შპს „ჰიგიენა 2009“-ის დირექტორის თანამდებობაზე ირაკლი ცეცხლაძე 2014 წელს დაინიშნა. მაშინ 34 წლის ირაკლი ცეცხლაძის ყოველთვიურ ხელფასად განისაზღვრა 400 ლარი. ირაკლი ცეცხლაძის მიერ 5 მილიონი ლარის მითვისებაზე გუშინ, 22 თებერვალს, გავრცელდა ინფორმაცია. ირაკლი ცეცხლაძესთან ხელშეკრულების გაფორმება დაევალა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა მართვისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის საწარმოთა მართვის განყოფილების ხელმძღვანელს. თანამდებობის პირი, ვინც …
Category Archives: მთავარი
რა ბიზნესინტერესები აქვთ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს – „გამჭვირვალობის” კვლევა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას მიმართავს, უახლოეს სხდომაზე იმსჯელოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატების: ზაზა ოქუაშვილისა და დავით თედორაძის ინტერესთა შეუთავსელობის ფაქტების შესახებ; მოუწოდებს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს: გიორგი ცინცქილაძეს, გიორგი მანველიძეს, გია აბულაძეს, ილია ვერძაძეს უმოკლეს დროში შეიტანონ ცვლილებები წარდგენილ ქონებრივ დეკლარაციებსა და დოკუმენტში ასახონ გასულ წელს მიღებული შემოსავალი; საჯარო …
კონკურსი სტუდენტებისთვის სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად
დღეს, 23 თებერვალს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან თანამშრომლობით, მართავს ყოველწლიურ სტუდენტურ კონკურსს „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად“. კონკურსი 2012 წლიდან იმართება და 2017 წელს ის განხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „სოციალური მეწარმეობა – ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისათვის“. კონკურსის ფარგლებში, ახალციხეში, ბათუმში, ქუთაისსა და …
Continue reading “კონკურსი სტუდენტებისთვის სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად”
ფატი ხალვაში თავისი ბიუროსთვის ბათუმის მერიას ოფისს სთხოვს
ფატი ხალვაში, როგორც ბათუმის N68 ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი, თავისი ბიუროსთვის ბათუმის მერიისგან საოფისე ფართობს ითხოვს. შესაბამისი წერილით პარლამენტარმა ქალაქის მერს, გიორგი ერმაკოვს, მიმდინარე წლის 6 თებერვალს მიმართა. ბათუმის მერი მზადაა ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, N23-ში მდებარე 23, 33 კვ.მ ფართობი, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, ფატი ხალვაშს [პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადით] მიაქირაოს წელიწადში 3950 ლარად, ანუ, …
Continue reading “ფატი ხალვაში თავისი ბიუროსთვის ბათუმის მერიას ოფისს სთხოვს”
რუსთაველის უნივერსიტეტის ოთხმა პროფესორმა სამეცნიერო გრანტი მოიპოვა
ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოთხმა პროფესორმა, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი მოიპოვა. ფონდმა დააფინანსა ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების პროფესორების: მამია ფაღავას, მალხაზ ჩოხარაძის, შოთა მამულაძისა და მაია ვანიძის სამეცნიერო პროექტები. ბსუ-ს ადმინისტრაციის ინფორმაციით, შოთა მამულაძე „ისტორიული ჭანეთის ცენტრალურ ნაწილში დაცული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე“ იმუშავებს, მამია ფაღავას ხელმძღვანელობით სამეცნიერო პროექტი „ტაო“ (ისტორიულ-ფილოლოგიური გამოკვლევა) განხორციელდება, მალხაზ …
Continue reading “რუსთაველის უნივერსიტეტის ოთხმა პროფესორმა სამეცნიერო გრანტი მოიპოვა”
საქართველოში ანტისტიგმა მოძრაობა იწყება
„დაინახე ყველაფერი“ – ასე ქვია ანტისტიგმა მოძრაობას, რომელიც ევროკავშირის, იუნისეფის, USAID-ის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით იმართება. კამპანიის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობების შეცვლა. „წამოწყება მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულებებისა და ქცევის ნორმების შეცვლას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას“. პროექტის მხარდამჭერ ორგანიზაციათა …
აჭარის ფინანსთა სამინისტროს შპს-დან, სავარაუდოდ, 5 მილიონი ლარი მიითვისეს
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ჰიგიენა 2009“-ის ხელმძღვანელობას დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხის მითვისება ედება ბრალად. საუბარია ნაგავსაყრის პროექტზე, რომელიც ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურის ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ: „2017 წლის 21 თებერვალს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის …
Continue reading “აჭარის ფინანსთა სამინისტროს შპს-დან, სავარაუდოდ, 5 მილიონი ლარი მიითვისეს”
ვინ უნდა რეაგირებდეს დეპუტატ დავით თედორაძის მიერ ჩადენილ კანონდარღვევაზე
უმაღლეს საბჭოს ამ დრომდე არ განუხილავს იმ დეპუტატების საქმე, რომლებიც სხვა ორგანიზაციებშიც მუშაობენ და დამატებით ანაზღაურებას იღებენ. ნინო ჩხეტია, უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თითოეული დეპუტატის ინტერესთა შეუთავსებლობაზე კომისია გაფართოებულ სხდომაზე, მომავალ კვირას იმსჯელებს. ერთ-ერთი ასეთი დეპუტატი, ვისზეც „ბათუმელები“ წერდა, დავით თედორაძეა. ის ჟურნალ „ჭოროხის“ რედაქტორის მოადგილეა და ხელფასის სახით ხელზე 554 …
Continue reading “ვინ უნდა რეაგირებდეს დეპუტატ დავით თედორაძის მიერ ჩადენილ კანონდარღვევაზე”
რატომ ჩუქნის გამწვანების უფროსის ოჯახის კომპანია მერიას ხეებს
ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური ქალაქში ნაჩუქარ ხეებს რგავს. სამსახურის უფროსის, ლევან ჭანუყვაძის თქმით, ხე-მცენარეები მერიას შპს „აგრო დეკორ სერვისმა“ გადასცა. „16 ხე-მცენარე – ტუია და ტირიფი „აგრო დეკორ სერვისმა“ გადმოგვცა. ეს არ არის ჩვეულებრივი ტირიფები, ხვიარა ტოტები აქვს, ადგილზე გამოყვანილი მცენარეებია, ოღონდ სელექციაა უცხოური. ხე-მცენარეები ლუკა ასათიანისა და ზუბალაშვილის ქუჩებზე, მაღლივი კორპუსის …
Continue reading “რატომ ჩუქნის გამწვანების უფროსის ოჯახის კომპანია მერიას ხეებს”
„დაიცავი ძველი ბათუმი“ ლაშა სირაბიძის შეურაცხმყოფელ განცხადებაზე
ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადება, რომელიც გაზეთ „ბათუმელების“ 21.02.2017 წლის სიახლეების გვერდზე გამოქვეყნდა, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის გამტარებელ სახელმწიფოში არჩეული საჯარო პირის მიერ საკუთარი ამომრჩევლების/აქტიური ადამიანების მიმართ გამოხატული მსგავსი დამოკიდებულება შოკისმომგვრელია, რომ არაფერი ითქვას ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარი ქალაქის ისტორიისა და მემკვიდრეობის მიმართ. ბ-ნი სირაბიძის განცხადების შინაარსი ცდება ერთი კონკრეტული …
Continue reading “„დაიცავი ძველი ბათუმი“ ლაშა სირაბიძის შეურაცხმყოფელ განცხადებაზე”
ვის საქმეს განიხილავს მოსამართლე მანანა კობახიძე პირველად
პირველი საქმე, რომელზეც მოსამართლე მანანა კობახიძეს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, სტუდენტების სარჩელია. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ, რომლის შემადგენლობაშიც მანანა კობახიძე 15 თებერვლიდან შევიდა, დღეს მოისმინა მხარეთა არგუმენტები „აუდიტორია 115“-ის სარჩელზე. გადაწყვეტილება სარჩელის დასაშვებობაზე კოლეგიას ჯერ არ მიუღია. „არ შეიძლება ერთ სტუდენტურ გაერთიანებას ჰქონდეს ექსკლუზივი“,- მიმართა მოსამართლეებს გიორგი გოცირიძემ, საია-ს იურისტმა. იგი საკონსტიტუციო სასამართლოში „აუდიტორია 115“-ის ინტერესებს იცავს. …
Continue reading “ვის საქმეს განიხილავს მოსამართლე მანანა კობახიძე პირველად”
სამინისტრომ სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები და წესი დაამტკიცა
საქართველოს განათლების სამინისტრომ 2017 წლის სკოლის საატესტატო გამოცდების პროგრამები დაამტკიცა. პროგრამები დამტკიცდა შემდეგ საგნებში: მათემატიკაში, ფიზიკაში, ბიოლოგიაში, ისტორიაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენებში, გეოგრაფიასა და ქიმიაში. სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები და გამოცდების ჩატარების წესი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ხანძრის შედეგად დაშავებული პირები თბილისში გადაიყვანეს
22 თებერვალს, გვიან ღამით, ბათუმში, ღამის კლუბ ,არენაში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული პირები თბილისში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. სასწრაფო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ერთი ქალი გარდაიცვალა, ორი ქალი და ერთი მამაკაცი კი სხეულის მძიმე დამწვრობებით მოათავსეს საავადმყოფოში. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებული პირები, სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეები არიან. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 187-ე მუხლის მესამე …
Continue reading “ხანძრის შედეგად დაშავებული პირები თბილისში გადაიყვანეს”
„ეს შენ გეხება“ მოსმენებზე კანონის მიღების შემთხვევაში სტრასბურგს მიმართავს
პარლამენტმა 22 თებერვალს კენჭი უნდა უყაროს კანონპროექტს ფარულ სატელეფონო მოსმენებზე. ახალი მოდელის მიხედვით, ე.წ. „გასაღები“ ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაქვემდებარებაში გადავა, თუმცა ეს უწყება ანგარიშვალდებული სუს-თან იქნება. სუს-ი, ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღემდე ახორციელებს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის, მოსმენებს. მეორე „გასაღები“, ანუ კონტროლის ბერკეტი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს აქვს. ეს მოდელი საკონსტიტუციო სასამართლომ გასულ …
Continue reading “„ეს შენ გეხება“ მოსმენებზე კანონის მიღების შემთხვევაში სტრასბურგს მიმართავს”
საკრებულოს წევრების რეაქცია ისტორიული სახლების ნგრევაზე ბათუმში
„საკრებულოს არაფერი შეუძლია“, „საკრებულოს კომპეტენცია არა აქვს გადაარჩინოს ისტორიული სახლები“, „რეგულაციები მივიღეთ და მეტი რა ვქნათ“ – დაახლოებით ასეთია საკრებულოს წევრების უმრავლესობის პასუხი კითხვაზე – რა შეიძლება საკრებულომ გააკეთოს იმისათვის, რომ დეველოპერების ინტერესებს, ააშენონ ახალი კორპუსები ბათუმის ისტორიულ ნაწილში, ძველი ბათუმის იერსახე არ შეეწიროს. საკრებულოს უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარეს, პაატა მგელაძეს „გული სტკივა“, რომ ისტორიულ სახლებს …
Continue reading “საკრებულოს წევრების რეაქცია ისტორიული სახლების ნგრევაზე ბათუმში”
საკრებულოს თავმჯდომარე ძველი ბათუმის დამცველებზე: მათ არ უნდათ საქართველოს განვითარება
კომპანია „დარ ბილდინგმა“ ბათუმში, ბარათაშვილის #24-ში, ისტორიული სახლი უნებართვოდ დაანგრია. უკვე რამდენიმე დღეა არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ფაქტს აპროტესტებენ და მათ ძველ ბათუმში მორატორიუმის მოთხოვნით პეტიციაც კი შეიმუშავეს. „ბათუმელები“ დაინტერესდა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, ლაშა სირაბიძის მოსაზრებით, როგორ შეიძლება საკრებულო დაეხმაროს მოქალაქეებს ისტორიული მნიშვნელობის შენობების გადარჩენაში, მითუმეტეს, რომ სახლი დეველოპერმა მერიასთან შეთანხმების გარეშე დაანგრია. „საკრებულო არ არის ის …
აუდიტორია #115-ის საჩივარი საკონსტიტუციო სასამართლოში
ხვალ, 22 თებერვალს, აუდიტორია #115 საკონსტიტუციო სასამართლოში უმაღლესი განათლების შესახებ კანონში არსებულ საფაკულტეტო საბჭოში არჩევის წესს ასაჩივრებს, რომელიც აუდიტორია #115-ის აზრით დისკრიმინაციულია და ყველა სტუდენტს არ აძლევს საუნივერსიტეტო მართვის პროცესში თანაბარი ჩართულობის საშუალებას. აუდიტორია #115-ის წევრის, ირაკლი კუპრაძის თქმით, საფაკულტეტო საბჭოში არჩევის წესი დისკრიმინაციულია იმიტომ, რომ უნივერსიტეტის მართვის პროცესში ჩართულობის უფლება აქვს ყველა სტუდენტს თანაბრად, …
Continue reading “აუდიტორია #115-ის საჩივარი საკონსტიტუციო სასამართლოში”
„გოდერძი რიზორტს“ ზურაბ ჭურკვეიძე უხელმძღვანელებს
შპს „გოდერძი რიზორტს“ ზურაბ ჭურკვეიძე უხელმძღვანელებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი დირექტორი თანამშრომლებს მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარუდგინა. ზურაბ ჭურკვეიძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ ჭურკვეიძე წარმატებულად უძღვებოდა თავის საქმეს, ამიტომაც ის ახლა აჭარის მაღალმთიანეთის განვითარებისთვის იმუშავებს. ყოფილ დირექტორს, ჯემალ ბოლქვაძეს კი, ასევე სამინისტროს ინფორმაციით, …
Continue reading “„გოდერძი რიზორტს“ ზურაბ ჭურკვეიძე უხელმძღვანელებს”
ვისთვის ყიდულობს განათლების სამინისტრო წიგნებს
აჭარის განათლების სამინისტრო 40 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს წიგნებში, რომლებიც ხუთი მუნიციპალიტეტის – ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს საჯარო სკოლებს გადაეცემა. სულ ათი სკოლაა შერჩეული. სკოლის ბიბლიოთეკებისთვის ქართველი და მსოფლიო კლასიკოსების, საბავშვო, საყმაწვილო, შემეცნებითი ხასიათის, ლექსიკონებსა და სხვა სახის ლიტერატურას ტენდერით შეისყიდიან. სამინისტროს ინფორმაციით, სატენდერო წინადადებების მიღება 2017 წლის 21 თებერვლიდან იწყება და 23 …
Continue reading “ვისთვის ყიდულობს განათლების სამინისტრო წიგნებს”
ისევ ბულვარის კონცეფცია – „ოაზისი“ „ბათუმის ბულვარს“ სასამართლოში უჩივის
კომპანია „დრიმლენდ ოაზისი“, რომელსაც სხვა სამუშაოებთან ერთად, ბათუმის ბულვარის კონცეფციაც უნდა შეემუშავებინა, ბულვარის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის. 2015 წელს კონცეფციის შემუშავება კომპანიას ბათუმის ბულვარმა დაავალა, თუმცა კონცეფციის ის ვარიანტი, რომელიც ძველ ბულვარში შუა ალეის, ანუ სამიდან ერთ-ერთი ხეივნის გაუქმებას ითვალისწინებდა, საზოგადოებამ გააპროტესტა. საზოგადოების პროტესტი კიდევ უფრო გაამწვავა იმან, რომ აჭარის მთავრობამ კონცეფციაზე მუშაობა და ალეის გაუქმება პარალელურ რეჟიმში …
Continue reading “ისევ ბულვარის კონცეფცია – „ოაზისი“ „ბათუმის ბულვარს“ სასამართლოში უჩივის”
როგორ გადაკვეთა სარფის გამშვები პუნქტი ჩემოდანში მყოფმა ქალმა
დღეს, 21 თებერვალს, თურქეთ-საქართველოს საზღვარზე, სარფის გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც საზღვრის გადაკვეთას ტანსაცმლის ჩემოდანში ჩამჯდარი ცდილობდა. ქალი თურქეთის საბაჟოს თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ჩემოდანში. ფაქტზე დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე. როგორ მოახერხა საქართველოს მოქალაქემ ქართული საბაჟო პუნქტის გავლა? ამ კითხვაზე შემოსავლების სამსახურში კომენტარს არ აკეთებენ. შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ შემთხვევა ტრეფიკინგს უკავშირდება, „ამიტომ კომენტარი …
Continue reading “როგორ გადაკვეთა სარფის გამშვები პუნქტი ჩემოდანში მყოფმა ქალმა”
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გიდების სახელმძღვანელოს გამოსცემს
21 თებერვარს, გიდების საერთაშორისო დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში მოქმედ გიდებს ახალი პროექტები გააცნო. დეპარტამენტის ინფორმაციით, გიდების სახელმძღვანელო, მაღალმთიანი აჭარის მარშრუტებზე გიდების გადამზადება და გიდებისთვის ხარისხის ნიშნის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მინიჭება – ის პროექტებია, რომლებსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო წელს აჭარაში გიდების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განახორციელებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი …
Continue reading “აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გიდების სახელმძღვანელოს გამოსცემს”
საინიციატივო ჯგუფი ძველ ბათუმში მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს
საზოგადოება „ბათომმა“ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად პეტიცია შეიმუშავა, რომლითაც ძველ ბათუმში ისტორიული ნაგებობების ნგრევის პროცესს აპროტესტებენ და ძველ ბათუმში მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ. პეტიციის ავტორები მიიჩნევენ, რომ ნგრევის პროცესმა განსაკუთრებით ბოლო წლებში უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია. „სამწუხაროდ, დღემდე ერთი შემთხვევაც კი არ ყოფილა, რომ ხელისუფლებას დაეცვა ისტორიული შენობა, პირიქით, უმეტეს შემთხვევაში სწორედ …
Continue reading “საინიციატივო ჯგუფი ძველ ბათუმში მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს”
გამგეობები: სოფლის მხარდაჭერა იქნება, პროგრამა – არა
მთავრობის გადაწყვეტილებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 2017 წელს აღარ განხორციელდება. აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების გამგეობებში განმარტავენ, რომ პროგრამის არარსებობა სოფლის მოსახლეობას არ დააზარალებს, რადგან შესაბამისი პროექტების განხორციელებას, ადგილობრივი ბიუჯეტით, თავად გამგეობები გეგმავენ. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ზაზა აბულაძის თქმით, „მოსახლეობის ინტერესებისა და მოთხოვნის განსახორციელებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1,5 მილიონზე მეტი ლარია გაწერილი, რაც გასულ წელს მთავრობის …
Continue reading “გამგეობები: სოფლის მხარდაჭერა იქნება, პროგრამა – არა”
გაზრდილი ბიუჯეტი, ანუ “ცისფერი მთები” აჭარის მწერალთა კავშირში
მელიქიშვილის ქუჩაზე რეაბილიტირებულ მწერალთა სახლში თუ შეივლით, თავმჯდომარის კაბინეტში დავით თედორაძე დაგხვდებათ – უმაღლესი საბჭოს წევრი. ასეა იმის მიუხედავად, რომ შენობას ახალი ა(ა)იპ „აჭარის მწერალთა სახლი“ განკარგავს და მისი დირექტორი სხვა არის – ლალი კონცელიძე. დირექტორის კაბინეტი დერეფნის ბოლოსკენაა და მას თანამშრომლები მიგასწავლიან. წელს აჭარის მთავრობამ აქ დასაქმებულ რამდენიმე მწერლისთვის, მათ შორის, დეპუტატ დავით თედორაძისთვის …
Continue reading “გაზრდილი ბიუჯეტი, ანუ “ცისფერი მთები” აჭარის მწერალთა კავშირში”
ბათუმის მერია ელექტროავტობუსების შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს
ბათუმის მერია გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის დახმარებით ელექტროავტობუსების შესყიდვას გეგმავს. სესხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია. ბანკმა უკვე დაიქირავა საერთაშორისო კომპანია „მოტმაგდონალდი“, რომელიც ტექნიკურ დოკუმენტაციას ამზადებს. ტექნიკური დოკუმენტების მომზადების შემდეგ მერიას უკვე ექნება განსაზღვრული ბიუჯეტი და პირობები, რომლის მიხედვითაც ბათუმის ავტოპარკის განახლებაზე ტენდერს გამოაცხადებს. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის, პაატა დუმბაძის ინფორმაციით, მერია ელექტროავტობუსების გარდა ევრო -5 ის ტიპის დიზელზე …
Continue reading “ბათუმის მერია ელექტროავტობუსების შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს”
სასამართლომ შაჰინის სკოლის სარჩელი არ დააკმაყოფილა – სკოლა დაიხურა
დღეს, 20 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ შაჰინის სკოლის საჩივარი ავტორიზაციის საბჭოს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. ეს იმას ნიშნავს, რომ შაჰინის სკოლა ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებს. სკოლის დირექტორი ელგუჯა დავითაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ისინი სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, თუმცა საქმის მეორე ინსტანციაში განხილვამდე სკოლაში სასწავლო პროცესი ვეღარ აღდგება და მოსწავლეებს სხვა სკოლებში გადასვლა მოუწევთ. შაჰინის …
Continue reading “სასამართლომ შაჰინის სკოლის სარჩელი არ დააკმაყოფილა – სკოლა დაიხურა”
ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის დაზიანებული ფრესკები [ფოტო]
ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ფრესკების ნაწილი დაზიანებულია. ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დღემდე უყურადღებოდაა დატოვებული. დაზიანებული ფრესკების შესახებ „ბათუმელები“ ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერში წერდა. „იმ შემთხვევაში, თუ რესტავრაცია დროულად არ მოხდება, ფრესკები კიდევ უფრო დაზიანდება, მისი რესტავრაცია უფრო დიდ ხარჯებსაც მოითხოვს, ხოლო რესტავრაციის გარეშე ტაძარში კედლის მხატვრობა წაიშლება“. საპატრიარქოს დაფინანსებისა და ახალი ტაძრების მშენებლობის ზრდის …
Continue reading “ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის დაზიანებული ფრესკები [ფოტო]”
გლობალური ფონდი ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებას ამცირებს
დღეს, 20 თებერვალს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენცია გლობალური ფონდის დაფინანსებით ტარდება და მასში პოსტსაბჭოთა ქვეყნებისა და საფრანგეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ. შეხვედრის სლოგანია – „ზიანის შემცირება მუშაობს, – დააფინანსეთ!“. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, გლობალური ფონდი უკვე წლებია საქართველოში აივ-ინფექცია/შიდსის და ტუბერკულოზის პრევენციისა და მკურნალობის პროგრამებს აფინანსებს. ფონდის დაფინანსება 2020 წლის ჩათვლით გაგრძელდება, თუმცა …
Continue reading “გლობალური ფონდი ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებას ამცირებს”
ქონებრივი დეკლარაციების სისწორეს დამოუკიდებელი კომისია შეამოწმებს
თანამდებობის პირების მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებს ყოველწლიურად დამოუკიდებელი კომისია შეამოწმებს. ამასთან, კომისიის წევრები არ შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები. „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქცია“ საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა. ინსტრუქციის მიხედვით, მონიტორინგის მიზანია „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მის მიერ დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმება, ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა, პრევენცია“. დეკლარაციის მონიტორინგის …
Continue reading “ქონებრივი დეკლარაციების სისწორეს დამოუკიდებელი კომისია შეამოწმებს”
ხულოს, შუახევისა და ქედის თითო სკოლის ლაბორატორიებისთვის 60 ათასი ლარი დაიხარჯება
ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების თითო საჯარო სკოლის ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიებით აღჭურვაზე აჭარის განათლების სამინისტრო 60 ათასამდე ლარს დახარჯავს. [red_box]ლაბორატორიები მოეწყობა:[/red_box] ქედის მუნიციპალიტეტის მახუნცეთის საჯარო სკოლაში; შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლაში; ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლების საჯარო სკოლაში. საკონტროლო და გამოსაცდელი აპარატურის, კერძოდ, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიის აღჭურვილობის შესყიდვა ხორციელდება ქვეპროგრამა – …
Continue reading “ხულოს, შუახევისა და ქედის თითო სკოლის ლაბორატორიებისთვის 60 ათასი ლარი დაიხარჯება”
Aerosmith-ის ვებგვერდზე ინფორმაცია საქართველოში კონცერტის შესახებ ისევ გამოჩნდა
„აეროსმიტის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინფორმაცია საქართველოში დაგეგმილი კონცერტის შესახებ ისევ გამოჩნდა. „ბლექ სი არენაზე“ 20 მაისს დაგეგმილი კონცერტის შესახებ ინფორმაცია, რამდენიმე დღის წინ, ამერიკული როკ-ჯგუფის ვებ-გვერდზე არ იძებნებოდა. მაშინ „ბლექ სი არენას“ დირექტორმა, დიმიტრი ბერიძემ „ნეტგაზეთთან“ განაცხადა, რომ კონცერტი არ გადადებულა და „აეროსმიტის“ საიტზე, ევროპაში დაგეგმილი ტურის ჩამონათვალში საქართველოს შესახებ ინფორმაციის ამოღება ტექნიკურ საკითხებს უკავშირდებოდა. აღნიშნული …
Continue reading “Aerosmith-ის ვებგვერდზე ინფორმაცია საქართველოში კონცერტის შესახებ ისევ გამოჩნდა”
კერძო საკუთრება, რომელიც ტაოსა და ხიხანის ქუჩებზე უნდა დათმონ [ფოტო]
ბათუმში, ტაოსა და ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები მესაკუთრეები აცხადებენ, რომ სახელმწიფო კომპანია მათი ქონების ხელში ჩაგდებას მიზერულ ფასად ცდილობს – ერთ კვადრატულ მეტრ მიწაში, როგორც ეს მოქალაქეები ამბობენ, სახელმწიფო მათ 20-23 ლარს სთავაზობს. რამდენიმე ოჯახმა თავისი საკუთრების შესაფასებლად „სამხარაულის“ ბიუროს უკვე მიმართა, მესაკუთრეთა უმეტესობა კი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებისთვის საჭირო თანხა არ აქვთ. …
Continue reading “კერძო საკუთრება, რომელიც ტაოსა და ხიხანის ქუჩებზე უნდა დათმონ [ფოტო]”
4 თეთრი უზუსტობა – დავა ბათუმის მერიასა და „გეოგრაფიკს“ შორის
„პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ფასების ცხრილში დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ დღგ-ს თანხა ნაცვლად 34322,04 ლარისა, მოცემულია 34322 ლარი, ხოლო სულ ჯამის თანხა ნაცვლად 225000,04 ლარისა მოცემულია 225000… რაც საბოლოოდ 0,04 ლარით აღემატება პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ საბოლოო ფასს…“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის ოქმში. კომისიისთვის 4 თეთრის უზუსტობა ერთ-ერთი მიზეზი აღმოჩნდა იმისა, რომ კომპანია „გეოგრაფიკი“ [გის …
Continue reading “4 თეთრი უზუსტობა – დავა ბათუმის მერიასა და „გეოგრაფიკს“ შორის”
ანსამბლი „ელესა“ მეორე ალბომზე მუშაობს
ქედის ფოლკლორული ანსამბლი „ელესა“ მეორე აუდიოალბომის გამოცემაზე მუშაობს. აუდიოალბომი, რომელშიც ელესას მიერ შესრულებული მხოლოდ ზემო აჭარული ფოკლორული სიმღერები ჩაიწერება, ფონდი „ქართული გალობის“ დაფინანსებით გამოსცემს. ანსამბლ „ელესას“ ხელმძღვანელის, ირაკლი სირაბიძის თქმით, სიმღერების ნაწილი რომელიც „ელესას“ მეორე აუდიოალბომით გამოიცემა, ანსამბლის რეპერტუარში უკვე არსებობს და მსმენელის წინაშე არაერთხელ შესრულებულა რეგიონულ თუ ქვეყნის მასშტაბით გამართულ ფოლკლორულ ფესტივალებზე. ანსამბლი უძველეს …
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა და ქუჩის განათების ბოძი დააზიანა. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.