უნიკალური, ლიზენცირებული, საგვარეულო მალამო და ექიმი, რომელიც პაციენტებს კურნავს

ბათუმში, „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში“, ტაბიძის ქუჩა #2-ში, თბილისიდან მოწვეული მანუალური თერაპევტი ნიკა თაბუნიძე რამდენიმე თვეა იღებს პაციენტებს. იგი ოპერაციის გარეშე, საგვარეულო მალამოს და საჭიროების შემთხვევაში ტრადიციული მედიცინის გამოყენებით მკურნალობს. ბატონი ნიკა თაბუნიძე საგვარეულო მეთოდების უბადლო მცოდნეა. თაბუნიძე ძველი, მესხური გვარია, თაბუნიძის საგვარეულო მეთოდით მკურნალობა კი რამდენიმე საუკუნეს ითვლის. ნიკა თაბუნიძე წარმატებით კურნავს იმ ადამიანებს, რომელთაც …

„შუახევიჰესისთვის“ აგებული გვირაბების სიგრძე 37 კილომეტრია

საქართველოში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის – „შუახევიჰესის“ სამუშაოების 80 პროცენტზე მეტი უკვე დასრულებულია. განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 416 მილიონი დოლარია. მსგავსი მასშტაბის პროექტი საქართველოში, ენგურის შემდგომ, ბოლო 35 წელია არ განხორციელებულა. მშენებლობას კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ ახორციელებს, რომელიც აჭარისწყლისა და მისი შენაკადების ჰიდრორესურსების ათვისების მიზნით შეიქმნა. „შუახევიჰესზე“ ამჟამად ორივე დამბის მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და დათქმულ ვადებში სრულდება. …

ბებიის ცემაში ბრალდებული სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა

მოსამართლე ირაკლი შავაძემ, საკუთარი დედისა და ბებიის ცემაში ბრალდებული 29 წლის მინდია ქ. სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ბრალდებულის დაკავებიდან 60 დღე გავიდა. ამ დროში მას შეფარდებული გირაო – 10 ათასი ლარი უნდა გადაეხადა, რაც ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულმა ვერ შეძლო. მოსამართლემ, მინდია ქ.-ს გირაოს ოდენობა 3 ათას ლარამდე შეუმცირა, რაც ბრალდებულმა ორი თვის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. ირაკლი …

ზურაბ პატარაძის მომხრეები და მოწინააღმდეგეები უმაღლეს საბჭოში

დიპლომატი ზურაბ პატარაძე ერთადერთი კანდიდატია, რომელიც არჩილ ხაბაძის შემცვლელად სახელდება. კანონის თანახმად, მთავრობის მომავალი თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს აჭარის უმაღლეს საბჭოს. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საბჭოს წევრების ნახევარზე მეტი ანუ მინიმუმ 11 წევრი მას მხარს დაუჭერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება. როგორია აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების განწყობები მის მიმართ, ვინ აპირებს მისი კანდიდატურის მხარდაჭერას, …

აჭარის მთავრობას სტიქიის შედეგები არ დაუთვლია

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აჭარაში განვითარებული სტიქიური მოვლენების გამო, მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების გეოლოგიური შესწავლა. მთავრობის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულმა  შვიდმა ოჯახმა გამგეობაში შეიტანა განაცხადი, რის შემდეგაც კომისიის წევრები იმსჯელებენ მათი საცხოვრებლის ქირის ანაზღაურების საკითხზე. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაზიანება აღინიშნა 27 ლოკაციაზე. ძირითადად დაზიანებულია გზები და საკარმიდამო ნაკვეთები. კაპრეშუმში მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული ერთი …

მოკლული ჯარისკაცის, როინ შავაძის მეუღლეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

მოკლული ჯარისკაცის – როინ შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძეს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიანიჭა პროკურატურამ. ადვოკატ რამინ პაპიძის შეფასებით, ხელისუფლებამ ეს სტრასბურგის სასამართლოს თვალის ასახვევად გააკეთა, რადგან მკვლელობიდან ზუსტად 8 წელი გავიდა და გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა. როინ შავაძის მკვლელობა საქართველოს საერთო სასამართლოებს არ განუხილავთ. როინ შავაძის ქვრივმა გამოძიების დაუსრულებლობის გამო მიმართა ევროპის ადამიანის უფლებთა დაცვის …

მთავრობის სახლთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული

ამ წუთებში, აჭარის მთავრობის სახლთან, საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს  რუსთაველის ქუჩის გადაკეტვის უფლება არ მისცა. მთავრობის სახლის წინ იპოთეკით დაზარალებული პირები უკვე მერვე დღეა შიმშილობენ. აქციის მონაწილეები მთავრობას გამოსახლების შეჩერებას და გრძელვადიანი კრედიტების გაცემას სთხოვენ.

ნურიგელის ტბაზე ნავებით სეირნობა დროებით აკრძალულია

მას შემდეგ რაც ბათუმში მდებარე ტბამ დაჭაობება დაიწყო, ტბაზე ნავით სეირნობა და თევზჭერა აიკრძალა. ბათუმის მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის,   ალექსანდრე თევზაძის განცხადებით, სანამ ტბა მომწამვლელი წყალმცენარეებისგან არ გაიწმინდება, მასზე ნავით სეირნობა აკრძალულია. „ტბაში დაფიქსირებულია ტოქსიკური წყალმცენარეების არსებობა, ამიტომ,  თავი რომ დავიზღვიოთ, ნავით სეირნობა შევზღუდეთ“. ალექსანდრე თევზაძის თქმით, ტბის გაწმენდაზე სპეციალისტების ჯგუფი მუშაობს, „დასკვნები …

პროკურატურამ „ცენტრ პოინტის“ ხელმძღვანელებს ბრალი წაუყენა

შპს „ცენტრ პოინტი აჭარას“ ხელმძღვანელების დაკავებასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფი“-ს დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილის, ამავე ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილის, შპს ,,ცენტრ პოინტი აჭარა“-ს დირექტორების ირაკლი მინდელის და სალომე ჩარკვიანის დაკავების შესახებ. „ბრალდების მხარემ შუამდგომლობა კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებთან ერთად დაასაბუთა იმ …

რა შემოსავალი რჩება ბათუმს ზღვის სანაპირო ზოლიდან

კვარიათიდან მწვანე კონცხამდე არსებულ სანაპირო ზოლიდან და პლაჟიდან, რომელიც ბათუმის საკუთრებაშია, ქალაქის ბიუჯეტში ყოველწლიურად მხოლოდ 480 ათასი ლარი შედის. ქალაქის სანაპირო ზოლი, თითქმის მთლიანად, ბათუმის მერიას „ბათუმის ბულვარისთვის“ აქვს გადაცემული მართვაში. გადაცემული ქონების განკარგვიდან შემოსული თანხა კი „ბულვარის“ ბიუჯეტში ირიცხება. „ბათუმელები“ შეეცადა დაედგინა, რა შემოსავლები მოაქვს სანაპირო ზოლს მთლიანობაში. მერიაში ეს მონაცემები დათვლილი არ აქვთ. …

მურმან დუმბაძე: „ოცნება“ და „ნაციონალები“ აჭარაში გარიგდნენ

ბათუმის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში მურმან დუმბაძე საკუთარი პარტიის შექმნას გეგმავს. ის აპირებს პარტია მის მიერვე შექმნილი ორგანიზაციის „ემსახურე საქართველოს“ ბაზაზე დააფუძნოს. პარლამენტარის თქმით, მას პარტიის შექმნის სურვილი არ ჰქონდა, თუმცა მისი გეგმები აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის აჭარაში დაბრუნებამ შეცვალა. მურმან დუმბაძე „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ გარიგებაში ადანაშაულებს და ახლა მისი მთავარი მიზანი, …

ბათუმის საკრებულო ქალაქის ბიუჯეტის მილიონიან ცვლილებას განიხილავს

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო 12 ივლისის სხდომაზე კენჭს უყრის მერიის მიერ წარდგენილ პროექტს, რომლის მიხედვითაც ბათუმის 2016 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 1 063 513 ლარით იზრდება. იმავე კანონპროექტით, ზუსტად ამდენივე ლარით გაიზრდება ბიუჯეტის ხარჯებიც. ბათუმის მერიის ინფორმაციით, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით  ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯზე – 97 413 ლარით; სხვა შემოსავლების ზრდის ხარჯზე კი – …

სტიქია ქობულეთში – სოფლებიდან ხუთი ოჯახია ევაკუირებული

ქობულეთის გამგეობამ გეოლოგების მოთხოვნის საფუძველზე საცხოვრებელი სახლიდან ხუთი ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ირაკლი ცეცხლაძის ინფორმაციით, საშიშროება გუშინ, 9 ივლისს, განვითარებულმა მცირე მეწყერებმა გამოიწვია. გამგებლის მოადგილის ინფორმაციით, გუშინ მცირე მეწყერები განვითარდა შემდეგ სოფლებში: ხალა, აჭყვისთავი, ჩაისუბანი, ჭახათი, ზედა აჭყვა. ხოლო გეოლოგების მოთხოვნით სახლის დატოვება მოუწია ერთ ოჯახს სოფელ ლეღვაში, ერთ ოჯახს – ხალაში, …

მოსახლეობა: საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლებმა გზაზე ორმოები დაგვიტოვეს

ხელვაჩაურის რამდენიმე სოფლიდან „ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ: „რამდენიმე კვირის წინ გზებზე ასფალტის დაზიანებული ადგილები ამოტეხეს. გვითხრეს საგზაო დეპარტამენტიდან ვართ, ახალი უნდა ჩავასხათო, თუმცა მას შემდეგ თვეზე მეტი გავიდა და ჯერ არ გამოჩენილან“. მოსახლეობა ამბობს, რომ მას შემდეგ რაც საგზაო დეპარტამენტის თამამშრომლებმა სამუშაოები დაიწყეს, ხოლო შემდეგ მიატოვეს, გზებზე უფრო რთული ვითარება შეიქმნა, ვიდრე მანამდე იყო. „ბათუმელები“ აჭარის საგზაო დეპარტამენტს …

დააკავეს „ცენტრ-პოინტის“ ორი თანამშრომელი

პროკურატურის პრესსამსახური ადასტურებს ინფორმაცას სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ ორი თანამშრომლის დაკავებასთან დაკავშირებით. პროკურატურის ინფორმაციით დაკავებულია კომპანია „ცენტრ-პოინტი აჭარას“ ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი. პროკურატურა ჯერ-ჯერობით არ ავრცელებს ინფრომაციას დაკავების მიზეზებზე.  უწყებაში ასევე არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას გუკა რჩეულიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. ამავე თემაზე: პროკურატურა “ცენტრ პოინტის” საქმეს იძიებს „ცენტრ პოინტის“ და „დექსუსის“ მფლობელები – ბრალდებულები …

სეზონური მიგრანტები – პრობლემა, რომელზეც ხელისუფლება თვალს ხუჭავს

დათო რ. სარფის საბაჟოზე მაშინ დააკავეს, როცა ის სხვისი პირადობის მოწმობით  საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა. წინა ზაფხულს დეპორტირებული ამ გზით შეეცადა თურქეთში ჩაის კრეფის სეზონისთვის ჩასულიყო, სადაც მის მსგავსად ასეულობით საქართველოს მოქალაქე შრომობს, როგორც არალეგალი. ხელისუფლება „სეზონურ მიგრანტების“ არსებობას არ იმჩნევს. სარფის საბაჟოზე დათო რ.-მ საქართველოს საზღვარი უპრობლემოდ გადაკვეთა. სხვისი პასპორტი მას თურქეთის საბაჟომ დაუფიქსირა. რამდენიმე …

აქცია მახალაკიძეებში – მოსახლეობა გეოლოგიურ დასკვნას ითხოვს

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეებში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. 105 ოჯახი მათი საცხოვრებელი ადგილების დეტალურ გეოლოგიურ შესწავლას და შესაბამისი დასკვნის გამოქვეყნებას ითხოვს. აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ შეჩერდეს ჰესებისა და გვირებების მშენებლობა. ანალოგიური მოთხოვნებით, პერიოდულად, საპროტესტო აქციები მაღალმთიანი აჭარის სხვა სოფლებშიც იმართება.

სტიქია აჭარაში – ევაკუირებული 6 ოჯახი და 180 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე

აჭარაში სტიქიის შემსწავლელი სამთავრობო კომისია სტიქიის შედეგებს ადგილზე შეისწავლის. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ლტოლვილთა და განსახლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, რამაზ ჯინჭარაძის ინფრომაციით, ამ დროისთვის მოსახლეობას შუახევში შეუძლია შემოვლითი გზით ისარგებლოს, რადგან ხიდების აღდგენა, რომლებიც სტიქიის დროს მდინარემ წაიღო, ჯერჯერობით ვერ ხერხდება. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია ექვსი ოჯახი და ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 180 ოჯახს, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მთავრობის …

ანთაზ ქიქავა და მერაბ ხალვაში ბსუ-ს რექტორობის კანდიდატებად

დღეს, 8 ივლისს, დასრულდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია. ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რექტორის არჩევნებზე მხოლოდ ორი კანდიდატი – მერაბ ხალვაში და ანთაზ ქიქავა დარეგისტრირდა. ანთაზ ქიქავა მონაწილეობდა 2015 წლის 16 მარტის ბსუ-ს რექტორის არჩევნებში. მაშინ აკადემიურმა საბჭომ რექტორის არჩევა ვერ მოახერხა და არჩევნები გადაიდო. ანთაზ ქიქავამ აბაშიძის დროს აჭარაში კომენდანტის …

მდინარე პატარა ჩაქვის კალაპოტი გაიწმინდა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მდინარე ჩაქვის კალაპოტი გაწმენდილია. დღეს უხვი ნალექის მოსვლის შედეგად მდინარე პატარა ჩაქვი ადიდდა, მდინარეში დამონტაჟებული მილები შლამით ამოივსო, რამაც მილების გამტარიანობის შეზღუდვა გამოიწვია. შპს „ბათუმის წყლის“ მიერ მობილიზებული იქნა სპეცტექნიკა და მობილური ჯგუფების მიერ გაიწმინდა მდინარის ფსკერი. არხში არსებული ყველა მილი ამ ეტაპზე გამტარიანია.

ქედის რამდენიმე სოფელში მეწყერი განვითარდა

დღეს მოსული უხვი ნალექის გამო, მეწყერი განვითარდა სოფელ ქვედა მახუნცეთში მალხაზ ნიგალიძის საცხოვრებელ სახლთან და სოფელ დანდალოში იაშა არძენაძის საკარმიდამო ტერიტორიაზე. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლს საფრთხე არ ემუქრება. რამდენიმე საათით ადრე, მეწყერი განვითარდა სოფელ ჯალაბაშვილებში ტარიელ მანველიძის საცხოვრებელ სახლთანაც. ასევე დაზიანდა დაბა ქედაში 35-იანი ელექტროგადამცემი ხაზი, თუმცა ბოლო მონაცემებით ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ყველა ადმინისტრაციულ ერთეულშია აღდგენილი. მეწყერული პროცესების …

სოფელ უჩამბაში რამდენიმე ოჯახი ევაკუირებულია

აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, პრობლემები შეექმნა შუახევში, უჩამბის ხეობაში მცხოვრებ 320 ოჯახს. შუახევის გამგებლის ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის უჩამბაში – ევაკურებულია 4–5 ოჯახი –  “დილის ცხრა საათიდან, რამდენიმე საათი გადაუღებლად წვიმდა, რამაც გამოიწვია მდინარის გუდნისწყალის ადიდება, ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და წაიღო ჩვენს მიერ 28 ივნისის სტიქიის შემდეგ აგებული დროებითი ხიდი, რის გამოც 320 ოჯახი ახლა …

ბათუმის მერიაში საგანგებო თათბირი ჩატარდა

ცოტა ხნის წინ, ბათუმის მერიაში საგანგებო თათბირი დასრულდა. ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა და მერიის სამსახურებმა, ქალაქში არსებული ვითარება განიხილეს. ბოლო მონაცემებით კვლავ დატბორილია ლერმონტოვის ქუჩის ერთი მონაკვეთი [მერიის შენობასთან] და ასევე ბაგრატიონისა და ყოფილი შაუმიანის ქუჩების კვეთა. „ძირითადი პრობლემა შეგვექმნა ქალაქის შემოსასვლელში, სანიაღვრე წყლებდმა გადაკეტეს სანიაღვრე ცხაურები, ცხაურები იქნა გათავისუფლებული ხისა თუ ფოთლების ნარჩენებისგან, რომლებიც …

ბათუმი-ქობულეთის გზაზე გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა

დასავლეთ საქართველოში, დღეს დილიდან მოსული უხვი ნალექის გამო, დაახლოებით ნახევარი საათის წინ მეწყერი ჩამოწვა ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე, მახინჯაურის გვირაბთან ახლოს, რის გამოც მოძრაობა დროებით შეჩერებულია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით დაზარალებულები არ არიან, ჩახერგილია გზის მცირე ნაწილი. ამ წუთებში ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. უხვი ნალექი მოვიდა ბათუმშიც. ბათუმის მერიის ცნობით დატბორილია შაფათავას, სულაბერიძის, სააკაძის, ტაბიძის, მაქაცარიას, სააკაძის, …

ბათუმის მერია: ქალაქის ზოგიერთი ქუჩა დაიტბორა

ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო ბათუმის მერია ფეისბუქგვერდზე განცხადებას აკეთებს. მერიის განცხადებით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს შპს „ბათუმის წყალი“. „უკვე განხორციელდა ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდა. ამჟამად არხები გახსნილია, ზღვაზე შტორმი არაა და შეუფერხებლად ხდება წყლის მიღება. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ქუჩებში არსებული სანიაღვრე ჭების ცხაურების გაწმენდა. მიუხედავად ამისა, ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა შაფათავას, სულაბერიძის, სააკაძის, ტაბიძის, მაქაცარიას, …

ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის სამი მოქალაქე დააკავეს

ბათუმში, თურქეთის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე: 1961 წელს დაბადებულ ვაჰდი აბდულ ს., 1973 წელს დაბადებული ათილლა ა. და 1974 წელს დაბადებული მეჰმეთ ალი ი., შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აჭარის და გურიის რეგიონალური კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით ვაჰდი აბდულ ს.-ს ბრალი ედება …

კაზინო „კამპიონე“ აღარ მუშაობს – თანამშრომლები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ

ბათუმში მდებარე კაზინო „კამპიონეს“ თანამშრომლების თქმით, კაზინო ერთ კვირაზე მეტია არ მუშაობს, თავად კი გაურკვევლობაში არიან და კონკრეტულ პასუხს ვერ იღებენ. „იანვრის შემდეგ ხელფასებს ნორმალურად არ გვიხდიდნენ. ბოლო ორი თვეა საერთოდ არ აგვიღია. ყველას განსხვავებული ხელფასი გვაქვს, ამასთან, ზოგს 1200 დოლარი, ზოგს 4 ათასი და 6 ათასი დოლარიც კი აქვს ასაღები. არიან ყოფილი თანამშრომლებიც, რომლებიც წავიდნენ კაზინოდან და …

„იაფი სახლის“ პროგრამა ახალი სახელით და კრიტერიუმების სამუშაო ვერსიით

7 ივლისს ბათუმის მერიაში პროგრამის – „ხელმისაწვდომი საცხოვრისით“ სარგებლობის კრიტერიუმებისა და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტის წარდგენა-განხილვა მოეწყო. პროგრამა „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ „იაფი სახლის“ პროგრამის ახალი სახელწოდებაა. კრიტერიუმებისა და შერჩევის ინსტრუმენტის შემუშავებაზე სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი მუშაობდა მერიის დაკვეთით. განახლებული სახელწოდებით წარმოდგენილი პროგრამისათვის კრიტერიუმები პროგრამის სპეციალური კომისიის წევრებს იაგო კაჭკაჭიშვილმა და მამუკა ნადარეიშვილმა წარმოუდგინეს. „პროგრამის სამიზნე ჯგუფი …

ხულო, სოფელი თხილვანა წვიმის შემდეგ [ფოტო]

ბოლოდროინდელმა წვიმამ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების ზედა და ქვედა თხილვანას, ბაკი-ბაკოსა და მთისუბნის დამაკავშირებელი სამანქანო გზა დააზიანა. ამ დროისთვის სოფლებთან მისასვლელი გზა გახსნილია.

ბათუმში ენმ-ს აქტივისტები საპატრულო პოლიციამ დაკითხა

ენმ-ს ადვოკატის, უშანგი მიქელაძის ინფორმაციით, ენმ-ს აქტივისტები ბათუმის საპატრულო პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან. როგორვ უშანგი მიქელაძემ თქვა, ქენან კახიძეს, ბაქარ ბარამიძესა და ზაზა ტარიელაძეს უწყება გუშინ, 6 ივლისს მიუვიდათ. მათ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის მიხედვით,  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173- მუხლების დარღვევას ედავებიან, 3 ივლისს სარფში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით [როცა სარფის საბაჟო გადმოკვეთა აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან …

როდის დაიწყება დაზიანებული გზის რეაბილიტაცია შუახევში

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის ხიჭაური-ზამლეთის მონაკვეთი, სადაც ხშირად მოძრაობს ჰესის მშენებელი კომპანიის მძიმე ტექნიკა, დაზიანებულია. შუახევის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ედნარ შარაშიძის თქმით, ხიჭაური-შუახევის მონაკვეთი დაზიანებულია თითქმის მთლიანად,  ხოლო გზის შუახევი-ნენიის მონაკვეთი ნაწილობრივ. „აღნიშნულთან დაკავშირებით ჩამოსულები იყვნენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებმაც ჩაატარეს აზომვითი სამუშაოები. ჩემი ინფორმაციით, შუახევის დაბის 800-მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება ამ თვის ბოლოსთვის, …

ტურიზმი აჭარის სოფლებში

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გობრონეთში, ზებურ ბოლქვაძის საოჯახო სასტუმრო უკვე მერვე წელია ტურისტებს მასპინძლობს. ზებურის სასტუმრო მაღალმთიან აჭარაში ერთადერთი არ არის, სადაც უცხოელი თუ ქართველი ტურისტები ჩადიან. აჭარის სოფლის საოჯახო სასტუმროებში დღე-ღამე 15-150 ლარი ღირს, სერვისის მიხედვით. ზებურ ბოლქვაძემ აგროტურიზმის შესახებ პირველად 2005 წელს მონტენეგროში ერთ-ერთი არასამთავრობოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გაიგო: „იქ როგორც მოყვარული მეფუტკრე ვიყავი …

დისკუსია ნარკოპოლიტიკის საკითხებზე

ხვალ, 8 ივლისს, 12:00 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება შეხვედრა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე. „ბოლო პერიოდში საქართველოში ნარკოპოლიტიკა მწვავე კრიტიკის საგანია. მას უწოდებენ რეპრესიულს და მოითხოვენ მის შეცვლას ჰუმანური ნარკოპოლიტიკით, რომელიც იქნება არა დასჯაზე, არამედ რეაბილიტაციაზე და მკურნალობაზე ორიენტირებული“- ნათქვამია შეხვედრის ორგანიზატორის, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ინფორმაციაში. ნარკოპოლიტიკის საკითხებზე, საჯარო შეხვედრაზე ისაუბრებენ შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და …

ლოდებით დატვირთული მანქანები ეზოსთან – „ბავშვებს სახლში ხომ ვერ დავამწყვდევ?!“

ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში, მიქელაძეების ოჯახის ეზოსთან, მძიმე ტექნიკას ყოველ დღე ლოდები გადააქვს. მანქანიდან ჩამოვარდნილმა ლოდმა მიქელაძეების ავტომობილი ორჯერ დააზიანა. ოჯახი შიშობს, რომ შესაძლოა ადამიანის სიცოცხლესაც შეექმნას საფრთხე. სოფელ ჭინკაძეებში მთას რესულ მიქელაძის საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე მეტრში აფეთქებენ. კლდიდან აფეთქების შედეგად ჩამოშლილი ინერტული მასალა მომპოვებელ კომპანიას სოფლიდან შიდა საუბნო გზის მეშვეობით გააქვს, საუბნო გზა კი რესულ …

ოჯახური ძალადობა დედასა და ბებიაზე

„არაფერში არ ვცნობ თავს დამნაშავედ,“ – უპასუხა 29 წლის მინდია ქ.-მ მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილს. მინდიას პროკურატურა საკუთარი ბებიისა და დედის ცემაში ადანაშაულებს. მას ბრალად ედება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაც. მინდიას ბებიას პოლიციაში 16 აპრილს საღამოს დაურეკავს. პოლიციელებისთვის მიცემულ ჩვენებაში ბებიამ აღნიშნა, რომ შვილიშვილმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი, სცემა. …

Exit mobile version