დისტრიბუტორს დიდი ოდენობით თანხის მითვისება ედება ბრალი

დისტრიბუტორ ოთარ თ.-ს თანხის მითვისება ედება ბრალად. მას შესაძლოა 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეუფარდონ, რადგან დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენას ედავებიან. გამოძიების ვერსიით, ოთარ თ.-მ 10 ათასს ლარზე მეტი თანხის მითვისება მოახერხა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება. “ვაღიარებ, მე გავაკეთე ეს,” – უპასუხა ბრალდებულმა მოსამართლე ირაკლი შავაძეს, როცა მან საქმის განხილვის დაწყებამდე …

განახლდა საქმის განხილვა, სადაც პოლიციის საიდუმლო თანამშრომელი გაიშიფრა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხელახლა დაიწყო იაგო ც.-ს საქმის განხილვა. მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა და ტარება ედება ბრალად. გასული წლის ბოლოს ექსპერტიზის დასკვნა დაიდო, რითაც გაირკვა, რომ იარაღზე დარჩენილი თითის ანაბეჭდები იაგოს ნაცვლად, გივი ა.-ს ეკუთვნოდა. გივი ა. პოლიციის საიდუმლო თანამშრომელი, ე.წ. კონფიდენტია. საქმის განხილვა გასული წლის დეკემბერში შეწყდა. დეკემბრამდე იარაღის უკანონო ტარების საქმეს მოსამართლე …

ჩაქვის სკოლის დირექტორი სოციალურ ქსელში მაღალჩინოსნის მხრიდან მუქარაზე საუბრობს

ჩაქვის #1 სკოლის დირექტორი, ტარიელ ქათამაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ ერთ-ერთი “მაღალჩინოსანი” სკოლის დირექტორობიდან განთავისუფლებით დაემუქრა, ამის მიზეზად კი არჩევნებში მისთვის მხარის არ დაჭერას ასახელებს: “გუშინ მაცნობეს, რომ ე.წ. “მაღალჩინოსანი” გადაუმოწმებელი ინფორმაციების საფუძველზე ჩემთან მტრობას აპირებს…. (მიზეზი? – თურმე მისი მხარდამჭერი არ ვყოფილვარ არჩევნებში). ამ “მაღალჩინოსანს” არ ესმის, რომ სკოლა დეპოლიტიზირებულია… საჯაროდ ვაფრთხილებ ყველას, …

არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება

დღეს, აჭარის ა.რ. უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ, 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის თარიღად ოფიციალურად გამოაცხადა 30 ოქტომბერი. აჭარის  უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ საუკეთესო შედეგის მქონე 2 საარჩევნო სუბიექტის, ანუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატები. უსკოს ცნობით, დამტკიცდა აჭარის …

ხულოს მუნიციპალიტეტში ქალებისა და ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება

22 ოქტომბერს, ხულოს მუნიციპალიტეტის რაიონულ საავადმყოფოში ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმები, ქალებსა და ბავშვებს უფასო სამედიცინო კონსულტაციას გაუწევენ. კონსულტაციის მიღება ერთი დღის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ხოლოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ადგილზე ყველა პროფილის პედიატრი: ქირურგი, გასტროენტეროლოგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი, ალერგოლოგი , ინფექციონისტი, ნეონატოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ტრავმატოლოგი და გინეკოლოგი მოემსახურება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინოფრმაციით, აქციის ფარგლებში …

„ჰილტონ ბათუმის“ სტიპენდია ბსუ-ს სტუდენტებს

დღეს, 20 ოქტომბერს, სასტუმრო ჰილტონში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტისა და „ჰილტონ ბათუმის“ ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ტურიზმის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე ხუთ სტუდენტს, უნდა წარედგინა პრეზენტაცია თემაზე: ,,როგორ ვაქციოთ ბათუმი აქტიურ ტურისტულ დანიშნულების ადგილად მთელი წლის განმავლობაში“. ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, საკონკურსო  ჟიურის წევრები აარჩევდნენ სამ გამარჯვებულს, „რომლებსაც ჰილტონ ბათუმი,  ყოველთვიურად გადასცემს …

აჭარის ტელევიზიის დირექტორობის სამი მსურველი კონკურსს გამოეთიშა

აჭარის ტელევიზიაში დასრულდა მრჩეველთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის მსურველთა დოკუმენტაციის შესაბამისობას განიხილავდნენ კანონმდებლობასთან. მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 10 პრეტენდენტიდან შემდეგ ეტაპზე გადავიდა მხოლოდ – 7. დირექტორობისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ თამილა დოლიძე, თეიმურაზ დიასამიძე და გიორგი გიორგაძე. აჭარის ტელევიზიის იურისტის, გია ქარცივაძის განცხადებით, ზემოთ ჩამოთვლილი კანდიდატების დოკუმენტაცია იყო პრობლემური. მაგალითად – …

ენმ-ს მორიგი ბრიფინგი არჩევნების გაყალბებაზე

დღეს, 20 ოქტომბერს, ენმ-ს სიის პირველმა ნომერმა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, ლევან ვარშალომიძემ ჟურნალისტებს მორიგი ვიდეო მასალა წარუდგინა. ლევან ვარშალომიძის თქმით, 8 ოქტომბრის არჩევნებზე „ბათუმის #68 ოლქის #46 უბანზე გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ კომისიის წევრი ამომრჩეველს ართმევს ბიულეტენს, თვითონ შემოხაზავს, შემდეგ კონვერტში ჩადებს და აგდებს ყუთში,  კომისიის თავმჯდომარეც არაფერს არ მოქმედებს და არც გაფრთხილებას აძლევს… …

ხულოში დაკარგულ ქალს ეძებენ

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხულოში 75-წლამდე ქალს ეძებენ, რომელიც 19 ოქტომბერს დაიკარგა. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. „გუშინ საღამოს მოგვმართა ოჯახმა და ამ დრომდე გრძელდება სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ჩვენი დანაყოფების მიერ“ – გვითხრეს შს სამინისტროს პრესსამსახურში. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ქალი რომელსაც ეძებენ, ცხოვრობს სოფელ ძირკვაძეებში: „ჩემი ინფორმაციით ფსიქიკური აშლილობის მქონე ქალბატონი ყოფილა,  გუშინ დილით სახლიდან …

სიახლე „ბათუმველოს“ მომხმარებლებს

  დღეიდან, 20 ოქტომბრიდან, „ბათუმველოს“ მომხმარებლებს სააბონენტო ბარათის შევსება „საქართველოს ბანკის“ სწრაფი გადახდდის აპარატებიდანაც შეეძლებათ. შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის პაატა დუმბაძის  განმარტებით, „საქართველოს ბანკის“ სწრაფი გადახდის აპარატებიდან ბარათების შევსება შესაძლებელი იქნება საკომისიოს გარეშე:  „თანხა ბარათზე აისახება ავტომატურად, ჩარიცხვისთანავე. გადახდის მინიმალური თანხა არის 1 ლარი. აღნიშნული სერვისი შეამცირებს რიგებს საინფორმაციო ცენტრში და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს“. დირექტორის თქმით, მომხმარებლებს სხვა …

ბაზიერობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

მტაცებელი ფრინველით ანუ ბაზით ნადირობას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. „მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს – „ბაზიერობა (დამჭერი   მტაცებელი ფრინველით ანუ ბაზით ნადირობა).“ – აღნიშნულია სააგენტოს დირექტორის მიმდინარე წლის 11 ოქტომბრის ბრძანებაში, რომელსაც ხელს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით ლომიტაშვილი აწერს. ბრძანება გუშინ, 19 ოქტომბერს …

ავტოავარია რუსთაველის ქუჩაზე

რუსთაველის ქუჩაზე BMW-ს ტიპის ავტომანქანა ამოყირავდა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, ავტომანქანის მძღოლი მძიმედ დაშავებული არ არის და იგი ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. თვითმხილველების თქმით, დიდი სისწრაფით გოგებაშვილის ქუჩისკენ მიმავალი მანქანა ჯერ იმავე ზოლში მოძრავ ჯიპს დაეჯახა და მსუბუქად დააზიანა, შემდეგ კი ბორდიურზე ავარდა და პალმას შეეჯახა. ადგილზე შეკრებილებმა “ბათუმელებს” უთხრეს, რომ მძღოლი დაახლოებით 35 …

სახელმწიფოს აგრესიული ნარკოპოლიტიკის ფასი

რამდენს ხარჯავს სახელმწიფო ნარკოტესტირებისთვის? – ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბათუმელებს“ არ მოაწოდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივა ჯორჯიას“ კვლევის მიხედვით კი, სახელმწიფო ნარკომომხმარებლის გამოვლენისთვის და შემდეგ მისი დასჯისთვის ყოველწიურად დაახლოებით 18 მილიონს ხარჯს, რეაბილიტაციისთვის – თითქმის არაფერს. სახელმწიფოს ხარჯი ნარკოტესტირებისთვის მიუხედავად იმისა, რომ კანონი შეიცვალა, ქუჩაში ნარკოტესტირებისთვის ადამიანების დაკავების პრაქტიკა გრძელდება. შეცვლილი კანონის მიხედვით, ნარკოტესტირება მხოლოდ …

პროკურორს სასამართლო დარბაზში თავს დაესხნენ

პროკურორ გიორგი რამიშვილს ერთ-ერთი მსჯავრდებულის დედა სასამართლო დარბაზში დაესხა თავს. ქალმა აგრესია პროკურორის მისამართით მას შემდეგ გამოხატა, როცა მოსამართლე ირაკლი შავაძის გადაწყვეტილება მოისმინა. ხულიგნობაში ბრალდებულ ოთხ პირს დღეს, 19 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასმართლომ თითო წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ბრალდებულთაგან ერთს ორი წლით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, რადგან მას ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენა დაუდასტურდა. გიორგი გ. …

მადონა ბერიძე: სასურველი იქნებოდა, საოლქო კომისია დალოდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას

საოლქო კომისიების მიერ შემაჯამებელი ოქმების გამოცემას სასამართლო განხილვების დასრულებამდე “სამართლიან არჩევნებში” საკანონმდებლო ხარვეზად აფასებენ. “ჩვენი შეფასებით, სასურველი იქნებოდა საოლქო კომისია დალოდებოდა სასამართლო გადაწყვეტილებას,” – უთხრა “ბათუმელებს” მადონა ბერიძემ, “სამართლიანი არჩევნების” აჭარა-გურიის კოორდინატორმა: “საარჩევნო კოდექსში არის რამდენიმე მუხლი, რომელიც ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ერთი მუხლის მიხედვით, საოლქო კომისია ვალდებულია დაელოდოს სასამართლოში საჩივრების განხილვის დასრულებას, მეორე მუხლის მიხედვით კი, …

ფულის არამიზნობრივად გამოყენების რისკი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

„ბათუმის ბოტანიკურ ბაღში“, რომელიც ბათუმის მერიის ა[ა]იპ-ია, სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტმა გასული ორი წლის საქმიანობის შემოწმებისას არაერთი დარღვევა-ნაკლოვანება გამოავლინა. დეპარტამენტმა „ბოტანიკური ბაღის“ 2014-2015 წლების ფინანსური აუდიტი ჩაატარა. დეპარტამენტის ინფორმაციით, აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ბოტანიკური ბაღის საბუღალტრო მონაცემებით, ორგანიზაციას 2014 წელს ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული აქვს 1 357 924 ლარი, რაც 541 012 ლარით ნაკლებია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ …

შემაჯამებელი ოქმები სასამართლოს განხილვის დასრულებამდე

ბათუმის N79 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოცემას აპროტესტებენ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”. პეტრე ზამბახიძე აცხადებს, რომ საოლქო კომისიამ საარჩევნო კოდექსი დაარღვია, რომლის მიხედვითაც შემაჯემებელი ოქმი საარჩევნო დავების სასამართლოში განხილვის დასრულების შემდეგ უნდა გამოიცეს: “ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია საარჩევნო დავებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ საოლქო კომისია არაფრად აგდებს სასამართლოს, ან პირიქით, ისინი ერთობლივად …

ელექტროგადამცემი ხაზის გამო აჭარაში „წითელი ნუსხის“ 3232 მცენარე მოიჭრება

მცენარეების რაოდენობამ, რომლებიც „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი და რომლებიც ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო აჭარაში უნდა მოიჭრას, 3232-ს მიაღწია. აჭარის ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის საჰაერო ხაზის – „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის გამო, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „სახელმწიფო ელექტროსისტემას“ აქვს უფლება, მოჭრას წითელ ნუსხაში შეტანილი ხუთი სახეობის მცენარეები: კოლხური მუხა – 1873 ძირი; ჩვეულებრივი წაბლი – 1149 ძირი; კაკლის ხე – 190 …

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორობისთვის ათი კონკურსანტი იბრძვის

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევ კონკურსში დარეგისტრირდნენ: სოსო სტურუა – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მოქმედი დირექტორი; გიორგი მოისწრაფიშვილი- საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო და ინტერნეტ-მაუწყებლობის განვითარების სამსახურის უფროსი; თამილა დოლიძე – აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე რადიოს მიმართულებით და გენდერის მედიაცენტრის დირექტორი; თეიმურაზ დიასამიძე – აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი …

დანამატები ხელფასებზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის განკარგულებით ცვლილება შევიდა „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის დანამატის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ უსკოს განკარგულებაში. უსკოს ინფორმაციით, ცვლილების თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებზე დანამატი გაიცემა, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის ნამუშევარი დღეების შესაბამისად გაცემული შრომის ანაზღაურების 50%-ის ოდენობით. საუბნო კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურება კი განსაზღვრულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, რომლის …

შპს „სტადიონის“ ოთხჯერ გასაჩივრებული ტენდერი

ბათუმში, საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველი შპს „სტადიონმა“ მეათე თვეა ვერ შეარჩია. „სტადიონმა“ შესაბამისი ტენდერი ოთხჯერ გამოაცხადა, სატენდერო თანხა 2 მილიონ 100 ათასი ლარია, სტადიონის მშენებლობა კი ამ ტენდერის დასრულებაზეა დამოკიდებული. კომპანიას, რომელიც მხოლოდ ორი პროექტის [სტადიონისა და საავადმყოფოს] განხორციელების მიზნით ერთი წლის წინ სპეციალურად შექმნეს, დავების განხილვის საბჭოში უკვე 18-ჯერ უჩივლეს. „სტადიონის სამშენებლო …

ისევ ინგლისური ენის პედაგოგების დეფიციტი აჭარის მაღალმთიანეთში

ახალი სასწავლო წელი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, თუმცა აჭარის მთიანეთის ბევრ სკოლაში ზოგიერთ საგანში გაკვეთილი ჯერაც არ ჩატარებულა. გასული წლის მსგავსად აქ, ძირითადად, ინგლისური ენის პედაგოგები არ ჰყავთ. აჭარის მთიანეთში, ხულოსა და შუახევის სკოლები მასწავლებლების გარეშეა დარჩენილი. 29 სექტემბრის მონაცემებით, ხულოს მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში 24 ვაკანსიაა. ერთსა და იმავე სკოლაში ზოგჯერ რამდენიმე საგნის პედაგოგი არ …

საუკუნის სახლი ჭინკაძეებში

ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში, სოფლის ბოლოს ძველი კრამიტით გადახურული სახლი დგას. ლაზური არქიტექტურისა და სიძველის კვალი სახლს შორიდანვე ეტყობა. ეს მიქელაძეების საცხოვრებელი სახლია, რომელსაც გასულ კვირას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის სტატუსი მიანიჭა. სახლის პირველი სართული ქვითკირითაა ნაშენი, მეორე სართულის ნაწილი – წაბლის ხეში, ნაწილი კი ქვაშია მოქცეული. ქვითკირის კიბეს წაბლის მერქანისგან დამზადებული მოაჯირი აქვს …

თაობა, რომელსაც დიდ ეკრანზე კინო არ უნახავს

წლების წინ, როდესაც ტელევიზორი სოფლის მოსახლეობისთვის ფუფუნების საგანი იყო, საღამოობით, ფილმის დიდ ეკრანზე სანახავად სოფელი „კანტორაში“ იკრიბებოდა. მსგავსი კლუბი თითქმის ყველა სოფელში არსებობდა. თავდაპირველად კლუბებში ქართულ ფილმებს უჩვენებდნენ, მერე ქართული ფილმები ინდურმა თუ რუსულმა ფილმებმა ჩაანაცვლა, საბოლოოდ კი კინოკლუბები გაქრა. მას შემდეგ 25 წელზე მეტი გავიდა. აჭარის მაღალმთიანეთში ახალგაზრდების უმრავლესობას კინო დიდ ეკრანზე არასდროს უნახავს. …

გიორგი კირთაძე დაკარგულ ბიულეტენებზე

ბათუმის #69 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში სხვადასხვა უბნებზე ბიულეტენების დაკარგვის შესახებ დღეს, 18 ოქტომბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარმა კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში, გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე ისაუბრა. გიორგი კირთაძის ინფორმაციით #69 საარჩევნო ოლქის 38 უბანზე 777 ბიულეტენი დაიკარგა: „მაგალითად, პირველ უბანში, მივიდა 612 ამომრჩეველი, საბოლოო ჯამში 18 ბიულეტენით ნაკლებია, როცა ყველა ხმა შედგა… ჩვენ მივმართეთ საჩივრით საუბნო საარჩევნო კომისიასაც, …

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით დღეს, 18 ოქტომბერს, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანეს დიდი ოდენობით ყალბი ამერიკული დოლარის კუპიურები. სისხლის სამართლის საქმეზე დაგეგმილი ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულთა დაკავება მოხდა უშუალოდ ყალბი კუპიურების გასაღების …

„სამართლიანი არჩევნები“ დავას სააპელაციო სასამართლოში აგრძელებს

„სამართლიანი არჩევნები“ ბათუმის #79-ე ოლქის #1; #31 და #54 საუბნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას და ხელახალ გადათვლას ითხოვდა. ბათუმის #79 საოლქო კომისიამ ორგანიზაციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ სასამართლოს მიმართა. „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორის მადონა ბერიძის განმარტებით #1 უბანზე, გარდა ოქმში დაფიქსირებული დისბალანსისა, იყო პროცედურული დარღვევები წილისყრასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდა, ასევე ხმის …

უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება

აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის ჩატარების თარიღი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მსგავსად, აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამაც განსაზღვრა. უსკოს ინფორმაციით, მეორე ტურის ჩატარების სავარაუდო თარიღი 30 ოქტომბერია. ამასთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს 8 ოქტომბრის არჩევნების(პროპორციული) შემაჯამებელი ოქმის შედგენის ბოლო ვადა 27 ოქტომბერია. აღნიშნული დოკუმენტის მიღების შემდეგ კი უსკო გამოსცემს სამართლებრივ აქტს, რომლითაც არჩევნების მეორე …

აჭარის განათლების სამინისტრომ 399 სტუდენტი დააფინანსა

აჭარის განათლების სამინისტრომ  2016-2017 წლის სასწავლო წლის პირველ (შემოდგომის) სემესტრში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე  ჩარიცხული  399 სტუდენტი დააფინანსა. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსება გაუგრძელდათ 2012, 2013, 2014 და 2015 წლებში დაფინანსებულ 291 სტუდენტს, რომლებმაც გადალახეს ქვეპროგრამით გათვალისწინებული ბარიერი – 71%  (საშუალო აკადემიური მოსწრება) და 2015-2016 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრში …

“რადგან კაცი არ გვყავს სახლში, ალბათ, იფიქრეს, რომ ჩვენი დაჩაგვრა შეიძლება”

მტირალას ეროვნული ტყე-პარკის მიდამოებში 9 ოჯახი ცხოვრობს. აქედან ერთ-ერთ სახლში მხოლო სამი ქალი სახლობს. ერთს შაქრიანი დიაბეტი აწუხებს. წინასაარჩევნოდ ქალების სახლთან მისასვლელ გზაზე ერთი მანქანა ხრეში დაყარა ქობულეთის მუნიციპალიტეტმა. ქალები დღემდე ელიან, როდის მოასწორებენ ამ ხრეშს ისე, რომ ტრასპორტმა სახლამდე მისვლა შეძლოს. ოჯახს ერთხელ უკვე დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გამოძახება, მაგრამ მანქანამ სახლამდე ვერ მიაღწია. …

მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია ინკლუზიურ თემაზე

დღეს, 17 ოქტომბერს, სასტუმრო „ჰილტონში“  ინკლუზიური  ტურიზმის ცენტრის „პარსას“ ორგანიზებით, მეოთხე  საერთაშორისო  კონფერენცია  მიმდინარეობს. კონფერენციის თემაა,  –  ინკლუზიური ტურიზმი,  ეკონომიკური  განვითარებისა და სოციალური პასუხისმგებლობისათვის.  კონფერენციის  მიზანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ინკლუზიურ ტურიზმსა და ადაპტირებული გარემოს უნივერსალური დიზაინის  სტანდარტებზე. ინკლუზიური ტურიზმის ცენტრის „პარსას“ ეკონომისტის ხატია ჭონკაძის განმარტებით,  ინკლუზიურ ტურიზმსა და უნივერსალური დიზაინის  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ადაპტირებულ  გარემოს,  …

„საზოგადოება სოლიდარული უნდა იყოს შშმ პირების მიმართ“

მერაბ მახათაძე 25 წლის იყო, როცა საწარმოო ტრავმის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო – ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ნგრევის დროს რკინის კონტრუქციის ქვეშ მოყვა. „თაგვი რომ ხაფანგში მოყვება, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი. 30-მა კაცმა ძვლივს გადაწია რკინის მასა, რომ ნანგრევებიდან გამოვეყვანე. ზემოთ როცა ამომათრიეს, გონება დავკარგე. თვალი რომ გავახილე, მივხვდი, ქვემო კიდურებში გრძნობა აღარ მქონდა“, – ასე აღწერს …

პლასტმასი – საფრთხე შენი ჯანმრთელობისთვის

ევროპის ქვეყნები პლასტმასის გამოყენებაზე უარს ამბობენ. რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის მთავრობამ გადაწყვეტა პლასტმასი 2020 წლამდე მოხმარებიდან ეტაპობრივად ამოიღოს. საქართველოში ამ მიმართულებით ჯერ მხოლოდ საინფორმაციო კამპანიის წამოწყების მცდელობა აქვს სამოქალაქო სექტორს. მათ შორის ერთ-ერთია კამპანია „ჩაანაცვლე“, რომლის ორგანიზატორები ცდილობენ მოსახლეობამდე მიიტანონ ინფორმაცია იმაზე, თუ რა მავნე ნივთიერებებს შეიცავს პლასტმასი და რატომ არის მისი მრავალჯერადი გამოყენება ჯანმრთელობისთვის …

ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა

ბათუმის ამერიკულ კუთხეში 21 ოქტომბერს 16:30 საათზე დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრა, ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობებთან დაკავშირებით. სწავლის დეტალებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება მე-9, მე-10,მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან.  ამერიკული კუთხის ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართება ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტის ჩარიცხვების ოფისის წარმომადგენელთან,  რომელიც ისაუბრებს და უპასუხებს თქვენს შეკითხვებს ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში ჩარიცხვასა და სწავლის შესაძლებლობებზე. …

ბათუმში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

შს სამინისტროს ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა,  მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით.

სოციალურად დაუცველ ოჯახში ოთხი თვის ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში გუშინ დილით, 16 ოქტომბერს, 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი იყო პნევმონიით გამოწვეული შოკი. თუმცა, ბავშვის მამა აცხადებს, რომ საჭმელიც არ აქვთ. ჩვილს ჰქონდა ნაწლავური ინფექციაც. ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფებიან გარდაცვლილის ძმები. გარდაცვლილის ძმები – 5 და 2-წლამდე პატარები ამ დროისთვისაც შპს ბათუმის დედათა …

Exit mobile version