შიდა სასოფლო თუ საბნო გზების მოვლა-პატრონობა, მათ შორის თოვლის საფარისგან გაწმენდა, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრეროგატივაა. აჭარის მთიანეთში სოფლის გზების გაწმენდას თოვლის საფარისგან მუნიციპალიტეტებში არსებული დეპარტამენტის ადგილობრივი სამსახურები ახორციელებენ. არასაკმარისი ტექნიკის გამო აქ სასოფლო თუ საუბნო გზებს დეპარტამენტი დროულად ვერ წმენდს. აჭარის ყველაზე მაღალმთიან – ხულოს მუნიციპალიტეტში, სადაც თოვლი უხვად მოდის, დეპარტამენტს მხოლოდ ათი ერთეული …
Category Archives: მთავარი
მოყინული ტბები ბათუმში [ფოტორეპორტაჟი]
ამინდის პროგნოზი: მოსალოდნელია ძლიერი ყინვა 2016 წლის 27 იანვარს ბათუმში ნურიგელის ტბის ზედაპირი მთლიანად გაიყინა: მოყინული ტბა და გზები ბათუმში [ფოტო]
სასტუმრო ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასთან, ძეგლის დაცვის ზონაში
ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 26-ში, ძველი, ორსართულიანი სახლის დანგრევის ნაცვლად ინვესტორი სასტუმროს აშენებას გეგმავს. ამ შენობის გვერდით რამდენიმე შენობას ძეგლის სტატუსი აქვს. ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, იმ ადგილის გასწვრივ, სადაც ინვესტორს სასტუმროს აშენება სურს, ორსართულიანი ძველი სახლებია, მათ შორის ძეგლის სტატუსის მატარებელია ვაჟა-ფშაველას #19-ში, #27-ში, #37-ში და # 42 ში მდებარე შენობები. ეს იმას ნიშნავს, რომ ინვესტორი მშენებლობას ძეგლის დაცვის ზონაში …
Continue reading “სასტუმრო ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასთან, ძეგლის დაცვის ზონაში”
„სოკარის“ განცხადება აჭარაში ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით
კომპანია ,,სოკარის“ ინფორმაციით, აჭარის რეგიონს ბუნებრივი აირი ამ დროისთვის უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. „მიუხედავად უამინდობით გამოწვეული სირთულეებისა, რამაც გარკვეული პრობლემები გაზმომარაგების სისტემასაც შეუქმნა, დღეისათვის რეგიონში გაზი თითქმის ყველა აბონენტს შეუფერხებლად მიეწოდება. ცალკეული ტექნიკური პრობლემების წარმოქმნის აღმოსაფხვრელად 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ „სოკარის“ ტექნიკური ჯგუფები, რომლებიც ოპერატიულად მოახდენენ რეაგირებას კომპანიის ცხელ ხაზზე განხორციელებულ თითოეულ ზარზე. ცხელი ხაზის ნომერია 16 114,“ …
Continue reading “„სოკარის“ განცხადება აჭარაში ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით”
ამინდის პროგნოზი: მოსალოდნელია ძლიერი ყინვა
2 თებერვალს, თოვის შეწყვეტის შემდეგ, მოსალოდნელია ძლიერი ყინვა. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში გვითხრეს, რომ ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა აჭარის მაღალმთიანეთში, სადაც ღამით 10-15 გრადუსი ყინვაა მოსალონდელი. სანაპირო ზოლში კი, ტემპერატურა – 6 გრადუსამდე დაიკლებს. „დღეს, 31 იანვარს, დღის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება ღრუბლიანი, უმეტესად უნალექო ამინდი, ზოგიერთ ადგილზე მოსალოდნელია მცირე თოვა. ხვალისთვის ველოდებით დროგამოშვებით თოვას. მთაში …
Continue reading “ამინდის პროგნოზი: მოსალოდნელია ძლიერი ყინვა”
როდის აღუდგებათ აბონენტებს გაზის მიწოდება ბათუმში
ბათუმის აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზში“ „ბათუმელებს“ გაზის შეწყვეტის მიზეზად უამინდობა დაუსახელეს. „გაიყინა გარკვეული დანადგარები-რეგულატორები, მართალია ღამით ერთი ტექნიკური ჯგუფი მუშაობს, თუმცა სხვა თანამშრომლებიც ეხმარებიან და ეტაპობრივად ხდება ჩართვაც. თუ რაიმე შესაკეთებელი იქნება შეაკეთებენ. უბრალოდ, ჯგუფი თითოეულ აბონენტთან უნდა მივიდეს და გააფრთხილოს ჩართვის შემთხვევაშიც. სასურველია მოსახლეობამ, ვისაც შეუწყდა ან შეუწყდება …
Continue reading “როდის აღუდგებათ აბონენტებს გაზის მიწოდება ბათუმში”
რა აშენდება ყოფილი „მესხეთისა“ და „რივიერას“ ადგილზე
„ყოფილი „მესხეთის“ ტერიტორიაზე დაგეგმილია არანაკლებ 100-ნომრიანი ბრენდირებული აპარტოტელის მშენებლობა, 11,5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით,“ – გვითხრეს „სილქ როუდ ჯგუფში“. კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ აპარტოტელი, რომლის მშენებლობაც ჯერ დაწყებული არ არის, 2020 წლის ბოლომდე უნდა აშენდეს. ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სასტუმრო „მესხეთი“ იმ 21 ობიექტიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-ს პირდაპირი მიყიდვის წესით …
Continue reading “რა აშენდება ყოფილი „მესხეთისა“ და „რივიერას“ ადგილზე”
თავშესაფრით მოსარგებლეები სადილის გარეშე
ბათუმში მესამე დღეა თოვს, ქალაქში მოქმედი ღამის თავშესაფრები კი დღისით იკეტება. სად მიდიან დღისით ადამიანები, რომლებიც ღამის თავშესაფრებით სარგებლობენ? „ჩვენთან დღისით იკეტება თავშესაფარი და საღამოს 6 საათზე იხსნება“, – გვითხრა თამაზ მღებრიშვილმა. ის საქველმოქმედო ფონდ „კარიტასის“ ბათუმის თავშესაფრის ხელმძღვანელია. მისი თქმით, თოვის გამო თავშესაფრით მოსარგებლეთა რაოდენობა არ გაზრდილა და ამჟამად იქ 28 ადამიანი ათევს ღამეს. თოვის …
ენმ: ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მთავრობამ ბინები უნდა უყიდოს
„ნაციონალური მოძრაობის“ და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, გია აბულაძის განცხადებით, მთავრობამ იმ 12 ოჯახს, რომლებსაც თამარის დასახლებაში გუშინ ხანძრის შედეგად სახლები დაეწვათ, ბინები უნდა შეუსყიდოს. „2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს, ბიუჯეტის პროექტში ჩადებული იყო 25-მილიონიანი ფონდი და როცა ჩვენ დავსვით კითხვები, რისთვის იყო განკუთვნილი ეს თანხები, გვითხრეს, რომ საგანგებო შემთხვევებისთვის. ამიტომ, მოვუწოდეთ აჭარის მთავრობას, რომ …
Continue reading “ენმ: ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მთავრობამ ბინები უნდა უყიდოს”
სკოლებში შესაძლოა სწავლა შეწყდეს
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში შესაძლოა სწავლა შეწყდეს, რადგან მოსწავლეთა სწრებადობა დაბალია. „ჩვენ თითოეულ სკოლაში ვრეკავთ და ვამოწმებთ ინფორმაციას. ამ დროისთვის სასწავლო პროცესი შეწყვეტილი არც ერთ სკოლაში არ არის, თუმცა ძალიან დაბალია მოსწავლეთა სწრებადობა. ჩვენ არ ვიცით რა იქნება ბათუმის შემთხვევაში, რადგან ორცვლიანი სკოლები გვაქვს. ამიტომ, დღის ბოლოს მივიღებთ გადაწყვეტილებას. იქნება თუ არა ხვალ …
როცა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ძალიან ცივა
სალომე დუმბაძე, ბსუ-ს სტუდენტი გუშინ, 28 იანვარს, ანუ შაბათს, ჩვეულებრივ მოვემზადე უნივერსიტეტში წასასვლელად. სიცივე ძვლებში ატანდა არათუ ქუჩაში, არამედ შენობებშიც, მაგრამ ამ სემესტრში ბოლო ლექცია გვქონდა და გაცდენა არც მიფიქრია. ეს ლექცია აქამდე, ძირითადად, ოთხ საათზე გვიტარდებოდა, მაგრამ გუშინ, უბრალოდ, ადრე დაგვიბარა ლექტორმა და ჩვენც 11 საათზე უნივერსიტეტში ვიყავით. ლექცია ჩვეულებრივზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა, მალევე …
Continue reading “როცა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ძალიან ცივა”
შსს: ბათუმში გამოძალვის, ძარცვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფი დავაკავეთ
შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე – 1993 წელს დაბადებული ე.ბ., 1988 წელს დაბადებული ს.ბ., 1977 წელს დაბადებული ფ.ე. და საქართველოს მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული მ.მ. ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის, ძარცვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბათუმის ერთ-ერთ კლუბში მყოფი თურქეთის რესპუბლიკის …
თოვლი აჭარაში – უშუქობა და გადაადგილების პრობლემები სოფლებში
აჭარის მაღალმთიანეთში თოვის გამო გარკვეული პრობლემებია რიგ სოფლებში. გამგეობების ინფორმაციით ქედის, შუახევისა და ხულოს ზოგიერთ სოფლამდე მისასვლელი გზა თოვლისგან ვერ იწმინდება, ზოგ სოფელში კი მხოლოდ ორხიდიან ავტომობილებს შეუძლიათ ასვლა. გზებს ძირითადად დაბებამდე წმენდენ. პერიოდულად შეზღუდვებია ელექტროენერგიის მიწოდებაშიც. გამგეობებში აცხადებენ, რომ მეწყრული პროცესები არსად განვითარებულა. ხულოს გამგებლის თქმით, სტაბილური ვითარებაა სოფელ ქვემო თხილვანაშიც. ქედის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან …
Continue reading “თოვლი აჭარაში – უშუქობა და გადაადგილების პრობლემები სოფლებში”
ზურაბ პატარაძე: ყველა ბათუმელს ვთხოვ, ჩაერთოს ხე-მცენარეების გაწმენდის აქციაში
„ბათუმში მოვიდა უხვი ნალექი თოვლის სახით. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით აღინიშნება თოვლის მასა ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში და ბათუმში. ყველა სამსახური მობილიზებულია და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. საკმარისი რაოდენობაა ტექნიკის. მინდა ყველა ბათუმელს ვთხოვო, გამოვიდნენ საზღვაო პარკში, ბულვარში, თავიანთი სახლების წინ და ჩაერთონ ხე-მცენარეების გაწმენდის აქციაში, დაასუფთაონ, გაწმინდონ ჩვენი ქალაქი. ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად …
Continue reading “ზურაბ პატარაძე: ყველა ბათუმელს ვთხოვ, ჩაერთოს ხე-მცენარეების გაწმენდის აქციაში”
ამინდის პროგნოზი: აჭარაში 2 თებერვლამდე ითოვებს
აჭარაში თოვა უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება – ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზი. როგორც “ბათუმელებს” ობსერვატორიაში უთხრეს, გამოდარება 2 თებერვლიდანაა მოსალოდნელი. “29-30 იანვარს აჭარაში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით თოვა, ზოგან ძლიერი. მთაში მოსალოდნელია ქარბუქი და ზვავსაშიშროება. 31 იანვარს ღამით და დღის პირველ ნახევარში თოვის ინტენსივობა იკლებს, დროებით გაუმჯობესდება აიმინდი, მაგრამ 31 იანვარსვე, დღის მეორე ნახევარში …
Continue reading “ამინდის პროგნოზი: აჭარაში 2 თებერვლამდე ითოვებს”
დიდთოვლობა ქობულეთში – ოზურგეთის მიმართულებით გადაადგილება შეფერხებულია
ქობულეთის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო ქობულეთი-ოზურგეთის მიმართულებით გადაადგილება ამ დროისთვის შეფერხებულია და მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითაა რეკომენდებული; რაც შეეხება ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალს, იყო შეფერხებები, თუმცა სატრანსპორტო მიმოსვლა უკვე აღდგენილია. „თოვლის საფარი ქალაქში 40 სანტიმეტრია, მაღალმთიან სოფლებში კი 60-70სანტიმეტრს აღწევს. სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები და ელექტრიკოსთა ბრიგადები. მუნიციპალიტეტში 11 ერთეული სპეცტექნიკა …
Continue reading “დიდთოვლობა ქობულეთში – ოზურგეთის მიმართულებით გადაადგილება შეფერხებულია”
თოვლიანი დილა ბათუმში [ფოტორეპორტაჟი]
ბათუმში მესამე დღეა თოვს. მიუხედავად იმისა, რომ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, თოვლმა ქალაქის ზოგიერთ უბანში პრობლემები მაინც შექმნა. ქალაქის რამდენიმე ცენტრალური ქუჩა და ტროტუარი თოვლისგან მეტ-ნაკლებად იწმინდება, თუმცა გადაადგილება უჭირთ როგორც ავტომანქანებს, ასევე ქვეითებსაც. თოვლმა ხეებს ტოტებიც დაამტვრია. ბათუმი, 29.01.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტოები.
დეპუტატის „წამოცდენა“ და „დაბოღმილი“ სამოქალაქო საზოგადოება
ტარიელ ცეცხლაძე, ჟურნალისტი ამ დღეებში უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა ფეისბუქზე სტატუსი დაწერა უმაღლესი საბჭოს დეპუტაციის მხრიდან დახარჯულ დიდი რაოდენობით საწვავზე და არგუმენტები მოიყვანა, თუ რატომ ხარჯავს ერთი დეპუტატი თვეში 400 ლიტრ საწვავს. არგუმენტები, ვაი, რომ არ იყო საფუძვლიანი. ის, რომ აჭარის საკანონმდებლო ორგანო ქალაქიდან 15 კილომეტრშია და დეპუტატებს დღეში შეიძლება რამდენჯერმე მოუწიოთ ჩაქვი-ბათუმის გზაზე სიარული, …
Continue reading “დეპუტატის „წამოცდენა“ და „დაბოღმილი“ სამოქალაქო საზოგადოება”
უამინდობა ქობულეთსა და ხელვაჩაურში
ხელვაჩაურის გამგეობის ინფორმაციით, საავტომობილო გზების თოვლისგან გაწმენდა ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის 20 სოფელში მიმდინარეობს: „ყველა ცენტრალური გზა გაწმენდილია. ამჟამად ცენტრებიდან სოფლებში შესასვლელი გზები იწმინდება“. „უამინდობის გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია სპეციალური ჯგუფები, შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებების გატარება. შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ხელვაჩაურში მოქმედებს ცხელი ხაზი: 0 800 – 100 – 106. საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს …
ბათუმის მერია: თოვლის გამო საგანგებო შტაბის შექმნის აუცილებლობა არ არის
ბათუმის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები დილიდან ახორციელებენ გზებისა და ტროტუარების თოვლის საფარისგან გაწმენდით სამუშაოებს. პარალელურად მიმდინარეობს ცხაურებისა და სანიაღვრე არხების გაწმენდა. ტექნიკური მარილი დაიყარა ძველ ბათუმში, ბარცხანის ხიდზე, ფარნავაზ მეფისა და გორგასალის ქუჩებზე. ბათუმის მერიამ ასევე გაავრცელა განცხადება, რომ მოქალაქეებმა„ თავი შეიკავონ ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან, რათა სრულყოფილად განხორციელდეს გზებზე ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები“. დღეს დილიდან ქალაქში ინტენსიურად თოვს. ბათუმის …
Continue reading “ბათუმის მერია: თოვლის გამო საგანგებო შტაბის შექმნის აუცილებლობა არ არის”
ბათუმი, თოვლი [ფოტო]
ბათუმში დღეს დილიდან ინტენსიურად თოვს. თორნიკე თავაძის ფოტორეპორტაჟი:
ბულვარში ხეებს თოვლისგან წმენდენ
„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, ბათუმის ბულვარში ხეები თოვლისგან იწმინდება. „ადმინისტრაცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. მთელ პერიმეტრზე მობილიზებულია ტექნიკური ზედამხედველობისა და აგრონომიული სამსახურის მობილური ჯგუფები“- აცხადებენ ადმინისტრაციაში. მათივე ინფორმაციით, სამუშაოებში ბულვარის 60-მდე თანამშრომელია ჩართული: „გაწმენდითი სამუშაოები თოვის ინტენსივობის შესაბამისად, მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება“.
რა ვითარებაა აჭარის მაღალმთიანეთში
აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია, დაბებში თოვლის ახალი საფარი ხუთ, მაღალმთიან სოფლებში კი 15-20 სანტიმეტრს აღწევს. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, სოფიო ხაბაზის ინფორმაციით, ისეთ მაღალ სოფლებში, როგორიცაა უჩხითი და ზუნდაგა, უხვი ნალექის გამო გზები გუშინ გაიწმინდა: „ამ დროისთვის გადაადგილებაში პრობლემა არც ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზეა და არც შიდა სასოფლო გზებზე, ქედის მუნიციპალიტეტში“. …
დარჩებიან თუ არა „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ექიმები უხელფასოდ
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ბათუმის „რესპუბლიკური საავადმყოფო“ 6 თვით მუშაობას შეაჩერებს [შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ 100% წილის მფობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა]. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, საავადმყოფოს საქმიანობის შეწყვეტის შესახებ სამედიცინო პერსონალი ინფორმირებული არ იყო. დარჩება თუ არა დასაქმებული პერსონალი ხელფასის გარეშე და რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს საავადმყოფოს დირექტორი? …
Continue reading “დარჩებიან თუ არა „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ექიმები უხელფასოდ”
შსს: საპოლიციო კონტროლის დროს ამოღებულია სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 26-27 იანვარს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა, რომლის დროსაც სამართალდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 57 დანაშაული, მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) – 9 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) – 15 ფაქტი; ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა-გატანის (სსკ-ს 262-ე მუხლი) – …
Continue reading “შსს: საპოლიციო კონტროლის დროს ამოღებულია სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი”
დეპუტატის შენიშვნას საჯარო მოხელე ზეწოლად არ აფასებს
„მოდით რა, ყველამ მივხედოთ ჩვენს საქმეს. თუ მონიტორინგის განხორციელების სურვილი გაქვთ, მაგის გაკეთება საჯარო მოხელის პოზიციიდან რთულია, მაგას სამოქალაქო სექტორში ყოფნა სჭირდება“, – ასე გამოეხმაურა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ლადო მგალობლიშვილი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის, ირინე ურუშაძის კომენტარს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. ირინე ურუშაძე მას შემდეგ გამოეხმაურა ლადო მგალობლიშვილს ფეისბუქზე, რაც დეპუტატმა ვრცელი განმარტებით გააზიარა …
Continue reading “დეპუტატის შენიშვნას საჯარო მოხელე ზეწოლად არ აფასებს”
როცა პროკურორის ვინაობა საიდუმლოა
„პროკურორს რა უნდა ჰქონდეს დასამალი? რა ლეგიტიმური მიზანი არსებობს იმისთვის, რომ პროკურორის ვინაობა დაიშტრიხოს?“, – ეს კითხვა დღეს მოსამართლე მერაბ ტურავამ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელს დაუსვა. საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს სარჩელს, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლოს ნებისმიერ ღია სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას დაინტერესებული პირი ისე გაეცნობა, რომ იქ დაშტრიხული აღარ იქნება: პროკურორი, მსჯავრდებული, ან პროცესში მონაწილე რომელიმე სხვა პირი. …
ქედის საკრებულო 15 ათასი ლარით დააფინანსებს წიგნს – „დედაო ჩემო ქედავ“
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა დღეს, დაწყებიდან რამდენიმე წუთში გადაიდო. სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორმა წევრმა – ვაჟა ბოლქვაძემ და ბაქარ ბარამიძემ დატოვეს. დეპუტატების პროტესტის მიზეზი დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი აღმოჩნდა – ქედის საკრებულოს 2017 წლის ქედის ბიუჯეტში ცვლილებები უნდა დაემტკიცებინა. „ბიუჯეტში ცვლილების ისე შეაქვთ, რომ ადმინისტრაციული წარმოება არ მომხდარა, ჩვენ …
Continue reading “ქედის საკრებულო 15 ათასი ლარით დააფინანსებს წიგნს – „დედაო ჩემო ქედავ“”
თურქეთში დასაქმებული: ყველას დაგვაკლეს ხელფასები
ქართველმა ქალებმა, რომლებიც თურქეთის ქალაქ სტამბულსა და მის შემოგარენში მუშაობენ, „ბათუმელებს“ აცნობეს, რომ ბოლო ორი თვეა მათ და მათ ყველა ნაცნობს დამსაქმებლებმა 80-100 დოლარით შეუმცირეს ხელფასები. მათივე თქმით, დამსაქმებლებმა ანაზღაურების გადახდა დაიწყეს დოლარის ნაცვლად ლირებში, მაშინ, როცა ლირა დოლართან მიმართებაში ყოველდღიურად უფასურდება. ბათუმელი ქეთი შაინიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც უკვე შვიდი წელია სტამბულში, ერთ-ერთ ოჯახში მუშაობს. …
Continue reading “თურქეთში დასაქმებული: ყველას დაგვაკლეს ხელფასები”
აჭარის მთავრობის შერჩევითი პირობები ბიზნესმენებისთვის
აჭარის მთავრობა ბათუმის სასოფლო-სამურნეო ინსტიტუტის ორ შენობას და მასზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთებს ფორმალურად პირობით და ფაქტობრივად უპირობოდ ყიდის. მაშინ, როცა ანალოგიური მასშტაბისა და მდებარეობის ქონება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, ცოტა ხნის წინ, გაცილებით უფრო სარფინად გაყიდა და ინვესტორს სახელწიფოსთან ნაკისრი ვალდებულებებიც დეტალურად, გეგმა-გრაფიკით გაუწერა. ინფორმაცია, რომ აღნიშნული ქონებით ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული, საკითხზე ინფორმირებული პირების ნათქვამს ემყარება. ადგილობრივები კი …
Continue reading “აჭარის მთავრობის შერჩევითი პირობები ბიზნესმენებისთვის “
„ბათუმის ბულვარში“ დასაქმებულთა რაოდენობა 37-ით გაიზარდა
„ბათუმის ბულვარის“ ახალი დებულება დღეს, 27 იანვარს, აჭარის მთავრობამ დაამტკიცა. „სტრუქტურის შეცვლით ბათუმის ბულვარი უფრო ეფექტურად განახორციელებს თავის ფუნქციას,“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. შეცვლილი დებულების მიხედვით, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის 7 სამსახურს კიდევ ერთი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული სამსახური დაემატება. მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ სამსახურის დამატება პირიქით, …
Continue reading “„ბათუმის ბულვარში“ დასაქმებულთა რაოდენობა 37-ით გაიზარდა”
„რესპუბლიკური საავადმყოფო“ მალე მუშაობას შეაჩერებს
„ისე არ უნდა მოხდეს, როგორც სპორტსკოლის შემთხვევაში. ყველა ექიმს უნდა ავუხსნათ და დაველაპარაკოთ ამის შესახებ“, – დაახლოებით ამ სიტყვებით მიმართა დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძემ მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრს. რამაზ ბოლქვაძემ ინფორმაცია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ წარმოადგინა, მათ შორის, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე. ზურაბ პატარაძეს სხდომაზე არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმებოდა „ექიმებთან დალაპარაკებაში“. „ამაში იგულისხმებოდა ის, …
Continue reading “„რესპუბლიკური საავადმყოფო“ მალე მუშაობას შეაჩერებს”
სათვალთვალო კამერების ჩანაწერების წვდომაზე ექსკლუზივი პროკურატურას აღარ აქვს
საკონსტიტუციო სასამართლომ ახლახანს დააკმაყოფილა მოქალაქეების, ნადია ხურციძის და დიმიტრი ლომიძის სარჩელი. ისინი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლს ასაჩივრებდნენ, რომლის მიხედვითაც ქუჩებსა და სხვადასხვა ობიექტებში განთავსებულ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე წვდომა აქამდე მხოლოდ პროკურატურას ჰქონდა. დღეიდან, პროკურატურას რჩება უფლება ამოიღოს ვიდეოჩანაწერები სასამართლოს ნებართვით, თუმცა, ასეთივე უფლებით შესაძლოა სხვებმაც ისარგებლოს მომავალში, თუმცა ვინ? – ამაზე პარლამენტმა უნდა იმსჯელოს. ნადია …
Continue reading “სათვალთვალო კამერების ჩანაწერების წვდომაზე ექსკლუზივი პროკურატურას აღარ აქვს”
ლევან ვარშალომიძემ აჭარის უმაღლესი საბჭო დატოვა
აჭარის უმაღლესი საბჭოს დატოვების შესახებ დღეს, 27 იანვარს, ბათუმში განცხადება გააკეთა ლევან ვარშალომიძემ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა აჭარაში. ვარშალომიძემ განაცხადა, რომ მან უარი თქვა დიპლომატიურ პასპორტზე, რომელიც მას, როგორც დეპუტატს ეკუთვნის და გუშინ აიღო, თუმცა რატომ აიღო პასპორტი, რომლის დაბრუნებასაც მეორე დღესვე აპირებდა, მას არ დაუკონკრეტებია. ლევან ვარშალომიძემ დეპუტატის მანდატზე ჯერ კიდევ გასულ წელს, არჩევნების …
Continue reading “ლევან ვარშალომიძემ აჭარის უმაღლესი საბჭო დატოვა”
რატომ არ უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარების ჯგუფი უმიზეზოდ
„ნუ დარეკავ უმიზეზოდ, ნუ წაართმევ სხვას სიცოცხლეს,” – ეს არის იმ საინფორმაციო კამპანიის მთავარი გზავნილი, რომელსაც ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი ახორციელებს. კამპანიის მიზანია, მოუწოდოს მოქალაქეებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში გამოიძახონ და არა მაშინ, როცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ოჯახის ექიმთან ვიზიტითაც შეუძლიათ. აქტივობის ფარგლებში დაიბეჭდა სტიკერები, რომლებიც საზოგადოებრივ ადგილებში განთავსდა. „გამოძახებების დაახლოებით 60 პროცენტი არ …
Continue reading “რატომ არ უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარების ჯგუფი უმიზეზოდ”
ენმ: სამინისტრო განზრახ აყოვნებს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას
„საქართველოს განათლების სამინისტრო განზრახ აყოვნებს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების პროცესს და შესაბამისად, მათთვის ხელფასის ზრდას,“ – ამ შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს აჭარის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გია აბულაძემ, აჭარის განათლების ყოფილმა მინისტრმა. მისი თქმით, სამინისტროს ხელფასების ზრდისათვის საკმარისი თანხა არა აქვს. „ბიუჯეტის პირველ პროექტში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის იყო გათვალისწინებული 555 მილიონი ლარი, რაც არ იყო საკმარისი იმისათვის, …
Continue reading “ენმ: სამინისტრო განზრახ აყოვნებს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას”