„თავისუფლების მოედანი” თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ არ აპირებს დემოკრატიის დასამარების წინასწარ გამოცხადებულ გეგმაში მონაწილეობას. „დღეს საქართველოში საარჩევნო ადმინისტრაცია არც დამოუკიდებელია და არც მიუკერძოებელი, არსებობს გაყალბების უამრავი შესაძლებლობა, ხოლო არჩევნებზე დაკვირვებისა კი – აღარ. სამოქალაქო და მედიასივრცე გაქრობის პირასაა, სასამართლო მოქალაქეს აღარ იცავს, არჩევნები სუს-ის გეგმით იმართება, ქვეყანას 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი …
Category Archives: მთავარი
სარფში დიდი ოდენობით ნარკოტიკი, 1245 აბი ამოიღეს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების „მეთადონისა“ და „ბუპრენორფინის“ შემცველი 1245 აბი ამოიღეს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციელებმა ნარკოტიკული ნივთიერებები ხელბარგის გადამოწმების დროს აღმოაჩინეს. შსს-ს მიერ 2025 წლის 3 ივნისს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამ შემთხვევაზე 1988 წელს დაბადებული ი.ლ. დააკავეს. მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ …
Continue reading “სარფში დიდი ოდენობით ნარკოტიკი, 1245 აბი ამოიღეს – შსს”
ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის კაცს 20 წელი მიუსაჯეს
სიღნაღის სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 11 ნოემბერს საგარეჯოში, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა. ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 109 მუხლის „კ“,„მ“,„პ“ ქვეპუნქტებით წარედგინა. …
Continue reading “ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის კაცს 20 წელი მიუსაჯეს”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 ივნისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 3 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 990 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 100] ტანკი – 10 881 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 22 671 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 28 623 ერთეული [+48] MLRS – 1 402 ერთეული [+1] …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 ივნისი”
„ისინი ფიქრობენ, რომ უნდა გადარჩნენ სხვისი სიცოცხლის და უბედურების ფასად“ – ინტერვიუ
„ამ რეჟიმზე გამკლავების და გამარჯვების სტრატეგია არის დაუმორჩილებლობა, მასობრივი ბოიკოტი და წინააღმდეგობა, რომ აჩვენოს კიდევ უფრო ბევრს, ვინც ჯერ კიდევ ნეიტრალურ ფაზაშია, რომ სიმრავლე, ერთიანობა, ერთად დგომა და წინააღმდეგობა არის ძალა, რომელსაც ვერ ერევა სისტემა“ – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი. „ბათუმელები“ მას იმ მოსალოდნელ რეპრესიებზე ესაუბრა, რომელიც, შესაძლოა, ახალ რუსულ კანონს, …
ბათუმში მოპედი ქვეითს შეეჯახა – დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მოპედის მძღოლი ქვეითს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული შუახნის კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს, 2 ივნისს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
„არჩევნების მერე ხელფასი არ აგვიღია, გზა კი გახსნეს, მაგრამ საშიშია“ – ავტობანზე დასაქმებულები
ბათუმის შემოვლითი გზა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გახსნა. ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული პირების თქმით, ეს გზა დასრულებული ახლაც არ არის, მასზე ავტომანქანით გადაადგილება სახიფათოა და არჩევნების შემდეგ მათ კუთვნილი ხელფასი 8 თვეა არ მიუღიათ. „წინასაარჩევნოდ ავტობანი რომ გახსნეს და წავიდნენ, მას შემდეგ ხელფასი არ აგვიღია – ეს გზა დასრულებული არ არის …
თურქეთიდან შემოტანილი 48 ტონა სათესლე კარტოფილი გაანადგურეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთიდან 48 ტონა სათესლე კარტოფილის შემოტანა შეაჩერეს. უწყების ცნობით, გამოვლინდა საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა. „კერძოდ, სათესლე კარტოფილის პარტიებს არ გააჩნდა ჯიშების იდენტიფიცირებისათვის საჭირო შესაბამისი ეტიკეტები, ტუბერებზე აღენიშნებოდა ობისა და ლპობის ნიშნები და ასევე, დასაშვებზე მეტი რაოდენობის ნიადაგი. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, …
Continue reading “თურქეთიდან შემოტანილი 48 ტონა სათესლე კარტოფილი გაანადგურეს”
როგორ გეგმავენ ხულო-თაგოს საბაგირო გზის აღდგენას
ხულო-თაგოს საბაგირო გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებენ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამ ეტაპზე ტენდერის გამოსაცხადებლად ბაზარს სწავლობს. დაგეგმილია არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი, ტექნიკის შეცვლა და სხვა სამუშაოები. ძირითადი მოთხოვნაა „შენარჩუნდეს ხულო-თაგოს უსაყრდენო საბაგირო ხაზის მოწყობის პრინციპი“. ხულო-თაგოს საბაგირო გზა „ტექნიკური შეუსაბამობების გამო“ თითქმის ერთი წელი გაჩერებულია. საბაგირო გზის აღსადგენად საჭირო სამუშაოებზე ტენდერი პროექტირება-მშენებლობის [Design-Build] …
Continue reading “როგორ გეგმავენ ხულო-თაგოს საბაგირო გზის აღდგენას”
რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
საქართველოს რკინიგზა 16 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. საქართველოს რკინიგზის ცნობით, რეისების დამატების მიზეზი გაზრდილი მგზავრთნაკადია. ემატება დღის და ღამის რეისები. ჯამში, 16 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით თბილისი-ბათუმის მიმართულებით რკინიგზა დღეში 4 რეისს შეასრულებს. ამავე რაოდენობის რეისი შესრულდება ბათუმიდან თბილისის მიმართულებით. დამატებული რეისების განრიგი ასე გამოიყურება:
მოსწავლის სტატუსი 10 800 ბავშვს შეუჩერდა – ომბუდსმენის 2024 წლის მონაცემები
საქართველოს სახალხო დამცველის ბოლო საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს 10 800 მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდა ან შეუწყდა, რაც 2 601 მოსწავლით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით. როგორც ომბუდსმენის ანგარიშში ვკითხულობთ, ზემოთ აღნიშნული მონაცემებიდან მოსწავლის სტატუსი შეუჩერდა 7 599 მოზარდს, ხოლო 3 201 მოსწავლეს შეუწყდა სტატუსი. „ამ მოსწავლეებიდან 1976 უცხოეთის მოქალაქეა, 2 ბავშვი კი მოქალაქეობის არმქონეა. სტატისტიკის თანახმად, …
Continue reading “მოსწავლის სტატუსი 10 800 ბავშვს შეუჩერდა – ომბუდსმენის 2024 წლის მონაცემები”
მზია ამაღლობელის საქმის პროკურორი გოგეშვილი პროკურატურამ დააჯილდოვა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა პროკურატურის 136 თანამშრომელი დააჯილდოვა „სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის“ 30 მაისს, პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით. დაჯილდოებულთა შორისაა თორნიკე გოგეშვილი, მზია ამაღლობელის საქმის პროკურორი. პროკურორი თორნიკე გოგეშვილი, მზია ამაღლობელის საქმის კიდევ ერთ პროკურორთან, ვლადიმერ თურმანიძესთან ერთად, ესტონეთის მიერაა სანქცირებული. ასევე, დაჯილდოებულნი არიან პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების საქმეების პროკურორები, რომელთა უმეტესობა სანქცირებულია …
Continue reading “მზია ამაღლობელის საქმის პროკურორი გოგეშვილი პროკურატურამ დააჯილდოვა”
ადმინისტრაციულ პროცესზე დასწრება სავალდებულო აღარ არის – ახალი გადაწყვეტილება
სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის განხილვისას პასუხისგებაში მიცემული პირის პროცესზე დასწრება, ძირითად შემთხვევებში, სავალდებულო აღარ იქნება. ახალი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ 2025 წლის 28 მაისს მიიღო. ეს შეეხება საპროტესტო აქციებზე დაკავებულებსაც – როცა აქციის მონაწილეებს შსს ადმინისტრაციული წესით აკავებს, ძირითადად მათ წინააღმდეგ წვრილმანი ხულიგნობის [ასკ-ის 166-ე მუხლი] და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის [ასკ-ის 173-ე მუხლი] მუხლებით ადგენენ ოქმებს. …
Continue reading “ადმინისტრაციულ პროცესზე დასწრება სავალდებულო აღარ არის – ახალი გადაწყვეტილება”
გარდაიცვალა „არილის“ რედაქტორი მალხაზ ხარბედია
გარდაცვალა მალხაზ ხარბედია, ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ჟურნალ „არილის“ რედაქტორი, „ღვინის კლუბის“ დამაარსებელი და პრეზიდენტი. ინფორმაციას მისი გარდაცვალების შესახებ „არილი“ ავრცელებს. „წარმოუდგენლად გვიმძიმს ამ სიტყვების დაწერა – გარდაიცვალა მალხაზ ხარბედია, ქართველი მწერალი და ლიტერატურისმცოდნე, „არილის“ რედაქტორი და მასულდგმულებელი ძალა“ – წერს გამოცემა ფეისბუქზე. მალხაზ ხარბედია 50 წლის იყო.
„ლუკა პოლიტპატიმარია“ – მოსამართლეს სტუდენტებმა დაფაზე წარწერა დაახვედრეს
„ლუკა ნაცვლიშვილი პოლიტპატიმარია“ – ეს წარწერა დღეს, 2 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის იმ აუდიტორიის დაფაზე დატოვეს სტუდენტებმა, სადაც მოსამართლე გულიკო კაჟაშვილი ლექციას ატარებს. გულიკო კაჟაშვილი სწორედ ის მოსამართლეა, რომელმაც 19 წლის სტუდენტს, ლუკა ნაცვლიშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა 27 მაისს. ბსუ-ს მაგისტრატურის სტუდენტმა, არჩილ ბერიძემ, რომელიც ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა, დღეს, 2 …
Continue reading “„ლუკა პოლიტპატიმარია“ – მოსამართლეს სტუდენტებმა დაფაზე წარწერა დაახვედრეს”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 ივნისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 989 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140] ტანკი – 10 874 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 22 663 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 28 575 ერთეული [+48] MLRS – 1 401 ერთეული [+0] …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 ივნისი”
„ეს ისტორიის წიგნებში შევა“ – ზელენსკი რუსულ სამხედრო აეროდრომებზე თავდასხმის შესახებ
„ბრწყინვალე შედეგი“ უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეტევას რუსეთის სტრატეგიულ სამხედრო აეროდრომებზე. ზელენსკიმ თქვა, რომ ეს სპეცოპერაცია ისტორიის წიგნებში შევა. „მადლობა გადავუხადე გენერალ მალიუკს [ვასილ მალიუკი, უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი] ამ წარმატებისთვის. რა თქმა უნდა, ახლა ყველაფრის თქმა არ შეგვიძლია, მაგრამ ეს აუცილებლად შევა ისტორიის წიგნებში. უკრაინა თავს იცავს და სამართლიანადაც – ჩვენ ყველაფერს …
აქციებში მონაწილეობის გამო გამათავისუფლეს – შემოსავლების სამსასხურის თანამშრომელი
შემოსავლების სამსახურის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს მთავარი ანალიტიკოსი, ნატო ბოლქვაძე ამბობს, რომ პროევროპულ დემონსტრაციებში მონაწილეობისა და აქციაზე დაჯარიმების გამო, 2025 წლის 1-ლი ივნისიდან სამსახურიდან გაათავისუფლეს. ბრძანებაში, რომელიც ნატო ბოლქვაძემ გაასაჯაროვა, აღნიშნულია, რომ ის „შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო“ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. „შემოსავლების სამსახურმა, 2 მაისიდან შეიტანა ცვლილება შინაგანაწესში, რომლითაც სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტს მიეცა უფლება …
Continue reading “აქციებში მონაწილეობის გამო გამათავისუფლეს – შემოსავლების სამსასხურის თანამშრომელი”
როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1-ელი ივნისის 21 საათიდან 2 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელვა-ჭექა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში და მთიან რაიონებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: …
ავარია ბათუმში, დაშავდა რამდენიმე ადამიანი
დღეს, 1-ელ ივნისს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, ბაგრატიონისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში. ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად დაზიანდა მუნიციპალური ავტობუსიც. „ბათუმელების“ ინფორმაციით შემთხვევის შედეგად დაშავებული რამდენიმე პირი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა, – მათგან ერთი ბავშვი და ორსული ქალი. თვითმხილველების თქმით, დაშავებულები გადაყვანის მომენტში კონტაქტურები იყვნენ და რაიმე მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებოდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, …
Continue reading “ავარია ბათუმში, დაშავდა რამდენიმე ადამიანი”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 ივნისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 988 560 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 230] ტანკი – 10 872 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 22 656 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 28 527 ერთეული [+52] MLRS – 1 401 ერთეული [+1] …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 ივნისი”
ანტიკორუფციულმა ბიურომ იქირავა ქონება, რომლის მესაკუთრე უცხოური კომპანიაა
ანტიკორუფციული ბიურო 87 ათას 845 ლარის საოფისე ავეჯს გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე იყიდის. ბიუროს განმარტებით, ქონების შეძენა განაპირობა შენობის იჯარით აღებამ, რომელიც ბიუროს ინვენტარის გარეშე გადაეცა. ქონება, რომელიც ანტიკორუფციულ ბიუროს იჯარით აქვს სარგებლობაში, თბილისში, გიგა ლორთქიფანიძის ქუჩის N4-ში მდებარეობს და მისი საბოლოო მესაკუთრე ოფშორში დარეგისტრირებული უცხოური კომპანიაა. ბიუროს მიერ შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტის მიხედვით, იჯარით …
Continue reading “ანტიკორუფციულმა ბიურომ იქირავა ქონება, რომლის მესაკუთრე უცხოური კომპანიაა”
დააჯილდოვეს პოლიციელი, რომელმაც მტკიცებულებები გააყალბა მზია ამაღლობელის საქმეში
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 31 მაისს, „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ სამინისტროს მედალიონით ქალი პოლიციელი მარიამ კერესელიძე დააჯილდოვა. „განსაკუთრებული დამსახურებისთვის ჯილდოვდება იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი მარიამ კერესელიძე,“ – ამ ტექსტის ფონზე გადასცა ახალმა მინისტრმა გელა გელაძემ მას ჯილდო. მარიამ კერესელიძე შსს-ს იურისტია და ის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების ადმინისტრაციულ საქმეებზე შსს-ს წარმოადგენს …
Continue reading “დააჯილდოვეს პოლიციელი, რომელმაც მტკიცებულებები გააყალბა მზია ამაღლობელის საქმეში”
ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს, 31 მაისს, დილით მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით ერთმანეთს სატვირთო [ავტომობილების გადამზიდავი] და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
გრიგოლეთი-ქობულეთის მშენებარე ავტობანზე პრობლემებია – კომპანია გააფრთხილეს
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გრიგოლეთი-ქობულეთის მშენებარე ავტობანზე [რომელიც რამდენჯერმე გადავადებული გრაფიკით გასულ წელს მთლიანად უნდა დასრულებულიყო], პრობლემებია და ერთ-ერთ მონაკვეთზე შეჩერებულია სამუშაოები. დეპარტამენტის განცხადებით, მშენებელი კომპანია არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის არ გასცემს ხელფასებს, რის გამოც დასაქმებული პერსონალი გაფიცულია. ეს განცხადება გზების დეპარტამენტმა 2025 წლის 30 მაისს გაავრცელა. „საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია …
Continue reading “გრიგოლეთი-ქობულეთის მშენებარე ავტობანზე პრობლემებია – კომპანია გააფრთხილეს”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 31 მაისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 31 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 987 330 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 250] ტანკი – 10 867 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 22 652 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 28 475 ერთეული [+54] MLRS – 1 400 ერთეული [+2] …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 31 მაისი”
მზია ამაღლობელის პროცესს საფრანგეთის ელჩის მოადგილე დაესწრო
დღეს, 30 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს საქართველოში საფრანგეთის ელჩის მოადგილე რიშარ რეკენა ესწრებოდა. ელჩის მოადგილეს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სინქრონულად მიეწოდებოდა სხდომის თარგმანი. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ევროპული ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან. 16 მაისს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ პეტერ ფიშერი – გერმანიის ელჩი საქართველოში; ანნა …
Continue reading “მზია ამაღლობელის პროცესს საფრანგეთის ელჩის მოადგილე დაესწრო”
ქარტია აჭარის ტელევიზიას კადრების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს – მზია ამაღლობელის საქმე
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს მოუწოდებს სრულად გაასაჯაროვოს ან „ბათუმელებს“ და მზია ამაღლობლის ადვოკატებს გადასცეს 11 და 12 იანვარს აქციაზე გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ეპყრობიან პოლიციელები აქციის მონაწილეებსა და მზია ამაღლობელს დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე. ასვე, დაკავებისას და დაკავების შემდგომ გადაღებული კადრები თუ როგორ დაშავდა მზია ამაღლობელი პოლიციელების ძალადობრივი ქმედებების შედეგად. …
მთავარი თემა ისევ დგებუაძის ლოყაა – რა ხდებოდა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე
„არ გაჩერდეთ, არ დარეგისტრირდეთ“ – ასეთი გზავნილით დატოვა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და მედიამენეჯერმა მზია ამაღლობელმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი დღეს, 30 მაისს, „ოცნების“ ახალი, რეპრესიული კანონის ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე. დღეს, 30 მაისს, მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმინეს. ჟურნალისტმა მანანა ქველიაშვილმა, რომელიც 11 იანვრის აქციას „ლაივში“ აშუქებდა, დეტალურად უამბო სასამართლოს, თუ …
„არ გაჩერდეთ, არ დარეგისტრირდეთ“- მზია ამაღლობელის გზავნილი
დღეს, 30 მაისს, მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო გაიმართა ბათუმში, სადაც დაცვის მხარის მოწმეები დაკითხეს. სასამართლოს დასრულებისას მზია ამაღლობელმა სასამართლო დარბაზში შეკრებილებს ფურცელი აჩვენა წარწერით – „არ გაჩერდეთ, არ დარეგისტრირდეთ“. მზია ამაღლობელის გზავნილი სასამართლო დარბაზიდან შეეხება „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს“, ე.წ „ფარას“, ახალ რუსულ კანონს, რომელსაც „ქართული ოცნება“ 31 მაისს მედიისა და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ აამოქმედებს. …
Continue reading “„არ გაჩერდეთ, არ დარეგისტრირდეთ“- მზია ამაღლობელის გზავნილი”
4 პატიმრობა და 3 დაჯარიმება ერთ დღეში – პროტესტთან დაკავშირებული დაკავებებისა და ჯარიმების სერია
დღეს, 30 მაისს, თბილისში დააპატიმრეს 1 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და 3 აქტივისტი, ხოლო 3 აქტივისტი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების დედა, დააჯარიმეს. საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული დაკავებისა და დაჯარიმების სერია ასე გამოიყურება: 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს თორნიკე სხვიტარიძეს, რომელიც სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის ძმაა. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდა. 12-დღიან პატიმრობაში გაუშვეს აქტივისტი ლიკა ლორთქიფანიძე, რომელსაც „ოცნების“ …
თავისი უღირსი საქციელით დგებუაძე შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას – ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ეხმაურება, რომელიც დღეს, 30 მაისს მიმდინარეობს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ზურაბიშვილის აზრით, დგებუაძის ლოყის გაწითლებაზე ამდენი მსჯელობა ემსახურება პოლიციის ინსტიტუტის დაკნინებას, დისკრედიტაციასა და მის სრულ დემორალიზაციას. „ახალი სპეციალობა გაჩნდა მედიცინაში და ახალი დარგი ექსპერტიზაში: „პოლიციელ“ დგებუაძის სილისგან გამოწვეული ტკივილის ნიშნების აღმოჩენა და შესწავლა. საკუთარი ოჯახისა და გვარის …
Continue reading “თავისი უღირსი საქციელით დგებუაძე შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას – ზურაბიშვილი”
რუსული პროპაგანდა: საქართველოს მთავრობა რუსეთის დროშის შეურაცხყოფის ფაქტზე ფრთხილობს
ქართველი მომღერლის საქციელი, რომელმაც რუსეთის დროშა შეურაცხყო, დასჯას იმსახურებს, თუმცა საქართველოს ხელისუფლება სიფრთხილით მოქმედებს, რათა ახალი საპროტესტო ტალღა არ გამოიწვიოს – ამ მოსაზრებას რუსულ პროპაგანდისტულ მედია „ტასსზე“ „ქართველ უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე, ნიკოლოზ მჟავანაძე გამოთქვამს, რომელიც „ტასსმა“ ექსპერტის სტატუსით ჩაწერა. საქმე ეხება საქმე ქართველი მომღერლის, ერეკლე გეწაძის პერფორმანსს მუსიკალურ ფესტივალზე, Tbilisi Open Air-ზე – მან ერთ-ერთი …
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 მაისის 21 საათიდან 31 მაისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით ზოგან ელვა-ჭექა და ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში და მთიან რაიონებში: დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 მაისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 30 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 986 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140] ტანკი – 10 865 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 22 647 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 28 421 ერთეული [+35] MLRS – 1 398 ერთეული [+1] …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 მაისი”
მზია ამაღლობელი მგონი პირველი ქალია საქართველოში, ვის პატიმრობასაც კაცები ითხოვენ ამ ბრალდებით – დათო ტურაშვილი
რას ნიშნავს ქართულ კულტურაში, როცა ქალი სილას აწნის კაცს? – ამ და მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებულ სხვა კითხვებზე საკუთარი მოსაზრების გაზიარება „ბათუმელებმა“ მწერალ დათო ტურაშვილს სთხოვა. დათო ტურაშვილი: „არა მარტო ქართულ, არამედ სხვა ხალხის ხელოვნებასა და მითუმეტეს ლიტერატურაშიც, ძალიან ხშირად, ქალის მიერ კაცისთვის გაწნული სილა იყო და არის სასოწარკვეთილი პასუხი კაცების მხრიდან ძალადობასა და შეურაცხყოფაზე. …