„ბათუმელები“ ყოველკვირეული გაზეთის ნაცვლად ჟურნალის გამოცემას იწყებს

შპს „გაზეთი ბათუმელები“ 2017 წელს ყოველკვირეული გაზეთ „ბათუმელების“ ნაცვლად ანალიტიკურ, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალს გამოსცემს.   მაღალპოლიგრაფიული, 104-გვერდიანი ჟურნალი „ბათუმელები“ თვეში ერთხელ გამოვა. მისი შეძენა შესაძლებელი იქნება ხელმოწერის საშუალებით, ასევე, სტელაჟებსა და ჯიხურებში. ჟურნალის მიზანია საზოგადოების ყურადღების გამახვილება ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, კორუფცია და ნეპოტიზმი, სიღარიბე, განათლების პრობლემები, ძალაუფლების ბალანსი სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის, ქვეყნის შიდა …

აჭარის განათლების სამინისტროს გრანტები სტუდენტებისთვის

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „სტუდენტთა დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში 2016 წელს ჩარიცხულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის აცხადებს კონკურსს.  სამინისტროში განცხადებების მიღების ვადები განისაზღვრა 2017 წლის 13 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც შემდეგ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ: 2016 წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო …

ახალი სპორტული კომპლექსი 23 000 კვ/მ ტერიტორიაზე აშენდება

ბათუმში ლეონიძის ქუჩაზე სპორტული კომპლექსი 23 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე აშენდება. 16 000 კვ.მეტრ შენობაში სხვადასხვა სპორტული სახეობების სექციები – სპორტული ტანვარჯიში;  მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზი;  ბ/რ ჭიდაობის დარბაზი;  თავისუფალი ჭიდაობის დარბაზი;  სპორტული ცეკვების დარბაზი; ჭადრაკის დარბაზი; ტაეკვონდოს დარბაზი; ქართული საბრძოლო ხელოვნების დარბაზი; უნივერსალური ტრანსფორმირებადი დარბაზი; კრივის დარბაზი განთავსდება. თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსში გასახდელები, საპირფარეშოები, დამხმარე და …

როგორ მივიღოთ ინფორმაცია მიწის რეგისტრაციაზე

„წინასაარჩევნოდ გვითხრეს, დაგიკანონებთ მიწებსო და შევიტანეთ რეესტრში აზომვითი ნახაზები. მას შემდეგ პასუხს ველით“, – გვითხრა ესმა ცეცხლაძემ. ის მახვილაურში ცხოვრობს, რომელიც ამჟამად ბათუმის ტერიტორიაა. ესმას ოჯახი 20 წელია ყოფილი მეურნეობის მიწებს იყენებს. მისი თქმით, რეესტრისგან თვეების განმავლობაში, კონკრეტულად კი გასული წლის სექტემბრის შემდეგ, ცხელ ხაზზე დარეკვის დროს, მხოლოდ ასეთ პასუხს იღებს: „მიმდინარეობს მონაცემების მოძიება“. ესმა …

ბათუმში „შერატონის“ მესაკუთრის სახელობის ქუჩის სახელის გადარქმევას ითხოვენ

ბათუმის საკრებულოში პეტიცია შევიდა. მოქალაქეები ქალაქის ერთ-ერთი პატარა ქუჩის სახელის გადარქმევას ითხოვენ. ამ ქუჩას წარმოშობით ლაზი თურქი ბიზნესმენის ნურეთინ ჩარმიქლუს სახელი საკრებულოს გადაწყვეტილებით 2010 წელს მიენიჭა. მის სახელს ბათუმში სასტუმრო „შერატონის“ მშენებლობა უკავშირდება.  გარდა ამისა, იგი საქართველოს საპატიო კონსულია ქალაქ იზმირში.  საკითხი სხდომაზე გასვლამდე საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის კომისიამ უნდა განიხილოს. კომისიის ხელმძღვანელის ნინო ბერაძის ინფორმაციით, …

ვინ აიღო პრემიები აჭარის სამინისტროებში

ხელფასებში, დანამატებსა და პრემიებში, აჭარის ოთხ სამინისტროში გასულ წელს მთლიანობაში 6 მილიონ 151 ათასზე მეტი ლარი გაიცა. აქედან 3,5 მილიონი ლარი –  ხელფასებში [თანამდებობრივი სარგო], 1,6 მილიონი ლარი – დანამატებში, ხოლო 867 ათას 724 ლარი პრემიებში დაიხარჯა. აჭარის სამინისტროებში 2016 წელს გაცემული ხელფასები და პრემიები [ლარი]: ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ, გასული წლის დეკემბრის …

აქცია გენეტიკური ექსპერტიზის მოთხოვნით

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილები გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ, რაც მათი აზრით, ბრალდებულის, ვაჟა ხ.-ს უდანაშაულობას დაამტკიცებს. ვაჟა ხ.-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვასა და გასაღებაში ედება ბრალი. ამ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას, დიდი ალბათობით, დღეს მიიღებს. თუკი მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს დაადასტურებს, ვაჟა ხ.-ს 8-დან 20 წლამდე თავისუფლების …

რა მოხდა კინტრიშის ხეობაში მშენებარე ჰესზე

კინტრიშის ხეობაში მშენებარე ჰესთან მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ სამშენებლო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. ჰესის მშენებელ კომპანიაში თქვეს, რომ ჰესის გვირაბთან კლდე ჩამოინგრა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის და სოფელ ჭახათის რწმუნებულის თქმით კი, ჩამოინგრა გვირაბის ნაწილი. შემთხვევა 2016 წლის დეკემბერში მოხდა. ჰესის მშენებლობაზე კომპანია  „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანი“ მუშაობს, რომლის დირექტორი პაატა ფხალაძე აცხადებს, რომ გეოლოგიური დასკვნების მიუხედავად, გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა …

ამინდის პროგნოზი: აჭარაში მოსალოდნელია თოვა და შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ამინდი აჭარაში დღეიდან, 25 იანვრიდან, გაუარესდება და მომდევნო დღეებში ბარსა და მთაში მოსალოდნელია თოვა. „დღეს ღამით მოსალოდნელია სანაპირო რაიონებში ნალექი, უმეტესად წვიმის სახით, მთაში – თოვა, ზვავსაშიშროება. ღამით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი – 17-22 მეტრი წამში, ზღვაზე მოიმატებს შტორმი – 4-5  ბალამდე. მომდევნო დღეებში პროცესი უფრო გააქტიურდება …

კანაფის მოყვანა – გაუქმდება თუ არა თავისუფლების აღკვეთით დასჯა

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არსებითი განხილვა დაიწყო სარჩელის, რომელიც ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერების, მათ შორის, კანაფის უკანონო დათესვას, მოყვანას და კულტივაციას ეხება. თუკი საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, თავისუფლების აღკვეთით ვეღარ დასჯიან ადამიანს კანაფის კულტივაციისთვის. მოსარჩელეები ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგინაშვილი თვლიან, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი არღვევს „საქართველოს კონსტიტუციის“ …

ბსუ-ს რექტორის განმარტება უნივერსიტეტის შენობის გაყიდვაზე

სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის შენობა საერთო საცხოვრებლისა და მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით, მწვანე კონცხზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრომ გასაყიდად აუქციონზე გაიტანა. მთავრობისთვის გადაცემამდე ქონება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეკუთვნოდა. რის სანაცვლოდ დათმო მილიონების ღირებულების ქონება ბათუმის უნივერსიტეტმა? – კითხვებს ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში პასუხობს. ბატონო მერაბ, რა მიიღო უნივერსიტეტმა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის შენობებისა და მისი მიმდებარე ფართობის დათმობის …

აბაზანაში დამონტაჟებული გაზის გამათბობლის გამონაბოლქვით მოწამლული მძიმე მდგომარეობაშია

უკვე მესამე კვირაა კლინიკაში მოთავსებულია 19 წლის ბათუმელი გოგონა, რომელიც სამედიცინო დასკვნის თანახმად ბუნებრივი აირის ნამწვით მოიწამლა. აბაზანაში შესული გოგონა, დაახლოებით 40 წუთის შემდეგ, უგონო მდგომარეობაში იპოვეს ოჯახის წევრებმა. გაზზე მომუშავე წყლის გამათბობელი სწორედ აბაზანაშია დამონტაჟებული. გოგონას დედა ამბობს, რომ დაახლოებით ორი თვის წინ გამოიძახა კომპანია „სოკარის“ ტექნიკური ჯგუფი და გამათბობლის შემოწმება სთხოვა. „ავარიული ჯგუფის …

რატომ იხურება ავეჯის მაღაზიები ბათუმში

ავეჯისა და საოჯახო ნივთების 4 ცნობილი მაღაზია ბათუმში იხურება. მაღაზიის მფლობელები დახურვას ლარის გაუფასურებას და შესაბამისად, იმპორტირებული საქონლის გაძვირებას არ უკავშირებენ. კვლევის მიხედვით კი, ავეჯით და საოჯახო ნივთებით ვაჭრობის სექტორში 22 პროცენტით შემცირდა ბრუნვა. ჯერ არ დახურულა, მაგრამ აბრა, ფართობის გაქირავება-გაყიდვის შესახებ უკვე გამოკრულია გორგასლის ქუჩაზე, მაღაზია VALENTIN-ის შესასვლელთან. მაღაზიაში ზურაბ გოგიტიძე დაგვხდა, ბათუმის ოფისის …

ქობულეთის გამგებელი ხეების მოჭრაზე ნებართვის გაცემას არ გამორიცხავს

ქობულეთის გამგეობის ინფორმაციით, სოფელ ხუცუბნის ცენტრალური გზის გარკვეული მონაკვეთის გაფართოება იგეგმება.  როგორც გამგეობაში აცხადებენ, გზის გაფართოება „უსაფრთხოების დაცვის მიზნით იგეგმება“, რადგან გზის ამ ნაწილში ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. გამგეობა გზის გაფართოებას ხეების მოჭრის ხარჯზე აპირებს. „ხუცუბნის მოსახლეობის მოთხოვნაა რომ გზა გაფართოებულიყო, თუმცა, ჩვენ დაველოდებით საგზაო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას“ – გვეუბნება ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუკი …

დიდება გმირებს – აქცია ბათუმში გიორგი ცერცვაძის მხარდასაჭერად

„არა რუსულ პოლიტიკას“, „დიდება გმირებს“ , „თავისუფლება გია ცერცვაძეს“ – ამ და სხვა შინაარსის ტრანსპარანტებით დღეს ბათუმის იუსტიციის სახლთან გიორგი ცერცვაძის დაკავება და მისი რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებზე შესაძლო გადაცემა გააპროტესტეს. აგვისტოს ომის მონაწილის, უკრაინაში დაკავებული გიორგი ცერცვაძის მხარდასაჭერად აქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაგეგმა. გიორგი ცერცვაძე 2017 წლის 15 იანვარს საქართველოდან უკრაინაში გამგზავრების შემდეგ კიევის აეროპორტში დააკავეს. …

აქცია ადექვატური კომპენსაციის მიღების მოთხოვნით

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, ხიხანის ქუჩაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ აქცია გამართა. მათ ელექტროგადამცემი მაღალი ძაბვის ხაზის მშენებელი კომპანიისგან საკუთრების დათმობის სანაცვლოდ „არაადეკვატური ფასის შეთავაზება“ გააპროტესტეს. „მიწის ნაკვეთზე, კვადრატულ მეტრზე 20 ლარი, ხოლო სახლზე კვადრატულ მეტრზე 200 ლარი შემოგვთავაზეს. ასე ავუნაზღაურეთ სხვებსაცო ამბობენ, მაგრამ საინტერსოა ქედაში და ბათუმში შეიძლება ფასი ერთნაირი იყოს? კვადრატულ სოცხოვრებელს 200 ლარად ვიყიდით? – …

ქვემო თხილვანა – რა წერია გეოლოგიურ დასკვნაში და რამდენად ადეკვატურია მთავრობა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში მეწყერი მიმდინარე წლის 10 იანვარს განვითარდა. გეოლოგიური დასკვნით, დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 1200-1500 მეტრში, დაგროვილია ნახევარ მილიონ კუბურ/მეტრზე მეტი მიწის მასა. ეს მეწყრულ-ღვარცოფული  მასა შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიძრას, რაც საფრთხეს უქმნის მთლიანად სოფელს. ოჯახების გაყვანა უსაფრთხო ადგილას აუცილებელია, მათთან პირობებზე შეთანხმებას კი მთავრობა დღემდე ვერ ახერხებს. მეტიც, აჭარის მთავრობას სტიქიიდან ორი კვირის …

ნათია სირაბიძე – დელეგატი აჭარიდან ევროპის კულტურის პარლამენტში

ევროპის კულტურის პარლამენტის შესარჩევმა კომიტეტმა პარლამენტის ახალ წევრად, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია სირაბიძე დაამტკიცა. ნათია სირაბიძე ბლიც-ინტერვიუში თავად განმარტავს, რას გულისხმობს ევროპის კულტურის პარლამენტის დელეგატობა და რა უფლება-მოვალეობები აქვთ მის წევრებს. ქალბატონო ნათია, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, აჭარისთვის  ევროპის კულტურის პარლამენტში კიდევ ერთი დელეგატის ყოლას? მართალია რეგიონების მიხედვით დაყოფა არ არის, მაგრამ გადაწყვეტილება, რომ წევრად …

აჭარის მთავრობა ციხისძირის „შუქურას“ ყიდის

აჭარის მთავრობა სააქციო საზოგადოება „დასასვენებელი სახლი შუქურა“-ს 99, 956 % – ის აქციათა პაკეტს პირობიანი აუქციონით ყიდის. ქონების დარჩენილი ნაწილი ფიზიკურ პირებს ეკუთვნით. სახლებში კი, რომლებსაც ეს სააქციო საზოგადოება ფლობს, თვითნებურად შესახლებულები ცხოვრობენ. აუქციონის პირობებში მითითებულია, რომ ქონების ნაწილი თვითნებურადაა დაკავებული, თუმცა არსად წერია იმის შესახებ რაიმე ვალდებულებას დააკისრებს თუ არა მთავრობა შემძენს, იქ მცხოვრები …

მწვანე კონცხზე უნივერსიტეტის შენობას, სავარაუდოდ, ივანიშვილი ყიდულობს

აჭარის მთავრობა მწვანე კონცხზე ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის ორ შენობას [3239,62 კვ.მ და 4912,07 კვ.მ] და მათზე დამაგრებულ ფართობს [ჯამში 13 640 კვ.მ] პირობადებული აუქციონით ყიდის. ამ შენობებიდან ერთი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსია [თუმცა, სასწავლო პროცესი აქ აღარ მიმდინარეობს], მეორე კი ამავე უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქონების საწყისი ფასი 4 მილიონ …

ბათუმში გიორგი ცერცვაძის მხარდასაჭერად აქცია იგეგმება

დღეს, საღამოს 5:30 საათზე, ბათუმში, იუსტიციის სახლთან, უკრაინაში დაკავებული გიორგი ცერცვაძის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. გიორგი ცერცვაძე 2017 წლის 15 იანვარს საქართველოდან უკრაინაში გამგზავრების შემდეგ კიევის აეროპორტში დააკავეს. 17 იანვარს კი კიევის სასამართლომ  მას 40 დღით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აქციის ორგანიზატორი „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციაა. აქცია დღეს პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი კირთაძემ დააანონსა: „თბილისის პარალელურად დღეს …

მკვლელობის მცდელობის საქმე

მოსამართლე ირაკლი შავაძე იაკობ ა.-ს საქმეს განიხილავს. მას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა გასული წლის 17 ივლისს სოფელ თხილნარის ერთ-ერთ კაფეში ცეკვის დროს გიზო დ. დაჭრა. 18 ივლისს პოლიციელებმა იაკობ ა. დააკავეს. დაცვის მხარე მოუყვა „ბათუმელებს“, რომ 19 ივლისს პოლიციაში თავისით გამოცხადდა სხვა ახალგაზრდა, დაზარალებულის ბიძაშვილის ქმარი, რომელმაც თქვა, რომ დანაშაული მან …

აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელის კომენტარი გია აბულაძის კრიტიკაზე

აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ კახიძე, გია აბულაძის კრიტიკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლებას მათ დებულება აძლევს. „თუ გადახედავთ ევროპულ გამოცდილებასაც, ვნახავთ როგორ მუშაობს იქ  დასაქმების ცენტრები. მათი ერთ-ერთი ფუნქციაა იზრუნონ კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა სამუშაოს მაძიებლების დასაქმების შესაძლებლობა გაიზარდოს. ყველა კვლევა ცხადყოფს, რომ უმუშევრობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არის ის, რომ ადამიანები ნაკლებად კონკურენტუნარიანი არიან …

სულხან ღლონტი უმაღლესი საბჭოს წევრის კრიტიკაზე

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი, უმაღლესი საბჭოს წევრის, გია აბულაძის განცხადებას გამოეხმაურა. დეპუტატი აცხადებდა, რომ ტურიზმის დეპარტამენტი და დასაქმების სააგენტო დუბლირებულ პროგრამებში არაეფექტურად ხარჯავენ თანხას. სულხან ღლონტს მიაჩნია, რომ  ამ ტიპის განცხადებები უფრო გააზრებულად უნდა გაკეთდეს. „ტურიზმის სკოლის ძირითადი პრიორიტეტი არის ტურიზმის განვითარება მაღალმთიან აჭარაში.  იქ არსებობს  საოჯახო ტიპის სასტუმროები, რომლებსაც შეუძლიათ ავთენტურ გარემოში აჩვენონ …

„ტვ25“-ის დირექტორი ირინა ყურუას ტელევიზიიდან წასვლაზე

„ტვ 25“-დან საინფორმაციო სამსახურის უფროსის და გადაცემა „დიალოგის“ წამყვანის წასვლას ტელევიზიის დირექტორი, მურთაზ ფრანგულაშვილი დღეს სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გამოეხმაურა. მან ირინა ყურუას წასვლას „დრამატული“ და „თეატრალიზებული“ უწოდა. „ტვ 25“-ის დირექტორი დარწმუნებულია, რომ ირინამ არხი „აჭარის ტელევიზიაში“ გადასვლის გამო დატოვა და მენეჯმენტს ახალი მოდელის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. თავად ირინა ყურუა კი ამბობს, რომ შეთავაზება დასაქმებაზე …

საკადრო ცვლილებები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში

შპს „სტადიონს“ ახალი დირექტორი ეყოლება. ამ პოსტზე გიორგი ზირაქაშვილს სულხან ხალვაში შეცვლის. სულხან ხალვაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, ბოლო 5 თვის განმავლობაში, მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. გიორგი ზირაქაშვილმა „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ ის ახალ შეთავაზებას ელოდება. მინისტრის მოადგილედ შესაძლო დანიშვნას არ ადასტურებს ჯემალ ბოლქვაძე, შპს „გოდერდზირესორტსის“ დირექტორი. „საუბრის დონეზეც კი არ ყოფილა მაგ თანამდებობის შემოთავაზება“ – განაცხადა …

მემედ აბაშიძის ქუჩაზე ტრანსფორმატორი იწვის [ფოტო]

ამ წუთებში მემედ აბაშიძის 25 ნომერში [მ. აბაშიძის და კ. გამსახურდიას ქუჩების კვეთა] ტრანსფორმატორი იწვის. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით,  სახანძრო ჯგუფი გასულია ადგილზე. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ბათუმში სუპერმარკეტის ბუღალტრის დაყაჩაღების საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

მიმდინარე წლის 3 იანვარს ბათუმში „იალჩინ მარკეტის“ ბუღალტერი დააყაჩაღეს. აღნიშნულ ფაქტზე, შსს-მ 1980 წელს დაბადებული გ.ა. და ამავე წელს დაბადებული  ს.ყ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 19 იანვარს დააკავა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ორი დღის წინ ამავე ფაქტზე და ანალოგიური ბრალდებით, პოლიციამ კიდევ ერთი პიროვნება დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მესამე პირის დაკავება დაგვიდასტურეს. შსს-ს ინფორმაციით: „გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე …

უმაღლესი საბჭოს წევრი: ტურიზმის დეპარტამენტი და დასაქმების სააგენტო საბიუჯეტო თანხას არაეფექტურად ხარჯავენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის „ნაციონალური მოძრაობიდან“, გია აბულაძის განცხადებით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საბიუჯეტო თანხას არაეფექტურად, დუბლირებულ პროგრამებში ხარჯავს. „ტურიზმის დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელმა გამართა პრეზენტაცია, რომ უნდა გახსნას ტურიზმის სწავლების სკოლა, რაც არასწორია, რადგან პირველ რიგში,  საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება განათლების სამინისტროს პრეროგატივაა.  რაც შეეხება სპეციალობებს, აჭარაში არსებობს  ტურიზმის მიმართულების პროფესიული სასწავლებლები ბათუმსა და ქობულეთში, რომლებიც ცენტრალური …

„აფრენშენ“ – ახალი სპექტაკლი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში

დღეს, 23 იანვარს, მხოლოდ ერთი დღით, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება არჩილ გოგუაძის სპექტაკლი „აფრენშენ“, რომელიც მუსიკოს ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნას ეძღვნება. სპექტაკლი საღამოს 19:00 საათზე დაიწყება. მსურველებმა ბილეთების შესაძენად, ბათუმის მუსიკალურ ცენტრს უნდა მიმართონ.  ცენტრის ინფორმაციით, „სპექტაკლი ახალი და ორიგინალურია“.

ურეკში მამაკაცს სამგზავრო მატარებელი დაეჯახა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი საგარეუბნო მატარებელი ურეკში მამაკაცს დაეჯახა. მგზავრებით სავსე მატარებელი ამ დრომდე გაჩერებულია სადგურ „ურეკის“ მიმდებარედ. ერთ-ერთი მგზავრის თქმით, ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები: „აქ ამბობენ, რომ მამაკაცი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა 60-65 წლის იქნებოდა და სავარაუდოდ, გარდაიცვალა… მგზავრებს ჯერ გვითხრეს, რომ მატარებელი ნახევარი საათის შემდეგ დაიძვრება ადგილიდან, ახლა …

ირინა ყურუამ „ტვ 25“ დატოვა

ჟურნალისტმა ირინა ყურუამ „ტელეარხი 25“ დატოვა. ის საინფორმაციო გამოშვება „მაცნეს“ მთავარ რედაქტორად და გადაცემა „დიალოგის“ წამყვანად მუშაობდა. ირინა ყურუა არხიდან წამოსვლის მიზეზად ტელევიზიის დირექტორის მხრიდან შეთავაზებულ მოდელს ასახელებს, რაც, მაგალითად, საინფორმაციო სამსახურში რეპორტიორების შემცირებას ითვალისწინებს. მისი თქმით, ტელევიზიას ფინანსური რესურსის პრობლემა ნამდვილად აქვს, თუმცა მენეჯმენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ის მიიჩნევს, რომ ახალმა მოდელმა, რაც გასართობი …

განათლების მინისტრის „ამოცანა“ პედაგოგებისთვის – ვინ უნდა დარჩეს სკოლაში

ალექსანდრე ჯეჯელავამ ბათუმში სკოლის პედაგოგებთან შეხვედრის დროს პედაგოგთა პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის სქემაში შესატან ცვლილებებზე, კრედიტქულების დაგროვების სისტემასა და საგნობრივ გამოცდებზე ისაუბრა. მისი თქმით, პედაგოგი  ვალდებული აღარ იქნება ჩააბაროს გამოცდა, თუმცა მას  გამოცდაზე მიღებული ქულები კრედიტების დაგროვებაში დაეხმარება. შეხვედრაზე, რომელიც გუშინ, 21 იანვარს გაიმართა პედაგოგებსა და მინისტრს შორის, ასევე საუბარი შეეხო სკოლიდან მასწავლებლის გაშვების …

დენის გათიშვის გრაფიკი აჭარაში – 23-26 იანვარი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გამოქვეყნებული ელექტროენერგიის შეზღუდვების გრაფიკის მიხედვით, 23-26 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება ბათუმში, ქობულეთში, ხულოში, ხელვაჩაურსა და ქედაში სულ 3572 აბონენტს. აქედან, 23 იანვარს ბათუმში 650 აბონენტს, 11-დან 16 საათამდე; ქობულეთში, გელაურის დასახლებაში 464 აბონენტს, 11-დან 13 საათამდე; ხულოში 438 აბონენტს, 11-დან 14 საათამდე; ხელვაჩაურში 356 აბონენტს, 11-დან 17 საათამდე; 24 იანვარს ბათუმში 340 …

როგორ გადაანაწილა ცესკომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის გამოყოფილი 39 მილიონი ლარი

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ორი დღის წინ განსაზღვრა. ადგილობრივი არჩევნების ჩატარებისსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცესკოს 39 მილიონ 11 ათას 899 ლარი აქვს გამოყოფილი. ცესკოს დადგენილებით, აქედან 17 მილიონზე მეტი [ანუ მთლიანი თანხის თითქმის ნახევარი – 44,8%], საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებულთა ხელფასებში დაიხარჯება, დანარჩენი კი სხვა …

დამეწყრილ მოსახლეობას ხელისუფლება ბინებს უმიწოდ, ხულოს ცენტრში სთავაზობს

„მოვრიგდით, შედეგი უკვე გვაქვს. ნებისმიერ დროს, როცა ოჯახები თანხმობას განაცხადებენ, ჩვენ მზად ვართ მათი ტრანსპორტირება მოვახდინოთ“, – უთხრა „ბათუმელებს“ რამაზ ჯინჭარაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. სოფელ თხილვანაში მეწყერი 10 იანვარს გააქტიურდა. გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, აქ მცხოვრები 62 ოჯახის განსახლება აუცილებელია, რადგან მათ მეწყრისგან საფრთხე ემუქრებათ. რამაზ ჯინჭარაძემ ვერ დაგვიკონკრეტა, რამდენმა ოჯახმა განუცხადა თანხმობა ქირით გასვლაზე სამთავრობო …

Exit mobile version