ვახტანგ ღლონტის „წამოკრულები“ და სარგებელი ბიუჯეტიდან

ჟურნალ „ჭოროხის“ 6 ნომრის და კიდევ ერთი წიგნის დასაბეჭდად „აჭარის მწერალთა სახლმა“ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 9900 ლარია. აქედან ჟურნალის ერთი ნომრის ბეჭდვისთვის მაქსიმუმ 1400 ლარი დაიხარჯება, წიგნისთვის – 1500 ლარი. წიგნის ავტორი პოეტი, ბათუმის საკრებულოს კონსულტანტი და „სალონური საღამოების“ წამყვანი – ვახტანგ ღლონტია. „აჭარის მწერალთა სახლი“ წელს მხოლოდ მისი წიგნის დაბეჭდვას აპირებს ბიუჯეტის …

„ბათუმის სამშობიარო სახლი“ „მედინამ“ იყიდა

„ბათუმის სამშობიარო სახლი“, რომელიც რუსთაველის ქუჩაზე მდებარე შენობაშია განთავსებული, გაყიდულია. ახალი მესაკუთრეა შპს „ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი მედინა“. შესაბამისი ხელშეკრულება მხარეებს შორის გუშინ, 2 მარტს გაფორმდა. მეწილეების საერთო კრება სამშობიარო სახლში, რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, მიმდინარე წლის 24 თებერვალს ჩატარდა. შპს „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლის“ 187 მეწილედან კრებას 154 ესწრებოდა. შპს „ბათუმის სამშობიარო სახლის“ 100% წილის გასხვისებას …

კონკურსი გოეთეს უნივერსიტეტში სასწავლო კურსის გასავლელად

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სადოქტორო სკოლის – „დიგიტალური ჰუმანიტარია“ – პირველი შესარჩევი ტური მიმდინარეობს. წინა მოსამზადებელ ტურში გამარჯვება ქართველ სტუდენტებს საშუალებას აძლევს, პროგრამის ფარგლებში, სასწავლო კურსი ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტში გაიარონ. საერთაშორისო პროგრამის კონკურსში 11 უნივერსიტეტის [ექვსი საქართველოს და ევროპის ხუთი უნივერსიტეტის] სულ 61 სტუდენტი მონაწილეობს. კონკურსში მონაწილე შვიდი კონკურსანტი უცხოელია, დანარჩენი ქართველი და …

რატომ გამართა ბრიფინგი მეუფე დიმიტრიმ

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი დღეს, 2 მარტს, ჟურნალისტებს შეხვდა. დაახლოებით ერთსაათიანი შეხვედრის განმავლობაში მან ყველაზე ხშირად გამოძიების მიმართ სანდოობას გაუსვა ხაზი. „არ მაქვს საფუძველი, არ ვენდო გამოძიებას. ისე არ გამიგოთ, თითქოს ხელისუფლების კრიტიკას ვარიდებ თავს…“ – აღნიშნა მიტროპოლიტმა. კითხვას, აპირებთ თუ არა მოინახულოთ ციხეში დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც თქვენთან შეხვედრას ითხოვს, მეუფე დიმიტრიმ უპასუხა, …

ბათუმის მერიასა და საკრებულოს წელს 146 ტონა საწვავის შეძენა აქვთ დაგეგმილი

ბათუმის საკრებულოს და მერიას მიმდინარე წელს 146 ტონა საწვავის შეძენა აქვთ დაგეგმილი. აქედან საკრებულოს გეგმა, ანუ წლიური ლიმიტია 43 ტონა, ხოლო მერიის – 103 ტონა. მერიისდან და საკრებულოდან მიღებული მონაცემების შედარებით კი ჩანს, რომ რეალურ ხარჯსა და წლიურ ლიმიტს შორის საკმაო განსხვავებაა. მაგალითად, ბათუმის მერიაში გასულ წელს 87 ტონა საწვავი გაიხარჯა, წლიური ლიმიტი კი შარშან 110 …

შტორმისა და ღვარცოფის გაზრდილი რაოდენობა, როგორც კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი შედეგი

აჭარის რეგიონში შტორმებისა და ღვარცოფების გაზრდილი რაოდენობა კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი შედეგია, რაც სპეციალისტების მიერ 25-25-წლიანი პერიოდის შედარებით გამოვლინდა, ამის შესახებ დღეს, კლიმატის ცვლილების კონტექსტში, აჭარის სანაპირო ზონის განვითარების პერსპექტივების თემაზე ბათუმში გამართულ კონფერენციაზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის, კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა ეკატერინე მიქაძემ, აჭარის სანაპირო ზოლზე კლიმატის ცვლილების გავლენებზე საუბრისას აღნიშნა. …

ასმათ დიასამიძის უფლებამოსილებას უმაღლესი საბჭო, სავარაუდოდ, 7 მარტს ცნობს

უმაღლეს საბჭოში მიმდინარე წლის 6 მარტს ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც ერთ-ერთ საკითხად ლევან ვარშალომიძის ადგილმონაცვლის, ასმათ დიასამიძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ დადგენილების პროექტი განიხილება. დადგენილება უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს. საჭოს პლენარული სხდომა კი 7 მარტსაა ჩანიშნული. პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტს დეპუტატები 6 მარტის ბიუროზე განსაზღვრავენ. მიმდინარე წლის 10 თებერვალს აჭარის უმაღლესი საბჭო ოფიციალურად დატოვა ლევან ვარშალომიძემ, …

 ბათუმში ნაპირდაცვის პროექტის განხორციელება იწყება

ბათუმში მუნიციპალური განვითარების ფონდი ნაპირდაცვის პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტის მთავარი მიზანი ბათუმის სანაპირო ზოლის ეროზიისაგან დაცვაა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, „ბათუმის სანაპირო განიცდის ძლიერ ეროზიას დაახლოებით 2,5 კმ სირგძეზე. ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით  2 კმ ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას და სანაპიროს აღდგენას ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. ბულვარის აღდგენილ სანაპირო ზოლთან დაკავშირების მიზნით მოეწყობა 12 ერთეული საფეხმავლო ხიდი, რომლის …

შეიცვლება თუ არა ქონების დაყადაღების წესები

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის“ სასამართლოს შეუძლია ბრალდებულის, ან მასთან დაკავშირებული პირების ქონება დააყადაღოს, მათ შორის, საბანკო ანგარიშები. არის თუ არა ეს წესი კონსტიტუციური? – საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს. სარჩელის ავტორი შპს „იუ-სი-ჯი გრინ ფაუერია“, რომლის უძრავი ქობებაც ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით დააყადაღეს და მისი სარგებლობის უფლება მესაკუთრეს შეუზღუდეს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სამართლებრივი ნორმა ბრალდებულთან დაკავშირებული …

შსს: ტურისტების რაოდენობა 24 პროცენტით გაიზარდა

2017 წლის იანვარ-თებერვალში ტურისტების რაოდენობა 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24, 3 პროცენტით გაიზარდა – ინფორმაციას ამის შესახებ შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი აქვეყნებს. სამინისტროს ნფორმაციით, იანვარ-თებერვალში საქართველოში 294 001 ტურისტი შემოვიდა, რაც ქვეყანაში უცხო ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტების  საერთო რაოდენობის 38,9%. ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოში  სულ 755 080 ვიზიტი განხორციელდა, რაც 10,5%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე. …

ორი ათსართულიანი სახლის პროექტი ძეგლის დაცვის ზონაში, გორგილაძის ქუჩაზე

ბათუმში გორგილაძის #22-ში, ძეგლის დაცვის ზონაში შპს „მინი-77“ ორი ათსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. ამ ქუჩის #18-ში, 19-ში და 37-ში ძეგლის სტატუსის მქონე შენობები მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიამ პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს უნდა შეათანხმოს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის შესახებ კანონით ძეგლის დაცვის არეალში დაუშვებელია ისეთი მასშტაბების მშენებლობა, რომელიც დაჩრდილავს ძეგლს. ძეგლის დაცვის …

სახალხო დამცველის აპარატი სტაჟირებაზე კონკურსს აცხადებს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს სტაჟირებას. სტაჟირების ვადა 6 თვეა, ადგილი: ბათუმი და ქუთაისი. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 2017 წლის 10 მარტია. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად -განცხადებების გადარჩევა და გასაუბრება. შერჩევის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა წარმოდგენილი სამოტივაციო წერილის შინაარსს და კანდიდატის პროფესიულ უნარ-ჩვევებს; მოთხოვნები: მინიმალური განათლება: ბაკალავრი/ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; სამუშაო გამოცდილება: გამოცდილება არ არის სავალდებულო; …

18 ათასი ლარი ლიტერატურის თარგმნისთვის

აჭარის განათლების სამინისტრო უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნას 9 ათასი ლარით აფინანსებს. სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში პროექტის წარმოდგენა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს. სამინისტროდან მოთხოვნილი თანხა ერთი პროექტისათვის არ უნდა აღემატებოდეს 9000 ლარს. სულ დაფინანსდება ორი პროექტი.  „ქვეპროგრამის ბენეფიციარებს გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია ღია კონკურსის საფუძველზე“. სამინისტროში საბუთების მიღება უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნის კონკურსში მონაწილეობისათვის,  2017 …

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს

დღეს, პირველ მარტს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმესთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა. „საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ გაოგნებული ვართ მომხდარი ფაქტის გამო, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეს იქნება უმძიმესი ტრაგედია თითოეული ჩვენთაგანისათვის. ნდობას ვუცხადებთ საგამოძიებო ორგანოებს, თვალყურს ვადევნებთ პროცესების მიმდინარეობას და მისი უწმინდესობის სრულიად საქართველოს …

მიტროპოლიტი დიმიტრი გიორგი მამალაძის დედას შეხვდა

დღეს, პირველ მარტს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი “ციანიდის საქმეში” ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახს შეხვდა. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ბათუმში ეპარქიის რეზიდენციიდან გამოსული დეკანოზის დედა, ქეთევან მაღლაკელიძე ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. “ეს არის ჩემი პირადული, აღსარების მსგავსი. ეს არის ჩემი ოჯახის საქმე”. დეკანოზ გიორგი მამალაძის დედამ ასევე იმის შესახებ განაცხადა, რომ მისი ოჯახის …

აჭარის მთავრობის სამმართველო თანამშრომელი ქალის წინააღმდეგ ახალ დავას იწყებს

მას შემდეგ, რაც სასამართლოს სამივე ინსტანციამ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ვახტანგ წულაძის ხელმოწერილი ბრძანება უკანონოდ მიიჩნია, სასამართლოს ამჯერად სარჩელით სამმართველომ მიმართა. მოთხოვნა ასეთია: სამსახურში აღდგენილი თანამშრომლისთვის გადახდილი განაცდურის ნაწილის უკან დაბრუნება. მოპასუხე აღსრულების ბიუროა, რადგან სწორედ მან ჩამოაჭრა სამმართველოს ოფიციალური ანგარიშიდან თანხა იძულების წესით, როცა ვახტანგ წულაძემ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებაზე უარი …

საბჭოთა დეპუტატები კომპენსაციას ითხოვენ

სახელმწიფო კომპენსაციის ანუ განსხვავებული პენსიის მიღებას ყოფილი უზენაესი საბჭოს დეპუტატები ითხოვენ, რომლებიც დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, საბჭოთა კავშირის დროს იყვნენ არჩევით ორგანოში. „ეს ორგანო ასრულებდა საკანონმდებლო საქმიანობას. ამ ადამიანებს აქვთ შესრულებული ისტორიული მისია. მათ მოამზადეს სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩატარებულიყო პირველი მრავალპარტიული არჩევნები”, – მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას იურისტმა, ლია მუხაშავრიამ. ლია მუხაშავრია 52 მოსარჩელის …

ყოფილი საჯარო მოხელეები ხელვაჩაურში მიწის გადაცემის საქმეში გაამართლეს

გამამართლებელი განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელვაჩაურის საკრებულოს ყოფილი 6 წევრის, ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი საჯარო მოხელის მიმართ გამოიტანა. ისინი საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში მუშაობდნენ და დაახლოებით 8 ჰექტარი მიწის ნაკვეთი კომპანია „სთარს“ 2008 წელს გადასცეს. მიწის გადაცემიდან 6 წლის შემდეგ, 2014 წელს, პროკურატურამ ყოფილ საჯარო მოხელეებს ბრალი წაუყენა. პროკურატურის მტკიცებით, ხელვაჩაურის საკუთრების უფლების …

ხეებს ციხისძირში სახელმწიფო აუქციონზე ყიდის

ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მრავალწლოვან ხეებს „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“  აუქციონზე 13 ათას ლარად ყიდის. აუქციონზე ბიჯი 500 ლარია. სააგენტოს ინფორმაციით, აუქციონზე გატანილი სამი ხიდან: ამბრის ხის გარშემოწერილობა 2,4 მ. სიმაღლე 30 მ-ია;   ევკალიპტის ხის – გარშემოწერილობა 5,55 მ. სიმაღლე 35-40 მ; სექვოიას ხისა კი – გარშემოწერილობა 4,2 მ. სიმაღლე 25 მ. …

პეტიციები ხელვაჩაურში – თვითმმართველობა მოთხოვნებს გაისად დააკმაყოფილებს

ხელვაჩაურის თვითმმართველობას სხვადასხვა სოფლის მოსახლეობამ 5 პეტიციით მიმართა. მოთხოვნები ძირითადად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ეხება. პეტიციები ხელვაჩაურის საკრებულომ გამგეობასთან ერთად გუშინ განიხილა და მიიჩნია, რომ „ხალხის მოთხოვნები მიზანშეწონილია“. ამის მიუხედავად, პეტიციების დაკმაყოფილება წელს ვერ მოხერხდება იმ მოტივით, რომ ბიუჯეტი უკვე დაგეგმილია. ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას პეტიციებით მოთხოვნილი პროექტების განხორციელებას მომავალი წლიდან დაჰპირდა. პეტიციებით მოსახლეობამ მოითხოვა: სოფელ ახალსოფელში სტადიონის მიმდებარე …

#ჩემიფოტოძველბათუმში – ჰეშთეგი და ფოტოაქცია ძველი ბათუმის გადასარჩენად

საინიციატივო ჯგუფმა – „დაიცავი ძველი ბათუმი“ – ქალაქის ისტორიული ნაწილის დასაცავად ფოტოაქცია – „ჩემი ფოტო ძველ ბათუმში“ – დაიწყო. 28 თებერვალს ბათუმში პირველი ფოტოაქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ფოტოგრაფებმა აქციის მონაწილეებს ძველი ბათუმის ქუჩებში გადაუღეს ფოტოები. აქციის მონაწილეები ფოტოებს ფეისბუქზე ათავსებენ ჰეშთეგით – #შენიფოტოძველბათუმში. „დაიცავი ძველი ბათუმი“, „ნუ ანგრევ“, „ძველი არ ნიშნავს უვარგისს“, „შევინარჩუნოთ ისტორია“ – ეს არის …

რატომ ვერ გაიხსნა 4 საბავშვო ბაღი, რომელიც ხელვაჩაურის გამგეობამ 4 თვის წინ ჩაიბარა

ხელვაჩაურის სოფლებში – ქედქედში, კირნათში, ფერიასა და მახინჯაურში საბავშვო ბაღების ახალი შენობები გამგეობამ გასული წლის ოქტომბერში ჩაიბარა. ბაღები დღემდე არ გახსნილა და იქ სარემონტო სამუშაობი გრძელდება. „ჩვენ მოვითხოვთ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის დასმას. რატომ გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტები, თუკი მშენებლობა დასრულებული არ იყო?“, – განაცხადა მიხეილ ბოლქვაძემ, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. „მშენებლობა დასრულებულია. რაღაც გაფუჭდა და …

ბენზინგასამართი სადგურის მენეჯერის ჯგუფურად ცემის საქმე

ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას პროკურატურა სამ პირს ედავება. საქმეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, სამივეს 7-დან 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. მთავარი მოწმე ბათუმში მდებარე ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის მენეჯერია, რომელსაც ჩვენება გამოძიებისთვის არ მიუცია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა და საუბარი უჭირს. მენეჯერი აზერბაიჯანის მოქალაქეა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებს თავდაპირველად შელაპარაკება ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორთან …

კომპანიები, რომლებსაც k2-ის გაზრდაზე ზურაბ პატარაძემ მერიასთან უშუამდგომლა

კომპანია „ორბი ჯგუფი“ ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდაზე [k2] უშუამდგომლა. კომპანია ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩის #7-ში, სადაც ადრე „ადელის“ სტადიონი იყო, მრავალფუნქციურ სასტუმრო კომპლექსს აშენებს. კომპანია k2 კოეფიციენტის გაზრდას 15,0-მდე ითხოვდა. საუბარია „Orbi Twin Tower“-ზე, რომლის მშენებლობაც „ორბი ჯგუფმა“ გასული წლის მაისში დაიწყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, …

მოწმე: პოლიციელებმა ძალით მომაწერინეს ხელი ჩვენებაზე

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ დღეს იმ მოწმის ჩვენება მოისმინა, რომელიც 13 თებერვალს უნდა გამოცხადებულიყო სასამართლოში. 13 თებერვალს მოწმე გ.მ.-მ თქვა, რომ მას პოლიციელებმა სასამართლო დარბაზში შესვლის საშუალება არ მისცეს და იძულებით წაიყვანეს ნარკოლოგიური ტესტის ჩასაბარებლად. 14 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს,  რომ უწყების გენერალურმა ინსპექციამ ამ საქმეზე მოკვლევა დაიწო. მოწმე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქურდობის საქმეზე …

დუმბაძის ქუჩაზე დაგეგმილი რვასართულიანი პროექტი ერთი წლით შეაჩერეს

ბათუმში, ევროპის მოედნის გვერდით, დუმბაძის #12-24-ში დაგეგმილი პროექტის მშენებლობას კომპანია „ახალი ერა“ ერთი წლით შეაჩერებს. ამის შესახებ ინფორმაცია “ბათუმელებს” “ახალი ერას” ერთ-ერთმა მფლობელმა, ლევან ხიმშიაშვილმა დაუდასტურა. დღეს, 28 თებერვალს, კომპანიამ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან პროექტი გაითხოვა. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა. „ … პროექტი შეთანხმებული გვქონდა, მაგრამ შემდეგ მერიამ გვთხოვა, იქნებ ფასადი შეცვალოთ და ძველი ბათუმის იერსახეს …

ახალი ნაგავსაყრელი და მითვისებული მილიონები

ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 3 აპრილს დასრულდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ჰიგიენა 2009“-ში გვითხრეს, რომ ტენდერი EBRD-მა გამოაცხადა და მასში მონაწილეობა ნებისმიერი ქვეყნის კომპანიას შეუძლია. ამასთან, თითოეული განაცხადი იმ სატენდერო წარმომადგენლების წინაშე გაიხსნება, რომლებიც დასწრებას გადაწყვეტენ. ტენდერი მშენებლობაზე 2017 წლის 10 თებერვალს გამოცხადდა. 22 …

სასჯელი ბებიასა და დედის ცემისთვის

მოსამართლე ირაკლი შავაძემ დაასრულა მინდია ქ.-ს საქმის განხილვა. მას საკუთარი დედასა და ბებიაზე ფიზიკურ ძალადობაში, ასევე საბრძოლო მასალების უკანონო შენახვაში ედებოდა ბრალი. ბათუმის საქალაქო სასამართლომ იარაღის ტარების ნაწილში მინდია ქ. უდანაშაულოდ ცნო. არაერთხელ ოჯახში ძალადობისთვის კი, მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ბრალდებული მე-9 თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. შესაბამისად, მას მხოლოდ სამი თვე მოუწევს ციხეში ყოფნა. …

ყაჩაღობაში ბრალდებული „სანტას“ გასამართლება

„თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან“, – უპასუხა მოსამართლეს ბრალდებულმა ჯ.მ.-მ კითხვაზე: „ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?“. ბრალდებულს ედავებიან იმას, რომ ის სანტას ფორმაში გამოეწყო და ახალი წლის ღამეს, ფიროსმანის ქუჩაზე, მარკეტ „იალჩინში“ სავალუტო ჯიხური დააყაჩაღა. „შემოსულია საქმე 394 ფურცელზე“, – თქვა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ. მან დღეს წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილა. საქმეზე 26 მოწმე დაიკითხება. მთავარი …

პარკირების დარღვევა – 93 ათასი დაჯარიმებულიდან ჯარიმა მხოლოდ 25 ათასმა გადაიხადა

2016 წელს ბათუმში, პარკირების წესების დარღვევისთვის 93 161 ადმიანი დააჯარიმეს. მათგან ათლარიანი ჯარიმა მხოლოდ 24 906-მა გადაიხადა. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს იურისტის შორენა ავჯიშვილის განმარტებით, პარკირების წესების დარღვევისთვის დაჯარიმებულ პირს, ავტომობილის საქარე მინაზე უტოვებენ საჯარიმო ქვითრის ერთ ეგზემპლარს. თუ ავტომობილის მესაკუთრეს საჯარიმო ქვითარი  არ დახვდება საქარე მინაზე (ან თავისით გადამალავს მას), ან კიდევ რაიმე სხვა მიზეზით 30 …

ბათუმის საკრებულომ საწვავის ლიმიტი წელს 10 ტონით გაზარდა

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2017 წლის იანვარში საკრებულოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებზე სულ 70 678 ლარი ხელფასი, პრემია და დანამატი გაიცა. აქედან, უშუალოდ საკრებულოს წევრ თანამდებობის პირებს ხელფასთან [21 160 ლარი] ერთად პრემიის სახით დაერიცხათ 10 580 ლარი. საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე, იანვარში, მართალია პრემიები არ გაცემულა, თუმცა ხელფასთან [ჯამში 26 378 ლარი] ერთად დაერიცხათ დანამატი, სულ 12 …

მერია სასამართლოში „დარ ბილდინგის“ დაჯარიმებას ამ თვეში მეორედ ითხოვს

ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ დაიწყო სასამართლო სხდომა საქმეზე, სადაც მერია კომპანია „დარ ბილდინგის“ დაჯარიმებას ითხოვს. კომპანია ბათუმის საქალაქო სასამართლოში არ გამოცხადდა. მერიამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი კომპანიის წინააღმდეგ ერთ-ერთი გარე რეკლამის გამო შეადგინა, რომელიც „მაკდონალდსის“ მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. ბათუმის მერია კომპანია „დარ ბილდინგის“ დაჯარიმებას ითხოვს ჯამში 10 ათასი ლარით უნებართვო დემონტაჟის გამოც. საუბარია ბარათაშვილის 24-ში უნებართვოდ დანგრეულ …

სამ მილიონ ლარად სამინისტრო ელექტრონულ რესურსებს შექმნის

ელექტრონული ლაბორატორიები და ქართული ენის სწავლების ელექტრონული პროგრამა დიასპორებისთვის – ეს არის განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივა, რომლის განხორციელებასაც ის 3 მილიონ ლარად აპირებს. რომელ სკოლებს ექნება ელექტრონულ ლაბორატორიებთან წვდომა და ვინ შეარჩევს ქართული ენის პედაგოგებს ონლაინგაკვეთილების ჩასატარებლად. ამ თემაზე „ბათუმელებთან“ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ თემურ მურღულიამ ისაუბრა. ბატონო თემურ, როგორც ვიცით დაგეგმილია ელექტრონული რესურსების შექმნა …

ფატი ხალვაშს ბიუროს ოფისის დასაქირავებლად საკმარისი თანხა არ აქვს

პარლამენტარი ფატი ხალვაში, ბათუმის მერიას, პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციონირებისთვის ოფისის გამოყოფას თხოვდა. ეს საკითხი დღეს, 27 თებერვალს, უნდა განეხილა საკრებულოს სხდომაზე. თუმცა, როგორც საკრებულოში თქვეს, პარლამენტარმა  განცხადება უკან გაითხოვა. ფატი ხალვაშის განმარტებით, განცხადების გატანის მიზეზი ოფისის ქირის ფასია. „ის ოთახი, რომელიც მერიას უნდა გამოეყო, დიდია და ფასიც ძვირი გამოდის. ჩვენ ბიუროებისთვის 4 000-მდე ლარი გვაქვს …

შსს მილიონი ლარის შოკოლადსა და კარამელს შეისყიდის

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შოკოლადის ნაწარმისა და კარამელის კანფეტის შესყიდვაზე ერთობლივი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო თანხა 1 მილიონ 58 ათას 989 ლარია. სამინისტრო, სატენდერო პირობის თანახმად, 104 ტონაზე მეტ შოკოლადსა და 125 კილოგრამ კარამელის კანფეტს შეისყიდის. აქედან: ლოჯისტიკის დეპარტამენტისთვის – 76 260 კგ შოკოლადს და 110 კგ კარამელს; სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისთვის – 5 500 კგ შოკოლადს …

საწარმო „ნენამ“ ქედაში მუშაობა შეაჩერა

შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ქედის  ხილის გადამამუშავებელმა საწარმო „ნენამ“  მუშაობა გახსნიდან მეორე წელს შეაჩერა. საწარმოს მუშაობის შეჩერების მიზეზად კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდრე დადიანი „ბათუმელებთან“ დასაქმებული თანამშრომლების გათავისუფლებას ასახელებს. დირექტორის განმარტებით, ქედის საწარმოში დასაქმებული ყველა თანამშრომელი მათივე პირადი განცხადებების საფუძველზე გაათავისუფლეს. „საწარმო არ დახურულა, მხოლოდ დროებით აქტიური ფუნქციონირება შეაჩერა. რაც აუცილებელია საწარმოსთვის ყველა საქმე კეთდება. რაც შეეხება დროებით …

Exit mobile version