აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ფოტომომსახურებასა და ახალი ვებგვერდის შექმნაზე ტენდერს გამოაცხადებს. დეპარტამენტის მიზანია რეგიონის საიმიჯო ფოტოების შესყიდვა, რომელთა უმეტესობა დადგმული უნდა იყოს რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების თემაზე. „ეს იქნება აჭარის დაცული ტერიტორიების, ეროვნული პარკების, ბათუმის საერთო ხედები… ეს იქნება დადგმული ფოტოები, რომლის რეალური ღირებულებაც საქართველოს ბაზარზე სამჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული. რაც შეეხება ვებგვერდს, რომელიც …
Category Archives: მთავარი
აქციის მონაწილე: პირველად ჩამოვედი ბათუმში აქციის დღეს
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი ბათუმის საპროტესტო აქციის შემდეგ დაკავებული სამი პირის – გიორგი ბადრიშვილის, გურამ ჩიკვაიძისა და ირაკლი ჯიბლაძის საქმეს განიხილავს. 12 მარტს, დილით, პირველად სწორედ მათი საქმეები წარმოადგინა პროკურატურამ სასამართლოში. საქმის განხილვა მტკიცებულებების წარმოდგენის მოტივით დღეისთვის, 14 მარტისთვის გადაიდო. განხილვა დღეს კიდევ ერთხელ გადაიდო, რადგან სამივე დაკავებული საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ან პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას უარყოფს. პოლიციელებმა …
Continue reading “აქციის მონაწილე: პირველად ჩამოვედი ბათუმში აქციის დღეს”
დახურული შაჰინის სკოლა-ლიცეუმი რებრენდინგს გეგმავს
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ავტორიზაციის საბჭომ, ქვეყნის მასშტაბით, 25 კერძო სკოლას გაუუქმა ავტორიზაცია. მიმდინარე წელს ოთხ სკოლას, 2016 წელს – 7 სკოლას, 2015 წელს – 8 სკოლას და 2014 წელს – 6 სკოლას. ავტორიზაციის გაუქმების შედეგად, 2017 წელს ფუნქციონირება შეწყვიტა „შაჰინის სკოლა-ლიცეუმმაც“, რომელსაც მოსწავლეებისა და მშობლების მხრიდან საპროტესტო აქციები მოჰყვა. რა პრინციპით მოქმედებს ავტორიზაციის საბჭო …
Continue reading “დახურული შაჰინის სკოლა-ლიცეუმი რებრენდინგს გეგმავს”
აქციის მონაწილე: სოფლიდან ორგანიზებულად, სკოლის მარშრუტკით წამოვედით
მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე ბათუმში აქციაზე დაკავებულების საქმეების განხილვას განაგრძობს. ზაზა ქოქოლაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 250 ლარით დააჯარიმა. „ღამით დამირეკეს, ქალაქში ამბავიაო, ჩემი ნათესავებიც აქციაზე იყვნენ. ღამის ორ საათზე წამოვედით ერთად, 10 კაცი ვიყავით, სოფლის სკოლის მარშრუტკით ჩამოვედით, დილის 5 იქნებოდა“, – უთხრა მოსამართლეს ბათუმის საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ზაზა ქოქოლაძემ. მან სასამართლოს დაუდასტურა ისიც, რომ პოლიციელები …
Continue reading “აქციის მონაწილე: სოფლიდან ორგანიზებულად, სკოლის მარშრუტკით წამოვედით”
რას ფიქრობენ გორელები ბათუმის მოვლენებზე და საპატრულო პოლიციის უფროსზე
ტელეკომპანია „თრიალეთის“ ეთერში, გორის მცხოვრებლები ბათუმში, 11 მარტს განვითარებულ მოვლენებს აფასებენ და მიიჩნევენ, რომ აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი კახა ბუხრაძე და მისი ჯგუფი გორშიც სიმკაცრით გამოირჩეოდა. მოქალაქე: „ გორში რომ პატრულია, მაგაზე ცუდი პატრული არ არსებობს, უმიზეზოდ აჯარიმებენ ადამიანებს და აჯარიმებენ“. მოქალაქე: „მე მგონია, რომ ჩვენგან ჩასული პოლიციელების ბრალია, ადრეც იყო წინა ხელისუფლების დროსაც, რომ აჭარლები …
Continue reading “რას ფიქრობენ გორელები ბათუმის მოვლენებზე და საპატრულო პოლიციის უფროსზე”
შინაგან საქმეთა მინისტრი: ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გუშინ, 13 მარტს, ხულოში მოქალაქეებთან შეხვედრისას ბათუმში პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან გამართული აქცია შეაფასა, როგორც პროვოკაცია. გიორგი მღებრიშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ხულოში იმყოფებოდა. მინისტრი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს სამმართველოში მივიდა, სადაც პოლიციელებს შეხვდა. ამის შემდეგ მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. მან მოსახლეობასთან 11 მარტს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გამართული აქციის შესახებ …
Continue reading “შინაგან საქმეთა მინისტრი: ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია”
ვინ არის „გორელი პატრულის უფროსი“ კახა ბუხრაძე
„გორელი პატრულის უფროსი“, როგორც ბათუმში უწოდებენ 36 წლის კახა ბუხრაძეს, სინამდვილეში სულაც არ არის გორელი – ის თბილისშია დაბადებული და გაზრდილი. კახა ბუხრაძე აჭარაში როტაციის პრინციპით 2017 წლის დასაწყისში მოავლინეს გორიდან – 2016 წელს მას ქონებრივი დეკლარაცია შევსებული აქვს, როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსს. ამ დეკლარაციის მიხედვით, კახა ბუხრაძეს ჰყავს ერთი …
Continue reading “ვინ არის „გორელი პატრულის უფროსი“ კახა ბუხრაძე”
რამ გამოიწვია „გორელი პატრულის“ მიმართ აგრესია ბათუმში
11 მარტს, დღის ხუთ საათზე, ბათუმში დაიწყო მოქალაქეების საპროტესტო აქცია, რაც მეორე დილამდე გაგრძელდა და ვანდალიზმში გადაიზარდა. აქციაზე, თავდაპირველად, მოქალაქეები ბათუმში ჩამოსულ ეგრეთ წოდებული გორის პატრულის სიმკაცრესა და შეურაცხმყოფელ ქცევას აპროტესტებდნენ. ეს ჯგუფი, ხელმძღვანელის ჩათვლით, წლის დასაწყისში როტაციის წესით ჩამოვიდა ბათუმში. არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარე ასლან ჭანიძე „ბათუმელებთან“ საპატრულო პოლიციის მიმართ ბათუმში გაჩენილი აგრესიის …
Continue reading “რამ გამოიწვია „გორელი პატრულის“ მიმართ აგრესია ბათუმში”
ბობოყვათის რეზიდენციის ტერიტორიაზე ხეების ამოღების გამო ივანიშვილს მიმართავენ
ნინო ინაიშვილი, ისტორიის აკადემიური დოქტორი, არქეოლოგი, პეტრა-ციხისძირის 1983-88, 2001 წლების არქელოგიური ექსპედიციების ხელმძღვანელი ბატონო ბიძინა, თქვენთვის შეიძლება ცნობილი არ არის, რომ ბობოყვათის რეზიდენციის ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად მიმდინარეობს ხეების ამოთხრა, წარმოადგენს არქეოლოგიური მემკვიდრეობის არეალს, რომელსაც ძალიან დიდი მეცნიერული ღირებულება გააჩნია. ამ ტერიტორიაზე გამოვლენილია არქიტექტურული ძეგლები: V-VI საუკუნეების 2 აბანო, სასახლე, ნაეკლესიარი, ძვ.წ. V–I საუკუნეების ვრცელი სამაროვანი …
Continue reading “ბობოყვათის რეზიდენციის ტერიტორიაზე ხეების ამოღების გამო ივანიშვილს მიმართავენ”
ჰოსპიტლის დირექტორი სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს
ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დირექტორი, ისმეთ დინდარი სამართალდამცავ ორგანოებს დახმარებისთვის მიმართავს. ის ყოფილ დირექტორებს სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებს. „სასამართლოსგან უფლებაშეჩერებული დირექტორები არ ემორჩილებიან სასამართლოს ძალაში შესულ კანონიერ განჩინებას, რითაც აკრძალული აქვთ კომპანიის მიმდინარე საქმიანობაში, მათ შორის, შრომით საქმიანობაში ჩარევის უფლება. როგორც თავად დასაქმებულებიდან გამოდის ინფორმაცია, ი. თოქმანი და მ.ასლანჯა ფარულ შეხვედრას მართავენ რამდენიმე წამყვან ექიმთან …
Continue reading “ჰოსპიტლის დირექტორი სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს”
აქციის შემდეგ 65 პირი დააკავეს – სახალხო დამცველის მონაცემები
სახალხო დამცველის წარმომადგენლები ბათუმში საპროტესტო აქციის შემდეგ დაკავებული მოქალაქეების მონახულებას განაგრძობენ. მათი მონაცემებით, დაკავებული იყო 65 ადამიანი და არა 40, რაზეც აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია. „სამი პირი დაკავების დროს ძალადობის გამოყენების შესახებ საუბრობს. მათ შესახებ ჩანაწერებს პოლიციის განყოფილებაში შეყვანის, ან გაწერის დროს არ გავცნობივართ. მონიტორინგი ამ კუთხით გრძელდება,“- გვითხრა ციალა ქათამიძემ, სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს …
Continue reading “აქციის შემდეგ 65 პირი დააკავეს – სახალხო დამცველის მონაცემები”
ბიზნესმენების სარჩელი პარლამენტის და ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ
“ნახეთ, აბა, ბოთლებზე,თქვენს მაგიდაზე რაც დევს, აღმოაჩენთ თუ არა მარკირების ნიშანს,”- მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას მოსარჩელე კომპანიების ინტერესების დამცველმა. სასამართლო განიხილავს არის თუ არა არააქციზური პროდუქტისთვის მარკირების გადასახადის დაწესება კონსტიტუციური. კომპანიები: “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”, “აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი”, “წყალი მარგებელი” და “კასტელ ჯორჯია” საგადასახადო კოდექსის, ასევე ფინანსთა მინისტრის ბრძანების მიხედვით დადგენილ “სავალდებულო მარკირებას” აპროტესტებენ. …
Continue reading “ბიზნესმენების სარჩელი პარლამენტის და ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ”
ზურაბ პატარაძე საქართველოში პოლონეთის ელჩს შეხვდა
დღეს 12 მარტს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩს შეხვდა. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. ოფიციალური ინფორმაციით, ელჩთან შეხვედრისას ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერას ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში და შეტანილი წვლილისათვის ელჩს მადლობა გადაუხადა. „შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სტუმარს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო. ზურაბ პატარაძემ …
Continue reading “ზურაბ პატარაძე საქართველოში პოლონეთის ელჩს შეხვდა”
ენმ: თუ ხელისუფლება არ გამოიძიებს მომხდარს, ნიშნავს რომ დესტაბილიზაციის შექმნა სურდა
დღეს 13 მარტს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აჭარაში, ლევან ვარშალომიძემ და ელგუჯა ბაგრატიონმა ჟურნალისტებთან განაცხადეს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ემიჯნება 12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს რომ თუკი ხელისუფლება არ გამოიძიებს ვანდალური აქციის დამკვეთებს და შემსრულებლებს, „ეს იმას ნიშნავს რომ დესტაბილიზაციის შექმნა ხელისუფლებას სურდა“. „ჩვენი პარტია მართავდა აქციებს და კიდევ გამართავს, მაგრამ კმარა გადმობრალების რეჟიმში ქვეყნის …
ჯარიმა და გაფრთხილება ბათუმის აქციის კიდევ ორ მონაწილეს
ბათუმის აქციაზე 12 მარტს დაკავებული 3 პირის საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს განიხილა. ერთ-ერთი მათგანი არასრულწლოვანია. მას დახურულ სხდომაზე მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ გაფრთხილება მისცა. ამავე მოსამართლემ დღეს ავთანდილ როინიძისა და ზურაბ ნოღაიდელის საქმე განიხილა. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მიჩნეულებმა მოსამართლეს უთხრეს, რომ ქობულეთში, სოფელ ციხისძირში ცხოვრობენ და ორივე მათგანი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიაში მუშაობს. მოსამართლის კითხვას: რას …
Continue reading “ჯარიმა და გაფრთხილება ბათუმის აქციის კიდევ ორ მონაწილეს”
ბათუმის მერი: აქციის შედეგად ქალაქს 150 000 ლარის ზარალი მიადგა
ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის განცხადებით, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან განვითარებული მოვლენების შედეგად, ქალაქს 150 ათას ლარზე მეტი ინფრასტრუქტურული ზარალი მიადგა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა, მერის თქმით, განადგურებულია 7 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, „აქედან ორი ავტომანქანა არის კერძო პირის საკუთრება, ერთი აჭარის უმაღლესი საბჭოს და დანარჩენი ავტომანქანები ეკუთვნის შს სამინისტროს“. დამწვარი ავტომობილები გადატანილია შს სამმართველოს ტერიტორიაზე. …
Continue reading “ბათუმის მერი: აქციის შედეგად ქალაქს 150 000 ლარის ზარალი მიადგა”
დიდი და მცირე სცენის დაკარგვა-გადამალვის რისკები ბათუმის მერიაში
ბათუმის მერიაში არსებობს „საჯარო ფინანსებით შექმნილი ქონების დაკარგვის, დაზიანების, გადამალვის ან/და შემცირების რისკები“, – ამ დასკვნამდე სახელმწიფო აუდიტი, კონკრეტულ შემთხვევაში, იმ ფაქტიდან გამომდინარე მივიდა, რომ ბათუმის მერიამ სრულად არ შეასრულა საკრებულოს განკარგულება. საკრებულოს 2014 წლის განკარგულებით, მერიის ა(ა)იპ „ბათუმის სცენის“ ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი 2 445 554 ლარის ღირებულების ქონება საკუთრებაში გადაეცემოდა, ასევე მერიის კუთვნილ ა(ა)იპ-ს …
Continue reading “დიდი და მცირე სცენის დაკარგვა-გადამალვის რისკები ბათუმის მერიაში”
EMC-ს შეფასება ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება ქალაქ ბათუმში, 2017 წლის 11 მარტს განვითარებულ პროცესებს და სახელმწიფოს მოუწოდებს,უზრუნველყოს მოვლენების სათანადო შესწავლა და რეაგირება. 2017 წლის 11 მარტს, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სპონტანურად ორგანიზებული პროტესტისმიზეზი, პოლიციის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გამკაცრებული დაჯარიმების პრაქტიკა გახდა. შეკრების მონაწილეების პროტესტის გამძაფრება ძმის დაკრძალვიდან დაბრუნებულიჯიმი ვარშანიძის დაკავებამ გამოიწვია. …
Continue reading “EMC-ს შეფასება ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე”
შს მინისტრი: აჭარის პოლიციაში საკადრო ცვლილებების აუცილებლობა არ არსებობს
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ აჭარის პოლიციაში საკადრო გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს. ამის შესახებ მინისტრმა „იმედთან” ჩართვისას განაცხადა. მინისტრი არ ადასტურებს ბათუმში გამართული აქციის მონაწილეების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პოლიციელები ქსენოფობიური დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ მოქალაქეების მიმართ: „ზედაპირულად ეს სიტუაცია უკვე გავიარე, მაგრამ დეტალურად გავერკვევი ყველა იმ ნიუანსში და პრეტენზიაში, …
Continue reading “შს მინისტრი: აჭარის პოლიციაში საკადრო ცვლილებების აუცილებლობა არ არსებობს”
არმაზ ახვლედიანი: არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს აწყობდათ ეს აქცია
11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ „ბათუმელები“ პოლიტოლოგ არმაზ ახვლედიანს ესაუბრა. ბატონო არმაზ, ხედავთ თუ არა გარკვეულ ძალებს ამ აქციის უკან? დღეს გაკეთდა განცხადებები, სადაც მთავრობა მიუთითებს “ნაციონალური მოძრაობის“ როლზე, რომელმაც გუშინ სოლიდარობა გამოუცხადა აქციის მონაწილეებს, თქვენთვის რამდენად დამაჯერებელია ხელისუფლების ეს მითითება? სამწუხაროდ, ტრადიციად იქცა საქართველოში, რომ ხელისუფლება მის საწინააღმდეგოდ მიმართულ ნებისმიერ მკვეთრ ქმედებას აბრალებს …
გენო გელაძე: პატრულის თანამშრომლები ხელმძღვანელისგან რეგიონული ნიშნით დისკრიმინაციაზე მომიყვნენ
გენო გელაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ორი კვირის წინ სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერდა: „აჭარაში საპატრულო პოლიციაში დასაქმებული ადგილობრივები ხელმძღვანელების მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობაზე, მათი უფლებების მიზანმიმართულ შეზღუდვებზე საუბრობენ…“ რა ინფორმაცია ჰქონდა მაშინ გენო გელაძეს, გამოეხმაურა თუ არა სამთავრობო უწყებები მის პოსტს და რა დაინახა გუშინდელ საპროტესტო აქციაში – „ბათუმელები“ გენო გელაძეს ესაუბრა: რა ინფორმაცია …
ბათუმის აქციის კიდევ შვიდ მონაწილეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დღეს, 12 მარტს, 16 პირის საქმე შევიდა, ვისაც ადმინისტრაციული წესით ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედებოდა ბრალი. საუბარია საპროტესტო აქციის შემდეგ დაკავებულებზე. სასამართლომ 7 მათგანს ადმინისტრაციული პატიმრობა 5-5 დღით შეუფარდა. დაკავებულებიდან 6 შემთხვევას მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი 20 მარტს განიხილავს. დღეს მოსამართლემ ისინი სასამართლო დარბაზში, წინასწარი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა. ამავე მოსამართლემ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობიდან საერთოდ …
Continue reading “ბათუმის აქციის კიდევ შვიდ მონაწილეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს”
რა მოხდა ბათუმში – 11-12 მარტის ქრონიკა
აქცია ბათუმში 11 მარტს, დაახლოებით ოთხ საათზე, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „ბათუმი – პლაზასთან“ დაიწყო. [checklist] აქციის მიზეზად მონაწილეები ასახელებდნენ ინცინდენტს საპატრულო პოლიციასა და მოქალაქეს შორის. პატრულმა მოქალაქე ჯერ არასწორი პარკრებისთვის დააჯარიმა, შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დააკავა. დააკავეს მოქალაქის თანმხლები პირიც. [/checklist] თვითმხილველები ამბობდნენ, რომ პოლიციამ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ამან გამოიწვია სპონტანური აქცია ადგილზე, რომელიც …
ბათუმის აქციაზე დაკავებულების გასამართლება
საპროტესტო აქციის შემდეგ დაკავებულებიდან 16-ის საქმე დღეს, 12 მარტს განიხილება ბათუმის საქალაქი სასამართლოში. ამ დროისთვის ოთხ ადამიანის: თემურ ლობჟანიას, არჩილ აბაშიძეს, ზაზა თედორაძესა და ლაშა დეკანაძის საქმის განხილვა უკვე დასრულდა. მათ 5-5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლეებმა სალიხ შაინიძემ და გოჩა ფუტკარაძემ მიიღეს. დაკავებულებიდან ორი არასრულწლივანი იყო. ისინი მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. …
Continue reading “ბათუმის აქციაზე დაკავებულების გასამართლება”
კახა კალაძე: ეს იყო მართული პროცესი
12 მარტს,აჭარის მთავრობის სახლთან საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ბათუმში გუშინ ღამით განვითარებული მოვლენები შეაფასა: “ძალიან მძიმე ღამე იყო ბათუმისთვის. თავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი იმ მონაპოვართაგან, რაც ჩვენმა ხალხმა მოახერხა 2012 წელს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გავცდეთ იმ ჩარჩოებს, კანონს და წესრიგს, რაც ამ მიმართულებით არსებობს. გუშინ რაც მოხდა ეს იყო ვანდალიზმი …
აქციაზე დაშავებულ დეპუტატს ოპერაციას თბილისში ჩაუტარებენ
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს ირაკლი ჭეიშვილს ოპერაციას თბილისში ინგოროყვას კლინიკაში სავარაუდოდ დღეს ჩაუტარებენ. დეპუტატი, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გუშინ გამართულ აქციაზე დაშავდა, მას სახეში ქვა მოხვდა. რის შედეგადაც გატეხილი აქვს სახის ძვალი. ჭეიშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ აქციის მონაწილეები მის მიერ ჟურნალისტებთან გაკეთებულმა შეფასებამ გაანაწყენა. „ … მე ვასრულებდი მედიატორის ფუნქციას პოლიციასა და …
Continue reading “აქციაზე დაშავებულ დეპუტატს ოპერაციას თბილისში ჩაუტარებენ”
ბათუმის სასამართლოში დაკავებულების პროცესი იწყება
ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკვე მიიყვანეს აქციის მონაწილეები, რომლებიც სამართალდამცავებმა გამთენიისას დააკავეს. სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. 40-მდე აქციის მონაწილეა დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით 12 მარტს, გამთენიისას ბათუმში მიმდინარე აქციზე. შსს- დაკავებულების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს ჯერჯერობით, თუმცა როგორც “ნეტგაზეთს” განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს – 225-ე და 353-ე პრიმა, რაც ნიშნავს …
Continue reading “ბათუმის სასამართლოში დაკავებულების პროცესი იწყება”
ბათუმში პოლიციასთან ყოფილი მოჭიდავე დეპუტატი და სპორტსმენები მივიდნენ
აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან სპოეტსმენები იკრიბებიან. აქვეა მუხრან ვახტანგაძე, სპორტსმენი და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში. “ჩვენ ნდა გავანეიტრალოთ სიტუაცია. ცემა-ტყეპას არავინ აპირებს”, – გვითხრა მუხრან ვახტანგაძემ. მისი თქმით, 50-მდე მოჭიდავე და მორაგბე საკუთარი ინიციატივით შეიკრიბა “ქალაქის დასაცავად”. სპორტსმენები ამბობენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია გაიმართება თუ არა საპროტესტო აქცია ისევ. კითხვაზე, რა როლი ექნება …
Continue reading “ბათუმში პოლიციასთან ყოფილი მოჭიდავე დეპუტატი და სპორტსმენები მივიდნენ”
ენმ-ს წევრებმა ბათუმში დაანონსებული მხარდასაჭერი აქცია გააუქმეს
რამდენიმე წუთის წინ ენმ-ს წევრებმა ბათუმში გუშინ დაანონსებული მხარდამჭერი აქცია გააუქმეს, რითაც გაემიჯნეს მათი ოპონენტების მიერ გაკეთებულ ბრალდებებს, გუშინ განვითარებულ მოვლენებში, მათი მონაწილეობის შესახებ. ენმ-ს წევრი გიორგი კირთაძე, მათი პარტიის წევრების მიმართ წაყენებულ ბრალდებებს საპროტესტო აქციის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით უარყოფს და ამბობს, რომ აქცია სულ სხვა პოლიტიკური ძალების მიერ იყო ორგანიზებული – “იქ იყო …
Continue reading “ენმ-ს წევრებმა ბათუმში დაანონსებული მხარდასაჭერი აქცია გააუქმეს”
ზურაბ პატარაძე: „სამწუხაროდ, ჩვენ აქ ვხედავთ პოლიტიკურ ელფერსაც“
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ეჭვობს, რომ გუშინდელ საპროტესტო აქციას ბათუმში პოლიციის წინააღმდეგ პოლიტიკური ელფერი ჰქონდა, ამის შესახებ მან აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან განვითარებული მოვლენების შეფასაბისას განაცხადა: „ სახელმწიფო, ქალაქი, რეგიონი არ შეეგუება ვანდალიზმს, არ შეეგუება უსამართლობას, არ შეეგუება იმ ქმედებებს, რომელიც გუშინ, სამწუხაროდ, ბათუმში განვითარდა. სამწუხაროდ, ჩვენ აქ ვხედავთ პოლიტიკურ ელფერსაც. ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი, …
Continue reading “ზურაბ პატარაძე: „სამწუხაროდ, ჩვენ აქ ვხედავთ პოლიტიკურ ელფერსაც“”
უშიშროების საბჭოს მდივანი: „ახლა მნიშვნელოვანია აქციას მსგავსი განვითარება აღარ მოყვეს“
რამდენიმე წუთის წინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს გიორგი აბაშიშვილს და უშიშროების საბჭოს მდივანს დავით რაქვიაშვილს შეხვდა. შეხვედრა დახურული იყო. შეხვედრის შემდეგ დავით რაქვიაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით: სიტუაცია ბათუმში ამ დროისთვის კონტროლირებადია. „ახლა მნიშვნელოვანია ის, რომ აქციას მსგავსი განვითარება აღარ მოჰყვეს. მე ვერ ვხედავ ამის მყისიერ საფრთხეს. კარგად …
არეულობა ბათუმში – გამთენისას აქციის 40-მდე მონაწილე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსსამსახურის ცნობით ბათუმში გამთენიისას 40 მდე პირი დააკავეს. შსს- დაკავებულების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს ჯერჯერობით, თუმცა როგორც “ნეტგაზეთს” განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს – 225-ე და 353-ე პრიმა. რაც ნიშნავს მასობრივი არეულობის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, ცეცხლის წაკიდება, იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება, ანდა ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის …
Continue reading “არეულობა ბათუმში – გამთენისას აქციის 40-მდე მონაწილე დააკავეს”
აქცია შეწყდა – პოლიცია აქციის მონაწილეებს ეძებს, მერია ქუჩას ასუფთავებს
აქცია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან დასრულდა. სპეცრაზმი სხვადასხვა უბანში გადანაწილდა, პოლიცია აქციის მონაწილეებს ეძებს, რომელთაც 11 მარტს ღამით და 12 მარტს, გამთენიისას დაარბიეს პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორია, დააზიანეს შუქნიშნები, საგზაო ნიშნები, ბორდიურები, ფილაქანი, დაწვეს პოლიციის და სამოქალაქო პირთა მანქანები. ამ დროისათვის აქციის ადგილას მობილიზებულია ბათუმის სახანძრო სამსახური, სპეცტექნიკა და სანდასუფთავების თანამშომლები, რომლებიც ქუჩას ასუფთავებენ. ადგილზე …
Continue reading “აქცია შეწყდა – პოლიცია აქციის მონაწილეებს ეძებს, მერია ქუჩას ასუფთავებს”
ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში გამართულ აქციას ეხმაურება
ბათუმში, პოლიციის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ექს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილ იგამოეხმაურა საკუთარ ფეისბუქგვერდზე: „არ შემიძლია უემოციოდ ვუყურო ბათუმში განვითარებულ სრულიად არანორმალურ, ანტისახელმწიფოებრივ და ქაოტურ მოვლენებს. ამის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისა და შეფასების დრო ახლა არ არის. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, რაზეც აუცილებელია დროული, გონივრული და მკაცრი რეაგირება მთავრობის მხრიდან. ეს არის სახელმწიფოებრიობის ტესტი, რაც პირდაპირ …
Continue reading “ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში გამართულ აქციას ეხმაურება”
ბათუმში აქციაზე სპეცრაზმი გამოჩნდა
ამ წუთებში ბათუმში, პოლიციის მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, სპეცდანიშნულების რაზმები გამოჩნდა. ისმის სროლის ხმა. სპეცრაზმთან ერთად, გამოჩნდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანებიც. სპეცრაზმი გამაფრთხილებელ ნიშანს აძლევს აქციის მონაწილეებს დასაშლელად. აქცია პოლიციის შენობასთან უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა დაარბიეს მიმდებარე ტერიტორია, ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის და კერძო პირების ავტომანქანებს, დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა. ამ წუთებში უკვე …
აქციის მონაწილეები ფეიერვერკებს უშვებენ
ბათუმში, პოლიციის დეპარტამენტთან მიმდინარე აქციაზე, აქციის მონაწილეები ფეიერვერკებს პოლიციის შენობის მიმართულებით ისვრიან. ამ წუთებში პოლიციის ეზოში სამი მანქანა იწვის, რომელთაც ცეცხლი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც აქციის მონაწილეებმა პოლიციის შენობის ეზოში ბენზინით სავსე ბოთლები ისროლეს. საპროტესტო აქციის ზოგიერთი მონაწილე ალმოდებული მანქანების ფონზე სელფებს იღებს. ამ წუთებში აქციის მონაწილეები შუქნიშანს ამტვრევენ. ____________________________________________ შეცდომის გასწორება: მასალაში თავდაპირველად აღნიშნული …