, 8 მარტი ქალთა უფლებებისთვის ბძოლის დღეა.   „საქართველოში კვლავ აქტუალურია ისეთი პრობლემები, როგორიცაა არასრულწლოვან გოგონათა იძულებითი ქორწინება, განათლების ხელმისაწვდომობა …

განათლების სამინისტროს პროგრამა უცხოეთში სწავლის დასაფინანსებლად

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს საზღვარგარეთ  სწავლის დასაფინანსებლად.  დაფინანსდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უმაღლეს აკრედიტებულ საგანმანათლებლო  დაწესებულებებში  სამაგისტრო  და  სადოქტორო პროგრამებზე სწავლა. „კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო სამი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი აღებული აქვს აჭარის ავტონომიური …

ბულვარში მიმდინარე სამუშაოები 15 მაისამდე დასრულდება

ბათუმის ძველ ბულვარში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის პირველ ნახევარში, სეზონის დაწყებამდე უნდა დასრულდეს. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ტექნიკური ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსის ირაკლი კოტიას განცხადებით ძველ ბულვარში ორ ალეაში სამუშაოები ხელშეკრულებით 15 აპრილამდე უნდა დასრულდეს, პარალელურად კი დაიწყება მესამე [შუა] ალეას აღდგენის სამუშაოები რისთვისაც ჯერ ტენდერი გამოცხადდება. „შუა ალეას აღდგენაზე პროექტი შეთანხმებულია ბათუმის …

6 თვის ბარბარე შიმშილის ზღვარზე

ოთახში სამი ძველი საწოლი დგას, კუთხეში კი ძველებური აკვანია, რომელშიც ექვსი თვის ბარბარე წევს. გოგონა ისეთი გამხდარია, ძლივს ჩანს მტკიცედ გადაჭერილ არტახებში. ბავშვი დროდადრო მოძრაობას ცდილობს და ტირილს იწყებს.  ექვსი  თვის ბარბარემ, მატების ნაცვლად, ბოლო ორი თვის მანძილზე ერთი კილოგრამი დაიკლო წონაში. 25 წლის გიული ბარბარეს დედაა, ის ცალი ხელით აკვანს არწევს, მეორე ხელში კი …

ქობულეთელი მიგრანტი ქალები სტილისტის პროფესიას დაეუფლნენ

შვიდივე ბენეფიციარმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა სამთვიანი სასწავლო კურსის გავლის შემდეგ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ეკოლოგიურმა და შრომითმა მიგრანტმა ქალბატონებმა სტილისტის საქმიანობა შეისწავლეს და საგამოცდო კომისიის წინაშე თამამად და წარმატებით წარსდგნენ. სასწავლო კურსი ბენეფიციარებმა პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში გაიარეს. პროექტის მიზანია აჭარის რეგიონში დაბრუნებული, პოტენციური და ეკომიგრანტებისათვის გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ცხოვრების ღირსეული პირობების ჩამოყალიბების …

გონიოს მაცხოვრებლები საკრებულოსგან საბოლოო პასუხს ელოდებიან

დღეს 7 მარტს, ბათუმის საკრებულოს წინ გონიოს მაცხოვრებლები შეიკრიბდნენ. ისინი მოითხოვენ რომ ხელისუფლებამ 2010 წელს მათ საკუთრებაში არსებული ჩამორთმეული მიწების  დაბრუნების საკითხი საბოლოოდ განიხილოს. „ორი კვირის წინ, ჩვენ შევხვდით საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარეს ლევან კინწურაშვილს, ამ შეხვედრას ჩვენი უბნის დეპუტატი ირაკლი მიქელაძეც ესწრებოდა. დაგვპირდნენ  რომ დღეს 7 მარტს გაგვცემდნენ პასუხს ჩვენს მოთხოვნაზე, რომელიც …

ბუნებრივი აირის მიწოდება სამი საათისთვის აღდგება

„სოკარის“ ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება 15:00 საათისთვის სრულად აღდგება. ბათუმში 16 ათას აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება 6 მარტს შეუწყდა. მიზეზი ბათუმში, მელიქიშვილისა და გორგასალის ქუჩების კვეთაში მომხდარი ავარია იყო. მსუბუქი ავტომანქანა ბუნებრივი აირის რეგულირების კვანძს შეეჯახა, რის გამოც ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა. „ამ ეტაპისთვის დაზიანება აღდგენილია, ეტაპობრივად მიმდინარეობს აბონენტების ჩართვა. დღის სამი საათისთვის კი სრულად აღდგება …

ახალგაზრდების შერჩევა ჯანრთელობის მსოფლიო ასამბლეის მოდელირებისთვის

,,ახალგაზრდები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის” იწყებს მონაწილეთა შერჩევას – თბილისის ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის მოდელირებისთვის, რომელიც მიმდინარე წლის მაისში არის დაგეგმილი. თბილისის ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის მოდელირება მეორედ აიღებს სტარტს, იგი წარმოადგენს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოლიტიკისა და გადაწყვეტილების მიღების სიმულაციას, რომელიც საქართველოს მასშტაბით აერთიანებს მოტივირებულ ახალგაზრდებს და აძლევს მათ შანსს, გაიცნონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მისი ღირებულებები და პრინციპები. ასევე, …

ავარიის გამო ბათუმში ათასობით აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშეა

ბუნებრივი აირის მიწოდება 15 ათასამდე აბონენტს ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო შეუწყდა. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, მელიქიშვილისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა რეგულირების კვანძს, მოხდა ბუნებრივი აირის გაჟონვა, დაზიანებული კვანძის აღდგენა კი ხვალ დილამდე ვერ მოხერხდება. „ქალაქის საკმაოდ დიდ ნაწილს არ მიეწოდება გაზი. მიწოდება ხვალ, 7 მარტს, აღდგება, თუმცა ზუსტი დროს განახსაზღვრა ახლა ძნელია და დეტალური …

265,7 მილიონი ლარი საქართველოში ფეხბურთის განვითარებისთვის

საქართველოს მთავრობამ საქართველოში ფეხბურთის განვითარების [2016-2020 წწ.]  სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. 2016-2020 წლებში პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებისათვის საჭირო თანხა კი ჯამში 265 მილიონ 700 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის დაფინანსების მიზნით, ქვეყნის მუნიციპალიტეტებსა და ავტონომიურ წარმონაქმნებს „ეთხოვათ“, რომ თავიანთ ბიუჯეტებში ფეხბურთის მხარდაჭერისთვის გათვალისწინებული თანხიდან, 2016 წლის 1 მარტის მდგომარეობით დარჩენილი რესურსი  გადარიცხონ ა(ა)იპ …

920 ათასი ლარი კურორტ ბეშუმის გზების რეაბილიტაციისთვის

ხულოს მუნიციპალიტეტი კურორტ ბეშუმის შიდა გზების რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც 920 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. კურორტის შიდა მთავარ გზებზე ძირითადად ასფალტის საფარი დაიგება. სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ბოლო 3 წლის განმავლობაში შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (ქუჩების, გზების, გზატკეცილების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, ასფალტობეტონის საფარის მოწყობა) …

ლარის კურსი, სამშენებლო ბიზნესი და ფასები

უძრავი ქონების რეგისტრაცია წინა წლის ბოლოს არსებულ მონაცემებთან შედარებით გაიზარდა – ეს საჯარო რეესტრის ინფორმაციაა. შესაბამისად, შემცირებული გაყიდვების შემდეგ სამშენებლო ბიზნესის შესაძლო კრახის შესახებ დაანონსებული ინფორმაცია შედარებით პოზიტიური ინფორმაციით უნდა შეცვლილიყო. არის თუ არა ეს ასე? – „ბათუმელები“ დეველოპერებს დაუკავშირდა. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და განწყობები ხშირად ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. დეველოპერებსა და მომხმარებელს შორის შუამავალი …

ქუჩა, როგორც ძაღლის ტუალეტი და კანონი, რომელიც არ მუშაობს

ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათი სახლის წინ მწვანე საფარი სისტემატიურად ისვრება ძაღლის ფეკალური მასებით. „აქ მცენარეებს ვზრდით, ვუვლით… ვიღაცა კი თავისი ძაღლის ტუალეტისთვის იყენებს ამ ადგილს. უხერხულია, მაგრამ რამდენჯერმე ნამდვილად მიმიცია შენიშვნა ამის გამო ძაღლის პატრონისთვის. თუმცა უშედეგოდ“, – ამბობს ნაზი. 35 წლის მაია გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების …

უფუნქციო ჩოგბურთის კორტები ქედაში – საქმეს პროკურატურა იძიებს

ქედის სასპორტო სკოლის ეზოში 2011 წელს მოწყობილი ჩოგბურთის კორტები დღემდე უფუნქციოდაა. სპორტული ობიექტი, რომლის მოსაწყობად ქედის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 84 667 ლარი დახარჯა, მწყობრიდან გამოსულია, ამოყრილია მოედნის საფარი და წვრთნები სპორტსმენებს 2013 წლის თებერვლის შემდეგ არ ჩატარებიათ. რამდენად მიზნობრივად დახარჯა ქედის გამგეობამ 2011 წელს თანხა ბიუჯეტიდან? – ამ საკითხს ახლა პროკურატურა იძიებს. ჩოგბურთის კორტისა და …

სტადიონები ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში

ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში, სადაც 2010 წლის შემდეგ მხოლოდ ერთი სასტუმრო აშენდა, ქობულეთის მუნიციპალიტეტი მინისტადიონებს აშენებს. გამგეობაში აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებით ამ დროისთვის მხოლოდ ორი უცხოური კომპანიაა დაინტერესებული. „თავისუფალი ტურისტული ზონა, ზოგადად, ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ამ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებას – სტადიონები, ბილიკები, პარკინგები, გაზის, წყლის, ელექტროენერგიის შეყვანა – ეს ყველაფერი მთავრობამ უნდა უზრუნველყოს. …

ინფლაცია საქართველოში [სტატისტიკა]

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 4,6 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,43 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღსანიშნავია ფასების მნიშვნელოვანი მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (33,0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (10,6 პროცენტი) და ყავა, ჩაი და კაკაო (10,0 …

“გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა სამყაროს უკეთ შესწავლის საშუალებაა”

აშშ-ში ლაზერული ინტერფერომეტრის გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიის მეცნიერებმა 1.3 მილიარდი სინათლის წლის მოშორებით წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღა დააფიქსირეს. აღმოჩენის მნიშვნელობაზე “ბათუმელები” კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრს თეორიულ ფიზიკაში, მიშიკო გელენავას ესაუბრა. იგი 4 მარტს თბილისში, მეცნიერებათა აკადემიაში წაიკითხავს სემინარს იმავე თემაზე. ბატონო მიშიკო, რას ნიშნავს ეს აღმოჩენა და რას წარმოადგენს გრავიტაციული ტალღა? გრავიტაციული ტალღის არსებობის შესახებ თეორიული ვარაუდი მოვიდა …

150 ათასი ლარი კულტურული პროექტების მხარდასაჭერად ბათუმის მერიისგან

ბათუმის მერიამ 2016 წლის ბიუჯეტში „კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის“ ქვეპროგრამის დაფინანსება 130 000 ლარიდან 150 000 ლარამდე გაზარდა. როგორც მერიაში ამბობენ, ეს გადაწყვეტილება გასულ წელს დაფიქსირებული მაღალი მოთხოვნის გამო მიიღეს. „შარშან ბიუჯეტი გათვლილი გვქონდა საშუალოდ 13 აპლიკაციაზე, თუმცა, რადგან ჩვენთან დაფინანსების მხოლოდ ზედა ზღვარია განსაზღვრული (10 000 ლარით), იყო აპლიკაციები, რომლებითაც უფრო დაბალ დაფინანსებას …

ერთიანი ეროვნული გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2016 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩაატარებს. „ბათუმელების“ კითხვებს გამოცდების ახალ ფორმატთან დაკავშირებით ცენტრის დირექტორის მოადგილემ ივა მინდაძემ უპასუხა. ბატონო ივა, რას გულისხმობს გამოცდების ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატი? როდესაც აბიტურიენტი/გამოსაცდელი შევა საგამოცდო სექტორში, მას მაგიდაზე დახვდება კომპიუტერი და პასუხების ფურცელი. კომპიუტერით მიწოდებული იქნება კითხვები, ხოლო პასუხების ფურცელზე შეეძლებათ, როგორც …

მოსწავლეების ცხოვრება მუსლიმურ პანსიონებში

900 მოსწავლე და 30 მუსლიმური პანსიონი აჭარაში – ეს არის ის ციფრები, რასაც ასახელებენ ამ სფეროში ჩართული ადამიანები. თუმცა ეს არ არის აბსოლუტურად ზუსტი სტატისტიკა იმ გოგონებისა და ბიჭების შესახებ, რომლებიც მუსლიმურ პანსიონებში ცხოვრობენ და სწავლობენ. მუსლიმური პანსიონები ციფრებში „მსოფლიო მუსლიმთა კავშირი“, „ახალგაზრდებზე დახმარების ასოციაცია“, „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა“ და „მიზანი“ – ეს ის ძირითადი ორგანიზაციებია, …

ხეების გადასატანად ციხისძირში ნავმისადგომი კეთდება [ფოტო]

ციხისძირში, პლაჟზე, ხეების გადატანის მიზნით დროებითი ნავმისადგომი კეთდება. ამ ადგილიდან სამი ძირი ხე ზღვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილში გადააქვთ, სადაც ბიძინა ივანიშვილი პარკს აშენებს. ზუსტი თარიღი, თუ როდის დაიწყება ხეების გადატანა, უცნობია. ამ ეტაპზე გადასატანად ერთ ხეს ამზადებენ.

“ბათუმის წყლის” დირექტორი გადადგა [ვიდეო]

ბათუმის წყლის დირექტორმა, ალექსანდრე მიქელაძემ, ეს წუთია გადადგომის შესახებ განაცხადა. ალექსანდრე მიქელაძემ თქვა, რომ ის ნებაყოფლობით გადადგა. ალექსანდრე მიქელაძემ თანამდებობიდან გადადგომა იმით ახსნა, რომ არ სურს ხელი შეუშალოს გამოძიებას. “მივიღე გადაწყვეტილება გამოძიების დასრულებასა და შესაბამისი უწყებების მიერ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დასკვნის გაკეთებამდე დავტოვო თანამდებობა, რათა ხელი არ შეეშალოს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას. იმისათვის, რომ დაცული იქნას …

მუსლიმთა გამაფრთხილებელი აქცია აჭარის მთავრობის შენობასთან [ვიდეო]

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, 4 მარტს, აჭარის მთავრობის შენობასთან გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორთა თქმით, ისინი ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებას და მუსლიმთა მიმართ, ბოლო პერიოდებში განხორციელებული უსამართლო ქმედებებზე სახელმწიფოს მხრიდან დროულ რეაგირებას ითხოვენ. აქცია ბათუმის ცენტრალურ მეჩეთთან დაიწყო და აჭარის მთავრობის სახლისაკენ მშვიდობიანი მსვლელობით გაგრძელდა.  

შეცდომა, რომელიც პრემიერმა დაუშვა ბათუმის წყალზე საუბრის დროს

  დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში რესტორან BK-სთვის სავარაუდოდ წყლის გამიზნულად შეწყვეტის ფაქტზე კომენტარი გააკეთა და მოითხოვა, რომ მომხდარით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაინტერესდეს. გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ბათუმის წყლის დირექტორმა დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის, გიორგი გოცირიძის შეფასებით, ეს თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევის მცდელობაა: -„თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, წყლის მიწოდება წარმოადგენს …

რას ისწავლიან 14 მილიონ დოლარად პედაგოგები და სკოლის დირექტორები?

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ 20 ათასი ქართველი პედაგოგისა და 2085 დირექტორის გადამზადების მიზნით 14 მილიონი დოლარი გამოყო. პროექტი ოთხ წელს გაგრძელდება და რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. რა არის პროექტის მიზანი და რა შემთხვევაში ჩაითვლება პროექტი წარმატებულად? ამ თემაზე „ბათუმელები“ პროგრამის მენეჯერს ირინა აბულაძეს ესაუბრა. ქალბატონო ირინა, ეს პროექტი ითვალისწინებს პედაგოგების განვითარებას, რა იგულისხმება ამაში, რა უნდა ისწავლონ …

საპროტესტო აქცია სტუდენტური თვითმმართველობის წინააღმდეგ

„ყველა სტუდენტი თანასწორია, არა სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიებს“ –  ამ სლოგანით აპირებს სტუდენტთა ნაწილი თვითმმართველობის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას. სტუდენტები აქციის გამართვას 7 მარტს, 15:00 საათზე გეგმავენ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ტექსტი ვკითხულობთ: „უკვე მრავალი წელია თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან თანხების მიღების კუთხით უპირობო მონოპოლისტია. ისინი ერთპიროვნულად სარგებლობენ საუნივერსიტეტო ფინანსებით, რომელიც ყველა სტუდენტს თანაბრად ეკუთვნის. ამის დასტურია …

უხმო ხმოსნები ბათუმის საკრებულოდან

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ზოგიერთი წევრის მოსაზრების გაგება მხოლოდ იმით შეიძლება, თუ რის ნიშნად წევს ის ხელს მაღლა საკითხის დამტკიცებისას – წინააღმდეგია თუ მომხრე. სხვა შემთხვევაში ისინი ჩუმად არიან ან მხოლოდ რეპლიკით შემოიფარგლებიან. საკრებულოს სხდომებზე თითქმის არ ლაპარაკობს საკრებულოს წევრი, პროფესიით ექიმი, თემურ ორაგველიძე. მას არასდროს გამოუთქვამს პოზიცია რომელიმე საკითხზე, რაც საკრებულოს სხდომაზე გავიდა და ბათუმელი …

გარდაცვლილი 4 თვის ჩვილი და შერჩევითი დასჯა „უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის“

4 თვის გაბრიელ ხალვაში იანვარში „ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში“ გარდაიცვალა. მას ექიმებმა მწვავე მენინგო-კოკცემიის დიაგნოზი დაუდგინეს. შეეძლოთ თუ არა ჩვილის გადარჩენა ექიმებს – შემთხვევას „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“ სწავლობს, თუმცა ცხედარს ექსპერტიზა არ ჩატარებია. დასკვნის დადებამდე სააგენტომ ამ კლინიკის პირველადი გადაუდებელი დახმარების განყოფილების – „ემერჯენსის“ ექიმი ლ.ა. უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში …

შუახევში ქალთა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა

დღეს, 14 საათზე, შუახევის კულტურის ცენტრში დედისა და ქალთა დღესასწაულებისადმის მიძღვნილი კვირეული იმედა მამალაძის სოლოკონცერტით გაიხსნა. კვირეული 9 მარტს დასრულდება და მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებებს, რომლებიც შუახევის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლებში გაიმართება. კვირეულის პროგრამაში შედის პოეზიის საღამო, საესტრადო მუსიკისა და ფოლკლორული კონცერტები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა. „ასევე მუნიციპალიტეტი გეგმავს დასკვნით ღონისძიებაზე მრავალშვილიან დედებს გადასცეს ფასიანი …

ბათუმის მერიამ მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს სამი მარტი მიულოცა

ბათუმის მერიამ დედის დღესთან დაკავშირებით სოციალურად დაუცველ მარტოხელა და მრავალშვილიან დედებს ფულადი საჩუქრები გადასცა. მრავალშვილიან დედებს [5 და მეტი შვილი] 1000 ლარი, სოციალურად დაუცველ სამ და ოთხშვილიან დედებს შესაბამისად 300 და 400 ლარი და მარტოხელა დედებს 300 ლარი გადაეცათ.   ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილის გოჩა ჯიბლაძის თქმით, სულ 540 დედა დასაჩუქრდა. …

Exit mobile version