კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სახურავის გარეშე – ვაჟა-ფშაველას 27

ვაჟა-ფშაველას 27 ნომერში მდებარე ბელეტაჟის ტიპის სახლს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, სახურავი გადახდილი აქვს და წვიმა აზიანებს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურების საფრთხეზე განცხადება 28 მარტს საზოგადოება „ბათომის“ ხელმძღვანელმა ნინო ინაიშვილმა გააკეთა.  მისი თქმით,  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ფაქტზე დროული რეაგირება უნდა მოახდინოს. „როგორც ხედავთ, სახლის უკანა კედელი დაანგრიეს, სახურავი გადახადეს. ეს იგივე ტიპის მოვლენაა, …

სახალხო დამცველის საინფორმაციო კამპანია – „წამმზომი ჩართულია“

საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია –  „წამმზომი ჩართულია“. „კამპანიის მიზანია საგამოძიებო ორგანოებმა სწრაფად და ეფექტურად დაადგინონ და დასაჯონ ის პირები, ვინც უკანონოდ შექმნეს/მოიპოვეს და გაავრცელეს ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები 2016 წლის 11 მარტს, ხოლო საზოგადოებამ მუდმივ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ. საზოგადოებას აქვს …

გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის ახლობლის თქმით, ბიჭი თანატოლებმა მოკლეს

26 მარტს ხელვაჩაურში, დაბა შარაბიძეებში 14 წლის მოზარდი  გარდაიცვალა. შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილი ანრი გოგიტიძის ოჯახის წევრები საქმის კვალიფიციას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ 14 წლის მოზარდი თანატოლებმა ცემით მოკლეს. „ბათუმელები“ გარდაცვლილი მოზარდის დეიდას, ხათუნა მსხალაძეს ესაუბრა: „ჩემი დისშვილი იჯდა კომპიუტერთან, ისადილა და ამ დროს დაუძახა მეგობარმა, რომელიც …

სოფელ სამებაში მურმან დუმბაძის ძმის ოჯახი გაქურდეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით, სოფელ ქვედა სამებაში ორი ოჯახი გაქურდეს. მათ შორის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის ძმის, გურამ დუმბაძის ოჯახი. გურამ დუმბაძის შვილის, ესმა დუმბაძის ინფორმაციით, ქურდი სახლში ღამის 1 საათზე საძინებელ ოთახში შენიშნა: „ღამით გამეღვიძა და დავინახე ოთახში უცხო პირი. საშუალო სიმაღლის იყო, შავი კაპიშონი ჰქონდა, სავარაუდოდ სახე დაფარული ჰქონდა. არ დამიყვირია, …

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი – მომავლის განათლება სრული სახელმწიფო დაფინანსებით

ქართული საზოგადოების საკმაოდ შეზღუდული წრე ფლობს ინფორმაციას გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის არსებობისა და მისი რაობის შესახებ. მოსახლეობის გარკვეული სეგმენტი შეიძლება ძველმოდურად ფიქრობდეს, რომ ეს არის „რთულად აღსაზრდელთა“ ან თუნდაც სოციალურად დაუცველთა“ პანსიონი თუ ინტერნატი. სინამდვილეში ის, საქართველოში საუკეთესო საჯარო სკოლაა, რომელიც ნიჭიერ ბავშვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. ლიცეუმში ცხრაკლასდამთავრებული მოსწავლეები ირიცხებიან, მაგრამ ეს …

ბათუმის სინაგოგაში ფურიმის დღესასწაული აღნიშნეს

ფურიმის დღესაწაულის აღსანიშნავად ბათუმის სინაგოგაში მუსიკალური საღამო მოეწყო. სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული ცეკვები ბავშვებმა შეასრულეს. წარმოდგენას ბათუმის მერი – გიორგი ერმაკოვიც დაესწრო. ფურიმი მხიარულების დღესასწაულად მიიჩნევა და იგი სპარსეთში მცხოვრები ებრაელების გადარჩენის აღსანიშნავად დაწესდა. ფურიმისთვის ძირითადად კოსტიუმირებული მსვლელობები ეწყობა და ბავშვებს საჩუქრებით, ასევე ტკბილეულით ასაჩუქრებენ. ფურიმის დროს ადამიანებს ღვინის განუსაზღვრელი რაოდენობით დალევის უფლება აქვთ.

C ჰეპატიტი – HCV ინფექციის ანტივირუსული მკურნალობის ახალი რეჟიმები

2016 წლის 25 მარტიდან ძალაშია HCV ინფექციის ანტივირუსული მკურნალობის განახლებული რეჟიმები. „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის“ დანართი №6 [HCV ინფექციის ანტივირუსული მკურნალობის რეჟიმები] განახლებული რედაქციით საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 25 მარტს დაამტკიცა. HCV ინფექციის ანტივირუსული მკურნალობის რეჟიმები HCV 1 გენოტიპით პაციენტების მკურნალობის რეჟიმები სოფოსბუვირი  400მგ/ლედიპასვირი 90 მგ  დღეში (1 ტაბლეტი) …

საქონლის ხორცის ეტიკეტირება სავალდებულო იქნება

საქართველოს მთავრობამ „ტექნიკური რეგლამენტი – საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესი“ დაამტკიცა, რომელიც „განსაზღვრავს ბაზარზე განთავსებული საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე სავალდებულო ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებსა და ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს.“ ხორცის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ბიზნესოპერატორი ვალდებულია,  ხორცისა და ხორცის პროდუქტის ეტიკეტირება განახორციელოს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე. სავალდებულო …

ბავშვი მშობლების საწოლში

რატომ არ შეიძლება ბავშვს ეძინოს მშობლების საწოლში, როგორ შეიძლება ეს აისახოს ბავშვის ჯანმრთელობასა და ხასიათზე – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორს, ფსიქოლოგსა და თერაპევტ-კარდიოლოგს, ეთერ ვარშანიძეს ესაუბრა. ქალბატონო ეთერ, რატომ არ არის რეკომენდებული მშობლებთან ერთად ბავშვის ძილი? აქ არის ორი მხარე: ერთი მხრივ, ერთ საწოლში წოლისას ადვილად გადაეცემა ადამიანს ინფექციური დაავადებები, …

ნათია ფანჯიკიძე: „მშობლებმა უნდა აცადონ შვილებს გამარჯვებაც და დამარცხებაც“

კაცობრიობის ისტორია და განვითარება გახლავთ ახალი შეკითხვის დასმა, თუ არ იქნება ახალი შეკითხვა, არ იქნება ახალი პასუხი, მაგრამ ჩიხი იწყება მაშინ, როდესაც შვილების თაობა იწყებს ახლის მოსინჯვას, ახალი კარების გახსნას, რომლის გახსნაც ეშინია მშობელს ან ჰგონია, რომ შვილს არ აქვს საკმარისი ძალა რაღაცის გასაგებად. ზოგჯერ შვილებს იმაშიც კი ეწინააღმდეგებიან, რაც თვითონ უკეთებიათ. ბოლო დროს ბევრი …

ბსუ-ს სტუდენტები სტუდენტური თვითმმართველობის წინააღმდეგ

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობაში 2011-12 წლიდან დღემდე მუშაობენ სტუდენტები – უჩა აბრამიშვილი და მინური პაქსაძე. სხვადასხვა დროს ორივე იყო თვითმმართველობის პრეზიდენტი. მინური პაქსაძე ამჟამად ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პირველი ვიცე-პრეზიდენტია, ხოლო უჩა აბრამიშვილი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თავმჯდომარე. სტუდენტთა ერთი ჯგუფი მათ თანამდებობის პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ გამოყენებას ედავება. 21 მარტი, 16:00 საათი. უნივერსიტეტის …

ტერაქტი და ანკარაში მცხოვრები ქართველი სტუდენტები

ზაზა მეკეიძე 21 წლის ვარ და ანკარაში ვსწავლობ. ისე როგორც ყველა სტუდენტი, აქამდე მეც სასწავლო კონფერენციებში ვმონაწილეობდი, ასევე საერთაშორისო გამოფენებში, რომელსაც, მაგალითად, ასეთი მიზანი ჰქონდა – „უცხოელი სტუდენტებისა და მათი ტრადიციების გაცნობა“. ამ გამოფენაზე 70 ქვეყანას შორის ერთი კუთხე ჩვენთვისაც იყო გამოყოფილი, სადაც ეროვნული სამოსი, კერძები და ნივთები გვქონდა გამოფენილი. ანკარაში დაახლოებით 50 ქართველი სტუდენტი …

მთავრობის საბანკო ანაბარი _ მოგება საბიუჯეტო თანხის მოცდენის ხარჯზე

ანაბარს კომერციულ ბანკებში საბიუჯეტო ორგანიზაციებიც ხსნიან – საბიუჯეტო სახსრებით. მაგალითად, აჭარის მთავრობამ ბოლო სამი წლის განმავლობაში, ანაბრებიდან 15 მილიონზე მეტი ლარი მოიგო, ბათუმის მერიამ – 7 მილიონ 605 938 ლარი. ეკონომიკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ციფრები არ აჩვენებს მოგებას, რადგან ანაბარზე შეტანილი საბიუჯეტო თანხის დიდი ნაწილი ის საბიუჯეტო ნაშთია, რომელიც ხელისუფლებამ წინა წელს ვერ დახარჯა …

პატიმარი ბათუმის ციხიდან: „მეც ადამიანი ვარ“

„მიმდინარე წლის 21 მარტს, დღის 5 საათიდან უშედეგოდ ვითხოვდი და მთელი ღამე ველოდებოდი, რომ ნებისმიერი ნემსი გაეკეთებინათ, რომ მუხლის არეში ტკივილი გამყუჩებოდა. მე ვარ წამების მსხვერპლი და ირღვევა ჩემი უფლელები…  სავალდებულო არ არის ფიზიკურად გამისწორდნენ. როდემდე  უნდა გავიყუჩო ტკივილები გამაყუჩებელი ნემსით“, – წერს პატიმარი კახა მეცხვარიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში. პატიმარი სამედიცინო დახმარების მიღების თხოვნით ჟურნალისტებს, …

ახალი კვლევა ეკომიგრანტებზე

ეკომიგრანტების საჭიროებებზე ახალი კვლევა დაიდო. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტების ადვოკატების კამპანიის“ ფარგლებში, კვლევა „ევროპის ფონდმა“ და ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა „ინტელექტმა“ ჩაატარეს „დემოკრატიის ინსტიტუტთან“ ერთად. კვლევის ფარგლებში ეკომიგრანტები აჭარაში, ქვემო ქართლსა და კახეთში გამოკითხეს. კვლევის ავტორებმა რეკომენდაციები რამდნემე ნაწილად წარმოადგინეს: სამართლებრივი რეკომენდაციების ნაწილში, კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ უნდა არსებობდეს ეკომიგრაციასთან დაკავშირებული ხედვა, …

29 მარტს გაზმომარაგება აჭარაში დილიდან შეწყდება

„ბუნებრივი აირი 29 მარტს გაითიშება და აღდგება პირველი აპრილიდან. ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში ბუნებრივი აირის სრულად მიწოდება 3 აპრილისთვის დასრულდება,“ -გვითხრეს  „სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზზე. კომპანიამ ვერ დაგვიკონკრეტა, კონკრეტულად რომელი საათიდან შეწყდება გაზმომარაგება, თუმცა ცხელი ხაზის ოპერატორის თქმით, გაზი დილიდან გაითიშება. აჭარის რეგიონში ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს. მაგისტრალის მშენებლობის პროცესში მაღალი წნევის გაზსადენ მილებს …

პირველი აპრილიდან პედაგოგების ხელფასი ისევ გაიზრდება

გაზრდილ ხელფასს საჯარო სკოლის პედაგოგები პირველი აპრილიდან მიიღებენ. ათწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე, მაგისტრი პედაგოგის ხელფასი საშუალოდ 480 ლარიდან 548 ლარამდე გაიზრდება. 20 ლარით მოიმატებს სერტიფიცირებული პედაგოგის ხელფასის დანამატი და იგი 180 ლარით განისაზრვრება. 88 ლარიდან 100 ლარამდე გაიზრდება კლასის დამრიგებლის ხელფასი. რაც შეეხება ბაკალავრებს, მათი ხელფასი საშუალოდ 500 ლარი იქნება. „ამ ხელფასს აიღებენ პედაგოგები სრული განაკვეთის …

პატიმრები საქართველოში – ბოლო 15 წლის სტატისტიკა

2015 წელს საქართველოში სულ სასჯელს იხდიდა 9 716 პატიმარი, მათ შორის 309 ქალი და 35 არასრულწლოვანი. პატიმრების ყველაზე დიდი მაჩვენებელი, 2001 წლიდან 2015 წლის ჩათვლით პერიოდში, დაფიქსირდა 2011 წელს – 24 114 პატიმარი, ხოლო ყველაზე ნაკლები, 2003 წელს – 6 119 პატიმარი. მონაცემები, წლების მიხედვით, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაავრცელა:

კოოპერაცია – „გამარჯვებული გამარჯვებულის სტრატეგია“

ბრაის მალსბერი ექსპერტი კოოპერატივების მიმართულებით პროექტში „Acdi-voca“ თქვენს რეგიონს [აჭარას] შეუძლია კოოპერირების სისტემაზე გადასვლა, უბრალოდ, გასავლელია არც თუ მოკლე გზა, რომ კოოპერატივები იქცნენ რეალურ კოოპერატივებად. აუცილებელა განათლება, სწავლება და ჩვენება. განათლება კი მხოლოდ თეორიული არ უნდა იყოს. „შერატონსა“ და „რედისონში“ ჩატარებული ტრენინგებით სოფლის მეურნეობა არ განვითარდება. ამერიკელი ექსპერტი იქნება თუ ევროპელი, მინდვრად უნდა ატარებდეს ამ …

რა უშლის ხელს კოოპერატივების შექმნას

საქართველოში ფერმერთა კოოპერატივებად ჩამოყალიბება ძნელად მიმდინარეობს. ხშირად კოოპერატივები იქმნება ხელოვნურად, რათა ამა თუ იმ პროგრამით ერთჯერადად ისარგებლონ. ტრადიციები, ნდობის, ცოდნის  ნაკლებობა და ა.შ. – ეს ყველაფერი დღეს ხელს უშლის კოოპერატივების შექმნას. სპეციალისტთა შეფასებით კი, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის კოოპერატივებს ალტერნატივა არ აქვს. ამ მიმართულებით 2013 წლიდან შეიქმნა საკანონმდებლო ბაზა, მოქმედებს სახელმწიფო და საგრანტო პროგრამები. „იმას, რასაც …

ასწლოვანი ხე შეკვეთილის სანაპიროსთან [ფოტო, ვიდეო]

ასწლოვანი ტიტას ხე, რომელიც ციხისძირში ამოთხარეს, ამ დროისთვის შეკვეთილის სანაპიროსთანაა. მიმდინარეობს ტერიტორიის მომზადება ხის სანაპიროზე გადასატანად. ციხისძირიდან ტიტას ხე 23 მარტს წაიღეს. შეკვეთილში  გადასატანად ციხისძირში კიდევ ორ ხეს ამზადებენ.    

ბათუმში ხეებს ჩაუმქრალი კირით ღებავენ [ფოტო]

ბათუმში ხეებს სპეციალური ხსნარით – ჩაუმქრალი კირით ღებავენ. სამუშაოებს ბათუმის მერიის ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“ ასრულებს. სამსახურის ხელმძღვანელის, ეთერ მაჭუტაძის ინფორმაციით, ბათუმში [შემოერთებული ტერიტორიების ჩათვლით] 15 800 მერქნიანი მცენარეა და ყველა მათგანი შეიღებება. მისივე ინფორმაციით, ადრე შეტანილი იქნა მინერალური სასუქები, ახლა მოხდება ე.წ. წუნწუხის, შემდეგ კი ტორფის შეტანა, ამ სამუშაოების შემდეგ კი მცენარეები …

დაუბეგრავი მინიმუმი 2016 წლიდან აღარ არსებობს

დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის და 2015 წელს გადახდილი გადასახადის დაბრუნების  უფლება დასაქმებულებს 2016 წელს აღარ ექნებათ. შესაბამისად, მიმდინარე წლიდან ე.წ. დაუბეგრავი მინიმუმი აღარ არსებობს. საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით, რომელიც 2015  წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში, დაქირავებულს უფლება ჰქონდა 2013 და 2014 კალენდარული წლების მიხედვით „გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებისა და სათანადო თანხის დაბრუნების მიზნით …

ავტობანის მშენებლობა [ოჩხამურიდან ჩაქვის გვირაბამდე] 2017 წელს დასრულდება

აჭარის ტერიტორიაზე ამ ეტაპზე ახალი გზის [ავტობანის] მშენებლობის სამუშაოები ოჩხამურიდან სახალვაშომდე [ჩაქვის გვირაბამდე] მონაკვეთში მიმდინარეობს. აჭარის საავტომობილო გზების დირექციის ინფორმაციით, ამ მონაკვეთზე მშენებლობა 2013 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადა გადაიწია და ეს მონაკვეთი ექსპლუატაციაში 2017 წელს შევა. სწორედ აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარე გზის სამშენებლო სამუშაოების გამო აუცილებელი გახდა ცენტრალური გაზსადენის …

გიორგი პაპუაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმა მორიგი შეტევაა

იუსტიციის სამინისტროს პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმას ითვალისწინებს. „ფაქტია, რომ პრობლემა არსებობს. გიორგი პაპუაშვილს ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი, თუმცა მან ჯერ თავისი უფლებამოსილება უნდა ამოწუროს,“ – ამ სიტყვებით გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი ვენეციის კომისიას, რომელმაც ახლახან დაგმო და შემაშფოთებლად მიიჩნია ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ. რეფორმა ამ მიმართულებით თეა წულუკიანმა გასული წლის …

„თავისუფალი დემოკრატები“ ბათუმში პლაჟების განკარგვის საკითხს ეხმაურებიან

23 მარტს „თავისუფალი დემოკრატების“ ოფისში ბრიფინგი გაიმართა. ბათუმის საკრებულოს წევრი, „თავისუფალ დემოკრატი“ ჯაბა ბერიძე ზღვისპირა პლაჟების განკარგვის საკითხს გამოეხმაურა. „თავისუფალი დემოკრატები“ ბათუმის მერს, გიორგი ერმაკოვს მოუწოდებენ, ბათუმის რესურსებით, საჯარო და გამჭვირვალე აუქციონის გზით განახორციელოს ზღვისპირა პლაჟების განკარგვა და მონიტორინგი. „ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 16 მარტის საკრებულოს სხდომაზე ერთერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის …

ციხისძირიდან ჭაობის კიპარისებსაც ზღვით გადაიტანენ

ციხისძირის სანაპიროდან ზღვით გადატანილი ტიტას ხე ამჟამად შეკვეთილის [ოზურგეთის მუნიციპალიტეტი] სანაპიროსთანაა მიტანილი და მიმდინარეობს მისი ხმელეთზე გადატანის სამუშაოები. ხე შეკვეთილში მშენებარე საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ, ბაღში დაირგვება, რომელსაც ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი აშენებს. სამი ხის გადასატანად ციხისძირში საგანგებოდ ააგეს დროებითი ნავმისადგომი. სამუშაოებს კომპანია “ზიმო” აწარმოებს. ამ კომპანიას აჭარის მთავრობამ 6200 ლარად გადასცა საკუთრებაში ერთი ტიტას ხე …

ამერიკული ჯგუფი The Exchange ხულოსა და ბათუმში

24 მარტს, 17:00 საათზე, ხულოს დრამატულ თეატრში, ხოლო 25 მარტს, 16:00 საათზე ბათუმში, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის საკონცერტო დარბაზში, ხუთკაციანი ამერიკული პოპანსამბლი The Exchange, ორ ამერიკულ ბენდთან – Street Corner Symphony-სა და VoicePlay-სთან ერთად კონცერტს გამართავს. კონცერტზე დასწრება თავისუფალია. კონცერტების დაწყებამდე კი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გაცვლითი და საგრანტო პროგრამების საინფორმაციო გამოფენა გაიმართება. …

დათო ტურაშვილის ახალი წიგნის პრეზენტაცია „წიგნები ბათუმში“

24 მარტს, 19:00 საათზე, მაღაზიაში – “წიგნები ბათუმში” დათო ტურაშვილის ახალი წიგნის – „სხვა ამსტერდამის“ პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციაზე წიგნის შესახებ ისაუბრებს თავად ავტორი. მკითხველს შესაძლებლობა ექნება დაუსვას მას კითხვები და  გამოართვას ავტოგრაფი.  

„ეტალონი“ ქედაში

დღეს, 23 მარტს, ქედის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ინტელექტუალურ შეჯიბრში  ქედის 22 საჯარო სკოლის 22 წარჩინებული მოსწავლე მონაწილეობდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში, 85 ქულით, „ქედის ეტალონი მოსწავლე“ სოფელ დანდალოს საჯარო სკოლის მოსწავლე, მუხრან მგელაძე გახდა. „100 ქულიდან 85 ქულა ძალიან კარგი შედეგია, მინდა ვთქვა, რომ შედეგი მოლოდინზე მეტია, იყო მუნიციპალიტეტები, სადაც „ეტალონელი მოსწავლე“ 55 – 60 ქულით გახდნენ. …

მთავრობის პასუხისმგებლობა სახლზე, რომელშიც ეკომიგრანტებს აწვიმთ

წვიმისგან დაზიანებული კედლები ეკომიგრანტების სახლში, არაერთ ბინაში შეიძლება ნახოთ. აქ მცხოვრებმა ოჯახებმა გვითხრეს, რომ სახურავი დაზიანებულია. გარდა ამისა, წვიმის წყალი ბინებში ფასადის მხრიდანაც აღწევს. წვიმისგან დაზიანებულია ბინები კორპუსის შუა სართულებზეც. მეწყრისგან დაზარალებულ ათეულობით ოჯახს აჭარის მთავრობამ გასული წლის ზაფხულში გადასცა ბინები თამარის დასახლებაში აშენებულ ორ კორპუსში. ეკომიგრანტები ამბობენ, რომ სახურავიდან წყალი ბინებში გასულ წელსაც ჩამოდიოდა, …

სიბერე საქართველოში [ვიდეო]

გადაცემაში „მთავარი თემა“ ამჯერად ხანდაზმულთა ცხოვრების პირობებზე ვისაუბრებთ. გაეროს მონაცემებით დაბერება, როგორც მსოფლიო პრობლემა, განსაკუთრებულად აქტუალურია საქართველოსთვის. მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვას ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს. როგორ ცხოვრობენ მოხუცები დღეს და რას აკეთებს მთავრობა მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად? – ამ კითხვებზე მთავრობის პასუხებს გადაცემის პირველ სიუჟეტში მოისმენთ, მეორე სიუჟეტში კი მოხუცები თავანთ ისტორიებს მოგვიყვებიან. საქართველოში ხანდაზმულების ცხოვრებაზე სახალხო დამცველის აჭარის …

შვებულებაში მყოფი საკრებულოს წევრის სადავო ხმა

„ირაკლი ჭეიშვილის მიერ ხელმოწერილი დადგენილება უკანონოა,“ – აცხადებს ნოდარ დუმბაძე – ბათუმის საკრებულოს წევრი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“. სადავო დადგენილება 16 მარტს,  სხდომაზე მიიღეს, სადაც ქალაქის 2016 წლის ბიუჯეტიდან ბათუმის „დინამოსთვის“ [ზოგადად ფეხბურთისთვის] გამოყოფილი თანხა, დაახლოებით 2 მილიონი ლარი, სახელმწიფოს მიერ შექმნილ ა(ა)იპ-ს, „ფეხბურთის განვითარების ფონდს“ გადაერიცხა. ნოდარ დუმბაძის თქმით, გადამწყვეტი მე-13 ხმა, შვებულებაში მყოფ დიმიტრი …

1,4 მილიონი ლარი მინისტადიონების შესაკეთებლად ბათუმში

ბათუმში, 40 სპორტული მინისტადიონის კაპიტალური შეკეთებისთვის ბათუმის მერია მაქსიმუმ 1 მილიონ 400 ათას ლარს გადაიხდის. საგარანტიო პერიოდი 2 წელი უნდა იყოს სამუშაოების დასრულებიდან. სამუშაოები კი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან [ან კომპანიებთან] ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდში უნდა განხორციელდეს. ბათუმის მერიამ შესაბამისი სამი ტენდერი უკვე გამოაცხადა, ერთი და იმავე პირობებით. სატენდერო კომისიის მოთხოვნაა, რომ „ყველა გამოყენებული მასალა …

Exit mobile version