ისმეთ დინდარის პასუხი შპს „აიკონ გრუპის“ განცხადებაზე

ისმეთ დინდარი, ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დირექტორი მინდა გამოვეხმაურო შპს BROTHERS-ის  45-%იანი წილის მესაკუთრე პარტნიორს შპს „აიკონ გრუპის“ მიერ გაკეთებულ განცხადებას და წარმოვადგინო ინფორმაცია ფაქტების შესახებ, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის, კერძოდ, სამეწარმეო რეესტრის სარეგისტრაციო ჩანაწერებით, ხოლო სად არის  სიმართლე, ეს თავად საზოგადოებამ შეაფასოს. ა) 2015 წლის 15 მაისს მიიღეს კომპანიის შპს „BROTHERS“-ის „ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო …

საკრებულოს წევრი: ხულოში სასწრაფოს ავტომობილები მწყობრიდანაა გამოსული

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულს წევრის,  ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხულოს ცენტრში მომუშავე ავტომობილები მწყობრიდანაა გამოსული. საკრებულოს წევრი ხელისფლებისგან დროულ რეაგირებას ითხოვს. „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილს, რომელიც შეაკეთეს და მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ექვსი თვის წინ ზარზეიმით ღორჯომში თვითონ აიყვანა, ერთი თვეც კი არ უმუშავია, მწყობრიდანაა გამოსული. დღეს ხულოში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მხოლოდ ორი ავტომობილი მუშაობს, …

ბარათაშვილის ქუჩაზე დღეს მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს,  17:00 სთ-მდე ნაწილობრივ გადაიკეტება ბარათაშვილის ქუჩა, ვინაიდან მიმდინარეობს ზებრა გადასასვლელების, გზის გამყოფი ზოლებისა და პარკირების ადგილების განახლება/გადაღებვა. სამუშაოები სხვადასხვა ქუჩაზე ეტაპობრივად ხორციელდება და მოსახლეობას წინასწარ ეცნობება ინფორმაცია იმ ქუჩების შესახებ, რომლებზეც სამუშაოების განხორციელება იგეგმება, – აცხადებენ მერიაში. ბათუმის მერიის პრესსამსახურის განმარტებით, შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია სამუშაოები ჩატარდეს მდგრად, მზიან ამინდში, „შესაბამისად, მონიშვნები …

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში პარკის რეაბილიტაცია იგეგმება

ბათუმში, რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ეზოში არსებული პარკის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი შპს „სტადიონმა“ გამოაცხადა. „სტადიონი“ არის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს, რომელიც „რესპუბლიკურის“ ტერიტორიაზე არსებული პარკის მიმდებარედ ახალი სამედიცინო დაწესებულების მშენებლობას კურირებს. რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში არსებული პარკის [დაახლოებით 6500 კვ/მ ფართობი] რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაში „სტადიონი“ მაქსიმუმ 24 500 ლარს გადაიხდის. მიმწოდებელი …

რომელი პასპორტით შეგვიძლია წავიდეთ ევროპაში?

ვიზალიბერალიზაციის პირობებით სარგებლობა ბიომეტრული პასპორტებითაა შესაძლებელი. ამ პასპორტის აღების საფასური 104 ლარია. ბიომეტრულ პასპორტებს იუსტიციის სახლები 2011 წლიდან გასცემენ. „ბათუმელების“ კითხვაზე, არის თუ არა ამ დროიდან გაცემული ნებისმიერი პასპორტი ბიომეტრული, „იუსტიციის სახლის“ ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ ყველა პასპორტი არ არის ბიომეტრიული: „ზოგჯერ, როცა მოქალაქე ვერ ახერხებს იუსტიციის სახლში მისვლას და შეუძლებელია მისი თითის ანაბეჭდის აღება, …

ბავშვის ცემისთვის მაქსიმალური სასჯელი 2 წელია

სახალხო დამცველის აპარატმა სკოლაში მეორეკლასელი ბავშვის ცემის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. საუბარია ბათუმში, მე-15 სკოლაში 28 მარტს მომხდარ შემთხვევაზე, როცა ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა შვილის პარალელურ კლასელს სცემა. სკოლის დირექტორის მოადგილემ, ნანა ქათამაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მშობელი, ვინც შვილის კლასელს სკოლის ეზოში  სცემა, დედაა. „ამ ფაქტს შეესწრო მანდატური და ერთ-ერთი მშობელი. ჩვენ მაშინვე შევატყობინეთ ამის შესახებ უბნის ინსპექტორს. …

საზეპიროების ნაცვლად თამაშები – რას გეგმავს სამინისტრო სკოლებისთვის

„იმის ნაცვლად, რომ მოსწავლეებმა საზეპიროები მოყვნენ ისტორიის წიგნიდან, მათ შეუძლიათ ითამაშონ ისტორიული ფაქტების ირგვლივ და განიხილონ რა სტარატეგია იქნებოდა უფრო საინტერესო, კონკრეტულ შემთხვევაში“-ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში განათლების მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია. ის მინისტრის ინიციატივაზე გვესაუბრება, რომელიც სკოლებში სამაგიდო თამაშების დანერგვას ითვალისწინებს. თემურ მურღულიას თქმით, სამინისტრომ სამაგიდო თამაშების იდეების მიღებაზე კონკურსი უკვე გამოაცხადა. მისი თქმით, სამინისტრო მინიმუმ …

წყლის სისტემა ხელვაჩაურის გამგეობისგან და უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობა

ხელვაჩაურში, სოფელ ფერიის გიგინეიშვილების დასახლებაში წყლის სისტემა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა 2015 წელს მოაწყო. მოსახლეობა ამბობს, რომ აღდგენიდან დღემდე ანუ ორ წელზე მეტია სასმელი წყალი არ მიეწოდება. „დაახლოებით ნახევარი დღე მოდიოდა ონკანიდან ჟანგიანი, ყვითელი წყალი. მერე მილებიც დასკდა და წყალიც წავიდა,“ – ამბობს ნარგიზ ბეჟანიძე. ის და კიდევ 83 ოჯახი გიგინეიშვილების დასახლებაში ცხოვრობს. „მე ჩემი სახსრებით მოვიყვანე …

კონკურსი 6 პოზიციაზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში

  აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა სამინისტროს ცენტრალური აპარატის 6 ვაკანტურ პოზიციაზე: პროექტების დანერგვისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსი; პოლიტიკის დაგეგმვისა და შესრულების მონიტორინგის განყოფილების უფროსი; პოლიტიკის დაგეგმვისა და შესრულების მონიტორინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტი; აგრობიზნესის განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი; იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; სამინისტროს ინფორმაციით, დარგობრივი მიმართულების ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსი …

„ბათუმის აქციის“ კიდევ ერთი მონაწილე გაამართლა სასამართლომ

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ დღეს, 29 მარტს, მამუკა ბერიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა. მამუკა ერთ-ერთი იყო იმ 80 პირს შირის, ვინც სამართალდამცველებმა 12 მარტს, დილით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. „ჩვენ იმ საღამოს ღამის კლუბში ვიყავით ერთად. დილით სახლისკენ მივდიოდით, როცა ჯავახიშვილის ქუჩაზე დაგვაკავეს, სპეცრაზმელებიც იყვნენ… არაფერი აუხსნიათ. რამდენიმე საათის შემდეგ გამოგვიშვეს, მამუკა იქედან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შაქარი …

რა ეტაპზეა ქობულეთში დამწვარი სასტუმროს საქმე, რასაც ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა

ბათუმის საქალაქო სასამართლო განაგრძობს ზაზა ართმელაძის საქმის განხილვას. მას პროკურატურა უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რამაც რამდენიმე პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საუბარია ქობულეთში 2015 წლის 10 მაისს სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილ ხანძარზე, რამაც გასტროლზე მყოფი რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლის, „სიხარული 2“-ის 3 მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა. მოსამართლე ირაკლი შავაძემ უკვე მოისმინა პოლიციელებისა და რამდენიმე მოწმის ჩვენება, ასევე სამხარაულის ექსპერტიზის …

ყოფილი კოლეჯის შენობაზე სამუშაოები დაიწყო

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის განთავსებისათვის ბათუმში, ზურაბ გორგილაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში მდებარე შენობაზე [ყოფილი კოლეჯი] სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება განსაზღვრულია 2 162 520 ლარით. სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული შპს „ალიგატორი 1“ ატარებს. ორსართულიან შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მესამე სართულს და მანსარდას დააშენებენ. ამ შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია/მშენებლობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადებულია შპს ,,Live Design“ -ის მიერ, რაშიც …

ხელვაჩაურისა და ქობულეთის სოფლის ექიმებს მაღალი გამავლობის ავტომანქანებს გადასცემენ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების  სოფლის ექიმებს მაღალი გამავლობის ავტომაქანებს დღეს, 29 მარტს, გადასცემს. სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში შეძენილ იქნა ცხრა ავტომანქანა. აქედან ხუთი ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ხოლო ოთხი – ხელვაჩაურის პირველად ჯანდაცვის ცენტრებს გადაეცემა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში პჯდ ცენტრების ავტოპარკის შევსება სამინისტროს 2017 წლის პროგრამის ფარგლებში დასრულდება. …

„ფინკა ბანკმა“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის აუდიოწიგნი შექმნა

„ფინკა ბანკმა“ უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისთვის აუდიოწიგნი „ჩვენი კლასის წიგნი“ შექმნა. აუდიოწიგნებით 28 მარტს 202-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები დაასაჩუქრეს. „ფინკა ბანკის“ მიერ მომზადებული „ჩვენი კლასის წიგნი“ ბავშვებს ფინანსური განათლების ელემენტებს აცნობს და მათ ბიზნესუნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება. წიგნი შარშან გამოიცა, წელს კი მოხდა მისი სრული ადაპტაცია და დისკრიფცია უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისთვის, წიგნიდან სასარგებლო რჩევები და …

რა გაახსენა ვახტანგ ხმალაძემ მანანა კობახიძეს

„სამართლიანი საარჩევნო მოდელის შექმნა შესაძლებელია. მიმაჩნია, რომ მანდატების გადანაწილების წესი არღვევს კონსტიტუციით განსაზღვრულ თანასწორობას“, – უთხრა მოსამართლეებს კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ხმალაძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს, 28 მარტს არსებითად განიხილა სარჩელი საარჩევნო სისტემის შეცვლაზე და ცესკოს წარმომადგენლების გარდა, ექსპერტების პოზიციაც მოისმინა. ვახტანგ ხმალაძე არ დაეთანხმა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს, გიორგი შარაბიძეს, რომლის პოზიციაც დღეს მოისმინა სასამართლომ. მისი შეფასებით, …

რატომ დგება ბათუმი კანალიზაციის წყლით დატბორვის საფრთხის წინაშე

კანალიზაციის სატუმბი სადგურები ბათუმში შეუფერხებლად მუშაობს -გვითხრეს „ბათუმის წყალში“. რამდენიმე დღის წინ კი ბათუმის N2 სატუმბ სადგურში, ამავე კომპანიის განცხადებით, ოთხიდან ორი ტუმბო მუშაობდა, დიდი იყო მუშა ტუმბოების დაზიანების რისკიც, რაც ქალაქის დიდი ნაწილის კანალიზაციის წყლით და ფეკალიებით დატბორვას  გამოიწვევდა. „შესყიდვების გვერდზე განთავსებულ დოკუმენტაციაში რა პრობლემებზეც იყო საუბარი, ის პრობლემა დღის წესრიგში აღარ დგას. ეს ტუმბოები შეაკეთეს“, – გვითხრეს „ბათუმის წყლის“ …

ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2015 წლიდან დამოუკიდებლად, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით დაიწყო სამშობლოში ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამის განხორციელება. აღნიშნულის მისაღწევად სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა გრანტის სახით გადასცა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სარეინტეგრაციო სერვისების მიწოდებას დაბრუნებული მიგრანტებისთვის. აჭარასა და გურიაში 2016 წლის 01 ივნისიდან აღნიშნულ პროგრამას ანხორციელებს …

დავა საარჩევნო სისტემის კონსტიტუციურობაზე

საარჩევნო სისტემის კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს. დღეს, 28 მარტს, მოსამართლეებმა მხარეთა არგუმენტების გარდა ექსპერტებისა და ცესკოს წარმომადგენლების პოზიციები მოისმინეს. “ამომრჩეველს უნდა გააჩნდეს იმის გარანტია, რომ მის მიერ მხარდაჭერილი პარტია წარმომადგენლობით ორგანოში მიიღებს მანდატების იმდენ პროცენტს, რამდენი პროცენტი ამომრჩეველიც მას მხარს უჭერს,” – მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს იურისტმა ვახუშტი მენაბდემ. ის ამომრჩევლების – თამარ …

80 წლის ვენერა ზაქარიაძე მთავრობასა და საზოგადოებას მიმართავს

ვენერა ზაქარიაძე, ურეხის დასახლება #13 სახლი მოგმართავთ ურეხში მცხოვრები 80 წლის ვენერა ზაქარიაძე, რათა ჩემი სატკივარი გულთან მიიტანოთ. 25 წლის  შვილიშვილი რამდენიმე წლის წინ გარდამეცვალა, სახლში ჩემი ავადმყოფი შვილი, რძალი და შვილთაშვილი დავრჩით. არ გვაქვს არანაირი შემოსავალი, რითაც არსებობას შევძლებთ. 180 ლარი პენსია რაში უნდა გვეყოს? სახლი ავარიულ მდგომარეობაში, მარჩენალიც არავინ გვყავს. რა ვიზალიბერალიზაცია, დანიშნული …

ზურაბ პატარაძე სტუდენტებს შეხვდა

დღეს, 28 მარტს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრაზე მან  ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრას ის სტუდენტები ესწრებოდნენ, რომლებიც გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იმყოფებოდნენ. „ვიზალიბერალიზაცია შესაძლებლობას გვაძლევს, უფრო მეტი ჩართულობა გვქონდეს ევროპასთან, უფრო მეტად ვიყოთ ჩართული სხვადასხვა პროექტში და კულტურულ-ჰუმანიტარული, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ …

შპს „აიკონ გრუპ“-ის განცხადება

შპს „აიკონ გრუპ“, შპს “BROTHERS”-ის საწესდებო კაპიტალის 45% წილის მფლობელი პარტნიორი  განცხადება ჩვენ, როგორც შპს „BROTHERS“-ის საწესდებო კაპიტალის 45%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი შპს „აიკონ გრუპ“-ი იძულებული ვართ ვუპასუხოდ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის ამჟამინდელი ერთ ერთი დირექტორის ისმეთ დინდარის უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელიც არაერთი სატელევიზიო ინტერვიუში თუ საგაზეთო სტატიაში გააჟღერა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისმეთ დინდარის აღნიშნული (უსაფუძვლო და …

ვიზალიბერალიზაციაზე ვიდეორგოლში მთავრობა 130 ათას ლარს გადაიხდის

საქართველოს მთავრობა ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულებასთან დაკავშირებულ  ვიდეორგოლში ბიუჯეტიდან 130 ათას 95 ლარს გადაიხდის. მთავრობა ვიდეორგოლს გამარტივებული წესით შეისყიდის, რაზეც თანხმობა შესყიდვების სააგენტომ 30 მარტამდე უნდა მისცეს. მთავრობის განცხადებით, ვიდეორგოლის მომზადების მიზანია ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ ქვეყნის მოსახლეობისათვის მიღწეული შედეგების გაცნობა და აღნიშნულის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული წარმატეტების შესახებ „ვიზალიბერალიზაციის …

აჭარის სოფლებში დენის გათიშვის მორიგი გრაფიკი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გამოქვეყნებული ელექტროენერგიის შეზღუდვის გრაფიკის მიხედვით, დღეს, 28 მარტს, ელექტროენერგიის მიწოდება აჭარაში დროებით შეუწყდება: ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კაპანდიდში 125 აბონენტს, დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე; დაბა ჩაქვში 6446 აბონენტს დილის 7:30 საათიდან საღამოს 6 საათამდე; ზემო აჭარის რაიონის სოფლებში: ქედა, მერისი და მიმდებარე სოფლებში 1830 აბონენტს, დილის 10:30 საათიდან საღამოს 6 საათამდე.

გრანტების გაცემის დროს ექსპერტების ვინაობა ცნობილი გახდება

სახელმწიფოს მონაწილეობით დაფუძნებული ფონდებისგან გრანტების გაცემის დროს ჟიურის წევრი ექსპერტების ვინაობა ცნობილი იქნება. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დღეს, 27 მარტს, გამოაცხადა. სარჩელის ავტორი გიორგი კრავეიშვილი იყო, რომელიც მიიჩნევდა, რომ ნებისმიერი სახის გრანტის მოპოვების დროს საჯარო უნდა იყოს ექსპერტების ვინაობა, ვინც პროექტს არჩევს. მოსარჩელე კონკრეტულად რუსთაველის ეროვნულ ფონდში გრანტების განხილვის პრაქტიკას აპროტესტებდა.  საკონსტიტუციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით …

არსებობს თუ არა შესაბამისი ტექნიკა ბათუმში მაღლივ კორპუსებში ხანძრის ჩასაქრობად

ბათუმში დღევანდელმა ხანძრის შემთხვევამ, როგორც თვითმხილველები ამბობენ, აჩვენა, რომ ქალაქში სახანძრო უსაფრთხოება ბოლომდე დაცული არ არის, ხოლო სახანძრო სამსახურს საკმარისი შესაბამისი ტექნიკა და აღჭურვილობა არ გააჩნია. მოქალაქეები შიშობენ, რომ 10 და უფრო მაღალ სართულებზე ხანძრის გაჩენის შემთხვევაში ცეცხლის ლოკალიზება სპეცტექნიკის არარსებობის გამო გაჭირდება, ან შეუძლებელი იქნება. თვითმხილველთა თქმით, დღეს მეხანძრეებს არ ჰქონდათ რაციაც კი, ერთმანეთისთვის ინფორმაცია რომ …

სულხან ღლონტი: ეს იქნება დადგმული ფოტოები, განათებით და მსახიობებით

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სულხან ღლონტი „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ ფოტომასალასთან და ახალ ვებგვერდთან დაკავშირებით მან კომენტარი ერთხელ უკვე გააკეთა, „თუმცა ნაციონალური მოძრაობა“ ბრიფინგებს მაინც მართავს“. „ეს იქნება დადგმული, აჭარის დაცული ტერიტორიების, ეროვნული პარკების საუკეთესო სავიზიტო ფოტოები, თავისი განათებით, მსახიობებით, ქართული სუფრით ან ფოლკლორით, ან სპეციალური ლანდშაფტის შექმნით და ა.შ. რომლის რეალური ღირებულება სამჯერ უფრო ძვირია. …

ნაგავსაყრელი სალიბაურის სასაფლაოზე (ვიდეო)

სალიბაურის სასაფლაოზე პირდაპირ საფლავების გვერდით მოქალაქეები ყრიან როგორც სამშენებლო ნარჩენებს [საფლავების მოპირკეთების შემდეგ], ისე სხვა სახის ნაგავს. სასაფლაოს გვერდით ჩამოედინება პატარა მდინარე, რომელიც ასევე ნარჩენებით არის დაბინძურებული. სალიბაურის სასაფლაო ცოტა ხნის წინ გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახლახან შექმნილ აიპის. ამ აიპის ხელმძღვანელი ჯუმბერ ბოლქვაძე ამბობს, რომ სასაფლაოს, ჯერჯერობით, ისინი ვერ აკონტროლებენ: „ახლა ეს სასაფლაო არის 4,5 …

ენმ: ტურიზმის დეპარტამენტი ერთ ფოტოში 300 ლარს გადაიხდის

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ნინო ჯინჭარაძემ, დღს, 27 მარტს გამართულ ბრიფინგზე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის არამიზნობრივ ხარჯვაზე ისაუბრა. ნინო ჯინჭარაძის განცხადებით, აჭარის 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ერთი ფოტოს გადაღებაზე 300 ლარის დახარჯვას აპირებს, რაც მისი თქმით, არამიზნობრივი ხარჯია. „ერთი ფოტოს გადაღებაზე 300 ლარი, ხოლო, მთლიანობაში 15 ათასი ლარი დაიხარჯება.  ეს არის არარეალური ხარჯი, რადგან …

8 წელი უვადო პატიმრობის ნაცვლად

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ედუარდ მ.-ს. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მეთადონის შეძენა და საზღვარზე შემოტანა დაუდასტურდა. ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი 8-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სხდომის დასაწყისში მოსამართლე დაინტერესდა, შედგა თუ არა საპროცესო შეთანხმება. „შეთანხმება არ შედგა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, მას ისევ დავუბრუნდეთ,“ – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა …

ენმ: „ბათუმის კულტურის ცენტრმა“ 107 ათასი ლარი არამიზნობრივად დახარჯა

დღეს, 27 მარტს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ბრიფინგი გაიმართა. ენმ-ს წევრის, ნოდარ დუმბაძის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, ბათუმის მერიის აიპის, „ბათუმის კულტურის ცენტრის“ მიერ, 2015 წელს გამართულ ღონისძიებაზე „ჰიტ ბათუმი“, არამიზნობრივად 147 ათასი ლარი დაიხარჯა. დასკვნის მიხედვით, რომელიც ენმ-ს წევრებმა ბრიფინგზე წარმოადგინეს,  არამიზნობრივად გაფორმდა გარკვეული ხელშეკრულებები. მაგალითად, დასკვნის მიხედვით, „ბათუმის ჩოგბურთის ტერიტორიაზე ღონისძიების ჩატარების დროს, დაცვის …

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა თბილისში – პარლამენტი 3 მილიონი ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, 2017 წლის 26-29 მაისს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია თბილისში გაიმართება. ღონისძიების ორგანიზებისთვის პარლამენტი 3 მილიონი ლარის ფარგლებში პირდაპირ შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს. „განსახილველი ღონისძიების ფარგლებში რამდენიმე ტენდერის გამოცხადების და ერთ-ერთის ჩაშლის შემთხვევაში საფრთხის წინაშე დადგება მაღალი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების ჩატარება საქართველოში, რაც ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლისათვის იქნება შეფერხება“ – …

ბათუმში ევროკავშირის დროშები აღმართეს

დღეს, 27 მარტს, ბათუმის პორტში, ელეტროგანათების ბოძებზე და ადმინისტრაციულ შენობებზე საქართველოს დროშებთან ერთად ევროკავშირის დროშებიც აღმართეს. დროშების აღმართვა უკავშირდება ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას, რომელიც ოფიციალურად ხვალ, 28 მარტიდან ამოქმედდება. უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყანაში 90 დღით შეუძლიათ დარჩენა.

შსს ძაღლებისთვის 17 ტონა მშრალ საკვებს შეიძენს

ზრდასრული ძაღლის მშრალი საკვების შესყიდვაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. 17 000 კილოგრამ მშრალ საკვებში სამინისტრო მაქსიმუმ 132 ათას 600 ლარს გადაიხდის. ტენდერში გამარჯვებულმა სამინისტროს, ცხოველის საკვები ეტაპობრივად უნდა მიაწოდოს, 2017 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში. ცხოველის საკვების ტექნიკური მახასიათებლები: • პროტეინი არანაკლებ – 25 % და არაუმეტეს – 30 %; • ნედლი უჯრედანა (ბოჭკო)– არანაკლებ – 1.2 …

ხანძრის დროს ერთ-ერთი მეხანძრე დაშავდა

დღეს, 27 მარტს, გამთენიისას, ბათუმში, ოძელაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ძლიერი ხანძრის დროს ერთ-ერთი მეხანძრე გია დოლიძე დაშავდა. „კვამლი ჩაყლაპა და პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია, ჟანგბადი ჩაასუნთქეს საავადმყოფოში და გამოუშვეს. ახლა თავს კარგად გრძნობს“, – უთხრეს „ბათუმელებს“ სახანძრო სამსახურში. დაშავებული მეხანძრე სახანძრო სამსახურში უკვე 20 წელია მუშაობს. „საკმაოდ გამოცდილი და კარგი მეხანძრეა“, – გვეუბნებიან სახანძრო სამსახურში. ხანძრი ამ დილით ხუთსართულიან საცხოვრებელ …

ბათუმში საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა [ვიდეო]

ბათუმში, ოძელაშვილის ქუჩის 11 ნომერში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დღეს, 27 მარტს, დილით ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლი კორპუსის სახურავზე გაჩნდა. ბათუმის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და დაშავებულები არ არიან. „სახლის სახურავის თითქმის 80% დაიწვა. სახლზე, მეექვსე სართული, მანსარდა უნდა დაედგათ და ატანილი იყო სამშენებლო მასალები, რომელიც ხანძარმა გაანადგურა“ – გვითხრეს სახანძრო სამსახურში. მათივე ინფორმაციით, …

რიგი სარფის საბაჟოზე [ფოტო]

საქართველო-თურქეთის საზღვარზე, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, თურქეთის მხარეს რიგია. მოქალაქეებს საათობით უწევთ რიგში დგომა, როგორც თურქეთში შესვლის, ასევე თურქეთიდან გამოსვლის დროს. „ბათუმელები“ თურქეთის რესპუბლიკის საკონსულოს დაუკავშირდა ბათუმში, სადაც განაცხადეს, რომ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არსებული რიგის მიზეზების შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ და ასეთი ინფორმაცია შეგვიძლია მივიღოთ საქართველოს საკონსულოში, რომელიც ტრაპიზონში მდებარეობს. მოქალაქეები, რომლებიც დილიდან დგანან სასაზღვრო …

Exit mobile version