ავტორიზაციის საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა საბჭო დატოვა

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელმა, განათლების სპეციალისტმა, შალვა ტაბატაძემ, რომელიც ავტორიზაციის საბჭოს წევრიცაა, საბჭო დატოვა, ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში, საკუთარი ფეისბუკის გვერდზე წერს.  შალვა ტაბატაძე საბჭოს დატოვების მიზეზად შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერებას ასახელებს. „შაჰინის სკოლა-ლიცეუმში დღეს სწავლის პროცესი შეჩერდა. შაჰინის სკოლის ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით დუმილს ვინარჩუნებდი, მიუხედავად ჟურნალისტების თუ სხვათა თხოვნისა კომენტარი …

განათლების სამინისტროს კონკურსი სტუდენტების დასაფინანსებლად

აჭარის განათლების სამინისტრო სტუდენტების დასაფინანსებლად კონკურსს აცხადებს. დაფინანსება გამოცხადდა იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც 2016 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩაირიცხნენ. სამინისტროში განცხადებების მიღების ვადა 2017 წლის 13 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლითაა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ატესტატი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში; ბოლო  სემესტრის საშუალო აკადემიური …

აქციის მონაწილე მშობლებს განათლების მინისტრი და მთავრობის აპარატის უფროსი შეხვდნენ

„მთავრობის აპარატის უფროსსა და აჭარის განათლების მინისტრს, ინგა შამილიშვილს შევხვდით. შევთანხმდით, რომ სამართლებრივად, სასამართლოს გზით გადაწყდება ეს ყველაფერი. ისინი ამბობენ, რომ მთავრობა ვერ ჩაერევა ამ საკითხის გადაწყვეტაში, თუმცა შევთანხმდით, ჩვენთან ექნებათ კომუნიკაცია,“-გვეუბნება საპროტესტო აქციაში მონაწილე ერთ-ერთი მშობელი, შორენა აბულაძე. კიდევ ერთი მშობელი, რომელიც მინისტრთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, ირაკლი ბერიძეა.  როგორც იგი ამბობს, აჭარის მთავრობიდან ნაწილობრივ მხარდაჭერას გრძნობს. …

ანზორ თხილაიშვილი არქივის უფროსის მოადგილედ დანიშნეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, ანზორ თხილაიშვილი, არქივის სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნეს. იგი სავარაუდოდ ფინანსურ მიმართულებას ჩაიბარებს. „ეს იყო ჩემი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, როცა დასაყრდენი პიროვნება არის შენ გვერდით. ბატონი ანზორი ძალიან კომპეტენტურია“, – გვიპასუხა არქივის სამმართველოს უფროსმა, მაკა ივანიშვილმა. რატომ მიიჩნია მთავრობამ ფინანსურ ნაწილში კომპეტენტურად უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი? – …

„დაგვიბრუნეთ ჩვენი სკოლა“ – შაჰინის სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქცია ბათუმში

„შაჰინი, შაჰინი, დაგვიბრუნეთ ჩვენი სკოლა“ – ამ სიტყვებით სკანდირებენ შაჰინის სკოლის მოსწავლეები აჭარის მთავრობის სახლის წინ. ისინი ამ წუთებში აჭარის მთავრობის წინ საპროტესტო აქციას მართავენ მშობლებთან ერთად და მოითხოვენ სკოლაში სასწავლო პროცესი აღდგეს. „ამ სკოლაში სწავლობს ჩემი შვილი და ვაპროტესტებ, რომ მას სწავლის უფლება წაართვეს. თუკი სასამართლო არ მიიღებს ამ სკოლაში სასწავლო პროცესის აღდგენის გადაწყვეტილებას, …

ბათუმში შაჰინის სკოლა-ლიცეუმმა სასწავლო პროცესი შეაჩერა

დღეს, 13 თებერვალს, ბათუმში შაჰინის სკოლა-ლიცეუმმა სასწავლო პროცესი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეაჩერა. თუმცა, სკოლა-ლიცეუმის ადმინისტრაცია საბჭოს ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და სარჩელის სასამართლოში შეტანას რამდენიმე საათში გეგმავს. „ამ ეტაპისთვის ჩვენ ოფიციალურად აღარ გვაქვს სწავლის გაგრძელების უფლება. სარჩელი დღეს შეგვაქვს  თბილისის საქალაქო სასამართლოში, მშობლები სკოლაში არიან მოსული და ბავშვების ნაწილიც მოვიდა, თუმცა სასწავლო პროცესი აღარ მიმდინარეობს. …

რის აშენება იგეგმება ბარათაშვილის #24-ში

12 თებერვალს ბათუმში, ბარათაშვილის #24-ში, ისტორიული შენობის დემონტაჟი ისე დაიწყეს, რომ კომპანიას, რომელიც ამ ადგილას 7-სართულიანი სახლის აგებას გეგმავს, მერიისგან დემონტაჟის ნებართვა არ ჰქონდა. მერიაში ამბობენ, რომ კომპანია, სავარაუდოდ, დაჯარიმდება, თუმცა აქვე იმასაც დასძენენ, რომ სახლის პროექტი, რომელიც ბარათაშვილის #24-ში უნდა აშენდეს, უკვე შეთანხმებულია.  საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ეს ტერიტორია კომპანია „დარ ბილდინგს“ ეკუთვნის. კომპანიის …

ბათუმის მერია: ბარათაშვილის #24-ში დემონტაჟზე ნებართვა არ გაგვიცია, თუმცა პროექტი შეთანხმებულია

ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე ამბობს, რომ ბათუმის მერიას არ გაუცია ბარათაშვილის #24-ში მდებარე შენობის დემონტაჟის ნებართვა. ქალაქის არქიტექტურის სამსახურის უფროსი აქვე დასძენს, რომ სახლის პროექტი, რომელიც უნდა აიგოს ბარათაშვილის #24-ში, შეთანხმებულია, თუმცა კომპანიას მერიაში ჯერ არ შეუტანია განაცხადი მშენებლობის ნებართვაზე. „პროექტი შეთანხმდა შარშან. მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად. პირველი და მეორე სტადია გავლილი აქვს, მათ …

ახალი სპორტსკოლის მშენებლობისთვის ხარჯთაღრიცხვა ორ თვეში უნდა მომზადდეს

„სპორტული კომპლექსი წარმოადგენს არაოლიმპიურ საწვრთნელ ე.წ. „სასპორტო სკოლის“ კომპლექსს, სამაყურებლო დარბაზით“ – აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, სადაც შპს „სტადიონს“ ბათუმში  სპორტსკოლის მშენებლობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი აქვს გამოცხადებული. სპორტული კომპლექსი ბათუმში ლეონიძის ქუჩაზე აშენდება. აქ 15 000 კვ/მ მიწის ნაკვეთი საქართველოს მთავრობამ აჭარას საკუთრებაში მიმდინარე წლის 11 იანვარს გადასცა. სავარაუდო საერთო სამშენებლო ფართობი კი 21 …

ბათუმში ბარათაშვილის #24-ში ისტორიული სახლი დაანგრიეს

12 თებერვალს ბათუმში დაანგრიეს ბარათაშვილის ქუჩის #24-ში მდებარე შენობა, რომელიც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე იყო აგებული. ამ სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან არსებულმა საბჭომ ორჯერ განიხილა: 2014 წლის 3 ივნისს საბჭომ გადაწყვიტა, რომ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უნდა მინიჭებოდა, იმავე წლის ბოლოს კი საბჭო ხელახლა შეიკრიბა და გადაწყდა, სახლს ძეგლის სტატუსი …

ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები: რეალურად შეფასდეს მიწა, მოგებას არ ვითხოვ

ბათუმში, ხიხანის ქუჩაზე საპროსტესტო აქციები გრძელდება. ამ ქუჩაზე საქართველოს ელექტროსისტემას ახალციხე-ბათუმის ელექტროგადამცემი ხაზი გაჰყავს, რომელიც აქ მცხოვრებთა საკუთრებაზე გაივლის. კომპანია მოსახლეობას კომპენსაციას სთავაზობს, თუმცა აქ მცხოვრებნი ამბობენ, რომ თანხა დაბალია. „ბათუმელები“ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, პროფესიით პედაგოგ თამაზ ვანაძეს ესაუბრა. ბატონო თამაზ, დღეს, 10 თებერვალს გამართული აქციის მთავარი მოთხოვნა ისევ კომპენსაციის გაზრდა იყო? არასათანადო კომპენსაციას დაემატა ადამიანის …

აფეთქება ქობულეთში – გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს

10 თებერვალს, ღამით, ძლიერი აფეთქება მოხდა ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სახანძრო და სამაშველო სამსახურები. ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის თქმით, აფეთქება, სავარაუდოდ, საცხოვრებელი სახლის ეზოში მოხდა. მსხვერპლი არ არის. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს – სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა …

ბათუმში 59 წლის ქალმა პირველი შვილი გააჩინა

10 თებერვალს კლინიკა “მედინაში”  59 წლის ქალმა პირველი შვილი გააჩინა. ბავშვი საკეისრო კვეთით დაიბადა. მეან-გინეკოლოგის, კლინიკის ხელმძღვანელის, ჯუმბერ უნგიაძის თქმით, დედა და ახალშობილი კარგად გრძნობენ თავს. ახალშობილი ვაჟია. როგორც კლინიკაში აღნიშნავენ, წყვილს დიდი ხნის მანძილზე არ ჰყავდა შვილი. ბავშვის მამა დაახლოებით 60 წლისაა.  

ავარიის შედეგად სამარშრუტო მიკროავტობუსი ამოყირავდა

რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა. აქედან ერთი სამარშრუტო იყო, თუმცა ჩვენი ინფორმაციით მიკროავტობუსში ბევრი მგზავრი არ იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამგზავრო მიკროავტობუსი ამოყირავდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი ადამიანი, სავარაუდოდ ცოლ-ქმარი გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე …

ქობულეთში ქალის გაუპატიურებაში ნათესავს ადანაშაულებენ

ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში 40 წლის ქალი, სავარაუდოდ, დეიდაშვილის შვილმა გააუპატიურა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ის ნათესავმა სახლიდან მოტყუებით გაიყვანა. პოლიციაში შეტყობინება მას შემდეგ შევიდა, როცა ოჯახის ახლობლებმა 26 წლის მამაკაცს ქალის ცოლად შერთვა კატეგორიულად მოსთხოვეს. “ბათუმელებს” სოფელში უთხრეს, რომ ქალმა არ იცის თვლა, საათის ცნობა და ასე შემდეგ: “რამდენიმე დღის წინ, სახლიდან მოულოდნელად გავიდა და უკან მეორე დღეს დაბრუნდა. …

ზურაბ პატარაძემ ქედაში ორ ეკომიგრანტ ოჯახს ბინა გადასცა

10 თებერვალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ,  ზურაბ პატარაძემ ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ პირველ მაისში მცხოვრებ ნუგზარ ციციანიძისა და ჯალაბაშვილებში მცხოვრებ ქაზიმ ცინცაძის ეკომიგრანტ ოჯახებს დაბა ქედაში, „სოციალურ სახლში“ ბინები გადასცა. ზურაბ პატარაძის განცხადებით, მალე 23 ეკომიგრანტი ოჯახი ბინას ხელვაჩაურში მიიღებს. „ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მხოლოდ ქედის მუნიციპალიტეტში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 100-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა ბინა. ამავდროულად …

უმაღლეს საბჭოში მესამედ – რის გაკეთება ვერ მოასწრო ასმათ დიასამიძემ

10 თებერვალს აჭარის უმაღლესი საბჭო ოფიციალურად დატოვა ლევან ვარშალომიძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში. უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიით ასმათ დიასამიძე შევა, სიის მეექვსე ნომერი. ეს უკვე მესამე მოწვევის უმაღლესი საბჭოა, რომლის წევრიც ასმათ დიასამიძე გახდება. რის გაკეთება ვერ მოასწრო წინა ორი მოწვევის უმაღლეს საბჭოში, 8 წლის მანძილზე, ასმათ დიასამიძემ და …

ჩაღლარის ქართული სკოლები – ვინ იქნება შაჰინის სკოლა-ლიცეუმის შემდეგ

შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის შეჩერების შემდეგ, შესაძლებელია საქართველოში არსებული იმ ოთხი სკოლა-ლიცეუმების ავტორიზაციის შეჩერების საკითხიც დადგეს  დღის წესრიგში, რომლებიც ე.წ. ჩაღლარის საგანმანათლებლო სივრცეში არიან მოქცეულები.  ამ სკოლებს შორის არის ბათუმში შაჰინის სახელობის სკოლა ლიცეუმიც. ამ სკოლათაგან ზოგიერთს ავტორიზაციის ვადა მიმდინარე წელს უმთავრდება და ახალი ავტორიზაციის მისაღებად განათლების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ისევ …

აქციაზე დაკავებული მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არაადეკვატურ ფასს სთავაზობს

ბათუმში დღეს, 10 თებერვალს, ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები სულიკო გვიანიძე დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. შს სამინისტროს ინფორმაციით,  დაკავებულს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173- მუხლებით ედება ბრალი. სულიკო გვიანიძის დაკავებას წინ უძღოდა აქცია, რომელსაც ხიხანის ქუჩაზე მცხოვრებლები უკვე მესამედ მართავენ. ამ ქუჩაზე  ახალციხე-ბათუმის 220-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი გადის, რისთვისაც მოსახლეობის ნაწილს საკუთრების დათმობა მოუწევს. მოსახლეობა საკუთრების დათმობის სანაცვლოდ …

რატომ არ აძლევს მთავრობა სოციალურ შემწეობას უსახლკაროებს

ვლადიმერ ჩიტაია საქართველოს მთავრობასa და პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. ის სოციალურ შემწეობას ვერ იღებს. სოციალური მომსახურების სააგენტო განცხადების დარეგისტრირებასა და დეკლარაციის შევსებაზე უარს ეუბნება, რადგან ვლადიმერი უსახლკაროა. „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“ სავალდებულო მოთხოვნაა შემწეობის მისაღებად. ვლადიმერ ჩიტაიას სარჩელი წარმოებაში საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს მიიღო. „კანონმდებლობაში არსად წერია განმარტება, რა იგულისხმება „მუდმივ საცხოვრებელ ადგილში“. შესაბამისად, არსებობს განსხვავებული პრაქტიკა. …

კანონიერია თუ არა საკუთარი თავის წინააღმდეგ მტკიცებულებების მიცემა პროკურორისთვის

„პროკურორს არ უნდა ჰქონდეს უფლება, დამავალოს საკუთარი თავის წინააღმდეგ წარვადგინო მტკიცებულებები“, – მიმართა მოსამართლეებს იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ. ის მოქალაქე ტატიკო ჩორგილიანის ინტერესებს იცავს ორგანიზაციიდან „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“. „იყო შემთხვევა, როცა ადამიანს საკუთარი ხმის აუდიოჩანაწერის წარმოდგენა მოსთხოვეს, ასევე ხელმოწერის ნიმუშის წარმოდგენას სთხოვენ. გამოძიებას შეუძლია მოიპოვოს სხვა წყაროებიდან ბრალდებულის ხელმოწერა, მაგრამ თავად ბრალდებული არ უნდა იყოს ვალდებული მისთვის …

აჭარის უმაღლეს საბჭოში ახალი დეპარტამენტი იქმნება

„საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლის დეპარტამენტი“ – ასე ეწოდება დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში ახალ დეპარტამენტს აჭარის უმაღლეს საბჭოში, რომელიც, პრესსამსახურის თქმით, უმაღლესი საბჭოს სამ  – პრესსამსახურს, IT ჯგუფსა და პროტოკოლის სამსახურს გააერთიანებს. გადაწყვეტილება ახალი დეპარტამენტის შექმნის შესახებ დღეს, 10 თებერვალს, რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს. როგორც უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში განმარტავენ, ცვლილება მიზნად ისახავს სამი სამსახურის ერთი ქოლგის ქვეშ …

ზრდასრულებს განათლების მიღების მეორე შანსი 2018 წლიდან ექნებათ

საქართველოს განათლების სამინისტროს ახალი პროგრამა – „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა“, რომელიც განათლების მინისტრმა ცოტა ხნის წინ დააანონსა, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ამოქმედდება. იმ პირებს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლეს საბაზო განათლების მიღება, პროგრამა შესაძლებლობას აძლევს, როგორც არასრულწლოვნებს, ასევე ზრდასრულებსაც, რომ სპეციალური პროგრამების გავლის შემდეგ, საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღონ და სწავლა პროფესიულ სასწავლებლებში გააგრძელონ. რამდენია …

სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი, სანადირო და პნევმატური იარაღის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2017 წლის 9 თებერვალს საბაჟო-გამშვები პუნქტ „სარფის“ გავლით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც მან „IVECO“ – ს მარკის ავტომობილით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, გადმოიტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით …

როგორ აპირებენ ყოფილი კოლეჯის შენობის გადაკეთებას ხელოვნების უნივერსიტეტად

ბათუმში, გორგილაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში მდებარე ყოფილი კოლეჯის შენობის რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის ბიუჯეტში 2 მილიონ 703 ათას 154 ლარია გათვალისწინებული. შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ბოლო დროს ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლობდნენ. ორსართულიანი შენობა ამჯერად დაცლილია. მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერიც დასრულდა. შენობის რეაბილიტაციას, ასევე მასზე მესამე სართულისა და ვერანდის დაშენებას, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტს კომპანია – შპს „ალიგატორი1“ …

დღეს უმაღლესი საბჭო ლევან ვარშალომიძის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს

დღეს, 10 თებერვალს, აჭარის უმაღლესი საბჭო რიგგარეშე სხდომაზე ლევან ვარშალომიძისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ იმსჯელებს. როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ამ თემაზე მომხსენებელი ნინო ჩხეტია იქნება,  საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს დატოვების შესახებ  27 იანვარს განაცხადა.  …

11 წლის ბავშვის ჩვენება მამის წინააღმდეგ

11 წლის ბავშვმა ჩვენება მამის წინააღმდეგ მისცა. მამას შვილის ცემაში ედება ბრალი. ოჯახში ძალადობის შემთხვევას ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს. ამ შემთხვევის შესახებ გასული წლის ნოემბერში „ბათუმელებს“ ბრალდებულის მეუღლე მოუყვა. მაშინ ბავშვის დედა ამბობდა, რომ სკოლაში წაუსვლელობის გამო ბავშვი სასტიკად ნაცემი დახვდა. ბრალდებულს [მამას] დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არ მოუსმენია, რა უთხრა მისმა შვილმა მოსამართლე გიორგი …

ბრალდება – დედის თვითმკვლელობამდე მიყვანა

„თავს ნაწილობრივ ვცნობ დამნაშავედ… მეტადონის პროგრამას გავდიოდი, წამლებს ვსვამდი, ძალიან ცუდად ვიყავი. არ მინდოდა ასე მომხდარიყო. მე მხოლოდ საკუთარ თავს ვაზიანებდი, მეტი აღარ შემეძლო…“ – დაახლოებით ამ სიტყვებით უპასუხა ბრალდებულმა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილის შეკითხვას: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ? ბრალდებულს  დედის თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება ბრალად. გასული წლის 21 დეკემბერს ბრალდებულ ი.ა.-ს დედა საკუთარი სახლის მეორე …

აჭარის მთავრობის გამოხმაურება ბათუმში სამშენებლო რეგულაციებზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლის, ბესიკ ლილუაშვილის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაპ პატარაძეს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდაზე [K2] ბათუმის მერიასთან შუამდგომლობაზე 100-მდე თხოვნით მიმართეს. თუმცა, ამ დრომდე მან დეველოპერებს მერიასთან მხოლოდ სამჯერ უშუამდგომლა. მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლის განმარტებით, „ზურაბ პატარაძე მიიჩნევს, რომ კოეფიციენტის გაზრდის საკითხი „პერსონების გადასაწყვეტი არ უნდა იყოს“ და მას მხოლოდ კანონმდებლობა უნდა არეგულირებდეს. ამიტომაც მთავრობის …

მშენებლობის რეგულაციებზე ბათუმის მერიის ნაცვლად აჭარის მთავრობა მუშაობს

აჭარის მთავრობის აპარატში საგანგებოდ მოწვეული სპეციალისტები ბათუმის ქალაქმშენებლობის საკითხებზე მსჯელობენ. საბოლოოდ მათ უნდა შეიმუშაონ დოკუმენტი, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, მშენებლობის რეგულაციებს შეცვლიან. კანონმდებლობით ქალაქმშენებლობის საკითხები თვითმმართველობის კომპეტენციაა. ამ ჯგუფში ერთ-ერთია მანუჩარ მახათაძე, რომელიც პარალელურად „USAID“-ის დაფინანსებით ბათუმის გენგეგმაზე მუშაობს. ის ამბობს, რომ დოკუმენტის შექმნაში მერიის არქიტექტურის სამსახურიც ჩართულია, არქიტექტურის სამსახურში კი ამბობენ, რომ  მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ …

სასამართლომ შს სამინისტროს ბრძანება არაკონსტიტუციურად ცნო

დღეს, 9 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქის ედიშერ გოდუაძის კონსტიტუციური სარჩელი და  არაკონსტიტუციურად ცნო პირის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულ ფორმატში მუდმივად შენახვა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში. სასამართლოს აზრით, ხსენებული რეგულირება არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. სასამართლომ განმარტა, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა …

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ლაშა ასლანიშვილი უხელმძღვანელებს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ლაშა ასლანიშვილი დაინიშნა. ლაშა ასლანიშვილი პროფესიით ისტორიკოსია და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომელი. იგი სააგენტოში სამუზეუმო განყოფილებას ხელმძღვანელობდა. „ძველმა ბათუმმა მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნოს იერ-სახე. მე ვარ მოვალეობის შემსრულებელი და წინასწარ რაიმე სტრატეგიაზე მე ვერ ვსაუბრებ, მაგრამ ვთვლი, რომ თითოეული ბათუმელის ინტერესში უნდა შედიოდეს, შენარჩუნდეს ის, რასაც …

ბათუმში პოლიცია დაკარგულ ქალს ეძებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 წლამდე ასაკის ქალს ეძებენ. „შეტყობინება შემოვიდა გუშინ და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები,“ – აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში. სამინისტროში არ აკონკრეტებენ, აჭარის რომელი მუნიციპალიტეტიდან შევიდა შეტყობინება.

რა რეკომენდაცია მისცა გეოლოგმა შუახევის გამგებელს

შუახევში, სოფელ ჩანჩხალოში მეწყერი ჩამოწვა. ჩაკეტილია სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზა. ადგილის შესწავლას განაგრძობენ გეოლოგები, რომლებიც დასკვნას პარასკევს დადებენ. გეოლოგიური დასკვნის შედეგად განისაზღვრება, ემუქრება თუ არა საფრთხე ჩანჩხალოს რომელიმე მცხოვრებს. „ეს არ არის ახალი მეწყრული კერა. ამ ადგილებში გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან აქტიურია მეწყერი. ბოლოს აქ მეწყერი 2005 წელს ჩამოწვა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მამუკა ფუტკარაძემ, აჭარის …

ფსიქოლოგი მაია ცირამუა: მინისტრის განცხადება დისკრიმინაციული და საფრთხის შემცველია

ფსიქოლოგ მაია ცირამუას შეფასებით, საქართველოს განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას გამონათქვამი – „მსუქანი და ნელა მორბენალი ბავშვები“, დისკრიმინაციულია და გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს. ფსიქოლოგის აზრით, როცა სკოლებში ბულინგის მაჩვენებელი ისედაც მაღალია, მინისტრი მსგავსი ტერმინებით არ უნდა საუბრობდეს. „ნამდვილად დისკრიმინაციულია მინისტრის გამონათქვამი და ძალიან მაღალი რისკია იმის, რომ თუნდაც ამ გამონათქვამმა გაზარდოს ბულინგის შემთხვევების რაოდენობა სკოლებში, რადგან ასეთი …

როგორ ისჯებიან ბავშვებზე სექსუალური მოძალადეები

ბოლო ორი წლის განმავლობაში ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამი საქმე განიხილა, სადაც ბრალდებულს არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებას ედავებოდნენ. სამივე შემთხვევაში სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, თუმცა ციხეში ამის გამო სასჯელს არავინ იხდის. სამივე შემთხვევაში მსჯავრდებულებთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა. სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლი [სრულწლოვნის სქესობრივი კავშირი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან] თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 7-დან …

Exit mobile version